შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენები და ვნება {2}


17-11-2018, 13:26
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 754

ვენები და ვნება {2}

კორპუსთან გააჩერებინა მანქანა და ლიფტს არ დალოდებია, სირბილით აიარა კიბეები. მეშვიდე სართულზე გაჩერდა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო და რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ, სიმწრით მოათავსა ბუდეში. კარი გააღო და შემოსასვლელის სარკეში თავისივე ორეულს გადააწყდა. მხოლოდ რამდენიმე წამით გაუსწორა მზერა სარკეს და თავისივე გაფართოებული გუგები შეეჩეხა. სისხლი უდუღდა, სხეული ეწვოდა სიცხისგან, გულისცემა იმდენად აჩქარებოდა, დათვლაც კი შეუძლებელი იყო, სწრაფად სუნთქავდა, თუმცა ჰაერი არაფრით ჰყოფნიდა. მაისური გაიხადა, საჭირო ინექცია მოამზადა და უკვე გამზადებული შპრიცითა და სამედიცინო ლახტით, ოთახის კუთხეში მოიკუჭა. ლახტი გადაიჭირა და ხელი რამდენჯერმე მომუშტა. ისედაც კარგად გამოკვეთილი ვენები მაშინვე მოემზადა სანუკვარი შხამის მისაღებად და მამაკაცსაც დიდხანს არ დაუყოვნებია, ხელის ნელი მოძრაობით შეუშვა ვენებში ჰეროინი. მალევე იგრძნო სიმსუბუქე, სხეული მოუდუნდა და გუგებიც შეუვიწროვდა, თანდათან შენელდა გულისცემა და არეული სუნთქვაც დაუმშვიდდა, სხეულის ტემპერატურამ თანდათან დაიწია, უემოციო მზერა გაუშტერა კედელს და კიდევ უფრო ქვემოთ ჩაცოცდა.


. . .
თათბირიდან გამოვიდა თუ არა მაშინვე ბექას ნომერზე დარეკა, თუმცა მამაკაცმა არ უპასუხა. კიდევ რამდენჯერმე სცადა, თუმცა რადგან მიხვდა რომ ბექა ტელეფონის გახსნას არ აპირებდა, გადაწყვიტა მოგვიანებით ეცადა.
- გურამ, წავედით. - დაცვის წევრს მიმართა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ჯანდაცვის სამინისტროს შენობა. მამაკაცი უსიტყვოდ აედევნა უკან ქალს, მანქანაში ჩასხდნენ და შავი ჯიპიც მაშინვე დაიძრა.
- საით ქალბატონო სოფი?
- თათიასთან, სახლში. - მოკლედ მოუჭრა და ბექას ნომერზე კიდევ ერთხელ გადარეკა. მამაკაცი ჯიუტად არ პასუხობდა ტელეფონს და მიუხედავად იმისა რომ ბექას ახასიათებდა მსგავსი ჩვევები, სოფი მაინც მოუსვენრად გრძნობდა თავს.
- მოვედით. - საქარე მინაზე თავმიდებული, ფიქრებში წასული სოფი, მძღოლის ხმამ დააბრუნა რეალობაში.
- კარგი, მე საქმე მაქვს, შეგიძლიათ აქ დამელოდოთ.
- მანქანა რომ ვინმემ შეამჩნიოს?
- ქალაქგარეთ ვართ ზვიად, თან მანქანას ეზოში შეგაყვანინებთ. - ტელეფონი მოიმარჯვა და ესემესი გაგზავნა, რამდენიმე წუთში, ორმოც წლამდე, ქერა, ლამაზი ქალი გამოვიდა, ჭიშკარი გააღო და მანქანაც მაშინვე შევიდა ეზოში.
- თათია - კარი გამოაღო სწრაფად გადავიდა და გულში ჩაეკრა მეგობარს.
- სოფი, როგორ მომენატრე, გაგახსენდი როგორც იქნა.
- დამჭირდი. - გულწრფელად აღიარა და თავი დახარა.
- მეგობარი დაგჭირდა თუ ფსიქოლოგი?
- ორივე.
- შემოდი. - სახლისკენ ანიშნა თვალით და წინ გაუძღვა.
- მშვენივრად მოწყობილხარ. - ყურადღებით მოათვალიერა ოთახი და ერთ-ერთ რბილ სავარძელში უღონოდ ჩაეშვა.
- ყავა, ჩაი თუ რამე ალკოჰოლური?
- წყალი.
- ვიღაცას პირი უშრება? - ცერემონიულად იკითხა და სამზარეულოსკენ გაემართა. მალევე დაბრუნდა ოთახში, წყლით სავსე ჭიქა, სოფის წინ, მაგიდაზე დადგა და თვითონ ქალის წინ მოკალათდა.
- რამდენი ხანია არ გინახივარ? - მშვიდად იკითხა სანამ სოფი მთელი ძალით ცდილობდა, როგორღაც ერთი ყლუპი წყალი გადაეშვა ყელში.
- წელიწადნახევარზე მეტია.
- დიდი დრო გასულა.
- თათია.
- ასახსნელი არაფერია სოფი, მე ყველაფერი მესმის, სახელ გატეხილ და გალოთებულ ფსიქოლოგთან მეგობრობით ვერ დააზიანებდი მინისტრის უმწიკვლო იმიჯს.
- მაგრამ ახლა მაინც შენთან ვარ და ჩემი იმიჯიც მაგარ ტრა*შია.
- ახლა არ მითხრა რომ შენც გალოთდი. - ხუმრობით სცადა დაძაბულობის გადაფარვა.
- უარესი.
- ოჰო? აბა, მომიყვები რა დააშავე?
- საყვარელი მყავს. - მოურიდებლად თქვა და გრძელი თითები შემოჰხვია ჭიქას.
- შენ თავისუფალი ქალი ხარ სოფი.
- ის ოცდაოთხი წლისაა.
- ცამეტი წელი პატარა სხვაობა არ არის, მაგრამ რას გაუგებ სიყვარულს, არ სცნობს დოგმებს, თავის ჭკუისაა.
- ნარკომანია. - სიმწრით ამოიხრიალა და წყალი მოსვა.
- მართალი ყოფილხარ, ძალიან ტრა*კში ხარ.
- ნამდვილი ფსიქოლოგი ხარ რა.
- ჯერ ერთი ლიცენზია ჩამორთმეული ფსიქოლოგი და მეორეც, ცოტა ლოთი.
- გავგიჟდები მალე.
- ვერ იშორებ?
- მიყვარს თათია, მართლა მიყვარს.
- მას?
- არ ვფიქრობ რომ ვუყვარვარ, რომ ვუყვარდე თავს მოერეოდა.
- ნუ ლაპარაკობ ცამეტი წლის ლაწირაკივით,რას მოერეოდა გოგო? ნარკომანზე ვლაპარაკობთ სოფი, ისე ამბობ თავს მოერეოდა და გადააგდებდაო, თითქოს ფრჩხილების ჭამა ჰქონდეს მავნე ჩვევად.
- მაგრამ როგორ უნდა მოვიქცე?
- თუ გიყვარს უნდა დაეხმარო, მაგრამ ამას კულისებიდან ვერ შეძლებ, ამისთვის მის გვერდით მყარად დგომაა საჭირო, მაგრამ ჩათვალე ეს შენს იმიჯს მაგრად შეანჯღრევს.
- შეანჯღრევს კი არა, ამდენი წლის ნაშენებ კარიერას თავზე დამამხობს თათია, წარმოიდგინე როგორ აჭრელდება ჟურნალ გაზეთები ახალი სათაურებით "ჯანდაცვის მინისტრს თავისზე ცამეტი წლით უმცროსი, ნარკომანი შეუყვარდა"
- ნუ ადრამატულებ სოფი.
- მითხარი რომ დრამატულს ვერაფერს ხედავ და მოვკეტავ.
- ასე ვერაფერს გეტყვი, მინდა მეტი მომიყვე, მასზე, შენზე და თქვენზე. ვინაა, სად გაიცანი, როგორ შეგაბა ისე რომ მისი სიყვარულისთვის შენი კარიერა საფრთხის ქვეშ დააყენე. - გაინტერესებს ბექა როგორ გავიცანი?
-დასაწყისისთვის კი. - სოფიმ კიდევ ერთი ყლუპი წყალი მოსვა და შეეცადა გონებაში დაელაგებინა მოგონებები.


