შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

You Touch Me Right And You Love Me Wrong ~6~


14-11-2018, 15:23
ავტორი ანნა 541
ნანახია 205

You Touch Me Right And You Love Me Wrong ~6~

ანას ხელში ჩანთა ეჭირა, თავისი ჩანთა, რომელსაც მთელი დღე მისტიროდა. გაოგნებული იყო. არ იცოდა ჩანთისთვის ეყურებინა თუ უცნობისთვის, რომელიც ისევ მის პირისპირ იდგა. მარჯვენა ხელი მის მარცხნივ კედელზე ჰქონდა მიდებული, ზუსტად ანას თავთან, მარცხენა კი შარვლის ჯიბისკენ წაღებული. ანა სახლის კედელთან ატუზული იდგა. უცნობს მხოლოდ კეპი ეფარა. ნიღაბი მოშორებული ჰქონდა და ტანსაცმელი გამოეცვალა.
- აქ რას აკეთებ? - შეშინებულმა შეეკითხა და თან ჩანთა მკერდთან მიიკრა. - უცნობმა, თითქოს ეს რა კითხვააო თავი გვერდით გადასწია და თვალები დაბლა დახარა.
- შენს პირადობაზე მისამართი ეწერა, ამიტომ. - მარცხენა ხელი ჯიბიდან ამოიღო, ჩანთისაკენ ანიშნა, შემდეგ კისერი მოიფხანა, თან სახეც დამანჭა და ხელი ისევ ჯიბეში დააბრუნა. ანასკენ წინ ოდნავ იყო წაწეული. მარცხენა ფეხიც წინ ჰქონდა გადადგმული და მას ეყრდნობოდა.
- მოიცადე. - თვალდახუჭულმა თავი გააქნია. - ძალიან ბევრი კითხვა მიტრიალებს თავში და არც კი ვიცი პირველი რომელი დაგისვა. არსაიდან ჩნდები და შემდეგ ისევ ქრები. თან ჩანთას მიბრუნებ. ეს ყველაფერი ჭკუიდან მშლის. - ანა მისგან თვალმოუშორებლად ესაუბრებოდა და თითქოს თვალებიდან ყველა ის კითხვა უცვიოდა რაც აწუხებდა.
- მერე მკითხე. თავის არიდებას არ ვაპირებ. - უცნობმა უთხრა.. ხელი კედელს მოაშორა და გასწორდა. ანას პირისპირ ორივე ფეხზე დაყრდნობილი, ჯიბეებში ხელჩაწყობილი იდგა. – და პირველ რიგში მადლობა უნდა მითხრა. მე გადაგარჩინე. - ირონიულად ჩაუცინა. და ისევ, ეს ლოყა.
- უკაცრავად? - ანა ცოტა არ იყოს დაიბნა. - ცოტა თავდაბლობა გმართებს... ამას არ ახსენებენ ხოლმე. - უთხრა და ჩანთა გახსნა რომ შიგნით ჩაეხედა. - და კიდევ. შენ, ჩემს ჩანთაში რატომ იქექებოდი? - გაბრაზებულმა ამოხედა.
- სხვანაირად როგორ გამეგო სად ცხოვრობდი?!. - მხრებ აჩეჩილმა ჰკითხა. - ნუ ღელავ, ყველაფერი ადგილზეა.
- ანაა.... - უცნობის ზურგს უკან ძახილი მოესმა. ელლენი მათკენ მორბოდა, ალბათ სიტუაცია ძალიან უჩვეულოდ მოეჩვენა.
- ხვალ 221B- ში მოდი. 5 საათზე. - ეს უთხრა და მაშინვე წავიდა ჩქარი ნაბიჯებით. იმხელა ნაბიჯებს ადგამდა ანა ალბათ მის ერთ ნაბიჯში ხუთ ნაბიჯს ჩაატევდა. ვერც გაიაზრა რა მოხდა. რა მისამართი იყო? 221B? მოიცადე, ის რა შერლოკის ფანია? ამ კაფეს შერლოკის კაფეს ეძახიან. ინტერიერი, განათება, მომსახურე პერსონალის სამოსი, ყავის ჭიქები თუ თეფშები ყველაფერი თემატურია და ძალიან ძვირიანი ადგილია, რადგან ქალაქის ერთ - ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს. ნუთუ ის იქ ეპატიჟება ანას? ამას რა დავარქვათ? პაემანი? არა პაემნად ეს არ ითველაბა, ერთმანეთს არ იცნობენ. ალბათ გაცნობას უფრო დავარქმევდით, ან იმ კითხვებისთვის პასუხის გაცემის დღეს, ან ხვალ გავიგებთ რა ხდება... ისევ იმ მხარეს იყურებოდა საითაც უცნობი წავიდა.
