შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა არსაიდან (3 თავი)


15-11-2018, 09:44
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 1 762

გოგონა არსაიდან (3 თავი)

- გთხოვ. - ამოიკვნესა ევამ და კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა იგემა. იატაგზე დაგდებულს მაისური შემოაგლიჯა უცნობმა და ველურივით დაეწაფა მის მკერდს, ტკივილით შეშლილი ევა ცრემლებს ვერ იჩერებდა, შეწინააღმდეგება სურდა მაგრამ ძალა არ ქონდა უცნობი კი მის სხეულს ახალ ახალი ნაკბენებით ამრავლებდა. - მტკივა. - ამოიკვნესა ევამ და ძალა სრულებით წაერთვა.
------------------------------------



- მოშორდი! - გაისმა ზურგს უკან ნოეს ხმა, ევას სიმშვიდე აესახა სახეზე, უცნობს კი სიბრაზით ვენები დაასკდა, სწრაფად მოშორდა ევას სხეულს და ნოესკენ შებრუნდა.
- დაუშვი. - ამბობს უცნობი მისკენ გაშვერილი იარაღის დანახვისას.
- კარგად ხარ? - ევას მიუბრუნდა ნოე.
- ხო. - ფეხზე წამოდგა ევა, მაისური ჩაიცვა და ტუჩიდან წამოსული სისხლი მაისურის კიდით მოიწმინდა.
- არ მაინტერესესბ ვინ ხარ, ახლა აქედან გახვალ და მას არასდროს აღარ შეაწუხებ! - მშვიდი იყო ნოე როდესაც ამას ამბობდა.
- იარაღი გაძლიერებს?
- არა, სიყვარული. რომლის შესახებაც შენ წარმოდგენა არ გაქვს. ახლა კი... აქედან მოუსვი! - ნოეს ღრიალმა შეაზანზარა სახელოსნო და უცნობიც ადგილს მოწყდა. ნოემ სახელოსნოს კარი გადაკეტა, იარაღი იქვე მიაგდო და ევას გახედა, რომელიც აკანკალებული ერთ ადგილზე გაშეშებულიყო. - რატომ არ მითხარი? - მშვიდად კითხა ევას და გოგონა გულში ჩაიკრა, ცრემლები შეუმშრალა და გახეთქილ ტუჩზე ნაზად აკოცა. ევა ხმას ვერ იღებდა, ნოეს მინდობილი სიმშვიდის დაბრუნებას ცდილობდა. - ჩემთვის უნდა გეთქვა თუ ვინმე გყავდა.
- არავინ მყავს.
- მაშინ ეს ვინ იყო?
- ცუდი მოგონება.
- და რატომ არასდროს გითაქვამს მის შესახებ, ვინ არის?
- როდესაც ბავშთა სახლიდან წამოვედი გიორგის მაშინ შევხვდი. ქუჩაში შემთხვებით გავიცანი. ძალიან დიდ ხანს დამდევდა, მოსვენებას არ მაძლევდა, ისე მოხდა რომ ჩემი მოხიბვლა შეძლო. კარგი ბიჭი ჩანდა, ერთად ყოფნის გადაწყვეტილება მალე მივიღეთ და მე მის ბინაში გადავედი. ნელ-ნელა აღმოვაჩინე რომ რაღაც აბებს იღებდა, ამან შემაშინა და ვთხოვე რომ მათი მიღება შეეწყვიტა, დამპირდა რომ თავს დაანებებდა, მეც დავუჯერე, თუმცა მალევე მივხვდი რომ მატყუებდა, აგრესიული გახდა, მცემდა, შეურაცხყოფას მაყენებდა. რამდენჯერმე ვცადე მისგან თავის დაღწევა მაგრამ ყოველ ჯერზე მიპოვა და მუქარით იძულებული გავხდი უკან დავბრუნებულიყავი. საბოლოოდ როგორღაც მოვახერხე და მისი ცხოვრებიდან გავუჩინარდი, დღევანდელ დღემდე მასთან არანაირი კავშირი არ მქონია. - საუბარი დაასრულა ევამ და ატირდა.
- კარგი, დამშვიდდი. - ეუბნება ნოე და უფრო ძლიერად იკრავს გულში. - შენი ცხოვრება ალბათ სავსე იქნება ნაბი*ჭვრებით, მაგრამ მე აქ ვარ და გპირდები ტკივილს ვეღარავინ მოგაყენებს.
- ახლა შენც პრობლემები შეგექმნება.
- ამაზე ნუ ფიქრობ. მიყვარხარ გესმის? ეს არის მთავარი.
- შენს მეგობრებს როდის გამაცნობ? - მოულოდნელად გაიჟღერა ევას კითხვამ.
- გელოდი როდესაც თავად გაგიჩნდებოდა ამის სურვილი. ასე რომ როცა გინდა. - გაუღიმა ნოემ.
- მინდა. - კოცნა მოპარა გოგონამ და ბავშვივით აეკრო სხეულზე.

