შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა არსაიდან (5 თავი)


17-11-2018, 09:55
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 1 861

გოგონა არსაიდან (5 თავი)

- ორი უმცროსი და გყავს. - წარმოთქვა მარიამმა და თავი ჩახარა.
- ვიცი.
- საინად იცი?
- მათ გარდა კიდევ მყავს ორი უმცროსი ძმა მამის მხრიდან, მე ყველაფერი ვიცი. თუმცა ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მე არასდროს მყოლია ოჯახი, ჩემი ოჯახი ქუჩაა მთელი თავისი სიბინძურით და სიბოროტით. ძალიან მალე დადგება დრო და მე ქუჩას თავს დავაღწევ, მერე კი თქვენს არსებობას საბოლოოდ ჩამოვირეცავ და დავივიწყებ. ხო მართლა ერთ კვირაში, გამოფენა მაქვს, აი მისამართი თუ სურვილი გექნება შეგიძლია შენი შვილის ნახატები ნახო. -საუბარი დაასრულა ევამ და დაუმშვიდობებლად გაეცალა იქაურობას . - ხო მართლა. - შემობრუნდა და ადგილზე გაშეშებულ მარიას გასძახა. - თუმცა არაფერი! - შებრუნდა და გაუჩინარდა.
----------------------------------------


ევამ ის ღამე იაფფასიანი სასტუმროს ერთ-ერთ ღარიბულ ნომერში გაატარა, ქუჩაში ვხოვრებას მიჩვეული სულაც არ გრძნობდა თავს უკომფორტოდ. ოთახში ერთი მორყეული საწოლი, პატარა დალაქავებული მაგიდა და ორი სკამი იდგა, სულ ეს იყო ამ მომცრო ოთახის ავლადიდება. კედლებს ალაგ ალაგ საღებავი აქერცლოდა და ნესტისგან წყლის კვალიც ბევრგან დამჩნეოდა, ოთახი ცივი იყო, თუმცა გოგონა ისედაც მიჩვეული იყო ამ ყველაფერს. ბევრად უფრო რთულ პირობებშიც გაუთევია ღამე. უცქერდა ევა ფანჯრიდან წვიმის წვეთების ცელქობას და გულში გამეფებულ სიცივეს ვერაფრით ითბობდა. ადრე ეგონა თუ დედას ყველაფერს პირში მიახლიდა სული დაუმშვიდდებოდა ახლა კი როცა ეს გააკეთა თავს უფრო დაკარგულად გრძნობდა ვიდრე აქამდე, უფრო ტკიოდა ვიდრე ოდესმე და უფრო მეტად ძულდა თავისი თავი ვიდრე ოდესმე სძულებია. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ძილი არ მიეკარა მის აფორიაქებულ გონებას. ფიქრებით ნოესთან ალერსით თბებოდა, ფიქრობდა სწორად მოიქცა თუ არა მასთამ. ფიქრობდა მისი საყვარელი ადამიანის ტკივილებზე, თუმცა მან შესანიშნავად იცოდა რომ ნოეს ბედნიერებას ვერასდროს მიანიჭებდა. ჯერ თავად უნდა ყოფილიყო ბედნიერი რომ სხვისი გაბედნიერება შეძლებოდა, ის კი არ იყო ბედნიერი რადგან ისიც კი არ იცოდა ვინ იყო. გათენებას სულმოუთქმელად ელოდა. მისი შემდეგი გეგმა მამის ნახვა იყო. ახლა მისთვის უნდა ეთქვა ყოველივე ის რასაც ფიქრობდა, მერე კი არ იცოდა რას გააკეთებდა მაგრამ ის ნამდვილად იცოდა რომ მამა უნდა ენახა.
მეორე დილით ისევ გადაუღებელი წვიმა რეცხავდა ქალაქს. ამის მიუხედავად ევამ თავზე კაპიშონი მოირგო დ მამის მდიდრულ ვილას მიადგა, ლამაზად მოვლილ ეზოს ირონიული მზერა მოავლო და კარზე ზარი დარეკა, კარი მსახურმა გაუღო.
- მაწანწალავ მოშორდი აქედან. - დაუყვირა როდესაც ერთიანად გალუმპული ევა დაინახა და კარის დაკეტვას შეეცადა.
- მაწანწალა არ ვარ და სანამ შენთვის სახე გამიერთიანებია ოჯახის უფროს დაუძახე.
- ბედავ და მემუქრები კიდეც? - შეუბღვირა მოახლემ.
- რა ხდება, ვინ არის? - მოისმა ოთახიდან ქალის სასიამოვნო ხმა.
- არაფერია ქალბატონო. მაწანწალაა ახლავე მოვიშორებ. - ამასობაში დიასახლისი კარს მოუახლოვდა და თავი გარეთ გაყო. საგულდაგულოდ შეათვალიერა თავიდან ფეხებდე გაწუწული წითურთმიანი გოგონა და სახეზე სათნო ღიმილმა გადაურბინა.
- აქ რას უდგახარ. შემოდი. გაცივდები. - კარი ფართოდ გააღო და ევას გაოცებული მზერა მაშინვე დაიმსახურა. - შემოდი. - გაუბედავად დაემორჩილა ევა და ფრხილად შედგა მდიდრულ სახლში ფეხი. - სტუმარს ცხელი ჩაი და პირსახოცი მოუტანე. - მიუბრუნდა მოახლეა და ისიც უხალისოდ დაემორჩილა.
- სახლს დაგისვრით. მე მხოლოდ თქვენი მეუღლის ნახვა მსურს.
- სახლში არ არის, თუმცა მალე დაბრუნდება. შემოდი დაელოდე.
- სხვა დროს შემოვივლი. - კარისკენ წავიდა ევა.
- არა მოიცადე. - მკლავში წაავლო ხელი დიასახლისმა. - გთხოვ დაელოდე. ევას ძალიან ეუცნაურა უცხო ადამიანისგან ასეთი საქციელი, ცოტა არ იყოს არ მოელოდა და დააბნია კიდეც ქალბატონის ასეთმა კეთილგანწყობამ.
- კარგი.
- მშრალ ტანსაცმელს მოგიტან.
- არ არის საჭირო. მიჩვეული ვარ, ასე რომ არაფერი მომივა.
- მინდა რომ მშრალი ტანსაცნელი ჩაიცა. არ შეიძლება?
- ქალბატონო არ ვიცი ასეთ მზრუნველობას რატომ იჩენთ ჩემ მიმართ და სიმართლე თუ გინდათ არც მაინტერესებს მაგრამ დამიჯერეთ მართლა არ მჭირდება თქვენი დახმარება მე უბრალოდ თქვენი მეუღლის ნახვა მსურს სულ ეს არის.
- კარგი. მაშინ კაბინეტში დაელოდეთ. - მდიდრულად მოწყობილი ბიბლიოთეკის კარი შეაღო ქალბატონმა და ევას ოთახში შეუძღვა. გაოგნებული ევა უცქერდა ყოველივე იმას რაც მის ირგვლივ იყო და თავი ზღაპარში ეგონა. ლამაზად მოვლილი სახლი, სუფთა ნივთებითა და აურაცხელი სიმდიდრით იყო სავსე. ევამ ქალბატონს გახედა რომელიც ისევ ღიმილით უცქერდა გოგონას და მის თვალებზე შემჩნეულმა ცრემლმა ცოტა არ იყოს და კიდევ უფრო დააბნია.
- ცუდად ხართ?
- რა გქვია?
- ევა.
- ლამაზი სახელია. მე ლაურა ვარ, გენოს მეუღლე. რა საქმე გაქვთ ჩემ მეუღლესთან?
- ეს პირადულია.
- მე მისი მეუღლე ვარ.
- მაგრამ დამიჯერეთ ეს თქვენ არ გეხებათ.
- მისი ცხოვრება რა თქმა უნდა მეც მეხება.
- იცით არ მსურს თქვენთან ამაზე საუბარი.
- როგორც გინდა. - ლაურა მაგიდას მიუახლოვდა და იქედან ფოტოს ჩარჩო აიღო. მასზე მზერა რამდენიმე წამს შეაჩერა, შემდეგ ევას გახედა, მისკენ ფრთხილად დაიძრა და ფოტო გაუწოდა. - რთული არ არის შენი ამოცნობა, გაჭრილი ვაშლივით გავხარ მას. - ევამ ფოტოს დახედა, მართლა საოცრად გავდა მამას. თითები ნაზად შეახო ფოტოს და გრძელი თითები რითმულად აათამაშა მინაზე. - სად იყავი მთელი ეს წლები?
- არსად და ყველგან.
- ის მთელი ცხოვრება გეძებდა.
- ჰო როგორ არა. - ჩაიღიმა ევამ და ფოტოსურათი თავის ადგილს დაუბრუნა.
- ევა როგორ ფიქრობ შენი მოტყუება რაში უნდა მჭირდებოდეს?
- არ ვიცი, იქნებ შენც მისნაირი ხარ.
- მისნაირში რას გულისხმობ?
- ნაბ... რა მნიშვნელობა აქვს. - სწორედ ამ დროს შემოსასვლელის კარი ხმაურით მიჯახუნდა.
- მოვედი. - დაიძახა მამაკაცის სასიამოვნო ხმამ.
- აქ ვარ. - გასძახა ლაურამ და მის შესაგებებლად წავიდა. ოთახში შემოსული გენო ცოლს სიყვარულით მოეხვია.
- სტუმარი გყავს? - ახლაღა შენიშნა ოთახში უცხო ადამიანის ყოფნა და იქვე გაშეშდა.
- გამარჯობა, აზრი არ აქვს გაგეცნო ისედაც მიხვდი ალბათ ვინც ვარ. - დაბნეულობით გათეთრებული გენო დიდხანს უცქერდა მის წინ მდგომ შვილს, ვერც ნაბიჯის გადადგმას ახერხებდა, ვერც სიტყვებს უყრიდა თავს. იდგა ერთ ადგილზე გაშეშებული და თვალცრემლიანი უცქერდა თავიდან-ფეხებამდე გაწუწულ ქლიშვილს.
- მარტო დაგტოვებთ. - ამბობს ლაურა და ოთახიდან გადის.
- კარგი მეუღლე გყავს, რასაც მოსამსახურეზე ვერ ვიტყვი.
- გაწყენინა?
- არაუშავს, მიჩვეული ვარ ისე მომექცნენ როგორც მაწანწალას. - გაიღიმა ევამ და სავარძელში ჩაეშვა.
- მაწანწალა არ ხარ.
- შენ რა იცი ვინ ვარ? ჩემი სახელი მაინც თუ იცი?
- არა! - თავი დამნაშავე ბავშვივით ჩახარა გენომ და იატაკის ფილებს მიაშტერდა.
- ევა მქვია.
- ლამაზი სახელია გიხდება.
- რატომ თქვი ჩემზე უარი?
- პატარა ვიყავი, გაუაზრებლად მომივიდა, როდესაც მივხვდი რაც ჩავიდინე უკვე გვიანი აღმოჩნდა, არ მინდა დედაშენზე აუგად გესაუბრო მაგრამ არაფრით მითხრა სად ჩაგაბარა, არც სახელი მითხრა რომ ამის მიხედვით მაინც მომეძებნე, ძალიან ბევრს ვეცადე ევა, მაგრამ შენ კვალს ვერ მივაგენი. - გულწრფელი იყო მისი სიტყვები და ევაც ხვდებოდა ამას, ხვდებოდა და კიდევ უფრო ბრაზობდა დედაზე რომ მთელი მისი ცხოვრება ისევე დაასახიჩრა როგორც ამ სანდო ადამიანის. ბრაზობდა და ყელში მომჯდარ ცრემლებს ძლივს ერეოდა. აქ მამისთვის საშინელებების სათქმელად მოვიდა მაგრამ მისი გულწრფელობისა და ცრემლების გამო ენაზე მომდგარი სათქმელი გადაავიწყდა, ახლა ის მხოლოდ იმას გრძნობდა რაც არასდროს უგრძვნია, გრძნობდა რომ ამდენი წლის მანძილზე მისთვის საძულველ სამყაროში არსებობდა ერთი ადამიანი მაინც, რომელიც მასზე ღელავდა და დაეძებდა. - დამსაჯა იმის გამო რომ ცოლად არ მოვიყვანე. - საუბარი განაგრძო გენომ. - მე ის არ მიყვარდა, მაგრამ შენზე ზრუნვა ნამდვილად მინდოდა. უბრალოდ ძალიან გვიან მივხვდი, რომ თავიდანვე არ უნდა მეთქვა შენზე უარი, უნდა დავლოდებოდი შენ გაჩენას და ჩემთან წამეყვანე, არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება მაგრამ შეგიძლია მაპატიო? - სახე ხელებში ჩარგო გენომ და იმაზე მეტად მოტყდა ვიდრე თავიდან ჩანდა.
- იმედია ტირილს არ აპირებ. - მხოლოდ ამის თქმა შეძლო ევამ რადგან არც კი იცოდა რა უნდა ეთქვა.
- ტირილი თუ დაკარგულ წლებს დამიბრუნებს მთელი ცხოვრება სხვას არაფერს გავაკეთებ.
- კარგი რა. შეგიძლია ნორმალურად მესაუბრო? აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ შენი სინანულის შესახებ მთელი რიგი მოთქმა მოვისმინო.
- აბა რისთვის მოხვედი?
- ახლა უკვე არ ვიცი. მთელი ოცდახუთი წელი მძულდი ახლა კი იმის შემდეგ რაც მითხარი არც კი ვიცი რას ვგრძნობ შენ მიმართ, ისიც კი არ ვიცი საერთოდ რას უნდა ვგრძნობდე.
- შეგიძია შანსი მომცე რათა ყველაფერი გამოვასწორო?
- გამოსწორება ასეთი მარტივი გგონია? გგონია შევძლებ დავივიწყო რაც თქვენ ორის გამო გამოვიარე? გგონია დავივიწყებ იმ შეურაცხყოფებს რასაც ვიტანდი? გგონია დამავიწყდება ქუჩაში გატარებული ყოველი ღამე? გგონია დამავიწყდება ჩემზე მოძალადე კაცები? გგონია დამავიწყდება რომ საყვარელი ადამიანის დედამ თქევნ გამო ქურდი მიწოდა? გგონია დამავიწყდება რა საშინელი ადამიანებიც ხართ? - ახლა უკვე ევაც ისევე ტიროდა როგორც გენო. დიდხანს ისხდნენ ოთახის სხვა და სვა კუთხეში უხმოდ, სივრცეში ჩაკარგულები, ვერავინ შეძლებს იმ დაძაბულობის აღწერას რაც გენოს კაბინეტში სუფევდა, ევა ახლაც ისევე დაცურავდა ჰორიზონტს მიღმა როგორც ყოველთვის, ახლაც უმეტყველო გამხდარიყო მისი სევდისფერი თვალები და ახლაც რაღაც ძალიან მტკივნეულს მოეცვა მისი გონება, გენო კი იჯდა სავარძელში და განაჩენივით ელოდა ევას ხმის ამოღებას. - ყველაფრის მიუხედავად ერთი კარგი რამ მაინც გააკეთა მარტო ყოფნამ.
- მაინც რა?
- ადამიანების ცნობა ვისწავლე, გიყურებ ახლა და ვხვდები რომ არ ხარ ცუდი ადამიანი, სულაც არ ხარ ისეთი ნაბი*ვარი როგორიც მეგონე, მაგრამ ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის, დაკარგულს მაინც ვერაფერი ვეღარ დამიბრუნებს. - ევა ადგა და წასასვლეად მოემზადა.
- სად მიდიხარ? - შიშმა გადაურბინა გენოს და ფეხზე წამოხტა.
- ეს შენ არ გეხება.
- სად ცხოვრობ?
- არც ეს გეხება.
- როგორ შეიძლება რომ გნახო?
- თუ მომინდება თავად გნახავ.
- ძალიან გთხოვ ევა, კიდევ ერთხელ ნუ დამაშორებ შენ თავს. - უკვე მუდარა ჩანდა გენოს ხმაში. ევას პასუხის გაცემა სურდა თუმცა მოულოდნელმა თავბრუსხვევამ ძალა ერთიანად გამოაცალა. გენომ წაბარბაცებულ გოგონას ხელი შეაშველა. ევამ გონება დაკარგა და მამის მკლავებში უგონოდ მიესვენა.



იჯდა ნოე სახელოსნოში და შესქეროდა კედლებზე გაკრულ ევას ფოტოებს. უცქერდა მის სევდისფერ თვალებს და მთელი არსებით გრძნობდა, რომ ახლა უფრო ძლიერად უყვარდა ვიდრე აქამდე. ახლა როცა არც კი იცოდა სად იყო, სად ეძინა, რას ფიქრობდა, რას აპირებდა, სწორედ ახლა გრძნობდა ნოე იმ გიჟურ გრძნობას რასაც ევას გარეშე, მისი სიახლოვის გარეშე ჭკუიდან შეშლა ერქვა. მთელი არსებით უყვარდა წითურთმიანი გოგონა არსაიდან და იცოდა ყველაფერს გააკეთებდა რომ ისევ მის გვერდით ყოფილიყო, თუმცა ახლა როდესაც მისი ასავალ დასავალი არ იცოდა გულში გაჩენილი სიცარიელე მის სულს ასახიჩრებდა, მასში ქაოსი დაუკითხავად დათარეშობდა. მისი სხეულის კედლებს უმწეოდ ეხეთქებოდა და იქედან გამოსვლას ამაოდ ცდილობდა. ნოე არ გამოირჩეოდა ძლიერი ბუნებით მაგრამ მას შეეძლო უკიდეგანოდ ყვარებოდა და სწორედ ეს ხიბლავდა მასში ევას, მისი სინაზე და მზრუნველობა იყო სწორედ ის რის გამოც შეიყვარა მან ნოე. ნოემ ეს იცოდა კარგად იცოდა და ახლა როდესაც მისგან შორს მყოფ ევას წარმოიდგენდა, მის უმწეო მარტოობაზე გაიფიქრებდა პატარა ბავშვივით ცრემლები ახრჩობდა. რადაც არ უნდა დაჯდომოდა უნდა ეპოვნა, ეპოვნა და აღარასდროს არ გაეშვა. სახელოსნოდან გიჟივით გამოვარდა. მთელი ღამე სიარულში გაატარა, ყველა სავარაუდო ადგილზე მივიდა სადაც კი შეიძლებოდა ევა გამოჩენილიყო თუმცა ამაოდ. თითქოს მიწამ ჩაყლაპა მისი საყვარელი ქალი და სწორედ ისე გაუჩინარდა როგორც თავიდან იყო. ძებნით დაღლილმა ოცდაოთხსაათიანი ბარი მოძებნა და ყავის დასალევად შევიდა. უცქერდა ყავის ზედაპირზე მოლივლივე ევას გამოსახულებას და მხოლოდ იმიტომ არ სვამდა, რომ მისი სახე არ გაედღაბნა. გამთენიისას დაბრუნდა სახლში. ტანსაცმლიანად დაენარცხა საწოლს და ემოციებით გათიშულს მალე ჩაეძინა.
მოგვიანებით შებლზე თბილმა კოცნამ ძილის საუფლოდან დააბრუნა, შეიშმუშნა და თვალები დაუპატიჟებელ სტუმარს შეანათა.
- გიყვარხს?
- შენი წყალობით მე ის დავკარგე.
- მაპატიე. - შვილის შეხებას ეცადა ირინამ თუმცა ნოემ ხელი უკან გაწია და დედას უფლება არ მისცა შეხებოდა.
- ყოველთვის მკაცრი იყავი, ვაფასებ რომ შვილებზე ასე ზრუნავ მაგრამ ამჯერად ზედმეტი მოგივიდა დედა, უფლება არ გქონდა ასე უხეშად ჩარეულიყავი, უფლება არ გქონდა ევა განგესაჯა, მაშინ როდესაც სიმართლე არც კი იცოდი.
- ჩემს ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?
- იცი დედა მე გული მხოლოდ იმაზე მწყდება რომ სათანადოდ ვერ შევძელი მისი დაცვა, უფლება მოგეცი ისე მოქცეოდი როგორც უკანასკნელ ქუჩის ქალს. ჩემი ბრალია, ჩემი სისუსტის ბრალია რომ შენ მისი დამცირება მოახერხე. მე რბილი ხასიათი მაქვს და პირველად ხდება რომ საკუთარი სირბილის გამო თავს იმდენად უსუსურად ვგრძნობ რომ ჩემი არსებობის დანიშნულებას ვერ ვხვდები, მეზიზღება ჩემი თავი და ამაში შენ ხარ დამნაშავე, არც ახლა ვაპირებ ჩხუბს და შენთვის რამის თქმას რადგან ახლა მითუმეტეს აღარ აქვს აზრი კამათს, ის მოხდა რაც არ უნდა მომხდარიყო. ახლა კი გთხოვ გადი ჩემი ოთახიდან.
- გააკეთე ისე რომ ის დაიბრუნო. - ცრემლი მოერია ირინას.
- შენ მას არ იცნობ დედა. მან მთელი ცხოვრება ტკივილში გაატარა და ახლა იმაზე მეტად არის იმედგაცრუებული ვიდრე ოდესმე.
- ევასნაირი ადამიანები სულგრძელობით გამოირჩევიან, შეძლებს გვაპატიოს.
- ჩემთან რომც დაბრუნდეს შენ ნახვას და მოსმენას არასდროს არ მოისურვებს და ამაში მართალიც იქნება.
- ჩემთვის მთავარია შენ იყო ბედნიერი. მნიშვნელობა არ აქვს ჩემზე რას იფიქრებს. თუ მეცოდინება, რომ მასთან ბედნიერი ხარ და ის სწორედ ის არის ვინც შენ გჭირდება მე შემიძლია დაგთმო შენი ბედნიერების გამო. - ირინა ოთახიდან გავიდა და ნოე მარტო დატოვა. უკვირდა ნოეს დედის გარდაქმნა თუმცა მისი სიტყვების სიმართლეში ეჭვი არ ეპარეობა. ახლა უფრო მეტად სურდა ევას დაბრუნება. ადრე თუ გვიან დაიბრუნებდა, არ იცოდა როგორ მაგრამ გრძნობდა რომ დაიბრუნებდა.


ევამ თვალი გაახილა. უცნობი გარემო მოათვალიერა და საწოლზე ნახევრად წამოიწია.
-იწექი. - გაისმა ოთახის კუთხეში მდგომი სავარძლიდან ლაურას ხმა.
- რა დამემართა?
- გონება დაკარგე.
- უნდა წავიდე. - წამოდგომას შეეცადა ევა თუმცა ლაურა მაშინვე მასთან გაჩნდა და საწოლში დაბრუნება აიძულა.
- ექიმმა თქვა რომ კარგი იქნება თუ რამდენიმე დღე იწვები. დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდება.
- ექიმმა? ვერ ვიტან ექიმებს. მადლობა მზრუნველობისთვის მაგრამ უნდა წავიდე. - ისევ წამოდგომას ეცადა და ამჯერადაც უკან დააბრუნა ლაურამ. - მეჩვენება თუ ჩემ გაშვებას არ აპირებთ?
- არც კი იცი არა?
- რა უნდა ვიცოდე?
- ფეხმძიმეთ ხარ ევა.
- რა? - მილიონმა ფერმა გადაუარა ევას სახეზე და მაშინვე იგრძნო როგორ მოეჩვარა სხეული.
- შვილს ელოდები. - გაუღიმა ლაურამ. ევა უღონოდ მიესვენა ბალიშზე. თითები გაუბედავად შეაცურა მაისურის ქვეშ და ფრთხილად შეახო შიშველ სხეულს, ლაურას გახედა, რომელსაც სიყვარულის ამსახველი ღიმილი შეყინვოდა სახეზე. ევას გულის ცემა შეეცვალა, ცდილობდა თავს მორეოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო თავის შეკავება და ცრემლებმაც მისგან დაუკითხავად გაიკვლიეს გზა. ატირებულ ევას ფრთხილად მოხვია ლაურამ ხელები და როგორც კი გოგონას მხრიდან წინააღმდეგობა არ უგვრძნია გულში ძლიერად ჩაიკრა ეს უკანასკნელი. - ყველაფერი კარგად იქნება, შენ ახლა უკვე გყავს ოჯახი. - უჩურჩულა ლაურამ და კიდევ უფრო ძლიერად მიიკრო სხეულზე.

--------------------------------

ავტორი: პირველი რიგში მინდა მადლობა მოგიხადოთ ასეთი საინტერესო შეფასებებისთვის, თითოეული თქვენგანის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია.
მეორეც წინასწარ გიხდით ბოდიშს რადგან ხვალ ვერ შევძლებ ახალი თავის განთავსებას, ორშაბათს აუცილებლად იქნება მზად გაგრძელება.
და ბოლოს: უბრალოდ მაინტერესებს, როდესაც კითხულობ ისტორიის პირველ თავს და არ მოგწონს, კარგი გასაგებია რომ დისლაიკს აკეთებ :) კითხულობ მეორესაც,ისევ არ მოგწონს და ისევ დისლაიქს აკეთებ და ამის მიუხედავად მაინც მოდიხარ 3.4 თავზე და ალბათ წამოხვალ ბოლომდე. :) თუ ისტორია არ მოგწონს, საიტზე ხომ ბევრი სხვა ისტორია დევს რომ წაიკითხო? რატომ კარგავ დროს იმის კითხვაში რაც დასაწყისშივე არ მოგეწონა? :)
მადლობა ყურადღებისთვის
<3 <3 <3
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

რა ვთქვა იმის გარდა რომ საოცარი გოგო ხარ შენ და საოცარ ისტორიას წერ. ჯერ ისე ლამაზად გადმოსცემ სათქმელს რომ მართლა ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
ევა ძალიან მომწონს. საოცარი ხიბლი აქვს ამ პერსონაჟს

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ქეთი
რა ვთქვა იმის გარდა რომ საოცარი გოგო ხარ შენ და საოცარ ისტორიას წერ. ჯერ ისე ლამაზად გადმოსცემ სათქმელს რომ მართლა ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
ევა ძალიან მომწონს. საოცარი ხიბლი აქვს ამ პერსონაჟს



რა გითხრა ქეთი გარდა იმისა რომ ყოველ დღე მანებივრებ თბილი შეფასებით.
მადლობ შენ რომ კიტხულობ ჩემ ისტორიას <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ლოლა

ძალიან კარგი ოსტორიაა. გამართულად რომ წერ ეს უკვე სადაო არ არის, მაგრამ ისტორიასაც რომ ძალიან კარგს წერ ეა ფაქტია. ❤
კარგი რომ გაგვაფრთხილე შენი მკითხველი, რომ ხვალ ისტერიულად არ ვამოწმოთ სიახლეს დადებ თუ არა. მომწონს შენი დამოკიდებულება.
წარმატებები

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ლოლა
ძალიან კარგი ოსტორიაა. გამართულად რომ წერ ეს უკვე სადაო არ არის, მაგრამ ისტორიასაც რომ ძალიან კარგს წერ ეა ფაქტია. ❤
კარგი რომ გაგვაფრთხილე შენი მკითხველი, რომ ხვალ ისტერიულად არ ვამოწმოთ სიახლეს დადებ თუ არა. მომწონს შენი დამოკიდებულება.
წარმატებები


ლოლა <3 როგორ მომწონს შენი სახელი, წინააღმდეგი ხომ არ ხარ შემდეგ ისტორიაში შენი სახელი რომ გამოვიყენო პერსონაჟისთვის? :)

 


№5 სტუმარი სტუმარი ლოლა

Girl... from the past
სტუმარი ლოლა
ძალიან კარგი ოსტორიაა. გამართულად რომ წერ ეს უკვე სადაო არ არის, მაგრამ ისტორიასაც რომ ძალიან კარგს წერ ეა ფაქტია. ❤
კარგი რომ გაგვაფრთხილე შენი მკითხველი, რომ ხვალ ისტერიულად არ ვამოწმოთ სიახლეს დადებ თუ არა. მომწონს შენი დამოკიდებულება.
წარმატებები


ლოლა <3 როგორ მომწონს შენი სახელი, წინააღმდეგი ხომ არ ხარ შემდეგ ისტორიაში შენი სახელი რომ გამოვიყენო პერსონაჟისთვის? :)



რას ამბობ :-) არანაირად. პირიქით ძალიან გამახარე ❤

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ლოლა
Girl... from the past
სტუმარი ლოლა
ძალიან კარგი ოსტორიაა. გამართულად რომ წერ ეს უკვე სადაო არ არის, მაგრამ ისტორიასაც რომ ძალიან კარგს წერ ეა ფაქტია. ❤
კარგი რომ გაგვაფრთხილე შენი მკითხველი, რომ ხვალ ისტერიულად არ ვამოწმოთ სიახლეს დადებ თუ არა. მომწონს შენი დამოკიდებულება.
წარმატებები


ლოლა <3 როგორ მომწონს შენი სახელი, წინააღმდეგი ხომ არ ხარ შემდეგ ისტორიაში შენი სახელი რომ გამოვიყენო პერსონაჟისთვის? :)



რას ამბობ :-) არანაირად. პირიქით ძალიან გამახარე ❤



kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№7 სტუმარი დუდუ

იცი რა მომწონს შენ ისტორიაში? თავებად დადებულ ერთ ისტორიას არ გავს, ყოველ ახალ თავში თითქოს ახალ სათქმელს ამბობ და ახალ საფიქრებელს უტოვებ მკითხველს. ძალიან კარგად იცი შენი საქმე.

 


№8  offline ადმინი ენ ბლექი

დუდუ
იცი რა მომწონს შენ ისტორიაში? თავებად დადებულ ერთ ისტორიას არ გავს, ყოველ ახალ თავში თითქოს ახალ სათქმელს ამბობ და ახალ საფიქრებელს უტოვებ მკითხველს. ძალიან კარგად იცი შენი საქმე.



ძალიან მიხარია ამის მოსმენა ❤

 


№9  offline წევრი Farvana

ძალიან მეტკიბა ეს თავი.
საშინლად მომინდა მეტირა.
ძალიან ემოციური თავი იყო.

ძალიან მეტკიბა ეს თავი.
საშინლად მომინდა მეტირა.
ძალიან ემოციური თავი იყო.
--------------------
ფარვანა

 


№10  offline ადმინი ენ ბლექი

Farvana
ძალიან მეტკიბა ეს თავი.
საშინლად მომინდა მეტირა.
ძალიან ემოციური თავი იყო.

ძალიან მეტკიბა ეს თავი.
საშინლად მომინდა მეტირა.
ძალიან ემოციური თავი იყო.



როცა ვწერდი მგონი არ ამომისუნთქავს და როცა კორექტირებას ვაკეთებდი თავადაც ამეტირა ❤
მადლობ რომ გულით კითხულობ

 


№11  offline წევრი qetulaa

Zalian kargiaa, emociuri da cxovrebiseulii, yochagg

 


№12  offline ადმინი ენ ბლექი

qetulaa
Zalian kargiaa, emociuri da cxovrebiseulii, yochagg



მადლობა ❤

 


№13  offline წევრი tatuli)

dzalian momcons <3 sulshi chamcvdomia <3 dges cavikitxe kvela tavi da mogkvebi bolomde <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.