შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ანუ შენ ( მე-2 ნაწილი)


15-11-2018, 15:04
ავტორი Alice76
ნანახია 1 734

მე ანუ შენ ( მე-2 ნაწილი)

-შენ რა,თმებს ივარცხნი?-გაოცებულმა შესძახა ქალმა.
სარკეს თვალი მოაშორა და დედას შეხედა.
ოცდაჩვიდმეტი წლის მერის არაფრით ეტყობოდა,რომ ორი შვილის დედა იყო. ტანი ქალიშვილზე უკეთესი ჰქონდა,რომელსაც თხელი,შემოტმასნული ხალათი მშვენივრად უჩენდა.გრძელი,ბრინჯაოსფერი თმები ტალღებად ეყარა,ცისფერ თვალებს ინტერესით ანათებდა შვილს.
-შენ რა,რვა საათზე გაიღვიძე?-სიცილით შეუბრუნა კითხვა.
-სასწაულებიც ხდება-მხრები აიჩეჩა მერიმ-შენი ძმა უნდა ავაგდო ლოგინიდან,თორემ მასწავლებლები ლამის სახლში მომადგნენ საყვედურებით.
-იქნებ ცოტა დედური სიმკაცრე გამოგეჩინა?-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-როცა შემეძლო,ვიჩენდი,მაგრამ მეთორმეტე კლასელ ადამიანს ვეღარაფერს დავაძალებ,მით უმეტეს,სწავლას.
-ძალიან მაინტერესებს,როგორ აპირებს ცხოვრებას-გაიფიქრა,ჩემ თავს აუცილებლად ვკითხავო.
-დათვივით! როდესაც გაუჭირდება,დაიძინებს. ისედაც სულ ძინავს. ეგ ზედა ძალიან გიხდება,ერთი დამანახა ის ადამიანი,ვინც ასე გამოგცვალა. მოიყვანე სახლში ერთხელ.
-აუცილებლად-მიუგო და სწრაფად გადაიტანა თემა-მიდი,უჩა გააღვიძე,თორემ დაგვიანებულს არ შეუშვებენ.
მერიმ იქვე მდგარი წყლის ბოთლი აიღო და ღიმილით გაუჩინარდა.
ცოტა ხანში ბიჭის ყვირილიც გაისმა.
-წვიმა გეფერება და გაღვიძებს-ჩაიცინა და მომავლის ადამიანის რჩევით მომზადებული საუზმე,მოხარშული კვერცხი გადაყლაპა.
ტრადიციულად,გიგასთან ერთად გაუდგა გზას. ბიჭი აღფრთოვანებული დარჩა მისი ახალი ვიზუალით და აღნიშნა,რომ აქამდე მთლად დარწმუნებული არ ვიყავი,რომ გოგო ხარო.
სკოლის კართან თავისი ორეული ელოდა.
ვიას ქერა თმა ცხენის კუდივით შეეკრა ,მაღალი ღაწვები მოხდენილად ეკვეთებოდა,ახალი ფეხსაცმელები მოერგო ,თავისი წარსული მეს მსგავსად,შავ ქურთუკსა და შარვალში გამოწყობილიყო,რითიც კიდევ უფრო დამსგავსებოდა.
გიგა გაოგნებული უყურებდა ხან მეგობარს,ხანაც კართან მდგომს,ბოლოს ამოღერღა.
-როგორ გგავს-მიუტრიალდა ვიას-ცოტა უფროსი შენ ხარ!
-ჩემი ნათესავია-მოუჭრა და გოგონას გახედა-გამარჯობა,კატო.
შეთანხმდნენ,რომ მომავლიდან მოსულ სტუმარს აქ განსხვავებული სახელი უნდა ჰქონიდა-აქ რას აკეთებ?
-კლუბს ვაყალიბებ!-ამაყად მიუგო გოგონამ და ეზოში შეჰყვა-გუშინ შემთხვევით თქვენი სკოლის დირექტორის ცოლი გავიცანი სალონში-სიტყვა “შემთხვევითს” ხაზი გაუსვა-ჩემი იდეა შევთავაზე და ძალიან მოეწონა.
-რა შესთავაზე?-გვერდით ამოუდგა გიგა.
-“იდეიაფიქსი”-ასე ერქმება თქვენი სკოლის ახალ კლუბს,რომელსაც მე გავუძღვები,როგორც კლასგარეშე მასწავლებელი.
-და რას გააკეთებთ?
-ჩვენი კლუბის წევრები ახალგაზრდა,ფანტაზიის უნარით დაჯილდოვებული ხალხი იქნება,რა თქმა უნდა,სკოლის მასშტაბით და ერთად დავგეგმავთ ღონისძიებებს,რომლებიც სკოლის გარეთ ბავშვებს გაართობს და ამასთან ერთად,ცოდნასაც აუმაღლებს.
-ჯერ მასეთი არაფერი ყოფილა აქ-ეჭვით ჩაილაპარაკა გიგამ.
-იმიტომაც არის ჩემი წამოწყება -ცხვირი აიბზუა გოგონამ-მე ნოვატორი ვარ! დღეს მასწავლებლებთან შეხვედრა მაქვს,ყველა დეტალი უნდა განვიხილოთ და ოთახსაც გამომიყოფენ.
-წარმატებას გისურვებ-მიუგო გიგამ და დაემშვიდობა.
-რატომ წამოიწყე ეს?-ჰკითხა ვიამ,როგორც კი მარტო დარჩნენ-სკოლაში რა გინდა?
-აბა სხვა რა ვაკეთო? შენთან ახლოს უნდა ვიყო,რომ მივხვდე,რატომ დავბრუნდი წარსულში.-მხრების ჩეჩვით უპასუხა გოგონამ.
-ეგ შენს თავში უნდა ეძებო და არა აქ.
-ვეძებ,მაგრამ სახლში ჯდომით ტვინი არ მუშაობს,რვა წლის წინანდელი მოვლენები კარგად ვერ მემახსოვრება.
ვიამ ამოიოხრა და ჩაფიქრებული მიჰყვა უკან.
მომავლიდან მისული საკუთარი თავი სხვანაირად წარმოედგინა. ბევრ რჩევა-დარიგებას მისცემდა,გაამხიარულებდა,გაამხნევებდა... ეს გოგონა კი არაფერს აკეთებდა გარდა იმისა,რომ გარემოს აკვირდებოდა. მხოლოდ ტანსაცმლის ყიდვითა და ქალური რჩევებით როგორ შეეძლო შეეცვალა ცხოვრება?
ან რისთვის იყო იგი საერთოდ აქ? აშკარად ბევრ რამეს უმალავდა,არაფერს ეუბნებოდა და მნიშვნელოვან საკითხებს მხოლოდ თავისთვის იტოვებდა. ვიას ისეთი განცდა ჰქონდა,რომ გოგონა დიდ და ძალიან ცუდ ამბავს უმალავდა.
უკვე შენობაში შედიოდნენ,როდესაც ძახილი შემოესმათ.
-ვიკა?-ორივე ერთად მიტრიალდა.კიბეებზე თანაკლასელი,რეზო ამორბოდა-გეფიცები,ვერ გიცანი-გაიღრიჭა ბიჭი და მეორე ვია შეათვალიერა-ჩვენს სკოლას ვენერას მადლი გადმოესხა და მშვენიერი გოგოები გამოგვიგზავნა?
-ალბათ უფრო ვიქტორიას მადლი-ჩაიცინა გოგონამ -რა ხდება,რევაზ?
-არაფერი,დაგინახე და მოგესალმე-გაიცინა ბიჭმა-წამო,ერთად ავიდეთ.
-კარგი,დროებით,კატო-გაკვირვებულმა შეჰხედა ორეულს,რომელიც მრავალმნიშვნელოვნად უღიმოდა.
-კლუბის საკითხზე გაკვეთილების შემდეგ დაგელაპარაკები-დააწია გოგონამ და ხელი დაუქნია.
-ეს გოგო ვინ იყო?-ინტერესით გაიხედა უკან რეზიმ.
-ჩემი ახლობელია,სკოლაში კლუბს აარსებს.
-ლამაზია,შენ გგავს-მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ბიჭმა.
-ჰო,ძალიან.-მოუჭრა.უკვე ყელში ამოსვლოდა ერთი და იგივე.
კლასში შესვლისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა,რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანებისათვის გარეგნულ მხარეს.
რაც არ უნდა ილაპარაკონ სულიერ მშვენიერებაზე,ხალხს ფეხებზე ჰკიდია შენი სული,როდესაც ლამაზი ხარ. ყოველ შემთხვევაში,უმეტესობისთცის ასეა და ეს სულაც არაა გასაკვირი.
არავის მიუძახებია დამცინავი კომენტარი,ცხოვრებაში პირველად ნორმალურად მიესალმნენ და გოგონებმა ახალი ვარცხნილობა მოუწონეს კიდეც.
არ სურდა იმის აღიარება,რომ იმათი კომპლიმენტები სიამოვნებდა,რომლებიც ერთი დღის წინ აბუჩად იგდებდნენ ტანსაცმლის გამო,თუმცა ზუსტად ასე იყო.
მის განწყობაზე ჯადოსნურად მოქმედებდა გარშემომყოფთა კეთილი ქცევები.
ღიმილით მიუჯდა თავის სამფლობელოს და ნივთები ამოალაგა.
-ჩვენ რა,ახალი კლასელი გვყავს?-მოესმა ბოხი ხმა და გვერდით ვიღაც მიუჯდა.
ტატო აფციაური კლასის (და შეიძლება სკოლისაც) ყველაზე სიმპათიურ ბიჭად ითვლებოდა,მწვანე თვალები,შავი თმები და ხორბლისფერი სახის კანი ჰქონდა,ძალიან სიმპათიური იყო,თუმცა ვიას არა თუ მოწონდა,წესიერადაც კი არასდროს არ შეეხედა მისთცვის.
ან რა იმედით უნდა შეეხედა ბიჭისთვის,რომელსაც მთელი სკოლის გოგონები ეტრფოდნენ?
ფიქრობდა,რომ თუ ტატო მოეწონებოდა,ეს რაღაც ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა,უამრავი შემთხვევა გაეგონა აქამდე,გოგონები ლექსებსაც კი უძვნიდნენ თავიანთ სიყვარულს,დერეფნებში კი ხშირად ისმოდა მათი ოხვრა,როდესაც შორიდან უყურებდნენ ტატოს. მეტიც,მათ უმრავლესობას ურთიერთობაც ჰქონდა ბიჭთან,თანაც ერთდროულად და თითოეულ მათგანს თავი მაინც გამორჩეული ეგონა.
ვიას არ სურდა,ასეთ ჩვეულებრივ რამეში გაეყო თავი.
