შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეხსიერება დაკარგული (თავი 1)


14-11-2018, 17:36
ავტორი Farvana
ნანახია 229

მეხსიერება დაკარგული (თავი 1)

როგორც ყოველთვის ახლაც ბარგს ვალაგებ.ისიც,ყოველთვის გამგზავრებამდე ორი საათით ადრე.მთელს სახლში ჩემი ნივთების ძებნაა,დედაჩემი თან მლანძღავს თან ნივთებს მაწვდის.მამაჩემი დივანზე მოკალათებული ტელევიზორს დიდის ამბით შესცქერის.ოცდაოთხი საათი პოლიტიკას უსმენს,ჩემს გემოზე რაიმე კარგი გადაცემისთვის ვერ მიყურებია. ახლა მხოლოდ იმიტომ უყურებს,რომ ყურადღება არ მომაქციოს,ეს არის მისი ერთგვარი ჟესტი,რაც ნიშნავს "მე თქვენ ფეხებზე მკ*დიხართ".გაფაციცებით დავეძებ ჩემს საყვარელ წითელ საცვალს,რომელიც სანდრიკომ მაჩუქა ამსტერდამში ყოფნის დროს. ჰო მართლა ბიზნესვუმენი ან რა ვიცი ვინმე საქმოსანი არ გეგონოთ,ჩვეულებრივი მოგზაური ვარ,რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს ბუთხუზა და საყვარელი მამიკოს ჯიბის გაფხეკა. არც მე ვარ უსაქმური,მაგრამ იმდენი ხელფასი ნამდვილად არ მაქვს ყველგან ვიწანწალო.მამაჩემი თორნიკე კი სხვა საქმეა,ფული სულ ჯიბეში უგდია.მოდით მამიკოს პროფესიას საიდუმლოდ დავტოვებ,იმიტომ რომ არც მე ვიცი.ამაზე არ საუბრობს. დედაჩემი ელენე მასწავლებელია,კერძო სკოლაში ასწავლის მათემატიკას და მოსწავლეებიც ბევრიც ყავს.მე კი მათი ქალიშვილი ანინე კილასონია ვარ,აწ უკვე დაბერებული ოცდასამი წლის.უნივერსიტეტი არ დამისრულებია,რადგან მეორე წელს ჩემს მშობლებს განვუცხადე,რომ ეკონომიკა და საერთოდ სწავლა ჩემი საქმე არ არის.მაგრამ მომდევნო წელს გადავწყვიტე იურისტი გავმხდარიყავი და მეორე წელია ჯერჯერობით კარგად ვსწავლობ და მომწონს კიდეც. ცოტათი რომ მიხვდეთ როგორი ვარ,გეტყვით,რომ საშუალო სიმსუქნის,დაახლოებით მეტრა სამოცის სიმაღლე ვარ.საყვარლად პაწაწუნა და სწორი ცხვირი მაქვს.ტუჩები ნორმალური,გრძელი მოყავისფრო თმები.აი ყურებს რაც შეეხება კი ოდნავ დიდი.ხშირად მიპარტყუნებს სანდრიკო ყურებზე და დამცინის.არადა თვითონ ორი ჩემხელა აქვს. სანდრინიო ჩემი ბავშვობის მეგობარია და ცუდი არ იფიქროთ.სულ ერთად ვიზრდებოდით,ამსტერდამშიც გამეღადავე და ამიტო მაჩუქა ის საცვალი.მას მერე სულ თან დავათრევ წარმოდგენა არ მაქვს რატომ. ბარგს ბორძიკით ვაკოწიწებ და ქვემოთ ჩავრბივარ,სადაც სანდრო და მერი გაცეცხლებულნი მელოდებიან.მერი სანის შეყვარებული და ასევე ჩემი ბავშვობის მეგობარია.ჩვენ სამნი განუყრელი მეგობრები ვართ. მანქანას საშინელი სისწრაფით მიაქროლებს ქუთაისის აეროპორტისკენ.დიახ,ნამდვილად არ მოგესმათ.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მივიწევთ,რაც იმას ნიშნავს,რომ ქუთაისელები ვართ.ჩვენც დანარჩენებივით ვამაყობთ ჩვენი ქალაქით,სულ ენაზე მაკერია ქუთაისის საქებარი სიტყვები. აერეპორტში ფართხაფურთხით მივათრევ ბარგს.კიდევ კარგი მოვასწარით თვითმფრინავში ასვლა.წინ ჩემი "საყვარელი" სტიურდესა მხვდება,რომელიც რატომღაც ვერ მიტანს და ყოველ ამოსვლაზე გემრიელად მლანძღავს. ჩვეულებრივ სანდრომ და მერიმ იციან,რომ ილუმინატორთან მიყვარს დაჯდომა,ახლა კი ვიღაც ღიპიანი ძიას გვერდით უნდა დავჯდე,რომელსაც უკვე მოუსწრია ჩაძინება და გემრიელად ხვრინავდა.
"ნეტა სხვებს არ აწუხებს ამის საშინელი ხმა?"
ცოტა ხანი ძარღვებ დაბერილი ვზივარ და ნერვები მეშლება,როგორ მსურს სტიურდესას მოტანილი ლანგარი ავიღო და თავში ჩავსცხო.ჩემი გეგმის გამხორციელებას სულ რაღაც სამი სკამი აშორებს.ჩემ ჯინაზეც ახლა მოუნდათ ამათაც ჩასკდომა ან რა უბედურებაა ამდენი საჭმლის აღება?ბოლო ბოლო ჩინეთში მივდივართ და იქ ჩაჩეცხლონ რაც უნდათ.ჩემთან მოსულს ცარიელი ლანგარი უჭირავს ხელში და ბედნიერს მეღიმება.
-რამეს ხომ არ ინებეთ?
-თუ შეიძლება თქვენი ლანგარი მათხოვეთ რა?
-უკაცრავად,მაგრამ ლანგარს ვერ მოგცემთ.
-ძალიან,რომ გთხპვოთ.კისერი მაქსიმალურად გამოვიწელე.
-ვერა და კარგად ბრძანდებოდეთ.ზურგი მაქცია და წავიდა.მეც არ დავანებე თავი,ხელებში ვეცი და ძალით წავართვი.მამაკაცს მხოლოდ ერთხელ ჩავარტყი,შემდეგ ჰაერში დაკიდებული აღმოვჩნდი.თვითმფრინავის იატაკისგან სულ რაღაც ოცი სანტიმეტრით ვიყავი დაშორებული.თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი,აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი.გონს მხოლოდ სანდრის სიცილმა მომიყვანა,რომელიც მოკეცილი დამცინოდა.სხეულის რხევა დავიწყე ,მაგრამ აზრადაც არ მოსვლია ჩემი დასმა იმ აყლაყს.ასე აკონწიალებული გამათრიეს და სტიუარდესების ოთახში დამაპერტყეს.უკან გაბრაზებული შევტრიალდი,მინდოდა ჩემი მწვალებლისთვის სამაგიერო გადამეხადა.ჰაერში აღმართული ხელი გამიშეშდა,ჯერ ხო ჟირაფივით მაღალი იყო,შემდეგ კი გაბრაზებული ლურჯი თვალებით დამყურებდა.ფეხის წვერებზე ავიწიე და სახეზე ხელი მოვუთათუნე.გავეკრიჭე და უკან დავიხიე.რაღაცნაირად ეჭვიანი ბიძიასავით მიყურებდა.გული კინაღამ გამისკდა ,მაგრამ მაგას შევიმჩნევდი?
-რა წესია მძინარე კაცს თავში ურტყათ ლანგარი.ხომ შეიძლებოდა რაიმე დამართნოდა?
-წესებზე თუ მელაპარაკებით ის წესია?მთელი ნახევარი საათი ხვრინავდა,მოსვენების საშუალება არ მომცა.
-გეთანხმებით,საშინლად ხვრინავდა,მაგრამ ასე მაინც არ უნდა მოქცეულიყავით.მე,რომ არ მოვსულიყავი და არ დამეჭირე,ალბათ რამოდენიმეჯერ ჩაარტყამდი და ტვინის შერყევას დამართებდი.
-ზუსტადაც,ღირსი იქნებოდა.
-კაცს თავს დაუზიანებდი რატომ არ გესმის.
-მესმის და ვიცი რაც მოხდებოდა,ზუსტად ეგ მსურდა.მოვიშორებდი თავიდან და მშვიდად ვიქნებოდი.
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.ამიტომაც აქ დარჩები დაფრენამდე.
-აქ ვერ დამტოვებ.თვალები ამიცრემლიანდა ,ტუჩები სატირლად დავბრიცე,ცოტაც და ავბღავლდებოდი,მაგრამ ბიჭმა გამიშვა და თავისი ადგილი დამითმო.ბედნიერი ჩავედი ჩინეთში.როგორც სანისგან გავიგე იმ კაცს არაფერი გაუგია,მაინც გააგრძელა ხვრინვა და მგზავრების შეწუხება. ტაქსი გავაჩერეთ გზას გავუდექით.მალევე მივედით დაჯავშნილ სასტუმროში,სადაც გვამცნეს,რომ თურმე ადგილები აღარ ქონდათ.ვიღაც ხეპრე ბიზნესმენს დაუქირავებია ორივე ოთახი.