შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა არსაიდან (2 თავი)


14-11-2018, 10:15
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 1 654

გოგონა არსაიდან (2 თავი)

- არ მოგწონს კარგი ბიჭები?
- არა.
- მაშინ ცუდი გავხდები. - გაიღიმა ნომ და ევას ღიმილიც დაიმსახურა.
- სახლში წადი და ჩემზე ფიქრს თავი დაანებე. ის არ ვარ ვინც გინდა რომ ვიყო.
- და შენ რა იცი ვინ მინდა იყო?
- რადგან ვამბობ ესეიგი ვიცი. - ევა ადგა და გასასვლელად მოემზადა. - მართლა რა გქვია?
- ნოე.
- ღამემშვიდობის ნოე.
- ღამემშვიდობის ევა.

-------------------------------

ნოე ჯიუტად დადიოდა ყოველ საღამოს ბარში ევას სანახავად. ერთ ბოთლ ლუდს უკვეთავდა და დაუსრულებლად უცქერდა წითურთმიან გოგონას. ევა მას არ იმჩნევდა, საერთოს ყურადღებას არ აქცევდა. ერთ საღამოს როგორც იქნა გამოხატა მის მიმართ ინტერესი და ბიჭს მიუახლოვდა.
- თორმეტზე ვამთაბრებ ცვლას, თუ გსურს სანაპიროზე გავისეირნოთ. - ღიმილით მიმართა გოგონამ.
- რა თქმა უნდა. - პასუხობს ბედნიერებით გაბადრული ნოე. გარეთ გავიდა და ევას ცვლის დასრულებამდე იქვე ჩამოჯდა. განსაცდელი სიამოვნების ფიქრით ერთიანად გამთბარიყო. უყვარდა ნოეს ევა, წარმოდგენა არ ქონდა ვინ იყო, მაგრამ მაინც უყვარდა. როგორც იქნა მისი ცვლაც დასრულდა და გოგონა ბარიდან გამოვიდა.
- გავისეირნოთ?
- ხო.
- ყოველთვის ასეთი მორიდებული ხარ? - გაუღიმა ევამ და მკლავი გამოსდო. ბიჭს სასურველი ქალის შეხების გამო სიამოვმების ტალღებმა გადაურბინეს სახეზე, გულის ცემამ კი მისგად დაუკითხავად როკენროლის ცეკვა დაიწყო. - ენა გადაყლაპე? - მხარი კრა ევამ.
- არ ვარ მორიდებული.
- ნუთუ?
- შენთან მემართება.
- და რა გემართება სიმპატიურო?
- ძალიან მომწონხარ.
- ვიცი.
- ალბათ მიჩვეული ხარ როცა ამას გეუბნებიან არა?
- ჰო.
- შენ შესახებ მომიყევი.
- მოსაყოლი არაფერი მაქვს.
- მე კი ვფიქრობ რომ ბევრი რამ გაქვს მოსაყოლი.
- იცი სჯობს შენ შესახებ მესაუბრო.
- ფოტოგრაფი ვარ და შენზე ყურებამდე შეყვარებული. ვფიქრობ საკმარისია. - გაიღიმა ბიჭმა და გოგონას თვალებში ჩახედა. - არასდროს მინახავს ასეთი ლამაზი თვალები.
- რა ფერია ისინი?
- სევდისფერი.
- როგორია სევდისფერი?
- ძალიან ლამაზი და საინტერესო.
- საყვარელი ხარ. - ამბობს ევა და გზას აგრძელებს. უხმოდ აგრძელებენ გზას. უხმოდვე ჩადიან სანაპიროზე და ზღვის ხმაურში იძირებიან. დიდხანს ისხდნენ სანაპიროზე და ზღვის სმენით ტკბებოდნენ. ზღვა ისეთივე მშვიდი იყო როგორც ისინი ერთმანეთის გვერდით. ევას მზერა მოლივლივე ტალღებში იყო გადაკარგული, ნოე კი მას უცქერდა, გოგონას ნაკვთებს სწვალობდა, უნდოდა ყველაფერი კარგად დარჩენილოყო მის მეხსირებაში. - ვიბანაოთ? - სიჩუმეს არღვევს ევა.
- განოსაცვლელი არ მაქვს.
- მაშ მე ვიბანავებ. - თქვა გოგონამ და ფეხზე წამოდგა. ორი წუთი დასჭირდა ტანსაცმლის გასახდელად, სცვალიც გაიხადა და დედიშობილი გაეშურა მშვიდი დინებისკენ. უცქერდა გახევებული ნოე მიმავალი გოგონას შიშველ სხეულს და სულ უფრო რწმუნდებოდა რომ ეს გოგო უყვარდა. ევა სანაპიროსთან შედგა, წითური თმები შეიკრა, მხოლოდ ერთხელ შემოხედა ღუმილით ნოეს და ზღვაში შეცურა. წყალს შეუერთა დედიშობილა სხეული და ბედნიერებით მოუსვა ხელი ზღვას. მოეფერა, გრძნობები გაუზიარა, სევდა უწილადა. ნოე ფეხზე წამოდგა, ფოტოგრაფი მოიმარჯვა და ზღვასთან უფრო ახლოს მივიდა.
- წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