- ანა..!! - ელლენის ყვირილმა ისე შეაშინა რომ შეხტა.
- ელლენ!... - მძიმედ სუნთქავდა.
- ის ვინ იყო? შეგაშინა? რამე დაგიშავა? შეშინებული ჩანხარ. - ელლენს ეტყობოდა რომ მართლა ნერვიულობდა მასზე. ის კი ისევ თავის სტილში იყო გამოწყობილი... სიცივეს არ უშინოდა რომ უფრო თავისუფლად ჩაეცვა.. საყვარელი, ფრიალა კაბა, მაღლები, ცხენის კუდი მაღლა აწეული და ბაბთით შეკრული. ელლენი მუქი მუქი რიჟა იყო. არც კი ვიცი ასეთი განსხვავებულები როგორ გახდნენ საუკეთესო მეგობრები. ალბად ასე უფრო საინტერესოა...
- აა.. არა... ყველაფერი რიგზეა. ცოტა არ იყოს შემცივდა, სახლში შევიდეთ და ყველაფერს მოგიყვები. - ელლენმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ანამ ხელიდან გამოართვა ის რამოდენიმე პარკი რომელიც ხელში ეჭირა. უმეტეს შემთვევაში ასე ხდებოდა ხოლმე... ელლენი სწრაფი კვების ობიექტზე მუშაობდა. ოღონდ არა როგორც „მაკდონალდსი“ ან „კეი ეფ სი“... ახალი სტილის კაფე - რესტორანი, რომელიც გამვლელებს და მგზავრებს უმსაპინძლებოდა. სპეციალური კერძებითა და გემრიელი სალათებით. უფრო ჯანსაღი ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი მათგანი. ყოველი დღის გასვლის შემდეგ პროდუქტი რომელიც რჩებოდა და არ იყიდებოდა ელლენს ლუს მოჰქონდა, როცა ანასთან მოდიოდა. ღამე ერთად ჭამა მათი ჰობი იყო. სახლის კარებთან მივიდნენ, ანამ კარი ფრთხილად შეაღო და ელლენიც გააფრთხილა რომ ჩუმად ყოფილიყო დედამისის გამო.
- საწოლზე ჩამოჯექი და დაიწყე ყველაფრის ახსნა. - ელლენი პირგამოტენილი ეუბნებოდა. ეტყობოდა რომ დამშეული იყო და ვეღარ ითმენდა. ანასაც არ დალოდებია რომ ერთად დაეწყოთ ჭამა.
- ელლენ, ძალიან დაბნეული ვარ. არ ვიცი საიდან დავიწყო. - ქურთუკი გაიხადა და სკამზე მიაგდო, შემდეგ ელლენის პირისპირ საწოლზე ჩამოჯდა. - ყველაფერი ერთმანეთს ძალიან სწრაფად მიეყარა და გაანალიზებას ვერ ვასწრებ. - ელლენმა ლუკმა გადაყლაპა. ამოისუნთქა რომ ჩქარი ჭამისგან ცოტა დაესვენა.
- დაწყნარდი და ყველაფერი მითხარი. მთელი ღამე წინ გვაქვს. არცერთს არ გვეჩქარება. ნუ მე ცოტათი. ხვალ დილით სამსახურში უნდა ვიყო. - უხერხულად ჩაიცინა და წყალი მოსვა. - გისმენ.
- მამას რაც დაემართა ისედაც ჰომ იცი. - დაიწყო.
- კი... მეც ძალიან ვინერვიულე რომ გავიგე. ისე როგორ არის?
- უკეთ, დღეს ვნახეთ. გამოიღვიძა.
- მიხარია... - თბილად გაუღიმა. - გააგრძელე.
