შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოკალი,იქნებ გადარჩე {1}


14-11-2018, 19:17
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 2 742

მოკალი,იქნებ გადარჩე {1}

შემოდგომის სასიამოვნო დღე იდგა...ზღვის ტალღები, ნაზად ლივლივებდნენ და ზედაპირზე,მცხუნვერე მზის სხივებს ირეკლავდნენ. თეთრი "ლიმუზინი" ,უკან მოყოლილი ძვირად ღირებული მანქანების კოლონასთან ერთად დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა ბათუმის ქუჩებში და გამაყრუებელი სიგნალი და ქარისგან მოფრიალე ლენტები კი იმის მანიშნებელი იყო რომ ეს აწყვეტილი რბოლა ვიღაცის ბედნიერების აღსანიშნად რომელიმე ძვირადღირებული რესტორნის კართან შეწყდებოდა.ლიმუზინმა ,უკან ჩამოიტოვა მაყრიონი და რუსთაველის ქუჩისკენ გადაუხვია, ვიწრო ჩიხიდან ამოვარდნილმა შუშებ დაბურულმა ჯიპმა გზა რომ გადაუკეტა.გამოცდილმა მძღოლმა, დროულად მოასწრო ფეხის,მუხრუჭის პედალზე ბოლომდე დაჭერა ...მანქანა მოცურდა,გზიდან გადაიწია და სალონში ატეხილ კივილსა და გინების ფონზე ბორდიულზე ამხტარი,გარე განათების ბოძს ცხვირით შეასკდა.ძლიერი რყევისგან შეშინებულმა მანქანაში მსხდომებმა აზრზე მოსვლაც კი ვერ მოასწრეს, ვიღაცის ძლიერმა ხელებმა კარი, რომ გამოგლიჯა და სალონში ნიღბიანი თავი გამოჩნდა,მანქანაში მყოფთ,სწრაფად მოავლო მზერა და შემართული იარაღი, თეთრ სმოკინგში განოწყობილი სიძისკენ გაიშვირა. შეშინებულ პატარძალს,ცივად გადახედა და ჩახლეჩილი,ბოხი ხმით გამოსცრა:
-გადმოდი!
-რა ხდება?! რა ჯანდაბაა? ვინ ხართ?!-ექვსი ადამიანი,თითქმის ერთ დროულად აყვირდა. თავდამსხმელის ძლიერი ხელი კი პატარძალს,კეფაზე აწეულ თმაში ჩააფრინდა და სკამიდან ისე აათრია როგორც ცარიელი ტომარა.
-რას აკეთებ ?!შენი დედაც...-იღრიალა სიძემ და მანქანიდან სანახევროდ გადასულ აფართხალებულ საცოლეს ჩააფრინდა, მაგრამ თავდამსხმელის ხელში ჩაბღუჯული ავად მომზირალი იარაღის, ცივი ლულა, შუბლზე მიებჯინა და უკან უბიძგა.
-არავინ გაინძრეს!
-ღმერთო ,რა ხდება?-ამოიკივლა აკანკალებულმა პატარძალმა და თავდამსხმელისგან გასაქცევად აფართხალდა ,მაგრამ უკნიდან მიახლოვებული მაღალი მამაკაცი, ისე მტკივნეულად ჩააფრინდა მკლავში და სამიოდე მეტრში გაჩერებული ჯიპისკენ ისე გაათრია,გააზრება ვერ მოასწრო.
-წავედით...წავედით!-ლუმუზინთან მდგარ, იარღ შემართულ მამაკაცს, ჯიპის საჭესთან მჯდომმა, სიგნალი მისცა,მამაკაცმაც უკან დაიხია, თუმცა მისკენ გამოწეულმა სიძემ ისევ შეაფერხა...
-შენი დედაც!-კბილებში გამოსცრა თავდამსხმელმა და ძლიერად გაქნეული ფეხი,მისკენ გამოწეულ სიძეს, პირდაპირ მუცელში დაარტყა,რომელიც უკან გადავარდა და დაცემისას თავი ლიმუზინის გამოღებულ კარს ჩამოარტყა.იარღი, მეჯვარისკენ გაიშვირა და თითი სასხლეტზე გადაიტანა.-ადგილზე დარჩი!!
გამაფრთხილებლად გამოსცრა და უკვე დაძრული ჯიპისკენ უკან სვლით გაიქცა, გამოღებულ კარში შეხტა და ჯიპიც გიჟივით მოსწყდა ადგილს.
შაბათი იყო...8 სექტემბერი! აჭარის გუბერნატორის, სანდრო ქარდავას ,უფროსი ქალიშვილი საკუთარი ქორწილიდან გაიტაცეს!