- არა. - იღიმის ევა და ნოე მისთვის ფოტოების გადაღებას იწყებს. სანამ ევა ზღვასთან ერთად ვალსის ცეკვით ირთობდა თავს ნოემ ბევრი ფოტო გადაუღო. ბოლოს მოწყინდა გოგონას ცურვა და სანაპიროზე ამოვიდა. ნოემ თავი დახარა და შეეცდა მისთვის თვალი აერიდებინა. გოგონა მას მიახლოვდა და სველი თითები შეახო სახეზე. - არასდროს შემოუხედავთ ჩემთვის ასე.
- ასე როგორ? - თვალებში ჩახედა ნოემ.
- სიყვარულით და არა სურვილით. ევა მას მოშორდა და ჩაცმა დაიწყო. თმა გაიშალა და ისევ ზღვას გახედა. - ღამით ყველაზე ლამაზია.
- ასეა. - მის გვერდით დაჯდა ნოე. - არ მეტყვი საიდან ხარ?
- არსაიდან.
- ყველას აქვს ადგილი სადაც დაიბადა და გაიზარდა, არც შენ იქნები გამონაკლისი. კოსმოსიდან ვერ ჩამოვარდებოდი.
- მამაჩემი მდიდარი ნაბი*ვარია, დედაჩემი უბრალო ბო*ზი. მან ორსულობით შეეცადა მამაჩემის გამოჭერას თუმცა მამამ არ ისურვა ბო*ზის ცოლად მოყვანა, ამიტომაც დედაჩემმა ბავშვთა სახლს მიმაბარა. იქ გავიზარდე და როდესაც სრულწლოვანი გავხდი წამოვედი, მას მერე ქუჩაში ვცხოვრობ. - მშვიდი მონოტორული ხმით ყვებოდა გოგონა თავის ისტორიას, ისევ ზღვას უცქერდა, თითქოს გულის ნადებს მას უზიარებდა და არა მის გვერდით მჯდომ ნოეს. - ბავშობიდან მიყვარდა ხატვა, ჩემი ძირითადი საქმიანობა სწორედ ხატვაა, თუმცა სხვა ბევრ რამეს ვაკეთებ. შეიძლება ითქვას ყველაფერს რისგანაც შესაძლოა სარგებელი ვიშოვო.
- ყველაფერს? - სასოწარკვეთა გაისმა ბიჭის ხმაში.
- ყველაფერს. სხეულით ვაჭრობის გარდა. - გაუღიმა ევამ.
- რთული ცხოვრება გქონია.
- მაგრამ საინტერესო.
- ხოო?
- კი საინტერესოა როცა არ გაქვს სახლი, არ გყავს მეგობრები, არ გყავს ოჯახი, არავის ადარდებ, შენთვის ცხოვრობ, სადაც გინდა გაათევ ღამეს და თუ მოკვდები არც არავის შეუქმნი დისკომფორტს.
- არავინ გყავს?
- მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ისევ ბავშთა სახლში ცხოვრობს. უნარშეზღუდულია და ეტლით სარგებლობს, მხედველობა არ აქვს. ამიტომაც ვერ დატოვა ჩემთან ერთად იქაურობა. მის სანახავად ხშირად მივდივარ. - ევას ყოველი სიტყვა ნოეში ტკივილს კიდევ უფრო აღრმავებდა და უფრო და უფრო უმძაფრდებოდა ამ გოგოს მიმართ ინტერესი, მასზე ზრუნვის სურვილი კი ერთიანად იმორჩილებდა მის გონებას.
- ევა.
- რა იყო.
- შეგიძლია ჩემთან იცხოვრო. - თავი დახარა ნოემ და პასუხის მოლოდინში საკუთარმა გულის ცემამ ლამის დაახრჩო.
- არა! დაივიწყე.
- რატომ?
- არ მჭირდება მოწყალება.
- ეს არ მიგულსხმია.
- ვიცი ნოე, მაგრამ შენ მართლა ძალიან კარგი ბიჭი ხარ იმისთვის რომ ჩემისთანა უსახლკარო ავაზაკი შეიკედლო.
- შენ თავს ავაზაკს რატომ უწოდებ?
- სამჯერ დამიჭირეს ქურდობის გამო. - გაუღიმა გოგონამ.
- რა მოიპარე?
- პური.
- და ამის გამო დაგიჭირეს?
- ერთი ღამით რა თქმა უნდა მაგარმ ჰო დამიჭირეს.
- ძალიან მინდა რომ შენზე ვიზრუნო.
- მე არ მჭირდება ზრუნვა. საკუთარ თავს ყოველთვის თვითონ ვპატრონობდი.
- იმის საშუალება მაინც მომეცი რომ შენ გვერდით ვიყო?
- რისთვის?
- რომ თავი შეგაყვარო.
- მე სიყვარულის უნარი არ გამაჩნია. - ფეხზე წამოდგა გოგონა და წასასვლელად მოეზადა.
- მიდიხარ?
- ჰო, დავიღალე
- გაგაცილებ.
- სად?
- სახლშ... - სათქმელი გაუწყდა ნოეს. - იქ სადაც მიდიხარ.
- არსად მივდივარ. ეს შენ მიდიხარ. მე აქ ვრჩები.
- ააქ?
- ჰო. ღამემშვიდობის ნოე.
- ღამემსვიდობის. - ძალიან არ უნდოდა ნოეს მისი დატოვება მაგრამ არც ზედმეტად მისი შეწუხება სურდა ამიტომაც ევა სანაპიროზე დატოვა და სახლისკენ დამძიმებულმა გასწია.

- რა გჭირს? - ეკითხება სახლში შესულ ნოეს ტყუპისცალი.
- მე ის ვნახე.
- ვინ ის?
- ევა?
- შენ მგონი ჭკუიდან იშლები. - უსაყვედურა კატომ ძმას.
- არა კატო. ის აქ არის ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობს. დღეს საღამოს მასთან ერთად ვიყავი.
- მერე?
- მიყვარს.
- ეგ ისედაც ვიცი.
- სახლი არ აქვს, არც ოჯახი ყავს, ბავშთა სახლში გაიზარდა. ქუჩაში ცხოვრობს.
- რა? - სასოწარკვეთა გაჟღერდა კატოს ხმაში.
- ჰო კატო ის ქუჩაში ცხოვრობს.
- ჯანდაბა ნოე, არც კი ვიცი რა გითხრა.
- უნდა დავეხმარო.
- როგორ?
- ჯერ არ ვიცი მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ.

ყოველ საღამოს აკითხავდა ნოე ევას ბარში და თითქმის მთელ ღამეს სეირნობასა და საუბარში ატარებდნენ. მშვიდი იყო ნოე მის გვერდით ისევე როგორც ევა. ხელჩაკიდებულნი ზოგჯერ საერთოდ ჩუმად მიუყვებოდნენ სანაპიროს და მხოლოდ ზღვის ხმაურითა და ერთმანეთის გულის ცემის მოსმენით იყვნენ დაკავებულნი.

- ხვალ ჩემი მეგობრები თბილისში ბრუნდებიან. - ეუბნება ერთ საღამოს ნოე გოგონას.
- შენც ბრუნდები?
- არა. მე დავრჩები მანამ სანამ შენც აქ იქნები.
- მე ნუ დამელოდები. მე არასდროს ვიცი მეორე დღეს სად მომინდება წასვლა.
- მაგრამ გაუფრხილებლად ხომ არ წახვალ?
- რატომ გაგაფრხილო?
- წამოვალ იქ სადაც წახვალ. - გაუღიმა ბიჭმა და სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია. ევამ მისი თითები ტუჩებთან მიიტანა და ნაზი კოცნა დაუტოვა სახსოვრად. - ძალიან ლამაზი ხარ.
- შენ კი ძალიან კარგი. - ნოე ფრხილდ შეეხო სასურველი გოგონას ტუჩებს და ათრთოლებული ბაგეები კოცნით გაუთბო. ნაზი იყო მისი ალერსი, სიყვარულს უზიარებდა და გოგონაც საპასუხოდ ვნებას უბრუნდებდა. ხანგრძლივი ვნებიანი კოცნის შემდეგ ევამ ნოეს მკლაბზე მოათავსა თავი და თვალები დახუჭა. - მადლობ. - უჩურჩულა და ბაგეზე ღიმილი აესახა. დიდხანს ისხდენენ ჩუმად. ევა ფიქრებით შორს დაფრინავდა. ნოე კი მხოლოდ გოგონასთან სიახლოვით მიღებულ სიამოვნებაზე ფიქრობდა.
- გაზეთში სადაც ვმუშაობ გრაფიკოსი ჭირდებათ. შემიძლია უფროს ვთხოვო და სამსახური გიშოვო.
- ამას რატომ აკეთებ?
- მინდა ნორმალური სამსახურო გქონდეს, მინდა სახლი გქონდეს,. მინდა შენი სევდისფერი თვალები სიხარულით გათბეს. მინდა რომ ბედნიერი იყო.
- ბედნიერი ვარ.
- არა შენ არც კი იცი რას ნიშნავს იყო ბედნიერი მე კი გპირდები რომ გასწავლი მის შეგრძნებას, გასწავლი სიყვარულის აღქმას და მისით ტკბობას.
- ძალიან საყვარელი ხარ.
- ალბათ იმიტომ რომ მიყვარხარ. - გულში ჩაიკრა ნოემ ევა და მის სითბოში ჩაიძირა.
- ცხოვრება უმოწყალოდ გარბის, ტოლს არ მიდებს მე კი ვატყობ მასწრებს კიდეც. დრო დიდი ხანია გაჩერდა ჩემთვის და უჩემოდ განაგრძნობს სვლას. რა აზრი აქვს ხოვრებას მაშინ როცა არავინ ხარ? - ეკითხება ევა ნოეს.
- შენ ყველაფერი ხარ. - ჩემთვის ყველაფერი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს როგორი წარსული გქონდა, ახლა შენ მე გყავარ, არ მოგცემ მარტო ყოფნის ნებას, არც ქუჩაში ცხოვრების უფლებას მოგცემ, მე შენ მჭირდები ევა.
- ასე ძალიან გიყვარვარ?
- ჰო მიყვარხარ და მინდა შენც ისევე შეგიყვარდე როგორც მე მიყვარხარ. ახლა კი რაღაც უნდა გთხოვო და იცოდე უარი არ მითხრა.
- მაპატიე მაგრამ თხოვნებს არ ვასრულებ. - გაუღიმა ევამ.
- ისეთს არაფერს გთხოვ.
- კარგი გისმენ.
- მინდა ჩემი ოჯახი გაგაცნო.
- დაივიწყე.
- რატომ?
- მე არ მიყვარს საზოგადოებასთან ურთიერთობა, ყოველთვის ცუდად ვგრძნობ თავს და მერე ათას სისულელეს ვაკეთებ.
- თუ არ ეცდები ცხოვრების წესი შეცვალო ვერასდროს იქნები სხვანაირი.
- და როდის გითხარი რომ მინდა სხვანაირი ვიყო.
- მშობლებს იცნობ? - მოულოდნელად თემა შეცვალა ნოეემ.
- მათი ვინაობა ვიცი.
- არასდროს გიცდია მათთან დაკავშირება?
- რისთვის?
- იქნებ ნანობენ თავიანთ საქციელს.
- სინანული რამეს ცვლის?
- სინანული ყველაფერს ცვლის. ადამიანები შეცდომას ვუშვებთ მაგრამ მათ გამოსწორებას ვცდილობთ.
- წარსულს თავიდან ვერ დაწერ, ვერც შენი ქვეცნობიერიდან ამოშლი. ოცდახუთი წელი მათ გარეშე გავატარა დარჩენილ ცხოვრებასაც შევძლებ მათი მოჩვენებებისგან თავის დახსნას.
- კარგი. - ამბობს ნოე და კოცნით ცდილობს აღელვებული ევას დამშვიდებას.

დრო გადიოდა, ნოე სულ უფრო და უფრო იძირებოდა ევას სიყვარულში, ევა კი დღითიდღე მეტად მშვიდი და თავისუფალი ხდებოდა მის გვერდით. ახლა უფრო ხშირად იღიმოდა ვიდრე ადრე, სევდისფერ თვალებში ნელ-ნელა სიცოცხლის სხივი გაუჩნდა. ზაფხულის ბოლოს თბილისში ერთად დაბრუნდნენ. ევას წინააღმდეგობის მიუხედავავ ნოემ მისთვის ბინა იქირავა, სამსახურშიც შეპირებულ პოზიციაზე მოაწყო და გოგონას აწეწილი ცხოვრების ეტაპობრივად დალაგება დაიწყო, სიამოვნებდა მასზე ზრუნვა, სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა, ის არ ჩქარობდა მოვლენების განვითარებას, ფრთხილი ნაბიჯებით მიიკვლევდა გზას გოგონას გულისკენ, ფრთხილად ალღობდა მასში გამჯდარ ყინულს და ელოდა წამს როდესაც ევას თვალებში დაინახვდა სიყვარულს და არა მადლიერებას. სახელოსნოში ადგილი გამოუყო სადაც ევას ხატვა შეეძლო. აღარ უწევდა თავისუფლების მეტროსთან ქუჩაში მოეფინა საღებავები და ასე ეკეთებინა საყვარელი საქმე. ისინი მთელ დროს ერთად ატარებდნენ. ევა თითქოს სხვა ადამიანი ხდებოდა ნოე კი მასში ცხოვრებისგან ბოძებულ უდიდეს საჩუქარს ხედავდა.
ერთ საღამოს ევა ნოეს სახელოსნოში იჯდა და ხატავდა როდესაც კარზე ზარი გაისმა, გაუკვირდა რადგან ნოეს გარდა არავის ელოდა, ნოეს კი საკუთარი გასაღები ქონდა, კარისკენ ნელა წავიდა და ოდნავ შეაღო.
-შეიძლება? - კითხვით მიმართა მამაკაცმა, რომელსაც სახეს ნახევრად უფარავდა თავზე წამოხურული კაპიშონი.
- ვის ეძებთ? - ხმაში აღელვება დაეტყო ევას.
- შენ! - გაიჟღერა ძლიერმა ხმამ. კარი ერთი ხელის კვრით შეაღო და ევაც იატაკს დაენარცხა, უცნობმა კაპიშონი გადაიძრო.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- ნუთუ გეგონა რომ ჩემგან დამალვას დიდი ხნით შეძლებდი? - იატაკშე გაშოტილ ევას მკლავებში ჩააფრინდა უცნობი.
- არ შემეხო. - სასოწარკვეთილი ყვირილი აღმოხდა ევას.
- ნუთუ? - ჩაიცინა უცნობმა და ევას სახეში გაარტყა. - ხომ იცოდი რომ ვერსად დამემალებოდი. ხომ დაგპირდი რომ ადრე თუ გვიან მაინც გიპოვნიდი. ხოდა აი აქ ვარ პატარავ.
- გთხოვ. - ამოიკვნესა ევამ და კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა იგემა. იატაგზე დაგდებულს მაისური შემოაგლიჯა უცნობმა და ველურივით დაეწაფა მის მკერდს, ტკივილით შეშლილი ევა ცრემლებს ვერ იჩერებდა, შეწინააღმდეგება სურდა მაგრამ ძალა არ ქონდა უცნობი კი მის სხეულს ახალ ახალი ნაკბენებით ამრავლებდა. - მტკივა. - ამოიკვნესა ევამ და ძალა სრულებით წაერთვა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ლოლა

ძალიან მომწონს ❤
ყოჩაღ.
დიდი ინტერესით ველი შემდეგ თავს.
ძალიან მომწონს შეპარვით აღწერილი ემოციები და ამ ორია ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. ევა მომწონს მისი განსხვავებულობით და თავისებურებით.
ნოეზე რა ვთქვა სითბოს განსახიერებაა ეს პერსონანი

 


№2 ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ლოლა
ძალიან მომწონს ❤
ყოჩაღ.
დიდი ინტერესით ველი შემდეგ თავს.
ძალიან მომწონს შეპარვით აღწერილი ემოციები და ამ ორია ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. ევა მომწონს მისი განსხვავებულობით და თავისებურებით.
ნოეზე რა ვთქვა სითბოს განსახიერებაა ეს პერსონანი




მადლობა ლოლა <3 მიხარია რომ მოგეწონა

 


№3 სტუმარი -------

საინტერესო ჩანს. კარგად მიდიხარ, ლამაზად. ვნახოთ როგორ განავითარებ მოვლენებს.
წარმატებები

 


№4 ადმინი ენ ბლექი

-------
საინტერესო ჩანს. კარგად მიდიხარ, ლამაზად. ვნახოთ როგორ განავითარებ მოვლენებს.
წარმატებები



მადლობა <3

 


№5 სტუმარი sally

rodis dadeb shemdegs ?

 


№6 ადმინი ენ ბლექი

sally
rodis dadeb shemdegs ?



ხვალ <3

 


№7 სტუმარი სტუმარი უცნობი

კარგია ამაში ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ რატომ მაქვს ისეთი შეგეძნება თითქოს სათქმელს ბოლომდე არ ამბობ. არ ვიცი ახლა სწორად როგორ გადმოქცე ჩემი აზრი რომ რასწყენად არ მიიღო. როგორც ავტორი კარგი ხარ. ძალიან გამართული. მაგრამ გახსენი რა ის რასაც არ ხსნი ბოლომდე. მგონია რომ გაცილებით მეტი შეგიძლია ხოდა მიდი ჩემო კარგო. თქვი შენი სათქმელი. მზად ვარ მოგისმინო

 


№8 ადმინი ენ ბლექი

სტუმარი უცნობი
კარგია ამაში ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ რატომ მაქვს ისეთი შეგეძნება თითქოს სათქმელს ბოლომდე არ ამბობ. არ ვიცი ახლა სწორად როგორ გადმოქცე ჩემი აზრი რომ რასწყენად არ მიიღო. როგორც ავტორი კარგი ხარ. ძალიან გამართული. მაგრამ გახსენი რა ის რასაც არ ხსნი ბოლომდე. მგონია რომ გაცილებით მეტი შეგიძლია ხოდა მიდი ჩემო კარგო. თქვი შენი სათქმელი. მზად ვარ მოგისმინო



არაფერია იმაზე კარგი როდესაც კარგი მკითხველი გყავს<3
ვიტყვი. აუცილებლად ვიტყვი :)
მადლობა

 


№9 სტუმარი cota boroti

dzalian kargia ideac momwons da weris stilic ubralod erti naklia rom dzalian swrafad anvitareb movlenebs pirvel tavshi ar icnobda meoreshi ukve yurebamde sheyvarebulebi arian ase ubralod ar sheidzleba es gamoaswore da erterti sauketeso xar <3<3
da ar daagviano ra intriga datove DD
tan gartuleba maq gadarchenis scenebze DD vgijdebi;):))

 


№10 სტუმარი სტუმარი ლიკა

უბრალოდ...
მიხარია რომ აღმოგაჩინე????❤
მიხარია ნოე... ნოე... ნოე... თუმცა მხოლოდ ნოე არანაირად... ნოე+ევა ❤

 


№11 ადმინი ენ ბლექი

cota boroti
dzalian kargia ideac momwons da weris stilic ubralod erti naklia rom dzalian swrafad anvitareb movlenebs pirvel tavshi ar icnobda meoreshi ukve yurebamde sheyvarebulebi arian ase ubralod ar sheidzleba es gamoaswore da erterti sauketeso xar <3<3
da ar daagviano ra intriga datove DD
tan gartuleba maq gadarchenis scenebze DD vgijdebi;):))


შევეცდები გავითალისწინო ❤

სტუმარი ლიკა
უბრალოდ...
მიხარია რომ აღმოგაჩინე????❤
მიხარია ნოე... ნოე... ნოე... თუმცა მხოლოდ ნოე არანაირად... ნოე+ევა ❤


მადლობა ჩემო კარგო ❤

 


№12 წევრი უცნაური მე

როგორ მაგონებ ერთს.. დახვეწილი ნაწერით და თხობის სტილით..
ძალიან კარგია..
ძალიან მომწონს..
ველოდები ახალს <3

 


№13 ადმინი ენ ბლექი

უცნაური მე
როგორ მაგონებ ერთს.. დახვეწილი ნაწერით და თხობის სტილით..
ძალიან კარგია..
ძალიან მომწონს..
ველოდები ახალს <3


მადლობა❤

პირველი არ ხარ ვინც ამას ამბობს და უკვე ინტერესში ჩავარდი

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.