შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (12)


15-11-2018, 14:19
ავტორი Moonlight17
ნანახია 690

მთვარის წითელი სონატა (12)

12. გარდასახვა
იდგა და მიღიმოდა. მაშინვე სახე დავასერიოზულე, ამას აქ რა უნდოდა? ნაბიჯების გადმოდგმა დაიწყო მაგრამ სანამ ჩემმადე მოვიდოდა ლილუ მომვვარდა.
- რამდენიმე საათით უნდა გავქრე.
- მიდი ეს დღე შენია- თვალი ჩავუკარი დაქალს და მხარზე ხელი მოვუსვი. ავალიანი უკვე გვერძე მედგა მაგრამ არაფრის დიდებით ვიხედებოდი მისკენ.
- რამეს აიღებ?- ბოხი ხმით ჰკითხა ლილუს იოანემ, ლილუმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. მიქაძემ ხელი დაგახვია და გასასვლელისკენ დაიძრნენ.
- თავის დაცვა არ დაგავიწყდეთ.- მიაძახა ავალიანმა, წყვილმა ისეთი სახით გამოხედა მივხვდი კარგი ბედი არ ეწეოდა. ვერ მოვითმინე და ხელი გავკარი რომ გაჩუმებულიყო.
- ოხ, შეიმჩნიე ჩემი არსებობა?
- ანდრეა, უნდა ვილაპარაკოთ სერიოზულად.
- აბა?
- აქ არა. გარშემო მიმოვიხედე და ოთახისკენ გავუძეხი.არცერთი ვიღებდით ხმას.
***
ანდრეა:
უკან მივყვებოდი და ხმას არ ვიღებდი. ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემკენ. მიდიოდა და მისი წითური თმები...ყველაფერი რაღაც სასწაულს გავდა. მინდოდა შევხებოდი მაგრამ არა ისე როგორც სხვებს. ჯანდაბა! საიდან დავიწყე და ჯერ კიდევ არ ვიცი სად დავამთავრებ.

***
მარიამი:

ბოლოს ფეხები აამოძრავა და ოთახისკენ გამომყვა. კარები დავხურე თუ არა სიცხისგან მანტო გავიხადე და იქვე დავკიდე.
- არ გიხდება ზამთარი.
რა?! ეს ბიჭი არანორმალური იყო. გამეცინა, მხრები ავიჩეჩე და საწოლზე ჩამოვჯექი.
- რამდენიმე კითხვა მაქვს.
ვუთხარი ყოყმანით, შემომხედა და მეც იერიშზე გადავედი.
- ჩემ უბნელ ნუცას იცნობდი?
სახე მოექუფრა.
- კი, მერე?
- რა ურთიერთობა გქონდა?
- შენც ფიქრობ რომ მე მოვკალი არა?- ხმაში ნაღველი და სევდა ერთდროული იყო. უკვე ვიბნეოდი
- მე ეგ არ მითქვამს..
- მაგრამ იკითხე. ხალხი ბრბოა, იმას ნუ ლაპარაკობ რასაც სხვები. შენ მათნაირი არხარ!

მისი სიტყვები ჩემი საკუთარი ქვეცნობიერიდან ამოძახილს გავდა. დავშტერდი, ტუჩები შუაზე გამეპო.
- მე როგორივარ ნეტავ იცოდე.
- რომ არ ვიცოდე არ გეტყოდი მარიამ!
რა?! დავიბენი, ვეღარაფერი ვუთხარი.
- ნუცაზე სიმართლეს მოგიყვები, მაგრამ ახლა არა.
- კარგი.- მორჩილი ბავშვივით დავეთახმე - და დათო?
- ჩემს ნერვებზე თამაშობ?!
- არა სიმართლის გარკვვას ვცდილობ.
- ისედაც იცი.
ისევ უხერხული სიჩუმე, არ ვიცოდი სად გამეხედა, ის მომშტერებოდა და ვხვდებოდი გახედვას არც აპირებდა. სიგარეტს მოუკიდა, ფანჯარასთან მივიდა და ოდნავ გამოხსნა რომ ბოლი გასულიყო. ეწეოდა და თითქოს ბოლს თავის ფიქრებს ატანდა.
რაღაც არ ჩანდა ისეთი საზიზღარი შორიდან, როგორიც ახლოდან მეჩვენებოდა.
- გინდა აუზზე ჩავიდეთ?
მითხრა პაუზის შემდეგ. ჩამეცინა.
- და რით აპირებ შეცურვას ბატონო ანდრეა?
გაიცინა, არაფერი უთქვამს. სახე დავასერიოზულე და თვალებში შევხედე.ღრმად ამოვისუნთქე:
- ცურვა არ ვიცი.
გადაიხარხარა. მისი ხმა ოთახს ექოდ მოედო. შემრცხვა, საშინლად შემრცხვა.
- წამო გასწავლი- სახე დაასერიოზულა და მანიშნა მოვმზადებულიყავი. ალბათ პირველი შემთხვევა იყო, სალუთარ თავს მადლობას ვუხდიდი რომ საცურაო კოსტუმი წამოვიღე. აბაზანაში შევიკეთე და გამოცვლა დავიწყე. ვნერვიულობდი, სიმართლე რომ ვთქვა. მაგრამ თავს ვაჯერებდი რომ არაფერი იყო სანერვიულო. ზემოდან თხელი კაბა გადავიცვი და გავედი.
მიღიმოდა. კარები გავხსენი და დაბლა ჩავუყევით კიბეებს. აუზი დიდი აღმოჩნდა, ღრმაც. ჩემდა გასაკვირად კაციშვილი არ იყო.
ავალიანმა მაშინვე გადაიძრო გრძელმკლავიანი მაისური და შარვალიც მიაყოლა.
- სულ არ გავიხდი- სიცილით მითხრა და სხეულზე მხოლოდ საცვალი დაიტოვა. უკვე ვყოყმანობდი. მე და წყალი.. არვიცი. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი ანდრეა უკვე წყალში იყო და ნებივრობდა.
- თბილია, მოდი.
ვხვდებოდი რომ ახლა უკან მიტრიალება უხერხულთან ერთად გვიანიც იყო. რა გაეწყობოდა. ჩემი კაბა გავიხადე და წყალს მივუახლოვდი.
კიდეზე ჩამოვჯექი და მუხლებს ნიკაპი ჩამოვადე.
- მარიამ, კიარ დაგახრჩობ.
საწყალი ხმით მელაპარაკებოდა, მეღიმებოდა, მაგრამ ვცდილობდი შემეკავებინა.
- კარგი...- ხმადაბლა ამოვილაპარაკე და ფეხები წყალში ჩავყავი. მართლაც თბილი იყო. ავალიანი მომიახლოვდა და თავისი უზომოდ ნაცფისფერი თვალები მომაპყრო.
- ასე ნუ მიყურებ.- ვუთხარი ორაზროვნად და თვალი ავარიდე.
- ნუ კომპლექსდები.- ოდნავ მკაცრად მიპასუხა. არვიცი რას ვაკეთებდი, ან რატომ რისთვის. მაგრამ წამებში მთლიანას წყალში აღმოვჩნდი...
სანამ ფიქრებში გართული კიდეზე ვიჯექი, ფეხზე მომკიდა ხელი და წყლისკენ დამქაჩა, წამოვიკივლე რასაც მისი სიცილი მოყვა.
- ანდრეა ცურვა მართლა არ ვიცი- მთელი ძალით ვეჭიდებოდი მხარზე და ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა. სიცილითვე ცალი ხელი წელზე მომხვია და საკუთარ სხეულს მიმაკრო.
- დამეყრდენი.- სერიოზულად მითხრა და საკუთარ მხრებზე მანიშნა. ორივე ხელი კანკალით მოვკიდე და "ჩამოვეკიდე". ვგრძნობდი ხელს ნელნელა როგორ მიშვებდა.
- ეგ არ გააკეთო.- ვუთხარი შეშინებულმა. გაიღიმა და ხელი ადგილზე დააბრუნა. მაშტერდებოდა, თითქოს ჩემს ყველა ნაკვთს, დეტალს აკვირდებოდა. მასში რამაც მომხიბლა, სხეულზე არ მომშტერებია, ჩემდა სასიკეთოდ.
თვალებში ჩავაშტერდი. როგორი უძირო და ზედაპირული იყო. ათასი აზრი მიტრიალებდა თავში და ალბათ მასაც. სრულიად გათიშული და პარალიზებული ვიყავი. სახე მოაახლოვა, წყალს რიტმულად უსმევდა ხელს რომ არ ჩავძირულიყავით. უკვე რამდენიმე წამში მის სველ ტუჩებს ჩემსაზე ვგრძნობდი. თვალები დამეხუჭა, ეს არასწორი იყო, მაგრამ გრძნობა რომელიც დამეუფლა სასწაულად მსიამოვნებდა! კოცნაზე კოცნით ვუპასუხე, ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა, თუმცა ქმედება არ შეუწყვიტავს. ხელს უფრო და უფრო მაგრად მხვევდა, ცოტაც და ჩემი ნეკნები უკვე ჭრიალს დაიწყებდნენ.
ალბათ მიხვდა და სახე გაწია. თვალები გავახილე, მაგრამ სახეში არ შემიხედავს. წყალს ვუყურებდი და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი. კარგი იქნებოდა ახლა მისგან შორს რომ გავქცეულიყავი და საკუთარი თავის დატუქსვა დამეწყო, მაგრამ თუ გავინძრეოდი ჩავიძირებოდი. გაუაზრებლად შუბლი შუბლზე მომადო. როცა მივხვდი რომ განმეორებას აპირებდა თავი გავაქნიე უარის ნიშნად. არ შემდავებია და არც ძალაზე წამოსულა. ნაპირთან მიმიყვანა და ხელი ოდნავ შემიშვა. ხელები მოვაშორე ავალიანს და კიდეს დავეყრდენი. როგორ არ მინდოდა მისთვის თვალებში შემეხედა მაგრამ ვერ ვახერხებდი. ჩემი შინაგანი სურვილი უფრო ძლიერი იყო. რა მემართება?!
- ავიდეთ, თორემ მალე წყალმცენარეები გამომივა ფეხსბზე.- ჩაიცინა, ხელებს დაეყრდნო და უკვე კიდეზე იჯდა. მეც მას მივბაძე, ოღონდ მაშინვე ფეხზე ავდექი და კაბა გადავიცვი. ყველაფრის და მიუხსდავად მიღიმოდა. წამოდგა და ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა.
- არაფერი ისეთი არ მომხდარა მაგ სახით რომ იდგე.
ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე, ჯერ შარვალი ამოიცვა, შემდეგ მაისური.
საბოლოოდ ორივე ისევ ოთახში ავღმოვჩნდით.
- მუსიკის წინააღმდეგი ხარ?
დუმილი დაარღვია და საკუთარ ტელეფონზე მიმანიშნა. გამეღიმა.
- არანაირად.
რამდენიმე წამში ბეთჰოვენის მთვარის სონატამ გაიჟღერა. გამეცინა, გემოვნება კარგი ჰქონია. მითუმეტეს ამას ნამდვილად არ ველოდი.ავალიანი და სევდიანი სონატები?!
- მოგწონს ხომ?
- მომწონხარ ანდრეა ავალიანო!- ვუთხარი გაუაზრებლად. ახლა რაც მაშინებდა მისი პასუხის მოლოდინი იყო. შეეტყო რომ არ მოელოდა, მაგრამ არ შეიმჩნია. თვალებში ჩამხედა და მიპასუხა:
- მხოლოდ მოგწონვარ?



გელოდებით!
უკლებლივ ყველამ დააკომენტარეთ ვინც კითხულობთ, მოგწონთ, არ მოგწონთ ან რა რეაქცია გაქვთ.
ყველაფერი ჰერ კიდევ წინ არის♥️скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ანნა ა

კიი ძაკლიან მომეწონა ოღონდ რაღაც ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა ანდრიას რითი დავიწყეოო რაღაცას გეგმავდა? ოჰ არ ვიციი ძალიან გამეხარდა ავალიანის ქცევა აუზში :დდ წარმატებებიიიი heart_eyes kissing_heart

 


№2  offline წევრი Moonlight17

იმას გულისხმობდა რომ მხოლოდ ინტერესის დასაკმაყოფილებლად გაიცნო, ახლა კი გრძნობებიც უტევენ და ეს აღიზიანებს.
ნელნელა ყველაფერი უფრო ნათელი გახდება ♥️♥️♥️
ანნა ა
კიი ძაკლიან მომეწონა ოღონდ რაღაც ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა ანდრიას რითი დავიწყეოო რაღაცას გეგმავდა? ოჰ არ ვიციი ძალიან გამეხარდა ავალიანის ქცევა აუზში :დდ წარმატებებიიიი heart_eyes kissing_heart

 


№3  offline წევრი Liziko27

ძალიანც არუნდა მაგრამ შეუყვარდაა. აწი ვერც მოშორდება ამ გოგოს:დ:დ ასე მოუხდება

 


№4  offline წევრი Moonlight17

ნეტავ ასე მარტივად ფიქრობდეს ეგეც :დდ
Liziko27
ძალიანც არუნდა მაგრამ შეუყვარდაა. აწი ვერც მოშორდება ამ გოგოს:დ:დ ასე მოუხდება

 


№5 სტუმარი Sopo

Uhuu daidzaba situacia:)) Dzalian momwons da velodebi shemdegs :* <3

 


№6  offline წევრი Moonlight17

დღეს დაიდება ♥️♥️
Sopo
Uhuu daidzaba situacia:)) Dzalian momwons da velodebi shemdegs :* <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.