მშვიდად მიდიდოდა მათი ცხოვრება. ნოე ისევ ბედნიერი იყო ევას გვერდით ყოფნით მაგრამ, მხოლოდ უთქმელ ტკივილს განიცდიდა გოგონაში ვერ გაღვიძებული სიყვარულის გამო. ევამ მალე მოიპვა თანამშრომლების სიმპათია და პატივისცემა, მისი მუშაობით აღფრთოვანებული იყო კომპანიის ხელმძღვანელი, სულ უფრო მოთხოვნადი ხდებოდა მის მიერ შესრულებული ნახაზები, ბევრ შეკვეთას ღებულობდა და დაუღალავად შრომობდა. ნოე შორიდან ადევნებდა თვალს მის ყოველ ნაბიჯს. ერთი წუთით არ ტოვებდა უყურადღებოდ. ეშინოდა ისევ არ დასხმოდა წარსულის მოჩვენება მის საყვარელ ქალს თავს. მუდამ შფოთავდა, მუდამ ღელავდა, მუდამ შიშს ხედავდა. მისი დაკარგვის ეშინოდა. ეშინოდა რომ საბოლოოდ ევა მის სიყვარულს უპასუხოდ დატოვებდა. ეშინოდა რომ ერთხელაც ევა მისგან წასვლას გადაწყვეტდა. ნოეს მეგობრებმა ის დიდი სიყვარულით მიიღეს. სამეგობროში მისთვის ადგილი მალევე გამონახეს და ევაც სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ერთ საღამოს ევა სახლში, საწოლზე მიწოლილი კითხვით ირთობდა თავს. კარზე ზარი გაისმა. სტუმრებს მიუჩვეული ევა შიშით მივიდა კართან და როდესაც ნოეს ტყუპისცალი შეხვდა საოცრად დამშვიდდა. გოგონა შინ შეიპატიჟა და სასმლით გაუმასპინძლდა.
- აქ რამ მოგიყვანა?
- სიმართლე მითხარი ევა.
- რა სიმართლე?
- ნოესთან დაკავშირებით რას ფიქრობ?
- რას უნდა ვფიქრობდე?
- ხომ იცი რომ უყვარხარ.
- ვიცი.
- და შენ თუ გიყვარს ის?
- იცი კატო. არ შემიძლია ამაზე პასუხი გაგცე.
- რატომ?
- არ ვიცი რა გრძნობაა როცა გიყვარს.
- სიყვარულია როდესაც მის გარეშე წამით ვერ ძლებ, როდესაც მაშინაც კი გენატრება როდესაც შენ გვერდით არის, სიყვარულია როდესაც მის გარეშე სინთქვა გიჭირს და სიყვარულია როდესაც მის ყოველ შეხებაზე სიამოვნებისგან ერთიანად გაჟრჟოლებს. სიყვარულია როცა მასზე ფიქრისას ხან გეღიმება, ხანაც გეტირება. სიყვარულია როდესაც იღვიძებ და პირველი რასაც წარნოიდგენ მისი სახეა. სიყვარულია როდესაც ყველაფერზე უარს იტყვი მასთან ყოფნის გარდა და ახლა გეკითხები მე შენ. გიყვარს ნოე? - მისი საუბრით მონუსხულ ევას სევდისფერ თვალებს დაუკითხავად მოწყდა ცრემლი. - ჰო გიყვარს. - თავად განაგრძო კატომ საუბარი. - გიყვარს მაგრამ არა იმდენად რომ წარსულს შენი თავი გამოგლიჯო და ნოეს მიუძღვნა ყველა გრძნობა. მითხარი იწექი მასთან?
- არა.
- რატომ?
- ვერ ვიტან როცა მეხებიან.
- მან იცის ამის შესახებ?
- არა.
- და არ აპირებ უთხრა?
- არ ვიცი როგორ ვუთხრა.
- ჩვეულებრივ. ის ხომ ვიღაც არ არის, ის ხომ ნოეა, შენზე ყურებამდე შეყვარებული იდიოტი, რა უნდა მოხდეს რომ ვერ გაიგოს, მაგრამ რატომ ვერ იტან შეხებას? - კითხვით სავსე თვალები მიაპყრო კატომ ევას.
