შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გადამიფიქრო! (თავი 6)


13-11-2018, 00:17
ავტორი P.A.
ნანახია 9 818

არ გადამიფიქრო! (თავი 6)

***
–ჩუ, ჩუ, ლუკა გაიგებს! – კვდებოდა სიცილით ნინა და თან პირზე იფარებდა ხელებს
–ხოდა მაკოცნინე წესიერად! – ბოხი ხმით ვითომ გაუბრაზდა, ხელები გაუკავა და მის ყელში ჩარგო სახე
–არ შემიძლია, ძალიან მეღუტუნება, – ისევ გადაიხარხარა ნინამ, განძრევას ვერ ახერხებდა იმდენად მძიმე სხეული ეწვა ზედ – გიჟო, მძიმე ხარ!
–მეღუტუნება რა სიტყვაა? – ახლა რეზი იცინოდა, ზურგზე გადაგორდა და იმის მაგივრად, რომ ნინა გაეთავისუფლებინა, ხელები უფრო მეტად მოუჭირა და ახლა საკუთარ გულზე მოიქცია
–ნუ დამცინი, თორემ დამწვარს გატკენ, ჯერ ისევ არ მოგშუშებია წესიერად! – გაბუტულმა გაბუსხა ტუჩები
–აბა მიყვარხარო? – წარბები შეკრა რეზიმ და ისევ წაეტანა ტუჩებით მის ყელს
–მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ! მაპატიე, რომ დაგემუქრე, – ძლივს ამოილაპარაკა
–ხოდა ასე, მოისვენე! – ხელები მოხვია და მის თავს ჩამოაყრდნო ნიკაპი
–ლუკამ გითხრა რა სჭირს? – ჰკითხა უცებ, ისე რომ თავიც არ აუწევია, გემრიელად მოკალათდა მის სხეულზე
–მეტყვის..
–იცი, რა მკაცრი მამა ხარ?
–მე? მკაცრი? კაი რა, ნინაჩკა! – გაეცინა
–მე მამაჩემი ასე მკაცრად არასდროს დამლაპარაკებია, როგორც შენ ლუკას ელაპარაკები, მართლა გეუბნები, – გულწრფელი ბავშვივით ჩაილაპარაკა და ახედა
–ჭკვიანი გოგო იყავი და იმიტომ, – გაუცინა და ცვირზე მოუჭირა კბილები
–გაჩერდი! ნუ იცი ასე! – აწუწუნდა – ლუკაც ჭკვიანი ბიჭია, რეზი..
–ვიცი, ვიცი რომ ჭკვიანია, – ამოიოხრა თითქოს გულისტკივილით
–ხოდა სულ ნუ უტრაკებ! – გადაიკისკისა უცებ
–რას ვშვები? – სიცილისგან ძლივს ამოისუნთქა რეზიმ
–იცი, რომ ახლა შეგჭამ? იცი? – ისევ იცინოდა და უკვე მის ქვეშ მოქცეულ გოგონას მაისურს აძრობდა
–რა გინდოდა? რას გამომიწვიე? ბავშვია სახლში, – ეჩუეჩულებოდა სიცილით და თან ჩქარ–ჩქარა აშიშვლებდა
–ჩემხელაა ეგ ბავშვი, – ეცინებოდა ნინასაც და რეზის პერანგის ღილებს ჩაფრენოდა წვრილი თითებით
–მოისვენე ახლა, პაწაწინა! – გაუბრაზდა რეზი სასაცილოდ და თვალები აემღვრა.
რამოდენიმე წამში ნინას სხეულს დაეპატრონა და სიამოვნებაგანცდილი ცოლის ტუჩებს ხარბად დაეწაფა
–გაახილე თვალები, მიყურე.. თან მიყურე.. ნინა, მინდა რომ გხედავდე, – ეჩურჩულებოდა თვალებმიბნედილ გოგონას და ცოტახანში ფართო ღიმილი დაეფინა სახეზე
–მიყვარხარ, რეზი!
–მეც, პატარავ, ძალიან, ძალიან მიყვარხარ..

***
ყველა ერთად, სანდროს და თათიას მისაღებ ოთახში მოთავსებულიყვნენ და იმდენად დიდი სითბო იღვრებოდა თიოთოეული მათგანის მზერიდან, ძნელი იყო გარშემო არსებული სასიამოვნო გარემო არ შეგემჩნია და ბიჭებიც, რომელთაც მოშორებით, აივნის მოაჯირთან მოეკალათებინათ, სიყვარულით სავსე თვალებით გადახედავდნენ ხოლმე მათ საყვარელ ქალებს.
–ეჰ, რა ვუთხარი ლუკას, ასე მალე რომ გაიზარდა! – ამოიოხრა თაზომ და ტასოსა და გაბრიელს გადახედა, რომლებიც სასაცილოდ მიწებებოდნენ ერთმანეთს, რადგან ერთ სავარძელს იზიარებდნენ და საოცარი ინტერესით უყურებდნენ რომელიღაც ანიმაციას
–ესენიც აცდებიან მალე ასაკში, – თავი გააქნია ბავშვებისკენ სანდრომ – არ გახსოვს, როგორ ჩასჭიდებდა ხოლმე ხელს ლუკა ტასოს და დაათრევდა აქეთ–იქით
–ხოდა გავაკეთოთ ახლა სამი ბიჭი ერთად! – წამოიძახა უცებ თაზომ და ბიჭებს ერთდროულად აუტყდათ სიცილი. მისი ხმა გოგოებსაც შემოესმათ და გულიანად აკისკისდნენ
–ტასო, ხო გინდა ძმა, მა? – გასძახა შვილს
–არაა, გაბი ხომ მყავს უკვე, – აიქნია ხელი გოგონამ და მის გვერდით მჯდარ პატარა ბიჭს სასაცილოდ გადახვია
–შენ გენაცვალე მე! – სითბო ჩაუდგა ხმაში სანდროს .
ბიჭები მთელი საღამოს განმავლობაში ატყობდნენ რეზის უხასიათობას, რომელიც უნიათოდ ცდილობდა დაემალა, რომ რაღაც აწუხებდა. ახლაც, თითქოს შეთანხმებულებივით, ერთმანეთს გადახედეს თაზომ და სანდრომ და ნაცნობი მზერა გაცვალეს, ზედმეტი ლაპარაკი აღარც გამხდარა საჭირო. ერთხანს ყურადღებით აკვირდებოდნენ ნინაზე სევდიანი ღიმილით შემყურე ძმაკაცს, მერე კი ისევ თაზომ გამონახა სახუმაროდ სიტყვები
–ისწავლა ბოლობოლო ნინამ ხორცის შეწვა თუ ისევ შენ დიასახლისობ სახლში?
–ასი წელი რომ მომიწიოს, ყოველ დილას და ყოველ საღამოს ჩემი ხელით გავუკეთებ საჭმელს და თითოეულ ლუკმას დაუზარელად მივაწვდი, ოღონდ ასეთი ბედნიერი იყოს სულ!
იმდენად სევდანარევი ხმით ნათქვამი იყო მისი სიტყვები, ბიჭებს გული მოეწურათ
–რეზი, აღმერთებ ქალს! მაგრამ რაღაც სხვა გაწუხებს, თქვი რა, ძმურად, რა გჭირს.
რეზის გაეღიმა ძმაკაცის შეწუხებულ სახეზე. ყოველთვის როცა რაიმე უჭირდათ, ასე იცოდა თაზომ. შეეძლო მთელი დღე შენზე ეფიქრა, ევარაუდა რა გაწუხებს, ოღონდ რაიმეთი დაგხმარებოდა.
–ლუკას აქვს რაღაც პრობლემები. არაფერია, უფრო სწორად, ჯერ ზუსტად არ ვიცი.. დღეს უნდა მომიყვეს. ხომ იცით, ლუკას როცა ეხება საქმე..– ღიმილით გაუმხილა ძმაკაცებს
–ჩვენ ახლა უნდა ვიგებდეთ ამას? ლუკას რომ პრობლემა აქვს, ახლა უნდა ვიგებდე შენი ასეთი სახით? სად გამოვშტერდი, როდის გამოვ*ლევდი! – წამოიძახა უცებ სანდრომ და მძიმედ ამოიოხრა
–სანდრი, თუ დამჭირდით მერე დაგიძახებთ, ხომ იცით არა! – მხარზე დაკრა ძმაკაცს ხელი.
თითქოს ლოდი მოეხსნა მხრებიდანო, უყურებდა ძმაკაცების თვალებს და გულში ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ მარტო არ იყო. მათი შემხედვარე ყველაფრის იმედი ეძლეოდა ხოლმე.
–ნინაჩკა, უთხარი გოგოებს ქორწილის გადახდა რომ გადავწყვიტეთ? – გასძახა ლამაზი კაბით მოფარფატე საცოლეს , რომ როგორმე დაძაბული ვითარება თავიდან აეცილებინა. მართლაც, თათიასა და თიკას შეძახილებსა და აღფრთოვანებაზე, გულიანად ეცინებოდა სამივეს. ნინას აქეთ–იქიდან ჩასჭიდეს ხელი და რამოდენიმე წუთში იმდენი საკითხის განხილვა მოასწრეს, ბიჭებს ნელ–ნელა თვალები უფართოვდებოდათ
–როცა საქმე ქორწილს ეხება, ყველა ქალი ტასოსხელა ხდება! – შუბლშეკრულმა წამოიძახა თაზომ და გოგოების საყვედურიც მაშინვე მიიღო.

***
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და რეზი ამჯერად ღიმილიანი სახით შეჰყურებდა, არ უნდოდა ენერვიულა და ამით რაიმე მნიშვნელოვანი გამორჩენოდა. უყურებდა, როგორ ემზადებოდა შვილი საუბრის დასაწყებად. მისი სახის ნაკვთების ოდნავ თრთოლვასაც ატყობდა. მერე, ლუკამ რომ საბოლოოდ შეანათა მისი მსგავსი თვალები და ლაპარაკი დაიწყო, თვითონ შეეკრა სუნთქვა
–მოკლედ, მე ლადო და გიო ვიყავით ერთი სამი კვირის წინ რაღაც ფართიზე, ჩვენი ნაცნობის მეგობრის ივენთი იყო.. – ნაწყვეტ–ნაწყვეტ ლაპარაკობდა –ცოტა დავლიეთ, მერე დაგვიანდა კიდეც და მარიამს დავურეკე, მამასთან ვრჩებითქო..
–და არ მოხვედი..
–ჰო, არ მოვედი. მარიამიც ერიდება შენთან ხშირ რეკვას, ხო ხვდები, ნინას გამო..
–განაგრძე, ლუკა
–იქ გავსინჯეთ რაღაც ნარკოტიკი, რომ ვიკითხე რა არისთქო, არ მეუბნებოდნენ. ჯიგრულად, მარტო ჩვენ მოგვცეს რა..
რეზის საგრძნობლად მოეჭიმა მთელი ტანი, ტვინში სისხლი ჩაექცა. მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას შეეხო. გაახსენდა წლები, მამის დასუსტებულ სხეულსა და სულს რომ უმზერდა ჯერ ისევ მოზარდი. თვალწინ დაუდგა წამალზე მჯდარი, არაადამიანური, არაადეკვატური მშობელი, რომელმაც მთელი ბავშვობა საოცრად გაულამაზა რეზის, მაგრამ მაინც ასე დაასრულა.. უუნაროდ, უმიზნოდ.. გაახსენდა ყველა ის დღე, რომელიც ტანჯვით გამოიარა, მაგრამ გადალახა.. რეზიმ ყველაფერი შეძლო თაზოსა და სანდროსთან ერთად და ახლა ფიქრი, რომ იგივეს გამოვლა საკუთარ ვაჟიშვილს მოუწევდა, ერთიანად უცლიდა აქამდე დაგროვილ ძალას. მისმა ვაჟმა ნარკოტიკი მიიღო, მისმა თექვსმეტი წლის ბიჭმა, რომელსაც ბავშვობიდან ჯანსაღი ცხოვრების წესს, სპორტის სიყვარულს და დილაობით სირბილს აჩვევდა. იმდენად დიდმა სასოწარკვეთამ მოიცვა, ვერ მიმხვდარიყო ამ ყველაფერში საკუთარი თავი დაედანაშაულებინა თუ მის წინ მჯდარი სულელი ბავშვი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საოცარი მომავალი ერთი ხელის მოსმით, მამის თვალწინ გაენადგურებინა. ლუკა მიხვდა მამის რეაქციას, წყლიანი თვალებით ახედა და გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა
–მერე.. – ამოიხავლა რეზიმ ჩაწითლებული თვალებით და ლუკას სიკვდილი მოუნდა ასეთი მამის დანახვისას
–მამა..
–მერეთქო! ყველაფერი მომიყევი! მოგეწონა? – მისკენ გადაიწია და მომუშტული ხელები ერთმანეთს მიაწება, რომ უნებურად შვილისკენ არ გაწეულიყო
–კი, მომეწონა. ლადომ გაიგო ნაცნობისგან, მეტანფეტამინი მოუციათ და.. და.. გავიგეთ რომ ყიდდნენ კიდეც პერიოდულად, გრამებით..
ოდნავ უკან გაიწია, რადგან კარგად იცნობდა მამას, თუმცა ამან ვერ უშველა, წამის შემდეგ კედელზე ჰყავდა გაცეცხლებულ რეზის აკრული და მის პერანგს ორივე ხელით ჩაფრენოდა
–ხვდები ხო რეებს მეუბნები? ლუკა, ხვდები ხო? – ღრიალებდა ხმის ჩაწყვეტამდე და კარებში მდგომ შეშინებულ ნინასაც ვეღარ ამჩნევდა
–მამა.. – ცრემლები ჩამოსცვივდა ლუკას თვალებიდან.
რეზიმ თავი დახარა, ვერ აიტანა მისი ცრემლიანი სახე. იმავე წამს ოთახში შემოსულ ნინას კი გული მოეწურა მათი შემხედვარე, ინსტიქტურად ორივე ხელი სახეზე აიკრა და იქვე ჩაიკეცა
–დაჯექი, აქ დაჯექი და გააგრძელე, – ხელი შეუშვა და ისევ ჩამოჯდა დივანზე – თავი ვერ შევიკავე, დაჯექი, გელოდები.. – ათრთოლებული ხმით ლაპარაკობდა და ახლაღა შენიშნა ძირს მჯდარი, შეიშინებული ნინა. წამით ვაჟიმშვილს გახედა და თვალებით, უხმოდ ანიშნა, რომ დალოდებოდა. მერე უცებ წამოხტა და ნინასთან მივიდა, ნაზად შეეხო ტუჩებით ჯერ შუბლზე, მერე კი თავზე და გაუღიმა
–რამ შეგაშინა ასე, ნინაჩკა?
–ისე გეჭირა, ისე სტკენდი.. რეზი, რატომ აკეთებდი ამას? – ამოიტირა და თავჩახრილი ლუკასკენ გააპარა მზერა
–ოთახში დამელოდე კარგი? ლუკას რაღაცის მოყოლა უნდა ჩემთვის. მაპატიე, მაპატიე, რომ ამის ნახვა და მოსმენა გიწევს.. შეხვალ ოთახში?
–ჰო, შევალ. არ ატკინო, გთხოვ..
–არა, ნინა, ვერ ვატკენ, – ტკივილი ამოაყოლა სიტყვებს – ლუკას ვერ ვატკენ, ხომ იცი შენც, – ისევ მიაკრო ტუჩები შუბლზე და წამოდგომაში დაეხმარა
–საერთოდაც, თუ გინდა ცხელი ჩაი გაუკეთე ლუკას, იცი როგორ ესიამოვნება ახლა? მწვანე ჩაი გვააქვს?
–კი, გვაქვს, – ღიმილით დააქნია თავი – ახლავე გავუკეთებ
–მადლობა, პატარავ, მიდი..
ლუკასკენ თითქმის დამშვიდებული შებრუნდა და ღრმად ამოიოხრა
–ლუკა, მერე.. მომიყევი.
ორიოდ წამში იმხელა სახეცვლილება შენიშნა მამამისში, უნებურად თვალები გაუფართოვდა. სანამ ხმას ამოიღებდა და მოყოლას განაგრძობდა, რეზიმ მობილური ამოაძრო სპორტულის ჯიბიდან და სადღაც დარეკა
–გამარჯობა, რეზი.. როგორ ხარ? – გაისმა შვილის ძმაკაცის ხმა ტელეფონს მიღმა. რეზის მოეჩვენა, რომ ოდნავ შეშფოთებული და შიშნარევიც კი
–ლადო, შენ და გიო მოდით ჩემთან, ახლავე!
–რეზი.. ლუკამ რამე..
–ლადო, გაიგე რა გითხარი?
–გავიგე, კი, მოვალთ, ახლავე მოვალთ, – რეზის მოეჩვენა რომ ამჯერად შიშთ კი არა, შევებით ამოისუნთქა ბიჭმა და უფრო მეტად შეეკრა წარბები. მაინც რა შარში გაყვეს თავი, რა უნდოდათ, რატომ არ იფიქრეს..
–მოკლედ, რაღაც დოზა ვიყიდეთ, – განაგრძო უთქმელად ლუკამ – ერთი–ორჯერ მოვიხმარეთ, მეტჯერ არა. მერე გვინდოდა თავი დაგვენებებინა, მაგრამ.. მაგრამ კიდე მინდოდა, ცუდად ვიყავი ხოლმე. მერე ისე მოგვცეს და ახლა ფულს ითხოვენ.. მე კიდევ, მეგონა ვიშოვიდი, ისე მინდოდა კიდევ გამესინჯა, მეგონა როგორმე შევძლებდი მაგდენის შოვნას. შენთანაც მაგიტომ ვერ მოვდიოდი, არ მინდოდა რამე შეგემჩნია. მაპატიე, მამა, ვიცი, რომ უკანასკნელი კაცივით მოვიქეცი, – ხელებში ჩარგო თავი
–ლუკა, მა.. – ვედრებასავით გაისმის რეზის ხმა – გეხვეწები, შემომხედე მა..
ოთახში საოცარმა დაძაბულობამ დაისადგურა და ნინა ჩაის ჭიქით ხელში გაშეშდა სამზარეულოდან გამომავალ კართან. უყურებდა ორ, საოცრად ერთნაირი ნაკვთებით, ერთნაირად შეწუხებულ გატანჯულ სახეებს და ვერ ხვდებოდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ახლა მათთვის შვების მომცემი. ფრთხილი ნაბიჯით მივიდა მაგიდასთან, ძლივს მოახერხა აკანკალებული ხელით ფინჯანის დადება და მაშინვე უკან მიბრუნდა, ისევ სამზარეულოში გაუჩინარდა.
რეზი კი, რეზი თავს ვეღარ აღწევდა შვილის თვალებს. ახლა მათში იმაზე მეტ ტკივილს ხედავდა, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლებოდა დაგროვებოდა. ფაქტი, რომ მისი ცხოვრების ყველაზე რთული, ყველაზე ბნელი ნაწილი გამოეპარა, მთელ სხეულში უსიამოვნო სპაზმებს უჩენდა. ორივე ხელი სახეზე მოჰკიდა ლუკას და დაუფიქრებლად, აკანკალებული ხელებით ყურს უკან გადაუწია ურჩი თმა. მერე ისე, რომ ადგილიდან არ განძრეულა, წამით შეეხო შუბლზე ტუჩებით, ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და ლამაზ სახეზე ცერა თითებით მიეფერა. ლუკას არც ახსოვდა ბოლოს როდის იყო ასე ახლოს მამასთან. არ გაუძალიანდა თინეიჯერი ბიჭივით, პირიქით, მის ხელებში მოქცეული იმდენ სიძლიერეს გრძნობდა, ეგონა, რომ ქვეყნად აღარაფრის შეეშინდებოდა. მამის მაჯებს მოეჭიდა ხელებით და თვალებში ჩახედა
–ყველაფერს მოვაგვარებ მა! – ჩასჩურჩულა ისევ რეზიმ და თავისკენ მოქაჩა .
ისიც მოუთმენლად, რამოდენიმე წამში მის გვერდით აღმოჩნდა და მთელი სხეულით მამის გულთან მოიკალათა. შეკრული მუშტები მის მკერდზე მოათავსა და თავი დახარა. რეზიმ კი ორივე ხელი მჭიდროდ მოხვია შვილს. ისე ჰყავდა აკრული, როგორც პატარა ბავშვი
–ლუკა, მინდა რომ დამპირდე..
–აღარ გავეკარები, გპირდები!
–ხომ იცი, რომ პირობას ყოველთვის ვასრულებთ მე და შენ? არ დაივიწყო, იცოდე! მე ყველაფერს მოვაგვარებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად იყო, მაგრამ უნდა ვიცოდე, რომ შენი დანაპირები გახსოვს, კარგი?
იგრძნო, როგორ გაამოძრავა თავი ლუკამ და მიხვდა, რომ ეს თანხმობას ნიშნავდა
–დალიე ახლა ეს ჩაი, სანამ ბიჭები მოვლენ – უთხრა ღიმილით და ხელი შეუშვა – იცი რა გემრიელ ჩაის ამზადებს ნინაჩკა?

***
დაძინებამდე მარიამთან დარეკა და გააფრთხილა, რომ კიდევ რამოდენიმე დღით მასთან დარჩებოდა ლუკა. თან შეხვედრა დაუთქვა და წინასწარ მოფიქრებული მიზეზიც გაანდო, რომ მისი ცუდ წრეში ტრიალი ოდნავ აშინებს და ურჩევნია, რაღაც პერიოდით მასთან იცხოვროს შვილმა. ტელეფონი გათიშა თუ არა, ღრმად ამოისუნთქა და ლოგინზე ფეხებმოკეცილ ნინას გახედა, რომელსაც თხელი, მოკლე აბრეშუმის პერანგი ეცვა და ფრთხილი მოძრაობით იზელდა ბავშვივით რბილ მკლავებს. გაეღიმა.. რთულ მომენტში იმედის ნაპერწკალივით იყო ნინა მისთვის. შეხედავდა თუ არა მის სახეს, თვალები უბრწყინდებოდა და თითქოს ყველა პრობლემას ახსნას უძებნიდა
–რატომ დაუმალე? – ჩაეკითხა ნინა ინტერესით და მომლოდინეთ მიაჩერდა რეზის სახეს
–ისე მოვაგვარებ, რომ არ გაიგოს.. არ მინდა ინერვიულოს ტყუილად..
–კითხვები არ გაუჩნდა, რატომ გინდა რომ დიდიხანს დარჩეს შენთან?
–არა, მიხვდა, რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ, მეტის თქმა არცაა აუცილებელი, – გაუღიმა და მასთან ჩამოჯდა
–რადგან იცის, რომ კარგი მამა ხარ! – ლამაზად შესცინა და ახლა მეორე მკლავზე გადაინაცვლა
–კარგი მამა? – ჩაიცინა მწარედ და თავი გააქნია – ჩემმა თექვსმეტი წლის ბიჭმა ნარკოტიკის მოხმარება დაიწყო და შენ ფიქრობ, რომ მე უფლება მაქვს ვთვა, რომ კარგი მამა ვარ? უკანასკნელი ვარ, ვიზეც შეიძლება ეს ითქვას, ნინაჩკა!
–ყველაფერი გამოსწორდება, მე მჯერა ამის, – გულწრფელად ჟღერდა ნინას სიტყვები
რეზი დაწვა, თავქვეშ ამოიდო ხელები და ოდნავ მოჭუტა თვალები
–დაანებე ამ ხელებს თავი, არაფერი გჭირდება, მოდი აქ და ჩამეხუტე ახლა!
ნინა წამოდგა, ყველაფერი შეინახა, შუქი ჩააქრო და რეზის გვერდით, საწოლში შეძვრა. მის მოხვეულ მკლავს მიაკრო ტუჩები და ოდნავ გაუხახუნა ცხვირი. რეზის გაეღიმა, გრძნობდა, რომ ნინა მის მხარდაჭერას ცდილობდა და მისკენ გადაბრუნებულმა, მთელი სხეულით მოიქცია საკუთარ ხელებში
–მაპატიე, რომ ამ ყველაფრის მოსმენა, ატანა და გაზიარება გიწევს, – ამოაყოლა სიტყვებს მთელი დღის დარდი
–აღარ მთხოვო ამის გამო პატიება, – გაბუტული ბავშვივით ჩაილაპარაკა ნინამ
–რა პატარები არიან, ისინიც რა პატარები არიან, ცხრამეტი წლისას კაცობაზე მქონდა პრეტენზია და ამათმა.. ვახ ჩემი, ეს რა სადარდებელი მომცეს ამ სულელმა ბიჭებმა!
–რეზი, შენი შვილი ცუდი ვერ გაიზრდება. შენ შეიძლება ვერ ხვდები, მაგრამ ასეა, დამიჯერე. ლუკა არასწორად ვერ გაიზრდება.
ნინას სიტყვებს მისი ღრმა ამოსუნთქვა მოჰყვა, მის რბილ თმაში ჩარგო სახე და ეცადა რამოდენიმე წუთით მაინც დაევიწყებინა არსებული ქაოსი. გოგონას მალევე ჩაეძინა მის ხელებში, სევდიანი მზერით დაჰყურებდა რეზი და მის ფერებას ვერ წყვეტდა, მაგრამ ეშინოდა, არ გაეღვიძებინა და საოცრად ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად უსვამდა თითის წვერებს მთელ სახეზე. შუაღამემ ისე მოუწია, თვალის მოხუჭვა ვერ შეძლო. მერე წამოდგა, ფრთხილი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან და სიგარეტს მოუკიდა. ერთხანს ჩაფიქრებული, ღერს ღერზე ეწეოდა, მერე გაჩერდა, მიხვდა დეპრესიული კაცივით იქცეოდა და ოთახში დაბრუნება გადაწყვიტა. როგორმე უნდა დამშვიდებულიყო, როგორმე უნდა ეგრძნო, რომ ყველაფერს შეძლებდა. გონებადაბინდული წამოდგა და ფეხებმა დაუფიქრებლად მიიყვანა შვილის ოთახთან, შესაშური სიფრთხილით შეაღო კარი და რატომღაც შვებით ამოისუნთქა ლოგინში მშვიდი სახით, ოდნავ პირგახსნილი ლუკა რომ დაინახა. ძალიან ფრთხილად მიუახლოვდა და იქვე, მის საწოლთან მდგარ სკამზე მძიმედ დაეშვა. უყურებდა ვაჟიშვილის გრძელ, ლამაზ წამწამებს, ძლიერ მკლავებს და დაკუნთულ ბეჭებს და ისე ცხადად გრძნობდა, რომ ეს მისი ბიჭი იყო, წამით გული შეეკუმშა.
–რატომ დამემსგავსე ასე მა, ყველაფრით მე რატომ დამემსგავსე.. – ამოიჩურჩულა ტკივილიანი ხმით და სასწაულად მოუნდა დაღრიალება, თუმცა მხოლოდ ის შეძლო, როგორც შემოვიდა, ისევე ჩუმად გაპარულიყო შვილის ოთახიდან..

***
ნინა, სალომე და ანანო ფუმფულა ხალიჩაზე მოკალათებულიყვნენ და იქვე მოფარფატე კატოს ეთამაშებოდნენ. ორიოდ წუთში ბექა და ცოტნეც მათთან გაგორდნენ
–აარჩიე კაბა გოგო? – მუხლებზე ჩამოადო თავი ბექამ და ქვევიდან გაუცინა
–ღია ვარდისფერი კაბა მინდოდა, მაგრამ რეზიმ აიჩემა თეთრი, პატარძლის კაბა მინდა რომ გეცვასო, – გაეცინა და ცხვირზე მოუჭირა მეგობარს თითი
–სად არის რეზი? სად დაიკარგა ეს ორი კვირაა, – იკითხა ცოტნემ, რომელსაც სწრაფად დაასკუპდა ზურგზე კატო და ხტუნაობა დაიწყო
–მოიცა მა, გამისკდა გული, – შეუღიტინა შვილს
–ლუკას ჰქონდა რაღაც პრობლემები და სულ თავის ბიჭებთან ერთად დაჰყავდა აქეთ–იქით, ცოტახანში შემოგვივლის. დამპირდა, რომ დღეს მოვა.
თქმა არ ჰქონდა დასრულებული, კარის ხმა რომ გაისმა. ანანო სწრაფად წამოდგა ფეხზე და ცოტახანში მისი და რეზის მეგობრული საუბარი მოესმათ დანარჩენებს
–ამდენი რამე რათ გინდოდა, რეზი! კატო, დე, ნახე რეზიმ რეები მოგიტანა.
ოთახში შემოვიდნენ თუ არა, კატო მამას დაუსხლტა ხელებიდან და მისკენ გაიქცა, რეზიმაც ცალი ხელით ააფრიალა გოგონა და კისერზე შემოისვა, ტკბილეულით სავსე პარკები კი სიცილით გადააწოდა ანანოს
–ჩამომსვი რეზი ძია, სალომე და ნათლია სემიჭამენ, ჩამომსვი, – აწუწუნდა და ლოყებზე სასაცილოდ ჩამოაწყო პატარა ხელები.
ნინას სუნთქვა შეეკრა რეზისა და კატოს ერთად დანახვაზე. რეზიმ, ისე რომ გოგონასთვის მისი კისერიდან განძრევის საშუალება არ მიუცია, ჯერ ბიჭებს ჩამოართვა მეგობრულად ხელი, მერე კი გოგონები მოიკითხა. ბოლოს ნინას გვერდით, ბავშვიანად ჩამოჯდა და ტუჩები მიაკრო მის ყურებამდე გაწელილ პირს
–აკოჩა, რეზი ძიამ აკოჩა! – გადაიკისკისა მის კისერზე მჯდომმა კატომ
–რეზი ძიას ნუ მეძახიმეთქი, არ გითხარი? – მკლავებში მოკიდა ხელი და ამჯერად საკუთარ კალთაში მოიქცია
–დედა და მამა არ კოცნიან ხოლმე ერთმანეთს? – ბავშვის ყურთან დაიჩურჩულა, თუმცა ყველამ გაიგო და ერთხმად აუტყდათ სიცილი
–კიიი, – სასაცილოდ გაწელა კატომ სიტყვა
–კიდე რას შვებიან ხოლმე? – ხელები ძლიერად მოხვია და პატარა ბიჭივით ჩაიხითხითა
–კიდეეეე, რავიცი, – ხელები ასწია და ინტერესიანი მზერით მიაჩერდა დედ–მამას
–რეზი! – გამკიცხავად შეუძახა ანანომ და გაეცინა
–ნუ გამიტუტუცებ ახლა სამი წლის ბავშვს, – გაეცინა ცოტნესაც – ადე, ადე, მაგიდასთან მაინც დავსხდეთ
–ვიყოთ რა, მთელი დღეს მაგიდასთან ვზივარ, აღარ შემიძლია, – ამოიოხრა და თბილად გაუღიმა ნინას
–მომენატრე.. – უჩურჩულა, სანამ სხვები ლაპარაკში იყვნენ გართულები
–მეც, ძალიან, – ტუჩები მიაკრო მხარზე და ნიკაპი ჩამოადო – სად იყავი ამდენ ხანს? – ოდნავ მოეჭმუხნა შუბლი.
რეზიმ წარბებს შორის გაჩენილ ნაოჭზე რამოდენიმეჯერ აკოცა და მხოლოდ მას შემდეგ გასცა პასუხი, ნინამ რომ შუბლი გახსნა
–სანდრო მივლინებაშია და გაბრიელი წავაყვანინე თათიას ექიმთან, მოგწერე, არ ნახე შეტყობინება?
–უი, არა, არ მინახავს. რამე სერიოზულია?
–გაციებულია უბრალოდ, ხომ იცი თათია რა პანიკიორია, გააქანა ეგრევე ბავშვი. გზაში იმდენს ტიტინებდა, თავი ამხადა, სულ არ ეტყობოდა ცუდად ყოფნა, – სიცილით ლაპარაკობდა რეზი.
ლაპარაკი ვეღარ განაგრძეს, რადგან ცოტნემ და ბექამ საყვედურით დაუძახეს, ჩვენკენაც მოიხედეთ ცოტახნითო
–მე მაპატიეთ, მომენატრება ხოლმე მთელი დღის უნახავს, – თბილი ხმით მოიბოდიშა რეზიმ და ყველას ერთად დააკვირდა. მიუხედავას იმისა, რომ მასზე ბევრად პატარები იყვნენ, საოცრად კარგად გრძნობდა თავს. ყოველთვის, ლუკას მეგობრებთანაც ასე იყო ხოლმე, მაგრამ ის სულ სხვა სიტუაცია იყო, მათ ყოველთვის მფარველად ევლინებოდა. აქ კი, ნინას მეგობრებთან, ყველაფერი სხვაგვარად იყო. უკვე ჩამოყალიბებულები, ოცი–ოცდახუთი წლის ახალგაზრდები იყვნენ, რომელთაც აღარც მიხედვა და აღარც მფარველობა სჭირდებოდათ
–აბა მისმინეთ ახლა თქვენ, შაბათ–კვირას თუ გცალიათ ყველას?
–მე და ანანოს შეგვიძლია, რომ მოვიცალოთ. რა ხდება? – ჰკითხა ცოტნემ და კატოსკენ გაიწია, რომ რეზისთვის გამოერთმია, რადგან გოგონა სასაცილოდ უწელავდა ლოყებს მამაკაცს
–იყოს რა, დაანებე.. – თავი გაუქნია რეზიმ და კატოს ცხვირზე წაკრა თითი
–მე კლინიკაში ვარ, მაგრამ შემიძლია გადავცვალო ან გავაფრთხილო, რომ არ მივდივარ, – თქვა სალომემაც და კატოსთვის განკუთვნილი შოკოლადების პარკში ჩაძვრა
–ბექა, გცალია შაბათს შეენ? – გასძახა ოთახიდან გასულ ბექას ხმამაღლა რეზიმ
–რა ხდება შაბათს? – შემოვიდა ბექა და დივანზე გემრიელად მოკალათდა, მერე კი სალომესთან მიჩოჩდა, რომ თვითონაც მოეპარა შოკოლადები
–დაადგი საშველი ახლა, ხო ხედავ მოვიცალეთ ყველამ, – გაეცინა ცოტნეს და აკისკისებულ შვილს შეხედა, რომლისთვისაც თხელი მაისური აეწია რეზის და მოშიშვლებულ მუცელზე ხმაურიანად კოცნიდა.
–რა ხდება და.. – ამოისუნთქა რეზიმ და თავი დაანება ბავშვის წვალებას – შაბათს ჩემთან ავიდეთ დუშეთში ყველა ერთად და კვირას ჩამოვიდეთ, თან ჯომარდობა იმართება ამ დროს ყოველ წელს და თუ გაგისწორდებათ შევუერთდეთ, სულ ჩემი ძმები არიან იქ. ჩემ ბიჭებთან და მათ ცოლ–შვილთან ერთად ავდივარ და მინდა რომ თქვენც, ნინას, და უკვე ჩემი მეობრებიც იქ იყოთ
–ვახ რა მაგარია!– წამოიძახა კმაყოფილმა ბექამ – მომეცი გოგო ეს პარკი, ნუ შესასნსლე სულ! – ამოიწუწუნა თან და სალომეს უკმაყოფილო სახეს სასაცილოდ გამოუყო ენა
–კიბატონო ძმაო, აი თუ დავტოვეთ კატო დედაჩემთან ან ჩემ სიდედრთან წამოვალთ აუცილებლად!
–რას ქვია დატოვებთ, აუცილებლად უნდა წამოიყვანოთ კატოც! – წამოიძახა რეზიმ და უცებ გაუსხლტა ხელებიდან გოგონა
–რეზის ძმაკაცებსაც ხომ ჰყავთ ბავშვები და გაერთობიან ერთად, – დაეთანხმა ნინაც და ახლა ის შეუძვრა საყვარელი მამაკაცის მკლავებს
–თან გოგოებიც იქ იქნებიან, არ გამაწვალებს, – ცოტნეს გადახედა ანანომ ღიმილით
–ლუკა, ლადო და გიო იქნებიან ხო? – ჩაეკითხა ინტერესით ცოტნე და პატარა ქალიშვილს გადახედა, რომელიც ახლა ბექას მუხლებზე მოთავსებულიყო და სალომეს და მას თავის ტკბილეულს გაბრაზებული სახით აცლიდა
–ლუკა იქნება და თუ ასე გინდათ, ბიჭებსაც წამოვაყოლებ ხელთ, ჩემი ნება არაა? – გაეცინა რეზის და ფეხზე წამოდგა, მუხლებზე ჩამოისვა ხელი, რომ შარვალი გაესწორებინა
–ნინაჩკა, ხომ არ დავტოვოთ ეს ხალხი? ძალიან დავიღალე, – საწყალი სახით შეხედა და ნინას რეაქციაზე, რომელმაც დაუფიქრებლად დაუქნია თავი, თბილად გაეღიმა
–რეზი, გევახშმა ჩვენთან, – შესთავაზა ანანომ და თვითონაც წამოდგა
–არა, ნანო, წავალთ, დაიკიდე, – აკოცა უცებ დაქალს ნინამ და რეზის გაეცინა მის ბავშვურ გამოხტომაზე
–დაიკიდე, ნანო, მართლა, მადლობა.. – გაუღიმა ანანოს და თბილად დაემშვიდობა ყველას.
გამოვიდნენ თუ არა სახლიდან, ხელი მოხვია რეზიმ გოგონას და მანქანის კარი გაუღო
–სალომეს უყვარს ვინმე? – დაუსვა სრულიად მოულოდნელი კითხვა საჭესთან დაჯდომისას ნინას და ღვედი შეიკრა
–ჰა? არა, რატომ მეკითხები? – გაოგნებისგან პირი დაეღო ნინას.
რეზის ჩაეცინა და გზას გაუსწორა მზერა
–რეზი, რატომ მკითხე? – აღარ მოეშვა და ინტერესიანი სახით მისკენ მიბრუნდა
–რას აწვალებს აბა ამ ბიჭს, – გაეცინა ისევ და მარჯვენა ხელით გოგონას სახეს მისწვდა
–ვინ ბიჭს? რეზი, რეებს ლაპარაკობ? – აღშფოთება ეტყობოდა ხმაში ნინას
–ვაიმე! როგორი პატარა და სულელი ხარ, ნინაჩკა! – საოცრად ესაყვარლა ასეთი გაოგგნებული სახით მჯდომი, მისკენ გადაიხარა და სწრაფად აკოცა გამობურცულ ტუჩებზე
–რეზი, გზას უყურე! – წამოიყვირა უცებ
–ნუ ყვირი, გოგო! – მოჩვენებითი გაბრაზებით შეხედა და ისევ ღიმილიანი სახით მიაშტერდა
–მართლა, ვისზე ამბობ, რეზი? მითხარი რაა.. – აწუწუნდა ისევ
–ბექაზე ნინა, ბექა გიჟდება მაგ შენს სალომეზე!
–ჰა? – გადაიხარხარა უცებ.
რეზის არ გაუცინია, ღიმილით უყურებდა, მერე კი სერიოზული სახით გახედა გზას
–არა, რეზი, რა ბექა და სალომე, რა სასაცილო ხარ! – იცინოდა ისევ ნინა
–მე ვარ სასაცილო? მაგისთვის ნახე რა გიქნა! – დაემუქრა და ლოყაზე წაუჭირა თითები
–ერთი იცი რა მითხარი, ნინაჩკა? ასეთი სულელი რომ ხარ, ვერაფერს რომ ამჩნევ, რანაირად შენიშნე რომ მომოწნდი? რომ მიყვარდებოდი? – დაკვირვებით უყურებდა და ეშმაკური ღიმილით ელოდა პასუხს.
ნინას ჯერ გაეღიმა, მერე კი სევდა ჩაუდგა თვალებში
–თაიას დაბადების დღეზე.. – ხმაჩაწყვეტილს გაუწყდა სიტყვა, ღრმად ამოისუნქა, თითქოს ძალებს იკრებსო და მერე განაგრძო – მაშინ, თათბირი რომ გვქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი..
–მაპატიებ როდესმე მაგ დღეს? – სევდიანად გაუღიმა რეზიმ
–იმ დღესვე გაპატიე, – ლამაზი თვალებით შეხედა – მაგ დღეს მივხვდი, რომ მართლა გრძნობდი ჩემ მიმართ რაღაც განსაკუთრებულს. თაიას საფლავზე, მთელი ღამე ჩემს გვერდით რომ იყავი და არცერთი წუთით, არცერთი წამით დაუშვი ჩემი მარტო დატოვება..
–არ მინდოდა, რომ მოგეწყინა, – ამოიჩურჩულა რეზიმ და ხელი ჩასჭიდა.
ნინამ უხმოდ დახარა თავი. მტკივნეული აღმოჩნდა დის ხსენება..
–როგორი იყო? – ჰკითხა ფრთხილად რეზიმ და გამამხნევებლად მოუჭირა ხელი
–ძალიან პატარა, სიფრიფანა, ხუჭუჭა, აბურდული თმა ჰქონდა და.. და საყვარელი, კურდღელივით დიდი ორი კბილი, – გაეცინა უცებ – ბაჭიას ყურებს ვყიდულობდი ხოლმე, იმდენად გავდა პატარა ბაჭიას და მთელ სახლში ასე, გიჟივით დარბოდა.. – ხმა ჩაუწყდა და ფართოდ გაახილა თვალები, რომ როგორმე მოწოლილი ცრემლები შეეკავებინა
–ავარია როგორ მოხდა? – რეზისაც არანაკლებ უთრთოდა ხმა
–მე, მამა და თაია მოვდიოდით სოფლიდან. უკვე ოთხი წლის იყო და საბავშვო სავარძელში ჩაჯდომა აღარ უნდოდა. ბევრი იწუწუნა, ბოლოს დავთანხმდით, – სევდიანად გაეღიმა – უკანა სავარძელზე, მის გვერდით დავჯექი, რომ მიმეხედა.. რომ მიმეხედა, რეზი. ის კი.. მანქანა დაგვეჯახა უკნიდან და .. და..
–კარგი, კარგი, მაპატიე.. – უფრო მეტად მოუჭირა ატირებულს ხელი და ნაზად შეეხო სახეზე.
ნინამ ამოისუნთქა, აღარ შეეძლო ლაპარაკი. მერე კი ღიმილი გადაიკრა სახეზე და რეზის სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა
–შენ? შენ როდის მიხვდი, რომ მოგწონდი? – ჰკითხა მერე
–მეე? ტრენინგის პირველ დღეს!
ნინას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა და არაფერი უპასუხა
–თავიდანვე მომეწონე, ჭკვიანი და მიმზიდველი მომეჩვენე. მერე კი, ის რომ გეხებოდა, ტვინში სისხლი ჩამექცა, – სიცივე ჩაუდგა რეზის ხმაში – მაშინ უნებურად გადავწყვიტე, რომ მარტო იმ საღამოს კი არა, ყოველთვის უნდა დამეცავი, ყოველ წამს..
–ძალიან შემეშინდა, მისი კი არა, შენი სახის შემეშინდა. ისე უცებ ჩამაგდე მანქანაში და კარი მომიხურე, გული ამოვარდნას მქონდა, – გაეღიმა უცნაურად
–ჩემი შეგეშინდა? – გადაიხარხარა რეზიმ – ამხელა კაცი ჭკუიდან შენ გადამიყვანე და შენვე შეგეშინდა ჩემი? – ეშმაკური ღიმილით გადაუსვა ტუჩებზე თითები
–არ გშია? – ჰკითხა უცებ ნინამ და ხელისგულზე აკოცა
–გვააქვს რამე სახლში? – გაეცინა და ნინას გაბუტულ სახეზე ტუჩები სწრაფად მოკუმა
–ჩემს გაკეთებულ სალათსაც შეჭამ და წვნიანსაც ბოლომდე გამოცლი! – პატარა ბავშვივით, ჭირვეულად ალაპარაკდა
–გასაგებია, პატარა ქალბატონო, აუცილებლად! – სრულიად სერიოზული სახით გადახედა და წამის მერე ისევ ბედნიერი ღიმილი დაუბრუნდა სახეზე
–ვახშმის მერე იქნებ ჩვენს რბილ დივანზე გემრიელადაც მოგეფერო, დესერტად შენ შეგჭამო, რას იტყვი? – ისევ გზას გახედა და მიუხედავად იმისა, რომ არ დაუნახავს, ცხადად წარმოიდგინა ნინას აწითლებული ლოყები
–ლუკა?
–ლუკა მარიამთან რჩება
–ოჰ, დართე ნება? – წამოიძახა წარბაწევით
–თქვენ ორნი რაღაც ძალიან მეთავხედებით! – სასაცილოდ შეკრა წარბები რეზიმ და მუხლზე მოუჭირა ხელი
–მე კიდე ხო და ლუკა როდისღა გეთავხედება? – გაეცინა – დედამისთან არ უშვებდი ფაქტობრივად ბოლო პერიოდი, ან ახლა როგორ დასთანხმდი
–დუშეთში სანამ წავალთ იყოს დედამისთან, თორემ რა გაუძლებს მარიამს, დიდი ხნით რომ ვერ ნახულობს შენზე წუწუნა ხდება, – ამოილაპარაკა უბრალოდ და წინ გაიხედა
–მოიცა, შენ რა, ახლა შენ ყოფილ ცოლს შემადარე? – პატარა ბავშვივით, ჭირვეულად წამოიძახა ნინამ და რეზის გაოცებული, სიცილნარევი მზერა არაფრად ჩააგდო
–ჩემი ნინა ეჭვიანობს? – გამხიარულებული ტონით შებრუნდა მისკენ
–ისედაც ცალი ხელით ატარებ საჭეს და თუ გზასაც არ შეხედავ, აუცილებლად ავილეწებით! – გაბრაზებულმა კითხვაზე პასუხს თავი აარიდა და მის საპირისპიროდ, ფანჯრისკენ გაიხედა
–მომხედე აქეთ.. – ისევ ღიმილით ლაპარაკობდა რეზი
–ყველაზე ნაკლებად მარიამზე უნდა ეჭვიანობდე! – უთხრა დამთბარი ხმით, როცა მიხვდა, გოგონა ხმას აღარ ამოიღებდა
–რატომ, სურათებში ძალიან ლამაზი ჩანს! – გაღიზიანდა უცებ და საკუთარ თავზე გაბრაზდა, როცა მიხვდა რა წამოაყრანტალა
–ვინ თქვა, რომ ულამაზოა? – გაეღიმა რეზის ისევ
–თუ შეიძლება, ხმა აღარ გამცე! – მისი ხელი უხეშად მოიშორა და ისე აეკრა მანქანის კარებს, თითქოს რეზი ვეღარ მისწვდებოდა
–ახლა ძალიან გამაბრაზებ! – მოესმა უცებ მისი სიმშვიდედაკარგული ხმა, მერე ძალიან მშვიდი, აუღელვებელი ხმით დაიწყო ლაპარაკი. ისე, როგორც პატარა ბავშვს უხსნიან, რატომ არის ცუდად მოქცევა არასწორი
–მე მარიამის მერე არცთუ ისე ცოტა ქალი მყავდა. მასთან ყველაფერი დამთავრდა, როცა ლუკა ჯერ კიდევ ექვსი წლის იყო და იმის მერე ჩემთვის უბრალოდ ძვირფას ადამიანად რჩება, იმიტომ რომ მან ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა ამ ქვეყნად. მან მე ლუკა მაჩუქა და უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია, უპირობოდ ვცემ ძალიან დიდი პატივს და არც ის სიყვარული დამვიწყებია, რომელიც ძალიან ახალგაზრდობაში გამომაცდევინა. ახლა კი, ახლა ის მხოლოდ ჩემი ბიჭის დედაა, გესმის? მომხედე.. შენ ხარ ახლა ჩემი მთელი სამყარო და თუ თანახმა იქნები, მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ასე იქნება. არასდროს, არასდროს ისე არავის სიყვარულში დარწმუნებული არ ვყოფილვარ, როგორც ახლა, შენთან ყოფნის დროს.. არ მინდა, რომ უაზრო წყვილივით, ყოფილ შეყვარებულებზე და ცოლებზე ვეჭვიანობდეთ. მინდა, რომ შეიგნო ეს. ნინა, ჩემო ნინაჩკა, მისმენ მაინც?
–ჰო, გისმენ.. მიყვარხარ, – მისკენ მობრუნდა და მკლავზე მოეხვია, ორივე ხელი ზედ შემოაჭდო
–მზად რომ იქნები, შენც ხომ გამიჩენ პატარა გიგაურს? – თავზე მიაკრო წამიერად ტუჩები
ნინას მოულოდნელობისგან პირი დაეღო და გაფართოებული თვალებით ახედა
–მეორე შვილი გინდა? – ამოიჩურჩულა გაოგნებულმა
–ნუ ანერვიულდი! როცა მზად იქნებიმეთქი, როცა ცოტა კიდევ გაიზრდები და დედობისთვის მზად იქნები, როცა შენ მოგინდება ეს.. – დამამშვიდებლად მოქმედებდა ნინაზე რეზის თბილი ხმით ნათქვამი სიტყვები
–გოგო გინდა თუ ბიჭი? –ჰკითხა უცებ და ლამაზი ღიმილით შეხედა
–არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა – რა მნიშვნელობა აქვს. ერთი შენნაირი თვალებციმციმა გოგო კი კარგი იქნებოდა ლუკას მერე, – უცებ დაუტკბა ხმა
–აუცილებლად, აუცილებლად გაგიჩენ კიდევ ერთ გიგაურს, – ჩაიკისკისა ნინამ და ლოყაზე მიაკრო მამაკაცს რბილი ტუჩები
–ანგელოზი ხარ ჩემი! – დახედა ზევიდან ტკიპასავით აკრულს და უდიდესი ბედნიერება ჩაეღვარა გულში.

***
სიახლოვე ურთიერთობაში ყველაზე მთავარი, ყველაფრის განმსაზღვრელია. ამის მერე მოდის ნდობაც, პატივისცემაც და ნამდვილ სიყვარულს რომ ეძახიან, ისიც. რეზი გრძნობდა ამ სიახლოვე, რომელსაც ნინა აგრძნობინებდა. ყოველ დილას, ყოველ შუადღეს და ყოველ საღამოს. როგორ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყო, მაინც გამონახავდა მისთვის თბილად სათქმელ სიტყვებს და არაამქვეყნიურად შეყვარებული მამაკაცის თვალებით ნათქვამ „მიყვარხარ“–ს.. და მაინც, ყოველთვის ფიქრობდა, რომ ზედმეტად კარგი იყო ნინა მისთვის. დილაობით, ჯერ კიდევ მძინარეს ხშირად დაჰყურებდა ხოლმე და ფრთხილი შეხებით მის ნამდვილად არსებობაში რწმუნებოდა. უყვარდა, იმდენად უყვარდა, რომ ეშინოდა, ერთხელაც გული არ გასკდომოდა, სუნთქვა არ შეკვროდა მისი მომღიმარი სახის დანახვისას და იმხელა ძალით იხუტებდა გოგონას გულში, ისე უკოცნიდა მთელ სხეულს ღამღამობით, იფიქრებდი, რაღაც აშინებსო. თითქოს ბედნიერების ბოლო ღამეს ეთხოვებოდა ხოლმე და ნინას თბილს კითხვაზეც, რა სჭირდა, შუბლშეკრული, სევდით გადიდებული თვალებით პასუხობდა, „ისე მარტივად შემოფარფატდი ჩემ ცხოვრებაში, მეშინია ასევე მალე არ გადამიფიქროო“. მერე კი, აფორიაქებულს, ნინას ზარივით კისკისი წამებში ამშვიდებდა.
–აგვისტოს ოცდასამში ვიხდით ქორწილს! – გამოაცხადა დუშეთში ნინამ, ზუსტად იმ დროს, ყველამ ერთად რომ მოიყარა დიდ, ათასგვარი სასუსნავითა და სასმელით სავსე მაგიდასთან თავი.
თითქოს ამ მომენტს ელოდაო ორივე, ერთმანეთის გვერდით, ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ და საყვარელი ადამიანების სიხარულნარევ წამოძახილებს ბედნიერი ღიმილით აგებებდნენ მზერას.
–ახლა მეჯვარეებიც გაგვანდეთ ვინ ვიქნებით! – წამოიძახა თაზომ და ყველას სიცილი აუტყდა
–უკვე ხომ იცით.. შენ და სალომე, რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, – დაამშვიდა ნინამ და მის მოხვეულ ხელს ჩამოაყრდნო ლოყა
–იცი მაინც როგორ შეგვაყვარე თავი? – ჩასჩურჩულა ყველასგან უჩუმრად თაზომ და ისე, რომ რეზის დაბრიალებული თვალებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, ხელებიდან გამოაცალა გოგონა
–მეც, მეც ძალიან! – უცებ შემოხვია ორივე ხელი კისერზე ნინამ და უფლება მისცა ჰაერში აეფრიალებინა .
რეზის გაეცინა. სწორედ ეს გულღია, ჯერ ისევ ბავშვური დამოკიდებულება უყვარდა ყველაზე მეტად ნინაში.
–დამიბრუნე ჩემი ქალი და მიხედე შენსას! – დაასერიოზულა სახე და ისევ მკლავებში მოიქცია ნინა.
რამოდენიმე წუთში თაზომ, სანდრომ და რეზიმ ტრადიციად ქცეული პოკერის მაგიდა დიდი სიფრთხილით გამოიტანეს ეზოში და დანარჩენებს შემოუძახეს, რომ ეთამაშათ
–ვინმემ მწვადს მიხედოს ოღონდ! – ხელი გაიქნია სანდრომ
–ლუკა მა, ლადო, გიო, საქმე გამოგიჩნდათ! ბანძი მწვადი არ გვაჭამოთ დღეს! – მოჩვენებითი სიმკაცრით დაარიგა ბიჭები და გოგონებისკენ მობრუნდა, რომ პოკერის წესები აეხსნა
–ჩვენც გვათამაშეთ რა! – შუბლი შეკრა ლუკამ
–თქვენ სხვა მავნე ჩვევებიც გეყოფათ, დავაი მწვადთან! – დაუცაცხანა სანდრომ ნათლულს და მანაც, ისე რომ ხმა არ ამოუღია, წარბშეკვრით დაუქნია თავი.
ბიჭებმა თითქმის ყველა ქალბატონი ჩართეს თამაში. ნინა უცებ გაუსხლტა რეზის ხელებიდან და ბიჭებისკენ წავიდა. თბილი მზერა გააყოლა ვაჟიშვილისკენ მიმავალს და დაინახა, ლუკა ღიმილით რომ შეეგება გოგონას
–ხომ არ შეგიშლით ხელს? – ჰკითხა მიახლოებულმა და ხელებგადაჯვარებული, ღიმილიანი სახით დაუდგა ლადოს გვერდით
–რას ამბობ, ნინა! – ძალიან მიამსგავსა ლუკას გამოხედვა მამამისისას და სითბო ჩაუდგა თვალებში
–ხედავ როგორ გამოგვყარა რეზიმ? სულ ასე გვექცევა, – დანანებით ჩაილაპარაკა გიომ
–გინდოდათ თამაში? შემიძლია ჩავაწყო საქმე, – მხიარულად ჩაიხითხითა და ბიჭებიც აიყოლია
–არა, არა, იყოს. ამ ბოლოს ყველაფერზე თვალებს გვიბრიალებს, ხომ იცი.. – გაუღიმა ლუკამ და ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაიწია
–ხომ კარგად ხართ? – ყველას ერთად ჩაეკითხა ნინა და მიხვდა მცირე დროში რამდენად ახლობლები და ძვირფასები გამხდარიყვნენ ბიჭები მისთვის, განსაკუთრებით კი ეს ქერა, გრძელთმიანი ბიჭი, რომელიც ნინასთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის თვალებით შესცქეროდა ახლა
–კარგად ვართ, მართლა, – თავი დააქნია ლუკამ და მწვადს მიანება თავი, მკვეთრად შემობრუნდა და ნინას გაუსწორა მზერა
–მადლობა მინდოდა შენთვის გადამეხადა და.. – წამოიწყო ბავშვივით, გულუბრყვილოთ – უბრალოდ, არ მომეცა საშუალება მარტო მენახე, მამას გარეშე..
–რაზე უნდა გადაგეხადა მადლობა? – გაკვირვებულმა წაიბუტბუტა და იმავე წამს რეზის ხმა შემოესმა
–ნინაჩკა, მოიცვი რამე, აცივდა!
–ახლავე.. – წარბები შეკრა და ისევ ლუკას მიუბრუნდა, რომელსაც ღიმილი შეპარვოდა სერიოზულ სახეზე
–ლუკა..
–ვგრძნობ, როგორ მიდგახარ მხარში. დასავით შემიყვარდიმეთქი გეტყოდი, ძალიან უცნაურად რომ არ ჯღერდეს, – გადაიხარხარა უცებ, ისევ რეზისავით და ისევ სუნთქვა შეეკრა ნინას ამის გააზრებისას
–მოკლედ, ვხედავდი შენს ანერვიულებულ გამოხედვას ყოველდღიურად, ისიც მახსოვს როგორ ათენებდი ჩვენთან ერთად, როცა ნარკოტიკი მინდებოდა და ოფლში ვცურავდი. ვხედავდი რამდენ ძალას აძლევდი მამას ამ დროს, როგორ ჰქონდა შენი იმედი, როგორ გეძებდა სულ თვალებით, როცა ვეღარ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა და შენც ყოველთვის, ყოველი შესაძლებლობისას იქ იყავი, არცერთი წამით დაგიშვია, რომ შეიძლებოდა მე ვერ ვყოფილიყავი კარგად. მერე, ერთ ღამეს, წყლის დასალევად გამოსულს, თქვენი ლაპარაკი შემომესმა სამზარეულოდან. გავიგე როგორ უთხარი მამას, რომ ყველაზე ძლიერი კაცი იყო და მის გვერდით იქნებოდი, მის გვერდით და ჩემ გვერდით იქნებოდი, რომ მე არ შეიძლებოდა ძალიან კარგი მომავალი არ მქონოდა.. შენი გაკეთებული შემწვარი კარტოფილიც ძალიან შემიყვარდა, – თბილად გაეღიმა – მამა რომ ასეთი ბედნიერია, იმისთვისაც მადლიერი ვარ და, საერთოდ, ძალიან მაგარი გოგო ხარ და მინდა იცოდე, რომ ყოველთვის უნდა გქონდეს ჩემი იმედი. არა როგორც რეზის შვილის, როგორც მეგობრის, კარგი მეგობრის, მართლა გეუბნები..
უცებ სიტყვა გაუწყდა და შეშფოთებული სახით გადახედა არანაკლებ გაკვირვებულ ბიჭებს. სამივე ხმაჩავარდნილები შეჰყურებდნენ თვალებაწყლიანებულ ნინას, რომელმაც ძლივს ამოიღო ხმა
–მე კი.. მე მეგონა, რომ გულის სიღრმეში ბრაზობდი რეზის ცხოვრებაში რომ გამოვჩნდი
–კარგი რა! – ამოისუნთქა ლუკამ და უცებ გაიწია მისკენ. მოუხერხებლად მოხვია მხრებზე ხელები და სასაცილო სახით ჩამოადო მხარზე ლოყა
–ანუ მეგობრები ვართ? რეზის გარეშე, – გაეცინა ნინას და ცრემლები სწრაფად მოიწმინდა
–რეზის გარეშე, – თავი დააქნია ლუკამ და გასწორდა, მათკენ მომავალ მამას თბილად შესცინა
–ქურთუკი მოიცვიმეთქი მე გითხარი, ლუკამ გაგათბოსთქო ის კი არ მითხოვია, – სიცილით მოახურა მხრებზე საკუთარი ჟაკეტი
–არავითარ შემთხვევაში, მოკლე სახელოებით ბრძანდები, – წარმოთქვა გაბუტული ბავშვივით და მაშინვე გაიძრო ჟაკეტი, რომელიც ისევ მკაცრი სახით მოახურა რეზიმ
–მოისვენე ახლა! სახეზე რა გჭირს? რა მოხდა? –იკითხა დაფეთებულმა მისი აწითლებული თვალების დანახვაზე და ბიჭებს ერთხმად გაეცინათ
–კარგადაა მა, ნუ დაგაირიე! ცოტა ვილაპარაკეთ და ემოციები შემოაწვა
–რატომ? რაზე ილაპარაკეთ? რამე აწყენინეთ? ნინა, რა მოხდა? – ადგილს ვეღარ პოულობდა რეზი.
ახლა უკვე ნინაც სიცილით უყურებდა მის გაოგნებულ თვალებს. უცებ აეკრა გულზე და ნიკაპი მიაყრდნო მის მკერდს, მერე კი ლამაზი ღიმილით ახედა. ბიჭები შეთანხმებულებივით მიუბრუნდნენ მწვადს და რაღაცაზე მხიარული ლაპარაკი გააბეს
–ყველაფერზე რატომ ღელავ? – ჰკითხა თვალების ციმციმით ნინამ
–არ მეტყვი რა ოხრობაზე ილაპარაკეთ, რომ აგეტირა? – მოთმინებას კარგავდა რეზი, მისი ხელები წელიდან მოიცილა და ძლიერად ჩააფრინდა მკლავებში
–ლუკამ მითხრა, როგორი მადლიერია, რომ შენს გვერდით ვარ და ბედნიერს გხდი, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეს სიმართლეა ისეთი სახით მიყურებ ახლა! – ტუჩები გაბუსხა უცებ
–მართლა? ლუკამ? – წამით შვილს გახედა და ჯერ გაკვირვებამ, მერე კი ბედნიერებამ გადაურბინა სახეზე
–ჰო, ლუკამ.. მეც მათამაშებ პოკერს?
–გინდა? წამოდი გასწავლო, – ხელი მოხვია და წელში მოიხარა, მის კისერში ჩეფლო ცხვირით. მალევე გასწორდა და ისევ ბიჭებისკენ გაიხედა
–მწვადმა თუ ივარგა, ერთ–ორ ჭიქას თქვენც დაგალევინებთ, – გასძახა და სამივეს ერთნაირად გატანჯული სახეების დანახვაზე ხმამაღლა გადაიხარხარა.

***
მიუხედავად იმისა, რომ სალომემ და ანანომ არაფერი აღარ დაუტოვეს საფიქრალად და ოთახში უმოწყალოდ გამოკეტეს, რომ მზადება დაეწყო, მაინც ვერ ისვენებდა. ათასჯერ გამოვიდა და ხან ყვავილების ამბავი იკითხა მეათასედ, ხან კი ერთი თვის წინ შერჩეული სამკაულის სილამაზეში დაეჭვდა. ჯერ ღიმილით ამშვიდებდნენ გოგოები და თინა, მერე დამამშვიდებელ ჩაის და კატაბალახას ასმევდნენ ძალით, რომ ცოტა დაწყნარებულიყო. ბოლოს კი, უაზროდ აცრემლებული რომ გამოვარდა საძინებელი ოთახიდან ჯერ ისევ ნახევრად შიშველი, ლამაზი, მაქმანიანი საცვლების ამარა და დივანზე აცახცახებული ნიკაპით ჩამოჯდა, აღარცერთს ჰქონდა ნერვები – აღარც ღიმილის, აღარც დამშვიდების და აღარც ჩხუბის. რამოდენიმე წუთი ასე ატირებულს უყურეს, მერე შვილის ასეთი მდგომარეობით გადაღლილი თინა კიდევ ერთი მწვანე ჩაის გასაკეთებლად გაუშვეს, თვითონ კი მის წინ, პირდაპირ დაბალ მაგიდაზე ჩამოსხდნენ
–ნინა, მომხედე აბა.. – მისი ხელები მოიქცია საკუთარში ანანომ. სალომე კი მისკენ გადაჯდა და გვერდულად მიიხუტა ნინა, რომ ლამაზად აწეული თმა არ ჩამოშლოდა
–რა გატირებს? – ეღიმებოდა სალომეს – აბა თქვი, რატომ ტირი? იცი, რა ლამაზი ხარ?
–მაკიაჟის გაკეთება თავიდან მოგიწევს, თუმცა მაინც ლამაზი ხარ, – დაამატა ანანომ და ნინამ უფრო უმატა ტირილს
–კარგი, კარგი.. გინდა ცოტნეს დავურეკო? ვეტყვი, რომ გვაგვიანდება და ცოტა გვიან მოგვაკითხონ. არ ინერვიულო რა, ყველაფერს მოვასწრებთ, ოღონდ ტირილს უნდა მორჩე და გვითხრა რატომ ხარ ასეთი ანერვიულებული.
გოგონები ძლივს იკავებდნენ ღიმილს
–არ მოვეწონები.. რეზის საერთოდ არ მოვეწონები, – სლუკუნებდა ნინა და ამღერებულ ტელეფონს კოპებშეკრული დაჰყურებდა
–თუ არ უპასუხებ ეგონება, რომ გადაიფიქრე. ხომ არ გადაიფიქრე ნინა? – ღიმილით ეკითხებოდა სალომე.
ნინამ შეუბღვირა და ღრმად ამოისუნთქა, რომ ხმაზე არაფერი შეტყობოდა, თუმცა გაიგო თუ არა რეზის ხმა, მაშინვე აუკანკალდა ყბა და ათრთოლებულმა გასცა პასუხი
–ნინაჩკა, ჩემ თავს გაფიცებ, მითხარი, რატომ იტირე? – იმხელა ტკივილი და ამავდროულად იმხელა სითბო იღვრებოდა მისი ხმიდან, ნინას სუნთქვა დაავიწყდა
–ვინ გითხრა?
–თინამ. მთელი დილაა ტირისო. გინდა დღეს სულ არ ვიქორწინოთ? მითხარი, არ დამიმალო, გინდა გადავდოთ? შენ როგორც გინდა ყველაფერი ისე იქნება. გესმის? ამოიღე ხმა! ნინა, გესმის?
გაგუდა მისმა სიყვარულმა. ისევ ვერ მოეძებნა სიტყვები, რომლითაც საყვარელი კაცის აღწერას შეძლებდა, მისი პიროვნების, მის მიმართ გაჩენილი გრძნობების. უსამართლობის გრძნობამ, რომ ასეთ სრულყოფილებას არ იმსახურებდა, უარესად აუწვა ცხვირი
–ჩემ ს კაბას უშნო ბრეტელები აქვს, რეზი. არ მომწონს, უშნოა, არ მიხდება, მახინჯი ვარ! არ მოგეწონები და აღარ მოგინდება, რომ ცოლად მომიყვანო, – ამოტირა და უცებ შიშისგან შეხტა. სალომეს და ანანოს ისეთი სიცილი აეტეხათ, ოთახში შემოვარდნილ გულგახეთქილ თინასაც ვერ სცემდნენ პასუხს. ერთმანეთს დასამშვიდებლად უქნევდნენ ხელს, თუმცა ამოსუნთქვასაც ვერ ახერხებდნენ. ნინა კი უკვე კოპებშეკრული, ნაწყენი სახით დაჰყურებდა დაქალების გაწითლებულ სახეებს. მერე წამოდგა, თვითონაც ჩაეღიმა წამით და რეზის პასუხს მოუთმენლად დაელოდა
–რეზი, აქ ხარ? – ჰკითხა და ცრემლები ამოიწმინდა მარჯვენა ხელით.
ნინამ არ იცოდა, რეზიც რომ გოგოებივით ძლივს ითქვამდა სულს. თუმცა, ამის მიუხედავად მაქსიმალურად იკავებდა თავს, რომ მისი ხმა ნინას არ გაეგო. ცალი ხელი ტელეფონისთვის აეფარებინა, რომ ხმა დაეხშო. რამოდენიმე წამის შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და ამქვეყნად მისთვის ყველაზე საყვარელ, ყველაზე სულელ ქალს სიყვარულით სავსე ხმით მიმართა
–ნინა, თუ გინდა საღამოობით, დიდი ზომის სპორტულს რომ იცვამ ხოლმე, კოჭთან უშნოდ გახეულს, ეგ ჩაიცვი. ჩემთვის მაინც ყველაზე ლამაზი ქალი ხარ მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. შენ ხარ ჩემი სასწაული, ახდენილი ოცნება, ჩემი სიცოცხლე და არ მოგცემ უფლებას შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღე ტირილით დაიწყო. გასაგებია? დამშვიდდები ახლა და ჩაიცვამ კაბას, რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან ლამაზი ბრეტელები აქვს თუ მოგაკითხო და დავეხმარო მაგ პატარა, ამომჯდარ გულს, რომ როგორმე მოისვენოს? ნინა.. გინდა მოვიდე?
ჩახლეჩილი, ტკივილიანი ხმით ლაპარაკობდა რეზი და ნინას უარესად მოეწურა გული
–მინდა რომ საკურთხეველთან გნახო.. – ამოილაპარაკა თვალებგაბრწყინებულმა
–დარწმუნებული ხარ? პატარავ, შემიძლია რამოდენიმე წუთში შენთან გავჩნდე, – ახლა რეზის ხმაშიც იგრძნობოდა აფორიაქება და ნინა საკუთარ თავზე საშინლად გაბრაზდა
–ნამდვილად, ნამდვილად ასე მინდა.. შენ მზად ხარ?
–მზად ვარ! – შორიდან იგრძნო, როგორ იღიმოდა რეზი
–მიყვარხარ რეზი, საოცრად მიყვარხარ! – მთელი გულით ამოიჩურჩულა
–მეც პატარავ, გაიქეცი ახლა და გაემზადე
–კარგი..
–ნინა!
–ჰო..
–ყველაზე ლამაზი ქალი ხარ.. გახსოვდეს!
–რეზი.. – სუნთქვა აღარ ჰყოფნიდა, ვეღარ ითბენდა, უნდოდა ახლავე მოქცეულიყო მის ძლიერ მკლავებში და უსასრულობა გაეტარებინა მასთან ერთად. ეს გრძნობა იყო.. არ იცოდა ნინამ რა ერქვა ამ გრძნობას, წარმოდგენაც არ ჰქონდა.
–მიხარია, რომ არ გადამიფიქრე..
თქვა თუ არა უკვე სხეულსა და გონებაში გამჯდარი სიტყვები, მაშინვე გაუთიშა. ნინას კი თვალები გაფართოებოდა და ეჩვენებოდა, რომ სადღაც, ღრუბლებს მიღმა გადაკარგულიყო. რანაირად, როდის დაიმსახურა ასეთი ბედნიერება?

***
–დალიე ცოტა, გაგისწორდება .. – ეჩურჩულებოდა რეზი სასაცილოდ
–ვერა, დამანებე თავი, – თავი გაუქნია და ტუჩებში სწრაფად აკოცა
–ყველაფერი იმდენად იდეალურია, არც კი ვიცი როგორ გამოვხატო, რამდენად ბედნიერი ვარ, –უთხრა მერე და თვალები აუციმციმდა.
რეზიმ ძლიერად ჩასჭიდა ხელი მტევანზე და სათითაოდ დაუკოცნა თითები
–მიხარია, ასეთს რომ გხედავ.. – ჩაეღიმა და დაკვირვებით შეხედა.
ხვდებოდა, რაღაც აფორიაქებდა
–არ მეტყვი რა ხდება?
–რაზე?
–ჩვენი ქორწილია, ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ შენ მთელი საღამოა ცქმუტავ. გინდა გავიპაროთ აქედან?
–მოიცადე.. ჯერ მოიცადე, –პატარა ბავშვივით აცერცეტდა და ფეხზე წამოდგა
–საით? დაგეღლება ეს ფეხები, მეც დავიღალე, კიდევ ცეკვას აპირებ? – გაეცინა რეზის
–არა, ცეკვას არ ვაპირებ. შენთვის მაქვს რაღაც სათქმელი! – ყელი მოიღერა და გადაიკისკისა
–მოდი მერე აქ, – გაუფართოვდა თვალები უეცრად რეზის
–ყველას გასაგონად უნდა გითხრა, – ჩაიჩურჩულა და სცენისკენ წაფარფატდა. თვალებით ლუკა მოძებნა, რომელმაც ისე ორგანიზებულად გააჩუმა მთელი დარბაზი, რეზის გაკვირვებისგან შუბლზე აუვიდა წარბები
–რა ხდება, თაზო? იცი შენ? – წინ წაიწია და ძმაკაცს ამოუდგა გვერდით
–აზრზე არ ვარ, პატარა ჭინკასავით კი უცინის შენ გოგოს თვალები, – გაეცინა თაზოს.
ორიოდ წუთში, სამარისებულ სიჩუმეში, ძალიან დაბალი და ოდნავ ათრთოლებული ხმა გაისმა დარბაზში
– ისე მიყვარხარ, ზოგჯერ მგონია რომ გაქრები.. არც ვიცი, როგორ შეიძლება დავიწყო ლაპარაკი.. თითქოს ყველაფერი წინასწარ გავთვალე, ყველა სიტყვა ზეპირად ვიცოდი, რაც შენთვის უნდა მეთქვა, მაგრამ.. მაგრამ ახლა აღარაფერი მახსოვს. ლუკამ გამაფრთხილა ასე იქნებაო, მაგრამ არ ვუჯერებდი. მაპატიე, გვაპატიე, რომ შეთქმულებივით მოვიქეცით და შენ არაფერი გითხარით.. – ნერვიულად ჩაეცინა
–რაზე ლაპარაკობ, ნინაჩკა? რა ხდება? –მისკენ მიიწევდა რეზი
–გახსოვს ის ღამე, მანქანაზე რომ დამსვი პირველად?
–ვერაფერი ვერ ისწავლე! – გაეცინა რეზის უნებურად
–ჰო, ვერაფერი ვისწავლე და დამპირდი კიდევ დაგსვამო. ყველაფერს მოვასწრებთ, ყველაფერს გამოვცდითო.. მაგ ღამეს, მანამდე, კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. რეზი, გახსოვს?
–კი, ნინა, მახსოვს, მაგრამ რას გულისხმობ..
–ცოტა ხნის წინ ახალი ამბავი გავიგე. თავიდან არ ვიცოდი რა მექნა და ტირილი მოვრთე, როგორც ვიცი ხოლმე. მერე.. მერე ვიფიქრე, რომ ჩემ გოგოებთან შემეფარებინა თავი, მაგრამ არ წავედი. ვიჯექი ჩვენს ბინაში და გაყინული სახით, ცრემლები მდიოდა უაზროდ. სწორედ მაგ დროს გამახსენდა ეს ღამე და შენი გულახდილი ლაპარაკი და მივხვდი, რომ არ უნდა შემშინებოდა. შენნაირ კაცთან, არაფრის არ უნდა შემშინებოდა ამქვეყნად..
–ნინა.. – ხმა დაბოხებოდა რეზის
–მერე ლუკამ შემოაღო კარი და რომ დავინახე, ლაღი ღიმილით რომ დამიწყო დამშვიდება, ისე რომ მიზეზს არ ჩაეძია, მივხვდი რამდენად ახლო იყო ჩემთვის ლუკაც და რომ ახლა უფრო ახლო გახდებოდა, რადგან შენი თვალებით მიყურებდა, შენნაირად მიღიმოდა, რადგან შენი შვილი იყო, რეზი.. შენი შვილი იყო და..
–და უფრო მეტად აუტყდა ტირილი, – სიცილით დააასრულა ფრაზა მის გვერდით მდგარმა ლუკამ, როცა მიხვდა, როგორ უკანკალებდა ხმა ნინას
–ნინა.. ნინა, თქვი.. – ამოიხავლა რეზიმ და კიდევ ორიოდ ნაბიჯი გადადგა მისკენ, მეტი ვერ შეძლო
–მაშინ გავუმხილე ლუკას.. მხოლოდ ლუკას, დღემდე მხოლოდ ლუკამ იცოდა ამის შესახებ და ახლა, მინდა ყველა შენთვის საყვარელი ადამიანის გარემოცვაში გაიგო შენ, ყველაზე მთავარმა კაცმა, ჩემმა უდიდესმა სიყვარულმა.. – ისევ გაუწყდა სიტყვა და მთელი სახე დაუსველდა ცრემლებით. სანამ რეზი გონს მოვიდოდა, სანამ ისევ გადადგავდა მისკენ თუნდაც ერთ ნაბიჯს, ხედავდა როგორ მოხვია ლუკამ ხელი მხრებზე ატირებულ გოგონას და ფართოდ გახელილი, ბედნიერი გამომეტყველებით და სრულყოფილი, ლამაზი ღიმილით დაახვიია თავბრუ მამამისს ნათქვამი სიტყვებით
–მეორედ გახდები მამა, მა.. შენი პატარა იზრდება სასწაული ნინას მუცელში!
ვერდატეულმა ემოციამ გარესამყაროს მოსწყვიტა და ყველაზე მეტად ახლა ნინასავით ტირილი მოუნდა. არაფერი ესმოდა იმ აურზაურიდან, რაც მათ გარშემო ხდებოდა. ახლა მხოლოდ ნინას ხედავდა. უკვე მარტო მდგარ, სასწაულად ლამაზ ნინას და ორიოდ წამში მის მთელ სხეულს მოსდებოდა რეზის სიმხურვალე. ისე ცხადად შეიგრძნო ბედნიერება, რომ თვალებიც კი აუწყლიანდა. ძლიერი ხელებით, მაგრად იხუტებდა ყველაზე სასურველ ქალს და არც კი იცოდა, ღირდა კი მადლობის გადახდა? საკმარისი იქნებოდა? როგორ მოქცეოდა, როგორ გაეღმერთებინა?!
–შენ მე მთელი სამყარო მაჩუქე! ხვდები მაინც, ნინა? ხვდები რას მიკეთებ? – ეჩურჩულებოდა და ვეღარ შორდებოდა მის პატარა სხეულს.
მერე იყო ძლივს დათმობილი სხეული და შეგრძნება, რომ არ დაგიმსახურებია. ისევ ის შიში.. მუქარის წერილები გაურბოდა თვალწინ და ღრმად, ნაწყვეტ–ნაწყვეტ სუნთქავდა. იცოდა, ახლა ზუსტად იცოდა, რომ ყველაფრის ფასად დაიცავდა საკუთარ ოჯახს. პატარას, თუმცა საოცრად დიდი სიყვარულზე აგებულს. ჯერ ისევ დაბნეული, ყველას ჩამოშორდა და შვილის თვალებს დაუწყო ძებნა. მალევე მოხვდა თვალში მისი ქერა, ლამაზი თმა და თითქოს ცხადად მოესმა მისი სიცილის ხმაც. აუჩქარებელი ნაბიჯით წავიდა მისკენ, ისე, რომ არაფერი უთქვამს, ორივე ხელი ძლიერად მოხვია და გააკანკალა, როცა შვილის სუნთქვა საკუთარ კისერში იგრძნო
–ამიტომ ჩურჩულებდით ხოლმე არა სულ? – ჰკითხა და ლუკამ შეატყო მამის ხმას უცნაური დაძაბულობა.
თავი დაუქნია სიცილით და კისერზე მოუჭირა ხელები. ახლა მას ეჭირა მამის თავი ზუსტად ისე, როგორც რეზიმ იცოდა ხოლმე. გრძნობდა, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა, თუმცა ვერ მიმხვდარიყო და იცოდა, არც აზრი ჰქონდა რაიმეს კითხვას
–მა, ხომ კარგად იქნები?
ლუკას მრავლისმმეტყველმა კითხვამ წამით დაამუნჯა, მერე კი მიხვდა, როგორ გაზრდილიყო. ნუთუ ეს მართლა მისი დამსახურება იყო? მისი და მარიამის. ალბათ იმიტომ გაიზარდა ასეთი ჭკვიანი, საოცრად რომ გვეშინოდა როგორი კაცი დადგებოდაო. გაეღიმა
–ახლა ყველაზე კარგად ვარ მა, მთავარი ხომ ესაა? – გაუღიმა შვილს და იგრძნო, როგორ მოუჭირა ლუკამ ხელები
–რომელზე მიფრინავთ? – ესღა ჰკითხა
–გამთენიისას. არ გატანჯო რა მარიამი, წესიერად მოიქეცი და ვარჯიშებზე სულ იარე.. თუ რამეა სანდროს და თაზოს დაურეკე, ეგრევე ოციდე! – არიგებდა და გამჭოლი მზერით უყურებდა თვალებში
–ისედაც არ მასვენებენ ეგენი, – გაეცინა ლუკას და ხელები ჩამოუშვა
–მე მალე დავბრუნდები, რომ ჩამოვალ შენი დაბადებისდღე ერთად დავგეგმოთ, კაი მა?
–გადამიხდი? – წამოიძახა უცებ ბედნიერმა, რომ სასჯელი მოეხსნა
–სამივე თუ წესიერად მოიქცევით! იქიდანაც ყველაფერს გავიგებ მე, ხო იცი შენ ეს ლუკა? ლადომ და გიომაც ხომ იციან?
–იციან მა, იციან, – ახლა ნამდვილად თექვსმეტი წლისას დაემსგავსა და რეზის საოცრად ეუცხოვა ასეთი ვაჟიშვილის ნახავა.
ლუკა რომ შეერია მეგობრებს, რეზიმ მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა, ცოტახნით განმარტოება და შორიდან თვალყურის დევნება მოუნდა ყველასთვის ერთად. უყურებდა როგორი ბედნიერი იყო ნინა და იმის წარმოდგენა, რომ ახლა მის მუცელში კიდევ ერთი პატარა ადამიანი, მისი კიდევ ერთი ნაშიერი იზრდებოდა, საოცარ ბედნიერებას ანიჭებდა. ტუჩის კუთხეები უნებურად აეწია და ღიმილიანი სახით დააკვირდა როგორ არხევდა უკვე მისი მეუღლე ლამაზ ტანს. მერე მის მოშიშვლებულ მხრებზე გადაიტანა მზერა და დილანდელი კაბის ბრეტელების ამბავი რომ გაახსენდა, უნებურად გაეცინა. ისევ მოსვა ცოტა ღვინო, ძალიან უნდოდა ახლა დალევა, თუმცა მგზავრობა უწევდათ და ახლა, ორმაგად კარგად უნდა მოევლო ნინასთვის, აუცილებლად ფხიზლად უნდა ყოფილიყო.
თვითმფრინავში დაჯდომისთანავე მისი ხელი მოიქცია ხელში და ტუჩები მიაკრო, ვერ იშორებდა მის თითებს სახიდან.
–დაიღალე? – ჰკითხა და ახლა მის მხარზე ჩამოდებულ თავზე აკოცა
–ჰო, ძალიან.. მაგრამ ძალიან კარგი გამოვიდა არა? – ბედნიერების ნოტები დაიღვარა დაღლილი ნინას ხმიდან
–კი, ძალიან.. შენ თუ ასე მოგეწონა, კიდევ ას ქორწილს გადაგიხდი, გინდა? – სიცილით უჩურჩულა და თავისუფალი ხელი ჩამოუსვა ლოყაზე
–ხვალ იბიცაზე ვიქნებით.. მე და შენ.. რეზი, არ გიხარია? მე ძალიან მიხარია! ბევრი საქმე დატოვე აქ? – მიაყარა უცებ, როგორც იცოდა, პატარა ბავშვივით
–რაებზე ფიქრობ, ნინაჩკა! – გაუბრაზდა და მისი ბედნიერი სახის დანახვისას ვერ მოითმინა, ცხვირზე წაუჭირა კბილები. ნინას უნდოდა დაეწუწუნა „ქაჯი ხარო“, მაგრამ პირი მოკუმა და აქეთ–იქით ხალხს გადახედა.
–ნეტა აქამდე გეთქვა, ახლა შენთვის მგზავრობა და გადაღლა კარგი კი არაა, – ახლა უკვე რეზი ბუზღუნებდა
–ახლა ჩემთვის სწორედ შენთან ერთად დასვენებაა ყველაზე კარგი.. – ამოიჩურჩულა და მისი მუცლისკენ ჩაცურებული რეზის ხელი იგრძნო თუ არა, მაშინვე გული აუჩქარდა
–რამხელა ხარ? იყავი წესიერ ექიმთან? ექოსკოპიაზე რამედენჯერ იყავი? – დააყარა კითხვები და ნინას სახე მოეღუშა, როცა რეზის ხმას ნერვიულობა შეატყო
–მშვენიერი ექიმი მყავს, დამშვიდდი რეზი, გოგოებმა არ ამომასუნთქეს ისედაც, ყველა დეტალზე ჩემ მაგივრად იზრუნეს, ნანო ლამის თვითონ შეყვა იმ კაცს გასასინჯად, – ეცინებოდა ნინას
–კაცთან მიხვედი? – ხმა დაეძაბა რეზის და ნიკაპში მოსდო ხელი, თავი ააწევინა
–ოჰ, ახლა გინეკოლოგებზე ნერვიულობაც დავიწყეთ? – გადაიკისკისა ჩუმად ნინამ
–მაპატიე.. ყველაფერზე ვღელავ, ასე უცებ გაგება არ იყო მარტივი, – ამოიოხრა და თვალები მოხუჭა
–ხუთი კვირის ვარ.. – სითბო ჩაეღვარა ხმაში ნინას
–ხუთი კვირის.. პატარა წერტილი.. პატარა ლობიოს მარცვალი, – ჩაიბუტბუტა რეზიმ და ნინას მუცელზე აათამაშა თითები
–მადლობა ნინაჩკა! – ისე ფრთხილად შეეხო ტუჩებზე, თითქოს მსხვრევადი ყოფილიყო
–რეზი, რომ დავიძინო? – ამოიჩურჩულა დაღლილმა და მის მკლავებში მოთავსდა
–დაიძინე, აბა რა უნდა ქნა, ხომ კარგად ხარ? ნამდვილად კარგად ხარ? – ჩაეკითხა ბოლოჯერ
–ყველაზე კარგად ვარ.. – ამოხედა ქვევიდან და გაუღიმა, რომ დაემშვიდებინა. რეზიმ კიდევ ერთხელ აკოცა მოწყვეტით და თავი დაუქნია. სხვა არაფერი იყო ახლა მთავარი, მხოლოდ ის, რომ ნინა კარგად და უსაფრთხოდ ყოფილიყო.
***
–მოდი ლუკა.. – სახლში შემოატარა სანდრომ და სწრაფად გადაეხვია. დაძაბული სახით დახვდა ნათლია, არადა ეცადა წინასწარ არ აეღელვებინა
ოთახიდან გაბრიელი გამოვარდა, რომელსაც შეწუხებული სახით მოჰყებოდა უკან თათია
–როგორ ხარ ლუკა?– ისიც თბილად გადაეხვია ბიჭს და შვილს მიუბრუნდა
–დე, არ შეაწუხო ძალიან ლუკა, თორემ მალე წავა!
–იყოს თათი, მომენატრა – ბავშვთან ჩაიმუხლა და ხელებში მოიქცია. რამოდენიმე წამი ჩუმად ეჩურჩულებოდა, მერე სიცილით აიტაცა ხელში და დააბზრიალა. სანამ ლუკა გაბრიელს ართობდა, სანდრომ თათიას მაგიდის გამზადება სთხოვა, ლუკა და მე რამეს შევჭამთ, ცოტა ლუდს დავლევთ და ისე დავილაპარაკებთო
–ყველაფერი კარგადაა საყვარელო? – ჩაეკითხა გოგონა და მის მოღუშულ სახეს ცნობისმოყვარედ მიაჩერდა
–კი, თათი.. ცოტახანი მჭირდება, რომ გაბრიელმა ხელი არ შემიშალოს, კარგი?
–კარგი, – გაუღიმა თბილად და მაგიდის გაშლა დაიწყო, მერე მისაღებში გავიდა, ძლივს მოაშორა აკისკისებული გაბრიელი ლუკას და ბიჭები მარტო დატოვა
–მოდი აქ, შევჭამოთ რამე. მაჩვენე ეგ წერილი თან – ხელი მოხვია ნათლულს სანდრომ
–არ მშია რა! – წამოიძახა ნერვიულად ლუკამ და უკანა ჯიბიდან დაკუჭული კონვერტი ამოაძრო. მაგიდასთან ჩამოჯდა და მის წინ, უდიერად დააგდო
–ჭამე! – ანიშნა თავით კიდევ ერთხელ და თვითონ სწრაფად, დაფარული აღელვებით დაიწყო წერილის კითხვა. ლუკა მშვიდად ელოდებოდა და თან უაზროდ დაატარებდა ჩანგალს თეფშზე. ბოლოს, როგორც იქნა, თავი ასწია სანდრომ და ისეთი თვალებით შეხედა ლუკას, თითქოს ის ყოფილიყო რამეში დამნაშავე
–ვის ემუქრებიან, ამათი დედაც! – წამოიძახა და გაცეცხლებულმა, მაგიდას დაჰკრა მუშტი. თეფში ჩამოვარდა, ლუკა წყნარად დაიხარა და ორივე გატეხილი ნაწილი აუღელვებლად დადო მაგიდაზე
–რატომ ემუქრებიან მამას?
–შენ ეს არ უნდა გენახა.. – ამოილაპარაკა გაღიზიანებით სანდრომ
–იცოდი?
–არ უნდა გენახა ეს! – აგრძელებდა ისევ სანდრო და უკვე ფეხზე მდგარი, ჩაფიქრებით იქნევდა ოდნავ თავს
–რა უნდათ? სანდრო, რა უნდათ? – მოთმინება აღარ ჰყოფნიდა ლუკას
–არ ვიცი. მამაშენს გამოუგზავნეს რამდენიმე ასეთი მუქარის წერილი. ათასი სანდო კაცი ჩართო, ვერ გავარკვიეთ ვერც ადრესატი, ვერც გამოგზავნის ადგილი, ვერაფერი.. შენ საიდან გაქვს საერთოდ ეს? შენ ხელში როგორ აღმოჩნდა?
–მამასთან მქონდა რაღაც ნივთები დატოვებული, გასაღები მაქვს და წამოსაღებად მივედი. იქ მოიტანეს, ჩვეულებრივად, ფოსტით. დანარჩენებიც სახლში მიუვიდა?
–ორი სახლში, ერთი რედაქციაში – სანდრო მოსვენებას ვეღარ პოულობდა, არ მოსწონდა ფაქტი, რომ ლუკამ გაიგო მუქარის წერილების შესახებ
–და რა უნდათ? – წამოიძახა ისევ გაკვირვებით ლუკამ
–ამხელა რედაქციის პატრონია, ათასი კავშირი აქვს, ატრიალებს ამხელა თანხებს, რა ენდომებათ ლუკა! – დაუყვირა და მერე მიხვდა, რომ მასზე არ უნდა ეყარა ჯავრი
–მაპატიე.. არ უნდა გაგეგო შენ – დაამატა მშვიდი ტონით და მის წინ ჩამოჯდა
–მამას უნდა ვუთხრათ ახლა ამ წერილზე?
–კი!
–იქნებ დავიცადოთ, სანამ ჩამოვლენ? ისეთი ბედნიერები არიან, რომ ველაპარაკები ხოლმე, ისე კარგად არიან..
–და ამასობაში შენ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ლუკა! მე და თაზო კი აქ ვართ, მაგრამ რომ გაიგოს დავუმალეთ, ეს მუქარის წერილები არაფერი იქნება მის გაცხოველებასთან შედარებით.. – ღრმად ამოისუნთქა
–კარგი, რა! არაფერი წერია ისეთი, რომ..
–ლუკა, ვერ იაზრებ რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს შენთვის სასაცილო ერთი უბრალო წერილი!
–წინა წერილებს ახსენებენ, დიდი არაფერი წერია.. წინა წერილებში რა ეწერა, სანდრო?
–არაფერი განსაკუთრებული!
ლუკამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. მიხვდა, რომ ნათლიამისი პატარა ბავშვივით უფრთხილდებოდა
–მითხარი.. – ამოიბურტყუნა მობეზრებით
–დღეს თაზოსთან ავალთ წყნეთში, მამაშენის ჩამოსვლამდე იქ ვიქნებით!
ახლა საოცრად ჰგავდა სანდრო რეზის და გაღიზიანდა, თუმცა როდესაც ასეთი ტონით მიმართავდა, იცოდა შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ექნებოდა
–ერთი კვირა არ გამოვიკეტები იმის გამო, რომ რაღაც უაზრო მუქარის წერილებს უგზავნიან მამაჩემს! – წამოხტა ფეხზე და იქვე მიდებულ ქურთუკს დასტაცა ხელი
–აბა ახლა კარგად მომისმინე! – მაისურში ჩააფრინდა სანდრო და ისევ თავის ადგილზე დააბრუნდა – ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, წავალთ მარიამთან, ჩაალაგებ რაც საჭიროა და რამდენიმე დღით, სანამ მამაშენი დაბრუნდება, წყნეთში ავალთთქო! გასაგებია?
სანდრო იმდენად გაფითრებული სახით დაჰყურებდა, ხმის ამოღება ვეღარ შეძლო. გაბრაზებულმა თავზე შემოიწყო ხელები და ყბები დაეძაბა
–გასაგებიათქო? –კიდევ ერთხელ, შედარებით ხმამაღალი, მაგრამ ოდნავ რბილი ხმით ჩაეკითხა სანდრო
–ვარჯიშები მაქვს, სკოლაც მალე იწყება და მასწავლებლებთან უნდა დავიწყო სიარული. ვარჯიშს ვერ გავაცდენ, სანდრო – ყველანაირად ცდილობდა მშვიდი ხმით აეხსნა, რომ კიდევ უფრო არ გაეღიზიანებინა, თუმცა თავადაც ვერ იკავებდა თავს და ანთებული თვალებით შეჰყურებდა ნათლიას
–ჩამოგიყვან ხოლმე ვარჯიშებზე – უთხრა და თათიას დაუძახა, რომ მოულოდნელი გეგმები გაენდო.
საღამოს უკვე მის მანქანაში ისხდნენ თაზოსთან ერთად და წყნეთისკენ მიმავალ გზაზე რაღაც წყნარი მუსიკის ფონზე მგზავრობდნენ.
–არ უთხრათ რეზის, სანამ არ ჩამოვლენ – გზის ნახევარი ისე გაიარეს, პირველად ამოიღო ლუკამ ხმა
–იცის უკვე, ბილეთს დღეს საღამოსვე იყიდის და წამოვლენ.. – სასხვათაშორისოდ უთხრა სანდრომ და ცალი თვალი სარკისკენ გააპარა, რომ უკან მჯდომი შეეთვალიერებინა
–ჯიგარი ხარ! – უხეში ხმით, ხმამაღლა წამოიძახა და მობეზრებულად აატრიალა თვალები
–წესიერად! – შუბლი შეკრა სანდრომაც
თაზომ ძმაკაცს გადახედა და თვალებით ანიშნა, რომ დამშვიდებულიყო. მერე კი შედარებით მხიარული ხმით და სანდროზე ბევრად უფრო დაწყობილი სახით შებრუნდა ლუკასკენ
–ბიჭო, აზრზე მოდი და დაფიქრდი, რამე რომ მოგივიდეს, მამაშენი..
–რა უნდა მომივიდეს? ჩემით ემუქრებოდნენ არა? თქვით რა, მითხარით, რა გახდა!
–არა, ლუკა..
–აბა? – მოთმინება აღარ ჰყოფნიდა
–ნინას სურათებს უგზავნიდნენ. მეგობრებთან, ქუჩაში, ბარებში გადაღებულს.. – ამოილაპარაკა სანდრომ
–აბა მე რატომ გამომაქციეთ?! – გაკვირვებისგან წარბები ზემოთ აზიდა. დაბნეული, შეშინებული იყო გაგონილით
–იმიტომ, რომ შენით მანიპულირება უკანასკნელი იქნება, ლუკა! შვილს თუ მიადგნენ, აქ მორჩა, გესმის? – დაიღრიალა სანდრომ და სიჩქარეს უნებურად უმატა
–ოე, ოე, მშვიდად! სანდრო, დააგდე სიჩქარე და ამოისუნთქე! შენ კიდე, ბიჭო, რატო გვიშლი ნერვებს? პატარა ხომ აღარ ხარ, ლუკა? ვერაფერს ხვდები?
–ნინას.. ნინას ამიტომ არსად უშვებდა? ამიტომ დაჰყვებოდა დაქალებთანაც კი ბოლო დროს? – გაახსენდა ლუკას
–ხო, ლუკა, ამიტომ ექცა ჩრდილივით და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.. – უკვე თაზოც მძიმედ ლაპარაკობდა
–ხომ არაფერი მოხდება? – ახლა მეამიტ ბავშვს დაემსგავსა
დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ორივეს სითბო ჩაუდგა თვალებში
–არა, არაფერი მოხდება, არ ინერვიულო შენ.. – ახლა ისევ ის, ძველებური სანდრო იყო, მუდამ სიყვარული რომ ესახებოდა სახეზე ლუკას დანახვისას
–ბოდიში რა.. ბოდიში, რომ საქმეს ვართულებ..
–აღარ გაიმეორო ეგ, ჩვენი შვილი ხარ შენ. გაიგე?
გაიგო. გული მოეწურა, თვალები მოხუჭა და მამაზე დაიწყო ფიქრი. ახლა ახსენდებოდა მისი მუდამ ჩაფიქრებული, მკაცრი გამოხედვა, საიდუმლო ზარები და ნინაზე ჩაფრენილი მკლავები. მისი განსაკუთრებული ზრუნვა, მარიამთან ხშირი კონტაქტი და ყოველ საღამოს, ვარჯიშებზე მოსიარულე მამას რომელიმე ძმაკაცი ან თავად, ნინასთან ერთად. ახლა ხვდებოდა, აქამდე არც უფიქრია. ლუკა კი, ყოველ საღამოს მისი ზარებით შეწუხებული ისევ წამალს აბრალებდა ყველაფერს, ეგონა მამას მისი გამოკეთების არ სჯეროდა. მაინც როგორ შეეძლო ამდენისთვის გაეძლო? ეფიქრა, რომ დიდ საფრთხეში იყო საკუთარი შვილი ან საყვარელი ქალი და ამის მიუხედავად, ღიმილიანი, ბედნიერი სახით დაეგეგმა ზაფხულის თითოეული ხალისიანი დღე მათთვის ან ქორწილის თითოეული დეტალი. მთელ ტანში უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა, გულის რევის შეგრძნებამ სახე დაუმანჭა. ფანჯრიდან უაზროდ იყურებოდა და მამის ძმაკაცების ლაპარაკს ყურადღებასაც არ აქცევდა. წყნეთში ასულმა, უხმოდ გადმოატანინა ბარგი და მისთვის განკუთვნილ ოთახში შეიკეტა. სავახშმოდაც არ გამოუსლა, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმეჯერ ყვირილით და უკმაყოფილო სახით შევიდა მის ოთახში სანდრო. იცოდა, ახლა ლუკმას ვერ გაიკარებდა. ერთი სული ჰქონდა მამამისის სახეზე ოდნავი შვება მაინც დაენახა, თუმცა იცოდა, იქიდან უარესად აშლილი, უფრო ანერვიულებული რომ ჩამოვიდოდა.
–დაანებე თავი, ხვალ შეჭამოს, დაანებე, წამოდი! – ესმოდა თაზოს ხმა და გულში მადლობას უხდიდა ყოველთვის მის მხარეს მყოფს
მალევე ჩაეძინა, თითქოს არაფერი უკეთებია, თუმცა ემოციეურად იყო გადაღლილი და ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა.

***
აუზის ნაპირთან ფეხებმოკეცილ, სახით მზისკენ მჯდარ ლამაზ სხეულს შორიდან აკვირდებოდა სათვალის მიღმა და არ შეეძლო თვალი მოეცილებინა. მოსწონდა მისი ოდნავ შეჭმუხნილი შუბლი, რომლითაც თითქოს კაშკაშა მზეს უბრაზდებოდა და ჩამოშვებული, უკვე კარგად შეწითლებული მხრები. მერე დაინახა, როგორ გაშალა ფეხები და აუზში აალივლივა. გული ჯერ კიდევ მზისთვის მიეშვირა და უკან გადახრილი, საკუთარ ხელებს ეყრდნობოდა. რამოდენიმე წუთი ასე, გაუნძრევლად იჯდა, მერე კი რეზისკენ გამოიხედა. მისი მზერა რომ შენიშნა, სახე ღიმილმა გაუნათა. რეზიმ სათვალე თავზე დაისვა და თავით ანიშნა, მოდიო. მკლავები კიდევ ერთხელ დაისველა წყლით, მერე წამოდგა და სველი ხელები მუცელზე გადაისვა. მიუახლოვდა თუ არა რეზის, ისე, რომ არც უფიქრია საკუთარ შეზლონგზე დაწოლა, მამაკაცის გულზე მოთავსდა. მანაც თბილი ხელები შემოხვია წელზე და მჭიდროდ მიიკრო კანზე ნამიანი სხეული
–სანამ არ დაიხრუკები, არ მოისვენებ არა? – თავზე აკოცა და ცალი ხელი ქოლგას წაავლო, ახლა ორივე ჩრდილში იწვა, მხოლოდ ფეხებზეღა დასთამაშებდათ მზის სხივები
–არ დავიწყვები, თითქმის შავი ვარ უკვე, კარგი რუჯი მინდა და დამაცადე, სულ ნუ მეჩხუბები.. – ამოილაპარაკა მის ყელთან და აწითლებული, დაბუშტული ტუჩები გაებუსხა
–ცუდი ამბავი უნდა გითხრა. ძალიან გთხოვ, მაპატიე და არ გაბრაზდე, კარგი?
–რა მოხდა? – მაშინვე თავი წამოსწია და რეზის გულს იდაყვებით დაეყრდნო
–ხვალ უნდა დავბრუნდეთ, ნინაჩკა..
ფრთხილი მზერით, დაკვირვებით უყურებდა. გული ეწურებოდა იმაზე ფიქრით, რომ საკუთარი თაფლობისთვე იმაზე მცირე ხანს გაგრძელდებოდა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ. ხედავდა როგორი ბედნიერი იყო ნინა აქ და ახლა მისი სევდით სავსე გამოხედვის დანახვას სიკვდილი ერჩია. მართლაც, ნინა შეწუხებული სახით მიაჩერდა და რეზის ეგონა, ცოტაც და ცრემლები წამოსცვივდებოდა. ისედაც ყველაფერზე გული უჩუყდებოდა, პატარამ კი ბოლო დროს უფრო მეტად მგრძნობიარე გახადა
–რატომ? რამე მოხდა? – თითქმის წუწუნით ამოილაპარაკა და კითხვანარევი მზერით მიაჩერდა
–ჰო, რაღაც საქმეებია მოსაგვარებელი, ვერ მოიცდის – ამოისუნთქა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ნინას არაფერი უნდა გაეგო. არ დაუშვებდა, რომ მასაც ენერვიულა, მასაც გაეთენებინა ღამეები. თუმცა იცოდა მისი საოცარი სიჯიუტის და ცნობისმოყვარეობის ამბავი და წინასწარ ემზადებოდა მისი მოუთმენელი კითხვებისათვის
–რა საქმეები? რედაქციაში ყველაფერი კარგადაა, ზუსტად ვიცი, ზაზასაც ველაპარაკე და გოგოებსაც. რა მოხდა?
–ნინა, არ დაიწყო ახლა.. თუ ასე ვთქვი ესეიგი საჭიროა, ხომ იცი, ტყუილად არ წავიდოდით.. –ცდილობდა თავი შეეკავებინა, რომ ბრაზი არ დატყობოდა. იცოდა, ახლა ჩხუბი გარდაუვალი იყო და საშინლად აღიზიანებდა ამის წარმოდგენა
–მითხარი!
–ნინა, გეყოფა! ეს შენ არ გეხება! – წამოიძახა უცებ და ინსტიქტურად ორივე ხელი წელზე მოხვია
–შემეშვი, გამიშვი.. – გაუძალიანდა და თვალებაწყლიანებული მოშორდა
–ნინა, გთხოვ, არ მოიქცე ასე.. – ღრმად სუნთქავდა რეზი
–მე არ მეხება? მე მეხება რაიმე საერთოდ? აღმიქვამ როდესმე სერიოზულად? – უკვე ყვიროდა ნინა და ისე ყრიდა დიდ, ფერად ჩანთაში ნივთებს, ზედ არ უყურებდა რეზის
–არ დაიწყო ახლა! – წამოდგა რეზიც და ეცადა მოხვეოდა, თუმცა ნინამ ისევ უხეშად მოიშორა
–ნუ მიშორებ, ვერ ვიტან რომ მიშორებ! – გამოსცრა მკაცრად და წელზე მოუჭირა ხელი
–მითხარი, რა ხდება! – შემობრუნდა მისკენ და თვალებში შეხედა
რეზი შეუვალი მზერით, თუმცა თბილად შეჰყურებდა
–არაფერი არ ხდება, საქმეები მაქვს, უნდა ჩავიდე და მოვაგვარო, ასე რთულია გაგება? გთხოვ, ნუ პანიკიორობ რა..
–მინდა, რომ მომშორდე! – ხელი გააშვებინა ნინამ, ზურგი აქცია. მიხვდა, რეზი აღარ გაუძალიანდებოდა. საცურაო კოსტიუმზე მხოლოდ მოკლე შორტი ამოიცვა. სასტუმროს ოთახში ისე ავიდა, უკან ერთხელაც არ მოუხედავს, მხოლოდ რეზის ნაბიჯების ხმა ესმოდა ზურგს უკან. ოთახში შესულმა ყველაფერი გაიძრო და პირსახოცს დაავლო ხელი
–მორჩები ახლა ასე მოქცევას? – წამოიყვირა რეზიმ და სააბაზანოს კართან შედგა
–წყალი უნდა გადავივლო..
–დამელაპარაკე, ნინა!
–შენ მელაპარაკები? მეუბნები რა ხდება?
–არაფერი არ ხდება, არაფერი, ამის დედაც! – დაიყვირა ისევ და გამკიცხავი სახით დააჩერდა მის წინ მდგარ, სრულიად შიშველ ცოლს, რომელსაც პატარა ბავშვივით ჩაებღუჯა ხელში დიდი პირსახოცი
–გაიწიე, აბაზანაში უნდა შევიდე
რეზი ჩამოშორდა და კარი გაუღო, მერე კი პირდაპირ აივნისკენ დაიძრა. სანამ ნინა აბაზანაში იყო, ბიჭებს ელაპარაკა. ლუკა მოიკითხა და ცოტა დამშვიდდა, როცა დააზუსტა, რომ არცერთი წუთით მარტო არ დატოვებდნენ მას.
–ნინას უთხარი რა ხდება? – ეკითხებოდა ტელეფონში თაზო
–არა, არც ვაპირებ, ახლა რომ ინერვიულოს ატირდება და არ შემიძლია. ვერ ვიტან რამეზე რომ ღელავს..
–რატომ ჩავდივართო რა უთხარი აბა?
–საქმე გამომიჩნდათქო. გაგიჟდა, მომიწყო სცენები – ჩაეცინა მტკივნეულად
–არაუშავს, ყველაფერი რომ მოგვარდება მერე აუხსნი – დაამშვიდა ძმაკაცი უცებ
–ჰო.. მისმინე, კახას ველაპარაკე დღეს დილას, ყურადღებით არიან, რედაქციაც დაცულია ჯერჯერობით და მარიამის სახლთანაც უშვებენ ხალხს. მინდა, რომ ფრთხილად იყოთ რა, თაზო..
–მთელი ეს დრო დაცვა გყავდა და არ ვიცოდით? – გაკვირვებით წამოიძახა თაზომ
–ჰო, ლუკასაც სულ დაჰყვებიან. ახლა, წყნეთშიც წამოგყვნენ, პროსტა ვერ შეამჩნევდით. მოკლედ ყველაფერს ვაკონტროლებ, მაგრამ არაა ეს წერილები უბრალო ამბავი და გავარკვიე ეს უკვე კახასთან, პროფესიონალები არიან ხომ იცი ეგენი. ვერ ვარ მშვიდად, უნდა გავიგო ვინ არიან ასეთი, რომ ვერაფრით მივაგენით. ძალიან, ძალიან ფრთხილად იყავით რა
–გავიგე, რეზი, რა დაგემართა? არ იდარდო შენ. მგონი ჯობდა მანდ ყოფილიყავით, მაგრამ ხო ვიცი ვერ მოისვენებდი
–არა, არა, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვიდე. მისმინე, უნდა წავიდე, დაგირეკავთ ისევ.. – ამოილაპარაკა სწრაფად, როცა აივანზე გამოსული ნინა შენიშნა. მოკლე, იისფერ სარაფანში და სველ, გაშლილ თმებში იმდენად ლამაზი იყო, რეზის წამით მზერა შეეყინა.
ნინამ პირსახოცი და საცურაო კოსტიუმი გვერდიგვერდ, საშრობზე გადაფინა და კუშტი მზერით მიაშტერდა რეზის
–საიდუმლო ზარი იყო? ხელი ხომ არ შეგიშალე? – ჰკითხა წარბაწევით და ოთახში შებრუნდა
–როდის მორჩები ბავშვივით მოქცევას? – გაღიზიანებული, უკან მიჰყვა
–შენ რა, მართლა აპირებ რომ მთელი ცხოვრება ასე მომექცე? – აღშფოთებას ვერ მალავდა ნინა
–როგორ, ასე?
–ასე, პატარა, დებილი ბავშვივით. არასდროს რომ არაფერს ეუბნებიან, სულერთი რომაა ყველასთვის.. – ხელებს ნერვიულად იქნევდა
–მოდი ჩემთან.. – მისკენ წავიდა და ხელი გაუწოდა. არ უნდოდა ისევ მოეშორებინა ნინას, ვერ გაბედა მის უკითხავად ჩახუტება
–არ მინდა შენთან!
–და ახლაც არ ხარ პატარა ბავშვი? – გაღიზიანდა ისევ
–არ მომეკარო, არ მომეკარო, სანამ არ გადაწყვეტ, რომ მეც მაქვს რაღაცების ცოდნის უფლება.. რომ მეც შემიძლია შენს პრობლემებს გავუმკლავდე.. – უკვე ცრემლმორეული ლაპარაკობდა ნინა და რეზის ისევ შეეზიზღა საკუთარი თავი
–ასე არ არის ნინა.. – შუბლი მოისრისა და ლოგინზე ჩამოჯდა
–აბა როგორ არის?
რეზიმ თვალები დახუჭა, მძიმედ ამოისუნთქა და უცებ უცნაურად ანთებული სახე მიანათა გოგონას
–ნუ მიკრძალავ შენნთან მოკარებას, ნუ აკეთებ ამას! – იღრიალა მოულოდნელად იმდენად ხმამაღლა, რომ ნინა ადგილს მიეყინა. თვალებგაფართოებული, ცრემლიანი სახით უყურებდა გონებადაბინდულ მამაკაცს და ინსტიქტურად უკან იხევდა.
გააცნობიერა თუ არა რეზიმ ნინას საქციელი, მთელი ტანი დაეჭიმა, კარადასთან მივიდა, მაისურს დასტაცა ხელი და გასასვლელისკენ გაცეცხლებული წავიდა
–ხვალ, დილის ექვს საათზე გავდივართ, რვაზეა ფრენა, გაემზადე.. – ჩახლეჩლი ხმით ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი აბლაბუდა

როგორ მსუყე თავებს დებ, ძალიან გამათბო ამ თავმა, იმედია ცყდი არაფერი ხდება, ძალიან საყვარლები არიან აუ რეზი როგორ მომწონს:))

 


№2  offline წევრი დარინა

სასწაულადმიყვარს ეს ისტორია უკვეეე, ჩემს ფავპრიტებში აუცილებლად დაიკავებს ადგილს, აუ არ მინდა ამათი ჩხუბიიი, მაბედნიერებს ამათი სიყვარული ისეთი საყვარლები არიან ერთად , ბოლო ნაწილმამეც დამძაბა იმედია ყველაფერი კარგად იქნებააა.

 


№3 სტუმარი სტუმარი Babilina

ისტორია საინტერესოა და თქვენ ძალიან კარგად წერთ ❣️იმედია შემდეგ თავსაც მალე დადებთ

 


№4 სტუმარი anni sweetiko

ძალიან შემთხვევით წავიკითხე და ძალიან ბედნიერი ვარ.
აი ჩემთვის იდეალური ისტორიაა ყველანაირად. ერთადერთი ცოტა სწრაფად განვითარდა ამათი ურთიერთობა, ზედმეტად, მაგრამ მე არ მიშლის ეგ ხელს <3
რეზი საოცარი მამაკაცია :( ყველა გოგოს ოცნება ალბათ ;დ
და + ძალიან ვაფასებ შენნაირ სტაბილურ ავტორებს. აი ძალიაააააან.
დილას რომ შემოვიხედავ ისე უბრალოდ, მეთქი ჯერ არ იქნება დადდებული და ბრახ და მხვდება ისტორია,ძალიან სასიამოვნოა :)
ველი გაგრძელებას

 


№5 წევრი P.A.

აბლაბუდა
როგორ მსუყე თავებს დებ, ძალიან გამათბო ამ თავმა, იმედია ცყდი არაფერი ხდება, ძალიან საყვარლები არიან აუ რეზი როგორ მომწონს:))


მიხარია რომ მოგწონს <3

დარინა
სასწაულადმიყვარს ეს ისტორია უკვეეე, ჩემს ფავპრიტებში აუცილებლად დაიკავებს ადგილს, აუ არ მინდა ამათი ჩხუბიიი, მაბედნიერებს ამათი სიყვარული ისეთი საყვარლები არიან ერთად , ბოლო ნაწილმამეც დამძაბა იმედია ყველაფერი კარგად იქნებააა.


ვაიმეე როგორ მიხარია ასე ძალიან რომ მოგეწონათ, დიდი მადლობა!

სტუმარი Babilina
ისტორია საინტერესოა და თქვენ ძალიან კარგად წერთ ❣️იმედია შემდეგ თავსაც მალე დადებთ


კი, მალე დავდებ. სულ რამდენიმე თავი დარჩა, არ არის ძალიან დიდი:*

anni sweetiko
ძალიან შემთხვევით წავიკითხე და ძალიან ბედნიერი ვარ.
აი ჩემთვის იდეალური ისტორიაა ყველანაირად. ერთადერთი ცოტა სწრაფად განვითარდა ამათი ურთიერთობა, ზედმეტად, მაგრამ მე არ მიშლის ეგ ხელს <3
რეზი საოცარი მამაკაცია :( ყველა გოგოს ოცნება ალბათ ;დ
და + ძალიან ვაფასებ შენნაირ სტაბილურ ავტორებს. აი ძალიაააააან.
დილას რომ შემოვიხედავ ისე უბრალოდ, მეთქი ჯერ არ იქნება დადდებული და ბრახ და მხვდება ისტორია,ძალიან სასიამოვნოა :)
ველი გაგრძელებას


ვცდილობ არ გავწელო ხოლმე დროში დადება რადგან ამის საშუალბა მაქვს. მიხარია, რომ ასე მოგწონს. გეთანხმები, მართლა ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და შეიძლება ისტორიის სისუსტედაც ჩაითვალოს ეს, მაგრამ იმედს ვიტოვებ მაპატიებთ:დ <3

 


№6 სტუმარი anni sweetiko

ვცდილობ არ გავწელო ხოლმე დროში დადება რადგან ამის საშუალბა მაქვს. მიხარია, რომ ასე მოგწონს. გეთანხმები, მართლა ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და შეიძლება ისტორიის სისუსტედაც ჩაითვალოს ეს, მაგრამ იმედს ვიტოვებ მაპატიებთ:დ <3<<<

ეს თავიდან ვთქვი,ანუ როგორ შეუყვარდათ ასე უცებ. თან ტიპი 40 წლისაა ესე მარტივად არ ხდება ცხივრებაში;დ ანუ შეხვდნენ და ჰოპ ჰოპ უცებ შეიყარნენ. თორე მაგის მერე არაფერი სისწრაფე არაა, იდეალურად მიდის ყველაფერი. ისიც, როგორც აღვნიშნე დიდი ლაფსუსი არაა, იმდენად საყვარელი ისტორიაა. უბრალოდ, რომ დაასრულებ იქნებ სრულად დადო, დავისეივებდი <3

 


№7 წევრი P.A.

anni sweetiko
ვცდილობ არ გავწელო ხოლმე დროში დადება რადგან ამის საშუალბა მაქვს. მიხარია, რომ ასე მოგწონს. გეთანხმები, მართლა ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და შეიძლება ისტორიის სისუსტედაც ჩაითვალოს ეს, მაგრამ იმედს ვიტოვებ მაპატიებთ:დ <3<<<

ეს თავიდან ვთქვი,ანუ როგორ შეუყვარდათ ასე უცებ. თან ტიპი 40 წლისაა ესე მარტივად არ ხდება ცხივრებაში;დ ანუ შეხვდნენ და ჰოპ ჰოპ უცებ შეიყარნენ. თორე მაგის მერე არაფერი სისწრაფე არაა, იდეალურად მიდის ყველაფერი. ისიც, როგორც აღვნიშნე დიდი ლაფსუსი არაა, იმდენად საყვარელი ისტორიაა. უბრალოდ, რომ დაასრულებ იქნებ სრულად დადო, დავისეივებდი <3


კი ბატონო, ვფიქრობდი ისედაც ბოლოს სრულად დადებას და არ არის პრობლემა დავდებ:*

 


№8 წევრი tamuna.s

ვგიჟდები ამ წყვილზე და რეზის და ლუკას უთიერღობაზე, საოცარი მამა-შვილობა აქვთ. ჩემს ფავორიტ ისტორიებს კიდევ ერთი მიემატა, ამ ისტორიის სახით. 12-ის მერე ხო დადებ?

 


№9 წევრი P.A.

tamuna.s
ვგიჟდები ამ წყვილზე და რეზის და ლუკას უთიერღობაზე, საოცარი მამა-შვილობა აქვთ. ჩემს ფავორიტ ისტორიებს კიდევ ერთი მიემატა, ამ ისტორიის სახით. 12-ის მერე ხო დადებ?


აუცილებლად დავდებ<3

 


№10 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მაგარი .თბილი ,გრნობებით აავსე,ურთიერთობები იდეალური .წერთ საუკეთესოდ.

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.