ოცნებასაც უნდა ჰქონოდა რაღაც პატარა საფუძველი.
ბიჭი მათ კლასში ორი წლის წინ გადმოვიდა,მაშინვე გაიჩინა თაყვამისმცემლების არმია და თითმის იმავე პერიოდში სკოლის ვარსკვლავიც გახდა,როგორც მომავალი ფეხბურთელი.
-ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია-მობოდა,რაც პირველად მოადგა ენაზე და ინტერესით მიაჩერდა ბიჭს.
-გამათბობელთან ახლოს ზიხარ,ახლა კი აცივდა,შეიძლება აქ ვიჯდე?-თვალი ჩაუკრა ბიჭმა.
-ნია ვეღარ გათბობს?-ჰკითხა ირონიულად და სულ ბოლო მერხს გახედა,საიდანაც ეს უკანასკნელი თვალებით ჭამდა ბიჭს.
ტატოს კითხვაზრ ყურიც არ შეუბერტყავს,ღიმილით მიაჩერდა კლასში შემოსულ მასწავლებელს.
-სიგიჟეები ხდება-გაიფიქრა ვიამ და კიდევ ერთხელ გახედა უკანა მერხს.
გოგონა ახლა მას უყურებდა მუქარანარევი მზერით.
ისტორიის გაკვეთილი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვით დაიწყო.
კლასის მესამედი ცხარედ იყო ჩაფლული დებატებში და ერეკლე მეორედან მოყოლებული,ახლანდელი პრეზიდენტით დამთავრებული,მცდარ პოლიტიკურ სვლებს განიხილავდნენ.
დანარჩენი ნაწილი კი თავის საქმეს აკეთებდა-ნათია ჯორბენაძე,რომელიც ვამპირებზე იყო შეყვარებული,მონდომებით კითხულობდა “ბინდის” ახალ ნაწილს,უკანა მერხზე ნია ვარდიშვილი ფრჩხილებს იკეთებდა და გაცხარებული ეჭორავებოდა გვერდით ტატოს ადგილას მიმჯდარ დაქალს-მარიამს,რომელიც ყოველ დღე შანსს არ უშვებდა ხელიდან,ვინმესთვის რაიმე მწარე არ ეთქვა.
გოგასა და მათეს,კლასის ონავრებს, თავი შეთქმულებივით ჩაეყოთ მერხის ქვეშ და რაღაცას გულმოდგინედ განიხილავდნენ.
მასწავლებელი-მაღალი,გამხდარი ქალი,სახელად მაყვალა,არაფრად დაგიდევდათ კლასში ატეხილ ერთ ამბავს და დავითს ეკამათებოდა ოპოზიციის ცნობილ წარმომადგენელზე.
ვია თავისთვის ხატავდა და ხანდახან ცერად გახედავდა ხოლმე ტატოს,რომელსაც მოურიდებლად ჩაეყო ცხვირი მის რვეულში.
მოულოდნელად კლასის კარი გაიღო და ყველა ლარივით გასწორდა წელში.ბავშვებმა სწრაფად მოირგეს ბეჯითი მოსწავლეების როლი და ცხვირები წიგნებში ჩატენეს.
დირექტორი,მაღალი,ახმახი კაცი,არჩილი,ეჭვიანი მზერით შემოვიდა და გასუსულ კლასს მოავლო თვალი.
იქვე ,კუთხეში მდგარ მერხთან დადგა,თვალები დააბრიალა და დაილაპარაკა.
-განაგრძეთ გაკვეთილი,სასწავლო პროცესს ვეცნობი!
-ამდენად-ვითომ და შეწყვეტილი საუბარი განაგრძო მაყვალამ-იმის თქმა,რომ მეორე მსოფლიო ომში საქართველოს მონაწილეობა მცირეა,არ შეიძლება. ამიტომაც,კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ეს თავი,სანამ ახალ დავალებას მოამზადებდეთ,ახლა კი განვაგრძოთ გამოკითხვა.
ასეთი შემთხვევებისთვის ვიამ უკვე მშვენივრად იციდა მაყვალას ტაქტიკა-ის გაჰყავდა მოსაყოლად,ვისშიც დარწმუნებული იყო,რომ ეცოდინებოდა თემა.ამიტომაც რვეული დახურა და დაელოდა,როდის გაიძახებდნენ.
-ვია!-არ დააყოვნა მასწავლებელმაც და ღიმილით მიუთითა,გასულიყო.
ტატოს შეხედა,რომელიც გზას უღობავდა,ბიჭი წამოდგა და თავაზიანი ჟესტით გაატარა.
-მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კონფლიქტია,რომლის ანალოგი არ არსებობს. -დაიწყო მობეზრებულმა. ამ თემაზე ადრევე იმდენი ჰქონდა წაკითხული,წინა დღეს წიგნი არც გადაუშლია-მასში მონაწილეობა მიიღო სამოცდაერთმა სახელმწიფომ,რა. იმ დორისთვის მსოფლიო მოსახლეობის ოთხმოც პროცენტს შეადგენდა.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისად ითვლება 1939 წლის პირველი სექტემბერი,როდესაც გერმანია თავს დაესხა პოლონეთს...
დაახლოებით ხუთი წუთი საუბრობდა,ხოლო როდესაც საბჭოთა კავშირის ჩართულობაზე გადავიდა,დირექორი უხმოდ დაიძრა კარისკენ და წარბაწეული გავიდა ოთახიდან.
მაყვალამ ცოტა ხანს კიდევ შეიცადა,ვიას მადლობა გადაუხადა და დავითს მიუბრუნდა,კამათის გასაგრძელებლად.
როდესაც მერხს დაუბრუნდა,აღმოაჩინა,რომ ტატოს მისი რვეული ჩაეგდო ხელში და ინტერესით ფურცლავდა.
ჩაახველა და ხელი გამოსართმევად გაიწვდინა,თუმცა ბიჭმა ღიმილით გაიწია და მწვანე თვალები შეანათა.
-არ ვიცოდი,თუ ხატავდი. მაგარი რამეებია!
-სხვათა შორის,პირადულია-გაწითლდა და ბოლოს მაინც გამოჰგლიჯა რვეული.
-რა პირადული? მაგრად ხატავ და რატომ გინდა მარტო შენთვის?
-იმიტომ,რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია. რაც გიყვარს,ჯობია მხოლოდ შენთვის გქონდეს და არავის ანახო.
-მერე ცოდო არაა?
-ვინ?
-ის ,ვინც ან რაც გიყვარს. გარესამყაროს უმალავ იმიტომ,რომ ეგოისტი ხარ.
-სულაც არ ვარ...-ამოისუნთქა და აუხსნა-ბევრი ვერ გაიგებს. ტალახს ესვრიან იმას,რაც შენთვის ძვირფასია.
-ბევრს კი მოეწონება და ისევე გაბედნიერდება შენი ქმნილებით,როგორც შენ თვითონ. ასე ,რომ მომეცი.
არგუმენტი ვეღარ მოიფიქრა,ამიტომაც რვეული გაუბედავად გაუწოდა.
ბიჭი ცოტა ხანს ჩუმად ათვალიერებდა,ერთ-ერთ ფურცელს დახედა და ჩაიფხუკუნა.
-ხალხის კეფებს ხატავ?
-უფრო კისრებს-მიუგო გაწითლებულმა-კისრები მომწონს.
-რატომ?-გადაიხარხარა.
-არ ვიცი,აი,უყურებ უკნიდან,არ იცი,როგორი სახე აქვს,მაგრამ იცი,მიმზიდველი კისერი თუ აქვს,ლამაზი და ძლიერი იქნება. საინტერესოც.
-აქამდე ასეთი მოსაზრება არ გამიგია-უთხრა სერიოზულად-უნდა დავაკვირდე.
ღიმილით მიაჩერდა მწვანე თვალებს.
ზარის ხმამ გამოარკვია და აწითლებულმა მოაშორა მზერა.
როგორც წესი,შესვენებებზე არსად გადიოდა და მერხს მიწებებული ან გაკვეთილს იმეორებდა,ანდა რამეს ჯღაბნიდა.
ტატო კლასიდან გავიდა,ამიტომაც ჩაფიქრებული მიუბრუნდა რვეულს.
-დღეს მათემატიკაში საკონტროლო გვაქვს-მოესმა მარიამის ხმამაღალი საუბარი-რა ეშმაკია ეს ბიჭი,არა? მიუჯექი წიგნის მატლს და გადაიწერე ათიანი.
ნიას სიცილიც გაისმა.
დიდი ტვინიკოსობა არ სჭირდებოდა იმას,რომ მას დასცინოდნენ. ალბათ,მარიამი მართალი იყო.
თავი ჩაღუნა და ეცადა,წყენა გულთან არ მიეშვა.
-რა საცოდაობაა-განაგრძობდა გოგონა,თუმცა დიდ ხანს აღარ დასცდა,რადგან წკრიალა ხმა გაისმა.
-მართლაც საცოდაობაა,შენგან ბიჭი იმიტომ რომ წავა,უტვინო ჰგონიხარ და გადაწერის იმედი არ აქვს-უფროსი ვია თავზე წამოსდგომოდა და აბრჭყვიალებული თვალებით უყურებდა.
მარიამმა და ნიამ გაოცებით შეათვალიერეს უცნობი გოგონა და სწრაფად მოაშორეს მზერა,რათა გაცხარებული,ჩუმი ჭორაობა გაებათ.
-ჩემს მეხსიერებაში ახალი მოგონება გაჩნდა-უჩურჩულა და გვერდით მიუჯდა-ტატო.უცნაურია,არა? ნელ-ნელა მეცვლება მოგონებები,თუმცა ჯერ არაფერი ჩანს ბოლომდე,თითქოს ჩემი ისტორია ახლიდან იწერება.
გოგონა აღელვებული და ჩაფიქრებული ჩანდა.
-ფრთხილად უნდა ვიყოთ-შეახსენა საკუთარ თავს-რამე ისეთი არ შევცვალოთ,საერთოდ რომ აირიოს ცხოვრება.
-ნუ ღელავ,ვაკონტროლებ.-იდუმალად დაუქნია თავი-დირექტორი ჩემით საბოლოოდ მოიხიბლა,მით უმეტეს,მოვატყუე,განათლების სამინისტროში ნაცნობები მყავს და ახალი პროექტები ჩავუკაკლე.-ჩაიცინა.
-რა ახალი პროექტები?
-ისინი,რაც ჩემს დროში უკვე განხორციელდა,აქაურობაში კი მომავალია. ერთ-ერთი სიახლე მეორე სემესტრში იქნება,ჩემი გამოთვლებით,მეთერთმეტე კლასელთა საატესტატო გამოცდებს შეეხება,ამიტომაც,მალე დარწმუნდება ჩემს ვითომ ნაცნობობაში.
-მოუყევი,რა იქნება მომავალში და ამით დაითანხმე?-გაოცდა ვია.
-როდის გეგმავენ მის გათავისუფლებას,ეგეც-თვალი ჩაუკრა-დამრიგებელი,ანა გეგმავს გამოცდების ჩაბარებას და კანდიდატურის წამოყეჯებას და ეგ ჯერ არავინ იცის.
-რა ეშმაკი ხარ-აღფრთოვანდა-მოფიქრება ხომ უნდა!
-ასეთი პროფესია მაქვს-შეიფერა და თმები მოხდენილად გადაიყარა უკან.
ნეტავ რა პროფესიის იყო? ბევრჯერ ჰკითხა,მაგრამ ყოველ ჯერზე ჯიუტ დუმილს იღებდა პასუხად.
-დამასწრეს?-მოისმა ტატოს ხმა და ორივე ვიამ ბიჭს ახედა.
მომავლიდან მოსული გოგონა შეხტა,აალდა და ვიას მოეჩვენა,რომ თვალებში ცრემლგამკრთალმა გაუღიმა ბიჭს.
-არა,მე შემოვირბინე- და წამოდგა-დროებით,ვია. გაკვეთილების შემდეგ შემომიარე,მეორე სართულზე,ხელოვნების ოთახი დამითმეს,კლუბისთვის იდეები მჭირდება და ...-ტატოს შეხედა-შენი მეგობარიც წამოიყვანე,გამიხარდება თქვენი იქ დანახვა. ლამაზი კისერი გაქვს-თბილად მიმართა.
ბიჭმა გადაიხარხარა და კომპლიმენტისთვის მადლობა გადაუხადა.
-მხოლოდ კისერი?-მიუბრუნდა ვიას,როდესაც გოგონამ კლასი დატოვა.-უცნაური ვიღაც ჩანს.
-ალბათ მარტო ეგ არ იგულისხმა-აწითლდა და სასწრაფოდ დაამატა-ჩემი მეგობარია,სკოლაში კლუბს აარსებს,რომელიც კლასგარეშე გართობას მოიცავს . შეგვიძლია,იდეები შევთავაზოთ.
-იდეა? მაგის მეტი რა მაქვს-წამოიძახა ბიჭმა-რამდენი ხანია,ვიხვეწები,ფეხბურთის დღე დავაწესოთ-მეთქი.
-ეგ რას გულისხმობს?
-ანუ რავი რა,როცა ჩემპიონატი იქნება ან რამე მაგარი თამაში,ეკრანი გავჩითოთ სადმე,ყველა ერთად შევიკრიფოთ. კლასებს შორის ჩემპიონატიც მაგარი იქნება,რამდენი ხანია,არ ჩატარებულა.
-მართლა კარგი იდეაა!-შეაქო ვიამ-თან ბიჭებსაც მივიზიდავთ.
-ესე იგი,გაკვეთილების შემდეგ მივდივართ?
-აჰამ-გაბრწყინებულნა მიუგო და მარიამის ნათქვამი სულ გადაავიწდა.
ერთია,რა შეიძლება იფიქრო ადამიანზე,მეორე-რას ხედავ მის თვალებში.
საკუთარ ფიქრებს დაუკვირდა. ტატო მოსწონდა,მის გვერდით ყოფნა ძალიან სიამოვნებდა,თუმცა ეს ის მოწონება არ იყო,რასაც რატის მიმართ განიცდიდა. როდესაც ამ უკანასკნეს ხედავდა,უბრალოდ პარალიზირებული ხდებოდა,სასტიკად იზიდავდა ბიჭის თითოეული თმის ღერი და ნაკვთი. მზად იყო,მის ნაბიჯებს გაჰყოლოდა და ყველაფერი შეესწავლა,რაც რატის ეხებოდა,მისი მოძრაობები და სიცილის მანერაც კი ხიბლავდა.
ტატოს კი ბევრად თავისუფლად უყურებდა,თითქოს ის აზრი ამშვიდებდა,რომ ბიჭი მას არასდროს შეჰხედავდა როგორც გოგონას,რადგანაც უამრავი ულამაზესი თაყვანისმცემელი ჰყაბდა და ამის გარდა,არანაირ “ბიჭურ” ინტერესს არ ატყობდა. ტატო არც ეარშიყებოდა და არც დასცინოდა,თითქოს მასში რაღაც ახალს ეძებდა,დასაყრდენს,რაც აქამდე სხვებში ვერ იპოვნა.
ბოლოს თავში აზრი გაუკრთა,ალბათ მე და ტატო კარგი მეგობრები ვიქნებოდითო და მასწავლებლის ხმაც გაისმა.
მათემატიკის გაკვეთილზე,როგორც მარიამმა თქვა,საკონტროლო ჰქონდათ,თუმცა ვიასდა გასაოცრად,ტატოს მისკენ არც კი გამოუხედავს,ისე ჩაამთავრა ამოცანები.
ვიაზე გაცილებით ადრე ჩააბარა რვეული მასწავლებელს და ღიმილით მიუჯდა გვერდით გოგონას.
-მათემატიკა თუ გიყვარდა,არ ვიცოდი-უთხრა ვიამ,როდესაც თავადაც დაამთავრა წერა.
-საიდან უნდა გცოდნოდა-მხრები აიჩეჩა ბიჭმა-გამარჯობასაც არ მეუბნებოდი წესიერად.
-მე არ გეუბნებოდი?-აიფოფრა-რა სისულელეა,უბრალოდ ვერასდროს მამჩნევდი.
-და ამას მეუბნება გოგო,რომელსაც მინიმუმ სამჯერ მაინც მივესალმე ამ კვირაში,თუმცა იმდენად დაკავებული იყო ფიქრით,რომ ვერც კი გაიგო.
-რა?მართლა?-წამოწითლდა ვია.
-აქამდე თითქოს დაფრინავდი,როგორ გითხრა-თვალები მოჭუტა და ჭერს ახედა-მაგრად გეკიდა ყველაფერი. შენი მშურდა კიდეც. ახლა თითქოს დაეშვი დედამიწაზე და ამ მოკვდავ ხალხსაც გადმოგვხედე.მანამდე უბრალოდ ვერ გაგიბედავდი გვერდით დაჯდომას.
ვიას ჩაეცინა და დაფიქრდა,თურმე როგორი იმიჯი ჰქონია კლასში და არ იცოდა. არაფერი უთქვამს,იმის ცოდნას,რომ გოგონა საკუთარ თავში ჩაკეტილი,დაკომპლექსებული და ურთიერთობების მოშიშარი ქრცვინი იყო,ისევ ასეთი წარმოდგენა სჯობდა.
რატისთან “იქსიკის და ნულიკის” თამაში გააჩაღა და ასე გაიყვანეს დარჩენილი დრო.
შესვენებაზე რატი გარეთ აღარ გასულა,ვიას თავის იდეებს უყვებოდა ფეხბურთთან დაკავშირებით.
ამ სპორტის დიდი მოყვარული არასდროს ყოფილა,თუმცა უფროსი ძმის დამსახურებით,რომელიც მთელ ოჯახს აიძულებდა მატჩების ყურებას,იცოდა,რომ კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთელი იყო და არა გუნდი. ასევე,ყველაზე მეტად მეკარეები მოსწონდა და ამ საქმეში საუკეთესოდ პეტრ ჩეხი მიაჩნდა.
მისმა “ნოკიამ” დაიწკარუნა და ინტერესით გახსნა შეტყობინება,ვინაიდან დედამიწაზე ადამიანი არ ეგულებოდა,ვინც მას “ეს ემ ესს” გამოუგზავნიდა.
“დღეს,თუ არ ვცდები,ფეიერვერკი გელოდება”
გამომგზავნის ვინაობა არ ეწერა,თუმცა მიხვდა,რომ საკუთარი თავი სწერდა.
პასუხის დაწერას აპირებდა,როდესაც რატიმ მობილური ხელიდან გამოსტაცა და სიცილით მიუგო.
-რა იყო,წარსულში იმოგზაურე?-მობილურს ჩაჰხედა-არა რა,ესეთები არასდროს გაფუჭდება. ნოსტალგია შემომაწვა,მეექვსეში ვიყავით,დეიდაჩემმა რომ მაჩუქა.მაშინ დონე იყო.
-მეტი რა საჭიროა?-მხრები აიჩეჩა.
-რავიცი,სათამაშოდ,სურათებისთვის, მუსიკისთვის.არ გიყვარს მუსიკა?
-როგორ არა,მაგრამ სახლშიც მოვუსმენ.
-ფეიერვერკს ვინ გიწყობს? შეყვარებული?
-კარგი,რა,ტატო-გაეცინა და მობილური გამოართვა-ცაში ბიჭები არ შემხვედრია და მიწაზე მხოლოდ ახლა დავეშვი.-გაახსენა თავისივე სიტყვები.
-რატომ,დაფრინავს ერთი-ორი-უთხრა დარწმუნებით.-თუ არა და,შენ ცაში აჭრილიც ლამაზი იყავი და ეჭვი არ მეპარება,ბევრს მოსწონხარ.
-კარგი ახლა-უდარდელად აიქნია ხელი-ჯერ საკუთარი თავი უნდა მომეწონოს,რომ სხვას მოვეწონო.
ტატო კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,თუმცა კლასში შემდეგი მასწავლებელი შემოგორდა და აყალ-მაყალიც დაიწყო.
დაახლოებით ას ორმოცდაათი კილო,სიმაღლეში იგივე,ოღონდ სანტიმეტრებში,წითელ თმიანი ქალი-ნატო,გეოგრაფიის მასწავლებელი იყო.
ამ საგანზე მეტად კი იუმორი იზიდავდა,ამიტომაც ბავშვებისთვის საყვარელი გაკვეთილი იწყებოდა.
ქალი ხვნეშით შედგა და მიმოიხედა.
-ის ავაზაკები კიდევ არ მოსულან,არა?-დაიღმუვლა,გოგას და მათეს გულისხმობდა-არადა,სანამ მე ამ კიბეებს ამოვივლი,ოთარას თმები ამოუვა თავზე.
ეს უკანასკნელი სკოლის დარაჯი იყო,რომელსაც კვერცხივით მოტვლეპილი თავი ჰქონდა.
-ძალიან კარგი-ჩანთა მონდომებით მოჩხრიკა და ბიჭების მერხს მიუახლოვდა. სკამები გამოსწია და რაღაც საგნები დაალაგა.
კლასისკენ შემობრუნდა და ტუჩთან საჩვენებელი თითი მიიტანა.
-ამათ ჰგონიათ,დამავიწყდა,ერთი თვის წინ რაც გააკეთეს? თან საკუთარ უკანალს სანამ მივწვდი და ის ჭიკარტები გამოვიძრე,ერთი კვირა გავიდა.
კლასში ხარხარი გაისმა.
ნატო მასწავლებლის მაგიდას დაუბრუნდა და სიის ამოკითხვა დაიწყო.
დაახლოებით ხუთ წუთში ხსენებული ბიჭებიც შემოვარდნენ კლასში.
უცნაურად გამოიყურებოდნენ,ტანსაცმელი მტვერში ამოგანგვლოდათ,თმებში აბლაბუდები გაჩხეროდათ,თვალები კი ეშმაკურად უელავდათ.
-სად ეშმაკებში იყავით?-შეუყირა ნატომ -ჩქარა,დასხედით და ხუთი წუთი გაქვთ გამეორებისთვის,გამოკითხვას თქვენით დავიწყებ!
ბიჭები სწრაფად მივიდნენ მერხთან და დაღლილი სახეებით დაებერტყნენ სკამებზე,თუმცა მაშინვე ყვირილით წამოფრიდნენ.
მათემ გაოგნებულმა გამოიძრო უკანალში შერჭობილი ჭიკარტი და აღტაცებულმა გახედა მასწავლებელს.
-ესე იგი,ომი,მას?-თქვა ეშმაკურად.
-ერთით ერთი-სასხვათაშორისოდ წაიმღერა ქალმა და ჟურნალის ზემოდან კმაყოფილმა გაიხედა.
დაფასთან გაძხებული გოგა წვალებით ჰყვებოდა გაკვეთილს და სამხრეთ ამერიკაში ნილოსის დელტასეძებდა,როდესაც ისეთი ხმა გაისმა,ვიას მიერ დილით მონათხრობი მეორე მსოფლიო ომი მოგონება იყო.
აფეთქების უწყვეტი ხმა თითქოს კედლებიდან მოდიოდა,ბავშვები მერხებიდან წამოფრიდნენ და იატაკზე გაწვნენ,ნატო კი მერხის ქვეშ გასაოცარი სისწრაფით შეძვრა.ტატომ ვია კედელზე მიანარცხა და მთელი ტანით გადაეფარა,საშინელი ხმაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა,ხოლო როდესაც სიჩუმე ჩამოწვა,საეჭვოდ გაისმა მათესა და გოგას ფხუკუნი.
როგორც აღმოჩნდა,ბიჭებს საახალწლო ასაფეთქებკები სკოლის სავინტილაციო მილებში დაემალათ და ისე დაემონტაჟებინათ,რომ მიყოლებით აფეთქდა მთელ ორ სართულზე და გრანდიოზულად დამთავრდა სამასწავლებლოში.
საგაკვეთილო პროცესი ჩაიშალა,დირექტორის ოთახში დაკითხვების სერია დაიწყო,პირველი კი,რა თქმა უნდა,მეთერთმეტე ა კლასი გამოიკითხა.
ნატო,რომელმაც მშვენივრად იცოდა,ვინ ჩაიდინა ეს ოინი,ყველას არწმუნებდა,რომ მათე და გოგა გაკვეთილის დაწყებამდე ადგილზე იყვენენ და შემდეგაც არ გასულან.
დანარჩენი ბავშვებიც,რა თქმა უნდა,ხმას არ იღებდნენ. ამდენად,დანაშაული გაუხსნელი დარჩა და მიუხედავად იმისა,რომ დირექტორს დასაბუთებული ეჭვი ჰქონდა დამნაშავეებზე,არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ვერ დასაჯა ბიჭები.
მთელი სკოლა ჩუმად ადიდებდა მათეს და გოგას და დამსახურებულად მიანიჭეს “ფრედისა და ჯორჯის საპატიო ტიტული”.
არეულობის გამო უფროსი ვიას კლუბის შეხვედრა გადაიდო,გოგონა მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ჩვიდმეტი წლის ვიქტორიას თვალთახედვის არეში,მხიარულად დაუქნია ხელი და გაუჩინარდა. ამიტომაც სკოლიდან ტატოსთან ერთად წამოვიდა.
დეკემბრის დასაწყისი იყო,წვრილი წვიმა ცრიდა და საკმაოდ ციოდა. ვიას არასდოს აწუხებდა მსგავსი ამონდი,პირიქით,ნისლიანი და ცივი გარემო უყვარდა. თითქოს ამინდის იდუმალება მის სულშიც გადადიოდა და ღრუბლებს ამოფარებული ყვითელი სხივები აღარ ანათებდნენ იმას,რისი დანახვაც არ სურდა.
პირველი შემთხვევა იყო,როდესაც ამ შენობას კლასელთან ერთად ტოვებდა და მით უმეტეს პირველი,რადგანაც ვია ენას არ აჩერებდა და იმ წიგნზე უამბობდა ტატოს,რომელსაც იმ დროს კითხულობდა.
ბიჭი ინტერესით უსმენდა,განიერი ქურთუკი ,როგორც ვიას,თავზე დაეფარებინა და წვიმისგან ასე იცავდა თავს.
მათ შორის მეგობრობის ძაფები თავისთავად გაბმულიყო,არანაირი ძალდატანება არ იგრძნობოდა საუბარში და ლაღად განიხილავდნენ “ჰობიტის” სიუჟეტს, როდესაც ტატოს სახელი მოისმა და ბიჭი და უკან მიბრუნდა.
მეათე კლასელი გოგონა იძახდა,რომელსაც ვია შორიდან იცნობდა.
ინტერესით შეათვალიერა.
გრძელი,შავი თმა დაუდვრად ჩამოშლოდა,გამხდარსა და მაღალს ძალიან უხდებოდა შავი შარვალი და წითელი ქურთუკი,რომელიც მის მსხვილ,წითელ ტუჩებს ეხამებოდა.
ქუჩის გადასწვრივ იდგა და გამომწვევად უყურებდა წყვილს.
-აუ...ანა-თავი მოიქექა ტატომ და ვიას მიუბრუნდა-ბოდიში რა,მარტო წადი. გავარკვევ,რა უნდა-ტანჯული მზერა ჰქონდა.
-რას ამბობ,რა ბოდიში-მხრები აიჩეჩა ვიამ და დაემშვიდობა.
კიდევ ერთხელ გახედა ანას და ჩაფიქრებულმა განაგრძო გზა.
გოგონა რატომღაც არ მოეწონა. არა იმიტომ,რომ ტატომ მის გამო დატოვა,ბიჭის მიმართ ასეთი გრძნობა არ ჰქონდა. არამედ ინტუიციის გამო. თითქოს გოგონას რაღაც ცუდი დაჰყვებოდა,რისთვისაც ახლად გაჩენილი მეგობარი არ ემეტებოდა.
გვერდით მანქანა შენიშნა და ტროტუარზე ავიდა,რათა გზა გაეთავისულებინა,თუმცა ავტომობილმა სვლა შეანელა,ფანჯარა ჩაიწია მძღოლის მხრიდან და იქიდან რატის თავი გამოჩნდა.
ფეხები აებლანდა,ბიჭი აშკარად მას უყურებდა . ცოტა ხანი დასჭირდა იმის გასააზრებლად,რომ არა მარტო უყურებდა,არამედ ლაპარაკობდა კიდეც.
მის გვერდით ვიღაც ამოძრავდა და ფანჯარაში საკუთარი თავი დანახა.
უფროსმა ვიამ ბიჭს ქერა თმები ააფარა სახეზე,გადმოიწია და დაუძახა.
-წამო ვია,გაგიყვანთ!
თვალები გაუფართოვდა. ორი წელი ეტრფოდა ბიჭს შორიდან და გამარჯობის თქმას ვერ ბედავდა,ახლა კი მისი მომავალი მე საოცნებო პრინცს გვერდით მოსკუპებოდა.
პარადოქსი იყო,მაგრამ საკუთარ თავზე საშინლად იეჭვიანა.
-არა,იყოს-მიუგო ბრაზიანად-ფეხით მირჩევნია.
ახლა უკანა ფანჯარა ჩაიწია და რეზიმ გამოანათა. ბიჭი,რომელიც დილით ასე აღფრთოვანებული იყო ორივე ვიათი.
-წამო,რა ვიკ! ცივა,თან პიცაზე დაგპატიჟებთ.
ისევ საკუთარ თავს გახედა,რომელიც მრავამნიშვნელოვნად უბრიალებდა თვალებს.
-რა ჩაიფიქრე?-იკითხა გონებაში და კარგიო,ამოილუღლუღა.
რეზიმ კარი გააღო და გვერდით მიჩოჩდა.
მანქანაში სასიამოვნო სითბო და სურნელი იდგა.
რატის კისერს გაჰხედა და ჟრუანტელმა დაუარა-ლამაზი და ძლიერი იყო.
ბიჭი მისკენ შებრუნდა და მიესალმა.
-მე რატი ვარ,შენი ძმის კლასელი-ამცნო,თითქოს და ვიას მისი თითოეული უჯრედი არ ჰქონოდა შესწავლილი.
-ვია,სასიამოვნოა-ამოიკნავლა და წინა სავარძელზე მჯდარ გოგონას გაჰხედა.
-რატი და რეზი დღეს კარგად გავიცანი,ბევრი იდეა აქვთ,რადგანაც კლუბის შეხვედრა ვერ მოხერხდა,დიდსულოვნად დამპატიჟეს კაფეში,რათა იქ ვისაუბროთ-უდარდელად დაილაპარაკა და ტრადიციული ჟესტით თმა მოხდენილად გადაიყარა მხარზე.
-მაგარია,არა? ყოჩაღ ვიკა,ეს რომ მოიფიქრე.-მონდომებით წამოიყვირა რეზიმ და თვალები ხარბარ შეანათა უფროს გოგონას.
-მე?-დაიბნა და თვალები აახამხამა.
-ხო,ნუ მორცხვობ-განაგრძო უფროსმა ვიამ-აქ რომ ჩამოვედი,დიდ ხანს დარჩენას არ ვაპირებდი,თუმცა ვიამ მთხოვა,დამეხმარეო და მეც მომეწონა ეს იდეა,განვავრცე და მგონი მაგარი რამე გამოვა!
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა,რომელსაც ხმადაბალი მუსიკის ჰანგები არღვევდა.
-ტატოსთან მეგობრობ?-იკითხა უცბად რატიმ და ვიას სარკიდან გამოხედა.
გოგონა უარესად აწითლდა . ვერაფრით ეჩვეოდა იმ აზრს,რომ ბიჭი მას ესაუბრებოდა.
-კი-ამოღერღა ბოლოს.
-არ გირჩევ-თქვა მკაცრად.
პირდაღებულმა შეხედა რეზის,რომელიც თავს მონდომებით იქნევდა და შემდეგ ვიას,რომელიც ჩაფიქრებული იყურებოდა ფანჯარაში.
იხსენებდა ამბავს,რომელიც თითქოს სხვა ცხოვრებაში მომხდარიყო.

2017 წლის თებერვალი.

შეუძლებელია-ჩურჩულებდა და უკვე გათიშული ტელეფონი კვლავ ყურზე ჰქონდა მიდებული.
არასდროს უმეგობრია კლასელებთან. ერთი სული ჰქონდა,სკოლას როდის დაამთავრებდა,რათა იქიდან გამოქცეულიყო და ამ სასტიკ ბავშვებთან შეხება აღარ ჰქონოდა.
ბიჭი,სახელად ტატო კი აღარც ახსოვდა,როგორ გამოიყურებოდა,სადმე რომ შეხვედროდა,დიდი ალბათობით,ვერც კი იცნობდა. ბოლოს გამოსაშვებ საღამოზე დაელაპარაკა,რადგანაც ის ერთადერთი იყო ბიჭებიდან,რომელმაც ვიასთან ცეკვა მოინდომა.
მხოლოდ შეგრძნება ახსოვდა,ბედნიერი იყო,რომ ვიღაცამ გაიხსენა. თბილ კისერზე ხელებს ხვევდა და მწვანე თვალებში ღიმილით უყურებდა. მშვიდი იყო,მშვიდი და ნაღვლიანი. მეტი არაფერი.

ეს მოგონებაც მხოლოდ მაშინ ამოუტივტივდა,როდესაც მარიამმა დაურეკა.გაოგნებულმა უპასუხა,ვერაფრით წარმოედგინა,ამდენი წლის შემდეგ საიდან გაახსენდა გოგონას,რომელიც “ფეისბუქიდანაც” კი დიდი ხნის ამოშლილი ჰყავდა.
მარიამს ბევრი არაფერი უთქვამს,ზრდილობის გამო მოიკითხა და ამცნო,რომ ორი დღის წინ მათმა კლასელმა-ტატო აფციაურმა თავი მოიკლა.
სამძიმარზე მიდიოდა მთელი კლასი და მარიამს აინტერესებდა,სურდა თუ არა ვიას წასვლა.
აჩქარებულ გულს ვერაფრით იწყნარებდა. ცდილობდა,მეტი გაეხსენებინა ბიჭზე. მისი ცხოვრების პატარა ნაწილი დაებრუნებინა დედამიწაზე და ასე დაეწყნარებინა ტკივილი.
უცნობი იყო მისთვის,სრულიად უცხო,მაგრამ ცრემლები მაინც მოიწევდნენ თვალებიდან,ნელ-ნელა პატარა მდინარე ადიდდა,გონებამ წივილი დაიწყო და უხმოდ გაღებული პირიდან საცოდავად გამოიჭრა მწუხარება.
ჩუმი,საშინელი,შეუცნობელი მწუხარება.


***
დაგიბრუნდით <3
ვიმედოვნებ,მოგეწონებათ.
მიყვარხართ ძალიან,ჩემო თბილებო^^
პატარა ახსნა-განმარტება,ვინაიდან ბევრი ახალი სახეა ამ ნაწილში.
რა თქმა უნდა,ყველას თავისი დანიშნულება აქვს,თუმცა მაინც,არ ავიბნეთ:
ტატო ვიას კლასელი ბიჭია,რომელიც ამ ისტორიაში პირველად ამ ნაწილში გამოჩნდა;
რატი-ბიჭი,რომელიც თავიდანვე ჩანს,როგორც ვიას საოცნებო ბიჭი .
რეზი-ასევე ვიას კლასელი,რატის მეგობარი.
უფროს ვიას სახელი კატო აქვს პირობითად,რომელსაც ხანდახან გამოვიყენებ და არ გაგიკვირდეთ,ეს ვიღააო.
Now kissскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიმე ალისა გული დამარტყავს ეხლა... :((ავიბნიე :დ
მოკლედ.. რაღაც ვერ გავიგე ვიას რომ ბიჭი მოწონს რეზი ქვია თუ რატი??.. ხან რეზი გიწერია და ხან რატი ვერაფერი გავიგე...
ეს უფროსი ვია უკვე არ მომწონს... რაღაცას ძაან ხლართავს... როგორ მაინტერრსებს რას მალავს ასე მონდომებით... მისი მოგონილი მიზეზებიც წარსულიდან როგორ მოხვდა მომავალში.. რო დავუფიქრდი ძალიან საეჭვოა... რამე დააშავა მომავალში?! ღმერთოო თავი ამიფეთქდება უკვე..... ეს უფროსი ვია სანამ შუაზე გამიწიწკნია და გამიბრდღვნია ჯობია თვითონვე აღიაროს..... ან პროფესიაზე რატო არაფერს არ ამბობს... შემომაკვდება..
ღმერთო და ტატო როგორ მომეწონა ვერც კი წარმოიდგენ.. ამ დებილ რატიზე მეტად აშკარად.... და ბოლო მომენტი რო წავიკითხე კინაღამ ვიტირე... აუ კაი რააა ალისააა ჩემმა სიცოცხლე ტატომ რა დაგიშავა მაგისნაირი არცერთი არაა როგორ შემიყვარდა უკვე და თავი მოიკლაო ვაიმე გუუუულიიი :'( :'( მართლა წამომივიდა ცრემლი :'(
ახალი თავი როდის იქნება???? ინტრიგა მახრჩობს უკვე :დ არადა ჯერ ახლა დაიწყო :დ
ასე გააგრძელე ალისა.. ხო იცი მე შენ გყვარობ ქალაააააუუუ ♡♡♡

 


№2 სტუმარი ლალალალალალაა

გული წამივიდა ლამის ისე იმოქმედა ტატოს ამბავმა ჩემზე:დ
ახლაც ცუდად ვარ
შემოგეპარებინა მაინც უუფ
ისე ვატყობ შენს "ახალ შვილს" რომ ჩემს სიაში უგულოს პირველობას წაართმევს:დ
გეელი

ხოდა თუ ტატომ იმიტომ მოიკლა თავი როოომმ, ხომ მიხვდი:დ
არ გაპატიებ ჰმმმ

 


№3  offline წევრი beshqen

სიტყვები არ მყოფნის..შენ ხარ საოცრება ..დავიმუხტე მთლიანად..ვაუ...მე შენ გელი Yოველდღე..არ მომაკლო რაა შენი საოცარი ისტორიები..წერისთვის ხარ დაბადებული..როგორ შემიყვარდი...

 


№4  offline წევრი Liziko27

დაბრუნდი და ძალიან გამახარე.... როგორ საინტერესოდ ანვითარებ მოვლენებსს. ალბათ მეც ვისურვებდი ჩემი შეცდომებუს გამოსწორებს. ნეტავ მეც მქომოდა შანსი ვინმე დამხმარებოდა.. რაგითხრა ძალიან საინტერესოდ და განსხვავებულად წერ . სახალისოც და სევდიანიცაა ბევრისთვის ნაცნობი სიტაუციებია... წარმატებები მინდა გისურვო და მადლობა რომ ასე ამავსე ემოციებით.. ველი შემდეგ თავს როცა არუნდა დადო გელოდები .. :*:*:*

 


№5  offline წევრი Elea_Nora

აი არ ვიცი რა ვთქვა. რა ხდება? რა მოხდა? რა მოხდება? თავში ყველაფერი ამერია და ვერაფერს ვეღარ ვფიქრობ. რა შეიძლება გითხრა მეტი არ ვიცი. მთელი სულით და გულით გელოდები!

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანი ანი
ვაიმე ალისა გული დამარტყავს ეხლა... :((ავიბნიე :დ
მოკლედ.. რაღაც ვერ გავიგე ვიას რომ ბიჭი მოწონს რეზი ქვია თუ რატი??.. ხან რეზი გიწერია და ხან რატი ვერაფერი გავიგე...
ეს უფროსი ვია უკვე არ მომწონს... რაღაცას ძაან ხლართავს... როგორ მაინტერრსებს რას მალავს ასე მონდომებით... მისი მოგონილი მიზეზებიც წარსულიდან როგორ მოხვდა მომავალში.. რო დავუფიქრდი ძალიან საეჭვოა... რამე დააშავა მომავალში?! ღმერთოო თავი ამიფეთქდება უკვე..... ეს უფროსი ვია სანამ შუაზე გამიწიწკნია და გამიბრდღვნია ჯობია თვითონვე აღიაროს..... ან პროფესიაზე რატო არაფერს არ ამბობს... შემომაკვდება..
ღმერთო და ტატო როგორ მომეწონა ვერც კი წარმოიდგენ.. ამ დებილ რატიზე მეტად აშკარად.... და ბოლო მომენტი რო წავიკითხე კინაღამ ვიტირე... აუ კაი რააა ალისააა ჩემმა სიცოცხლე ტატომ რა დაგიშავა მაგისნაირი არცერთი არაა როგორ შემიყვარდა უკვე და თავი მოიკლაო ვაიმე გუუუულიიი :'( :'( მართლა წამომივიდა ცრემლი :'(
ახალი თავი როდის იქნება???? ინტრიგა მახრჩობს უკვე :დ არადა ჯერ ახლა დაიწყო :დ
ასე გააგრძელე ალისა.. ხო იცი მე შენ გყვარობ ქალაააააუუუ ♡♡♡

ვაიმე,ჩემი აფეთქებული :დდ <3 მოკლედ,რატი არის ვინც მოსწონს,რეზი კიდევ კლასელია,ორივე ისხდა მანქანაში,უბრალოდ გავს სახელები და იმიტომ აგერია ალბათ <3 უფროსი ვია კიდევ ბევრ რამეზე ფიქრობს და მაგიტომ იკავებს თავს,არ შეიძლებმა მომავლის შესახებ ბევრი რამ ვიცოდეთ :დდ <3 ჩემს ისტორიებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს,ამიტომ ჯერ არ იდარდო ბევრი <3 <3 მალე გავერკვევით <3

ლალალალალალაა
გული წამივიდა ლამის ისე იმოქმედა ტატოს ამბავმა ჩემზე:დ
ახლაც ცუდად ვარ
შემოგეპარებინა მაინც უუფ
ისე ვატყობ შენს "ახალ შვილს" რომ ჩემს სიაში უგულოს პირველობას წაართმევს:დ
გეელი

ხოდა თუ ტატომ იმიტომ მოიკლა თავი როოომმ, ხომ მიხვდი:დ
არ გაპატიებ ჰმმმ

ჩემი ლალა <3
შემდეგ თავში ყველაფერი გაირკვევა <3 ნუ ყველაფერი თუ არა,ნაწილი >:დდ <333

beshqen
სიტყვები არ მყოფნის..შენ ხარ საოცრება ..დავიმუხტე მთლიანად..ვაუ...მე შენ გელი Yოველდღე..არ მომაკლო რაა შენი საოცარი ისტორიები..წერისთვის ხარ დაბადებული..როგორ შემიყვარდი...

დიდი მადლობა <333 ამდენი სიყვარული და სითბო მხოლოდ შენგან !! <3 უზომოდ მადლიერი ვარ და იგივე გრძნობას გიბრუნებ <3

Liziko27
დაბრუნდი და ძალიან გამახარე.... როგორ საინტერესოდ ანვითარებ მოვლენებსს. ალბათ მეც ვისურვებდი ჩემი შეცდომებუს გამოსწორებს. ნეტავ მეც მქომოდა შანსი ვინმე დამხმარებოდა.. რაგითხრა ძალიან საინტერესოდ და განსხვავებულად წერ . სახალისოც და სევდიანიცაა ბევრისთვის ნაცნობი სიტაუციებია... წარმატებები მინდა გისურვო და მადლობა რომ ასე ამავსე ემოციებით.. ველი შემდეგ თავს როცა არუნდა დადო გელოდები .. :*:*:*

მადლობა შენ,რომ ასე დადებითად აფასებ ჩემს ნაწერს <3 მიხარია,რომ მელოდები <3

Elea_Nora
აი არ ვიცი რა ვთქვა. რა ხდება? რა მოხდა? რა მოხდება? თავში ყველაფერი ამერია და ვერაფერს ვეღარ ვფიქრობ. რა შეიძლება გითხრა მეტი არ ვიცი. მთელი სულით და გულით გელოდები!

ვიცი,ცოტა აირია სიტუაცია,მაგრამ ხომ იცი,რომ გაგარკვევ მალე? <3 <3

 


№7  offline წევრი qetulaa

Mis uander aaraferi ar gamkvirvebia shengann, ramodenime axerxebs amass, anu imis tqma mindaa, rom saocrad avitareb siujetss, carmoudgenwli rameebit, yvelaferi ganzraxulad xdeba, da armikvirrs da gakvirvebuli varr, imedia mimixvdii risi tqmac minda, tatos sikvdilsac axsna eqnebaaa, da chven amas vixilavttt, ubralod msuye tavebs mivechvie shengan da mepataravaaa, imdenjer cavikitxe sheni istoriebii, uchinarrze vgijdebii, clis agmochena xar shennnn, gelodwbi moutmenladdd

 


№8  offline წევრი HarrysBabe

ვაიმეეე scream პროსტა გავგიჟდიიი ... უმაგრესია.)) ტატოზე გავგიჟდიი ... მარა ბოლოში ცრემლები წამომივიდაა// მარა შენგან ტატოს აღდგენაც არგამიკვირდებაა^^ და მაინტერესებს რაებს ხლართავს ეს "კატო" || და ჰომ.. კაიქნება თუ თავი მალე დაიდება და რატის სურათსაც ვნახავთთთ.. როგორც მივხვდი ეს ტატოს ულამაზესი სიფათი იყოო laughing heart_eyes

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

qetulaa
Mis uander aaraferi ar gamkvirvebia shengann, ramodenime axerxebs amass, anu imis tqma mindaa, rom saocrad avitareb siujetss, carmoudgenwli rameebit, yvelaferi ganzraxulad xdeba, da armikvirrs da gakvirvebuli varr, imedia mimixvdii risi tqmac minda, tatos sikvdilsac axsna eqnebaaa, da chven amas vixilavttt, ubralod msuye tavebs mivechvie shengan da mepataravaaa, imdenjer cavikitxe sheni istoriebii, uchinarrze vgijdebii, clis agmochena xar shennnn, gelodwbi moutmenladdd

ძალიან დიდი მადლობა ♥️♥️♥️უძვირფასესი კომენტარია

HarrysBabe
ვაიმეეე scream პროსტა გავგიჟდიიი ... უმაგრესია.)) ტატოზე გავგიჟდიი ... მარა ბოლოში ცრემლები წამომივიდაა// მარა შენგან ტატოს აღდგენაც არგამიკვირდებაა^^ და მაინტერესებს რაებს ხლართავს ეს "კატო" || და ჰომ.. კაიქნება თუ თავი მალე დაიდება და რატის სურათსაც ვნახავთთთ.. როგორც მივხვდი ეს ტატოს ულამაზესი სიფათი იყოო laughing heart_eyes


ჰუჰუუ ♥️ მიყვარს აი ეს,ემოციები ♥️♥️ ძალიან მიხარია შენი დანახვა,რა თქმა უნდა იქნება ყველაფერი,ალისა არაფერს მოგაკლებთ♥️♥️

 


№10 სტუმარი nino

dzalian magaria sakvarelo martla mixari rom sheni istoriis kitxva daviwkee❤❤

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

nino
dzalian magaria sakvarelo martla mixari rom sheni istoriis kitxva daviwkee❤❤

მეც ძალიან,ძალიან მიხარია♥️♥️

 


№12  offline წევრი LI_BE

ჩვენი საოცარი ალისა blush

რა გითხრა, ძალიან მომეწონა, ძალიან. blush

სიუჟეტი ხომ ძალიან მომწონს, მაგრამ, სიმართლე გითხრა, ყველაზე მეტად მაინც შენი წერის სტილი მომწონს, თბილი და ტკბილი. ადრე გითხარი და ახლაც გავიმეორებ, იმდენად ხარისხიანია ყველაფერი, იმდენად ხარისხიანი არის ყველა სიტყვა თუ წინადადება, რომ მართლა აღფრთოვანებული ვარ.

გიგაზე ვიხალისე ბევრი, აქამდე არ ვიცოდი გოგო თუ იყავიო. გაკვეთილები, ორივე - ისტორიაც და გეოგრაფიაც, უბრალოდ შოკი იყო.

ტატო მომეწონა ძალიან. არ ვიცი თავი რატომ მოიკლა, მაგრამ ეს თავიდანვე, მომავლის ვიას აწყლიანებული თვალებით ვიგრძენი. ალბათ ტატო ერთერთი იყო ერთი-ორიდან, მაღლა ცაში რომ დაფრინავს.

მიხარიხარ ჯადოქარო blush blush

 


№13  offline ახალბედა მწერალი Alice76

LI_BE
ჩვენი საოცარი ალისა blush

რა გითხრა, ძალიან მომეწონა, ძალიან. blush

სიუჟეტი ხომ ძალიან მომწონს, მაგრამ, სიმართლე გითხრა, ყველაზე მეტად მაინც შენი წერის სტილი მომწონს, თბილი და ტკბილი. ადრე გითხარი და ახლაც გავიმეორებ, იმდენად ხარისხიანია ყველაფერი, იმდენად ხარისხიანი არის ყველა სიტყვა თუ წინადადება, რომ მართლა აღფრთოვანებული ვარ.

გიგაზე ვიხალისე ბევრი, აქამდე არ ვიცოდი გოგო თუ იყავიო. გაკვეთილები, ორივე - ისტორიაც და გეოგრაფიაც, უბრალოდ შოკი იყო.

ტატო მომეწონა ძალიან. არ ვიცი თავი რატომ მოიკლა, მაგრამ ეს თავიდანვე, მომავლის ვიას აწყლიანებული თვალებით ვიგრძენი. ალბათ ტატო ერთერთი იყო ერთი-ორიდან, მაღლა ცაში რომ დაფრინავს.

მიხარიხარ ჯადოქარო blush blush

ჩემი გამაბედნიერებელიც მოსულა♥️ და როგორ მიხარია ყოველთვის შენი დანახვა. თითქოს იმაზე მეტს გრძნობ,ვიდრე მე ვწერ ♥️ პირდაპირი ხაზი გაქვს გაბმული ალბათ,არ ვიცი.
მიხარია,რომ მაქვს შესაძლებლობა,ასე ხშირად ვიხილო შენი შეფასება. ჩემივე პერსონაჟების ასეთი განხილვა...არ ვიცი,უბრალოდ ძალიან მახარებ♥️

 


№14 სტუმარი ნათია41

ვაიიი რა კარგი იყოო. ტატოს ამბავი მეწყინა თუმცა ეს ამბავი შენთვის მომინდია გოგას და მათეს მომენტს ჩემს გოგოს ვუკითხაცდი და იკივლა ფრედი და ჯორჯიო(თავგადაკლული პოტერჰედია) და მივადექი კიდევაც მერე იმ ადგილს სადაც ფრედს და ჯორჯს ადარებ. ის მომენტი გამახსენდა ამბრიჯს რომ ფეიერვერკი მოუწყვეს და სახსოვრად ჭაობი დაუტოვეს????????????. მოკლედ ვარსკვლავი ხარ ჩემთვის მოკაშკაშე????❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნათია41
ვაიიი რა კარგი იყოო. ტატოს ამბავი მეწყინა თუმცა ეს ამბავი შენთვის მომინდია გოგას და მათეს მომენტს ჩემს გოგოს ვუკითხაცდი და იკივლა ფრედი და ჯორჯიო(თავგადაკლული პოტერჰედია) და მივადექი კიდევაც მერე იმ ადგილს სადაც ფრედს და ჯორჯს ადარებ. ის მომენტი გამახსენდა ამბრიჯს რომ ფეიერვერკი მოუწყვეს და სახსოვრად ჭაობი დაუტოვეს????????????. მოკლედ ვარსკვლავი ხარ ჩემთვის მოკაშკაშე????❤

რა ვთქვა,აბა? ♥️♥️♥️უბედნიერესი ადამიანი ვარ მე♥️ ფრედი და ჯორჯი ჩემი სიყვარულები იყვნენ და არიან ^^ როგორ მიხარია,რომ თავიდან ბოლომდე გესმის ♥️

 


№16  offline აქტიური მკითხველი grafo

ოოოჰ, ავიბურდე და დავიბურდე. უცებ ტატო იყო და მერე უცებ რატი გამოხტა. მე რომელია და შენ მე ვერც მაგას მოვაბი თავი.
ამოვვარდი ტემპიდან :)).

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

grafo
ოოოჰ, ავიბურდე და დავიბურდე. უცებ ტატო იყო და მერე უცებ რატი გამოხტა. მე რომელია და შენ მე ვერც მაგას მოვაბი თავი.
ამოვვარდი ტემპიდან :)).

ასეა დროში ცვლილება,ცოტა რთულ საქმეს შევეჭიდე :D თუმცა გადავხედე და შეცდომები არაა სახელებში,ცოტა შეჩვევაა საჭირო♥️ განმარტებას ჩავამატებ ბოლოში,რომ განათდეს :დდ♥️♥️

 


№18 სტუმარი სტუმარი Maybilline

ალისა-დეინერის-ჩვენო გამხარებელო
(სიტყვა ჩვენოზე სულ ბავშვები მახსენდება, მასწავლებელს რომ მიმართავენ ჩვენო საყვარელოო და ეგეთები;დდდდ) ვერ ვარ ცოტა ხოიცი?! ;დდდ ♡♡♡ არ დავიწყებ წერას თუ რა მემართება კითხვის დროს უბრალოდ მინდა გითხრა რომ არ შეწყვიტო წერა, ეს ისაა რაც სრულყოფილად გამოგდის♡
მუდამ გელი გელი მოგელი :დ
მალე დადე თორემ შეიძლება რამე დამემართოს წაკითხვის სურვილისგან. ♡♡ Go Alice, go ♡

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი Maybilline
ალისა-დეინერის-ჩვენო გამხარებელო
(სიტყვა ჩვენოზე სულ ბავშვები მახსენდება, მასწავლებელს რომ მიმართავენ ჩვენო საყვარელოო და ეგეთები;დდდდ) ვერ ვარ ცოტა ხოიცი?! ;დდდ ♡♡♡ არ დავიწყებ წერას თუ რა მემართება კითხვის დროს უბრალოდ მინდა გითხრა რომ არ შეწყვიტო წერა, ეს ისაა რაც სრულყოფილად გამოგდის♡
მუდამ გელი გელი მოგელი :დ
მალე დადე თორემ შეიძლება რამე დამემართოს წაკითხვის სურვილისგან. ♡♡ Go Alice, go ♡

ჩემი სიყვარული ხარ შენ მებილინ ქალო♥️♥️არ დავაგვიანებ არანაირად,საღამოს ავტვირთავ ალბათ ♥️ გყვარობ,ხომ იცი♥️♥️

 


№20 სტუმარი ტატუკა20

აუუ რა მაგარი ისტორიაა გავგიჟდიიი!ვკითხულობ და არ მყოფნის:((((( რა კარგი იქნება ყოველდღიურად რომ დებდეე ალისა.წარმატებები შენ ჩემო კარგო.

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

ტატუკა20
აუუ რა მაგარი ისტორიაა გავგიჟდიიი!ვკითხულობ და არ მყოფნის:((((( რა კარგი იქნება ყოველდღიურად რომ დებდეე ალისა.წარმატებები შენ ჩემო კარგო.

ისე მონწონს ამ ისტორიის წერა ,არ მინდა მალე დავასრულო,დროს ვწელავ :დდდ ძალიან მიხარია,რომ ასე მოგეწონა,უზომოდ ბედნიერი ვარ ♥️♥️ მალე დავდებ,დღეს საღამოს ან ხვალ დილით♥️♥️

 


№22 სტუმარი ნიცა

შენ ის ალისა ხარ რომელიც საოცრებათა ქვეყანაში გვამოგზაურებს❤❤ იმედია დღეს დადებ ახალ თავს

 


№23  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნიცა
შენ ის ალისა ხარ რომელიც საოცრებათა ქვეყანაში გვამოგზაურებს❤❤ იმედია დღეს დადებ ახალ თავს

ერთად ვმოგზაურობთ ♥️♥️♥️
ვეცდები ყველანაირად ♥️

 


№24  offline წევრი nino ninidze n

Alice76
ნიცა
შენ ის ალისა ხარ რომელიც საოცრებათა ქვეყანაში გვამოგზაურებს❤❤ იმედია დღეს დადებ ახალ თავს

ერთად ვმოგზაურობთ ♥️♥️♥️
ვეცდები ყველანაირად ♥️

მაგარიხარ აიშე წარმატებები დაკიდევ წარმატებები მიყვარხარ ეს თავი პირველად წავიკითხე და მომეწონა.?

heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart მაგარიხააააააარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ

 


№25  offline წევრი naattii

რატომ მგონია რომ ამ ბიჭის გადასარჩენად დაბრუნდა? არც გულგრილი უნდა იყოოს, აბა ვნახოთ

 


№26  offline წევრი khatia khatia

კაია ძაან მაგრამ ვერ მივხვდი ტატო თავს რატო იკლავს sob არ მინდა რომ მოკვდეს ცოდო იქნება weary ძააან კაი ბიწი ჩანს satisfied satisfied
--------------------
ხ.ბითაძე

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.