- როდესაც ქუჩაში ცხოვრობ ხშირად ხდები ძალადობის მსხვერპლი. - ცრემლი შეიმშრალა ევამ და სასმელი მოსვა.
- გაგაუპა*იურეს?
- არაერთხელ.
- და არ განაცხადე?
- ვის ადარდებს უსახლკარო გოგო რომელსაც აუპა*იურებენ?
- არ ვიცი რა გითხრა.
- სათქმელი არაფერია. შენ კითხვაზე მიყვარს თუ არა შენი ძმა გიპასუხებ. ხო მიყვარს რადგან მის გარეშე არ შემიძლია, მიყვარს რადგან როდესაც ჩემთან არ არის მისი მომატრება მაგიჟებს, სულს მიფორიაქებს და გონებას მირევს, მიყვარს რადგან მასთან ყოფნის გარდა არაფერი მჭირდება მაგრამ ამას ვერ გამოვხატავ. როგორც კი მეხება ისიც ისევე მეზიზღება როგორც ყველა მამაკაცი.
- მაგრამ ის ყველა არ არის.
- ვიცი.
- შეეცადე მას ამაზე ესაუბრო. არ მომწონს ჩემი ძმის ამჟამინდელი მდგომატეობა და ამიტომ მოვედი შენთან. მე ყოველთვის ვგრძნობ მის ტკივილებს. მას ტკივა ევა. შენი სიყვარული ტკივა. თუ შეგიძლია ბოლომდე შემოუშვი შენში თუ არა და გაუშვი. უბრალოდ გაუშვი. ნუ იქნები ეგოისტი.
იმ ღამით ევას არ ძინებია, მთელი ღამე კატოს სიტყვებზე ფიქრობდა. შემოუშვი ან გაუშვი. ძალიან უნდოდა ევას ბოლომდე გახსნილიყო ნოესთან მაგრამ წარსულის დატოვებული კვალი ჯერ ვერ ჩამოერეცხა და ტკივილებს ვერ ერეოდა. იმ დღის შემდეგ როცა ნოეს ტყუპისცალს ესაუბრა ევას ცვლილებები დაეტყო, ისევ ისე ჩაიკეტა როგორც თავიდან, არაფერი არ ახარებდა, ნოე შიშმა აიტანა, შიშმა რომელსაც სახელად ევას წასვლა ერქვა. შეეცადა მისთვის ძალა არაფერზე დაეტანებია და ამიტომაც ზედმეტ კითხვებს არ უსვამდა. როდესაც ერთად იყვნენ ძირითადათ სიჩუმეში ისხდნენ. ცოტას საუბრობდნენ და ერთმანეთსაც ნაკლებად უცქერდნენ. თითქოს მათ შორის მოულოდნელი სიცივე გაჩნდა რაც ორივესთვის გაუსაძლისი იყო.
- წასვლა გინდა? - ეკითხება ნოე ხატვაში გართულ ევას და პასუხის მოლოდინში ყელში მომჯდარმა ემოციამ ლამის სუნთქვა შეუკრა. ევამ უხმოდ დადო ფუნჯი და მისკენ მთელი ტანით შეტრიალდა. ნოეს მზერა გაუსწორა და მის თვალებში ამოკითხულმა ტკივილმა სხეული ერთიანად გაუყინა. - მიპასუხე ევა, წასვლა გინდა?
- არ ვიცი.
- როდემდე შეიძლება არ იცოდე რა გსურს? - ხმა საგრძნობლად შეეცვალა ნოეს. - არ მინდა უხეშად მოგექცე, არ მინდა გული გატკინო, არ მინდა გისაყვედურო, ტანჯვით გელოდები როდის გადმოდგავ ჩემკენ ნაბიჯს, ნუთუ ვერ ხედავ შენმა სიყვარულმა დამასახიჩრა, შენმა სიცივემ ბოლო მომიღო. ნუთუ ვერ ხედავ შენი სურვილით როგორვ ვიწვი, ნუთუ ვერ ხედავ რომ უშენოდ ყოფნა არ შემიძლია. ვინ ვარ მე შენთვის ევა? რამეს ვნიშნავ? საერთოდ ოდნავ მაინც გრძნოობ რამეს ჩემ მიმართ?
