შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გადამიფიქრო! (თავი 8)


15-11-2018, 20:09
ავტორი P.A.
ნანახია 1 607

არ გადამიფიქრო! (თავი 8)

სასტუმროში, სავარძელში იჯდა და უნიათოდ დაჰყურებდა საბუთებს, მერე გვერდით მიყარა და სიგარეტს დაავლო ხელი. ცოტახანში კარზე მოაკაკუნეს, მოსამსახურე პერსონალი იყო, უკან გაუშვა და კარის მიხურვას აპირებდა თაზო და სანდრო რომ აესვეტნენ წინ. უხმოდ შეატარა ბიჭები ოთახში და ისევ სავარძელს დაუბრუნდა. ორი ღერი ისე მოწია, არცერთს ამოუღია ხმა. ბოლოს, როგორც ყოველთვის, თაზოს დაელია მოთმინება
–ვისთან იწექი?
–ნატალიასთან..
–სად გადაეყარე მაგას, დაურეკე ბიჭო? – თვალები შუბლზე აუვიდა თაზოს
–რა დავურეკე.. გალეწილი ვიყავი, ბარში შემხვდა. როგორი სექსი გვქონდა ისიც კი არ მახსოვს. საშინლად მენატრებოდა ნინა.. ღმერთო, როგორ მენატრებოდა.. – თვალები მოხუჭა
–რამდენი დღე უნდა იჯდე ახლა აქ? ოთახი მაინც გაანიავე, ამდენს რომ ეწევი, – წამოდგა სანდრო და ორიფე ფანჯარა ფართოდ გამოაღო
–როგორ არის? მითხარით, რომ რომელიმემ ნახეთ..
–კარგად არისო, – მხარზე დაკრა სანდრომ ხელი
–ვინ თქვა? არ ნახეთ? – თავი გადააგდო უკან
–არ მოუნდება ახლა ჩვენი ნახვა, რამდენიმე დღის მერე მივაკითხავთ, ლუკამ ნახა და კარგად არისო გვითხრა
–ლუკამ ნახა? – უცებ წამოსწია თავი რეზიმ შვილის სახელის გაგებაზე
–ჰო. შენ რა, არ გილაპარაკია ეს დღეებია ლუკასთან?
–მომაკითხა იმ დღესვე, – გაეღიმა უცებ და ბიჭებმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს – არ ვიცი რა გააკეთე, მაგრამ გთხოვ, დაიბრუნეო.. როგორ დავიბრუნო? ჰა? ღირსი ვარ, რომ დავიბრუნო? – თავი გადააქნია მწარე სიცილით და კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან.
სანდრო უხმოდ ჩამოუჯდა გვერძე, თაზომ კი ჯერ უხერხულად აათამაშა ფეხები, მერე სიმღერისმაგვარი მელოდია გააჟღერა და ისე მოიარა ოთახი.
–ბიჭები ნახე?
–ვინ ბიჭები?
–ნინას ბიჭები..
–რანაირად ლაპარაკობ, – წარბები შეკრა უცებ რეზიმ
–ჰო, ვნახე.. – ჩაუსტვინა და თვალები გადაატრიალა – ნინას ხათრით არ გაგიერთიანებთ თავპირს, შენი ჩვენდამი პატივისცემის და შენი საოცარი ვაჟის, ლუკას ხათრითო, – მობეზრებული ხმით, სასაცილოდ ლაპარაკობდა რეზი. მერე, ბიჭებმა რომ ისევ არ ამოიღეს ხმა, ლაპარაკი თვითონ განაგრძნო
–მე კიდევ, ისე მექავება სახე, ახლაც ისე მექავება, ლამისაა საკუთარი მუშტები დავიშინო, – ახლა უკვე მძიმე ხმით ლაპარაკობდა
–კაი.. – წამოიწყო უცებ თაზომ – ადექი ახლა და წამო, გავიაროთ ცოტა რა..
–არ მინდა, ძმურად რა! – ჩაშავებული უპეებითა და სევდიანი ღიმილით შეჰყურებდა ანერვიულებულ ძმაკაცებს
–კი არ მიკითხავს, რეზი.. და საერთოდ, სამსახურში რატომ არ გახვედი გუშინ?
–ხომ გითხარი არ გაუტრაკო საქმეთქო, – შეუღრინა სანდრომ ძმაკაცს და ხელი აუქნია.
რეზის გაეცინა, მოჭტული თვალებით ახედა თაზოს
–მეშინია ერთ პატარა გოგოს არ შევეჩეხო და არ ავანერვიულო, – ღიმილით შეჰყურებდა მოუსმენრად მოსიარულე ძმაკაცს
–იქნებ უნდა, რომ ნახო? – იმედი ამოიკითხა სანდროს ხმაში რეზიმ და ისევ ჩაუტყდა ოდნავ ტუჩის კუთხე
–დამიჯერე, სანდრი, ყველაზე ნაკლებად ეგ სჭირდება ახლა ნინაჩკას!
თაზომ ისევ ვერ მოისვენა, მანქანას მოვაყენებ და ჩამოდით თქვენო დაუბარა ბიჭებს, მერე სანდროს გადახედა, ააყენე იცოდეო დაუღრინა და ოთახიდან გავიდა. რეზის და სანდროს თბილად ჩაეღიმათ ძმაკაცის ქცევაზე და ერთმანეთს გაუსწორეს მზერა
–კარგად იქნები რეზი! დაიჯერე რა..
იმდენად ეცნო მისი ნათქვამი, უცნაურად გააჟრჟოლა. მის წინ მდგარი, მის მკლავებს ჩაფრენილი ჩვიდმეტი წლის სანდრო გაახსენდა და ნაძალადავად გაიღიმა
–ბოლოს ეს რომ მითხარი, მამაჩემი მივაბარე მიწას, სანდრო, – ამოილაპარაკა ცივი ხმით.
სანდრომ ღრმად ამოისუნთქა და წამით თვალები მოხუჭა, მერე ისევ დაკვირვებით შეხედა ძმაკაცს
–არ მინდა, რომ არაკაცად იგრძნო თავი, რეზი. არ ხარ ამის ღირსი..
რეზი წამოიწია, მუხლებს ჩამოაყრდნო ორივე იდაყვი და ქვემოდან ახედა ძმაკაცს, წამით მწარედ ჩაეცინა, მერე ოდნავ გააქნია თავი და წვერზე ნერვიულად ჩამოისვა მარჯვენა ხელი
–მისი სველი კოცნის კვალიც არ წაშლილიყო ჯერ ჩემი სახიდან, თვითმფრინავში რომ ავედი და იქიდან.. იქიდან სხვა ქალის სუნი ჩამოვიტანე. აბა, რისი ღირსი ვარ ახლა სანდრო მე?
–ყველა ცდება რეზი, ცხოვრებაში ერთხელ ყველა შეიძლება შეცდეს..
–შენ შეცდი? თაზო შეცდა? – დაიღრიალა უცებ და ხელებით სავარძლის სახელურებს ჩააფრინდა. ცხოველს უფრო ჰგავდა ამ დროს, ვიდრე ადამიანს
–ოცდაერთი წლის, ყველაზე წმინდა, ყველაზე ძვირფასი გავაუბედურე და გინდათ რომ კარგად ვიყო არა? კი არ უნდა მამშვიდებდე, ნინასთან უნდა იყოთ და უნდა ეუბნებოდეთ, რომ არაკაცი ვარ! რომ არ ვიმსახურებ! რომ შვილის ნახვის უფლებაც კი არ მაქვს! რომ არ მაპატიოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მაპატიოს ! – ხელებს იქნევდა უმიზმოდ უკვე ფეხზე წამომხტარი და ახლახანს ოთახში შემოსულ თაზოს და სანდროს რიგ–რიგობით, გააფთრებით უყურებდა თვალებში
–დაჯექი ერთი წუთით.. – ჩაილაპარაკა სანდრომ
–არ მინდა, არ მინდა საერთოდ არაფერი, რაც თავს კარგად მაგრძნობინებს, სანდრო!
–დაჯექიმეთქი! – ახლა მან დაიღრიალა და თაზო გაღიზიანებული სახით, უხმოდ აეკრო კედელს. აკვირდებოდა ორ, ერთმანეთზე მიშტერებულ ძმაკაცს და იმასაც ვერ ახერხებდა მათი დამშვიდება, მათ შორის აღმართული კედლის რღვევა დაეწყო
–არ შემიძლია, რეზი! – ახლა სანდრო ყვიროდა – არ შემიძლია, ვერ დაგტოვებ, ამის დედაც! არ შემიძლია, როცა ასეთს გიყურებ, და იცი შენ ეს.. იცი, რომ ვერ დაგტოვებ! ვერ გეტყვი, რომ ამქვეყნად ყველაზე უპატიებელი რამ გააკეთე იმიტომ, რომ არ ვფიქრობ ასე! არც მე, არც თაზო.. არცერთი არ ვფიქრობთ ასე. ვინ ნატალია? რა ნატალია? როცა ვხედავ, როგორ გენთება თვალები ნინას სახელის წარმოთქმისასაც კი. ჰო, დედიჩემისა ნამდვილად ჭამე, მაგრამ თუ ვხედავ რომ გიყვარს, თუ ვხედავ, რომ საკუთარ თავს გირჩევნია, დანარჩენ ყველაფერს გაპატიებ და მომინდება, რომ მანაც გაპატიოს. და ვხედავ მე ამას, რეზი.. დამამხე თავზე ყველაფერი თუ მასე გაგისწორდება, მაინც აქ ვიქნები! – მის წინ აისვეტა და მტკივნეულად, ძლიერად შეეხო რამოდენიმეჯერ გულზე საჩვენებელი თითით – აქ ვიქნები და არსად არ წავალ, იცოდე ეს!
რეზი ღრმად, მძიმედ სუნთქავდა. ინსტიქტურად მკერდზე მიიდო ორივე ხელი, ზუსტად იქ, სადაც წამის წინ სანდრო ეხებოდა და მისკენ გაიწია. ტკივილიანი ამოსუნთქვით ჩამოეყრდნო მხარზე შუბლით და იგრძნო თუ არა კისერზე ძმაკაცის ძლიერი ხელები, წარმოიდგინა, რომ ნაწილებად დაიშალა. თითქოს ამას ელოდაო, რამოდენიმე დღის ტკივილი თითქოს სანდროს სხეულში გადაღვარა და უცნაურად მოეშვა, მხრები ჩამოუშვა.
–არ მომწყდებით არა თავიდან? – ამოიჩურჩულა თითქმის გაუგებრად
–შანსი არ არის..

