შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გადამიფიქრო! (თავი 2)


9-11-2018, 11:28
ავტორი P.A.
ნანახია 1 059

არ გადამიფიქრო! (თავი 2)

კვირა დღე იყო და გვიანობამდე ეძინა, ალბათ არც დღის ორი საათისთვის გაეღვიძებოდა, რომ არა მის კარზე გაბმული ზარი. ბუზღუნით წამოდგა და საცვლისამარა, აჩეჩილი თმით შეეგება სტუმარს
–რას გავხარ, ! – შესძახა თაზომ და სიცილით შევიდა სახლში
–რა გინდა, რააა? რატო გადამეკიდე? – უკან მიყვა რეზი
–ამოვა სანდროც წუთი–წუთზე! –ახარა და დივანზე ჩამოჯდა
–არ ჩაიცვამ? ასე უნდა იყო ახლა?
–დამაცადო აბა იქნებ. თუ გინდა, დილის პონტში რამე სასიამოვნოს შემოგთავაზებ, – გადაიხრხარა უცებ
–აღარაა დილა და სადღა შეგიძლია შენ ეგეთები, დაბერდი უკვე, – თვალი ჩაუკრა თაზომ, როგორც ყოველთვის არც ახლა ჩამორჩა ძმაკაცს.
სანამ რეზი თავს იწესრიგებდა, თაზო უკან დასდევდა, მოსვენებას არ აძლევდა. კბილების გასუფთავების დროსაც კი მის მხართან მიებჯინა სახე და დაუღალავად უხსნიდა, რატომ უნდა წასულიყო რამოდენიმე დღით ყაზბეგში.
–ცოლებით, შვილებით? – ჰკითხა ბოლოს მობეზრებულად და მაცივრისკენ დაიძრა – შეჭამ შენც?
–არა, არ მშია. ჰო რა, წავიდეთ, დავისვენოთ, სიგრილეში, საკაიფოდ რა!
–რედაქციაში არ არის მთლად დაწყობილი სიტუაცია თაზო, არ ვიცი რა.
–რეზი, მოეშვი ძმობას გაფიცებ! ოთხი–ხუთი დღე, მეტი კი არა..
–ჰო, კარგი, ვიზამ რამეს. დავურეკავ მარიამს დღეს საღამოს, თუ ძალიან ბევრის გაცდენა არ მოუწევს ლუკას, წამოვიყვან
–ჰო აბა რა, მოურჩა ხელი? – ჰკითხა და თეფშიდან ააცალა ბეკონი
–აბა არ მინდაო?! – ხელი გააწევინა რეზიმ ღრენით – ურჩება ნელნელა, ოღონდ მალე გააგრძელოს თამაში და უნდა ნახო, რა ფრთხილადაა, – შვილის გახსენებაზე თბილად გაეღიმა
-ოხ ლუკაჩო, ლუკაჩო – ჩაეღიმა თაზოსაც და კარის ხმაზე ფეხზე წამოხტა
რეზის ესმოდა ძმაკაცების სიცილი, პატარა ბავშვებივით რომ ირთობდნენ თავს და ღიმილით აგრძელებდა საუზმეს
–ჰა, ბიჭო, მოდიხართ შენ და ლუკა ყაზბეგში? – შემოვიდა ხორხოცით სანდრო და დამჯდარი არ იყო, ბეკონს რომ დასწვდა ხელით
–შეგიწვათ ბიჭო? მითხარით თუ გშიათ, – გაეცინა რეზის და თეფში მიუწია ბიჭებს
–არა რა გვშია, ადე ახლა გახდა საღამო, გავიდეთ სადმე!
ისევ წამოდგა ორივე და მისაღებში გადაინაცვლეს. გაახსენდა რეზის, ლუკასხელებიც ზუსტად ასეთები იყვნენ, სამივე.

