შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე სიზმრები (თავი 7)


14-11-2018, 00:41
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 139

მძიმე სიზმრები  (თავი 7)

სანამ სკოლაში წავიდოდი რა თქმა უნდა ვიჯექი სამზარეულოში და განუყრელ ჩაის, თავისი კრუასანებით შევექცეოდი. კარზე კაკუნის ხმა გაისმა, გაბერილი ლოყებით ძლივს ამოვილუღლუღე.
-მე გავაღებ... წამოვხტი სკამიდან, ლუკმა ჩავყლაპე და კარი მომღიმარი სახით გავხსენი.
წინ ორი მაღალი პოლიციელი დამხვდა, რამაც ჩემში უდიდესი გაკვირვება გამოიწვია, გონებაში ათასი აზრი ერთმანეთში ირეოდა, წამით ბატონი ზურაბის გარდაცვალებაც გამახსენდა, ვიფიქრე კვლავ დამკითხავენ და სამუდამო შიდა პატიმრობას მომისჯიან ჩემი მშობლები ასეთ რაღაცაში რომ გამრია მეგანმა...
ერთ-ერთმა ხელი პირთან მიიტანა, მუშტი შეკრა და ჩაახველა, ფურცელს დახედა და მისი ბოხი ხმაც გაისმა.
-ელა ჯავახიშვილი აქ ცხოვრობს? დედა სამზარეულოდან გამოვიდა და ისარივით დაერჭო კართან, ქვემოდან ააყოლა თვალი პოლიციელს, თვალები დაიწვრილა და ფერწასულმა პასუხი დაუბრუნა.
-დიახ გენაცვალე... რა ხდება?
ელას საძინებლიდან ხმა მოისმა, და თან ოთახიდან ფეხსაცმელის ჩაცმით გამოვიდა.
-ალბათ ჯარიმა მოვიდა, გუშინ შუქნიშანზე გავიარე.
პოლიციელმა თავი მარცხნივ ოდნავ გადაატრიალა, ჯიბიდან ხელბორკილები ამოიღო და ელასაკენ წავიდა.
დედას შეეტყო რომ თავს ნამდვილად ვეღარ გრძნობდა კარგად, ერთი ხელით კედელს მიეყრდნო.
-რა ხდება ელა?.. უკაცრავად სად მიგყავთ... ხმა უწყდებოდა, ვეღარ ლაპარაკობდა.
აზრზე მოვედი და ელას ვუყვირე.
-ელა ხმა ამოიღე... რა ხდება?
მეორე პოლიციელი რომელიც აქამდე მშვიდად იყო და ხმას არ იღებდა მოკლედ მოწრა პასუხი.
-უნდა დავკითხოთ, ბატონი ზურაბ ლაზარიაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილად ითვლებით, კამერებმა დააფიქსირეს მკვლელობიდან ერთი საათით ადრე როგორ მიდიოდით ქუჩასთან ახლოს სადაც მისი გვამი იპოვეს.
დედამ ხელები თავში დაიშინა, ქცევებს ვეღარ აკონტროლებდა. ელას თვალები გაუდიდდა და შეწინააღმდეგება სცადა ოფიცრებთან... განწირული ყვიროდა.
-გეფიცებით არაფერი მაკავშირებს მის მკვლელობასთან... არ ვარ დამნაშავე.
ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ, მე კი ვიდექი კართან გაშტერებული, თავ გზა აბნეული... ვერ ვიგებდი ელას უნდა გავყოლოდი თუ დედა დამემშვიდებინა. ოთახში შევვარდი და ტელეფონი ავიღე, ფათიფუთით მამას ნომერი ავკრიფე, როგორც კი მიპასუხა აკანკალებულმა მივუგე.
-მამა სად ხარ?
-ევა არ იცი რომ ახლა ჩემი ცვლაა სამსახურში? რა ხდება რა ხმა გაქვს?
-მაა... ელა... ეჭვმიტანილია მკვლელობაშიო, წაიყვანეს.
ხმა ვერ ამოიღო, დუმდა... შემდეგ კი ზარი შეწყვიტა.
სასწრაფოთ დედასთან გავქანდი, მისაღებ ოთახში მისვენებული იყო სავარძელზე,მარჯვნივ მეზობელი მანანა იდგა და უნიავებდა პატარა პირსაწმენდით, მაგიდასთან ეთერი კაპლის წვეთებს ითვლიდა...
ქვედა მეზობელი ქეთი დეიდა, ჩემი საუკეთესო მეგობრის ელენეს დედა, რომელიც კვლავ შავებში იყო გამოწყობილი რადგან 4 წლის წინ სწორედ რომ ჩემი გოგონა ელენე გარდაეცვალა, იდგა და დედაჩემს ხელებს უსრესდა. გაფითრებული ეკითხებოდა
-ლელა კიდევ რა მოგიტანო მითხარი, ნუ ნერვიულობ.
დედამ კისერი გადააგდო და ძლივს ამოღერღა ნამტირალევი ხმით.
-რა უნდა მინდოდეს ქეთო რაა? შვილი ციხეში ჩამისვეს.
გვერდიდან ეთო დეიდამ ხელები მაგიდას დაარტყა და გაბრაზებულმა თქვა.
-კარგი რა ჩემო ლელა კარგი... ხომ ვიცით როგორი შვილებიც გყავს, რაღაც არასწორადაა. აი ნახე ყველაფერი გამოსწორდება. ხელში ჭიქა აიღო და დედას მიაწოდა. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა მეზობლებისაგან ამხელა მხარდაჭერა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მიხაროდა.
მოსასხამი ავიღე და დედასთან მივედი.
-დეე ნუ ნერვიულობ, მართლა გაუგებრობაა იცოდე, ახლა მე უნდა წავიდე, ვეცდები რამე გავიგო მამა მალე მოვა.
ხმა არ ამოუღია, იჯდა თავგადაგდებული და ძლივს სუნთქავდა. გული მეწვებოდა დედის ამ მდგომარეობაზე, გამახსენდა სიზმარი... ამან თავ-გზა უარესად ამირია, კარები რომ გავხსენი დავინახე ჭორიკანა მეზობლები, კარებთან ატუზულიყვნენ და ისმენდნენ ლაპარაკს. რომ გამოვედი ყველა ერთმანეთისაკენ შეტრიალდა, თითქოს უბრალოდ სართული შეეშალათ და გაურკვევლობაში იყვნენ. ამან გამაღიზიანა და მოთმინება სულ დამაკარგინა. ხმას ძალიან ავუწიე, განრისხებულმა ვუყვირე.
-რას დაყუდებულხათ უსაქმურებო... დაიშალეთ... ეს არის თქვენი გვერდში დგომა?.. სახლის სიახლოვეს არ დაგინახოთ ტორებ ისეთებს მოვიგონებ, ჩემი დის გვერდით აღმოჩნდებით.
ერრთ-ერთმა სახე მოღუშა, თვალები ჩემსკენ გამოაპარა და თავი მაღლა ასწია.
-ერთი დამიხედეთ ამას... ახლა აღარ მიკვირს რატომაა ის დიდი ეშმაკი საკანში. საჯდომის ქნევით ჩაუყვნენ კიბეებს, თან თავშალს ისწორებდნენ შუბლზე რომ ჰქონდათ წაკრული. ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან.
-ცოტნე შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? წამით სიჩუმე ჩამოწვამ შემდეგ მისი სულისშემკვრელი ბარიტონი გაისმა.
-რა ხმა გაქვს?
-ასე ვერ გეტყვი ჩემთან მოდი... სადმე წამიყვანე გთხოვ.
-ქურთუკს ვიღებ და 20 წუთში მანდ ვარ.
ეზოში ჩავედი, ახლოს მდგარ სკამზე ჩამოვჯექი თავი მუხლებში ჩავრგე და ღრმად ჩავისუნთქე, ასე ვიჯექი ერთხანს. ფეხებთან შავი პაწაწინა კნუტი მომიკრუტინდა, თვალცრემლიანმა თავი ავწიე, ხელი მისკენ წავიღე და კალთაში ჩავისვი. სიცივისაგან სასაცილოდ კანკალებდა, თან ამას სიამოვნების კრუტუნს აყოლებდა.
რამოდენიმე ხანში შავი ფერის ''ტოიოტა/ლენდ კრუიზერის'' ჯიპი გაჩერდა ბინის წინ. კარი გახსნა და სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, ახლოს მოვიდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა, სახე მისკენ მიმიტრიალა და გაოგნებულმა მკითხა.
-ევა რა ხდება?
-წავიდეთ და გზაში მოგიყვები...
მანქანაში ჩავსხედით, გაყინული ხელები ოდნავ იწყებდა თბობას.
-რა მოხდა ევა?
ვეცადე ცრემლები შემეკავებინა, ემოციებისაგან თავი რამენაირად დამეღწია.
-ელა დაიჭირეს...
თავი სწრაფად მოატრიალა ჩემსკენ, გაურკვეველი თვალები ჩემს თვალებს გაუსწორა.
-შენ რა მეხუმრები? რატომ?
სავარძელს მივეკარი, ამოვისუნთქე და ვუთხარი.
-ბატონი ზურაბ ლაზარიაშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
-სიზმარი... ახლა მაინც ხვდები? მითხრა და ერთი ხელი ნიკაბთან მიიტანა.
-ვხვდები ცოტნე ვხვდები...
მივდიოდით, მაგრამ სად? _ეს არცერთმა ვიცოდით, თითქოს გზაც უსასრულო ხდებოდა და ხელს გვიწყობდა რომ სვლა არ შეგვეჩერებინა. ვისხედით ჩუმად, გავყურებდით გზას.
-საკმარისია... გაისმა ცოტნეს ბოხი, ანერვიულებული ხმა... არ მოველოდი სიჩუმის დარღვევას ამიტომ ცოტა შევკრთი...
-ევა მართალია შენთან სულ ორჯერ მქონდა კონტაქტი,მაგრამ საკმაოდ დიდ ხანს გიყურებდი, დიდ ხანს ვვოცნებობდი რომ ოდესღაც დადგებოდა ის მომენტი რომ გაგიცნობდი... არ შემიძლია გხედავდე ასეთს. თავი დაორთქლილი მინიდან ავწიე, ჩემი ცრემლიანი რუხი თვალები მის იდუმალებით მოცულ ყავისფერ თვალებს შეეჯახა რომელიც, საღამოს შუქცე შავ ფერში იწყებდა გადასვლას...
-ასეც ხდება, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ამ ყველაფერს...
ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ქოთქოთით გავხსენი და ვუპასუხე.
-გისმენ დედა...
-ევა შვილო სად ხარ? მითხრა კვლავ ნამტირალევი ხმით.
-ჩემზე ნუ დარდობ დეე...
-განყოფილებაში ვართ მე და მამაშენი, ამაღამ არ მგონია სახლში დავბრუნდეთ, გასაღები ქეთოსთან დავტოვე, მეგანს დაურეკე და შენთან დარჩეს... თუ არა და ქეთოსთან ჩადი. მითხრა... ვხვდებოდი რომ მისი თვალებიდან კვლავ ცრემლები იღვრებოდა და არ წყდებოდა.
-წავიდეთ... ვუთხარი მშვიდი ხმით.
-სად? გაურკვევლობა გამოისახა მასში.
-ჩემს სახლში... ამაღამ მარტო ვიქნები, უნდა დარჩე...
-იქნებ ჩემთან წავიდეთ...
-არა ცოტნე, თუ დარჩები ჩემთან დარჩი, თუ არა და ვიზამ რამეს...
საშინელი წვიმა დაიწყო, ძლივს ჩანდა ირგვლივ ადგილები, ცოტა დავიძაბე რადგან ავარიის საშიშროება საკმაოდ დიდი იყო. ბინასთან ახლოს გააჩერა მანქანა, სანამ სადარბაზოში შევირბენდით ძალიან დავსველდით, კიბეები სწრაფად ავირბინეთ მეხუთე სართულამდე.
-აქ დამიცადე გასაღებს ავიღებ.
კარზე რამოდენიმეჯერ დავაკაკუნე და დაქანცული სახით გამომხედა ქეთომ.
-ევა... რა სველი ხარ... შემოდი
-არა ქეთი დეიდა, მადლობა გასაღები მომეცი, მეგი დარჩება.
-კარგი მაგრამ თუ რამე დაგჭირდეს ხომ იცი...
-კი... კი რა თქმა უნდა.
საკეტი გადავატრიალე და სახლში შევედით, საშინელი სუნი იდგა, კაპლების და წამლების სუნით იყო გაჟღენთილი მთელი სახლი.
-მყუდრო სახლია, თქვა ცოტნემ და თავის დიდ მკლავებში მომაქცია. ძლიერად ჩამეხუტა, თითქოს ცდილობდა შეემსუბუქებინა შემი ტკივილი...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი marikoo

ოხ გოგონ... როგორც იქნა თავიოდნავ გაზარდე❤️მომწონს წარმარებები❤️

 


№2  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

marikoo
ოხ გოგონ... როგორც იქნა თავიოდნავ გაზარდე❤️მომწონს წარმარებები❤️

მადლობაა heart_eyes heart_eyes
--------------------
milla

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.