შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ანუ შენ (მე-3 ნაწილი)


16-11-2018, 20:50
ავტორი Alice76
ნანახია 1 536

მე ანუ შენ (მე-3 ნაწილი)

-რა მოხდება,თუ მე წარსულში დავბრუნდები და საკუთარ ბაბუას მოვკლავ მანამ,სანამ მას შთამავლობა ეყოლება?
რატი და რეზი დაბნეულები მისჩერებოდნენ გოგონას,ვია კი მობეზრებული უბრიალებდა თვალებს თავის ორეულს.
-დროის პარადოქსია ეგ-უგემური პიცის ნაჭერი თეფშზე დააბრუნა-აღარ წავიდეთ?
-მოიცა,რას ნიშნავს პარადოქსი,კატო?-მისი კლასელი,რეზი მონდომებით ცდილობდა,უფროსი გოგონას ყურადღება მიექცია .
ვია იმაზე ფიქრობდა,აქამდე რატომ არ ვიცოდი,რატისთან თუ ძმაკაცობდაო,თუმცა კატოდმონათლული გოგონას ხმა შემოესმა და გამოერკა.
-იქნებ თავად გვითხრას ვიამ?
რატის გვერდთ საუბარი უჭირდა,თუმცა მისი უფროსი მე გაურკვეველი მიზეზის გამო აიძულებდა,რაც შეიძლება მეტი დრო დაეყო ბიჭის გვერდით.
-პ-პარადოქსი-რატის მზერას თვალი აარიდა და გაწითლებულმა დაიწყო-ეს იმას ნიშნავს,რომ ახსნა არ აქვს,თუმცა სტივენ ჰოკინგი რამდენიმე ვარიანტს მაინც განიხილავს.
ერთი თეორიის მიხედვით,დროის სხვადასხვა განშტოებები წარმოიშობა და შენ,რომელიც წარსულში დაბრუნდი და საკუთარი ბაბუა მოკალი,სხვა განზომილებაში იწყებ ცხოვრებას. ანუ გამოეყოფა რა-დაამატა,როდესაც ბიჭების გამოშტერებული სახეები დაინახა-როგორც ერთი წრფე გახდეს ორი. ის მიმდინარე დრო,სადაც ცხოვრობდი,აღარ იარსებებს და წარმოიშობა ახალი დროის ხაზი,ან პარალელურ სამყაროში გადახვალ,სადაც შენ არასდროს გიარსებია. არც შენ მშობლებს. მეორე თეორიის მიხედვით კი,უბრალოდ არ გამოვა პარადოქსის შექმნა. შეეცდები ბაბუის მოკვლას,მაგრამ შემთხვევითობა ამის შესძლებლობას არ მოგცემს. მაგალითად,დანას დაარტყამ,მაგრამ სასიცოცხლო მნიშნელობის ორგანოს ვერ დააზიანებ,იარაღს დაუმიზნებ,მაგრამ გაიჭედება და ასე შემდეგ.
-რა ჭკვიანი ხარ-თვალები მილულა კატომ.-მაგრამ მე უფრო პირველ ვარიანტს ვემხრობი,ანუ რას ვგულისხმობ,დროში თუ ვიმოგზაურებთ,ორი სამყარო ერთნაირად იარსებებს,პარალელურად და ჩვენს მეხსიერებაში ორივე ცხოვრების მოგონებები დარჩება.
-მაგარია!-ამოიღმუვლა რეზიმ და პირში პიცა იტაკა.
-და მერე? ეგ ხომ შეუძლებელია-გაიცინა რატიმ-რა აზრი აქვს იმაზე მსჯელობას,რაც არასდროს მოხდება.
-ფანტაზია-სწრაფად თქვა ვიამ და მხოლოდ შემდეგ გაახსენდა სიმორცხვე-ადამიანმა ისეთი რაღაცები უნდა წარმოიდგინო,რაც შეუძლებელია. ასე შეუძლებელი რამეები შენს თავში იარსებებს და გახდები...
-ყოვლისშემძლე-დაასრულა კატომ.
-ანუ,ფანტაზიას გვივითარებ?-ჩაეკითხა რატი და გამომწვევად შეხედა.
ვიამ გაიფიქრა,ასე მე რომ შემომხედოს,ალბათ ათას ნაწილად დავიშლებიო,კატომ კი (გონებაშიც უკვე ასე ეძახდა,რადგან ასე ნაკლებ გიჟურად ჟღერდა) წარბშეუხრელად გაუსწორა თვალი.
-დიახ,რატიკო. ფანტაზია ნამდვილად გჭირდება.
რეზიმ გადაიხარხარა და ვიას მხარი გაჰკრა.
-ვერ იტანს ამ სახელს!ბებიამისი ეძახის ზუსტად ასე.
-რატომ,მშვენიერია რატიკო-თავადაც გაეცინა.
ახლა,როდესაც ბიჭი მისი წარმოსახვიდან რეალობაში გადმოვიდა,ნელ-ნელა დუნდებოდა და ის ხატება,რომელიც შექმნილი ჰქონდა,მიწიერი ხდებოდა.
ერთი წამით ისიც კი გაიფიქრა,ის ფაქტი,რომ მისი დანახვისას ენა მებმება,სისულელეა და არ მეკადრებაო.
-დებილების კლუბს თუ აყალიბებთ,მაშინ მე პას-მოიღუშა ბიჭი და მტრულად გადახედა სამეულს.
-გეხუმრეთ,რა სწრაფად ბრაზდები-უდარდელად აიქნია ხელი კატომ-მოდი,ყველამ ცოტ-ცოტა მოვყვეთ ჩვენზე-ასე უფრო კარგად გაგიცნობთ და იდეებიც ნელ-ნელა მოვა.რეზი,აბა დაიწყე.
ბიჭმა ისეთი მზერა მიიღო,თითქოს ქათმის მოზრდილი ძვალი გაჩხირვოდა ყელში,მერე დაბინდუნი მზერა გაასწორა და ხმა ამოიღო.
-მე ვარ რევაზ შალიკაშვილი,ჩვიდმეტი წლის...
-ალკოჰოლიკთა ანონიმური კლუბი კი არ გვაქვს-ჩაიცინა კატომ-შენზე მოგვიყევი,რეზი რომ ხარ,ისედაც ვიცით.
-ე-ე-უარესად დაიბნა ბიჭი.
-აი,მაგალითად რეზის უყარს?..
-ფილმები...
-და რატის?-კვლავ მოღუშულ ბიჭს გაჰხედა.
-ქალები-თქვა და ირონიულად ჩაიღიმა.
-და მეტი არაფერი? ეგ ხომ ყველა კაცს უყვარს.თითქმის.
-სულელური კითხვაა,რა უნდა მიყვარდეს ისეთი?
-მეც მანდ ვარ. ფანტაზია არ მჭირდებაო-ჩაიცინა გოგონამ-აი,ვიას კვანტური ფიზიკა იტაცებს და დედაქალაქში დადის ყოველ შაბათს ლექციებზე.-ნიშნის მოგებით ანიშნა გოგონაზე-ასტრონომიაც, ოცნებობს,ერთ დღეს ნასაში აღმოჩნდეს. შენ არ გაქვს მსგავსი სურვილები?
-მირჩევნია უფრო მიწიერ რამეებზე ვიფიქრო-თავი გაიქნია ბიჭმა.
უფროსმა ვიამ კმაყოფილმა გახედა თავის ორეულს და ჩაიცინა.
-მგონი ჩვენი წასვლის დროა,ვია.
-გაგაცილებთ,კატო-მაშინვე წამოდგა რეზი,ხოლო რატი უმისამართოდ იყურებოდა ფანჯარაში.
-არა,მადლობა-თავაზიანად გაუღიმა გოგონამ და ვიას თავით ანიშნა,წამომყევიო.
-ეს რა იყო?-გაბრაზებულმა ჰკითხა,როგორც კი კაფის კარი გაიხურეს.
-ერთი დიდი უხერხულობა. თუმცა საჭირო იყო-სერიოზულად მიუგო კატომ.
-რისთვის იყო საჭირო?
-აბა,დაფიქრდი!
საკუთარ ორეულზე გაბრაზებული ჩუმად მიჰყვებოდა გვერდით.
ეს გოგო არაფერს აკეთებდა გარდა იმისა,რომ ახალ თავსატეხებს უჩენდა და თანაც თავი ბრძენად მოჰქონდა. იქნებ გაზრდასთან ერთად სულ გამოსულელდა ან ჭკუიდან შეირყა? იქნებ მისი აქ დაბრუნება იმას ემსახურებოდა,რომ დაენახა,როგორი არ უნდა გამოსულიყო.
რატის გაცნობამ ის ემოციები არ მოუტანა,რაც წარმოედგინა. ბიჭი ცივი და ჩაკეტილი იყო. თითქოს ვერ იტანდა,როდესაც საუბარი მის პირად გრძნობებს ეხებოდა და კიდევ უფრო ვერ იტანდა,როდესაც იმას არ ეუბნებოდნენ,რისი მოსმენაც სურდა.
რატომღაც ეგონა,რომ რატი უფრო საინტერესო აღმოჩნდებოდა,თუმცა როცა დაფიქრდა,ვერ გაიგო,რატომ ეგონა ასე.
-რატი-ბოლოს და ბოლოს ხმა ამოიღო-ისეთი არაა,როგორიც მეგონა.
-აჰამ-კატო ღიმილით უშვერდა სახეს წვრილ წვიმას.
-გინდა კარგად გავიცნო?
-კი,მე შენი ჭკუის იმედი მაქვს. დადგება დრო,როდესაც ეგ ბიჭი სრულიად გამოგაცლის მაგ ნათელ გონებას და სიცარიელეს დაგიტოვებს . თუმცა,რაც არ უნდა გაფრთხილო და გეხვეწო,შენს სიმპათიას მის მიმართ ვერ გავაქრობ. მაგრამ სანამ შენთან ვარ,ყველანაირად ვეცდები,მისი ნამდვილი სახე დაგანახო.
-რატომ არ მიყვები არაფერს?-ჰკითხა განაწყენებულმა.
-ვია-დაღლილი სახით მიუბრუნდა-წარმოიდგინე,რა მოხდება,ყველაფერი რომ იცოდე. ან თუნდაც ნაწილი შენი მომავალი ცხოვრების. ეს უბრალოდ საშინელება იქნება. შენი გადაწყვეტილებები,ქცევები,სხვა ადამიანების ბედი როდესაც იცი,ცხოვრება ნაკლებ საინტერესო გახდება. ან უარესი,შეეცდები რამე შეცვალო. შეიძლება გითხრა,რომ სტომატოლოგი ვარ და თან ძალიან უბედური სტომატოლოგი,კლიენტები არ მყავს და თავს სხეულის გაყიდვით ვირჩენ-გაიცინა და განაგრძო-რა თქმა უნდა,არ მოგეწონება და სხვა პროფესიას აირჩევ,იმით მოტივირებული,რომ ისეთი არ გახდე,როგორსაც მხედავ,მაგრამ საერთო ჯამში შესაძლოა მეძავ სტომატოლოგზე უარესი გამოხვიდე,მაგალითად არავინ. არ ვიცი,შეიძლება გაცილებით უკეთესი გახდე,ვიდრე ახლა ვარ,მაგრამ შენს გადაწყვეტილებებს წინასწარ ვერ გეტყვი,ეს უბრალოდ არ შეიძლება. არჩევანის თავისუფლება შეიზღუდება და ამ დროს არასწორი გადაწყვეტილების მიღების შანსი მაღალია.
-გეტყობა,ბევრი გიფიქრია.
-აჰამ-თავი დაუქნია-და ვხვდები,რომ არ მენდობი.ერთი ქარაფშუტა ვინმე გგონივარ,რომელმაც თვითონაც არ იცის,რას აკეთებს.
-ეგრე არ მგონია.
-მახსოვს,რასაც ვფიქრობდი რვა წლის წინ.
-ეგ შეუძლებელია-პირი დააღო ვიამ.
-ჩემს მეხსიერებაში ორი პარალელური დრო გაჩნდა. ერთი 2019 წელს სრულდება,მეორე კი დამოუკიდებლად იწყება ამ დროიდან.
-სიგიჟეა.
-ვიცი.
-ის მაინც მითხარი,რატომ გინდა ასე ძალიან,რომ რატი ამაცილო?

2017 წლის ზაფხული.
თავდავიწყებით ბრუნავდა,თავბრუ ეხვეოდა,თუმცა იცოდა,ძლიერი ხელი დაიჭერდა.
ხუთი წლის შემდეგ პირველად იხილა კლასელები,თუმცა მათ შორის რატიც ერია,რომელიც მის მეგობარს,რეზის მოეყვანა სკოლის დამთავრების ხუთი წლის თავის წვეულებაზე.
წარმოდგენა არ ჰქონდა,რომ სკოლის დროინდელ სიყვარულს იქ იხილავდა,თუმცა საღამოსთვის მაინც თვალისმომჭრელად გამოეწყო.
იცოდა,იმ ადამიანებს ნახავდა,ვინც მისი გარეგნობის ყველა წვრილმანს შეისწავლიდნენ და მეორე დღეს ყავაზე გაარჩევდნენ.
მარიამი და ნია კვლავ განუყრელი დაქალები იყვნენ. ნია უკვე “გათხოვილი ქალი” იყო და წვეულებაზე ქმართან ერთად მისულიყო,დანარჩენი გოგონების უმრავლესობაც დაოჯახებულიყო,მათესა და გოგას კი ტყუპი გოგონები შეერთოთ.
რესტორნის შესასვლელში ყოფილ კლასელს ესაუბრებოდა,თამთას,რომელიც შედარებით კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ წლების წინ.
გაიგო,რომ მარიამს საქმრო ჰყავდა,თუმცა უფრო მისტიური საქმრო ერქვა,ვინაიდან ხსენებული ჯერ თვალით არავის ენახა. ნიას მეუღლე ცნობილი ბიზნესმენი იყო,რომელიც ამას წინათ სკანდალში გახვეულიყო რომელიღაც ტელეწამყვანთან სექსუალური კავშირის გამო.
თავად თამთა იურისტი იყო და პირადი ცხოვრებისთვის ჯერ ვერ მოეცალა,მათი კლასის დამრიგებელი კი სკოლის დირექტორი გამხდარიყო.
საუბარი რეზის აღტაცებულმა მისალმებამ შეაწყვეტინათ,რომელიც გოგონებს გახარებული გადაეხვია და ვია სტვენით შეათვალიერა.
-ეს რა გოგო დამდგარა! -დაიყვირა და ვიღაცას ხელი დაუქნია-რატი,მოდი ,ვინ გაგაცნო!
გული კინაღამ ღრმად ამოჭრილი დეკოლტიდან ამოუვარდა.
წლებს ბიჭი კიდევ უფრო მიმზიდველად ექცია. მოზრდილი წვერი საშინლად უხდებოდა,როგორც ჩანდა,სპორტდარბაზის ხშირი სტუმარი იყო და დაკუნთული სხეული მშვენივრად უჩანდა ტანზე მომდგარ პერანგში. სიმაღლეში კიდევ უფრო გაზრდილიყო და მზერა... გაახსენდა დრო,როდესაც შორიდან შენატროდა და ბედნიერმა გაიფიქრა,რომ ახლა,გაცილებით თავდაჯერებულს,მარტივად შეეძლო გამკლავებოდა ბიჭის მზერას და მეტიც,მისი მოხიბვლა არც ისე მიუწვდომლად ეჩვენებოდა.
-თამთას იცნობ,ეს ვიაა,არ გეცოდინება-გაიღრიჭა რეზი და გოგონას ხელკავი გამოსდო-სკოლაში ძალიან ჩუმ-ჩუმელა იყო.
-მახსოვს,როგორ არა-ჩაიღიმა ბიჭმა და ვიას ხელი ჩამოართვა.
ნაზი ამბორი დაუტოვა და საჭიროზე მეტ ხანს გაიჩერა ხელში.
მიუხედავად იმისა,რომ ხუთი წელი გასულიყო,ვია მას შემდეგ ასე ძალიან არავის მიუზიდია.
ძველი გრძნობები გაორმაგებული ძალით მოაწვა და გადაწყვიტა,მეორე შანსი არ გაეშვა ხელიდან.
-ახლა რომ შემეძლოს დავბრუნდე და ჩემს თავს დაველაპარაკო-ფიქრობდა გოგონა,როდესაც დარბაზში რატის გვერდით მიდიოდა-ვეტყოდი მიდი,ვია! არ დაკარგო ეს მაჩო.-საკუთარ ფიქრებზე ჩაეღიმა და შენიშნა,ბიჭი მას უყურებდა.
მთელი საღამო მხოლოდ რატის ეცეკვებოდა და არაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა,რომ ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა.
გვიან ღამით მიაცილა ბიჭმა სახლამდე. ორივეს შამპანიური გასჯდომოდა სხეულში.
რატის ხელში გოგონას თხელი მტევანი მოექცია,ვნებამორეული უყურებდა.
-იცი,რას ვერ ვპატიობ თავს?-ჰკითხა და ხელზე ტუჩები მიაწება.
-არა-გაუღიმა და მუცელი სასიამოვნოდ აუკრუტუნდა.-მხოლოდ ახლა გაგიცანი.
-აქამდე რომ ვერ შეგამჩნიე. ბევრი დრო დავკარგე,ჩემი სკოლელი ხარ,მთელი ეს დრო...-ჩაისუნთქა-ერთ ქალაქში ვცხოვრობდით. ვერ გაპატიებ!
-რა?-დაიბნა და ინტერესით შეაჩერდა.
-შენს თავს რომ მიმალავდი ,მაგას ვერ გაპატიებ!-მოულოდნელად მიიწია,თმაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა და ტუჩებზე დაეწაფა.
ამას ელოდა მთელი გააზრებული ცხოვრება. გატრუნული აკვირდებოდა სინათლის სხივებს,რომლებსაც თვალდახუჭული ხედავდა.
უცნაური განცდა ჰქონდა,მისი ერთი დიდი ოცნება ახდა და მხოლოდ ახლა იწყებოდა ყველაფერი.
დარწმუნებული იყო,რომ რატის მეორე ნახევრად გაჩნდა ამ ქვეყნად,მეტი აღარაფერი აინტერესებდა.
სასიამოვნოდ ედებოდა სხეულზე ის ძალა,რომელსაც ბიჭის მოსრიალე ხელები გადასცემდნენ,
კაბის ჭრილში შეცურდა ძლიერი მტევანი და უკანალზე ვნებიანად დაუტოვა ტკივილი.
-მარტო ცხოვრობ?-ამოთქვა რატიმ მის ტუჩებზე.
თავი დაუქნია და ისევ მიიზიდა. ვერ ელეოდა იმ სიტკბოებას,რომელსაც ბიჭის ტუჩები ჩუქნიდნენ.
სიზმარივით ხედავდა,როგორ გაიტაცა მანქანიდან ,ლიფტის მოლოდინისას ნაზად რომ უკოცნიდა ყელს,ბინაში შესვლამდე ძლივს მოითმინა და ვერცხლისფერი კაბის გახევის ხმაც თითქოს სხვა სამყაროდან მოდიოდა.

მოგონებებიდან გამოერკვა,თავი გაიქნია და ბინდისგან შეჭმულ შენობებს გაჰხედა.
-იმიტომ,რომ მას არასდროს შეუყვარდები-უპასუხა საკუთარ თავს წარსულში და ცარიელი თვალები შეანათა.-არასროს არავინ შეუყვარდება.
-მის გამო დაბრუნდი აქ?
-არა-ჩაიფრუტუნა-ნიუტონის მესამე კანონი ხომ გახსოვს?
-რაღაც უკან უნდა მოიტოვო,რომ წინ წახვიდე-უპასუხა ვიამ.

ვიას სახლამდე უბრალო თემებზე საუბარში გალიეს დრო,თითქოს ორივე დაღლილიყო დროსთან ჭიდილით.
-არ შემოხვალ?-ჰკითხა გაუბედავად კატოს.
-დღეს არა,იქნებ სხვა დროს...-დარდიანად შეავლო თვალი სახლს-ხო,მართლა. დღეს თამაშია. უჩას უთხარი,რომ რეალის მოგებაზე არ დადოს.წააგებს,სამით ერთს . კუთხურები კიდევ ერთით ნაკლები დაწეროს.
-გადავცემ-ჩაიცინა.
-ყოველთვის მეკითხებოდა,შენს ინტუიციას ვენდობიო-გაეღიმა უფროსსაც.
-მართლა,ვია,უჩასგან დადგება რამე?თუ ესეც საიდუმლოა?
-არა,საიდუმლო არაა,გაგიკვირდება და უნივერსიტეტში ჩააბარებს. ბიზნესის განხრით,იმას დიდი გამოცნობა აღარ უნდა,რა ბიზნესს გაუძღვება.
-მერე,ჩაძირავს მამას კომპანიას?
-კი,ღვინოში-გადაიხარხარა-ყველაფერი გამოუვა. ცოლსაც მოიყვანს.
-არ არსებობს!
-მამიდა ვარ უკვე-ნაღვლიანად გაიღიმა და ხელი დაუქნია-წავედი,ჭკვიანად!
-შენც!-დააწია უკვე შებრუნებულს და ჭიშკარი შეაღო.

2017 წლის თებერვალი
-გაიგე?
-რა?
-ჩემი კლასელი,ტატო,გახსოვს?
-ის ნაბი*ვარი,ყველა გოგოს რო განურჩევლად ხმა*ობდა?
-მასე ნუ ამბობ.
-რატო ვითომ?
-თავი მოიკლა,ახლა გავიგე.
-მერე?
-რა მერე,რატი. უნდა წავიდეთ სამძიმარზე.
-იცი,რატო მიაკლა თავისი ცხოვრება?
-არა.
-საკუთარ ბიძაშვილს რო *მავდა,გაუგეს.
-ვინ ბიძაშვილს?
-ჩვენი სკოლელი იყო ის გოგო. კაროჩე რა,იქ არ მიხვიდე,გაიგე?
-რა გჭირს?-ვიას უხაროდა,რომ ბიჭი ტელეფონის მიღმა ვერ ხედავდა. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა. თავადაც არ იცოდა,ვის დასტიროდა-ტატოს თუ საკუთარ თავს.
-აუ,რატო გიყვარს ეს ჩაძიებები?არ შეიძლება,პროსტა დამიჯერო?
დიდი ხანი იყო,რაც ბიჭი სიყვარულით აღარ ესაუბრებოდა. დიდად არც არასდროს ყოფილა ასე,მაგრამ ბოლო თვეები უკვე თავსაც ვეღარ იტყუებდა,რომ რატის რაიმე გრძნობა ჰქონდ მის მიმართ.
თუმცა ბიჭით შეპყრობილი ყველაფერს პატიობდა,არაფრით უნდოდა დაეჯერებინა,რომ ის ნათელი სახე,რომელიც გონებაში შექმნა,სინამდვილეში არ არსებობდა.
ახლა კი,ემოციებისგან დაცლილი საკუთარ თავს უყურებდა-თვალებ დასიებული,უბრალოდ ძალიან ცუდად იყო,მის სევდიან ხმას კი ვერავინ გრძნობდა,რატი მით უმეტეს. სრულიად მარტო იყო.
გრძნობდა,ხვდებოდა ტატოს,გარდაცვლილი უცნობი ბიჭის ტკივილს და უნდოდა,კიდევ ერთხელ ენახა.
-აქამდე რატომ გიტანდი?-ჰკითხა უცბად და გიჟივით გაიცინა.
-რა?-რატის ასეთ ხმაზე სხვა დროს ფეხები აუკანკალდებოდა,ახლა კი მშვიდად მოუკიდა სიგარეტს და ნათქვამი დააზუსტა.
-ხო,რატი. აუტანელი ხარ. უბრალოდ მძორი! იმის შეგნებაც არ გაქვს,ადამიანზე ნორმალურად ისაუბრო მაშინ,როცა მან უბედურებისგან თავი მოიკლა!
-რამეს ხო არ მიარტყი თავი?-გაიცინა ბიჭმა.
-კი,სიმართლეს. აი,უცბად თვალები გამინათდა და დავინახე,რამხელა *ირიც ხარ-მიაძახა და ტელეფონი გათიშა.
მისდა გასაკვირად,აღელვება არ უგრძვნია. თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მოიხსნაო.
-არასდროს,არასდროს გააღმერთო ადამიანი-შეუძახა ანარეკლს,შავი ქურთუკი მოისხა და თებერვლის სიცივეში გააბიჯა,ტატოს სახლში მიდიოდა.

თავისდაუნებურად კლუბზე ფიქრობდა,რა იდეას მიაწოდებდა ბავშვებს,რისი გაკეთება უნდოდა ყველაზე მეტად.
მერხზე გადაწოლილიყო და უაზროდ გაეშტერებინა მზერა დაფაზე გაკეთებული წარწერისთვის.
“ძირს ლეილას ამოცანები!”
პირველი გაკვეთილი სწორედ ლეილას მათემატიკა იყო,ყველაზე ადრე მივიდა სკოლაში,თუმცა წარწერის წაშლით თავი არ შეუწუხებია.
მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა,როდსაც წინ მიმღიმარი ტატო აესვეტა.
-დღესაც გცივა?-ჰკითხა და სკამიდან ჩანთა აიღო.
-ამ ბოლო დროს ძალიან მცივანა გავხდი-ჩაიცინა ბიჭმა,გვერდით მიუჯდა და ლოყაზე აკოცა.
-დილა მშვიდობისა.
-მშვიდობის-ლოყაზე ხელი მიიდო და გაწითლდა-გაგეფრთხილებინე მაინც.
-ვია,გკოცნი და აბა შენ იცი,გამაგრდი-გადაიხარხარა და ახლა მეორე ლოყაზე აკოცა.
-კოცნის საერთაშორისო დღეა და არ ვიცი?-თავადაც გაეცინა.
-ფუმფულა ლოყები გაქვს-მხრები აიჩეჩა და უჩქმიტა-ძალიან გემრიელი.
-რაღაც ძალიან გამიშინაურდი-წარბები აწკიპა-მეც ვიცი,რომ ფუმფულაა. ეგ კიდევ ძვირად ფასობს.
-ვიცი,ამიტომაც...-ჯიბიდან პატარა “აი პოდი” და ყურსასმენები ამოავრინა-ერთი კვირის ხარკი მოგიტანე. სიმღერებიც წერია,მე რასაც ვუსმენ,იქნებ მოგეწონოს,თუ არადა ახლებს ჩაგიწერ.
-რა?-თვალები გაუფართოვდა და გაოგნებული შეაჩერდა ბიჭს.
-გამომართვი რა,მე ახალი მაქვს,შენ კიდევ უმუსიკოდ მოძრაობ,ეგ დანაშაულია.
-ეს? მე?-ვერ იჯერებდა.
დიდი ხანია,მსგავსი რამ უნდოდა,თუმცა ყოვლად შეუძლებლად მიაჩნდა ის ფაქტი,რომ ვინმე ასე უბრალოდ ზრუნავდა მასზე.
-ხო,გჩუქნი. შენია,აჰა-ხელში ჩაუბღუჯა და მეტი დამაჯერებლობისთვის ზედ ხელი დაუტყაპუნა.
-ვერ ავიღებ,ეს ხომ... ძვირი ღირს-თავი გაიქნია და მოწყობილობა მერხზე დადო.
-ვერ აიღებ და მაგრად გამიტეხავ-ტუჩები გამოსწია ბიჭმა.
-რატომ? რატომ მექცევი ასე...კარგად?-ამოღერღა ბოლოს.
-რატომ გგონია,რომ არ იმსახურებ?-კითხვა შეუბრუნა და ნათელი მწვანებით შეაჩერდა.
გაუბედავად აიღო ყურსასმენი და მუსიკა ჩართო.
ბიჭს თვალს ვერ აშორებდა,გულში უზომო მადლიერება მოაწვა.
არ უყვარდა ემოციების გამოხატვა,ამას სიკვდილი ერჩია,მაგრამ...
გაიღიმა და ცრემლემა სახე დაუსველა.
-კაი რა,რა გატირებს-ბიჭს ჯერ გაეცინა,შემდეგ კი შეწუხებულმა მიიკრა მკერდზე-არაფერია ეს,ამაზე როგორ ტირი...-თმებსე ხელს უსვამდა და აქვითინებულ გოგონას ჩაფიქრებული მისჩერებოდა-სულ ყველაფერზე ასე ხარ?
ვიამ სული მოითქვა და გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა. რატომღაც სირცხვილი არ უგრძვნია,პირიქით,ბედნიერი იყო.
-არა,უბრალოდ ასეთი ყურადღება... გული ამიჩუყდა,რა -გაიცინა და თვალები შეიმშრალა.
-შენი ბედი,მარიამი არ იყო აქ,თორე მაგის ყბიდან ვეღარ ამოხვიდოდი-თმაზე მიეფერა ბიჭი.
-მარიამის დედაც-გაიცინა-მადლობა,ტატო.
-ბედნიერების ცრემლებით გატირე,რაღა მომკლავს-თვალები ზეცისკენ აღაპყრო.
კლასი ნელ-ნელა ბავშვებით გაივსო. ყველას სხვა,გაცილებით საინტერესო ფერები შეეძინა მუსიკის თანხლებით,ანდა ფერები კი არა,სრულად სამყარო შეცვლილიყო . გაცილებით საინტერესო,მრავალგვარი ,უჩვეულო .მსოფლიო თითქოს გაფართოვებულიყო.
ყველაზე მეტად ის ახარებდა,რომ ტატოს შესანიშნავი მუსიკალური გემოვნება ჰქონდა,”მეტალიკის”,”ეი სი დი სის”,”RHCP”, “განზ ენ როუზის “ გვერდით ,მინიატურულ ეკრანზე ფრენკ სინატრას დანახვა ძლაიან ესიამოვნა.თითქოს ბიჭს,როგორც თავად,ერთი კონკრეტული ჟანრი კი არ მოსწონდა,არამედ საუკეთესოები ამოეკრიფა მუსიკის ისტორიიდან.

თვალებდახუჭული აგემოვნებდა ახალ მოგონებას,რომელიც ძველის პარალელურად მიდიოდა მეხსიერების კუნჭულებში.ისეთი შეგრძნება ჰქონდა,რომ თავი უსკდებოდა,თუმცა მშვენივრად იცოდა,რა ხდებოდა-ადამიანი სამგანზომილებიან სამყაროსაა შეჩვეული, როგორც ფიზიკურად,ასევე ფსიქიკურად. ის კი ყველაფერს ოთხ განზომილებაში ხედავდა და მისი ტვინი დუღდა.
გარდაცვლილი ტატო ჰყავდა ნანახი. მის ოჯახში როდესაც მივიდა,პირველი,რაც დაინახა,მიცვალებულის სასახლე იყო,იქიდან ნაცრისფერი,გამხდარი სახე მოჩანდა. არაფერი იყო დარჩენილი იმ სიმპათიური ბიჭისგან,რომელსაც მთელი სკოლა ჰყვარობდა. გაიფიქრა,რომ დიდი სისასტიკე იყო მისი სხეულის ასე,ყველას დასანახად გამოფენა. სიცოცხლეში არ აკმარეს შეუბრალებელი გაკიცხვა,ახლა კი ისხდნენ მის გარშემო და ვიშ-ვიშებდნენ. საცოდავიო?
სადაც არ უნდა ყოფილიყო ტატო,მათი ჩალისფასიანი კომენტარები გულს აურევდა. თავისი სიკვდილით შეაფურთხა ყველას,ვინც იცნობდა. უთხრა,რომ არავინ იყვნენ. მათ გარემოცვაში ყოფნას ადამიანმა ამჯობინა,ვენები გადაეჭრა და სისხლისგან დაცლილიყო.
ბიჭის თავთან შუახნის,ფუმფულა ქალი ჩამომჯდარიყო,ცრემლები არ მოსდიოდა,თუმცა გულისშემძვრელად გმინავდა.
მიუახლოვდა,მწვანე თვალები დალანდა. მგონი ტატოსაც ზუსტად ასეთი ჰქონდაო,გაიფიქრა.
-ვიზიარებ-ხმა ჩახლეჩვოდა.
-შვილო-ამოიკივლა ქალმა-იცნობდი ჩემს ტატოს?
-კლასელები ვიყავით-კანკალი ბგერებზეც გადასულიყო.
ქალმა ამოიგმინა და ტირადას მოჰყვა. -უყვარდი ჩემს ბიჭს,ყველა უყვარდა. კლასელები განსაკუთრებით,გახსენებდა,შვილო-გაწელა და თავი ხელებში ჩარგო.
მოთქმას კიდევ აგრძელებდა,თუმცა ვია აღარ უსმენდა.
ვინ იყო დამნაშავე იმაში,რომ ოცდასამი წლის ბიჭს ცხოვრების ხალისი იმდენად დაეკარგა,რომ საკუთარი სიცოცხლე წვეთ-წვეთად ამოეხაპა სხეულიდან?
დედა,რომელიც არც კი იცნობდა შვილს.მხოლოდ იმას ამბობდა,რაც უნდა ეთქვა.ისე გლოვობდა,როგორც აქამდე ენახა,ისეთი ჩვეულებრივი მწუხარება იყო,ნამდვილსაც ვერ დაარქმევდი. მხოლოდ იმიტომ წუხდა,რომ ასე იყო დადგენილი სამყაროში-როცა დედას შვილი უკვდება,საშინელ სევდას გრძნობს.
ვია არ ფიქრობდა,რომ ტატოს დედა თამაშობდა ანდა შვილის სიკვდილი მისთვის საშინელი დარტყმა არ იყო,მაგრამ...
ის ვერ ხვდებოდა ვერ ბიჭის სიცოცხლეს,ვერც სიკვდილს.
მიმოდიოდნენ დიდ ოთახში,წუხდნენ,ცრემლებს ღვრიდნენ,თუმცა ოთახს ტოვებდნენ თუ არა,მოუთმენლად აფრქვევდნენ.
-ქალის გამო მოიკლა თავი?
-ჯერ თავი შეაყვარა,მერე მიატოვა...
-მაშ მაგას ქალი ჰქვია?
-ყველა ჩამოიშორა,თან ვის გამო!?
-გააცურა!ვერ გადაიტანა,საწყალმა...
მშობლიური ქალაქი პირველად ამ დროს შეზიზღდა.
ყველა ერთი და იმავეს ამბობდა-ტატომ თავი გოგოს გამო მოიკლა. ეს საუბრები კიდევ ერთხელ,უფრო სასტიკად კლავდა ბიჭს.
ვიამ კი იცოდა,ტატოს სიცოცხლე იმიტომ არ დაუტოვებია,რომ ერთმა მიატოვა. ის ყველამ დატოვა.

-კატო!-მოესმა საკუთარი ხმა და თავი ასწია. ვია და ტატო მხიარულად შეჰყურებდნენ.-წაუძინე? მაგისთვის დრო ყოველთვისაა.
ხელოვნების პატარა ოთახში მოწყობილიყო გოგონა. ირგვლივ საკანცეკარიო ნივთები მიმობზნეულიყო ,ერთი პატარა მერხი და ბევრი სკამი მოეზიდა კატოს.
-აქ რა გინდათ?-ტატო გულაჩქარებულმა შეათვალიერა-რამე გაგიცდათ?
-ხაზვიდან გამოვიპარეთ-გაიბადრა ბიჭი-ვიამ მიამბო შენს კლუბზე,მეც მაქვს იდეები.
-ძალიან კარგი,მიხარია-გარდაცვლილი ტატოს ნაცრისფერი,გამხდარი სახე წარმოუდგა თვალწინ და უკვე დარწმუნდა მიზეზში ,რისთვისაც დაბრუნდა წარსულში.
-დასხედით-ერთმანეთზე შეწყობილ სკამებზე მიუთითა და თავად საზურგეზე გადაწვა-მოკლედ,პიარში,ისევე,როგორც ყველაფერში,მაგარი ვარ ,დღეს მერვედან მეათე კლასის ჩათვლით,ყველა ოთახში ვიყავი და ბავშვებს ახალი კლუბის ბროშურებუ დავურიგე-შავი ბარათები მიაწოდა,რომლებზეც “იდეაფიქსი” ვარდისფრად იყო გამოსახული,უკანა მხარეს კი კლუბის მოკლე აღწერა ეწერა.-ბევრია დაინტერესებული,ოთახი პატარაა, ყველა ვერ შევიკრიბებით,ამიტომაც შემოსასვლელში ყუთი დავდგი,ბავშვები იდეებს იქ ჩაყრიან,შემდეგ კი ჩვენ,ანუ მე და ჩემი მოადგილეები,რომლებშიც თქვენც იგულისხმებით,იდეებს გადავარჩევთ და საუკეთესოს არდადეგების დაწყებამდე განვახორციელებთ.
-არჩილი რას ამბობს ამაზე? ჩვენი დირექტორი ასეთ რამეებს დიდად არ წყალობდა-იკითხა ვიამ.
-როგორც ვატყობ,განათლების სამინისტროდან მოგზავნილი აგენტი ვგონივარ-ჩაიცინა კატომ-ამიტომაც მხარსაც მიჭერს და ფეხსაც.
-ასეთი რამ არჩილთან ცოტას თუ გამოუვა. იქნებ მართლა აგენტი ხარ?-თვალები დააწვრილა ტატომ.
-ერთი უბრალო ფიზიკოსი ვარ-ჩაიცინა კატომ და როდესაც მიხვდა,რაც წამოსცდა, დამნაშავესავით გახედა გაოგნებულ ვიას.
კაკუნი გაისმა და კარი გაუბედავად შემოაღო შავთმიანმა გოგონამ. ვიამ მაშინვე იცნო ანა-ტატოს ერთ-ერთი მხურვალე თაყვანისმცემელი.
კატოს შეხედა,მოეჩვენა,რომ მას თვალში ნაპერწკალი გაუკრთა,თუმცა მალევე გამოესახა თავაზიანი ღიმილი და გოგონას გამოელაპარაკა.
როგორც აღმოჩნდა,ანა კლუბით ძალზედ დაინტერესებული იყო და სურდა,მეტი გაეგო.
-ახლა გაკვეთილზე არ უნდა იყო?-შეპარვით ჰკითხა კატომ.
-და ესენი არ უნდა იყვნენ?-ჩაიცინა გოგონამ და ტატოსა და ვიაზე ანიშნა.
-ესენი-გამოკვეთა კატომ-მე დავითხოვე და მალევე დაბრუნდებიან კლასში,ასე რომ,თუ რაიმე გადაუდებელი არაა,გთხოვ,გაკვეთილს ნუ გააცდენ.
-იდეა მაქვს-ყური არ ათხოვა ანამ. ტატოს გამომწვევად უყურებდა-სიყვარული სულელური აკრძალვების გარეშე. ამ თემატიკის ღონისძიება უნდა გავმართოთ ,რათა ყველამ გაიაზროს,რომ ეს გრძნობა დაუმარცხებელია.
-მ-მ-ჩაიდუდუნა კატომ-გოგონა,ტელემუნდოს კლუბი გვერდითაა,ეტყობა აგერია-ღიმილით შეაჩერდა .
ვიას სიცილი წასკდა,ტატომაც კი ვერ შეიკავა ღიმილი.
-ანა,წამოდი,კლასამდე მიგაცილებ.-მზერით მოუბოდიშა ორივე ვიას და გოგონა ოთახიდან გააპროწიალა.
-ესე იგი,ფიზიკოსი?-აღფრთოვანებული მივარდა ორეულს და გადაეხვია-ოცნება აიხდინე!
-შენ რა,მართლა მეძავი სტომატოლოგი გეგონე?-ჩაიცინა გოგონამ და უხერხულად შეიშმუშნა-ფიზიკოსი ვარ,რომელიც ენას ვერ აჩერებს!
-ამას მიმალავდი ამდენი ხანი? შენ არ იცი,როგორ გამახარე!
-არც ისეთი ია-ვარდით მოფენილი გზაა,როგორც გგონია!-ვიას ხელები მოიშორა და მობეზრებულმა შეხედა .
-ესე იგი,მომატყუე!-გაახსენდა უცბად-როცა მითხარი,გიგა მიყვებოდა ხიდებზე დროსა და სივრცეშიო!
-ხო-უკმაყოფილოდ მომუწა ტუჩები-სანამ შენთან მოვიდოდი,ათასჯერ მაინც გავიარე გონებაში ყველა სცენარი და ეგ ყველაზე უსაფრთხოდ მეჩვენა.
-და სინამდვილეში?
-იმ საღამოს გიგა საერთოდ არ ყოფილა ჩემთან ერთად . მარტო ვსვამდი და ცხოვრებაზე გაბოროტებული ვაკნატუნებდი მიწისთხილს.
-მაგას მალავდი? რა სისულელეა,ისედაც ვიცი,რომ კმაყოფილი არავინაა ცხოვრებით.
-მაინც,ჩვიდმეტი წლისას იმდენი ოცნება მქონდა,ასე უცბად ვერ დავანგრევდი.
-მიდი,ცოტა კიდევ მომიყევი რა-მადა გაეხსნა ვიას -სად მუშაობდი,რას აკეთებდი?
-ნასაში-სერიოზულად მიუგო კატომ და მისი სახის დანახვისას გადაიხარხარა-პროგრამისტი ვარ,სამსახური მჭირდებოდა და დიად იდეებზე უარი ვთქვი.
-არ უნდა გექნა მასე.
-ხოდა გაითვალისწინე-მხრები აიჩეჩა-თუმცა სანამ მაგას იზამდე,ჯერ ერთი მნიშვნელოვანი საქმე გაქვს.
-რა საქმე?-ყურები ცქვიტა ვიამ.
-ტატოს ეგ გოგო უნდა ჩამოაშორო. თანაც რაც შეიძლება მალე.
-ესაა შენი მისია?-გაოგნებული თვალს არ აცილებდა.ეგონა,კატო ხუმრობდა.
-შეიძლება გიჟურად ჟღერდეს,მაგრამ ჰო.
-ვინაა,არც კი ვიცი!
-შორეული ნათესავია. ბიძაშვილებივით გამოდიან. როგორ თავად ნახავდი,ეგ გოგო კუდს უკან დაჰყვება და არ ასვენებს.
-მერე ეგ ჩვენთან საერთოდ რა კავშირშია?
-აბა დაფიქრდი,რა კავშირშია ტატო შენთან?-თვალები აატრიალა გოგონამ.
-მეგობარია-მხრები აიჩეჩა.
-პირველი მეგობარი ხომ არა,თუ მეექსბსე კლასელ გიგას არ ჩავთვლით?
-ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანი გახდება?
-შეიძლება.
-რატომ მელაპარაკები სულ ამ გამოცანებით? -წამოიყვირა-არ შეიძლება,უბრალოდ თქვა კი ან არა? დავიღალე,რა!
-გგონია,აქ მართლა ტელემუნდოს სცენარით ვარ?-არ დააკლო კატომ.
-არაფერს არ გავაკეთებ,სანამ არ ამიხსნი,რა ხედება. ძალიან ცუდია,თუ შენი თავი დებილი გგონია,იმიტომ რო. სულაც არ ვარ! გაიზარდე,გალამაზდი,ფიზიკოსი გახდი და ახლა ისე მიყურებ,როგორც მახინჯ თოჯინას,რომელსაც არაფერი ესმის! ის კი დაგავიწყდა,რომ უნდა გიყვარდე. შენივე თავი უნდა გიყვარდეს,ენდობოდე და პატივს სცემდე. არ აქვს მნიშვნელობა,წარსულია თუ მომავალი. შენი თავი უვეკა დროში უნდა გიყვარდეს!ჯანდაბა,ვის,თუ არა მე?
ვის უნდა ენდო,თუ საკუთარ თავს არ უტყდები!?
კატო გაოგნებული უყურებდა წარსულს და ხვდებოდა,რომ მიუხედავად ყვეკაფრისა,საკუთარ თავს საერთოდ არ იცნობდა.
-მოკვდება,გასაგებია?-დაიყვირა და ცრემლები მოაწვა-მო-კვდე-ბა! თავს მოიკლავს!
-ვინ კვდება?-სიცილით შემოაღო კარი ტატომ და უდარდელად გადაიყარა თმები შუბლიდან.


***
Now kiss :D :**
ალისას უყვარხართ ♥️скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ლალალლალაააა

ერვოზი დამემართება თუ შემდეგ თავს მალე არ მივიღებ:დ
სერიოზულად
ჰმმ ისეთია ტირილი და სიცილი ერთდროულად მინდა ვაიიჰ
შენს ტვინზე კიდევ ვგიჟდები:დ
ხოდა სულ მაინტერესებს და კითხვა მავიწყდება:დ ზოდიაქოთი რა ხარ?

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

ლალალლალაააა
ერვოზი დამემართება თუ შემდეგ თავს მალე არ მივიღებ:დ
სერიოზულად
ჰმმ ისეთია ტირილი და სიცილი ერთდროულად მინდა ვაიიჰ
შენს ტვინზე კიდევ ვგიჟდები:დ
ხოდა სულ მაინტერესებს და კითხვა მავიწყდება:დ ზოდიაქოთი რა ხარ?

ვეცდები,მალე მოვაცუნცულო ნერვოზის წამალი :3
ჩემი ტვინი კიდევ შენზე გიჟდება^^
სასწორი გახლავართ :დდდ ♥️♥️

 


№3  offline წევრი Liziko27

ღმერთლანი რა ლომკაში გვტოვებ :d:d :d რა გაუძლებს მომავალ თავამდე

ღმერთლანი რა ლომკაში გვტოვებ :d:d :d რა გაუძლებს მომავალ თავამდე

 


№4  offline წევრი ანნა ა

ეს რა იყოოო მალე მინდა ახალი თავი ვერ წარმოიდგენ ისეეე,ვაიმეე გავგიჟდები ტატოს რამე რომ მოუვიდეს.ჰეფფი ენდი მინდააააა heart_eyes

 


№5  offline ახალბედა მწერალი Alice76

Liziko27
ღმერთლანი რა ლომკაში გვტოვებ :d:d :d რა გაუძლებს მომავალ თავამდე

ღმერთლანი რა ლომკაში გვტოვებ :d:d :d რა გაუძლებს მომავალ თავამდე

სამაგიეროდ პუნქტუალური ვარ ^^ :DD alicamundo prezentaa :D

ანნა ა
ეს რა იყოოო მალე მინდა ახალი თავი ვერ წარმოიდგენ ისეეე,ვაიმეე გავგიჟდები ტატოს რამე რომ მოუვიდეს.ჰეფფი ენდი მინდააააა heart_eyes

:(( რომ შემეძლოს,დროში დავბრუნდებოდი და ერთდროულად დავწერდი რამდენიმე თავს :დდ მაგრამ ისედაც მალე იქნება♥️♥️

 


№6  offline წევრი აიდა

მალე დადე რა შემდეგი ვეღარ ვითმენ ისე მინდა გავიგო რა მოხდება ????????

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვგიიიიჟდებიიიი შენზეეე... და ტატოზე მაბოდეეეეებს....
ჩემი მწვანეთვალება პრინციიი.... ეს ანა მოკალი სანამ მე მოვკლავ... დამპალი... გავგლიჯავ... მაგის გამო თავი როგორ მოიკლა... დამპალი ქალია ფუ როგორ ვერ ვიტამ ეგეთებს.... ძალიან მიყვარს ეს ბიჭი და რა გავაკეთოოოოოოოოო მართლა ძალიან მიყვარს....
ხო ვამბობდი რო ეს რატი თავიდანვე არ მომწონდა... ვენაცვალე "კატოს" რა გემრიელად მიულანძღია მომავალში გული მომეფხანა პირდაპირ :დ
დღეს არ ველოდი ახალ თავდ და რომ დავინახე, მთელი დღის ცუდი განწყობა სადღაც გამიქრე... აი ამიტომ ვგიჟდები შენზე, შენს ისტორიებზე და შენს ბომბა პერსონაჟებზე ალისაა.ა...
ღმერთოო როგორი ემიციებით მმუხტავ ვერც კი წარმოიდგენ :დ ♡♡♡♡
იმედია შემდეგი თავსაც ასე მალე დადებ და გამიზარებ გუუულს...
გყვარობ სულით გულით და მთელი არსებიიით ჩემო გოგოოოოვ♡♡♡♡♡♡♡♡

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

აიდა
მალე დადე რა შემდეგი ვეღარ ვითმენ ისე მინდა გავიგო რა მოხდება ????????

ვეცდები ყველანაირად♥️♥️

ანი ანი
ვგიიიიჟდებიიიი შენზეეე... და ტატოზე მაბოდეეეეებს....
ჩემი მწვანეთვალება პრინციიი.... ეს ანა მოკალი სანამ მე მოვკლავ... დამპალი... გავგლიჯავ... მაგის გამო თავი როგორ მოიკლა... დამპალი ქალია ფუ როგორ ვერ ვიტამ ეგეთებს.... ძალიან მიყვარს ეს ბიჭი და რა გავაკეთოოოოოოოოო მართლა ძალიან მიყვარს....
ხო ვამბობდი რო ეს რატი თავიდანვე არ მომწონდა... ვენაცვალე "კატოს" რა გემრიელად მიულანძღია მომავალში გული მომეფხანა პირდაპირ :დ
დღეს არ ველოდი ახალ თავდ და რომ დავინახე, მთელი დღის ცუდი განწყობა სადღაც გამიქრე... აი ამიტომ ვგიჟდები შენზე, შენს ისტორიებზე და შენს ბომბა პერსონაჟებზე ალისაა.ა...
ღმერთოო როგორი ემიციებით მმუხტავ ვერც კი წარმოიდგენ :დ ♡♡♡♡
იმედია შემდეგი თავსაც ასე მალე დადებ და გამიზარებ გუუულს...
გყვარობ სულით გულით და მთელი არსებიიით ჩემო გოგოოოოვ♡♡♡♡♡♡♡♡

ყოველთვის მახარებ სიყვარულო შენ♥️♥️♥️ ვეცდები,რომ მალე დავწერო და ასევე გაგახარო♥️♥️♥️

 


№9 სტუმარი ჯუჯღუნა

ამ საიტზე შემოვდიოდი მხოლოდ ერთი კონკრეტული მწეარალის ისტორიების წასაკითხად და სიამაყით შემიძლია გაცნობო რომ დღეიდა შენც ისევე ჩაგისფრდები როგორც მარიამს და ტოდესაც ისტორიის ატვირთვას დააგვიანებ შენც შეგიღონებ გულს

 


№10  offline ახალბედა მწერალი Alice76

ჯუჯღუნა
ამ საიტზე შემოვდიოდი მხოლოდ ერთი კონკრეტული მწეარალის ისტორიების წასაკითხად და სიამაყით შემიძლია გაცნობო რომ დღეიდა შენც ისევე ჩაგისფრდები როგორც მარიამს და ტოდესაც ისტორიის ატვირთვას დააგვიანებ შენც შეგიღონებ გულს

ჯუჯღუნა :DDD ასეთი სიტყვების შემდეგ მზად ვარ,ავიტანო გულის შეღონება დღე და ღამ ♥️♥️♥️

 


№11  offline წევრი LI_BE

ალისაა, რატომ მატირე!!! სულ რომ მახალისებ, ამ ისტორიაში, უკვე მეორე თავია, მატირებ. არადა, ჩემი ატირება არაა ადვილი საქმე. bowtie

მაგრამ ჩემი ცრემლები არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია რომ შენ ეს შეგიძლია. შეგიძლია ორი-სამი წინადადება ისე გადააბა ერთმანეთს, რომ ერთდროულად ხმამაღლა გვაცინო და თან სევდიანი ცრემლებით გვატირო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს შენს უსაზღვრო ნიჭიერებაზე. blush

გამიხარდა მომავლის ვიას დაბრუნების მიზანი heart_eyes და ეგ ისეთი ჩანს, მიზანს ყოველთვის რომ აღწევს smile

ხოდა ამას როგორ იზამს, ეს შენი ჯადოსნური ჯოხისთვის მოგვინდვია blush

 


№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

LI_BE
ალისაა, რატომ მატირე!!! სულ რომ მახალისებ, ამ ისტორიაში, უკვე მეორე თავია, მატირებ. არადა, ჩემი ატირება არაა ადვილი საქმე. bowtie

მაგრამ ჩემი ცრემლები არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია რომ შენ ეს შეგიძლია. შეგიძლია ორი-სამი წინადადება ისე გადააბა ერთმანეთს, რომ ერთდროულად ხმამაღლა გვაცინო და თან სევდიანი ცრემლებით გვატირო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს შენს უსაზღვრო ნიჭიერებაზე. blush

გამიხარდა მომავლის ვიას დაბრუნების მიზანი heart_eyes და ეგ ისეთი ჩანს, მიზანს ყოველთვის რომ აღწევს smile

ხოდა ამას როგორ იზამს, ეს შენი ჯადოსნური ჯოხისთვის მოგვინდვია blush

ბოროტი ჯადოქარივით მიხარია შენი ცრემლები :((( როდესაც შენ კომენტარს ვკითხულობ,თავიდან განვიცდი ჩემს ნაწერს . როგორ გყვარობ,ნეტავ იცოდე ♥️

 


№13  offline წევრი Elea_Nora

არ ვიცი რა შეიძლება გითხრა.
გასაოცარია!

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

Elea_Nora
არ ვიცი რა შეიძლება გითხრა.
გასაოცარია!

უბრალოდ უზომო მადლიერება შენ !♥️

 


№15 სტუმარი nino

dzalian magaria velodebi shemdeg tavs ❤

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

nino
dzalian magaria velodebi shemdeg tavs ❤

დიდი მადლობა ♥️♥️ რა თქმა უნდა,მალე იქნება♥️♥️

 


№17 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

მიხარია ჩემი ეჭვი,რომ გამართლდა ვიას დაბრუნების შესახებ???? აუუ არ მოკლა რა ტატო გთხოვ და ის ანას თუ ვიღაც გადამთიელი ისევე გააქრე როგორც გამოაჩინე ???? ხო კიდევ ძალიან გამიხარდა მომავლის ვიამ რატიკუნას,რომ "შეუსრულა" ღირსია ყველაფრის ეგ ბიჭი. ველოდები ახალ,გემრიელ თავს ❤

 


№18 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუ აიი ესს მოთხრობა ხო ძაან საყვარლობაა დრამებით და საყვარლობებით და ყველა შენი დაწერილიც ხო საოცრებაა და შენც საოცრება ხარ ❤️❤️
კი ძაან ვიბოდიალე მარა შენ მოთხრობებს რო ვკითხულობბ ვიბერები ემოციებით და სულ გაღიმებული დავდივარ ამ სამყაროსაც ვეთიშები აიი მართლა ძაან კაიაა და ასეეე გააგრძელეე ❤️❤️

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ანა-მარია
მიხარია ჩემი ეჭვი,რომ გამართლდა ვიას დაბრუნების შესახებ???? აუუ არ მოკლა რა ტატო გთხოვ და ის ანას თუ ვიღაც გადამთიელი ისევე გააქრე როგორც გამოაჩინე ???? ხო კიდევ ძალიან გამიხარდა მომავლის ვიამ რატიკუნას,რომ "შეუსრულა" ღირსია ყველაფრის ეგ ბიჭი. ველოდები ახალ,გემრიელ თავს ❤

ვაიჰ,ისე თქვი,არ მოკლაო,ყველაზე რეალურ არსებად წარმოვიდგინე და მართლაც რომ რეალური გახდა. მიხარია ასეთი ემოციები♥️♥️

სტუმარი მარიამი
აუუ აიი ესს მოთხრობა ხო ძაან საყვარლობაა დრამებით და საყვარლობებით და ყველა შენი დაწერილიც ხო საოცრებაა და შენც საოცრება ხარ ❤️❤️
კი ძაან ვიბოდიალე მარა შენ მოთხრობებს რო ვკითხულობბ ვიბერები ემოციებით და სულ გაღიმებული დავდივარ ამ სამყაროსაც ვეთიშები აიი მართლა ძაან კაიაა და ასეეე გააგრძელეე ❤️❤️


ეს ჩემთცის იმდენს ნიშნავს,ვერ აღვწერ♥️ ძალიან გამახარე^^ დიდი მადლობა,რომ არ უშურებ საპასუხოდ საოცარ ემოციებს ♥️♥️

 


№20  offline წევრი nino ninidze n

Alice76
ლალალლალაააა
ერვოზი დამემართება თუ შემდეგ თავს მალე არ მივიღებ:დ
სერიოზულად
ჰმმ ისეთია ტირილი და სიცილი ერთდროულად მინდა ვაიიჰ
შენს ტვინზე კიდევ ვგიჟდები:დ
ხოდა სულ მაინტერესებს და კითხვა მავიწყდება:დ ზოდიაქოთი რა ხარ?

ვეცდები,მალე მოვაცუნცულო ნერვოზის წამალი :3
ჩემი ტვინი კიდევ შენზე გიჟდება^^
სასწორი გახლავართ :დდდ ♥️♥️

მაგარია პირველად წავიკითხე

 


№21 სტუმარი ნათია41

ალისა ასეთი ჩახლართული მემგონი არცერთი შენი ისტორია არ იყო,ნუ მარტო ჰელოუინზე არ წამიკითხავს. მცხვენია, მაგრამ ვაღიარებ. აუცილებლად წავიკითხავ. ხოდა იმას ვამბობდი რომ ვერაფრით ვხვდები როგორ უნდა გადაარჩინოს ტატო იმედია რამეს მოუფიქრებს. რატი რომ მარტო ერთი რამით ფიქრობდა მაშინვე მოვწვი როცქ თქვა მე ქალები მიყვარსო. იმედია უმცროსი ვიაც მიხვდა. მოკლედ გელი და მიყვარხარ შენი ფანტასტიკური ფიქრებითურთ????

 


№22  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნათია41
ალისა ასეთი ჩახლართული მემგონი არცერთი შენი ისტორია არ იყო,ნუ მარტო ჰელოუინზე არ წამიკითხავს. მცხვენია, მაგრამ ვაღიარებ. აუცილებლად წავიკითხავ. ხოდა იმას ვამბობდი რომ ვერაფრით ვხვდები როგორ უნდა გადაარჩინოს ტატო იმედია რამეს მოუფიქრებს. რატი რომ მარტო ერთი რამით ფიქრობდა მაშინვე მოვწვი როცქ თქვა მე ქალები მიყვარსო. იმედია უმცროსი ვიაც მიხვდა. მოკლედ გელი და მიყვარხარ შენი ფანტასტიკური ფიქრებითურთ????

მართალია,ყველაზე ჩახლართული გამოვიდა,ამ თავში ახსნილიცაა,როდესაც დროს ვეხებით,ტვინში ყველაფერი ირევა,მარტივ საქმეს არ შევეჭიდე,თუმცა მაინც დავალაგებთ აუცილებლად ♥️ დიდი მადლობა შენ ასეთი სიტყვებისთვის,ამიტომაც გყვარობ საპასუხოდ♥️♥️♥️

 


№23  offline წევრი Nameless Girl

მარტო მე მგონია რომ რატის რაღაც საშინელება აქვს გადატანილი?ნუ არვიცი.
ტატო ძაან მაგარი ბიჭია და მგონია რომ ვია უყვარს,იმედია მომავლის ვიკა ყველაფერს შეცვლის და ტატოს ცოცხალს დატოვებს,ვიკას კიდე ტატოსთან ბედნიერი მომავალი ექნება.

 


№24  offline ახალბედა მწერალი Alice76

Nameless Girl
მარტო მე მგონია რომ რატის რაღაც საშინელება აქვს გადატანილი?ნუ არვიცი.
ტატო ძაან მაგარი ბიჭია და მგონია რომ ვია უყვარს,იმედია მომავლის ვიკა ყველაფერს შეცვლის და ტატოს ცოცხალს დატოვებს,ვიკას კიდე ტატოსთან ბედნიერი მომავალი ექნება.

არ ვიცი,არ ვიცი :3 ვნახოთ♥️♥️♥️

 


№25 სტუმარი artificial

rakhar gogo aseti saocreba. dzalian saintereso iko rogorc koveltvis da ert amosuntkvashi cavikitkhe. shenda sheni istoriebi momighebt me bolos da shemdegi tavic tu aseti the saocreba ikneba raghametkmis imis garda rom lodini mighirs

 


№26  offline ახალბედა მწერალი Alice76

artificial
rakhar gogo aseti saocreba. dzalian saintereso iko rogorc koveltvis da ert amosuntkvashi cavikitkhe. shenda sheni istoriebi momighebt me bolos da shemdegi tavic tu aseti the saocreba ikneba raghametkmis imis garda rom lodini mighirs

ვეცდები გავამართლო მოლოდინი♥️♥️♥️

 


№27 სტუმარი ნიცა

ისეთი საინტერესო და მაგარი ისტორიაა ყოველ ხუთწუთში შემოვდივარ და ვამოწმებ ხოარდადე ახალი თავი❤????

 


№28  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნიცა
ისეთი საინტერესო და მაგარი ისტორიაა ყოველ ხუთწუთში შემოვდივარ და ვამოწმებ ხოარდადე ახალი თავი❤????

ჰუჰ♥️ ძალიან მახარებ♥️ მალე იქნება ♥️

 


№29 სტუმარი ტატუკა20

ვაიმეეე ალისაა გავგიჟდები ტატო რომ არ გადაარჩინო!როგორი გასხვავებული და საინტერესო ისტორიაა ვგიჟდები ისე მომწონს.მალე დადე რაა ვერ გადავიტან ლოდინს.

 


№30  offline წევრი ki si

არ უნდა წამეკითხარ რა.. ჯერ. ელოდე ახლა ახალ თავს. მალე დადე საყვარელო სულ მოუთქმელად გელი <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.