***
–ახალი სამსახური მაქვს დეეეე! მაა! რედაქციაში დავიწყე მუშაობა! არ მჯერა! – ყვირილით გამოვარდა ოთახიდან ნინა და ნიკოლოზის და თინას ბედნიერ სახეებს შეეჩეხა.
საამაყო შვილით გახარებულმა მშბლებმა წამით ხმა ვერ ამოიღეს, ეხვეოდნენ ნინას და ორიოდ სიტყვით შემოიფარგლნენ
–ვამაყობ შენით, მა! – ქალიშვილის თმაში ჩარგო სახე ნიკოლოზმა
–წარმატებები, დედი! – ახლა თინამ მოიქცია ხელებში ნინა და გემრიელად დაუკოცნა ლოყები.
გოგონებს შეატყობინა თუ არა ახალი ამბავი, მაშინვე დაგეგმეს საღამოს საათებში გართობა. მათთვის რომ გეკითხათ ნინას სამსახურის დაწყება უნდა აღენიშნათ. სულ ასე იყო, არასოდეს ელეოდათ მიზეზი გართობისთვის.
–კატოს ცოტნეს მშბლებთან დატოვებენ ნანო და ცოტნე და ისე წამოვლენ, მე ცოტა შეიძლება შემაგვიანდეს, კლინიკაში ვარ დღეს, – ეტიტინებოდა სალომე
–გუშინ არ იყავი? –მოიწყინა ნინამ
–ჰო, გადავუცვალე ერთ გოგოს, მარა არ დავაგვიანებ ძალიან, გპირდები! ბექას ველაპარაკე, მე გავუვლი ნინასო და შეეხმიანე მიდი
–კაი სალ, გნახავ საღამოს, ძალიან ნუ დააგვიანებ
–გკოცნიი, – გაისმა სალომეს ხმა და ნინას გაეღიმა, როცა წარმოიდგინა როგორ უგზავნიდა დაქალი ჰაეროვან კოცნას.