. . .
4 წლით ადრე.
სამსახურში აგვიანებდა ქალი, მანქანის გასაღებს დაავლო ხელი, კარი გაიჯახუნა და კიბეზე დაეშვა. ის ის იყო, ავტოფარეხიდან გამოიყვანა წითელი მერსედესი და ქალაქისკენ აიღო გეზი, რომ ვიღაც საქარე მინიდან შეხტა მანქანაში და შიშისგან ისედაც ენაჩავარდნილ სოფის, პირზე ააფარა ხელი.
- გამარჯობა, მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ და თამაშზე ვაგვიანებ, შეგიძლიათ წამიყვანოთ? - ღიმილით მისჩერებოდა ქალს, სპორტულად გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭი.
- არ გიფიქრიათ რომ საშინლად შემაშინებდით? ან საერთოდ რა თავხედობაა ეს? - ხმამაღლა დაიწყო საუბარი, როგორც კი პირიდან მამაკაცის ხელი მოიშორა.
- მერწმუნეთ, ქართული ფეხბურთის ბედი რომ არ წყდებოდეს არაფრით შეგაწუხებდით.
- ფეხბურთელზე მეტად აკრობატს ჰგავხართ.
- ტრეისერი ვარ.
- ეგ რა არის?
- პარკურზე რამე გსმენიათ?
- ახლა გასაგებია ასე მოქნილად როგორ შემომიხტით მანქანაში, მაგრამ ფეხბურთი რა შუაშია?
- დღეს ჩვენი ტორპედო, ქუთაისის დინამოს ეთამაშება.
- მერე?
- ქართულ ელ კლასიკოს რომელი ნორმალური გამოტოვებს?
- ძალიან თავხედი ხართ და მაგ რაღაცას მე გამოვტოვებ.
- შეგიძლიათ წამიყვანოთ? - ქალის გაბრაზება არც შეიმჩნია.
- არა.
- ძალიან ცუდი, რადგან მანქანიდან მანამ არ გადავალ, სანამ არ წამიყვანთ.
- ასე თამაშზე დააგვიანებთ.
- მაინც დავაგვიანებ თუ არ წამიყვანთ.
- არ ვაპირებ თქვენნაირ თავხედთან ერთად მგზავრობას.
- ჰოდა ძალიან ცუდი, ესე იგი ორივე დავაგვიანებთ, ჩვენს საქმეებზე.
- წარმოდგენა მაინც გაქვთ, ჩემს ძმას რომ დავუძახო რას დაგმართებთ?
- სულ რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მოიყვანოთ აქ, მანქანიდან ვერ გადავალ. ეს თამაში, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. - კატეგორიული ჩანდა მამაკაცი.
- ჯანდაბას თქვენი თავი. - უკმეხად თქვა და მანქანა სასწრაფოდ დაძრა.
- მე ბექა მქვია, ბექა რამიშვილი. - უხერხული სიჩუმე დაარღვია და ხელი გაუწოდა ქალს.
- სოფი, შენთვის ქალბატონი სოფი.
- ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა. - ხელი ჯიბეში ჩააბრუნა და ღიმილმა დაუფარა ბაგე.
ქალს, კიდევ უფრო არ ესიამოვნა, ბიჭის ირონიული ღიმილი, თუმცა გადაწყვიტა დანიშნულების ადგილთან მიეყვანა და სამუდამოდ დაევიწყებინა მისი არსებობა.
- სად მიგიყვანოთ?
- ცენტრალურ სტადიონთან.
გზაში ხმა არცერთს აღარ ამოუღია. მამაკაცი ყურადღებით ათვალიერებდა ქალს, რომელიც მასზე რამდენიმე წლით უფროსი იქნებოდა, ღია ფერის კანი, შავი სავარაუდოდ შეღებილი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა, გრძელი თითები კი ისე მოეჭირა საჭისთვის, სულ ჩათეთრებოდა.
- მოვედით. - მანქანა უხეშად დაამუხრუჭა და ბიჭისკენ მიბრუნდა.
- მადლობთ რომ მომიყვანეთ. - ზრდილობიანად გაიღიმა.
- იქნებ მანქანიდან ჩაბრძანდეთ! - უხეშობას არ ეშვებოდა ქალი.
- კიდევ შევხვდებით.
- არც იოცნებოთ, ჩემს მანქანაში ფეხსაც ვერასდროს შემოდგამთ.
- მაგასაც ვნახავთ. - თქვალი ჩაუკრა და გრაციოზული მოძრაობით გადავიდა მანქანიდან.
- თავხედი ხართ და შემდეგისთვის გაითვალისწინეთ, უცხო ადამიანს, მანქანაში არასდროს შეუვარდეთ. - გესლი გაურია ხმაში.
- თქვენ კი შემდეგისთვის გაითვალისწინეთ და საქარე მინები ყოველთვის ასწიეთ. - ეს თქვა და მაშინვე გაუჩინარდა.


. . .

- ესე იგი, ბექა რომ გაიცანი, ჯერ კიდევ ქუთაისში ცხოვრობდი და საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყავი?
- ჰო.
- მერე?
- მერე სამსახურში წავედი და ბექაც მალე მოიყვანეს, ჩხუბი მოსვლიათ და დაჭრეს. იმედი მაქვს თქვენი პროფესიონალიზმი თქვენს ბოღმას დაჯაბნისო მითხრა, როგორც კი დამინახა. იმ დღეს მე წავიყვანე სახლში. აღმოჩნდა რომ ბებიასა და ბაბუასთან იყო ჩამოსული სტუმრად. მიუხედავად იმისა რომ სერიოზული არაფერი სჭირდა, სახლამდე მიმაყვანინა თავი და გაბუქებით მოუყვა ოჯახის წევრებს, როგორ დავეხმარე და ვიზრუნე მასზე. რა თქმა უნდა მოხუცებმა ისე აღარ გამიშვეს, მომიწია სახლში შევყოლოდი და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი თავხედი მეზობელი, სინამდვილეში ძალიან თავაზიანი და საინტერესო ბიჭი იყო. იმ დღის მერე აჩრდილად მექცა, მუდამ ყურადღებას ვგრძნობდი და რა ასაკშიც არ უნდა იყო, ქალისთვის ყოველთვის სასიამოვნოა ეს, ამიტომ თანდათან დავახლოვდით და დავმეგობრდით კიდეც, თუმცა მალევე დაბრუნდა თბილისში ბექა. იქედან მაინც ხშირად მეხმიანებოდა, თითქმის ყოველდღე მირეკავდა და მწერდა, იმდენად შეუპოვარი და თავისნათქვამა იყო, რამდენი წინააღმდეგობაც არ უნდა გამეწია, მაინც ისე იქცეოდა როგორც თვითონ სურდა. მოკლედ მიუხედავად იმისა რომ მანძილი გაიზარდა ჩვენს შოროს, ბექა ძალიან ახლობელი და საჭირო გახდა ჩემთვის, ჩვეულებად იქცა რომ ყოველ დილას მისი ესემესით ვიწყებდი და დღესაც მასთან დამშვიდობებით ვასრულებდი. ამ დროის მანძილზე რამდენჯერმე ჩამოვიდა ქუთაისში, ლაშქრობაშიც კი ვიყავით ერთად, ერთ კარავში გვეძინა, თუმცა უხერხულადაც კი არ მიგრძვნია მასთან თავი, არასდროს არაფერი გაუკეთებია ზედმეტი, ამანაც მიმიზიდა, მისთვის მე უბრალოდ "დამა" ქალთან სექსის შანსი არ ვიყავი. კიდევ ერთი ვიზიტის შემდეგ, ერთი კვირის დაბრუნებული იყო ბექა თბილისში, დილით გავიღვიძე და მისი მონაწერი არ დამხვდა, რა თქმა უნდა არ მომეწონა, მაგრამ ვიფიქრე იქნებ ჩაეძინა ან უბრალოდ ვერ მოიცლა_მეთქი., შუადღემ რომ მოაწია და ბექა მაინც არ დამიკავშირდა, მე თვითონ დავურეკე, მაგრამ გამორთული ჰქონდა ტელეფონი. თითქმის მთელი დღე ვრეკავდი, მაგრამ ვერ დავუკავშირდი, ვიფიქრე საღამოს სახლში მივალ და ბებიამისისგან გავიგებ ყველაფერსთქო. მართლაც სამსახურიდან პირდაპირ ქალბატონ თინასთან ავედი, ტიროდა, ბექა ავარიაში მოყოლილა და ისიც არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარიო, ზურას, ბექას მამას არ უნდა რომ ვინერვიულო და წასვლის ნებას არ მაძლევსო. გიჟს ვგავდი, მაშინ პირველად გავაცნობიერე რამდენს ნიშნავდა ბექა ჩემთვის და ქალბატონ თინას შევთავაზე მე წაგიყვანთ თბილისში_მეთქი. მოკლედ ჩავედით, რეანიმაციაში მწოლიარე ბექა რომ დავინახე, ლამის გულის შეტევა მივიღე. კომიდან მალე გამოვიდა, გაირკვა რომ ბექა და მისი ორი მეგობარი, თურქეთში იყვნენ ბექას მანქანით. სამივეს მდიდარი მშობლები ჰყავთ და მაგათთვის შეუსრულებელი სურვილები არ არსებობდა. ბექას მეგობრები ორივე კაიფში იყვნენ, ეს არ მოიხმარდა მაშინ, მაგრამ გზაში საჭესთან ძალიან დაღლილა და უთქვამს ავარია არ მომივიდეს, საჭესთან არ ჩამომეძინოს, ცოტა ხანს გავაჩერებ და დავიძინებო. უკან სავარძელზე გადასულა და დაუძინია, ერთ-ერთ მეგობარს, ვაკოს უფიქრია ცოტა წინ გავწევ ბიჭებს რომ გაიღვიძებენ გაუხარდებათო და თვითონ დამჯდარა საჭესთან. ბიჭების მანქანას ტრაილერმა გადაუარა, დათა იქვე დაიღუპა, ვაკომ რამდენიმე საათი იცოცხლა, ბექა კი გადარჩა, თუმცა ის ღამე და ის დაძინება ვერ აპატია საკუთარ თავს. ასე თუ ისე ინერციით გაგრძელდა ცხოვრება, მე ახალი თანამდებობა დავიკავე და თბილისში გადმოვედი, ბექას მძიმე პერიოდი ჰქონდა და მინდოდა გადატანაში დავხმარებოდი. ჰოდა ასე დაიწყო ჩვენი რომანი, თუმცა გულის სიღრმეში მაინც ვხედავდი რომ ბექამ თავის თავს ვერაფრით აპატია ის ღამე, მალევე შეჯდა ბექა ნარკოტიკზე, თუმცა კარგა ხანს მიმალავდა, სანამ ერთ დღეს სახლში არ დავადექი გათიშულს. - თითქოს ინერციით მოჰყვა ყველაფერი და გამომშრალი პირი წყლით გაისველა.
- ამდენი რამ როდის მოხდა შენს ცხოვრებაში და რატომ არ ვიცოდი მე ამ ყველაფრის შესახებ?
- ეს ამბები რომ ხდებოდა საქართველოში არ იყავი, რომ ჩამოხვედი მალევე გავწყვიტეთ ურთიერთობა და ბექაზე მოყოლა აღარც საჭიროდ ჩავთვალე და ვეღარც მოვასწარი.
- არც კი ვიცი რა გითხრა, იმასაც კი ვერ მივხვდი როგორი ბიჭია ეგ შენი ბექა.
- მეტისმეტად ძლიერია.
- კაცზე რომელიც ნარკოტიკებში ეძებს ხსნას, მეუბნები რომ ძლიერია?
- დამიჯერე თათია, ბექა იმდენად ძლიერია რომ თავს ტირილის და სისუსტის უფლება ვერ მისცა, ამიტომაც ინადგურებს ასე.
- ძალიან დამაინტერესა შენმა ბექამ, არ გინდა გამაცნო?
- ყველაფერი არ მითქვამს თათია. - ძველ თემას დაუბრუნდა ქალი.
- კიდევ რამე ხდება?
- რამდენიმე კვირის წინ, თავი ცუდად ვიგრძენი, გულისრევები და თავბრუსხვევები მქონდა, ექიმთან მივედი, ანალიზები ავიღე და . . .
- არ არსებობს. - სიტყვაა გაწყვეტინა ქალმა და ბედნიერება გაუკრთა ხმაში. - სოფი ორსულად ხარ? - აციმციმებული თვალები შეანათა მეგობარს.
- ვიყავი. - თავი დახარა და ხელები მაგრად ჩასჭიდა ერთმანეთს.
- მოგშორდა?
- ჰო.
- კი მაგრამ.
- შეხვედრა მქონდა, დანიაში უნდა გავფრენილიყავი, ექიმმა გამაფრთხილა რომ არ შეიძლებოდა, მაგრამ როგორ ამეხსნა ეს? რა მეთქვა? ჩემი ცამეტი წლით უმცროსი საყვარლისგან ორსულად ვარ და შესაძლოა ბავშვი მომშორდეს, ამიტომ ვერ წავალთქო?
- სოფი გაგიჟდი?
- არა, არ გავგიჟდი თათია, უბრალოდ გავრისკე და ჯანდაბა, მომშორდა, ბავშვი დავკარგე. - ხმამაღლა აქვითინდა ქალი.
- ბექამ იცის?
- არა, რა თქმა უნდა არა.
- მისთვის თქმას არ აპირებ?
- არ მაპატიებს თათია, ბექამ საკუთარ თავს, არ ჩადენილი მკვლელობა არ აპატია და მე შვილის მკვლელობას არ მაპატიებს.
- არ ვიცი რა გითხრა სოფი. - ნერვიულობისგან პირი გაშრობოდა თათიასაც.
- ვერასოდეს ვეტყვი. - თავი დახარა და ტელეფონის ზარი გაისმა.
- ელისო, ხომ მშვიდობაა? - სასწრაფოდ უპასუხა ქალმა. ელისოს არ ახასიათებდა სოფიასთვის დარეკვა, თუ რამე სერიოზული არ ხდებოდა.
- ყველაფერი კარგადაა შვილო,ბექუნაა სახლში და სასწრაფოდ მოვიდესო.
- ტელეფონი სად ჯანდაბაში აქვს მაგას?
- სახლში დამრჩაო შვილო, სწრაფად მოდი რა.
- ყველაფერი რიგზეა ელო?
- მგონი კი.
- კარგი, მოვდივარ ახლავე. - ტელეფონი გათიშა და სავარძლიდან წამოდგა.
- მშვიდობაა? - წამით შეაყოვნა თათიამ.
- არ ვიცი, ბექაა სახლში და სასწრაფოდ მოვიდესო ელისოსთვის უთქვამს.
- იმედია ყველაფერი კარგადაა. - წინ მიმავალ სოფის გაჰყვა და ეზოში გამოაცილა. დამშვიდობების ნიშნად გადაეხვია მეგობარს და ჰორიზონტს მანამ გაჰყურებდა სანამ ჯიპი თვალს არ მიეფარა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი mariam m.k

Ohonorive tavin sulomoutqmelad wavikitxe kargi iyo da imedia kargadac ganvitardeba. martla zan momwons da erti suli maqvs rodis daideba axali tavi.

 


№2 მოდერი სალანდერი

mariam m.k
Ohonorive tavin sulomoutqmelad wavikitxe kargi iyo da imedia kargadac ganvitardeba. martla zan momwons da erti suli maqvs rodis daideba axali tavi.

მარიამ, მიხარია რომ გამოჩნდი და წაიკითხე, იმედია გაამართლებს მოლოდინებს. . .
მადლობა ❤

 


№3  offline მოდერი ჰაიკო

ქართული ელ-კლასიკო:D:D:D მოკლედ შენ რა ხარ სალანდერ რა:) მწარე და სიმწარეში გალესილი ირონიით წერ ნაწარმოებებს:)
სუპერ!!!
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№4  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ვსო აქ ვარ
მივხვდი
მომწონს ეს ისტორია
თანაც ძალიან
მალე შემიყვარდება ვატყობ
დღეს ხომ ერთჯერ გამოჩნდა ბექუნა
მაგრამ ძალია მომწონს
ამდენ ასაკიან სხვაობას ვერ წარმოვიდგენდი
გაცნობა ყოფილა რაღაც სასწაული
არა რომ ვამბობ შენი ისტორიის გაგრძელების გამოცნობა შეუძლებელია_თქო
ვინ იფიქრებდა ამ ჯერ არ "გამოჩენილ" ბავშვს თუ მოკლავდი...
აი ინტრიგის სუნი მცემს მართლა გეუბნები
მალე დადე რა შემდეგიი ❤ ❤ ❤ ❤

 


№5 მოდერი სალანდერი

ჰაიკო
ქართული ელ-კლასიკო:D:D:D მოკლედ შენ რა ხარ სალანდერ რა:) მწარე და სიმწარეში გალესილი ირონიით წერ ნაწარმოებებს:)
სუპერ!!!

აუ ჰაიკო, რა ძალიან კარგი ტიპი ხარ შენ ❤
მადლობა ❤

meocnebe avadmyopi
ვსო აქ ვარ
მივხვდი
მომწონს ეს ისტორია
თანაც ძალიან
მალე შემიყვარდება ვატყობ
დღეს ხომ ერთჯერ გამოჩნდა ბექუნა
მაგრამ ძალია მომწონს
ამდენ ასაკიან სხვაობას ვერ წარმოვიდგენდი
გაცნობა ყოფილა რაღაც სასწაული
არა რომ ვამბობ შენი ისტორიის გაგრძელების გამოცნობა შეუძლებელია_თქო
ვინ იფიქრებდა ამ ჯერ არ "გამოჩენილ" ბავშვს თუ მოკლავდი...
აი ინტრიგის სუნი მცემს მართლა გეუბნები
მალე დადე რა შემდეგიი ❤ ❤ ❤ ❤

მეოცნებე გოგო, მგონი გიჟი ხარ შენ :დ.
როგორ შეგიძლია ამდები პოზიტივის მოტანა წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მიხარია რომ აქ ხარ. . .
დანარჩენს რავი, ვნახავთ ერთად ნელ-ნელა ❤
მადლობა და მადლობა შენ ❤

 


ზოგჯერ რა ვერაგია ეს ოხერი ცხოვრება, არა? ერთი წუთით მოდუნება და არ არსებობს, პატარა შეცდომა არ მოჰყვეს ამ ყველაფერს, მერე შენი დაწყობილი გეგმების და ცხოვრების თავდაყირა დადგომაც იწყება და ოპაა! სულ სხვა რელსებზე და სამყაროში გადადიხარ. ზოგჯერ რა ვერაგი და დაუნდობელია ცხოვრება, სულ უნდა იფხიზლო!..
იმედი მაქვს, ბექა მოერევა ამ სენს და გადალახავს. არ მინდა მისი საინტერესო, სიყვარულით და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება და ბოლოს მისი სიკვდილი ვიხილო... ძალიან დამწყდება გული...

 


№7 მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
ზოგჯერ რა ვერაგია ეს ოხერი ცხოვრება, არა? ერთი წუთით მოდუნება და არ არსებობს, პატარა შეცდომა არ მოჰყვეს ამ ყველაფერს, მერე შენი დაწყობილი გეგმების და ცხოვრების თავდაყირა დადგომაც იწყება და ოპაა! სულ სხვა რელსებზე და სამყაროში გადადიხარ. ზოგჯერ რა ვერაგი და დაუნდობელია ცხოვრება, სულ უნდა იფხიზლო!..
იმედი მაქვს, ბექა მოერევა ამ სენს და გადალახავს. არ მინდა მისი საინტერესო, სიყვარულით და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება და ბოლოს მისი სიკვდილი ვიხილო... ძალიან დამწყდება გული...

ასეა ქეთი, ზოგჯერ წამები ხდება გადამწყვეტი და სრულიად გაცილებს იმას რასაც გულით გინდოდა მიყოლოდი ❤
ძალიან მოხარია რომ აქ ხარ, როგორც ყოველთვის და მადლობა ❤

 


№8  offline წევრი -ლილუ

რანაირი ხარ?!(მიუღებელს...მისაღებს ხდი გეფიცები...)
21-ე საუკუნის თეთრი სენი...(ნარკოტიკი)
და მე ვერ ვიტან ნარკოდამოკიდებულ საზოგადოებას...(ჩემი პირადი აზრია,გამოცდილებითურთ)
გაზომბებულ...
გაყინულ...
ურეაქციო...
დაშტერებულ...
უკონტაქტო...
ახალგაზრდობას...
ყველაზე დიდი სისუსტეა ჩემთვის...
ხსნა იპოვო იმაში რაც გკლავს...(არა მარტო შენ,იმ ადამიანებს ვისაც ეძვირფასები...)
ბექა'ზე ვერაფერს ვიტყვი....(ჯერ)
სოფი...(შვილის მკვლელი...არც მე ვაპატიებდი...)
ვნახოთ რას და როგორ წარმართავ...
სალანდერ'ო შენ რა გითხრა აბა...
გ ე ნ ი ა ხარ ჩვეულებრივად...
მიხარიხარ მე შენ...
შემდეგთავამდე...

 


№9 მოდერი სალანდერი

-ლილუ
რანაირი ხარ?!(მიუღებელს...მისაღებს ხდი გეფიცები...)
21-ე საუკუნის თეთრი სენი...(ნარკოტიკი)
და მე ვერ ვიტან ნარკოდამოკიდებულ საზოგადოებას...(ჩემი პირადი აზრია,გამოცდილებითურთ)
გაზომბებულ...
გაყინულ...
ურეაქციო...
დაშტერებულ...
უკონტაქტო...
ახალგაზრდობას...
ყველაზე დიდი სისუსტეა ჩემთვის...
ხსნა იპოვო იმაში რაც გკლავს...(არა მარტო შენ,იმ ადამიანებს ვისაც ეძვირფასები...)
ბექა'ზე ვერაფერს ვიტყვი....(ჯერ)
სოფი...(შვილის მკვლელი...არც მე ვაპატიებდი...)
ვნახოთ რას და როგორ წარმართავ...
სალანდერ'ო შენ რა გითხრა აბა...
გ ე ნ ი ა ხარ ჩვეულებრივად...
მიხარიხარ მე შენ...
შემდეგთავამდე...

გელოდი გელოდი, მთელი შენი დიდებულებითურთ გელოდი და გამიხარდი. . .
მეც ვერ ვიტან ნარკპდამოკიდებულ საზოგადოებას, ასევე გამოცდილებითურთ და მაინც ვერსად გავაქცევით ფაქტს რომ არსებობს.
ლილუ, რა გითხრა?
მადლობა ბანალურად და მაბედნიერებ ❤

 


№10  offline ადმინი ელპინი

რა ინტრიგანი ხარ. ნეტავ ვიცოდე, რაებს ხლართავ. ინტერესი დამახრჩობს მალე, ალბათ.
დასაწყისი რა ლამაზი იყო.
მართლა.
მინდოდა მეტირა, მაგრამ არ ვიცი, რატომ.
მე ვიგრძენი, ჰო, ხომ გესმის და იცი . . .
საშინლად ლამაზია ყველაფერი.
მიყვარხარ რა!
ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

 


№11 მოდერი სალანდერი

ელპინი
რა ინტრიგანი ხარ. ნეტავ ვიცოდე, რაებს ხლართავ. ინტერესი დამახრჩობს მალე, ალბათ.
დასაწყისი რა ლამაზი იყო.
მართლა.
მინდოდა მეტირა, მაგრამ არ ვიცი, რატომ.
მე ვიგრძენი, ჰო, ხომ გესმის და იცი . . .
საშინლად ლამაზია ყველაფერი.
მიყვარხარ რა!
ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

ელ პინო, უნდა გესმოდეს და გესმის კიდეც ჰო. . .
მიყვარხარ მე შენ ❤

 


№12 სტუმარი სტუმარი ტკბილიწიწაკა

აუუ რა სხვანაირი და რაღაცნაირი ისტორიაა იცი? აი ძალიან რომ მიზიდავს ♥️♥️♥️ უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა სიტყვებს ვერ ვპოულობ ალბათ იმიტომ რომ ასეთ ისტორიას მხოლოდ შენ თუ მოიფიქრებდი და ამიტომაც ვარ ასეთი გაოცებული ♥️♥️ ჰოდა ახლა ისეთ ინტერესში ჩამაგდე ვფიქრობ როგორ გავძლო მომდევნო თავამდე?! წარმატებები ჩემო საყვარელო მთელი გულით და სულით მოგყვები ♥️♥️♥️

 


№13 მოდერი სალანდერი

სტუმარი ტკბილიწიწაკა
აუუ რა სხვანაირი და რაღაცნაირი ისტორიაა იცი? აი ძალიან რომ მიზიდავს ♥️♥️♥️ უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა სიტყვებს ვერ ვპოულობ ალბათ იმიტომ რომ ასეთ ისტორიას მხოლოდ შენ თუ მოიფიქრებდი და ამიტომაც ვარ ასეთი გაოცებული ♥️♥️ ჰოდა ახლა ისეთ ინტერესში ჩამაგდე ვფიქრობ როგორ გავძლო მომდევნო თავამდე?! წარმატებები ჩემო საყვარელო მთელი გულით და სულით მოგყვები ♥️♥️♥️

ტკბილო გოგო, როგორ გამახარე მე შენ, სხვათაშორის მშვენივრად მახსოვხარ და მიხარია რომ აქაც ხარ. . .
მადლობა ❤

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.