- მიყვარხარ! - დაუკითხავად მოწყდა ევას ბაგეს ჯერ არასდროს წარმოთქმული სიტყვა.
- შეგიძლია გაიმეორო? - ხმა შეარბილა ნოემ და მისკენ გადადგა ნაბიჯი.
- მიყვარხარ! - კიდევ ერთხელ გაიმეორა ევამ და თითქოს შვება იგრძნო, თითქოს რაღაც თბილი ჩაეღვარა მთელ სხეულში. თითქოს აფეთქდა მასში ყოველივე. ხელები კისერზე შემოხვია ნოეს და ვნებით შეერთდა მათი ბაგეები. ევა არ ყოფილა ამჯერად მშვიდი და მორიდებული, ის ვნებიანი იყო, გულწრფელი, მომთხოვნი. ფრთხილად შეაცურა ბიჭის მაისურში ხელი და პირველად შეეხო მის შიშველ სხეულს. შეაჟრჟოლა, სურვილით აენთო.
- დარწმუნებული ხარ? - კითხულობს ნოე მაგრამ მის ტუჩებს არ წყდება.
- მინდიხარ. - ამბობს ევა და უფრო მომთხოვნად კოცნის. ბევრი დრო არ ჭირდება ნოეს მის გასაშიშვლებლად და აი უკვე დედოშიბილა სხეულის ყოველ უჯრედს ვნებით ეუფლება. ოთახში ევას მსუბუქი კვნესა ჟღერდება და პირველად განცდილი სიყვარული მას სრულებით ეუფლება. ნოე ფრთხილად ეპყრობოდა მის სხეულს. ფიქრობდა მის სიამოვნებაზე და არა საკუთარ სურვილებზე. მას ხომ ევას ბედნიერება სურდა. - მაპატიე. - ამბობს მოულოდნელად ევა.
- რა? - შიშნარევ თვალებს აპყრობს ნოე.
- ეს. - პასუხობს გოგობა, მის ქცედა ტუჩს კბილებ შორის იქცევს და კბენს.
- ასე არა? - გაიღიმა ნოემ და ნაზი ალერსი უხეშობით შეცვალა.
მოგვიანებით როდესაც ევას ნოეს გულზე დაედო თავი და რამდენიმე წუთის წინ განცდილ სიამოვნებაზე ფიქრობდა სახეზე ბედნიერების ღიმილი დათამაშებდა.
- რატომ იღიმი?
- შეუდარებელი ხარ.
- მინდა გითხრა რომ შენც. - ცხვირზე მზრუნველად დაკრა ხელი და აკოცა.
- ყოველთვის ასე იქნება?
- რა თქმა უნდა.
- საიდან იცი?
- უბრალოდ ვგრძნობ. - საყვარელი ქალის შიშველ სხეულს ზემოდან მოექცა და კიდევ ერთხელ დაეუფლა მისთვის საუსრველ მოჩვენებას.
მათი ურთიერთობა სხვა, ახალ, მათთვის ბედნიერების მომტან ეტაპზე გადავიდა. ნოე ერთი წამით არ შორდებოდა გვერდიდან, სახლიდან წამოვიდა და ახლა უკვე ერთად ცხოვრობდნენ. ევა უფრო სერიოზულად მოეკიდა ხატვას და ნოეს რჩევით გამოფენისთვის ემზადებოდა. ის მთელი არსებით იყო გადავარდნილი საყვარელი საქმის კეთებაში თუმცა არც ნოეს ტოვებდა სიყვარულისა და ზრუნვის გარეშე. გოგონა დღითიდღე უფრო ოცვლებოდა, მეტად დახვეწილი და სასურველი ხდებოდა როგორც ნოესთვის ასევე ყველა იმ ადამიანისთვის ვისთანაც შეხება უწევდა. ის ძალიან ლამაზი იყო საიმისოდ რომ შეუმჩნეველი დარჩენოდა ვინმეს. მუდამ ყურადღების ცენტრში იყო, მუდამ ინტერეს იწვევდა საზოგადოებაში როგორც თავისი გარეგნობით ასევე იდუმალებით, მის შესახებ ისევ არავინ არაფერი იცოდა, ხალხისთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი რომ ევა მხატვარი იყო და ნოეს ხვდებოდა. სხვა ყველაფერი იდუმალ ბურუსში იყო გახვეული, მისთვის კითხვების დასმას ერიდებოდნენ რადგან პასუხებს იშვიათად აბრუნებდა, სევდისფერი თვალები მუდამ ჰორიზონტში ცურვით იყვნენ დაკავებულნი და მხოლოდ მაშინ ასხივებდნენ სიხარულს როდესაც ნოეს ხედავდნენ.
ერთმანეზე უგონოდ შეყვარებული წყვილი საწოლში ნებივრობით ტკბებოდა როდესაც ნოემ ევასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთე.
-მგონი დროა ჩემები გაიცნო.
- შენ დას უკვე ვიცნობ. - გაუღიმა გოგონამ.
- ჩემი მშობლები ვიგულისხმე. - ევა საწოლიდან წამოდგა, შიშველ სხეულზე ზეწარი მოიხვია და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, უცქერდა, საწოლში გაშოტილ საყვარელ მამაკაცს და ხვდებოდა რომ სწორედ ეს იყო ბედნიერება. - რას იტყვი ევა?
- ხომ იცი ვერ ვიტან ოჯახურ თავყრილობებს, თანაც ვიცი ვგრძნობ დედაშენს არ მოვეწონები, მე კი თავის შეკავება გამიჭირდება რამე რომ მითხრას, ამას უნდა მოყვეს უთანხმოება, მერე შენ უნდა ინერვიულო, ღიირს ეს ყოველივე ამად?
- მე შენ მიყვარხარ. - საწოლიდან წამოხტა ნოე და ევას ჩაეხუტა. - გააკეთე ეს ჩემთვის.
- მხოლოდ შენთვის. - ამბობს გოგონა და ვნებიანად კოცნის.
ევამ საგულდაგულოდ შეარჩია კაბა რათა ნოეს მშობლებს ის მოწონებოდათ, შავი, სადა კაბა შეარჩია, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, წითური თმა გაიშალა და ნოეს წინ დატრიალდა.
-მოგწონს?
- შესანიშნავი ხარ. - წელზე ხელი მოხვია და ყელზე ნაზად აკოცა ბიჭმა. ნოეს სახლში მისულებს კარი კატომ გაუღოთ.
- ოჰო. - შესძახა კატომ ევას დანახვისას. - შენ აღარ ხუმრობ ხომ იცი. - ევამ საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა და შინ შევიდა, გარემო მოათვალიერა და საოცრად მოხიბლული დარჩა იქაურობით, მოსწონდა აქაურობა, იმაზე მეტად მოსწონდა ვიდრე იფიქრებდა.
- მაშ შენ ხარ ჩემი შვილის რჩეული? - გაისმა მამაკაცის ხმა და ევაც მისკენ შეტრიალდა. - გოგი. - ხელი გაუწოდა მამაკაცმა და ევამაც ღიმილი შეაგება.
- მიხარია თქვენი გაცნობა.
- ახლა მესმის რატომ იყო ნოე ასეთი აღფრთოვანებული, მართლაც ულამაზესი ხარ, მაგრამ ერთი რამ არ მესმის რით მოგხიბლა ჩემმა შვილმა ის ხომ სულაც არ არის სიმპატიური.
- თქვენ შესანიშნავი შვილი გყავთ და სულაც არ ვთვლი რომ სიმპატიური არ არის. -მიუგო გოგონამ ღიმილით და გივის კეთილგანწყობაც დაიმსახურა.
- უკვე მომწონს. - ამბობს გივი.
- შენ ყველა მოგწონს. - ისმის ოთახის ბოლოდან ქალის ხმა. ევა იქეთ ტრიალდება საიდანაც ხმა ისმის. ქალი ადგილზე შეშდება. ისევე როგორც ევა.


скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი -------

ყველანაირად მომწონს როგორც თვითონ ისტორია, ასევე შენ ავტორო ყოჩაღ რა <3

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

-------
ყველანაირად მომწონს როგორც თვითონ ისტორია, ასევე შენ ავტორო ყოჩაღ რა <3



მადლობა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

აუ ძალიან მომწონს ნოე თავისი სიმშვიდითა და ადამიანური ფაქტორებით. არ გავს "აქაურ" ბიჭებს და ეს ძალიან მაგარია.
რაც შეეხება ევას ეს პერაონაჟი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის თუმცა ვიმედოვნებ მას საბოლოოდ მიანიჭებ ვერ განცდილ ბედნიერებას.
ყოჩაღ მეტს ვერაფერს გეტყვი.

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ქეთი
აუ ძალიან მომწონს ნოე თავისი სიმშვიდითა და ადამიანური ფაქტორებით. არ გავს "აქაურ" ბიჭებს და ეს ძალიან მაგარია.
რაც შეეხება ევას ეს პერაონაჟი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის თუმცა ვიმედოვნებ მას საბოლოოდ მიანიჭებ ვერ განცდილ ბედნიერებას.
ყოჩაღ მეტს ვერაფერს გეტყვი.



დიდი მადლობა, ძალიან გამახარა შენმა სიტყვებმა <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ლოლა

ასეთი სრულყოფილი როგორ ხარ?
ერთადერთს გთხოვ. თავები იქნებ გაზარდო რა. აი არ მყოფნის .

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ლოლა
ასეთი სრულყოფილი როგორ ხარ?
ერთადერთს გთხოვ. თავები იქნებ გაზარდო რა. აი არ მყოფნის .



სრულყოფილებამდე ბევრი მაკლია, თუმცა მადლობას გეტყვი ასეთი სითბოსთვის <3

 


№7  offline წევრი Liziko27

ის შემთხვევა როცა მინდა ზღაპარივით კარგად დასრულდეს ამ წყვილის ისტორია...

 


№8  offline ადმინი ენ ბლექი

Liziko27
ის შემთხვევა როცა მინდა ზღაპარივით კარგად დასრულდეს ამ წყვილის ისტორია...



იქნებ ასეც მოხდეს <3

 


№9  offline წევრი Elea_Nora

აი ძაან მაგარია რაა. ევა ძაან იდუმალია. ნეტა რა აკავშირებთ ნოეს დედასა და მას. სულ ინტრიგაში როგორ გვაგდებ. ერთს გთხოვ რა თავები ცოტა გაზარდე, დანარჩენი ძაან კარგია.
გელი.

 


№10  offline ადმინი ენ ბლექი

Elea_Nora
აი ძაან მაგარია რაა. ევა ძაან იდუმალია. ნეტა რა აკავშირებთ ნოეს დედასა და მას. სულ ინტრიგაში როგორ გვაგდებ. ერთს გთხოვ რა თავები ცოტა გაზარდე, დანარჩენი ძაან კარგია.
გელი.