***
ყაზბეგის სიმშვიდეს სასწაულებრივად გაედგა ფესვები ყველა იქ მყოფში. სამეგობრო თავიანთი ცოლებითა და შვილებით უკვე დაბინავებული სახლებიდან ნელ–ნელა გამოიკრიფნენ და დიდ, საერთო ვერანდაზე, ჩამავალი მზის მოომაჯადოვებელი სანახაობით ტკბებოდნენ. სანდროს მუხლებზე ჰყავდა მოთავსებული თავისი პატარა ვაჟკაცი და ცალი ხელი თათიასთვის გადაეხვია. ცოლ–შვილს ისე იხუტებდა, თითქოს მათ წართმევას უპირებდა ვინმე. იქვე, ვერანდის მოაჯირზე ათი წლის ტასოს ჩამოეყრდნო იდაყვები და ლამაზად უფრიალებდა გრძელი, ქერა თმა
–ტასო, მოიცვი რამე მა, აცივდა უკვე – გამოვიდა ოთახიდან თაზო და რეზის გვერდით მოთავსდა
–რას აკეთებ ბიჭო, დადე ეს მობილური, კაცი არ ხარ?! ნახე რა ბუნებაში ვართ, –ხელი აუქნია ძმაკაცს
–მეილს ვამოწმებდი, ახალი კადრები გვყავს და ანა მწერდა, – იმართლა თავი და მობილური შეინახა. მერე აქეთ–იქით მიმოიხედა
–სად არის ლუკა?
–რომ ათრევინე იმხელა ჩანთები ცალი ხელით, გემალება ალბათ ახლა – სიცილით შეუერთდა დანარჩენებს თიკა და პირდაპირ ტასოსკენ წავიდა, თბილი ჟაკეტი მოახურა მხრებზე
–ლუკა! – დაიძახა ხმამაღლა რეზიმ და შუბლი შეკრა
–დაანებე თავი ადამიანო! – გაეცინა სანდროს
–ლუკა! – კიდევ ერთხელ დაიძახა და წამოდგომას აპირებდა, როცა მისკენ მომავალი ვაჟიშვილი დაინახა
–აქ ვარ მამა, რა გაღრიალებს? – მობეზრებით აუქნია ხელი და მძიმედ დაეცა სარწეველა სავარძელზე
–შეისუნთქე ახლა ჰაერი, მოდი აზრზე, დაასვენე კიდურები, – დამრიგებლურად გადახედა რეზიმ და თავი უკან გადააგდო, – და ათასჯერ ნუღა დამაძახებინებ! – უნებურად გაუმკაცრდა ხმა
–რაღა დავისვენო, სულ არ ვისვენებ? – თაბაშირიანი ხელი ასწია და მერე ტელეფონში ჩაეფლო ცხვირით
–დაანებე მაგას თავი, თორე წაგართვი საერთოდ, – ახლა ლუკას დაუცაცხანა თაზომ
–შენ თუ გადაიბარებ ჩვენი აქ ყოფნის პერიოდში, რამეს ვიკისრებ თბილისში რომ ჩავალთ, – გაეცინა რეზის და წამოდგა
–ბაზარი არაა! – დასთანხმდა უცებ თაზო და საღამოს გეგმებზე დაიწყო ლაპარაკი. ყველას უმტკიცებდა ყველაფერს მოვასწრებთ, ერთი დღის დაკარგვაც არ გამაგონოთ, მაგრად უნდა გავერთოთ და დავისვენოთო
–ასე დავისვენებთ კი არა, დავიღლებით მამა, – კალთაში ჩაუხტა ტასო და გულზე აეკრა
–არ დავიღლებით მა, უნდა გაკაჟდეთ აქ შენ და გაბრიელი, – ეღიმებოდა ლამაზი ქალიშვილის შემყურეს.
თაზოს გეგმების მიუხედავად, ყველას მალე მოსწყდა კისერი და ძილის მეტზე ვერაფერზე ფიქრობდნენ. განსაკუთრებით პატარებს შეეტყოთ დაღლა, ნამგზავრებმა ვერაფრით თქვეს უარი რბილ ლოგინებზე და დაბნელდა თუ არა, მაშინვე დაეძინათ. უფროსებმა კი ისევ ვერანდაზე დასხდომა და ცოტა დალევა გადაწყვიტეს. ნათელი ღამე იყო, ბევრი ვარსკვლავით მოჭედილი. სანდრომ თბილი პლედები გამოუტანა გოგონებს და ისევ თათიას გვერდით ჩამოჯდა
–მოდი კონიაკით დავთვრეთ რა, დილამდე ეძინებათ იმათ, დაღლილები იყვნენ, რამდენი ირბინეს, – აწუწუნდა თაზო. ყველას გასაკვირად, გოგოები დასთანხმდნენ და რეზის და სანდროსაც აღარ გამოუთქვამთ პრეტენზია
–მოვიტან ახლავე! – აჟიტირებული იყო თაზო
–დაეტიე მანდ, მეც მაქვს კარგი კონიაკი წამოღებული, მე მოვიტან, – გააჩერა რეზიმ თიკას მხარს მიხუტებული მეგობარი და წამოდგა. რამოდენიმე წუთში უკან დაბრუნდა კონიაკით და სქელი ჟაკეთით ხელში
–ჩაიცვი ეს, მა, – მუხლებზე დაუდო ჯაკეტი ლუკას და ინსტიქტურად გადაუსვა თმებზე ხელი
ლუკამ უსიტყვოდ მოიცვა და მომლოდინე მზერით მიაჩერდა მამას. სანდრომ შენიშნა მისი გამოხედვა და ხმაურით ჩატეხა ტუჩის კუთხე
–დალევ შენც, ლუკაჩო? – თავით ანიშნა კონიაკზე ნათლულს
–რეზი, ძმურად რა, – სასაცილოდ დამანჭა სახე და ისევ მამას მიაჩერდა
–ახლა გავხდი არა ძმა? – გაეცინა რეზის და მასაც დაუდო დარიგებისას ჭიქა წინ
–სამი! – ჩახედა წამით თვალებში
–კაი რა, მამა, – აბუზღუნდა ლუკა და უფრო კარგად მოთავსდა თავის ადგილას.
თაზომ და სანდრომ იმდენი ქნეს, მაინც დაითანხმეს რეზი, რომ ლუკასთვის მათთან ერთად დალევის უფლება მიეცა. ყოველთვის ასე იყო, ყველა საკითხს ზედმეტი სიმკაცრით ეკიდებოდა, თუ საქმე თავის შვილს ეხებოდა. რომ გეკითხა, პირიქით გეტყოდა, ბევრ თავისუფლებასაა ჩემგან ნაჩვევიო, თუმცა სულაც არ იყო ასე. მიუხედავად ამისა, რთული იყო ვერ შეგემჩნია ლუკას მამისადმი დამოკიდებულება. ცხოვრების ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმისას იცოდა, რომ მამის თვალები მუდამ აკვირდებოდნენ. ალბათ ამიტომ იყო, რომ ყველა გარემოებაში იმაზე ფიქრობდა, რას იტყოდა რეზი, როგორი რეაქცია ექნებოდა, იმედს ხომ არ გაუცრუებდა. არ იყო დამჯერი ბიჭი, არასოდეს.. ყოველთვის საკუთარი აზრი ჰქონდა და კბილებით იცავდა მშობლებთანაც და მეგობრებთანაც. რეზი ხშირად ხუმრობდა ხოლმე, ხუთი წლის ასაკში ამოუვიდა რქები და იმის მერე ეზრდება და ეზრდება უსაშველოდო. თუმცა მამის წინ ვერასდროს ბედავდა არასწორის სწორად გასაღებას და დაუფიქრებელი საქციელის უკან მოტოვებას. ასე ხდებოდა თავისთავად. რეზი იყო ლუკას ავტორიტეტი, მეგობარი, მამა და მსაჯული. განა რეზიმ იბრძოლა ამისთვის, უბრალოდ ასე მოხდა, თავისთავად, და წლების განმავლობაში ეს იმდენად ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ ყველამ იცოდა, რეზის ერთი შეხედვა და მის ვაჟიშვილს იმავე წამს ჰქონდა გადაფასებული რა იყო მართალი და რა არაკაცური. ახლაც, ყაზბეგის მაღალმთიან რეგიონში, უყურებდა მასთან ახლოს მჯდარი მამის პროფილს და გრძნობდა, რამდენად მტკიცე და შეურყეველი იყო ეს კაცი მისთვის. მერე რა თუ დედამისთან არაფერი გამოვიდა, მერე რა თუ ხან კვირა ისე გავიდოდა, რომ მის ნახვას ვერ ახერხებდა. არ ახსოვდა არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი ლუკას ცხოვრებაში, როცა მამა მის გვერდით არ იყო. ხშირად მოუსმენია დედისგანაც, რომ რეზი თავიდანვე ასეთი იყო – სიძლიერითა და იმედით სავსე, განსაკუთრებით კი მათი შეუღლების პირველ წყებში. ლუკას არ უკითხავს დაშორების მიზეზი, თუმცა იცოდა რატომ იყვნენ ერთად. იცოდა, რომ გაყრის შემდეგაც დიდხანს იყო მამა დედას საყრდენი და ბავშვური წყენა, რომ მამამ ოჯახი მიატოვა, დროთა განმავლობაში სასაცილოდაც ეჩვენებოდა.
ყაზბეგში დილა განსაკუთრებული და თავისებურია, საოცრად ნათელი მზე სულაც არ ათბობს გარემოს ისე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დილაადრიან გაღვიძებული გაბრიელი თავზე დაახტა სანდროს და ნაბახუსევზე მყოფ მამას მოსვენება არ მისცა. სანდრო იძულებული გახდა ოთახი დაეტოვებინა პატარა ყაჩაღთან ერთად, რომ თათიას მაინც გამოეძინა ცოტა. ფრთხილად შეახო ტუჩები ცოლის შუბლს და ფეხაკრეფით მივიდა ხის კარადასთან, რომ გაბრიელისთვის ტანსაცმელი გამოეღო. დანარჩენ ოთახებშიც სიმშვიდე იყო. ალბათ გვიანობამდეც ეძინებოდათ, რომ არა რეზის ტელეფონის გაბმული ზარი. უკმაყოფილოდ მოიზილა თვალები და ცალი ხელით მისწვდა მობილურს. ისე უპასუხა, არც დაუხედავს
–რეზი, ზაზა ვარ. ბოდიში ძმაო რომ გაწუხებ, სულ რამდენიმე დღით გახვედი და უკვე აგაწრიალე
–არაუშავს ზაზა, რამ შეგაწუხა? – ჰკითხა დაბოხებული ხმით და საწოლზე წამოჯდა
–მოკლედ, ახალი ტირაჟიორები რომ გავუშვით დასაბეჭდათ ხომ იცი, რაღაც პრობლემა შეიქმნა.. –ყოყმანობდა ზაზა
–რა პრობლემა? – შუბლი შეკრა რეზიმ
–ახალი გოგონა გვყავს, საინფორმაციო სვეტში, მას მივაბარეთ ამ ტირაჟების რაოდენობრივად დახარისხება და ქსელში გაყიდვებზე თვალყურის დევნება და აერია რაღაცები, არასწორი სიები გადაგზავნა. ზარალში მივდივართ, რეზი. არც კი ვიცი რა ვქნა, – ხმა უთრთოდა ზაზას.
რეზის თვალები გაუფართოვდა, თითქოს ღრმად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად, მაგრამ მაინც ვერ შეიკავა თავი და გაბრაზებამ წამში შემოუტია
–რატომ მიეცით ახალ თანამშრომელს ასეთი საპასუხისმგებლო საქმე? საერთოდ ვინ არიან ახლები, არც კი მქონია შანსი შევხვდედროდი და თქვენ ასე უპასუხისმგებლოდ.. ზაზა, რა ჯანდაბაა! როდემდე უნდა იყოს ეს განუკითხაობა! ზეგ ვბრუნდები და რამე მოიფიქრეთ, დატრიალდით ყველა და გამოასწორეთ! ამოვიდა ყელში, – უკვე ფეხზე იდგა და ყვირილამდე ცოტაღა აკლდა
–რეზი, მესმის..
–კაი, ზაზა, კაი, ჩამოვალ და მივხედავ საქმეს, – ესღა უთხრა და გაუთიშა
გაღიზიანებულმა ამოიცვა იქვე მიგდებული შარვალი და სიგარეტს დასწვდა
–დედიჩემისა ვჭამე დასასვენებლად რომ წამოვედი რა! –შეიკურთხა თავისთვის და სიგარეტს მოუკიდა
–რა მოხდა მამა? –მოესმა ზურგს უკან
–გაგაღვიძე ლუკა? – შებრუნდა შვილისკენ და ფანჯარასთან, სავარძელში ჩაჯდა. ფართოდ გამოაღო და წამსვე იგრძნო ოთახში დატრიალებული გრილი, სასიამოვნო ჰაერი.
–რა გაყვირებდა? – წამოჯდა ლუკა, ბალიში ამოიდო თავქვეშ და მობილურს დასტაცა ხელი
–არაფერი, სამსახურის საქმეა. ნაბახუსევი გაქვს, მა? – გაეღიმა შვილის დასიებული თვალების დანახვაზე
–უჰ, მემგონი, – თავზე მოიჭირა ლუკამ ხელები და მერე ზეწარი ყელამდე, სასაცილოდ ამოიწია, მხოლოდ ლამაზი სახეღა მოუჩანდა
–რამე წვნიანი ვჭამოთ მამი და საკაიფოდ იქნები, – გაეცინა ისევ და წამოდგა
–რა მოხდა რედაქციაში? – ჰკითხა, თუმცა უინტერესოდ და ძირს დაგდებული ჩანთისკენ გაიწია
–არაფერი, არაფერი, – ამოიოხრა გაღიზიანებულმა და ისევ ფანჯრიდან გაიხედა – ოჰ, გაუღვიძიათ გაბრიელს და სანდროს. ჩვენც შევუერთდეთ, ადე. მე შევიდე აბაზანაში თუ ჯერ შენ შეხვალ?
–შედი, დედას დავურეკავ მანამდე, – ბალიშში ისევ თავით ჩაემხო ლუკა
–კი ბატონო! არ გააგრძელო იცოდე ძილი! და მარიამს ნუ ეტყვი საწოლამდე ვარაუდით რომ მოხვედი, – თვალები დააწვრილა რეზიმ
–არც მასე გადავრეულვარ! – ხელები აღმართა მაღლა ლუკამ და ისე გაიცინა, როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე, ხმით და გულიანად.

***
სამსახურში მისვლისთანავე თავის კაბინეტში შევიდა, ზაზას დატოვებული საბოლოო მონაცემები გადაიკითხა და გაბრაზებული ჩამოჯდა საკუთარ სავარძელზე. რამოდენიმე წუთი ფიქრს მოანდომა, მერე მდივანს დაუძახა და შემოსვლა სთხოვა
–ანა, ზაზას სთხოვე ერთ საათში დაიბაროს ჩემთან ახალი თანამშრომელი, ამ თვის ტირაჟების თაობაზე
–რაიმე უფრო კონკრეტული ხომ არ გადავცე, ბატონო რეზი?
–არა, არა, მიხვდება, უთხარი რომ ველოდები
–კარგით, – კაბინეტი დატოვა ანამ
მომავალი ერთი საათი საბუთების მოწესრიგებას დაუთმო, ცხელი ჩაი შემოატანინა ანას და უკვე სრულიად თავისუფალი, მშვიდად ელოდა თანამშრომელს, რომელმაც მთელი თვის ზარალი მოუტანა. ცოტახანში აცნობა კიდეც მდივანმა, რომ მასთან იყვნენ და კარში შემოატარა გოგონა. მაგიდიდან თავი ასწია თუ არა რეზიმ, შეშფოთება დაეტყო სახეზე
–გამარჯობათ, ბატონო რეზი, – ამოილაპარაკა ნინამ და გაუბედავად დადგა მის წინ
წამით თვალები გაუშტერდა გოგონას ტუჩებზე, რომელსაც კბილებს შორის, ნერვიულად იქცევდა ნინა, მერე კი მიხვდა, რომ გონს უნდა მოსულიყო
–დაჯექი, ნინა, – მიმართა და ოდნავ წინ გადაიწია
უხმოდ ჩამოჯდა, ნაწყენი ბავშვივით უყურებდა, დატუქსვას რომ ელიან და წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავენ
–როგორ არ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა შენ ყოფილიყავი.. – თავი გააქნია უკმაყოფილოდ რეზიმ და ორივე ხელი აიფარა სახეზე
–ბატონო რეზი, ძალიან ვწუხვარ! რაც დამავალეს იმას ვაკეთებდი, როგორც ჩანს, ჩემი ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა, – ატიტინდა ნინა და რეზიმ წამით თაზოს ტასოს მიამსგავსა, დედ–მამას რომ უმტკიცებს ხოლმე უდანაშაულობას
–ნინა, როცა რაიმე საქმეში არაკომპეტენტური ხარ, იცი რა უნდა ქნა? – ოდნავ ხმამაღლა შესძახა რეზიმ და ვერც შენიშნა, როგორ შეხტა გოგონა.
–არ უნდა მოკიდო ასეთ საქმეს ხელი! – აგრძელებდა ისევ და მწველი მზერით უყურებდა მის წინ მჯდომს – არაფერს მეტყვი?
–ბოდიშს ვიხდი, თუ რამე დავაშავე.. –საყვედურნარევი ტონით ჩაილაპარაკა ნინამ
–იცი, რომ რედაქციას ვალები აკიდე შენ შენი დაუფიქრებლობითა და არაპროფესიონალიზმით? – თავი ვეღარ შეიკავა რეზიმ და ხმამაღალი ტონი გაურია ხმაში.
ნინა დაიბნა, მთელ სახეზე წამოწითლდა, მერე კი ისე მწარედ მოიკვნიტა ტუჩი, სისხლი წამოუვიდა. ცოტაც და იქვე, უფროსის წინ ატირდებოდა. რეზიმ გოგონას მდგომარეობა შენიშნა თუ არა ელდა ეცა, ვერც მისი დამშვიდება შეძლო და ვეღარც სახეში შეხედა. სწრაფად წამოდგა სავარძლიდან და მისგან ზურგით, დიდი შუშაბანდისკენ შებრუნდა
–დავტოვებ სამსახურს.. –მოესმა ნინას ჩურჩული
ამის გაგონებისას მკვეთრად შემობრუნდა
–რა თქვი? –ჩაეკითხა და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ
–მე..
–ნინა, ისწავლე თავისუფლად ლაპარაკი! – გაეცინა უცებ, თუმცა წამში დაასერიოზულა სახე
–შენ სულ გარბიხარ? მითხარი ერთი, შეცდომებს უშვებ და ასე გარბიხარ? ასეთი გოგო ხარ? ასე აპირებ?
–არა, რა თქმა უნდა, არა, – გული ამოაყოლა სიტყვებს ნინამ და ღრმად ჩაისუნთქა
–ასეთი რამ მეორედ არ განმეორდეს, – დაუთბა ხმა – თუ რაიმე ისეთი საქმე მოგანდეს, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ, აუცილებლად შეატყობინებ ამის შესახებ ვისაც საჭირო იქნება. ან ისწავლი და შემდეგ შეუდგები საქმეს, ან სხვას გადააბარებ. გასაგებია? –დაასრულა ბოლოს და აწყლიანებულ თვალებში ჩააჩერდა
–გასაგებია, ბატონო რეზი, – თავი მხნედ დააქნია
–ახლა თავისუფალი ხარ, აბა შენ იცი, წარმატებები, ნინა! –გაუღიმა ბოლოს.
იყვირა, იჩხუბა, გაბრაზდა, თითქმის აატირა და ბოლოს წარმატება უსურვა თბილი ტონით. ნინა დაბნეული და სასოწარკვეთილი გამოვიდა კაბინეტიდან და საერთო ოფისისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა.

_______

გამარჯობათ! პირველად ვაზიარებ ჩემს ისტორიას, ამიტომ ცოტა მენერვიულება:დდ თუ მოგეწონებათ, დაინტერესდებით და წაიკითხავთ შემდეგ თავებსაც, დიდი სიამოვნებით ავტვირთავ^^скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი მერო

განაგრძე კარგიაა. მე ველოდები

 


№2  offline წევრი P.A.

მერო
განაგრძე კარგიაა. მე ველოდები


დიდი მადლობა!<3

 


№3  offline წევრი ანნა ა

მომწონს და ველი ახალ თავს. წარმატებები! heart_eyes

 


№4  offline წევრი P.A.

ანნა ა
მომწონს და ველი ახალ თავს. წარმატებები! heart_eyes

მიხარია ძალიან თუ მოგწონთ, მადლობა დიდი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent