შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (9-10)


13-11-2018, 18:10
ავტორი Moonlight17
ნანახია 712

მთვარის წითელი სონატა (9-10)

9. დაუპატიჟებელი სტუმარი



იმავე პოზიციაში მეღვიძება, თვალები მეწვის და ტკივილის გასაქრობად რამდენჯერმე ვახამხამებ.
- შუადღემშვიდობის- მითხრა ლილუმ ჩაცინებით და წინ გაზიანი წყალი დამიდო
- პახმელიაზე კიარვარ- წარბი ავუწიე, დივნიდან წამოვიწიე და მოვსვი.
- უარესად ხარ.
- 3 თვეა რაც ავირიე.
- დილაადრიან ნუ დაიწყებ მაგაზე ფიქრს. მე უნდა წავიდე,დედაჩემს ვჭირდები ხომ კარგად იქნები?
თავი დავუქნიე
- ლილუ.. შეგიძლია იოანეს უთხრა გამომიაროს? უნდა დაველაპარაკო
- ვეტყვი.
მითხრა, გამიღიმა და მარტო დამტოვა, თავი ისევ ბალიშძე დავაბრუნე. ამ სამყაროში არ ვიყავი. ერთადერთი რაც ოდნავ სიხარულს მმატებდა დედაჩემი იყო, ხვალ ჩამოდიოდა და რომ არ დავხვედროდი ისე არ გამოვიდოდა.
მაშინვე წამოვდექი, წყალი გადავივლე და სამზარეულოში გავედი. თითქმის ყველაფერი გავიხსენე რაც კი დედას უყვარდა და კეთებას შევუდექი.
სალათი არაჩვეულებრივი გამოვიდა.
ახლა ცეზარის დრო დადგა. ყველის ხეხვას შევუდექი თუ არა კარზე კაკუნი გაისმა.
ხელები პირსახოცს შევაწმინდე და კარი გავაღე.
- მოდი იო. - შევუშვი და შემდეგ გადავეხვიე. ხმას არ იღებდა, უკან პატარა ბავშვივით გამომყვა და სამზარეულოში ჩამოჯდა.
- რამეს ზეიმობ?- მოავლო ოთახს თვალი და წარბი ამიწია.
- დიახ ორ რამეს. - ჩავიცინე
- აბა გისმენ.
- პირველი იმას რომ დედაჩემი ჩამოდის
- და მეორე?- ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო
- მეორე იმას რომ ავალიანი "პატარა ოთახში"ყურყუტებს.

ჩემს ნათქვამზე ჩუმად ჩაიცინა.
- ლილუმ მითხრა რომ ლაპარაკი გინდოდა.
- მგონი გადავიფიქრე, მაგრამ არაუშავს. სალათს გასინჯავ. - წინ თეფშით სალათი დავუდე. არცკი ვიცოდი რას ვაკეთებდი. არ მინდოდა ავალიანზე ლაპარაკი! ჩემს ტვინს არ უნდოდა, მიკრძალავდა.. ჩანგალი ხელში მივაწოდე და გაღიმებულმა შევხედე
- ჰე ჭამე, არ მოიწამლები- სიცილით, ყველის ხეხვა გავაგრძელე.
- უგემრიელესია, ლილუს ამის გაკეთება ასწავლე რა- ამაზე ორივემ ერთდროულად გავიცინეთ. 2 წუთში მთლიანი თეფში მოასუფთავა და ნიჟარაში ჩადო.
- ეხლა კი თავი დაანებე მაგას.
ოდნავ სერიოზული ხმა ჰქონდა. ერთ ადგილას მივიყინე
- დაჯექი ვილაპარაკოთ.
- არა იოანე...
- მარიამ. დაჯდები თუ დაგსვა?
სხვა გზა აღარ მრჩებოდა. ჩემს საქმეს შევეშვი და მისაღებში გავედით.
- კარგი.. საშინლად გამომივა ახლაც რასაც ვიტყვი მაგრამ შენი ძმაკაცი სი*ია.
უცბათ მივახალე, თან საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი რაც ვთქვი. დაახლოებით ოცი წამი პირდაღებული მიყურებდა მიქაძე.
- დავი.. შენგან არ ველოდი.
- ვიცოდი რომ დამეთანხმებოდი, უბრალოდ რასაც ვილაპარაკებთ ჩვენში დარჩება.
- ლილუს გეფიცები- გამიღიმა და მანიშნა თხრობა გამეგრძელებინა. ჯერ კიდევ ვყოყმანობდი ჩემს საქციელზე, ჩემს გადაწყვეტილებაზე, მეთქვა თუ არა ყველაფერი. ღრმად ამოვისუნთქე და თვალებში შევხედე.
- მაკოცა.
- რა?- შუბლი შეკრა და სრული სეიოზულობით მკითხა.
- ავალიანმა მაკოცა. ორჯერ.
განვუმარტე. საკუთარ ხელს ნერვიულად ვიზელდი და სულ ავიწითლე.
- გასაგებია..- საზურგეს მიეყრდნო, მოეშვა და საულვაშე ადგილზე თითები მოისვა. - მისგან არ მიკვირს, მართლა.- საკუთარ ლაპარაკს სიცილს აყოლებდა, მაგრან ხმაზე ეტყობოდა რომ ისიც შოკირებული იყო.
- 8წლიდან ყველას კოცნის ეგ ლაწირაკი - ისევ სიცილი. მე არ მეცინებოდა და მიქაძის ლაზღანდარაობას ურეაქციოდ ვუყურებდი.
- არვიცი იო.. ყველაფერი სხვანაირადაა. მაშინ ვიცრუე. ვიცი ნამდვილი მიზეზი რაც მოხდა.
- აბა გისმენ.- მიმიკა წამებში შეეცვალა და კვლავ წამოიწია სავარძლიდან.
- დაგეგმილი იყო ყველაფერი. დათოს ჩაჯდომა უნდოდა..

სახეზე უამრავი რეაქცია დაურბოდა. მაგრამ მისი პირი რომელიც "ო"-ს ფორმაზე იყო არ იცვლებოდა.
- არვიცი მე რატო, იოანე გეფიცები.. გულზე არ ეხატება ვიცი.
თავი ხელებს დავაყრდენი. თვალს არ ვაცილებდი მის გაოგნებულ მზერას. მესმის ასეთ სიტუაციაში ყოფნარა რთულია. როცა საუკეთესო ძმაკაცები ერთმანეთს ემტერება.. ან ერთერთია ატეხილი..
- საღამოს გამოუშვებენ და გეფიცები ავალიანს არ ასცდება.
ბრაზისგან კბილებში გამოსცრა.
- არა გთხოვ. არ ჩაერიო.
გაკვირვებულმა შემომხედა.
- ერთი მიზეზი მაინც მითხარი.
- ორივე შენი ძმაკაცია, თვითონ მოაგვარებენ მჯერა.
- ბოლო სიტყვის შენთვითონ არ გჯერა. - ღიმილით მითხრა და წამოდგა.
- იოანე დამპირდი!
წინ გადავუდექი. რა გამოდიოდა? ყველაფერს მე ვურევდი?ავალიანს ვიცავდი?
- კარგი, გპირდები.
მხარზე ხელი გადამისვა და გულში ჩამიკრა. მისგან მოულონელი იყო და უხერხულად მოვხვიე ხელი.
- ავალიანს თავი არ დააჩაგვრინო.
ორაზროვნად მითხრა, სწრაფად მომშორდა და ჩემი სახლი დატოვა. ზედმეტ ფიქრს არ ვაპირებდი. სამზარეულოში გავედი და საქმიანობა გავაგრძელე.
სახლი მივალაგე, გავანიავე. ყველაფერი წესრიგში მოვიყვანე საკუთარი თავის გარდა. იმედი მქონდა დედა ვერაფერს შემატყობდა.
დილას უკვე გამოძინებული წამოვხტი ფეხზე. 12ზე სადგურში უნდა ვყოფილიყავი. საწოლიდან წამოვფრინდი თუარა გარდეროფს ვეცი. შავი შარვალი და მუქი ნაცრისფერი მაისური გადავიცვი.
"ანდრეა, ანდრეა" ზუზუნებდა თავში ჩემი რაღაც ნაწილი, რომელსაც ამწამს სიამოვნებით ჩავწიხლავდი.
- ვინ არის ანდრეა ავალიანი? არც არავინ!
ხმამაღლა წარმოვთქვი, თმა კოსად ავიწიე და სახლიდან გავედი. ვინაირად ცოტა ადრე იყო ჩემს საყვარელ ადგილა მივედი. მტკვრის პირას. ამ ადგილას ყოველთვის სილამასე, სიმშვიდე სუფევდა. ჯერ აქ ჩემს გარდა არავინ მინახავს. ლილუც კი არა. დედამდე ერთი ღემიც მოვწიე და 12საათზე სადგურში ვიდექი.
- ჩემი პატარა გოგო- შორიდანვე გავიგე როგორ ჩაიბუტბუტა ნათიამ. უყოყმანოდ მივვარდი და ჩავეხუტე. ორი ჩემოდანი ხელიდან გავაგდებინე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხვია ხელები. დედაჩემის მკლავებში თავს ყოველთვის პატარა ბავშვად ვგრძნობდი. დაცულად, თავისუფლად..
სახლში მისულს სახეზე ღიმილი დამირბოდა. ერთი სული მქონდა მაცივარი გამოეღო და ჩემი ნახელავი ენახა.
ჯერ მოწესრიდგა. დაისვენა და შემდეგ გავიდა სამზარეულოში.
- მეამაყები! - მთელი გულით წამოიძახა და ყურებამდე ღიმილით გადმომხედა.
- მიყვარხარ- ვუთხარი ხმადაბლა და კედელს მივეყრდენი. სუფრა ერთად გავშალეთ, დედამ სერვანდიდან საყვარელი წითელი ღვინო გამოიღო და უყოყმანოდ გახსნა.
- მამაშენს უყვარდა.. იამაყებდა შენით.
სევდანარევი ხმა დააყოლა და ასევე შემომხედა. მამაჩემი არ მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი რომ დამეღუპა და დედამ მარტო გამზარდა. როდესაც მამაზე იწყებდა ლაპარაკს მხოლოდ ვიღიმოდი. არ განვიცდიდი მის ნაკლებობას, დედა ყველანაირად მავსებდა.
ჭიქები ღვინით ნახევრად გავავსეთ, შემწვარი ქათამი თეფშებზე გადავიღეთ და გემრიელად დავიწყეთ ვახშმობა.
- მე გავაღებ- სკამიდან ბავშვივით წამოხტა როდესაც ზარის ხმა გაიგო. მხრები ავიჩეჩე და ჭამა გავაგრძელე. ორ წუთში დაბრუნდა
- მარიამ სტუმარი გვყავს- გახარებული ხმა ჰქონდა, შესასვლელისკენ ზურგით ვიჯექი.
- ოჰ ლილუ. ვიცი მოსვლას აპირებდა. - მეც იმავე ხმით ვუთხარი და ჭამა გავაგრძელე. ველოდი როგორ შემოუვლიდნენ მაგიდას და ორი ლამაზი ქალი წინ როგორ დამიჯდებოდა მაგრამ შევცდი.
- გამარჯობა მარიამ.
ტაომ იმ წამსვე დამაყარა. ლუკმა ყელში გამეჭედა. უხერხული იყო ახლა ხველის ატეხა. თავი მაღლა ავწიე და რაც შემეძლო ცივი გამომეტყვენებით გავხედე. გავუღიმე. დედაჩემი ორივეს გვიღიმოდა.
- მოდი დავჯდეთ. კარგ დროს მოხვედი. - უთხრა დედაჩემმა, სკამი გამოუწია და წინ თეფში დაუდო. მშვენიერია! მეც კი არ 'მემსახურება' საკუთარი დედა ასე. ხელიდან ნამცხვარი გამოართვა.
- არ უნდა შეწუხებულიყავი შვილო..
"შვილო?" უკვე დედაჩემზე ვიწყებდი ეჭვიანობას. გამომეტყველება ისევ გაყინული მქონდა.
- არანაირად არ შევწუხებულვარ.
- ანდრეა შეიძლება ორი წუთით მარტო დაგელაპარაკო?- კბილებში გამოვცერი. თან დედაჩემს გავხედე. ვერაფერი გაეგო. ავალიანი დამემორჩილა, დედაჩემს თავი დაუკრა და გამომყვა. მაშინვე ხელი მოვკიდე და ჩემს ოთახში შევათრიე.
- რა ჯანდაბას აკეთებ?- ვეცადე ემოციები მომეთოკა და ყვირილში არ გადამსვლოდა.
- რას ვაკეთებ? - ისევ იგივე. მისი ირონია უკვე ტვინში ჩაქუჩივით მირტყავდა.
- არ გაქვს უფლება მოდიოდე და დედაჩემს ტკბილეულობით ისყიდავდე!
გადაიხარხარა. რა იყო აქ სასაცილო? უარესად ვღიზიანდებოდი
"ავალიანს თავი არ დააჩაგვრინო" იოანეს სიტყვებს ვიმეორებდი გუნებაში მაგრამ არაფრის მოქმედება არ შემეძლო. უნებართვოდ ჩამოჯდა ჩემს საწოლზე და ორი წლის ბავშვივით გამიღიმა.
- ნუ მიბრაზდები მარიამ.თან ხომ ხედავ რაც ვთქვი ავასრულე. თბილისის ქუჩებში თავისუფლად დავდივარ.იმ დაჟანგულ გისოსებში 24საათიც არ ვმჯდარვარ
- მიზეზი არ მაქვს გაბრაზების?!
- გაქვს. ბევრი.
- შენი სიმშვიდე ჭკუიდან მშლის!
რა?! ეს ხმამაღლა ვთქვი? ჯანდაბა!!!
- ვიცი.- გამიღიმა და მუხლებზე დაირტყა ხელი.- მოდი დაჯექი.
- ჰაჰ- წარბები ავწიე. - როგორ ბედავ?
- დაჯექითქო. - თვალებს მიბრიალებდა და მიბიძგებდა. წინ საჩვენებელი თითი ავუწიე.
- მომისმინე ეხლა კარგად, არ ვაპირებ ვინმეს სათამაშო ვიყო. გართობა გინდა? გინდა რომ ვინმეს დააფრქვიო შენი ირონია? რატო ტასუნასთან არ მიდიხარ? ძალიან კარგად უგებთ ერთმანეთს.

ღიმილით შემომცქეროდა მაგრამ ნელნელა სახეს ასერიოზულებდა. არ ვიცოდი საიდან მომდიოდა ამდენი სითამამე, მაგრამ არ მაინტერესებდა! სერიოზული სახით წამოდგა ფეხზე და ნელნელა მომიახლოვდა. იმდენად სერიოზული იყო, აზრადაც კიარ მომდიოდა რის გაკეთებას აპირებდა, ან რაზე ფიქრობდა. უკან უკან დავიწყე ნაბიჯების გადადგმა და კარებს მივეყრდენი. არ ჩერდებოდა. იმდენად ახლოს მოვიდა რომ ზედ მეკვროდა. არაფრით ვარიდებდი სახეს. რაც შემეძლო ცივად ვუყურებდი თვალებში.
- ანდრეა...
- კარგი.
მშვიდად მითხრა, მომშორდა და გამიღიმა. ოთახიდან გამოვედით. ვერ ვიგებდი მის ქცევებს, მის აზრებს. მაგიდას მივუჯექით.
- ყველაფერი კარგადაა?- იკითხა დედამ.
- ყველაფერი- ვუთხარი ხმადაბლა და ჭიქა ჩავცალე. ანდრეას ჩაეღიმა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
- არაჩვეულებრივი შვილი გყავთ- ხავერდოვანი ხმით ამოილაპარაკა ანდრეამ.
დედაჩემს გაეღიმა, მე წარბებ აწეული შევყურებდი საკუთარ სახლში დატრიალებულ სიტუაციას, რომელსც სახელს ვერ ვუძებნიდი.
- ძალიან მეხმარება სწავლაში. ძალიან კარგი მეგობრები ვართ.

თვალები ლამის გადმომცვივდა, ყველაფერთან ერთად მატყუარა ყოფილა. თანაც არაჩვეულებრივი. სწავლაზე და ზოგადად წიგნზე ხმაც არ დაუძვრია ჩემთან. დედაჩემი აღფრთოვანებული იყო ავალიანით და ეს ზედ ეწერა. ახლა რაცარუნდა ცუდი მეთქვა მასზე არაფრით დაიჯერებდა.
პირველი შთაბეჭდილებები..
- უკვე გვიანია მე დაგტოვებთ. - როგორც იქნა!! წამოდგა და გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა. წამოვდექი და გავყევი.
- სერიოზულად ვილაპარაკებთ- ვუთხარი ისე რომ დედაჩემს არ გაეგო. თავი ღიმილით დამიქნია და ბოლოს საფირმო სიტყვები
- დროებით, მარიამ.
კარები მივხურე თუარა დედაჩემი ამესვეტა წინ
- მშვენიერი ბიჭია, როგორი მეგობრული.
- რაღაც ვიეჭვიანე თქვენზე - სიცილით ვუთხარი და მაგიდის ალაგებაში მივეხმარე. დაღლილ დაქანცულმა მალევე დაიძინა და დარჩენილი საქმე მე დავაბოლოვე. საკუთარ ოთახში შევედი და წიგნები გადმოვიღე. საწოლზე მორიგეობით დავყარე და სწავლას შევუდექი.



10. სტალკერი თუ პარანოიკი?
***
მეორე დღეს ლილუ გვესტუმრა. იმღამეს ჩემთან დარჩა და რათქმაუნდა ავალიანის ამბებიც მოვუყევი.
- ჩვეულებრივი პარანოიკია- ღიმილით მითხრა ლილუმ.
ხმას არ ვიღებდი. საწოლში ვიწექი და ერთ წერტილს მივშტერებოდი
- იცი სულ პირველად როგორ გავიცანი ?
- აბა გისმენ - სიცილით ვუთხარი და ბალიშზე თავი კარგად მოვათავსე.
- იოსთან ერთად ბაღში ვიყავი და ძმაკაცები მოუვიდნენ. მაშინ ყველაზე დაბალი იყო და ასევთქვათ "მეზობლის ბავშვი" მეგონა.
- კიმარა როდის იყო ეგ?- სიცილი ამიტყდა
- 3 წლის წინ ალბათ. მეზობლის ბავშვი ვეძახე და ეგრევე ხელი გამომიწოდა შენ ჩემი ძმაკაცის საცოლე ხარო. წარმოგიდგენია?

ბოლო ხმაზს ვხარხარებდი და ბალიშს თავს ვაჭერდი რომ ხმა შემეკავებინა. თვითონაც სიცილით მიყვებოდა.
- მერე სიგარეტი რომ ამოიღო საერთოდ.. ყოველთვის ისეთი იყო. ყველა საქმეში სუფთა, მაგრამ ბინძური. ხო ხვდები.
- ვხვდები ვხვდები.
- ახლა დაიძინე ქალბატონო. ამაღამ დარაჯს დაგიწყებ რომ პარანოიკებმა არ დაგიფრთხონ ძილი. - სიცილით საბანი გამისწორა. მხოლოდ გავუღიმე.

****
ანდრეა:

- გააღე დროზე!!- რაც შემეძლო მთელი ძალით ვურტყავდი მუშტს კარებზე.
- მშვიდობა გაქ?- ნამძინარევმა გამომხედა იოანემ. ხელი ავუქნიე და სახლში შევაჭერი.
- მე ეგ არ მაკლია.- ვცდილობდი წყნარად ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომდიოდა.
- რაგჭირს?- თვალები მოისრისა და ვისკი დამისხა. ერთი ამოსუნთქვით დავლიე.
- აღარ შემიძლია, კარგი ბიჭის თამაში დავიღალე!!- მაგიდაზე ხელი დავუბრახუნე. როგორც ყოველთვის აუღელვებელი თვალებით შემომყურებდა და მთლიანის მოყლლას ითხოვდა.
- ისს გოგო, შენი ლილუს დაქალი. უკვე.. არვიცი.
- ხო გაგაცანი ანდრეა, ახლა დაანებე თავი. ძალიან კარგი მეგობარია, თუ საშვალებას მისცემ.
- მეგობარი გოგოები არ მაკლია! თავს ძლივს ვიკავებ.. ვერ წარმოიდგენ რამდენი რამ მინდა ვუთხრა, ვაჩვენო. ის კიდე ისეთი გულუბრყვილოა!
- თამამი გოგოები არ გაკლია ისედაც.
- დისტანცია უნდა დავიჭირო. ვნანობ სკოლა რომ შევიცვალე.
- დათოს რაღას ერჩოდი ტო..მაგაზე ისედსც უნდა გელაპარაკო
- როგორ თუ? შენ რა დაგიმალო შენი გაზრდილივარ ბო*ისშვილი ვიყო, ვერ ავიტანე მაგის ფლირტები. მაგის იაზვა ბედნიერი სახეები. გოგოს ეგრე ისყიდავს არა?
- ვინ დაიჯერებს რომ ანდრეა ავალიანი გოგოს გამო სროკზე მიდის.
ჩამეცინა. გულში რაღაცამ გამკრა და მარიამი გამახსენდა. თვალები მოვისრისე.
- არაფერიც. მე სუფთა ვარ.
სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე.
- მომისმინე. ორივე ჩემი ძმაკაცი ხართ. არმინდა გაუგებრობა და თქვენს შორის ჩადგომა. როგორმე უნდა მორიგდეთ.
- მოვრიგდებით- თვალი ჩავუკარი და ფილტვებში ჩაგუბებული ბოლი ნელნელა გამოვუშვი. წამომახველა. პირზე ხელო მივიფარე, თუმცა იოანეს არ გამოპარვია.
- კარგად ხარ?
გამეცინა და სიგარეტი კვლავ ტუჩებშორის მოვიქციე. თავი დავუქნიე და ვანიშნე ლაპარაკი გაეგრძწლებინა.
- საახალწლოდ გამოუშვებენ.
- რა?! მე ორი თვით მოვიშორე ეგ ნაძირლა.
- აბა დაფიქრდი ეხლა, არც შენ ხარ უფრთო ანგელოზი! დათუნა კაი ბიჭია.
- დათუნა..- გამეცინა- რა დათუნა ბიჭო ლომაძეს ამართლებ?
- არასწორი ხარ ანდრეა არასწორი.
- ფიქრის საშვალება მომეცი, არ მინდა ვიჩხუბოთ.
ღრმად ჩავისუნთქე უკანასკნელი ნაფასი და თვალები დავხუჭე. ვგრძნობდი შიგნიდან როგორ მწკმეტდნენ მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი და ერთადერთი რაც მამოძრავებდა მარიამი იყო. ერთადერთი, სასწაული და უმანკო გოგო, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
- ანდრეაა- მიქაძე უკვე მიკიოდა როცა ფიქრებიდან გამომაფხიზლა. თვალები ნელა გავახილე.
- ოცნებებს მომწყვიტე რაა..- გადავიხარხარე.
- აქ რჩები?
- რავი ტო. არა. არვიცი.
თავი ავიქექე.
იოანეს გამომეტყველებით მივხვდი რომ დარჩენა მეწერა და მაისური გადავიძრე.
- ხვალ ვარჯიში მაქ და დილას გამაღვიძე რა.
- დილას ლილუს უნდა მივაკითხო მარიამთან დარჩა. წამოხვალ?
- არა!! უნდა დავივიწყო!- მტკიცე უარი ვუთხარი. თავი დამიქნია და ოთახში მარტო დამტოვა.
ძილი არადა არ მეკარებოდა. რაც დრო გადიოდა უფრო ვხვდებოდი რომ მღვიძარებაში მყოფი ერთადერთი ადამიანი ვიყავი. სავარძელში მძიმედ ჩავეშვი. სიგარეტი ტუჩებშორის მოვიქციე და ოთახი კვამლით ავავსე..
***
მარიამი:
სრულ სიმშვიდეში ვიბრაციის ხმა გამაყურებლა ისმოდა. თვალები მძიმედ გავახილე სა ტუმბოზე დადებულ ანთებულ ეკრანს შევხედე. სანამ საბნიდან ხელი ამოვწიე ბზუილი შეწყდა.
ისევ უცხო ნომერი.
თავი ხვნეშით გავაქნიე. 7ხდებოდა. დაძინებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. ლილუს გათიშულს ეძინა. წამოვდექი მოვწესრიგდი და მაგიდას მივუჯექი. მეცადინეობა ნამდვილად არ მაწყენდა.
მოკლედ რომ ვთქვა მთელი სამი საათი თავი არ ამიწევია. როცა ლილუმ გაიღვიძა დედასთქნ ერთად ვისაუზმეთ და გარეთ გავედით.
- აბა?
- რა აბა მარიამ. სადმე არ წავიდეთ ამ არდადეგებზე?
- რავი ლილუ. არვიცი.- მხრები ავიჩეჩე.
- ხოიცი არ გაწყენდა დასვენება- დაბღვერილმა შემომხედა. გამეცინა
- კაიკაი. ვიფიქრებ. მანამდე მაღაზიაში წამომყევი, სადა ფეხსაცმლის ყიდვა მინდა.
ვიცოდი უარს არ მეტყოდა, ყველაზე მეტად მაღაზიებში სიარული უყვარდა.
დიდ გასტრონომს მივადექით. შავი ფეხსაცმელი უყოყმანოდ ავარჩიე და სალაროს რიგში ჩავდექით.
- ფასდაკლებებია და ხალხი ასკდება ყველაფერს- ამოიფრუტუნა დაქალმა, ჩამეცინა და ჩემს წინ მდგომ სამ ადამიანს გავხედე. ლილუ გაშტერებული უყურებდა რაღაცას.
-მარიამ.
- რაიყო?
- ეს ლიზა არაა? აი დაბადებისდღეზე რომ გავიცანით.
ტვინში სისხლმა ამასხა როცა გოგონას შევხედე და მის ვინაობაში დავრწმუნდი. მაშინვე ზურგით შევტრიალდი
- წამო მივესალმოთ- წინ გაიწია ლილუ. მაშინვე ხელში ვწვდი და დავაკავე.
- არ გინდა.
- რატო? რაგჭირს?
- ეგ უბრალოდ ლიზა კიარა ლიზა ავალიანია.
ლილუს თვალები შუბლზე აუვიდა და ისევ გახედა. ვატყობდი აღარსად წასვლას აპირებდა. ფეხსაცმლის საფასურიც გადავიხადე და გარეთ ვავედით.
- ნახე ვიღაცას მანქანაშიც უჯდება.
მანიშნა ლილუმ და წინ გამახედა. რატომ უნდა მეფიქრა ლიზაზე ცუდი ვერ ვხვდებოდი. იქნებ თავისებური იყო.
- ვიღაცას არა, ანდრეას.
ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი და ვეცადე არაფერი შემემჩნია.
მე და ლილუ გზას გავუყევით. მათთვის ყურადღება აღარ მიგვიქცევია მაგრამ რათ გინდა. ორი ავალიანი ყველაფერს ცვლიდა.
- სულ გარეკე რა რას ასიგნალებ. - აუშარდა ლილუ და ანდრეას გახედა.
- გამარჯობათ გოგოებო- გაგვენაგლა ლიზა და ღიმილით გადმომხედა.
- წაგიყვანთ. - ბოხად ამოილაპარაკა ავალიანმა.
- არგვინდა- უცბათ მოვუჭერი, დავინახე თვალებში წამით სიბრაზემ როგორ გაუელვა. დაქალს ხელი დავავლე და ნაბიჯებს ავუჩქარე. ლილუმ გაკვირვებულმა შემომხედა. ვიცოდი რაიმეს თქმა აპირებდა მაგრამ ახლა ტვინში ისეთი არეულობა მქონდა, არაფრის მოსმენა მსურდა.
- ახლა არა ლილუ- ხმადაბლა ვუთხარი.
ანდრეა არც გამოგვყოლია. პირველივე უარზე გაზს მიადგა ფეხი და წამებში ქუჩიდან აორთქლდა.
- რანაირი ბიჭია რა.
მითხრა როცა ხნის მერე.
- უცნაური.
რათქმაუნდა როგორც ფილმებშია ხვეწნა მუდარას არ დაიწყებდა და მაგიტომაც წავიდა.
ეს რეალობაა და არა ფილმი!!
ვუმეორებდი საკუთარ თავს.
ლილუმ იოანეს გაუარა. მე ისევ სახლში დავბრუნდი და ზურგით დავენარცხე საწოლზე.
- გისმენთ?
ბზული შევაწყვეტინე ტელეფონს.
- მიხვედი?
ნაცნობი ხმა. ავალიანი. ღრნად ამოვისუნთქე. ვიცოდი პასუხს ვაგვიანებდი. ძალღონე მოვიკრიბე ხმის ამოსაღებლად.
- კი.
- კარგი.
მოკლედ მომიჭრა და გამითიშა. ეს რაიყო?! პირდაღებული ვიჯექი და ჩამქრალ ეკრანს დავყურებდი. სტალკერი თუ პარანოიკი?!



ორ-ორ თავს ვდებ ჯერჯერობით რადგან ‘გემრიელი’ თავებისკენ მალე მივიდე.
რას ფიქრობთ პერსონაჟებზე? რას ელოდებით იდუმალი ანდრეასგან?
გელით! ❤️скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Liziko27

როგორი მესაკუთრეა ეს ბიჭი რაა.. იმედია მალე გაერკვევა რაუნდა. მსუყე თავებს ველი ჩემო კარგო:*:*;*: უცნაური და ამვდრპულად თბილი ბიჭია. მკაცრი თან მზრუნველი..

 


№2  offline წევრი Moonlight17

აკრძალული ხილი ყველაზე მიმზიდველია ხომ იციი. ნელნელა ყველაფერი გაირკვევა ❤️
Liziko27
როგორი მესაკუთრეა ეს ბიჭი რაა.. იმედია მალე გაერკვევა რაუნდა. მსუყე თავებს ველი ჩემო კარგო:*:*;*: უცნაური და ამვდრპულად თბილი ბიჭია. მკაცრი თან მზრუნველი..

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.