შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოთხმეტი წელი მოლოდინში (დასასრული)


9-11-2018, 10:07
ავტორი R.M
ნანახია 1 896

თოთხმეტი წელი მოლოდინში (დასასრული)

მეოთხე ნაწილი
ანასტასია,

მარიამთან მივედი, უნდა გამერკვია სუროგატი დედის აყვანას როგორ შევძლებდი.
-ანა როგორ გამახარე, ეს კუდრაჭაც მოიყვანე?-ნინო გულში ჩაიკრა მარიმ. გაბიმ და ლიზამ ნინო, რომ დაინახეს გახარებულებმა წაიყვანეს თავის ოთახში და სათამაშოებით დაიწყეს თამაში.
-ამათ ყურებას არაფერი სჯობს.-ბედნიერი სახით უყურებდა ბავშვებს.- როგორ ხარ საყვარელო?-ხელკავი გომომდო მარიმ და სამზარეულოში გამიყვანა.-ყავა დავლიოთ, იმდენი ხანია არ მინახიხარ, სულ დამივიწყე.
-მე კარგად ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. მარი ალექსს სუროგატი დედის აყვანა უნდა, მეც მინდა კიდევ ერთი შვილი გვყავდეს. შენი რჩევა მჭირდება.-ვუთხარი მარიამს.
-მე რომ კლინიკაში დავდიოდი იმ ექიმის სავიზიტო ბარათს მოგცემ, დამირეკე და თუ გინდა გამოგყვები. რეპროდუქციულ ცენტრში თავად მიდიან მსურველები და სუროგატ დედებად რეგისტრიდებიან. 15 000 დოლარია ოფიციალურად გადასახდელი, პლიუს ხარჯები ფეხმძიმობის პერიოდში, კონსულტაციები და ანალიზები თქვენი გადასახდელი იქნება.
-არ არის პრობლემა, ბინას გავყიდი, შვილზე ძვირფასი არაფერია.
-კარგი საყვარელო, თუ გინდა გამოგყვები ექიმთან. ალექსანდრეც უნდა წამოვიდეს, ისე შენი შვილი არ იქნება და მაგაშიც ალბათ დამატებით გადაგახდევინებენ დონორის საფასურს.
-ყველაფერს გავაკეთებ. შენ იმდენი საზრუნავი გაქვს. მე და ალექსი წავალთ.
-ნატასთან იყავი? იმდენი ხანია არ ვყოფილვარ.
-კი ვიყავი, ნინოს ისე ეფერებოდა, გული მომიკვდა.
-რას ვიზავთ საყვარელო, ნატას მისი გაზრდა არ შეუძლია. მისი დახმარება არ შეგვიძლია, ჩვენს ძალებს აღემატება, მისი ფსიქიკა დანგრეულია, უნდა შევეგუოთ, რომ სულ ასე იქნება.
-შენ როგორ ხარ? ბოლო დროს სულ მოწყენილი ხარ როცა მოვდივარ.
-იცი ამის წინ ერთი ანეგდოტი წავიკითხე.
„ქმარი მიდის სახლში და კოსტუმზე ქერა თმის ბეწვი აგდია, ცოლი ეუბნება ეს რა არისო?
-ქმარი ჩუმად არის.
-თანამშრომელმა მიკიდა შენს პიჯაკზე თავის პიჯაკი ალბათ.-ამბობს ცოლი.
-კი საყვარელოო.-ეთანხმება ქმარი.
მერე უყურებს და ყელზე წითელი პომადის კვალს პოულობს, ისევ იწყებს ჩხუბს, ქამრი ისევ ჩუმად არის.
-დეიდაშენმა იცის ასეთი კოცნა, ის შეგხვდა და გაკოცა ხომ?-ეკითხება ცოლი ქმარს.
-კი საყვარელო-უდასტურებს ქმარი.
საწოლში წვებიან და ქმარს ქალის ტრუსი აცვია. ორივე ჩუმად არის კარგა ხანს და მერე ქმარი ეუბნება ცოლს.
-მოიფიქრე საყვარელო რამე თორემ დაგვენგრა ბედნიერი ოჯახიო.“
გამეცინა, მერე კი მარიამს შევხედე თვალებში, სევდიანი იყო.
-რატომ მომიყევი?
-ზუსტად იმ ქალის როლში ვარ. ჯერ ქალის ტრუსით არ დაბრუნებულა სახლში. ცისანას, ელენეს, ზურას და კიდევ სხვებს უმტკიცებ, რომ ბედნიერი ოჯახი მაქვს. ყველა მისი ღალატის დრო და საათი ვიცი, უბრალოდ სახლში ბრუნდება და ხმას არ ვიღებ.
-ლევანი გღალატობს?-შევხედე გაოცებულმა, კი მაგრამ ისეთი ხალისიანი ხარ, რატომ ითმენ?-თვალებზე ცრემლი მომადგა.
-ვითმენ და ვიცდი როდემდე ვაპატიებ, თუმცა არ ვპატიობ. ველოდები ალბათ, თავად როდის წავა.
-რატომ?
-არ ვიცი ანა. დიდი ხანია არ ვიცი რა მინდა და საით მივდივარ.
-იქნებ ცდები და არ გღალატობს? იქნებ გეჩვენება? ისეთი შეყვარებული თვალებით გიყურებს.
-ცოლმა ყოველთვის იცის ქმარი როდის ღალატობს. უყვარვარ, თუმცა წუთიერ სიამოვნებაზეც არ ამბობს უარს. პროგრამა გაუშვი მის კომპიუტერში, ყველა პაროლი გაუტეხე. ვის ხვდება, რა დროს, ვისთან რა ურთიერთობა აქვს, ყველაფერი ვიცი.
-გოგაზე ისე გაგიჟდი და შენ ამას როგორ ითმენ, იმ ყველაფრის მერე რაც შენ მის გამო გააკეთე?
-სერიოზული ურთიერთობა არ აქვს არავისთან, ვეღარ ვიტან, ხელს რომ მხვევს და მეხუტება ზიზღს ვგრძნობ მის მიმართ. კარგა ხანია აღარ ვამოწმებ მის სოციალურ ქსელს და მის მიმოწერებს საყვარლებთან.
-გაეყარე, რატომ ითმენ, ასეთი ლამაზი, ახალგაზრდა ხარ?-თვალები ცრემლით მქონდა სავსე, მეც მასთან ერთად ვტიროდი.
-არ ვიცი. გერმანიაში რომ ვცხოვრობდი და ლევანი იქ ჩამოდიოდა ძალიან ბედნიერი ვიყავი. იცი ღამით ვიღვიძებდი და მძინარეს უყურებდი. ღმერთს მადლობას უხდიდი, რომ ასეთ კაცს შემახვედრა. მისით აღტაცებული ვიყავი. გარემოც ისეთი იყო. გერმანიაში მარტოობა ძალაინ მტკიოდა, იქ მარტო, რომ ვიყავი და მერე ლევანი ჩამოდიოდა ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, მისი წყალობით ევროპაც მოვიარე, აღფრთოვანებული ვიყავი. ისიც ბედნიერი იყო ჩემს გვერდით. თუმცა მოსკოვში პირველად ზურას, რომ შევხვდი და მერე ლევანისგან მისი სიყვარულის ისტორია მოვისმინე იმედები გამიცრუვდა. თავის საცოლეს ბავშვის მოცილებას აიძულებდა. ასევე ზურამ დაიწყო ფლირტი და თამაში ჩემთან. ამან გონება სულ ამირია. ის ძლიერი მარიამი სადღაც გაქრა, რომელსაც ყველა იცნობდა, ეჭვებმა, ზურას შემოტევებმა სუ გადამიყვანა ჭკუიდან და ლამის გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვი, ლამის ზურას მკლავებში აღმოვჩნდი. მერე დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადე საკუთარ თავს, ღვთის წინაშე დადებული ფიცი ავიკვიატე და ყველას დაუმტკიცე, რომ ისევ ის ძლიერი ქალი ვიყავი. ლევანი დაუბრუნე სამყაროს და ვფიქრობდი, რომ ისევ იმ ლევანად ვაქცვდი, როგორიც გერმანიაში იყო, როგორიც მე შევქმენი ჩემს წარმოსახვაში. თუმცა რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა, ის სუსტია ოჯახის წინაშე, საკუთარი სისუსტეების წინაშე. ის არ არის ის კაცი, რომელიც მე შევიყვარე. სულ სხვა ადამიანი შემრჩა ხელში.-თვალები ცრემლებით ქონდა სავსე.
-მარიამ გაეყარე, ნუ ითმენ გთხოვ.-შევხედე მუდარის თვალებით.
-ბავშვებზე გადავერთე, ვფიქრობ, რომ ბავშვებს უმამოდ ყოფნა გაუჭირდებათ. თუმცა არ ისმენს არც ბავშვების პრობლემებს, ყველაფერს თავად ვაგვარებ. ეხლა მხოლოდ ბავშვების ფსიქიკას უფრთხილდები.
-ღმერთო ჩემო, როგორ შეუძლია. როგორ შეუძლია შენ გღალატობდეს?-შოკში ვიყავი მოსმენილით, გარედან ყველაფერი ისე ლამაზად ჩანდა.-შენზე რას იტყვი, შენ რომ დაგენგრევა ფსიქიკა იმაზე რას იტყვი, ჯობია დაშორდე.
-მართალი ხარ ანა, უნდა დავცილდე. -ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის.
ნამტირალევი მარიამი დავტოვე და სახლში მივდიოდი, ჩვენი მეზობელი თაკო შემხვდა და ყავაზე დამპატიჟა. მეც გავყევი სახლში, დიდი ხანია არ მყავდა ნანახი, ვმეგობრობდით. გვერდით კორპუსში ცხოვრობდა თაკო, ისიც უნივერსიტეტში სწავლობდა და ხშირად ტრანსპორტით ერთად ვმგზავრობდით. მერე დავმეგობრდით და როცა გაგარინზე გადავედი ტელეფონით ხშირად ვკითხულობდით ერთმანეთს.
-რა საყვარელია?-ნინო ჩაკოცნა და შოკოლადები აჭამა.
-თაკო როგორ ხარ? რა ხდება შენსკენ ახალი?-გაუღიმე დიდი ხნის უნახავ მეგობარს.
-შენი ნახვა მინდოდა, მარიამს ამას ვერ ვეტყვი.
-რა ხდება?
-ამ შენს სიძეს მგონი ში* აქვს.
-რა მოხდა?
-გაჩერებაზე ვიდექი სამი დღის წინ, შეხვედრა გვქონდა ჩეხ ინვესტორებთან, მაგარ ფორმაში ვიყავი, ტაქსი უნდა გამეჩერებინა. ლევანმა გამიჩერა მანქანა მიგიყვანო, მეც ჩავჯექი. აშკარა შებმა დამიწყო, ვერ მიცნო. მერე ვკითხე მარიამი და ბავშვები როგორ არიანთქო და ფერი დაკარგა. ეგ ცოტა ვერ არის, მარიამს ასეთ რამეს როგორ უკეთებს, მისი ცალი უბანში გოგო არ დადიოდა, ეგ კიდევ. ფუ.. ნამდვილი ღორია.
-შენ კიდევ ეგ გინდოდა? კაცთა მოდგმას ისედაც ვერ იტან და საერთოდ აღარ გათხოვდები.-სიმწრისგან გამეცინა.
-მაგისთანა კაცის ყოლას ქალიშვილად სიკვდილი მირჩევნია. ისე გავბრაზდი თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გამელანძღა. მარო ისე მიყვარს, ჩემი ძმა უგონოდ იყო შეყვარებული მარიამზე და თქმაც ვერ გაუბედა. მარიამი ხომ საერთოდ სხვა თემაა, ყველანაირად სრულყოფილებაა.
თაკოსგან წამოვედი, ნინო ელენეს დაუტოვე და ლევანს კომპანიაში დავადექი.
-ანა, მშვიდობაა? აქ რა გინდა?-გაკვირვებულმა შემომხედა. მე კი სახეში სილა გავარტყი.
-არაკაცი ხარ, როგორ შეგიძლია.
-შენ ხომ არ გაგიჟდი გოგო.-ყვირილი დამიწყო.
-მე გავგიჟდი? ეს შენ გაგიჟდი. როგორ შეგიძლია მარიამს ღალატობდე, თუ შენი საყვარლების გრძელი სია აგაფარო თვალებზე.-ფერი დაკარგა.
-შენ... რას ამბობ? მე არ ვღალატობ..-დაიბნა და სიტყვებს ვერ უყრიდა ერთად თავს.
-ლევან დაკარგავ და მერე გვიან იქნება. სინანული და დანაშაულის გრძნობა გულს შეგიჭამს ცხოვრების ბოლომდე. მშვიდად ხარ არა, დათომ ცოლი მოიყვანა, ნიკამაც, ზურა ციხეშია. მარიამს არავინ დარჩა გვერდით, მისი დაკარგვის შიში აღარ გაქვს და გულაობ არა? -ხელები გავშალე და ვუყვიროდი.
-კმარა.-დამიყვირა.- არაფერს ეტყვი. გამოვასწორებ, გპირდები გამოვასწორებ ყველაფერს.-ხვეწნა დამიწყო.
-შენთვისვე აჯობებს. -თითი ცხვირთან მიუტანე და მისი კაბინეტი დავტოვე.

მარიამი

რამდენიმე წელი გავიდა, ცხოვრება რუტინული გახდა, ბავშვების პრობლემები, კომპანიის პრობლემები, როცა თავად გიწევს უამრავი რამის მოგვარება ცხოვრება რთულდება და იღლები. მადლობა უფალს ჩემი ყველა ახლობლი კარგად იყვნენ. ანამ და ალექსმა მეორე შვილი სუროგატს გააჩენინეს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, ალექსი ისეთი მზრუნველი და მოსიყვარულე იყო, ანა მართლა ბედნიერი იყო. ხანდახან მისი მშურდა კიდეც, მან ძლიერი და ერთგული დასაყრდენი იპოვა ცხოვრების მეგზურად. ნატა ფსიქიატრიულიდან წამოიყვანა ელენემ და ახლა სახლში იყო ჩემებთან, აგრესიული არ იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მკურნალობას სახლში გააგრძელებდა. ლიკა და აკაკი გიოსთან ერთად სულ აქეთ იქით დადიოდნენ. ხან რომელ ქვეყანაში დასახლდებოდნენ, ხან რომელში. გიო ნორმალურად ვეღარც კი ლაპარაკობდა ქართულად. ლიკას და კაკისაც ყველაფერი რიგზე ქონდათ, აკაკი ისევ ისე სიგიჟემდე შეყვარებული იყო და სულ ცდილობდა ლიკას გული ახალ ახალი სიურპროზებით მოეგო. გაბრიელი 9 წლის იყო, ლიზა 7 წლის, სკოლაში დადიოდნენ, დილით სკოლაში ვტოვებდი და მერე სამსახურში მივდიოდი. მამა და დედა ძალიან მეხმარებოდნენ. ნინოს და გეგას გამოყავდა სკოლიდან და მეცადინეობაშიც ნინო ეხმარებოდა ბავშვებს.
2015 წლის ზაფხული იყო, სამსახურს თავი დავანებე, ბავშვების პრობლემები, სახლის საქმე, კომპანიის ფინანსები, ყველაფრის ერთდროულად გაკონტროლება უკვე მიჭირდა. მთლიანად ბავშვების აღზრდით ვიყავი დაკავებული. რთული ასაკი ქონდა გაბრიელს და სულ უკმაყოფილო იყო, რამდენჯერმე შარშიც გაეხვა და ხელჩართულ ჩხუბში ჩაება. მოჩხუბრები შევარიგე, ორივე მხარის აზრი მოვისმინე და ახლა მეგობრობენ, თუმცა ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა ჩემზე და გადავწვიტე ბიზნესში მეტად ჩავრთულიყავი და პარალელურად ბავშვებისთვის მიმეხედა. ლევანი ყოველთვის საქმეს მიზეზობდა და ბავშვებს იშვიათად ეკონტაქტებოდა, სამაგიეროდ მე მიწევდა მათთვის კონტროლის გაწევა, ვცდილობდი მათი მეგობარი ვყოფილიყავი და ეს გამომდიოდა კიდევაც. ლევანი ძალიან შეიცვალა, სულ დაღლილობას მიზეზობდა და საერთოდ არ კონტაქტობდა არც ბავშვებთან და არც ჩემთან.
კარზე ზარი იყო, სახლში მარტო ვიყავი, ბავშვები სკოლაში გავაცილე, ლევანი კომპანიაში და სამზარეულოში ვსაქმიანობდი.
-დიახ, ვინ გნებავთ?-შევხედე საკმაოდ ასაკიან ქალს, რომელიც კარში იდგა და მიყურებდა.
-მარიამ შვილო ვეღარ მიცანი? მე გიორგი ჯიქიას ქვრივი ვარ.-ღმერთო ჩემო, ზურას ბებია იდგა კარში, ამდენი წლის მერე მართლა ვერ ვიცანი.
-მობრძანდით.-სახლში შევიპატიჟე და თან გული ამოვარდნას მქონდა.
-უნდა დაგელაპარაკო, სათხოვარი მაქვს შენთან.-მუდარის თვალებით შემომხედა.
-გისმენთ, დაბრძანდით. რით შემიძლია დაგეხმაროთ?-მის წინ ჩამოვჯექი.
-ზურას მეტი არავინ მყავს, ვიცი ძალიან დაგიშავათ შენც და ლევანსაც, მაგრამ მაინც მოვედი და მინდა გთხოვო.-ხმა გაუწყდა და ტირილი დაიწყო. სამზარეულოდან წყალი მოუტანე და დავალევინე.
-მითხარით, ეს წარსულია, მე შევძელი და ვაპატიე. რა გაქვთ სათხოვარი.-ვცდილობდი დამეწყნარებინა მოხუცი, რომლისთვისაც ერთადერთი ნათესავი ზურა იყო.
-შეწყალებაზე შემაქვს განცხადება და მინდა შენც დაწერო განცხადება. ადვოკატმა მითხრა დაზარალებულის განცხადებას გაითვალისწინებენო. ცუდად იყო, ტუპერკულოზი დაემართა, მის მეტი არავინ მყავს. ნანობს რაც დაგიშავათ, მართლა ნანობს, ძალიან შეიცვალა.-ისევ ტიროდა ქალბატონი ნაზი. ძალიან იმოქმედა ჩემზე ზურას ამბავმა, გულზე თითქოს ეკლები მესობოდა. რატომ არ ვიცოდი, მისი ამბავი. რატომ არ მითხრა ელდარმა ბოლოს რომ ველაპარაკე. ხო, ელდარი ზედამხედველია, რომელსაც დავეხმარე, ის კი ზურას ამბებს მატყობინებდა. ვერ შევძელი მისი დავიწყება.
-დაგიწერთ, შეწყალებაზე თანხმობას დაგიწერთ.-მაშინვე თანხმობა უთხარი.-მე არ ვიცოდი შეწყალების საბუთები თუ უნდა შეგეტანათ, ბესარიონს დაუკავშირდები და დაუწერ განცხადებას როგორც დაზარალებული.
-მადლობა შვილო.-ხელები დამიკოცნა.-გიორგის ისე უყვარდი, მისი სახელითაც გიხდი მადლობას, შენ საიდან იცნობ ბესარიონს?
-ზურამ მომცა მისი ნომერი.
-ზურა ნახე? რატომ? მან ხომ შენი ქმარი გაიტაცა.-ინტერესიანი თვალებით შემომხედა.
-არ ვიცი? არ მინდა ცუდად იყოს, არ მინდა იქ იყოს.-თვალზე ცრემლები მომადგა.
-ვიცი უყვარხარ, გიორგი მართალი იყო, კეთილი გული გაქვს, მადლობა შვილო. არ მინდა ისე მოვკვდე ჩემი ბიჭის დარდი წამყვეს თან.-ამოიტირა ისევ.
ქალბატონი ნაზი გავაცილე, სახლში შემოვბრუნდი და ავტირდი, არ ვიცი რატომ ვტიროდი, საკუთარ თავს ვტიროდი, ზურას თუ ჩემს მისდამი სიყვარულს. ბესოს დაურეკე, დეტალურად გავარკვიე ყველაფერი და განცხადებაც დავწერე. მერე კი ლევანისთვის არაფერი არ მითქვამს ისე წავედი ციხეში ზურასთან პაემანზე.
-ეს ვინ მეწვია, თვალებს ვერ ვუჯერებ.-ისტერიულად იცინოდა ზურა ჩემს დანახვაზე. რამდენი წელი გავიდა რაც ბოლოს ვნახე. -რატომ მოხვედი, აქ შენი ადგილი არ არის.-შეტევაზე გადმოვიდა. ისე იყო შეცვლილი, თმაში ჭაღარა შეპარვოდა, გამხდარიყო, მხრებში ცოტა მოხრილიყო, თუმცა თვალები ისევ ისე უელავდა როგორც ბოლო შეხვედრისას.
-უნდა დაგელაპარაკო.-უტეხად ვიდექი და თვალებში უყურებდი.
-რაზე უნდა დამელაპარაკო? მე წავაგე ბრძოლა და შენივე სიტყვებით აქ „ვლპები“.-ხელები გაშალა და შემომხედა.
-გეყოფა, ცხელ გულზე ნათქვამი რამდენჯერ უნდა გამახსენო. არ მინდა აქ იყო, არ მინდა ასე მომხდარიყო. მე ჩემს ოჯახს ვიცავდი, შენ უდანაშაულო არ ყოფილხარ, დააშავე და პასუხიც უნდა გეგო. ეს გზა შენ აირჩიე, შეგეძლო სხვაგვარად მოქცეულიყავი და იქნებ..
-იქნებ..-ნაღვლიანად გაიმეორა.-შენმა სიყვარულმა ბოლომდე გამანადგურა. ვერ დაგივიწყე ამის დედაც..-ხელი მაგიდას დაარტყა. მერე გაჩუმდა და ინტერესით შემომხედა.
-ამინისტიაზე განაცხადი შეიტანა ნაზიმ, მეც დავწერე განცხადება როგორც დაზარალებულმა, თანხმობა შენს განთავისუფლებაზე.-გაოცებულმა ამომხედა და თვალებში დამიწყო ყურება.
-რატომ? ეს რატომ გააკეთე?-თვალს არ მაშორებდა ისე მიყურებდა.
-ნაზის გამო, შენს გამო, არ ვიცი. რაც გულმა მითხრა ის გავაკეთე, მაგრამ გაფრთხილებ, ჩემს ოჯახს არ მოუახლოვდე და არაფერი დაუშაო ჩემს ახლობლებს, თორემ იცი რაზეც ვარ წამსვლელი.-განრისხებულმა შევხედე თვალებში.
- სულელი ვარ, სულელი, სასწაულების ისევ მჯერა.-სევდიანად გამიღიმა.-მჯერა რომ სხვა მხრიდან დამინახავ, მჯერა, რომ საკუთარ თავს გამოუტყდები და ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუსმენ საკუთარ გულს.
-ზურა დამპირდი, კაცური სიტყვა მომეცი, რომ არ მიუახლოვდები ლევანს და არაფერს დაუშავებ.-ხელზე ხელი დავადე.
-რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნები აქ თუ გარეთ? ეს გრძნობა ყველგან გამანადგურებს.-ცრემლი გაკიაფდა მის თვალებში.
-გთხოვ, დამპირდი.-ისევ ვეხვეწებოდი.
-კარგი. შენს შორიდან დანახვას ვიკმარებ, არაფერს დაუშავებ, ჩემი საქციელით შენში მხოლოდ სიძულვილი გამოვიწვიე. ასე აღარ მოვიქცევი, გპირდები. რატომ შეურიგდი, რატომ აპატიე ყველაფერი, რატომ არ დამელოდე?
-ის ჩემი ქმარია, ჩემი შვილების მამა, ჩემი ოჯახი.
-გეყოფა, არ გიყვარს და მასთან ხარ, ეს არ არის ოჯახი.
-ზურა გთხოვ.-ცრემლიანი თვალებით შევხედე.
-რას მთხოვ, გიყვარვარ, მეც მიყვარხარ. რატომ არ აღიარებ, რატომ ებრძვი ამ სიყვარულს, რატომ ვებრძვით ერთმანეთს? იმიტომ რომ მოღალატე ცოლის სახელი არ გინდა. იმიტომ რომ სუსტი და უსუსური ლევანი გყავს დასაცავი ტირანი ზურასგან. ხო და წადი და დაიცავი, აქ რატომ ხარ, რატომ? წადი და ამ შენობაში აღარ მოხვიდე, აქ არ არის შენი ადგილი.-ადგა და კარისკენ წავიდა.
-მოიცადე.-კართან მისული გავაჩერე, წელზე ხელები შემოვხვიე და მივეხუტე. ისიც იდგა უსიტყვოდ და გულში მიკრავდა.-რატომ აღარ მირეკავ?-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-არ გეცოდები ხომ? შენი ქცევებით გულს რომ მისერავ არ გეცოდები?
-ეგოისტი ვარ, საკუთარი თავიც მეცოდება, რომ არ ჩაგხუტებოდი გავგიჟდებოდი.
-როგორ დაგპირდე, რომ არ მოგიახლოვდები? როცა ვხედავ, რომ ჩემი ერთი ჩახუტება სიცოცხლის ფასად გიღირს.
-მივატოვებ, დრო მჭირდება. ბავშვების გამო, არ ვიცი რა რეაქცია ექნებათ. მეშინია, თოთხმეტი წელია ვაკოწიწებ და ოჯახს დავემგვანეთ, ჩემივე შექმნილის დანგრევის მეშინია.
-გამოვალ და დაგარწმუნებ, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადადგა. რომ წარმოვიდგენ, რომ გეხება, ვგიჟდები.
-არ მეხება, ეს თუ დაგამშვიდებს. ურთიერთობა დიდი ხანია არ გვაქვს.
-საყვარელი ყავს.
-არაერთი.-მწარედ ჩამეღიმა.
-რატომ ითმენ, ვის უმტკიცებ, რომ ბედნიერი ხარ? გტკივა მისი ღალატი?
-სულერთია, ერთ დროს მტკიოდა მისი ღალატი, ეხლა სულერთია.
-მიყვარხარ.-ჩემს ტუჩებს დაეწაფა, ისეთი სანატრელი იყო, სუნთქვა სანამ არ შეგვეკრა მანამ ვკოცნიდით ერთმანეთს.
-ეს ათი წუთი შენთან შეხვედრის მთელ სიცოცხლედ მიღირს.
ციხიდან წამოვედი, ცრემლად ვიღვრებოდი, ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება, ლევანს კი არაფერი უთხარი. გადავწყვიტე დავშორებულიყავი, ჯერ უნდა გამერკვია და ფაქტები დამელაგებინა წინ. ყველაფერი ძველებურად, ჩვეულ რეჟიმში მიდიოდა, ბოლო დროს სარკეში, რომ ვიხედებოდი საკუთარი ფერი არ მომწონდა, ყვითელი და მწვანე ფერი მედო სახეზე, გადაღლილობას დავაბრალე.
ერთ დღეს კი ლევანმა გამომიცხადა მშვიდი სახით, რომ უნდა დავცილებულიყავით და ქონების გაყოფის საკითხზეც შევთანხმებულიყავით.
-რა ხდება? ამას რატომ მთხოვ?-გაოცებული უყურებდი, ტვინი ვერ იაზრებდა რა მითხრა. დამასწრო და თავად გამომიცხადა, რომ უნდა დავცილებულიყავი. ვერადროს წარმოვიდგენდი, რომ ის პირველი წავიდოდა ჩემგან.
-ურთიერთობის მაქსიმუმი ამოვწურეთ, სხვა შემიყვარდა. შენ ყოველთვის ჩემს დიდ სიყვარულად დარჩები, ჩემი შვილების საუკეთესო დედად, საუკეთესო მეუღლედ და საუკეთესო მეგობრად. თუმცა სხვა მიყვარს და უნდა დავცილდეთ.-ბოლო სიტყვები ბუნდოვნად გავიგონე, რადგან გონება დავკარგე. არა იმიტომ, რომ სტრესი მივიღე, უბრალოდ ცუდად გავხდი და არაფერი აღარ მახსოვს. თვალები რომ გავახილე დედაჩემის ტირილისგან შეშუპებულ თვალებს გადავაწყდი.
-მარიამ, შვილო.-სახეზე მეფერებოდა დედა.
-აქ რატომ ვარ? რა დამემართა?-გაოცებულმა შევავლე საავადმყოფოს კედლებს თვალი.
-ნაღველი გაგისკდა და რამის მოიწამლე, გონება დაკარგე.-ისევ ტირილი აუვარდა.
-ხომ უკეთ ვარ, გადავრჩი, რატომ დამტირიხარ ისე თითქოს მკვდარი ვიყო.-გაუბრაზდი დედას.
მერე პალატაში შემოცვივდნენ ანა და ალექსი, ელენე, ჩემი მეგობრები, ერთმანეთის მონაცვლეობით მოდიოდნენ. ლევანიც მოვიდა, შეშინებული სახით მიყურებდა, ყველა რომ წავიდა პალატაში ჩემთან დარჩა.
-რაც მითხარი მახსოვს. ეს ხუმრობა იყო?-შევხედე წარბის აწევით.
-არა, არ მიხუმრია, თუმცა გადავიფიქრე. ახლა ვერ შევძლებ შენს მიტოვებას.-თავდახრილი მიყურებდა.
-ლევან რა ხდება? ვინ არის?-უთხარი მშვიდი ხმით.
მანაც მითხრა, რომ ცნობილი მოდელი იყო მისი საყვარელი და დაქორწინებას გეგმავდნენ. თუმცა ასეთ მდგომარეობაში ჩემს მიტოვებას არ აპირებდა. საავადმყოფოდან გავაგდე და აუკრძალე მოსვლა. ელენე გამოვიჭირე და ვაიძულე სიმართლე ეთქვა, რაღაც ხდებოდა, ყველა დასიებული და ნამტირალევი თვალებით შემოდიოდნენ პალატაში.
-სიმსივნე გაქვს ნაღველზე, საკმაოდ დიდი ზომის, კვერცხის ხელაა, ექიმები ამბობენ ავთვისებიანიაო. აქ იმედი არ მოგვცეს შენი გადარჩენის. ანალიზები ვნახე, მეტასტაზები არ არის წასული და აქ ვერ ვენდე. იმ კლინიკას დაუკავშირდი და გადავაგზავნე ანალიზები გერმანიაში სადაც ეკას ანალიზები გავგზავნეთ.-ბოლოს და ბოლოს სიმართლე გამიმხილა ელენემ.
-მე და ლევანი ვშორდებით, ნამდვილად დროული იყო.-ელენეს შევხედე, ცრემლად იღვრებოდა.
-გავიგეთ, მეგონა არაფერი იცოდი. ჟურნალებში გამოაქვეყნეს მათი სურათები, დაქორწინებას გეგმავს ვაჟბატონი. გეგამ ეჩხუბა და შენთან მოახლოვება აუკრძალა. ხომ გეუბნებოდი არ არის სანდო პიროვნება, არ შეიძლება შენი ცხოვრების თანამგზავრი ეგ ნაგავი ყოფილიყო.-ყვირილზე გადავიდა ელენე.-იბრძოლებ, ცხოვრებას გააგრძელებ, შვილები გყავს და მათზე იფიქრე. არ უნდა დანებდე, უნდა იბრძოლო, უნდა იბრძოლო და მის გარეშეც შეძლო ბედნიერება.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ისე მითხრა.
-საკუთარი თავი მეზიზღება, სადამდე მოვედი, რაც დამემართა მხოლოდ ჩემი ბრალია. შემეძლო მშვიდად და ბედნიერად მეცხოვრა და ვერ შევძელი, საკუთარ პრინციპებს ვერ უღალატე. -სახე გვერდზე გადავაბრუნე და ავტირდი.-მის გამო, მის გამო გავწირე კაცი რომელიც მართლა მიყვარდა და რომელსაც მართლა უყვარდი, საკუთარი თავი მძულს.
-ვის გულისხმობ?-შეშინებულმა შემომხედა ელენემ.
-ზურა ჯიქიას.-ელენემ შეშინებულმა აიფარა პირზე ხელები.
-რას ამბობ, შენ ის გიყვარს? ის კრიმინალია, დაგავიწყდა რა გააკეთა?
-თოთხმეტი წელია ოჯახს არ ვანგრევ და სხვა კაცის სიყვარული მკლავს, იმიტომ რომ საკუთარ არარაობა ქმარს უფრთხილდებოდი, კაცად ვაქციე, მკვდარი ფეხზე დავაყენე და სხვა მიყვარსო გამომიცხადა.
-ჩემი გოგო.-ტიროდა ელენე.- იბრძოლე, თუნდაც იმ კრიმინალისთვის იბრძოლე, ოღონდ არ დანებდე, ამას ვეღარ გადავიტან.
რას ვგრძნობდი იმ დროს? ვიცოდი, რომ მღალატობდა, თუმცა პირისპირ რომ აღმოვჩნდი, მეტკინა, დამცირებული ვიყავი, ღალატმა გამანადგურა, თავი არარაობა მეგონა, უსარგებლო ქალი, რომელიც ყველაფერთან ერთად სიმსივნით იყო ავად. სიცოცხლე აღარ მინდოდა, საკუთარი შვილების მომავალზეც კი აღარ ვფიქრობდი, თუ როგორ იქნებოდნენ უჩემოდ. მინდოდა მომკვმდარიყავი, ღმერთს ვთხოვდი წავეყვანე და შემეწყვიტა უბადრუკი სიცოცხლე. არ მინდოდა ზურას ასეთი უსუსური და გაუბედურებული ვენახე, მინდოდა ყველას ლაღი და ლამაზი მარიამი დამახსოვრებოდა. აღარ მქონდა ბრძოლის თავი. მამა აკაკი ჩამოვიდა სვანეთიდან ჩემს სანახავად.
-მარიამ შვილო.-თვალზე ცრემლი მოადგა მოძღვარს.-შენ უნდა იბრძოლო, უფლის უნდა ირწმუნო, არ მიგატოვებს.
-თუ აღარ მინდა სიცოცხლე მამაო. თუ უკვე მოვკვდი სულიერად?-ცრემლიანი თვალებით შევხედე მამაოს.
-ღმერთმა იცის რა განსაცდელი უნდა მოუვლინოს ადამიანს, არაფერი არ ხდება შემთხვევით, ყველაფერი უფლისგან არის დაწერილი. შენ ძლიერი ხარ, იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე შენ გგონია. ამ განსაცდელსაც აქვს მიზეზი და მომავალი გაჩვენებს ამ მიზეზს. მოვა დრო და საკუთარი თავს დაიდანაშაულებ, რომ ახლა სიკვდილზე ფიქრობ. შენს პატარა ანგელოზებზე იფიქრე, ღირს იმათ, ლევანი რომ მათი მომავალი არ ნახო და მათით არ გაიხარო? ადამიანები საყვარელ ადამიანებს კარგავენ და ცალად რჩებიან, ისინი არ კარგავენ რწმენას მომავლისას. შენც არ უნდა დაკარგო რწმენა, უნდა გჯეროდეს ნათელი მომავლის. იქნებ ეს ნიშანია, უფლის ნიშანი, რომ აღარ იტანჯო და აღარც ზურა აღარ დატანჯო-ჩემი ხელი ეჭირა მამა აკაკის და მარიგებდა.
-ვიბრძოლებ, ჩემი პატარებისთვის ვიბრძოლებ, მაგრამ აქ იმედს არ მაძლევენ, განწირული ვარ.-ცოტა ხანი სიჩუმემ დაისადგურა.- მამა აკაკი მე ზურას შეწყალების განცხადება დავწერე. -უთხარი სევდიანი ღიმილით.
-ვიცი. ვლოცულობდი შენთვის, მაგრამ უფალმა უკეთ იცის, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო.
-მე და ზურას მომავალი არ გვაქვს. იმდენი რამ დაუშავეთ ერთმანეთს, ისე დავტანჯეთ ერთმანეთი.. აღარ მინდა დაიტანჯოს, ჩემს მდგომარეობას რომ გაიგებს დაიტანჯება. აღარ მინდა დავტანჯო, არ მინდა აქ მნახოს.
-დღეს გაზიარებ, უფალი გიჩვენებს სწორ გზას. ყველაფერი მომიყევი და მე შენ რაღაცას მოგიყვები.-მამა აკაკის აღსარება ჩავაბარე, რასაც იმ წუთას ვგრძნობდი ყველაფერი მოუყევი. ისიც მოუყევი როგორ ვიტანჯებოდი 14 წელი ზურას სიყვარულით, არ გაკვირვებია, მივხვდი რაღაც იმაზე მეტი იცოდა ვიდრე ჩემი მონაყოლია. მერე მაზიარა და დამლოცა.
-მადლობა მამაო.-ხელზე ვაკოცე.
-ერთ ამბავს მოგიყვები სამ მეგობარზე, რომლებსაც ერთი გოგო უყვარდათ. დიდი ხნის წინ იყვნენ სამი მეგობარი,-თხრობა დაიწყო მამა აკაკიმ.-ერთ კურსზე სწავლობდნენ და ერთი ლამაზი, ცქრიალა გოგო უყვარდათ. ამ გოგომ არჩევანი ერთზე შეაჩერა, ამიტომ დანარჩენ ორს არც კი გაუპროტესტებიათ, მეგობრობა შესთავაზეს და სიყვარული გულში ჩაიკლეს.
-მამა აკაკი, ვის ამბავს მიყვებით? რეალური ამბავია?-შევხედე გაღიმებულმა.
-კი რეალურია, ეს მეგობრები მე, შენი მამათილი გუჯა და ზურას მამა დავით ჯიქია ვიყავით. ანა ძალიან გვიყვარდა სამივეს, მან კი გუჯა აირჩია, ამიტომ ჩვენ გზიდან ჩამოვეცალეთ. მაგრამ მერე მოხდა ისე რომ გუჯამ ანა მიატოვა და თამარი მოყვანა ცოლად. ჩვენთან მოვიდა და გამოგვიცხადა რომ თამარი ფეხმძიმედ იყო და ცოლად უნდა მოეყვანა. ანამ სცადა ამის შემდეგ, გუჯას ღალატი ვერ აპატია, დავითმა კი სულ მალე ცოლობა სთხოვა და ისიც ცხელ გულზე დასთანხმდა. მალე ლევანი დაიბადა, ცოტა ხანში კი ზურაც ეყოლა ანას. ანა და დავითი ბედნიერები ჩანდნენ, დავითი ანას ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებდა, თუმცა ანა სუსტი აღმოჩნდა, მორიგი შეხვედრისას გუჯასთან, სახლში დაბრუნებულმა თავი მოიკლა. ზურას მამამ, დავითმა ძალიან განიცადა ეს ამბავი და სმა დაიწყო. ანას გარდაცვალებიდან ერთი წელი იყო გასული, სახლში რომ არ დაბრუნდა გიორგიმ ძებნა დაუწყო და ანას საფლავზე იპოვა გარდაცვლილი, ექსპერტიზამ გულის შეტევით გარდაიცვალაო. მაშინ ზურა 8 წლის იქნებოდა. მე მონასტერში წავედი, დღემდე ვლოცულობ და სანამ ცოცხალი ვარ დავითის და ანას სულისთვის ვილოცებ. ანა ჯოჯოხეთში არ უნდა იყოს.-თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა მამა აკაკის.-ზურა 15 წლის იყო რომ ამოვიდა ჩემთან მონასტერში და ანას დღიური ამომიტანა. სიმართლე გაიგო 15 წლის ბავშვმა, რომ დედამ ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა ლევანის მამის გამო. საშინლად იყო გაბოროტებული, ვეცადე და ვერ დავაწყნარე. მონასტერში დაიფიცა რომ შურს იძიებდა, მაშინ შენ რომ გადანაშაულებდა თამარი და გუჯა, მიზეზი რის გამოც ზურამ ეს ბოროტება ჩაიდინა თავისი მშობლები იყვნენ და არა შენ.
-ეს იგულისხმა ზურამაც, თავი არ დაიდანაშაულო შურისძიებამ და ტკივილმა სიყვარულს აჯობაო.
-ზურა ცუდი ადამიანი არ არის, მას მართლა შეუყვარდი, მაგრამ შურისძიება რის გამოც ლევანი გაიტაცა შენ არ გეხებოდა. ციხეში მივდივარ და აღსარებას მაბარებს. ძალიან შეიცვალა, ბოლოს რომ ვნახე ძალიან შეცვლილია, დამშვიდებული და შურისძიებაზეც აღარ ფიქრობს, ვაზიარე კიდეც. ის ანას და დავითის შვილია, არ შეიძლება ცუდი იყოს, ცხოვრებამ გააბოროტა. -მამა აკაკიმ თავი ჩახარა.-დამპირდი, რომ იბრძოლებ და ანასავით არ მოიქცევი. გინდა ზურასავით გზას აცდნენ შენი შვილები და გული სიძულვილით აევსოთ? შენ თუ არ იბრძოლებ ასე მოხდება მარიამ. იბრძოლე იმისთვისაც, რომ ზურას გული სიძულვილისგან საბოლოოდ განკურნო. შენ რომ რამე დაგემართოს ვერ გადაიტანს, საშინელებებს ჩაიდენს და ეშმაკის გზას დაადგება.
-ავთვისებიანი სიმსივნე მაქვს, იმედს არ მაძლევენ. როგორ ვიბრძოლო, შანსი რომ იყოს ვიბრძოლებ, რამდენად შევძლებ და დავამარცხებ ამ მძიმე სენს არ ვიცი, თუმცა ვიბრძოლებ.
-უფალი არ გაგწირავს, ვილოცებ შენთვის, სასწაულები ხდება და ამ სასწაულის გჯეროდეს.-დამლოცა მამა აკაკიმ და დამტოვა.
მერე დავიბარე ელენე და ვკითხე რა ხდებოდა, ამ დროისთვის პასუხებს ველოდებოდით.
რამდენიმე დღეში პასუხები მივიღეთ გერმანიიდან, იმედი იყო, რომ გამოვჯანმრთელდებოდი. ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის გავლის შემდეგ იმედი იყო, რომ სიმსივნეს დავამარცხებდი. იმავე კლინიკიდან გამომიგზავნეს ქიმიოთერაპიის წამალიც, რომლითაც უნდა მემკურნალა.
ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩავიტარე, საშინლად ვიყავი, პირღებინება, საჭმელს ვერ ვჭამდი, სულ მოშვებული და გაღიზიანებული ვიყავი. სარკის წინ დავდექი და სავარცხელი ჩამოვისვი, ჩემი ლამაზი თმა ნაფლეთებად მცვიოდა. თმის საკრეჭი აპარატი ავიღე, სააბაზანოში შევიკეტე და თმა საკუთარი ხელით გადავიპარსე. ლევანი ხშირად მოდიოდა და მკითხულობდა, თუმცა ხმას არ ვცემდი და ადვოკატს გაყრის საბუთები მოვამზადებინე. ბიზნესი გავყავით, ბინა და აგარაკი მე დამრჩა. მალე გამომიცხადა, რომ ბიზნესში ჩემთან პარტნიორობა არ უნდოდა და ცალკე გადიოდა, თავის წილი გაყიდა და გუჯას კომპანიის ფეხზე დაყენებით დაკავდა. სიმსივნეს თუ თავს დავაღწევდი მის კომპანიას ნამდვილად დიდი დღე არ ექნებოდა. გული სიძულვილით მქონდა სავსე. მათი ყველა სუსტი წერტილი ვიცოდი და არც სანაცნობო წრეს არ უჩიოდი ვინც ამ საქმეში დამეხმარებოდა. კომპანია და ფული რომ არ ექნებოდა მერეც კი აღარ დასჭირდებოდა ცნობილ მოდელს. ყოველ დღე ახალ ახალი სტატიები იბეჭდებოდა, სოციალური ქსელი აჭრელებული იყო ახალი ამბებით, „ცნობილი ბიზნესმენი ლევან დევდარიანი და ცნობილი მოდელი დაქორწინებას გეგმავენ.“ ყველას აუკრძალე ამ თემაზე საუბარი, ფეისბუქი და ყველა სოციალური ქსელი გავაუქმე, ტელეფონის ნომერი შევცვალე, ჟურნალისტები აქტიურად ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას და ლევანის ოჯახის მხარის ჟურნალში დაბეჭდვას. თამარი და გუჯა შეეგუა ლევანის გადაწყვეტილებას, სამაგიეროდ თამთა გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად ცალკე და ლევანს არ ელაპარაკებოდა. სულ მოდიოდა ბავშვებთანაც და ჩემთანაც და გვერდში მიდგა. როგორც ანა განიცდიდა ჩამს ამბავს ისე განიცდიდა თამთაც. მისგან გავიგე, რომ დიდი ხანია იცის ლევანის ღალატის შესახებ და ბევრჯერ ეჩხუბა ლევანს ჩემს გამო, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს სწორედ ამის გამო იჩხუბეს. გაბრიელი შეიცვალა, დამჯერი გახდა, მისი მეგობრები სულ მოდიოდნენ და მკითხულობდნენ. სკოლიდანაც სულ მისი ქება მესმოდა. კომპანიაში მივედი, ახალი პარტნიორი ვერ ვნახე, სამაგიეროდ ბესომ შემომთავაზა კომპანიას მივხედავო და მეც დავთანხმდი. არ მქონდა ახლა არაფრის თავი, ვერ გაუძღვებოდი კომპანიას, ვერც ლევანს ვანდობდი. ბედის ირონიაა მაგრამ სრულიად უცხო ადამიანები დამიდგნენ გვერდში, საკუთარი ქმარი კი არასანდო პიროვნება აღმოჩნდა, წილის გაყოფამდეც კომპანიის ანგარიშიდან საკმაო ფული ქონდა მოხსნილი, მერე გავარკვიე ძვირადღირებული მანქანა უყიდა იმ ფულით თავის საყვარელს.
-დედა კართან ეს ყუთი იდო.-გაბი დაბრუნდა სკოლიდან და ხელში შავი ლენტით შეფუთული ყუთი ეჭირა.
-სად იდო?
-კართან იყო დე.-ყუთი მომაწოდა. გავხსენი და შავი ვარდები ელაგა, თან წერილი ახლდა. „გზა ხსნილია ჯოჯოხეთისკენ, რატომ მალე არ მიდიხარ. შავი ვარდები გაქვს უკვე. შენი გადამკიდე ქორწილის თარიღი გადამედო.“ მ.მ. ბოლოში ლევანის საყვარლის ინიციალები იყო მიწერილი.
-გისმენ მარიამ.-ტელეფონში ლევანის ხმა გაისმა.
-სასწრაფოდ მოდი.-ჩავძახე და გაუთიშე.
20 წუთის მერე ლევანი სახლში იყო და გაკვირვებული მიყურებდა.
-ეს რა არის?-მკითხა შავ ყუთზე.
-მეც იგივეს კითხვას ვაპირებდი.-ინტერესით შეათვალიერა და მერე წერილი წაიკითხა.
-მარიამ ამ დონეზე როგორ დაეშვი, საკმარისია.-იყვირა.
-მე დავეშვი? რამ დაგაბრმავა ლევან? რა გაგიკეთა ასეთი? შეგიძლია უკან წაუღო, ჯოჯოხეთში მე გაგისტუმრებთ ორივეს როცა გამოვჯანმრთელდები.-ყუთი ხელში დავაკავაბინე და სახლიდან სულ ხელის კვრით გავაგდე. თითქოს ამ ამბავმა სტიმული მომცა, გამაძლიერა, მინდოდა მეცოცხლა და ყველასთვის პასუხი მომეთხოვა.
ქიმიო თერაპიის მეორე კურსს ვიტარებდი, საავადმყოფოში ვიწექი, ძალიან ცუდად ვიყავი. თავზე შეხება ვიგრძენი, თვალების გახელის თავიც არ მქონდა. ვიფიქრე დედა იქნება, მამა, ან ელენეთქო.
-შენ რატომ დაგემართა?-მის სევდა შეპარულ ხმაზე თავს ძალა დავატანე და ქუთუთოები ერთმანეთს დავაცილე.
-როდის გამოგიშვეს?-ძლივს გასაგონად წარმოვთქვი. თავზე ზურა დამყურებდა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
-დღეს. რომ არ მენახე არ შემეძლო.-ხელზე მაკოცა.-მომენატრე, არ მინდა აქ იწვე და ასეთს გიყურებდე.
-ქიმიოთერაპია გამიკეთეს, ახლა ცუდი პერიოდი მაქვს, მალე უკეთ ვიქნები.-გაუღიმე.- არ მინდოდა ასეთი გენახე, არ მინდა აქ იყო.
-მე არ დაგპირებივარ თავს დაგანებებთქო.-ჩაილაპარაკა და შუბლზე მაკოცა.-ვიცი ჩემი ნახვა ყველაზე მეტად გჭირდება, შენს გვერდით ვიქნები, ყველაფერი კარგად იქნება.
-ზურა, ნაზი ნახე?-შევხედე.
-არ მინახავს. დღეს წავალ სოფელში და ვინახულებ. შენს უნახავად ვერ წავიდოდი.
-ზურა მე ყველაფერი ვიცი. ვიცი შენი მშობლების შესახებ, შენი ფიცის შესახებაც. მამა აკაკის ველაპარაკე. ლევანის გატაცების მიზეზი მე არ ვყოფილვარ.
-მიყვარხარ, ვერ გივიწყებ. რაც გამიკეთე იმის მერე ბევრი ვეცადე საძულველი ადამიანების სიაში ჩამეწერე, მაგრამ არ გამომივიდა.-სევდიანი თვალებით მიყურებდა.
-მე რწმენა დავკარგე, აღარაფრის მჯერა.-შევხედე ჩამქრალი თვალებით.
-დაგიბრუნებ რწმენას, გპირდები, შენ ისევ ის მარიამი იქნები ბაბუ რომ გადამირია.-გაეცინა.-არა მარტო ბაბუ, იმ დღეს სამყარო სხვა თვალით დავინახე. იმ დღეს ბიზნესს ხელი მოვკიდე და კომპანიის გაფართოვება დავიწყე, იმ დღეს დედის სურათთან დავიფიცე, რომ ან შენ იქმნებოდი ჩემს გვერდით, ან არავინ.
-ზურა აღარ გაგრძელო გთხოვ.-შევხედე მუდარით.
-კარგი, შურისძიებას არ ვაპირებ, ლევანმა კარგი საქმე გამიკეთა, შენთან მომავალი გზა გამინთავისუფლა. უბრალოდ ვიბრძოლებ და ჩემს მეორე მხარეს დაგანახებ. შენმა სიყვარულმა ამ ცხოვრებისკენ მომაბრუნა.-ცოტა ხანი უხმოდ მიყურებდა.- ახლა კი უნდა წავიდე, ნაზი ვნახო და თბილისში გადმოვიდე. ხო მართლა, ახალი ამბავი მაქვს შენთვის, კომპანიონო. შენი კომპანიის 50% აქციები ჩემს საკუთრებაშია, აქედან რომ გამოხვალ კომპანიის გენ. დირექტორი იქნები.-თვალი ჩამიკრა და კარში ისე გავიდა სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე.
საავადმყოფოდან სახლში გავეწერე, ცუდად ვიყავი ისევ. ბავშვებს ნინო იტოვებდა და გეგას მიყავდა სკოლაში. სახლში სულ მარტო ვიყავი, ელენე მეხვეწა შენთან გადმოვალ და მოგივლიო მაგრამ არ დავანებე. არ მინდოდა ასე უსუსური ვენახე ვინმეს, ვებრძოდი ყველაზე საშინელ სენს, რომელიც მთლიანად მინგრევდა ორგანიზმს. ხანგრძლივი პირღებინების მერე ძილი მომერია და საწოლზე ჩაცმულს დამეძინა. თავზე შხება ვიგრძენი, ვიღაცამ პლედი მომაფარა. ძლივს გავახილე თვალები და ზურა დავინახე.
-არ მინდოდა გამეღვიძებინე.-გვერდით მომიწვა და მიმიხუტა.
-აქ რა გინდა, ეს არასწორია.
-გეყოფა საკუთარი თავის ტანჯვა. გულს მოუსმინე, ხედავ როგორ გიცემს? ეს არის სწორი, მხოლოდ ეს გეტყვის რა არის სწორი.-ყურში ჩამჩურჩულა.
-ისე ცუდად გამოვიყურები, არ მინდა ახლობლებმა მიყურონ, ვიცი ასეთს რომ მიყურებენ იტანჯებიან. არ მინდოდა ამ მდგომარეობაში გენახე.-ტირილი დავიწყე.
-გაჩუმდი. სუუუ.. არ იტირო. ახლობელი ადამიანი მაშინ არის ახლობელი, ასეთ დროს რომ დაეყრდნო. მინდა შენთვის ყველაზე ახლობელი ვიყო. აქედან არ წავალ, ძალითაც რომ გამაგდო არ წავალ.
-აქ შენი ყოფნა არასწორია, მე აქ ლევანთან ერთად ვცხოვრობდი.
-მართალი ხარ.-ხელში ამიტაცა, პლედი მომახვია და სახლიდან წამიყვანა. მანქანაში ჩამსვა და ისევ უკან გაბრუნდა. ცოტა ხანში ჩემი წამლებით და ტანსაცმლით დაბრუნდა.-ჩემთან წავიდეთ.
-შეწინააღმდეგების თავიც არ მაქვს.-თვალები ცრემლებით მქონდა სავსე.-სახლში როგორ შემოხვედი?
-მე ხომ კრიმინალი ვარ?-გამიღიმა.-ციხეში ბევრი რამ ვისწავლე.
მალე მის სახლში მივედით გაქცევა მინდოდა. არ მინდოდა ზურა უფრო მეტად დამეტანჯა, ჩემი ამ მდგომარეობაში ყოფნა ვიცოდი გაანადგურებდა, საკუთარ უძლურებაზე არ ვფიქრობდი, ზურაზე ვფიქრობდი და მეცოდებოდა.
-ეხლა მე მოგივლი და მოგხედავ, აქ იცხოვრებ და არ გაბედო შეწინაღმდეგება.-ისევ ხელში ამიყვანა და თავის საძინებელში შემიყვანა. საწოლზე დამაწვინა, ფრთხილად გამხადა ტანსაცმელი, თავის მაისური გადამაცვა და საბანი დამაფარა.-რამეს შეჭამ?
-არა, სულ გული მერევა, სიარულის თავიც არ მაქვს.-ამოვილაპარაკე და ჩამქრალი თვალებით შევხედე.
-კარგი მაშინ დაიძინე.-თავზე მაკოცა.-მეც აქ ვიქნები.-ტანსაცმელი გაიხადა და გვერდით მომიწვა. მშვიდად ვიყავი, არ ვეწინააღმდეგებოდი, საკუთარ პრინციპებს ვღალატობდი, არ მანაღვლებდა არაფერი, არავის აზრი. თუ მოვკვდებოდი ბოლო წუთები მაინც ვიქნებოდი ბედნიერი.-რატომ წრიალებ?
-ჩამეხუტე და რომც გაგაგდო აღარასოდეს გამიშვა.-ამოვიტირე.
-რომც გამაგდო აღარასოდეს დაგტოვებ.-ხელები ძლიერად მომხვია და შიშველ მკერდზე მიმიკრა. მის სურნელს ვგრძნობდი და ნელ-ნელა ძილის სამყაროში გადავდიოდი.
დილით შეშინებულმა გავიღვიძე, შემეშინდა რომ ეს ყველაფერი ჩემი მორიგი სიზმარი იქნებოდა. მიმოვიხედე და ზურას ოთახში გამეღვიძა, დავრწმუნდი, რომ სიზმარი არ იყო, თუმცა ზურა არ ჩანდა. სუსტად ვიყავი, ადგომის თავიც არ მქონდა, ბალიშს ჩავეხუტე, მისი სურნელი ქონდა და ფილტვებში ღრმად ჩაუშვი მისი არომატი.
-გაიღვიძე?-თავზე ზურა დამადგა ლანგარით ხელში, გამეღიმა.-რატომ იცინი?
-იცი უცნაურად გამოიყურები, ლანგარი არ გიხდება.
-ამ წვნიანს ბოლომდე შეჭამ და მერე ვილაპარაკოთ რა მიხდება და რა არა.-თვალი ჩამიკრა.
-შენ მოამზადე?
-არა დამხმარემ, ყოველ დღე მოვა და ყველაფერს მიხედავს, მეც სახლში ვიქნები და შენზე ვიზრუნებ.
-ფეხზე ავდგები და თავად მივხედავ ყველაფერს, არ მინდა უცხო ხალხის დანახვა.
-ჩემთან განმარტოვება გინდა პატარა?-თვალი ჩამიკრა.
-ნუ ცუღლუტობ, მაგის თავი არ მაქვს, დამეხმარები?-წამოჯდომაში დამეხმარა და თავის ხელით შემაჭამა წვნიანი. მერე სააბაზანოში შემიყვანა, ვანა ცხელი წყლით ქონდა სავსე და ქაფი ჩაასხა.-მე თავად მივხედავ.-ზურამაც თავი დამიქნია და უკან გავიდა. კარგა ხანი ვიყავი ვანაში, მერე ავდექი და წყალი გადავივლე. თითქოს უკეთ ვიყავი, თითქოს სისხლმა უკეთესად დაიწყო ძარღვებში მოძრაობა.
-გამოხვედი? ვნერვიულობდი.-კართან ზურა დამხვდა.
-უკეთ ვარ.-ხელები წელზე შემოვხვიე და გულზე მივეხუტე.
-ყველაფერი კარგად იქნება, შენ უკეთესად იქნები.-ისევ ხელში ამიყვანა და საძინებელში შემიყვანა. ჩაცმაში მეხმარებოდა, ისეთი ვნებით აღარ მიყურებდა, მის თვალებში მხოლოდ სიბრალულს ვხედავდი და ეს გულს მიკლავდა.
-გეცოდები ხომ?-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-საკუთარი თავი მეცოდება, შენ რომ დაგკარგო მოვკვდები.-გულში ჩამიკრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.-ვიცი რაზეც ფიქრობ, გგონია სასურველი არ ხარ? ჩემთვის ყოველთვის სასურველი ხარ, უბრალოდ მინდა ჯერ კარგად გახდე, რომ გამოჯანმრთელდები ვეღარ დაიხსნი ჩემგან თავს. განვლილ 14 წელს ავინაზღაურებთ გპირდები.-თვალი ჩამიკრა და ისევ მაკოცა.
ერთი წელი გავატარე აუტანელ ტანჯვაში, ქიმიოთერაპიას ვიტარებდი და ისევ და ისევ ინგრეოდა ჩემი ორგანიზმი. ზურა დაპირებას ასრულებდა, არ მტოვებდა მარტო. ცოტა უკეთესად, რომ ვიყავი დედასთან ვბრუნდებოდი, ბავშვებიც ბედნიერები იყვნენ უკეთესად, რომ ვიყავი. ქიმიოთერაპიის მერე კი, როცა საშინელი პერიოდი მქონდა ზურას მივყავდი სახლში და ისე მივლიდა, როგორც პატარა ბავშვს.
მორიგი ქიმიოთერაპია, უკვე მეხუთე ქიმიას ვიკეთებდი, საიმედო პასუხები მქონდა. ზურა ისევ ზრუნავდა ჩემზე, სულ სხვა მხრიდან დავინახე. ცუდი ადამიანი არ იყო, როგორც მამა აკაკიმ მითხრა ცხოვრებამ გააბოროტა. არ ვიცი რა მემართებოდა, ლევანი და მისი საყვარელი სულ დამავიწყდა, მთლიანად ზურამ დაიკავა ჩემს თავში ადგილი.
მე და ლიზა პარკში ვსეირნობდით, ძალიან ვიყავი დასუსტებული. ზურა მოვიდა და ჩემი გოგონა პირდაპირ ყელზე ჩამოეკიდა.
-ზურა ბიძია, როგორ მომენატრე, რატომ აღარ მოდიოდი?-ტიტინებდა ჩემი გოგო, მე კი გაოცებული უყურებდი ამ სურათს.
-შენმა დედიკომ ამიკრძალა, ჩემს ახლობლებს არ გაეკაროო.-თვალი ჩაუკრა ზურამ ლიზას.
-რატომ აუკრძალე დე?-დოინჯით მომიბრუნდა ლიზა.
-საიდან იცნობ ზურას ეგ მითხარი შენ?-გაბრაზებულმა შევხედე ორივეს.
-ეგ საიდუმლოა.-გადახედეს ერთმანეთს.
-მომიყევით.-შევხედე გაბრაზებულმა.
-სკოლაში დაგიბარეს, ჩემი კლასელი ბიჭი ვცემე, არ გითხარი. ცუდად იყავი, არ მინდოდა გენერვიულა. გარეთ ვტიროდი, ზურა ბიძია მოვიდა და მითხრა რომ დამეხმარებოდა. მასწავლებელს უთხრა მამამისი ვარო და ისე შეუსრულა იმ სწერვა ქალს.-ხელი ხელს დაარტყეს ზურამ და ლიზამ. მე კი გაფართოვებული თვალებით ხან ერთს უყურებდი, ხან მეორეს.
-რატომ მამაშენს არ უთხარი?-შევხედე გაბრაზებულმა.
-არ იყო საქართველოში, თავის მეგობარ გოგოსთან ერთად იყო თურქეთში.-თავი ჩახარა და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.-მამაჩემი გონიხარ და ამის მერე რომ დაგიბარებენ შენ უნდა მიხვიდე.-თითის ქნევით უთხრა ზურას.
-ბაზარი არ არის საყვარელო.-მაგრად ჩაკოცნა ლიზა და ხელში აყვანილი წამოიყვანა.-შენ როგორ ხარ? ძალიან გახდი, კარგად უნდა იკვებო.-სევდიანი თვალებით შემომხედა. მე კი გაბრაზებული უყურებდი.-ნუ ბრაზდები, საქმე მოგვარებულია, ამის მერეც მე მივალ სკოლაში, გაბრიელის მასწავლებლებსაც დაველაპარაკები არ არის პრობლემა. შენი გულიკენ გზა შენს შვილებზე გადის და ამ გზით მოვალ შენამდე. თანაც ეს კუდრაჭა გოგო საკუთარი შვილივით მიყვარს, უბრალოდ მაგიჟებს, თან შენი თვალები აქვს.
-ზურა ბიძია დედა გიყვარს?-ლიზა ატიკტიკდა.
-მიყვარს! გინდა შენი დედიკო ცოლად მოვიყვანო?-შეხედა ლიზას.
-მამა აღარ მოდის. -ჩაფიქრდა და დასევდიანდა, მერე კი წამოიყვირა.-მინდა! დედა ზურა ბიძიას გაყევი ცოლად.
-ბავშვს ნუ მიგიჟებ.-შეუბღვირე ზურას.
-რა საყვარელი ხარ როცა ბრაზდები.-ლოყაზე მაკოცა და ლიზასთან ერთად საქანელებისკენ გაიქცა. ისეთი მხიარული იყო, ისეთი ბავშური. მეცინებოდა ლიზას და მის შემხედვარეს.
ანალიზის პასუხები გავგზავნეთ გერმანიაში, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქიმიამ შედეგი გამოიღო და სიმსივნე სრულად გაქრა ორგანიზმიდან. ზურამ თურქეთის ერთერთი კლინიკის შესახებ გაარკვია, გადავფრინდი, თან ზურაც გამომყვა, სრული გამოკვლევა ჩამიტარეს. უნდა შეგვემოწმებინა ორგანიზმში კიდევ სადმე ხომ არ იყო სიმსივნის კერა. კლინიკიდან სასტუმროში გადმოვედით, ზურა არ მანებებდა თავს, სულ თავს დამტრიალებდა.
-ახლა დაისვენე და 2 საათში ქვემოთ ჩამოდი ვივახშმოთ.-ჩემი ნომრის კართან მიმაცილა და თავის ნომრისკენ წავიდა. ჩემი დაჟინებული მოთხოვნის მერე ორი ნომერი დაჯავშნა. არ შემწინააღმდეგებია, თუმცა ნაღვლიანი სახე ქონდა. ცუდად რომ ვიყავი თავს მის მკლავებს ვაფარებდი, როგორც კი უკეთ ვხდებოდი თავს შორს ვიჭერდი მისგან.
ბევრს ვფიქრობდი ცხოვრებაზე, მამა აკაკის სიტყვებზე, ზურას საქციელზე, ლევანზე და ელენეს სიტყვები მახსენდებოდა. „იმ კაცს უნდა გაყვე ცოლად ვინც გაღმერთებს და არა იმას ვისაც შენ აღმერთებ, შენივე სიყვარული გაგანადგურებსო.“ ლევანმა მართლაც გამანადგურა. თუმცა ეს იყო კი სიყვარული, უბრალო გატაცება შეჩვევაში და მოვალეობაში გადავიდა. არც ლევანს ვყვარებივარ, ეს სიყვარული არ იყო ლევანის მხრიდან, ეს ვნება იყო ლამაზი ქალის მიმართ. მან მე გამომიყენა და როცა ვნება გაუქრა ჩემს მიმართ მიმატოვა. მე რას ვგრძნობდი ლევანის მიმართ? მძულდა, ერთ დროს საყვარელი კაცი, ჩემი ცხოვრების მეგზური მძულდა, მძულდა იმიტომ რომ ბედნიერად ცხოვრების 14 წელი წამართვა, მძულდა საკუთარი თავი, რომ არ აღმოვჩნდი ისეთი ძლიერი ის ჯერ კიდევ 14 წლის წინ მიმეტოვებინა.
-ძალიან ლამაზი ხარ.-დარბაზში შესულს ზურა მომეგება.
-დამცინი? თავსაფარი მიკეთია, უფერული სახე.-სევდიანად გამეღიმა.
-იმაზე ლამაზი იქნები ვიდრე იყავი, „მტერს თვალი უნდა დაუყენოო“ ნაზიმ იცის ხოლმე.-იცინოდა.-ხო მართლა მოგიკითხა, ძალიან ინერვიულა შენი ამბავი. მაგან ის არ იცის ციხეში როგორ მცემეს შენი დავალებით, თორემ ასე ნამდვილად არ ეყვარებოდი.
-ზურა, იმ ყველაფრის მერე რაც ერთმანეთს დაუშავეთ გჯერა, რომ შეიძლება რამე გამოვიდეს ჩვენი ურთიერთობიდან? -შევხედე ეჭვნარევი თვალებით.
- შენ ვერასდროს ვერ წარმოიდგენ რას ნიშნავ ჩემთვის. ციხეში ვიყავი შენი ავადმყოფობის ამბავი რომ გავიგე. გული მეგლიჯებოდა, მერე სვირინგი გავიკეთე გულზე, შენი სახელი ამოვისვირინგე, მტკივნეული იყო, მაგრამ სულის და გულის ტკივილი ვერ გადაფარა იმ ტკივილმა. ბესომ მითხრა, რომ შემიწყალეს, დღეებს ვითვლიდი რომ გამოვიდოდი და გნახავდი. ლევანის მოკვლა მინდოდა, მართლა მოვკლავდი შენ რომ რამე დაგმართოდა, დედის სულს ვფიცავ ცოცხალს არ დავტოვებდი არც ლევანს და არც მის დამპალ ოჯახს. მაპატიე, უბრალოდ მაპატიე რომ ტკივილი მოგაყენე. მე ხომ გაპატიე, იმიტომ რომ დავიმსახურე ის ტკივილი რისთვისაც შენ გამიმეტე. ახლა შენ მაპატიე, რა ტკივილიც მოგაყენე დაივიწყე და მაპატიე.-თვალიდან ობოლი ცრემლი წამოუვიდა და სახე ოდნავ დაუსველა.
-მე გაპატიე, დიდი ხნის წინ გაპატიე. იცი ლევანმა არ იცის რომ ციხიდან გამოხვედი, არც ჩემებმა არ იციანს. უთხარი ჩემი მეგობარია, გერმანიაში გავიცანი და ის გამომყვებათქო. სახეზე არავინ არ გიცნობს, ჩემს პალატაშიც იმიტომ გიშვებდა ელენე.-გაუღიმე.
-კრიმინალი ვგონივარ შენებს ხომ?-თავი ჩახარა.
-კრიმინალიც ადამიანია, მთავარია მოღალატე არ იყოს.-თვალი ჩაუკარი.
-როგორ მინდა ჩემი დაგარქვა.-ჩემი ხელები ხელში მოიქცია და მაკოცა.
-არ ვიცი, დრო გვიჩვენებს. ის ვიცი, რომ შენ ამ ეტაპზე ყველზე ახლობელი ხარ ჩემთვის. ისეთ მდგომარეობაში ვარ ჯერ არ შემიძლია, ბავშვებსაც უნდა აუხსნა, ლევანმა ატკინა, არ მინდა ისევ ეტკინოთ.
-გაგიგებენ, ლიზა თანახმაა. გაბრიელიც გაგიგებს, უყვარხარ და გაგიგებს.
-შენ ჩემს ტკივილს უყურებდი ეს თვეები, გვედიდან არ მცილდებოდი, ჩემი შვილების გულიც კი მოიგე, მათი პრობლემებიც კი მოაგვარე. აღარ მინდა ძლიერი ვიყო, აღარ მინდა მე მეყრდნობოდნენ. მეც მინდა სუსტად ვიგრძნო თავი და ძლიერი ადამიანის მხარზე ვიტირო. რაც ლევანი გავიცანი მას მერე სულ შარში ვარ, სულ პრობლემებს ვაგვარებ. ჭაობიდან ამოვათრიე, კაცად ვაქციე, ფეხზე დავაყენე, ჩემი წყალობით დაუბრუნდა საკუთარი თავის რწმენა, ჩემი წყალობით შეიქმნა კომპანია და იშოვა ფული. ახლა, როცა ასე ვარ, როცა სიკვდილს ვებრძოდი, უბრალოდ დამიკიდა. ვნანობ, რომ პირველივე დაშვებულ შეცდომაზე არ მივატოვე. ვნანობ, რომ ვაპატიე და არა ერთხელ. ახლა სად იქნებოდა, წამალში იქნებოდა გაპარული, ან ჭიქას ჩახუტებული ალკოჰოლიკი გახდებოდა. -ცოტა ხანი ჩუმად ვიჯექით.-ზურა შენც იყავი ნარკომანი?-შევხედე ზურას.
-არა, არასდროს. ეგ შენს ქმარს დავაბოლე.-გაიცინა.-ეხლა კი ჭამე, ქათამივით ნუ კენკავ. ძალები უნდა აღიდგინო.
-არ მინდა, მეტს ვერ ვჭამ.-გავიბუსხე.
-არ მაინტერესებს. სანამ ბოლომდე არ შეჭამ ზემოთ არ ახვალ.-თითი დამიქნია.
ვახშმის შემდეგ ნომრამდე მიმაცილა და თავის ნომრისკენ გაემართა. რას ამოვიჩემე ცალკე ნომერი, ისე მინდოდა ზურასთან ჩახუტება, არც მეწინააღმდეგებოდა, ყველაფერზე უსიტყვოდ მთანხმდებოდა. მოსკოვში დაწყებული უნდა დამემთავრებინა. მე თავისუფალი ქალი ვიყავი, ვალდებულებების გარეშე. ნომრიდან გამოვედი და ზურას ნომრის კარზე დავაკაკუნე.
-მარიამ?-კარი გამირო, წელს ზემოთ შიშველი იყო.-ცუდად ხომ არ ხარ? რა მოხდა?-შეშფოთებული მიყურებდა.
-შენთან მინდა.-უთხარი და ტუჩებზე დავეწაფე, ხელი წელზე მომხვია და ჰაერში ამიტაცა, კარი მიხურა და ნომერში ისე შემიყვანა კოცნა არ შეუწყვეტია.
-რამდენი წელი ველოდი ამას.-ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა.-როგორ ვოცნებობდი ამ წუთზე. დარწმუნებული ხარ, მზად ხარ?- თავი დაუქნიე, ისევ ხარბად დამეწაფა ტუჩებზე და ალერსი გააგრძელა.
ყველა საფიქრალი გამქრალიყო, მხოლოდ ზურას თვალებს უყურებდი და მისი ალერსით ვტკბებოდი. სიყვარული ერთხელ მოდისო ამბობენ, ზურა იყო, ის ნამდვილი სიყვარული, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მოდის.
ალერსით დაღლილს მის მკერდზე მედო თავი და მის გულის ცემას ვითვლიდი.
-მიყვარხარ-ჩემს შიშველ ზურგზე დაასრიალებდა ხელებს და მეფერებოდა. კანი დამეხორკლა მისი ხელების შეხებისას.
-შენთან ალესრში ყველა დარდისგან, ყველა ფიქრისგან თავისუფალი ვიყავი. ჩემზე მოქმედებ და მინდა გითხრა, ასეთი მაგარი სექსი არასდროს მქონია.
-არ მატყუებ, მართალს მეუბნები?-თვალებში მიყურებდა.-შენი თვალები არ მატყუებენ, არც შენი კანი.-ხელი აატარა ჩემს ზურგზე და ისევ გამაჟრჟოლა. მერე კი ჩემს ტუჩებს დაეწაფა და ალერსი განაგრძო.
დილით მასზე ჩახუტებულს გამეღვიძა. მისი სახის შესწავლა დავიწყე. დიდი და მაღალი შუბლი, წაბლისფერი ოდნავ მოზრდილი თმა, რომელსაც ჭაღარა შერეოდა. დიდი წამწამები, ოდნავ კეხიანი ცხვირი, თხელი ტუჩები, რომლებიც გაბრაზებულზე სულ არ ეტყობოდა, მამაკაცური გამოკვეთილი ნიკაპი, ოდნავ წვერი, სასწაულად დაკუნთული მკერდი და საკმაოდ მაღალი. არც მე უჩიოდი სიმაღლეს, მაგრამ ერთი თავით მაღალი იყო ჩემზე. რატომღაც შედარებას ვაკეთებდი ლევანსა და მას შორის და საგრძნობლად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ლევანს ნაზი და ლამაზი ნაკვთები ქონდა, ზურას კი მკაცრი და მამაკაცური. ზურა ლევანზე ბევრად მაღალი იყო და სპორტული აღნაგობა ჰქონდა.
-დიდხანს უნდა მიყურო?-ცალი თვალი გაახილა და ამომხედა.
-დიდი ხანია გღვიძავს?-გამეცინა.-შენს სახეს ვსწავლობდი.
-მერე, მოგეწონე?-გაღიმებულმა შემომხედა.
-სულ მომწონდი, თან ძალიან.-ტუჩზე ვიკბინე.
-ვიცოდი, რომ გიყვარდი, თუ მოგწონდი არ ვიცოდი. -ზემოდან მომექცა და თვალებში მიყურებდა.
-ყოველთვის იცოდი-შევხედე გაბრაზებულმა.- იცოდი რომ მაგიჟებდი.
-სულ ფიქრობდი ჩემზე, ამ წლების მანძილზე ჩემზე ფიქრი არ შეგიწყვეტია.-ისევ მიღიმოდა.
-ხო, სულ ვფიქრობდი. თუმცა მინდოდა ჩემი ხელებით დამეხრჩე. მინდოდა მომეკალი, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი და ტვინი ამირიე.
-ეს არის სიყვარული, რომელსაც მე სხვა მიმართულება მივეცი და სიძულვილისკენ უბიძგე. ხომ გაგიგია „სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო“. იცი ეს მოკლე თმა ძალიან გიხდება.-თმაზე ხელი შემიცურა და ტუჩებზე მაკოცა.
-არ ვიცი, გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. ჩემს თავში სრული ქაოსია, იმედია მალე გავერკვევი რა მინდა და რა უნდა მოუხერხო ჩემს ცხოვრებას.-ვთქვი ნაღვლიანად.
-პირველ ეტაპზე მამა აკაკისთან წავალთ და ჯვარს აიყრი. არ მინდა უფლის წინაშე ლევანის ეკუთვნოდე.-სიბრაზე კიაფობდა მის თვალებში.
-კარგი, მაგას ისედაც ვაპირებდი, ჩამეხუტე.-ხელები მოვხვიე და მის მკერდზე გავიტრუნე.
-არაფერზე არ მოგიწევს ზრუნვა, ყველაფერს მოვაგვარებ რაც შენ შეგეხება. დაგიცავ და გაგიფრთხილდები, ყოველთვის. არც გულს არ გატკენ არასდროს, გპირდები. ღმერთო რა ბედნიერი ვარ შენ არ იცი, ასე მგონია ჩემი გული სიყვარულისგან გასკდება.-მაგრად მიკრავდა გულში და მეჩურჩულებოდა.-რამდენჯერ ვოცნებობდი ამ წუთზე, რამდენჯერ სიზმარში გეფერებოდი, რამდენჯერ სხვა ქალში წარმოგიდგენდი და უკვე იმედი აღარ მქონდა, რომ ჩემს მკლავებში დაგიგულებდი.-ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით.-ცოლად გამომყვები?-თავი ამაწევინა და თვალებში შემომხედა.
-რა არარომანტიკოსი ხარ.-გამეცინა.
-ვარდის ფურცლებს და სანთლებს არ ელოდო ჩემგან.-თვალი ჩამიკრა.-მე სხვა ხერხები მაქვს მოქმედების.-მიცინოდა და ყელში მკოცნიდა.-მიდი დამთანხმდი, თუნდაც იმ სირ*ის ჯიბრზე.
-არ დაგთანხმდები. რა საჭირო იყო ახლა მისი ხსენება.-გაუბრაზდი და საწოლიდან წამოვდექი. სააბაზანოში შევედი და ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი. შხაპის ხმაზე ვერ გავიგე ზურა როგორ შემოვიდა და ჩემს ზურგს უკან დადგა.
-მაპატიე. სულელი ვარ. დამთანხმდი გთხოვ.-ხელები წელზე შემომხვია და გულზე ამიკრა.
-რაც მალე შეწყვეტ ლევანზე ლაპარაკს, მით მალე ამოვშლი ჩემი ცხოვრებიდან. მის ჯიბრზე არ მოვსულვარ შენთან, შენზე ვფიქრობდი, შენ გიყურებდი თვალებში და ჩემი გონება ლევანისგან თავისუფალი იყო. ახლა როცა დავაპირე რომ თანხმობა მეთქვა, რადგან შენთან დაცულად ვგრძნობ თავს და სწორედ ისეთი კაცი ხარ, როგორზეც ჩემს გვერდით ვისურვებდი და მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, ისევ ლევანი და ჩემი უიღბლო ქორწინება გამახსენე.-ცრემლები თავისით მომდიოდა და წყის წვეთებს უერთდებოდა.
-ჩემზე და ჩემნაირ კაცზე ოცნებობდი?-ეცინებოდა.
-ხო, თინეიჯერს შენნაირი მამაკაცები მომწონდა. მაღალი, დაკუნთული, მამაკაცური, ცოტა ხულიგანიც, ისეთი რომელიც ძლიერად ჩამიკრავდა გულში და მუშტით დაიცავდა ჩემს ღირსებას. ხელში ამიყვანდა და ნაზად მომეფერებოდა, ჩემზე იზრუნებდა და პრობლემებს მომიგვარებდა. ძლიერ მამაკაცზე ვოცნებობდი, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად.
-ხოოო? ლევანი მართლა არ აკმაყოფილებს მაგ კრიტერიუმებს.-იცინოდა.-რატომ გაყევი ცოლად.-საშხაპეში წყალი დაკეტა და თვალებში ჩამაცქერდა.
-არ ვიცი, ასაკის ბრალია, 18 წლის გოგოს, მოზღვავებული ჰორმონები აქვს. შემეძლო საკუთარი ჰორმონების კონტროლი, თუმცა ლევანმა მოსვენება არ მომცა და გადამეკიდა. მერე კი თავს ვეუბნებოდი, რომ რადგან უფლის წინაშე ფიცი დავდე, ბოლომდე უნდა მეზიდა ოჯახი, პრობლემები უნდა მეგვარებინა და არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ მეც მჭირდებოდა დაცვა, მეც მჭირდებოდა ძლიერი მკლავების მოხვევა. მივეჩვიე ძლიერი ქალის სტატუსს, ქალის რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა მის გარშემო და ამ დროს ქმარზე დაკარგა კონტროლი. იმდენად ვიყავი ბავშვების პრობლემებით, კომპანიის პრობლემებით დაკავებული, რომ ვერც შევნიშნე, რომ საწოლში ქმართან ზურგშექცევით მეძინა. არ ვიცი რატომ არ ვაქცევდი ყურადღებას ამ ფაქტს, მართლა არ ვიცი. ალბათ ყოველთვის ზედმეტად მჯეროდა მისი, ან უბრალოდ საკუთარ სილამაზეში, საკუთარ სიძლიერეში ისე ვიყავი დარწმუნებული, რომ ვერ დაუშვი ლევანი თუ სხვა ქალთან წავიდოდა. მღალატობდა და ვიცოდი, რომ მღალატობდა, მიუხედავად ამისა სახლში ბრუნდებიოდა და ვჩუმდებოდი. თუმცა შენ უკეთესად იცნობ მას, ციხეში რომ მოვედი გამაფრთხილე, გამაფრთხილე, რომ სიმაღლეზე ავიყვანდი და მერე მიმატოვებდა. იქნებ მინდოდა კიდეც ეს მომხდარიყო, იქნებ ამიტომ ამოვათრიე ჭაობიდან, რომ ჩემგან პირველი ის წასულიყო და არა მე. მეშინოდა დანაშაულის გრძნობის, ხალხის აზრს ვითვალისწინებდი და არ მინდოდა მოღალატე ცოლის სახელი მოეკერებინათ. შვილების რეპუტაციასაც უფრთხილდებოდი და ველოდებოდი, როდის იპოვიდა სხვას და წავიდოდა ჩემგან.
-ჩემთან ეგ არ დაგემართება. ნუ გეშინია, ყოველთვის დაგიცავ და გაგიფრთხილდები.-გულში ჩამიკრა და პირსახოცი მომახვია.-წამოდი საუზმეზე ჩავიდეთ, ბევრი კალორია დაწვი და უნდა აღიდგინო.-ლოყაზე მაკოცა და ხელში აყვანილი გამიყვანა სააბაზანოდან.
თურქეთში კიდევ 4 დღე დავრჩით. თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი ზურასთან, კომპანიის პრობლემებს და საქმეებს მისი ადვოკატი და მისი საუკეთესო მეგობარი აგვარებდა. ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში და სულ მინდოდა ზურასთვის მეკითხა, თუმცა თავს ვიკავებდი.
-ზურა იმ კრიმინალებთან როგორ მორიგდი საბოლოოდ?-შევაპარე წამოსვლის წინა საღამოს.
-ყველაფერი მოგვარებულია, ბესომ მოაგვარა, შენ ნუ გეშინია, არაფერს დაგვიშავებენ. შენ რა გგონია შენამდე მოუშვებდი ვინმეს, ან ასე იოლად მოაგვარე მაშინ საქმე? ციხიდან ვაძლევდი მითითებებს ადვოკატს და ის აგვარებდა. დაცვაც დაგინიშნე, პროკურატურის დანიშნულ ექსკორტს არ ვენდობოდი, იმდენჯერ დაავიწყდათ შენთვის გამოყოლა. თან გაფრთხილებული მყავდნენ, რომ ახლოს არ მოსულიყვნენ და არ შეეშინებინე.
-შენ მგონი ისიც იცოდი რას ვგეგმავდი?-შევხედე წარბის აწევით.
-ყალბი კუპიურების შემოტყუებას რომ გეგმავდი ვიცოდი, მარა ბოლოს რაც გააკეთე მაგაზე წარმოდგენა არ მქონდა. მაგრად გამაცურე, რამის მოვკვდი ნერვიულობით. ციხეში დაჭერის არ შემშინებია, მიხაროდა კიდეც, რომ აფიორა იყო და შენ იქნებოდი კარგად.-თავზე მეფერებოდა.-ვაღიარებ უჭკვიანესი მყევხარ.
-გყევარ? - თვალებში შევხედე,მიღიმოდა.
-ხო, ჩემი ხარ და არსად არ გაგიშვებ, არასდროს.
-„არასდროს თქვა არასდროს.“
-რატომ?
-„მირჩევნია ლევანის ქვრივი მერქვას ვიდრე შენი ცოლი“-გახსოვს ჩემი სიტყვები? არასდროს გავხდები შენითქო. „კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო“. ყველაზე ახლობელი შენ აღმოჩნდი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდში დგომა და გამხნევება. ახლა კი აქ ვარ, შენს მკალვებში მოქცეული, ქალი რომელმაც ციხეში გაგიშვა ეხლა მზად არის შენს გამო მთელს სამყაროს დაუპირისპირდეს.-გაუცინე.-გამოგყვები ცოლად, ეს შენზე მეტად მე მინდა.-მაგრად ჩავეხუტე.
-მიყვარხარ.-ტუჩებზე დამაცხრა და გიჟივით მკოცნიდა.
ალერსით დაღლილები ვიწექით, ზურგზე მეფერებოდა.
-ზურა ლევანის ჩაძირვაში უნდა დამეხმარო. დედა უნდა უტირო მის კომპანიას, მერე ხომ მაინც მიხვდება რისთვის არის მასთან ის ბო*ი.
-არ გინდა შეეშვა საერთოდ? ალალია ლევანზე ეგ ქალი. მეტს მაინც არ იმსახურებს. ბედნიერები ვიყოთ და შეეშვი საერთოდ. დიდხანს მაინც არ დაუტოვებს მაგ ფულს, ნელ-ნელა აახევს და დატოვებს ყლ*ზე. მაგის ამბავი რომ ვიცი უცებ არ იშოვოს ისევ ფული. ეს შენ ყავდი და შენი წყალობით ქონდა ყველაფერი, მალე კი არაფერი აღარ ექნება.-ყელში მაკოცა ზურამ.
-უბრალოდ ვგიჟდები, ვცოფდები. მე რომ წლიდან წლამდე ერთი ფეხსაცმლით დავდიოდი და ფულს ვზოგავდი, რომ შვილებისთვის მომავალი შემექმნა. სახლებს ვიძენდი, კომპანია შევქმენი და მომჭირნეობით მივაღწიე ყველაფერს. ქონება გამიყო და იმ ბოზს აღარ იცის რა უყიდოს.
-კარგი! შეეშვი!-ხმას აუწია.- ჩემი ხათრით შეეშვი.-მერე ისევ დაუთბა ხმა.- მე რომ გამომყვები ცოლად მაგაზე მაგრად არაფერი გაამწარებს მაგას. დრო მოვა და მიხვდება, რომ მაგრად მიქარა. შენ კი მშვიდად იქნები ჩემთან. -თავზე მაკოცა.-მარიამ გაბრიელიც გავიცანი და დავმეგობრდით. სკოლიდან წამოვიყვანე რამდენჯერმე და ბოულინგ ცენტრში მყავდა. ცოტა ფიცხი ბავშვია, მაგრამ მგონი შევძლებ მისი გული მოვიგო და შეეგუება ჩვენს ამბავს.
-მე რატომ არ ვიცოდი? მე სად ვიყავი მაგ დროს?
-საავადმყოფოში იწექი, მამაშენს ვთხოვე მე გამოვიყვან და გავისეირნებთ მეთქი, დამთანხმდა. შენს ამბავს ძალინ განიცდიდა. გავამხნევე, რომ გამოჯანმთელდებოდი და ბედნიერი ოჯახი გექნებოდათ.
-მადლობა.-მფეთქავ არტერიაზე ვაკოცე, გააჟრჟოლა.-სულ ჩემს გვერდით იყავი ისე რომ მე ვერც კი ვხვდებოდი.
-რაღაცას გეტყვი და არ გამიბრაზდე.-შემომხედა.
-მითხარი და მე გადავწყვეტ გაგიბრაზდე თუ არა.-შევხედე გაბრაზებულმა.
-ლევანს მდივანი რომ მიუგზავნე, გავაფრთხილე, რომ მხოლოდ შენ ეეჭვიანებინე და ლევანთან ეთამაშა. იმ დღით, კომპანიაში რომ მოხვედი სმს მივწერე ლევანს კაბინეტში შესულიყო და როლი შეესრულებინა. მინდოდა გეჩხუბათ და დაცილებულიყავით. სანამ შენ ლევანის კაბინეტში იყავი, მოვძებნე და ვკითხე რა მოხდა იქ მეთქი. მან კი მითხრა, რომ მშვიდი სახით დაითხოვე სამსახურიდან. რას უცდი წადი კადრებშითქო უთხარი და არსადაც არ წავალო, ლევანი ასე ვერ გამიშვებსო. მერე კი გამოტყდა, რომ ბინა უყიდა ლევანმა და მისი საყვარელი იყო. გავგიჟდი, რამის მოვკალი. სულ ძალით შევათრიე კადრებში და განცხადება დავაწერინე. მერე კი ფული გადაუხადე და აუკრძალე ლევანთან და შენთან გაკარება.-თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი.-ეს პირველი არ ყოფილა, მინდა იცოდე ეს. ჩემი ბრალია, მაგრამ ის სი*რი წამოეგო. არ მეგონა შენ თუ გიღალატებდა, ვერ წარმოვიდგენდი რომ შენნაირ ქალს შეიძლება ქმარმა უღალატოს.
-მე რამის დამაჯერა, რომ არაფერი ქონდა იმ გოგოსთან.-ჩავილაპარაკე და სახე ხელებში ჩავრგე. თურმე რამდენ რამეს მატყუებდა. თურმე რამდენი წელი ვიცხოვრე ტყუილში.
-გთხოვ არ ინერვიულო, გეხვეწები არ ინერვიულო. -ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა.
-სულერთია, ეხლა სულერთია ყველაფერი. მე ვიპოვე ჩემი წილი ბედნიერება.-ხელები მოვხვიე და მაგრად ჩავეკარი.
-არც ეხლა არ აღიარებ რომ გიყვარვარ?-თავზე მაკოცა.
-პირველად რომ დაგინახე იმ წუთიდან მიტრიალებ თავში, მიყვარხარ.
-ვიცი.-მივხვდი იღიმებოდა.
-საიდან იცი?
-ჩემს შემოხედვაზე იბნეოდი, ლიფტში კი ისე გაინაბე ჩემს მკლავებში, მაშინ მივხვდი, რომ გიყვარდი.-თვალებში მიყურებდა.-უფრო ადრე რომ გამეცანი ვიცი მე ამირჩევდი. მოვალეობის გრძნობამ არ მოგცა უფლება ლევანს დაცილებოდი. იცი დათო ქავთარაძე რომ არ გამოგყოლოდა მაშინ მოგიტაცებდი და ჩემს მაშინვე დაგარქმევდი.
-რატომ მერე არ მომიტაცე? ქორწილამდე რატომ არ ჩამოხვედი? ლევანის მაგივრად მე რატომ არ მომიტაცე?
-სულელურად მოვიქეცი, არასწორი გზა ავირჩიე შენსკენ მომავალი.
კლინიკიდან პასუხები მოვიდა სიმსივნე სრულად იყო გამქრალი ორგანიზმიდან და არც არსად არ ფიქსირდებოდა სხვაგან.
საქართველოში გამოვფრინდით. ზურა და მე მალულად ვხვდებოდით ერთმანეთს, შეყვარებულებივით, ხან სად დავდიოდით და ხან სად. ჩემი ჩამოსვლიდან 2 კვირაში გოგოებმა წვეულება მომიწყეს რესტორანში.
-ანა რა რესტორანი, ასეთ მდგომარეობაში რესტორნის თავი მაქვს, ჯერ კიდევ სუსტად ვარ.
-არ მაინტერესებს, ჩემი მეორე დედიკო, დაიკო, მამიკო და ჩემი ყველაფერი ხარ. მეორედ დაიბადე და ეს უნდა ავღნიშნოთ.-ჩამეხუტა და მკოცნიდა.-ლიკა და კაკიც ჩამოვიდნენ, პირდაპირ რესტორანში მოვალთო.
-ლიკას დაურეკე გამოვიდეს და ამ ჩემს პატარა თმას რამე ფორმა მისცეს.-თითი დაუქნიე ანასტასიას.
-ეხლავე საყვარელო. ბავშვებიც მოგვყავს ყველას, პატარა დარბაზია და დავკეტეთ.
-ანა, რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ ძვირფასო.-ინტერესით შემომხედა ანამ.
-თურქეთში ზურა გამომყვა და ჩვენ ერთად ვართ. დღეს ჩემებს ყველას უნდა წარუდგინო და როგორც ჩემი საქმრო ისე გავაცნო.-უთხარი ანას.
-ზურა? შენი გერმანიაში გაცნობილი მეგობარი? მაგარი ტიპია, ღმერთო როგორ მიხარია.-ჩამეხუტა ანა.-სულ საავადმყოფოში ტრიალებდა. ყველა გაიცნო შენი მეგობრები, სულ ეგ იყო განხილვაში, ჩემი მაზლი კვდება ინტერესით ვინ არის ასეთი გამაცანითო.
-დათოს რომ არ უნახავს მაგიტომ აღფრთოვანდა ყველა. ზურა ჩემი გერმანელი მეგობარი არ არის, ზურა.. ზურა ჯიქიაა..
-რა, გაგიჟდი მარიამ? ის კრიმინალია, ლევანი მან გაიტაცა.-შეშინებული მიყურებდა ანა.-მე მეგონა ციხეში იყო.
-ვიცი ანა, ვიცი. მაგრამ მიყვარს და ყოველთვის მიყვარდა. პასუხი აგო უკვე, მეც ვაგე პასუხი რომ ციხისთვის გავიმეტე კაცი, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად უყვარდი. მითხარი ვინ იყო ჩემს გვერდით როცა ყვალზე ცუდად ვიყავი? ლევანი? ის თავის კახპასთან ერთობოდა და ევროპას ლაშქრავდა. ზურა კი გვერდიდან არ მცილდებოდა და ჩემს შვილებზეც კი ზრუნავდა. არც შენ, არც ლიკა, არც დედა, არც მამა და საერთოდ არავინ არ მაძლევდით ისეთ სტიმულს ცხოვრების გაგრძლების, როგორსაც ზურა. და კიდევ, მთელი ეს თოთხმეტი წელი, რაც ლევანის ცოლი ვიყავი ზურა მიყვარდა და მასზე ვოცნებობდი.
-რას ამბობ, სულ გაგიჟდი მგონი. შენ გიყვარდა ლევანი, რომ არ გყვარებოდა ასე არ გაწირავდი საკუთარ თავს მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მისი სიყვარულით აკეთებდი ყველაფერს. რა სისულელეს ამბობ, შეუძლებელია შენ ზურა გიყვარდეს.
-მიყვარს ანა, იცი რამდენჯერ დამსისზმრებია რომ მასთან სექსი მქონდა? რამდენჯერ დამიჭერია მისი მწვანე თვალების მზერა მაშინ როცა ლევანი მეფერებოდა? ძალიან ბევრჯერ. ციხეშიც ვიყავი მისული, გულმა ვერ მომითმინა და ვნახე. ამინისტიაზე განცხადება დავწერე და ყველაფერი გავაკეთე, რომ ციხიდან გამოსულიყო. დიდიხანია ლევანთან ურთიერთობა არ მქონია, სურვილიც არ მქონდა და არც ვაპროტესტებდი ზურგშექცევით რომ იძინებდა. თითქოს მინდოდა არ შემხებოდა ლევანი, მიხაროდა კიდეც რომ ასე ვიყავით. აღარ მინდოდა მისი მოფერებისას ისევ ზურას თვალები დამენახა. ვებრძოდი საკუთარ თავს და ვერ ამოვშალე ეს კაცი ჩემი მეხსიერებიდან.
-არ ვიცი რა გითხრა. იმედია მასაც ისე უყვარხარ როგორც შენ. თუმცა მართლა უყვარხარ, სულ სევდიანი დადიოდა, ალექსანდრეს კიდევაც უთხარი მგონი ჩვენი მარიამი ამ კაცს ძალიან უყვარს მეთქი. კიდევ კარგი ელენემ ლევანს მოსვლა აუკრძალა და ერთმანეთს არ გადაეყარნენ საავადმყოფოში. რა უნდა ქნა ეხლა? როგორ აუხსნი სხვებს ამ ყველაფერს?
-ეს ჩემი ცხოვრებაა. სხვისი აზრის გათვალისწინებაზე რომ ვფიქრობდი და ზურას გამო ოჯახი 14 წლის წინ არ დავანგრიე, სწორედ მანდ დაუშვი შეცდომა. არავის აზრს არ გავითვალისწინებ. საკუთარი შვილებიც რომ წინააღმდეგები წავიდნენ ჩვენი ურთიერთობის მე ზურას მაინც გავყვები ცოლად. დღეს კი მასთან ერთად მოვდივარ რესტორანში.
-მინდა ბედნიერი იყო. -ჩამეხუტა ანა.-იცოდე რომ რაც არ უნდა გადაწყვიტო მე ყოველთვის შენს მხარეს ვიქნები.
-ვიცი ანა და ამიტომ გადაგიშალე შენ გული.-ჩავეხუტე ანას.-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ. მარი დათო როგორმე უნდა მოვტეხოთ რესტორნიდან, ერთადერთია ვინც ზურას იცნობს.
-არა ჯობია მოვიდეს და ყველაფერი გაირკვეს. მე არაფერს დავმალავ. ისე მიდი დაურეკე და მოვიდეს, მანამდე დაველაპარაკები დათოს. არ მინდა ზურას შესახებ ყველამ დღეს გაიგოს.
-კარგი დავრეკავ.-ანა მისაღებში გავიდა და დათოს დაურეკა. მალე ჩემი გიჟი დაიკო მოვიდა და თმები შემისწორა, რაღაც ბჭყვრიალები დამაყარა მოკლე თმაზე და არაჩვეულებრივად დამვარცხნა. მინდოდა ლამაზი ვყოფილიყავი და ავადმყოფობის კვალი გამექრო ჩემი სახიდან. მაკიაჟიც გამიკეთა, ჩემი უფერულობა უკვალოდ გააქრო. ლამაზი კაბა მოვირგე ტანზე და სარკის წინ დავტრიალდი. მერე კი ზურას მივწერე ჩემთან მოსულიყო. ლიკა სახლში წავიდა მეც უნდა მოვწესრიგდეო.
-მარიამ მიშველე, ანა შემოვარდა საძინებელში.
-რა მოხდა?
-ერთდროულად მოვიდნენ და ჩხუბობენ.-დამიყვირა ანამ და მეც მისაღებში გავედი.
-გაჩერდით, თქვენ რა გაგიჟდით? რა მუშტი კრივი გამართეთ?-დაუყვირე დათოს და ზურას.
-რა უნდა ამას აქ? როდის გამოვიდა ციხიდან?
-ამას სახელი აქვს დათო. ერთი წელია გამოვიდა. აქ ორივე სალაპარაკოდ დაგიბარეთ. ხელი გაუშვი ზურა დათოს და ორივენი დასხედით.-ორივემ მკველელი თვალებით შეხედეს ერთმანეთს და სავარძლებზე დასხდნენ.
-დათო არ მინდოდა მუშტი კრივი რესტორანში გაგემართათ პირდაპირ. ამიტომ დაგიბარეთ, ჩემებმა იციან რომ ზურა ჩემი გერმანიაში გაცნობილი მეგობარია. სანამ ყველას ყველაფერს აუხსნი მინდა თავი შეიკავო მსგავსი სცენებისგან.
-მეტყვი რა საქმე გაქვს ამ კრიმინალთან ბოლოს და ბოლოს?-ხმას აუწია დათომ.
-ცოლად მივყვები!-მეც ყვირილით გამოუცხადე დათოს.
-ამის დედაც, იმ ყლ*ზე შურისძიება სხვანაირად ვერ მოახერხე?
-შურისძიება არ არის, ზურა მიყვარს, ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩარევის უფლებას არ მოგცემ, არც შენ და არც არავის.-ხმას აუწიე.
-სულ გაგიჟდი?
-არა, არ გაგიჟებულა, ყოველთვის მე უყვარდი და ლევანის მიტოვება ვერასდროს გაბედა.
-გამომა*ლევეთ. მის გამო რა არ აკეთე და ეს გიყვარდა?
-ხო დათო, ყოველთვის ზურა მიყვარდა. უბრალოდ ამას საკუთარ თავსაც არ უტყდებოდი. დამპირდით, რომ მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე და ერთმანეთის მოკვლის სურვილი არ გექნებათ.
-მე მშვიდად ვარ. -ხელები აწია ზურამ.
-მეც. არაფერს ვიტყვი. მინიმუმ ერთი თვე ვერ გამოვალ შოკიდან.-ამოილაპარაკა დათომ, რაზეც ანას გაეცინა.-შენ იცოდი?-ანას შეხედა.
-არა, მეც დღეს გავიგე და მიხარია მათი ამბავი.-მხარზე ხელი დაადო ზურას, ზურამაც მადლობის ნიშნად გაუღიმა.
-ყველა რომ აქებდით და ადიდებდით ეს იყო?-ისევ ხელი გაიშვირა ზურასკენ.
-ხო, ზურა იყო.-ისევ ანამ დაუბრუნა პასუხი.
-მარიამ, არ ვიცი რა გითხრა. თავიდან ბოლომდე შარი ხარ. სულ შარში როგორ ხარ?-თავზე ხელს ისვავდა დათო.
-ციხიდან მე დაგირეკე მაშინ.-დათოს გადახედა ზურამ.
-როდის? რაზე დაურეკე?-შევხედე გაოცებულმა.
-სახლში რომ მოგეჭერი და გეჩხუბე ლევანი მიატოვე მეთქი მაშინ დამირეკა. „მიხედე იმ გოგოს სანამ მე ჩავერიე და ის საიქიოს გავისტუმრეო.“ მერე ისევ დამირეკა ცოფებს ყრიდა, „ისევ იქ როგორ დატოვეო.“
-ჯიუტი.-გაბრაზებულმა შემომხედა ზურამ.
-გული გიგრძნობდა?-ზურას გადახედა.-ვეჩხუბე მაგრამ არ დატოვა. მეგონა სიყვარულის გამო აკეთებდა ამას.
-ზურასთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ვერ მაჯობებდა. თამაშში ავყევი, ცალკე მოვალეობის გრძნობა.-სევდიანად ჩავილაპარაკე.
-ფერი-ფერსო. ორივე გიჟები ხართ.-გაბრაზებული ხან მე მიყურებდა დათო, ხან ზურას.
-დათო დაწყნარდი და წადი სახლში, ნინია და ჩემი ნათლულიც წამოიყვანე რესტორანში.
-კარგი წავალ.-ამოილაპარაკა და კარისკენ დაიძრა, ანა გაყვა და გააცილა.
-ღმერთო რა ლამაზი ხარ.-ზურა წამოვიდა ჩემსკენ და სანამ ანა შემობრუნდებოდა ჩემს ტუჩებს არ მოსწყვეტია.
-ძალიან ლამაზი წყვილი ხართ.-კარის ჩარჩოზე იყო ანა მიყუდებული და გვიცინოდა.
-მადლობა ცოლის დავ.-თვალი ჩაუკრა ზურამ.
-იცოდე გაუფრთხილდი.-თითი დაუქნია ანამ.
-შეგეძლო არც გეთქვა. მისი სიყვარულის გამო ვიხდიდი სასჯელს.-გაუცინა ზურამ.-ძნელია მისი გულიდან ამოღება, მე ვერ შევძელი.
-დათოს ნომერი საიდან იცოდი?-შევხედე გამომცდელად.
-მე რაც შენ გეხებოდა ყველაფერი ვიცოდი. გორიდან რომ ალექსანდრე წამოიყვანე ისიც და შენი დანარჩენი სიგიჟეებიც.-გაბრაზებული მიყურებდა, მე კი პირდაღებული უსმენდი.
ცოტა ხანში სახლიდან გავედით, დედაჩემთან მივედით და ბავშვები წამოვიყვანეთ.
-ზურა ბიძია.-ყელზე ჩამოეკიდა ლიზა.-მომენატრე, ჩემთან რატომ არ მოდიოდი?-გაებუსხა.
-გაბრიელ შენ არ მოგენატრე?-გაბრიელი იდგა და ზურას უბღვერდა.
-დედაჩემთან ერთად რატომ მოხვედი?-უთხრა გაბუსხულმა.
-იმიტომ, რომ დედა ეხლა გამოვიდა საავადმყოფოდან, სუსტად არის, ყურადღება და პატრონობა ჭირდება.-ახსნა განმარტება ჩააბარა ზურამ გაბის.
-რეასტორანში შენ წაგვიყვან?-ისევ ლიზა ეტიტინებოდა.
-მე წაგიყვან პრინცესა, თან პრინცესას კაბა რომ გაცვია. პრინცი ხომ გინდა კავალერად.-ლოყაზე აკოცა ლიზას.
-შენ იქნები ჩემი პრინცი?-ლიზამაც აკოცა ლოყაზე. მერე ლიზა მანქანაში შესვა, გაბრიელს რაღაც გადაულაპარაკა და მანაც გაუღიმა და ჩაჯდა მანქანაში.
-როგორ ხართ?-ზურამ მამაჩემი მოიკითხა, რომელიც ბავშვებს მოჰყვა უკან.
-კარგად შვილო. მადლობა ყველაფრისთვის რასაც ჩემი გოგოსთვის აკეთებ.-მხარზე ხელი დაადო მამამ ზურას.
-მადლობა არ არის საჭირო, ის მალე ჩემი გოგო იქნება.-ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა ზურამ.
-მიხარია.-სახე გაუნათდა მამაჩემს.-იმდენი ცუდი რამ გადაიტანა, მჯერა რომ გააბედნიერებ. შენ მართლა გიყვარს ჩემი პატარა დიდი გოგო.-მამა მომეხვია და მის თვალებზე ცრემლი შევნიშნე.
-რესტორანში წავალთ ნატა, დედა და ელენეც წამოიყვანე.-უთხარი მამაჩემს და მანქანისკენ წავედი.
-გაბი კარგად ხარ დედი?-გაბრიელს შევხედე. ზურა ისევ მამას ელაპარაკებოდა.
-დედა ზურას ცოლად უნდა გაჰყვე?-გაბუსხულმა შემომხედა.
-გაბი ხომ იცი რომ კარგად არ ვარ, თქვენც პატრონობა და ყურადღება გჭირდებათ, ზურა კარგი ადამიანია, ის მამაშენის ადგილის დაკავებას არ ცდილობს. ნუ ეჭვიანობ გთხოვ, ის ჩემზე და თქვენზე იზრუნებს და თქვენი მეგობარი იქნება.
-დეეე... თუ გიყვარს გაყევი. კარგი ადამიანია, არ მინდა ტიროდე და ნაღვლიანი იყო. მამამ ძალიან გატკინა ვიცი.-თვალებში ცრემლი ჩაუდგა გაბის.
-მამა არ დაბრუნდება, აღარ უყვარვარ გაბი. მე კი აღარ ვარ ისეთი ძლიერი, რომ მარტო მოვახერხო თქვენი აღზრდა..
-მამა აღარ მოდის საერთოდ...-ამოილაპარაკა ლიზამაც.-ზურა ბიძია დამპირდა ზოოპარკში და ბომბორაზე წაგიყვანო.
-მე ბოულინგ ცენტრში ვყავდი და ჯინოში წამიყვანა აუზზე.-გაბრიელი დაეჭყანა ლიზას.
-გავებუტე მე ზურას. მე რატომ არ წამიყვანა?-გაიბუსხა ლიზა.
-რატომ გამებუტე პრინცესა?-ზურა ჩაჯდა მანქანაში.
-იმიტომ, რომ ჯინოში მე არ წამიყვანე.-გაიბუსხა ჩემი გოგო.
-ხვალ წავიდეთ ყველა ერთად.-გამოაცხადა ზურამ.-შენ შეგიძლია წამოსვლა? შეზლონგზე იყავი და დაისვენე, ბავშვებს მე მივხედავ.
-წამოვალ.-გაუღიმე ზურას.-ბავშვებო გიხარიათ?-გადავხედე უკან მჯდომ ბავშვებს.
-წავიდეთ,-გახარებულებმა მიპასუხეს ორივემ.
მალე რესტორანში მივედით, გაბრიელი და ლიზა ხელი ხელ ჩაკიდებულები შევიდნენ რესტორანში. ზურას ხელკავი გამოვდე და რესტორანში შევედით. ჩემი მეგობრები ყველა იქ დაგვხვდნენ უკვე. მალე დედაჩემი, ელენე, ნატა და მამაც შემოგვიერთდნენ. დათო ზურას უბღვერდა, ზურა დათოს. ნიკამ და ზურამ კარგად მოილხინეს, ალექსანდრესაც დამეგობრებია უკვე ჩემი ზურა. ხო ჩემი ზურა, დავიჩემე და ჩემი ცხოვრებიდან წასვლის უფლებას არ მივცემდი. საღამომ მშვიდად და წყნარად ჩაიარა, ნიკას ვეცეკვებოდი და უთხარი, რომ ზურა ის ზურა იყო ვინც ლევანი გაიტაცა. აუხსენი, რომ მიყვარდა და ჩემი არჩევანის გამო არ განვესაჯე. ნიკა ხომ ნამდვილი ძმაა, მითხრა რომ ის და მაკო ჩემს გვერდით იქნებოდნენ და ძალიან ახარებდათ ჩემი ამბავი.
-ჩემი საცოლე არ დაღალო.-თავზე წამოგვადგა ზურა მე და ნიკას. „მაინც რამხელაა“, გავიფიქრე, თავზე დაგვყურებს.
-არ დავღლილვარ.-ცეკვას მოვრჩით და ზურამ ხელჩაკიდული აივნისკენ წამიყვანა.-გარეთ რატომ მივდივართ?-შევხედე გაოცებულმა.
-ცოლად გამომყევი.-რესტორნიდან ფეირვერკი გაისროლეს და ცაზე ლამაზად განათდა.-ეს ბეჭედი კი ჩვენი სიყვარულის სიმბოლო იყოს.-ხელზე ბრილიანტის თვლიანი ულამაზესი ბეჭედი გამიკეთა.-ხო და კიდევ, ეს ფეირვერკი შემთხვევით გაისროლეს, მე არაფერ შუაში ვარ.-მიცინოდა.
-მაინც რამდენი კარატია?-იმხელა თვალი იყო და ისე ბრწყინავდა.-თანახმა ვარ.-მის ტუჩებს მივწვდი და ვაკოცე.
-მე კითხვა არ დამისვავს, ვიცი რომ თანახმა ხარ.-თავზე მაკოცა.-ეხლა კი შიგნით შევიდეთ და ცეკვებს მოერიდე, არ მინდა გადაიღალო.-გულში მიკრავდა და მეჩურჩულებოდა.
რესტორნიდან ზურამ მიგვიყვანა მეც და ბავშვებიც და დაგვტოვა სახლში.
-ზურა ბიძია არ ამოხვალ.-ლიზამ დაპატიჟა.
-ხვალ მოვალ კუდრაჭა და ჯინოში წავიდეთ.-თავზე აკოცა ზურამ.
-გაბრიელ, შენ არ დამემშვიდობები?-ხელი გაუწოდა გაბის.
-კარგად ზურა.-კაცურად ჩამოართვა ხელი გაბიმ და სახლში შევედით.
ბავშვებმა დაიძინეს, ტელეფონი რეკავდა და სწრაფად უპასუხე.
-გისმენ.-ვჩურჩულებდი.
-რატომ ჩურჩულებ?-მანაც ჩურჩულით მკითხა.
-ბავშვებს სძინავთ და არ მინდა გავაღვიძო, შენ რატომ ჩურჩულებ?-გამეცინა.
-რა ვიცი, შენ რომ ჩურჩულებდი მეც ჩურჩული დავიწყე.-მასაც გაეცინა.-მენატრები, მინდა სულ შენს გვერდით ვიყო.
-მეც.-ჩავძახე ტელეფონში.
-ხვალ შენთვის სიურპრიზი მაქვს.
-რა სიურპრიზი?
-ხვალ გაჩვენებთ. ისე რა ქონებას ფლობ, რატომ არასდროს დაინტერესებულხარ?-რომ გავიაზრე რა მითხრა.
-ზურა, მოიცა. ტელეფონს ვთიშავ და დაგირეკავ.
კომპიუტერთან მივედი და საჯარო რეესტრის საიტზე ჩემი პირადობა შევიყვანე.
ჯანდაბას ზურა შენ, ჩემი სახლი, ჩემი ბაღი. 1 წლის უკან ჩუქებით გადმომეცა ზურასგან ჩემი ყოფილი დიღმის სახლი. სწრაფად ავკრიფე ზურას ნომერი.
-რატომ აქამდე არ მითხარი?-ჩავძახე ტელეფონში.
-შეამოწმე?-იცინოდა.-ისე ააშენე და ისეთი სიყვარულით აწყობდი გეგონა სხვას დავანებებდი მაგ სახლს? მინდოდა ერთად გვეცხოვრა მაგ სახლში. ხომ მომცემ უფლებას მაგ სახლში ვიცხოვრო?-იცინოდა ზურა.
-რა თქმა უნდა..-ვტიროდი.-ისე დამწყდა გული, ჩემი გული გაყვა მაგ სახლს. ამაზე მაგარ სიურპრიზს ვერ გამიკეთებდი, მიყვარხარ. მგონია გული გამიჩერდება სიხარულისგან.-კარზე ზარი იყო.-ზურა შენ ხარ?
-აბა ვის ელაპარაკები?-გაიცინა.
-კართან შენ ხარ?
-არა. არ გააღო კარები!-ჩამძახა.-არც ტელეფონი არ გათიშო მოვდივარ.
-კარგი, კარს მიუახლოვდი და გავიხედე, კარში ლევანი იდგა, ნასვამი იყო აშკარად.
-მარიამ კარი გააღე უნდა ვილაპარაკოთ.
-გვიანია წადი.-გავძახე თან ტელეფონი არ მომიცილებია.
-ლევანია?-ზურა მეკითხებოდა.
-ხო და მგონი ნასვამია.
-კარი არ გააღო მალე მოვალ.
-კარგი.-ბავშვების ოთახში შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი. კარის ხმა გავიგე და ოთახიდან გამოვედი. დერეფანში იდგა და ხელში გასაღები ეჭირა.
-დაგავიწყდა, რომ გასაღები მეც მაქვს?-ნასვამი იყო და იცინოდა.-მოდი ჩემთან.-ხელები ჩემსკენ გამოიშვირა.
-რა მოხდა, ურთიერთობის მაქსიმუმი ხომ ამოვწურეთ. მასთან ძალიან მალე ხომ არ ამოგეწურა ლიმიტი.-ირონიულად გავიცინე.
-ლამაზი ხარ.-ჩემსკენ წამოვიდა, ჩართული ტელეფონი მაგიდაზე ისე დავდე არ გამითიშია, ზურა ყველაფერს ისმენდა.
-ლევან გაბრუნდი და წადი, ახლავე.-ხმამაღლა დაუყვირე.
-რატომ, აღარ გიყვარვარ? აღიარე რომ გიჟდები ჩემზე.-ისევ იცინოდა.
-მეზიზღები, ვნანობ იმ ყველაფერს, ვნანობ რაც შენს გამო ჩავიდინე. იცი არასდროს მიყვარდი. მოვალეობა იყო, რაც მაიძულებდა რომ შენზე მეზრუნა. სხვისი აზრი რომ მანაღვლებდა სწორედ მანდ დაუშვი შეცდომა ცხოვრებაში. მძულხარ, არ არსებობს ჩემთვის შენზე საძულველი ადამიანი ამ სამყაროში.
-აბა ვინ გიყვარს?-ყელში მწვადა და კედელზე მიმანარცხა- რა უნდოდა ზურას რესტორანში, რა უნდა იმ კრიმინალს ჩემს შვილებთან? რესტორანში მოვედი და შორიდან გიყურებდით. როდის გამოვიდა ეგ ?-უფრო მაგრად მიჭერდა ხელს ყელზე.
-ხელი გამიშვი, ვიხრჩობი, ამოვიხრიალე.
-ხელი გაუშვი დედას.-გაბრიელის არაადამიანური და განრისხებული ხმა გაისმა.-ახლავე და წადი აქედან.
-შვილებიც ამიმხედრე.-ხელი გამიშვა და იატაკზე ჩავიმუხლე.
-შვილის თვალწინ რომ დედაზე ძალადობ, რომელ სიყვარულს ელოდები მისგან.-შევხედე გაბრაზებულმა, თან ყელს ვიზელდი. გაბიმ მოირბინა და ჩამეხუტა.-გაბრიელ შენს ოთახში შედი, ეს არ უნდა გენახა.
-არა დედა.-ჩამეხუტა გაბი.- ახლავე წადი.-ისევ დაუყვირა მამამისს.
-გაბრიელ შედი შენს ოთახში. დედაშენს უნდა ველაპარაკო, ხომ გინდა ისევ ერთად ვიცხოვროთ?-გაბისთან ჩაიმუხლა და არწმუნებდა წასულიყო.
-არ მსურს შენთან ცხოვრება, მთელი სკოლა შენს რომანზე ჭორაობს, შენ გგონია მე არ მაქვს თავმოყვარეობა? დედა რომ სიკვდილს ებრძოდა, სად იყავი მაშინ? სკოლაში, რომ პრობლემები გვქონდა მე და ლიზას, სად იყავი? შეგახსენებ, იმ ქალთან ერთად ისვენებდი მალდივებზე, თურქეთში, ეგვიპტეში, ევროპაში. ერთხელ არ გაგხსენებია როგორ ვიყავით უმამოდ. დედა სიკვდილს ებრძოდა, შენ კი არ გაგხსენებია, არც ის და არც ჩვენ. ზურა იყო ჩვენს გვერდით, ზურა მოდიოდა სკოლაში, ბიჭებმა რომ დამჩაგრეს და მცემეს, ზურა მოვიდა ,მან დამიცვა, მეტიც, მას მერე სკოლაში ყველა პატივს მცემს. ლიზას მასწავლებელს კი ზურა მისი მამა გონია.
-ზურა, ზურა. შენი დედაც.. მარიამ. შვილებიც ამიმხედრე.-გაბის ხელი კრა, ხელში ამიტაცა და ჩვენს საძინებელში აკიდებული შემიყვანა, გაბის კი კარი ცხვირწინ გადაუკეტა. მერე საწოლზე დამაგდო და ჩემს საცვლებს ხელით წასწვდა. წინააღმდეგობას უწევდი, თუმცა სახეში გამარტყა.-იწექი მასთან? აუხდინე ოცნება? რაღა ის აირჩიე?-მიყვიროდა და ყელში მკოცნიდა. გაბრიელის ტირილის ხმა მესმოდა, წინააღმდეგობას უწევდი. სწორედ ამ დროს გავიგე კარის მტვრევის ხმა და სიმსუბუქე ვიგრძენი.
-შენი დედაც , არ გაბედო შეეხო.-ზურამ ლევანი ამაგლიჯა და მუშტი კრივი გამართეს. გაბისკენ გავიქეცი, რომელიც ტიროდა და ბავშვების ოთახში შევიკეტე. კანკალი ამივარდა, ლევანის სულ სხვა სახე დავინახე. ნაწყვეტ ნაწყვეტად მესმოდა დარტყმების ხმა. ხმაური რომ შეწყდა ჩუმად გავედი, გაბი საწოლში დავტოვე და უთხარი კარი შიგნიდან ჩაეკეტა.-კარგად ხარ?-ზურამ ჩამიკრა გულში, ვეღარასდროს მოგეკარება, ჩაალაგე ნივთები და დღესვე მიმყავხართ ჩვენს სახლში.-კანკალიდან ტირილზე გადავედი. მერე კი მისაღებისკენ გავიხედე, ლევანი გათიშული იწვა.
-რა სჭირს?
-არაფერი, დროებით გათიშულია, სანამ გონს მოვა წავიდეთ.-ხელი მომკიდა და ბავშვების ოთახში შემიყვანა.
საჭირო ნივთები უცებ შევაგროვე, ბავშვებს არდადეგები ქონდათ და მერე წავიღებდი დანარჩენ ნივთებს. ლიზა მძინარე ავიყვანე ხელში, ზურამ გაბის და ჩემოდანს დაავლო ხელი და სახლიდან გამოვედით. მალე დიღმის სახლში ვიყავით, ეზოში კართან დაცვა იდგა, კარიც კოდით დაკეტეს. სახლის ინტერიერი შეცვლილი დამხვდა, უფრო ლამაზი და ნათელი იყო.
-იმედია მოგწონს, ქეთოს და იას დიზაინია, ყველაზე კარგად მათ იცოდნენ რა მოგწონდა.
-ქეთო და ია სადღა მოძებნე?
-ჩემს კომპანიაში მუშაობენ.
-იცი რომ ორივეს მოწონხარ?
-მე კი შემ მიყვარხარ და შენ მომწონხარ. ვიცი და მათაც იციან, რომ შენ ხარ ჩემი რჩეული.
ბავშვები მათ ოთახში შევიყვანეთ, ლიზას პრონცესის ოთახი ქონდა, ვარდისფერ ფერში. გაბრიელს უფრო თინეიჯერი ბიჭის ოთახი ქონდა. ძალიან მოეწონა, ზურას ჩაეხუტა და მადლობა გადაუხადა.
-წამოდი, ჩვენი ოთახიც ნახე.-თავზე მაკოცა ზურამ. მეც ავედევნე, ძალიან მომეწონა, ნათელი და ლამაზი ოთახი იყო და პირდაპირ ჩემს გაშენებულ ბაღს გადაყურებდა.
-რამხელა გული გქონია.-მკერდზე მივეხუტე და გულზე ვაკოცე.
-შენ გეკუთვნის ეგ გული.-ხელები მომხვია, მერე კი საწოლზე დამსვა და თვითონ კარში გაუჩინარდა. ცოტა ხანში წამლების ყუთით დაბრუნდა.-გეტკინება ცოტა, შეგისივდა.-სახეზე ნაზად მეფერებოდა.-არ ვაპატიებ, რომ შეგეხო.
-ეს პირვალდ არ მომხდარა, ნარკოდამოკიდებული ხშირად მირტყავდა. მაშინ ლიზაზე ვიყავი ფეხმძიმედ. -ზურას ძარღვები ქონდა დაბერილი და ტუჩებს ბრაზისგან ერთმანეთს აჭერდა.
-რამდენჯერ უთხარი დათოს იქიდან წამოეყვანე, რამის გავგიჟდი ბესომ რომ მითხრა სახლიდან ლეწვის და მტვრევის ხმები ისმისო. მინდოდა ციხიდან გამოვქცეულიყავი და შენს გვერდით ვყოფილიყავი.-სპირტიანი ბამბა ტუჩზე დამადო. შევკივლე, მერე კი ცივი საფენი დამადო და ხელით დამაკავებინა.-დაისვენე, მე შენს გვერდით ვიქნები.-საწოლზე დამაწვინა და უკნიდან მომეკრა.-ვეღარასდროს ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს.-ყურზე მაკოცა და გაიტრუნა.
დილით ბავშვები დაგვადგნენ თავზე და საწოლზე დაიწყეს ხტუნვა.
თვალებს არ უჯერებდი, ზურა ისე ეთამაშებოდა ბავშვებს, თითქოს მისი შვილები ყოფილიყვნენ. ლევანი სულ საქმეს მიზეზობდა და მხოლოდ უბრაზდებოდა და აჩუმებდა ბავშვებს, დაღლილი ვარ და გაჩუმდითო. თავიდან სანამ ბაღში დადიოდნენ ცოტას მეხმარებოდა, მერე კი საერთოდ არ კითხულობდა მათ ამბებს, კომპანიას და ბიზნესს მიზეზობდა. რამდენჯერ შემინიშნავს გაბრიელის თვალებში ცრემლი, როცა პირდებოდა იპოდრომზე წაყვანას და გამზადებულ ბავშვს უარს ეუბნებოდა, ბევრი საქმე მაქვსო.
-გაბის ოცნებაა იპოდრომზე ცხენებით ჯირითი და წაიყვან?-გადაუჩურჩულე ზურას.
-გურიაში მყავს ცხენები და რომ წავალთ ვიჯირითებთ.-თვალი ჩამიკრა.-დღეს ჯინოში მივდივართ.
-მე არ მოვდივარ, ასეთი სახით არ მინდა გარეთ გასვლა.-ხელი გახეთქილ ტუჩზე გადამისვა.
-კარგი, დარჩი და დაისვენე, მე წავიყვან.-მაკოცა და ბავშვები სამზარეულოში წაიყვანა.
მთელი დღე წასულები იყვნენ, საღამოს მოვიდნენ სახლში. ზურა ნერვიულად დაცვას რაღაცას უხსნიდა და მერე მშვიდი სახით შემოვიდა სახლში.
-დედიკოოო...-ლიზა კალთაში ჩამიხტა, იცი რა მაგრად ვიცურავე? ზურა მასწავლიდა ცურვას.
-მაგას ცურვა არ ქვია.-გაბრიელმა უთხრა ნიშნის მოგებით.
-ზურა ხომ ვიცი ცურვა?-ახლა კარში შემოსულ ზურას შეხედა ლიზამ.
-იცი პრინცესა, ოღონდ მარტო არ ჩახვალ აუზში. -თითი დაუქნია.
-სახლშიც ხომ მასწავლი ცურვას?-ისევ ზურას უყურებდა გაღიმებული.
-კი გასწავლი ჩემო კუდრაჭა.-ხელში აიყვანა, გვერდით მომიჯდა და ლიზა კალთაში ჩაისვა.
-შენც მოდი ჩვენთან.-გაბრიელს გადავხედე.
-მოვალ და არ მიღიტინო.-თითი დამიქნია და დაბღვერილი წამოვიდა ჩემსკენ. ღმერთო როგორ გავს ლევანს. ხასიეთიც მისნაირი აქვს, მოვიდა და გვერდით მომიჯდა.
-რამხელა ბიჭი ხარ დე უკვე.-ლოყაზე ვაკოცე და ჩავიხუტე. ბედნიერი ოჯახი, რაზეც სულ ვოცნებობდი, მინდოდა ყველას ერთად გვეთამაშა, გვესეირნა, ან პოპკორნი გვეჭამა და ტელევიზორში სასაცილო მულტფილმი გვენახა. ლევანთან ეს შეუძლებელი იყო. ბავშვების კომპანია არ უყვარდა დიდად, სულ დაღლას მიზეზობდა და სპალნაში იკეტებოდა თავისთვის. სპალნა ნამდვილი კინოთეატრი იყო, იმხელა ტელევიზორი დაკიდა მთელს კედელზე. ფეხბურთს, რაგბს, ძიუდოს, რაც სპორტის სახეობაა ყველაფერს უყურებდა და არავის არ უნდა შეგვეწუხებინა. ყველა პრობლემის მოგვარება თავად მიწევდა, ბავშვებს ვესაუბრებოდი, მათ სიხარულს და მათ გულის ტკივილს ვისმენდი. ისეთ ასაკში იყვნენე რომ ხან პრობლემები ქონდათ კლასელებთან, სკოლელებთან. ყველაფრის თავად მოგვარება მიწევდა, ბოლოს გაბრიელი გამიუცხოვდა. გამომიცხადა დიდი ბიჭი ვარ და ჩემს საქმეში ნუ ერევიო. ლევანს რომ უთხარი არც მომისმინა, დაანებე თავიო ცივად მიპასუხა. არადა ისეთ ასაკშია მამის ყურადღება სჭირდება, მამას კი ფეხბურთის და რაგბის ანგარიშები უფრო ანაღვლებდა ვიდრე გაბის სკოლის პრობლემები. მერე გეგას ვთხოვე დახმარება, მამა დაელაპარაკა და სიტუაცია ცოტა დალაგდა. როგორც გეგამ მითხრა გოგოს ამბავი ყოფილა, კლასელი გოგო მოწონდა გაბის და სხვა უფროს კლასელს ბიჭსაც, რის გამოც კონფლიქტი მოხდა. არც გასართობ ცენტრებში მომყვებოდა ლევანი. თავად მიწევდა ყველგან ბავშვების წაყვანა.
-ბავშვებო არ გშიათ?-შევხედე ბავშვებს.
-მაგდონალდსში ვიყავით, ვჭამეთ.-გამიღიმა ზურამ.
-არც ნამცხვარი არ გინდათ?-გადავხედე სამივეს.
-შენ გამოაცხე?-შემომხედა ზურამ.
-დედა სნიკერსია?-ლიზა ჩაგვერთო.
-კი ჩემო კუდრაჭა.-ლოყაზე ვაკოცე.
გაბრიელი სამზარეულოში გაიქცა და ლიზაც უკან მიყვა.
-წამოდი ჩვენსც ვჭამოთ, თან ჩაი დავლიოთ.
-მე ყავა გამიკეთე.-უკან მომყვა.
-გვიანია, არ დაგეძინება.
-ვინ გითხრა რომ დაძინებას ვაპირებ.-ყურთან დამიჩურჩულა.
-მაშინ მეც ყავას დავლევ.-თვალები აუფახულე.
-შე ეშმაკო, იქნებ წიგნის წაკითხვას ვაპირებ.
-კაი ერთი, წიგნი არა ტოროლა.-ვიცინოდი მეც.-დედა, აბა მაკდონალდსში ვიყავითო?-გაოცებულმა შევხედე ბავშვებს რომლებსაც მთელი ერთი დიდი თეფში დაჭრილი ნამცხვარი მთლიანად აეთვისებინათ.
-გემრიელია.-ცერა თითი ამიწია გაბიმ. მე და ზურამ ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილი აგვიტყდა.
-დაჭერი კიდევ.-ყელში მაკოცა ზურამ. მეც გამოვიღე ნამცხვარი მაცივრიდან და დავჭერი.
გემრიელად მივირთვით ნამცხვარი და ყავა. ბავშვები დასაძინებლად წავიდნენ თავის ოთახებში.
-აბა რას ელაპარაკებოდი დაცვას?-ვკითხე ზურას, როგორც კი მარტო დავრჩით.
-არაფერს.
-ზურა მომიყევი.-წარბი მაღლა აუწიე.
-შუადღით მოსულა და შემოსვლა უნდოდა. დაცვამ არ შემოუშვა.-ჩაილაპარაკა.
-რას აპირებ?
-რას ვაპირებ? ყლ*სავით დაველოდო კიდევ როდის მომადგება და სიმშვიდეს დამირღვევს? პასუხს მოვთხოვ და არც ეცადო გამაჩერო.-ხმას აუწია ზურამ.
-გთხოვ, არ გინდა. ნასამართლევი ხარ, პროვოკაციაზე უნდა წამოგაგოს, ისევ რომ..-თვალები დამიცრემლიანდა.
-დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ.-მოვიდა და ხელი მომხვია. -არ დამიჭერენ, დაწყნარდი.
-არ მინდა სულ კონფლიქტი, მოვიდეს და დაველაპარაკები. ეს როდესმე უნდა მოხდეს, ბავშვების ნახვას ხომ ვერ აუკრძალავ?
-ბავშვები არ აინტერესებს, შენ ვერ გელევა. მიხვდა რომ მაგრად მიქარა და ცდილობს შემოგირიგოს. ის ძუ*ნა მიუტოვებია, ინტერნეტი აჭრელებულია დაშორდნენო. მარიამ ვერ შეგელევი, არ დაუთმობ შენს თავს, თავს შევაკლავ და არ დაგთმობ.-გულში მიკრავდა და მეჩურჩულებოდა.
-არასდროს არ დაუბრუნდები. შენ რომ არ ყოფილიყავი და სულ მარტო დავრჩენილიყავი, მაინც არასდროს დაუბრუნდებოდი. ჩემი სიამაყე, ჩემი ღირსება, ჩემი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელა. ყველა პრობლემას უგვარებდი, უბრალოდ კარგი ცოლი არ ვყოფილვარ, საუკეთესო ცოლი ვიყავი. სწორედ მანდ დაუშვი შეცდომა, მიეჩვია უპრობლემო ცხოვრებას. ხანდახან მეგონა ისიც ჩემი შვილი იყო. ბავშვების პრობლემებზე რომ ველაპარაკებოდი სულ თავს მარიდებდა. იცი როგორ დავიღალე?! ძალიან დავიღალე, სულ მზადყოფნაში ყოფნით, რომ რაღაც მოსაგვარებელია და მე უნდა მოვაგვარო, დავიღალე.
-ვიცი, განებივრებული ბავშვი იყო და ასეთად დარჩა.-ხელში ამიყვანა და სპალნისკენ წამიყვანა.
-ჩემით ვერ დავდივარ?-შევხედე გამომცდელად.
-მინდა გრძნობდე, რომ შენზე ვზრუნავ. პრობლემებს შენამდე არ მოვიტან. სულ გვერდით ვიქნები და დაგიცავ. თანაც ხელში აყვანილს რომ გატარებ მომწოს, ბევრი უნდა ჭამო, ძალიან მსუბუქი ხარ.-ცხვირი ლოყაზე გამისვა და მერე მაკოცა.
მეორე დილით, რომ გავიღვიძე ზურა საწოლში არ დამხვდა. შეშინებული ავდექი, ხალათი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი. იმ წუთას შემოვიდა სახლში, თურმე დარბის, ოფლიანი და დაღლილი შემოვიდა, ხელში ტელეფონი ეჭირა და სახეზე გამომეტყველება ქონდა შეცვლილი. კუშტი წარბები შეეყარა და შუბლი ქონდა შეკრული.
-სად იყავი?
-სავარჯიშოდ.-გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
-ტელეფონი მათხოვე?
-რად გინდა?-შემომხედა გაოცებულმა.
-რაღაცამ შეგაშფოთა და შენი შფოთის მიზეზი მინდა ვიცოდე.
-ეჭვიანი ცოლივით რომ იქცევი არაუშავს?-თვალი ჩამიკრა.
-რა მოხდა მაშინ მითხარი.
-წყალს გადავივლებ და ჩამოვალ, შენც ჩაიცვი, ასე მხოლოდ სპალნაში ისეირნე.-თვალით ჩემს მოშიშვლებულ მკერდს შეხედა და შემომიბღვირა.-დაცვა ნებისმიერ დროს შეიძლება შემოვიდეს მისაღებში.
-ეჭვიანი ქმარივით რომ იქცევი არაუშავს?-თვალი ჩაუკარი.
-ჩქარა სპალნაში.-ხელი უკანალზე მომარტყა და მეც კიბეებზე გავიქეცი.
-რა მოხდა მითხარი?-სპალნაში შესვლისთანავე მოუბრუნდი და ვკითხე.
-დებილია შენი ყოფილი ქმარი, ის კახპა უცემია და დაიჭირეს.-გამომძახა სააბაზანოდან.
-რა? ლევანი დაიჭირეს?
-შენ იმაზე იდარდე ჩვენ მოგვაგნეს ჟურნალისტებმა და შენთან უნდათ ინტერვიუ.
-იგონებს ის ძუ*ნა.
-რას იგონებს, ხელს ნუ აფარებ.-ქაფიანი გამოვარდა საშხაპადან.-ეგ არ იყო რამის რომ მოგკლა?
-რა ვქნა?-შევხედე სევდიანი თვალებით.
-არაფერი, მისი ძიძა იყავი, აღარ ხარ და არ გაბედო რამეში ჩარევა. შეეშვი, ღირსია ეგდოს იქ ცოტა ხანი მოუხდება. მე კარგად გამიმეტე ციხისთვის, ის რატომ არ გემეტება?-უკვე ყვიროდა.
-ნუ მიყვირი.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-მაპატიე, არ იტირო, გთხოვ არ იტირო. ეხლა გავგიჟდები ამის დედაც..-სულ ქაფიანი იყო, იდგა და მეხუტებოდა. -წამოდი.-სააბაზანოში შემიყვანა, ხალათი და პერანგი გამხადა და საშხაპეში დამაყენა. მეხუტებოდა, მთელი ძალით მიკრავდა გულში.
-სულ მის გამო ვჩხუბობთ. იცი რას ვანანობ ყველაზე მეტად? უფლის წინაშე დადებული პირობა რომ არ დავარღვიე 14 წლის წინ და მოსკოვში არ დავრჩი შენთან. ის ჩემი შვილების მამაა, 14 წელი ჩემი ქმარი იყო და ძნელია ისე ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან თითქოს არც ყოფილა. არ მინდა მის ხსენებაზე სულ ასეთი რეაქცია გქონდეს, არ მინდა ჩემს სიყვარულში ეჭვი შეგქონდეს. ასე ვერ ვიცხოვრებ, ვერ გაუძლებ შენს უნდობლად შემოხედვას. პასუხისმგებლობის გრძნობა ახლობელი ადამიანების მიმართ ზენიტში მყავს აყვანილი, ამიტომ ვიცავდი მუდამ. ჩვევაში გადამივიდა მისი დაცვა. შენ სულ სხვა ხარ, შენ დაცვა არ გჭირდება, შენ იქით მიცავ. ამასაც მივეჩვიე და ასეთი რეაქციები ამიტომ მაქვს.
-ვიცი. უბრალოდ ეს ეჭვიანობა მაგიჟებს.-ისევ მიხუტებდა და ზურგზე მეფერებოდა.
-ბავშვებს რა უთხრა?-შევხედე ზურას.
-არაფერი, ლევანს დედა ყავს და მამა. ხომ მოუწონეს ოჯახის დანგრევა, ეხლა მიხედონ. ბავშვებს არაფერს ვეტყვით, აქ არც ჟურნალისტები არ მოვლენ. სახლში ვიყოთ და ვეცადოთ ეს ამბავი უბრალოდ დავივიწყოთ.-საცოდავი თვალებით ავხედე.-არ მინდა მასზე ფიქრობდე. ჯანდაბას მივალ და გადავიხდი გირაოს თანხას, გამოვათრევ იქიდან, მაგრამ პირობას ვერ მოგცემ რომ მე არ შემომაკვდება.
-კარგი, დავანებოთ თავი. სადმე წავიდეთ, რომ ბავშვებმაც ვერაფერი გაიგონ.
-კარგი, გურიაში წავიდეთ ნაზისთან, გაუხარდება, ბავშვებსაც მოეწონებათ.
-ნაზიმ იცის ჩვენი ამბავი?
-ნაზის და გიორგის ჯერ კიდევ 14 წლის წინ უთხარი, რომ ოდესმე ჩემი იქნებოდი. გიორგი რამის გაგიჟდა, განა იმიტომ რომ წინააღმდეგი იყო. შენს გამო ნერვიულობდა ჩემი საკუთარი ბაბუ. დამემუქრა, არ მიუახლოვდე, თორემ ნულზე დაგტოვებო.
-შენ რა უთხარი?
-მკი*ია შენი მილიონები, მარიამია ჩემი მილიონიც და ბედნიერებაცთქო.
-რა გითხრა?
-ცუდად გახდა, ნაზიმ კაპლები ასვა. ცოდნა გაქვს და ჭკუა არ გაქვს ამხელა კაცსო.-იცინოდა ზურა.
-ეხლა რომ ერთად ვართ ეს იცის?
-ლევანის ისტორია რომ წაიკითხა ჩემთან გამოიქცა და ჟურნალი მაჩვენა. მიხედე სასწრაფოდ იმ გოგოს, არ იმსახურებს ამ ტკივილსო.
-ანუ ნაზიმ გამოგგზავნა ჩემთან?
-ხო ციხეში მოვიდა და ეს მითხრა, რამის გავგიჟდი, ხელ-ფეხი მქონდა შეკრული. ვერ მოვდიოდი შენთან, მერე ბესოს დაურეკე და ყველაფერს მატყობინებდა, შენს ექიმსს დაუძმაკაცდა, მისი ძმა ვარო უთხრა და ისიც ყველაფერს უყვებოდა.
-რა გაქნილი ადვოკატი გყავს.-გამეცინა.-კონფიდენციალური ინფორმაცია დასცინცლა ექიმსს.
-ხო მაგაში მაგარია, იმიტომაც არის ჩემი მარჯვენა ხელი. თან მაგარი მცოდნეა, უნივერსიტეტიდან ვმეგობრობთ, მასავით ვერავის ვენდობი.
-არც მე?
-არც შენ. შენ არ იყავი ფოკუსები რომ ატარე?-ისევ ძლიერად მიმიხუტა.
-მინდა მენდობოდე. იცი თუ რამე დავიჩემე არასდროს ვღალატობ და ვიცავ ყოველთვის. შენ კი დაგიჩემე, არ მოგცემ უფლებას რომ მიმატოვო.
-ვიცი, მეგობრობაც თავგანწირული იცი შენ და იცოდე, ძალითაც რომ გამაგდო არ მიგატოვებ. არ გინდა ლევანი შავ სიაში შეიყვანო, რომ ასე დარდიანი არ ლაპარაკობდე მასზე? იმ დედას გავხარ დებილი შვილი რომ ყველა შვილზე მეტად უყვარს.
-რამდენი რამე დაუშავეთ ერთმანეთს.-ისევ ტირილი დავიწყე, რომ გამახსენდა ზურა როგორ დავაჭერინე და მერე როგორ ვაცემინე ციხეში.
-გეყოფა, მე დავივიწყე და შენ რატომ ვერ ივიწყებ. აღარ იტირო, შენი ცრემლები მკლავს, ის კი უბრალოდ მცემეს რა.-გაეცინა.
-უბრალოდ. მე მართლა მსუბუქად ცემა ვთხოვე.
-მსუბუქად მცემდნენ, უბრალოდ თვითონ რომ უფრო მოხვდათ მერე გადამიარეს. მაგისთანა ბრძოლები მაქვს გამოვლილი? არ იცი რომ სანამ კომპანიაში დავიწყებდი გიორგისთან მუშაობას ბოქსით ვიყავი გატაცებული?
-ვიცი, ზედამხედველმა მითხრა ჩაგვხოცა, რატომ არ მითხარი პროფესიონალი ბოქსიორი თუ იყოო.
-ხო ასეა.-თვალი ჩამიკრა.-ეს ცხვირიც ამიტომ არის ამხელა.
-არც ისე დიდია. მე მომწონს.
-მართლა მოგწონვარ?-თვალებში შემომხედა.
-ძალიან, ისეთი ხარ რომანების კითხვისას მთავარ გმირს რომ წარმოვიდგენდი ხოლმე. -გულზე ვაკოცე.
-შენ კი ჩემი ცხოვრების რომანის მთავარი გმირი ხარ.-მიცინოდა. მერე ხელი დამავლო, პირახოცი მომახვია და სპალნაში გამსვა.-მაცდენ და ვერ დავიბანე ჩემებურად.-თვალი ჩამიკრა და კარი მომიხურა.
-ყოველ დღე დილა საღამოს თითო საათი შეიძლება ვანაში იყო.-ამოვიბუზღუნე და ჩაცმა დავიწყე. გარდერობი გამოვაღე და ვერაფერი ვიპოვე ჩემი მოსაწონი. ამასობაში ზურაც გამოვიდა და ჩაცმა დაიწყო.
-რა გჭირს, რას შესცქერი ამდენ ხანს?
-ცუდად არის ჩემი საქმე.-ამოვიბუზღუნე.-არაფერი არ მომწონს, რა ჩავიცვა?
-საყიდლებზე წავიდეთ?-შემომხედა.
-არ მინდა ეხლა ქალაქში სიარული, ჟურნალისტები როცა დამდევენ უკან.
-რატომ არ მოგწონს, ძალიან ლამაზი ტანსაცმელია.-შეხედა გაკვირვებულმა.
-შენ შემირჩიე, რომელიც მოგწონს იმას ჩავიცმევ.
-აი ეს ჯინსი და ეს ზედა, ესეც სპორტული ფეხსაცმელი.-დამილაგა წინ.
-ეგ დაბალი ფეხსაცმელია, შენ იმ სიმაღლე ხარ წიწილასავით ვარ შენთან.
-არ მითხრა ეხლა გურიაში ქუსლიანი ფეხსაცმლით მოვდივარო. მართლა ცუდად ხარ მგონი.
-კარგი ამას ჩავიცმევ.-დავიბუზღუნე და შარვალი ავიღე.
-ხო კიდევ ეს საცვლები დაგავიწყდა.-ხელში ჩემი სექსუალური საცვლები შეათამაშა და ჩემსკენ წამოვიდა.-მე ჩაგაცმევ ამას.-თვალი ჩამიკრა.
-მაგას კი არ უნდა მაცმევდე უნდა მხდიდე. მომეცი მე თვითონ ჩავიცმევ.-ხელიდან წავტაცე.
-რომ მეცოდინება რომ ეს საცვლები გაცვია სურვილით მოვკვდები. ზემოდან ნაზის ფარფარა კაბაც რომ ჩაიცვა მაინც მომეწონები, იმიტომ, რომ ვიცი იმ კაბის შიგნით რა გემრიელი ქალია. ჩემს გამო ჭედავ ხომ ჩაცმაზე? არასდროს გადარდებდა, ვერ გამოგიჭირე მაღაზიებში მოსკოვის მერე.
- არ მადარდებდა და დღეს პირველად მომინდა, რომ ლამაზად გამოვიყურებოდე. მოსკოვშიც შენ გეპრანჭებოდი, მინდოდა ლამაზი ვყოფილიყავი, ამიტომაც წავედი საყიდლებზე მაშინ. თანაც ვეჭვიანობ, ყოველთვის თავდაჯერებული ვიყავი საკუთარ თავში და ეხლა ვღელავ, მეშინია, რომ სხვა შეიძლება შეგიყვარდეს. თავისუფალი, ლამაზი გოგონა, რომელსაც არ ექნება არეული წარსული.
-გეყოფა, რა ვერ შეიგნე ამდენი ხანი, რომ შენს მეტი არავინ მჭირდება.
-ასეთ სიყვარულზე რომანებში წერენ მხოლოდ.
-მერე რა, არ შეიძლება რეალურად ერთი ნახვით შემყვარებოდი? არ შეიძლება 14 წელი შენზე მეოცნება? არ შეიძლება?
-შეიძლება.-ისევ ჩავეხუტე.-14 წელი საკუთარ თავს შენზე ფიქრს უკრძალავდი და მაინც მეფიქრებოდა.
-ეხლა მითხარი ელდარის საიდან იცნობ?
-ვის?-შევხედე გაკვირვებული სახით.
-დებილსს ვგავარ? მითხარი.-მკაცრი სახით მითხრა.
-კარგი, ხო.-ამოვიბუზღუნე-სამსახურში მოწყობაში დავეხმარე, დათო კაპანაძე ჩავრიე, რომ შენთან მოეხვედრებინათ, მოვატყუე, რამე ცუდს თუ მოიმოქმედებს მეცოდინებათქო. შენს ამბებს ვეკითხებოდი. საიდან მიხვდი?
-მოვაყოლე, მე შვილის სამკურნალოდ თანხა გადაურიცხე ინფორმაციის სანაცვლოდ. თან გავაფრთხილე არაფერი ეთქვა შენვის.
-არ მინდოდა გცოდნოდა, რომ შენზე ვზრუნავდი. ვნანობდი, ძალიან ვნანობდი, რომ ციხისთვის გაგიმეტე. ელდარიმ არ მითხრა ტუპერკულოზი რომ დაგემართა.
-მე გავაფრთხილე არ ეთქვა არაფერი.
-ნაზიმ რომ მითხრა ძალიან შემეშინდა, შენი დაკარგვის შემეშინდა.
-რამე რომ მომსვლოდა რას იზავდი?
-არ ვიცი, დეპრესია მომკლავდა, სინდისის ქეჯნა, არ ვიცი, მეშინია წარმოვიდგინო.
-ვერ გადაიტანდი და დარდისგან მოკვდებოდი. მე ვიცი. ყოველთვის ვიცოდი, რომ გიყვარდი, უბრალოდ არ მესმოდა შენი. ეხლა ვიცი, ეხლა ყველაფერი ვიცი.
-ზურა 9 საათია უკვ, ბავშვები გაიღვიძებენ, წამოდი რამეს მოვამზადებ და ვისაუზმოთ. ყავა ხომ გინდა?
-მინდა.-უკან ამედევნა და ცოტა ხანში სამზარეულოში ვტრიალებდით.-გემრიელობებს ამზადებ, ასე თუ გააგრძელებ გავსუქდები.-თვალი ჩამიკრა და ბლინი თეფშიდან ამაცალა.-შენც ჭამე რომ ცოტა მოსუქდე.
-რატომ ასეთი არ მოგწონვარ?
-არა, მე ადრე რომ იყავი ისეთი მინდა, რომ გახდე. თანაც ჩემთან ერთად უნდა ირბინო.
-რატომ?
-იმიტომ რომ თავის დაცვა შეგეძლოს. თანაც ეს უფრო გამკვრივდება.-ხელი საჯდომზე მომარტყა.-შენს თავს საერთოდ არ აქცევ ყურადღებას, ამაზე მე ვიზრუნებ.
-კარგი, ყველაფერს დაგიჯერებ, ოღონდ, თუ რამე არ მოგეწონება მითხარი და ვეცდები გამოვასწორო ურთიერთობაში, სხვაგან არ გაიქცე და...
-შენ რა მოიწყინე?-ჩემი სახე ხელებში მოიქცია.-არ გავიქცევი არავისთან, ეს რომ მდომოდა ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი. მე ყველანაირი მომწონხარ, უბრალოდ მინდა ჩემი ცოლის დანახვისას სხვები დორბლებს ყრიდნენ. შენც მოგეწონება ვარჯიში, დამიჯერე. თანაც სრულად რომ გამოჯანმრთელდები ერთი ლიზასნაირი გოგოც უნდა გამიჩინო.-ტუჩებში მაკოცა.-ორი შვილის დედის კვალობაზე შესანიშნავი მუცლის პრესი გაქვს.-დამატრიალა.-ესენიც კარგად გამოიყურება.-ხელი საჯდომზე წამავლო.-უბრალოდ ცოტა დავტვირთავთ. ესენი ხომ საერთოდ მაგიჟებენ.-ხელში ჩემი მკერდი მოიქცია.-რა ზომაა?
-ოთხი. ფეხმძიმობისას და ლაქტაციის პერიოდში ხუთი ხდება.-თვალი ჩაუკარი.
ცოტა ხანში ლიზა შემოფარფატდა სამზარეულოში.
-დედიკო მშია.
-მოდი პრინცესა.-ხელში აიტაცა ლიზა და სკამზე დასვა.-ბლინები გინდა?
-მინდა, ნუთელა წაუსვი და ისე.-განკარგულება გასცა, ზურამაც ნუთელა წაუსვა ბლინზე და წინ დაუდო.
-მეც მინდა.-გაბრიელიც გამოჩნდა კარში და მაგიდას დაუჯდა.
-ესეც შენ.-ეხლა გაბის დაუდო წინ ნუთელა წასმული ბლინი.-ესეც დედიკოს და ბოლომდე შეჭამს.-წინ დამიდო მეც ნუთელიანი ბლინი.-ბავშვებო გურიაში მივდივართ ჩემს ბებოსთან, აუზი და დიდი ეზო მაქვს იქ, მდინარეზე ვითევზავებთ, ცხენებიც მყავს და ვიჯირითებთ, კარგად გავერთობით.
-რა კარგია?-გაუხარდა ლიზას.
-გაბრიელ შენ არ გიხარია?-შევხედე გაბრიელს.
-მამას ვემალებით? ისევ მოვა და იჩხუბებს?-შემომხედა ნაღვლიანი თვალებით.
-არა სიხარულო, უბრალოდ დავისვებეთ.
-მაშინ მიხარია.-გამიღიმა.
ორი კვირით ავიბარგეთ და გურიაში წავედით, გურიაში ყოფნისას ზურამ მითხრა, რომ გუჯას გირაოს თანხა გადაუხდია და ლევანი გამოუშვიათ. 4 დღის ჩასულები ვიყავით გურიაში, ბავშვებმა დაიძინეს, ნაზიც დაღლილი იყო და დასაძინებლად გაუშვი. ზურა არ მანებებდა თავს, მთელი დღე ბავშვებს დაატარებდა აქეთ-იქით და ძალიან იყო დაღლილი. ტელევიზორის ყურებაში დაეძინა დივანზე. პლედი მივაფარე და სამზარეულოში გამოვბრუნდი, რომ საქმე დამემთავრებინა. ლევანმა დამირეკა.
-„როგორ ხარ?“-ნაღვლიანი ხმით ჩამძახა.
-„კარგად, გავიგე გამოგიშვეს.“
-„ხო, გამომიშვეს. არ მიცემია, ტყუილი მოიგონა, მივატოვე და იგონებს.“-თავის მართლებას მოჰყვა.
-„ეგ პოლიციას და მოსამართლეს აუხსენი, მე ნუ მიხსნი, არ მაინტერესებს შენი და იმ ქალიას ურთიერთობა.“
-„მარიამ ბოდიში უნდა მოგიხადო, გავგიჟდი, დავლიე და ჭკუა დავკარგე. სად ხარ უნდა გნახო.“
-„მე არ მაქვს შენთან სალაპარაკო არაფერი. ნუ გავიწყდება, რომ ერთი წლის უკან მოვაწერე მომაკვდავმა გაყრის საბუთებს ხელი და შენთან ურთიერთობა საბოლოოდ გავწყვიტე.“
-„ჩვენ შვილები გვყავს, ნუ გავიწყდება. თოთხმეტი წელი ვიცხოვრეთ ერთად.“
-„ძალიან გვიან ხომ არ გაგახსენდა ეგ ყველაფერი, რა გეგონა, ის ბო*ი გეყოლებოდა და როცა მოგბეზრდებოდა ჩემთან მოხვიდოდი და ყველაფერს გაპატიებდი? რატომ არ იფიქრე რომ მე უფრო დავიღალე შენგან, მარიამ ეს მოაგვარე, მარიამ ის მოაგვარე. მთელი ცხოვრება შენს პრობლემებს ვაგვარებ, შენ შეცდომებს უშვებ, მარიამი აგვარებს. ძიძობით დავიღალე. მოვალეობის გრძნობაღა მქონდა შენს მიმართ და ესეც აღარ მაქვს, რატომ უნდა გაპატიო, ერთი მიზეზი დამისახელე. „-ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი.
-„ბავშვების გამო, მე მათი მამა ვარ.“-მანაც დამიყვირა ტელეფონში.
-„ბავშვები? მათი ბედით ბოლოს როდის დაინტერესდი, იცი რა უყვართ, რა არის მათი საყვარელი გასართობი? იცი რა პრობლემები ქონდა გაბის ან ლიზაას სკოლაში? მამობა ბავშვის ჩასახვა არ არის მხოლოდ. ბავშვებთან ურთიერთობას არ დაგიშლი, შეგიძლია ნახო და ურთიერთობა გქონდეს მათთან, მანამდე კი შენი პრობლემები მოაგვარე, არ მინდა ჟურნალისტები დამდევდნენ უკან მე და შენს შვილებს.“-ტელეფონი გავთიშე და სკამზე ჩამოვჯექი.
-არ გაბედო და არ იტირო თორემ მე გცემ ეხლა.-ხელები მომხვია ზურამ.
-არ ვტირივარ. დიდი ხანია აქ ხარ?
-რომ დაგირეკა გამეღვიძა. რა უნდა?
-სტაფილო.-შევხედე და ორივეს გაგვეცინა.
-სტაფილო ჩემია და ჭკვიანად იყოს. -ხელი დამავლო და საძინებელში წამიყვანა.-ჩემი ხარ, ხვალ ბათუმში მივდივართ.
-ბათუმში რა გვინდა?
-ხვალვე უნდა მოვაწეროთ ხელი-ყელში მკოცნიდა და ჩურჩულებდა.
-ასე უცებ, რა მოხდა?-გამეცინა.
-საკმარისი გიცადე. ქორწილი თუ გინდა დაწყნარდება ყველაფერი და მერე გადავიხადოთ. ხვალ კი ოფიციალურად გახდები ჩემი ცოლი. -გაბრაზებულმა შემომხედა თვალებში.
-ამას ძალადობა ქვია.-გამეცინა მის შეკრულ შეუბლზე.-გაიღიმე და ისე მთხოვე ცოლად გამოყოლა.
-გაცეცხლებული ვარ, შენ კიდევ დამცინი.
-არ დაგცინი. მისი სახე ხელებში მოვიქციე. მიყვარხარ, ქვეყნიერება, რომ დაიქცეს ლევანს არ შეურიგდები. ნუ ბრაზდები, ის ჩემი შვილების მამაა, ცოტა ხანი მოუწევს მათი აქეთ-იქით ტარება, შეეცდება ბავშვები ამიმხედროს, მაგრამ მობეზრდება და შეგვეშვება. იქით გააგიჟებენ ბავშვები, მას მხოლოდ დამჯერი ცოლი უნდა ჩემი სახით, რომელიც სამუდამოდ დაკარგა. რატომ გიყვარვარ ასე ძალიან?-თვალებში უყურებდი.-შეგიძლია სხვა შეირთო, ბევრად ახალგაზრდა და არა განათხოვარი ორი შვილის დედა. იმდენი რამ გამოვიარე, აღარც ის ძველებური სილამაზე მაქვს შერჩენილი, მხოლოდ პრობლემებია ჩემს გარშემო.-თვალები მიცრემლიანდებოდა.-ძალიან სიმპატიური ხარ, მდიდარი..
-გეყოფა,-დამიყვირა.-ვერ ხვდები ხომ? ვერ ხვდები რას ნიშნავ ჩემთვის? შენ ის მეორე ნახევარი ხარ რომელიც ჩემია, დაგინახე თუ არა მივხვდი, ჩემი ოცნება ხარ, ჩემი სამყარო ხარ, მთლიანად შენით ვარ შეპყრობილი. შენ გგონია არ ვცადე სხვა შემეყვარებინა? ვცადე და სხვასთან ალერსში შენს თვალებს გადავაწყდი. ამის დედაც..-საწოლიდან წამოხტა და კარი გაიჯახუნა. ავდექი და უკან გავყევი, ეზოში იყო, ჰამაკში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.-წადი დაიძინე, შენი დანახვაც არ მინდა.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა. ადგილიდან არ დავძრულვარ, უბრალოდ ვიდექი და ველოდებოდი როდის გადაუვლიდა სიბრაზე.-რატომ წამოიწყე ეს ლაპარაკი?
-არ ვიცი, მეშინია. ისეთი კარგი ხარ, მეშინია რომ არ ვიმსახურებ შენნაირ კაცს და მეშინია, რომ ამას მიხვდები და მიმატოვებ.-ცრემლები თავისით მომდიოდა. ლამპიონების შუქზე მის სახეს მკრთალად ვხედავდი.
-ნუ ფიქრობ ასეთ სისულელეებზე.-სიგარეტი ნაგვის ურნაში ჩააგდო და ჩემსკენ წამოვიდა.-40 წლის კაცმა იმდენი კი იცის რა უნდა ამ ცხოვრებისგან. 14 წელი გავატარე შენზე ოცნებაში და როგორ შევძლებ, რომ ოდესმე მიგატოვო. ვერ შევძლებ, შენ აქ ხარ.-ხელი მკერდზე მიიდო, სადაც ჩემი სახელი ქონდა დაწერილი.
-მოვაწეროთ ხვალ ხელი. გეფიცები საუკეთესო ცოლი ვიქნები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ. -ხელები მოვხვიე წელზე და გულზე მივადე თავი.
-რა ჯიუტი მყევხარ.-ისიც ჩამეხუტა და ზურგზე დამიწყო მოფერება.
-ყველაფერს დაგიჯერებ. მთლიანად მოგენდობი, ცხოვრებასთან ბრძოლამ დამღალა. ჩემს მაგივრადაც შენ უნდა იბრძოლო. მზად ხარ?-ავხედე თვალებში.
-მზად ვარ, ჩემი სულელი ბავშვი ხარ შენ.-ხელში ამიყვანა და სახლში შემიყვანა.
მეორე დღეს ბათუმში წავედით და ხელი მოვაწერეთ. ბავშვები ნაზის დაუტოვეთ, ნაზის დამხმარე ქალიც მოვიდა და ზურამ მეზობელ ბიჭსაც სთხოვა იმ დღეს ეზოში ყოფილიყო და ბავშვებისთვის მიეხედა. სულ აუზში ისხდნენ და მეშინოდა, ლიზამ ცურვა წესიერად, არც კი იცოდა.
საღამო იყო, ნაზის დაურეკა, ბავშვები დაიღალნენ და სძინავთო. დამხმარეც სახლში რჩებოდა და ზურამ და მე გადავწყვიტეთ ბათუმში დავრჩენილიყავით. სასტუმროში დავბინავდით, უბედნიერესი ვიყავი, ის მერყეობის განცდა რაც ლევანთან ქორწინების დროს გამიჩნდა ზურათან საერთოდ არ მქონდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვენდობოდი, მთელი არსებით მჯეროდა მისი და მისი სიყვარულის. თუმცა ზურა ხომ ის კაცი იყო, რომელზეც მეც სულ ვოცნებობდი ქვეცნობიერად. ჩემი სიზმრების სატრფო და სტუმარი.


