შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვითმარქვია №7


15-11-2018, 23:16
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 1 787

თვითმარქვია №7

სასტუმრო ოთახში იჯდა,მოზრდილ სავარძელზე და დამფრთხალ თვალებს არ აშორებდა სამზარეულოს დახლთან მდგარ მამაკაცს.რომელსაც მოკლე მკლავიანი შავი ზედა და თეძოზე პროვოკაციულად მომდგარი სპორტული შარვალი ეცვა.ყავის ფინჯანში, კოვზს ხმაურით ურევდა და კუშტად შეკრული წარბებს ქვეშიდან, ისეთი მზერით აკვირდებოდა ქალს იფიქრებდით ერთი სული აქვს როდის ეცემა და ნაწილებად დაშლისო.ხელში შერჩენილი ჩაის კოვზი ,ყავის ფინჯანში უდიერად ჩააგდო და შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია.
-ისე ნუ მიყურებ, თითქოს ელოდები როდის გეცემი და ცხვირ -პირს დაგიმტვრევს!-დაძაბული ყბის ძვლები, ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და კბილებს შირის გამოსცრა.
ნუცა დაფრთხა ,თუმცა შეეცდა თავი მხნედ დაეჭირა...არ უნდა ე ამ თავკერძა ნაბიჭვრ*ისთვის ეჩვენებინა, რომ შიშისგან მართლაც მუხლები უკანკალებდა.აქ მოსვლამდე, მილიონჯერ გალანძღა საკუთარი თავი ამ შარში გახვევისთვის, მაგრამ ცხვირში ამორტყმა უკვე გვიანი იყო...თავიდანვე უნდა დაემოკლებინა ეს მავნე სასუნთქი ორგანო, რომელიც იმაზე გრძელი აღმოჩნდა ვიდრე სარკეში ჩახედვისას ჩანდა.
-აქ ,საჩხუბრად არ მოვსულვარ-სადღაც ჯანდაბაში გაპარული ხმით ამოილაპარაკა და კალთაზე ერთმანეთში ახლართულ თითებს დახედა.-ვიფიქრე ,შენს წინადადებაზე და...
-თურმე ხანდახან ჭკუვიანურად მოქცევაც შეგიძლია...-ჩაიცინა მამაკაცმა და ფინჯნიდან, კოვზი ამოიღო, ფინჯანი ,ტუჩებთან მიიტანა და მოზრდილი ყლუპი მოსვა.-იმედი მაქვს სისულელებისგან თავს შეიკავებ...არაფერი არ გევალება გარდა იმისა, რომ იჯდე სახლში და ეგ გრძელი,ცნობისმოყვარე ცხვირი დაიმოკლო...როცა საჭიროა ილაპარაკებ თუ მოგცემ ამის ნებას,როცა არა და ენას კბილს დააჭერ ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს და ისე არ ჰქნა,საკუთარი გაჩენის დღე დასწყევლო.არ ეკონტაქტები არავის და აკეთებ იმას რასაც მე გეუბნები..თუ ამ ყველაფერს ვერ დაიმახსოვრებ, შეგიძლია ჩაიწერო!პატარა სისულელე და გესვირი-ფართოდ გაუღიმა და ხელი -ხელს იმდენად ხმაურიანად შემოჰკრა სავარძელზე მჯდარი ნუცა, ადგილზე შეხტა.მამაკაცი კი დახლს მოშორდა და ოთახიდან გასასვლელად გაემართა-ჰო,კინაღამ დამავიწყდა...-კარის ზღურბლზე შედგა და ქალისკენ შემოტრიალდა.- სახლში, ტიტლიკანები არ დავდუვართ,არ ვცდილობთ ერთმანეთის ცდუნებას და კიდევ უამრავი ესეთი ყლ*ეობა...ღლაპებზე მაინც არ მიდგება, ასე რომ მიხარია...აშკარად შევთანხმდით,ურთიერთობები გავარკვიეთ და მივედით კონსესუსამდე....აბა, კარგად! მე გავდივარ.ჭამე, დალიე და ჩაუჯექი სირობა რომანტიკულ ფილმებს...ცრემლები ღვარე და რავიცი კიდევ რა ჯანდაბას აკეთებთ გოგოები?-მხრები აიჩეჩა და ოთახი უკანმოუხედავად დატოვა.საძინებელში შევიდა და კარი ხმაურით მიხურა,მობილურზე სწრაფად აკრიფა ნაცნობი ნომერი და მხარსა და ლოყას შორის მოქცეული აპარატით კარადასთან, ტანისამოსის შერჩევას შეუდგა.მალევე უპასუხეს.
-სახლის კამერებს, ოცდაოთხი შვიდზე აკონტროლებ...მის ტელეფონს უსმენ...ყველა შემოსული თუ გასული ზარი, ან მოკლე ტექსტური შეტყობინება ჩემს მობილურზე გადმოამისამართე.
-კარგი...რახდება?
-არაფერი, არ ვენდობი ამ პატარა შურისმაძიებელს...ესეც რომ არა ვნახოთ რას იზამს ქალბატონი ჯიქია...არ ვიცი ,როდის დაიწყებს ფეხების ბაკუნს და მომზადებული მინდა შევხვდე ნერვებმა რომ არ მიმტყუნოს...
-არის უფროსო!-გაეცინა მოსაუბრეს.-ისე ,ვფიქრობ ეგ ჯიქია ,დიდი თავის ტკივილი იქნება და არ სჯობია დროულად გავანეიტრალოთ?
-ვერ მივუვარდები და სროლას, მარტო იმიტომ ვერ დავუწყებ ,რომ მემუქრება...მისი გაქრობა, კითხვებს გააჩენს...სხვანაირად მივუდგები...-გაეცინა მამაკაცს და საწოლზე დაწყობილ ტანსაცმელს შეხედა.
-როგორ აპირებ მის გაკონტროლებას?
-ჩალიჩიც არ დამჭირდება ისე გადამიშლის ფეხებს...მისი სუსტი წერტილი ვარ, თვალებში ეტყობა...ყოველთვის გიჟდებოდა ჩემზე.გიჟის გაკონტროლება კი ადვილია ,დამამშვიდებელის დიდი დოზა თუ შენ გიდევს უბეში.
-ფუ...რა შენძრეული ხარ-ახარხარდა მამაკაცი.
-კარგი, სასიამოვნოა შენთან ჭორაობა "ფისო" მაგრამ გავდივარ...სამსახური მიხმობს.-ტელეფონი სწრაფად გათიშა,საწოლზე მიაგდო და თავს ზემოდან სწრაფად გადაიძრო მაისური.

სასტუმრო ოთახში ,დაბნეული იჯდა და ისიც კი ვერ გაიგო როდის წავიდა სახლიდან ლომიძე.ერთ წერტილს მიშტერებოდა და თავში ერთი ,საღი აზრიც კი არ უტრიალებდა იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გაეკეთებინა ამ ყველაფრის მერე?...ჯიქია, მაგრად მიაწვა...რა განოდიოდა? თავად არავინ იყო გარდა ლომიძეზე გაბოროტებული ,შურისმაძიებელი ქალის ბრმა იარაღისა, რომელიც მისდაუნებურად ისე გახდა გააზრებაც კი ვერ მოასწრო.სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა, არც კი დაფიქრებულა რა იქნებოდა შემდგომ...ახლა კი იჯდა და თავისივე დაუდევარი ნაბიჯის გამო სრულ გაურკვევლობაში გახვეულიყო.ჯიბეში მისი მობილური ახმაურდა,ჯინსის ჯიბიდან,ჭირვეული აპარატი ფრთხილად ამოაძვრინა და ეკრანზე აციმციმებულ ფარულ ნომერს დახედა.
-გისმენთ.
-როგორ მოეწყვეთ მამიკოს სახლში?-ჯიქიას ცინიკური ტონი არ ესიამოვნა და ტანში უსიამოვნოდ გასცრა.
-ჩვეულებრივად მიმიღო...-შეეცადა მისი ცინიზმისთვის დიდი ყურადღება არ მიექცია -არანაირი კითხვები,არც მუქარა...კარი გამიღო და მალევე წავიდა.
-მშვენიერიი...იმედი მაქვს ვერ ხვდება რის გამოც დაბრუნდი...თავი ჩვეულებრივად დაიჭირე...ისე როგორც მანამდე იქცეოდი...-აგრძელებდა დამოძღვრას ნანკა ჯიქია.
-კარგი...-ყრუდ ამოილაპარაკა.
-მისმინე ნუცა...ალბათ ხვდები ეს სიტუაცია ორივეს წისქვილზე რომ ასხამს წყალს და დიდი იმედი მაქვს ყველაფრის მიტოვებას და გაქცევას არ აპირებ!-ხმა დაეძაბა ჯიქიას.-ორივე ერთ ნავშვი ვზივართ და ან ერთად გავალთ ნაპირზე, ან არა და ორივე დავიხრჩობით.
-გასაგებია...ვირთხასავით გაქცევას არავინ აპირებს, უბრალოდ დაბნეული ვარ, რადგან არ ვიცი საიდან რა დავიწყო....-ხმას საეჭვოდ დაუწია ნუცამ
-მე გეტყვი!ერთადერთი რაც ბატონ ლომიძეს, საბოლოოდ მოუღებს ბოლოს მისი მეგობრების დაკარგვაა...მის გასატეხად საჭიროა სათითაოდ, ნელ- ნელა ჩამოვაშოროთ ისინი და შემდეგ დასუსტებულს და მარტო სულს დავარტყამთ.ასე რომ ტვინს, ძალა დაატანე და გამოიყენე შენი მომხიბვლელობა...ლადო, უნდა ჩაიგდო ხელში...
-რა?!-სავარძლიდან შურდულივით წამოვარდა ნუცა.
-დიახ...დიახ...ნაპირელი, არც ისეთი უგულო და არამყარი ორიენტაციის მქონეა...შენ კი საკმაოზე მადისაღმძვრელი ხარ შენს დესერტად მირთმევაზე უარი რომ თქვას...
-არ არსებობს...
-როგორც გინდა-ჩაიცინა ჯიქიამ და ტელეფონი ისე გათიშა გაოგნებული ნუცა დიდხანს დაჰყურებდა დადუმებულ აპარატს.


გვარიანად ჩამობნელებულიყო,შავი ლექსუსი ერთ -ერთი ცნობილი ღამის კლუბის წინ რომ შეჩერდა.მანქანაში მსხდომნი,გადმოსვლას არ ჩქარობდნენ და თვალს არ აშორებდნენ კლუბის უკანა შესასვლელ კარს.
-აქ არის! შეგვიძლია ამ კარიდან შევიდეთ...-შუბლზე ჩამოყრილი თმა , კეფაზე შეკრულ კიკინასთან ჩაიმაგრა ნაპირელმა და სანახევროდ მოჭუტული მზერით, კლუბის კარს მიშტერებულ ლომიძეს გადახედა.
-ანუ, ეს ბატონი მერაბის კუთვნილი კლუბია?-სიგარეტს მოუკიდა ვაჩემ.
-კი, მისი საკუთრებაა... თუმცა ამას არასდროს აღიარებს,სხვის სახელს ამოფარებული ყოველ ღამეს აქ ატარებს...კლუბში მოსაწევი,სასმელი და რაც მთავარია სალუქვაძის მთავარი გასართობი: ყვერ*ებზე მონადირე დედაკაცების მრავალფეროვანი არჩევანია.-ჩაეცინა ნაპირელს.
-გაქნილი და უკუნითი უკუნისამდე ნაბი*ჭვარი...ახლა შევალთ და პატარა გასაუბრებას ჩავუტარებთ, თუ რა თქმა უნდა სურს უკვე ვაკანტური ,მისი ადგილის შენარჩუნება.-ლომიძემ,კარი ფრთხილად გამოაღო და მანქანიდან გადავიდა.სიგარეტსი ღერი, ასფალტზე მოისროლა და კარისკენ დინჯი ნაბიჯებით გაემართა.კლუბში მოხვედრა არ გასჭირვებიათ...უზარმაზარი შენობა,რიტმული მუსიკის ხმამაღალ ჰანგებს გაეყრუებინა...სიგარეტის ბუღი და უკვე საკმაოდ შემთვრალი სტუმრები, მუსიკის ფონზე გველებივით იკლაკნებოდნენ.ლომიძემ,გაჭირვებით გაარღვია ხალხის ბრბო და თითქმის დარბაზის შუაგულში მოხვედრილმა, დაკვირვებული მზეით მოათვალიერა იქაურობა, ბოლოს კი მეორე სართულის ტერასაზე ასასვლელ კიბეზე შეაჩერა.საითაც ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, საშუალო სიმაღლის, თხელი მამაკაცის სხეული,მიიწევდა სწრაფი ნაბიჯით.მის წინ კი თავად სალუქვაძე მიდიოდა, თავის დაბნეული ქიცინით.
-შენი დედაც..!-კბილებში გამოსცრა საეჭვო სიტუაციის დანახვაზე ლომიძემ და ადგილს გველ ნაკბენივით მოსწყდა, ხელის უხეში კვრით,გზიდან იცილებდა შემთხვევით გადაყრილ შემთვრალ ხალხს...კიბეზე ,თავპირის მტვრევით აირბინა და ის იყო მეორე სართულის დერეფნამდე ააღწია, მაღალი თაღების უკან ტყავის ქურთუკიანის სხეული რომ გაკრთა, რომელიც ჩვეულებრივზე სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა უკანა კარისკენ ჩასასვლელი კიბეებისკენ.ლომიძემ ,დერეფანი გადაჭრა,თაღების მხარეს, პატარა კუპის, ღია კარში შეიხედა და ადგილზე გახევდა,შავი ტყავის სავარძელზე, პერანგ გადაღეღილი მერაბ სალუქვაძე იჯდა ,თავი უკან გადავარდნოდა ხოლო შუბლში ნასროლი ტყვიისგან ,დატოვებული ჭრილობიდან წითელი, ბლანტი, სითხე მოჟონავდა.
-შენი დედა მოვ*ტყან!-კბილები სიმწრით გაახრჭიალა მამაკაცმა და კარს გიჟივით მოსწყდა დერეფნის ბოლოსკენ გაქანდა და დაქანებულ ხის კიბეზე, რომლის შუაგულშიც საგულდაგულოდ წითელი ხალიჩა დაეგოთ, რამოდენიმე საფეხურის გამოტოვებით,ხტუნვა- ხტუნვით ჩაირბინა...ჩაბნელებულ დერეფანში გავარდა და უკანა გასასვლელის, მძიმე რკინის კარს ეცა...გამოგლიჯა და შენობიდან, ეზოში გამოსულმა მეჩხრად განათებული ავტოსადგომი მოათვალიერა...მისგან ორმოცდათიოდე მეტრის დაშორებით, ტყავსი ქურთუკიანი მამაკაცი ჩანდა,რომელსაც თავზე უკვე მოერგო შავი ჩაფხუტი და მოტოციკლზე ჯდებოდა.უკან მოიხედა და მის დანახვაზე, სწრაფად მოახტა სავარაუდოდ ბოლო მოდელის ძვირად ღირებულ მოტოციკს, დაქოქა და ადგილს მოსწყდა.ლომიძემ კი აწკრიალებული მობილური ამოიღო ჯიბიდან და პარალელურად მოშორებით მდგარი საკუთარი მანქანისკენ გაიქცა.
-გარეთ ვარ ,გარბის ეს ნაბი*ჭვარი...გამოდი მაქედან, დროულად !მერაბი მოკლეს!
-რა?! სად მიდიხარ?! დამელოდე...
-გამოდი, გამოდი ამის დედაც..!-იღრიალა და საჭეს სწრაფად მიუჯდა ,ლადოს გამოსვლას არ დალოდებია ისე დაადგა გაზის პედალს ბოლომდე ფეხი და მანქანა ადგილიდან საბურავების გულისგამაწვრილებელი წივილით მოსწყვიტა...გზაზე გაიჭრა და სიჩქარეს კიდევ მოუმატა...ღამის პირველი საათი ხდებოდა და ქუჩაში მოძრაობა შედარებით შემცირებულიყო...გიჟივით მართავდა მანქანას და ცდილობდა მხედველობიდან არ დაეკარგა მისგან ორასიოდე მეტრში ღმუილით მიმავალი მოტოციკლი, რომელსაც საკუთარი საქმის პროფესიონალი მართავდა...ისე ოსტატურად უქცევდა მანქანებს გვერდს და ხან ერთ მხარეს გადაწვებოდა და ხან მეორე მხარეს ,ყურებად ნამდვილად ღირდა.მაგრამ ლომიძე, ნამდვილად არ აპირებდა ამ სანახაობით ტკბობას, ერთადერთი მისი მიზანი ბაიკერის აყვანა და ყველაფრის გარკვევა იყო...
მოტოციკლამა, ცენტრალური ქუჩიდან ვიწრო ჩიხში შეუხვია...ლექსუსი კი უკან არ შეყოლია, პარალელურ ქუჩაზე გადაუხვია და ძრავის ღმუილით გაიარა რამოდენიმე ასეული მეტრი ,შემდეგ ხელმარცხნივ, პატარა სკვერთან გადაუხვია და ღმუილით მომავალ მოტოციკს , გზა წინიდან მოუჭრა,რომელიც მოულოდნელობისგან ალბაათ წინ ჩამდგარ მანქანას შეეჯახებოდა მძღოლს რომ არ ემარჯვა... დროულად მოასწრო დამუხრუჭება და ასფალტზე, მყარად დამდგარი ფეხებით შეძლო და შეაჩერა მუხრუჭისგან აწეული მოტოციკლის კუდი.შემოტრიალებას და უკან წასვლას ვერანაირად ვერ მოასწრებდა, მანქანიდან გადმოსული ლომიძე , დაბარებულივით რომ აისვეტა მის წინ ხელში შემართული იარაღით, რომელსაც ავისმომასწავლებლად უმიზნებდა თავში.
-ხელები ასწიე და ამ ჯართიდან გადმოდი!-მკაცრად გამოსცრა და თითი სახსლეტზე გადაიტანა. ჩაფხუტიანს, რეაქცია არ ჰქონია თავხედურად შეატრიალა მოტოციკლი და ის, ის იყო ძრავი დაქოქა, სროლის ხმამ რომ გააყრუა უბნის შემოგარენი. ნასროლი ტყვია, ჩაფხუტიანს ბარძაყში მოხვდა, ყრუდ დაიღმუვლა მამაკაცმა და იარაღის ამოსაღებად ქურთუკის შიდა ჯიბისკენ იტაცა ხელთათმანიანი ხელი, ძლიერად დარტყმული ფეხისგან უკან რომ გადაქანდა და ასფალტზე ზურგით დაენარცხა.
-შენი დედაც..!-ზიზღით გამოაფურთხა ლომიძემ და ასფალტზე უმოძრაოდ დავარდნილი სხეულისკენ,ხელმეორედ დასარტყმელად დაიხარა.მოტოციკლის მძღოლი არ განძრეულა.ვაჩემ,თავზე ჩამოფხატული შლემი უხეშად მოაძრო და მოულოდნელიბისგან უკან გადავარდნილი,ასფალტზე დამჯდარი გაოცებული,გაფართოებული თვალებით უყურებდა უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს...
-ამის დედაც-თავზე ნერვიულად გადაიტარა ორივე ხელი და გაეცინა.
ასფალტზე, ტყავის ქურთუკსა და შავ ,ჯინსის შარვალში გამოწყობილი ,დაახლოებით ას სამოცდა თვრამეტი სანტიმეტრის,სუსტი აღნაგობის ქალი იწვა.შავ ქუდში დამალული გრძელი შავი თმით ,სწორი ცხვირით...ლამაზი სახის ნაკვთებოთ და სავსე ვარდისფერი ტუჩებით.

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ გამახარე, აღარც ველოდი ისე. ახალიც კარგია. იმედია მუზა არ დაგაღალატებს და გააგრძელებ ამასაც და ახალსაც

 


№2  offline მოდერი ფ ე ფ ო

Chikochiko
როგორ გამახარე, აღარც ველოდი ისე. ახალიც კარგია. იმედია მუზა არ დაგაღალატებს და გააგრძელებ ამასაც და ახალსაც

არც მე ველოდი ისე დამეწერინა )))) ახალი ხვალ იქნება.ერთი ეს ისტორია მიმაყვანინა ბოლომდე :დ

 


№3 სტუმარი სტუმარი nita

auu rogor gamaxare ????????

 


№4 სტუმარი თე

შენ ხარ ოქრო გოგო და კიდევ უფრო????კითხვასაც ვერ ვბედავდი, პასუხის მეშინოდა????❤️????

 


№5 სტუმარი ნათია41

არ არსებოოოობს ამას რას ვხედაავ წავედი წავიკითხეეე

 


№6  offline მოდერი ფ ე ფ ო

სტუმარი nita
auu rogor gamaxare ????????

მიხარია :* თუ ასე გაგახარეთ.

თე
შენ ხარ ოქრო გოგო და კიდევ უფრო????კითხვასაც ვერ ვბედავდი, პასუხის მეშინოდა????❤️????

მადლობა ჩემო თბილო :* აუცილებლად ვაპირებდი გაგრძელებას...უბრალოდ კრიზისი მქონდა :))))) ვერ ვწერდი და მეშველა მე მგონის.

ნათია41
არ არსებოოოობს ამას რას ვხედაავ წავედი წავიკითხეეე

იმედია მოგეწონებათ :* )))))))) მიხარია რომ მელოდებოდით...უღრმესი მადლობა ამისთვის

 


№7  offline წევრი kasunia

როგორ ველოდებოდი))ძალიან გამახარე :**შენი ახალი ისტორიაც საინტერესო ჩანს :*ერთი სიტყვით ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე ასე რომ ველი ახალ თავებს )))სულ მოუთქმელად

 


№8  offline წევრი Ma No

ძიედაა flushed აგი ახალი ვინაა? hushed მოკლედ, ვინც არ უნდა იყოს... რადგან ამას ხედავს ჩემი დახატული თვალები, რაღა მამკლავს sweat_smile წარმატებები! heart_eyes heart_eyes

 


№9  offline მოდერი ფ ე ფ ო

kasunia
როგორ ველოდებოდი))ძალიან გამახარე :**შენი ახალი ისტორიაც საინტერესო ჩანს :*ერთი სიტყვით ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე ასე რომ ველი ახალ თავებს )))სულ მოუთქმელად

ძალიან დიდი მადლობა :* მიხარიხართ

Ma No
ძიედაა flushed აგი ახალი ვინაა? hushed მოკლედ, ვინც არ უნდა იყოს... რადგან ამას ხედავს ჩემი დახატული თვალები, რაღა მამკლავს sweat_smile წარმატებები! heart_eyes heart_eyes

მალე გავიგებთ ვინაა )))))) გენაცვალე მაგ დახატულ თვებში:დ მიხარიხართ :*

 


№10 სტუმარი სტუმარი თაკო

აუუუ ამას რას ვხედაავ...როგორ გამიხარდაა ???????? შენ საუკეთესო ხარ❤️❤️

 


№11 სტუმარი თე

თე
შენ ხარ ოქრო გოგო და კიდევ უფრო????კითხვასაც ვერ ვბედავდი, პასუხის მეშინოდა????❤️????

მადლობა ჩემო თბილო :* აუცილებლად ვაპირებდი გაგრძელებას...უბრალოდ კრიზისი მქონდა :))))) ვერ ვწერდი და მეშველა მე მგონის.
ძალიან, ძალიან ერთგული მკითხველი გყავს ჩემი სახით, მერე რა, რომ კომენტარი არასდროს დამიწერია, ვიცოდი, რმ ერთხელაც ასე მოულოდნელად და გულწრფელად გეტყოდი, რომ ძალიან კარგი ხარ და ძალიან გელოდები დაა ძალიანაც მიყვარხარ.
ვოტ ტაკ ????????

 


№12 სტუმარი ნათია41

აუ რა ინტრიგაა ნეტავ ვინ არის ეს ლამაზმანი?ახლა ეს კითხვა მომკლავს

 


№13 სტუმარი ფფფ

როგორ ველოდებოდი ამ ისტორიას მაგარიააა

 


№14  offline წევრი jingulik

რაღა დავწერო ფეფო ყველა ემოციის გამოხატვა და თქმა მომასწრეს. ჩემი სამსახურის გადამკიდე დავაგვიანე კომენტარი :))))

 


№15 სტუმარი კლარა

სასწაული რომ ხარ ამას ბაზარი არ უნდა რია :დ❤ უფფ რა იყო ახლა ეს, გამოჩნდი ასე უეცრად და ამიქოთქოთე ყველაფერი :დდ რა გავაკეთო შენს კაცებზე სულ ესე მემართება... მიიშველეთ .... (((((( :დდდდდ

ვგიჟდები შენს ძალიან სასიამოვნო სიგიჟეებზე ❤

 


№16  offline წევრი Someone wandering

განა მჯერაა? ახლაც შOკში ვარ და პირდაღებული ვიყავი 1 წუთი ძმას ვფიცავარ,წაკითხვას ვერ ვბედავდი.
თავიდან მეგონა მამიკოს გოგო რომ იყო მოტოციკლეტიანი გგო,ვნაახოოთ აბაა

 


№17  offline წევრი Farvana

აი არ ვიცი რატომ შენ ისტორიებზე აზრის დაწრმერარატომღაც მერიდება.
ცუდი მწერალი კი არ ხარ უბრალოდ საუკეთესო,რომ ხარ და თავიდან რომ ვერ მოგყვებოდი მაგიტო..
ტაც შეეხება ისტორია ვერ ვიტან ვაჩე,ლევანი თუ რაც ქვია.ვიცი მთავარი პერსონაჟია მაგრამ რა ვქნა?
ისე ძალიან გამიხარდა ახალი თავის წალითხვა.
თუ არეულად გაუგებრად ვწერ არ გაგიკვირდეს და არ დამძრახო,ახალი გამპსულივარ გამოცდიდან და უბრალოდ ვერ ვაზროვნებ.
--------------------
ფარვანა

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინო

ერთი შანსი ორივესთვის აღარ გაგრძელდება?

 


№19 სტუმარი სტუმარი life is good

სტუმარი ნინო
ერთი შანსი ორივესთვის აღარ გაგრძელდება?

რა აქვს იმას გასაგრძელებელი? დამთავრდა ...ჰო იდო სრულად საიტზე?

 


№20 სტუმარი ზინიკო

ძალიან მაგარი იყო ფეფოო..

 


№21  offline მოდერი ფ ე ფ ო

ზინიკო
ძალიან მაგარი იყო ფეფოო..

ძალიან დიდი მადლობა შენ :*

კლარა
სასწაული რომ ხარ ამას ბაზარი არ უნდა რია :დ❤ უფფ რა იყო ახლა ეს, გამოჩნდი ასე უეცრად და ამიქოთქოთე ყველაფერი :დდ რა გავაკეთო შენს კაცებზე სულ ესე მემართება... მიიშველეთ .... (((((( :დდდდდ

ვგიჟდები შენს ძალიან სასიამოვნო სიგიჟეებზე ❤

მადლობაა :* მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ...უღრმესი მადლობა.რა ვთქვა მეტი))))""

 


№22 სტუმარი ფფფ

დღეს და დაიდება ???

 


№23 სტუმარი ფფფ

მე ამ ისტორიის ინტერესი მომკლავს და მომინელებს : ))) ფეფო მაგარი ხარ :-*

 


№24 სტუმარი სტუმარი takko

au axal tavs velit da dade raa????????????

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.