შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული არაფერი(თავი 2)


9-11-2018, 17:03
ნანახია 240

განსაკუთრებული არაფერი(თავი 2)

თავი 2
მძღოლმა მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა. საიდანაც ნახევარ კილომეტრშიდაც კი მოდიოდა ხმამაღალი მუსიკის ხმა. ტაქსისტს ფული მივეცით და ეზოში შევედით, სადაც კანტა კუნტად რამდენიმე ბიჭი და გოგო იდგა. სახლის წინ დიდი ბუშტებით სავსე აუზი იყო, თუმცა ჯერ არავინ ბანაობდა. არა, ისედაც ცივა და მითუმეტეს აქ ჩასვლა ხო საშინელება იქნება. ჩემთვის განსაკუთრებით, რადგან ცურვა არ ვიცი.
-ვაიმეე, ერთი სული მაქვს ამ აუზში როდის ჩავხტები.- თქვა აღფრთოვანებულმა ტრისმა.
-კარგი რა ტრის, ამ სიცივეში?- ვკითხე მობეზრებულმა.
-ჯერ სექტემბერია ასე, რომ ძალიანაც არ ცივა, შენ კიდე გამყინვარება ხარ და შეგცივდება აბა რა იქნება.-
-ჰაჰა, გავიცინოოთ.- დავეჭყანე და ორი ნაბიჯით გავასწარი, როდესაც სახლიდან მარკი გამოვიდა და ჩვენს წინ აისვეტა. ტრისი ჭკუაზე არ იყო ისე გაუხარდა.
-ალისაა, ბეატრის, როგორ ხართ?-
-კარგად შენ?-
-რავი არამიშავს, როგორ მოახერხე ეს, რომ წვეულებაზე წამოიყვანე?- მიუბრუნდა ტრისს.
-მე ჩემებური ხერხები მაქვს ძმაო.- ძმაოთი კი მიმართა, მაგრამ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ორივეს ბავშვობიდან უყვართ ერთმანეთი. მის მიმართვაზე მარკს სახე შეეცვალა, თუმცა მალევე მოვიდა გონს.
-ძალიან კარგი, მე ახლავეს მოვალ, თქვენ შედით.-
-კარგი გელოდებით.- უთხრა ტრისმა და ორივე სახლში შევედით. წამშივე მეცა ალკოჰოლის და სიგარეტის გამაბრუებელი სუნი, რომელიც საშინელება იყო. ხველა ამიტყდა, მაგრამ მალევე გავჩერდი, რადგან ცოტა შემრცხვა კიდეც ჩემი მდგომარეობის. მე და ტრისი ბარისკენ წავედით, როდესაც მარკიც მოგვიახლოვდა.
-აბა გოგოებო, რას დალევთ?-
-მე არაფერს არ ვსვამ.-
-კარგი რა, რას ქვია არ სვამ, ერთ ჭიქას ყველა დავლევთ.-
-არა მარკ, არ შემიძლია.-
-კი, კი შეგიძლია. აი ნახავ ერთ ჭიქას, რომ დალევ მალევე შეეჩვევი... რამე ძლიერი მიეცით ამ გოგონებს, მე კი ტეკილა, ბევრი ყინულით.- უთხრა ბარმენს და კვლავ ჩვენ მოგვიბრუნდა.
-ცოტა დავლიოთ და მერე ჩემს ახალ მეგობრებს გაგაცნობთ.-
-მართლა? რა კარგია.- წამოიყვირა ტრისმა და ტაშიც დააყოლა. მას ყოველთვის მოწონს ახალი ადამიანების გაცნობა და მეგობრების შეძენა. ეს მე ვარ ასეთი ჩაკეტილი. ისე ბავშვობიდან მიკვირდა როგორ შევეჩვიეთ მე და ტრისი ერთმანეთს. ეს ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი, მაგრამ რაც არის, არის. ჩვენი ბედი ყოფილა ასეთი. ბარმენის მიერ გამოწოდებული, რაღაც ვარდისფერი სასმელი ავიღე და ერთი დალევით ჩავცალე, მაგრამ შემიძლია ვაღიარო, რომ ასეთი საშინელებ, ცხოვრებაში არ დამილევია. ყველაფერი ჩამწვა, თითქოს ჩემს სხეულში ცეცხლი აგიზგიზდა.
