შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენები და ვნება {1}


16-11-2018, 13:57
ავტორი სალანდერი
ნანახია 2 410

ვენები და ვნება {1}

მეორე სართულის ფანჯარაში უჩუმრად შეიპარა მამაკაცი და ოთახში ამოჰყო თუ არა თავი, ღრმად შეისუნთქა. აქ მისი საყვარელი ქალის პარფიუმის სუნით გაჟღენთილიყო ყოველი კუთხე. ოთახში სასიამოვნოდ დაღვრილ კლასიკური მუსიკის ჰანგებს, სააბაზანოდან გამომავალი წყლის ხმა ერწყმოდა. საწოლზე მიესვენა და თვალები რამდენიმე წუთით დახუჭა, მშვენივრად იცოდა სოფი კლასიკურ მუსიკას მაშინ უსმენდა როცა ნერვების დაწყნარებას ცდილობდა, ამიტომ გადაწყვიტა ხელი არ შეეშალა ქალისთვის. ცოტა ხანს ღრმად სუნთქავდა, მაგრამ დიდხანს მაინც ვერ მოისვენა, საშინლად ცხელოდა და ტანსაცმელიც სუდარასავით ეკვროდა ტანზე. ფეხზე წამოდგა, მაისური და ფეხსაცმელი გაიხადა და დიდ სარკეში არეკლილ, თავისივე სხეულს მიაჩერდა. გამხდარ სახეზე ყბები გამოკვეთოდა, მუქი თაფლისფერების ირგვლივ შავი წრეები გასჩენოდა, თეთრ კანს კი საგრძნობლად მოშვებული წვერი უფარავდა. გაოფლილ სახეზე ცივი ხელისგულები ჩამოისვა და გაღიმება სცადა, თუმცა უნიჭო მსახიობის ცუდად შესრულებულ დავალებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის გულწრფელ ღიმილს.
- ოჰ, ვინ მობრძანებულა. - ნაცნობი ტონი მოესმა სააბაზანოდან, სახეზე ხელები აიფარა და კარში გაჩხერილი ქალისკენ მიბრუნდა.
- რას აკეთებ? - მამაკაცის ჟესტით გაკვირვებულმა იკითხა და კარს მიეყრდნო.
- შენ არ მითხარი შენი სახის დანახვა არ მინდაო? - ოდნავ გაიღიმა და ხელები სახიდან მოიშორა.
- როცა ამ წინადადებას გეუბნები, ავტომატურად სხეულის სხვა ნაწილებიც იგულისხმება ბექა.
- რა გაეწყობა, შემდეგისთვის გავითვალისწინებ. - ერთი ნაბიჯი გადადგა ქალისკენ.
- არ მომეკარო. - სასწრაფოდ იყვირა და ხელით ანიშნა გაჩერებულიყო.
- სოფი!
- ბექა, არ მომეკარო.
- მაგრამ. . .
- წადი, გთხოვ.
- არა, მომისმინე.
- არა, არ მოგისმენ, აღარ ვაპირებ შენი ტყუილი დაპირებების მოსმენას ბექა.
- მე არ მომიტყუებიხარ.
- შენ მითხარი რომ შეეშვებოდი მაგ საზიზღრობას, მაგრამ დღეს კაიფში იყავი. - ხმას აუწია ქალმა.
- მე გითხარი რომ ვეცდებოდი სოფი.
- ეცადე და არ გამოგივიდა ხო?
- ჯანდაბა, ამის დედაც, დრო მჭირდება გესმის? ასე მარტივად, სიგარეტის გადაგდებას ვერ ახერხებს ხალხი. - უკან დაიხია და საწოლზე ჩამოჯდა. მუხლებზე დაიწყო იდაყვები და გაყინულ ხელებში ჩარგო სახე.
- მე ეს ერთადერთი რამ გთხოვე ბექა. - სასწრაფოდ შეარბილა ტონი ქალმა.
- ეს მარტივი არ არის სოფი.
- გიყვარვარ? - მამაკაცის ფეხებთან ჩაიმუხლა და აიძულა სახეში შეეხედა.
- ხომ იცი, რომ კი.
- თუ ჩემსა და ნარკოტიკს შორის არჩევანის გაკეთებას მოგთხოვ, თანაც ახლავე, რა მოხდება?
- მოვკვდები.
- სისულელეა ბექა.
- დრო მჭირდება სოფი, დრო და დახმარება.
- რამდენი დრო? ერთი კვირა? ერთი თვე? ერთი წელი თუ ათი?
- არ ვიცი.
- ღმერთო ჩემო, ბექა. - სევდიანად გადააქნია თავი და ფეხზე წამოდგა. სარკესთან მივიდა თუმცა თავისი სახის მაგივრად, სარკეში არეკლილ მამაკაცის სხეულს უყურებდა რომელიც ფეხზე წამოიმართა და ნელი ნაბიჯით გაემართა მისკენ.
- სოფი, მე გამომივა გესმის? ყველაფერი გამომივა. - ყურთან ახლოს დაიჩურჩულა მამაკაცმა და ყელში აკოცა.
- წადი, თუ ჩაძირვა გინდა მიდი ბექა, ჩაიძირე, მაგრამ მე ამაში არ გავერევი, შენს ცოდვაში არ ჩავდგამ ფეხს, არ გიყურებ თავს როგორ იწამლავ, თან მარტო თავს? ყველას და ყველაფერს შხამავ ირგვლივ.
- გეყოფა. - უხეშად მოაბრუნა ქალი თავისკენ და მკერდზე აიკრა. ნაცნობმა, საყვარელმა სურნელმა შეუღიტინა ცხვირში სოფის და ლაპარაკის უნარიც წაერთვა.
- უნდა წახვიდე, უნდა დავშორდეთ. - მამაკაცის ყელში თავჩარგული, ბურტყუნებდა რამდენიმე ფრაზას.
- რა თქმა უნდა, როგორც შენ იტყვი. - ღიმილმა გაუპო ბაგე მამაკაცს, ქალის სხეულს მოშორდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ფრთხილად შეეხო ქალის ბაგეებს. სოფის ბრაზი ახრჩობდა, თუმცა ერთადერთი რითაც ახლა ამის გამოხატვა შეეძლო კოცნა იყო, მამაკაცის ქვედა ტუჩს კბილები ჩაასო. - ველურო. - ოდნავ გაიღიმა როგორც კი ქალის კბილებისდან გაითავისუფლა თავი და ტანზე შემოხვეული პირსახოცი, ხელის ერთი მოძრაობით მოხსნა და შორს მოისროლა. - იდიოტო. - არც სოფი დარჩა ვალში, ვნებიანად დააცხრა მამაკაცის ბაგეებს და ხელებით ქამარის შეხსნა სცადა. - რა ჯანდაბაა, რომ არ იხსნება. - ბრაზით გამოსცრა კბილებში. - უვარგისო, ეს ერთგულების ტრუსიკის თანამედროვე ვერსიაა, ერთგულების ქამარი. - ოდნავ ჩაიღიმა მამაკაცმა და თავად შეიხსნა ქამარი. - მოგკლავ ნაბი"ჭვარო. - კიდევ ერთხელ გაიჟღერა ქალის ხმამ თუმცა მამაკაცმა საუბარი აღარ აცალა, ხელი წაავლო და უხეშად დააგდო საწოლზე.
- ცხოველო.
- ზოოფილო. - სუსტ სხეულს ზემოდან მოექცა და კოცნით ჩამოუყვა ქალის ყელსა და ლავიწებს. სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა სხეულში ქალს, თმაში მოქაჩა და კიდევ ერთხელ შეეხო ველური ჟინით მამაკაცის ბაგეებს.
მალევე შეერია კლასიკური მუსიკის ჰანგებს, ქალის სუსტი, ვნებიანი კვნესის ხმა.
- მიყვარხარ. - მამაკაცის მუცელზე ედო თავი და ძლივს გასაგონად ჩურჩულებდა. არაფერი უპასუხა ბექამ, სიგარეტის ღერი მოექცია გამხდარ თითებში და მშვიდად ეწეოდა, მეორე ხელით კი ქალის თმებს ეთამაშებოდა.
- ბექა არ შეიძლება ასე. - ბიჭის დუმილით გულმოცემულმა, თვითონვე განაგრძო საუბარი.
- ახლა ამაზე საუბარს აპირებ?
- მანამ ვაპირებ სანამ ადამიანივით არ იცხოვრებ.
- სოფი მორჩი რა.
- რას ამბობენ შენები, როგორ ეგუებიან ამას? მამაშენი რას ამბობს, ან დედაშენი არ გეცოდება?
- ახლა ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე გინდა საუბარი?
- მინდა დაფიქრდე, ჩემზე, დედაშენზე, შენს დაზე.
- გეყოფა. - სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა, ქალს მკლავებში ჩააფინდა და ზემოთ ასწია.
- მე ბავშვი აღარ ვარ ბექა, ისედაც ცუდად ვიქცევი, შენთან რომანს ვერაფერი გაამართლებს და ახლა კიდევ ეს.
- თვითგვემას უნდა მიეცე?
- რა ნაბი"ჭვარი ხარ. - ღიმილი გადაეფინა ბაგეზე ქალს და მამაკაცის მკლავზე მოკალათდა. - მართლა იცი? ხვალ ფსიქოლოგთან მივდივარ.
- რატომ?
- შენ ხელში ფსიქიატრი რომ არ მჭირდება არ გიკვირს?
- რომელ ფსიქოლოგს ენდობა ქალბატონი მინისტრი? - თემა სასწრაფოდ შეცვალა ბიჭმა.
- ჩემი მეგობარია, თათია მესხი, გსმენია?
- ფსიქოლოგებთან არასდროს მქონია შეხება.
- ჰო, შენ ნარკომანები და ბარიგები უნდა გკითხო. - კბილები გააღრჭიალა ბრაზით.
- კარგი, მორჩი ახლა.
- ასე როგორ იპარები სახლში, რომ დაცვა ვერც კი გამჩნევს. - ახლაღა გაახსენდა ქალს.
- დაგავიწყდა რომ ყოფილი ტრეისერი ვარ?
- ოხ ბექა რა, მოკლედ მე დილით ადრე ვარ გასასვლელი, შენ როცა ადგები ჩადი ქვემოთ და გაჭმევს ელისო. - კიდევ ერთხელ შეცვალა თემა ქალმა.
- კარგი. - მოკლედ მოუჭრა და მაგრად მიიხუტა ქალი.

* * *
დილით რომ გაიღვიძა, ქალი უკვე წასული დახვდა. სახე ხელებით მოისრისა და საწოლზე წამოჯდა. ოთახი მოათვალიერა, სოფის ტანსაცმელი იქვე, კომოდზე დაელაგებინა ლამაზად და ზედ პატარა ფურცელიც დაედო. მამაკაცმა ფურცელს ხელი დაავლო და ლამაზად ნაწერი რამდენიმე სიტყვა გადაიკითხა. "მიყვარხარ, რომ გაიღვიძებ დამირეკე" - ღიმილი გადაეფინა სახეზე და მობილურს დაწვდა.
- გაიღვიძეთ მისტერ? - ღიმილნარევი ტონით უპასუხა ქალმა, პირველივე ზარზე.
- ჰო, ახლახან.
- ჭამე?
- ჯერ არც ავმდგარვარ სოფი.
- უჭმელი არ წახვიდე.
- არ მშია და გასვლას ვაპირებ.
- ბექა ჭამე და მერე წადი.
- რატო დამტოვე აქ მარტო?
- ოჰ, ხომ არ შეგეშინდა მარტომ რომ გაიღვიძე? - თავშეკავებული სიცილი მოისმა და საუბარი განაგრძო. - ბექუ, თათბირზე შევდივარ, მერე ფსიქოლოგთან ვიზიტი მაქვს და მერე დაგირეკავ ჰო?
- კარგი.
- მიყვარხარ და ჭკვიანად იყავი, არაფერი გააფუჭო.
მამაკაცმა ტელეფონი გათიშა, წყალი გადაივლო ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა.
- ბექუნა. - ღიმილით გამოემართა ასაკოვანი ქალი და ბიჭს გადაეხვია.
- როგორ ხარ ელიკო?
- კარგად შვილო, შენ როგორ ხარ? წამოდი წამოდი გაჭამო და თან ვილაპარაკოთ.
- არ მინდა ჭამა, ყავა დამალევინე და უნდა წავიდე.
- სულ ტყუილად მელაპარაკები, სანამ არ შეჭამ არსად გაგიშვებ. - ბიჭი ღიმილით დაჰყვა ქალის ნებას და სამზარეულოს ბართან მოკალათდა. მალევე მოუმზადა საუზმე ქალმა და მის წინ მოკალათდა.
- შენ და სოფი კარგად ხართ? - ეჭვით შეათვალიერა ჭამაში გართული ბიჭი.
- რატომ მეკითხები?
- არ მომწონს სოფი ეს რამდენიმე კვირაა, სულ დაბნეულია, რამდენჯერმე გულიც წაუვიდა, თითქმის არ ჭამს, რამდენჯერმე მოვისმინე ექიმს რომ ელაპარაკებოდა და რაღაც არ მომეწონა.
- სოფის არაფერი უთქვამს ჩემთვის, გარდა იმისა რომ ფსიქოლოგთან მიდიოდა.
- მიაქციე ყურადღება ბექა, სოფის რაღაც რიგზე არ აქვს. - ქალი იმდენად სევდიანი ჩანდა, მისმა მზერამ შეაშფოთა მამაკაცი, თუმცა არაფერი შეიმჩნია.
- კარგი, დაველაპარაკები, ახლა უნდა წავიდე. - ფეხზე წამოდგა ქალს მადლობა გადაუხადა და სწრაფად დატოვა სახლი.
გარეთ გამოვიდა თუ არა, ღრმად ჩაისუნთქა, ორგანიზმი მოუსვენრობას შეეპყრო, ახლა დოზა სჭირდებოდა, თუმცა იმის გაგებაც უნდოდა რას უმალავდა სოფი, სურდა მის სამსახურთან მისულიყო და თვალი ედევნებინა ქალისთვის, მაგრამ ორგანიზმი თავისას ითხოვდა. იქვე ბორდიულზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
- სისხლი მოიწამლე შე ნაბიჭ"ვარო. - ზიზღით გადააფურთხა, აკანკალებული სხეული სიმწრით დაიმორჩილა და იქვე მდგომ ტაქსიში ჩაჯდა, მისამართი უკარნახა და სახლისკენ დაიძრა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline ადმინი ელპინი

ეს აქ, დავბრუნდები!
მიყვარხარ!

 


№2 მოდერი სალანდერი

ელპინი
ეს აქ, დავბრუნდები!
მიყვარხარ!

მეც მიყვარხარ, გიჟი ხარ შენ ❤

 


№3  offline წევრი Anansio

ჰუუუჰ????????????❤️❤️ ძალიან მომწონს!

 


№4 მოდერი სალანდერი

Anansio
ჰუუუჰ????????????❤️❤️ ძალიან მომწონს!

ჰუუუუჰ ❤
მადლობა, მიხარია ❤

 


№5 სტუმარი სტუმარი უცნობი

სახელი
ბანალურია.
ძალიან

 


№6 მოდერი სალანდერი

სტუმარი უცნობი
სახელი
ბანალურია.
ძალიან

ჰაიმეეე, ვიცი დამიჯერებ? პროსტო ვერაფრით მოვიფიქრე და ვაფშე მაგრად ვჭედავ სახელებში. . . (მოწყენილიკაცისსმაილი)

 


№7  offline მოდერი Tamta.k

როგორც იქნა დაბრუნდიიიი❤️❤️მოუთბენლად გელოდებოდი... როგორც ყოველთვის შეუდარებელია!

 


№8 მოდერი სალანდერი

Tamta.k
როგორც იქნა დაბრუნდიიიი❤️❤️მოუთბენლად გელოდებოდი... როგორც ყოველთვის შეუდარებელია!

თამთააა❤
მიხარია რომ მელოდი და მიხარია რომ მოგეწონა, ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№9  offline წევრი qetulaa

Rogorc iqna gamochndii, shen xar ratqmaunda, ocdameerte saukunis aqtualuri problemit, gamochndi da daicyo nervebis cicknacc, imedia ar daagvianeb, torem dagroveba momicevsss, zalian magaria salanderrr, gelodebiiiiiii

 


№10 მოდერი სალანდერი

qetulaa
Rogorc iqna gamochndii, shen xar ratqmaunda, ocdameerte saukunis aqtualuri problemit, gamochndi da daicyo nervebis cicknacc, imedia ar daagvianeb, torem dagroveba momicevsss, zalian magaria salanderrr, gelodebiiiiiii

როგორ შეიძლება ასეთი მკითხველი გყავდეს და საშინლად არ გინდოდეს დაბრუნება, თან ისე რომ იმედები არ გაუცრუო ❤
ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№11  offline წევრი -ლილუ

გ ა მ ი ხ ა რ დ ი
სალადერისეული...
უ'ბარიერებო...
ცოტათი აკრძალული...(უფრო ტკბილი რომ არის იცი,აბა რა)
21-ე საუკუნის თეთრი სენი...(აქტუალური)
ვენები...(როგორ მელეამაზება იცი?!)
აი როგორი ვენები იცი...
ს უ ფ თ ა...
ნემსის ,,წინწკლები" გარეშე
ვნება...(გრძნობების ყველაზე მძაფრი გამოხატულებაა ჩემთვის)
სალანდერ'ო შენ რა გითხრა...
მე'ვარსკვლავ...
მე'გალაქტიკ...
მე'სამყაროები...
სულ წერე...
მე სულ წაგიკითხავ...
შემდეგთავამდე..)

 


№12 მოდერი სალანდერი

-ლილუ
გ ა მ ი ხ ა რ დ ი
სალადერისეული...
უ'ბარიერებო...
ცოტათი აკრძალული...(უფრო ტკბილი რომ არის იცი,აბა რა)
21-ე საუკუნის თეთრი სენი...(აქტუალური)
ვენები...(როგორ მელეამაზება იცი?!)
აი როგორი ვენები იცი...
ს უ ფ თ ა...
ნემსის ,,წინწკლები" გარეშე
ვნება...(გრძნობების ყველაზე მძაფრი გამოხატულებაა ჩემთვის)
სალანდერ'ო შენ რა გითხრა...
მე'ვარსკვლავ...
მე'გალაქტიკ...
მე'სამყაროები...
სულ წერე...
მე სულ წაგიკითხავ...
შემდეგთავამდე..)

მგონი მე უფრო გამიხარდი და დაუსრულებლად შემიძლია გიმეორო ეს. მეც ძალიან მელამაზება სუფთა უწინწკლებო ვენებიც და ვნებებიც. მოხარია რომ აქ ხარ და ჰო, მომინდა ჩემებურად შევჭიდებოდი 21_ე საუკუნის ყველაზე საშინელ პრობლემას. . .
მადლობა, მადლობა, მადლობა ❤

 


№13  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ცოტა დამაგვიანდა მაპატიე astonished
ისტორიის დასაწყისი ძალიან კარგი იყო
თუმცა პატარა თავი იყო დიდად ბევრი ვერაფერი გავრაკვიე,
რომ გაგრძელება ვივარაუდო
თან შენს ისტორიებში არც ისეთი ადვილია
ისე გასაოცრად დაამთავრებ რომ კაცს არ მოაფიქრდებოდა
გამოცდილი მაქ sob confused
თითქოს და მივეჩვიე უკვე შენს ისტორიაში რომ ვინმე უნდა იყოს მინისტრი wink
ნუ იმ ერთში თუმცა ბევრჯერ იყო ნახსენები და
განსხვავებულია innocent
მე რომ შემიყვარდება ისეთი flushed
ელიკო ძალიან მომეწონა
"ბექუნა" ხომ საერთოდ heart_eyes
იმედია მალე დადებ heart_eyes
და ცოტა დიდს confused

 


№14 მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi
ცოტა დამაგვიანდა მაპატიე astonished
ისტორიის დასაწყისი ძალიან კარგი იყო
თუმცა პატარა თავი იყო დიდად ბევრი ვერაფერი გავრაკვიე,
რომ გაგრძელება ვივარაუდო
თან შენს ისტორიებში არც ისეთი ადვილია
ისე გასაოცრად დაამთავრებ რომ კაცს არ მოაფიქრდებოდა
გამოცდილი მაქ sob confused
თითქოს და მივეჩვიე უკვე შენს ისტორიაში რომ ვინმე უნდა იყოს მინისტრი wink
ნუ იმ ერთში თუმცა ბევრჯერ იყო ნახსენები და
განსხვავებულია innocent
მე რომ შემიყვარდება ისეთი flushed
ელიკო ძალიან მომეწონა
"ბექუნა" ხომ საერთოდ heart_eyes
იმედია მალე დადებ heart_eyes
და ცოტა დიდს confused

მეოცნებე გოგო, მიხარია ისევ რომ გამოანათე, აქაც. აუ მაგას მინისტრებზე არც დავკვირვებივარ, ახლა შევამჩნიე რომ მითხარი და მართალი ხარ ხომ იცი :დ.
დანარჩენს რაც შეეხება თავებს გავზრდი და დიდხანსაც არ დავაგვიანებ, მადლობა და მიხარია რომ აქ ხარ. . .

 


№15  offline წევრი ანნა ა

წინა კომეტარსჰი მგონი ყველაფერი გიტხარი :დ საუკეტესო ხარ ოღონდ მართლააა წარმატებები ახალ ისტორიაშიი <3
პ.ს მეგონა აღარ დაბრუნდებოდი რატომღაც :დ მიხარიხააარ heart_eyes

 


№16 მოდერი სალანდერი

ანნა ა
წინა კომეტარსჰი მგონი ყველაფერი გიტხარი :დ საუკეტესო ხარ ოღონდ მართლააა წარმატებები ახალ ისტორიაშიი <3
პ.ს მეგონა აღარ დაბრუნდებოდი რატომღაც :დ მიხარიხააარ heart_eyes

აუჰ, რა ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ, იქაც გითხარი და აქაც გეტყვი რომ ძალიან გამახარე და მადლობა, ჰოდა დანარჩენს რაც შეეხება. . . "მე ყოველთვის ვბრუნდები" მის ❤

 


№17  offline წევრი triniti

Vgijdebi am gogoze. saocari xar shen salander

 


№18 მოდერი სალანდერი

triniti
Vgijdebi am gogoze. saocari xar shen salander

საოცარი შენ ხარ ნინიკო ❤

 


№19  offline წევრი მარიკუნაა♥️

უუუჰ, როგორ მერთულება ნარკომანია!
სალანდერ, შენ მე ნარკომანი უნდა შემაყვარო?!
არ მინდა, რა!
არ მეცოდება!

გელოდები,
სულმოუთქმელად გელოდები♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№20 მოდერი სალანდერი

მარიკუნაა♥️
უუუჰ, როგორ მერთულება ნარკომანია!
სალანდერ, შენ მე ნარკომანი უნდა შემაყვარო?!
არ მინდა, რა!
არ მეცოდება!

გელოდები,
სულმოუთქმელად გელოდები♥️

მე უნდა ვცადო, მგონი ჰო, არ ვიცი, სიმართლე გითხრა არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ვნახოთ ❤
მადლობა ❤

 


დავიწყე კითხვა და როგორც კი ინტერესში შევედი, გაწყდა. მოუთმენლად გელოდები, ჯერ ვერაფერს ვამბობ, აზრზე არ ვარ რა ხდება, ერთიანად შეგიფასებ ნაწარმოებს, ან თუ თავს ვერ შევიკავებ და სათქმელი მომაწვება, იცი, დაგიკომენტარებ კიდეც. იმედი მაქვს, წინ საინტერესო ამბები გველოდება. გამიხარდა შენი დაბრუნება, სალანდერ ❤️❤️❤️

 


№22 მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
დავიწყე კითხვა და როგორც კი ინტერესში შევედი, გაწყდა. მოუთმენლად გელოდები, ჯერ ვერაფერს ვამბობ, აზრზე არ ვარ რა ხდება, ერთიანად შეგიფასებ ნაწარმოებს, ან თუ თავს ვერ შევიკავებ და სათქმელი მომაწვება, იცი, დაგიკომენტარებ კიდეც. იმედი მაქვს, წინ საინტერესო ამბები გველოდება. გამიხარდა შენი დაბრუნება, სალანდერ ❤️❤️❤️

ქეთი, მე კიდევ შენი გამოჩენა მიხარი ყოველთვის ❤

 


№23  offline ადმინი ელპინი

აუ, მიუხედავად იმისა, რომ გვიან დავბრუნდი, პირველი მაინც მე ვიყავი.
ინტერესში ჩავვარდი, მალე დაწერე, სანამ ლოდინში სული ამომხდება. ძალიან მაინტერესებს, რა იქნება შემდეგში მის. ბექა მომწონს, ისე.
წერე შენ.
მართლა რა.
ბევრი რამის მიუხედავად, ჰო?!
ანუ, აქ და ახლანდელს ვგულისხმობ. . .
მიყვარხარ ძალიან, ძალიან, ჩემო და მიხარია, რომ აქ ხარ!

 


№24 სტუმარი სტუმარი მარიკო

"სათაურია ძააან ბანალური" ვინ ხარ? რა ხარ?.. ადამიანს ნაშრომზე უწერ კომენტარს და ისეთი რამე მაინც დაწერე გულიგაუხარო. არ მოგწონს? შენთვის დაიტოვე... ავტორის არის ისტორია და სათაურიც მისი საქმეა, თხრობის სტილიც, შინაარსიც.
p.s ძაან მომეწონა... საინტერესოა, ვიცი რო ძაან მაგარ რამეს აპირებ და ჯამში უმაგრესი რაღაც გამოვა❤️❤️❤️❤️❤️

 


№25  offline წევრი Moonlight Sonata

პირველივე თავიდან ძაან მომეწონაა. კარგი თემატიკა გაქვს არჩეული და ყველაზე მეტად იმას ვაფასებ, რომ რაღაც უცხოა და განსხვავებული <3

 


№26 მოდერი სალანდერი

ელპინი
აუ, მიუხედავად იმისა, რომ გვიან დავბრუნდი, პირველი მაინც მე ვიყავი.
ინტერესში ჩავვარდი, მალე დაწერე, სანამ ლოდინში სული ამომხდება. ძალიან მაინტერესებს, რა იქნება შემდეგში მის. ბექა მომწონს, ისე.
წერე შენ.
მართლა რა.
ბევრი რამის მიუხედავად, ჰო?!
ანუ, აქ და ახლანდელს ვგულისხმობ. . .
მიყვარხარ ძალიან, ძალიან, ჩემო და მიხარია, რომ აქ ხარ!

მიყვარხარ მე შენ ❤

სტუმარი მარიკო
"სათაურია ძააან ბანალური" ვინ ხარ? რა ხარ?.. ადამიანს ნაშრომზე უწერ კომენტარს და ისეთი რამე მაინც დაწერე გულიგაუხარო. არ მოგწონს? შენთვის დაიტოვე... ავტორის არის ისტორია და სათაურიც მისი საქმეა, თხრობის სტილიც, შინაარსიც.
p.s ძაან მომეწონა... საინტერესოა, ვიცი რო ძაან მაგარ რამეს აპირებ და ჯამში უმაგრესი რაღაც გამოვა❤️❤️❤️❤️❤️

ღმერთო რადგან მოვიფიარე საერთოდ სახელი აღარ დავეძებდი, მართლა ძან მიჭირს ყოველთვის მაგ კუთხით ❤
შენ კიდევ ძალიან ძალიან დიდი მადლობა

Moonlight Sonata
პირველივე თავიდან ძაან მომეწონაა. კარგი თემატიკა გაქვს არჩეული და ყველაზე მეტად იმას ვაფასებ, რომ რაღაც უცხოა და განსხვავებული <3

უჰ როგორ გამახარე, მადლობა ❤

 


№27  offline წევრი სიბილა

ნახე პორტალი?კაიააა, და სახელიც ..."უცნობი" ხოა ორიგინალური)))))კი არ შემაყვარო, უჩვენე ამათ რომ ჭაობიდანაც ძვრებიან თუ სურთ...და რომ დამთავრდება და სათითაოდ შემოგთავაზოთ სათაური დაარქმევ?)))მე იგივე ს დავტოვებდი.თამადა შენა ხარ და stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye

 


№28 მოდერი სალანდერი

სიბილა
ნახე პორტალი?კაიააა, და სახელიც ..."უცნობი" ხოა ორიგინალური)))))კი არ შემაყვარო, უჩვენე ამათ რომ ჭაობიდანაც ძვრებიან თუ სურთ...და რომ დამთავრდება და სათითაოდ შემოგთავაზოთ სათაური დაარქმევ?)))მე იგივე ს დავტოვებდი.თამადა შენა ხარ და stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye

როგორ ძალიან ძალიან მაგარი ადამიანი ხარ შენ ❤
შემდეგისთვის რამე "ორიგინალურს" მოვიფიქრებ, ნუ ვეცდები მაინც. . .
მიხარია რომ შენ ძალიანაც მეთანხმები და კიდევ მადლობა ❤

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.