შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (7-8)


12-11-2018, 21:08
ავტორი Moonlight17
ნანახია 645

მთვარის წითელი სონატა (7-8)

7. ეჭვიანობა

რათქმაუნდა გავბრაზდები! ოხ იოანე!
- შემოდი.- ვუთხარი და გავუღიმე. მანაც შემოაბიჯა მორცხვად, დაჯდომას კი არ ჩქარობდა.
- ლამაზი სახლია.
- მადლობ, არცისე.
ვუთხარი უხერხულად, ის კი ღიმილს არ წყვეტტდა.
- თუ არაფერს საქმიანობ ვიფიქრე გავისეირნებდით.
უარი მეთქვა? არადა დიდა არ მხიბლავდა დათოსთან ერთად გასეირნების იდეა. სხვა საქმე ვინაიდან არც მქონდა დავთანხმდი.
- მოვემზადები, მანამდე თუ გინდა ტელევიზორს უყურე.
ვუთხარი ღიმილით. მანაც თავი დამიქნია და დივანშივე ღიმილით ჩაჯდა. რაღაც ჩამწყდა ამის დანახვისას თუმცა ჩემს სულელურ გამოხტომებს ყურადღება არ მივაქციე და მაშინვე ოთახში შევედი. მუქი შინდისფერი მუხლს ზემოთ მოტკეცილი კაბა ჩავიცვი. ყელზე შარფი მოვიხვიე, ჟაკეტი მოვიცვი და მზად ვიყავი.
- ასე მალე?
გაუკვირდა დათოს როცა ათ წუთში მის წინ ვიდექი.
- ბევრი არაფერი მჭირდება.
ვუთხარი და სახლიც დავტოვეთ.
- წამო შარდენზე, ბიძაჩემი მუშაობს კაფეში და გვიჯიგრებს.
- კარგი წამოდი.
ნელი ნაბიჯებით მივდიოდით. ეს ბიჭი თავის სიტყვას ასრულებდა რადგან ნამდვილად ვსეირნობდით. ვლაპარაკობდით უამრავ თემაზე. მერე აღმოჩნდა რომ ჩემზე 4 წლით უფროსი იყო. ასაკს ადამიანებში არასდროს ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ დათო თავის ასაკთან შედარებით ბავშვური იყო. შარდენს ჩავუყევით და ვერცხლისფრად გადაღებილ კაფეში შევედით. დათო 30წლამდე კაცთან მივიდა და გადაეხვია. როგორც ვხვდებოდი ეს იყო ბიძამისი. საბოლოოდ გარეთ ვამჯობინეთ დასხდომა და ინდური ჩაი შევუკვეთეთ.
ერთად ბევრს ვიცინოდით, სერიოზულ თემებზე ჩამოვაგდეთ საუბარი.
- შექსპირის რა გაქვს წაკითხული?
ვკითხე და ფინჯნიდან ჩაი მოვსვი.
- წაკითხული არაფერი, მაგრამ რომეო და ჯულიეტა მაქვს ნანახი.
- ნანახს წაკითხული სჯობს. - ვუთხარი დამოწმებით.
- აბა რას მირჩევ?
- ჰამლეტი წაიკითხე, ვფიქრობ მოგეწონება. და შენ რას მირჩევდი?
- არასდროს მისცე რჩევა უცნობებს
თვალი ჩამიკრა და ჩაი მსუბუქად მოსვა. ამ ორაზროვანმა პასუხმა დამაფიქრა და ამავდროულად გამაოცა კიდეც.
დათო საუბარს განაგრძობდა. ცალი ხელი ფინჯანზე მეკიდა და თვალები ორ სხეულზე გამშტერებოდა.
- ყველაფერი კარგადაა? - შემატყო დათომ და ხელი ამიქნია.
-კი, ყველაფერი..- ბოლო სიტყვა ძლივძლივობით ვთქვი, ასევე ძლივს ვცადე გაღიმებული დავრჩენილიყავი მაგრამ შეუძლებელი იყო. დაახლოებით ოც მეტრში ანდრეას და ანასტასიას ვუყურებდი. როგორ ეალერსებოდნენ ერთმანეთს. ვეჭვიანობდი? არანაირად, მითუმეტეს ტასოზე. ერთადერთი რაც მადარდებდა, არ მინდოდა რომელიმეს შევემჩნიე.
- აბა წავიდეთ? - მითხრა დათომ როდესაც თვითონაც დააბოლოვა სასმელი. "წყვილს" გავხედე, ისევ უცვლელად ისხდნენ. როგორი მოცინაროა მასთან.. ვფიქრობდი ჩემთვის, რაღაც კი ჩამძახოდა რომ დათოსთვის პასუხი მქონდა დასაბრუნებელი. აქედან ადგომა და გასვლა ახლა არ მაწყობდა..
- ცოტახანიც ვიყოთ.. - ვუთხარი უხარხულად და ვიცოდი ასეთივე სიტუაცია შეიქმნა ჩვენს შორის.
- ცუდად ხომარ ხარ?- შეწუხებული სახით გამომხედა და ხელი ხელზე დამადო. არა, ეს ჟესტი საჩემო ნამდვილად არ იყო და რაცარუნდა ცუდად გამოსულიყო, ხელი მაგიდიდან ავიღე.
- არაფერია, პერიოდული თავბრუს ხვევები მაქვს.
ვუთხარი თავის გასამართლებლად.
დათოს ჩემდა საბედნიეროდ მეტი კითხვა არც დაუსვამს. ამასობაში მათაც დატოვეს ტერიორია. მე და ჩემი "მეწყვილე" წამოვდექით. ისევ იგივე გზას გავუყევით. სახლის შესახვევამდე გამომაცილა, შემდეგ მეთვითონ ვუთხარი რომ აღარ იყო საჭირო და სახლის გზას მარტო ავუყევი. ნოემბერი იყო, ცივი ქარი რომ არა სიცივე სრულიად არ იგრძნობოდა.
ნოემბერი, ნოემბერი. თავში არდადეგებმა გამიელვა და მაშინვე გამეღიმა.ზამთარში მე და ლილუ ყოველთვის მთებში მივდიოდით ხოლმე. ვინაიდან ორივეს გვიყვარს თოვლი.
სახლში მისულმა, გამოვიცვალე. საშხაპეში უცებ გადავივლე. ვივახშმე და წუხანდელთან შედარებით მაშინვე ჩამეძინა.
*
დილას ტელეფონის ხმა მაღვიძებს. მეზიზღება ეს მომენატი მაგრამ როგორღაც ძალა მოვიკრიბე და ვუპასუხე.
- გაგაღვიძე?- ლილუს სიცილნარევი ხმა გავიგონე ტელეფონში.
- დაახლოებით- ვუთხარი და სახეზე ხელი მოვისვი.
- პირველი საათია ადექი, ხომ იცი დღეს მომყვები
- პირველი? - გამიკვირდა, როგორც ჩანს ორი დღის ავინაზღაურე- მახსოვს, რომელზე?
- 6ზე ჩემთან მოდი და წავდეთ

მეტი აღარ გვილაპარაკია. ვიცოდი დრო მალე გავიდოდა ასერომ უცბათ ავდექი ვისაუზმე და ტანსაცმელი შევარჩიე. არვიცი რატომ მაგრამ საწოლზე ჩამოვჯექი და ანდრეას ნომერი ავკრიფე. რატომ ვურეკავდი? ან რაუნდა მეთქვა? ჩემდა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არ მიპასუხა. 5საათისთვის უკვე მზად ვიყავი და სახლიდან გავედი.
- ოხ მობრძანდი?- შემეგება ლილუ და სახლში შემიპატიჟა
- მოვბრძანდი- ვუღხარი სიცილით. შესანიშნავად გამოიყურებოდა, შემდეგ მე შემომხედა და სახე დამანჭა
- რაარი გოგო ეს?
- რა?- გავიკვირვე და საკუთარი თავი შევათვალიერე. ხელი დამავლო და სააბაზანოში შემათრია. 10წუთში მსუბუქი მაკიაჟი მედო სახეზე.
- ასე ჯობს- ტაში შემოკრა სიხარულისგან. საკუთარი ნივთები მოაგროვა და გზას გავუყევით.
ლიკა იმაზე ახლოს ცხოვრობდა ვიდრე წარმომედგინა, ამიტომ სიცივეში დიდხანს სიარული არ მოგვიწია. ორ სართულიანი სახლიდან უკვე მუსიკები გამოდიოდა.
სახლში შევაბიჯეთ თუარა ვიღაცამ ხელში წითელი ჭიქა მომაწოდა, დავსუნე და ალკოჰოლმა მაშინვე ამიწვა ცხვირი. ჯერჯერობით არ მინდოდა დალევა და ლილუს გავყევი ხალხის ბრბოში. მალე შევნიშნეთ შავთმიანი გოგო, რომელსაც გვერძე ასევე შავგვრემანი წყვილი ეჯდა.
- ლიკაა გილოცაავ- შეაფრინდა ლილუ მაშინვე. ლიკამაც გაუცინა და მადლობა მოუხადა
- აი მარიამიც მოვიყვანე.- უთხრა პაუზის შემდეგ ლილუმ.
- გილოცავ- მორცხვად ვუთხარი და მსუბუქად გადავეხვიე. ჩემს დანახვაზე უცნაურად ჩაეღიმა და მადლობა თავაზიანად მომიხადა.
- გაიცანით, ჩემი საუკეთესო მეგობრები ლიზა და თორნიკე.- მიგვითითა მის გვერძე წყვილზე. გოგონამ რომელსაც ლიზა ერქვა თავი არ შეიწუხა და თვალი აგვარიდა. ბიჭმა კი ხელი გამოგვიწოდა ჩამოსართმევად
- ძალიან სასიამოვნოა მარიამ- მომაძახა როდესაც მათგან ზურგით მივტრიალდი. ეს სამნი ძალიან უცნაურად იქცეოდნენ. ყურადღება არ მიმიქცევია და ლილუსთან ერთად კორიდორში დავჯექი. ვმხიარულობდით, სიტუაცია ცუდი ნამდვილად არ იყო. საკმარისზე მეტი ალკოჰოლიც მივიღეთ და სიცილის შეწყვეტაც უკვე შეუძლებელი ხდებოდა.
- საპირფარეშოს მოვძებნი- ვუთხარი ლილუს სიცილით და ფეხზე წამოვდექი. წონასწორობა მარტივად შევინარჩუნე და კიბეებს ზემოთ ავუყევი. ჩემდა საბედნიეროდ ინტუიცია ჩემს მხარეს იყო და პირველივე კარი რომელიც შევაღე დანიშნულების ადგილი აღმოჩნდა. ონკანი მოვუშვი და წყლიანი ხელი ლოყებსა და შუბლზე მოვისვი. რამდენიმე წამო გაშეშებული ვიყავი სანამ კარი გაიღებოდა.
- უკაცრავად.- ვუთხარი გოგონას და გასვლას შეეცადე, თუმცა კარები მაშინვე დაკეტა. ეს ის იყო, ლიკას მეგობარი. ჩემზე მაღალი, გამოყვანილი ნაკვთების მქონე საკმაოდ გამოპრანჭული გოგონა.
- პირადად არ შევხვედრირვართ.
მითხრა პაუზის შემდეგ, თან მიღიმოდა.
- ლიზა ავალიანი- ხელი გამომიწოდა. თითქოს ჭექა ქუხილი დამატყდა თავს, ენა დაგამეყლაპა და ხელი ჩამოვართვი. ავალიანი, ავალიანი...
- მარიამ აბაშიძე- ვუთხარი ყოყმანით.
-დიდიხანია შენთან შეხვედრა მინდა.- მითხრა ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს და ხელსაბანთან საპონი ჩამოასხა. ხელების დაბანა დაიწყო.
- მიხვდებოდი ალბათ რატომაც.- მითხრა დუმილის შემდეგ.
- დაახლოებით.
ვუთხარი ჩუმი ხმით და ნერვიულად ტუჩის კვნეტა დავიწყე.
-არადა ანდრეას გემოვნებაში არ ჯდები- მითხრა მკვახედ და ჩაიცინა. ვაღიარებ, რაღაც ჩამწყდა გულში მაგრამ არ შევიმჩნიე
- ჩვენ უბრალოდ კლასელები ვართ, რატომ უნდა ვჯდებოდე- შეძლებისდაგვარად სიცილი დავაყოლე ჩემს ნათქვამს.
- საკუთარ თავს ნუ ატყუებ- თვალებში შემომხედა და სახე დაასერიოზულა. ღრმად ამოვისუნთქე და იქაურობას გამოვეცალე. კიბეებზე ჩასვლისას მისი ხმამაღალი სიცილიც გავიგონე, მაგრამ ყურადეება არ მიმიქცევია. კიბეებთან ლილუ დამხვდა. რაზეც გინდათ დავიფიცები ისეთი სახე ჰქონდა გეგონებათ ტერორისტი ყოფილიყო.
- რახდება?
- იოანემ დამირეკა.
- მერე? - ვკითხე და აკანკალებული გარეთ გავიყვანე.
- წინა საპატიმრო განყოფილებაშია.
ხმა ჩამივარდა, აღარ ვიცოდი რა მეთქვა.
- წავედით.
მხოლოდ ეს ვუთხარი, არავის დავმშვიდობებივართ ისე გამოვედით ეზოდან და ტაქსი გავაჩერეთ.


8. დამნაშავე თუ უდანაშაულო?!
***
- რა დაემართა, აქამდე განყოფილებაში არასდრის ყოფილა- ამოიბუტბუტა ლილუმ და გზას გახედა. ვატყობდი ტაქსის მძღოლი გაოგნებული გვისმენდა და ხელი გავკარი დაქალს რათა გაჩუმებულიყო.
სადღაც 7-8 წუთში ტაქსიდან ჩამოვედით და პოლიციის შენობას გავხედეთ. არ გვიყოყმანკა მაშინვე შესასვლელისკენ წავედით და გამბედავად შევაბიჯეთ. ოივეს შოკირება გვეტყობოდა სახეზე როდესაც მოსაცდელში მჯდომი იოანე შევნიშნეთ. ლილუ სირბილით მივარდა და ჩაეხუტა
- გული გამიხეთქე აქ რას აკეთებ?
- ლილუ დამშვიდდი- დაამშვიდა იოანემ და მიიხუტა, მე მიმიკით მომესალმა.
- აბა? გამოგიშვეს უკვე თუ რახდება?
- არა მარიამ, მე არც ვმჯდარვარ. - მიპასუხა წყნარი ხმით. წარბი ავუწიე რომ თხრობა განეგრძო.
- ავალიანი და დათო.
ორ წამში თავბრუ დამეხვა, არვიცი ეს სასმლის ზემოქმების გამო იყო თუ არა მაგრამ მაშინვე სკამზე ჩამოვჯექი. ლაპარაკის უნარი დამკარგვოდა.
- და რამოხდა?- ჩემს მაგივრად იკითხა ლილუმ.
- არც მე ვიცი წესიერად ტო, ორი წუთი შემიშვეს. მაღაზია გაუტეხიათ და მერე უჩხუბიათ. არაფერი არ ვიცი ტო, მეც დათომ დამირეკა.
- იმედია მოგვარდება.
- მნახველებს უშვებენ?- ვიკითხე უცებ.
- რომლის ნახვა გინდა? - წარბის აწევით შემომხედა იოანემ. ამას ლილუც მიყვა.
- რომელიმეს, რამნიშვნელობააქ. - მივაყარე უცებ.
- მიმღებში მიდი- მითხრა მიქაძემ. მაშინვე წამოვდექი და ლილუს გავხედე. თავი ისე დამიქნია თითქოს ყველაფერი იცოდა.
- მნახველი ვარ- პირდაპირ მივახალე მიმღებში მამისტოლა კაცს. ჩაეცინა
- სახელი, გვარი.
- ანდრეა ავალიანი და დათო ლომაძე. ცოტახნის წინ მოიყვანეს. - ვუთხარი ნერვიულად.
- არასრულწლოვანთან შეგიშვებთ. ბატონ ლომაძესთან უფლება არ მაქვს. - მითხრა დაბალი ტონით და პასუხის მოლოდინში შემომხედა.
- კარგით.
- მარცხნივ წადი, მერვე ოთახში. - ხელით მიმითითა და ასევე დცვაში მდგომ კაცს ანიშნა რომ შევეშვი. კარი დინჯად გამიღო, ფეხები მიკანკალებდა. ჩემს ოდნავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს დავაბრალე და ამაყად გავყევი დაცვას. კარის წინ დამაყენა და ხელით მანიშნა გავჩერებულიყავი. ნარცრისფერ კარს შავად გამოკვეთილად ეწერა '8'. განა მართლა მინდოდა ამოს გაკეთება? ვითომ მართლა მინდოდა პირისპირ ლაპარაკი?
სანამ ფიქრებიდან გამივერკვიე დაცვას უკვე კარი გაეღო და მე მელოდებოდა. როცა ნაბიჯი გადავდგი შემახსენა
- მხოლოდ 10წუთი- საათს დახედა და კარი მოხურა.
ჩემს წინ კედელს აყუდებული ანდრეა იდგა. ხელები გადაეჯვარებინა, თავით კედელს მიყრდნობილი დამცინავად შემომყურებდა.
- გამარჯ..
- რატომ მოხვედი?- სიტყვა გამაწყვეტინა და თვალებში შემომხედა.
- იოანემ დაგვირეკა და..- თმა ცალი ხელით გავისწორე, სიტყვების მოძებნა მიჭირდა.
- ასე ჩაცმული? რის მიღწევას ცდილობ?- ხელი ჩემს ტანსაცმელზე გამოიშვირა და გაიცინა.
- ანდრეა გაჩერდი. აქ კითხვებით გატენილი თავი მარტო მე მაქვს. - დღეს ერთი ავალიანიც საკმარისი იყო, ახლა მეორეც?!
- ოჰო. - თავი წარმოსწია, კედელს მოშორდა და ახლა ჩემს პირდაპირ მაგიდაზე ჩამოჯდა.
- დათოსთან არ შემიშვეს.- ვუთხარი დაბალი ხმით.
- მაგ ნაბიჭვართან გინდოდა შესვლა არა? ეგრე? მიდი მარიამ მიდი. არ გაჩერდე. - ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა. ტონს არ უწევდა. ხმა დამცინავზე დამცინავი ჰქონდა.
- ანდრეა რა მოხდა? მაღაზია რატომ გაძარცვეთ?
- შენი აზრით ფული მაკლია?- ისევ ცინიზმი- მამაჩემს ჯიბეები ფულით აქვს გატენილი, მაგრამ ეგ ნაკლებად მაინტერესებს.

მის სიტყვებს ვუსმენდი და ვხარშავდი. დღეს ჩემი ტვინი განსაკუთრებით ნელა მუშაობდა. წამებში შევათვალიერე ავალიანი. მსმენია, მაგრამ ფულიანი მამიკოსი არაფერი ეტყობოდა მისი დისგან განსხვავებით. უბრალო ჯინსი და მაისური ეცვა.
- თუ ფული არა, აბა რა გაინტერესებს? ასე რისთვის გარისკე?- ვკითხე მოურიდებლად
- ჩემდა საბედნიეროდ 2 კვირაში ვხდები სრულწლოვანი. მანამდე გამომიშვებენ.
- კითხვას თავს ნუ არიდებ.- სიტყვიერ შეტევაზე გადავედი.
- კაი. კარგი. სიმართლეს გეტყვი.- მაგიდაზე კარგად მოკალათდა და ხმა ჩაიწმინდა.
- გუშინ დათოსთან არაჩვეულებრივი დრო გაატარე ხო? ისე გამიგია, ბიძამისი არაჩვეულებრივ ჩაის ამზადებს. ერთხელ მეც აუცილებლად გავსინჯავ.- წამით გაჩერდა და ჩემს რეაქციებს დააკვირდა. ერთ ადგილს მიყინული ვიდექი. - კარგი, საქმეზე გადავალ. მაღქზიის გაძარცვა ჩემი იდეა იყო. მაღაზია დათოს გავატეხინე. ფულიც მას შევტენე. მოკლედ, ყველაფერი მაგან გააკეთა მე მხოლოდ თანამზრახველი ვიყავი.
- რა დონის...- წინადადება ისევ მისმა ხმამ გამაწყვეტინა. როგორ დაგეგმა ყველაფერი ასე მარტივად?!
- რო გამოვედით ჩხუბი ავუტეხე მთელი ფულირატო ჩაიჯიბეთქო, და კამერების წინ ერთი-ორიც მოვდე. პოლიცია წამებში გაჩნდა. დანარჩენი შენც იცი.
პირღია ვუსმენდი. ისე მშვიდად ლაპარაკობდა, ისე წყნარად და აუღელვებლად.
- ეს ყველაფერი რაში დაგჭირდა?
- ის ნაბი*ვარი ჩავსვი მთავარია. თუ გაუმართლა ორ თვეში გამოვა. მეკიდე ხვალვე გატოვი ვიქნები. აი ნახავ. - თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა.ვიცოდი რაც ხდებოდა, ზუსტად ვხვდებოდი და ამის დამალვას არც ვაპირებდი.
- ჩემს გამო გააკეთე?
სიცილი ექოდ გაისმა.
- შენ არაფერ შუაშიხარ. დათოს ჟილკა მქონდა, თავიდანვე არ მევასებოდა და იოანემაც მშვენივრად იცის.
- კეთილშობილი მაინცაა შენგან განსხვავებით.
მხრები აიჩეჩა. თითქოს მისთვის არც მითქვამს. კარებთან დაკიდულ საათს შეხედა და მზერა ჩემზე გადმოიტანა. ხმის ამოღება დავასწარი.
- ღირსი ხარ გამოსასწორებელ კოლონიაშო გაგიშვან..
-მანდ? მანდედანაც გამოვალ.
ამოვიხვნეშე და შუბლი მოვისრისე. კვლავ კითხვიტ მოვუბრუნდი
- რატომ მაკოცე?
- მინდოდა. - მარტივი პასუხი გამცა და ჩვენს შორის ნახევარი ნაბიჯის სიახლოვეს დადგა.
რასაც გინდა ყოველთვის იმას აკეთებ?-ხელი აწია და თმაზე ჩამომისვა. არა, ვიცოდი რომ ეს არასწორი იყო. მინდოდა შორს გავქცეოდი ამ ყველაფერს. თვალებში მიყურებდა და ღრმად სუნთქავდა. შემდეგ ინსტიქტურად თავი დამიჭირა და ტუჩები ტუჩებზე მომაბჯინა.
ვხვდებოდი როგორ მეცლებოდა ძალა, მაგრან ენერგიის შესანარჩუნებლად არაფერს ვაკეთებდი. ბოლოს ისევ თვითონ მომშორდა. შეწუხებული სახით რაც შეეძლო შორს გაიწია ჩემგან და მოკლე თმები ხელით აიქექა.
- ანდრეა..
- არა არა.. - ამოილაპარაკა ნერვიულად. - წადი მარიამ.
ხმადაბლა მითხრა. ახლა თავი საშინლად ვიგრძენი. მისი ხასიათის ცვალებადობა გონებას მირევდა. შევტრიალდი და კარის სახელურს მივჩერებოდი. უკნიდან გაშირებული სუნთქვა მესმოდა. არ მიმიხედავს ისე გამოვედი ოთახიდან და გასასველისკენ წავედი. თვალიდან ობოლი ცრემლი ჩამომიგორდა მაგრამ მაშინვე მოვიცილე და ჩემების გვერდით ჩამოვჯექი.
- აბა? რახდება?- მკითხა იოანემ.
- არაფერი, ნორმალურადაა.
- რამე მოტივი ამოძრავებდა? თქვა რამე?
- არაფერი..- ვიცრუე. ყველაფერს მიქაძეს ვერ ჩავუკაკლავდი. ლილუმ მაშინვე შემატყო და ვიცოდი ამას შემდეგში აუცილებლად განვიხილავდით.
- აქ ლოდინს აზრი არაქვს. -დინჯად თქვა იოანემ- საკუთარ სახლებში დაგარიებთ.
- ლილუ ჩემთან რჩება. - ვუთხარიდაუყოვნებლივ. მანაც თავი დამიქნია. 10 წუთში უკვე ჩემს სახლთან ვიყავით. საშინლად ციოდა.ლილუ ხმას არ იღებდა. ჩამკეტს გასაღები გავუყარე და გადავატრიალე. როცა ორივენი სახლში შევედით დაქალი წინ გადამიდგა.
- ახლა დაჯდები და ყველაფერს მომიყვები. - მეტი ვეღარ გავძელი და აცრემლიანებულმა ავხედე.
- ღმერთო ჩემო.. ბოლოს როდის იტირე არც კი მახსოვს.- მითხრა აკანკალებული ხმით და არც უფიქრია ისე მიმიხუტა. გული უარესა ამიჩუყდა? არა. კბილებს ერთმანეთს ვაჭერდიდა საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს მთელი ძალით ვაკავებდი. დაქალს მოვშორდი და უჯრიდან სიგარეტი ამოვიღე.
- მოწევ?- ვკითხე ლილუს და გავუწოდე. მანაც გამომართვა და სავარძელში ჩავჯექით. აივანზე გასვლას არც კი ვფიქრობდით ისე ციოდა. სახლს შემდეგ გავანიავებდი. მოვუკიდე. ნაპასს ნაპასზე ვარტყამდი. ლილუ ნელა, აუჩქარებლად ეწეოდა.
- ყველაფერი ანდრეას ბრალია.- დავიწყე როდესაც ღერი ჩავამთავრე და საფერფლეს მივაწვი. კოლოფიდან მეორე ღერი ამოვიღე და მოვუკიდე. ლილუმ გაშტერებულმა გამომხედა მაგრამ ვიცოდი "გამიტარებდა".
- ხვალ გამოუშვებენ. დათოს ჩასვამენ. - ვუთხარი სწრაფად და ნიკოტინი ღრმად შევისუნთქე. პერიოდულად თვალებზე ხელს ვიჭერდი რომ ცრემლებისთვის წამოსვლის საშვალება არ მიმეცა.
- შენ რა გატირებს?- მკითხა და საზურგეს მიეყრდნო.
- ეგ კაი კითხვაა. - ღრმად ამოვისუნთქე და მესამე ღერი ტუჩებში მოვიქციე.- შევედი თუარა ცინიზმით ბოლომდე მიწასთან გამასწორა. მერე რაღაც ეტაკა და მაკოცა. ისევ. და ბოლოს გამომაგდო.

ლილუ გაშტერებული მისმენდა.
-უკვე მეორედ, უამრავი კითხვის ნიშნით მტოვებს.
- რამეს გრძნობ?
- არვიცი ლილუ. წამით თითქოს მასთან მსიამოვნებს. მეორე წამს მინდა რაც შეიძლება შორს გავექცე. მარა რა გამოდის? რამდენად ბინძურ საქმეებშია..
- უნდა დაწყნარდე. ჩაი გინდა?
- არა. - ვუთხარი და მეოთხე ღერს მოვუკიდე. არაამქვეყნიურად მაწყნარებდა. - მანდედან ადექი.- ვუთხარი ლილუს და ისიც მაშინვე დივნიდან წამოდგა.
- რამე სჭირს დივანს?
- გადასაფარებელი უნდა გავრეცხო. - ავდექი, ნახევარი სიგარეტი საფერფლის კოდეზე ჩამოვდე, გადასაფარებელს ხელი დავავლე და გადავაძრე. ისევ საშინელი ნაცნობი სურნელი დატრიალდი. ღრმად შევისუნთქე და ლილუს მივუბრუნდი.
- ახლა დაჯექი- გაურკვევლად მიყურებდა და თვალს მაყოლებდა. მაშინვე სარეცხის მანქანაში შევუძახე და რეცხვის რეჟიმზე ჩავრთე. შემდეგ ჩემს ადგილს დავუბრუნდი და სიგარეტი კვლავ თითებშუა მოვიქციე.
- გადასაფარებელს რა სჭირდა?
- ჭუჭყით იყო გაჟღენთილი- ვუთხარი და სიგარეტი ღრმად მოვქაჩე
- ჭუჭყით არა?- ეჭვის შეტანით მკითხა- რომელი ჭუჭყით
- ცინიზმით, სირცხვილით და სიბინძურით.

ლილუ დაშტერებული მიყურებდა და ჩემი პირიდან წამოსულ სიტყვებს არ უჯერებდა. მართალია, არც მე ვუჯერებდი. ასე ცხოვრებაში არ გავმწარებულვარ.
- ჩვენ, ადამიანები ადამიანებისგან კერპებს ვქმნით და იქამდე ვერ ვეშვებით მათ გაღმერთებას, სანამ მათთან ყოფნა ისეთივე ტკივილს არ მოგვაყენებს, როგორც მათ გარეშე
- გეყოფა. - მითხრა როდესაც შემდეგი ღერის აღება დავაპირე და კოლოფი მაგიდიდან ამაცალა. - საკმარისია, ნუ გადაყვები.
თავი დავუქნიე. მართალი იყო. არ ღირდა სიბინძურეს გადავყოლოდი და ფილტვები მის გამო სიბინძურით ამევსო.
აი ახლაც. მახსენდებოდა როგორ 'მტუქსავდა' მოწევაზე და გუნებაში მეცინებოდა.
- რატომ ერევა ჩემს ცხოვრებაში?აი რა უფლებით?
- არ ჰკითხო. სისულელე იქნება.
- სისულელე არა, ისევ ჩემი დაცინვა იქნება.
ვუთხარი დაქალს და ბალიშზე თავი ჩამოვდე. თვალები დავხუჭე, იმ იმედით რომ ჩამეძინებოდა.



გელით! ❤️скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი Nina

Kargia, kargiii.... velodebi male maleee ♥️

 


№2  offline წევრი Moonlight17

♥️♥️
სტუმარი Nina
Kargia, kargiii.... velodebi male maleee ♥️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.