ძალიან მსურდა მივსულიყავი და სახე ჩამომეღო,გამკეთებელი ნამდვილად ვარ,მაგრამ მეგობრებმა გარეთ ძალით წამითრიეს.სადღაც ერთ-ერთ რაიონში,სადაც ხალხი ძლივს ეტეოდა სასტუმრო ვიპოვეთ.როგორც ყოველთვის მე მარტო მიწევდა ოთახში ყოფნა.განსაკუთრებით ზამთარში იყო საშინელება ფეხის თითებს,რომ მომიყინავდა.მთელი ღამე კბილებ აკაწკაწებული ვლანძღავდი და ვთათხავდი სანდროს და მერის.ღამის ორს რომ გადაცდა ნერვები მომეშალა და მათ ოთახში შევიპარე.ჩემდა საბედნიეროდ გვრიტებს არაფერი ჩაუტარებიათ და მათ შუაში ჩავძვერი,სანდრის გადახვეული ხელი მოვაშორებინე და გემრიელად ჩავწექი.ცივი ფეხების შეხებაზე ორივე ფეხზე წამოხტა.
-უკაცრავად,მაგრამ მგონი შენ გაქვს ოთახი.
-ჰო,მაგრამ ცივა.
-იმხელა გამათბობელია ჩართული.
-მერე რა მე მაინც მცივა.ვითომ არ იცოდეთ რანაირი მცივანა ვარ.
-შეყვარებული წყვილის შუაში რომ არ უნდა ჩაწვე არ იცი?
-არაფერიც არ ხდებოდა დაზვერილი მქონდა სიტუაცია
. -მერე რა ჩვენ ვართ შეყვარებულები,რაც ნიშნავს იმას რომ ასე უთავბოლოდ არ უნდა იბოდიალო.
-შეყვარებულები ხართ ცოლ-ქმარი კი არა.მე ვეტყვი ამ ყველაფერს ანა დეიდას.
-ენას ამოგაწიწკნი იცოდე.
-ვეტყვი და ენას ვერ ამომაწიწკნი.ამ ენის დახმარებით ხართ ერთად.
-როდემდე უნდა მახსენო?
-სანამ არ მოკვდები.
-მერი ძალიან გთხოვ დარჩი თუ არა ამის ამბავი,რომ ვიცი დაგვინგვრევს ურთიერთობას.
-ძილინებისა ჩემო ჭიაყელავ.
-ძილინებისა კვარაკუნჩხა.
-ნუ ნეძახი მაგას. იმ ღამით ჩემზე გემრიელად არავის ძინებია.მერი მთელი ღამე წრიალებდა.ვერაფრით მოისვენა,როდესაც მიხვდა გავთბი მაშინვე ჭიაყელასთან გავარდა. დილით თვალები,რომ გავახილე ძალიან ბედნიერი ვიყავი.გემრიელად გავიზმორე,ცოტა ხანი საწოლში ვინებივრე.აბაზანაში თავი მოვიწესრიგე და ახლად გაღვიძებულ წყვილს თავზე დავახტი.სანამ ესენი გაიზმორებოდნენ მანამდე ქუჩებში გავისეირნე,არა რომ ამბობენ ჩინელები ერთნაირები არიანო საიდან დაასკვეს?ჩემი თვალიდან ყველა განსხვავებული და რაღაცნაირად ულამაზოები არიან.ქუჩაში დავწანწალებ და ჩემთვის სანატრელ ქოქოსის ჭიებს ვეძებ საჭმელად.ჰო ალბათ ჭიაყელები რა საჭმელიაო,მაგრამ იუთუბში ვუყურე ორი უცხოელი მამაკაცი როგორ გემრიელად მიირთმევდა,ამიტომ მეც საშინელი სურვილი გამიჩნდა დამეგემოვნებინა.დახლებზე ვიხედები,ვეძებ რაც მინდა,ჭიები ვერა,მაგრამ ჯოხზე წამოცმული შემწვარი მორიელები და შემწვარი ობები ნამდვილად ვნახე.რა ხორცი აქ ობობას მე არ მესმის,არადა ყველა რო ესევა.რამოდენიმე გაფარჩხული და წვრილი ფეხი აქვს.არც ვინტერესებდი მისი გემოთი და გზას ვაგრძელებ.შემჭვარი ღორის ხორცი,ქათამი,იხვი,ინდაური ნერწყვს საცოდავად ვყლაპავ.მომდევნო დახლზე რაღაც საინტერესოს ველოდები,როდესაც ჩემს წინ შემწვარ ძაღლს დებენ.გული მერევა და მოშორებით გავრბივარ.როგორ შეიძლება ძაღლი ასე გაიმეტო?ჩემი საყვარელი ძაღლი ბომბორა გამახსენდა.ქუჩაში გადმოსმული ძაღლი იყო,მაგრამ ძალიან გვიყვარდა მთელ სამეზობლოს,ისიც და მისი პაწაწა ლეკვებიც.ჩემთვის წარმოუდგენელია,როგორ უნდა შეჭამო ისინი.