შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (11)


14-11-2018, 14:32
ავტორი Moonlight17
ნანახია 701

მთვარის წითელი სონატა (11)

11. სიურპრიზი
- მარიამ გაიღვიძე!!- მესმოდა დედაჩემის ხმა რონელიც ნელნელა მიახლოვდებოდა. თვალებდახუჭული წამოვჯექი და ნელნელა მოვავლე თვალი იქაურობას.
- რახდება? - ხმადაბლა ვკითხე თვალებგაბრწყინებულ დედაჩემს.
- ვიცი, რომ არდადეგებია, მაგრამ სამდღიანი აბიტურები ვნახე..
- გთხოოვ..- შევევედრე რომ არ გაეგრძელებინა. გამოცდაზე ფიქრი საშინელ ხასიათზე მაყენებდა.
- დამამთავრებინე. - გამიცინა და განაგრძო- ბორჯომში, თან დაისვენებ ლილუც წაიყვანე.
ეს იდეა ნამდვილად მომეწონა და დედას ადვილა დავთანხმდი.
- როდის?
- ზეგ წახვალთ. ჩემი თანამშრომელიც იქვე იქნება. რამე თუ დაგჭირდა ხომ იცი.
- ვიცი დედა, მადლობ.
დამტოვა თუ არა დედაჩემმა მაშინვე ლილუს გადავურეკე
- აიბარგე ბორჯომში მივდივართ. - სიცილით მივახალე
- მოიცა. სად? როდის? როგორ?
უამრავი კითხვა მომაყარა, რგორც ჩვევია ხოლმე.
მოკლედ ყველაფერი მოვუყევი და დაქალიც რათქმაუნდა დამთანხმდა.
ორივე მზადებაში ვიყავით. ჩანთაში რაც კი თბილი მქონდა ყველაფერი ჩავტენე. ბოლოს მთლიანი საცურაო კოსტუმიც ჩავდე, ყოველშემთხვევისთვის, სასტუმროში აუზი რომ ყოფილიყო.
სახლში დარჩენა ვამჯობინე ყველაფერს, სანდრიკას გადავურეკე და ვთხოვე მოსულიყო.
- ჩემი სანდროოო- შევახტი როგორცვე ოთახში შემოვიდა.
- თხაო, ჩამოდი- ზურგზე ხელი მომისვა. მის სხეულს მოვშორდი და წიგნები გადმოვალაგე.
მთელი საღამო ვმეცადინეობდით. ხან ქართულს, ხანაც ისტორიას. თავები უკვე ძალიან გვტკიოდა.
- დე, ყავა გაგვიკეთე რა- ვუთხარი თხოვნით დედაჩემს და სამზარეულოში დავჯექით.
- არა, იცი რა არ მესმი? რა საჭიროა ყველა ბრძოლა, თარუღი ან თუნდაც ნაწარმოები ვიცოდეთ?
ამოიხვნეშა სანდრომ.
- გამოცდებისთვის არის საჭირო, თორემ რომელი განათლების კრიტიკოსი მე მნახე - გავეკრიჭე, ამან დედაჩემის სიცილით გამოიწვია. ყავა პატარა ფინჯნებში დაგვისხა.
- სანდრო, რას საქმიანობ?- მიუბრუნდა ნათუა ჯაჭვლიანს.
- ეჰ ნათია დეიდა, ვმეცადინეობ, სხვანაირად სამართალზე ვერ ჩავაბარებ.
- მართალიხარ. - თვალი ჩაუკრა დედაჩემმა. - იმდღეს მარიამთან რომ დარჩი სამეცადინოდ მეგონა მთლიან მასალას გაივლიდით.
თვალებში დამიბნელდა, სხეულში ერთიანად დამიარა წამიერმა სიცივემ და ოფლმა დამასხა. ყავას მაშინვე ხელი გავუშვი და მაგიდაზე დავტოვე. სანრიკამ წარბის აწევით გადმომხედა, თვალს არ მაშორებდა. შეშინებული თვალებით თავი ოდნავ უარის ნიშნით გავუქნიე.
ჯანდაბა!
- კი ნათია დეიდა, ნაწილი მოვრჩით, ნაწილი არა. - ისე გასცა დედაჩემს დამაჯერებელი პასუხი, რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. შემდეგ გახედა. წამოდგა და ყავა ხელში აიღო.
- ოთახში გავაგრძელებთ- ღიმილით განუცხადა დედაჩემს და თავით საძინებლისკენ მიბიძგა. ჩემს ჭიქას ხელი დავავლე და დასჯილი ბავშვივით გავყევი უკან. ფეხები უკან მრჩებოდა, მეკეცებოდა. რა მექნა? რა მეთქვა? ტყული თუ სიმართლე? ჯანდაბას ანდრეა შენი თავი!
კარი დავკეტე, საწოლზე ჩამოვჯექი და გადაშლილ წიგნს დავხედე. თვალი სანდრიკასკენ გავაპარე, წინ მეჯდა და ისიც წიგნს ფურცლავდა.
- სად გავჩერდით?
- მგონი 73 გვერძე.- ვუთხარიხმადაბლა. ვიცოდი გაშტერებული მიყურებდა, წიგნს არ ვაშორებდი თვალს. რამდენიმე წამში საკუთარი წიგნი დახურა და ჩემიც მიაყოლა.
- არ აპირებ მოყოლას?- ხმადაბლა მკითხა მაგრამ მის ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა. თავი ავწიე და თვალებში შევხედე
- სანდრიკ, ხომ იცი რომ..
- ვიცი რომ ზოგადად დედაშენს არ ატყუებ.
- არ მოგეწონება სიმართლე..
- აბა აპირებ მეც ტყუილებით ამავსო? შენ თქვი, იქნებ მომეწონოს. ვინ იყო?
- ავალიანი.
ფეხზე წამოდგა, სახე ცალი ხელით მოისრისა და ფანჯარასთან მივიდა. ხმას არ იღებდა. არ ვიცოდი რა მექნა, რა გამეკეთებინა.
- მომისმინე სერიოზული არაფერია მართლა რა, მეგობრებივართ..
- და ღამე შენთან რჩება არა?- მის ხმაში ცოტა სევდა, ცოტა ღიმილი იგრძნობოდა. ყოველთვის გვერდში მედგა ხოლმე, ძმასავით მყავდა. მაგრამ ტყუილზე და დამალულ ამბებზე მწარდებოდა.
- მას დივანზე ეძინა.
ვეცადე დამემშვიდებინა. შემომხედა, სახე ოდნავ მოულბა.
- და რატომ? რაუნდოდა აქ?
- კარგი.. მომისმინე სანდრო. ცუდად გავხდი და სახლში მომიყვანა. მარტო ჩემი დატოვება საშიში იყო.. ხომ ხვდები, ასერომ ღამე დარჩა და გათენდა თუარა წავიდა.
- კარგი, გენდობი.
- ვიცი რომ მენდობი. - გავუღიმე, მომეხვია.
- მაგ ტიპს არ ვენდობი გოგოებში. შარიანია, თორემ ვინც გინდა ის გაიჩინე- ბოლო სიტყვები სიცილით მითხრა და მომცილდა. საკუთარ აზრებში ვიძირებოდი. სანამ ჯაჭვლიანს გავაცილებდი ვუთხარი რომ 3-4 დღე ქალაქში არ ვიქნებოდი და წყნარად დატოვა ჩემი სახლი.
ღამე კარგად გამოვიძინე. დილას ენერგიით სავსემ გავიღვიძე. დედას დავემშვიდობე, ჩემს პატარა ჩემოდანს ხელი დავავლე და სახლიდან გავედი.
უბნის ბოლოში იოანეს მანქანა შევნიშნე. გამიკვირდა, ახლოს მივედი და ფანჯარაზე დავუკაკუნე. მაშინვე ჩამოწია და გამეკრიჭა.
- დაჯე, საქმე მაქ.
არაფერი მიკითხავს, მანქანას შემოვუარე და ჩავჯექი.
- საშინლად ცივა!
წამოვიძახე სიცივისგან შეწუხებულმა და ქუდი მოვიხსენი.
-რაღაც უნდა გთხოვო - დაიწყო მიქაცემ. თვალები ავატრიალე. დაახლოებით ვხვდებოდი რაზეც უნდა ელაპარაკა, მაგრამ შევცდი.
- შენი დახმარება მჭირდება. აი ბორჯომში რომ იქნებით ლილუს უნდა მოვაკითხო, სურპრიზის სტილში რა. შენ უბრალოდ გამაგებინებ ზუსტად სად იქნება.
- მოვილაპარაკეთ - გამეცინა და წარბები ავუთამაშე. ეს ბიჭი სიცილით ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზი ეგონებოდა ადამიანს.
მანქანა დაქოქა და დაძრა, ლილუს გავუარეთ. შემდეგ კი სადგურს მივადექით.
ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
სასტუმრო 2 სართულიანი იყო. რათქმაუნდა მე და ლილუ ერთ ოთახში ვიყავით. პირველი კურსი მოგვეწონა, ბავშვებიც გავიცანით და საღამოს თოვლში გავედით. ალბათ 1 ხდებოდა, ნომერში რომ შევედით.
- ლილუ გეძინება?
ვკითხე დაბალ ხმაზე.
- ისე რა, რახდება?
- სხვას ვის უნდა ვუთხრა თუ არა შენ.. ეჭვები მაქვს.
- ავალიანის განხილვას გახსნიდან ვაცხადებ- ჩაიცინა და ჩემს საწოლზე გადმოჯდა.
- მაშინ კლუბში, ის ჟაკეტიანი მგონი ეგ იყო, შენთან რომ მოვდიოდი და ქურდი მეგონა, ეგეც.
- ხომ გითხარი, ეფექტური გამოჩენები უყვარსთქო..
- ლილუ, რაღაც მინდა გკითხო..
- აბა გისმენ
- ნუცას სიკვდილზე რამე იცი?
- არა, და არც არავინ საუბრობს მაგ თემაზე.
- როგორც ვიცი 20ის იყო ხო?
- 19ის.
- ჯაჭვლიანი ავალიანს ადანაშაულებს..- ვუთხარი ხმადაბლა
- შეიძლება კარგი რეპუტაციით არ გამოირჩევა მაგრამ კრიმინალი ნამდვილად არარის...
- არვიცი ლილუ. არვიცი. როგორ მინდა დაველაპარაკო და ყველაფერი ვკითხო იცი?
- დაელაპარაკე.
- მასთან მშვიდი ლაპარაკი აფსურდია.
დაქალმა ვეღარაფერი მითხრა. თემა შევცვალეთ და მალევე დავიძინეთ. სიმართლე იყო. მჭირდებოდა ანდრეასთან დალაპარაკება, მართლა მჭირდებოდა.
***
ანდრეა:

უცნაური იყო ყველაფერი. უცნაური იყო ამინდი, დროის სვლა და მეც უცნაური ვიყავი. მიქაძის ეზოს მივადექი, მანქანას რეცხავდა, ამას სულ გარეკილი ჰქონდა.
- ამ სიცივეში? სერიოზულად ძმაო?
სიცილით მივადექი.
- ლილუსთან მივდივარ და გასარეცხი მანქანით მიტყდება ტო.
- შეყვარებული ხარ .. - ვუთხარი და ცას გავხედე - არა რაა, უეჭველი მოთოვს.
- მაიცნც არეშვები არა? - მკითხა დინჯად. წარბ აწევით გავხედე.
- ისევ ნუ დაიწყებ თუ ძმახარ რა..- ხელი ავუქნიე, ამაზე საუბარი არ მინდოდა.
- დათოს ამბები ხო არ გეყო არა.. მერედა მარიამს ველაპარაკე. დავაძალე და ყველაფერი მოვაყოლე.მავნებლობას ვერასოდეს მოიშლი

მიქაძის დარიგებები სისხლში მქონდა უკვე გამჯდარი. როცა ასე მიწყებდა ლაპარაკს და სერიოზული სახით მიყურებდა, მინდოდა პირში ჩამეცინა. ერთხელ გავაკეთე კიდეც და არანორმალური მეძახა. კომპლიმენტად მივიღე, არაფერი დამკლებია მაგით.
- ხო აბა რა, მავნებლობა ჩემი მთავარი პროფესიაა- ვუპასუხე სიცილით.
- ჰაჰ ფრთხილად იყავი რაღაც პროფესიულ დეფორმაციას განიცდი
- რამხრივ?
- ყველა ისეთი მავნე გგონია როგორიც შენ ხარ
- ხომ ხედავ მე ლამაზ თოვლიან ამინდზე ვსაუბრობ შენ კი სულ სხვა რამეზე მელაპარაკები.

წარბშეუხრელად გავეცი პასუხი, თავი გააქნია და მანქანის კარები გახსნა.
- ჩაჯექი ჩაჯექი.
- მე არ მოვდივარ- თვალი ავარიდე და სიგარეტს მოვუკიდე.
- რამნიშვნელობააქვს ახლა, მე წაგიყვან თუ შენით ჩამოხვალ მერე? დაჯექი და მომეხმარე გეგმის განხორციელებაში.
- რომანტიულს ვერ გიტან ხომ იცი- ხარხარი ამიტყდა და მანქანაში ჩავჯექი.
- არანორმალურო, გადააგდე სიგარეტი და ჰე წავედით ტო თორემ დაღამდა.
ნახევარი სიგარეტი ნოტიო ასფალტზე დავაგდე და კარი მოვიხურე.
- მარიამი იქნება?
- იქნება.
სახეზე ღიმილმა გადამირბინა, უკვე საკუთარი მიმიკების კონტროლი მიჭირდა.არადა წესით ყველაფრის გაკეთებას ვაპირებდი რომ მისთვის თავი ამერიდებინა. მიქაძის ნათქვამის არ იყოს- "დეფორმაცია!!"
- ანდრეა, გიცნობ.
- მერე?
- მერე ის რომ მაგ გოგოსაც ვიცნობ.
- დაწყნარდი, საზღვრები დაცული მაქვს.
- იცოდე, გენდობი.
- ხო, მეც მინდა ვენდო საკუთარ თავს იო.
სიცილით ვუთხარი და მხარზე ხელი დავარტყი. თავი გაიქნია, აღარაფერი უთქვამს.
***
მარიამი:
- გადაუღებლად თოვს მთელი დღეა.
ავბუზღუნდი და წიგნი დავხურე. ლილუ ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა. უკნიდან მივედი და ცალი ყურსასმენი გამოვაძრე.
- ჩამოფრინდი.
- გაგისკდა ხო თავი მეცადინეობით? - საწყლად გადმომხედა. გამეცინა და თავი გავაქნიე.
- უკვე შვიდი საათია, არ გინდა სადმე გავიდეთ?
მკითხა პაუზის შემდეგ.
- ასეთ თოვლში?
- შენც არ დადნე რა - ისევ სიცილი. არაფერი მითქვამს, ფეხსაცმელი და შავი მანტო ჩავიცვი. იოანესგან ვიცოდი რომ რამდენიმე წუთში უკვე სასტუმროს შესასვლელთან იქნებოდა. დაქალი სულ დავაშტერე, როგორც შემეძლო ისე გამოვპრანჭე.
- პაემანზე კიარ მივდივარ. - ბურტყუნით ჩამოდიოდა კიბეებზე, ზემოდანვე დავლანდე მიქაძე და ჩამეღიმა.
- მიდიხარ ლილუ. გაიმართე- სიცილით ვუთხარი და გამოვეცალე რომ იოანე დაენახა.
მაშინვე აენთო თვალები. მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო, სამ კიბეს გადაახტა და ბიჭს რაც ძალა ჰქონდა ჩაეხუტა. დებილივით მეცინებოდა მათ საქციელზე. იოანემ ლილუს ხელები მოხვია და გულში მჭიდროდ ჩაიკრა.
- მადლობ- ტუჩების მოძრაობით , უხმოდ მითხრა და ბედნიერებისგან თვალები მინაბა. ყურებამდე გაღიმებული ვიყავი სანამ ერთი,პატარა, სულიერი დეტალი არ შევნიშნე.



შემდეგისთვის ვფიქრობ რომ ისტორიას გადავუხვიო და პერსონაჟები შემოგთავზპდ. (ფოტოსურათები)
ვფიქრობ ცუდი არ იქნება, წარმოსახვას კითხვის დროს უფრო გაგვიღვიებს.
გელით! ❤️скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Liziko27

საყვარელი წყვილი იქნებააა;;**.ძანაც უნდა არ გამოტყდეს მაგრამ გიჟდება მარიამზე ეს ბიჭი:დ:დ:დ

 


№2  offline წევრი Moonlight17

თან როგორ არუნდა ვერ წარმოიდგენ :დ ❤️
Liziko27
საყვარელი წყვილი იქნებააა;;**.ძანაც უნდა არ გამოტყდეს მაგრამ გიჟდება მარიამზე ეს ბიჭი:დ:დ:დ

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.