უღმესი მადლობა <3 გამიხარდა შენი დანახვა.
რაც შეეხება თავების სიდიდეს, მართლა ვერ ვახერხებ ამაზე მეტად გავზარდო და თან ყოველ დღე ავტვირტო, ისედაც საოცარ რეჟიმში მიწევს ისტორიის წერა:) იმედია არ მიწყენს ამას ჩემი მკითხველი

 


№11  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიი, იმედია ეს ის არ იქნება, რაც მე გავიფიქრე.
როგორ მომწონს ნოე თავისი სიმშვიდით და გაწონასწორებული ხასიათით. ევას როგორც ჩანს იმდენი ტკივილი აქვს გადატანილი, ღირსია ბედნიერების და ძალიან მინდა ეს ბედნოერება ნოესთან ერთად ჰპოვოს. მომწონს ისტორიის ასე განვითარება, ჯერ-ჯერობით იდეალურად მიდიხარ. ძალიან მალე მოიპოვე ჩვენი- მკითხველის სიმპათია და დიდი იმედი მაქვს საუკეთესოებში ძალიან მალე დაიმკვიდრებ ადგილს❤❤❤

 


№12  offline ადმინი ენ ბლექი

Chikochiko
ვაიი, იმედია ეს ის არ იქნება, რაც მე გავიფიქრე.
როგორ მომწონს ნოე თავისი სიმშვიდით და გაწონასწორებული ხასიათით. ევას როგორც ჩანს იმდენი ტკივილი აქვს გადატანილი, ღირსია ბედნიერების და ძალიან მინდა ეს ბედნოერება ნოესთან ერთად ჰპოვოს. მომწონს ისტორიის ასე განვითარება, ჯერ-ჯერობით იდეალურად მიდიხარ. ძალიან მალე მოიპოვე ჩვენი- მკითხველის სიმპათია და დიდი იმედი მაქვს საუკეთესოებში ძალიან მალე დაიმკვიდრებ ადგილს❤❤❤



რა უნდა გითხრა ახლა გარდა იმისა რომ საოცრად გამიხარდა შენი დანახვა. მეორეც საოცარი შემფასებელი ხარ და პირადად ჩემთვის საუკეთესო მკითხველი.
მადლობ შენ რომ ასე გულწრფელად აფიქსირებ შენ აზრს ❤

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიკა

არ ვიცი გახსოვს თუ არა, წინა თავზე დაგიწერე რომ მიხარია შენი აღმოჩენა...
იცი, იმდენად დამაკლდა კარგი "მსუყე" ისტორიები ამ ბოლო დროს, რომ საიტზეც აღარ შემოვდიოდი, მაგრამ ერთხელაც რომ შემოვედი და ეს ისტორია ვნახრ თითქოს არაფერი, სათაურიც კი არ წამიკითხავს, მაგრამ მაშინვე არ ვიცი რატომ, გავხსენი და კითხვა დავიწყე...

იცი? პირველივე სიტყვიდან, პირველივე წინადადებიდან, პირველივე გრძნობიდან და პირველივე ემოციიდან შემიყვარდი❤
ნოე...ნოე...ნოე... მარტო ნოე არანაირად, ისევ... ნოე+ევა ❤

 


№14  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ლიკა
არ ვიცი გახსოვს თუ არა, წინა თავზე დაგიწერე რომ მიხარია შენი აღმოჩენა...
იცი, იმდენად დამაკლდა კარგი "მსუყე" ისტორიები ამ ბოლო დროს, რომ საიტზეც აღარ შემოვდიოდი, მაგრამ ერთხელაც რომ შემოვედი და ეს ისტორია ვნახრ თითქოს არაფერი, სათაურიც კი არ წამიკითხავს, მაგრამ მაშინვე არ ვიცი რატომ, გავხსენი და კითხვა დავიწყე...

იცი? პირველივე სიტყვიდან, პირველივე წინადადებიდან, პირველივე გრძნობიდან და პირველივე ემოციიდან შემიყვარდი❤
ნოე...ნოე...ნოე... მარტო ნოე არანაირად, ისევ... ნოე+ევა ❤



ვაიმე მადლობა ლიკა ასეთი სითბოსთვის, ბედნიერი ვარ თუ სიამოვნებას განიჭებს ჩემი ისტორიის კითხვა. ავტორისთვის იმაზე სასიამოვნო არაფერია როდესაც შენი შექმნილი ისტორია ხალხს აბედნიერებს... კიდევ ერთხელ მადლობა შენ <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.