შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა არსაიდან (1 თავი)


13-11-2018, 11:26
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 2 267

გოგონა არსაიდან (1 თავი)

მაისის თბილი საღამო იდგა. ის საღამო როდესაც ნოემ პირველად დაინახა თავისუფლების მეტროსთან ფეხმორთხმით მჯდარი, წითური გოგონა, რომელიც საღებავებში ერთიანად დასვრილი, ხატვაში სრულიად ჩაძირული თითქოს იქ იყო მაგრამ ამავდროულად არ იყო. დახეული ჯინსები და კედები ეცვა, თავზე კაპიშონი მოერგო და გარე სამყაროს მოწყვეტილი უბრალოდ ხატვით ირთობდა თავს. დიდხანს უყურა შორიდან ნოემ ამ საოცარ ქმნილებას, რომელიც მასში დიდი დოზით ინტერეს იწვევდა. მისი სახე ყველაზე დახვეწილი იყო თუ კი რამ სახე უნახავს. ნოე ფოტოგრაფი იყო, ამიტომაც მისთვის უცნობი გოგონა არა მარტო ლამაზი არამედ საინტერესო და ღრმა აღმოჩნდა. არ უნდოდა მისთვის ხელი შეეშალა. ამიტომაც იქვე ახლოს ჩამოჯდა და გოგონას ცქერით ტკბებოდა. ერთადერთ რამეს ნანობდა, რომ თან არ ქონდა ფოტოაპარატი რომლითაც მის ფირზე აღბეჭდვას შეძლებდა. წითური გოგონა არაფრად აგდებდა მის წინ უთავბოლოდ მოსიარულე ხალხს. ყურები ყურსასმენით დაეხშო და თავაუწევლად მუშაობდა. ნოე მისით სრულიად მოინუსხა, უცნობ გოგონასთან ერთად ოცნებებში ხეტიალი დაიწყო. ელოდა როდის მორჩებოდა გოგონა ხატვას და მასთან გამოლაპარაკების ათასნაირ შესაძლებლობას განიხილავდა.
- გამარჯობა. მე ნოე ვარ.
- გამარჯობა თქვენი გაცნობა მინდა.
- არა არა. ეს ზედმეტად ბანალურია ის კი ისე შორს არის ბანალურობისგან. - საყვედურობდა თავის თავს. ფიქრებში წასული მობილურის ხმამ გამოაფხიზლა.
- რა გინდა რატი არ მცალია? - ჩასძახა მეგობარს და ოდნავ მოშორებით გავიდა. საუბარი გაუგრძელდა რადგან მეგობარი რაღაც მნიშვნელობანზე ესაუბრებოდა. როგორც იქნა მოიშორა და იქეთკენ მიიხედა საითაც წითური გოგონა ეგულებოდა მაგრამ საშინელი ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნო როდესაც ადგილი სადაც რამდენიმე წუთის უკან მისთვის სასურველი ქალი იჯდა ახლა უკვე ცარიელი იყო.
- ჯანდაბა. - ჩაილაპარაკა თავისთვის და გარემოს დაუწყო თვალიერება. ვერსად შენიშნა. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, წითურო გოგონა გაუჩინარდა. ხელი ჩაიქნია გაბრაზებულმა ნოემ, ბოლო ცდა გადაწყვიტა და მეტროსთან მოწყალებისთვის მჯდომ მამაკაცს მიუახლოვდა. ჯიბიდან ხურდები ამოიღო და წინ დადებულ ქუდში ჩაუყარა.
- ღმერთმა დაგლოცოს შვილო. სევდიანი, ცხოვრებით გადაღლილი თვალები შეანათა მოხუცმა.
- გაიხარე ბაბუ. შეიძლება რაღაც გკითხოთ?
- თუ რამით დაგემხარები მკითხე.
- რამდენიმე წუთის წინ აქ წითური გოგონა იჯდა და ხატავდა, ხომ არ იცით ვინ არის?
- აჰ ევას გულისხმობთ?
- სახელი არ ვიცი მაგრამ ალბათ ის არის ვისზეც მე გეუბნებით. იცით ვინ არის?
- ის არსაიდან არის.
- ეს როგორ?
- მხოლოდ ის ვიცი რომ ევა ქვია, ყოველ შაბათ დღეს მოდის და მთელ დღეს აქ ატარებს. ხატავს. არავის ესაუბრება.
- მხოლოდ შაბათს?
- დიახ შვილო. მხოლოდ შაბათს.
- არ იცით სად შეიძლება სხვა დღეებში მისი ნახვა?
- რომ ვიცოდე გეტყოდი მაგრამ ის იდუმალი გოგონაა და არავის ესაუბრება.
- იდუმალთან ერთად ძალიან ლამაზია. - ჩაილაპარაკა ნოემ და მოხუცს დაემშვიდობა. ფეხით ჩაუყვა თბილისის თბილ ქუჩებს.
- ევა. - ფიქრობდა თავისთვის. - სწორედ რომ შეეფერება ეს სახელი. ზედგამოჭრილია მისთვის. ის ღამე არ სძინებია. არც შემდეგი ღამეები სძინებია. მხოლოდ ერთი სურვილი გააჩნდა მალე დამდგარიყო შაბათი დღე, რომ ისევ შეძლებოდა წითური უცნაური ლამაზმანის ცქერით ტკბობა. ტანჯვით გაიარა მთელმა კვირამ და როგორც იქნა დადგა მისთვის ნანატრი შაბათი დღეც. ფოტოაპარატს ხელი დაავლო, მოტოციკლს შემოაჯდა და თავისუფლების მეტროსკენ აიღო გეზი.
- აი ისიც. - გაიფიქრა როგორც კი ევა შენიშნა. ის ისევ ისე ფეხმორთხმით იჯდა და ხატავდა. ხატავდა მთელი გრძნობით. ნოემ შორიახლოს მოიწყო ბუდე და ფოტოაპარატი მოიმარჯვა. გაუთავებლად უღებდა ევას სურათებს. ყოველ მოძრაობას, ყოველ მიმიკას აფიქსირებდა. ასე დაყო რამდენიმე საათი. მხოლოდ მაშინ გაჩერდა როდესაც ევამაც შეწყვიტა ხატვა. გოგონამ ნივთები აალაგა და გზას გაუდგა. ნოეც უკან გაყვა. ევა ბარში შევიდა, ყავა შეუკვეთა და ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან მოთავსდა. ნოეც უკან შეყვა, შორიახლოს მდგომ მაგიდასთან მოთავსდა და ბარმენს ჩაი შეუკვეთა. წამით არ მოუშორებია ევასთვის თვალი. ევა კი სივრცეში გადაკარგულიყო. მზერა ჰორიზონტში გაყინვოდა. სევდიაფერი თვალები მიეპყო ფანჯრის მინისთვის, ყავას სვამდა და სიგარეტს ეწეოდა. როცა დაასრულა ადგა, თანხა გადაიხადა და გარეთ გავიდა.
- იცნობთ მას? - ეკითხება ნოე ბარმენს.
- ევას? - არა ის უბრალოდ ყოველ შაბათ საღამოს ამ დროს მოდის ჩვენთან და ერთ ჭიქა ყავას უკვეთავს.
- არ იცით ვინ არის?
- ის არსაიდან არის.
- ეს რას ნიშნავს.
- არის მაგრამ არ არის. მხოლოდ სახელი ვიცი. სხვა არაფერი. მაპატიე მეგობარო. - მხარზე დაკრა ბარმენმა ნოეს ხელი და მარტო დატოვა.
- არსაიდან. - ჩაილაპარაკა ნოემ და გარეთ გამოვიდა. ჰაერი ღრმად შეუშვა ფილტვებში და სახელოსნოში გაეშურა. მთელი ღამე ევას ფოტოების გამჟღავნებაში გაილია. უცქერდა ფირებზე გამოსახულ წითურ ანგელოზს ნოე და ინტერესთან ერთად საოცარ მღელვარებას და სიამოვნებას განიცდიდა.
- შემდეგ შაბთს გაგიცნობ ევა. - ჩაილაპარაკა ნოემ და ვისკი დაისხა.
ის კვირაც როგორღაც გადააგორა და ნანატრი შაბათიც როგორც იქნა ამონათდა. ისევ დაავლო ფოტოაპარტს ხელი და საყვარელი მოტოციკით თავისუფლების მეტროსკენ გაეშურა. როგორი ტკივილი იგრძნო როდესაც ევა ჩვეულ ადგილზე არ დახვდა. დიდხანს ელოდა ნოე უცნობ გოგონას მაგრამ ის არ გამოჩნდა. ისევ მოხუცს მიუახლოვდა.
- გამარჯობა ბაბუ.
- ღმერთმა დაგლოცოს შვილო.
- გახსოვარ?
- ჰო შენ ის არა ხარ ჩვენი მხატვარი გოგო რომ ჩაუვარდა გულში. - მხარზე მზრუნველი ხელი ჩამოადო მოხუცმა.
- კი ასეა. დღეს ხომ შაბათია. ის კი არ მოსულა.
- პირველი შემთხვევაა.
- მართლა?
- ხო შვილო არასდროს ყოფილა არც ერთი შაბათი დღე თავისუფლების მეტრო მის გარეშე.
- უცნაურია. - გულში საშინელი სევდა იგრძნო ნოემ, მოხუცს დაემშვიდობა და ბარისკენ გასწია. - დღეს ევა იყო მოსული? ეკითხება ბარმენს.
- არა არ ყოფილა. - იმედგაცრუებული გამოვიდა ნოე ბარიდან და სახლში წავიდა. კიდევ ბევრი შაბათი დღე იარა ნოემ თავისუფლების მეტროსთან მაგრამ წითურ გოგონას ვერც ერთხელ გადააწყდა. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ის მართლაც არსაიდან იყო და ამ ფაქტთან შეგუება დაიწყო. ერთადერთი რაც სულს უმშვიდებდა მის მიერ გადაღებული ფოტოები იყო. ფოტოები რომლებიც სახელოსნოს მთელ კედლებს ფარავდა.

- დიდხანს იქნები მოჩვენების გამო ცხვირჩამოშვებული? - უსაყვედურა კატომ ტყუპისცალს.
- შემეშვი კატო.
- იცი? შენი თავი თუ ფეხზე გკიდია მე მაინც დამინდე, როცა შენ გაწუხებს მეც ცუდად ვარ, ნუ გავიწყდება რომ შენ ყველა შეგრძნებას განვიცდი.
- ყველას რომ განიცდიდე აქამდე შეიშლებოდი. - გაუღიმა ნოემ ტყუპისცალს და ევას ფოტოებს მიუბრუნდა. ასე გავიდა ორი თვე.

- იცოდე ერთხელაც როცა სახელოსნოში არ იქნები მოვალ და მის ყველა ფოტოს გავანადგურებ.
- ამას არ იზამ. - გაუღიმა ნოემ.
- სახლში აღარ აპირებ დაბრუნებას? სულ აქ რჩები. დედა უკვე ისტერიკაშია.
- დედა როდის არ არის ისტერიკაში?
- ეგეც მართალია. არა ნოე სერიოზულად როდის აპირებ ამ სოროდან გამოსვლას? ბოლოს როდის იბანავე? ყარხარ უკვე.
- შემეშვი რა კატო.
- ახლა რაღაცას გეტყვი დ გამორიცხულია უარს არ მოვიღებ.
- რა გინდა?
- ბათუმში ვაპირებთ წასვლას მეგობრები. იმედია ჩვენთან ერთად წამოხვალ. ბოლოსდაბოლოს ამ მოჩვენების გარდა ბევრი ადამიანია ვის გვერდითაც უნდა იყო.
- მართალი ხარ. - თითქოს გონს მოეგო ნოე და გახალისდა. - როდის მივდივართ?
- ეს უკვე ჩემი ტყუპისცალია. - გადაიხარხარა კატომ და ძმას მოეხვია. მაშინვე უკან დაიხია. - თუ ღმერთი გწამს იბანავე რა.
- კარგი ჰო კარგი.

ორ დღეში ნოე მეგობრებთან ერთად ბათუმს ესტუმრა. მეგობრებმა სახლი იქირავეს და საზაფხულო თავგადასავლებისთვის მოემზადნენ.

- მიხარია რომ წამოხვედი. იმედი აღარ მქონდა. - ეუბნება ნინო ნოეს. ეს გოგო ბავშობიდან შეყვარებულია ნოეზე თუმცა ის მუდამ უპასუხოდ ტოვებდა მის გრძნობებს. ნინო კატოს მეგობარი იყო და ამიტომაც ცდილობდა ნოე მასთან მუდამ თავაზიანი ყოფილოყო მაგრამ არც ზედმეტად მოახლოვების საშუალებას აძლევდა. ნოე არასდროს ყოფილა მექალთანე. მის ოცნებებში ის მუდამ გამორჩეულ გოგოს ელოდა. ისეთს როგორიც ევა იყო მისთვის.

ბათუმში ჩასვლიდან მესამე საღამოს ნოე მეგობრებს გამოეყო და ლუდის დასალევად მარტო გაიპარა. თითქოს სურდა მეგობრებთან ერთად ყოფნა მაგრამ ამავდროულად სული მარტო ყოფნისკენ ეძალებოდა. ბარში შევიდა ლუდი შეუკვეთა და მის მოლოდინში სიგარეტს მოუკიდა. მისი გონება ისევ წითურთმიანი გოგონას მოჩვენებით იყო შეპყრობილი, სადაც არ უნდა გაეხედა ყველგან მას ხედავდა და როცა ეგონა რომ ისევ იპოვა ხელიდან ისევე უსხლტებოდა როგორც ყველა მის სიზმარში.
- ინებეთ თქვენი ლუდი. - გაისმა გოგონას სასიამოვნო ხმა და ნოეს ლუდი დაუდგეს წინ.
- გმად... ჯანდაბა. ხელი გაუშეშდა ნოეს.
- რა მოხდა? მოჩვენება დაინახეთ? - გაუღიმა წითურმა გოგონამ და წასვლა დააპირა.
- მოიცადეთ. - მაჯაში ხელი წაავლო ნოემ.
- შეხება არ შეიძლება. - მკაცრად მოუჭრა გოგონამ.
- მაპატიეთ, უბრალოდ მე თქვენ გიცნობთ.
- გეშლებათ. მე არავინ მიცნობს. საკუთარი მშობლებიც კი.
- მე ის ვიგულისხმე რომ თავისუფლების მეტროსთან გნახეთ. ხატავდით.
- ამბობენ რომ სამყარო პატარაა. როგორც ჩანს მართლა ასეა. - გოგონამ წასვლა დააპირა.
- ევა მოიცადეთ.
- ჩემი სახელი საიდან იცით? - მის სათნო ხმაში სიბრაზემ გაიელვა.
- მაპატიეთ. მე თქვენ დიდი ხანი დაგეძებდით.
- რისთვის?
- წარმოდგენა არ მაქვს. - ამბობს ნოე და საკუთარი დაბნეულობა უკვე ჭკუიდან შლის.
- მაპატიეთ. ჩემი წასვლის დროა. გემრიელად მიირთვით. - ევა მიდის და მას მარტო ტოვებს. გახევებული ნოე თვალებგაფართოვებული იჯდა და მას მზერას არ აშორებდა. ევას კი ერთხელაც არ შეუხედავს მისთვის. იმ საღამოს მასთან კიდევ ერთხელ გასაუბრება ვეღარ გაბედა. რამდენიმე ჭიქა ლუდი დალია და გარეთ გამოვიდა. შემდეგი დღეები ისევ ეპარებოდა ნოე მეგობრებს და იმავე ბარში მიდიოდა ლუდის დასალევად სადაც პირველად შეხვდა ევას. იჯდა თავისთვის და ლუდს უხმოდ სვამდა, მასთან საუბარს რატომღაც ვერ ბედავდა ამიტომაც შორიდან ტკბებოდა მისი სილამაზის ცქერით. ერთ-ერთი მორიგი ვიზიტის დროს გაღიზიანებუმა ევამ უფროს რაღაც უჩურჩულა, მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. გოგონამ წუნსაფარი მოიხსნა და ნოესკენ დაიძრა. დადუმებული ნოე ისე უცქერდა როგორც მოჩენებას.
- დიდხანს ივლი აქ ასე უაზროდ ჭიქა ლუდის დასალევად? - ამბობს გაბრაზებული ევა და მის წინ ჯდება.
- მაპატიე შენი შეწუხება არ მინდოდა.
- ყოველთვის ასეთი მორიდებული ხარ? - ხმა შეარბილა გოგონამ.
- მხოლოდ შენთან.
- რატომ?
- ძალიან მომწონხარ.
- შენც იმათ გავხარ ვინც ჩემთან ერთი ღამის გასატარებლად მზად არის მთელი ქონება გაიღოს?
- არც ისეთი მდიდარი ვარ. - გაღიმებას ეცადა ნოე. მისმა პასუხმა კი ევა რატომღაც ხასიათზე მოიყვანა.
- რჩევას მოგცემ თუ არ გეწყინება.
- არ მეწყინება.
- შეეცადე ჩემგან თავი შორს დაიჭირო.
- რატომ?
- ძალიან კარგი ხარ საიმისოდ რომ ჩემისთანა ავაზაკს გადაეკიდო.
- ავაზაკი არ ხარ.
- რა იცი?
- და რა იცი რომ მე კარგი ვარ.
- თვალებში გეტყობა.
- შენც ლამაზი თვალები გაქვს.
- ლამაზი თვალები არ ნიშნავს ლამაზს სულს.
- მომწონს შენი საუბარი.
- მე კი შენი არ მომწონს.
- რატომ?
- კარგი ხარ და ამიტომ.
- არ მოგწონს კარგი ბიჭები?
- არა.
- მაშინ ცუდი გავხდები. - გაიღიმა ნომ და ევას ღიმილიც დაიმსახურა.
- სახლში წადი და ჩემზე ფიქრს თავი დაანებე. ის არ ვარ ვინც გინდა რომ ვიყო.
- და შენ რა იცი ვინ მინდა იყო?
- რადგან ვამბობ ესეიგი ვიცი. - ევა ადგა და გასასვლელად მოემზადა. - მართლა რა გქვია?
- ნოე.
- ღამემშვიდობის ნოე.
- ღამემშვიდობის ევა.


-----------------------

და აი დაგიბრუნდით ახალია, შეპირებული ისტორიით, იმედი მაქვს თქვენც ისევე ისიამოვნებთ მისი კითხვით როგორ სიამოვნებას მე ვიღებ მისი შექმნის პროცესში :)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც თბილს და ტკბილს გვიმზადებ. ❤
მომეწონა. იმედი მაქვს შემდეგ თავს მალე დადებ.

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ქეთი
ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც თბილს და ტკბილს გვიმზადებ. ❤
მომეწონა. იმედი მაქვს შემდეგ თავს მალე დადებ.



მადლობა ქეთი. კი მალე დავდებ შემდგე თავს <3

 


№3 სტუმარი კსდჯგბ

დასაწყისი ძალიან კარგია. იმედია ასევე კარგად განაგრძობ <3 წარმატებები

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

კსდჯგბ
დასაწყისი ძალიან კარგია. იმედია ასევე კარგად განაგრძობ <3 წარმატებები



მადლობა.

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

დასაწყისი კარგია და სასიამოვნო წასაკითხი. ძალიან მომწონს ნოეს ხასიათი. სითბო და დადებითი აურა იგრძნობა ამ ბიჭში. აქ ძირითადად ისტორიებში - უჟმური, უხასიათო და თვალებდაქაჩული მამრები არიან "საყვარელი" ტიპები :დდ
მიკლედ დამაინტერესე და გელი აცალი თავით

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

Chikochiko
დასაწყისი კარგია და სასიამოვნო წასაკითხი. ძალიან მომწონს ნოეს ხასიათი. სითბო და დადებითი აურა იგრძნობა ამ ბიჭში. აქ ძირითადად ისტორიებში - უჟმური, უხასიათო და თვალებდაქაჩული მამრები არიან "საყვარელი" ტიპები :დდ
მიკლედ დამაინტერესე და გელი აცალი თავით



ჰო აქ გამეფებული მამრების ხასიათზე აფსოლუტურად გეთანხმები ❤
მიხარია რომ მოგეწონა. ხვალ დავბრუნდები ახალი თავით

 


№7  offline წევრი Farvana

კარგი იყო
წარმატებები!
--------------------
ფარვანა

 


№8  offline ადმინი ენ ბლექი

Farvana
კარგი იყო
წარმატებები!


მიხარია რომ ისევ გხედავ.
მადლობა ❤

 


№9 სტუმარი სტუმარი უცნობი

კარგია როცა საიტს ახალი ავტორები ემატებიან რომლებიც უკვე გმართულნი არიან იმ საქმეში რასაც ხელს კიდებებ. შენი ისტორია ძალიან მაუნუქად და კარგად იკითხება. თვითონ სიუჟეტიც კარგია. ერთი სიტყვით ყოჩაღ და დაველოდები შემდეგ თავს

 


№10  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი უცნობი
კარგია როცა საიტს ახალი ავტორები ემატებიან რომლებიც უკვე გმართულნი არიან იმ საქმეში რასაც ხელს კიდებებ. შენი ისტორია ძალიან მაუნუქად და კარგად იკითხება. თვითონ სიუჟეტიც კარგია. ერთი სიტყვით ყოჩაღ და დაველოდები შემდეგ თავს



ძალიან გამახარე. უღმესი მადლობა ❤

 


№11  offline წევრი უცნაური მე

ძალიან მომეწონა. ყოჩაღ!
დარმუნებული ვარ წინ ძალიან კარგი ამბები გველის. ველოდები გაგრძელებას! ნოე მომეწონა განსაკუთრებით))

 


№12  offline ადმინი ენ ბლექი

უცნაური მე
ძალიან მომეწონა. ყოჩაღ!
დარმუნებული ვარ წინ ძალიან კარგი ამბები გველის. ველოდები გაგრძელებას! ნოე მომეწონა განსაკუთრებით))


მადლობა და მიხარია რომ აქ ხარ ❤

 


№13 სტუმარი Kh.

შენი რჩევა მივიღე და შენი შემდეგი ისტორია წავიკითხე... შეიძლება ეს ჩემი გემოვნების ბრალია მაგრამ, ეს ისტორია ლექსს გავს დიდს და ურითმოს ან ზღაპარს ნუ არვიცი რა დავარქვა.
არადა მართლა გელოდებოდი...
სადარის გრძნობები? შეიძლება თქვა რომ შემდეგ ნაწილში ყველაფერი თანმიმდევრობით განვითარდებაო მაგრამ პირველ ნაწილს ყველაზე მეტად სჭირდება ეგ. ერთადერთი რაც მომეწონა სახელი ნოე იყო.
უბრალოდ გულწრფელი ვარ, იმედია გამიგებ. წარმატებები

 


№14  offline ადმინი ენ ბლექი

Kh.
შენი რჩევა მივიღე და შენი შემდეგი ისტორია წავიკითხე... შეიძლება ეს ჩემი გემოვნების ბრალია მაგრამ, ეს ისტორია ლექსს გავს დიდს და ურითმოს ან ზღაპარს ნუ არვიცი რა დავარქვა.
არადა მართლა გელოდებოდი...
სადარის გრძნობები? შეიძლება თქვა რომ შემდეგ ნაწილში ყველაფერი თანმიმდევრობით განვითარდებაო მაგრამ პირველ ნაწილს ყველაზე მეტად სჭირდება ეგ. ერთადერთი რაც მომეწონა სახელი ნოე იყო.
უბრალოდ გულწრფელი ვარ, იმედია გამიგებ. წარმატებები


გაგიგებ. მართალი ხარ. გემოვნების საკითხია. ყველას ყველაფერი ვერ მოგვეწონება, არც არის საჭირო მოგვწონდეს. არჩევნი ძალიან დიდია, მთავარია სწორად აირჩიო.

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.