- დღეს დილით სავაჭრო ცენტრში ვიყავი რომ მამასთვის ტანსაცმელი მეყიდა და ამასობაში იქ რაღაც „ბანდა“ გამოჩნდა, რომელმაც ხალხი ტყვედ აიყვანა, იქაურობას ძარცვავდნენ. - ანა ანერვიულებული ყვებოდა როდესაც ელლენმა შეაჩერა.
- მოიცადე... - წამოიყვირა... ანამ კი პირთან ხელები მიუტანა. ანიშნა რომ ჩუმად ყოფილიყო. - შენ რა... იქ იყავი სადაც დღეს ის უბედურება მოხდა? შენ ხომ არ შეიშალე? - ელლენი შოკში იყო.
- რომ მივედი ეს ყველაფერი მერე მოხდა. - აუხსნა.
- ღმერთო. - თითქოს იცინოდა ისეთი ხმა ამოუშვა. - იცი, რომ მოსიარულე პრობლემა ხარ? ყველაფერი იქ ხდება სადაც შენ ხარ. - თავი გააქნია, თან საწოლზე დაყრილ საჭმელს თვალებით ძებნა დაუწყო, ამჯერად რომელი შეეჭამა. - და შემდეგ რა მოხდა? იქიდან როგორ გამოაღწიე?... ის ვინც სახლთან გელაპარაკებოდა ამაში კავშირშია? - ამოირჩია რაც უნდოდა და ჭამა განაგრძო.
- კავშირშია. თანაც ძალიან დიდ კავშირში. - საჭმელს ძებნა ანამაც დაუწყო. - იმის აღიარებაც არ მინდა რომ შიშველმა დამინახა. - ელლენს ლუკმა გადაცდა და ხველება აუტყდა. წყალს მიწვდა და ხარბად სვამდა.
- შიშველი დაგინახა? სად? როდის? რა მოხდა? - ემოციებს ვერ იკავებდა და საწოლზე ხტუნავდა. თან საჭმელიც აქეთ იქით იბნეოდა.
- ფრთხილად, ყველაფერს ძირს დაყრი. - ელლენი ხელებით გააჩერა - გასახდელში ვიყავი როდესაც ხმაური ატყდა, უკვე გახდილი მქონდა ტანზე როდესაც ის ოთახში შემოვარდა. - აუხსნა.
- მაგრამ იქ რას აკეთებდა? - ელლენი დაიბნა.
- ეგ არც მე არ ვიცი. ძალიან უცნაურია ყველაფერი. იქიდან მან გამომიყვანა.
- და როგორ შეძლო მათგან თავის დაღწევა? რაღაც უცნაურად მეჩვენება.
- ცუდ წინათგრძნობას კი ის მიჩენს რომ, როდესაც ოთახიდან გმაოვედით მძარცველები დავინახე. მათი ჩაცმულება სწორედ მისნაირი იყო. წამიერად გავიფიქრე რომ...
- ისიც მძარცველი იყო?... - ირონიულად ჩაიცინა ელლენმა. - კარგი რა. ისიც რომ მათთან ერთად ყოფილიყო საერთოდ შენს გადარჩენას რატომ შეეცდებოდა? რა თქმა უნდა მაშინვე დაგიჭრდა და დანარჩენებთან ერთად დაგაბამდა, თუ რა ვიცი რასაც გიზავდა. სიმართლე გითხრა არ ვიცი ტყვეებს როგორ იყვანენ ხოლმე. ალბათ დამალვას ცდილობდა.
- მეც მაგას ვფიქრობ, ნაწილობრივ. მაგრამ იმას რომ შეიძლება ისიც დამანშავე იყოს, გონებიდან ვერ ვიგდებ.
- რაღაც მომენტში ეგეც საფიქრალია. თუ მითუმეტეს ისიც მათსავით იყო ჩაცმული, მაგრამ ახლანდელი მოდა ბიჭებში ხომ იცი? მე პირადად ყოველ მეორე გამვლელს ეჭვის თვალით ვუყურებ. ბიჭები სულ შავებში დადიან, უცნაურ იმიჯს იქმნიან. იცი ერთ ტიპთან მაგიტომ გადავიფიქრე რამის დაწყება. ჩემსავით ფერადი ტანსაცმელი არ უყვარდა. ამიტომ ჯობს გონება გაანიავო. თან როგორც დავინახე სიმპათიური უნდა იყოს. - ისე დიდად გაიღიმა და თვალები ისე მოჭუტა საერთოდ აღარ უჩანდა. ანამ თვალები გადაატრიალა.
- ელლენ, საიდან დაინახე რომ სიმპათიური იყო. პირველი ის რომ ბნელოდა და მეორე... ზურგით გედგა.
- ძალიან მაღალი იყო და განიერი მხრები ჰქონდა. - ანას ხელი მხარზე მიარტყა. - რა თქმა უნდა სიმპათიური იქნებოდა. - ანამ ამოიხვნეშა.
- კარგი, გეთანხმები. ძალიან სიმპათიურია. - უხერხულად ჩაიცინა და თავი გააქნია. - მაგრამ ყველაფრის გარკვევა მინდა. ჯერ არავის არ ვეუბნები არაფერს და გთხოვ არავისთან წამოგცდეს კარგი? - საცოდავი სახე მიიღო.
- სამარე ვარ... - პირთან ხელი მიიტანა და ჰორიზონტალურად გაისვა. თითქოს ელვა შესაკრავით ჩაიკეტაო. - და აქ რისთვის იყო მოსული? რა უნდოდა?
- ჩანთა დამიბრუნა. - და უცბათ დაფიქრდა. ძალიან დიდხანს ფიქრობდა რაღაცას.
- ანა... სად დაფრინავ? - ელლენმა შეანჯღრია. - შენი ჩანთა მას საიდან ჰქონდა?
- დღეს ტელეფონზე იმიტომ ვერ გიპასუხე, რომ ჩანთა იქ დამრჩა. როდესაც ვიპარებოდით მაშინ დამავიწყდა და იქ დამრჩა. - ისევ ჩაფიქრებული ლაპარაკობდა.
- მოიცადე. - ელლენიც ჩაფიქრდა. - ანუ იმის თქმა გინდა, რომ როდესაც შენ გამოგიყვანა ისევ უკან შებრუნდა და შენი ჩანთა წამოიღო? - დაიბნა.
- აშკარად ასეა. - საფეთქელთან მიიტანა ხელი და დაიზილა.
- მინდა ვთქვა რომ გმირი და საყვარელია მეთქი, მაგრამ ჩემს ნათქვამ სიტყვებს ეს სიტუაცია აქარწ....ბს... იცი, ძალიან იდუმალი ჩანს. მართლა დამნაშავე რომ იყოს რას იზამ? - უცბად თვალებ დაქაჩულმა ჰკითხა.
- შენ რა გადაირიე? - მხარზე ხელი მიარტყა - ასე რომ იყოს... არ ვიცი... რა თქმა უნდა შევეშვები... არა არ ვამბობ რომ ახლა რამეს ვფიქრობ, უბრალოდ მინდა გავარკვიო... თან ხვალ შეხვედრა მთხოვა.
- შეხვედრა? სად?
- 221B - ში.
- 221B - ში? ის რა შერლოკის ფანია? - ელლენმა ჩაიცინა.
- მეც ეგ ვიფიქრე. ან შეიძლება უბრალოდ კარგი სიტუაციაა.
- იქ ხომ სიძვირეს მიაქვს ყველაფერი. ასეთ ადგილას რატომ გპატიჟებს... ჰმმ... - ელლენმა თვალები მოჭუტა და ანასკენ გადაიხარა. - ხომ არ მოსწონხარ?
- გაჩერდი რა. - ხელი კრა და ელლენიც უკან გასწია. - ასე მარტივად როგორ შეიძლება ადამიანის მოწონება... თანაც ისეთი ჩანს… ხომ ხვდები, ჩემნაირი მოსაწყენი და უბრალო არ მოეწონება. თან ვიმეორებ... ასე მალე და ასე უბრალოდ... - წამიერად შეყოვნდა. - და ჯანდაბა. - ჩაიცინა, ისე თითქოს რაღაც ძალიან დიდი გამოტოვა. - მისი სახელიც არ ვიცი. - თმაში ხელი შეიცურა და აიჩეჩა.
- შენ რა, მეხუმრები? - ელლენმა ხელები ფეხებზე დაილაგა, რომლებიც მოკეცილი ჰქონდა და ისე იჯდა საწოლზე. - მისი სახელი როგორ არ იცი.
- არ ვიცი... წარმოდგენა არ მაქვს. - ანაც იმავე პოზაში იჯდა, სახით ელლენისკენ. - უბრალოდ სიტუაცია არ ყოფილა და საშვალება რომ მეკითხა. - დაბნეულმა უთხრა.
- კარგი რა. სახელის გაგებას რა სიტუაცია უნდა? თანაც მან იცის შენი სახელი შენ კი არა. იცი რა... ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა მისი გაცნობის.
- ჯერ მე არ ვიცნობ, შენ როგორ გაიცნობ?! მაგრამ არც კი ვიცი ეს საერთოდ თუ მოხდება.
- რა თქმა უნდა მოხდება. ხვალ უნდა შეხვდე და დაელაპარაკო ხო ასეა?
- ასეა. მაგრამ საქმეზე იქნება მხოლოდ საუბარი.
- და ერთმანეთიც შემოგეცნობათ. დამიჯერე რაღაც საინტერესო იქნება.
ორივენი ძალიან დაღლილები იყვნენ და საუბარში ჩაეძინათ. სიმართლე გითხრათ ანა გათენებას ვერ უცდიდა ისე კლავდა ხვალ უცნობთან შეხვედრის სურვილი... უკვე მესამე დღე იყო რომ უნივერსიტეტს აცდენდა და ცალკე ამაზე სადარდებელი ფიქრებიც უტრიალებდა თავში. წარმოდგენა აღარ ჰქონდა უკვე გამოცდები როგორ უნდა ჩაებარებინა.
......................
დილით მაღვიძარამ გააღვიძა. დაახლოებით 8 საათი სრულდებოდა. ელლენი ანას გვერდით აღარ იწვა. უკვე წასული იყო ისე, რომ ანა არ გაუღვიძებია. გვერდით გადმობრუნდა და მაგიდაზე ფურცელი დაინახა, რომელიც მისი რვეულის გვერდით იდო და სავარაუდოდ ელლენს მისგან ამოეხია. თვალები მოისრისა და ზანტად წამოდგა რომ ფურცელს მიწვდომოდა. თან საწოლში რაღაცეები ერჭობოდა. ნამდვილად მთელი საჭმელი საწოლში იქნებოდა ჩაყრილი. ფურცელს დაავლო ხელი და ისევ საწოლში დაბრუნდა. ბალიში ოდნავ ასწია, ზედ მიეყრდნო და ფურცელს დახედა. წერილი იყო.
‘’დილით ადრე მომიხდა წასვლა და აღარ გაგაღვიძე ისე მშვიდად გეძინა. დღეს ყველაფერი კარგად ჩაივლის, როდესაც იმ იდუმალს შეხვდები და აუცილებლად დამირეკე რომ ყველაფერი მომიყვე კარგი? მამაშენს კი ჩემგან მოკითხვა გადაეცი. მიყვარხარ. ელლენი.’’
- ელლენ. - ანამ ჩაიღიმა და თავი უკან საწოლის თავს მიადო. - შენს გარეშე არ ვიცი რა მეშველებოდა. - თავი ისევ გაასწორა, ფურცელი მაგიდაზე დააბრუნა და საწოლიდან წამოდგა ისე სწრაფად, რომ თავბრუ დაესხა და ისევ საწოლზე “დაენარცხა“. რამოდენიმე წუთი თვალებ დახუჭული გამოფხიზლებას ცდილობდა.
- ოხ ელლენ, მთელი საჭმელი საწოლში ჩაყარა. - თქვა და საწოლის მილაგება დაიწყო. თავდაყირა იდგა ყველაფერი. მთელი ეს დღეები არაფრისთვის ეცალა და თავის ოთახშიც ფაქტობრივად არ უძინია. წყალიც გადაივლო და სამზარეულოში ჩავიდა. დედა ქურასთან იდგა და დილის საუზმეს ამზადებდა, სადაც ამჯერად მამა ამის ნაწილი არ ყოფილა.
- როდის ადექი? - სამზარეულოს შუაში დიდი მართკუთხედი რამ იდგა. რომელსაც მაგიდად იყენებდნენ და იმის გამო რომ მას გარშემო ბევრი უჯრა ჰქონდა სათავსოდაც კარგდ იხმარებოდა. ზედ მიეყუდა და ისე ჰკითხა.
- მე და ელლენმა ერთდროულად გავიღვიძეთ. შევთავაზე რომ ესაუზმა მაგრამ უარი მითხრა. - წამიერად შემოხედა მინამ ანას და ისევ ქურას დახედა. გამოძინებამ ნამდვილად უშველა. ქუთუთოები ისევ შევსებოდა და ფერი დაბრუნდებოდა. ვერ შეატყობდი რომ რაღაც დარდი აწუხებდა. ისევ დალაგებული ჰქონდა თმა და კოხტად ეცვა. - როგორ გეძინა? გვიან დაიძინეთ?
- არა.... არც ისე. ვლაპარაკობდით. დღეს მამასთან უდა წახვიდე? - ჰკითხა, მაგიდას გვერდი აურა და ქურასთან მინას გვერდით დაუდგა.
- კი... საჭმელს წავუღებ. ახლა ვისაუზმოთ და შემდეგ მოვამზადებ წასაღებს. - ანამ უბრალოდ თავი დაუქნია და დაჭრილ სტაფილოს წვდა, რომელიც მინას ქურის გვერდით ედო.
- შენ რას აპირებ? - ჰკითხა მინამ. ანამ კი ანერვიულებულად გახედა.
- დღეს... მინდა უნივერსიტეტის საქმეებს მივხედო. ბევრი გაცდენა დამიგროვდა. არც კი ვიცი რა ვქნა. მამას ჩემგან ხომ მოიკითხავ? - მხარზე ხელი ჩამოადო.
- რა თქმა უნდა ანა - თბილად გაუღიმა - უნივერსიტეტის ბოლო წელია და მინდა წარმატებით დაამთავრო. მამა ამას გაგიგებს.
- მეც მაგის იმედი მაქვს. - უთხრა და მინას გვერდს მოსცილდა, სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა.
- იცი, დარწმუნებული არ ვარ რომ ის აირჩიე რაც გინდოდა. - მინამ კერძი მაგიდაზე დადო.
- დედა ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ. - უთხრა და თავი ხელებში ჩარგო.
- ანა, როდესაც რაღაც ხდება საკუთარი თავის დაცვა არ შეგიძლია და სხვას როგორ დაიცავ? გახსოვს ბავშვობაში მეზობელმა წიწილების ქურდობა რომ დაგაბრალა. - ანამ გულიანად გაიცინა.
- ღმერთო დედა... სწორედ აღნიშნე, ბავშვობაში. ახლა კი დიდი ვარ და მინდა რომ ადვოკატი გავხდე. ამაზე უკვე ვისაუბრეთ და როგორც მახსოვს თემა დახურულია. ნუ აქამდე მეგონა რომ იყო. უკვე გვიანიცაა. ბოლო წელია და მალე პრაქტიკასაც დავიწყებ. ძალიან გთხოვ მეტი ამაზე აღარ მელაპარაკო. - უთხრა და პირი საჭმლით გაიტენა.
- ყველაფერი მამაშენის ბრალია - უთხრა და შუბლზე ხელი დაიდო რა დროსაც ანას მკაცრი მზერა მოხვდა თვალში, რომელიც ეუბნებოდა საუბარს უკვე მოვრჩითო.
მინა საუზმობიდან სამ საათში საავადმყოფოში წავიდა. ანა კი ეკლებზე იჯდა. დროის გაყვანა რითი არ სცადა. წამით იფიქრა იქნებ უნივერსიტეტში წავიდე და მანამდე ლექტორს დაველპარაკო ავუხსნა სიტუაციაო, მაგრამ დარეკვა ამბჯობინა. მაგრამ როგორც ჩანს ლექტორმა ყველაფერი იცოდა და უთხრა რომ არ ენერვიულა. მისთვის ანა ერთ - ერთი გამორჩეული სტუდენტი იყო. ახალ მასალებს და თემებს კი ყველაფერს კომპიუტერში გამოუგზავნიდა.
კარადიდან ყველაფერი გადმოყრილი ჰქონდა. დილით დალაგებულ ოთახს დალაგებულის აღარაფერი ეტყობოდა. არც კი ხვდებოდა სერთოდ რატო ანაღვლებდა უცნობს როგორ შეხვდებოდა. და საერთოდაც, ძალიან დაიღალა მისი ასე მოხსენიებით. ნეტავ სახელი რა ერქმევა? ამაში ფიქრს დიდი დრო დაუთმო. მაგალითად ადამიანს რომ შეხედავ, რას ფიქრობ როგორი სახელი მოუხდება? მაგრამ უცნობს ნამდვილად რამე გიგანტთან ან გოლიათთან დაკავშირებული ექნებოდა. რამე ისეთი რასაც ამის მნიშვნელობა ექნება. ძალიან გადაპრანჭვაც არ უნდოდა რომ უცნობი არ მიმხვდარიყო ამდენი დრო რომ დაუთმო მასთან შეხვედრას. 15:34 საათი იყო. დრო უკვე სახლიდან გასვლის. ქალაქის ცენტრში მოხვედრას საათზე მეტი მაინც სჭირდებოდა და უკვე არჩია სახლიდან გასულიყო.
მუცელში დაჭიმულობას, ტკივილს და ტანზე ცივი ოფლის მოძრაობას გრძნობდა. ალბათ ამას ეძახიან პეპლებს? ნამდვილად. 16:56 საათზე ანა ავტობუსიდან ჩამოვიდა, გაჩერება 221B სთან 50 მ - ში იყო. ვერ მიხვდა გარეთ უნდა დალოდებოდა თუ შიგნით შესულიყო. იქნებ უცნობი ჯერ არც ყოფილიყო მოსული.
- აქაურობა მართლა შერლოკის სამფლობელოს ჰგაქვს. როცა დრო იყო ყურება უნდა დამეწყო. - თქვა და კაფის წინ გრძელ სკამზე შერლოკის გვერდით ჩამოჯდა. სკამზე შერლოკის დიდი, ქვის ქანდაკება იჯდა. - ქვაც კი სიმპათიურია - შერლოკს გვერდით ეჯდა და უცნაურად ათვალიერებდა. ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო, სელფის კამერა გახსნა, ხელი აწია რომ სურათი გადაეღო რა მომენტშიც ეკრანზე უცხო ნომერი დაეწერა. ხელი ჩამოსწია და ეკრანს დახედა. ნომერი არ ეცნობოდა. ცოტა ანერვიულდა. სლაიდს თითი გაუსვა.
- გისმენთ? - ხმა ოდნავ უკანკალებდა.
- მანდ ჯდომას დიდხანს აპირებ? შერლოკი არსად გაიქცევა... - ტელეფონში ხრინწიანი ხმა ჩაესმა. თვალები უნებლიედ დახუჭა და კიდევ ერთხელ შეახსენა თავი იმ გრძნობამ, რომელსაც სახლიდან გამოსვლამდე გრძნობდა. მუცელი საშინლად დაეჭიმა და ცალი ხელი, რომელშიც ტელეფონი არ ეჭირა შარვალზე გასმა დაიწყო.
- შენ ხარ? - ვითომ აქ არაფერი - სად ხარ? ვერ გხედავ.
- უკან გამოიხედე. - ანა სკამზე მოტრიალდა, ხელი რომელსაც რამდენიმე წამის წინ შარვალზე ისვამდა უკან საზურგეს მოკიდა რომ წელი დაეკავებინა. უცნობი კაფის ჩასასვლელ კიბესთან იდგა და მას ხელს უქნევდა. - რაღას უცდი? მოდი აქ. - ანას მზე თვალებში ანათებდა და მოჭუტული თვალებით შესცქეროდა. პასუხი არ დაუბრუნებია ტელეფონი ისე გათიშა. სკამიდან წამოდგა, თმა და ტანსაცმელი ანერვიულებულმა გაისწორა, სკამს და შერლოკს შემოუარა და კიბისკენ წავიდა. უცნობი ბოლო საფეხურთან ორივე ფეხზე დაყრდნობილი, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და ცალმხრივად უღიმოდა ანას. თმები კი ისევ აჩეჩილი ჰქონდა.
- გმადლობ რომ მოხვედი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.