შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ანუ შენ (1-ლი ნაწილი)


13-11-2018, 13:12
ავტორი Alice76
ნანახია 3 240

მე ანუ შენ (1-ლი ნაწილი)

ზლაზვნით ასწია ტანი და ნახევრად მძინარემ, თვალები მთქნარებით მოიფშვნიტა.
ძმას გადაჰხედა,რომელიც მშვიდად ფშვინავდა.
-რა ენაღვლება,ოროსანი!-ამოიბუტბუტა და ტანსაცმელი მოჭხრიკა.
ფანჯრები სიცივისგან შეჭირხლულიყო,ფეხისწვერებით მიაღწია კარადამდე,რაც კი თბილი რამ მონახა,ყველაფერი გადმოალაგა და ოთახიდან გაშპა.
ჯერ კიდევ ყველას ეძინა.
არ გაუმართლა,დედა მწერალი ჰყავდა,მამა მეღვინე,ძმა კი ზარმაცი,ამიტომაც ერთადერთი ადამიანი იყო ოჯახში,რომელსაც ,სკოლის გამო, ადრე ადგომა უწევდა.
ეზოში გავიდა და სუფთა,ცივ ჰაერში გამოსაფხიზლებლად ხელ-ფეხი გაიქნია.
-ესეც ასე,ვივარჯიშეთ!-ჩაიდუდუნა და სამზარეულოში შეაბიჯა.
ჩაი მოამზადა,პარალელურად პურის დიდ ნატეხზე კარაქი გადაუსვა და ეს ყველაფერი მისაღებ ოთახში ტელევიზორის წინ მოათავსა.
საათი რვის ნახევარს უჩვენებდა,ამიტომაც დრო ჰქონდა,ადამიანურად ესაუზმა და მულტფილმისთვისაც ეყურა.
“რობოტა და რობოტუნების” საინტერესო სერია მალევე დამთავრდა და ოხვრით აიზლაზნა დივნიდან.
უზარმაზარი დუტის ქურთუკი მოიცვა,ჩანთა მოიკიდა და გარეთ გააბიჯა.
მისი ქალაქი პატარა და მყუდრო იყო,ყოველთვის სიამოვნებით მიუყვებოდა წყნარ ქუჩებს ფეხით,ამიტომ არ სთხოვდა მამას ავტომობილით გაცილებას,მიუხედავად იმისა,რომ (დედამისის აზრით) რაიონის საუკეთესო სკოლამდე მისვლაში ,ნახევარ საათზე მეტი ეკარგებოდა.
გზად მეზობელ,მეექვსე კლასელ გიგას შესძახა,რომელიც შეიძლება ითქვას,რომ მისი ერთადერთი ნამდვილი მეგობარი იყო.
-გაუმარჯოს-მიესალმა ბიჭი და თავისზე ორჯერ დიდი ჩანთა გადაიკიდა მხარზე.
-თეატრის ფული წამოიღე?-შეახსენა.
-აუ-უ, დამავიწყდა, დამელოდე, ავბრუნდები თორე თამარა მომკლავს-დაიწკმუვლა გიგამ.
-მე მაქვს და მოგცემ,მერე კიდევ შენ იყიდე სნიკერსები და ეგ იქნება-ჯიბეში ჩაკუჭული ფული გაუწოდა.
-მადლობა-წაიდუდუნა და მორცხვად ჩამოართვა ხუთ ლარიანი.
-საღამოს გამოხვალ? ჩემი ძმა არ თამაშობს კარგად,მისიებს არ მიჰყვება,მე კიდევ მარტოს მომბეზრდა.
-არ ვიცი,დედაჩემი მიხვდა,რომ კომპიუტერის სათამაშოდ მოვდივარ თქვენთან და აღარ მიშვებს ხოლმე-მხრები აიჩეჩა ბიჭმა.-უნდა იმეცადინოო,ცოტა ხანში ძილს ამიმრძალავს და ტუალეტში უწიგნოდ არ გამიშვებს.
-ტირანიის მსხვერპლი ხარ-გაუცინა-შენც იმეცადინე და მერე გამო.
-ვნახოთ,ჰო-სივრცეს გახედა.
-აუ,რა მაგრად მეზარება ახლა სკოლა.-წამოიწყო ახალი თემა.
-შენ რა გენაღვლება,მეთერთმეტეში ხარ-ისე აჰხედა გიგამ,თითქოს ეიფელის კოშკს უყურებსო-მე ექვსი კიდევ დამრჩა.
-ესე იგი,შენ ისე ძალიან არ მოგბეზრებია,როგორც მე.
გიგა დადუმდა,ეტყობოდა,ბედს ეგუებოდა.
სკოლამდე მისასვლელ გზას ყოველთვის წელავდნენ,არც ერთს ეპიტნავებოდა იქ მისვლა,რადგანაც მარტოები რჩებოდნენ. ერთმანეთსაც კარგავდნენ,უკანა გზაც მარტოებს უნდა გამოევლოთ, ცხრილის სხვადასხვა გრაფიკის გამო.
ფოთლები ხეებს უკვე გაფრენოდნენ,მხოლოდ აქა-იქღა დარჩენილიყვნენ ერთგული ჯარისკაცებივით.
ნაძვის ხეების წყების გამოჩენამ აუწყათ,რომ განსაცდელი ახლოს იყო .
-აბა,ჰე! საღამოს შენ თუ არა,მე გამოვალ და კითხვობანა ვითამაშოთ-გადაუკაპარაკა გიგას.
-კარგად,ვია.

ეზო სწრაფად გადაიარა,ის იყო,ქვის კიბეებს აუყვა,უცნაური,დეჟავუს მსგავსი შეგრძნების შემოტევამ შეაჩერა ადგილზე.
მიმოიხედა. თითქოს ეს უკვე მომხდარიყო,ან არ მომხდარიყო და ესიზმრა. შორეულ წარსულში იყო სკოლის მოსწავლე გოგონა,მხარზე ბიჭის ჩანთაგადაკიდებული,გაბურძგული,ღია ფერის თმით,ფუმფულა ლოყებით,თეთრი კანით და იმდენად აჩაჩული ტანსაცმლით,ტანის ფორმას ვერც კი დაადგენდით.
შორიდან ვიღაც ქალი უყურებდა,უფრო სწორად არც ქალი,ალბათ უფრო გოგონა.
ოცდახუთ წლამდე ახალგაზრდა იყო,ტყავის ქურთუკში და ტანზე მომდგარ კლასიკურ შარვალში გამოწყობილი,სახის ნაკვთები თხელი უჩანდა,ტანი კი ისეთი ჰქონდა,ნებისმიერს შეშურდებოდა. მაღალი ქუსლები ისედაც გრძელ და თლილ ფეხებს უფრო თვალშისაცემს ხდიდა.ღია,პლატინისფერი თმები ტალღებად ჩამოშლოდა მხრებზე,სათვალე ეკეთა და პირდაღებული უყურებდა.
ერთ წუთს უცნაური გრძნობისგან გაშტერებული შეჰყურებდა უცნობს,შემდეგ გაწითლდა,თვალი აარიდა და სწრაფად შესხლტა კარში.
ვერ ხვდებოდა,ასე რამ ააღელვა. გულამოვარდნილი შევიდა კლასში და თავისი ადგილისკენ წავიდა.
-ვიქტო-ორ-მოესმა ყვირილი და ფიქრებიდან გამოერკვა-ამ ტანსაცმელს სად შოულობ,გაფიცებ მითხარი ,რა-კლასელი,მარიამი ირონიულად უცქერდა,უკან დანარჩენები ჩუმად ფხუკუნებდნენ.
სხვა დროს გაწითლდებოდა და ბლუყუნს დაიწყებდა,მაგრამ ახლა განსხვავებულად გრძნობდა თავს.
-მარიამ,ძვირფასო,მე ახალ ტანსაცმელს ვიყიდი,შენ ახალ პიროვნულობას-ვერა. ვწუხვარ.
გაუღიმა და მობეზრებული დაჯდა თავის ადგილას.
კლასში ერთადერთი ბავშვი იყო,რომელიც მარტო იჯდა,დანარჩენები წყვილებად სხდებოდნენ. ყოველთვის ოცნებობდა,რომ კლასელების რაოდენობა კენტიდან ლუწამდე გაზრდილიყო,მაგრამ მისდა ბედად,არავინ გადმოდიოდა.
ახლა კი ძალიან უხაროდა მარტოობა.
გამუდმებით დასცინოდნენ ტანსაცმელზე,სიმორცხვეზე,იმაზეც კი,რაზეც არ უნდა დაეცინათ-მაგალითად კარგად სწავლაზე.
თითქოს რაღაც გადაუტრიალდა გონებაში და ახლა ის საკითხი,რომელიც ადრე ძალიან აწუხებდა, გონების უკანა რიგებში გადავიდა და მოწინავე პოზიცია დილით განცდილმა გრძნობამ დაიკავა.
გაკვეთილებე არ უაქტიურია,მშვიდად იჯდა და ხატავდა.
-ვიქტორია!-მოესმა და სწრაფად დახურა რვეული,საიდანაც ერთ-ერთი ანიმეს პერსონაჟი უცინოდა.
-დიახ,მას!-წამოდგა და დარცხვენილი მიაჩერდა მასწავლებელს.
-სადაც არ უნდა დაფრინავდე,ჩამოეშვი. მამიდაშენი მოვიდა,სასწრაფოდ უნდა წავიყვანოო.-კლასში დამრიგებელი,ანა შემოსულიყო.
-მამიდა? -პირი დააღო,რადგან მამიდა საერთოდ არ ჰყავდა.
-არ გინდა წასვლა?-მოუთმენლად ჰკითხა ქალმა.
-არა ,არა,უფრო სწორად,დიახ-აღელვებულმა წამოკრიფა ნივთები და დამრიგებელს გაჰყვა.
-ძალიან ჰგავხარ-გაუღიმა ანამ,როდესაც დერეფანში აცილებდა.
-ვის?
-მამიდაშენს! რა გჭირს ვიკა,ხომ კარგად ხარ?-შუბლი შეჭმუხნა და გამომცდელად დააკვირდა.
-დღეს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობ თავს-ამოილუღლუღა.
-სხვა დროს მითხარი და გაგიშვებ,ფერი არ გადევს-მზრუნველად გადაუსვა ხელი და დაემშვიდობა-სკოლის შესასვლელთან გელოდება მამიდაშენი,წადი და დაისვენე.
-მადლობა,მას.-გაუღიმა და ფეხათრევით ჩაუყვა კიბეებს.
ვინ იყო? რა უნდოდა მისგან? ეს უცნაური გრძნობა,რომელიც მთელი ეს დროა, მოჰყვება... რაღაც ვერაა რიგზე.
აღელვებულმა გააღო კარი და ჰოლში ზუსტად ის უცნობი დაინახა,რომელიც დილით უყურებდა.
კვლავ სათვალე ეკეთა და ანერვიულებული თითებს ხლართავდა ერთმანეთში.
მისკენ გამოიხედა და გაიღიმა. ფეხი მოინაცვლა და ხელი დაუქნია.
ვიამ უკან მიიხედა და დარწმუნდა,რომ მისალმება ნამდვილად მას ეკუთვნოდა.
-იქნებ მართლა მყავს მამიდა და არ ვიცი?-გაიფიქრა და უცნობისკენ დაიძრა.
-გამარჯობა-წინ დაუდგა და აჰხედა. მართლა ჰგავდა,თანაც ძალიან. უბრალოდ ის გაცილებით ლამაზი და დახვეწილი იყო.
-გამარჯობა-ნერვიულად ამოთქვა და გაიცინა-ვიცი,ახლა ძალიან უცნაური რამე უნდა გთხოვო,მაგრამ ეს მართლა მნიშვნელოვანია,ვია.-გიჟივით გაიცინა და გააგრძელა-უნდა მენდო და გამომყვე.
-სად?-უცნობებს რომ არ უნდა გაჰყოლოდა ,იცოდა,მაგრამ უკვე ჩვიდმეტი წლის იყო და ეს გოგოც არ ჰგავდა მანიაკს.
-სადმე წყნარ ადგილას.მაგალითად კაფეში.-გასასვლელისკენ დაიძრა-მე ხომ მამიდაშენი არ ვარ და თუ ეს ვინმემ გაიგო,ხომ ხვდები...
-აბა,ვინ ხარ?-უკან აედევნა და ინტერესით შეათვალიერა-ძალიან მეცნობი.
-გეცნობი?-ჩაიქირქილა და სახეზე თმები ჩამოიყარა-ნამდვილად მიცნობ. გეტყვი,ვინც ვარ,ოღონდ აქ არა. ისე,ვიცოდი,რომ დამიჯერებდი. ჭკვიანი და მიხვედრილი ხარ.
-შენ რა იცი,როგორი ვარ?
-ყველაფერს აგიხსნი-წაიმღერა და კარი გამოაღო.
შემოსასვლელში რამდენიმე მეთორმეტე კლასელი იდგა.
ვიას გული ამოუტრიალდა,როდესაც იმ სახეს მოავლო თვალი,რომელსაც ყველგან ეძებდა და თვით უცნაური “მამიდაც” კი გადაავიწყდა.
რატი პირველი-ერთადერთი ბიჭი,რომელიც ოდესმე მოსწონებია.
მაღალ,ძლიერ ფიგურას თვალი ააყოლა,ხარბად შეაჩერდა აჩეჩილ,ბრინჯაოსფერ თმებს და იმავე ფერის თვალებს. თლილი ცხვირი და ტუჩები ჰქონდა,სვიტერი დაუდევრად ამოსჩეჩვოდა შარვლიდან,შავი ქურთუკი მოეცვა და კაპიუშონი სანახევროდ მოეგდო თავზე.
მის წინ უცნობი წელში გამართული,უკანალის მშვენიერი რხევით მიაბიჯებდა. ცალი ხელით გრძელი თმა გადაიყარა ,როდესაც მიხვდა,რომ ვია ჩამორჩენოდა,მკვეთრად შებრუნდა უკან,სათვალე,რომელიც თვალებიდან თავზე აეწია,მოსძვრა და იქვე მდგარი ხალხის ფეხებთან დავარდა.
-უი-წამოიძახა და ბიჭები,რომლებიც აქამდე მონუსხულები უყურებდნენ,სათვალისკენ ერთად დაიხარნენ. ყველას რატიმ დაასწრო და მომხიბლავი ღიმილით მიაწოდა მფლობელს.
-ინებეთ-თვალს არ აცილებდა გოგონას.
უცნობმა სათვალე ჩამოართვა და ჩაფიქრებული მიაჩერდა ბიჭს. ვიას მოეჩვენა,რომ გოგონა აღელდა და გაწითლდა.
-მადლობა,რატი-უთხრა შუბლშეჭმუხნულმა და ვიას გამოხედა.
ჯანდაბა. ეს ხომ შეუძლებელია.
-ვიცნობთ ერთმანეთს?-გაოგნებულმა ბიჭმა მისი ხელი აიღო და ნაზად ეამბორა-ასეთ ქალბატონს ნამდვილად ვერ დავივიწყებდი!
-სახელების გამოცნობის ნიჭი მაქვს-საჩქაროდ გამოსტაცა ხელი და ვიას მიუბრუნდა-წავიდეთ!
გოგონას კინაღამ ფეხები მოეცელა. ძლივს შეიკავა თავი,რომ ყვირილი არ დაეწყო.
თვალები,ცხვირი,წარბები,ნაკვთები.
ყველაფერი იმ ადამიანს ეკუთვნოდა,რომელიც ყოველ დღე შესჩერებოდა სარკიდან.
მან კი ტუჩებთან თითი მიიტანა და მიახვედრა,ხმა არ ამოეღო.
გახევებული ადგილიდან ვერ იძვროდა,მით უმეტეს,ეზი ახლა მას აკვირდებოდა ინტერესით და ეს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა. ბიჭს აქამდე მასზე მზერა არასდროს შეეჩერებინა.მის ლამაზ ორეულს მოუწია,უკან დაბრუნებულიყო და ყურში ჩასჩურჩულა.
-პანიკაში არ ჩავარდე. დაახლოებით ხომ ხვდები,ვინც ვარ? წამომყევი,სწრაფად!
-ხელი ჩასჭიდა,ბიჭებს თავი დაუქნია და ეზოში გააპროწიალა.
-რატი და ჯანდაბა მაგას!-ბუტბუტებდა და გაცხარებული მიბაკუნობდა.-აქვე უნდა მიმეხრჩო,ხომ ვიქნებოდი ბედნიერად?
-შენ ჩემი და ხარ? -ჰკითხა ლოგიკასთან ყველაზე ახლო მდგომი ვარიანტი.
-არა,არა-სკოლის ეზოდან გამოვიდნენ და იქვე მდებარე პარკში აღმოჩდნენ.
უცნობმა ღრმად ჩაისუნთქა და მოუთმენლად მომზირალ ვიას მინართა.
-მე შენ ვარ!-გარემოს თვალები ისე მოავლო,თითქოს მეხის გავარდნას ელოდებაო.
-მოიცა,რანაირად-გაიცინა და სკამზე ჩამოჯდა-შენ ჩემზე უფროსი ხარ,ძალიან მგავხარ,ალბათ ...,ნაშვილები ვარ? -წამოიძახა სასოწარკვეთილმა-და შენ ჩემი ნამდვილი დედა...
-ღმერთო,ასეთი ბებერი ვჩანვარ?-ეწყინა და უკმაყოფილოდ შეკრა ტუჩები-ოცდახუთის ვხდები და როდის უნდა მომესწრო,შენი აზრით?
-მაშინ ამიხსენი-ხელები გადააჯვარედინა-დავიღალე უკვე!
-მე ვარ შენ,ოღონდ უფროსი,რა ვერ გაიგე!? მომავლიდან!
თვალები შუბლზე აუვიდა,ერთ წამს მთელს სხეულში გასცრა,ცივმა ოფლმა დაასხა,თუმცა ტვინმა ამის დაჯერებაზე უარი განაცხადა.
-სისულელეა.-ჩაიფრუტუნა-არ ვიცი,რა მიზანი გამოძრავებს,ამ უაზრობას რომ მაჯერებ,მაგრამ არ გამოგივა-გაბრაზებულმა გახედა სივრცეს.
-რაში უნდა მჭირდებოდეს მოტყუება,შემომხედე,ბავშვო-სახე დაუჭირა-შენ თავს ვერ ცნობ?
თვალი აარიდა და ხელები მოაშორებინა.
-შეიძლება ძალიან მგავხარ,მაგრამ მაგაში არაფერია დაუჯერებელი. არსებობენ დედამიწაზე მსგავსი სახის მქონე ადამიანები და ეს სულაც არაა იშვიათობა.
-კარგი,მაშინ ასე მოვიქცეთ-ამოიოხრა და ფეხი ფეხზე გადაიდო-უკანალზე უზარმაზარი მეჭეჭი გაზის და ოცნებობ,რომ მოიშორო-გამარჯვებულმა შეხედა-როგორ მეცოდინება ეგ,თუ შენ არ ვარ?
აწითლდა და უფრო გაბრაზდა.
-ეგ შეიძლება სხვასაც დაენახა,მაგალითად ზღვაზე.
-ზღვაზე პირველად თვრამეტი წლის ასაკში წახვალ და რანაირად?
-ჯანდაბა,მაინც შესაძლებელია სხვაგან დაგენახა.მითვალთვალებდი?
-კარგი,შემდეგი. ღამ-ღამობით შენს თავს მარცხენა ძუძუზე ეფერები და ისე იძინებ-ჩაიცინა-სხვათა შორის,ახლაც ასე ვარ. საოცრად მთენთავს.
გაოცებული მიაშტერდა და გულის დარტყმების რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
-როგორ...-ამოილუღლუღა და თავბრუსხვევა იგრძნო.
-თავადაც არ ვიცი,ორი დღის წინ,რომ გავიღვიძე...
-როგორ გაიგე ეს ყველაფერი!?-წამოიყვირა.
-ეს რა შეუგნებელი ვინმე ვარ!-ამოიოხრა და მდუმარედ მიაჩერდა-მაინც და მაინც ,მძიმე არტილერია უნდა ჩავრთო?
გამომწვევად დაუქნია თავი.
-მაია ერგემლიძის დაბადებისდღე ხო იყო უკვე? როგორც მახსოვს,ოქტომბერში.
გაშრა და უკან წაიწია.
-ხოდა,სახლში რომ იყავი და თავის ოთახში ერთად რომ ემზადებოდით,მარტო რომ დაგტოვა რამდენიმე წუთით და საყურეები აწაპნე,გახსოვს?მაინც ბევრი აქვსო.
თავბრუსხვევა უფრო და უფრო ემატებოდა,როდესაც მოსაუბრემ აქეთ-იქით მიმოიხედა და მაისური აიწია-ესეც ხალი -მკერდის დაბლა,მუცელზე საკუთარი დაბადებიდან მოყოლებული ნიშანი დალანდა,ხელი შეავლო. ნამდვილი იყო.
კიდევ ერთხელ ჩაჰხედა საკუთარ თავს თვალებში და გონება ნელ-ნელა გაეთიშა.

დამნაშავესავით უყურებდა უფროს ვიას და კაფის სკამზე წამოსკუპებული გაყინულ ხელებს ითბობდა ცხელი ჩაის ფიჯნით.
-გული გამიხეთქე-ვერ წყნარდებოდა გოგონა-მეგონა,მოკვდი ან რამე და აზზე ხარ,ეგ რას ნიშნავს? მეც გავქცრები და ეგ იქნება!
-ბოდიში და შენთან ყოველდღე მოდის მომავლიდან ვინმე?-ყელში ამოუვიდა.
-და მე რომ წარსულში მოვხვდი,რა,ფეხები უნდა გამეფშიკა შეუძლებელიას ძახილით?
-მართლა,როგორ მოხვდი აქ? არ შეგეშინდა?
-არ ვიცი,მაგაზე უკვე ორი დღეა ვფიქრობ. როგორ და რატომ? -ამოიოხრა-ბოლოს რაც მახსოვს,ორიათას ცხრამეტი წლის შემოდგომა იყო,ზუსტად რვა წლის შემდეგ,რიცხვი იგივე აღმოჩნდა,როცა აქ გავიღვიძე. ბარში ვიყავი,გიგასთან ერთად,ვსაუბრობდით და ძველ დროს ვიხსენებდით...
-მოიცა,მაგდას გიგა?
-ხო,ჩვენი მეზობელი. ფიზიკოსობა მოუნდება და უნივერდიტეტშიც ჩააბარებს,ოღონდ არ უნდა უთხრა, არ ღირს ადამიანმა საკუთარი გადაწყვეტილება წინასწარ იცოდეს.
-მერე?ძველ დროს რომ იხსენებდით?
-ხოდა მე ვთქვი,რა ბედნიერებაა,ის წლები რომ გავიდა და უკან აღარ დავბრუნდები-მეთქი,იმან რატომო,ბავშვობა ყველაზე კარგიაო.
-ვერ წარმომიდგენია,გიგა როგორ იტყვის ოდესმე მაგას,სულ გაზრდაზე ოცნებობს-გაეცინა ვიას.
-ჰო და რომ გაიზარდა,ისევ ამ დროზე დაიწყო ფიქრი. ეგ ხომ ბავშვობიდან ვერ იყო კარგად,რაღაცებზე დამიწყო ლაპარაკი,ხიდებზე დროში და სივრცეში,დროში მოგზაურობაზე,მეც აღფრთოვანებული ვუსმენდი და ვინატრე,ნეტავ ერთხელ ჩამახედა წარსულში, უბრალოდ შემახედა საკუთარი თავისთვის-თქო,ხომ ხვდები,ისეთი ნატვრაა,ინტერესი რომ უძღვის წინ და არა თუ ოცნება,თან მე რა ვიცოდი,თუ ახდებოდა.
-მაინც ვერ გავიგე,რანაირად მოხვდი აქ.-მხრები აიჩეჩა ვიამ.
-ბარიდან რომ გამოვედი,ცოტა მთვრალი ვიყავი-განაგრძო უფროსმა ვიქტორიამ და ყავა მოსვა-კარგი,შეიძლება უფრო ძალიან ვიდრე ცოტა,გიგა მაცილებდა ტაქსამდე,როცა ვიღაც ქალი გადამიდგა წინ,კარგად არ მახსოვს,რაებს მეუბნებოდა,მაგრამ დაახლოებით იმას,რომ ფული მიმეცა და ის ნატვრას ამისრულებდა.
მეც ამოვიღე ჯიბიდან ოცლარიანი და ვუთხარი,თვითონ გამოიცანი ჩემი სურვილი-მეთქი.
რაღაცნაირი ქალი იყო-სივრცეს გაჰხედა გოგონამ-უცნაურად ჩაცმული და თან ყველაზე საინტერესო ის იყო,რომ შემდეგ გიგამ მკითხა,ვის ელაპარაკებოდიო და დამცინა,ისე დათვერი,რაღაცები გელანდებაო. მოკლედ,არ ვიცი რა ხერხით,მაგრამ ნატვრა ამიხდა ალბათ. ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს,რატომ მოვხვდი მაინც და მაინც ამ ადგილას და ამ დროში.
-ასე ჩაცმულ-დახურული-ეჭვით აათალიერა ვიამ და ჩანთაზე ანიშნა-ყველაფერი თან გქავს,როგორ არ გახსოვს?
-მომისმინე,შეიძლება რაღაც-რაღაცები მახსოვს,მაგრამ თავს ვიკავებ,იმიტომ,რომ ყველაფერი თუ მოგიყევი მომავალზე,მერე მოვლენები აირევა. ისედაც საკმაოდ ავრიე,შენთან რომ მოვედი,მაგრამ სხვა რა უნდა გამეკეთებინა,წარმოდგენა არ მქონდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს,როგორ მოვხვდი აქ,არამედ რატომ! ესაა მთავარი,თუ ამ კითხვაზე ვუპასუხებთ,უკან დავბრუნდები და მშვიდად განვაგრძობ ცხოვრებას.
-კარგი,მაშინ რატომ?-მოუთმენლად ამოისუნთქა .
-გავარკვევთ! ნამდვილად არ მახსოვს,რვა წლის წინ რა მოხდა,მაგრამ ,ეტყობა ამ პერიოდში დავუშვი რაღაც შეცდომა,არ ვიცი...-შუბლი შეჭმუხნა და ჩაფიქრდა-შესაძლოა,გამოსწორების შანსი მეძლევა და ამას სერიოზულად უნდა მივუდგე.
-რას ნანობ ყველაზე მეტად?-ჰკითხა ვიამ.
გოგონა მოულოდნელმა კითხვამ დააბნია,თვალები დააცეცა და გაუბედავად უთხრა.
-არაფერს,ისეთი არაფერი გამიკეთებია,რაც სანანებელი მექნება. ალბათ უფრო ისაა,რომ არაფერი არ გამიკეთებია ბედნიერებისთვის.
-მოიცა,მე რა,უსაქმური გავხდი?-გული გადაუქანდა და საკუთარ მომავალს შეაჩერდა-არც უსახლკარობის ეტყობოდა რაიმე და არც უსაქმურობის.
-ბედნიერებისთვის-მეთქი,განა საერთოდ არაფერი-ხელი აიქნია და შეწუხებული სახე მიიღო-დღე და ღამ წიგნებში რომ გაქვს და გექნება ცხვირი ჩაყოფილი,წარმატებული იქნები,აბა რა-ჩაიფრუტუნა-კლასის ქეიფზე არ წავალ,“მერანი“ მაქვს სასწავლი,კინოში არ წავალ,წიგნი მაქვს წასაკითხი,კონცერტზე რა მინდა,ჯობია ისტორია გავიმეორო და დარჩი ასე-ხელები არაფრის ნიშნად გასწია.
-მოიცა,რას მეუბნები,აღარ უნდა ვისწავლო და წიგნები დავივიწყო?-აღშფოთდა ვია.
-უნდა ისწავლო,ძვირფასო,ოღონდ მხოლოდ წიგნებიდან არა.იქ თეორიულად გასწავლიან,როგორ უნდა იცხოვრო,როგორ დაწერო შენი საკუთარი წიგნი. შენ კი მთელ დროს სხვების წიგნებს უთმობ ისე,რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გავიწყდება. არ გეგონოს,რომ მაგარი როჟა ხარ,თუ კვირაში სამ წიგნს წაიკითხავ. უნდა წაიკითხო,მაგრამ არა მხოლოდ გასართობად ან საკუთარი ეგოს დასამშვიდებლად-მე წიგნებს ვკითხულობ და ჭკვიანი ვარო,არამედ იმისთვის,რომ რაღაცებს მიხვდე!
-და რა მიმახვედრებს,კონცერტი და კინო?-ჩაიცინა და გაიფიქრა,ჩემს მომავალ მეს სულ გაურეკავსო.
-ადამიანები! პირველ რიგში ეგენი უნდა წაიკითხო,თავის დროზე დაუშვა შეცდომები და დროზევე გამოასწორო,რომ კლასში არ ჩარჩე. ახლა იცი როგორ ხარ?-ახლოს მიიწია და თვალებში მკაცრად შეხედა-მიუხედავად იმისა,რომ კლასში ყველაზე მაგრად სწავლობ,მაინც ყველაზე სულელი გგონია თავი,სხვებსაც ასე ჰქონიათ პრინციპში და რატომ? იმიტომ,რომ არ ვითარდები. როგორც ფიზიკურად არსებული პიროვნება -არა,როგორც მცოდნე დიდთავა-კი. როცა ამას მივხვდი,უკვე საკმაოდ გვიანი იყო,მომიწია,ახლიდან მესწავლა ის,რაც წესით უკვე უნდა მცოდნოდა. ურთიერთობა,ინტუიცია,ცხოვრება...-მოულოდნელად დადუმდა .
-სულაც არ მჭირდება ხალხი იმისთვის,რომ ცხოვრება ვისწავლო-გაცხარდა ვია-არცერთი მათგანი არაა მოაზროვნე მაიმუნის დონეზეც კი! ის არ იციან,რომ ადამიანის დაცინვა არ შეიძლება,არც ის,რომ სიკეთის გაკეთება სისულელე არაა და კეთილი ადამიანი დებილს არ ნიშნავს!არც ის,რომ საკუთარი უაზრო კმაყოფილების გამო სხვას შეურაცხჰყოფა არ მიაყენონ,არაფრად მარგია ასეთი ადამიანები და სულ ფეხებზე ,ჩემზე მაღლა ჰგონიათ თავი თუ საერთოდ პლუტონზე არიან გაჭრილები. მე ხომ ვიცი რეალობა!
-ჯანდაბა,დამავიწყდა,რომ საკუთარ თავს ვესაუბრები-ჩაიცინა უფროსმა ვიამ და ანიშნა,გარეთ გავიდეთო.-მე არ გეუბნები იმას,რომ ადამიანები მეგობრობისთვის გჭირდება ან მათ დონეზე ასვლაა საჭირო-მეთქი. ურთიერთობები უნდა ისწავლო,იმიტომ,რომ მზად იყო. ადრე თუ გვიან,მოგიწევს ხალხთან კონტაქტი,თუნდაც უნივერსიტეტში და ჯობია გაიაზრო,რომ რაც ან ვინც არ მოგწონს,მისგან გაქცევა გამოსავალი არაა. შენ განსხვავებული ხარ,ეს ვიცი. თუმცა ეგ არ ნიშნავს იმას,რომ საზოგადოებას უნდა გამოეყო. არც სოციალურ ურთიერთობებზე გელაპარაკები,როგორ გითხრა რა...-ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და ჩაფიქრებულმა მოუკიდა-ახლა განსხვავებული ხარ ,მაგრამ ცუდი გაგებით. შენს შინაგან სამყაროს არავის ანახებ,თითქოს გეშინია,რომ რასაც იქ დაინახავენ,არ მოეწონებათ. მაგრამ თუ კარგად გაიაზრებ,ხალხისთვის მნიშვნელობა არ აქვს,რა გაქვს გონებაში-კარგი თუ ცუდი,მთავარია,რომ ამის არ შეგრცხვეს. თამამად გამოხატე საკუთარი თავი! ამით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაიჩენ და საზოგადოებისაც აღარ შეგეშინდება.
-მე არავისი მეშინია.-ჩაილაპარაკა ვიამ.
-არა,გეშინია. როგორმე მეცოდინება,რას ვგრძნობდი ჩვიდმეტი წლის ასაკში.-გაუღიმა-აბა,ეზი რომ მოგწონს და ვერც კი ესალმები,ეგ შიში არაა?
-ეგ სულ სხვა რამაა-ხმამაღლა წარმოთქმულმა გულის ნადებმა მართლაც შეაშინა.
-შენი თავის რომ გწამდეს და იმაშიც დარწმუნებული იყო,რომ მაგარი გოგო ხარ,აქამდე ეზი კი არა,მთელი სკოლის ბიჭები შენს ფეხ ქვეშ იქნებოდნენ. რა სამწუხაროა,რომ მაგას ძალიან გვიან მივხვდი!-სიგარეტი ფიქრიანად მოქაჩა და ბოლი გამოუშვა.
-მე რა,ვეწევი?-ახლაღა გაახსენდა ვიას-რა საშინელებაა,ვერ ვიტან სიგარეტს.
-ხანდახან-წარბები ასწია უფროსმა-თუმცა,აჯობებს,თუ საერთოდ არ მოწევ. ძალიან გთხოვ,დაიმახსოვრე,როცა პირველად შემოგთავაზებენ სიგარეტს,არასდროს დათანხმდე,ასე დიდ სამსახურს გაუწევ საკუთარ თავს.
-კარგი,აუცილებლად-მტკიცედ გადაწყვიტა,რომ ამ რჩევას გაითვალისწინებდა.
უცბად უფროს ვიას საშინელი ხველა აუტყდა,ძლივს მოსულიერდა და გაოგნებულმა გახედა ხელში გაჩრილ სიგარეტს.
-თითქოს პირველად მოვწიე-აღმოხდა და გაოგნებულმა შეხედა გოგონას-კი,პირველად,ღმერთო!
-პირობა შვასრულე-თვალები გაუფართოვდა ვიას.
-დედას გეფიცები,ამას მე ვერ ჩავწვდები-თავი გაიქნია და სიგარეტი ურნაში ჩააგდო-მეტისმეტია,ნამდვილად მეტისმეტი!
-დედა!-გაახსენდა ვიას და წამოიყვირა-სახლში უნდა დავბრუნდე,თორემ...
-თორემ რა,დედა სულ იმას გეხვეწება,ოღონდ სახლიდან გადიო-ჩაიცინა გოგონამ.
-კი,მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მივიდე სახლში? შენ როგორ უნდა მოიქცე? ფული გაქვს?
-მაგაზე არ იდარდო,ბინა ვიქირავე უკვე და მგონი სამსახურსაც გამოვკრავ ხელს-ჩაიცინა და თავი ამაყად ასწია.
-როგორ? შენ რა,სპეციალურად მოემზადე დროში მოგზაურობისთვის?
-უბრალოდ,“აიფონი“ მედო ჯიბეში,თანაც რვა,ასე,რომ...
-არ არსებოს,ჯერ მხოლოდ ოთხია გამოსული-თვალები დაქაჩა -მანახე,მაინტერესებს,როგორია!
-ჯერ ერთი,ჩემს დროში რვაზე ბევრად მეტია გამოსული,უბრალოდ მე არ მიყვარს უაზროდ ფულის გადაყრა მხოლოდ იმიტომ,რომ ახალი მქონდეს,მეორეც,გავყიდე,საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტად,ცხრა ათას ლარად.
-შეუძლებელია!-აღშფოთდა ვია-მომავლის ნივთი გაყიდე?
-ხო,მერე რა,მაინც გამოიგონებენ და რა მნიშვნელობა აქვს-მხრები აიჩეჩა-მთავარი ამ წინადადებაში ის იყო,რომ ცხრა ათასი ლარი მაქვს,რომლითაც უზრუნველად ვიცხოვრებ და შეიძლება,სკოლაშიც დავიწყო მუშაობა!.
-ეგ ნამდვილად მეეჭვება-ჩაიცინა.
-მაგასაც ვნახავთ!-თვალი ჩაუკრა-წამო,აქაურობა შოპინგის დედაქალაქი არაა,მაგრამ რაღაცებს მაინც ავარჩევთ და სანამ ცოცხალი ვარ,აი ასე-ხელები ზიზღით აატარა ტანზე ვიას-ვეღარასდროს ჩაიცვამ.
-კომფორტი მთავარია ჩემთვის და არ მინდა,მიასავით გამოპრანჭულმა ვიარო მხოლოდ იმის გამო,რომ სხვებს მოვეწონო!-ტუჩი აიბზუა.
-კომფორტული ტანსაცმელი არ გამორიცხავს ლამაზს-მკაცრად შეჰხედა-და სხვები რა შუაშია? ასე მოგწონს შენი თავი? ეზიმ რომ შემოგხედოს,თამამად გაუსწორებ თვალს?საკუთარი სტილის ქონა მნიშვნელოვანია,ასე შენ თავს გამოხატავ,სხვები ხედავენ,ნაწილობრივ,მაგრამ მაინც,ვინ ხარ და რა შეგიძლია. დიახაც,უნდა წარმოაჩინო შენი თავი,რადგან სანამ ნაჭუჭიდან არ გამოხვალ,თავადაც ვერ გაიცნობ საკუთარ თავს.
ვია მომავლიდან დამაჯერებლად საუბრობდა და ამასთან,კარგად იცნობდა საკუთარ თავს,ამიტომაც უმცროსი დაჰყაბულდა,რადგანაც საწინააღმდეგო არგუმენტები ვეღარ მოიძია.
მომცრო სავაჭრო ცენტრში დააბიჯებდნენ,ვიამ შეიძინა ახალი,რამდენიმე წყვილი შარვალი,რომლებიც ძირითადად მუქ ფერებში იყო და არა ტრადიციულად ლურჯში. თბილი ზედები,ძირითადად შავები და ტყავის ქურთუკი,ასევე შავი ფერის.
-რა იყო,ვინმე მოკვდება და წინასწარ მამზადებ?-ჩაიცინა,როდესაც შავი ფერის ფეხსაცმელს იზომებდა,რომელსაც საშუალო სიმაღლის ყელი და უხეში,მაღალუ ძირი ჰქონდა.
-აღიარე,რომ მოგწონს-წაიმღერა -მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები დიდად არ მიყვარს-ამოიოხრა და ნასიამოვნები სახით გაიარ გამოიარა ახალი ფეხსაცმლით-ღმერთმა დალოცოს „ბათინკები!“
-კარგია,როცა ბევრი ფული გაქვს და არ გენანება-ჩაილაპარაკა ვიამ-რასაც გინდა,იმას იყიდი და არ იფიქრებ იმაზე,ამისთვის არ მეყოფაო.
-ხო-გვერდით მიუკდა უფროსი და მეორე წყვილი ფეხსაცმელი მიაწოდა-ჩვენებს ახლა უჭირთ,ვიცი დამღლელია,მაგრამ სამაგიეროდ მეტი სტიმული გაქვს სწავლისთვის. ეს დაგეხმარება.
-დედა და მამა ძალიან ნერვიულობენ-თავი დახარა.
-მახსოვს-მხარი გაჰკრა-მეც იქ ვიყავი,დაგავიწყდა?ახლა რთული პერიოდია,მაგრამ მალე გაივლის. მამას ბიზნესი აეწყობა,რამდენიმე წელში ღვინის პრინცესა იქნები-ჩაიცინა.
-იმედია,მართლა მასეა და უბრალოდ არ მამხნევებ-თავადაც გაჰკრა მუჯლუგუნი-და ამ ყველაფერს როგორ ავუხსნი?-უამრავ პარკს მოავლო ხელი,რომლებიც იქვე დაეხვავებინათ-მომავლიდან საკუთარი თავი გამომეცხადა და გამომწკიპა-მეთქი,ხომ არ ვიტყვი?
-მაგაზე არ იდარდო,თუ რამეა,უთხარი,რომ მეგობარი გყავს,ვიქტორია,რომელიც ძალიან გგავს და ამიტომ დაალოვდით,მერე მეც მოვალ თუ რამეა და გავიცნობ-ჩაიცინა-ძალიან მომენატრა სახლი! თვეებია,არ ვყოფილვარ.
-დედა და მამა არ გენატრებოდა მერე? რატომ არ ნახულობ?-გულში უკმაყოფილოდ გაჰკრა იმის გააზრებამ,რომ საყვარელ მშობლებს გაზრდილი ყურადღებას აკლებდა.
-სამსახურის გამო ვერ მივდიოდი-თვალი აარიდა ვიამ-როგორ არ მენატრებიან!აბა,ადექი და დატრიალდი!
საკუთარი თავი ძლივს იცნო სარკეში,თითქოს სრულიად გამოიცვალა. ან აქამდე იყო შენიღბული და ახლა ის დაინახა,ვისი ხილვაც ყოველთვის სურდა.
-მადლობა-დარცხვენით წაიჩურჩულა-ეს... მაგარია!
-საკუთარ თავს უთხარი მადლობა-ჩაიცინა ვიამ და დანარჩენი ტანსაცმელი წამოკრიფა-არ გაიხადო,გადავიხადოთ,დედასაც ვუყიდოთ რაღაცები და მერე სალონში წავიდეთ.
-სალონში?
-აჰამ,ეგ უბედური ფრჩხილები უნდა გაიკეთო,თმას ოდნავ სიცივე მივაკაროთ,მოგიხდება ფერფლისფერი ზოლები-თვალი ჩაუკრა-ხვალიდან სკოლაში ახალი მზეთუნახავი იჩითება!



*****
მოგესალმებით <3
ძალიან,ძალიან მომენატრეთ^^ ამ ისტორიის ატვირთვა ჯერ არ მინდოდა,მაგრამ ვინაიდან ბევრ რამეს ვწერ ერთად,შესაძლოა სრულად დაწერა გაჭიანურებულიყო,ამიტომ თავებად შემოგთავაზებთ,მგონი ამ შემთხვევაში ასე აჯობებს კიდეც .
იმედია,მოგეწონებათ და აუცილებლად გამიზიარეთ შთაბეჭდილებები.
გყვარობთ და გეტრფით მე თქვენ! :3 <3 <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ღმერთოო ალისააა საოცრებაააა აი ისეთია ნიკის წაუკითხავად რომ მიხვდები ვისი დაწერილია...
აი ასეთი ალისა მიყვარს მეეეეეეეეე.... ვგიჟდები ქალაუ შენზეეეეე...
აი ეს ისაა რასაც შენგან ველოდი სასწაული.....
აუ ალისა რა აი ისეთი ნათელი სხივივით ხარ ამდენ ბანალურ ისტორიაში ვერც აღგიღწერ (შეურაწყოფას არავის ვაყენებ..)
აწი ველი სულმოუთქმენლად ახალ თავებს... ვაბოდებ შენზე და უკვე ამ ისტორიაზეც... ველი ახალ თავს ძალიან მალე იცოდე <3 <3

 


№2 სტუმარი სტუმარი anamaria

ვაი
რა კარგი იყოოოოოო

 


№3  offline წევრი I love you baby

მე რომ მომავლიდან ჩემი ტავი ვნახო ჩათვალეთ რომ სიცილისგან მოვკვდები მე ძალიან მომეწონა და ახალ თავს ველიიი

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანი ანი
ღმერთოო ალისააა საოცრებაააა აი ისეთია ნიკის წაუკითხავად რომ მიხვდები ვისი დაწერილია...
აი ასეთი ალისა მიყვარს მეეეეეეეეე.... ვგიჟდები ქალაუ შენზეეეეე...
აი ეს ისაა რასაც შენგან ველოდი სასწაული.....
აუ ალისა რა აი ისეთი ნათელი სხივივით ხარ ამდენ ბანალურ ისტორიაში ვერც აღგიღწერ (შეურაწყოფას არავის ვაყენებ..)
აწი ველი სულმოუთქმენლად ახალ თავებს... ვაბოდებ შენზე და უკვე ამ ისტორიაზეც... ველი ახალ თავს ძალიან მალე იცოდე <3 <3

ჰუუუჰ ძალიან გამახარე ♥️♥️ ჩემო ქალაუ ბედნიერი ვარ,რომ მოგეწონა ჩემი ქამბექი :დდ ♥️ ამ მუხტიანად და სხივებიანად შენი ვარ ^^ რა თქმა უნდა,მალე იქნება,დიდ ხანს ვერ გალოდინებ ♥️♥️
Luv u♥️

 


№5 სტუმარი ლალალალლაა

ალილუიაააა
მეჩვენები თუ მელანდები:დ
მოკლედ რა გითხრა არ ვიცი
სიტყვები გამომელია:დ
არ მიყვარს ეს ჰსსჰსჯჯსსჯ ებიი:დ
უფროსი ვიას ადგილას ნერვოზი დამემართებოდა აჰჰჰ
აუუუ სათვალის მომენტზე ძაან გამეცინა:დ
იცოდე არ მალოდინო თორეეემ თორრეეეეემ თორეემ:დ

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი anamaria
ვაი
რა კარგი იყოოოოოო


დიდი მადლობა ♥️♥️♥️

I love you baby
მე რომ მომავლიდან ჩემი ტავი ვნახო ჩათვალეთ რომ სიცილისგან მოვკვდები მე ძალიან მომეწონა და ახალ თავს ველიიი

მეც მასე ვიქნები,სავარაუდოდ ;დდდ
მიხარია,რომ მოგეწონა,მალე იქნება ახალი♥️♥️

 


№7 სტუმარი nino

mokled shens daweril istorias pirvelad vkitxulob da martla dzalian dzalian momewona.dzalian magari xar da mixaria rom eseti istoriis wakitxvis shansi momeca ❤❤❤ shemdegs rodis dadeb?? dzalian gtxov didixani ar gvalodino ❤❤

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

ლალალალლაა
ალილუიაააა
მეჩვენები თუ მელანდები:დ
მოკლედ რა გითხრა არ ვიცი
სიტყვები გამომელია:დ
არ მიყვარს ეს ჰსსჰსჯჯსსჯ ებიი:დ
უფროსი ვიას ადგილას ნერვოზი დამემართებოდა აჰჰჰ
აუუუ სათვალის მომენტზე ძაან გამეცინა:დ
იცოდე არ მალოდინო თორეეემ თორრეეეეემ თორეემ:დ

ჩემი ლალა :D ♥️ ვიცი,რომ გამებუტები,ამიტომაც ავაჩქარებ მუზებს და შუზებს :დდდ
მიყვარხარ მე შენ♥️♥️♥️

nino
mokled shens daweril istorias pirvelad vkitxulob da martla dzalian dzalian momewona.dzalian magari xar da mixaria rom eseti istoriis wakitxvis shansi momeca ❤❤❤ shemdegs rodis dadeb?? dzalian gtxov didixani ar gvalodino ❤❤

ბედნიერი ვარ,რომ კიდევ ერთი მკითხველი შემომიერთდა♥️♥️ მადლობა ასეთი შეფასებისთვის,ყველანაირად ვეცდები,არ გალოდინოთ და მალე ავტვირთო♥️თუმცა მე არ მჩვევია დიდ ხანს დაკარგვა^^ ♥️

 


№9  offline წევრი ფიბი

მეტი ფენტეზი, მეტი სიყვარულიო))
ეგ ჩემი ბრძნული აზრია:))
ძალიან მომეწონა მართლა, განსხვავებულია და ამიტომ.

ბევრი ნიჭიერება რომ ფუსფუსებთ აქ და ამ პატარა ნაჭუჭში რომ ეტევით ძალიან მაკვირვებს ამ უნიჭო მეს))
რა იქნება თქვენი წყალი რომ გადმომესხას)))

 


№10  offline ადმინი ენ ბლექი

ყოჩაღ.
კარგი იყო ❤

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

ფიბი
მეტი ფენტეზი, მეტი სიყვარულიო))
ეგ ჩემი ბრძნული აზრია:))
ძალიან მომეწონა მართლა, განსხვავებულია და ამიტომ.

ბევრი ნიჭიერება რომ ფუსფუსებთ აქ და ამ პატარა ნაჭუჭში რომ ეტევით ძალიან მაკვირვებს ამ უნიჭო მეს))
რა იქნება თქვენი წყალი რომ გადმომესხას)))

ნიჭიერება და ფანტაზია ყველასთანაა,ადრე თუ გვიან დაიჭერ შენც ^^
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის,მიხარია ძალზედ ♥️♥️
ვცდილობ,ნაჭუჭები გავტეხო და გავფართოფდე ერთ დღეს :DD♥️

Girl... from the past
ყოჩაღ.
კარგი იყო ❤

დიდი მადლობა♥️♥️

 


№12  offline წევრი Elea_Nora

ვაიმეე! რა კარგია რომ დაბრუნდი და თან ასეთი კარგი ისტორიით. როგორ მიყვარხართ შენ და შენი ისტორიები. აი არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის. თავიდან ავირიე მაგრამ ბოლოს დავალაგე ყველაფერი იმედია წყვილი შედგება იმედია კი არა უეჭველი უნდა შედგეს. ეჭვი მაქვს ბევრი სიცილი მელოდება წინ. გელი მთელი გულით.
წარმატებები!

 


№13  offline ახალბედა მწერალი Alice76

Elea_Nora
ვაიმეე! რა კარგია რომ დაბრუნდი და თან ასეთი კარგი ისტორიით. როგორ მიყვარხართ შენ და შენი ისტორიები. აი არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის. თავიდან ავირიე მაგრამ ბოლოს დავალაგე ყველაფერი იმედია წყვილი შედგება იმედია კი არა უეჭველი უნდა შედგეს. ეჭვი მაქვს ბევრი სიცილი მელოდება წინ. გელი მთელი გულით.
წარმატებები!

ჰუუჰ როგორ მახარებ ♥️♥️ ეს სიყვარული მაწერინებს ახლებს და დიდი მადლობა ამისთვის♥️♥️ წყვილი რა თქმა უნდა იქნება,ვეცდები სიცილიც არ მოგაკლოთ♥️♥️

 


№14 სტუმარი სტუმარი Maybilline

რაგამიხარდააა ♡♡♡ წავედი წავიკითხეეე :))♡♡♡♡

 


№15  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი Maybilline
რაგამიხარდააა ♡♡♡ წავედი წავიკითხეეე :))♡♡♡♡

მებილინი მოკუსკუსდა♥️♥️ გელი ♥️

 


№16  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგია როგორც ყოველთვის. ასე, თავებად ატვირთვა გაცილებით უკეთესია და ინტერესიც იზრდება.

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

Chikochiko
კარგია როგორც ყოველთვის. ასე, თავებად ატვირთვა გაცილებით უკეთესია და ინტერესიც იზრდება.

დიდი მადლობა ♥️ ყოველთვის მახარებ შენი კომენტარით♥️♥️ უკეთესია ნამდვილად,მეც აღარ ვჩქარობ დასრულებას ♥️

 


№18 წევრი qetulaa

შენ ანუ შენ, ვინ თუარა შენ ხარ ამ საოცრების ავტორიიი, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას, ძალიან მაგარიაააა, ყოჩაგგ

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

qetulaa
შენ ანუ შენ, ვინ თუარა შენ ხარ ამ საოცრების ავტორიიი, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას, ძალიან მაგარიაააა, ყოჩაგგ

უხხ როგორ მახარებ^^♥️♥️ ერთი სული მაქვს,ახალი თავი დავწერო♥️♥️

 


№20  offline წევრი Liziko27

აუჰჰჰჰ როგორც ყოველთვის შენი ხელწერა ეტყობა ისტორიას.. მკითხველი გადაგყავს სხვა სამყააროში. წარმატებები ჩემო კარგო. ❣

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

Liziko27
აუჰჰჰჰ როგორც ყოველთვის შენი ხელწერა ეტყობა ისტორიას.. მკითხველი გადაგყავს სხვა სამყააროში. წარმატებები ჩემო კარგო. ❣

როგორ მიხარია,რომ ეს გამომდის ♥️♥️ დიდი მადლობა ♥️♥️♥️

 


№22  offline მოდერი ჰაიკო

ძალიან კარგია. მაგრამ უმეტესად სულ დიალოგები რატომ არის?
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№23  offline ახალბედა მწერალი Alice76

ჰაიკო
ძალიან კარგია. მაგრამ უმეტესად სულ დიალოგები რატომ არის?

თავადაც ვერ ავხსნი,ვეცდები ცოტა შევამცირო,მეც არ მომხვდა თცალში კარგად :*

 


№24 სტუმარი სტუმარი მარიამი

ამ მომენტს მართლა დიდხანს ველოდიი ????????❤️❤️

 


№25 სტუმარი Atinati

ლამაზად წერ, საინტერესოდ. გრამატიკაც ნორმალურია და უბრალოდ სასიამოვნოა შენი ისტორიების კითხვა. დაველოდები გაგრძელებებს ყოველდღე <3

 


№26 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუუ რაა ძაან საყვარლობაა გყვარობ ❤️❤️ ველოდები შემდეგ თავს და იმ ბევრ რამეს შენრო წერ ❤️❤️

 


№27  offline ახალბედა მწერალი Alice76

Atinati
ლამაზად წერ, საინტერესოდ. გრამატიკაც ნორმალურია და უბრალოდ სასიამოვნოა შენი ისტორიების კითხვა. დაველოდები გაგრძელებებს ყოველდღე <3

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის♥️ ვეცდები,დიდ ხანს არ გალოდინო და შეძლებისდაგვარად მალე ავტვირთო♥️♥️

სტუმარი მარიამი
აუუუ რაა ძაან საყვარლობაა გყვარობ ❤️❤️ ველოდები შემდეგ თავს და იმ ბევრ რამეს შენრო წერ ❤️❤️


ჩემო საყვარელო♥️♥️ დიდი მადლოჰა ამდენი სიყვარულისთვის,ვეცდები,მალე გაგახარო♥️♥️♥️

 


№28  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ეს გოგო ყოველი ისტორიით მაოცებს!
მაგრამ
მაგრამ
ვაიმე ეს რა არის?! ჩემი გაგიჟება გინდა ჰო?
რა მოითმენს რააა!!
ჰოდა ვაიმე რაღაც ზაან მაგარია და ვაიმეე როგორ მინდა მალე წავიკითხო შემდეგი თავი ისე მაინტერესებს!
საღოლ მართლა საღოლ!!!!! ♥️♥️♥️♥️♥️

 


№29  offline წევრი nino ninidze n

მე მომეწონა აიშეს დაწერილი და პირველად წავიკითხე მომეწონა წარმატებები და კიდევ წარმატებები heart_eyes kissing_heart

 


№30  offline ახალბედა მწერალი Alice76

ტკბილიწიწაკა
ეს გოგო ყოველი ისტორიით მაოცებს!
მაგრამ
მაგრამ
ვაიმე ეს რა არის?! ჩემი გაგიჟება გინდა ჰო?
რა მოითმენს რააა!!
ჰოდა ვაიმე რაღაც ზაან მაგარია და ვაიმეე როგორ მინდა მალე წავიკითხო შემდეგი თავი ისე მაინტერესებს!
საღოლ მართლა საღოლ!!!!! ♥️♥️♥️♥️♥️

ჰუჰუუ♥️♥️♥️ შენ ვინ ხარ რა♥️♥️ არ გალოდინებ,გპირდები!♥️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.