თვალებიდან ცრემლები მომდის,გული ძალიან მტკივა.ცოტა ხანი ვჩერდები სუფთა ჰაერზე შემდეგ პატარა რესტორანში შევდივარ,სადაც "საოცნებო" ჭიები ვიპოვე.ლუდთან ერთად ვუკვეთავ,მოტანამდე მეგობრებს ვწერ მისამართს.სამი კაცისთვის შვიდი ცალი ჭია მოიტანეს და სამი ლუდი.ნახევარი საათი აგვიანებენ.მოსვლის შემდეგ მერი ამრეზით უყურებს.სანდრო კიდე ყველაზე მსუქანს არჩევს,არ უნდა კბილებში გაეკვეხოს.მე კიდე რაც მომყვა ის ავიღე.ცოტათი ქათმის გემო ჰქონდა,ან რანაირად მივხვდი გემოს იმდენი წიწაკა იყო მის წვენში.მე და სანიმ გემრიელად ჩავასრიალეთ ჭიაყელებიც და ლუდიც.მერი უსაქმურივით აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.
-ახლა სად წავიოდეთ?--სანდრი--
-შენ წახვალ და რაიმე ნორმალურ საჭმელს მომიტან.
-შემდეგ საით?
-არ ვიცი.
-წამო პეკინის მთავარ ქუჩებში ვიწოწიალოთ.
-მოიცადე ინტერნეტში ვნახავ რამეს და იქ წავიდეთ/მიდი ყოვლის შემძლე.ოღონდ ახოს მოძებნე შორს მოგზაურობა ხვალიდან.მე წავალ და საჭმელს მოვუტან ამას.
ინტერნეტში გაფაფიცეცებით ვეძებდი რაიმე საინტერესო და ახლს.ჩინეთის დიდ კედელს ისედაც უეჭელი ვნახავდით,ამიტომ სხვას ვეძებდი.ახლო მდებარე ტერიტორიით შესანიშნავი ადგილი ვიპოვე.
-ვუალა.
-იპოვე?
-დიახაც.
-სად მივივართ?
-„აკრძალულ ქალაქში“.
-შენ გემოვნებას ვენდობი ქალბატონო.ცოტა ხანი სანდრის ველოდეთ.მალე მოვიდა რაღც ჩინური საჭმელებით,რომლებიც გემრიელად გამოიყურებოდა.
-აბა საით?
-„აკრძალული ქალაქისკენ“
-სახელიც რო საინტერესო აქვს.
-სახელი კი არა რაიმე ცოტა ისტორია მაინც გვითხარი მაგ სასახლეზე.ასე დებილებივით ხომ არ წავალთ?
-ვნახავ ეხლავე.
აკრძალული ქალაქი ან აკრძალული სასახლე მდებარეობს პეკინის ცენტრში და მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა. ამჟამად სასახლის მუზეუმად არის ცნობილი. კომპლექსს 720.000 კვ.მ ფართობი უჭირავს, 800 შენობით და 8.000-ზე მეტი ოთახით. იუნესკოს მიერ შეფასებულია როგორც მსოფლიოში უდიდესი უძველეს შემონახულ ხის ნაკეთობათა კოლექცია და 1987 წელს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, როგორც "მინისა და ქინის დინასტიების იმპერიული სასახლე".
სასახლის მიმდებარე ტერიტორია ტიანანმენის მოედნის ჩრდილოეთით იწყება და მასტან ტიანანმენის კარიბჭე აკავშირებს. მის ირგვლივ კი იმპერიული ქალაქი მდებარეობს. აკრძალული ქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სასახლედ არის დასახელებული ვერსალთან, ბუკინგემის სასახლესთან, თეთრ სახლთან და კრემლთან ერთად.
-საინ...
-მოიცა კიდევ ვნახე რაღაც.ე.ი ჩინეთის მცხოვრებს ფოტოები გადაუღია,რომელიც არ უნდა გადაეღო.სურათების ავტორი დეპორტირებული იქნა ჩინეთიდან იმის გამო, რაც ჩაიდინა. ცნობილია, რომ აკრძალული ქალაქის მონახულება შეიძლება მხოლოდ განსაზღვრულ დროს და წინასწარ ჩაწერით. ფოტოგრაფმა მხოლოდ დეპორტირების შემდეგ შეიტყო, რომ პეკინში იმპერატორის სასახლისა და ჩინეთის მმართველობის შტაბ-ბინების ფოტოგრაფირება აკრძალულია.
-ძაან მაგარია,დროზე წავიდეთ რა.