******
ერთმანეთთან ალერსით დაღლილებს დაგვათენდა.
-არ გეძინება?-თმაზე მეფერებოდა.
-არა, გული ამოვარდნას მაქვს, ვერ ვიძინებ, მგონია თუ დავიძინებ ისევ სიზმარი იქნება ეს ყველაფერი და გაქრება.
-ისევ სიზმარი? რას გულისხმობ?
-ისეთი ხშირი სტუმარი იყავი სიზმრებში.
-ხოო? და რა ხდებოდა შენს სიზმრებში?-გაღიმებული მიყურებდა.
-მეფერებოდი. მთელი 14 წელი ქვეცნობიერად შენი სურვილით ვიწვოდი.-ეცინებოდა.
-რამდენად ხშირად გესიზმრებოდი?
-ძალიან ხშირად, თავი მოღალატე მეგონა, მერე ბევრს ვლოცულობდი, რომ ამ სიზმრებისგან თავი დამეღწია. ცოტა ხანი მშველოდა, მერე ისევ ისე მსტუმრობდი სიზმრებში.
-როდის დაიწყო შენი სიზმრები?
-გასახდელის მერე. ისე ცხადად გგრძნობდი, მერე სააბაზანოში ვიკეტებოდი და ვცდილობდი გრილი შხაპით გამეფანტა შენზე ფიქრები. არ ვიცი რა დამმართე, შენი ერთი შემოხედვა და საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი, მე მე არ ვიყავი და ეს იმდენად მაშინებდა, რომ საკუთარ თავსაც და შენც დაუნდობელი ბრძოლა გამოგიცხადეთ.
-სასაცილო ხარ.-იცინოდა.
-ნუ დამცინი.-გავიბუსხე.
-არ დაგცინი, ჩემი ერთადერთი ხარ.-გულზე მიმიხუტა და თავზე მაკოცა.-ეხლა დაიძინე, ძალები უნდა აღიდგინო, ისედაც ძალიან გახდი და მე კიდევ უფრო მეტად გღლი.
-სასიამოვნო დაღლაზე თანახმა ვარ.-გაუღიმე და გულზე ვაკოცე.
მეორე დილით გურიაში დავბრუნდით. ბავშვები კარგად დამხვდნენ, აუხსენი, რომ მე და ზურამ ვიქორწინეთ და ერთად ვიცხოვრებდით. გაბრიელი ცოტა განიცდიდა, თუმცა არც უკმაყოფილება არ გამოუთქვამს, აი ლიზა კი ისეთი გახარებული იყო სულ კისერზე ჩამოკიდებული ყავდა ზურას.
-ზურა ჩემი მამიკო იქნები?
-თუ შენ გინდა ვიქნები.
-შენ გყავს მამიკო.-შეუბრვირე მე.-ზურა შენი მეგობარი იქნება.
-კარგი ხო.-მოიწყინა. მერე ზურამ რაღაც უჩურჩულა და გამხიარულდა. ეზოში გავიდნენ და აუზში ბანაობდნენ ბავშვები.
-მარიამ.-ხელები მომხვია ზურამ.
-გისმენ.-შევხედე გაბრწყინებული თვალებით.
-ერთი გოგო გამიჩინე ლიზასნაირი გთხოვ, მეც მინდა მამას მეძახდნენ.
-გაგიჩენ. თუ არ დავრჩი ფეხმძიმედ, რამდენიმე თვეში ექიმთან მივიდეთ.-ჩავეხუტე.
-შვილები გვიან რატომ გააჩინე?
-არ მინდოდა, არ ვიცი რა მაკავებდა, მაგრამ არ მინდოდა ჯერ შვილები.
-ეხლაც არ გინდა?
-ეხლა მინდა, შენგან შვილი მინდა და ძალიან. მაშინ მეც პატარა ვიყავი, ლევანი სულ შეცდომებს უშვებდა, ვსწავლობდი და მის გაფუჭებულ საქმეებს ვაგვარებდი, ვფიქრობდი, რომ არ იყო მზად შვილებისთვის, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან უნდოდა შვილი. მერე გადავწყვიტე და გავაჩინე, გავაჩინე ჩემთვის, როცა მე მომინდა, ლევანი ბოლომდე თავს არიდებდა პრობლემებს და ბავშვები მთლიანად ჩემს პასუხისმგებლობად იქცნენ. 6 წლამდე ჩემს საწოლში ეძინათ და გვერდიდან არ მშორდებოდნენ. რაღაც სხვა ურთიერთობა გვქონდა, ისინიც გრძნობდნენ, რომ მე უნდა დამეცვა და დამეფარა ყველა საფრთხისგან, მათთვის, რომ გეკითხათ ვის უნდა დამსგავსებოდნენ ორივე დედასო პასუხობდნენ. მე მათთვის მისაბაძი ვიყავი, ჩემით ამაყობდნენ. გაბრიელი ერთხელ თავის კლასელ გოგოს ელაპარაკებოდა ყველაზე ლამაზი და მაგარი დედა მყავსო. ისეთი აღტაცებული იყო ჩემით, შემეშინდა, შემეშინდა მისთვის იმედები არ გამეცრუებინა და დედაზე წარმოდგენა არ შეცვლოდა. ეს წლები შვილებით ვცხოვრობდი, მათი სიხარული და მათი ემოციები მასაზრდოებდა.
-რაო გვრიტებო, ჟღურტულებთ?-თავზე ნაზი წამოგვადგა.-როგორ გამახარეთ ვერ წარმოიდგენთ. მარიამ რამდენი ვინმე გავაცანით, არავინ გაიკარა. მარიამის მეტს არავის მოვიყვანო იძახდა. გიორგი გადამირია, ეჩხუბა გათხოვილია გოგო და არ გაბედო ცხოვრება აურიოო. ვეღარ ვიგებდი ვის უფრო მეტად უყვარდი, გიორგის თუ ზურას.-იცინოდა ნაზი.-ეხლა კი ერთი შვილთაშვილიც მაჩუქეთ და მერე კი წავალ მშვიდად გიორგისთან.
-ვმუშაობთ ნაზი მაგ საკითხზე.-გაუცინა ზურამ და გულში ჩამიკრა.
-დედიკოო..-ოთახში გაწუწული ლიზა შემოვარდა.
-რა მოხდა, მოგდევს ვინმე?-გამეღიმა.
-დედა ბავშვები მოვიდნენ ბურთი მოიტანეს და შენც გვეთამაშე რა.
-თუ ბავშვები მოვიდნენ თქვენ ითამაშეთ, მე რაღად გინდივართ.
-წამოდი რა დედა. დიდები არიან და გვაჯობებენ, შენ ჩვენსკენ იყავი.-მეხვეწებოდა ლიზა.
-რა უნდა ეთამაშო-გადმომიჩურჩულა ზურამ.
-წრეში ბურთი.-თვალი ჩაუკარი.
-მართლა? ეხლანდელი ბავშვები მაგას თამაშობენ კიდევ?-ეცინებოდა.
-ჩემთან ერთად ჩემი შვილები თამაშობენ.
-წამოდი, მეც უნდა გავიხსენო ბავშვობა.-ხელი მომკიდა და ეზოსკენ გამაქცია.
-ლიზა გამოიცვალე და გამოდი.-გასვლისას დაუბარე ლიზას და სიცილით გავედი გარეთ.
-არასერიოზული ოჯახი ვართ.-იცინოდა ზურა.
-ნამდვილად.-მეც მეცინებოდა.
მალე წრეში ბურთის თამაში დავიწყეთ, ბავშვები წრეში იდგნენ, მე და ზურა ბურთს ვესროდით. მეზობელი ბავშვები იყვნენ მოსულები სულ 4 ბავშვი და დიდი ჟრიამულის ხმა ისმოდა ეზოში. ყველა რომ გავჭერით მე და ზურას მოგვიწია წრეში ჩადგომა, მალე მოახერხეს და გაგვჭრეს ბავშვებმა და ისევ ბურთის სროლით დავკავდით. ზურამ ნასროლი ბურთი ვერ დაიჭირა და ეზოს შემოსასვლელისკენ გაგორდა, სახეზე ღიმილი შემაცივდა, ბურთს თვალი გავაყოლე და ეზოში ლევანი დავინახე. ზურა ბურთის ასაღებად გაბრუნდა და მასაც თითქოს ცივი წყალი გადაასხესო ერთბაშად მოეღრუბლა სახე.
-მამა?-ერთდროულად წამოიძახეს ლიზამ და გაბიმ და ლევანისკენ წავიდნენ. ლიზა მოეხვია ლევანს, გაბი კი მოშორებით დადგა.
-შენ არ მოხვალ ჩემთან?-ლევანმა გადახედა.
-რატომ მოხვედი, ისევ უნდა დედას ეჩხუბო?-გაბრაზებული დაუდგა გაბი წინ.
-არა, თქვენი ნახვა მინდოდა. მოდი ჩამეხუტე.-ხელი გაუშალა გაბის და გაბრიელიც მოეხვია. რაც არ უნდა გაეკეთებინა ზურას ბავშვებისთვის იმ ფაქტს ვერავინ შეცვლიდა, რომ ისინი ლევანის შვილები იყვნენ და ლევანი მაინც ყველაზე მეტად ეყვარებოდათ.
-ბავშვებო სხვა დროს ვითამაშოთ, კარგით?-ბავშვებს გაუღიმე, მათაც თავი დამიქნიეს და ბურთით ხელში კარისკენ გაემართნენ.
-მოდი ჩემთან.-ხელი მომხვია ზურამ და გულზე მიმიკრა. ლევანს სახეზე ბრაზი, გაღიზიანება და რისხვა ერთდროულად გამოესახა.
-გთხოვ თავი მაქსიმალურად შეიკავე.-მუდარით შევხედე ზურას.
-რატომ გგონია რომ განრისხებული ვარ? გპირდები.-თავზე მაკოცა და ლევანს ისე გადახედა, თითქოს თვალებით ეუბნებოდა შენი ადგილი იცოდეო. ლევანი ჩვენსკენ წამოვიდა და მშვიდად მოგვესალმა, თუმცა ეჭვიანობის პიკზე იყო.
-რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესი გაიმართება. ბავშვებთან მინდა მეტი დრო გავატარო.-ისე დაიწყო თითქოს მიზეზს მიხსნიდა, რატომაც გვესტუმრა.
-შეგიძლია წაიყვანო, მე არ გიკრძალავ ბავშვებთან ურთიერთობას.-უთხარი მშვიდად.
-დედა აქ მინდა, დავრჩეთ აქ რა. მამაც დარჩეს.-ატიტინდა ლიზა.
-არა, მამა აქ ვერ დარჩება. მცხეთაში წაიყვანე თამარი მიხედავს.-შევხედე ლევანს.
-შეგიძლია დარჩე.-ზურამ უთხრა ლევანს.-კარგად ერთობიან ბავშვები, მხოლოდ ლიზას ხათრით.
-არა. მცხეთაში წავლენ,-ისეთი ტონით უთხარი ვეღარავინ შემეწინააღმდეგა.-გავამზადებ ბავშვებს და წაიყვანე.-ხელი მოვკიდე ორივეს და სახლში შევიყვანე.
-დედიკო მამა რატომ არ გინდა აქ დარჩეს?-ისევ არ ჩერდებოდა ლიზა.-არ მინდა წასვლა.
-აუზი მცხეთაშიც გაქვთ, თანაც მეც მალე ჩამოვალ თბილისში. მხოლოდ რამდენიმე დღით წახვალთ.-უხსნიდი ბავშვებს.
-კარგი, წავალთ.-დამთანხმდნენ ორივე. მალე გავამზადე, ტანსაცმელი ჩაულაგე და ქვემოთ ჩამოვედით. ლევანი მისაღებ ოთახში იჯდა, ნაზის ყავა მოედუღებინა და მშვიდად მიირთმევდა, სევდიანი სახე ჰქონდა. ზურა კი მკვლელი მზერით უყურებდა.-მამიკო გავემზადეთ.-წინ დაუდგა ლიზა.
-წავიდეთ მაშინ ჩვენ.-ფეხზე წამოდგა და ლიზას ხელი მოკიდა.
-ლევან ჩიფსები და შოკოლადები არ უყიდო, ალერგია ქონდა ლიზას რამდენიმე დღის წინ. მცხეთაში იქნებით?
-კი მცხეთაში წავიყვან. თამარს დაურეკე და უთხარი რა ეჭმევა.-მითხრა ნაღვლიანი თვალებით.-შენ როგორ ხარ?
-კარგად ვარ.-ბედნიერი თვალებით გადავხედე ზურას.-მართლა კარგად ვარ.-ისევ ლევანს შევხედე.
-კარგია. თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე.-ტელეფონი შეათამაშა ხელში.
-კარგი. არ დამემშვიდობებით?-ბავშვებს შევხედე. ორივე წამოვიდა და ლოყაზე მაკოცეს. მერე კი ზურასკენ წავიდნენ და მასაც ჩაეხუტნენ. ლევანი არ ელოდა ბავშვების ასეთ დამოკიდებულებას ზურას მიმართ, ყელზე სიბრაზისგან ძარღვები დაებერა. ბავშვები ნაზისაც ჩაეხუტნენ და მანქანისკენ წავიდნენ. ერთხელ კიდევ გადმომხედა სევდიანი თვალებით ლევანმა და მანქანაში ჩაჯდა.
-რატომ უთხარი რომ შეეძლო აქ დარჩენილიყო?-როგორც კი მანქანა თვალს მიეფარა ზურას შევხედე გაბრაზებულმა.
-მერე რა მოხდა?
-რა მოხდა? ის ჩემი ყოფილი ქმარია. რა რა მოხდა ზურა.-ხმას აუწიე.
-მეგობრებად დარჩებით, რა პრობლემაა.-ხელები გაშალა და ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ.- ლიზას გამო უთხარი, ხომ იცი ლიზა როგორ მაგიჟებს, ისე გული დასწყდა, რომ უნდა წასულიყო.
-გეყოფა. რა თამაშს თამაშობ?
-მინდოდა ახლოდან მენახა თქვენი თვალები, მინდა დავრწმუნდე, რომ ის არაფერს ნიშნავს შენთვის.-როგორც იქნა გამოტყდა.
-მერე რა დაინახე?
-აღარ გიყვარს. ისე უყურებ როგორც ჩვეულებრივ ნაცნობს, უბრალოდ გეცოდება.
-არც მყვარებია.-შევხედე გაბრაზებულმა.
-ნუ მიბრაზდები. ჩვენ რა ვაკეთოთ ეხლა?-ხელები მომხვია.
-ნაზის ოცნებაზე ვიმუშაოთ.-თვალი ჩაუკარი და ეზოში გავიქეცი, ისიც პატარა ბავშვივით ამედევნა. დიდხანს ვირბინეთ, მერე დამიჭირა და მაგრად ჩამკოცნა.
-რა სწრაფად დარბიხარ.-ამოილაპარაკა ჩემს ყელთან.
-დედები მაგრად დარბიან, ბავშვს უნდა გადაასწრო სირბილში, რომ გაგექცევა. არ იცოდი?
-იცი რატომ არ განებებდი თავს და იცი რატომ ვიბრძოდი შენთვის?
-რატომ?
-ის სხივი რაც ეხლა შენს თვალებშია სულ ჩამქრალი იყო. მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი და დარწმუნებული ვიყავი ამ სხივს მე გავაჩენდი აქ.-თვალებზე მაკოცა და მაგრად მიმიკრა გულზე.
-მშია, წამოდი ვჭამოთ რამე.-ხელი მოვკიდე და სახლში შევედით. ვისადილეთ და ტელევიზორის წინ მოვკალათდით, ნაზი მეზობლებთან იყო გადასული, სახლში მარტოები ვიყავით.
სამი დღე ბედნიერად გავატარეთ, ბავშვებს ყოველ დღე ურეკავდი და მელაპარაკებოდნენ.
დილით ჩახუტებულები შევედით სამზარეულოში, სულ მის სიახლოვეს ვტრიალებდი, პატარა ბავშვივით უკან დავდევდი. ეზოს დალაგებისასაც არ ვანებებდი თავს.
-ყავას დალევ?-მითხრა ზურამ, მეც თავი დაუქნიე და წინ ყავის ფინჯანი დამიდგა.
-რა მწარეა, სახე დავმანჭე.
-მწარე?-თავის ფინჯანიდან მოსვა და გაკვირვებულმა შემომხედა, მერე ჩემს ჭიქას დასტაცა ხელი და მოსვა.-არ არის მწარე.
-მოიცა, დღეს რა რიცხვია?-ვკითხე ზურას.
-20, რა მოხდა?
-ბათუმში წავიდეთ, რამდენიმე დღე იქ დავრჩეთ.
-კარგი წავიდეთ, მაგრამ რამე მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ წავიდეთ.
-კარგი.
ბათუმში წავედით, აფთიაქში გავიპარე და ფეხმძიმობის ტესტი ვიყიდე. სასტუმროში საპირფარეშოში შევიკეტე და ტესტი გავაკეთე.
-აღარ გამოდიხარ? სავახშმოდ წავიდეთ.-კარზე ზურა მიკაკუნებდა.
-მალე გამოვალ.-გამოვძახე. ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, ორი ხაზი გაწითლდა. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, მიხაროდა, რომ ზურას გავახარებდი. თვალებდასიებული გამოვედი საპირფარეშოდან, ცივმა წყალმაც ვერ მიშველა.
-რა გჭირს?-შეშფოთებული მომვარდა ზურა.-რა დაგემართა? რატომ იტირე?-გულში მიკრავდა და მაგრად მიხუტებდა.
-კარგად ვარ, ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი.-ამოვისლუკუნე.
-ამიტომ ტირი? გეჩხუბო, რომ აღარ იტირო? რა გჭირს?-გაბრაზებულმა დამიწყო ყურება.
-ფეხმძიმედ ვარ.-ამოვიტირე.
-რა? რა მითხარი?
-ფეხმძიმედ ვარ.-ტირილი სიცილში გადამივიდა მის შემხედვარეს.
-რა იცი?-გაკვირვებული მიყურებდა. მე კი ტესტი დავანახე.-ეს რა არის?
-დადებითია, ორი ხაზი გაწითლდა, მალე მამა გახდები.-ხელები წელზე შემოვხვიე და მივეხუტე.
-მამა გავხდები.-ამოიჩურჩულა.-მამა გავხდები.-ხმამაღლა დაიყვირა, თითქოს გაიაზრა რა ხდებოდა მის თავს და ხელში აყვანილი დამაბზრიალა.-მამა გავხდები. მიყვარხარ, ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი ცხოვრების აზრი.
-ხვალ თბილისში წავიდეთ, ექიმთან უნდა მივიდე.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-აუცილებლად.-ისევ მომხვია ხელები და ჩამიკრა გულში.-ვახშამს აქ ამოვატანინებ.-ჩამჩურჩულა ისე რომ ხელი არ გაუშვია, მეც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე.
თბილისში წამოვედით, მთელი გზა ხელი არ გაუშვია, ჩემი ხელი თავის ხელში ქონდა მოქცეული და დროდა დრო ხელზე მკოცნიდა, თან ბედნიერი მიყურებდა. ასეთი ზურა არასდროს მენახა, ბედნიერებისგან სახე განათებული ქონდა. ექიმთან მივედით, თან შემომყვა და ეხოსკოპიის გადაღებისას ეკრანს თვალს არ აცილებდა.
-მარიამ ორია, ტყუპებს ელოდები.-გაღიმებულმა შემომხედა ექიმმა.
-რა? მართლა ორია?-გაღიმებული უყურებდა ხან ექიმს, ხან მე და ხან ეკრანს ზურა.
-კი ნამდვილად ორია, ეხლა პატარა ხარ. თვენახევარში მოდი და სქესსაც გავიგებთ, თან კისრის ნაოჭს დავათვალიერებ. ეს კი ბედნიერ მამიკოს.-ამობეჭდილი სურათი მიაწოდა ექიმმა ზურას.
ექიმისგან წამოვედით, სახლში მაცივარზე მიაკრა ეხოს სურათი და ბედნიერი სახით უყურებდა. მერე ნაზის დაურეკა და ახალი ამბავი ახარა.
-დამშვიდდი!-ხელები მოვხვიე.-მე უნდა გავაჩინო და შენ ნერვიულობ.-მეცინებოდა მის რეაქციებზე.
-არ უნდა დაიღალო, თავს უნდა გაუფრთხილდე. ბევრი უნდა ჭამო, გამოფიტული ხარ, ექიმმა ხომ გაიგონე რა გითხრა, ბევრი ვიტამინი უნდა მიიღო.
-ბროწეული და ვაშლი დამიწურე და დავლევ.-ვსარგებლობდი რომ მანებივრებდა, სულ სხვანაირად ვიქცეოდი.
ლევანს საერთოდ არ ვაწვალებდი, სამაგიეროდ ზურას ტანჯვა დავიწყე. სულ ვწუწუნებდი, ეხლა ეს უნდათ პატარებს, ეხლა ესთქო. ისიც დარბოდა და ყველაფერი მოქონდა. არც წუწუნებდა, პირიქით, თავად მეკითხებოდა კიდევ რამე გინდათო?
-ზურა.-გავძახე სამზარეულოში.
-რამე გინდა?-წამში ჩემთან გაჩნდა.
-ჩამეხუტე.-ტუჩები გავბუსხე. ისიც მომიჯდა გვერდით, ხელი დამავლო, კალთაში ჩამისვა და გულზე მიმიკრა.-ხვალ ბავშვები წამოვიყვანოთ, წეღან ველაპარაკე და მოვიწყინეთო, ლევანი ისევ შეურიგდა იმ ქალს და ბავშვები გუჯასთან და თამართან დაუტოვია.
-ეხლავე წამოვიყვანოთ მერე. რატომ უნდა იყვნენ იქ?
-კარგი, ჯერ გვიანი არ არის, უკვე 7 საათია.
-წამოდი მეც მომენატრნენ.-ფეხზე ამაყენა, ხელი მოკიდა და სახლიდან გამიყვანა. 15 წუთში მცხეთაში ვიყავით, კარზე დავაკაკუნე და თამარმა გამიღო.
-მარიამ, შემოდი.-გვერდზე გაიწია და შემატარა.
-ბავშვების წასაყვანად მოვედი.
-ლევანმა კიდევ ორი დღე იქნებიანო.
-თავად სად არის? ბავშვებს მამასთან უნდათ ყოფნა.
-წასულია, ღამით დაბრუნდება.
-როცა ეძინებათ ბავშვებს.-ჩავილაპარაკე და ირონიულად გავიღიმე.
-დედიკო მოვიდა.-ლიზა გამოიქცა და ჩამეხუტა.-დეე მომენატრე, ხომ წამიყვან სახლში.
-კი ჩემო ანგელოზო.-ლოყაზე ვაკოცე.-თამარ ბავშვების ნივთები ჩამილაგე და წავიყვან.
-ლევანს დაურეკავ.
-არ არის საჭირო, ისინი ჩემი შვილები არიან და როცა მინდა მაშინ წავიყვან.-მაინც დარეკა. გაბრიელიც ჩამოვიდა ზედა სართულიდან და ჩამეხუტა.
-დე მივდივართ?-შემომხედა გახარებულმა.
-კი დედი, მიდი შენი ნივთები წამოკრიფე და წავიდეთ.-გაბი და ლიზა ოთახში გაიქცნენ ნივთების გამოსატანად, მე შესასვლელში ვიდექი და მისაღებში არ შევდიოდი.
-შემოდი და დაჯექი, არ ვიკბინებით. შიგნით დაელოდე ბავშვებს.-წამკბინა ყოფილმა დედამთილმა.
-არა გმადლობთ აქ დავიცდი. არც თუ ისე კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ სახლთან და არ მინდა წარსული ისევ გამახსენდეს.-არ დავაკელი ირონია.
-შენ როგორ ხარ? ისევ ქიმიებს იკეთებ?
-არა, განვიკურნე. ახლიდან დავიბადე და ვცდილობ ახალი ცხოვრება დავიწყო.
-აქ რატომ დგახართ?-კარში ლევანი გამოჩნდა, სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა.
-ბავშვები მიმყავს და ველოდები.-გამოუცხადე ცივად.
-კიდევ ორი დღე არ უნდა ყოფილიყვნენ? ხომ შევთანხმდით.
-თავად დამირეკეს და წაყვანა მთხოვეს, მამას მაინც ვერ ხედავენ და რატომ უნდა იყვნენ აქ.-გაბრაზებულმა შევხედე.
-საქმეები მაქვს, მათი ძიძა ვერ ვიქნები.
-არც გთხოვ რომ იყვე, უბრალოდ როცა საქმეები არ გექნება მხოლოდ მაშინ წამოიყვანე.-ხმას აუწიე.
-იქნებ არ დაგვენგრია ყველაფერი, იქნებ გვეცადა და დაგველაგებინა ურთიერთობა.-შემომხედა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ახლოს არ მოხვიდე, შენ უკვე დაანგრიე ყველაფერი.-თითი გამაფრთხილებლად დაუქნიე.
-ჩემს გასამწარებლად ხარ ზურასთან, ხომ ვიცი ჩემი გამწარება გინდა. რატომ ის, ნებისმიერთან წასულიყავი და გეძებნა თავშესაფარი, რატომ ის?
-იმიტომ, რომ ის ერთადერთია ვინც მომაკვდავს მპატრონობდა, იმიტომ რომ ის ერთადერთია, რომელსაც მართლა უყვარდი მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ ის ერთადერთია ვინც მეც მიყვარდა, ხო ლევან, მიყვარდა მთელი ცხოვრება.
-ჩემი გამწარება გინდა, შენ მე გიყვარდი. ვერ დამაჯერებ, რომ ის გიყვარდა, ის ციხეში შენ გაუშვი.
-ხო, მე გაუშვი, საკუთარ გრძნობებს ვებრძოდი და გაუშვი. შენ და ჩემს ოჯახს ვიცავდი და გაუშვი, საკუთარი გრძნობები გულში ჩავიკალი და გაუშვი. რა მივიღე სანაცვლოდ? მოღალატე ქმარი, რომელიც საყვარლებს იცვლიდა, რომელმაც მომაკვდავი მიმატოვა, რომელსაც ჩემთვის არაფერი უჩუქებია და სამაგიეროდ საყვარლებს ბინებს და მანქანებს ჩუქნიდა, ჩემივე ნაშოვნი ფულით. რატომ უნდა შეგირიგდე, რატომ უნდა დაგიჯერო?
-იმიტომ რომ მიყვარხარ.-ჩემსკენ წამოვიდა.-უშენოდ უბრალოდ არარაობა ვარ. გგონია არ ვიცი, გგონია არ ვიცი რაც მაქვს ეს ყველაფერი შენი წყალობით რომ მაქვს? ვიცი. საკუთარი თავი მეზიზღება, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ იმას რაც დაგიშავე.
-გაიწიე, არ მომიახლოვდე. ყველაფერი მორჩა, მე ზურას გავყევი ცოლად. ფეხმძიმედ ვარ, მალე შვილები გვეყოლება, ტყუპებს ველოდებით.-სწრაფად უთხარი და შევხედე. თითქოს ცივი წყალი გადაასხეს, თვალები ჩაუქრა, ადგილზე გაშეშდა და აღარ განძრეულა.
-დედა მზად ვართ,-ბავშვები გამოცვივდნენ და წინ დამიდგნენ.-მამა დედასთან მივდივართ-უთხრა გაბრიელმა ლევანს. ლევანმა თავი დაუქნია და ბავშვები ეზოში გავიდნენ. მეც მათკენ შევბრუნდი, უცებ ლევანმა მომკიდა ხელი და თავისკენ შემაბრუნა.
-გთხოვ მაპატიე, ვერ დაგკარგავ, გააჩინე ეგ ბავშვები, ისე გავზარდოთ როგორც გაბი და ლიზა, ვერ დაგკარგავ, მიატოვე.-ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
-გვიანია, ყველაფერი დამთავრდა.-ხელებით უკან გავწიე და ბავშვებს ავედევნე, სანამ ეზოს კარში გავიდოდი სახლისკენ გავიხედე, ღია კარებში ჩაცუცქული იჯდა და თავი ხელებში ქონდა ჩარგული, ტიროდა, მერე კარებს მიარტყა ხელი და არაადამიანური ხმა ამოუშვა. თამარი ჩაიმუხლა მასთან და აწყნარებდა. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობდი, მე ყველაფერი გავაკეთე ოჯახისთვის, მან კი არაფერი. მანქანაში ჩავჯექი და ღვედი შევიკარი.
-უკვე შემოსვლას ვაპირებდი.-გაბრაზებული მიყურებდა ზურა.
-ბავშვებმა სანამ ნივთები ჩაალაგეს ველოდებოდი.
-რა მოხდა?-აღელვება შემატყო.
-მერე ვილაპარაკოთ.-ბავშვებს გადავხედე, მანაც თავი დამიქნია და სახლში წამოვედით.
სახლში მივედით, ბავშვები დასაძინებლად წავიდნენ.
-ეხლა მომიყევი რა მოხდა? რატომ გაჩერდი დიდი ხანი?-გაბრაზებული მიყურებდა.
-ლევანი მოვიდა, ბოლომდე გავარკვიეთ ყველაფერი.-უთხარი და გულზე მივეხუტე.
-რა ილაპარაკეთ?
-შემირიგდიო.
-მაგის დედაც... როგორ ბედავს იმ ყველაფრის მერე. შენ რა უთხარი?-მკლავებში ხელი ჩამავლო და თვალებში ჩამხედა.
-უთხარი, რომ შენი ცოლი ვარ, უთხარი რომ შენ მიყვარხარ, უთხარი რომ მალე ბავშვები გვეყოლება და რომ უბედნიერესი ვარ და რაც არ უნდა მოხდეს არასდროს მიგატოვებ.-უთხარი ცრემლიანი თვალებით.
-არ გაბედო, არ გაბედო ჩემი მიტოვება.
-შემომხედე, შემომხედე.-უყვიროდი.-თვალებში ჩამხედე, რომ კარგად დაინახო რას ნიშნავ ჩემთვის. არასდროს, არასდროს არ მიგატოვებ. ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდები შენს გამო. გათხოვილი ქალი ყოველ თვე შენთან მოვდიოდი ციხეში, ყოველ თვე და იმედი მქონდა, რომ როდესმე გამოხვიდოდი და მნახავდი. გათხოვილ ქალს შენი ნახვის სურვილი მკლავდა, შენი ერთი ზარი და ხმის გაგონება ნატვარად მქონდა გადაქცეული, სიგიჟეებს ვაკეთებდი, ამბავი რომ მოეტანათ, რომ დაგერეკა და გეჩხუბა ჩემთვის, მერე დაუსრულებად რომ მეტირა საათობით და შენი თვალების კვლავ ნახვაზე მეოცნება. ამის მერე მეუბნები, რომ შეიძლება მიგატოვო? მოვკვდები და ვერ შევძლებ შენს მიტოვებას.-ცრემლები თავისით მომდიოდა თვალებიდან.
-არ იტირო, დაწყნარდი, ბავშვებზე იფიქრე, ნუ ნერვიულობ გთხოვ.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლიანი თვალები დამიკოცნა.-მიყვარხარ, მეშინია, შენი დაკარგვის მეშინია. არ მინდა გხვდებოდეს, არ მინდა გხედავდეს, არ მინდა ახლოს მოვიდეს შენთან.
მეორე დღეს ბავშვებიც წავიყვანე და დედასთან მივედი, ყველაფერი მოუყევი გეგასაც და ნინოსაც, მერე ელენეც მოვიდა და მასაც უთხარი ყველაფერი. ვერაფერი ვერ მითხრეს, მამა ჩამეხუტა და ატირდა.
-ოღონდ ლევანს არ შეურიგდე და სხვა ვისაც გინდა გაყევი.-მითხარა გეგამ.
-არასოდეს, მან მე ტკივილის მეტი არაფერი მომიტანა, ზურა კი ამ ხნის მანძილზე ციხიდანაც კი მიცავდა და მიფრთხილდებოდა. -მეც ვტიროდი.
-ისევ პაპა უნდა გავხდე?-ხელი მუცელზე დამისვა.
-კი თან ორის ერთდროულად.-გაუცინე.
ელენემაც და დედამაც იგივე მითხრეს და ბედნიერება მისურვეს, საღამოს ზურამ მოგვაკითხა, კარგად მიიღეს.
ლევანი დაუსრულებლად რეკავდა, სმს-ებს აგზავნიდა, რომ შევრიგებოდი, ბავშვებიც წაიყვანა რამდენჯერმე. მიზეზი მე ვიყავი, ჩემი ნახვის სურვილი და არა მამობრივი სიყვარული. ზურას მიყავდა ბავშვები და ისევ ზურას მოყავდა, ვცდილობდი არ მენახა ლევანი. ღამით ზურას ტელეფონზე რეკავდნენ, ზურამ ზარი გათიშა და აივანზე გავიდა. რამდენიმე წუთში უკან შემობრუნდა, შარვალი და მაისური ჩაიცვა და ჩუმად გამოიპარა ოთახიდან. მე თავი მოვიმძინარე, როგორც კი გავიდა ხალათი მოვიცვი და აივნიდან გადავიხედე, დაცვის კოტეჯისკენ მიდიოდა შემოსასვლელში. სწრაფად დავეშვი კიბეებზე და უკან ავედევნე, დავინახე დაცვის კოტეჯში როგორ შევიდა. კარი გავაღე და ეზოს ბოლოში მეც იქითკენ გავემართე. კოტეჯიდან გინების ხმა გამოდიოდა, ფანჯრიდან შევიხედე და ლევანი დავინახე, ცხვირიდან სისხლი სდიოდა. მეტი აღარ მიფიქრია და კოტეჯის კარი შევაღე.
-აქ რა გინდა?-ზურას განრისხებულ თვალებს გადავაწყდი.
-არ გაგიმართლა ჯიქია, შენ არ იცნობ მარიამს, ყველაფერი მისი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.-გაეცინა ლევანს.
-სახლში წადი, ახლავე!-ხმას აუწია ზურამ.
-ჯერ მითხარი აქ რა ხდება ღამის სამ საათზე?-არანაკლებ გაბრაზებულმა შევხედე.
-სახლში წადი, ახლავე!-დამიყვირა ზურამ.
-აქ რა ჯანდაბა გინდა ასეთ დროს?-ზურას ზურგი შევაქციე და ლევანს მიუბრუნდი.
-შენი ნახვა, უნდა დავილაპარაკოთ, მის გარეშე.-თვალებით ზურასკენ მიმანიშნა.
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს და არც შენი ნახვის სურვილი მაქვს. ბავშვების ნახვის დროზე მგონი შევთანხმდით, თუ რამე არ მოგწონს სასამართლოში გავარკვიოთ. რაც შეეხება ზურას, ჩემი ქმარია და მისი თანდასწრებით მითხარი თუ რამის თქმა გინდა.
-გაშინებს, გაშინებს და მაგიტომ ხარ მასთან.-ხავსს ეჭიდებოდა ლევანი.-არ გიყვარს, უთხარი, რომ არ გიყვარს და მისი უბრალოდ გეშინია.
-მიყვარს, ეს შენ არ მიყვარდი არასდროს. მიხედე შენს ბოზს და აქ აღარ გაბედო მოსვლა.-უთხარი გაბრაზებულმა და კარისკენ წავედი. ზურაც უკან გამომყვა.
-სახლში შედი და გამოსვლა არ გაბედო!-ისეთი განრისხებული იყო მართლა შემეშინდა მისი.
მერე კი წავიდა და ისევ კოტეჯში შევიდა. თხუთმეტი წუთის მერე დავინახე დაცვამ როგორ გაიყვანა ლევანი გარეთ და დაკეტა ეზოს კარები, ზურა კი სახლისკენ წამოვიდა.
-რას აკეთებ? როგორ იქცევი?-გაბრაზებულმა წამავლო მკლავში ხელი და ფეხზე წამომაყენა.
-მაინც რა გავაკეთე?-ხმას აუწიე მეც.
-რატომ ამედევნე, რა გინდოდა დაცვის კოტეჯში, იქნებ მოგწერა და შეხვედრაც დაგითქვა, იქნებ უნდა გენახ..-აღარ დავამთავრებინე და სილა გავარტყი.
-არ გაბედო, არ გაბედო და არ დამადანაშაულო. გამეღვიძა კარის ხმაზე და აგედევნე, შემეშინდა. მერე კი დასისხლიანებული ლევანი დავინახე და შემოვედი. სულ გაგიჟდი, გაგაგიჟა ეჭვიანობამ, შეიგნე ბოლოს და ბოლოს, რომ ლევანი არაფერს ნიშნავს ჩემთვის.
-ამის დედაც...-კარი გაიჯახუნა და ეზოში გავარდა. მისაღებში შუქი ჩავაქრე და დივანზე ფეხები ავიკეცე. უყურებდი ეზოში ზურა როგორ დადიოდა და სიგარეტს ეწეოდა, მერე ბალახზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. გულს მისერავდნენ, ძნელია მისი დარწმუნება, როგორ დავაჯერო, რომ მთელი ცხოვრებაა მიყვარს და ლევანთან მხოლოდ მოვალეობის გრძნობა მაკავებდა. მერე ავდექი და გარეთ გავედი, მასთან მივედი და ჩავიმუხლე.
-წადი შეგცივდება.-ამომხედა, მართლაც მციოდა, კანკალმა ამიტანა, ფეხზე დავიხედე და ფეხშიშველი გამოვსულვარ.-რას აკეთებ? გაცივდები.-ჩემს ფეხებს დახედა, ფეხზე წამოდგა და ხელში ამიყვანა, თავი მის მკერდზე მივადე, ცრემლები თავისით მომდიოდა.
-მიყვარხარ, გთხოვ ნუ მიბრაზდები.-ცხვირი ყელზე მივადე, ჩემი ცრემლები მაისურს უსველებდა, გულში მიკრავდა და ძლიერად მიხუტებდა. საძინებელში ამიყვანა, საწოლზე დამაწვინა და საბანი დამაფარა.-მცივა შენც დაწექი.-მაისურზე მოვქაჩე და ვაკოცე, ვკოცნიდი და ხელს არ უშვებდი. ხალათი და პენუარი გამხადა და ხარბად დამიწყო კოცნა, მერე გაჩერდა და შემომხედა.
-ბავშვები?
-შეიძლება, მოდი ჩემთან.-მაისურზე მოვქაჩე და კოცნა დაუწყე.
-შენი სიყვარული ბოლოს მომიღებს. ვგიჟდები და საკუთარი თავის მეშინია.-კოცნებს შორის მეჩურჩულებოდა.
-მიყვარხარ, მინდა გჯეროდეს და ეჭვი არ გეპარებოდეს ჩემში.-თმაზე მოვქაჩე და კბილები მოვდე მის ტუჩებს.
-ჩემი ველური პანტერა.-მუცელზე შემომისვა და კოცნა გააგრძელა. როგორ მაგიჟებდა ეს კაცი.
ალერსით დაღლილები ჩახუტებულები ვიწექით, აღარ მინდოდა ლევანის ხსენება და ამ ბედნიერი წუთების გაუფერულება, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე და ვკითხე.
-საიდან აღმოჩნდა ლევანი დაცვის ოთახში?
-აუცილებელია ისევ მასზე ვილაპარაკოთ?
-კარგი, თუ არ გინდა თქმა.-გულზე ვაკოცე და მივეხუტე.
-მოსკოვში ვგეგმავდი წასვლას, ბილეთებიც ნაყიდი მქონდა, შენი ფეხმძიმობის ამბავი რო გავიგე ბესო გავგზავნე და მე არ წავედი. ლევანს ეგონა გავფრინდი, არ ვიცი საიდან გაიგო. სახლში არ ვეგონე და კედელზე გადმოძვრა, აივანზე ძვრებოდა ზვიადმა რომ დაიჭირა, მერე კი მე დამირეკა.-შიშმა ამიტანა, შემეშინდა, რატომ გადმოიპარა მაშინ, როცა ზურა სახლში არ ეგონა, რა ქონდა ჩაფიქრებული?
-არსად არ წახვიდე გთხოვ, არასდროს.-მაგრად მივეხუტე.-რა გითხრა?
-შენმა ცოლმა დამპატიჟაო.
-რა??-შეშფოთებულმა შევხედე.-იმედია ეგ სისულელე არ დაიჯერე?
-არა.-გაეცინა.-შენი მჯერა და გენდობი, ვიცი მის მოწერილ შეტყობინენბებს არც კითხულობ და ზარებზე საერთოდ არ პასუხობ.
-ჩემი ტელეფონი შეამოწმე?
-შეეგუე, მე ყველაფერს ვამოწმებ. შეგიძლია მშვიდად იყო.
-იცი ცოლების უმრავლესობას არ მოსწონს ასეთი კონტროლი, მე თანახმა ვარ რომ აკონტროლო ყველაფერი, უფრო მშვიდად ვარ.
-ვიცი, დაიღალე, ყველაფრის კონტროლით დაიღალე, ოჯახის უფროსობამაც დაგღალა, პრობლემების მოგვარებამაც. გაგიჭირდება თავიდან, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, ყველაფერს მე მოვაგვარებ, მე მივხედავ პრობლემებს, შენ კი მშვიდად იყავი. ყველაფერი უნდა ვიცოდე და ყველაფერს უნდა მიყვებოდე, თუნდაც ის რომ გირეკავდა და გწერდა.
-ხომ ნახე და შეამოწმე, გგონია ვერ მივხვდი გახსნილი, რომ იყო სმს-ბი? მე არ გამიხსნია და ვიცი, რომ შენ კითხულობდი.
-ვიცი მაინც ვერ შეგცვლი, მაინც ეცდები აკონტროლო ყველაფერი.-გაეცინა.
-ერთად ვაკონტროლოთ, ეს ჩვენი ოჯახია. ორივემ უნდა ვიზრუნოთ ოჯახზე, ეს ორივეს პასუხისმგებლობაა. მეც მინდა ყველაფერს მიყვებოდე და არ მიმალავდე.
-კარგი, რაღაცას მოგიყვები.
-რას?-შევხედე ინტერესით.
-ლენკა ექიმთან წავიდა მაშინ ბავშვის მოსაცილებად, საავადმყოფოში ვიყავი, ფეხი მქონდა მოტეხილი და მაინც გამოვიპარე, თავზე დავადექი და არ მივეცი საშუალება ბავშვი მოეკლა.
-გააჩინა?-საწოლიდან თავი წამოვყავი და თვალებში გაოცებულმა შევხედე.
-გააჩინა, უკვე დიდი გოგოა. ვზრუნავდი მასზე, ყველაფერი გაუკეთე, მაგრამ ლევანზე რომ გამცვალა ვერ ვაპატიე. მოსკოვში რესტორანში ლენკა იმიტომ მოვიყვანე, რომ ლევანისთვის სიმართლე ეთქვა.
-უთხრა?
-უთხრა, მან კი ჩემი არ არის და არ მაინტერესებსო. მინდოდა დაცილებოდი მაშინ, მაგრამ არ გამომივიდა, მაშინ ლევანი მართლა უგონოდ იყო შენზე შეყვარებული, ვერ აცდუნა ლენკამ.
-ეხლა სად არის ბავშვი?
-მოსკოვშია, ლენკას დაურეკავ ამ დღეებში და ჩამოვლენ. ბავშვებსაც გავაცნოთ ერთმანეთი.-შემომხედა თვალებში.
-მაშინ თქვენი საუბარი მოვისმინე, ლევანისთვის, რომ გეთქვა შვილი გყავსო მივატოვებდი, შენ კი უთხარი ლენკას კითხეო და ჩავთვალე, რომ ლენკამ ბავშვი მოიცილა.
-რომ მცოდნოდა ეს დაგაშორებდათ ბავშვსაც წამოვიყვანდი რესტორანში.-თავზე მაკოცა.
-ლენკასთან რა ურთიერთობა გაქვს?
-მხოლოდ მეგობრები ვართ. ბავშური გატაცება იყო, რომელიც მეგობრად დარჩა. ხომ არ ეჭვიანობ?
-ვეჭვიანობ.-შევხედე გაბუსხულმა.-ისეთი სითბოთი ლაპარაკობ მასზე და მის შვილზე.
-ნუ ეჭვიანობ, ხომ იცი როგორ მაგიჟებ. შენი შემყურე ლენკასკენ როგორ გავიხედავ. ამათ რა სჭირს?-ხელში ჩემი მკერდი მოიქცია.
-გაიზარდა, ფეხმძიმობაში იზრდება.-თვალი ჩაუკარი.
-ვერასდროს წარმოვიდგენდი ფეხმძიმე ქალი თუ ასე გამაგიჟებდა.-ჩემს ტუჩებს მოსწვდა და ხარბად დამიწყო კოცნა.
ორი თვის მერე ნატალი ჩამოიყვანა ლენკამ საქართველოში, ისეთი საყვარელი გოგონა იყო, მალე დავმეგობრდით. ბავშვებმაც კარგად მიიღეს უფროსი და. ლევანი ამ ხნის განმავლობაში ისევ ჟურნალების ყდებს ამშვენებდა თავის საყვარელთან ერთად, „სკანდალმა ჩაიარა და ბედნიერი წყვილი მილანში ისვენებს.“ იტალიიდან, რომ დაბრუნდა ბავშვები წაიყვანა. გაბრიელმა უთხრა, რომ უფროსი და გაიცნეს და ჩვენთან ცხოვრობდა. უკან რომ მოიყვანა ბავშვები ზურას უთხრა, რომ ნატალის ნახვა უნდოდა. ზურამაც შემოუშვა სახლში და სიტუაცია აღარ გაამწვავა.
ნატალის სულ აინტერესებდა მისი მამა, ისეთი აღტაცებული შეხვდა ლევანს, თუმცა ლევანს დიდი სითბო არ გამოუხატია მის მიმართ. გულდაწყვეტილი იყო, არ მოელოდა ღვიძლი მამა ასე ცივად თუ შეხვდებოდა.
მერე ზურა, ლენკა და ლევანი ცალკე გავიდნენ ეზოში და იქ გააგრძელეს საუბარი. მე ბავშვებთან დავრჩი.
-ნატალი ნუ განიცდი, ყველაფერი დალაგდება. -ვაწყნარებდი ჩემს გერს.(ნატალიმ ქართული კარგად იცოდა.)
-არ გახარებია ჩემი ნახვა? მარიამ ასე ცივი რატომ არის?
-მეც ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, ასეთი რატომ გახდა, რატომ შეიცვალა ლევანი ასე, თუმცა არ ვიცი. ალბათ იმ გარემომ შეცვალა სადაც ახლაა.
-შენს გვერდით ასეთი ვერ იქნებოდა, შენ ყველაზე ზრუნავ. ისე წარმომედგინა, ისე ემოციურად წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა.-ტირილი დაიწყო.
-არც იყო. შეძლებისდაგვარად ბედნიერად ვცხოვრობდით. რა ვქნათ, ცხოვრება და ადამიანები ცვლიან ადამიანებს.
-აქ ხართ?-ზურა შემოვიდა.-რატომ ტირი პატარა.
-ზურა,-ყელზე მოეხვია ნატალი და უფრო ატირდა.-რატომ შენ არ ხარ ჩემი მამა.
-რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის შენი მამა, მთავარია ვინ ზრუნავს და ვის უყვარხარ. მე კი მიყვარხარ და ჩემი იმედი შეგიძლია ყოველთვის გქონდეს.
-ნატალი ხვალ მე და შენ საყიდლებზე მივდივართ, ვიშოპინგოთ და გავხალისდეთ.-თვალი ჩაუკარი. მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
-ზურა მაგარი კაცი ხარ, ეს ანგელოზივით გოგო იმ ტირანის ხელში რომ არ დატოვე. იცი ეს გოგო უკვე ძალიან მიყვარს.-თვალი ჩამიკრა ნატალიმ.
-შენი დედინაცვალია.-იცინოდა ზურა.
-ყველაზე მაგარი დედინაცვალია. ორივე ძალიან მიყვარხართ.
-მაშ რა გატირებს, ჩვენ გყავართ, გაბი, ლიზა, დედა. ყველას გვიყვარხარ, რატომ განიცდი?-ხელები შემოვხვიე ნატალის.
-ჩემი გოგოები.-ზურამ ორივე გულში ჩაგვიკრა, ძალიან უყვარდა ნატა, ისევე როგორც ლიზა და გაბი. ასეც ხდება, სხვისი შვილები უყვარდა და მათზე ზრუნავდა.
მე გამოვედი ოთახიდან, ლენკა ტირილით შემოვიდა მისაღებში, მივხვდი ლევანმა უთხრა რაღაც.
-ლევან მოიცადე.-უკვე ეზოს კართან იდგა რომ წამოვეწიე.
-მარტო როგორ დაგტოვა? თუ დაცვა გამომივარდება და ხელებს გადამიგრეხს.-ირონიულად იცინოდა.
-გეყოფა ირონია. რატომ იქცევი ასე? ორმოცი წლის კაცი მასხარად გაქცია, საკუთარი შვილების გრძნობები ფეხებზე გკიდია, რას გიკეთებს, ასე როგორ გამოგაშტერა. ერთი თბილი სიტყვა რომ გეთქვა ნატასთვის რა დაგიშავდებოდა, რობოტი ხარ თუ ადამიანი?
-იცი რატომაც შეურიგდი, ციხეში გამიშვებდა. შენ მენატრები, ყველაფერს ერთ წამში მივატოვებ ისევ ჩემს მკლავებში რომ გიხილო. არ მიყვარს, არც ცოლად არ მოვიყვან. უბრალოდ საწოლშია მაგარი, რომ შემეძლოს ყველაფრის თავიდან დაწყება ასე არ მოვიქცეოდი, გეფიცები არ გატკენდი და არც გაგეყრებოდი.
-გეყოფა, მე ნატალიზე გელაპარაკები.
-ფეხებზე მკი*ია ნატალიც და მისი ბო*ი დედაც, არ არის ეგ გოგო ჩემი შვილი, რატომ უნდა მივიღო? მე მყავს ორი შვილი რომელიც საყვარელმა ქალმა მაჩუქა და მათზე ვიზრუნებ. თუ მოინდომებს მათ დედაზეც. -თვალი ჩამიკრა და ჩემსკენ წამოვიდა, ინტიქტურად უკან დავიხიე.-გეშინია ჩემი? როგორ მენატრები ვერ წარმოიდგენ.-ისევ გადმოდგა ჩემსკენ ნაბიჯი.
-არ მომეკარო.-შევხედე გაბრაზებულმა.-წადი აქედან და თუ გინდა იმ ორ შვილზეც ნუ იზრუნებ, არავინ გთხოვს.
-ლევან!-ზურას ხმა გაისმა.-გითხრეს წადიო და წადი!-გაცეცხლებული უყურებდა ზურა.
-დაცვაც აქ არის.-ხელები მაღლა ასწია.-საერთოდ მარტო გტოვებს? ციხეში ხარ გამომწყვდეული, სად გაქრა ის მებრძოლი და თავისუფალი მარიამი. შენ გამოკეტე ციხეში და ახლა შენ გამოგკეტა სახლში. დალაპარაკებაც არ შეიძლება?-შეხედა გაბრაზებულმა ზურას და წინ გაეჭიმა.
-ლევან წადი! არ გირჩევ ჩემი ნერვები გამოცადო. მარიამს უმადლოდე, რომ საერთოდ ცოცხალი ხარ.
-ისევ გიყვარვარ და მიცავ ხომ.-გაღიმებულმა შემომხედა. რასაც ზურას მოქნეული მუშტი მოჰყვა და ლევანის სახე სისხლით შეიღება.
-ზურა შეეშვი, გთხოვ. ბავშვბმა არ დაინახონ, არ აჰყვე.-ხელზე ხელი მოვკიდე და მუდარით შევხედე.
-ზვიად გაათრიე აქედან.-იქვე მდგარ დაცვას გადახედა ზურამ, ორივე ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.-მოვკლავ რომ მოგეკაროს.-ჩემს ყელთან დაიჩურჩულა.
მეორე დღეს მე და ნატალი საყიდლებზე წავედით, ზურაც გამოგვყვა, ბავშვები კი ლენკასთან დავტოვეთ სახლში. იმდენი რამ ვიყიდეთ, მე გავსუქდი და აღარაფერი მერგებოდა, საფეხმძიმო ტანსაცმელიც ვიყიდე, ნატალიმ კი ბავშვთა განყოფილებიდან წამოიღო ლამაზი ტანსაცმელი. გასახდელში კაბას ვიზომავდი ზურა რომ შემომივარდა.
-გაგიჟდი, აქ რა გინდა?-თვალები დაუბრიალე.
-გასახდელები მომწონს, სივიწროვეა და კარგად გეხუტები.-ხელი მომხვია და კედელზე ამაკრა.
-გაგიჟდი? გადი აქედან.-ფართხალი დავიწყე.
-ჩუმად, ისევ უნდა გაგაგიჟო.-ყელში დამიწყო კოცნა და ჩემს მკერდს ჩაუყვა. კვნესა აღმომხდა და ხელი ვკარი.
-ხმა გადის. რა ჯანდაბას აკეთებ? რომ მაგიჟებ ისედაც კარგად იცი. სახლში არ გყავარ აქ რომ არ მაკვნესო.-ვაგრძელებდი ჩხუბს.
-კარგი, დანარჩენი გავაგრძელოთ სახლში.-თვალი ჩამიკრა და გასახდელიდან გაიპარა.
მთელი გზა გაბუსხული ვიჯექი, ვბრაზობდი, პატარა ბიჭივით იქცეოდა, მეც მაგიჟებდა.
-გააბრაზე?-ნატალიმ გადახედა ზურას. მანაც თავი დაუქნია.-ზედმეტი სიყვარულით მოსდის.-თვალი ჩამიკრა ნატამ.
-ასეა მარიამ, რომ გამაგიჟე და გადამრიე ამიტომაც ვიქცევი თინეიჯერი ბიჭივით.
-რა ჩაიდინა ასეთი?-შემოგვხედა ნატამ.
-შენ მაგისთვის პატარა ხარ.-ორივემ ერთდროულად უთხარით და მერე გაგვეცინა.
-თვრამეტი წლის ვხდები და პატარა არ ვარ, თქვენს სექსუალურ ცხოვრების დეტალებს კი ნუ მომიყვებით არ მინდა.-ორივე გავწითლდით.-რა გჭირთ? არ მითხრა სექსი პირდაპირ მაღაზიაში გვქონდაო.-მომიბრუნდა მე.
-მთლად მასეც არა, დამიპირა.-გამეცინა და ზურას გადავხედე,
-ძველი დრო გავიხსენე, 14 წლის წინანდელი.
-რა? თქვენ 14 წლის წინ ხვდებოდით ერთმანეთს?-შემოგვხედა ნატამ.
-არა! მაშინ ლევანის საცოლე ვიყავი და ზურამ ტვინი ამირია.
-მას შემდეგ დადის ტვინ არეული.-ღიმილით გადმომხედა ზურამ.
-თუ მაშინ გიყვარდა რატომ არ გაყევი.
-ცოლობა არ უთხოვია, მეგონა მეთამაშებოდა. მერე გავთხოვდი და ვეღარ მივატოვე.
-ნატა საქართველოში რთულად არის ეგ ყველაფერი. სხვისი აზრით ცხოვრობს უმრავლესობა, მათ შორის ჩემი ცოლიც.
-ასე არ არის, ეს უნდა შეგეძლოს, მე ფიცი დავდე, შვილები მყავდა, საერთოდაც ქორწილშიც დაგპატიჟე და რატომ არ ჩამოხვედი, რომ მოსულიყავი არ გავყვებოდი.
-ხომ დაგირეკე. ხომ გითხარი ვერ მოვდივარ და არ გაყვეთქო-ხმას აუწია.
-იქნებ მატყუებდი, რა გარანტია მქონდა, რომ არ მატყუებდი.-არც მე ჩამოვრჩი.
-გიორგიმ პასპორტი დამიწვა, საზღვარზე ვიპარებოდი, დამიჭირეს და დამაპატიმრეს. რას გატყუებდი, რამის მოვკვდი რომ გავიგე ცოლად გაყვაო.-ჩხუბს ვაგრძელებდით.
-კარგით, გეყოფათ.-ნატამ დაგვიყვირა უკანა სავარძლიდან.-სულ ასე ჩხუბობთ?
-ვერ ვპატიობთ ერთმანეთს დაკარგულ თოთხმეტ წელს.-ჩავილაპარაკე.-მისი მიტოვება გადაწყვეტილი მქონდა, უბრალოდ მინდოდა შენ ჩამოსულიყავი და დამენახე, უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ არ თამაშობდი.
-ახლა ვხვდები რატომ გიჟდებით ერთმანეთზე.-წაუშტვინა ნატამ.-თოთხმეტი წელი გიჟდებოდით ერთმანეთზე.
-სულ ასე ვართ, ლაპარაკს ვიწყებთ და ჩხუბზე გადავდივართ.-სევდიანად ამოვილაპარაკე.
-სამაგიეროდ შერიგება ვიცით მაგარი.-თვალი ჩამიკრა ზურამ და სულ გავწითლდი.
-ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისევ თოთხმეტი წლის წინ ხართ, ასაკითაც იქ მგონიხართ.-იცინოდა ნატა.-ასე მგონია ჩემი ტოლები ხართ.
-შენი ტოლი ვიყავი მამაშენს, რომ გავყევი ცოლად. 10 წელი არ უნდა გათხოვდე, ისეთი ასაკია, რომ ადვილად უშვებ შეცდომას.
-არც ვაპირებ.
-არც მე ვაპირებდი, ჯერ უნდა მესწავლა, მერე კარიერა ამეწყო, მაგრამ..-ობოლი ცრემლი ჩამომიგორდა სახეზე.
-არ გამაგიჟო ეხლა. ნატა შეწყვიტე წარსულზე ლაპარაკი-შეუღრინა ნატას.-არ იტირო, ნუ გამაგიჟე, შეიძლება სულ ტიროდე.-მიყურებდა და ბრაზობდა. ფეხმძიმობაში ძალიან მგრძნობიარე გავხდი, სულ მეტირებოდა.
-არ ვტირი.-უთხარი, თუმცა ისევ ცრემლები გადმომცვივდა. მანქანა გადააყენა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-აღარ იტირო. გთხოვ აღარ იტირო, იჩხუბე, იყვირე, რაც გინდა ის ქენი, ოღონდ ნუ ტირი.
-კარგი.-მივეხუტე, გული უფრო ამომიჯდა და უფრო ავტირდი.
-დაწყნარდება, იტირებს და მოეშვება.-დაამშვიდა ნატამ. ცოტა ხანში დავმშვიდდი და სახლში წავედით.
ლენკა და ნატალი მალე წავიდნენ მოსკოვში, ჩვენ კი ისევ ერთმანეთზე ვზრუნავდით. ექიმთან ვიყავი, ბავშვების სქესი გავიგეთ, ბიჭებს ველოდებოდი. ზურა გახარებული იყო, იძახდა გოგონები მინდაო, მაგრამ ბიჭებიც გაუხარდა. მერე ბავშვების ოთახის მოწყობას შეუდგა.
-ზურა არ არის საჩქარო რემონტი. 2 წელი ჩემს ოთახში იქნებიან მაინც.
-არა, ოთახი უნდა მოვაწყო და არ დაიწყო ეხლა წუწუნი.
-ზაფხულამდე მოიცადე, რა საჩქაროა?
-ნივთებს რომ ვიყიდი ხომ უნდა დაულაგო, სად წავიღო?
-ჩვენს ოთახში.
-საწოლი მანქანები უნდა ვიყიდო და სად დავტიო.
-აუუუ.. გიჟი ხარ. გააკეთე და გააკეთე.-გაბრაზებული მიუბრუნდი და თავი დავანებე.
რემონტი დაიწყო, არ ჩავრეულვარ, გემოვნებას არ უჩიოდა, მართლა ლამაზი ოთახი გამოვიდა, ავეჯიც დადგა და ლენტიც გავჭერით. ბავშვებიც ჩართულები იყვნენ და უხაროდათ. გაბრიელმა აარჩევინა საწოლები, მე არ წამიყვანეს, კაცების საქმეში ნუ ერევიო. ასე ბედნიერად ვცხოვრობდით ჩემი მშობიარობის დროც მოხლოვდა. საკეისრო კვეთა დავნიშნეთ და გავაჩინე დაჩი და დემნა ჯიქიები. ცოტა ხანი ინკუპატორში იყვნენ ჩემი პატარები, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ნატალიც ჩამოვიდა, ძალიან გახარებული იყო და მეხმარებოდა ბავშვების მოვლაში. ლიზაც აქტიურად ჩაერთო, გოგონებს ხომ დედის ინსტიქტი თანდაყოლილი აქვთ. დასტრიალებდა თავს და ზრუნავდა პატარა ძმებზე. გაბრიელი ცოტა გაუცხოვდა, თითქოს ეჭვიანობდა.
-გაბი დე მოდი ჩემთან.-გვერდით დამიჯდა ჩემი ბიჭი.-იცი შენ ერთადერთი ხარ, შენ პირველად მაგრძნობინე დედობრივი ბედნიერება. შენ ერთადერთი ხარ რის გამოც მამაშენთან ვცხოვრობდი და ვინარჩუნებდი ოჯახს. მინდა იცოდე, რომ ჩემს გულში ყველას გეყოფათ ადგილი. შენს ადგილს კი ვერავინ დაიკავებს, ვერასდროს.-თავზე ვაკოცე.
-რატომ მეუბნები ამას?-შემომხედა თვალცრემლიანმა.
-ვხვდები, რომ რაღაც გაწუხებს. თუ რამე გაწუხებს პირველი მე მითხარი. სულ შენს გვერდით ვიქნები, შენ რომ უარი გეთქვა არც ზურას არ გავყვებოდი ცოლად. შენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა იცოდე.
-ვიცი, შენზე არ ვეჭვიანობ. ზურას ისე მივეჩვიე, ისე შემიყვარდა, რომ მგონია თავის შვილებზე გადაერთვება და ჩემთვის არ დარჩება დრო.
-ასე არ არის, შენ ზურას მეგობარი ხარ, დიდი ბიჭი ხარ და რჩევას ყოველთვის მოგცემს, დაჩი და დემნა კი პატარები არიან. მათ სხვანაირად სჭირდებათ ზურა.
-დეე.. არ ინერვიულო, გადამივლის, მიყვარხარ.-ჩამეხუტა გაბი.
ზურას რა რეაქცია ქონდა? ტიროდა, იცინოდა, არაადეკვატური იყო. სულ გადაირია, ბედნიერი იყო.
ნაზი ბებო ცოტახნით ჩამოვიდა, შვილთაშვილებით ძალიან გაიხარა, თუმცა ისევ გურიაში წავიდა და ჩვენთან არ დარჩა. ლავანი ისევ მოდელით არის გატაცებული, ცხოვრებით ვტკბებიო ბოლო შეხვედრისას გამომიცხადა, ნატალისთან ურთიერთობა ცოტა დაუთბა, დნმ-ის ტესტი გავაკეთე ჩუმად და ვაჩვენე, გაბი და ნატალი და ძმაა-თქო. წვეულებაზეც წაიყვანა ნატალი თავისი საყვარლის დაბადების დღეზე. ჩემს ტყუპებს დიდი დათუნიები მოუტანა, შენს შვილებს ვჩუქნი ზურას შვილებს არაო. ისევ იკბინებოდა, ისევ მთხოვდა დავბრუნებოდი და მპირდებოდა ტყუპებზეც იზრუნებდა. მეცინებოდა მის დაპირებაზე, კაცს რომელსაც საკუთარი შვილები არ გაუზრდია, მათი არანაირი პრობლემა არ მოუსმენია ჩემი და ზურას შვილების გაზრდას მპირდება.
ლენკამ ჩამოაკითხა ნატალის, მერე მოინდონა ნაზის ვნახავ წასვლამდეო და ზურამ გურიაში წაიყვანა. ბავშვები პატარები არიან და ჯერ ვერ წაგიყვანთო გამომიცხადა. ლევანი მოვიდა იმ დღით, გაბრიელი და ლიზა მიყავდა მცხეთაში.
-ლევან ნატალიც წაიყვანე და გააცანი გუჯას და თამარს, ძალიან უნდა მათი გაცნობა.-უთხარი ლევანს.
-მშვიდობის მტრედი ხარ. დავშორდით მაგრამ მაინც აგრძელებ ჩემზე ზრუნვას.-ბედნიერი სახით მიღიმოდა.
-შენზე არ ვზრუნავ, შენს შვილებზე ვზრუნავ. ისინი ჩემი შვილებიც არიან.
-ხშირად შედარებას ვაკეთებ შენსა და მაკას შორის და საკუთარი თავი მეზიზღება. როგორ შემეძლო მიმეტოვებინე და მას გავკიდებოდი. ორი უკიდურესობა ხართ. ერთხელ მითხარი „ჩემნაირ გოგოებს სანთლით ხელში ეძებენ ბიჭებიო.“ მართალი ხარ, მე კი სრულიად შემთხვევით გიპოვე, ჩემი დაგარქვი, დაგტანჯე და როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი მაშინ მიგატოვე.
-ლევან არ მინდა წარსულზე ლაპარაკი.-თავი მივაბრუნე, რომ ჩემს თვალებში გამკრთალი ცრემლი არ დაენახა.
-მე მინდა!-ხმას აუწია.- არასდროს მაძლევს საშუალებას მოგიახლოვდე და გითხრა რას ვგრძნობ. ეხლა უნდა ვთქვა, არ შემიძლია არ გითხრა.
-არ მინდა მოსმენა, წაიყვანე ბავშვები და წადი.
-რატომ გგონია, რომ ზურა გიყვარს. არ გიყვარს, უბრალოდ მან ის მოგცა რაც მე ვერადროს მოგეცი. სიმშვიდე, სიყვარული და მყარი ოჯახი. მას თავი შეაფარე, სიყვარულით კი მე გიყვარდი. როცა უყვართ მაშინ სჩადიან ისეთ სიგიჟეებს რასაც შენ ჩემს გამო აკეთებდი.
-ვნანობ თან ძალიან, რომ შენს გამო ამდენი სიგიჟე ჩავიდინე. მე რომ ასე არ მეზრუნა შენზე და ჩვენს ოჯახზე იქნებ მაშინ მაინც გამოფხიზლებულიყავი. მაგრამ შენი ბრალია, უპასიხუსიმგებლო იყავი, პრობლემებს გაურბოდი. რა უნდა მექნა, ვიღაცას ხომ უნდა ეზიდა ოჯახი და მისი პრობლემები. ჩემი ბრალიც არის, ღვთის წინაშე დადებული ფიცი ვერ გავტეხე, სულ ვფიქრობდი შენს მიტოვებაზე და გამბედაობა არ მეყო რომ მიმეტოვებინე.
-მივეჩვიე შენგან ზრუნვას, ყოველთვის ყველაფერი გვარდებოდა, ვიცი გეტკინება მაგრამ მინდა იცოდე, სახლში ბავშვების ხმაურს გაურბოდი და ბევრჯერ გიღალატე. სახლიდან გამოვდიოდი და არ მადარდებდა რა პრობლემები იყო, მყუდრო თავშესაფარს სხვა ქალის მკლავებში ვპოულობდი. მერე ვნანობდი, დაღლილს, მძინარეს გიყურებდი და საკუთარი თავი მძულდა, ის ქალები, უბრალოდ ვერც კი შეგადარებდი, შენ ისეთი სუფთა და წმინდა იყავი. აღარ გეკარებოდი, არ მინდოდა ამ ბინძური ხელებით შენ შეგხებოდი.
-წადი გთხოვ.-ამოვიტირე.-აღარ მინდა მეტის მოსმენა.
-იცი სად დაუშვი შეცდომა? როცა მეგონა რომ ვერასდროს დამთმობდი და ყველაფერს მაპატიებდი, მეგონა მაკასთან გავერთობოდი და წლების მერე ისევ შენთან მოვიდოდი. მეგონა შენ ისევ დამელოდებოდი. მერე გადავიფიქრე შენი მიტოვება, მაკასაც დავცილდი თუმცა შენ გამაგდე და მოინდომე განქორწინება. მინდოდა შენს გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ ყველა შენი ახლობელი დამიპირისპირდა. ანასტასიამ რამის მომკლა, მაგ გოგოს ყველაზე მეტად უყვარხარ. მერე წავედი, ეგოისტი ვარ ვიცი, ისევ საკუთარი თავის სიამოვნებაზე ვფიქრობდი, საავადმყოფოში, რომ დაგინახე მეტკინა, აღარ მინდოდა ასეთი უსუსური მენახე. მეგონა..
-გეგონა მოვკვდებოდი.-თავი დამიქნია.-და იმის დაკარგვის შეგეშინდა რაც გქონდა. ამიტომ ისევ იმ კახპას გაეკიდე. მადლობელი ვარ შენი, რომ წახვედი, შენ რომ არ წასულიყავი ვერასდროს ვერ გავბედავდი შენს მიტოვებას. მადლობელი ვარ რომ შეცდომებს უშვებდი, იდეალური რომ ყოფილიყავი ვერ მიგატოვებდი, ახლა აქ არ ვიქნებოდი. ბედნიერი ვარ, იცი ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება რა არის? როცა ყველაფერს აგვარებენ მის გარშემო, როცა საკუთარი თავი ყავს მხოლოდ საზრუნავი, როცა დასვენებულია და ადამიანების გარემოცვაშია რომლებსაც უყვართ და პატივს სცემენ.
-ზურა არ გიყვარს.
-მიყვარს! ვიცი გეტკინება, მაგრამ სიმართლეს გეტყვი. მოსკოვში პირველად რომ ვნახე იმ დღიდან მიყვარს.
-მატყუებ, შენ ის ციხეში გაუშვი.
-ხო, ციხეში გაუშვი, ვებრძოდი საკუთარ გრძნობებს, ციხეში ვაცემინე, რამის მოკლეს, მერე საავადმყოფოში მივედი და ვენებ გადაჭრილი დამხვდა. რამის მოვკვდი მაშინ, იმ წლების მანძილზე არ მიმიტოვებია, ციხეში მივდიოდი და რამდენჯერმე ვნახე კიდეც.
-გინდა მეტკინოს და ამას იმიტომ მეუბნები, შენ ღალატი არ შეგეძლო.
-არ გღალატობდი, არც მიგატოვე, შენზე და ოჯახზე ვზრუნავდი და პარარელურად ზურას სიყვარული მკლავდა. მისი ერთი ნახვა მთელს სიცოცხლედ მიღირდა. არ ვიცი, შენით გატაცებული ვიყავი, ეს სიყვარული მეგონა, თუმცა არ იყო. ზურას თვალები პირველად, რომ ვნახე მაშინ მივხვდი, რომ ის იყო ჩემი მეორე ნახევარი, თუმცა შენზე მოცემული პირობა ვერ დავარღვიე და ცოლად გამოგყევი.
-ისიც გიღალატებს, ლენკას რომ დაათრევს და სახლში ჩაგისახლა, რა გგონია არ წევს მასთან?
-ყველას შენი საზომით ნუ ზომავ. ეხლა კი წადი.-კარისკენ მიუთითე, ბავშვები მანქანაში ელოდებოდნენ, ნატალიც ჩამოვიდა და გარეთ გავიდა.
-ვიცი სუსტი ვარ, სულ მეყვარები.-ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო.
-წადი და არ გაბედო მოკარება!-უკან დავიხიე და გაბრაზებულმა შევხედე თვალებში.
-ლევან წავედით!-ნატალიმ დაინახა ლევანი ჩემსკენ რომ იწევდა და წინ აესვეტა.
-ხომ გიყვარს მარიამი, რატომ არ გინდა ჩემს გვერდით იყოს.-შეხედა გაბრაზებულმა.
-იმიტომ, რომ მარიამს შენ აღარ უყვარხარ. გეყოფა ლევან, საკმარისად დაიტანჯა, მისი მეგობარი გახდი და ნუღარ იბრძვი მისთვის. თუ გიყვარს უნდა გაუშვა, რადგან ის შენს გარეშე ძალიან ბედნიერია.
-წავედით.-ხელი მოკიდა ნატალის და მანქანისკენ წაიყვანა.
ძალიან ავფორიაქდი, ტყუპები დედაჩემს წაუყვანე და დაუტოვე, მე კი გურიაში წავედი. ზურასთვის არაფერი მითქვამს ღამე იყო უკვე გურიაში, რომ ჩავედი. ღამის ორი საათი იყო, ყველას ეძინათ, კარი ღია დამხვდა და ჩვენი ოთახისკენ დავიძარი, მთვარის შუქზე კარგად ჩანდა, ზურა მშვიდად იწვა გულაღმა და ეძინა. გამეღიმა, საკუთარ თავზე გავბრაზდი, რომ ზურაზე ვიეჭვიანე. ტანსაცმელი გავიხადე და საწოლში დავწექი, როგორც კი მივეხუტე გიჟივით წამოხტა და შუქი აანთო.
-მარიამ, გაგიჟდი, აქ რა გინდა?-ჯერ კიდევ არ იყო კარგად გამოფხიზლებული, გაოცებული მიყურებდა.
-მომენატრე და ჩამოვედი.-თვალი ჩაუკარი.
-ღამით? ბავშვები სად დატოვე?
-დედაჩემთან. გაბი, ლიზა და ნატალი ლევანმა წაიყვანა.
-გამომისტუმრა და დაგადგა თავზე ხომ.-გაბრაზებული მიყურებდა.-რა გითხრა ასეთი ღამით, რომ გამოიქეცი აქ.
-არ უყვარხარ და ლენკასთან წევსო.
-შენც დაიჯერე და ღამით წამოხვედი. გიჟი ხარ, არ ხარ ნორმალური.-მიყვიროდა.
-მიყვარხარ და ვიეჭვიანე.-თავი ჩავხარე.
-მოდი აქ.-საწოლზე ჩამოჯდა და გულში ჩამიკრა.-ჩემი სულელი ბავშვი. არ მინდა ეჭვიანობდე, მინდა გჯეროდეს ჩემი, როგორ შემიძლია შენ გიღალატო?-თვალებში ჩამხედა და ჩემს ტუჩებს მოწყურებულივით დაეწაფა.-უკვე მომნატრებია.
-მეც, უშენოდ ვეღარ ვძლებ, მეშინია თავი არ მოვაბეზროთ ერთმანეთს.
-არ მომბეზრდები.-საწოლზე დამაწვინა და ალერსი დამიწყო.
ბედნიერი ვარ, პირველად ვამბობ, რომ უბედნიერესი ქალი ვარ, რადგან მყავს გვერდით მამაკაცი, რომელიც მიცავს, მიფრთხილდება, ვუყვარვარ და მიყვარს. ჩემს შექმნილ კომპანიას ვხელმძღვანელობ, ჩემი საქმე მაქვს და ბედნიერი ვარ. მოსკოვშიც მივდივართ ხშირად მე და ზურა, ჯიქიების დიდ კომპანიას ზურა უძღვება, ბესო ძალიან გვეხმარება, ჩვენი საქართველოში ყოფნის პერიოდში მოსკოვშია და კომპანიას ხელმძღვანელობს. მარტო არ მტოვებს, სულ თან დავყავარ. გიორგი ჯიქიას არ ქონდა მოლოდინი, რომ ზურა კომპანიას გაუძღვებოდა, თუმცა ზურა არაჩვეულებრივი მენეჯერია, მკაცრიც არის და ყურადღებიანიც თანამშრომლების მიმართ. ზუსტად ისეთი მენეჯერია როგორიც მინდოდა ლევანი ყოფილიყო, თუმცა ვერ შევცვალე. აქ ვასრულებ ჩემი ამბის თხრობას, ყველას გისურვებთ გეპოვოთ ნამდვილი სიყვარული, თოთხმეტ წლიანი ჩემი ტანჯვა და გრძნობებთან ბრძოლა დამთავრდა.

დასასრულიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Farvana

ზუსტად ისეთი დასასრული აქვს როგორიც უნდა ჰქონდეს.
ძალიან მიხარია ამათი ამბავი.
ბოლო-ბოლო მაირიამიც იმსახურებდა ბედნიერებას.
წარმატებები შენ და გელი ახალი ისტორიით.
!
--------------------
ფარვანა

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

არ ვუცი რა ვთქვა სიტყვები არ მყოფნის, ბოლოს ასე როდის მომეწონა ისტორია არც კი მახსოვს ძალიან მაგარია

 


№3 სტუმარი ლია

გამართლდა ჩემი ვარაუდი ,ზურა და მარიამი ერთად არიან.წინა კომენტარებშიც დავწერე,წლებია ასეთი ღწმა შინაარსის რომანი არ წამიკითხია.დიდი მადლობა ჩემი გახარებისთვის.კარგი ხარ ძალიან.

 


№4  offline წევრი tamuna.s

საოცარი ისტორია იყო, ისე დასრულდა როგორც უნდა დასრულებულიყო, უბრალოდ ის დაკარგული 14 წელი მენანება, მაგრამ ალბათ ამდენი რამ უნდა გადაეტანათ რომ უფრო დაეფასებინათ ერთმანეთი. გელი ახალი ისტორიით

 


№5  offline წევრი Elea_Nora

ზუსტად ისე დასრულდა როგორც უნდა დასრულებულიყო მიხარია მათი ამბავი. ლევაბი ასეთი იდიოტიც არ მეგონა, მარიამისნაირ ქალთან იყო და იმ მოდელს როგორ გაყვა. მარიამიც იმსახურებდა ბედნიერებას და მიხარია, რომ იპოვა ზურასთან. მთლიანობაში კარგი მოთხრობა გამოვიდა.
გელოდები ახალი ისტორიით.
წამრატებები!

 


№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ზურას გამოჩენის მომენტიდან მივხვდი სათაურის კავშირს ისტორიასთან. ძალიან ცხოვრებისეული, ტკივილით და საბოლოოდ ბედნიერებით სავსე ისტორია გამოვიდა. მადლობა ავტორო იმ ბედნიერი საათებისთვის, რაც ამ რომანის კითხვამ მომანიჭა. გრამატიკული შეცდომები რომ არა, იდეალური წასაკითხი იქნებოდა.
მარიამი არის ქალის ეტალონი. მართალია მანაც ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამ ქვეყნად უშეცდომო არავინ დაიარება. ალბათ საჭირო იყო ეს თოთხმეტწლიანი ლოდინი, რომ საბოლოოდ ასეთი ბედნიერება ეგემათ. ლევანი კი ყველაზე უპრინციპო და არა სტაბილური ადამიანია, რომლებიც უფრო მრავლად არიან, და უმრავლესი მამაკაცის პროტოტიპია.
საბოლოოდ მე ძალიან მოვიხიბლე ამ ისტორიით, ბრავო

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

ყველაფერს აქვს დასასრული და ეს ისტორიაც დამთავრდა,ეს დრო მათი ცხოვრებით ვცხოვრობდი,მადლობა შენ ამ სიამოვნებისთვის ,კარგი იყო,.მეც მტკიოდ ა,მიხაროდა,ვტიროდი და ვიცინოდი,.

 


№8 სტუმარი უცნობი ნაცნობი

აი მართლა ძალიან მაგარი იყო მოუთმელად ველოდებოდი ყველა ნაწილის დადებას და ემოციას ემოცია ცვლიდა მართლა არაჩვეულებრივია ყოჩაღ

 


№9 სტუმარი მერო

ეს თუ მართლა სინამდვილეა მეცოდება მარიამი მაგრამ მიხარია ასეთი დასასრული და მენანება ის 14 წელი .მართლა უმაგრესი იყო......იქნებ სხვა ასეთი ისტორიითაც გაგვახარო.

 


№10  offline წევრი R.M

მადლობა თქვენ, რომ კითხულობდით და კომენტარებით მაბედნიერებდით.❤

 


№11 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგია. ძაან მომეწონა. ასე გააგრძელეთ და ხშირად გაგვანებივრეთ.

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

მარიამი არ მომწონს. ჩემთვის დასაწყისიდანვე უარყოფითი პერსონაჟი იყო, რომელიც საკუთარმა ეგოიზმმა დაღუპა. ქალი, რომელიც ყველაფერს მხოლოდ იმისთვის აკეთებდა, რომ მეორე მხარეს ეს დაეფასებინა და ამის გამო გაეღმერთებინათ. და როდესაც ეს არ ხდება, ეგრევე მომენტალურად სიყვარულს სიძულვილი ცვლის. ზურა უყვარდა მთელი ეს წლები და სხვა კაცს ამიტომ ევლებოდა თურმე თავს. აქ იწყება და მთავრდება მარიამი ჩემთვის.

ერთადერთი ვინც ამ ისტორიაში დაზარალდა ეს ზურაა. ვერავინ და ვერაფერი დაუბრუნებს ციხეში დაკარგულ წლებს. გამიხარდა რომ ზურა ბედნიერია.
მომეწონა თქვები წერის სტილი, თავისუფლად წერდით ქალის უარყოფით მხარეზე. არაფერს აფარებდით ხელს. მაგრამ, მომავალში თუ ლექსიკას უფრო დახვეწთ ძალიან კარგი იქნება.
"სპალნა" იყო...კოშმარი.

 


№13 სტუმარი სტუმარი

სასიამოვნო წასაკითხი ისტორია.კარგად წერ და იმედია კიდევ დაგვიწერ ბევრ ასეთ რომანს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent