შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გადამიფიქრო! (თავი 5)


12-11-2018, 00:19
ავტორი P.A.
ნანახია 9 343

არ გადამიფიქრო! (თავი 5)

***
–სწრაფად რა, სანდრო, სწრაფად! დაგესვი მე, რას აიჩემე ანერვიულებული ხარო! – ძმაკაცზე იყრიდა ჯავრს და ერთ ადგილას ვერ ისვენებდა რეზი. ნინას ნამტირალები ხმა ყურებიდან არაფრით ამოსდიოდა
–მოკეტე ახლა და დაეტიე შენ ადგილას! – უკანა სავარძლიდან გადმოსძახა თაზომ.
მალევე მივიდნენ, თუმცა შორი მანძილიდანვე რამოდენიმე საპატრულო მანქანა შეხვდათ, რომელთაც გზა გადაეკეტათ. არავის უშვებდნენ, ამიტომ რეზის რამოდენიმე ნაცნობთან გადარეკვა მოუხდა. ცოტახანში მხოლოდ ისინი გაატარეს და გაჭირვებით, უამრავი საპატრულო მანქანის ავლით შეძლო სახლის ეზოში შესვლა სანდრომ. სამივე სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და დაუფიქრებლად, მაშინვე სახლისკენ წავიდნენ. რეზიმ უკვე დაფარულ ცხედარს შეავლო თვალი და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. წარმოიდგინა რა დღეში იქნებოდა ნინა და სწრაფად შევიდა ბიჭებთან ერთად სახლში. ეგონა ძებნა დასჭირდებოდა, თუმცა მალევე შენიშნა ბექას მხარს მიხუტებული გოგონა და მისკენ გაემართა. ბექამ პირველმა შენიშნა მამაკაცი, ფრთხილად მოშორდა ნინას, უხმოდ შეეხო ხელით მხარზე რეზის და მოშრებით გადგა. ნინას თავი არ ჰქონდა აწეული, რომ რეზის უკვე მის მკლავებში ჰყავდა მოთავსებული. დასიებული თვალებით ახედა და ძლიერად შემოაჭდო ხელები კისერზე, სახე მის ყელში ჩამალა, ცოტაც და ალბათ ისევ ატირდებოდა
–შეგეშნდა არა ძალიან? – ნაზად ჩამოუსვა თავზე ხელი და მისი აკანკალებული სხეული მუხლებზე გადაისვა
–რა კარგია, რომ აქ ხარ! – ამოიჩურჩულა ნინამ
–ახლავე სახლში წაგიყვან.. ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდი და ნუ ფიქრობ ნურაფერ ცუდზე, კარგი? – სვენებ–სვენებით ელაპარაკებოდა და პერიოდულად თავზე აკრობდა ტუჩებს.
ნინა მის კალთაში გაყუჩდა, თვალებიც მოხუჭა ცოტახნით, რეზიმ კი მშვიდი ხმით დაიწყო გამოკითხვა, თუ რა მოხდა. ბექამ და ცოტნემ ყველაფერი დაწვრილებით აუხსნეს. როგორც აღმოჩნდა, პოლიციელებს მათთვის წასვლის საშუალება არ მიეცათ, რადგან ყველას დაკითხვა საჭირო იყო. რეზიმ ამაზე უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და ბიჭებს გახედა
–გადაურეკე ისევ თომას და ეს რამოდენიმე კაცი გავიყვანოთ ამ დაკითხვების გარეშე, – შესთავაზა ძმაკაცს თაზომ
–ჰო, ასე ჯობია, – მობილური ამოაცურა ჯიბიდან და უფრო მეტად მოეხვია ნინას. სანამ თომა უპასუხებდა, დანარჩენებსაც გადახედა
–ნუღა ტირით, მთავარია თქვენ კარგად ხართ! – სიმკაცრენარევი ხმით მიუგო გოგონებს და მობილურზე ლაპარაკი დაიწყო
–თომა, ჩემი ნაცნობები არიან აქ, ძმურად მომიგვარე რა, მთელი ღამით დაკითხვებზე ნუ მატარებინებ, ხო ხვდები.. – ამოილაპარაკა და თავზე გადაისვა ხელი. ცოტახანში კმაყოფილმა დააქნია თავი. ყველაფერი მალევე მოაგვარა, მხოლოდ რამოდენიმე ოფიცერთან გასაუბრება მოუწია თომას დარიგებისამებრ, მერე კი დივანზე მომლოდინეთ მიუბრუნდა
–მანქანით რომელი ხართ? – ჰკითხა ბიჭებს
–მე ვარ, შეგვიძლია უკვე წასვლა? – წამოდგა ცოტნე
–ჰო, მე ნინას წავიყვან, თქვენც უკან გამომყევით მანქანით, ერთად ვიაროთ გზაში, ყოველი შემთხვევისთვის. მოემზადეთ გოგონებომ – განკარგულება გასცა და ნინა წამოაყენა ფეხზე
–ჯიგარი ხარ, ძმაო, გადაგვეხადოს! – მეგობრულად ჩამოართვა ხელი ცოტნემ და ბექას მიუბუნდა – ლუკას, ლადოს და გიორგის ვიპოვი და დავბრუნდები ახლავე. გოგოები მანქანაში ჩასვი შენ, – სწრაფად დატოვა ოთახი.
რეზის გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, როცა საკუთარი შვილის და მისი უახლოესი მეგობრების სახელები შემოესმა და ბიჭებს გადახედა. ის–ის იყო გაიფიქრა დამთხვევააო, რომ ვაჟიშვილი დალანდა ცოტნეს გვერდით.
მთელი ტანი დაეძაბა და ღრმად ამოისუნთქა, რომ როგორმე თავი შეეკავებინა, თუმცა სულ ტყუილად. შეშფოთებული, შეშინებული გამომეტყველება აეკრა სახეზე, როცა გაიაზრა მისი შვილიც აქ, ამ სიტუაციაში, ამ მდგომარეობაში იყო. არანაკლებ გაკვირვებული ლუკაც ადგილს მიეყინა და ლადოს კითხვა, რა უნდოდა მამამისს აქ, არც გაუგია
–ლუკა, აქ რა გინდა? – წამოიძახა რეზიმ და ისე სწრაფად ეცა მხრებში შვილს, რომ ყველა იქ მყოფი ერთიანად გაქვავდა
–მამა.. მამა, შენ რა გინდა აქ? – შეშინებული ჩანდა ლუკა. რეზის მოეჩვენა, რომ თვალები აწყლიანებოდა შვილს. მისი სულ ოდნავი თრთოლვაც შენიშნა და საკუთარი შეშფოთება მაშნვე უკუაგდო, მთელი ტანით მოიზიდა და გულზე აიკრა.
–მამა, მოკლეს, დავინახე როგორ მოკლეს.. – ამოიჩურჩულა ლუკამ და გატყდა, მიხვდა, რომ მტკიცე გამომეტყველებას ვეღარ შეინარჩუნებდა
–ვიცი, მა, ვიცი. რატომ ხარ აქ ლუკა? ბიჭებო, აქ რა გინდათ? რატომ არ ვიცოდი აქ თუ იყავით? – ახლა ლადოს და გიორგის უყურებდა და გაბრაზების თავიც არ ჰქონდა.
სამივეს კარგად ყოფნაში რომ დარწმუნდა, მერეღა გაახსენდა, რომ ამ ყველაფერს ნინა შეესწრო და მისკენ ძალიან ფრთხილად მიბრუნდა. დაინახა, როგორ ეყრდნობოდა ბექას მკლავს გოგონა და ახლა უკვე შიშისგან კი არა, იმედგაცრუებისგან სცვიოდა ცრემლები
–რეზი, შვილი გყავს? – თვითონაც არ იცოდა, საიდან მოძებმა ამდენი გამბედაობა, რომ ხმა ამოეღო
–ნინა, ახლა ამის დრო არაა, – ამოიოხრა და სახეზე ჩამოისვა ხელი.
მერე სწრაფად, სანდროს და თაზოს გადახედა და მათაც, უთქმელად გაიყვანეს გარეთ ლუკა, ლადო და გიორგი.
–მათთან ერთად წავალ, არ მომეკარო, – თავი გააქნია ნინამ, როცა მისკენ გაიწია რეზი
–ნინა, არაამეთქი ამის დრო! ახლა სახლში მიგიყვან, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ! – სუსხი გაურია ხმაში და ნინას წინააღმდეგობის მიუხედავად, მხრებზე შემოხვია მარჯვენა ხელი
–რეზი, ჩვენ მივიყვანთ.. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, – ფრთხილად შეხედა ბექამ
–არ არის საჭირო, თვითონ მივხედავ! – გაბრაზდა რეზი და ისეთი განრისხებული მზერით შეხედა ბიჭს, ბექას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა
–ასეთ ანერვიულებულს ვერ გაგატანთ, რეზი, – ახლა ცოტნე გამოიწია მისკენ
რეზიმ ამოიოხრა, ხელი შეუშვა ნინას და სახე ააწევინა
–მაპატიე.. მაპატიე და უფლება მომეცი, რომ ხვალ ყველაფერი აგიხსნა, კარგი? – უდიდესი ტკივილი იგრძნობოდა მის ხმაში.
ნინა სწრაფად მოშორდა და მისგან ზურგით, გოგოების წინ დადგა. ერთი სული ჰქონდა რეზი წასულიყო, რომ თავისთვის უფლება მიეცა ყველა ემოცია გარეთ გამოეშვა. რეზი მიხვდა, ახლა მისი ძალით წაყვანა, ყველაზე დიდი შეცდმა იქნებოდა, ამიტომ ბექას გაყინული სახითა და ხმით შეუთანხმდა, რომ მისი სახლში დატოვებისთანავე შეატყობინებდნენ და გარეთ გამოვიდა. სანამ მანქანამდე მივიდოდა, სიგარეტს მოუკიდა. თავი უსკდებოდა და წამით მოუნდა რომ ეღრიალა, თუმცა იცოდა, ესეც კი ვერაფერს უშველიდა. მისთვის დატოვებულ ადგილზე, სანდროს გვერდით მოთავსდა და უკან მჯდომ ბიჭებს გადახედა
–ნამდვილად კარგად ხართ სამივე? – ჩაეკითხა ჩავარდნილი ხმით და შვილს გაუსწორა მზერა.
თავი დააქნიეს, სანდრომ მანქანა დაძრა და საშინელ აურზაურს მალევე მოშორდნენ. მთელი გზა, არცერთ მათგანს ამოუღია ხმა. რეზი წინასწარ ალაგებდა სათქმელს შვილისთვის. ნერვიულობდა, რომ ტრამვირებული და გაკვირვებული იქნებოდა, თუმცა როცა მისი ხმა გაისმა სრულ სიწყნარეში, სრულიად ადეკვატური და მშვიდი ჩანდა
–მა..
–ჰო, ლუკა, –მანქანაში მსხდომთ მოეჩვენათ, რომ გული ამოაყოლა პასუხს რეზიმ
–შენ რა, ნინა გიყვარს? – ჰკითხა და ისევ თვალწინ დაუდგა მამის მის წელზე მოხვეული ხელი, გრძნობით ანთებული თვალები და გოგონას უცნაური ჩახუტება, რომელიც შორიდანვე შენიშნა
–ჰო, მა, მიყვარს.. – შუბლი მოიზილა მარჯვენა ხელით რეზიმ
–კარგი გოგოა ძალიან ნინა! – არ დაუნახავს, თუმცა მიხვდა, როგორ ჩაეღიმა ვაჟიშვილს. იმასაც მიხვდა, როგორ დაკრა თაზომ მხარზე ხელი ლუკას და სანდროს ღიმილიანი სახეც შენიშნა.
რა უნდა მომხდარიყო, რომ ლუკა მის გვერდით არ ყოფილიყო, მამის გულში არ ჩეხედა და არ დაენახა ის, რასაც მხოლოდ ერთეულები ხედავდნენ. რეზიმ სიამაყე იგრძნო შვილის გამო და თბილი გამომეტყველებით შეხედა. ახლა ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა..

***
მთელი კვირა ისე გავიდა, ნინა ვერაფრით დაითანხმა დალაპარაკებაზე რეზიმ. უკვე ნერვები ეშლებოდა მის სიჯიუტეზე, მაგარამ არ უნდოდა რაიმე დაეძალებინა. ხვდებოდა, როგორ ატკინა და ისღა დარჩენოდა, სამსახურიდან სახლში მიმავალისთვის შორიდან ედევნებინა თვალი. რამოდენიმეჯერ, როცა გვიანობამდე უწევდა ნინას მუშაობა, თავს ვერაფერი მოუხერხა და მანქანით გაჰყვა უკან. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ სახლში მშვიდობით მივიდოდა. პატარა ბიჭივით იყო, პირველად რომ უყვარდება და ყველაფერს აკეთებს ამ სიყვარულის დასაცავად. თავადაც ხვდებოდა საკუთარ მდგომარეობას, თუმცა ახლა ყველაფერზე იყო წამსვლელი, ვერაფრით დაეთმო.. ვერაფრით ეთქვა უარი.. უთქმელობა ორივეს სტკიოდა. ნინა ყოველდღე აწყლიანებული თვალებით, რეზი კი ძმაკაცებთან სმით იტანდა მძიმე დღეებს. ვერ წარმოედგინა თუ ასეთი ძნელი იქნებოდა მის გარეშე. განსაკუთრებით მაშინ გაუჭირდა, როცა კვირის ბოლოს, კაფეტერიაში, სხვებთან მჯდომი ხელებაკანკალებული ნინა შენიშნა, რომელმაც სულ ორიოდ წამით გამოხედა ტკივილნარევი გამომეტყველებით რეზის. მაშინ მიხვდა, რომ საკმარისი იყო, სწრაფად წამოდგა და ისე მიუახლოვდა, გარშემომყოფთა მზერები არაფრად ჩააგდო
–ნინა, გთხოვ, გამომყევი.. – თითქმის დაიჩურჩულა და ამდენი ხნის შემდეგ, პირველად შეეხო სახეზე ხელის თითებით
–საქმე მაქვს, ბატონო რეზი, – იმდენი გაღიზიანება, იმხელა ტკივილი იგრძნობოდა მის ხმაში, რომ რეზის მოუნდა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაელეწა.
არც ახლა გაყვა, არც ახლა მისცა საშუალება რაიმე აეხსნა. ეთქვა, როგორ უყვარს და როგორ ნანობს, რომ სიმართლე ვერ გაუმხილა. ღრმად ამოიოხრა და უკვე ცარიელ ადგილს მიაშტერდა. იმ ადგილს, სადაც წამის წინ ნინა იჯდა. გაცეცხლებული დაბრუნდა კაბინეტში, ვერაფრით მშვიდდებოდა. გაღიზიანებულმა აიღო ტელეფონი და სანდროს და თაზოს დაურეკა. ახლა რომ არ დაელია, ალბათ გული გაუსკდებოდა.

***
ფეხარევით, ძლივს მივიდა სახლის კარამდე. საკმაოდ ბევრი დაელია ბიჭებთან ერთად, თუმცა მაინც არ დარჩა თაზოსთან. კიბეებზე სვენებ–სვენებით, სასაცილოდ ადიოდა, რომ არ წაქცეულიყო და თან ხმამაღლა ბურტყუნებდა, „სად წავიღე გასაღები, ფუ ამის, სად არის..“. მერე იპოვა, გამარჯვებული შეძახილით შეათამაშა ხელში და ის იყო კარისკენ წავიდა, რომ ერთ ადგილას გაშეშდა.
კიბეეზბზე ჩამომჯდარმა პატარა სხეულმა სული გაუყინა. ათასი რამ იფიქრა ერთ წამში, სიხარული და სიბრაზე თითქოს ერთდროულად შემოაწვა. ნინა უხმოდ აკვირდებოდა მამაკაცს
–მთვრალი ხარ, – თქვა ბოლოს ბავშვური ხმით და წამოდგა
–ნინა, იცი რომელი საათია? – ასეთ მდგომარეობაშიც კი მოახერხა გაბრაზება.
ერთი კვირა ულაპარაკოდ, უთქმელად, ტკივილიანი ერთი კვირა გაძლო მისი მონატრებით და ახლა, როცა საკუთარი სახლის კართან დაინახა, იმაზე ღელავდა, რომ შუაღამისას სახლში არ იყო. თითქოს გამოფხიზლდაო, სწრაფად მოუახლოვდა და მიუხედავად იმისა, რომ მონატრება კანს უწვავდა, ვერ მოახერხა შეხებოდა. სწრაფად გააღო კარები და ოდნავ გვერძე გადგა, რომ ნინა შეეტარებინა
–ასე გვიან არ უნდა გამოსულიყავი, უნდა დაგერეკა! – იმეორებდა ისევ
–შეგიძლია ცოტახნით დაივიწყო, რომ გვიან გარეთ გამოვედი და გაიგო რატომ ვარ აქ? – თვალები აუცრემლიანდა ნინას.
რეზისთვის ბოლო წვეთი იყო მის სახეზე ტკივილის დანახვა. სწრაფად მივიდა მასთან და ზუსტად ისე ჩაიკრა გულში, როგორც მათი ბოლო შეხებისას.
–მაპატიე, მაპატიე, გთხოვ.. – ეჩურჩულებოდა და თავზე აკრობდა ტუჩებს
–რა მთვრალი ხარ, რეზი! – გაეცინა უცებ ნინას და ისე სწრაფად მიაკრო ტუჩები მისას, რომ რეზის წამით სუნთქვა შეეკრა
–ეს ნიშნავს, რომ მაპატიე არა? – ჩაეკითხა თვალებმჭუტული და სახეზე გადაატარა ხელები
–როგორ მჭირდებოდა ეს პატარა სახე, როგორ მენატრებოდი და მაკლდი. შენ კიდევ პატარა ბიჭივით მახვეწნინებდი.. იმას მაკეთებინებდი, რაც თვრამეტი წლის მერე არ მიკეთებია.. რას მმართებ, ნინაჩკა? –ღიმილით, საოცარი სითბოთი ლაპარაკობდა
–მინდა რომ დავილაპარაკოთ! – ეცადა, რაც შეიძლება მკაცრად ეთქვა ნინას, თუმცა მისმა სხეულმა, რომელიც უფრო მეტად ააკრა რეზისას, მაშინვე გაყიდა. ეტყობოდა, სულაც აღარ ბრაზობდა.
მამაკაცს ხმამაღლა გაეცინა მის საქციელზე და წელზე მოუჭირა ორივე ხელი
–დამელოდები, რომ წყალი გადავივლო? ცოტა აზრზე უნდა მოვიდე, – ცხვირზე წაკრა თითი
–რა თქმა უნდა.. – სწრაფად მოშორდა და დივანზე მოთავსდა, მაგიდიდან რეზის ლეპტოპი აიღო, რომ დრო გაეყვანა
–მშბლებს რა უთხარი, სად მივდივარ ასეთ დროსო? – ისევ შუბლშეკრულმა კითხა და დაუდევრად გაიძრო ფეხსაცმელები
–იციან, რომ ნანოსთან.. – სიტყვა გაუწყდა, როცა უკვე წელს ზევით შიშველი, საოცრად მამაკაცური რეზი დაინახა.
მისმა რეაქციამ რეზის ყურადღებაც მიიპყრო და ნინასკენ მობრუნდა. როდესაც დაინახა როგორ მიშტერებოდა გოგონა, ძველებურად გადაიხარხარა და ოთახისკენ წავიდა
–კარგი ნინაჩკა, დანარჩენს აბაზანაში გავიხდი! – გამოსძახა იქინდან და ცოტახანში მხარზე გადაგდებული პირსახოცით და ფეხშიშველი დაბრუნდა
–ნუ ხარ ბოროტი! – გაბუსხა ტუჩები ნინამ და უაზროდ მიაჩერდა მონიტორს
–არ მოიწყინო! – ესღა უთხრა რეზიმ და სწრაფად დატოვა ოთახი.
დაბრუნებულს, უცნაურად ღიმილიანი ნინა დახვდა. უფრო კომფორტულად მოწყობილიყო, ფეხები აეკეცა და თბილი ჟაკეთიც იქვე მიეგდო. მხრებმოშიშვლებული იჯდა და რაღაცას დაკვირვებით უმზერდა ლეპტოპში
–რას აკეთებ? – გაეღიმა მის შემხედვარე რეზის და პირსახოცმოხვეული ისევ საძინებელში გაუჩინარდა
–სულ ლუკას სურათები გაქვს, და ბიჭების, მაგრამ ყველგან ლუკაა, ყველა ფაილში, – მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავდა, რეზის არ გასჭირვებია გამოცნობა რომ გოგონა ამას სახეზე ღიმილაკრული, თბილი გამომეტყველებით ამბობდა.
–ჰო.. თამაშებიდან რომ დადის სხვადასხვა ქვეყნებში, მიგზავნის ხოლმე და ვინახავ, – ოთახიდან უკვე სპორტულ შარვალსა და მოკლესახელოებიან ზედაში ჩაცმული გამოვიდა. ნინამ სულ სხვა სხივი შენიშნა მის თვალებში, როცა ვაჟიშვილზე ლაპარაკობდა. მოეწონა მისი ასეთ ფორმაში დანახვა, აქამდე მხოლოდ შარვალ–კოსტუმში ან მუქი ფერის ჯინსებში მყოფი ჰყავდა ნანახი
–თქვა, რომ უფროსი ასაკის ჯგუფშია.. – ახლა მამა–შვილის საერთო სურათს გაუშტერა მზერა – აქ რამსიგრძე თმა გაქვს, თითქმის ლუკასავით! – წამოიძახა უცებ.
რეზის გაეცინა, მის გვერდით ჩამოჯდა და მუხლი დაუფარა დიდი ხელით
–რამდენი გილაპარაკიათ შენ და ლუკას, – ტუჩები მიაკრო საფეთქელზე
–როდის აქვთ თამაში? ხომ წამიყვან? – ჰკითხა უცებ და ზურგით აეკრო მკერდზე, რომ კარგად მიხუტებოდა
–მეგონა, მის გამო არ მელაპარაკებოდი! – შუბლშეკრულმა წარმოთქვა
–მის გამო, არა, ნუ ურევ. იმის გამო, რომ დამიმალე.. – ლაპარაკს სერიოზული სახე მიეცა
–ნინა, მეშინოდა შენი რეაქციის.. – ხელი მოხვია მუცელზე რეზიმ და თითებით მიეფერა
–ასეთი გაუგონარი, ასეთი შეუგნებელი გეგონე? – უცებ მიბრუნდა მისკენ და თვალებში შეხედა
–ძალიან რთულია შენი სიმართლით იმ ადამიანს ატკინო, რომელიც ასე ძალიან გეძვირფასება, ნინა!
რეზის სიტყვებმა ხმა ვეღარ ამოაღებინა, ოდნავ მოხუჭა თვალები და ისევ მიეხუტა
–ჩაი გაგიკეთო? – კისერზე მიაკრო ტუჩები მამაკაცმა და მის მარცხენა მხარს ფრთხილად მოაშორა ბრეტელი
–ხომ იცი, რომ არ მიყვარს.. – ამოიბურტყუნა მისი საქციელით გაწითლებულმა – ყავა გამიკეთე, თუ გინდა
–კოფეინი ასე გვიან არ შეიძლება, ნინა! გგონია, ხვალ სამსახურს გააცდენ? – უკვე ამღვრეული ხმით ლაპარაკობდა რეზი და ახლა მის მხარზე დაატარებდა ბაგეებს
–რეზი.. – დაიჩურჩულა მთლიანად მისით მოცულმა და თავი უკან გადააგდო, მის მკერდს მიაყრდნო ძლიერად.
რეზი გონს მოეგო, მიხვდა, როგორ აურია გრძნობები და შიშით, რომ თვითონაც თავს დაკარგავდა, ღრმად ამოისუნთქა
–ახლა არა.. ასე არა.. – ნინას ყურთან დაიჩურჩულა და ჩაეცინა
–რეზიი! – ამოიწუწუნა ნინამ და ამჯერად მთლიანად შემობრუნდა მისკენ. ლეპტოპი სწრაფად დახურა და მაგიდაზე გადადო
–რაო, ნინაჩკა? – ეშმაკური ღიმილით უმზერდა
–ბევრ ქალთან გქონია ურთიერთობა? – ჰკითხა უცებ
–რა კითხვებია, ნინა? – გაეცინა და მკლავებზე ჩაავლო ხელები, თავისკენ მოქაჩა
–მითხარი..
–გააჩნია შენ ბევრში რას გულისხმობ, – ისევ ისე იღიმოდა რეზი და ნინას მეტად აღიზიანებდა მისი მშვიდი და თავდაჯერებული მზერა
–აი მე, მაგალითად, სულ სამიოდე შეყვარებული მყავდა შენამდე, – გულახდილად გაუმხილა და კისერზე შემოაწყო ხელები
–ოჰო! აბა მომიყევი ერთი! – განაბული სახით შეხედა და ინტერესი დაეტყო გამომეტყველებაზე
–ჩვენ შენზე ვლაპარაკობდით.. – გაახსენდა ნინას და სახე მიუტანა ახლოს. რეზის აგიჟებდა მისი სუნი, უნდოდა მთელი სხეული დაეკოცნა მისთვის და ახლა, მის წინ, ასე ახლოს მჯდარს ძლივს უძლებდა. თავის ფეხებში გადახლართულ ნინას წვრილ, ლამაზ ფეხებს დაჰყურებდა და ეღიმებოდა
–38 წლის კაცს, ცოტა ქალი ეყოლებოდა ნინა? – უთხრა ბოლოს და შენიშნა თუ არა მისი გაბუტული გამომეტყველება, ნიკაპზე მოსდო კბილები
–მეტკინა, გიჟო! – წამოიძახა ნინამ და თავი გასწია უკან
რეზიმ გადაიხარხარა, გვერდულად შეხედა
–ნუ მიყურებ ასე.. – უთხრა ჯერ ისევ ნაწყენს და თავი ააწევინა
–როგორ, ასე?
–აი ასე! პატარა, გატუტუცებული ბავშვივით! – უცებ აიტაცა ხელში და საძინებლისკენ წავიდა
–რას აკეთებ? – აღშფოთება დაეტყო ხმაში ნინას
–ვიძინებთ.. დილას ადრე უნდა ადგე, გაემზადო და სამსახურში წაბრძანდე. არ შემიძლია მე გამოუძინებელი, უუნარო თანამშრომლები ჩემს რედაქციაში, – მოჩვენებითი სიმკაცრით წარმოთქვა და ლოგინზე ჩამოსვა თვალებგაფართოებული გოგონა.
სანამ ნინა ხმას ამოიღებდა, უკვე საცვლისამარა იდგა რეზი, მერე მას მიუახლოვდა და ისე სწრაფად გადააძრო ზედა, დაყვირებაც ვერ მოასწრო
–რეზი, რას აკეთებ! – წამოიძახა ისევ და ბიუსტჰალტერზე სწრაფად აიფარა ორივე ხელი
–გაიძრე ეგ შარვალიც და ნუ მემალები, მოგცემ ახლავე ზედას, – კარადისკენ მიბრუნდა და იქიდან ნაცრისფერი, დიდი ზომის, შესაშურად დაკეცილი ტანისსამოსიდან ერთ–ერთი მაისური გამოიღო. რომ შემობრუნდა, ნინა ისევ ისე იჯდა საწოლზე და განაცრისფრებული სახით უყურებდა
–ნინა, უბრალოდ დავიძინებთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.. – მის მუხლებთან დაიხარა და დამამშვიდებლად გაუღიმა
–კარგი.. არ შემომხედო! – უთხრა უცებ.
რეზის ძალიან მოუნდა ხმამაღლა გაცინება, თუმცა გადაწყვიტა მაგრად მოეკუმა ტუჩები, მუხლებზე დაადო პერანგი და მისგან ზურგით დადგა.
–მოვბრუნდე? – სიცილნარევი ხმით ჰკითხა ორიოდ წუთში და პასუხს არც დალოდებია, ისე შემობრუნდა.
მის ზედაში საოცრად მიმზიდველი, სექსუალური მოეჩვენა და ისე სწრაფად მოხვია ხელი წელზე, თვითონაც ვერ მიხვდა
–ძალიან ლამაზი სხეული გაქვს, ნინაჩკა! – თბილი, ხანგრძლივი კოცნა მოაყოლა სიტყვებს.
მერე დაწვა, ისიც მოიწვინა გვერძე და თხელი გადასაფარებელი მზრუნველად შემოუკეცა მეორე მხარეს. რომ მიხვდა, გოგონა დისტანციას იჭერდა, გაეცინა, სწრაფად მოხვია ხელი და სხეულზე აიკრა
–ძილინების.. – ამოუჩურჩლა მის ყურთან
–ძილინების.. – თბილად გაიჟღერა ნინას ხმამაც და ნიკაპქვეშ ამოუდო თავი.
რეზი გრძნობდა მის აჩქარებულ გულისცემას და ძალიან ოდნავ მოცახცაზე მხრებს, რაც ყველაზე დიდ ბედნიერებად მიაჩნდა იმ წამს.
–ყველაზე გემრიელი ნაბახუსევი მექნება ხვალ დილას! – ამოილაპარაკა ჩუმად და თავი მის თმაში ჩამალა.

***
ნაშუადღევს გამოეღვიძა, თბილ საწოლში იცვალა გვერდი და რომ გაახსენდა, ღამე სად გაათია, სწრაფად წამოხტა ფეხზე. ოთახში მარტო იყო, სახლში სიწყნარე სუფევდა. თვალები პატარა ბავშვივით მოისრისა და ბალიშს მიეყრდნო. მოპირდაპირე მხარეს, საათს გაუსწორა მზერა და რომ დაინახა, თითქმის ნახევარი დღე გასულიყო, სწრაფად წამოფრინდა საწოლიდან. გაოცდა, როცა აღმოაჩინა, რომ სახლში მარტო იყო. ისევ საძინებელში დაბრუნდა, ლოგინზე ჩამოჯდა ფეხებაკეცილი და რეზის ნომერი აკრიფა
–დილამშვიდობის, უქნარა! – გაიგო მეორე მხრიდან მისი თბილი ხმა და ბედნიერება ჩაეღვარა გულში
–დილამშვიდობის.. სად ხარ? რატომ არ გამაღვიძე? სამის ნახევარია!
–კოცნით დაგახრჩე და აზრზე ვერ მოგიყვანე, მერე დამენანე, – ეცინებოდა რეზის
–სამსახურის გაცდენა არ შეიძლებოდა, რეზი, – ამოიწუწუნა
–დამშვიდდი, არაფერი დაშავდება, შენს უფროსს მე დაველაპარაკები, – გადაიხარხარა უცებ
ნინამ მობეზრებულად გადაატრიალა თვალები, თუმცა თავი ვერ შეიკავა და მასაც ჩაეცინა
–ადექი ახლა, თუ გინდა წყალი გადაივლე, ახალი პირსახოცები მეორე საძინებელში, კარადაში დევს, მერე ყავა დალიე და გემრიელად ისაუზმე. დილას გიყიდე გემრიელი რაღაცები, სამზარეულოს მაგიდაზე ნახე.. – დაარიგა ბავშვივით
–თავი ზღაპარში მეგონებოდა, შენც რომ აქ იყო! – თვალები აუციმციმდა ნინას
–ბევრი საქმე მაქვს, ნინაჩკა, თორემ ვერაფრით შეველიე დილას შენს მოშიშვლებულ ფეხებს!
–რეზი! – წამოწითლდა ისევ, ინსტიქტურად ზეწარი გადაიფარა ბარძაყებზე
–წავედი ახლა, ლექციები გააქვს დღეეს?
–კი, შვიდზე. გავემზადები ახლა და სახლში გავალ ჯერ
–არ იჩქარო, გკოცნი! შეგეხმიანები ცოტახანში.. –უთხრა და გაუთიშა

***
ზღურბლზე არ ჰქონდა ფეხი გადადგმული, კატო რომ შემოეხვია ფეხებზე. ხელში აიტაცა ნათლული და მაგრად ჩაიკრა გულში
–ამოასუნთქე დე, მოდი აქ, – ჩამოსვა ანანომ და სახლში შეატარა ნინა
–დაანებე, იყოს რა. კატო, იყავი აქ, თოჯინა! – ხელი ჩაკიდა და ისე შევიდა ოთახში
–დიდხანს გელოდო ახლა? სად იყავი, დროზე! – ვეღარ ითმენდა ანანო და ინტერესიანი სახით შეჰყურებდა დაქალს, რომელიც აუღელვებლად იხდიდა ქურთუკს, ცალი ხელი კი მის მუხლებზე მოთავსებული კატოსთვის მოეხვია
–ნანო, ყავა გამიკეთე და ნუ აფორიაქდი, არაფერი მომხდარა, – თვალები დაუბრიალა სასაცილოდ.
ბურტყუნით წამოდგა და სამზარეულოდანაც ვერ მოითმინა, იქიდანვე გამოსძახა
–აბა ღამე იქ დარჩენა რამ მოგაფიქრა, საერთოდაც, რომ შეურიგდი არ უნდა გეთქვა?
–არც მე ვიცოდი ნანო ჯერ, – გაეცინა და ჩანთიდან ტკბილეულით სავსე პარკი ამოიღო
–დედაშენმა არ დაინახოს ამდენი შოკოლადები რომ გაქვს, დამალე სწრაფად! – უჩურჩულა ნათლულს
–კატო, სადილამდე არცერთს გაიკარებ! სამზარეულოში გაიტანე, სწრაფად! – ოთახში დაბრუნებულიყო ანანო და ამჯერად ორივეს ერთად უბრიალებდა თვალებს.
ნათლია–ნათლულმა ერთხმად, უკმაყოფილოდ ამოიოხრეს
–ნინა, რამე გქონდათ? – ყავა წინ დაუდგა და ისე ჰკითხა, კატოს რომ არ მოეკრა რაიმესთვის ყური
–არა.. – დანანებით ამოილაპარაკა.
მის რეაქციაზე გულიანად გადაიხარხარა ანანომ, გვერდით დაუჯდა დაქალს და თბილად მოეხვია მხრებზე
–რატომ გეჩქარება, ნინა?
–არ ვიცი.. სულ მგონია, რომ დავკარგავ და.. სულ მეშინია. თან ასეთი ამბების მერე.. სულ ვფიქრობ, იქნებ აღარ მოუნდეს. იქნებ, იფიქროს რომ ცუდი აზრია ჩემთან ყოფნა, – ბუტბუტებდა აღელვებული.
ამდენი ხნის დაქალს პირველად ხედავდა ასეთ დაბნეულს, ჩაფიქრებულსა და ჩამოუყალიბებელს.
–შენ გგონია რომ კაცები, რომლებიც ასე უყურებენ ქალს, მალე ივიწყებენ? იცი მაინც, როგორი თვალებით გიყურებს? – ეღიმებოდა ანანოს
–იქნებ ეიფორიაში ვარ და მეჩვენება? – ტკივილიანი ხმით ამოისუნთქა
–ჩვენც გვეჩვენება? ცოტნემ და ბექამ რა თქვეს იცი, სახლში რომ დაგტოვეთ კიკეთიდან? ახლა მაინც ვიცით ზუსტად, რომ სანდო ხელშია და იმედია სულელი ნინანო არ გააფუჭებს რამესო.
–ჩემზე თქვეს, სულელიო? – წამოიძახა უცებ
–ახლა ამას აქვს მნიშვნელობა? – გაეცინა ისევ ანანოს
–რომ არ გამოვიდეს? მე რომ შემიყვარდეს და მას არა? მგონი.. მგონი ძალიან მიყვარს, ნანო! – ამოიტირა და მის მხარზე ჩამოდო ცრემლიანი სახე
–მე კიდევ მგონია, რომ იმასაც უყვარხარ, – ეღიმებოდა და თავზე უსვამდა ხელს.
გაკვირვებული კატო ჯერ ინტერესით შეჰყურებდა მათ, მერე კი, რომ მიხვდა მისთვის არ ეცალათ, შოკოლადების მოპარვა და დედის უჩუმრად ჭამა დაიწყო, თან ნელ–ნელა თავისი ოთახისკენ მიიპარებოდა.

***
დეკემბრის შუა რიცხვები იყო. ნინა სწავლისგან და სამსახურისგან იმდენად გადაღლილი იყო, რომ წესიერად გამოკვებასაც ვერ ასწრებდა ხოლმე. საკმაოდ დასუსტდა და ხშირად ცივდებოდა. მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამის მიუხედავად, მაინც ვერ შეაგნებინა რეზის, რომ არაფერი იყო სანერვიულო. კაფეტერიაში, ისე რომ არავის აზრი აინტერესებდა, თავზე დაადგებოდა ხოლმე და ამოწმებდა რამდენად კარგად ჭამა ან მიიღო თუ არა საკმარისი სითხე. თანამშრომლებს ეცინებოდათ ასეთ მზრუნველს რომ ხედავდნენ მუდამ მკაცრ უფროსს, თუმცა ვერავინ ბევადვდა ხმა ამოეღო. ჩუმად, თავისთვის თვლიდა ყველა, რომ ნინამ სასწაულმოქმედი გზებით დაათბო მამაკაცი.
პირველი ზამთრის ვისურის დროს სრულიად შეურაცხადი გახდა რეზი. დილას, ახალგაღვიძებულზე ნინას ზარმა და ორიოდ წამის მერე მისმა წართმეულმა ხმამ თითქოს ამქვეყნად ყველაზე დიდი სანერვიულო გაუჩინა
–რეზი, არ მგონია დღეს მოსვლა შევძლო..
–ნინა, რა გჭირს ხმაზე? გაცივდი? – დასრულებული არ ჰქონდა წინადადება შეშფოთებით რომ ჰკითხა
–ჰო, უბრალო გაციებაა, გამივლის მალე, რას გადაირიე, – უნდოდა გაეცინა, მაგრამ ყელის ტკივილმა შეაწუხა და ოდნავ წამოიკვნესა
–რა გტკივა? წამლები დალიე, ახლავე! რამდენი გაქვს სიცხე? – მიაყარა კითხვები და მოუსვენრად დაიწყო ოთახში სიარული. თვითონ ვერც მიხვდა ზუსტად ისე რომ ღელავდა, როგორც მაშინ, მარიამის ზარისას, ლუკას ხელის მოტეხვის ამბავი რომ გაიგო. მაშინაც ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე.
–რეზი, კარგად ვიქნები, დამშვიდდი, – კიდევ ერთხელ ეცადა დაემშვიდებინა, თუმცა მას უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი.
ნახევარი საათიც არ იყო გასული მისი კარის ზღურბლზე რომ იდგა. მარიამის მშობლებზე მხოლოდ მაშინღა დაფიქრდა, როცა კარს მიღმა დედამისი შენიშნა
–გამარჯობათ.. – თავი დაუკრა ოდნავ და ის–ის იყო თავი უნდა გაეცნო მისთვის, რომ თინამ ფართოდ გაუღიმა
–რეზი ხართ, არა?
თავი დააქნია, სანდო ღიმილით ჩამოართვა ხელი და გაიფიქრა, ჩემს ნინაჩკას დედამისის ღიმილი ჰქონიაო
–სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ქალმატონო თინა, ძალიან სასიამოვნო! – იმდენად გულწრფელი იყო, თინამ ღიმილი ვერ მოიცილა სახიდან
–ჩემთვისაც, შემოდით, ნუ დგახართ..
სანამ სახლში შევიდოდა, ოთახიდან გამომავალი, წითელ პლედში გახვეული, თმააწეწილი ნინა შენიშნა და მისი ჩაშავებული უპეები დაინახა თუ არა, შუბლი შეეკრა
–ასე როგორ გაცივდი? – წამის მერე გულში იხუტებდა და თავზე აკრობდა ტუჩებს. თინას იქვე დგომა სულ აღარ ახსოვდა.
–ვიცოდი რომ მოხვიდოდი, ისე გამითიშე, – კიდევ უფრო მეტად დაკარგვოდა ხმა ნინას და რეზის გული მოუკვდა
–რამდენი გაქვს სიცხე? იწვი, ნინა! – ცხელ შუბლზე მიადო ტუჩები
–ეს რამდენი რამე მოგიტანია! – ხელიდან პარკები გამოართვა ისე, რომ პასუხი არ გაუცია და შიგნით ჩაიჭყიტა
–დე, ეს აიღე! – წამლების პარკი დედამისს მიაწოდა და თვითონ შოკოლადებს დასტაცა ხელი
–დამელაპარაკე, გამაგებინე ასე ერთ დღეში როგორ გაცივდი.. – გაბრაზდა რეზი
–დაბრძანდით, ყავაზე დაგპატიჟებთ, – ღიმილიანი ხმით ალაპარაკდა თინა
–რეზი რა, რეზი დამიძახეთ, ქალბატონო თინა, – გაუღიმა მანაც მკრთალად და ნინასთან ერთად ჩაჯდა ვიწრო სავარძელში
–ხოდა შენ თინა დამიძახე, ხომ დალევ ყავას? თუ ჩაი გირჩევნია?
–რომელიც გენებოთ, სულ ერთია ჩემთვის, –მიუგო და ისევ ნინას გადახედა
–ყავა უყვარს დე, უშაქრო, – გასძახა ნინამ და ისევ მოჭმუჭნა სახე ტკივილისგან
–ნუ ლაპარაკობ, მოისვენე რა, ყელიც გტკივა? – გულზე მიიხუტა ნინა და როცა თინა მოშრებით დაიგულა საოცარი სითბოთი აკოცა სიცხისგან აწითლებულ ტუჩებზე
–გადაგდებ რეზი შენც, ვირუსია რაღაც! – უნდოდა მისი მუხლებიდან ამდგარიყო, თუმცა ვერ შეძლო. რეზი ძლიერად ხვევდა მკლავებს სხეულზე.
–დალეული გაქვს წამლები? – ჰკითხა ისევ
–კი, დედაჩემმა დამალევინა..
–რა წამლები დალიე? – ჩაეკითხა და კარგად მოახურა პლედი მხრებზე
–რავიცი მე, – მხრები აიჩეჩა
–რა იცი? – რეზიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი – სამი წლის ხარ გოგო?!
–სამსახურში არ უნდა იყო ახლა? წადი შენ, კარგად ვიქნები, დედა სახლშია, – არ მიაქცია მის გაბრაზებას ყურადღება
–ცოტახანში წავალ, მინდა შენთან ვიყო, ძალიან ხარ გაციებული.
ნინამ მის ყელს მიაკრო სახე და სუსტად ჩამოადო ხელი მკერდზე
–ვირუსიათქო რაღაც, რეზი.. – ამოიბუტბუტა, თვალები ეხუჭებოდა
–ვირუსი კი არა, ორი ღამეა გარეთ, პატარა ბავშვივით დაბოდიალობ და მაგის ბრალია! – ყავის ჭიქით ხელში შემოვიდა თინა ოთახში
–რას შვრები? – ოდნავ მოაშორა თავი რეზიმ, რომ მისი სახე დაენახა. თვალებგაფართოებული ელოდა ახსნას
–მადლობა, დე.. – ამოიფრუტუნა და ტუჩები გაბუშტა
–სად დადიხარ, ნინა?
ბოლო რამოდენიმე დღე ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა რეზის და სამსახურის მერე მხოლოდ მის სახლში დატოვებას ახერხებდა, მერე კი.. მერე მხოლოდ ეხმიანებოდა. ახლა კი იგებდა, რომ ბოლო ორი დღეა ნინა ღამით, სადღაც დადის. თვალებაფართოებული, ბრაზნარევი მზერით შესცქეროდა სიცხიან ნინას
–თოვლი გვიხაროდა მე სალომეს და ბექას, რა იყო! – უნდოდა მტკიცედ ეთქვა, თუმცა ყელმა არ გაუშვა
–თოვლში დაბოდიალობ ღამღამობით? – ისევ აღშფოთება დაეტყო ხმაში
–ჰო, დიდი ამბავი, უჟმურო!
–და შენ ეს საქციელი ნორმალური გგონია? საერთოდ ვერ ხვდები, რომ თავს უნდა მიხედო, არა? პატარა ბავშვი ხარ? – ცდილობდა არ ეყვირა, თინასი ერიდებოდა
–მიყვარს თოვლი, რეზი.. ნუ მეჩხუბები!
იმდენად საყვარელი იყო ამ დროს ნინა, მოუნდა გადაეყლაპა, ერთიანად შეესანსლა.
–რატომ არ მითხარი ასე ძალიან თუ გიყვარდა თოვლი? – საოცარი ტკივილი იგრძნობოდა მის ხმაში.
და მერე.. გამოკეთდა თუ არა ნინა, ერთ–ერთ დღეს დასვენება აიღო და დილიდან, მთელი დღით გუდაურში აიყვანა. კარგად ჩაფუთნა, ისე რომ თვალებიც აღარ უჩანდა და ბევრი ცხელი კაკაოც მოამარაგა მისთვის. იმდენი არბენინა, ისეთ ღრმა თოვლში ჩაფლო რამდენჯერმე, რომ ნინამ გადაწყვიტა, მომავალი რამოდენიმე წელი თბილისის თოვლ–ჭყაპშიც კი არ გამოეყო ცხვირი გარეთ.

***
–რატომ გღვიძავს?
–ვერ ვწერ ამ ნაშრომს.. ვერ დავწერ და მერე მაგისტრატურასაც უნდა დავემშვიდობო.. აღარ შემიძლია, ორი დღეა წესიერად არ მინახიხარ. რეზი, მეტირება..
–ხვალ აუცილებლად გნახავ კარგად, ყველა საქმეს გადავდებ საღამოსთვის, გპირდები პატარავ! დაანებე დღეს ყველაფერს თავი, გვიანია, ხვალიდან შეუდექი ისევ. ნინა, გესმის?
–მენატრები რეზი..
–ნინა, ძალიან გთხოვ, არ გადამრიო ახლა..
–...
–ნინა, ტირი?
–მენატრები,აღარ დაგელაპარაკები, საერთოდ!
–ჩაიცვი..
–რა?
–ჩაიცვი, 15 წუთში ვიქნები შენთან, დღეს ღამე ერთად ვისეირნოთ. მიდი წამოხტი! და არ დამანახო ცრემლები..
–დილას შეხვედრა რომ გაქვს?
–გამოვდივარ უკვე, ემზადები?
–ჰო.. ჰო, ახლავე..
–მიდი, ღიმილიანი დამხვდი იცოდე, ნინა!

***
ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი რაღაცები ხდება, ზღაპარსაც ვერ უწოდებ. ბავშვობაში წარმოდგენილ ზღაპარზე ნათელი, ამაზე მეტია და შენც გინდება, რომ თითქოს დაუმსახურებელ ბედნიერებას ორივე ხელით ჩაებღაუჭო, შენკენ მოიზიდო და მთელი სხეულით, თუნდაც ტკივილამდე შეიგრძნო. გინდება წამები გაჩერდეს, გაიყინოს, თუნდაც იმავე პოზაში წლობით, დაღლამდე დგომა მოგიწიოს, ოღონდ ეს ბედნიერება არსად გაგექცეს.
მაშინაც, იმ საღამოს, ნინას ჰქონდა გრძნობა, რომ წუთი–წუთზე გამოეღვიძებოდა. აღმოაჩენდა, რომ მხოლოდ ეს სასწაულებრივი მომენტი კი არა, ყველა რეზისთან დაკავშირებული დღე გაქრებოდა. აქამდეც, ხშირად წარმოუდგენია, როგორ დაასკუპდებოდა მხარზე ბოროტი ანგელოზი და მის ყურთან აჩურჩულდებოდა : „გამოიგონე ნინა, არაფერი ყოფილა ნამდვილი, ყველა მოგონება შენი მოგონილიაო.“ ამ დროს ეცინებოდა ხოლმე და ცდილობდა, რაც შეიძლება მალე შეხებოდა რეზის სახეს.
და დადგა ის დღე.. მერე, რამოდენიმე ხნის მერე „ოცნების საღამოდ“ რომ მოიხსენიებდა ხოლმე ნინა ღიმილით. ჯერ ეგონა ეჩვენებოდა ცალ მუხლზე მდგარი, არაამქვეყნიურად სიმპატიური სახით მომღიმარი რეზი, თუმცა გამაყრუებელმა შეძახილებმა მალევე მოიყვანა გონს. ანანო ეუბნებოდა, მოისმინე თუ არა რეზის სიტყვები, პირი დააღე და ასე, გაშტერებული იდექიო. თვითონ ნინას კი მხოლოდ ის ახსოვდა, როგორ უსველდებოდა ლოყები და წამის მერე, როგორ ეკრობოდა ამქვეყნად მისთვის ყველაზე სანდო, ყველაზე მტკიცე სხეულს.
–მხოლოდ ერთი სიტყვის თქმაა საჭირო, ნინაჩკა! – ესმოდა სიცილნარევი ხმა, რომელშიც მხოლოდ მან თუ გაარჩია ლოდინისგან გაჩენილი საოცარი შფოთვა
–კი.. კი.. კი.. რა თქმა უნდა, რეზი, ვიქნები შენი ცხოვრების ბოლომდე! – გასცა მის კითხვას პასუხი და წამით ისიც კი იგრძნო, როგორ აფრინდნენ ორივე ერთად ღრუბლებში.
–მიყვარხარ! – ისევ ის გრძნობა, მთელ სხეულში რომ აღწევს და სუნთქვის საშუალებას არ გიტოვებს. პირველად ნათქვამი მიყვარხარ, მათ ნიშნობაზე, საკუთარ დაბადებისდღეზე. ნინას ეგონა, რომ ემოციებს ვეღარ შეიკავებდა და წუთი–წუთზე დაიფუშებოდა. უყვარდა ისე ძლიერად, რომ ეგონა, ამქვეყნად არავის არასოდეს ჰყვარებია მისნაირად.
–მიყვარხარ! –იცოდა, რომ თვითონაც უნდა გაეჟღერებინა, იცოდა და სჭირდებოდა კიდეც, იმდენად მოეწონა რეზის ხმით გაგებული.
შეუძლებელი იყო მათი სიყვარულის არშემჩნევა. ორი სხეული იმ მომენტში იმდენად უხდებოდა ერთიმეორეს, შეკრებილთ, მათთვის ყველაზე ახლო და ძვირფას ხალხს, აღფრთოვანების შეძახილები სწყდებოდათ. სიტუაცია ცოტა ჩაწყნარებულიყო ათასი მილოცვის მერე და ლამაზად მორთულ გარემოს მუსიკის ყრუ, სასიამოვნო ჰანგებიც დაერთო
–მა, გილოცავ.. – იმდენად თბილი იყო ლუკას შეხება, რეზის გააჟრჟოლა. მამამისის მერე ნინას გადაეხვია და ისე უშუალოდ, მეგობრულად გაუბა ლაპარაკი, რეზის უნებურად გაეღიმა. გული აუჩქარა მისთვის ორი ყველაზე ძვირფასი ადამიანის ასე ახლოს ყოფნამ
–რეზი, ყველაფერი მზადაა უკვე იქ, – გვერდით ამოუდგა სანდრო და მხარზე შეახო ღიმილით ხელი
–ჰო, რამოდენიმე წუთი ინებივროს დაქალებში და წავიყვან მერე, – გაეცინა რეზის და გოგოებში მოფარფატე ნინას გახედა, რომელიც თვალებაცრემლებული ყოველ ორ წამში თავის ახალ, თხელ თითზე ჩამოცმულ ბრილიანტის ბეჭედს დაჰყურებდა.
ბიჭებს ახლა ყურებამდე ტუჩებაწეული თაზო ამოუდგათ და სასაცილოდ გამოაცხადა
–მზადაა მანქანა!
–ჯიგარი ხარ. ორივე ჯიგრები ხართ, უთქვენოდ არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ მოვუყრიდი თავს, – გულწრფელად ალაპარაკდა რეზი და საოცარი სიამაყე იგრძნო მათი შემყურე
–ნუ გაახურე! კი არ ვივიწყებთ რაც შენ ჩვენ გოგოებზე გაქვს ნარბენი, – გააჩუმა სანდრომ
–ბავშვს მაინც მე მომანათლინებს, ნუ ეტენები – ხელი აიქნია თაზომ და რეზის და სანდროს სიცილი აუტყდათ
–მე ლუკა მოვუნათლე და მაგიტომ, ჭკვიანო! – შეახსენა სანდრომ და დაელოდა, როდის აფეთქდებოდა
–არ ვიყავი ეს დედააფეთქებული საქართველოში, ეს ბავშვი ხო მაგარი სულსწრაფია ყველაფერში, არც დამელოდა, ნაადრევად გაიჩითა. თორე ამას, მე არ ვჯობივარ? – თავი გააქნია ლუკასთან მოლაპარაკე კაკიას, ლუკას მეორე ნათლიისკენ.
ბიჭებს ისევ გულიანად გაეცინათ. რეზიმ ისევ შვილს გაუსწორა მზერა
–სანდრო, დატოვებ ხო სახლში ლუკას? ვუთხარი უკვე, უშენოდ არ წავა. არ გაუშვათ რა ტაქსით
–აბა რას ვიზამ, რეებზე მითანხმდები, როდის გამხდარა საჭირო ლუკაზე დარდი ჩვენ რო აქ ვართ!
–დაბნეულია, მეორედ ვარდება ცოდვაში, რა ქნას კაცო, – ისევ ხუმრობის ხასიათზე დადგა თაზო.
რეზი აღარ აყვა, მაჯის საათზე დაიხედა და ის–ის იყო ნინასთან მისვლას აპირებდა, თვითონ რომ გამოეყო ხალხს და ბიჭებისკენ წამოვიდა. უკვე ყველასგან ჰქონდა მილოცვა მიღებული, ამიტომ პირდაპირ რეზის აეკრა სხეულზე
–არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა.. –ამოიჩურჩულა და გაეღიმა, როცა მიხვდა, როგორ გაქრნენ მათ გარშემო რეზის ძმაკაცები
–ახლა უნდა მოგიტაცო, იცი? – დახედა მის მოციმციმე თვალებს
–რაა? სადმე მივდივართ? – შეშფოთება, სიხარული თუ შიში აღებეჭდა სახეზე, ვერ მიხვდებოდი. მხოლოდ რეზიმ იცოდა, რომ ყველა მათგანს გრძნობდა ნინა იმ წამს
–მომხედე.. არ მინდა, რომ ოდნავ დისკომფორტს მაინც გრძნობდე. ახლა მინდა უსაზღვროდ, შეუძლებლად ბედნიერი იყო. ნუ შეგეშინდება, ძალიან გთხოვ. გპირდები, ნინა.. გპირდები, რომ დღევანდელ დღეს არასოდეს ინანებ.
თითქოს ეს სჭირდებოდაო, სხეული მაშინვე მოუდუნდა და პატარა ხელი მჭიდროდ ჩაკიდა მისას. სწრაფად დაემშვიდობნენ ყველას და მანქანისკენ წავიდნენ. ხალხს მხოლოდ სანდრო და თაზო გამოეყვნენ ბოლო წამს, კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ძმაკაცს და მშვიდობიანი გზა უსურვეს.
მათი ზღაპარი ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო.. მარტის დასაწყისი იყო. ყველაზე მეტად ნინას უკვე მარტი უყვარდა, წლების მერეც, ყველაფრის მიუხედავად..

***
–ჩვენ რა, ბათუმში მივდივართ? – ბედნიერებისგან ბავშვურად ჩასჭიდა რეზის მარჯვენა ხელს თავისი ათრთოლებული თითები
–დაახლოებით..
ბათუმს გასცდნენ და ცოტახანში, საოცარ ზღვისპირა ადგილას აღმოჩნდნენ, დიდ, მთლიანად ყვავილებში ჩაფლულ სახლთან. მიუხედავად იმისა, რომ გვიანი იყო, რეზის ამაზეც ეფიქრა. მთელი სახლი ერთიანად ანათებდა, ჭიშკრიდან პლიაჟამდე კი რამოდენიმე, მოციმციმე ნათურებით გაკეთებული ბილიკი ამშვენებდა გარემოს
–ღმერთო, რა ლამაზია! – ჩურჩულებდა ნინა და მანქანიდან გადმოსული, განძრევასაც ვერ ბედავდა
–არ შეგცივდეს, მომავალო მეუღლევ – წელზე წაავლო ხელი რეზიმ და სახლისკენ წაიყვანა
–რეზი, საუკეთესო ხარ! იცი? რეზი, იცი? – იმდენად გულწრფელი და ლამაზი იყო ნინა, რეზის სუნთქვა ეკვროდა.
უცებ ჩამოშორდა, სწრაფად გაიქცა სახლისკენ, ისე, რომ არც დალოდებია. რეზი უყურებდა, თვალს ვერ აშორებდა და ღიმილი უპობდა სახეს. ახლა, მის მეგობრებს რომ შეეხედათ მისთვის, ვერაფრით იცნობდნენ. სულ სხვანაირი იყო, საოცრად გაბრწყინებოდა თვალები და პატარა ბიჭივით, მასაც უნდოდა ტრიალი დაეწყო პატარა ნინასთან ერთად
–მე კი შენნაირიად არავინ მყვარებია, იცი მაინც ნინა? – ჩაილაპარაკა თავისთვის და მისკენ წავიდა.
ახლა სახლის ნახვისას გაოცდა. პირიც კი დაეღო ოდნავ ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი და კიდევ ერთხელ ჩამოეკიდა რეზის კისერს. მერე მიხვდა, რომ სრულიად მარტო იყვნენ, სიხარულთან ერთად ისევ მოიცვა ნერვიულობამ და ჩვევამაც არ უღალატა, ნერვიულად დაიწყო ტუჩების წვალება
–დამიტოვე ეს ტუჩები მეც! – ცერა თითი გადაუსვა ორივე ბაგეზე ცალ–ცალკე ღიმილით რეზიმ და დამამშვიდებელი მზერით დააჩერდა ზევიდან
–არც კი მჯერა ამ ყველაფრის.. არ მჯერა, რომ რეალური ხარ.. – თვალები აემღვრა ნინას
–მოდი ახლა დავამტკიცოთ, რომ რეალური ვარ კარგი? – ამოიჩურჩულა რეზიმ და ისე სწრაფად აასრიალა მის მკლავებსა და თავზე კაბა, ნინამ გააზრებაც ვერ მოასწრო.
დიდ, ლამაზ საძინებელში იდგა საცვლების ამარა ჯერ ისევ სრულიად ჩაცმულ რეზისთან ერთად და ღაწვებაწითლებულს, თავიც ვერ აეწია ზევით
–შენ ის გოგო ხარ, აქეთ რომ მიწვევდი?
შიშით, რომ უფრო მეტად ანერვიულდებოდა, ნაზად მოხვია ხელები შიშველ მხრებზე და თვალი თვალში გაუყარა
–ვართ მხოლოდ მე და შენ, ნინა. მე და შენ.. მხოლოდ ჩვენ
–მე და შენ.. – გაიმეორა და ათრთოლებული ხელებით ჩაეჭიდა რეზის პერანგს
–აი, ასე, თამამად, ყველაზე ლამაზო გოგო! – ამღვრეული ხმით წააქეზა რეზიმ, როცა სუსტმა ხელებმა პერანგი შემოაძარცვა ტანიდან.
რეზიმ უკანასკნელად, კიდევ ერთხელ შეხედა დაკვირვებით ნინას სახეს და მის სიყვარულით სავსე, ნახევრად სიამოვნებისგან მოხუჭულ თვალებზე მიხვდა, როგორ გაეტაცებინა მის ფერებას გოგონა. საოცრად ნელა, აუჩქარებლად, შესაშური მოთმინებით დამოგზაურობდა უკვე მის სრულიად შიშველ სხეულზე და თბილად ეღიმებოდა მისი პატარა კიდურების შეხებისას. არ ეთმობოდა მოსაშრებლად, საკუთარ გულზე აკრული მიიყვანა ლოგინამდე და ისე ფრთხილად, სათუთად მიაწვინა ზედ ფრთხილი კოცნით, რომ ნინას ღრმა ოხვრა აღმოხდა ამოისუნთქვასთან ერთად. ახლა უკვე ორივე გამოუთქმელ გრძნობას მოეცვა, თითქოს ამ სამყაროში მხოლოდ ორნი იყვნენ, მხოლოდ რეზი და ნინა და არც არავინ იარსებებდა მათ გარდა. სწორედ იმ დროს, განსაკუთრებული ვნებით რომ შეეხო მის სავსე მკერდს, ყრუ ტკივილი იგრძნო ნინამ და თითქოს სიზმარს მოწყვიტესო, უკმაყოფილოდ შეეჭმუხნა სახე
–მორჩა.. დამთავრდა.. მაპატიე, მორჩა.. – გაისმა რეზის მშვიდი და ძალიან თბილი ხმა და თვალებით ისევ შეხვდა მას. წამით გაშეშდა, თითქოს რწმუნდებოდა, რომ კარგად იყო, მერე კი დაუვიწყარი სიამოვნების მორევში ჩაიძირა ორივე ერთად.
ნინა უკვე მიმხვდარიყო ამ არაამქვეყნიური გრძნობის სიძლიერეს, რომელიც თავს გავიწყებს და რეალობის შეგრძნებას მხოლოდ იმით გიტოვებს, რომ ტკბილ, ვნებიან სუნთქვას გრძნობ შენთან ახლოს. თითქოს ორის მაგივრად ერთი, საერთო სხეული იწყებს ფეთქვას, საერთო გული. ნუთუ ყველასთან ასე ხდება?! ნინას ეგონა, რომ მხოლოდ რჩეულებთან, მხოლოდ მათთან ვინც საკუთარი რეზი იპოვა, რადგან ახლა მხოლოდ ის იყო ყველანაირი ბედნიერების მომტანი და თანაზიარი.

***
დილა უჩვეულოდ დაიწყო, შეუჩვეველი სითბო იგრძნო სხეულქვეშ და მიხვდა, რომ რეზის ეწვინა გულზე, პატარა ბავშვივით. ოდნავ შეიშმუშნა, ცხვირი ააცმაცუნა და თვალები გახელის ნაცვლად, უფრო მეტად მოხუჭა
–გაიღვიძე ნინაჩკა? – თავზე შეეხო მისი ტუჩები და იგრძნო როგორ ჩაცოცდა რეზის მარჯვენა ხელი ზურგიდან საჯდომზე. გააჟრჟოლა..
–აბა, როგორ ისიამოვნე? – ხმაში ირონია და სითბო ერთდროულად ეტყობოდა და ნინას გაეღიმა. ეცადა რეზის მოთამაშე თითებზე არ გაემახვილებინა ყურადღება, ნიკაპი ჩამოაყრდნო მკერდზე და დაბლიდან ახედა
–ჩემთვის ჯერ–ჯერობით საუკეთესო ღამე იყო, შენთვის? – ჰკითხა აბრჭყვიალებული თვალებით.
რეზიმ გადაიხარხარა და სანამ პასუხს გასცემდა მის ტუჩებს დაეწაფა. იმდენად მომთხოვნად და დიდხანს კოცნიდა, ნინას ეგონა ცოტახანში სუნთქვა შეეკვრებოდა
–ძალიან კარგი ხარ, ნინაჩკა, ვერ წარმოიდგენ ისეთი გემრიელი! – შეპყრობილს ჰგავდა რეზი და ნინას სიხარულის ცრემლები მოაწვა თვალებზე.
ცოტახანში ძლივს დაეხსნა მის პატარა სხეულს, წამოდგა და იქვე მიგდებული შარვალი სწრაფად ამოიცვა. მერე ფანჯარასთან, სიგარეტით ჩამოჯდა და ისევ ნინას გახედა
–რა ლამაზი ტანი გაქვს, რეზი.. – მოესმა მისი ვნებამორეული ხმა
–ლამაზი ტანი მაქვს? რა სასაცილო ხარ, პატარავ, – გადაიხარხარა რეზიმ და მუხლებს დააყრდნო იდაყვები – ლამაზი შენ ხარ! მთელი დღე შემიძლია ასეთს გიყურო, არ გაგაკარებ ტანსაცმელს და დაგიკოცნი მაგ ლამაზ მკერდს! მოიშორე ზეწარი რა, ნინაჩკა, დამენახე.. – ხედავდა, როგორ წითლდებოდა და საშინლად მოსწონდა ასეთის ყურება
–არ უნდა ვიმუშაოთ? როდის მივალთ რედაქციაში? – მთელი ტანით გაეხვა ნინა გადასაფარებელში და მარტო სახეღა მოუჩანდა
–ხვალაც დავისვენოთ და ზეგ გავიდეთ. ნიშნობისა და ჯვრისწერის მერე მოგიწყობ საოცარ თაფლობის თვეს, კარგი? ახლა ეს ორი დღე ვიკმაროთ.. პრობლემებია რედაქციაში. ხომ არ გამიბრაზდები? – ღიმილით შეჰყურებდა
–გაგიბრაზდები? საუკეთესო მომავალი ქმარი ხარ! – გადაიკისკისა და ხელი ამოაძვრინა საწოლიდან, ულამაზეს ბეჭედს ბედნიერი სახით დახედა.
რეზი ადგა, სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და მისკენ წამოვიდა, ლოგინზე ჩამოჯდა და ზევიდან დახედა ნინას
–მინდა, რომ თბილისში ჩასვლისთანავე ჩემთან გადმოხვიდე!
ნინა დაიბნა, სასაცილოდ დააფახუნა თვალები. ასე უცებ, ასეთი მტკიცე ხმით ნათქვამს არ ელოდა. თითქოს კი არ სთხოვდა, მკაცრად მოითხოვდა. რა თქმა უნდა, ეს ხომ რეზი იყო, აბა სხვანაირად როგორ..
–ასე მალე? უკვე? – აბუტბუტდა და თავი მუხლებზე ჩამოადო.
რეზის მის თმაში ჩაეკარგა ხელი, ნაზად ეფერებოდა და ეს დამამშვიდებლად მოქმედებდა აღელვებულ გოგონაზე
–აღარ მინდა შორს იყო.. არ მინდა ყოველ წამს რეკვა მიწევდეს, რომ გავიგო სად ხარ, ვისთან ხარ, სად წაბოდიალდი, განსაკუთრებით გვიან. დავიღალე ასე, ნინა. ლუკა ხომ არ ხარ..
–ხო მაგრამ, შენთან თუ ვიცხოვრებ ვეღარსად წავბოდიალდები, –წამოიძახა უცებ და საკუთარ სიტყვებზე თვითონვე გაეცინა
–ჩავალთ თუ არა, დღეს საღამოსვე გადმოვიტანთ შენს ნივთებს. გაიგე თუ სხვანაირად გაგაგებინო? – ორვე ხელი მოხვია და აკისკისებულს მთლიანად შემოაძრო ზეწარი. ნინა სასაცილოდ იკრუნჩხებოდა მის ხელებში და ვერაფრით ახერხებდა თავის დახსნას. ბოლოს დაიღალა წინააღმდეგობის გაწევითა და სიცილით, რეზიც მიხვდა, რომ აღარ უძალიანდებოდა და მშიდად ჩარგო მის ყელში სახე
–ადე ახლა, ვისაუზმოთ, გავისეირნოთ ცოტა და საღამოსკენ გავუდგეთ გზას. გაწყობს? – სვენებ–სვენებით ლაპარაკობდა და თან მთელ ყელს უკოცნიდა
–მაწყობს.. ყელაფერი მაწყობს, – ისევ ვერ ისვენებდა ნინა.

***
წყალბურთიდან გამოსული ბიჭები სიცილნარევი ხმით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. ძნელი იყო ყურადღება არ მიგექცია ერთმანეთზე უფრო სიმპატიური ახალგაზრდებისთვის, რომელთა დაღლილ სახეებზეც კი არ ქრებოდა ლაღი ღიმილი. სულ ასე იყვნენ, საათობით რომ ევარჯიშათ, იქიდან გამოსულები სულ სხვა ძალით ივსებოდნენ და დაშლამდე ათას საკითხე შეეძლოთ ემსჯელათ, ეცანცარათ ან დასვენების დღის საერთო გეგმებზე ეფიქრათ. თუმცა ახლა თითქოს მხიარულებას რაღაც აკლდა. მალევე შენიშნეს განუყრელი სამეულის შეკრული წარბები ბიჭებმა და მაშინვე მოინდომეს მიზეზის გაგება. ნელ–ნელა აწყობილი ფეხის ნაბიჯებით მოდიოდნენ
–ჰა თქვით ახლა, რამე ხდება? – ჩაეკითხნენ რამოდენიმეჯერ, თუმცა ბიჭებმა ყოველ ჯერზე უარის ნიშნად, ნაძალადევი ღიმილით გადააქნიეს თავი.
სამიოდ მეტრში კი მეგობრულად დაემშვიდობნენ სხვებს და ცალკე განაგრძეს გზა. ისე გაიარეს რამოდენიმე ნაბიჯი, არცერთ მათგანს ამოუღია ხმა
–ვუთხრათ რა მამაჩემს.. – ამოისუნთქა ტკივილით ლუკამ და სევდანარევი თვალებით გადახედა ძმაკაცებს.
ახლა თითქოს უფრო მეტად დამძმდნენ. მათ შორის მძიმედ მომავალი, პატარა ძმაკაცის ნანერვიულებული სახე სულს უყინავდა ლადოსაც და გიორგისაც. სამიოდე წლით იყო მათზე პატარა, თუმცა არცერთი წამი გაუტარებიათ მის გარეშე. წლებს ერთ მთლიანობად ექცია ბიჭები და რეზიც ყოველთვის მშვიდად იყო, როცა იცოდა, თუ სადმე იყვნენ, აუცილებლად ერთმანეთის გვერდით იქნებოდნენ. ყველა სიტუაციაში, ყველა მდგომარეობაში. ამ მომენტში კი სწორედ ეს ნდობა ახსენდებოდათ ბიჭებს და თითქოს ნანობდნენ, რომ ამჯერად მაინც არ დააყენეს მათ უკან ლუკა. ცუდ საქმეში, ცუდ ხალხთან..
–ჩვენ მოვაგვარებთ ლუკა, ჩვენ თვითონ! – მხარზე დაკრა გამამხნევებლად ხელი გიორგიმ და გაუღიმა
–თან რომ გაიგონ ამხელა რედაქცია აქვს მამაშენს, სულ დაგვენძრევა, – ამოილაპარაკა ლადომ და სახეზე ჩამოისვა ხელები
–მამას ხომ არ მიადგებიან? – წამოიძახა უცებ ლუკამ და ადგილზე გაშეშდა
–არაფერი არ მოხდება, ლუკა. დამშვიდდი, წამო!
ისევ გზა განაგრძეს. ისევ ნელა, აუჩქარებლად მიდიოდნენ
–არ გეჩქარება შენ მასწავლებელთან? – ჩაეკითხა ლადო გვერდით მდგომ ლუკას და იდაყვი გაკრა
–ჰო..
–მამაშენთან მიდი დღეს, უფრო მშვიდად იქნები, არეული ხარ ახლა. ყველა არეულები ვართ..
–ვერ მივალ, ნინა გადაიყვანა ჯერ სულ რამოდენიმე დღეა თავისთან – თავჩაღუნული მიყვებოდა ძმაკაცებს
–მერე რა, ხო იცი რო რეზი.. – ახლა გიომ წამოიწყო
–ვიცი, ვიცი, მაგრამ არ მინდა. სულ ჩემზე ნერვიულობს, არ მინდა.. მარიამს უფრო დავუმალავ რამეს, ვიდრე რეზის.
იმედგაცრუება, ტკივილი ეტყობოდა ხმაში. თვითონ იმდენად ვერა, თუმცა ბიჭები იაზრებდნენ რომ ახლა სწორედ იმაზე დარდობდა, რეზისთვის იმედი არ გაეცრუებინა. საკუთარ პრობლემაზე მეტად იმის ეშინოდა, მამამისს არ გაეგო, რომ ასეთ საფრთხეში გაყო თავი. არ უნდოდა მისი საყვედურნარევი გამომეტყველების დანახვა. ყველაფერი, მართლა ყველაფერი ერჩივნა იმის დაშვებას, რომ რეზი საკუთარი შვილით არ იამაყებდა.
–რამე მოგვარდება რა! მოვაგვარებთ! – გრძელი, ჩამოშლილი თმები გიჟივით გააქნია უცებ და სასაცილოდ გადახვია აქეთ–იქიდან ძმაკაცებს ხელები.

***
„რეზი, ჩქარა! რეზი! ვაიმე, რეზი! „
ოთახში მყოფს განწირული ყვირილი მოესმა და ფეხშიშველი, მხოლოდ სპორტული ზედის ამარა გამოვარდა ოთახიდან. მთელ სამზარეულოს ცეცხლი მოდებოდა. ისე სწრაფად მოხვია ნინას ხელი და სამზარეულოდან გარეთ გასვა, გოგონამ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო.
–რეზი, არ დაიწვა! – ესმოდა მისი ტირილი ზურგსუკან, თუმცა ახლა მის დასამშვიდებლად არ ეცალა
–გაიწიე უკან, არ მოხვიდე! არ მოხვიდე! – დაუღრიალა კარებთან მდგომს. სწრაფად რეაგირებდა, კიდევ კარგი ცეცხლმაქრი ნაყიდი ჰქონდა ყოველი შემთხვევისთვის, რამოდენიმე წუთში ძლივს მოახერხა ცეცხლის ჩაქრობა და მაშინვე გამოაღო ფანჯრები. მთელი ოთახი კვამლში გახვეულიყო, საძინებლამდეც კი გადიოდა მომწამვლელი ჰაერი. რეზის მთელ სახეზე ოფლი სდიოდა. გამოვიდა თუ არა სამზარეულოდან ნინას შეშინებულ, აწყლიანებულ თვალებს გადააწყდა და მაშინვე გულზე მიიკრა
–ყველაფერი კარგადაა.. შემახედე, დაგეწვა რამე? – შეშფოთებული დაჰყურებდა. მერე იდაყვთან შენიშნა ძლიერი დამწვრობა და ატირებული გოგონა ისე სწრაფად აიყვანა ხელში, თვითონაც ვერ მიხვდა რას აკეთებდა
–რეზი, არ გაცვია.. ვაიმე რეზი, გული გაქვს დამწვარი!– ამოილუღლუღა ტირილით ნინამ და პანიკამ მოიცვა
–ორი წუთი, ნინა, ახლავე მოვალ! – ოდნავადაც ვერ გრძნობდა დამწვარ სხეულს, მხოლოდ მის იდაყვზე შეჰყინვოდა მზერა. შუბლზე მიაკრო ტუჩები და რეკორდული სისწრაფით დაიწყო ჩაცმა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია გოგონასთვის
–რას აკეთებდი ნინა? – ჰკითხა მანქანაში ჩაჯდომისთანავე, თან მისთვის გამზადებული, მალამოწასმული ბინტით გადაუხვია ხელი
–აუჰ.. – ამოიტირა ისევ
–მაცადე, არ აწუწუნდე ახლა, ძალიან გაქვს დამწვარი. ეს არ გიშველის, საავადმყოფოში უნდა მოგხედონ, – ცალი ხელით სახეზე ეფერებოდა ცალი კი მანქანის საჭისთვის ჩაეჭიდა. გზიდან სანდროს დაურეკა, რომ სახლისთვის მიეხედა და ისევ ნინას შეუბრუნდა
–გეწვის არა ძალიან? – თბილი ხმით ჩაეკითხა
–შენც დაიწვი რეზი, პერანგი არ უნდა ჩაგეცვა, დამწვარი ხარ, დავინახე, რომ დამწვარი იყავი.. – მისკენ შებრუნებულიყო და პირზე აფარებული, აკანკალებული ხელებით შეჰყურებდა საყვარელ მამაკაცს – შენთან მინდა, რეზი! – ცრემლები დაუკითხავად ჩამოუცვივდა თვალებიდან.
გონება შეერყა რეზის, მოუნდა იქვე გაეჩერებინა მანქანა და აღარცერთი წამი არ დაეკარგა, მის კალთაში გადაესვა თვალებაწყლიანებული ანგელოზი. ეთქვა, რომ ამქვეყნად მასზე ძვირფასი სხვა არავინ ჰყოლია. მისი სხვა ნაწილი კი არაფრით აძლევდა არათუ მანქანის გაჩერების, არამედ შენელების უფლებას, იცოდა დამწვრობა ძლიერი იყო და ერთი სული ჰქონდა მისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა. გაფიქრებამ, რომ თვითონ არაფერი შეეძლო, სული და სხეული ერთიანად გაუყინა
–აბა, ახლა შემომხედე! – მარჯვენა ხელი ოდნავ მოუჭირა ნიკაპზე და მკაცრი სახით ჩახედა თვალებში
–რეზი..
–პატარა გოგოსავით ნუ იქცევი, წუთი–წუთზე კლინიკაში ვიქნებით, აღარ დავინახო ეს ცრემლები, არ გადამრიო, – მთელი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ხმა არ გაბზარვოდა. ცერა თითით ამოწმინდა ორივე თვალიდან სისველე და მის თხელ თითებს ჩაეჭიდა
–რამხელა ხანძარი იყო რეზი, შენ კიდე.. შენ.. – თავს ვერ იკავებდა ნინა
–კარგად ვარ! არ მინდამეთქი ცრემლები, არ დამანახო, გადავირები იცოდე.. – ამოისუნთქა და როგორც იქნა, კლინიკას მიუახლოვდა.
სწრაფად მოაუარა მანქანას და უკვე გადმოსულ ნინას წელზე მოხვია ძლიერად ხელი. ისე სწრაფად და აღელვებით ელაპარაკებოდა რეგისტრატორს, რომ მიხვდნენ, დიდხანს ვერ მოითმენდა, ამიტომ მალევე გამოიძახეს ქირურგი
–ბატონი რეზი ბრძანდებით? – ჰკითხა თეთრხალათანმა და თანხმობისთანავე ორივეს პალატაში შეუძღვა
–აბა, რა მოხდა? – ჩაეკითხა და რეზიმაც მაშინვე, ამომწურავად გასცა პასუხი. ნინას წელისთვის ჯერ კიდევ არ გაეშვა ხელი
–კარგია, რომ მალამო დაგიდიათ. თუ შეიძლება, გავსინჯავ.. – ღიმილით მოკიდა მკლავზე ხელი ნინას და თავისკენ მისწია, რეზის გამოაცალა მკლავებიდან გოგონა
–თვითონაც დამწვარია, გულზე, ნახეთ, ჯერ რეზი ნახეთ.. – ამოილაპარაკა ტკივილისგან სახეშეჭმუხნილმა ნინამ და მისკენ გაიხედა
–პერანგი გაცვიათ დამწვარ ტანზე? – შეშფოთება შეეტყო ხმაში ქირურგს და სანამ ნინას იდაყვის დამუშავება დაიწყო, მისკენ მიბრუნდა – ახლავე გაიხადეთ, თუ შეიძლება!
რეზიმ პერანგი გადაიძრო, თუმცა ნახევარი ზედ შერჩა, დამწვარ კანს ზედის ნაჭერი მიწებებოდა. ოდნავ შეეკუმშა წარბები და ახლაც, ამ სცენის შემყურე ნინაზე ანერვიულდა, რომელსაც ცრემლების ახალი ნაკადი მოსწყდა თვალებიდან
–არ მტკივა ნინაჩკა, გეფიცები! – ამის თქმაღა მოახერხა და მისგან ზურგით მიბრუნდა, რომ მეტად აღარ დაკვირვებოდა რეზის დამწვარ გულს
–ღმერთო ჩემო, ახლავე გასუფთავება და გადახვევაა საჭირო! – წამოიძახა ქირურგმა და ფეხზე წამოდგა. კოლეგას დაუძახა, რომელმაც ნინას ხელზე განაგრძნო მუშაობა, თვითონ კი რეზის შეუბრუნდა
–წამომყევით თუ შეიძლება, უნდა დაწვეთ, რომ დამწვრობა დავამუშავო.
რეზი მხოლოდ სახით შებრუნდა ნინასკენ და ღიმილი აიკრო სახეზე
–ძალიან მალე დავბრუნდები კარგი? მშვიდად იყავი, ტირილის გარეშე!
მერე კი მის ცრემლიან თვალებს ვეღარ გაუძლო და თეთრხალათიანს გაჰყვა უკან. ექიმის თქმით, მისი დამწვრობა ბევრად სერიოზული იყო, თუმცა ახლა ამაზე საერთოდ ვერ ფიქრობდა. არც ტკივილი აწუხებდა ამ წამს, გამაყუჩებელზეც კი ხელი აიქნია, არაფერი უნდოდა. მხოლოდ იმაზე ეფიქრებოდა, რა მოხდებოდა, სახლში რომ არ ყოფილიყო. ამის გაფიქრებისას მძიმედ ამოიოხრა და ორივე ხელი აიფარა სახეზე
–მაპატიეთ, ძალიან მალე დავასრულებ, თუმცა კარგად უნდა მიხედოთ, მინიმუმ ორი კვირა გადახვევები დაგჭირდებათ, – აუხსნა ექიმმა, რომელმაც რეზის მძიმე ამოოხვრა ტკივილს მიაწერა
–გასაგებია.. – თვალები მოხუჭა – ნინას.. ჩემს საცოლეს როგორ აქვს ხელი? ძალიანაა დამწვარი? ძლიერი გამაყუჩებელი გამოუწეროთ იქნებ
–რა თქმა უნდა, ნუ ღელავთ, ორიოდ კვირაში მასაც მოურჩება დამწვრობა, – გაეღიმა ექიმს. უკვე ცხადი იყო მისთვის რამხელა სიყვარული ტრიალებდა ამ ორს შორის, კლინიკაში შემოსვლის წუთიდან მხოლოდ ერთმანეთის ტკივილიანი სახეებისთვის რომ ჰქონდათ მზერები მიყინული
–შრამები დაგვრჩება? – ჰკითხა უეცრად
–ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ კარგად უნდა მივხედოთ, ბოლომდე მოვაშუშოთ. თქვენს მეუღლეს არ დარჩება, თქვენ კი.. მე ყველაფერს ვიზამ, ბატონო რეზი, – დამაიმედებელი ღიმილით აუხსნა.
რეზიმ თავი დაუქნია, შემდეგ კი ჯინსის ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი და მაშინვე უპასუხა
–ჰო, თაზო..
–სად ხართ? რომელ საავადმყოფოში ხართ? – გაისმა ძმაკაცის ნანერვიულები ხმა და ჩაეღიმა
–წამოვალთ უკვე თაზო, სახლი ძალიან ცუდ დღეშია?
–სად ხართ შე ჩემა, გამაგებინე! რა დროს სახლია, დავტოვეთ სანდო ბიჭები, ყველაფერს მიხედავენ იქ.
მართლაც, ძალიან მალე თავზე ედგნენ ორივეს ბიჭები და ათას კითხვას ერთდროულად აყრიდნენ ისედაც წამლებით გაბრუებულებს
–რეზი ახალი დაბრუნებული იყო, მთელი დღის მშიერი და ვჩქარობდი.. – ამოიბუტბუტა ნინამ სანდროს კითხვაზე, თუ როგორ გაჩნდა ცეცხლი.
ბიჭებმა უცებ პირები დააღეს. მერე კი, ისე, რომ ვეღარ ამოისუნთქეს, ხარხარი ატეხეს. მხოლოდ რეზი იდგა თავშეკავებული ღიმილით და ტირილამდე მისულ გოგონას სახეზე აკვირდებოდა
–მოკეტეთ ახლა! – დაუბრიალა ბოლოს ძმაკაცებს თვალები და ორივე ხელი სახეზე შემოაჭდო ნინას
–ვსო, ვსო, მოვრჩით! – ძლივს ითქვამდნენ სულს, რეზის კი ფართო მკლავებში მოექცია გოგონა და დამწვრობაზე მეტად ის სტკიოდა, რომ მის კარგად ჩახუტებას ვერ ახერხებდა.
–ხოდა, თუ რეზი მშიერი იყო, წამოდით ახლა ჩემთან რესტორანში და ვჭამოთ გემრიელად! – მხიარულებას არ თმობდა თაზო
–გშია? თუ სახლში წავიდეთ? –მხარზე აკრულ ნინას ტუჩები დაადო შუბლზე რეზიმ
–მე არ მშია, მაგრამ წავყვეთ ბიჭებს, ძალიან დაღლილი ხარ და მშიერი, – ამოისუთქა ნინამ. თავი სტკიოდა ტირილისა და ნერვიულობისგან, თუმცა რეზის თვალებში გაჩენილ შიშს ვერ ივიწყებდა და ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა
–დატოვე აქ მანქანა და ჩემთან ჩასხედით! – შემობრუნდა სანდრო რეზისკენ და ისეთი სიმკაცრე გაურია ხმაში, ნინას წამით გაკვირვებისგან პირი დაეღო
–კარგად ვარ სანდრო.. – გაეცინა რეზის
–რეზი, ნუ ამიშლი ნერვებს! – შუბლშეკვრით გადმოხედა და კლინიკიდან გავიდნენ თუ არა, თავისი ნამქანის კარი ბრაზით გამოაღო.
რეზი უკან, ნინასთან ერთად ჩაჯდა და ძლიერად მოხვია ხელი
–აი რა ცუდია რაიმეს რომ გაიძულებენ პატარა ბავშვივით, ხედავ? – ცხვირი ცხვირზე მიადო ნინამ ღიმილით
–შენ არ ინერვიულო ნინა, მე მოვუვლი ამას! – თბილად გაუღიმა სარკიდან სანდრომ და მანქანა დაძრა
–გეწვით ძალიან? – ჩაეკითხა მერე ჩუმად მყოფ წყვილს
–გამაყუჩებლები მოგვცეს, იმდენად არა, მაგრამ რეზის ძალიან აქვს გული დამწვარი. სანდრო, იცი როგორ დაიწვა? იცი როგორ შევარდა სამზარეულოში? ასე როგორ შეიძლებოდა – ატიტინდა ნერვიულად ნინა.
რეზის გაეღიმა და უნდოდა გაეჩუმებინა, მაგრამ გვერდიდან სანდროს უკმაყოფილოდ გადაწეული თავი და კუშტი გამომეტყველება შენიშნა და ხმა აღარ ამოუღია
–ასე უნდა ექნა, ნინა, ასე უნდა ექნა ,– ამოიოხრა სანდრომ ბოლოს და ოდნავ ჩაეღიმა.

***
ზურგზე იწვა და ქერა თმა ლამაზად დაეფინა საწოლზე. რამოდენიმეჯერ გაიგო, როგორ ეძახდა რეზი, თუმცა ცივი სახით, ისევ ჭერს მიშტერებოდა. ბოლოს წამოდგა, სახე მოიფშვნიტა და ამოიოხრა
–მოვდივარ მა! –დაიძახა და იქვე დაგდებული მაისური სწრაფად გადაიცვა.
სანამ ოთახიდან გავიდოდა კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა და უდარდელი გამომეტყველებით გააღო ოთახის კარი. სამზარეულოსკენ ნელი ნაბიჯით წავიდა, იქ მომღიმარი ნინა და ფანჯარასთან, სიგარეტით ხელში მდგარი მამა დახვდა
–რამდენჯერ უნდა დამაძახებინო? – შუბლი შეკრა რეზიმ მისი დანახვისას
–მაპატიე.. – ჩაიბუტბუტა და მაგიდასთან ჩამოჯდა
–შეჭამე რამე, მთელი დღეა პირს არაფერს აკარებ, ახლა ამაზეც ვინერვიულო? – რეზიც გვერდით მოუჯდა და ნინას გამოართვა ყავის გამოწვდილი ჭიქა, მერე ხელი დაუჭირა და თბილად მიაკრო ტუჩები ხელისგულზე
–ახლავე გაგიშლით მაგიდას, რეზი, გამიშვი ხელი, – სიცილით გამოსტაცა წვრილი თითები და გაზქურისკენ შებრუნდა
–ასე მალე როგორ გაარემონტეს სახლი მა? – ხელები ჩამოაყრდნო ლუკამ ნიკაპს და პასუხს არ დალოდებია ისე მიბრუნდა ნინასკენ
–ნინა, დაგეხმარო გინდა? – ფეხზე წამოხტა უცებ
–თუ ძალიან გეხალისება თეფშები დააწყე, – გაუცინა და კარადიდან გადმოღებული ორი თეფში მოაწოდა
–შენ არ გშია?
–არა, მე გავდივარ წუთი–წუთზე, თქვენ ჭამეთ.
ერთმანეთის მიყოლებით აწვდიდა ჩანგლებს, სალათსა და კარტოფილს და ლუკაც მორჩილად აწყობდა მაგიდაზე
–მა, შენც გადიხარ? – ჰკითხა დაჯდომისას
–არა, მე და შენ სალაპარაკო გვაქვს, – თვალებში უყურებდა რეზი ვაჟიშვილს.
ეს ის მზერა იყო, ლუკას რომ არასოდეს გამოეპარებოდა. ოდნავ მოჭუტული, სიმკაცრენარევი გამოხედვა, რომელიც ყოველთვის აგრძნობინებდა, რომ სხვა შანსი აღარ ექნებოდა, ხმა უნდა ამოეღო, უნდა ელაპარაკა. ბავშვობიდან იცოდა ლუკამ ეს გამოხედვა. თუ რეზი ასეთი დაკვირვებით, ასეთი თვალებით შეხედავდა, უკვე იცოდა, რომ მამა ყველაფერს ხვდებოდა, რომ ვეღარაფერს დამალავდა
–რაზე უნდა ვილაპარაკოთ? – ჰკითხა მაინც და ეცადა გულგრილობა შეენარჩუნებინა, თუმცა მაინც გაეპარა ხმაში ბზარი
–შემომხედე ლუკა, – დაიწყო რეზიმ და შვილის დახრილ თვალებზე ჭკუიდან გადავიდა
–შემომხედემეთქი, ვის ვუთხარი! – გაბრაზებით დაკრა ხელი მაგიდას
–გიყურებ, ჰო, გიყურებ! – წამოიძახა უცებ და ჭამას მიანება თავი, ჩანგალი ხმაურით დააგდო მაგიდაზე და თვალებში ჩახედა.
რეზიმ შეატყო, როგორ შეკრთა ნინა და ოდნავ ამოისუნთქა, რომ დამშვიდებულიყო
–გავალ მე, რეზი, დაგირეკავ მერე.. – ამოიჩურჩულა და სამზარეულოს დატოვებას აპირებდა, რეზიმ რომ შემოაჭდო მკლავზე ხელი
–ჭკვიანად რა, დამირეკე მიხვალ თუ არა, მეც მალე მოვალ..
–კარგი, – დაიხარა და საფეთქელზე მიადო ტუჩები
–ჩემ მოსვლამდე წვეთიც არ დალიო! – გააფრთხილა უცებ და სწრაფად აკოცა ტუჩებზე
–კარგი, ჰო.. – არ მოუნდა ისედაც განერვიულებულის უარესად გაბრაზება და უცებ დასთანხმდა, მერე კი მარტო დატოვა მამა–შვილი.
ისევ ლუკასკენ შებრუნდა, რომელიც გაშტერებული მზერით დაჰყურებდა მაგიდაზე უაზროდ დაწყობილ საკუთარ ხელებს
–შენ მე ამ ნანერვიულებ სახეს გამომაპარებ, მამი? – ხმა დაუთბა რეზის და მოუნდა შვილს მოხვეოდა, მაგრამ თავი შეიკავა
–რა დავაშავე მამა? – უცნაურად ჟღერდა ლუკას ხმა. თითქოს თავის გამართლებას კი არა, გულწრფელ და შვების მომცემ პასუხს ელოდა მამისგან. სასოწარკვეთილი, არეული ხმით ეკითხებოდა. რეზის უფრო მეტად მოეწურა გული
–წარმოდგენა არ მაქვს რა დააშავე ლუკა! მაგრამ რაღაც რომ ხდება, ამას ნუ დამიმალავ!
ლუკა ისევ თავდახრილი, ჩუმად იჯდა. წამით მოგონებებში გადაიკარგა, გაახსენდა რეზი ატირებულს კალთაში რომ ისვამდა ხოლმე და შუბლს შუბლზე აკრობდა. მაშინ ვერ ხვდებოდა რატომ იქცეოდა მამა ასე. ვერ იგებდა, თუმცა კარგად ახსოვს, როგორ ელოდა ხოლმე მის დამშვიდებას. რამდენი ხანიც არ უნდა გასულიყო, შეეძლო ასე, სახემიკრობილი მშვიდი სუნთქვით ეყურებინა შვილის პატარა სახისთვის. მერე გულზე მიადებდა ხოლმე ხელს და „აი, ჩაწყნარდა შენი გულიცო“ ეტყოდა უცნაური ღიმილით. ლუკასაც ეგონა, რომ ამქვეყნად ყველაზე მაგარი მამა ჰყავდა. მამა, რომელსაც რაღაც დაფარული ძალებით შეეძლო მისი აჩქარებული გულისცემის შენელება, მისი ცრემლების ამოშრობა. მოუნდა, სასწაულად მოუნდა ახლაც ეგრძნო და დაეჯერებინა მსგავსი რამ. უნდოდა ისევ ეპოვა გზა, რომ რეზი მის გულთან ახლოს ყოფილიყო. მაგრამ ხმას ვერ იღებდა, საკუთარ თვალებსაც ვერ აძლევდა უფლებას მამის სახისთვის გაესწორებინათ მზერა.
–მაინც გავიგებ, ხომ იცი რომ გავიგებ? – რეზის ხმაში კი უკვე სიბრაზე იგრძნობოდა.
ისევ ვერ ამოიღო ხმა, ისევ ვერ შეხედა..
–ორი დღე.. ორ დღეს გაძლევ! – შემოესმა უკვე მოთმინებადაკარგული მამის ხმა
–კარგი.. – ღრმად ამოისუნთქა. ისევ, ისევ მისცა მამამ შანსი. ტირილი მოუნდა ამის გააზრებისას. არასოდეს, არცერთ სიტუაციაში არ ახსოვს, რომ მამა თავზე დადგომოდა და ძალით ამოეგლიჯა მისთვის სიტყვები. ყოველთვის ასე ხდებოდა, საშუალებას აძლევდა ლუკას, რომ საკუთარი პიროვნებით, საკუთარი სიმართლით ეცხოვრა.
–მე შენ ასე არ გამიზრდიხარ! საჭირო რომ გახდეს თავს შემოგწირავ, ოღონდ იყავი კაცი, ლუკა! ხვდები, რას გეუბნები?
თავი დააქნია, ყელში მომდგარი ბურთი ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა
– იფიქრე ეს ორი დღე, შენ თვითონ გადაწყვიტე როგორ გინდა რომ გამაგებინო რა ხდება, ლუკა. მა, მომხედე..
ძალა მოიკრიბა და თავი ასწია, მამის სახეზე ის შიში დაინახა, რომელსაც ასე გაურბოდა და საოცარი სევდა გადმოეღვარა თვალებიდან
–შენთან ვარ მე, მა. ყოველთვის შენკენ ვიქნები, რაც არ უნდა გააკეთო. არა იმიტომ, რომ მჯერა, ყოველთვის მართალი იქნები. უბრალოდ სხვანაირად ვერ შევძლებ. იცი შენ ეს, ლუკა. მინდა ეცადო, რომ დაიმსახურო ჩემი შენ გვერდით დგომა მა, ისევ შენ გამო, შენი სიმართლის გამო. გონებით იფიქრე, გონებით, გეხვეწები მამი, – კისერზე მოხვია აცახცახებული თითები და ოდნავ მოუჭირა
–მადლობა, მამა.. – ამოიჩურჩულა ლუკამ და ვეღარ გაუძლო, ფეხზე წამოხტა და სამზარეულო დატოვა.
რეზი მარტო დარჩა. ამოისუნთქა, თუმცა მიხვდა, რომ უფრო მეტად დამძიმდა. შვილის სახე, მისი შიშისგან გაფართოებული თვალები, დაბნეული გამომეტყველება თვალებიდან არ ამოსდიოდა. ლუკას სჭირდებოდა მამა და რეზი ვერ დაუშვებდა, რომ ვაჟიშვილს ეს არ ეგრძნო, ვერ გაეაზრებინა, რომ პირველი მშველელი ის უნდა ყოფილიყო. ორივე ხელი სახეზე აიფარა და წამით მოელანდა, რომ საოცრად დაპატარავდა. შესაბრალის კაცუნად წარმოიდგინა თავი და მწარედ ჩაეცინა. თუმცა არ შეშინებია. ყოველთვის, როცა საქმე ლუკას ეხებოდა, მის წინაშე ყველა დაბრკოლება ერთიანად ქრებოდა. არასოდეს, გონებაშიც არ დაუშვია, რომ შეიძლებოდა შვილს ვერ დახმარებოდა, ვერ გაეფანტა მისთვის ცუდი ეჭვები და ახლაც ასე იყო. ერთადერთი რაც აფიქრებდა, მისი მდგომარეობა იყო, უჩვეულო სიჩუმე. თუმცა, არ შეეძლო ძალიან მიმწოლი ყოფილიყო, უნდა დალოდებოდა, აუცილებლად უნდა გამოეჩინა მოთმინება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი აბლაბუდა

აი რავთქვა შემთხვევით რომ წავიკითხე და ძალიან მომეწონა, კარგად დაწერილი თბილი ისტორიაა, იმედია ასე გრძრლდება ბოლომდე ზედმეტი აურზაურისა და ტრაგიკულობის გარეშე

 


№2 სტუმარი სტუმარი ინგა

ძალიან მომწონს.მართლაც რიმ შემთხვევით წავიკითხე.საოცრად თბილი და პოზიტიური ისტორიაა.მთელი გულით ველოდები ახალ თავს.

 


№3 წევრი დარინა

მართლა ძალიან მომწონს ეს წყვილიიი, ისეთი უშუალოები ლამაზებიბდა საყვარლები არიან, ირგვლივ ბედნიერებას ასხივებენ, იმედია ცუდი არაფერი მოხდება, არ მინდა რომ დაშორდენ, ტანჯვისთვის ვერ ვიმეტებ.

 


№4  offline წევრი P.A.

აბლაბუდა
აი რავთქვა შემთხვევით რომ წავიკითხე და ძალიან მომეწონა, კარგად დაწერილი თბილი ისტორიაა, იმედია ასე გრძრლდება ბოლომდე ზედმეტი აურზაურისა და ტრაგიკულობის გარეშე


ვერ დაგპირდები რომ არაფერი მოხდება, თუმცა არც ისეთი ტრაგიკული და ძალიან დრამატული ისტორიაა, მოკლედ წინასწარ ვერაფერს გეტყვით:დ მიხარია რომ თუნდაც შემთხვევით გადააწყდი და მოგწონს<3

სტუმარი ინგა
ძალიან მომწონს.მართლაც რიმ შემთხვევით წავიკითხე.საოცრად თბილი და პოზიტიური ისტორიაა.მთელი გულით ველოდები ახალ თავს.


დიდი მადლობა <3 საოცრად მახარებს ის ფაქტი, რომ თუნდაც რამოდენიმე ადამიანი კითხულობთ და მოგწონთ, იმედია იმედს არ გაგიცრუებთ

დარინა
მართლა ძალიან მომწონს ეს წყვილიიი, ისეთი უშუალოები ლამაზებიბდა საყვარლები არიან, ირგვლივ ბედნიერებას ასხივებენ, იმედია ცუდი არაფერი მოხდება, არ მინდა რომ დაშორდენ, ტანჯვისთვის ვერ ვიმეტებ.


სამწუხაროდ წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დიიიიდი იმედი მაქვს არ გამიბრაზდებით რაღაც-რაღაცების გამო:დ <3

 


№5 წევრი tamuna.s

ძალიან თბილი და ტკბილი ისტორიაა და უაზრო დაშორებებით ნუ გააბანალურებ რა

 


№6 სტუმარი Mrs.Grey

როდის დადებ?

 


№7  offline წევრი P.A.

tamuna.s
ძალიან თბილი და ტკბილი ისტორიაა და უაზრო დაშორებებით ნუ გააბანალურებ რა


ვეცდები არ იყოს ბანალური:*

Mrs.Grey
როდის დადებ?


ავტვირთე უკვე და ალბათ მალე დაიდება <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.