-----------------------
როგორ დავიწყო არ ვიცი,ვინც კითხულობდა ჩემს წინა ისტორიას არ შემიწყვეტია,მაგრამ მუზამ ხელი ჩაიქნია და ვერ ვწერ.
ამის მუზიკო შემომაწვა და ეხლა ამას შემოგთავაზებთ.
ჯერჯერობით არანაირი კავშირი არ აქვს შინაარს ისტორიასთან,მაგრამ მალე მიხვდებით თუ რატომ ჰქვია ასე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი Elea_Nora

აუუ რაკაია! მომწონს ასეთი ისტორიებიი. წინა ისტორიასავით არ შეწყვიტო რაა. გააგრძელე.
წარმატებები!

 


№2  offline წევრი Farvana

Elea_Nora
აუუ რაკაია! მომწონს ასეთი ისტორიებიი. წინა ისტორიასავით არ შეწყვიტო რაა. გააგრძელე.
წარმატებები!


იმასაც გავაგრძელებ და მასაც მარა მუზა რომ მომაწვება,გამოცდას რომ დავამთავრებ და რა ვიცი კიდევ რასავ მოვრჩები მერე გამეხსნება მუზა და იმასაც დავდებ...
მადლობ შენ,რომ ჩემ გვერდით ხარ!
--------------------
ფარვანა

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.