შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გადამიფიქრო! (თავი 9)


16-11-2018, 21:34
ავტორი P.A.
ნანახია 1 476

არ გადამიფიქრო! (თავი 9)

***
უკვე თებერვალი იწურებოდა. რეზი ვერ ისვენებდა, უნდოდა ნინასთვის დეკრეტული შვებულება მიეცა, თუმცა თქმასაც ვერ უბედავდა, ეშინოდა ცუდად არ მიეღო, ამიტომ მოთმინებით იცდიდა, იქნებ თვითონ მოინდომოს წასვლაო. კვირის ბოლოს, თითქმის სამუშაო დღე დამთავრებული იყო, მუცელზე ხელებშემოწყობილი რომ დასჩერებოდა ერთ–ერთ დასარედაქტირებელ სტატიას. მთელი დღის განმავლობაში არაფერი ჩაედო პირში. დღეს თაიას გარდაცვალების დღე იყო და იცოდა, არაფერი გაახალისებდა ამქვეყნად. ყრუდ აწუხებდა მუცელი, თუმცა სისუსტესა და ნერვიულობას აბრალებდა, ამიტომ ცდილობდა ცოტაც გაეძლო, სახლში კი აუცილებლად წაუძინებდა. თუმცა კიდევ რამოდენიმე წუთი და ტკივილი შესამჩნევი გახდა. უნებურად შემოხვია მუცელს ხელები და მწარედ ამოიკვნესა
–ნინა, კარგად ხარ? – შემოესმა გვერდიდან გიორგის ხმა და ისიც და ელენეც, მაშინვე მის მაგიდასთან გაჩნდენენ
–არ ვიცი, მუცელი მტკივა, ძალიან მტკივა, – შიშით ჩურჩულებდა და დაბნეული თანამშრომლებიც ვერ მიმხვდარიყვნენ რა გაეკეთებინათ. გიორგიმ ნაზად შემოხვია მხრებზე ხელი, ელენემ კი სასწრაფოს ნომერი აკრიფა და ჩქარ–ჩქარა მიაყარა ოპერატორს ნინას მდგომარეობის შესახებ.
–მალე მოვლენ ნინა, ცოტაც გაუძელი, ძალიან გტკივა? – მის წინ ჩაიმუხლა ელენე და გიორგის ახედა, რომელიც ჩაფიქრებული, მხრებზე უსვამდა ხელებს გამამხნევებლად გოგონას
–ელენე, მიდი, ბატონ რეზის დაუძახე, სწრაფად! – მოიფიქრა უცებ და თვალები დაქაჩა, რომ გოგონა უფრო დაჩქარებულიყო. ისიც მაშნვე გაქრა ოთახიდან.
–გადაირევა, გაგიჟდება, არ უნდა დაგეძახათ.. – ამოილაპარაკა ტკივილისგან სახეშეჭმუხნილმა ნინამ და სანამ გიორგიმ მისი დამშვიდება შეძლო, მის ადგილს უკვე რეზი იკავებდა
–ნინა, სად გტკივა? როგორ გტკივა? მომხედე, ნინა.. – აღელვებული ეჩურჩულებოდა და ნინამ ასწია თუ არა თავი, იმხელა ტკივილი დაინახა მის თვალებში, მამაკაცის დამშვიდება მოუნდა
–არ ვიცი, რეზი, ნელ–ნელა ამტკივდა და ახლა ვეღარ ვუძლებ. რას აკეთებ? – ძლივს ლაპარაკობდა. გაოგნებულს თავის აწევის ძალაც აღარ ჰქონდა. მხოლოდ გრძნობდა, რამდენად ძლიერად ჰყავდა გულზე მიხუტებული პატარა ბავშვივით რეზის და რედაქციიდან თითქმის სირბილით გადიოდა
–სასწრაფო გამოვიძახეთ, ბატონო რეზი.. – ზურგსუკან მოაძახა გიორგიმ, თუმცა აღარაფერი გაუგია.
ხელის მოძრაობით ანიშნა ერთ–ერთ თანამშრომელს, რომ მანქანასთან დამჯდარიყო და თვითონ უკანა სავარძელზე, საკუთარ კალთაში მოთავსებულ ცოლთან ერთად სახედამძიმებული მოკალათდა
–მალე, მალე! უფრო სწრაფად! – აჩქარებდა ისედაც დაბნეულ ბიჭს და გაუცნობიერებლად აკრობდა ტუჩებს ნინას შუბლს, ცხვირს, თმებს..
–ცოტაც, ნინა, სულ ცოტაც..
–ნუ ნერვიულობ რეზი, ძალიან არ მტკივა.. – ლაარაკიც კი უჭირდა ნინას ტკივილისგან, მაგრამ გაცხოველებული ქმრის დანახვა გულს უყინავდა. ახლა სულ დავიწყებოდა წყენა, ძლიერად ეკვროდა მის გულს და უფრო მეტად რომ ასტკივდა მუცელი, ერთიანად აუკანკალდა სხეული
–ნინა! ნინა! მოვედით, სულ ცოტაც, პატარავ, ძალიან გთხოვ.. ღმერთო, როგორ დამეტანჯე..
ძლივს შეუშვა ხელი, ძლივს დათმო მისი პატარა სხეული და პალატის კარი რომ მიუკეტეს ცხვირწინ, არაადამიანური ხმით, წამბილწავი სიტყვებით დაუშინა კედელს მუშტები. არც აპირებდა არავისთან დარეკვას, არც გახსენებია, რომ მეგობრები, ნათესავები ჰყავდა გარშემო. გაყინული სახით ელოდა ექიმის გამოჩენას, მობილურის ხმამ რომ აზრზე მოიყვანა. დამძიმებული ქუთოთები მოისრისა და მძიმე ხმით უპასუხა
–ჰო, კაკია..
–რეზი, რას შვრები, როგორ ხარ?
–რავიცი, ლევან, შენ როგორ ხარ? ვაპირებდი ამ დღეებში დარეკვას და ვეღარ მოვიცალე..
–ეგ არაფერი ძმაო, როგორ არის ნინა? მოსაკითხად დაგირეკე.. ხომ იცი, ნინასთან არ ვარ ისე ახლოს და ვერ ვურეკავ მე ასე თამამად
–არ ვიცი, კაკი.. ახლა კლინიკაში ვართ. სამსახურში ცუდად გახდა და გამოვქანდი, ჯერ კიდევ ვერ ამოვისუნთქე, არაფერს მეუბნებიან.. – ნერვიულად, ჩქარ–ჩქარა ლაპარაკობდა
–მოვალ ახლავე, რეზი, დამშვიდდი.. ჩამოჯექი და დამშვიდდი, თავი აიყვანე ხელში, გესმის? – მარტივად შენიშნა მუდმივად მშვიდი, სერიოზული ძმაკაცის ტონში შიშის ნოტები და ცუდად ენიშნა მისი სისუსტე
–არ გინდა, იყავი რა, დაგირეკავ მერე მე თვითონ, – მაინც იუარა რეზიმ
–როგორ არ მინდა, მითხარი რომელ კლინიკაში ხართ..
ძალიან მალე, მარტო კაკია კი არა, მის უკან მომავალი თაზო, სანდრო და იოანე რომ შენიშნა, უკმაყოფილოდ შეკრა შუბლი. კაკიას უკმაყოფილოდ გადახედა, მაგრამ მიხვდა, რომ ბიჭების მოსვლის შემდეგ ბევრად მხნედ გრძნობდა თავს. მოუთმენლად ელოდა ექიმის გამოსვლას. მხოლოდ ერთხელ შეატყობინა მორიგე ექთანმა, რომ მცირე ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა ნინას, თუმცა საგანგაშო არაფერი იყო, დანარჩენს კი მისი პირადი ექიმი გააგებინებდა. მაინც ვერ ისვენებდა, დერეფანში დიდი ნაბიჯებით დაბორიალობდა და ბიჭების დამამშვიდებელ სიტყვებს ინსტიქტურად, თავის ქნევით პასუხობდა.
–ხომ არ დავურეკოთ მის მეგობრებს? – ჩაეკითხა სანდრო და ყურადღებით დააკვირდა ძმაკაცს
–ჰო, დავურეკოთ. გავალ, ნიკოლოზს გავაგებინებ..
ცოტახანში იმდენად ბევრი ხალხი იდგა მოსაცდელში, სიარული გაძნელდა. მალე პალატაში გადაიყვანეს ნინა და ინფორმაციის მისაწოდებლად რეზის გვარი ამოიკითხეს თუ არა, ყველამ ერთდროულად მიატრიალა ქირურგისკენ თავი
–გიგაური რეზი, აქ ბრძანდება? პაციენტის მეუღლე.
სანამ რეზი ხმას ამოიღებდა, ნიკოლოზი წამოდგა და მოუთმენლად შენათა ექიმს თვალები
–ჩემი შვილია, ჩემი.. როგორი მდგომარეობაა?
–საშიში სისხლდენა ჰქონდა, ზუსტი მიზეზი გაურკვეველია, თუმცა გადაღლა, ნერვიულობა და რაიმე სახის სტრესი ხშირად იწვევს ასეთ მდგომარეობას. ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდა, თუმცა ახლა პაციენტი სტაბილურადაა და ემბრიონსაც არ ემუქრება საფრთხე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად დაისვენოს. ორკვირიან წოლით რეჟიმს და რამოდენიმე მედიკამენტს გამოვუწერ, მეექვსე თვეშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნაადრევი მშობიარობა არ დაეწყოს. მედიკამენტების სია თქვენ გადმოგცეთ? მისი მეუღლის სახელზეა გაწერილი.. – ექიმი დაბნეული შეჰყურებდა ნიკოლოზს
–თუ შეიძლება.. – არაადამიანური ხმით წარმოთქვა ორიოდ სიტყვა რეზიმ და ექიმს გამოწვდილი ფურცელი გამოართვა, მერე მის გვერდით მდგარ ნიკოლოზს გახედა
–ნიკოლოზ, მომეცი ელემენტარულის გაკეთების უფლება, თორემ გამისკდება გული! მომეცი საშუალება მასზე და ჩემს შვილზე ვიზრუნო..
ნიკოლოზმა არც თუ ისე მხნედ, თუმცა მაინც დაუფიქრებლად დაუქნია თავი და ოდნავ შეეხო მხარზე
–ნახვა შეიძლება? – ისევ ექიმს მიუბრუნდა რეზი
–მხოლოდ თქვენი შესვლაა შესაძლებელი ჯერ–ჯერობით, დანარჩენებს კი ბოდიშს გიხდით. ორიოდე დღე აქ მოუწევს გაატაროს, რომ დავაკვირდეთ. მიღების საათებში შეგეძლებათ მისი ნახვა, – ღიმილით მოახსენა და ისევ რეზისკენ მიუბრუნდა
–წამობრძანდებით? შეგიყვანთ..
რეზი ადგილს მიეყინა, უნდოდა ნინას მისი ნახვა?! თუმცა, მაშინვე ამოუტივტივდა გონებაში როგორ ტიროდა, როგორ ეკრობოდა მთელი სხეულით მანქანაში და სწრაფად გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი.
დაჰყურებდა ჯერ ისევ მძინარე ცოლს და თითებით მთელ სახეზე ეფერებოდა. მერე დაიხარა, თბილი ტუჩები მიაკრო შუბლზე და მზერით მის მუცელზე ჩაჩოჩდა. ახლა აქ მიაკრო ხელისგული, შვილის მოძრაობაც იგრძნო და სევდიანად გაეღიმა
–როცა გეხები, სულ გრძნობ არა, მა?

***
საავადმყოფოს ეზოში, გვერდიგვერდ იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. ცოტნემ ბოლომდე ჩამწვარი ღერი დააგდო ფეხებთან და უდიერად გასრისა ფეხსაცმლით
–ბექა, არაკაცები ვიქნებით არა, მოღალატე ქმარს აპატიეთქო, რომ ვურჩიოთ? – ამოილაპარაკა უცებ.
ბექამ ჩაიცინა, თავი გადააქნია და ძმაკაცს შეხედა
–გინახავს მათი სიყვარული?
–ჰა? – ვერ მიხვდა ცოტნე
–გინახავს, როგორ ეუბნება რეზი თვალებით, რომ უყვარს? დაკვირვებიხარ?
–რათ უნდა მაგას დაკვირვება, ბექა.. – სევდიანად გაეღიმა ცოტნეს
–და ჩვენ კიდევ რამდენი რამე არ გვინახავს..
–მაგრამ, უღალატა ბექა, ჩვენ ნინას უღალატა!
–და პატიება რისთვისაა მოგონილი ცოტნე? – წამოიყვირა უცებ და უნებურად წინ აესვეტა. ცოტნე რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ არ დააცადა
–პატიება აი ასეთი სიყვარულისთვისაა მოგონილი! მხოლოდ ასეთისთვის.. და მეც, შენც, ნიკოლოზმაც და საერთოდ ყველამ.. ყველამ ვიცით, რომ თუ არ აპატია, მთელი ცხოვრება დაიტანჯება! –ხმა ჩაუწყდა ბოლოს.
ცოტნემ ისევ ვერ ამოიღო ხმა. ხვდებოდა, რომ ახლა ბექას ზუსტად ისევე სტკიოდა ნინას ტკივილი, როგორც თვითონ.
–არ მინდა რომ ასე იტანჯებოდეს, უნდა მიხვდეს, რომ დროა.. ცოტნე, არ არის ეგრე? მითხარი! გასკდა თავი! მითხარი, რატომ არ შეიზიზღე რეზი? რატომ არ შევიზიზღეთ ლუკა? იმიტომ რომ, რეზისავით მართალი სიყვარული იშვიათია და.. კაროჩე რა, აღარ მინდა ამდენ რამეზე ფიქრი. გაიღვიძოს ნინამ მალე, რომ ამოვისუნთქო..
ხელი გაურკვეველი მიმართულებით გაიქნია, მეგობრულად გაკრა იდაყვი ცოტნეს და კლინიკისკენ შებრუნდა.

***
–ყველა წამალი აქ დევს, ერთად. არ აგერიოს, საათებსაც მიაქციე ყურადღება..
–კარგი, მადლობა
–იცოდე, არ იბოდიალო, წოლითი რეჟიმი გაქვს, ხომ გახსოვს
–მახსოვს რეზი. მომაწოდე ეგ ზედა, აი შენგან მარცხნივ დევს.. მიდი, გთხოვ.
მაისურს დაავლო ხელი და მასთან მივიდა
–გამოგიწერე უკვე დეკრეტული შვებულება, როცა შეძლებ შეგეძლება გააგრძელო ისევ. ხომ აპირებ, რომ იმუშავო? – თბილი ხმით ჩაეკითხა
–კი, ვაპირებ. მიიხედე, უნდა გავიხადო ეს ხალათი..
–კარგი რა ნინა.. – კოპები შეკრა და სწრაფად გადააძრო საავადმყოფოს თხელი ხალათი. სავსე მკერდსა და გამობერილ მუცელში იმდენად ზრდასრული და მიმზიდველი ეჩვენა, ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა
–ეს რა ჩვევა გაქვს.. – ამოიწუწუნა სახეაწითლებულმა ნინამ და სწრაფად გადაიცვა სქელი, კაპიშონიანი მაისური
–რა ჩვევა?
–აი ასე რომ იცი უკითხავად გაშიშვლება.. ანუ.. რომ იცოდი..– დაიბნა და თვალების სასაცილო ბრიალით ახედა მის წინ მდგარს
–შარვალი სად გაქვს? – მიიხედ–მოიხედა რეზიმ და ყველანაირად ეცადა, მის ბავშვურ ბუტბუტზე არ გაღიმებოდა
–არ ვიცი, მოიცადე, მეთვითონ ვნახავ.. – ფეხზე წამოდგა და საცვლისა და დიდი მაისურისამარა ჩანთისკენ წავიდა. რეზი თავგადახრილი აკვირდებოდა მის ფეხებს და ახლა უკვე მოურიდებლად იღიმოდა
–რეზი, რას მიყურებ და რას დამცინი! – წამოიძახა მისკენ მობრუნებულმა და უცებ ორივემ იმხელა სიცხადით გაიაზრა, რომ ნინამ ძველებურად მიმართა, რომ სუნთქვა შეეკრათ. დაბნეული, ისევ ჩანთისკენ მიბრუნდა და ქექვა განაგრძო, როცა კარი ექიმმა შემოაღო. დარცხვენილი ნინა ინსტიქტურად წავიდა რეზისკენ და ზურგზე აეკრო. მთელი სხეული აეწვა.. ყველა წერტილი, რომელზეც ეხებოდა
–მაპატიეთ, გამოიცვალეთ ნინა და შემდეგ შემოვალ, დიდ ბოდიშს გიხდით, – რეზის დაუკრა ექიმმა თავი, რადგან ნინა მის უკან მიმალულიყო.
გრძნობდა როგორ ეხებოდა წელზე პატარა ხელებით, როგორ აფრქვევდა გახშირებულ, ცხელ სუნთქვას ზურგზე და ერთიანად უვლიდა ტანში სიამოვნებისგან, მონატრებისგან გამოწვეული ჟრუანტელი. რამოდენიმე წამი თავს სიამოვნების უფლება მისცა და თვალები მოხუჭა, მერე კი, რომ მიხვდა ნინა მოშორებას აპირებდა, ხელები დაუჭირა აქეთ–იქიდან და გოგონას განძრევის საშუალება არ მისცა
–მეხუტები ნინაჩკა? –დაიჩურჩულა ღიმილით და მის პატარა ხელებს დახედა
–შენ გამაკავე.. გამიშვი ახლა.
რეზი, ისე რომ, ხელი არ გაუშვია, მისკენ შებრუნდა და მკლავებში მოიქცია პატარა სხეული. თავზე აკრობდა ტუჩებს და ცდილობდა, რაც შეიძლება ღრმად შეესუნთქა მისი სურნელი
–რეზი..
–რაო, ნინა?
–აღარასოდეს მიღალატებ? – თვალებაცრემლებულმა ჰკითხა
–რომ იცოდე, როგორ ნაგვად ვგრძნობ თავს ამ კითხვის დასმის უფლება რომ გაქვს ახლა შენ..
–უნდა ჩავიცვა, სადღაც მედო შარვალი.. – ამოიჩურჩულა და ისევ ჩანთებს მიუბრუნდა. რეზიც მიჰყვა, თვითონ მოძებნა შარვალი და ღიმილით გაუწოდა. ნინამ მოუხერხებლად ჩაიცვა, მერე კი ფეხსაცმელს და წინდებს დაავლო ხელი. საწოლზე იჯდა მუცელგაბერილი და ვერაფრით წვდებოდა საკუთარ ფეხებს. რეზიმ უხმოდ გამოართვა წინდები ხელიდან და მის ფეხებთან ჩაიმუხლა
–სად არის მამა? არ გამომივლის? – ჰკითხა ნინამ და თან ზევიდან დახედა. უყურებდა როგორ აცმევდა მარჯვენა ფეხზე ჯერ წინდას, მერე კი ფეხსაცმელს. თასმები ლამაზად შეუკრა და ახლა მის მეორე ფეხს დაწვდა
–მე მიგიყვან სახლში.. – უბრალოდ გასცა პასუხი და ფეხისგულზე ოდნავ მოუღატუნა
–რეზიი! ხომ იცი, ვერ ვიტან, – გადაიკისკისა ნინამ და ხელი აუქნია
–როგორ მენატრები, ნინა! – ახლა ტუჩები მიაკრო ფეხსიგულზე და როგორც სჩვეოდა, კბილები მოსდო ქუსლზე. მერე კი, ვითომ არც შეუმჩნევია ნინას აცრემლებული სახე, მეორე ფეხზეც ჩააცვა ფეხსაცმელი და ფრთხილად წამოაყენა. ექიმს დამეშვიდობნენ და რეზის მანქანაში მოთავსდნენ.
–იქით შაბათ–კვირას დუშეთში წავიდეთო ჩემებმა.. – ამოილაპარაკა რეზიმ – ვიფიქრე, იქნებ..
–გინდა, რომ მეც წამოვიდე? – მიუხვდა ნინა და სიტყვა შეაწყვეტინა, ოდნავ თვალებგაფართოებული შეჰყურებდა. გიჟდებოდა რეზი ასეთ ნინაზე, სუნთქვა ეკვრებოდა მის ასეთ ბავშვულ შემოხედვაზე..
–თუ კარგად იქნები, იქნებ გესიამოვნოს.. ვიცი, არც უნდა მეკითხა, უბრალოდ, არ ვიცი, ნინა, მენატრები და ვეღარ ვხვდები რისი უფლება მაქვს და რისი არა.. დაივიწყე..
–წამოვალ.. – ღიმილით ამოილაპარაკა
–რა? – ყურებს არ უჯერებდა რეზი
–ჰამაკს დამიკიდებ ეზოში? იმას, ჭრელს..
–დაგიკიდებ, აბა რას ვიზამ, ნინა! – ბედნიერი იყო, საოცრად ბედნიერი. მადლიერი თვალებით შეჰყურებდა გვერდით მჯდარ, გაბერილ ცოლს
–ბუხარსაც დამინთებ?
უყვარდა დუშეთის სახლი. გაახსენდა ის დღე, პირველად რომ შეიყვანა რეზიმ ბუხრიან, დიდი საძინებელი ოთახში, რომელიც საოცრად მყუდროდ, თბილ ფერებში გემოვნებიანად გაეკეთებინათ და მერე არაერთი სიყვარულით სავსე დღე და ღამე გაუტარებია რეზისთან ერთად.
–დაგინთებ.. გინდა შენი გოგოებიც წავიყვანოთ? ღამე რომ არ შეგეშინდეს მარტო. ბექას და ცოტნესაც ვუთხრათ თუ შენ გინდა..
გაახსენდა ბოლო ჩასვლისას, შუაღამისას, ოთახიდან შიშით გამოვარდნილი ნინა, რომელიც აივანზე სიგარეტის მოსაწევად გასულ რეზის სხეულს სწრაფად აეკრო და პატარა ბავშვივით უსაყვედურა, მარტო რატომ დამტოვე, ძლივს გიპოვეო..
–მარტო რატომ, შენ არ მოგინდება ჩემთან? – უნებურად მოიბუზა ნინა.
რეზის თვალები გაუფართოვდა, გაოგნებისგან ბედნიერებაც ვერ იგრძნო, ბედნიერება, რომელიც მისი სიტყვებიდან გამომდინარე მარტივი აღსაღქმელი იყო. ნინას მასთან ერთად ყოფნა უნდოდა.. არც დაუშვია მის გარეშე ღამით დარჩენა
–არ მინდა, რომ ჩემი შეხება ვერ აიტანო, ნინა..
–თათია და თიკაც იქნებიან? – ესღა ჰკითხა, სხვა ვერაფერი მოიფიქრა
–იქნებიან..
–კარგია, – გაიღიმა – ძალიან მეხმარებიან ყველაფერში..
–ჰო, კარგი გოგოები არიან, – რატომღაც სევდიანი ხმით ამოილაპარაკა რეზიმ
–იცი, ლუკამ პატარა საგულშემატკივრო მაიკა გაუკეთა პატარას, თავისი გვარით.. თქვენი გვარით..
–მართლა? მაჩვენებ მერე? – გაეღიმა რეზის
–გაჩვენებ, აუცილებლად. რეზი, რამოდენიმე საქმე დამრჩა მოსაგვარებელი, ამ კვირის ბოლომდე მქონდა ვადა..
–კარგი რა, ნინა. დაანებე ამ სამსახურზე ფიქრს თავი, ჩემი მაინც არ იყოს რედაქცია, – მობეზრებით გადახედა რეზიმ
–დავასრულებ იმ სტატიებს და იმეილით გადმოგიგზავნი, – დაასრულა მაინც ჯიუტად
–იწვები შენს სახლში და არაფერს არ გააკეთებ, იზრუნებ ჩვენს პატარაზე, გასაგებია? – სიმკაცრე გაურია ხმაში და მის მოკუმულ ტუჩებს გაუშტერა მზერა
–ქაჯი! – ჩაილაპარაკა ჩუმად ნინამ და თავი მიატრიალა
ისევ ძველი ჩვევები.. ისევ ორმაგად სწრაფად აძგერებული გული..
–სახელზე არ ფიქრობ?
–შენ?
–შენ რაც გინდა ის უნდა დაარქვა, ნინა..
–რატომ, მამები არ ირჩევენ სახელს?
რეზის გაეღიმა
–მე შემითანხმდი, ჩემს აზრებს არ მოგახვევ თავს..
–არ მომიფიქრებია ჯერ, ლუკას ვინ დაარქვა სახელი?
–მარიამმა.
–ნეტა ლუკასნაირი კარგი გაიზარდოს, მისნაირი ნიჭიერი..
–მე და შენ არ ვართ ნიჭიერები? – გულით გაეცინა რეზის
–ჰო, ლუკაც შენ გგავს..
–მარიამსაც გავს, მხოლოდ მე რომ მგავდეს არ იქნებოდა ასეთი კარგი.
–მარიამი კარგია? – ტუჩები გაბუსხა ნინამ
–გინდა გაგაცნო? – გაეცინა რეზის მის სახეზე
–არ მინდა, სულაც არ მინდა..
მანქანა მის სახლთან დააყენა, გადმოსვლაში მიეხმარა და ჩანთები ცალი ხელით დაიჭირა. ზღურბლზე თინა დახვდათ ღიმილიანი სახით, რეზი შიგნით შეიპატიჟა, მაგრამ ზრდილობიანი უარით დაემშვიდობა და ნინას ბოლოჯერ გახედა
–მიხედე რა თავს, ძალიან გთხოვ..
–მივხედავ.. – თავი დაუქნია და თავის ოთახში გაუჩინარდა

***
–შენ რა, მართლა მიდიხარ დუშეთში, რეზისთან ერთად? – შემოვარდა ბექა ოთახში და ნინას გვერდით დახტა
–ნუ შეაწუხე უკვე, მიდის დიახაც.. – ხელი მიკრა სალომემ და თვალები დაუბრიალა
–თავს თუ ცუდად იგრძნობ, მაშინვე რეკავ და ჩამოვდივართ, მოგვყავხარ! – უკვე მესამედ გაუმეორა ცოტნემ სერიოზული სახით
–ჰო როგორ არა, გამოგატანს, – ჩაიფრუტუნა ბექამ და გადაიხარხარა
–ნუ ხარ იდიოტი, მარტო კი არ მიდიან! – ისევ შეუღრინა სალომემ
–გინდა ჩვენ წავიდეთ მარტო სადმე? – მისკენ მიბრუნდა და ბედნიერი სახე შეანათა
–შემეშვი, გადი იქით, – ხელი კრა სალომემ და ნინას ეშმაკურად ჩაეღიმა, რეზის სიტყვები უტრიალებდა გონებაში, სალომეზე და ბექაზე ნათქვამი
–ფიქრობთ, რომ შეცდომას ვუშვებ? – უცებ დასვა კითხვა ნინამ, პირველად ამოიღო ხმა და მეგობრებს სათითაოდ მიაშტერდა
–არა, ნინა.. – წინ ჩამოუჯდა ანანო
–ამ გოგოს ძალიან სჭირდება მამა! – სასაცილოდ მიადო თითი ბექამ მუცელზე – შორს მყოფი მამა კიდევ ყველაზე უარესია, ნინა.. დედისგან შორს მყოფი.
მაგრამ ახლა ბავშვზე რომ არ ფიქრობდა? მის მამობაზე რომ არ ეფიქრებოდა? საკუთარი თავისა და რეზის გარდა რომ ვერაფერზე ფიქრობდა, ეს არ იყო დიდი შეცდომა?

***
–ნინა, გინდა გოგოებთან ჩაჯდე? აქ, ჩემს მანქანაში, – თბილად მოხვია ხელი თაზომ.
ნინამ დაბნეული სახით გადახედა ახლოს მდგარ რეზის, რომელიც დაკვირვებული მზერით შეჰყურებდა ცოლს, მის კითხვით სავსე თვალებზე თბილად გაეღიმა
–სადაც შენ გინდა, ნინა..
–არ ვიცი.. რა ვიცი.. – თავი დახარა
–მოდი მაშინ მე და შენ ერთად წავიდეთ, კარგი? უფრო მშვიდად ვიქნები გვერდით რომ მეყოლები, – ფრთხილად უხსნიდა რეზი და მის ჩანთებს მანქანაში ალაგებდა
–კარგი, – დაუქნია თავი და მის მხარზე მოხვეულ თაზოს ხელს ჩაეჭიდა
–რატომ არ მოდიან შენები? რეზიმ მითხრა, არ მოინდომაო, – თავზე მიაკრო ტუჩები თაზომ
–ისე მექცევიან, თითქოს მსხვრევადი ვიყო, ყველაფერზე დაფეთებული სახით მაკვირებიან, აქ რეზიც მეყოფა ეგეთი.. – გაეცინა
–მართალი ხარ, ერთი ჯმუხი კაციც გვეყოფა! – წამოიძახა მხიარულად და რეზისკენ გაიხედა
–რაო? – გამოსძახა საქმეში გართულმა რეზიმ სიცილით
–მიხედე საქმეს, მიხედე, არაფერი.. – ხელი აუქნია
–ჰო, შენ იდექი მანდ უსაქმურად და აურიე ტვინი ჩემ ცოლს, – გაეცინა რეზის და ნინას მისმა ნათქვამმა „ჩემმა ცოლმა“ ფეხებში ძალა წაართვა, უფრო მეტად ჩაეჭიდა თაზოს მკლავს
–ხომ კარგად ხარ? – შეშფოთებით ჩაეკითხა თაზო და მაშინვე უკმაყოფილო სახით შეუბრუნდა ბიჭებს – ვეღარ დგას გოგო ფეხზე, დროზე ვქნათ რა!
რეზიმ დიდი ყუთი მაშინვე ძირს დადო ხმაურით და მათკენ წამოვიდა
–მოდი, მოდი მანქანაში.. თაზო, გაინძერი, ჩააწყე ისინიც და გავიდეთ რა, გოგოები მზად არიან?.. – მძიმედ სუნთქავდა და უკვე ნინას წელზე ჰქონდა შემოხვეული ხელი ძლიერად.
ბიჭებმა ერთმანეთს ჯერ გაოგნებით გადახედეს, მერე კი ორივეს გაეღიმა მის დაფეთებაზე. გაღიზიანებული ძმაკაცისთვის აღარაფერი უთქვამთ, ისე ჩააწყეს ყველაფერი მანქანაში და გოგონებს დაურეკეს, რომ წუთი–წუთზე გაუვლიდნენ. რეზიმ ფრთხილად ჩასვა მანქანაში ნინა, ღვედი გაუკეთა და მის გაბერილ მუცელს დახედა
–ხომ არ ჯობია უკან დაჯდე? ხომ არ გაწუხებს?
–არ მაწუხებს, რეზი.. – ორივე ხელი მის სახეს მოკიდა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად და თვალებში ჩახედა
–კარგად ვარ! – დაიჩურჩულა ღიმილით.
რეზი მის ხელებს შეეხო ზევიდან და თითები გადაატარა, გატანჯული გამომეტყველებით უყურებდა
–ჭამე დილას რამე?
–კი, ცოტა..
სანდროს ხმა შემოესმათ, ატყობინებდა რომ წასასვლელად მზად იყვნენ და რეზიმ ფრთხილად მიუხურა კარები ნინას. მთელი გზა მშვიდ მუსიკას უსმენდნენ და თითქმის არ ლაპარაკობდნენ, მხოლოდ რამოდენიმეჯერ დააზუსტად რეზიმ, ხომ ნამდვილად კარგად გრძნობდა თავს. ნინა ხედავდა, შიგადაშიგ როგორ აპარებდა თვალს მისკენ რეზი და შეათვალიერებდა ხოლმე. ცოტახანში დაღლა იგრძნო, ფანჯრის რაფას მიაყრდნო თავი და თვალები მოხუჭა, თუმცა ვერ მოისვენა და უკმაყოფილოდ ამოიოხრა, ძალიან ხმადაბლა
–დაიღალე? – მაშინვე გაისმა რეზის თბილი ხმა
–არა, არ დავღლილვარ
–უკან ჩემი მოსაცმელი დევს, თავქვეშ ამოიდე და ცოტა წაუძინე, ნელა ვივლი, რომ არ შეწუხდე ძალიან.. – დაარიგა უცებ .
ცოტახანში სრულიად მისით იყო მოცული. გვერდიდან მის სუნთქვას გრძნობდა, ცხვირი კი მის მოსაცმელში ჩაერგო და ღიმილს ძლივს იკავებდა, რომ მისი სუნის შეგრძნებით გამოწვეული სიამოვნება როგორმე დაეფარა. თითქმის ძილბურანში იყო, რეზის ჩუმი ხმა რომ მოესმა
–სანდრო, მეორე მოსახვევთან რესტორანი რომაა, ჰო, სადაც შევდივართ ხოლმე, გააჩერეთ მანდ, ცოტა დაისვენონ გოგოებმა და შეჭამონ რამე.. კარგი.. არა, ნელ–ნელა მოვდივარ, დაგეწევით მალე.
ცოტახანში მართლაც გაჩერდნენ ნინასთვის უკვე კარგად ნაცნობ ადგილას. ფრთხილად ჩამოეყრდნო რეზის ძლიერ მკლავს და გოგოებისკენ წავიდა, რომლემიც აქეთ–იქიდან თბილი ღიმილით ამოუდგნენ
–ბავშვები რატომ არ წამოიყვანეთ?
–კარგად დასვენება რომ გვინდოდა, იმიტომ, – სასაცილოდ მოჭმუხნა სახე თათთიამ
–მერე, გაბრიელი რჩება ასე? – გაეცინა ნინას
–ეკლებზე კი ვზივარ, მაგრამ სანდრო მეუბნება აქედანვე შევაჩვიოთო.. – ღიმილით აიჩეჩა მხრები.
შუადღისკენ უკვე დუშეთში იყვნენ, საოცრად ესიამოვნა გრილი ჰაერი და სანამ ბიჭები ჩანთებს აწყობდნენ, გოგოებთან ერთად ბუნებით ტკბებოდა. ცოტახანში მათი ხმაც არ ესმოდა, მუცელზე მოეხვია წვრილი მკლავები და მშვიდი სახით ყველაფერზე ერთად ფიქრობდა. ზუსტად ისეთი ცა იყო, მას რომ უყვარდა. უნებურად გაეღიმა და მოაჯირს ჩამოეყრდნო. ოდნავ შესცივდა, მაგრამ არ უნდოდა სახლში შესვლა, საოცრად მშვიდად გრძნობდა აქ თავს. გაშლილი თმა ნელ–ნელა უფრო და უფრო ეწეწებოდა და სახეზე ნაზად ელამუნებოდა. გაიგონა, როგორ დაუძახეს ბიჭებმა, შემოდით, აცივდაო. თათიასკენ და თიკასკენ მიაბრუნა ოდნავ თავი და ახლავე მოვალო, ღიმილით დაუბარა. ახლა უკვე მარტო იდგა საოცარი ბუნების პირისპირ. მოეჩვენა, რომ ტირილი უნდოდა, თუმცა არა სევდისგან.. რატომ ფიქრობდა, რომ ახლა ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო? რატომ თვლიდა, რომ გარეთ გამოსული, ანერვიულებული რეზი ახლა ყველაზე დიდ იმედს ნიშნავდა? მისი თბილი ხელების შეხება იგრძნო მხრებზე და ცოტახანში მთელი ტანი გაუთბა.. თბილი პლედი მოეხვია მამაკაცს მისთვის და ნინამ შეატყო, რამოდენიმე წამი როგორ ცდილობდა რაღაცის თქმას. ბოლოს, ძალიან ჩუმად თავად ამოიღო ხმა
–მშვიდად ვარ აქ, შემოვალ მალე, კარგი?
–არ გაცივდე რა..
–მალე შემოვალ, – გაუმეორა ისევ
ოდნავ დაუქნია თავი და მუდარით შეხედა
–ცხელი კაკაო რომ მოგიტანო, დალევ?
ახლა ნინამ დააქნია თავი, თავს უფლება მისცა, რომ თბილად გაეღიმა მისთვის და შეატყო, როგორ გაუბრწყინდა ნანერვიულებული სახე რეზის.

***
–რას აკეთებთ? – სიცილით კვდებოდა ლუკა და ძმაკაცებს თითქმის ოთხად მოკეცილი უყურებდა
–თუ არ დამეხმარები, გაგიტეხავ თავს! – ეცინებოდა გიოსაც და ცდილობდა როგორმე ლადოსთვის წყალბურთის ქუდი დაეფარებინა თავზე. ლადო სასაცილოდ მანჭავდა სახეს და უკვე დაღლილი, ხელებჩამოშვებული იდგა ძმაკაცის წინ
–ვერ ხედავ რომ პატარა ზომაა? სად გაჩითე ასეთი პატარა ვაბშე? – ისევ ეცინებოდა ლუკას
–ვერ ვიშოვე ამ დილას სხვა, დავტოვე სადღაც ჩემი, ვერ ვიპოვე. არ დამიშვებს თამაშზე ზაზა, რა გაცინებს, ! – ბრაზობდა ლადო და ორივეს ერთად უბღვერდა
–არ გაქვს მეორე? სახლში მაქვს და რომ გეთქვა, წამოგიღებდი, – იცინოდა ისე ლუკა
–არ მქონდა, რა ვიცი მე.. მომხსენი, არ მეტევა, ამის! – შეიკურთხა და უხეშად გასწია გიო.
ბიჭებს ისევ სიცილი აუტყდათ. მერე, ზაზა რომ შემოვარდა გასახდელში, სად ხართ ამდენ ხანსო, ძლივს შეიკავეს თავი, ძლიერად მოკუმა ორივემ ტუჩები. ღრიალი რომ დაუწყო ლადოს, ორივე კარადებს აეკრო და სერიოზული სახით შეჰყურებდნენ თავდახრილ ძმაკაცს
–არ გაქვთ ზედმეტი? – ახლა მათ შემოუბრუნდა გაცეცხლებული ზაზა და ისე გაბრაზებით დაუღრინა, თითქოს რამე დაეშავებინათ.
ბიჭებმა დამნაშევის სახით გააქნიეს თავი
–არ ითამაშებ დღეს! მომშორდი ახლა.. ლუკა, გიორგი, დროზე! თორემ დარჩებით თქვენც თამაშის გარეშე! დროზე! – გასახდელიდან გავარდა
ბიჭებმა ისევ სიცილი ატეხეს და ლადოს, რომელიც გაგიჟებული შეჰყურებდა ძმაკაცებს, აქეთ–იქიდან დაუტყაპუნეს მხრებზე ხელი
–ჩაიცვი და დაგველოდე, ბარში გავიდეთ და დავლიოთ დღეს მაგრად გინდა? – გაამხნევა თავისებურად ლუკამ
–ჰო, მინდა, – ამოიღრინა
–თან რეზიც არაა აქ, ვერ გაგვიტრაკებს.. – გაუცინა გიომაც და სწრაფად გავიდნენ ორივე გასახდელიდან
–მაინც რა გასიებული თავი აქვს ეე! – წამოიძახა გიომ და ორივეს ისევ არანორმალური ხარხარი აუტყდა

***
ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს პირველად უნდა დაეძინა მასთან ერთად.. ასე ქალის სიახლოვის არასოდეს შეშინებია. ძალიან რომ დაიღალნენ გოგონები, თაზოს და სანდროს აუწუწუნდნენ დავიძინოთ, თორემ ხვალ შუადღემდე ვერ ავწევთ თავსო. ნინას მთელ ტანში უსიამოვნო გრძნობამ დაუარა, უნებურად კბილებს შორის მოიქცია ათრთოლებული ტუჩი და მაშინვე იგრძნო რეზის ტკივილიანი გამოხედვა, დაინახა მისი დაძარღვული ხელები, სკამისთვის ძლიერად რომ ჩაებღუჯა
–წავიდეთ ჰო.. – წამოდგა სანდრო, თუმცა რეზის ჩავარდნილმა ხმამ ადგილზე გაყინა
–ცოტახნით დავრჩეთ ჩვენ, გოგონები დაწვნენ.. თათი, თიკა, ძალიან მალე დაგიბრუნებთ თქვენს ქმრებს, – ნაძალადევი ღიმილით შეხედა გოგონებს.
უნდოდა ნინასთვის მარტო ყოფნის, სიმშვიდის საშუალება მიეცა. ბიჭებმაც, თითქოს მაშინვე გაისისხლხორცეს ძმაკაცის ტკივილიო, თავი დაუქნიეს და ისევ ჩამოსხდნენ. მხოლოდ გოგონები წამოიშალნენ, თიკა და თათია სიყვარულით სავსე მზერებით დაემშვიდობნენ ქმრებს, ნინა კი.. ნინა უხერხულად შედგა კიბის საფეხურთან
–ყველაფერი მზადაა ოთახში, ბუხარიც დავანთე.. ცოტახანში მეც მოვალ, კარგი? – მზერით ეხვეწებოდა, რომ არ შეშინებოდა, რომ არ ენერვიულა
–კარგი.. – იშვიათი სიფრთხილით აუყვა კიბეებს
მარტო დარჩენილმა ძმაკაცებმა თითქმის ერთხმად ამოისუნთქეს. დაკვირვებით შეჰყურებდნენ რეზის და ცდილობდნენ, ოდნავი შვება მაინც დაენახათ მის თვალებში
–ნუ იტანჯავ თავს.. – თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა სანდრომ სიტყვები
–აქ წამოგყვა, შენს მეგობრებთან ატარებს დროს.. გპატიობს რეზი, გპატიობს.. – მისკენ გადაიხარა თაზო.
რეზიმ სევდით ჩაიცინა და ერთმანეთზე მიწებებული ხელები მიიტანა პირთან, თითქოს ლოცულობდა, თითქოს წუთი–წუთზე ცრემლებით დაენამებოდა მთელი სახე
–თუ გინდა მთელი ღამე ასე ვიჯდეთ, მთელი ღამე არ მოგშორდებით რეზი, – მხიარულად შესძახა სანდრომ და რეზის უნებურად თბილად გაეცინა
–არა.. შეეშინდება მარტო ნინას, – წამოდგა და კიდევ ერთხელ შეხედა ბიჭებს
–იცით, რა ჯიგრები ხართ? იცით? – გულით ნათქვამი სიტყვები ჰაერში დატრიალდა, მთელ სახლს მოედო, სამივეს სხეულში გაიდგა ფესვები.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი აბლაბუდა

ჩემი თბილი და გემრიელობა ისტორია, მეცოდენა ისე რეზი მთელი სიმძიმით განიცდის

 


№2 სტუმარი სტუმარი კრავაი

ისეთი თბილი ისტორიაა, ყველა სიტყვა და გრძნობა ისეა გადმოცემული, მეტირება მგონი.

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

ხომ ასე ტკივილით განიცდიიი, მაინც ვერ ვპატიობ რეზის, იმ ერთ დაშვებულ შეცდომს, ორივე საკუთარი თავი და ნინაც ამ დღეში რომ ჩააგდოოო, როგორ არ უნდა გაუგო ნინას, ნინას ნათქვამ ხომ აღარ მიღალატებოოო, მეც დამანგრია, ვფიქრობ პატიების შემდეგ ისევ ის ურთიერთობა თუ შენარჩუნდებაა, არ ვიცი როგორ უნდა ენდო მოღალატეს, რეზის არ იდეალურობას ვერ ვპატიობ, ღალატის გარდა ყველაფერი ყოფილიყოო. აი მათთა ერთდ მეც განვიცდიი ამ ყველაფერს, ნინა მეცოდებააა, მისთვის ორმაგად რთულია, რეზის ჯერჯერობით ვერ ვიცოდებ, მართლა საოცრად მაგარი ხარ ასე ემოციებით დახუნძლულ ისტორიას რომ გვჩუქნიიი.

ველოდები ახალ თავს.. იმედია მალე იქნებააა

 


№4  offline წევრი tamuna.s

მალე დადებ? უკვე ვეღარ ვითმენ:დდ

 


№5  offline წევრი P.A.

აბლაბუდა
ჩემი თბილი და გემრიელობა ისტორია, მეცოდენა ისე რეზი მთელი სიმძიმით განიცდის


სტუმარი კრავაი
ისეთი თბილი ისტორიაა, ყველა სიტყვა და გრძნობა ისეა გადმოცემული, მეტირება მგონი.


სტუმარი დარინა
ხომ ასე ტკივილით განიცდიიი, მაინც ვერ ვპატიობ რეზის, იმ ერთ დაშვებულ შეცდომს, ორივე საკუთარი თავი და ნინაც ამ დღეში რომ ჩააგდოოო, როგორ არ უნდა გაუგო ნინას, ნინას ნათქვამ ხომ აღარ მიღალატებოოო, მეც დამანგრია, ვფიქრობ პატიების შემდეგ ისევ ის ურთიერთობა თუ შენარჩუნდებაა, არ ვიცი როგორ უნდა ენდო მოღალატეს, რეზის არ იდეალურობას ვერ ვპატიობ, ღალატის გარდა ყველაფერი ყოფილიყოო. აი მათთა ერთდ მეც განვიცდიი ამ ყველაფერს, ნინა მეცოდებააა, მისთვის ორმაგად რთულია, რეზის ჯერჯერობით ვერ ვიცოდებ, მართლა საოცრად მაგარი ხარ ასე ემოციებით დახუნძლულ ისტორიას რომ გვჩუქნიიი.

ველოდები ახალ თავს.. იმედია მალე იქნებააა


tamuna.s
მალე დადებ? უკვე ვეღარ ვითმენ:დდ


ასეთი უთბილესი სიტყვებისთვის დიდი მადლობა პირველ რიგში<3 უდიდეს სტიმულს მაძლევთ, მართლა! ბოლო თავი დარჩა და ვეცდები დღეს დავდო ყველანაირად:*

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.