შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე სიზმრები (თავი 5)


8-11-2018, 23:18
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 143

მძიმე სიზმრები (თავი 5)

-დაწვრილებით მომიყევი, არც ერთი წამი არ გამოტოვო. მეუბნება ანერვიულებული ცოტნე რომელიც მოუთმენლობისაგან ათას მოქმედებას ასრულებს ერთ წამში.
-ორი წლის წინ ანას დაბადებისდღეზე მეგანმა სჩუქრად უიჯის დაფა მიუტანა... შემაწყვეტინა
-ანა ეგ ის ქერა გოგონაა?
სიმართლე გითხრათ ძალიან დიდ გაურკვევლობაში მაგდებდა მისი ამდენი ინფორმაცია, ის რაც მე მეხებოდა, ჩემზე იყო ან თუნდაც ოდნავ მაკავშირებდა ყველაფერი იცოდა...
-კი ეგ არის, ადრე ვმეგობრობდით. ღრმად ჩავისუნთქე და მოყოლა განვაგრძე.- მახსოვს ზუსტად 18 დეკემბერს, 2016 წელს, ზუსტად 11 საათზე გადაწყვიტეს რიტუალის ჩატარება, დაფა გაამზადეს ოთახის კარი გადაკეტეს ოთხი სანთელი დაფის გარშემო აანთეს და ამ ყველაფერში მეც ჩამითრიეს.
დაძაბული იჯდა, დაკვირვებით მისმენდა. ეტყობოდა როგორ ხარშავდა გონებაში ყველა ჩემს სიტყვას, მე კი ანერვიულებული კვლავ განვაგრძობდი მოყოლას.
-წესები ასეთი იყო, უნდა დაგველაგებინა ხელები ხის ისარზე და გვეთქვა შემდეგი სიტყვები'' მკვდარი სულების მეუფევ, გთხოვ გამოგვიგზავნე სული'' მცირედი პაუზის შემდეგ ის გაგვცემდა პასუხს. ყველამ ვიცოდით რომ არ შეიძლებოდა სულისთვის გეკითხა: როგორ გარდაიცვალე როდესაც იყავი მოკვდავი? დამენახე? შენი არ მჯერა დამიმტკიცე და ა.შ.- რა თქმა უნდა ხის ისარმა დაიწყო პასუხების გაცემა, მაგრამ ამ ყველაფერს მეგანი ძალიან არასერიოზულად უყურებდა. ამიტომაც გადაწყვიტა წარმოეთქვა შემდეგი სიტყვები.
-შენი არ მჯერა, დამარწმუნე რომ აქ ხარ. -5 წუთის განმავლობაში ისარი გაჩერებული იყო, რა თქმა უნდა ამის გამო მეგანთან დიდი დაპირისპირება მოგვიხდა, უეცრად ჩაქრა სანთელი რომელიც ჩემს წინ იყო დანთებული, მეგის ეს სიცილად არ ეყო და თან გვეუბნებოდა რომ ამ ყველაფერს ჩვენ ორი ვიგონებდით. მეტად იძაბებოდა ცოტნე, თითქოს უამრავი რაღაც იცოდა ამ თემის შესახებ, წამით პაუზა გავაკეთე, თავი ჩემსკენ მოატრიალა და მითხრა.
-განაგრძე ნუ ჩერდები.
-ერთ სანთელს მეორე მოყვა, მეორეს მესამე, მეოთხე და ოთახი მთლად ჩაბნელდა. შიშისაგან ვიწურებოდი, ვხვდებოდი რომ ეს უბრალო რაღაც არ იყო და დიდი შეცდომა დავუშვით სამივემ, მეგანი კვლავ აგრძელებდა თავის საქციელს, შუქს კი შეგნებულად არ ანთებინებდა მეგანი ანას. როდესაც მეგანმა დაიყვირა და ხელი სარკისაკენ მიიშვირა, დავინახე ის რაც არასოდეს ამოვა ჩემი მეხსიერებიდან. თეთრი სილუეტი უბრალოდ სილუეტი, ვერ გეტყვი როგორი იყო, არც ადამიანს ჰგავდა ვერაფერს შევადარებ. ამაზე გავშეშდი, და შემდეგ ყველაფერი გაშავდა. ამის შემდეგ არაფერი მახსოვს, ნამდვილად ვერაფერს ვიხსენებ, თითქოს მეხსიერებიდან რაღაც ნაწილი წამიშალეს. გოგოები მიმტკიცებდნენ რომ 10 წუთის განმავლობაში ვიჯექი, თვალები სარკის მიმართულებით მქონდა და არც კი ვახამხამებდი, გამუდმებით ვიმეორებდი '' მეგი შენ დაუშვი შეცდომა რაშიც გაგვრიე ჩვენ''. მას შემდეგ უცნაური არაფერი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი რიგზე იყო მაგრამ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 18 დეკემბერს როდესაც ანა უკვე ნიუ-იორკში იყო სწორედ 11 საათზე საქართველოს დროით მამამისი გარდაიცვალა, ამან საკმაოდ შემაშინა და დამაფიქრა, ღამეები ვეღარ ვიძინებდი მაგრამ დღისითაც რომ ჩამძინებოდა ვნახულობდი კოშმარულ სიზმრებს, აქედან იყო სწორედ 6 სიზმარი რომელიც ზუსტად სიზმრის მიხედვით ახდა.
ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული
-ევა ხვდები რამხელა რაღაც არის?
თავი ჩავქინდრე პატარა ბავშვივით და ხმა არ ამოვიღე. ისიც იდგა ერთ ადგილზე და თითქოს კვლავ მოელოდა ჩემგან პასუხს.
-სულ სხვანაირი ხარ, ვუთხარი ჩუმად.
-მაინც როგორი? მკითხა ინტერესით
-მკვდარივით თეთრი ხარ... კარგად ხარ?
აფორიაქდა და პასუხი იმაზე გვიან დამიბრუნა ვიდრე მე მოველოდი.
-კარგად ვარ უბრალოდ ცოტა მცივა.
მისი ეს პასუხი რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ფეხზე წამოვდეი და კარისაკენ მივედი.
-იცი მგონი დროა წავიდე, ყველაფერი რაც იყო მოგიყევი.
დამიჭირა და უხეშად მომჭიდა ხელი, გამომიყვანა სამზარეულოში და კუთხისაკენ მიმიმწყვდია.
-არ გამეკარო, ვუთხარი და თან ცრემლებით ამევსო თვალები.
თვალებში მიყურებდა, ათასი რამე ამოიკითხა ვიცი, მაგრამ მე... ვერაფერი ვერ გავარკვიე, ვერ დავინახე ვერაფერი გარდა ცივი,შემზარავი მზერისა.
-ხომ გითხარი რომ დღეს ვერსად ვერ წახვალ.
-მაშინებ ცოტნე, არ ვარ შენს გვერდით დაცული, მეშინია შენი, ხვდები ეს რას ნიშნავს?
-რამდენჯერ გაგიმეორო რომ არ უნდა გეშინოდეს?
მიყვირა, ამ დროს სახეზე ხელები ავიფარე და დავიწყე ქვითინი. ახლოს მოვიდა და ჩამეხუტა, ამ ცივი სხეულისაგან ძლიერი სითბო ვიგრძენი,თითის წვერებზე ავიწიე და კისერზე მოვხვიე ხელები,ეს ადამიანი ძალიან მაშინებდა მაგრამ მისმა სითბობ რაღაც მომენტში თავი დაცულად მაგრძნობინა,ამავდროულად მეშინოდა... შიში მაინც არ ქრებოდა.
-ბოდიში ევა, მაპატიე. ჩემთვის უცხოა ადამიანებთან კინტაქტი. მე კიდევ მეშინია იმის რომ...
შეწყვიტა და ხელები გამიშვა, სახიდან ცრემლები მოვიწმინდე.
-რისი გეშინია? ვუთხარი ჩუმად, თთითქოს მოლოდინში ვიყავი რომ ეს შეკითხვა გააღიზიანებდა მას.
-მეშინია იმის რომ რაღაცას ვიღაც დაგიშავებს, ამიტომ მინდა ამაზე დავილაპარაკოთ. არ ვიგონებ არაფერს, ვიცი 16 წლის გოგონასთვის ამდენი რაღაც იმდენად უცნაურია, შესაძლოა რეალობა არც კი ეგონოს, მაგრამ ესაა სიმართლე.-არსებობს ძალა, ენერგია, არ ვიცი რაც გინდა ის უწოდე, რომელიც ცდილობს იმოქმედოს შენს ფსიქიკაზე. დაგაკლოს ყველაფერი რასაც შეძლებს, ას ყველაფერი თავიდან უნდა აგაცილო რამენაირად. რაც შეეხება შენს სიზმრებს, ამას ვერაფერს ვუშველით, პირიქით ამის გაუმჯობესების შანსები გვაქვს, გაიგებ სიზმრის საშუალებით რა უნდა დაგხვდეს წინ... განა ეს არ არის კარგი? მაგრამ ყველაფერთან უნდა იყო ფრთხილად, რადგან არსებობენ სიზმრის გმირები რომლებსაც რეალობაშიც შეუძლიათ გადმოსვლა.
----------------------------------------------------------------------------
ვიცი რომ ძალიან პატარა თავია... კარგია, ცუდია, საშინელია თუ ძალიან საშინელიი თქვენ განსაზღვრეთ... ეს არის რაც არისскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent