შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გადამიფიქრო! (თავი 1)


8-11-2018, 22:28
ავტორი P.A.
ნანახია 729

არ გადამიფიქრო! (თავი 1)

ცას რომ ეკიდება ცეცხლოვანი წითელი და წამის მერე მთვარე ჩნდება, ამ დროს ყველაზე უჩვეულო ფიქრებმა იცის მოწოლაო, ყოველთვის ამბობდა ნინა და ახლაც, ხმელთაშუა ზღვის სიმშვიდესთან ერთად იმდენს ფიქრობდა, იმდენს, სანამ გონება არ დაუმძიმდა და ემოციებისგან გადაიღალა. არადა, დასასვენებლად იყო ჩამოსული. დასასვენებლადაც და საფიქრალადაც, ოღონდ რომ გეკითხა, მხოლოდ „ნათელი ფიქრებით“ აპირებდა გადაღლას.
გრძელი, თბილი ჟაკეტი მხრებზე გაისწორა და იქვე, ვერანდაზე, ხის მოწნულ სკამზე ჩამოჯდა. წამით დახუჭა თვალები და წარსულში გადაიკარგა, თაიასთან. დარბოდა მინდორში პატარა დით ხელში და უსმენდა ხან მის კისკისს, ხანაც მის ტირილს. ოღონდ რამე მოესმინა, ოღონდ რამე გაეგო.
–მენატრები, თაი! მიყვარხარ, თაი.. – დაიჩურჩულა და გაეღიმა. მერე მიხვდა, რამდენად მარტოსული იყო, როგორ შორს იყო იმისგან, რაც რეალურად თაიასთან აკავშირებდა და ფართოდ გაახილა თვალები. ადგა, თავზე გადაისვა ორივე ხელი და კისერთან გადახლართა თითები ერთმანეთში. კარგი იყო დასვენება, განა არ იყო, უბრალოდ ასეთ მომენტში, როცა გონებითაც და ფიზიკურადაც მარტო რჩებოდა საკუთარ თავთან, ვეღარაფერს ახერხებდა დარდის გარდა. ზოგჯერ იქნებ შვებაც კი იყო ასე დარდი, ტირილამდე მისულს და თითქმის განადგურებულს, სიცოცხლე რომ ახსენდებოდა და წამიერად იგრძნობდა ხოლმე სიხარულს. არ აღიარებდა, თუმცა გრძნობდა შვებას. ალბათ, მართლა საჭირო იყო ასეთი მომენტებიც..

***
რამოდენიმე დღე კიდევ ინებივრა კრეტაზე და დედაქალაქს დაუბრუნდა. მონატრებულ მშობლებს ისე მაგრად ხვევდა ხელებს, თითქოს თვეების უნახავი ჰყავდა. დაბრუნების დღეს, იმავე საღამოს, საუკეთესო დაქალთან და პატარა ნათლულთან ერთად იჯდა მისაღებ ოთახში და დედის მიერ გაკეთებულ გემრიელ ყავას შეექცეოდა.
–დედა, მოდი და დაჯექი აქ! არ მინდა არაფერი, დამალაპარაკე წესიერად – აწუწუნდა ნინა და თან ანანოს ჩამოადო მუხლებზე თავი
–ჰო რა, მოდი თინა, მოვაყოლოთ ამბები – გაეცინა ანანოსაც და თმები აუწეწა მონატრებულ მეგობარს
–გაჩერდი, ქაჯო!
–ნინა! რა სიტყვებია დედი – როგორც იქნა ოთახში შემოვიდა თინა ხილით სავსე თასით ხელში
–რაო დე, მერე? გააგრძელე აბა – ჩამოუჯდა გოგონებს წინ და გაეღიმა მათი შემყურე
–ხოდა, გამოვედი ამ ბარიდან და თურმე არ გამომყვა ეს დეგენერატი?! იცი რანაირი იყო, ნანო?! გადაირეოდი! ძაან შემეშინდა, თან როგორია ვაბშე არავინ რომ არ გყავს მთელ კუნძულზე, ჩემი ახალი ნაყიდი ჩანთის წართმევა უნდოდა
–ხოდა აღარსად არ გაგიშვებ ნინა! – შეშფოთდა თინა და გოგოებს ერთად აუტყდათ სიცილი
–კაი რა, თინა! თუ აკიდებაა, აქაც კარგად აგეკიდებიან, საკუთარ ქალაქში – ხელი აიქნია ნინამ და თავი ასწია, გასწორდა. შეშფოთებული დედის ყურება ახალისებდა
–მომენატრე დე, თურმე – გაეცინა გულით და გვერდულად შეხედა, როგორც იცოდა ხოლმე
–გეტყობა დედა, გეტყობა. ჩამოსული არ იყავი ისევ უნდა წავიდე სადმეო, გაიძახოდი – ისევ უღიმოდა თინა მონატრებულ ქალიშვილს
–კატოს ჩამოვუტანე ისეთი კაბები, გადაირევა ალბააათ! – ეშმაკური სახით გახედა ახალი თონიჯით მოთამაშე ნათლულს ნინამ და მის გაბრწყინებულ სახეზე გემრიელად გადაიკისკისა
–მომეცი, ნინუნა! – წამოხტა ხალიჩიდან და ნინასკენ გამოიქცა
–ჩამეხუტე და მოგცემ! მაკოცე! – უკვე ხელებში ჰყავდა მოთავსებული – წესიერად მაკოცე, არ გადავიფიქრო! – თამაშ–თამაშით აიტაცა ხელში და კისკისით გაუჩინარდნენ ოთახიდან
–ჰო, აკლდა მაგას კაბები ნინა – დააწია სიტყვა ანანომ
–ნუ ხარ ბებრუხანა ნანო, დამანებე თავი! – გამოსძახა ოთახიდან ნინამ და კიდევ ერთხელ მიიღო თინას საყვედური

***
სამსახურისა და უნივერსიტეტის დაწყებამდე კიდევ ორიოდ კვირა რჩებოდა, ამიტომ თავს მეგობრებთან – ანანოს, ცოტნეს, სალომესა და ბექასთან ყოფნით ირთობდა. შუადღის ცხელ საათებში აუზზე, საღამოობით კი ღია კაფეებში დადიოდნენ. ნინას უყვარდა სამეგობრო წრე, მხოლოდ ახლო და საუკეთესო ადამიანები მის გარშემო. ერთი შეხედვით უდარდელი 20 წლის გოგო იყო, თუმცა მხოლოდ ამ ადამიანებმა იცოდნენ რა იმალებოდა თვალებციმციმა ნინას უკან, რამხელა და რამდენად მახინჯი ლაქები ჰქონდა ცხოვრებას ნაბოძები მისთვის. ანანო ეტყოდა ხოლმე სიცილით, შენც შენი ცოტნე უნდა იპოვო და ნახავ თუ არ მიეცემა ცხოვრებას აზრიო. ნინა უღიმოდა, ასეთ დროს ეგონა ვერასოდეს ვერავის მიანდობდა ისე თავს, როგორც ამას ანანო აკეთებდა. ვერავის გაუჩენდა კატოსნაირ სასწაულს და ვერ დაარქმევდა სხვა ხალხს ოჯახს მისი დედ–მამისა და თაიას გარდა.
არ უნდოდა ნინას სიყვარული. რომ გეკითხა რას ფიქრობ ურთიერთობებზეო, გეტყოდა, უბრალოდ ვერავინ ვიპოვე ჩემი შესაფერისიო და გაგიცინებდა. თმასაც გადაიყრიდა დაუდევრად უკან და მერე თავს დახრიდა. თუ კითხვის ადრესატი ახლო ადამიანი იყო და ხვდებოდა, ვერ დამალავდა განწყობას, სევდიანად დაამატებდა, კარგად ვარ და შემიყვარდება ვინმე აუცილებლადო. რაც მთავარია, ღიმილი არ დაავიწყდებოდა.
და გადიოდა დღეები, თვეები და ნინა ხვდებოდა, გრძნობდა, რომ კიდევ ვერ გადაელახა ვერც წარსული და ვერც აწმყოს ყოველდღიურობა. თუმცა ზოგჯერ ხომ ხდება, რომ ყველაზე დიდი სასწაული იმ დროს ჩნდება, როცა საერთოდ, ოცნებებშიც კი არ ელი. ალბათ, სწორედ ამიტომ ჰქვია სასწაული. ასე მოხდა ნინას შემთხვევაშიც, დაატყდა თავს იმდენი მოულოდნელი რამ, ვერც ნერვიულობა, ვერც ფიქრი და ვერც ბოლომდე სიხარულის შეგრძნება მოასწრო. უბრალოდ იცოდა, რომ რაღაც სხვა იყო. გული ფეთქავდა ისე, როგორც არ იყო ნინა მიჩვეული.
–ნანო, ისევ მივდივარ რედაქციაში, ისევ რომ დამხვდეს? – ჩურჩულებდა, რომ თინას არ გაეგო მისი ხმა და მჭიდროდ აჭერდა ცხელ ჭიქას ხელებს
–ნინა, ნუ გადამრიე! ტრენინგს გიტარებს, მიესალმები და მორჩა, რატო ნერვიულობ ასე ძალიან – ეცინებოდა ანანოს დაქალის ხასიათზე და ცდილობდა ზედმეტი მხიარულებით არ დაეფრთხო
–და კიდევ.. თუ გამოგელაპარაკა, არ ეკაპასო ისევ!
–კარგი ხო – გადაიკისკისა და ტელეფონი გათიშა. სამზარეულოში შემოსულ მამას გაუღიმა
–საით მა, რატომ გამოიპრანჭე? – ხელი მოხვია და თავზე აკოცა ნიკოლოზმა შვილს
–ტრენინგზე მა, რედაქციაში.
–რამდენხნიანია განა ეგ ტრენინგი, როგორ გაგიგრძელდა – მაგიდასთან ჩამოჯდა, ნინას პირისპირ – თინა, ყავა მინდა ისე ძალიან, ისე ძალიან, გადავირები ახლა! – გასძახა ცოლს და სასაცილოდ აათამაშა თითები მაგიდაზე
–მომაქვს, მომაქვს, ზარმაცები ხართ ორივე მამა–შვილი! – სიცილით ჩამოჯდა თინაც ოჯახის წევრებთან
როგორც სჩვეოდათ, სამივემ თბილი საუბრით გაართეს ერთმენეთი. სიცილში და მხიარულებაში გაატარა ნინამ დილა და დადებითი ემოციებით დატოვა სახლი.
ტრენინგზე გონებაგაფანტული იჯდა. რედაქციის უფროსისთვის ამჯერად თითქმის საეთოდ არ შეუხედავს, თუმცა ისევ გრძნობდა მის დაჟირებულ მზერას, მის გამაბრუებელ სუნს და კლასიკური ფეხსაცმლის რიტმულ ხმას. უკვე მესამე კვირა იწყებოდა მას შემდე, რაც მასთან ურთიერთობა უწევდა და გრძნობდა, როგორ უძნელდებოდა ყოველ ჯერზე უფრო მეტად. განა აწუხებდა, პირიქით, იმდენად მშვიდად, დაცულად და უცნაურაც გრძნობდა თავს, როგორც არასდროს. მონოტორულმა, ოდნავ მკაცრმა ხმამ მოიყვანა გონს, თავი ოდნავ გააქნია და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა მის წინ მდგომს
–რაიმე იდეა ხომ არ გაქვს, ნინა?
ისევ ის ღიმილი, და მერე მომენტალურად გაჩენილი ისევ ის ნდობა, ტრენინგის პირველ დღეს რომ იგრძნო. მისი დაჭიმული ყბები და სისასტიკეშერეული ხმით ნათქვამი სიტყვები კიდევ არ ამოშლოდა გონებიდან. მაინც როგორ შეიძლება გარდაისახოს ადამიანი რამოდენიმე წამში, არა?!
–არა, არაფერი, ჯერ არაფერი – ამოიბურტყუნა და საკუთარ თავზე გაბრაზდა, როდემდე შეიძლებოდა ასეთი გაფანტული გონებით ტრენინგებზე სიარული. საქმე ხომ მის მომავალ პროფესიას ეხებოდა.
დასასრულს მშვიდად ჩაალაგა ყველა საჭირო ნივთი ჩანთაში და დაუდევრად გადაიტარა კისერზე. სანამ შემოსულ ზარებს ამოწმებდა, მთელი ოფისი დაიცალა. თავი ასწია და კარებთან მდგარი რეზი შენიშნა. დაუფიქრებლად ამოიოხრა
–რამე მოხდა, ნინა? – მისკენ შემობრუნდა რეზი და თვალი გაუსწორა გოგონას
–არა, არა – თავი გააქნია, წასასვლელად მოემზადა
–ნინა.. მინდოდა გიორგიზე მეთქვა – წამოიწყო რეზიმ და ნინას შეწუხებული სახის დანახვაზე მაშინვე დაითბო ხმა
–არ შეგეშინდეს, ახლოსაც ვერ მოვა რედაქციასთან, პროგრამიდანაც ამოვწერე. ჯობია არსად გადამეყაროს – ჩაეცინასავით და შუბლზე მოისვა ხელი – თორემ დამავიწყდება რომ შვილად მერგება – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა
–მადლობა ბატონო რეზი, არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ – გაეღიმა ნინას გულწრფელად და ერთმანეთში ახლართა წვრილი თითები
–კარგი რა, აღარც გავიხსენოთ! – წამოიძახა რეზიმ და მაგიდაზე მიმოფანტული ფურცლები ერთად მოაგროვა
–კარგი, ნახვამდის.. – კარისკენ დაბნეული წავიდა
–გაგიყვან, დამელოდე ორი წუთი, კარგი? – შეხედა უცებ რეზიმ და ახლა რამოდენიმე ჟურნალს დასწვდა
–არ არის საჭირო, რას ამბობთ!