***
რედაქციის კარი შეაღო და ცივად მიესალმა მისაღებში მჯდარ გოგონებს. სანამ თავის კაბინეტში შევიდოდა ანასთან გადაამოწმა იმდღევანდელი შეხვედრების სია და შემობრუნდა, კაბინეტში შესვლამდე მისმა ხმამ შეაჩერა
–ბატონო რეზი, ეს თქვენთვის დატოვეს.. – მოეჩვენა, რომ გოგონა უხერხულად იშმუშნებოდა
–რა არის? ვინ დატოვა? – ფურცელი გამოართვა და ყურადღებით დააკვირდა
–თქვენმა მეუღლემ, განცხადებაა სამსახურიდან წასვლის თაობაზე, –სიტყვები მანამ გაიაზრა, სანამ ანა წინადადებას დაამთავრებდა. სიბრაზისგან სახე გაუქვავდა და ღრმად ამოისუნთქა, რომ თავი ხელში აეყვანა
–როდის დაგიტოვა?
–გუშინ, წასვლამდე... თქვენ უკვე წასული იყავით. თქვენი ხელმოწერაა მხოლოდ საჭირო, კალამი გნებავთ? – ფრთხილად ჰკითხა
–არა! – გამოსცრა კბილებს შორის და კაბინეტში შევიდა, ხმაურით მიხურა კარი და გაღიზიანებულმა ხელში უდიერად მოკუჭა ნინას ლამაზი ხელით ნაწერი განცხადება. რამოდენიმეჯერ აიღო მობილური, თუმცა უაზროდ დაჰყურებდა მის ნომერს და დარეკვას ვერ ბედავდა. ბოლოს, გადაწყვიტა პირადად ენახა და მშვიდად აეხსნა, რომ შეცდომას უშვებდა. მის გამო არ უნდა მიეტოვებინა კარიერა, ოღონდ მის გამო არა.. წამით ისე შემოაწვა მონატრება, მოუნდა ყველაფერი დაემსხვრია, არანორმალური ხმით ეღრიალა.
ნინა კი.. ნინა გაყინული სახით იჯდა საკუთარ სახლში, მშობლებთან და უკვე გაციებული ჩაი ჩაებღუჯა ორივე ხელით
–მამი, ასე თუ ინერვიულებ, შემომაკვდება ის კაცი! ისედაც ძლივს შევიკავე თავი, როცა ვნახე! – ნიკოლოზი ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა
–მამა ხომ გითხარი, ხელი რომ დააკარო, არასოდეს გაპატიებ! რეზის არ ატკინო იცოდე! – იმდენად შეუვალი იყო ნინა, ნიკოლოზს სევდიანად გაეღიმა და მკლავებში მოიქცია შვილი
–კარგი.. კარგი..
კარის ხმაზე ნინა ოდნავ შეხტა, თუმცა დედის გვერძე ღიმილით მომავალი ლუკას დანახვისას ღიმილმა გაუნათა სახე. ლუკამ ჯერ ნიკოლოზს ჩამოართვა ხელი, მერე კი ნინას გადაეხვია
–როგორ გამხდარხარ, ნინა, რა არის ეს? – მოჩვენებითი მხიარულებით ჰკითხა და ჩამქრალ თვალებში ზემოდან ჩახედა
–დაჯექი, მოდი.. – ღიმილით, ხელჩაკიდებულმა წაიყვანა – დე, გაუკეთებ ჩაის ლუკას?
თინამ თბილად დაუქნია თავი და სამზარეულოში გავიდა
–მოხდა რამე? ხომ კარგად ხარ?
–კი, კი. გეცალა? თამაშს ხომ არ აცდენ?
–არა, მცალია. მითხარი, რა მოხდა? – თავი გააქნია ლუკამ და გამამხნევებლად ჩამოუსვა მხარზე ხელი.
ნინა წამოდგა, იქვე, გვერდით სავარძელზე მიგდებული ჩანთა აიღო და უკან დაბრუნდა. მერე შიგნით ქექვას მოყვა, ცოტახანში სახლის ორი გასაღები და საკრედიტო ბარათი ამოიღო და ლუკას წინ, მაგიდაზე დააწყო
–მინდა, რომ ესენი რეზის მისცე.. – ამოილაპარაკა დამნაშავესავით და დაინახა თუ არა ლუკას შეწუხებული სახე, გული მოეწურა
–გთხოვ, ლუკა..
–გადაირევა, აუცილებლად გადაირევა – გრძელი თითები ნერვიულად შეიცურა თმებში და ოდნავ უკან დაიხია
–ლუკა, შენ უბრალოდ უნდა დაუბრუნო, შენ არაფერ შუაში ხარ, არაფერს გეტყვის
–ნინა, არ გამოგართმევს, მეც არ გამოგართმევ. საიდან მოიტანე ახლა ასეთი რამე? კარგი რა.. – შეწუხებული ლაპარაკობდა, ვერ მოისვენა და ფეხზე წამოდგა
–ნინა, რას ანერვიულებ ამ ბავშვს – ლუკას შემხედვარე ნიკოლოზიც შეწუხდა
–მაპატიე, მაპატიე, რომ შენ გთხოვ, მაგრამ თაზო და სანდრო არაფრით დამთანხმდებიან, ხომ იცი . ლუკა, მოდი აქ.. – გაუღიმა ნინამ და ისევ თავისთან დაისვა
–შენი სახლია ის, ან ამ ბარათის დაბრუნება რაღაა? რათ უნდა რეზის? კარგი რა, ნინა, – მუხლებზე მოიჭირა ხელები და სასაცილოდ შეკრა წარბები
–ჩაი დავლიოთ, მომიყევი ახალი რა ხდება და მერე გაგიშვებ, კარგი? – ესღა უთხრა ნინამ და ფეხზე წამოდგა, რომ მისი საყვარელი ხილის ნამცხვარი მოეტანა, რომელიც სპეციალურად წინასწარ იყიდა
–რატომ გახდი ასე? ორსულობისას ხომ ბევრი უნდა ჭამო! – ლუკას სასაცილო კომენტარზე გაეცინა ნინას და მიხვდა რომ ბოლო კვირის მანძილზე ეს გულწრფელი სიცილი იყო. მისი გულწრფელად გაცინება ისევ რეზის ნაწილმა, მისმა შვილმა შეძლო
–ნუ გადამეკიდე, არ ვარ გამხდარი! – ყელი მოიღერა და ნამცხვარი გადაუღო – ჭამე რა, რას მენაზები!
ლუკამ უხალისოდ ჩაარჭო ჩანგალი ნამცხვარს და ისევ ნინას გახედა
–თამაში გვაქვს იქით კვირაში, მამას ვეტყვი რომ არ მოვიდეს და შენ მოდი, კარგი?
–რა საასაცილო ხარ, – ისევ გაეცინა მის შემოთავაზებაზე
–სერიოზულად გეუბნები, ხომ მოხვალ?
–მოვალ, – დაპირდა და ფეხები აკეცა დივანზე.
ცოტახანს ჩუმად აკვირდებოდა ლუკას, რეზის მსგასი ნაკვთების დანახვა ტკივილს აყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა, მაინც სითხით ევსებოდა ნელ–ნელა თვალები და ცდილობდა ლუკას არ შეენიშნა ეს. წასვლისას გაუბედავად აიღო გასაღები და საკრედიტო ბარათი ლუკამ და თითქმის უდიერად ჩაჩურთა ჯინსის ჯიბეში. მერე კი ისევ თბილად მოეხვია ნინას. კარი მიხურა თუ არა, თავი ვეღარ შეიკავა, ზურგით აეკრო და იქვე ჩაიკეცა. ტიროდა, ტიროდა ისე, როგორც რეზის გარეშე გატარებული ორი კვირის განმავლობაში არცერთხელ უტირია. იგრძნო,ზუსტად ისე გაუჭირდა სუნთქვა, როგორც მაშინ, როცა რეზის აღიარება მოისმინა, თუმცა ახლა ვერ გრძნობდა მის ძლიერ ხელებს, ვერც მკლავებზე და ვერც ზურგზე. ვერც მის სუნთქვას და დამამშვიდებელ სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ტკივილის მიზეზი ის იყო, მაინც მხოლოდ რეზის შეეძლო ასეთი ნინას დამშვიდება. ვერც ნიკოლოზმა, ვერც თინამ ვერ შეძლო მისი წამოყენება. ბოლოს დანებდნენ. იქვე, კარებთან ჩამოსხდნენ და შვილის შემყურე, გაყინულ სახეებზე ორივეს ტანჯვა გამოესახათ.

***
ლუკას მოტანილმა სახლის გასაღებმა და საკრედიტო ბარათმა ისედაც აშლილი ნერვები ბოლომდე მოუსპო. შვილს სწრაფად მიაძახა გვიანია და არ გახვიდე სახლში შენით, მე გაგიყვან რომ დავბრუნდებიო და სასტუმროში დატოვა. მანაც, ისე რომ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, გაოგნებულმა დაუქნია თავი
–არ მიუვარდე ახლა ასეთ მდგომარეობაში.. – ძლივს დააწია სიტყვები, თუმცა ორიოდ წამში სასტუმროს მოსაცდელში უკვე მარტო იდგა.
არანორმალური სისწრაფით ატარებდა მანქანას. მის სახლთან გააჩერა თუ არა, რამოდენიმე წამით შუბლი საჭეს ჩამოაყრდნო, თუმცა, მიხვდა დამშვიდებას მაინც ვერ შეძლებდა და ჯერ ისევ ხელებაკანკალებული მიადგა სახლის ზღურბლს. კარი ნიკოლოზმა გაუღო. სწრაფად, თითქოს უხეშად ჩამოართვა ხელი
–შეიძლება შემოვიდე? – ჰკითხა მხოლოდ ზრდილობის მიზნით
–რა გინდა აქ? – გამყინავი ხმით ჩაეკითხა ნიკოლოზი, თუმცა მაინც გვერძე გადგა და სახლში შეატარა.
რამოდენიმე წამში საოცრად გამხდარ, მონატრებულ სხეულს მოკრა თვალი და სანამ მის გაფართოებულ თვალებს გადააწყდებოდა, საკუთარი თავი ისე შეზიზღდა, ისე უსარგებლოდ, უნამუსოდ იგრძნო თავი, რომ არა იმ წამს შერჩენილი ოდნავი კაცური ბუნება, უკანმოუხედავად გაიქცეოდა. სადმე შორს, ისე შორს, რომ ვეღარაფერი გაეგო ნინას შესახებ, ვერ დაენახა მისი დასუსტებული სხეული
–ვიცოდი, რომ ასე მოვარდებოდი.. – ამოიჩურჩულა ნინამ, თუმცა რეზიმ შორიდანაც გაარჩია მისი სიტყვები
–გგონია, რომ სწორად იქცევი? გგონია სამსახურს რომ თავს დაანებებ, ძალიან მაგარი საქციელია? ჩემ გამო იუბედურებ კარიერას ხომ? –მიუხედავად იმისა, რომ თავის შეკავება წინასწარ ჰქონდა გამიზნული, პირველივე ბგერა ღრიალით ამოუშვა პირიდან. ვერაფრით აშორებდა მზერას მის ჩაცვენილ ლოყებს
–არ მინდა შენს რედაქციაში მუშაობა, სხვაგან დავიწყებ.. – ჯერ ისევ მისაღებში იდგნენ და ისე ლაპარაკობდნენ
–რეზი, ხმას დაუწიე! – გაისმა ნიკოლოზის ხმა და ნინამ მაშინვე მავედრებელი მზერით გახედა მას. იცოდა, ახლა ვერაფრით შეიკავებდა რეზი თავს.. იცოდა, ახლა იმასაც ვერ იაზრებდა, რომ ასე ყვიროდა..
–მამა, ცოტა ხნით გადით რა..
ნიკოლოზმა ხელი მოხვია თინას და ახლა უკვე მარტო იდგნენ დერეფანში. რეზი მისკენ დაიძრა, ოდნავ მოშორებით გაჩერდა და პატარა მაგიდაზე ნინას დაბრუნებული ნივთები დააწყო
–ეს სახლი შენი და ჩვენი შვილისაა, გესმის? არც გაბედო შეწინააღმდეგება, ამ დღეებში გადაგიფორმებ, ვინმეს გამოვუშვებ და შენს სახელზე დავწერ.. – ელაპარაკებოდა უკვე მშვიდი, ტკივილიანი ხმით
–ლუკაც შენი შვილია, მას მიეცი ეგ სახლი..
–ლუკას აქვს თავისი სახლი, ნინა. რატომ ცდილობ ნერვებზე ამშალო?
–როგორც ჩანს, ყოფილ ცოლებს გულუხვად ექცევი, – ირონიით ჩაილაპარაკა და თავადვე გაუკვირდა საკუთარი პასუხის
–შენ არ ხარ ჩემი ყოფილი ცოლი, – ღრმად ამოიოხრა რეზიმ და გაღიზიანებით ააქნია ხელები გაურკვეველი ჟესტით – რედაქციაში მოდი ორშაბათს, თვალით ვერ დამინახავ, თათბირებზე სიარულიც არ მოგიწევს, სანამ შეგიძლია სიარული იარე და აკეთე შენი საქმე. აღარ მინდა ამ საკითხზე ჩხუბი.. დააგროვე წესიერად გამოცდილება, რომ ბავშვის გაჩენის მერე უკეთეს თანამდებობაზე, თუნდაც სხვა რედაქციაში განაგრძნო მუშაობა.. გესმის, რას გეუბნები? ორშაბათს აუცილებლად მოდი! – სახეზე ჩამოისვა ხელები და უფრო კარგად დააკვირდა, დაკვირვებით აათვალიერ–ჩაათვალიერა
–ნინა, რა დასუსტებული ხარ. საერთოდ არ ჭამ?
ტირილი მოუნდა, ძალიან მოუნდა ეტირა..
–ბავშვი ხომ არ იქნება ასე კარგად? – მუდარით ლაპარაკობდა რეზი
–ბავშვი მაშინ გახსოვდა, სხვასთან რომ იწექი?
– ვარ და ჩემზე უკეთ ეს არავინ იცის! შენ კი.. შენ არ უნდა იყო ცუდად, ნინაჩკა..
–ნუ მეძახი ასე, – მაინც აუცრემლიანდა თვალები
–ძალიან მომენატრე, – მოსწყდა უცებ სიტყვები რეზის, პირდაპირ გულიდან
–წადი..
–ნინა, მხოლოდ ერთხელ მოგეხვევი, გთხოვ..
ვეღარ გაუძლო. იმდენად აეწვა კანი სურვილისგან, იმდენად მოუნდა მისი შეხება, რომ არანორმალური ხმით დაიწყო ქვითინი. ორიოდ წამში კი სულ სხვა სხეული ეხვეოდა, რომელიც ცივი სახით სთხოვდა მათი სახლის დატოვებას რეზის. ის კი, ახლა მხოლოდ ნინაზე ფიქრობდა, ახლა რაც არ უნდა მომხდარიყო, ვერაფერს გაიგებდა მისი ტირილის გარდა
–ნინა..
–არ შემეხოს.. მამა, არ შემეხოს, წავიდეს! – ტიროდა და მამის მხარს ეკვროდა.
დაცარიელებული გამოვიდა სახლიდან. იმდენად გაუფერულებოდა ყველა გრძნობა, რომ სინაანული და ტკივილიც კი უცხოდ მოეჩვენა, რომლებიც ასე ახლო გამხდარიყვნენ მისთვის ბოლო დროს..

***
ჯერ გგონია დღეებს ვერ გაუძლებ მის გარეშე, მერე კვირები გადის, ბოლოს კი მთელი თვე. რეზი შორიდან იგებდა მის ამბებს, თავისი ბიჭებისგან და ლუკასგან, რომელიც ბედნიერი ლაპარაკობდა ხოლმე ნინას წამოზრდილ მუცელზე
–სამი თვისაა ჯერ და უკვე ისეთი გამობერილი აქვს მუცელი, გეგონება მთელი დღე საჭმლით გამოიტენა პირიო. თან ხომ გამხდარია და მარტო მუცელი ადევს, დიდ თვალებსაც ისე სასაცილოდ აბრიალებს!
–ძალიანაა გამხდარი? – ღიმილით ჩაეკითხა რეზი
–ნუ ნერვიულობ მა, უვლის თავს.. მა, როდემდე უნდა იყო სასტუმროში? ან ის სახლი როდემდე უნდა იყოს ისე, ცარიელი?
–არც მინდა იმ სახლში მის გარეშე, ლუკა..
ცოტახანს ჩუმად იჯდა, მერე თემა წამოჭრა, რომლისთვისაც მოსვლის წუთიდან ემზადებოდა
–რამოდენიმე კვირაში რაღაც ივენთი ეწყობა, ბიჭებთან ერთად მივდივარ, ქალაქგარეთაა..
–ჭკვიანად იყავი და წინასწარ წესიერად გამაგებინე სად წახვალ! – სიმკაცრე გაურია ხმაში რეზიმ და საბუთებში ჩაეფლო სახით
–ცოტნე და ბექაც იქნებიან, გოგოებთან ერთად.. – ამოილაპარაკა ბოლოს და რეზის რეაქციამაც არ დააყოვნა, სწრაფად ასწია თავი
–ნინა?
–ჰო, ნინაც..
–რა დროს ივენთია, რა დროს ასე სიარულია, გადავირევი! ნამდვილად გადავირევი! მეოთხე თვეში იქნება მალე!
მოსვენებას ვერ პოულობდა, სასტუმროს ორი ოთახიც არ ეყო, ჰაერი მჭირდებაო წამოიძახა და აივანზე გავიდა. ლუკა ღიმილით, უხმოდ გაჰყვა უკან და გვერდით დაუდგა. ზუსტად ერთნაირად ჩამოეყრდნოთ ხელები მოაჯირისთვის
–მა, წამოდი შენც, იქნებ დაელაპარაკო, თან არ ინერვიულებ..
–არც კი მიკარებს, ლუკა. შენ ვერ ხვდები, როგორ არ შეუძლია ჩემი დანახვა, ჩემი შეხება. თქვენ ვერავინ ხვდებით, როგორ ვატკინე..
ლუკას სევდიანად გაეღიმა და შემობრუნდა, ახლა წელით ეყრდნობოდა მოაჯირს და ხელები გულთან გადაეჯვარედებინა. თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდა, ბოლოს ისევ ჩაეცინა და ძალიან ფრთხილად დაიხარა მამის ყურთან
–იმდღეს, შენ რომ დამირეკე, მათთან ერთად რომ ვიყავი, შენი ნომერი დაინახა და..
–და? – ჩაეკითხა გაღიზიანებით რეზი
–ხმამაღალ რეჟიმზე ჩართეო მთხოვა, – წარბები ლამაზად აზიდა ლუკამ ზევით, მამის თვალებში ანთებული ნაპერწკალი არ გამოპარვია
–რატომ? ლუკა, რატომ? – ხელები თავზე გადაისვა ნერვიულად
–შენი ხმის გაგება უნდოდა, მა..
–...
–თუ მოინდომებ, აუცილებლად დაიბრუნებ, მა!
–მე არ მინდა.. არ მინდა, რომ მაპატიოს.. არ ვარ ღირსი, რომ მაპატიოს..

***
–აუ ბექა, ასეთი არ მინდოდა, ხომ გითხარი კივისმეთქი? ეს ბალია! – წუწუნებდა და იოგურტს ცხვირწინ უტრიალებდა შეწუხებულ ბიჭს
–ბანანისაცაა, ატმისაც, კიდევ ანანასის და ნახე.. მოდი ნახე რა, იქნებ მოგეწონოს ესენი, ვერ ვნახე ეს კივი, ვაბშე სად გასინჯე, რა გავაკეთო?! – არანაკლები წუწუნით პასუხობდა ისიც და თავის მოტანილ პარკებში სასაცილოდ იქექებოდა
–აღარაფერს აღარ გთხოვ, არასოდეს! – ამოიწუწუნა. ხვდებოდა, რომ ძალიან აწვალებდა, მაგრამ იცოდა, ბექა დაუზარებლად შეუსრულებდა ყველა სურვილს და სიყვარულით გული ევსებოდა, მეგობარს ასეთ დღეში რომ ხედავდა.
მაგიდაზე ბექას მობილური ამღერდა
–ვინ არის, დახედე, მანამდე წვენებს მოგიტან, ალუბლის წვენი ვიყიდე მემგონი.. – ისევ შეწუხებული ხმა ქონდა ბექას და ნინამ გემრიელად გადაიკისკისა. მერე მის მობილურს დახედა, დივანზე წამოწვა და დაიძახა
–ლუკაა, რა უნდა ნეტა?
–ალბათ ხვალინდელზე, ვუთხარი ბარემ ჩვენ წაგიყვანთთქო, უპასუხე აბა..
ნინამ ზარს უპასუხა და ისე, რომ არც მისალმებია, მოწყენილი ხმით, თუმცა სწრაფი ტიტინით მიახალა
–ლუკა, არ არის ეს სიტყვის ბიჭი, არ ენდო! მთელი კვირაა კივის იოგურტი ვერ მიყიდა, იცი როგორ მინდა? შეიძლება დღეს ღამე დამესიზმროს..
–ალბათ კარგად არ მოძებნა.. – მოესმა ნაცნობი ხმა, თუმცა ლუკა არ ყოფილა. მთელ ტანში გააცია, ხელები აუკანკალდა, ტელეფონი სწრაფად მოიშორა ყურიდან და აცრემლებული სახით წამოჯდა. ბექა მაშინვე მისკენ გამოიქცა და შეშინებული, წინ ჩამოუჯდა
–რა მოხდა? რა გითხრა ასეთი? – მერე სწრაფად მიიდო მობილური ყურზე – ლუკა.. ჰო რეზი, გისმენ – ახლა უკვე ხვდებოდა, რა დაემართა ნინას და ცალი ხელით გულზე აიკრა
–არა, არა კარგადაა, მშვენივარადაა.. კი, ხვალ ვაპირებთ. ჩვენ წავიყვანთ ლუკას და ბიჭებს. კარგი რა, რისი გეშინია.. – წამოდგა და ნინასგან მოშრებით განაგრძნო საუბარი.
რამოდენიმე წუთში ოთახში დაბრუნდა და დივანზე მჯდომი ნინა შეათვალიერა, რომელიც დამშვიდებული სახით ჭამდა იოგურტს
–ბალიც ხომ გემრიელია, აღიარე ახლა! – სცადა გახუმრება და გვერდით დაუჯდა
–რა უნდოდა? – ჰკითხა ისე, რომ არც შეუხედავს
–ხვალინდელზე ნერვიულობდა, არ მოშორდე ნინასო – ჩაილაპარაკა დამნაშავის ხმით ბექამ
–რა მაგის საქმეა.. – გაბუტულმა მაგიდაზე მოისროლა იოგურტი და კოვზი და რატომღაც ბექას აქცია ზურგი
–ნინა, მოგენატრა ძალიან. ხვდები? არცერთხელ შეგხვედრია რედაქციაში?
–არა, არასოდეს. თავის მდივანს აგზავნის რამე საქმე თუ აქვს, თათბირზეც არ შევდივარ. მგონი ცალკე ჩემთვის დაიქირავა ერთი ტიპი, რომელიც ყველაფერს დაწვრილებით მიხსნის ხოლმე, რაც თათბირზე ხდება..
–რატომ იქცევა ასე? – შუბლი უკმაყოფილოდ შეეკრა ბექას
–იმიტომ, რომ ბოლო ჯერზე, როცა ჩემთან ახლოს იყო, მამაჩემს მისი სახლიდან გაგდება ვთხოვე.. – ამოიტირა და მხარზე ჩამოაყრდნო ლოყა
–პატარა ბავშვივით არა? – გაეცინა ბექას და თავზე მიაკრო ტუჩები
–იდიოტი, იდიოტი ბავშვივით!
–ჭამე რა ეს იოგურტები, რომელიმე ჭამე..
–არ მინდა ესენი, კივის მინდა მე, – უფრო უმატა ტირილს და ხელები აიფარა სახეზე
–ოღონდ შენ გაიზარდო და მეტი კი არაფერი მინდა! – წამოიძახა ბექამ და ფეხზე წამოდგა, ქურთუკს დაავლო ხელი
–სად მიდიხარ? მტოვებ არა? დაგღალე ხო? – მისკენ მიბრუნდა და მომლოდინე მზერით დაელოდა პასუხს.
ბექამ შეხედა და ისე ესაყვარლა, ისე ელამაზა, უხმოდ მიაშტერდა
–ასეთ გოგოს როგორ გაწყენინა, ჰა? – ჩაილაპარაკა თავის ქნევით და ახლა მის უკვე კარგად წამოზრდილ მუცელზე გადაიტანა მზერა.
ნინასმ ისევ პატარა ბავშვივით აიჩეჩა მხრები
–ალბათ ისე ძლიერად არ ვუყვარდი, როგორც მე..
–არ თქვა ნინა.. არ თქვა.. ყოველ ჯერზე მისი მიბეგვა მინდება, როცა დავინახავ ხოლმე, მაგრამ ეგ არ თქვა..
–სად მიდიხარ? – აღარ მოუნდა ნინას ლაპარაკის გაგრძელება
–კივის იოგურტი უნდა ვიშოვო, სადმე! არ ვიცი სად, მაგრამ უნდა გიშოვო..
–არ დამტოვო, თინა და მამაც არ ვიცი როდის დაბრუნდებიან, ვერ ვარ კარგად. იყავი რა..
ბექა ისევ მასთან ჩამოჯდა და მუხლებზე დაიტყაპუნა ხელი, რომ თავი ჩამოედო
–სანამ სალომე მოვა რამე ფილმს ვუყუროთ გინდა?
–მინდა.. – ამოილაპარაკა და ტელევიზორის ჩამრთველი მიაჩეჩა ხელში, შენ მოძებნეო. ბექამ რომელიღაც ძველი ფილმი ჩართო და ორივე უინტერესოდ მიაშტერდა ეკრანს. ხელები თმაში შეუცურა მის მუხლებზე მკლავებჩამოყრდნობილ გოგონას და ნელ–ნელა, ნაზი ფერებით აუბურდა მთელი თმა. ნახევარი ფილმიც არ უნახავთ, ისე ჩასთვლიმა ნინას და ბექამაც, ძალიან ფრთხილად მიაფარა იქვე მიფენილი პლედი. კარის ხმაზე ეცადა ნელა მოეშორებინა, რომ არ გაღვიძებოდა, თუმცა ნინა უკმაყოფილოდ შეიშმუშნა და აწითლებული, ნამძინარევი სახით დივანზე წამოჯდა.
–სალომეა?
–არ ვიცი, გავაღებ ახლავე, – უცებ მიაკრო ტუჩები საფეთქელზე და ფეხზე წამოდგა. თვითონ კი გაწეწილი თმებით, დივანზე იჯდა. მთელ სხეულზე ჭრელი პლედი შემოეხვია და გაბუშტული ტუჩებით იყურებოდა კარისკენ. ცოტახანში ოთახში მხოლოდ ბექა დაბრუნდა, რომელსაც ოდნავ გაურკვეველი და თან ღიმილიანი გამომეტყველება დასთამაშებდა სახეზე.
–ვინ არის? – გაკვირვებით ჰკითხა ნინამ როცა მარტო დაბრუნებული დაინახა
–რეზია.. კივის იოგურტები მოგიტანა.
ფეხზე ისე წამოდგა და ინსტიქტურად ისე წავიდა კარისკენ, რომ თავადაც არ გაუაზრებია. სწრაფად აუარა ბექას გვერდი და მონატრებულ სხეულს შეეჩეხა, რომელიც კარის ზღურბლზე, მხრით მიყრდნობილი,თავდახრილი, პარკით ხელში იდგა და ნერვიულად ათამაშებდა მარჯვენა ფეხს.
–მართლა მომიტანე იოგურტი?
არ იცოდა ეს რატომ ჰკითხა, ახლა სულ აღარ ახსოვდა იოურტი, სულ აღარ უნდოდა, საერთოდ არაფერი უნდოდა მისი შეხების, მისი სუნის შეგრძნების გარდა. დამფრთხალმა რეზიმ კი უცებ წამოსწია თავი და ჩაახველა, რომ ხმის ამოღება შეძლებოდა
–ახლავე წავალ, ახლავე.. არც ვაპირებდი შემოსვლას, მართლა გეუბნები, ნინა..
–შემოდი რა! – წამოიძახა უცებ და რეზის ტკივილიანი სახის დანახვისას ორივე ხელი მოუდუნდა, პლედი მხრებიდან ჩამოუცურდა და მის ფეხებთან დაეცა.
ორსული ცოლის დანახვაზე ისევ ის დაუმსახურებლობის შეგრძნება დაეუფლა და ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა. გვიან გაიაზრა მისი სიტყვები და ძალიან ნელი ნაბიჯით წავიდა მისკენ
–ნამდვილად გინდა, რომ შემოვიდე? არ ინერვიულებ? – ეკითხებოდა და თან მისკენ მიიწევდა
–შემოდი რეზი, შემოდი, – მოთმინება დაელია მათი შემხედვარე ბექას და მის ზურგს უკან რეზის მიერ ღიად დატოვებული კარი ისე სწრაფად მიხურა, თითქოს ეშინოდა, ისევ არ გადაეფიქრებიდათ ერთ ოთახში ყოფნა.
რეზი უკვე წინ ედგა ნინას, ის კი გრძნობდა როგორ ეკეცებოდა ფეხები. ცოტაც და წაიქცეოდა, აუცილებლად დაკარგადვდა გონებას
–კარგად ხარ? ნინა! – ხელები მიაშველა მის გაფითრებულ სხეულს და ამდენი ხნის მერე, პირველად შეეხო.
თურმე რამხელა ტკივილი და ამავდროულად რამხელა შვება შეიძლება იყოს ტანჯვამდე ნანატრი სხეულის გულში ჩაკვრა.. ისე ჩაიკარგნენ ერთმანეთში, ისე აუძგერდათ გული, ღრმა ამოოხვრაღა მოახერხა მხოლოდ ორივემ
–მოდი, ჩამოვჯდეთ, კარგი? – ჩასჩურჩულა ყურში და წელზე მოხვია ძლიერი ხელი. ნინაც მარტივად მიჰყვა მის ნებას. დივანზე ჩამოსვა თუ არა ძალიან ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად შეიგრძნო ცხვირით მისი სუნი და ჯერ ისევ ცალი ხელით ჩაბღუჯული იოგურტი გაახსენდა
–მოდი, კოვზს მოგიტან.. – წამოდგომა დააპირა, მისი პატარა ხელები რომ შემოეხვია მკლავზე. გაყინული სახით გახედა უცებ და მისი გაფართოებული, შეშინებული თვალების დანახვამ ყველა იარა თავიდან გაუხსნა
–არ მომშრდე, არ წახვიდე, ცუდად გავხდები, რომ მომშორდე.. – ჩურჩულებდა ნინა და ცრემლებით უსველებდა მკლავს რეზის. ორიოდ წამში კი უკვე მის კალთაში იჯდა, მისი ძლიერი ხელები იცავდა ყველა საბინძურისგან, ყველა საფრთხისგან და გულამომჯდარი ძლივს ახერხებდა სუნთქვის დარეგულირებას
–რომ იცოდე როგორც მიყვარხარ, ნეტა იცოდე.. – ხმაჩაწყვეტილი ხაოდა რეზიც. ახლა მხოლოდ ნინას ესმოდა მისი.
საოცარი სანახაობის შემყურე ბექა კი გაოგნებული, პირდაღებული იდგა ოდნავ მოშორებით და ვეღარც მათთან მიახლოებას, ვეღარც მათ მარტოს დატოვებას ახერხებდა. არასოდეს, არსად ენახა მსგავსი ტკივილით გამოვლენილი ამხელა სიყვარული. თითქოს არარსებულს გაუსწორა მზერაო, ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, რეზიმ რამოდენიმეჯერ რომ გაიმეორა მისი სახელი
–ჰო, ჰო, გისმენ..
–ერთი ჭიქა წყალი შეგიძლია მოუტანო? და ერთი კოვზიც წამოიღე..
–ჰო, ახლავე..
უკან დაბრუნებულს ისევ ისეთ მდგომარეობაში მყოფი წყვილი დახვდა, თითქოს წამითაც არ გასულიყო. რეზის გადახდილი მადლობა არაადამიანური ხმით ნათქვამი მოეჩვენა და იქვე, უხმოდ ჩამოჯდა. უყურებდა, როგორი სინაზით ასმევდა წყალს, როგორ სთხოვდა, სულ რამოდენიმე ყლუპი მოესვა, რომ დამშვიდებულიყო. მერე კი, ისე, რომ კალთიდან არ მოუშორებია, პატარა ბავშვივით, საკუთარი ხელით ამოღო იოგურტი და თბილი ღიმილით, ოდნავ აკანკალებული თითებით თავად ჩაუდო კოვზი პირში
–აი, ეს მინდოდა, ბექა, – ტირილისგან დაბოხებული ხმით დაილაპარაკა ნინამ, თუმცა ბექამ მაინც შენიშნა მის ნათქვამში ის ბედნიერების ნოტები, რომელიც ბოლოს მხოლოდ მათი ერთად ყოფნისას გაეგო.
თითქოს ახლა დაბრუნდა ნინა, თითქოს აქამდე მხოლოდ მისი აჩრდილი იყო მათთან.. შეიძლება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი იყოს ერთი ადამიანი მეორესთვის? ალბათ შეიძლება.. რეზის და ნინას შემთხვევაში ასე იყო, ახლა ბექა დარწმუნებული იყო, რომ ეს ორი სხეული მხოლოდ ერთმანეთით ახერხებდა საკუთარი პიროვნების შენარჩუნებას. ყოველ შემთხვევაში ახლა, ამ წამს ასე იყო..
–სად იშოვე, მიმასწავლე რა, – ნაძალადევად გაიცინა ბექამ.
რეზიმ მხოლოდ გაუღიმა, ნინას ღრმა ამოოხვრით ჩამოადო თავზე ლოყა და ოდნავ მოადუნა სხეული
–მომიყვები ხვალ სად აპირებ წასვლას? – ჰკითხა და იგრძნო, როგორ შეეხო წვრილი თითები წამოზრდილ წვერზე
–აღარ იპარსავ წვერს? – თავი ასწია და ახლა ტუჩებით შეეხო მის ნიკაპს
–როგორ მომენატრე, ნინა! – თვალები დაეხუჭა მიის შეხებისას უნებურად რეზის
–არ შეგირიგდები.. – ამოიჩურჩულა ნინამ და თავი მიადო გულზე
–ვიცი, ნინაჩკა, ვიცი..
ბექას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, იგრძნო როგორ დაეძაბა მთელი სხეული და ერთ მთლიანობად ქცეულ ორ სხეულს კიდევ უფრო დაკვირვებით შეხედა. ნინამ მაჯაზე ჩაავლო ხელი რეზის და საკუთარ მუცელზე მიიკრო მისი თითები
–ნინა, მოძრაობს.. ჩემი პატარა გოგო, – აჩურჩულდა რეზი და ბექას მოეჩვენა, რომ მასაც აუწყლიანდა ნინასავით თვალები
–დიდი ხანია არ განძრეულა, – ტირილნარევი ხმით გაეცინა ნინას
–მართლა? – ღიმილიანი სახით დაჰყურებდა რეზი მის სახეს და თბილად უსვამდა მუცელს ხელებს
–როგორი ცელქი გოგოა, შენსავით მოუსვენარი იქნება.. – იმდენი ტკივილი იგრძნობოდა მის ხმაში, ბექამ უნებურად სახეზე აიფარა ხელები. მერე მოულოდნელად, ძალიან სწრაფად წამოდგა და ქურთუკს დაავლო ხელი
–ნინა.. – ღიმილით დაუძახა, რომ მისი ყურადღება მიეპყრო ორიოდ წუთით
ნინა რეზის თვალებს მოსწყდა და მეგობარს კითხვანარევი მზერით მიაჩერდა
–მიდიხარ? სად მიდიხარ?
–მოდი მე წავალ ახლა, გვიან კი სალომე გამოგივლის, დღეს ხომ შენთან რჩება?
–ჰო, აპირებს..
–რეზი მოგხედავს მანამდე, რამე თუ დაგჭირდა. რეზი.. – ახლა რეზის შეხედა და მის დასტურს დაელოდა.
რეზიმ თმაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი ნინას და ისევ მის სახეს დააჩერდა
–გინდა, ასე? თუ გირჩევნია, მე წავალ..
–მეძინება.. – მხოლოდ ეს უთხრა პასუხად და მის გულზე კომფორტულად მოთავსდა.
რეზიმ ოდნავ დაუქნია ბექას თავი და ანიშნა, რომ შეეძლო წასულიყო. მარტო დარჩენილებს თითქოს უფრო გაუჭირდათ ხმის ამოღება
–გინდა აგიყვანო ოთახში? – ახლა მხრებზე ეფერებოდა რეზი, ვერ თმობდა მის სხეულს, უნდოდა ყველა წერტილს ერთად შეხებოდა
–დაიღალე? – სევდიანი თვალები მიანათა
–დავიღალე? ნეტა მქონდეს უფლება შენით დავიღალო, ნინა.. – ამოისუნთქა და მის თმაში ჩაეფლო სახით. სხვა თუ არაფერი, ამ დღეს მაინც ჩათვლიდა აზრიანად. დღეს, როცა რამოდენიმე თვის განმავლობაში პირველად შეძლო შეეგრძნო ის, რაც უკვე ყოველდღიურ ოცნებად ქცეოდა..

***
იმ დღის შემდეგ, თითქმის მთელი თვე ისე გავიდა, რომ აღარ უნახავს. ძველებურად, მისი თითოეული ნაბიჯის შესახებ იცოდა, თუმცა ცდილობდა, რომ თავად არ ეტრიალა მასთან ახლოს. რედაქციაშიც, ყველანაირად ცდილობდა არსად შეჩეხებოდა და გამოსდიოდა კიდეც. ნინას კი ისე ენატრებოდა, ისე უნდოდა კიდევ ერთხელ ჩაეკრა რეზის გულში, რომ ზოგჯერ სამსახურში, საქმის კეთებისას თვალები ცრემლებით უნებურად ევსებოდა და ვეღარაფერს ახერხებდა, საპიფარეშოში გაქცევის და რამოდენიმეწუთიანი შეუჩერებელი ტირილის გარდა.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ცოტა განწყობაც გამოუკეთდა. როგროც ყოველთვის, ახლაც ანანოსთან და ცოტნესთან ხვდებოდნენ, ყველა ერთად. გრძნობდა, როგორ ზრუნავდა ყველა ახლო ადამიანი მასზე და ეცინებოდა, ორსულად ვარ ცუდად კი არაო, უღრენდა ყველას სათითაოდ. თორმეტი ისე დადგა, ვერც მიხვდნენ, მერე უცებ, ბექას წამოყვირებასა და შამპანიურის გახსნასთან ერთად გოგოებთან ერთად სასაცილოდ დაიწყო ხტუნვა. რადგან ნინა ვერ სვამდა, ანანომაც უარი თქვა და ორივე ერთად ბიჭებს და სალომეს შეჰყურებდნენ მთელი ღამე ახითხითებულები. ძალიან მალე კატოს ძილის დრო მოვიდა, რომელიც საჩუქრებით ხელში შებაჯბაჯდა საძინებელში და ბალიშზე არ ჰქონდა თავი დადებული, თვალები რომ მოეხუჭა. მის საწოლთან ჩამომჯდარიყო ნინა და ღიმილიანი სახით უყურებდა ანანოს ფრთხილ მოძრაობებს, რომ დაძინებული შვილისთვის ტანსაცმელი გაეხადა.
–აი ნახავ, როგორ მოგეწონება დედობა.. – თბილად გაუღიმა ანანომ და მხარზე ჩამოუსვა ხელი ჩურჩულით
–არ ვიცი.. ჩვენ მარტო ვიქნებით, მხოლოდ მე და ეს პატარა.. სულ მარტო
–კარგი რა, ნინა.. მარტო ვინ დაგტოვებთ თქვენ? ჩვენ მარტო დაგტოვებთ? ნიკოლოზი და თინა? ლუკაც კი არ გშორდება ხო ხედავ, მისი ძმაკაცები ყოველ მეორე დღეს შენი სახლის კართან არიან ატუზულები..
–შენ ხომ იცი, რომ არავინ მინდა რეზის გარდა? – ტკივილიანი სახით გაეღიმა ნინას
–ვიცი, ნინა, – ორივე ხელით ძლიერად მოეხვია და მუცელმა რომ არ გაუშვა, ორივეს სიცილი აუტყდა, ხელებს იფარებდნენ პირზე, რომ კატო არ გაეღვიძებინათ.
ოთახიდან გამოსულებს ლუკას, ლადოს და გიოს ხმა შემოესმათ. ბექას ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული მობილური და მათ ნათქვამზე ხმამაღლა იცინოდა. დაინახა თუ არა ოთახში შესული ნინა, მაშინვე ხელით ანიშნა მისულიყო
–მოდი, ლუკაა, შენთან ვერ დაურეკავს..
ბექას ჩამოუჯდა გვერდით და ღიმილიანი სახით მიულოცა ბიჭებს ახალი წლის დადგომა
–მეც გილოცავ, ნინა. ხომ კარგად ხარ? კი ვერ დალევდი შენ, მაგრამ ბექამ გავართეთო, მართლა გაგართეს? –ისე დააყარა კითხვები, როგორც რეზიმ იცოდა ხოლმე და ნინას გაეცინა
–კარგად ვარ, მარტო ხართ?
–ჰო.. მამა თავის ბიჭებთან და მათ ცოლებთან ერთადაა.. – მარტივად მიხვდა ლუკა, რაც აინტერესებდა ნინას და თითქოს ხმა ჩაუქვრა.
გათიშეს თუ არა ბიჭებმა ტელეფონი, მაშინვე გაუფუჭდა ხასიათი. ვეღარაფრით გამხიარულდა. ანანოს უთხრა, წამოწოლა მინდაო და კატოსთან აპირებდა ოთახში შესვლას, როცა ზარის ხმა მოესმა. არც უფიქრია, თუ მასთან იქნებოდნენ, ამიტომ ყურადღება არ მიუქცევია მოსულისთვის, სანამ ცოტნემ არ მოხვია ხელი და კარისკენ წაიყვანა, შენთან არიანო. ისევ ზღურბლზე აკრული, ისევ მოუსვენრად თავდახრილი რეზი.. ამჯერად ხელით ძლიერად ეყრდნობოდა კარის ჩარჩოს და ნინას ფეხის ხმის გაგონებისთანავე ამღვრეული თვალებით შეხედა მას
–ცოტა დავლიე, მაპატიე, ასეთს რომ მხედავ.. გილოცავ ახალ წელს! – გაუღიმა მისთვის ყველაზე საყვარელი ღიმილით
–ასეთი მთვრალი მახსოვხარ! – უნებურად ჩაიხითხითა ნინამ და ცოტნე მიხვდა, დრო იყო ნინასთვის მოხვეული ხელი გაეშვა
–შემოდი რეზი, ნუ დგახარ ასე, – შესთავაზა ცოტნემ
–არა, არა.. მანქანაში გამოხვალ? სულ რამოდენიმე წუთით და წავალ.. – ისევ თვალებში უყურებდა ნინას
–ასეთ მდგომარეობაში საჭესთან იჯექი? – წამოიყვირა ნინამ და მისკენ წავიდა
–შენ ჩემზე არ უნდა ღელავდე, ნინაჩკა! მოდი, მოდი მანქანაში..
ჯერ ოდნავ შეეხო თითებით ხელზე, მერე რომ მიხვდა, ნინა არ ეწინააღმდეგებოდა, გაუბედავად ჩაებღაუჭა თითებით და სწრაფად ჩასვა მანქანაში, რომ არ შესციებოდა
–რატომ მოხვედი?
–ახალი წლის ღამეა, ნინა..
–მერე? – ტირილი მოუნდა
–მერე ახალი წლის ღამეს, ჩემი ცოლი და ჩემი შვილი ასე შორს არ უნდა იყვნენ ჩემგან.. ნახე, ნახე რა ვუყიდე პატარას..
უკანა სიდენიაზე გადასწია ხელი და იქიდან რომელიღაც ძვირადღირებული მაღაზიის პარკი გადმოიღო, უცებ მოაფათურა შიგნით ხელი და იქიდან ძალიან პატარა, თითისტოლა იისფერი კაბა ამოიღო. ბრეტელებით, სასაცილოდ ჩამოკიდებოდა საჩვენებელ თითებზე და მაღლა აეწია, რომ ნინას კარგად შეეხედა. დაინახა, როგორ ჩამოუგორდა ცრემლები თვალებიდან ნინას..
–რა ლამაზია, შენ აარჩიე?
–ჰო, ბევრი რამე ვუყიდე, მინდა ოთახი მოვაწყო. ჩვენ სახლში მინდა მოვაწყო, იქ ხომ იცხოვრებ როდესმე? თუ მოგინდება, ჩემ გარეშე იცხოვრე.. ოღონდ იქ გაზარდე რა, კარგი?
–კარგი..
–მოვუწყო ოთახი? იცი რამდენი რამე ვუყიდე? – ხმაჩაწყვეტილი ლაპარაკობდა რეზი
–ჯერ ადრეა, რეზი – ტირილნარევი ხმით გაეცინა ნინას და პატარა, ულამაზესი კაბა მისი თითებიდან ჩამოხსნა, მუხლებზე დაიფინა
–რა ლამაზია..
–ზუსტად ასეთი ფერის კაბა გეცვა, პირველად რომ გნახე.. გახსოვს? ხომ გავს იმ კაბას? რომ დავიანხე, შენ გამახსენდი და.. ნეტა შენნაირი იყოს, შენნაირი სუფთა და ლამაზი..
ნინას ყველა ემოცია ერთად მოაწვა, ცოტაც და უფრო მეტად ატირდებოდა. მერე უნებურად მოკუჭა მომავალი შვილის პაწაწინა კაბა ხელებში და რეზის მიაშტერდა თვალებში
–მომიყევი იმ ქალზე.. – ამოილაპარაკა უცებ
–ნინა, არ გინდა, გთხოვ! – სახე გაუქვავდა რეზის, მაშინვე სახით გზისკენ მიბრუნდა და სახეზე სწრაფად ჩამოისვა ხელები
–ვინ იყო? ლამაზი იყო? იცნობდი? – არ ცხრებოდა ნინა, ყველაფრის გაგება უნდოდა. უკვე დიდი ხანია, ძალიან უნდოდა ყველაფრის გაგება
–ასე ხომ ინერვიულებ, ასე ხომ არაა უსაფრთხო, ნუ იქცევი ასე! – ხმა გაიმკაცრა რეზიმ
–მომიყევი.. მომიყევი და ვეცდები, რომ გავიგო..
რეზის ეგონა, რომ ახლა, ამ წამს ცეცხლში იწვოდა. არ უნდოდა არაფრის თქმა, ცოლის შეუვალი, პატარა სახე კი სულ სხვა რამეს ელოდა მისგან
–სხვა დროს იყოს რა.. სხვა დროს იყოს, გთხოვ, ნინა
–ახლა მინდა, მომიყევი რეზი. თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ! – წამოიძახა უცებ და რეზიმაც მაშინვე მიანათა ანთებული თვალები
–ნატალია ჰქვია, წლების წინ, უკრაინაში, ერთ–ერთი რედაქციის წილი მქონდა შესყიდული, პერიოდულად იქ მიწევდა ცხოვრება. მაგ დროს გავიცანი.. ერთი ჩვეულებრივი, უბრალო ქალი იყო, რომელიც არ ეძებდა სერიოზულ ურთიერთბებს და მეც მაწყობდა ეს, მხოლოდ სექსი გვქონდა. იქიდან ისე ჩამოვედი, ისე დავასრულე ბიზნესი, რომ არც მითქვამს მისთვის, არ ჩავთვალე თავი ვალდებულად..
–და ახლა რომ ჩახვედი, ნახე? გიყვარდა? გენატრებოდა? – ცრემლები სდიოდა ნინას
–არა, ნინა. არ მიყვარდა, არასოდეს.. არც მენატრებოდა. შენ, შენ მიყვარხარ და შენ მენატრებოდი, გესმის? ყველაზე მეტად მიყვარხარ ამქვეყნად!
–აბა რატომ დაწექი მასთან რეზი?
–არ ვიცი, ვისკი დავლიე, ვერც ვაზროვნებდი, ნაბი*ვარი ვარ და იმიტომ. საბოლოოდ დავეცი და იმიტომ, ნინა! იმ დღეს იმ ნაბი*ვარს, იმ რედაქციის უფროსს რომ გავუერთიანე თავ–პირი, შენს სახელს ახსენებდა და.. და მე აზროვნების უნარს ვკარგავდი! მერე კი.. მერე ოღონდ დამევიწყებინა, როგორ მემუქრებოდა, რომ რამეს დაგიშავებდა, ბოლომდე გამოვცალე ის ოხერი ვისკის ბოთლი! არცერთი წამით არ დავუტოვებივარ შიშს ნინა.. შიშს, რომ რამე შეიძლებოდა დაგშავებოდა. შევცდი, ცხოვრებაში არასოდეს, არასოდეს ვაპატიებ ამას საკუთარ თავს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ არცერთი წამით არ მიგრძვნია იმ ქალისადმი იმის ნახევარიც კი, რასაც შენ მიმართ ვგრძნობ. შენ ხარ ჩემი სამყარო და სულ რომ ხაზი გადამისვა, სულ რომ მიმაგდო, მაინც ასე იქნება..
ნინა უხმოდ შეჰყურებდა მის ტანჯვას და უწყვეტად სდიოდა ცრემლები, ხმა ვერ ამოეღო. ხელის გულები ეწვოდა ისე უნდოდა მის სახეს შეხებოდა, ეთქვა, რომ აპატია, რომ სხვანაირად უბრალოდ არ შეეძლო. თუმცა უხმოდ, ხმისამოუღებლად შესცქეროდა რეზის..
–ყველაზე მეტად იცი რა მაგიჟებს ნინა? აი ასეთი თვალებით რომ მიყურებ! ისევ რომ ვხედავ შენში ჩემ სიყვარულს. ასე რომ არ იყოს, ახლაც არ ვიქნებოდი აქ, საერთოდ არ გაგეკარებოდი, მაგრამ მპატიობ ნინა.. ვგრძნობ, რომ მპატიობ და მეც რა ვარ ხედავ? მიხარია, ეგოისტურად მიხარია შენს თვალებში დანახული ეს შეცოდება, ეს სიყვარული.. იცი მაინც, რამხელა სასწაული ხარ?
ნინამ ცრემლები მოიწმინდა და ახლა ისე შეხედა რეზის, ამაყად აეწია თავი და თვალებში შეჰყურებდა
–აი ასე, ასე უნდა მოიღერო ყოველთვის კისერი, მოღალატე კაცების წინაშე, ნინაჩკა! – ღიმილით ჩაილაპარაკა რეზიმ. ვინმეს რომ მოესმინა, აუცილებლად იფიქრებდა, ამაყობს ნინას საქციელითო.

-----

მაპატიეთ, ვერაფრით ავტვირთე აქამდე..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

შეარიგე რააა,

 


№2 წევრი დარინა

ნინასთან ერთად მეც ვერ ვაპატიე ჯერ რეზის მიუხედავად ასეთი ტანჯვისაა, ძალიან ბოროტი ვარ და კიდევაც მიხარია, ასე რომ იტანჯებააა, რა ვქნა მოღალატე კაცებს ვერ ვამართლებ თუნდაც ეს სიმთვრალის გამო გააკეთოს, კი ამიჩიყდა მომენტებზე გული, ცრემლებიც კი ვაღვარღვარეეე, რეზის ვერანაირად ვერ ვპატიობ ამ სისუსტეს, ნინა როგორ შეძლებს პატიებას არ ვიციი დამსხვრეული ურთიერთობის აღდგენა რთულიააა, მითუმეტეს ნდობის დაბრუნებააა, მართლა იდეალური და ცხოვრებისეული ისტორიაა.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

რა კარგი გოგო ხარ შენ ავტორო! შეიძლება ითქვას ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი ამ წუთს და მხოლოდ იმიტომ ვჩქარობდი, ჩემი აზრი რომ გამომეხატა შენთვის. დიდი ხანია მსგავსი სითბოთიდა სიყვარულით დამუხტული ისტორია არ წამიკითხავს... იმდენად იშვიათია ცხოვრებაში ასეთი შეყვარებული წყვილის ხილვის ბედნიერება და იმდენად სასიამოვნო მათზე ისტორიის წაკითხვა - მეორე პირველის არ არსებობას აბათილებს და ალამაზებს. მადლობა ჩემო კარგო შენ ამ სიამოვნებისთვის და წარმატებებს გისურვებ მომავალში, ბევრ სიხარულს და უსასრულო სიყვარულს! ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი anni sweetiko

ვიტირე და თვალები მეწვის.
რა დრო გასულა ამასობაშიი და ესენი კიდევ ვერ შერიგდნენ.
ნინა ჩამოყალიბდი და ან ა თქვი ან ბ გთხოვ;დ

 


№5  offline წევრი P.A.

სტუმარი nancho
შეარიგე რააა,


ეჰ, ვცდილობ, ვცდილობ:დდ

დარინა
ნინასთან ერთად მეც ვერ ვაპატიე ჯერ რეზის მიუხედავად ასეთი ტანჯვისაა, ძალიან ბოროტი ვარ და კიდევაც მიხარია, ასე რომ იტანჯებააა, რა ვქნა მოღალატე კაცებს ვერ ვამართლებ თუნდაც ეს სიმთვრალის გამო გააკეთოს, კი ამიჩიყდა მომენტებზე გული, ცრემლებიც კი ვაღვარღვარეეე, რეზის ვერანაირად ვერ ვპატიობ ამ სისუსტეს, ნინა როგორ შეძლებს პატიებას არ ვიციი დამსხვრეული ურთიერთობის აღდგენა რთულიააა, მითუმეტეს ნდობის დაბრუნებააა, მართლა იდეალური და ცხოვრებისეული ისტორიაა.


მეც მერთულება და მტკივა ხოლმე მაგავსი თემა, ამიტომ განიცდის ალბათ ასე ძალიან ჩემი შექმნილი პერსონაჟიც თავის საქციელს, მთავარია ნინა მოერიოს თავს ახლა:დ


სტუმარი ნანა
რა კარგი გოგო ხარ შენ ავტორო! შეიძლება ითქვას ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი ამ წუთს და მხოლოდ იმიტომ ვჩქარობდი, ჩემი აზრი რომ გამომეხატა შენთვის. დიდი ხანია მსგავსი სითბოთიდა სიყვარულით დამუხტული ისტორია არ წამიკითხავს... იმდენად იშვიათია ცხოვრებაში ასეთი შეყვარებული წყვილის ხილვის ბედნიერება და იმდენად სასიამოვნო მათზე ისტორიის წაკითხვა - მეორე პირველის არ არსებობას აბათილებს და ალამაზებს. მადლობა ჩემო კარგო შენ ამ სიამოვნებისთვის და წარმატებებს გისურვებ მომავალში, ბევრ სიხარულს და უსასრულო სიყვარულს! ❤️❤️❤️


იმდენად გავბედნიერდი ახლა, არც ვიცი რა ვთქვა. უღრმესი მადლობა, მართლა, საოცრად მიხარია რომ ასე შეძელით იმ ემოციის დანახვა, რომლითაც ვწერ<3

anni sweetiko
ვიტირე და თვალები მეწვის.
რა დრო გასულა ამასობაშიი და ესენი კიდევ ვერ შერიგდნენ.
ნინა ჩამოყალიბდი და ან ა თქვი ან ბ გთხოვ;დ


მალე გადაწყვეტს მინდა გითხრა, არც ისე ბევრი დარჩა:დ ეგოისტურად გამიხარდა შენი თვალების აწვა და მერე მივხვდი, გვიან:დდდ მაპატიე და მიხარია თუ მოგწონს<33

 


№6 სტუმარი ჰვვვ

მალე დადე რა შემდეგი...

ვაიმეე როგორ ველოდი ეს 2 დღე, აე ვიცი რა გითხრა ძალიან კარგად წერ და სერიოზული ისტორია არის, გამიხარდა რომ შემომეკითხა შემთვევით თორემ ხომ არ მეცოდინწბოდა ასეთი გემრიელი ავტორი

 


№7 სტუმარი აბლაბუდა

ვაიმეე როგორ ველოდი ეს 2 დღე, აე ვიცი რა გითხრა ძალიან კარგად წერ და სერიოზული ისტორია არის, გამიხარდა რომ შემომეკითხა შემთვევით თორემ ხომ არ მეცოდინებოდა ასეთი გემრიელი ავტორი

როდის დადებ?

 


№8  offline წევრი P.A.

აბლაბუდა
ვაიმეე როგორ ველოდი ეს 2 დღე, აე ვიცი რა გითხრა ძალიან კარგად წერ და სერიოზული ისტორია არის, გამიხარდა რომ შემომეკითხა შემთვევით თორემ ხომ არ მეცოდინებოდა ასეთი გემრიელი ავტორი

როდის დადებ?


ვაიჰ, დიდი დიდი მადლობა<3 ძალიან მაგარია რომ ასე შემთხვევით გადამაწყდი და დაინტერესდი, ვეცდები სულ გეგემრიელოს ხოლმე ყველა თავი!^^

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.