თორღვა არაბული,მაღალი ხმელი პირისახის მამაკაცი შეკრული წარბებით თვალს არ აცილებდა სავარძელში მჯდარ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ხელსახოცში შეხვეული ყინულის ნატეხები კისერზე დაედო და ამღვრეული თვალებით ჩასჩერებოდა იატაკს...თეთრი პერანგი ,სისხლით ჰქონდა დალაქავებული და შარვლი, მუხლებთან მტვერში ჰქონდა ამოსვრილი.
-ასე ქვრივი ქალივით, ცხვირ ჩამოშვებული დიდხანს აპირებ ჯდომას?! - ხელები ნერვიულად გაშალა არაბულმა და სავარძლის წინ დაიხარა.
-და რა გავაკეთოო?-ყინულიანი ხელსახოცი, ბრაზით დაახეთქა იატაკზე მამაკაცმა და არაბულს ამოხედა.-რა გავაკეთო?!
-იცი,არასდროს მომწონდა შენი არჩევანი და ალბათ დიდი სიამოვნებითაც გადავიხდიდი მადლობას მათ ,ვინც ეს გააკეთა... მაგრამ ჩემი რეპუტაციაც აიგდეს აბუჩად.
-ჰო ,შენ ხომ შენი უნაკლო რეპუტაციის გარდა არაფერი გაღელვებს-ზიზღით გამოსცრა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა.-სად შეგწვდებით ცაზე მაღალს...დიდებული თორღვა არაბული...-ზიზღით დამანჭა სახე მამაკაცმა და ოთახიდან გასასვლელი კარისკენ დაიძრა.არაბულს კი ირონიულად ჩაეცინა ,კარში გასულს თვალი გააყოლა,პიჯაკის შიდა ჯიბიდან მობილური ამოიღო და სწრაფად აკრიფა ნომერი.
-დათას დაურეკეთ!-ყოველგვარი შესავლების გარეშე დაიწყო:--ტვირთია უსაფრთხოდ ჩასატანი თბილისში...მჭირდება...არ მაინტერესებს სად არის და რას აკეთებს .დაურეკეთ!-მოჭრა ცივად და ტელეფონი გათიშა.სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და წინ გამოშლილი ფეხები ერთმანეთზე გადააჯვარედინა.
სანდრო ქარდავა თვალში არასდროს მოსდიოდა და მას შემდეგ უფრო დაეძაბათ ურთიერთობა, როდესაც ტენდერი, რომელშიც გამარჯვებასაც თავად გეგმავდა "შემთხვევით"ვინმე კობახიძე ანრის, ზურგს ამოფარებულმა ქარდავამ მოიგო.საქმე, სანაპიროზე ოც მილიონად ღირებულ, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ეხებოდა.კაცმა არ იცის მათი მტრობა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა რომ არა არაბულის ერთადერთი ვაჟის არჩევანი, რამაც ბატონი თორღვას აღშფოთება გამოიწვია, თუმცა შვილის ხათრით შეეგუა მისი და ქარდავას დანათესავების იდეას და ქორწილში ზემოთხსენებულთან ერთად წითელი ღვინითაც ადღეგრძელებდა მათი შვილების გაბედნიერებას რომ არა მომხდარი გაქტი რამაც ქორწილი ჩაშალა...პატარძალი გაიტაცეს...მის ერთადერთ შვილს დაარტყეს და ახლა იძულებული იყო ბატონ ქარდავასთან ერთად, კანიდან გამომძვრალიყო რათა თვალსა და ხელს შუა აცინცლული ქალი, უვნებლად დაებრუნებინა ოჯახთან.



ახალი შებინდებული იყო.ბათუმში წვიმდა, ერთ -ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოდან ორი მამაკაცი რომ გამოვიდა. ერთი მაღალი იყო.შავი შარვლით და მოდური პიჯაკით,თეთრი პერანგი ყელთან, სამ ღილზე ჰქონდა ჩახსნილი.დაბალზე დაყენებული თმა და წვერი კი ხაზს უსვამდა მისი ყბის გამოკვეთილი,ძვლების სიძლიერეს. სწორი,მიმზიდველი ნაკვთენი და მკაცრი შესახედაობა. იქნებოდა დაახლოებით ოცდათიოდე წლის .მეორე ,მასზე ერთი თავით დაბალი, ჩადგმული ,ჩამოზრდილი თმით და სუფთად გაპარსული ლოყებით.სიგარეტს ეწეოდა და დრო და დრო გვერდით მიმავალ მამაკაცს შეფარვით გადახედავდახოლმე,რომელმაც რამოდენიმეჯერ დაიხედა მაჯაზე მორგებულ საათზე შემდეგ კი გზას გახედა, სადაც საკმაოზე დიდი სიჩქარით მომავალი შავი რენჯროვერი მათკენ მოიწევდა.თითქოს შვებით ამოისუნთქაო ,სიგარეტს მოუკიდა და იმ წამს მის ფეხებთან მოწყვეტით შეჩერებული მანქანის მძღოლს შეხედა.
-გაუმარჯოს!-კარი მკვირცხლად გამოაღო საჭესთან მჯდომმა და მანქანიდან გადმოვიდა.-დილამდე დედაქალაქში უნდა იყო...
-გასაგებია...-ღრმა ნაპასი დაარტყა მამაკაცმა.-მთავარია, მშვიდობით გავიდე აქედან...გადაკეტილია ქალაქის გასასვლელები...ყველგან პოლიციაა მობილიზებული. ეს თქვენი ბრილიანტი ,რომელიც ალბათ ორმოცდაათ კილოგრამს იწონის და იმაზე ძვირი ღირს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.ხვალ დილამდე თბილისში იქნება...შესაძლოა გამიჭირდეს, მაგრამ შევეცდები.
-დათა!-მის გვერდით მდგომმა გრძელთმიანმა ,მკლავზე ხელი წაატანა.-თორღვას შენი იმედი აქვს...
დათამ ზემოდან ირონიულად დახედა გრძელთმიანს.
-ჩემი იმედი, მამაჩემს არ აქვს თორღვას რა იმედი უნდა ჰქონდეს? ჯობია წამოყენებული ულტიმატუმების მაგივრად დაჯდეს და ილოცოს,რომ არ ჩავვარდე.
-ატრაკებ ხომ იცი?
-ხანდახან გატრაკებასაც თავისი მუღამი აქვს, ჩემო ბაქარ!კაი აბა გავგაზე...-სიგარეტის ნამწვი ასფალტზე მოისროლა და საჭეს მიუჯდა. კარი ხმაურით მიხურა და სარკიდან უკანა სავარძელზე მწოლიარეს გახედა ,რომელსაც ძილის წამლის იმხელა დოზა ჰქონდა მიღებული დათვსაც კი წააქცევდა.თავი რამოდენიმეჯერ გააქნია და ძრავი ჩართო,მანქანა ადგილიდან დაძრა და კანდიკუნტად მიმავალ მანქანებს შეერია.




მოვედით...მე და (დათა) იმედი მაქვს მოგეწონებათ...და ღირს გაგრძელება.მადლობა წინასწარ და ცოტა არ იყოს მომენატრეთ :* :*скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი აბლაბუდა

ვაიი ახალი ისტორია, წავილითხავ ერთი მერე .ჰეფი.))

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

საინტერესო ისტორია და თავგადასავლები გველის წინ heart_eyes წინა ისტორიისგან განსხვავებული თემატიკით, თუმცა აქაც ძლიერი მამაკაცი რომ გეყოლება ფქტია smiley პირველივე თავში გამოიკვეთა ვინ რა შვილია smiley პირველი თავი ძალიან მომეწონა და მომდევნოები ვნახოთ რა იქნება smiley გამიხარდა შენი ნიკის დანახვა და ცოტა მეც მომენატრე heart_eyes წარმატებები heart_eyes

 


№3  offline წევრი დარინა

თურმე როგორ მომნატრებია შენი ისტორიააა, ვნახოთ როგორ მოგვაწონებს დათა თავს, სიძე შემეცოდა ქორწილიდან ქალს, რომ აგწაპნიან, აი ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ჩემი ბათუმიიი.

 


№4  offline წევრი Nano Goduadze

თურმე მომნატრებიხარ შენი გმირრებითურთ heart_eyes ნიკოლოზის მერე დათასთან შეგუება კი მიჭირს მარა ეს მამრიც ჩამივარდა გულში satisfied stuck_out_tongue_closed_eyes მოუთმენლად ველოდები ახალ თავს kissing_heart

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ისეთი სახელწოდება აქვს შენს ისტორიას,სულ რომ არაფერი მარტო ამის ხათრით წაიკითხავს ადამიანი smile თუმცა შენგან ასეთ პატარა თავებს შეჩვეულები რომ არ ვართ რა ვქნათ? wink ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№6  offline მოდერი ჰაიკო

ძალიან კარგია, მაგრამ.. ბათუმის გუბერნატორი????? ასეთი თანამდებობა არსებობს??
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№7 სტუმარი სტუმარი life is good

ჰაიკო
ძალიან კარგია, მაგრამ.. ბათუმის გუბერნატორი????? ასეთი თანამდებობა არსებობს??

აჭარის????????????შემეშალა ჩავასწორებ

 


№8  offline მოდერი ფ ე ფ ო

სტუმარი ანა-მარია
საინტერესო ისტორია და თავგადასავლები გველის წინ heart_eyes წინა ისტორიისგან განსხვავებული თემატიკით, თუმცა აქაც ძლიერი მამაკაცი რომ გეყოლება ფქტია smiley პირველივე თავში გამოიკვეთა ვინ რა შვილია smiley პირველი თავი ძალიან მომეწონა და მომდევნოები ვნახოთ რა იქნება smiley გამიხარდა შენი ნიკის დანახვა და ცოტა მეც მომენატრე heart_eyes წარმატებები heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes კიი არ ვიქნებით მშვიდად...

La-Na
ისეთი სახელწოდება აქვს შენს ისტორიას,სულ რომ არაფერი მარტო ამის ხათრით წაიკითხავს ადამიანი smile თუმცა შენგან ასეთ პატარა თავებს შეჩვეულები რომ არ ვართ რა ვქნათ? wink ველი ახალ თავს

მიხარია heart_eyes კიი ეს პატარა თავია გეთანხმები...აუცილებლად გავზრდი მოცულობას.გპირდები heart_eyes

 


№9  offline წევრი elebabi

მაგარი გოგო ხარ ძვირფასო.. ველი ახალ თავს..????????????

 


№10  offline მოდერი ფ ე ფ ო

Nano Goduadze
თურმე მომნატრებიხარ შენი გმირრებითურთ heart_eyes ნიკოლოზის მერე დათასთან შეგუება კი მიჭირს მარა ეს მამრიც ჩამივარდა გულში satisfied stuck_out_tongue_closed_eyes მოუთმენლად ველოდები ახალ თავს kissing_heart

ხოო ნიკოს მერე მეც მიჭირს სხვა გმირებზე გადართვა ,მაგრამ არც ეს იქნება ნაკლები. smile

 


№11 სტუმარი სტუმარი Tatu

ბათუმის გუბერნატორი?? ეგეთი არ არსებობსს ნუ თუ ისტორიისთვის არ გამოიგონეე...
საინტერესო ჩანს და ვნახოთ როგორ განვითარდებაა მოვლენები

 


№12  offline მოდერი ფ ე ფ ო

სტუმარი Tatu
ბათუმის გუბერნატორი?? ეგეთი არ არსებობსს ნუ თუ ისტორიისთვის არ გამოიგონეე...
საინტერესო ჩანს და ვნახოთ როგორ განვითარდებაა მოვლენები

ჩავასწორე აჭარას ხომ ყავს გუბერნატორი არ შემშალოთ laughing laughing ისევ ბათუმი წერიაა?!

elebabi
მაგარი გოგო ხარ ძვირფასო.. ველი ახალ თავს..????????????

უღრმესი მადლობა heart_eyes ახალი თავიც მალე იქნება დღეს თუ მოვასწარი

დარინა
თურმე როგორ მომნატრებია შენი ისტორიააა, ვნახოთ როგორ მოგვაწონებს დათა თავს, სიძე შემეცოდა ქორწილიდან ქალს, რომ აგწაპნიან, აი ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ჩემი ბათუმიიი.

ხოო smile სიძე ცოდოა ნამდვილად.

 


№13  offline მოდერი ჰაიკო

არაუშავს, მექანიკური შეცდომაა, რა მოხდა, ყველას მოსდის. გააგრძელე, მშვენიერია.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№14 წევრი tamuna.s

შენი გადარეული გმირები მომენატრა, გამიხარდა შენი ნიკის დანახვა. კოჭებში ეტყობა რომ სიფსიხე იქნება. პატარძალი სიძის მამამ მოატაცებინა თუ მე ავურიე რაღაც:დდ

 


№15  offline მოდერი ფ ე ფ ო

tamuna.s
შენი გადარეული გმირები მომენატრა, გამიხარდა შენი ნიკის დანახვა. კოჭებში ეტყობა რომ სიფსიხე იქნება. პატარძალი სიძის მამამ მოატაცებინა თუ მე ავურიე რაღაც:დდ

მადლობა ???? არ გეშლება ესეა...ბატონმა თორღვამ მოატაცებინა.

 


№16  offline წევრი nigita

პატარა და საინტერესო თავი იყო ... სულ სხვა თემატიკაა და ძალიან საინტერესოა.... აქ ისეთი დატრიალდება დედა შვილს არ აიყვანს რაც საკმაოდ კარგი იქნება ... პ.ს იმ ინტრინგან ხალხს არ აყვე ზე სასწაულ კომენტარებს რომ დაწერენ ...

 


№17 სტუმარი მერო

ვაიი როგორ გამეხარდა შენი დანახვაა ..

 


№18  offline მოდერი ფ ე ფ ო

nigita
პატარა და საინტერესო თავი იყო ... სულ სხვა თემატიკაა და ძალიან საინტერესოა.... აქ ისეთი დატრიალდება დედა შვილს არ აიყვანს რაც საკმაოდ კარგი იქნება ... პ.ს იმ ინტრინგან ხალხს არ აყვე ზე სასწაულ კომენტარებს რომ დაწერენ ...

უღრმესი მადლობა :* იმედი მაქვს ისეთი გამოვა როგორიც ჩაფიქრებული მაქვს...))))

მერო
ვაიი როგორ გამეხარდა შენი დანახვაა ..

მადლობა :* :*

 


№19  offline წევრი მარიკუნაა♥️

ფეფოოოო,
საოცრება, როგორც ყოველთვის♥️
შენთან ვარ, ასევე როგორც ყოველთვის♥️
უყვარხარ მარიკუნას და გკოცნის ბევრს!♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№20  offline მოდერი ფ ე ფ ო

მარიკუნაა♥️
ფეფოოოო,
საოცრება, როგორც ყოველთვის♥️
შენთან ვარ, ასევე როგორც ყოველთვის♥️
უყვარხარ მარიკუნას და გკოცნის ბევრს!♥️

ჩემი გოგოო :* :* უღრმესი მადლობაა...მეც მიყვარხართ და მიხარიხართ სასწაულად.

 


№21 სტუმარი სტუმარი NATA

Mokled,minda gitxra, rom am gverdze mxolod sheni istoriebis gamo shemovdivar :)

 


№22  offline წევრი jingulik

არ წამიკითხია მაგრამ რო დაგინახე ისე გამიხარდა ვერ მოვითმინე და მოგწერეეეეეეე ????????❤❤❤

 


№23  offline წევრი kora

როგორ ძალიან მომნატრებია შენი ისტორიები თავისი სასწაული პერსონაჟებით. საინტერესო დასაწყისია და მოუთმენლად ვუცდი მოვლენების განვითარებას
--------------------
kira.G

 


№24  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორ მიხარია რომ დაბრუნდი ახალი ისტორიით და თან ასეთით რომ უკვე ძაალიააან დამაინტერესა და ერთი სული მაქვს შემდეგი თავი ვიხილო :დ ♥️♥️ აი ვამბობდი რაღაცა მაკლია რაღაცა თქო დააა თურმე შენი ისტორიებისგან მოგვრილი ემოციები გრძნობები და სიხარული ყოფილა ხოდა ახლა ისეთი ბედნიერი ვარდა ისეთი გახარებული ვერ წარმოიდგენ ირმაგად მიყვარხართ შენ და (დათა) აწ უკვე პატარძლიანად :დ ნუ მგონი თუარგავუსწარი მოვლენებს ჰოდა რაცარუნდა იყოს დათა მომწონს არვიცი რატო უბრალოდ მომწონს და ვსო! პაკათ. და გელიოდები მთელი გულით შემდეგ თავამდე წარმატებები ♥️♥️♥️♥️♥️

 


№25 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

ახალი ისტორია იიფ კარგიაა, თვითმმარქვიას სრულად როდისთვის ველოდოთ?

 


№26 სტუმარი ზინიკო

მშვენიერი დასაწყისიაა.. და გაგრძელება უკეთესი იქნება დარწმუნებული ვარ.. გამიხარდა მალე რომ დაგვიბრუნდი ფეფო.. :)

 


№27 სტუმარი ნათია41

დაგვიბრუნდიიი❤ როგორ გამახარე და მომენატრე. მიყვარხარ მე შენ. ძალიან❤. სიძის ბედს არავის ვურჩევ;დდდ. რამხელა დამცირებაა თან საკუთარი მამა რომ გაგიჩალიჩებს ,ტეხავს.

 


№28  offline წევრი Gvantsa_g

უუფ, კარგი დასაწყისი იყო. დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება ???????? მოუთმენლად ველი ახალ თავს ♥️♥️

 


№29  offline წევრი qetulaa

Zalian magari dasacyisiaaa

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.