შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე სიზმრები (თავი 6)


11-11-2018, 21:08
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 175

მძიმე სიზმრები  (თავი 6)

თვალები გავახილე, ადგილი უცნობი იყო,მაგრამ ზუსტად მახსოვდა ვის სახლში ვიყავი. მძაფრ მაგრამ საოცარ სურნელს ვგრძნობდი, რომელიც უცხო არ იყო. ყელზე კი რაღაც სიმძიმეს ვგრძნობდი. მალევე მივხვდი რომ ეს ცოტნეს ხელი იყო. თეთრი თბილი საბანი გვეფარა, ოთახის კედლები რუხი ფერის იყო, ჭაღი ძველებური მაგრამ ძალიან ლამაზი. ხელი ფრთხილად გადავწიე და ძირს დავუწყე ტელეფონს ძებნა. საათს დავხედე, მხოლოდ 7 საათი იყო. ოთახში შუქი შემოდიოდა, გარეთ მზის ერთი სხივიც კი არ ჩანდა. თავი მარჯვნივ გადავატრიალე და დავინახე მისი თეთრი სახე, რომელსაც ყველაზე მეტად მისი ქერა, ოქროსფერი თმები ამშვენებდა, ჩემი ყავისფერი თმის ფონზე კი მეტად ღია ჩანდა. ბაგეები იმაზე მეტად წითელი ჰქონდა ვიდრე დანარჩენ დღეებში დამინახავს, ეძინა წყნარად, მისი სუნთქვაც კი ისეთი მშვიდი იყო... შევეცადე გამეხსენებინა გასული ღამე, მაგრამ უნდა ითქვას არაფერი მახსოვდა გარდა იმისა, რომ ცოტნეს გამოვყევი და დედას ვუთხარი რომ მეგანთან დავრჩებოდი. მისი ხელი ფრთხილად ავწიე და საწოლიდან ფრთხილად წამოვძვერი, ტანს მხოლოდ მისი მაისური მიფარავდა, რომელიც მუხლებამდე მწვდებოდა, კვლავ მისი სვიტრი გადავიცვი. ოთახის კარი ფრთხილად გავხსენი და შევნიშნე უზარმაზარი ოთახი, საძინებლისაგან განსხვავებით არ იყო ძველებურ სტილში მოწყობილი, ერთი კედელი აგურით იყო შელამაზებული რომელიც თეთრად იყო გადაღებილი, დანარჩენ კედლებს ხისაგან გამოთლილი უზარმაზარი ორნამენტები ამშვენებდა. ხის კიბეებს ჩავუყევი, მაგიდაზე შევნიშნე ღვინის ბაკლები და ვეება წიგნები. არც თავი მტკიოდა, არც უძილობა მაწუხებდა, სახეც მწყობრში მქონდა, მაგრამ წუხანდელი ხამე ბნელით იყო მოცული. სამზარეულოსაკენ გავიკვლიე გზა, მაცივარი გამოვაღე და ავათვალიერე.
სალათი გავამზადე, ყავა, ომლეტი... ამასობაში ცოტნეც გამოჩნდა, თვალების სრესით შემობარბაცდა სამზარეულოში.
-ასე ადრე როგორ გაიღვიძე? მკითხა და თან სასაცილოდ დაამთქნარა.
-სიმართლე გითხრა არ ვიცი, აღარ მახსოვს წუხელ რა მოხდა... სახე მოვღუშე, მიხვდა ჩემს გამომეტყველებას და პასუხი სწრაფად დამიბრუნა.
-უბრალოდ ზომაზე მეტი დავლიეთ შემდეგ კი დაგვეძინა, მარტო არ იძინებდი... გეშინოდა
ხელები სახეზე ავიფარე, თავი უკან გადავაგდე.
-ღმერთო ჩემოო.
მზერა ჩემს სხეულზე გადაიტანა, მისი ეშმაკურად მოციმციმე თვალები ნელა ააყოლა ჩემს ტანს. სიმართლე გითხრათ საშინლად ვიგრძენი თავი, მის ტანსაცმელში გამოწყობილი, მის სამზარეულოში ვამზადებდი საუზმეს...
-მოდი დაჯექი, თვალებით მაგიდისაკენ ვანიშნე.
მაგიდასთან ჩამოჯდა და ყლუპი ყავა მოსვა.
-რა ბედნიერებაა როდესაც დილით ვახშმის მომზადება თავად არ გიწევს, ვერ წარმოიდგენ რა გემრიელია. გამეღიმა, ჩემი თხელი და გაყინული თითები ფინჯანს შემოვაწვდინე.
-წუხელ... თქვა გაღიმებულმა შემდეგ კი პაუზა გააკეთა, არ აპირებდა მსგავსი რამის თქმას, წამოსცდა
-წუხელ რა? მეც სხარტად მივუგე.
შეცვლილი იყო თითქოს, ის სიცივე და სიუხეშე გაქრა, მაგრამ რაღაც ნაწილი კვლავ მანახებდა მის ბნელ მხარეს.
-გაგიკვირდება რომ გითხრა 2 წელია გიყურებ და შენი ასეთი მშიშარა და დაბნეული მხარე არასოდეს დამინახავს. იცი შორიდან სულ სხვანაირი ჩანხარ, ყოველთვის მეგონა რომ ძალიან ამაყი იყავი, მაგრამ სულ სხვანაირი ხარ...
ვეცადე ყოველგვარი რეაქცია დამემალა, კედელზე დაკიდულ საათს შევხედე.
-ჯობია გავიდეთ, არ მინდა სკოლაში დავიგვიანო.
-კი მაგრამ წიგნები? ჩანთა? სახეზე გაკვირვება შეეტყო.
-არაფერია როგორღაც მოვაგვარებ. ავალ ზემოთ ჩავიცვამ და ჩამოვალ.
***
-არაა... დაიცადე ჯერ არ დაძრა მანქანა, ტელეფონი დამრჩა.
თვალები გადაატრიალა , ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მომაწოდა.
-ოოხ ევა... მალე დავიგვიანებთ.
სახლის კარი დიდი ჭიდილის შემდეგ ძლივს გავხსენი, ავედი ზევით ოთახში და დავუწყე ტელეფონს ძებნა. სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი და შევნიშნე მაგიდაზე,
გავიგონე რაღაცის დამსხვრევის ხმა... გადავიკისკისე და ვუთხარი.
-ეს შემოსვლა ფატალურად დაასრულე, ჯობდა არ გადმოსულიყავი მანქანიდან. კართან რომ მივედი იქ ვერავინ დავინახე, მანქანაში კი შევნიშე ცოტნე რომელსაც თავი სავარძელს ჰქონდა მიყუდებული. დავიბენი, სახლიდან გამოვედი და კარი ჩავკეტე, მანქანას მივვარდი და მინაზე დავუკაკუნე.
-ევა რას ელოდები დაჯექი...
-არაა... შენს სახლში ვიღაც არის.
გაიკვირვა და თან ღიმილი შეეპარა.
-შეუძლებელია ევა დაჯექი.
მანქანაში ჩავჯექი, ღვედი გადავიჭირე და ვუთხარი.
-რაღაცის მტვრევის ხმა გავიგონე, არ მომჩვენებია.
ხმა არ ამოუღია, მეც შეშინებულმა ვერაფერი ვუთხარი, მთელი გზა მშვიდად მოვდიოდით, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. თითქოს ჩვენს შორის უეცრად დიდი კედელი აღიმართა. სკოლას მივუახლოვდით, მანქანა გააჩერა და ძრავი გამორთა.
-ახლა რა იქნება? ვკითხე ცყნარი ხმით, სახე ჩემსკენ მოაბრუნა შევნიშნე მისი ცივი მერა რომელმაც ადგილზე გამყინა.
-ჩემი ნომერი შენს ტელეფონშია, თუ რაიმე მოხდება შეგიძლია დამიკავშირდე. მანქანიდან დაბნეული გადმოვედი, არც კი დავემშვიდობე.
ვიდექი სკოლის შენობის წინ, ნისლი ნელ-ნელა მოიწევდა ჩემსკენ, სახეზე ნაზად რამოდენიმე წვიმის ბურთულა ჩამომიგორდა, ხელები ყფრო და უფრო მეყინებოდა.
***
-ევაა... გამოფხიზლდი საყვარელო.
თავი ოდნავ შევატოკე და დავინახე ჩემს წინ მდგარი მეგანი, რომელიც არანორმალურივით იქნევდა ჩემს სახესთან ხელებს, სულელური გამომეტყველება ჰქონდა და არანორმალურად იღიმოდა.
-შენ რა... უკვე ბიჭებს მოყეხარ სკოლაში?
-მეგან კარგი რაა... ძველი მეგობარია ვუთხარი და თავი მოვაჩვენე ისე თიტქოს ყველაფერი რეალური იყო.
-ვერ ვიჯერებ... თვით ცოტნე ბაგრატიონმა მოგიყვანა სკოლაში თავისი მანქანით...
თვალებბი გამოფართოვდა და გაკვირვებით ვკითხე
-ცოტნე ვინ?
-შენი ძველი მეგობარი ხო?
-ხო უბრალოდ არასწორად გავიგე გვარი და გამიკვირდა.
-სკოლაში მისვლას აზრი არ აქვს... გაკვეთილები არ ტარდება, მთელს კლასებს ამოწმებენ "ზურაბის" მკვლელობის კვალს ეძებენ.
ვისხედით მე და მეგანი, ხან რას მეტყოდა ხან რას, მე კი კვლავ ჩარჩენილი ვიყავი დილანდელ სიტუაციაში... უცნაურია იყო ცოტნეს ნაირი ადამიანი... მისი გვარიც კი არ ვიცოდი და მასთან ერთად მეძინა... უჩვეულოა ყველაფერი, ვერასოდეს გაიგებ ხვალ რა გველოდებაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი მაილი

ნუ ზარმაცობ რააა❤️ დიდი თავები დადე დავიტანჯე ქალი... რადროს იცი შეწყვეტა. მაგარია❤️❤️

 


№2  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

მაილი
ნუ ზარმაცობ რააა❤️ დიდი თავები დადე დავიტანჯე ქალი... რადროს იცი შეწყვეტა. მაგარია❤️❤️

ფიზუკურად ვეღარ ვასწრებ დიდი თავების წერას... მადლობა kissing_heart
--------------------
milla

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.