შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (5)


10-11-2018, 22:28
ავტორი Moonlight17
ნანახია 661

მთვარის წითელი სონატა (5)

5. პირველი შეგრძნებები

***
- გაიწიეთ, ჰაერი სჭირდება.
მომესმა ხმა. თვალები ოსევ დამეხუჭა, ვერ ვმოძრაობდი, მტკიოდა. სხეულის თითოეული ნაწილაკი მტკიოდა. საბოლოოდ ხმებიც ბუნდოვანი გახდა და ყველაფერი სიჩუმემ მოიცვა.
თითქოს ქუხილი იყო, თითქოს საშინლად წვიმდა. ყურებში საშინელი ხმები მესმოდა.
- თვალების გახელა არ გინდა ზარმაცო ქალბატონო?
ეს ხმა.
თვალები გავახილე.
ან რაიცოდა რომ მეღვიძა? მეთვითონაც არ ვიცოდი.
საკუთარ სახლში ვიყავი, საკუთარ საწოლზე.
ანდრეას ყურადღება დიდად არ მივაქციე და წამოვჯექი.
- ვა დაკარგული გამოჩნდა. - რაც შემეძლო ცივად ვუთხარი, თუმცა იმის კითხვის ინტერესიც მკლავდა თუ რა მომივიდა.
- დაკარგული მეძახე და სახლამდე მე მოგიტანე.
- მომიტანე? რა კორეკტულიხარ!

აჰა! დაიწყო ჩემი ნერვების აშლა. რას ვნატრულობდი საერთოდ.
- ვარჯიშს იწყებ კარგი, გასაგებია, მაგრამ თავი კიარ უნდა მოიკლა.
ახლა წყნარი ტონი ჰქონდა.
ამჟავებული სახით გავხედე,
- მგონი მზის დარტყმა მიიღე. - მითხრა ბოლოს ფხუკუნით.
- არაუშავს გადავიტან. -ვუთხარი და აჩეჩილი თმა შევისწორე.
- წყალი ხომ არ გინდა ან რამე?
- რა მომიტან?
-არა, ადგები და აიღებ. -ხელები გადააჯვარედინა და გადაიხარხარა.
-უზნეო.
მივაძახე და ბარბაცით სამზარეულოში გავედი. მაგიდას დავეყრდენი, მინდოდა ყველაფრისთვის პასუხი მომეთხოვა, მაგრამ უბრალოდ ამის საშვალებას არ მაძლევდა.
- ანდრეა!
- გისმენ.
- სერიოზულად ცუდად ვარ. - ვუთხარი და სკამზე ჩამოვჯექი. სახე შეეცვალა, თითქოს შეცბა.
- მეე, მე რა გავაკეთო?
- სიგარეტი მომაწევინე.
ამაზე სახე შეეცვალა.
- თავი დავანებე.
- აფერისტო. - ვუთხარი და წამოვდექი რომ ოთახში დავბრუნებულიყავი. ჩემი თვალთმაქცობა იქეთ იყოს და მართლაც მეხვეოდა თავბრუ. კედელს მივეყრდენი. გამოსახულებები დიდდებოდა, მერე პატარავდებოდა.
ახლა მინდოდა მართლა საშველად დამეძახა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა.
***
თვალებს ვახელ, ვწევარ და ანდრეა ქორივით დამცქერის ზემოდან. თავს სუსტად ვგრძნობდი
- მოუსვენარო, ცოტაც და რომ არ გამოფხიზლებულიყავი საავადმყოფოში გაგაქანებდი.
- არ ხარ არაფრის ვალდებული.
ხმა აღარ ამოუღია და ერთი ღერი გამომიწოდა.
- აიღე თუ ეს დაგამშვიდებს. მაგრამ იცოდე, ეს უარესს გიზამს. უეჭველია მზემ დაგარტყა და გულს აგირევს, გამოგფიტავს. მომსვლია და ვიცი.
ეს ყველაფერი ისე მითხრა, თვალები გამიშტერდა სივარეტზე, რომელსაც ხელით მაწვდიდა. თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.
- კარგი გოგო ხარ. - გაეღიმა და ღერი ჯიბეში დააბრუნა.
- ადგომა მინდა და ვერ ვდგები.
ვუთხარი სრული სერუოზულობით. არაფერი უთქვამს, მაშინვე წელზე წამავლო ხელი და წამომაყენა.
- ახლა საით?
- აივანზე გამიყვანე, ჰაერი მინდა.
ხმა არ ამოუღია ისე დამეხმარა იქამდე მისვლაში. სარკეში საუკარ ანარეკლს შევხედე, საფერთქელთან ოდნავ შესიებული მქონდა
-მგონი პეპელა რომ დამეჯახოს, ისიც დამილურჯდება.- ჩემთვის ჩავილაპარაკე მას კი ჩაეცინა.
- მიყვარს აივნები.
გამეცინა, პატარა ბავშვივით იქცეოდა.
- რა აივნები ანდრეა, არქიტექტურა გიზიდავს?
- არა, ნოსტალგია.
გაიღიმა და ჰორიზონტს გახედა. ტაომ დამაყარა. ერთი თვის წინანდელი გამახსენდა. იოანეს დაბადებისდღე და დიდებული ანდრეა. არაფერი მითქვამს. ჩუმად ვიჯექი და უაზროდ მოღუშულ ხეებს შევყურებდი.
რამდენჯმე წუთი გავიდა მაგრამ ის უცვლელად მიყურებდა.უკვე საშინლად ავნერვიულდი, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა. ორჯერ გავხედე და გავუღიმე რაზეც იგივე რეაქციით მიპასუხა.მაგრამ ჩემი ყურება არ შეუწყვეტია.
-გცივა?- მკითხა და ვიგრძენი როგორ შეეხო მისი თბილი და ძლიერი ხელები ჩემს გაყინულ პატარა თითებს.დავიბენი, წამიერად ისიც კი დამავიწყდა რა მკითხა. ვერ ვახერხებდი პასუხის გაცემას ტუმცა ძალა მოვიკრიბე
- კი..შეგიძლია წახვიდე.
ვუთხარი რამდენიმე წუთის შემდეგ.
- მაგდებ?
- არანაირად. არხარ ვალდებული აქ იყო, არ მიცნობ წესიერად.
ჩაეცინა.
- იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე შენ ფიქრობ მარიამ.
- ხოო? აბა დამიმტკიცე.
- დრო გავა და დაგიმტკიცებ.
თავდაჯერებულმა მითხრა. მეც აღარ შევდავებივარ. ალბათ გამკეთებელი იყო.
- შენზე არაფერი მსმენია
- მე შენზე ვიცი ბევრი. ეს საკმარისია.- მითხრა აუღელვებლად
- ცოტა ეჭვი მეპარება.
ჩაეცინა.
- კარგი, მკითხე რაც გაინტერესებს.
მოსაფიქრებლად ცოტა დრო მქონდა. პირველი რაც მომივიდა თავში ის ვკითხე
-სად გაქრი?
- რა?
- თითქმის ორი კვირა აორთქლდი.
- ეგ შენ ვერ მხედავდი თორე...- ჩაიცინა.
თვალები ავაბრიალე.ასე ვიყავით კარგი ხანი. რამდენიმე საათიც კი გავიდა ალბათ. მასთან გავიხსენი, საკუთარ ბავშვობას ვუყვებოდი. როგორ გადმომაგდო ლილუმ ხიდან და ამაზე მერე როგორ გავუბრაზდი. ისიც მოვყეცი იოანე რომ გავიცანი როგორი დაბალი იყო და ერთ წელიწადში უკვე თავ აწეული რომ ვუყურებდი.
- არაფერს იტყვი?- ვკითხე ცოტახნის შენდეგ სიცილით.
- განაგრძე- ღიმილით მითხრა და მოაჯირს დაეყრდნო. მიყურებდა და ეწეოდა. მიყურებდა თითქოს აქამდე გოგო არ ჰყავდა ნანახი. ვერ ვხვდებოდი ჩემში რას ხედავდა, რა აინტერესებდა. წამით ვფიქრობდი რომ ყველაფერი მოჩვენებითი იყო და ფანტაზიას მიმყოლი გოგონა ვიყავი.
მახსოვს მისი თვალები,ნაცრისფერი, მთვარესავით რომ შემომნათოდა,მზერა რომელიც საუბრის უნარს ნელნელა მიკარგავდა,თვალს ვარიდებდი რადგან ვიცოდი,რომ საშიშია მისი დიდხანს ყურება საშიშია არა იმიტომ რომ შემიყვარდება, არა,აქ სიყვარული არაფერ შუაშია მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ,რომ როდესაც ასე მიყურებდა ვეღარ ვფიქრობდი ვეღარაფერზე.სულელი გოგოსავით ვიჯექი და სრულ იდიოტობებზე ვლაპარაკობდი ის კი ჩუმად იდგა ვერ ვხვდები რატომ?რატომ მალაპარაკებს მე იდიოტივით და უცბად მხოლოდ ორ სიტყვას ამბობს
-უნდა გაკოცო…

დადადამ! ემოციები! კრიტიკა!
გელით ❤️скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Sopo

Momwons velodebiii shemdegs ar daagviano ra <3 :*

 


№2  offline წევრი Moonlight17

მადლობა არ დავაგვიანებ ❤️
Sopo
Momwons velodebiii shemdegs ar daagviano ra <3 :*

 


№3  offline წევრი iნათია

კარგია გააგრძელე მგონია წინ ძალიაან მაგარი რამე გველოდება

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.