-ხომ მაგარი იყო?- მკითხა ბარმენმა.
-ეს რა იყო? რა სასმელია?-
-სასმელი დიდი არაფერი, მთავარი ისაა რაც შიგნით გავურიე.-
-რა? რა შეურიე სასმელში?- ვკითხე გაოცებულმა.
-ცოტაოდენი ნარკოტიკი.-
-რაა? მოიცა მარკი და ტრისი სად წავიდნენ?- გვერდით მოხედვისას უეცრად გავიაზრე, რომ ახლოს არცერთი არ იყო, შემდეგ კი მოცეკვავე ბრბოს შორის შევამჩნიე მათი სხეულები და ცოტა დავმშვიდდი.
-ნუ გეშინია, ძლიერი არ არის, მაგრამ მაინც გაერთობი.- ბარმენის სიტყვები ყურში ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩამესმოდა და გამოსახულებასაც ბუნდოვნად ვხედავდი. ბარბაცით წავედი კიბეებისკენ, რათა საპირფარეშო მომეძებნა. ძლივს ავაღწიე მეორე სართულზე და კედელს ხელდაყრდნობილი გავყევი. რამდენიმე ნაბიჯში საშინელი თავბრუს ხვევა ვიგრძენი და მთელი სხეული ამტკივდა. თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა და ისედაც ბუნდოვანი გარემო უფრო მეტად გაუფერულდა. კედელთან ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე, არ ვიცი რატომ, მაგრამ მთელი სხეული ამიკანკალდა და სიცივე ვიგრძენი. რა მჭირს? რა გამიკეთეს?
-გთხოვთ, ვინმე დამეხმარეთ.- ამოვილუღლუღე ძლივს. რამდენიმე წუთში ვიღაცის ხმა მომესმა.
-ალისა? რა გჭირს? კარგად ხარ?- უცნობმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები მომწმინდა. ბუნდოვნად ვხედავდი სახეს, მაგრამ მისი სურნელი და ხმა სასიამოვნოდ მეცნობოდა.
-ჯანდაბა, ამოიღე ხმა, კარგად ხარ?- ისევ შემარყია და თავს ძალა დავატანე, რომ პასუხი გამეცა.
-ა-რ-ა.- ხმა, ჩახლეჩილი და შეცვლილი მქონდა. ცოტა ხანში ძლიერი მკლავების შეხება ვიგრძენი და უცნობს მკერდზე ავეკარი. თავი კვლავ საშინლად მტკიოდა, მაგრამ სხეული დამიმშვიდდა და აღარ მაკანკალებდა. მალევე ვიგრძენი, რაღაც ცივის შეხება, შემდეგ წყლის ხმაც გავიგე და ვეცადე სილუეტი გამერჩია, მაგრამ უშედეგოდ. უცნობის ხელები სახეზე ვიგრძენი, რომელიც პირს მბანდა. თვალებზე ნაზად გადამატარა თითები, შემდეგ კი პირსახოცით შემიმშრალა. კვლავ ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხქვეშ იატაკი და ამჯერად რბილ ლოგინზე აღმოვჩნდი. ნელ-ნელა გავარჩიე სილუეტი და როდესაც პირველი დახმარების ყუთით ხელში მდგომი ლიამ პეინი დავინახე, გაოცებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ყუთიდან რაღაც წამლები ამოიღო და გამომიწოდა.
-არ ვიცი რა დალიე და რამდენი, მაგრამ ეს გამოგიყვანს მდგომარეობიდან, ასე, რომ დალიე.- მისი გამოწვდილი წამლები გადავყლაპე და წყალი დავაყოლე, შემდეგ კი მთელი სხეულის ტკივილისა და კანკალისგან შეწუხებული საწოლში მოვიკუნტე.
-მ..ც...ივა.- წარმოვთქვი და გაყინული ხელები ერთმანეთზე გავასავსავე. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ მომეხუტა ლიამის თბილი სხეული უკნიდან და საბანი დამაფარა. მის სხეულზე ვიყავი აკრული და ტანში ელექტროდენი მივლიდა. პირველად ვიყავი ბიჭთან ასეთ სიტუაციაში და საწინააღმდეგოს ვერაფერს ვაკეთებდი. ტკივილისგან დამძიმებული თვალები, მალევე დამეხუჭა და ჩამეძინა.
თვალები, რომ გავახილე თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი, რადგან უცხო ოთახში, უცხო საწოლში ვიწექი. მერე გამახსენდა წინა ღამეს მომხდარი ამბავი და სახეზე ალმური მომედო. როგორ შევრცხვი, ახლა ალბათ გონია, რომ ლოთი ვარ და იმდენს ვსვამ, რომ საბოლოოდ ვითიშები. ნეტავ ვინ იყო ის ბარმენი ნარკოტიკი, რომ გამირია სასმელში? მადლობა ღმერთს, უკვე კარგად ვარ და არაფერი მტკივა. ფეხზე წამოვდექი და საწოლთან დაყრილი ჩემი კეტები ჩავიცვი, შემდეგ კი სააბაზანოში შევედი. სარკეში ჩემი თავი, რომ დავინახე შიშისგან ხმადაბლა დავიკივლე. თვალის უპები ჩაშავებული, თვალები ჩაწითლებული, სახეზე ფერი არ მადევს და თმაც აბურდული მაქვს. ვეცადე ხელებით ცოტა წესრიგში მომეყვანა არეული თმა და დამეწყო, გამომივიდა კიდეც. კოსად დავიხვიე და სახეში წყალი შევისხი, ცოტა გამოვფხიზლდი, შევიმშრალე და გარეთ გამოვედი. ჩემი ჩანთა ტუმბოზე იდო, შევამოწმე და შიგნით ყველაფერი ადგილზე დამხვდა, კიდევ კარგი არაფერი დამიკარგავს. ახლა ყველაზე მეტად ამ სახლის შეუმჩნევლად დატოვება მინდოდა, რაც ცოტა არ იყოს რთული იქნებოდა. საძინებლის კარი გავაღე და ფეხაკრეფით ჩავედი პირველ სართულზე. მთელი სახლი გუშინდელი წვეულების შემდეგ, საშინლად არეული იყო. ბოთლები და ჭიქები მიყრილ მოყრილი. იატაკზე მტვერი, ტელევიზორი კვლავ ხმამაღალზე აწეული. მოკლედ საშინელება იყო. ძალიან მინდოდა ახლა ლიამის ერთი წამით ნახვაც კი, მაგრამ არ შემეძლო, რადგან როდესაც შევხედავ სირცხვილისგან ლოყები გამიწითლდება და ხმასაც ვერ ამოვიღებ. სამზარეულოდან ნაბიჯების ხმა გამოვიდა და ისე სწრაფად გავაღე კარი და გავვარდი გარეთ, რომ ჩემი თავის გამიკვირდა. მთელი ძალით გავიქეცი და მანამ არ გავჩერებულვარ, სანამ ლიამის სახლს კარგად არ მოვშორდი. გულამოვარდნილმა კი ნელი ნაბიჯებით გავაგრძელე გზა ჩემს სახლამდე.
დილის სუსხი კვლავ შემორჩენოდა გარემოს. საათს დავხედე და ჯერ ცხრა საათიც არ იყო. მთელი დღე მქონდა ჩემი თავისთვის. გონებაში დღის გეგმები დავაწყვე და ისე გავერთე, რომ მომხდარი საერთოდ დამავიწყდა. მალევე მივედი სახლში, მეორე სართულამდე სწრაფად ავირბინე კიბეები და სახლის კარი გავაღე. ჩანთა მისაღებში მდგარ დივანზე მივაგდე და პირდაპირ საძინებელს მივაშურე. შხაპი მივიღე, ვისაუზმე და ტრისს დავურეკე, რათა ჩემთან გამოსულიყო და ამბები მომეყოლა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ;)

შემდეგ თავს ველოდები მომწონს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent