შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (13)


16-11-2018, 18:19
ავტორი Moonlight17
ნანახია 660

მთვარის წითელი სონატა (13)

13. ნიშნობა.

არ მიპასუხია. ან რა უნდა მეპასუხა?! საკუთარი გრძნობები გამემხილა ცინიკოსისთვის რომ მთელი დღე სახარხარო თემა ჰქონოდადა გავეწამებინე?!
არა. რამდენიმე წუთი დაჟინებული მიყურებდა, შემდეგ თვალი ამარიდა და ფანჯარასთან მივიდა. სიმღერაც უკვე დასასრულისკენ მიდიოდა.
- მალე სრულწლოვანი გავხდები.
მითხრა უემოციოდ. არა, ამაში ცოტა სიამაყეც იგრძნობოდა.
- კარგია.
- არ ვიხდი.
გამიკვირდა. ასეთი თავმოყვარე ადამიანი დაბადებისდღეს არ ზეიმობდა?
- ხო არ ვზეიმობ.- აშკარად ჩემს ფიქრებს კითხულობს.. როგორც ყოველთვის.
- აბა ლომაძის გამოშვება ვიზეიმო? დამპალი ძაღლები...
- კაი ანდრეა, გეყო. დათო კარგი ბიჭია.
- რათქმაუნდა.
ჩაფიქრდა და საწოლზე ჩამოჯდა. ხმას არვიღებდი, არც ის. ერთ წერტილს მიშტერებული მძიმედ სუნთქავდა. დრო გადიოდა, უკვე მესამე ღერი ჰქონდა ნახევარ საათში მოწეული.
ეს არ მომწონდა... არც ლილუ ჩანდა, არც იოანე.
- წავალ.
დენ დარტყმულივით წამოხტა.
რა?!
- არ წახვიდე.
- არა, ეს არასწორია მარიამ.. არ უნდა მიშვებდე.
ვერ ვხვდებოდი რაზე ლაპარაკობდა. რამ შეცვალა ასე სწრაფად?
- გიშვებდე?
- არ უნდა მეკოცნა. ამის უფლება აღარ მომცე
ეს ბრძანებასავით ჟღერდა. ვერაფერი გამეგო. მისთვის ის დამეშალა რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა? ჯანდაბა მარიამ!!!
- ბრძანებლობ?
- თავი ჩემგან შორს დაიჭირე კარგი? - სწრაფად მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებს შუა მოიქცია. შეშინებული თვალებით მიყურებდა. არ ინძრეოდა. გამოზომილად უშვებდა ჰაერს და ცდილობდა დაწყნარებულიყო.
თავი დავუქნიე. მაგრამ რატომ?! რატომ დავეთანხმე? ვიცი კითხვით გავაღიზიანებდი მაგრამ ასე საკუთარ თავს კიდევ ერთ კითხვას დავუმატებდი.
- რატომ?
- რატომ.. ეს მარტივია. არ მიცნობ.
- ანდრეა უნდა დაწყნარდე.
მოს დამშვიდებას შევეცადე და ხელი მისკენ წავიღე. უკან გაიწია. საშინლად გაბრაზებული იყო. არვიცი რაზე, ან ვიზე.
- შენ არ გესმის!!!- ყვირილზე გადავიდა. ხელებით მესაუბრებოდა.
- კარგი, არ მესმის მაშინ ამიხსენი!
არც მე დავაკელი და ხმას ავუწიე.
- ვიცი რა გემართება როცა შენს გვერდით ვარ. გსიამოვნებს. ჩემი ხმა, ყველაფერი რაც ჩემთან დაკავშირებულია გიზიდავს. გგონია არ ვიცი? ეს ყველას მოსდის.
ხმა ჩამივარდა. ახლახანს გამიმხილა ჩემი გრძნობები ასე თამამად და სხვებს შემადარა.
- მე ყველას ვაფუჭებ. შენც გაგაფუჭებ და არ მინდა.
ხელი აიქნია და კარისკენ შეტრიალდა. რა არუნდა? რეებს მიედ- მოედება??
- ნუცას ეხება ხო?! ან რატომ ფიქრობ ასე?
იერიშზე გადავედი. გაცეცხლებული შემომიტრიალდა. გააფთრებული დამყურებდა. თუმცა არ უყოყმანია ისე ამოიღო ხმა.
- იქნებ იმიტომ რომ შენს მიმართ გრძნობები გამაჩნია?!

თავი გავაქნიე. ალბათ ბოდავდა ან აფექტი ჰქონდა. გამწარებული, გაცეცხლებული
მიყურებდა. არაფერი მითქვამს. ალბათ ჯობდა წასულიყო. ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და აივანზე გავედი. ახლა სანთებელა არ ანთებდა. თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. კარის ხმა გავიგე, მაშინვე მივიხედე მაგრამ უკვე წასული იყო. ისევ სიგარეტს მივუბრუნდი და როგორღაც ავანთე.
რაუნდოდა საერთოდ, რატომ წამოიყვანა იოანემ. მგონი საერთოდ ვგიჟდებოდი.
კარი ლილუმ შემოაღო, ბედნიერი და ცოტა დაბნეული ჩანდა.
- გარეთ ხარ?- არ გაუხდია ისე გამოვიდა გარეთ და მხარი დამიჭირა. თავი დავუქნიე და ბოლი გამოვიშვი.
- ჰე რაქენი? - ღიმილით ვკითხე
- ყველაფერს მოგიყვები. ანდრეა შემხვდა, არც შემიმჩნია ისე ჩამიარა.
- არ მიკვირს. - წარბები ავწიე.
- გადამრევთ რა, გაიყინები შემო მალე. - მითხრადა თვითონ შევიდა. თავი დავუქნიე. ოთახში სევედი.
- აბა გისმენ ქალბატონო.- პირდაირ დავუჯექი და მოსმენისთვის მოვემზადე. სახე სიხარულისგან უბრწყინავდა.
- კარგი. ახლა კარგად მომისმინე...

*ლილუ:
- შენი უეცრად მოვარდნა რას მივაწერო.- სიცილით ვკითხე მიქაძეს და მანქანაში ჩავუჯექი. არაფერი მიპასუხა, მხოლოდ მანქანის დაძვრის შემდეგ ამოიღო ხმა.
- ცოტახნით გავისეირნოთ, მომენატრე.
-მეც.- თავი დავუქნიე და გზას გავხედე. რამდენიმე წუთში რესტორანს მიადგა.
- აუ იო, არ მშია
- საჭმელად კიარ მოგიყვანე, გადმოდი - სიცილით მითხრა. დღეს უცნაურად იქცეოდა
რესტორანში როგორც ჩანს მაგიდა დაეჯავშვნა. დუტი გავიხადე და სკამზე ჩამოვკიდე.
- აბა?

*იოანე:
- ბიჭო სერიოზულად ველაპარაკე რა- ვუთხარი ანდრეას როგორცვე მანქანაში ჩავისვი
- ბევრი არ მებოდიალო პირდაპირ მითხარი - სიცილით მითხრა და სიგარეტს მოუკიდა. ცოტას ვნერვიულობდი.

*მარიამი:
- კაი შენ ჩაი შეუკვეთე იმან?
- ღვინო. არადა ღვინო არ უყვარს- ნერვიულად მითხრა ლილუმ. თუმცა ხმაში ღიმილი ეპარებოდა.
- და ბოლობოლო ლაპარაკი საით მიდის?- ვკითხე დაინტერესებულმა.
- დავინიშნეთ.- მითხრა თუარა ყურებდე ღიმილით დამეკრიჭა.
- თქვენ აღარ ხუმრობთ.
- ხო სხვანაირად როგორ.- სიცილით მითხრა და ბედნიერი საწოლზე გადაწვა.

*იოანე:
- რა ქენიით?? - ავალიანს პირიდან რამის სიგარეტი გადმოვარდა. ავხარხარდი. ხან დასერუოზულდა ხან გაეღიმა, ვერაფერი ვუთხარი
- დარწმუნებულიხარ? - მკითხა როგორცვე სიგარეტი ჩაწვა.
- ეგ გოგო ბავშვობიდან მიყვარს- ვუთხარი უყოყმანოდ და მანქანა დავქოქე.
- და ქორწილი?
- ეგ ჯერ ადრეა. - გამეღიმა.
- მიხარია- გაკვირვებულმა გავხედე. მიუხედავად მისი უემოციო სახისა და ხმის ვიცოდი რომ მართლა გაუხარდა. ყოველთვის ასეთი იყო. თითქქმის დაბადებიდანვე.

*მარიამი:
- ძალიან მაგარია, არვიცი რაგითხრა.
- ნურაფერს მეტყვი, ვიცი გაგიხარდა.- ისე ჩამეხუტა თითქოს დიდიხანი არ ვყავდი ნანახი.
- ხვალ მეცადინეობა გვაქ 10ზე.
შევახსენე. სახე მოეღუშა და საათს დახედა.
- ხოდა ჯობს დავიძინოთ. - პირსახოცს დაავლო ხელი და აბაზანისკენ წავიდა - თმა რატომ გაქვს სველი- წარბ აწევით მკითხა.
- აუზზე ვიყავი.- უხერხულად ვუთხარი და თვალი ავარიდე.
- აბა შემომხედე- მომიახლოვდა და სახე ამაწევინა.- შენ ცურვა არიცი.
- ანდრეამ იცის- არ მომიტყუებია, ან რატომ უნდა მომეტყუა. თავი უკმაყოფილოდ გააქნია და სააბაზანოს კარი გამოხსნა.
- კარგი ბიჭია, შენთვის არ მომწონს.
მხრები ავიჩეჩე და ლოგინში შევწექი. დღეს ბევრი რამ მოხდა. ძალიან ბევრი...ლილუ მალევე გამოვიდა სააბაზანოდან.
- არ გძინავს? - გაკვირვებულმა მკითხა და პირსახოცი იქვე გადაკიდა.
- ვერ ვიძინებ.
ისეთი სახით შემომხედა ვიცოდი ახლა კითხვებით ამავსებდ.
- ჩემგან თავი შორს დაიჭირეო..- ვუთხარი თუ არა ცრემლები წამსკდა. გულჩვილი ვიყავი. ესც ალბათ წყენის ცრემლები იყო. მაშინვე ჩემკენ გადმოვიდა და გვერძე მომიწვა.
- თავი შეგაყვარა არა?
- არა, თითქოს საამისოდ თითიც არ გაუნძრევია მაგრამ..- ცრემლები მოვიწმინდე და ღრმად ამოვისუნთქე- რატომ არ უნდა ჩემთან ურთოერთობა? თუნდაც ნორმალური მეგობრობა.
- უცნაურია რას გაუგებ.
- როგორ ყვიროდა ვერ წარმოიდგენ. ნამდვილი კონცერტი მოაწყო!
საკუთარ თავზე ნერვებ მოშლილი ვლაპარაკობდი და უაზროდ ვაცეცებდი თვალებს.
- არვიცი რაგითხრა. ხოიცი გამოჩნდება
- ალბათ. არვიცი. რამნიშვნელობააქ.
ხელი ავიქნიე და შუქი ჩავაქვრე.
- დავიძინოთ. ხვალ მეცადინეობის მერე ალბათ ეგრევე თბილისსში გაგვიშვებენ.
ლილუს აღარაფერი უთქვამს.
უთენიას გამეღვიძა, მზე ჯერ კოდევ არ იყო ამოსული.
პიჟამოზე მანტო მოვიცვი და აივანზე გავედი. სიგარეტს მოვუკიდე და იქვე ჩამოვჯექი.
ვფიქრობდი ყველაფერზე. სამ თვეში ყველაფერი შეიცვალა. თავს ვიტყუებდი თორემ ანდრეას უბრალოდ ხმაც კი ტვინის თითოეულ ნეირონს მიფორიაქებდა. მისი შეხება გულს მიჩქარებდა. გუშინაც, რო დავინახე, სანამ ჩემამდე მოვიდოდა ათიათასმა აზრმა გამიარა თავში, თუ რა გამეკეთებინა.
მისი ქცევები მაბნევს. მგონი მიყვარდება ბიჭი, რომელმაც მიბრძანა რომ მისგან თავი შორს დავიჭირო.
პატარაობიდანვე მიჩნდებოდა პროტესტი ასეთ რაღაცეებზე. რასაც მიკრძალავდნენ იმის გაკეთება მინდებოდა.
საერთოდ არ შევცლილვარ, ოდნავ გავიზარდე და მოწევაც დავიწყე. საკუთარ ფიქრებზე ჩამეცინა. ლილუს გავხედე. უკცე ბოდიალობდა აქეთ-იქეთ და ნივთებს ალაგებდა.
როცა სიცივემ საკმაოდ შემაწუხა შიგნით შევედი.
- ავალიანზე ფიქრს არ ეშვები?- თვალები ამიბრიალა. თავი გავაქნიე და ვანიშნე ჩემ გვერძე დამჯდარიყო.
- აბა?- ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო.
- აუზზე რომ ვიყავით, მაკოცა.
მივხვდი რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გავაჩერე- მეც ვაკოცე. და სერიოზულად გეუბნები. ასეთი განცდა ჯერ არ მქონია. ამავსო რაღაცნაირად. არი მომენტები, ჩემი ნაწილი მგონია. და ზოგჯერ ვფიქრობ, რატომაა ჩემს ცხოვრებაში საერთოდ.
- ცადე და სერიოზულად დაელაპარაკე. ბოლობოლო ადამიანია ეგეც. სუსტი წერტილი ექნება.
მანუგეშა დაქალმა. მეტი არაფერი გვითქვამს არც ერთს.
მეცადინეობის შემდეგ როგორც ვვარაუდობდით თბილისში გამოგვიშვეს. დაღლილ დაქანცულმა, დედა როგორცვე მოვისიყვარულე დასაძინებლად მოვემზადე.
- მარიამ, თანამშრომლის ქორწილში მივდივარ სიღნაღში.ორი დღე გავჩერდები.
ახალი ამბები მამცნო დედაჩემმა. პატარა რომ ვიყავი, მარტო ვერ მტოვებდა და ესეთ ადგილებში ყოველთვის თან მივყავდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა...
საკუთარ სახლს მაინც არაფერი ჯობდა. საბანი კარგად შემოვიხვიე და მალევე ჩამეძინა.

მეორე დილას დედაჩემი გავაცილე თუ არა სანდრიკა მოვიდა.
- რაო ბორჯომმა?
- რადა იმეცადინეთ ბევრიო- სიცილით ვუთხარი. საღამომდე ერთად ვიჯექით და ტელევიზორა ვუყურებდით
- ღამე შენი მატრო დატოვება საშიშია ხო?
მივხვდი რაზეც ჩამინამიოკა და თვალები ავატრიალე.
- კარს შიგნიდან ჩავკეტავ.
სიცილით ვუთხარი. ჩაიცინა და პოპკორნის ჭამა განაგრძო.
- ისე, ტასოსკენ რახდება?
- ტასო? რავი ტო. მივდექით მოვდექით. მერე იმ ავალიანს შეახტა და დამიკიდა.
მხრები აიჩეჩა და უდარდელად ჩაილაპარაკა.
არაფერი მითქვამს. ან რა უნდა მეთქვა.ტასოს და ანდრეას ერთად წარმოდგენისას სახიდან ფერი მეკარგებოდა და გულისრევის შეგრძნება მეუფლებოდა.
ცოტახანში გავაცილე და სიცილით კარიც ჩავკეტე. ლოგინისკენ მივიზლაზნებოდი და შიგნიდან რაღაც მრღნიდა.
დათოზე გამეფიქრა. იქნებ ერთხელ მივსულიყავი და მენახა მაინც. სინდისი მქენჯნიდა. თითქოს ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდებოდა.
საწოლიდან ბალიშები სათითაოდ გადავაწყე და საბანი გავასწორე. პიჟამა ჩავიცვი, ის ის იყო ვწვებოდი რომ კარზე ზარიდაირეკა.
თავი გავაქნიე. სანდრიკა იქნებოდა. ალბათ რამე დარჩა.
- მოვდივარ მოვდივარ. - გავძახე ოთახიდანვე.
კარის სახელური ჩამოვწიე და სანდროს ნაცვლად ანდრეა დამხვდა.ხმის ამოღება არ დამაცადა. სიცივისგან შეიშმუშნა
- სალაპარაკო ბევრი დაგვიგროვდა.წამოხვალ?


შემდეგი ისეთი თავი გელით ოოო ❤️❤️
გელით!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი Liziko27

რააას ბოდიალობს ეს ბიჭი;(((( ავიბენი რააა.:d :d რაზე ილამაპარაკებს აბა ვნახოთ..

 


№2  offline წევრი ანნა ა

ხოდა მალე დადეეე გელიიი

 


№3  offline წევრი Moonlight17

რეალურად უარესად ბოდიალაა დამიჯერე :დ
Liziko27
რააას ბოდიალობს ეს ბიჭი;(((( ავიბენი რააა.:d :d რაზე ილამაპარაკებს აბა ვნახოთ..


24საათიანი ლიმიტიდან გამომდინარე ხვალ დაიდება ❤️
ანნა ა
ხოდა მალე დადეეე გელიიი

 


№4 წევრი Liziko27

ვაბოდიალებ მაგას :d:d ორი ღერი ნერვი მქონდა ისიც არმაქ..

ვაბოდიალებ მაგას :d:d ორი ღერი ნერვი მქონდა ისიც არმაქ..

 


№5  offline წევრი Moonlight17

:დდ ჯერ ყველაფერი წინ არის გაუფრთხილდი ნერვებს
Liziko27
ვაბოდიალებ მაგას :d:d ორი ღერი ნერვი მქონდა ისიც არმაქ..

ვაბოდიალებ მაგას :d:d ორი ღერი ნერვი მქონდა ისიც არმაქ..

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.