–დამელოდე, ნინა, დამელოდე, დაჯექი – ხელით ანიშნა ისე, რომ არც შეუხედავს და შუბლშეჭმუხნილი დააკვირდა რაღაც საბუთს
ნინა ისევ დაიბნა, მერე მხრები ჩამოყარა და იქვე, რბილ დივანზე ჩამოჯდა. ხელისგულს ჩამოაყრდნო ნიკაპი და საქმეში გართულ რეზის დააკვირდა. „ნიკოლოზისხელა იქნება,“ გაიფიქრა უცებ და თავისივე შედარებით უკმაყოფილოს წარბები ინსტიქტურად შეეკრა. რეზიმ რამოდენიმეგან დარეკა, ოდნავ გაღიზიანებული და ჩაფიქრებული ჩანდა. როგორც ნინა მისი ლაპარაკიდან გამომდინარე მიხვდა, შემდეგი თვის ჟურნალის გამოსვლასთან დაკავშირებით იყო რაღაც პრობლემები. ათიოდე წუთში ყველაფერი მოათავა მამაკაცმა და მაჯის საათს დახედა
–უჰ, რა დრო გასულა, წავედით აბა! – შეხედა ნინას და გულღიად გაუღიმა
წამით მზერა შეეყინა მის უჩვეულოდ ლამაზ სახეზე, მერე უხმოდ წამოდგა და კარებისკენ გაემართა, გასვლისას რეზის ხელი იგრძნო წელზე და მოეჩვენა, თითქოს მისი შეხებისას კანი აეწვა. რედაქციიდან გასვლისთანავე დაინახა ძვირადღირებული მანქანა და მასთან შედგა, ვერ გაბედა რეზის გარეშე, პირდაპირ ჩამჯდარიყო.
–მოდი – უბიძგა ღიმილით და კარი გაუღო, ჩაჯდომაში დაეხმარა. ესიამოვნა ნინას სუფთა, თბილი გარემო და უნებურად გაეღიმა
–რამდენი წლის ხარ, ნინა? – ჰკითხა ძრავის ახმაურების პარალელურად და გზას გაუსწორა მზერა
–ოცის
–ოცის.. – ოდნავ დააქნია თავი და გვერდით გაიხედა
ცოტახანი ისე გავიდა აღარცერთს ამოუღია ხმა, მერე ისევ რეზიმ დასვა კითხვა
–როგორ მოგწონს ტრენინგები?
–მომწონს, მაგრამ საკუთარი სტატიების წერამდე ბევრი მაკლია – გაეცინა
–ჯერ ხელნაწერი ტექსტების გასწორება და ლიტერატურული დამუშავება, მათი დასაბეჭდათ მომზადება უნდა ისწავლო, პირდაპირ სტატიებით ვერ დაიწყებ – რეზისაც გაეცინა და პირველად გახედა გოგონას
–ვიცი, კი, ვიცი – დაიბნა ნინა
–როგორც მივხვდი გაქვს მცირე გამოცდილება – გაეღიმა როცა ცალი თვალით დაინახა, როგორ აწვალებდა ნინა საჩვენებელ თითზე მოთავსებულ ბეჭედს
–სკოლის გაზეთში ვაკეთებდი სხვადასხვა სტატიების რედაქტირებას, მაგრამ არც ისე დიდი გამოცდილება მივიღე. ალბათ, პატარა ვიყავი და ბევრს არც არაფერს მავალებდნენ
–გასაგებია – ისევ გზას გაუსწორა თვალი რეზიმ – რადგან ტრენინგი რჩება და ვფიქრობ, არც თუ ისე ცოტა რამ გასწავლე, იქით კვირიდან ვაკანსია გამოგზავნე, პირადად მე განვიხილავ – უთხრა უეცრად სრულიად სერიოზული ტონით
–მართლა? – პატარა ბავშვივით გაუხარდა ნინას
–რა, არ აპირებდი? – შუბლი შეკრა რეზიმ და კიდევ ერთხელ ჰკითხა მისამართი გადამოწმების მიზნით
–ჰო, რავიცი, როგორ არა, ძალიან მინდა თქვენს რეაქციაში
–ჰოდა გამოცოცხლდი, ნინა, გამოცოცხლდი! – გაუცინა და მის სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა
–სწორად მოვედით არა?
–კი, ეს არის, უღრმესი მადლობა, ბატონო რეზი, – კარი გააღო ნინამ და გადასასვლელად მოემზადა
–არაფრის, ნინა – ოდნავ დაუკრა თავი და მანამ არ დაძრა მანქანა, სანამ გოგონა თვალს არ მიეფარა
უყურებდა მიმალავს და უნებურად ეღიმებოდა, ისე რომ ჯერ თვითონაც ვერ გაეაზრებინა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent