შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (14)


17-11-2018, 15:32
ავტორი Moonlight17
ნანახია 774

მთვარის წითელი სონატა (14)

14. ახალი წელი.

- შემოდი...- დაბნეულმა ვუთხარი და კარი ფართოდ გავუხსენი. სწრაფად შემოვიდა. კანკალებდა.
- ჩაის დავადგამ.- ვუთხარი ხმადაბლა და სამზარეულოში გავედი. ჩაიდანი სწრაფად დავდგი გაზზე და უკან გავბრუნდი.
- წამომყვები?
- ანდრეა ვერაფერს ვიგებ. მოდი ჯერ ჩაი დალიე კაი?- დაბალი ხმით ვუთხარი. თვალი ამარიდა და ჩამოჯდა. საკუთარ ოთახში გავედი და კედელს ავეკარი. რა ხდებოდა?! სარკეში ჩავიხედე, მეხუთე კლასელს ვგავდი დათუნებიან ფუმფულა პიჟამაში და აწეწილ თმებში. შავი როლინგი და ხორცისფერი შარვალი ჩავიცვი.
ანდრეასთვის არ შემიხედავს ისე გავედი სამზარეულოში. გული უსწრაფესად მიცემდა. კიდევ კარგი დედაჩემი არიყო სახლში. ჩაი სწრაფად დავასხი და გავუტანე.
- მადლობა.- ხმადაბლა მითხრა და გამომართვა.
- კარგად ხარ?
- ვიქნები როცა წავალთ.
- ამ შუა ღამეს სად წავალთ?
- მენდობი?- თვალებში შემომხედა. პირი დავაღე. ღრმად ამოვისუნთქე.
- გენდობი.
უკვე ცარიელი ჭიქა მაგიდაზე სწრაფად დადო და წამოდგა.
- მზად ხარ?
- ტელეფონს ავიღებ.
ხმადაბლა ვუთხარი და ოთახში გავედი. ვიგრძენი თვალი როგორ გამომაყოლა. ტელეფონს და გასაღებს ხელი დავავლე. შემოსასვლელში იდგა და მიცდიდა. მივუახლოვდი, მანტო საკიდიდან ჩამოვხსენი. თვალს არ მაშორებდა. ვეღარ გავძელი. შინაგანმა ძალამ გაიმარჯვა, თვალები მაგრად დავხუჭე. მისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგი და მთელი ძალით მოვხვიე ხელები. თავი მკერდზე მივაბჯინე. თვალებს არაფრის დიდებით არ ვახელდი. გაშეშებული ვიდექი და ვგრძნობდი მისი გულის ცემას, ნელნელა როფორ ჩქარდებოდა. მიხაროდა. მიხაროდა მასზე ასე რომ ვმოქმედებდი. მაგრამ რა გამეკეთებინა არ ვიცოდი.
მხარზე ხელი დამადო და წელამდე ჩამომიტარა. თავი დახარა და ჩუმად მითხრა
- წავედით.
გამოვეცალე და თავი დავუქნიე. სახლის კარები საგულდაგულოდ ჩავკეტე. მანქანა ახლოს ყავდა გაჩერებული. სწრაფად ჩავჯექით და სწრაფადვე დაქოქა.
- სად მივდივართ?
- ჩემთან.
- რა?!
ეს კითხვის მაგივრად წამოკივლებას უფრო გავდა. გაეცინა. მაგიჟებდა ასე წრაფად როგორ ეცვლებოდა ხასიათი.
- ანდრეა სერიოზულად.
- მეც სერიოზულად გეუბნები.
ხმა აღარ ამომიღია. ვერც მიზანს ვხედავდი ამ ყველაფრის. ვერც აზრს.
- მომეწონა.
მითხრა რამდენიმე წუთის შემდეგ. კითხვის ნიშნით გავხედე.
- რომ ჩამეხუტე.- ყოყმანით მითხრა, თუმცა ეღიმებოდა. რატომ ცდილობდა ემოციების დაფარვას როცა ირიდღის წინ პაწაწინა ოთახში ორივემ ემოციების აფეთქება განვიცადეთ?!
- მაგას საჩუქრად მივიღებ.
- რა საჩუქრად?
დავიძაბე.
- რომელი საათია?
დავიბენი.
ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და დავხედე
- ღამის ორი საათია.
- მიესალმეთ უკვე სრულწლოვან ანდრეას.- ყურებამდე გაეღიმა. ისე რომ გზისთვის თვალიც არ მოუშორებია. თავი უხერხულად ვიგრძენი.
- გილოცავ.
არაფერი უპასუხია. კალენდარს დავხედე. 31 დეკემბერი.
- მართლა არ ვიცოდი..
- ვიცი რომ არ იცოდი.
მანქანა გააჩერა დიდი შავი ჭიშკრის წინ. გადავიდა. მეც მას მივყევი. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა.
ჯერ უზარმაზარი ეზო. სახლზე აღარაფერს ვიტყვი. მაშინვე სანდროსთან დიალოგი გამახსენდა მაგრამ ფიქრების გასაფანტად მთეკი ყურადღება ინტერიერზე გადავიტანე. ეჭვები მრღნიდა მაგრამ როგორმე უნდა მომეთოკა. შემოსასვლელში მანტო გავიხადე და იქვე დავკიდე.
- ჩემი და თავის დაქალებთანაა.
თავი დავუქნიე. თვითონ სადღაც გაქრა. შესასვლელს გავყევი. რძისფერი მეტლახი. მოოქროსფერო კედლები. მისაღებში მოყავისფრო ხის ავეჯი. მეორე სართულზე ასასვლელი კიბეებიც მოჩანდა. გავჩერდი. ალბათ სადმე რომ წავსულიყავი დავიკარგებოდი.
ნაბიჯების ხმაზე მივბრუნდი. ხელში შამპანიური ეჭირა. გამეცინა. სახე უბრწყინავდა.
- ძმაკაცები არ გყავს?
- არ ვიხდი თქო. ხვალ მოვა ერთი ორი. - ღიმილით მითხრა და შამპანიურს საცობი მოხსნა. თავით ჭიქებისკენ მანიშნა. სერვანდი ფრთხილად გამოვხსენი და ორი ჭიქა გადმოვიღე. სასმლით ორივე ჭიქა ნახევრად გაავსო და წინ გამიძღვა. ორ კარებს გავცდით და მესამეში შევედით. კაბინეტს უფრო გავდა. მაგრამ წინ დიდი აივანი მოჩანდა.
- დაჯექი.
ჩამოვჯექი.
- რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. მინდოდა რომ ამ დღეს აქ ყოფილიყავი.
- გეთქვა და დღისით მოვიდოდი.
ხმა არ გაუცია. ერთი ამოსუნთქვით დააცარიელა ჭიქა და იქვე დადო. ფეხზე წამოდგა. დაბნეული ვუყურებდი მის ქმედებებს.
- ჩემს სიტყვას ვასრულებ. მკითხე მაშინ რაც გაინტერესებდა
- ნუცა?- ვკითხე ყოყმანით.
- ერთადერთი გოგო ვინც ცხოვრებაში მყვარებია?
წამის მეასედებში გული შუაზე გამეპო. აბა რა მეგონა, ჩემზე გიჟდებოდა?!
თავი უნდა დამეწყნარებინა. თვალებში ვეღარ ვუყურებდი.
- და?
- არაფერი, ეგ დიდი ხნის წინ იყო. სულელი და მეტიჩარა. მაგის სიკვდილთან მე არაფერ შუაში ვარ.
- მჯერა.
- ვიმედოვნებ.
- კიდევ გიყვარს?- არ ვიცი ეს რამ მათქმევინა, ხმაჩავარდნილი ველოდი მისგან პასუხს.
- რათქმაუნდა არა, მარა მაშინ მართლა მიყვარდა.
- ბუნებრივია...- ამოვილაპარაკე.
- სულ ეგ იყო?
- სიმართლე გითხრა სიმართლის გარკვევა მინდოდა.
გავუღიმე.
- მოხარული ვარ. კიდევ დალევ?
თავი დავუქნიე და ჭიქა გავუწოდე. მეორე ჭიქქც მალევე დავცალე. ალკოჰოლი მალე მომეკიდა.
- აქ მარტო ცხოვრობ?
- მამაჩემი რაღაც ბიზნესში მეწილეა, დედასთან ერთად საფრანგეთშია წასული.
- რატომ არ წაყევი?
- იქ რა მეკეთებინა?
- გესწავლა, თან ფრანგებს კარგი მანდილოსნები ყავთ- შეძლებისდაგვარად გავუცინე და თვითონაც ავიყოლიე
- უნდა დაგეთანხმო
- და შენი და, ლიზა?
- დიდად არ ვკონტაქტობთ
თავი დავუქნიე. ცარიელი ჭიქა პატარა ჟურნალის მაგიდაზე დავდე და წამოვდექი
-ახლა წავალ.
გასასვლელისკენ გავიწიე, მაგრამ წინ გადამიდგა.

ანდრეა*:

მის არსად გაშვებას არ ვაპირებდი. მითუმეტეს ახლა, ღამით.
- დარჩი.
დაბნეულობა სახეზე ეწერა. ისეთი პატარა და ნაზი იყო.
- ანდრეა მე..
- წამომყევი.
ხელი მაშინვე მოვკიდე და მეორე სართულზე ავიყვანე. თავში პირველივე რაც მომდიოდა იმას ვაკეთებდი. ინსტიქტურად. ჩემი ოთახის გვერდით ოთახში შევიყვანე. ჩვეულებრივ ჩემები ამ ოთახს სტუმრებისთვის იყენებდნენ. პატარა მაგრამ კომფორტული იყო.
- აქ მოეწყვე. თუ რამე მოგინდა გვერძე ვიქნები.
საკუთარ თავს ნამდვილად არ ვგავდი. გოგონებს სულ სხვანაირად ვექცეოდი. ახლა კი მარიამის გვერძე ძილსაც ვერ ვბედავდი....
გაკვირვებული მიყურებდა. ჯერ მე, შემდეგ ოთახს. თავი დამიქნია. ავათვალიერე. ჯინსებში ძილი ნამდვილად გაუჭირდებოდა.
- დამელოდე.
ჩემს ოთახში შევედი და ღრმად ამოვისუნთქე. უჯრიდან პირველივე მაისური ამოვაძრე და გავუტანე.
- ამით დაიძინე.
- ეს.. შენია?- ყოყმანით მელაპარაკებოდა. მაისურიც ყოყმანით გამომართვა. თავი დავუქნიე და გავუღიმე. ოთახიდან გამოვედი. მარტო დავტოვე რომ გამოეცვალა.

მარიამი*:

ყველაფერი უცნაური იყო,რას ვაკეთებდი საერთოდ, რა მინდოდა მის სახლში. ბევრს ვეღარ ვფიქრობდი ტანსაცმელი გავიხადე და საცვლებზე მისი მაისური გადავიცვი. მაშინვე ნაცნობი სურნელი მეცა.
ჩემი გადასაფარებელი გამახსენდა და ჩუმი სიცილი ამიტყდა. ცოტა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს აზროვნების უნარს არ მაკარგვინებდა.
ოთახს თვალი მოვავლე. "მის ოთახში რატომ არ შემიყვანა?" ალაპარაკდა ჩემი გონება, მსგავსი კითხვებით ამევსო ტვინი. თავი გავაქნიე მათ დასაიგნირებლად და ითახიდან გავედი. საშინელი სიჩუმე იყო. ჩემს მოპირდაპირედ კარზე დავაკაკუნე. ცოტახანში შევაღე, მაგრამ შუქებიც ჩამქრალიყო და არავინ იყო. ახლომახლოს კიდევ ერთი კარები იყო, ახლა დაუკაკუნებლად გავხსენი კარი და საწოლზე მჯდომი ანდრეა დავინახე. ამომხედა, მეც გამეღიმა. ცალი ხელით მის მაისურს როგორც შემეძლო დაბლა ვექაჩებოდი. თავს უხერხულად ვგრძნობდი. პირველად ვიყავი ასე ბიჭის წინაშე. ჩაეცინა და თავი გააქნია.
- თავი დაანებე, ნუ გრცხვენია.
- რათქმაუნდა შენ ხომ ათასი გოგოს სხეული გაქვს ნანახი.- მკახედ ვუთხარი და კარები მივკეტე. მის ოთახს თვალი მოვავლე. სხვა ოთახებისგან განსხვავებით ძალიან უბრალოდ და სადად იყო მოწყობილი. საწოლის თავზე Arctic Monkeys პოსტერი შევნიშნე. გემოვნებას ვერ დავუწუნებდი. ფიქრებში გართულს წინ გადამიდგა. ახლა მზერა მისკენ გადავიტანე.
- არ მოგწონს?
- აბრეშუმის თეთრეულს ველოდითქო, რომ გითხრა ძალიან უცნაურია?
გამეცინა, სიცილში ისიც ამყვა და მანძილი გაზარდა ჩვენს შორის. ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ფანჯრის მხარეს ორ თაროზე სიმეტრიულად დაყრილი ძველმოდური მუსიკის ფირები ელაგა.
- ღმერთო, ესეთები მარტო ფილმებშიმაქვს ნანახი
- მოგწონს?- ჩაცინებით მკითხა. თავი დავუქნიე.
- სხვენის დალაგებისას დედაჩემი გადაყრას აპირებდა. არვიცი რატომ მაგრამ შევინახე და აქ შემოვიტანე.
- ვნახოთ აბა ახლა რას უსმენ
- აა..მმარიამ ეს..
ენა დაება, თუმცა თითი ღილაკზე უკვე დაჭერილი მქონდა. ყურებს არ ვუჯერებდი. მთვარის მელოდია? ისევ? დაბნეული მიყურებდა. თვალის გუგები გასდიდებოდა და ახლა მართლა მთვარეს მიუგავდა. სრულ სიჩუმეში თავისი მრგვალი სფეროებით მომიახლოვდა და წელზე ხელი მომხვია. ვმოძრაობდით, თუთქოს ვცეკვავდით მაგრამ არა. ეს რაღაც სხვა იყო. თითქოს არარსაებულ მელოდიურ რიტმს ვყვებოდით. თვალებში ყურებას არ ვწყვეტდი. როგორი უძირო ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. ლაქებით, როგორც სავსე მთვარისას.
მელოდია დამთავრდა თუარა რეალობას დავუბრუნდი და დაბნეულმა რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი.
- ყველაფერი უცნაურია.
- მაინც? - კითხვით გადმომხედა.
- მომაწევინე რა- ხმადაბლა ვუთხარი. ტუმბო გამოხსნა და ახალი "მარლბორო"-ს შეკვრა გახსნა. ერთი ღერი ამოვიღე და აივნისკენ წავედი. ნაბიჯების ხმით მივხვდი რომ უკან მომყვებოდა.
- გაიყინები გარეთ, ფანჯარასთან მოწიე.
რაფაზე ჩამოვჯექი და სანთებელა გამოვართვი. ჩემს ყოველ ქმედებას აკვირდებოდა და ცოტა არიყოს მაკომპლექსებდა.
- ასე ნუ მიყურებ- ვუთხარი ღიმილით და ნიკოტინი ფილტვებში ჩავუშვი.
- იცი, შეგიძლია გადაეჩვიო. -კისერზე ხელი მომისვა და გვერძე ჩამომიჯდა. უკვე მერამდენედ მსაყვედურობსა თავისებურად. ახლაც გამეღიმა. მისი სახე ხელებში მოვიქციე და შუბლი შუბლზე მივადე. გაკვირვებული მიყურებდა.
- მარიამ.- თითქოს გამაფრთხილებლად მითხრა, ყურადღება არ მივაქციე. ეს ადამიანი სულ სხვად მაქცევდა.
- მაკოცე.- შევევედრე. გაეღიმა და თავი გააქნია. გამეცალა. სიგარეტი ორ ნაპასსში ჩავწვი და იმედგაცრუებულმა შევხედე.
- დაიძინე, გვიანია.
არ შემოუხედავს. ავდექი და ჩქარი ნაბიჯებით დავტოვე. "ჩემი ოთახისკენ" წავედი და შევიკეტე.
რატომ მექცეოდა ასე? პასუხებს ვეძებდი საკუთარ თავში და ვერ ვპოულობდი. აბაზანაში შევედი და სახეზე ცივი წყალი მივისხი. ოდნავ მიშველა და გამომაფხიზლა.
***
გამეღვიძა თუარა ლილუ მედგა თავზე.
- ზუსტად 30 წამიგაქვს ყველაფერო ამიხსნა.- მკაცრი ხმა ჰქონდა. წამოვჯექი და სახე მოვისრისე. ვატყობდი უკვე შუადღე იყო.
- აუ ლილუ...
- რა ლილუ გოგო რა ლილუ, აქ რასაკეთებ.
- ანდრეას დაბადებისდღეა.
ვუთხარი მხრების აჩეჩვით და წამოვდექი.
- ეს მისი მაისურია?
- კი. - ვუთხარი და გადავიძრე, საკუთარ როლინგს ვწვდი და გადავიცვი. შარვალიც მივაყოლე.
- არ მითხრა რომ...
- ახლოსაც კიარ მიკარებს.- სიტყვა გავაწყვეტინე და დაბღვერილმა შევხედე.
- იოანე და თორნიკე დაბლა არიან. მოწესრიგდი მიდი.
- ვინ თორნიკე?
- ლიზას შეყვარებული. ავალიანს ვისკი მოუტანა და ჭკუაზე არ არიან ბიჭები.
თვალები ავატრიალე და საწოლზე წამოვჯექი.
- მითხარი რომ სიგარეტი გაქვს- საცოდავი სახით ვკითხე. ჯიბიდან ამოიღო და ერთი ღერი მომაწოდა.
- ჩემი გადამრჩენელიხარ.
ფანჯარა სიცილით გამოვხსენი. სუსხი მაშინვე მეცა და შემაცია. სიგარეტს მოვუკიდე.
- აბა ანდრეასთან რა ხდება?
- ახლო ურთიერთობა მინდა, პირველი ბიჭია ვისთანაც ასე მინდა.
- მერე?
- რა მერე.. წუხელ ისე მინდოდა მეკოცნა.
ლილუს სიცილი აუტყდა. წარბის აწევით გავხედე.
- გაფუჭდი არა?!
სიცილითვე მითხრა. მეც გამეცინა და სიგარეტი საფერფლეზე მივაწვი.
- ჩავიდეთ.
კიბეები მალე ჩავიარეთ და ბიჭებს მივუახლოვდით.
წამოიშალნენ და ჩვენკენ გადმოიტანეს ყურადღება, ანდრეას თვალი ავარიდე და იოანეს გვერძე დავჯექი. მიქაძემ ხელი გადამხვია და თვალი ჩამიკრა.
- ალბათ არ გემახსოვრები- დაიწყო თორნიკემ ლაპარაკი ჩემი მიმაეთულებით.
- მახსოვხარ.- სწრაფად ვუთხარი.
- ნუ მეუხეშები ლამაზო.
ანდრეამ ჩაახველა და ვერც კი ავღწერ როგორი სახით გახედა ძმაკაცს. თორნიკემ გადაიხარხარა და საზურგეს მიეყრდნო.
- მე წავალ, დედაჩემს უნდა მივეხმარო.
- დღეს ჩამოდის? - მკითხა ლილუმ. თავი დავუქნიე და წამოვდექი. გასავლელისკენ წავედი. ის ის იყო ქურთუკს ვიღებდი რომ ანდრეა წამომეწია.
- რაგინდა?!
- ნუ მეუხეშები!
- დღეს უკვე მეორედ მესმის ეს ფრაზა!
იგივე ტონით ვუთხარი და თვალებში შევხედე. არ დაუყოვნებია მაშინვე მკლავში მწვდა და მისი ტუჩები ჩემსას მიაბჯინა.
დავდნი!
ამ გრძნობას ვნატრულობდი. ვიცოდი ახლა გაბრაზებული უნდა ვყოფილიყავი და შეძლებისდაგვარად გამოწევა შევეცადე.
- მაკოცე! გახსენი შენი ვარდისფერი ტუჩები მარიამ!

მტლიან ტანზე ტაომ დამაყარა და ვნებამ ერთიანად შემიპყრო დავემორჩილე და მთელი ძალით, ტუჩების ტკივილამდე ვაკოცე.
- საღამოსთვის მოემზადე. ახალ წელს ერთად შევხვდეთ.
- კარგი რა ანდრეა. რაში გჭირდება ეს ყველაფერი.
- არ მჭირდება, ჩვენ ერთად ვართ.
ახლაც გამაჟრიალა. არ მჯეროდა ამას რომ ამბობდა.
- როდის აქეთია?
- ამ წამიდან.
ღიმილით მითხრა. სიცილით გავაქნიე თავი და კარები გამოვხსენი.
გზადაგზა მივდიოდი და მეფიქრებოდა, ყველაფერზე აფსოლიტურად. "ჩვენ ერთად ვართ" შეუჩერებლივ მიტრიალებდა მისი სიტყვები თავში და ვერადა ვერ ვაგდებდი. სახლში მისულს დედა დამხვდა. მოვესიყვარულე და ვუთხარი რომ როგორც ყოველთვის ახალწელს ლილუსთან ერთად შევხვდებოდი. რაღათქმაუნდა დამთანხმდა. ღრმად ამოვისუნთქე, უკვრ მერამდენედ ვატყუებდი დედაჩემს, მიზეზი კი ერთი ადამიანი იყო. ცალიხელით თმა გადავიწიე და გარდეროფი გამოვხსენი. დიდი ხანი ასე ვუყურებდი. არასდროს მიფიქრია ამდენი, იმაზე თუ რა ჩამეცვა. საბოლოოდ გრძელმკლავიანი წითელი, მომდგარი კაბა და ამავე ფერის მაღალქუსლიანები შევარჩიე. დედაჩემს რომ დავენახე, ალბათ გადაირეოდა და უამრავ კითხვა დამისვამდა. სააბაზანოში შევედი და ორი საათი ვინებივრე. იგივე სიტყვები, იგივე რეფლექსები.
უჯრიდან თმის უთო ამოვიღე და დასწორებას შევუდექი.
ორ საათში უკვე ყველანაირად მზად ვიყავი.
მისაღებში გავედი და ნათიას დავენახე.
- მშვიდობაგაქვს მარიამ?
სიცილით მკითხა და ამათვალიერა.
- შეიძლება ანდრეაც მოვიდეს.
- ანუ ბიჭშია საქმე ხო?- ღიმილით მომიახლოვდა და თმა გამისწორა.
- საუკეთესო ხარ.
გავუღიმე და გარეთ გამოვედი. გული საშინლად აჩქარებუკი მქონდა, სუნთქვას ვერ ვარეგულირებდი. ტელეფონი ამოვიღე და ანდრეას დავურეკე.
- სახლში ხარ?
- კი. - რაღაცნაირი ხმით მიპასუხა.
- მე მოვიდე?
- 5წუთში მანდ ვარ. - სიცილით გამითიშა. იქვე სკამზე ჩამოვჯექი და წამდაუწუმ საათს ვამოწმებდი. ზუსტად 6წუთში ჩემს წინ გააჩერა მანქანა. მივუახლოვდი და ჩავუჯექი. ჩემკენ გადმოიწია. ვერ მივხვდი რს აკეთებდა და უკან გავიწიე. სახე მოულბა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა.
- მაკოცე!
- ნუ ბრძანებლობ ავალიანო.
ღვედი შევიკარი და წინ გავიხედე. ვიცი გაუკვირდა, ან გაღიზიანდა, მაგრამ ვეცადე მისი რეფლექსებისთვის ყურადღება არ მიმექცია. მანქანა დაქოქა და დაახლოებით 10 წუთში რომელიღაც რესტორანთან ვიყავით.
მანქანის კარი გავხსენი და გადავედი. თვითონაც მომყვა.
-გიხდება.
თვაკი ჩამიკრა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.
შესვლისთანავე მივხვდი რომ მაგიდა დაჯავშვნილი ჰქონდა. გულში გამეღიმა და მთელი სხეულით ავეკარი. წელზე ხელი მომხვია და თავზე მაკოცა. გავინაბე, თავი კნუტი მეგონა რომელიც მოფერებისას ნეტარებას ეცემოდა. დავსხედით. მიმტანმა წითელი ღვინო მოიტანა და ჩამოასხა.
- ანდრეა..
- მოხდა რამე? - მკითხა როცა ერთი ჭიქა თვალისდახამხამებაში დაცალა.
- ღვინოს ვერ ვსვამ.
მისი სიცილი ექოდ გაისმა.
- წყალი გინდა? - სიცილითვე მკითხა. დავებღვირე. ამას ვაჩვენებდი ახლა!
- არაყი!
- დარწმუნებული ხარ?
- რათქმაუნდა.
- პირველად მთხოვს გოგო პაემანზე არაყს.- სიცილს არ წყვეტდა.
- ეს არარის პაემანი. - სიცილი შეწყვიტა. მივხვდი არ ესიამოვნა, მაგრამ სანამ რაიმეს მეტყოდა მიმტანს არაყი შეუკვეთა.
- აბა? - ხმა მსუბუქი ხველით ჩაიწმინდა.
- შენს დაბადების დღეს ავღნიშნავთ.
- რათქმაუნდა.
თავისთვის ჩაილაპარაკა. მიმტანმა არაყი დამიდგა. ავალიანი ღიმილს ძლივს იკვებდა და მაკვირდებოდა.
- ვერ დალევ.
თითით მანიშნა და გამფრთხილა. მაშინვე გადავკარი. სითხემ ყელი ჩამწვა მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ამდენი ხანია გიცნობ და შენზე ბევრი არაფერი არ ვიცი.- ვუთხარი და პატარა ფილეს ნაჭერი პირში ჩავიდე.
-როგორ არა, შენ იმაზე მეტიც კი იცი, ვიდრე საჭიროა.- მითხრა როდესაც ღვინის ჭიქა დააცარიელა. თვალები ავატრიალე და წარბები ავწიე
- ფენომენ ანდრეა ავალიანში ხოარ გეშლები?- ღმერთო, ეს ხმამაღლა რატომ ვთქვი?!
- მოდი ასე მოვიქცეთ , რასაც გეტყვი იმას გააკეთებ და მე შენს კითხვებს ვუპასუხებ
- ამხელა კაცი მებავშვები?- სიცილი ძლივს შევიკავე, აშკარად სასმელი თავისას შვრებოდა.
- ისედაც მაქვს შენთან სურვილი ასერომ.
რა?! ახლა გამახსენდა. იოანეს დაბადებისდღის მეორე თუ მესამე დღე. ასე მოვისყიდე რომ ბედნიერი წყვილი ნერვებზე არ აეშალა. ჯანდაბას მარიამ!
- ნებისმიერს?
- მეტნაკლებად.
-კარგი- თავი დავუქნიე
- დაიყვირე რომ ჩემზე გიჟდები- მის ნათქვამზე თვალები გამიფართოვდა და ლუკმა გადამცდა. მაშინზე არყოს ჭიქას დავწვდი და დიდი ყლუპით გადავყლაპე.რაზეც ხველება ამიტყდა. რათქმაუნდა წესით მწველი სითხის მაგივრად წყალი უნდა დამელია მაგრამ ჯიბრი ჯიბრია. თვითმკვლელობად გავდა ეს ყველაფერი და გულში საკუთარ თავს დავცინოდი. მას კი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- სერიოზულად?-ჩავიცინე და თავი გავაქნიე. ანდრეამ მხრები აიჩეჩა და წარბები ამიწია.კიდევ ერთი ლუკმა ჩავიდე და ვუყურებდი გამარჯვებულის სახით როგორ წრუპავდა ღვინოს. თვალები დავხუჭე და ლუკმა ჩავყლაპე.
- ამ ადამიანზე ვგიჟდები!- ანდრეამ წამში შემომხედა და თვალები გაუფართოვდა. აშკარად არ ელოდა.დარბაზზში მიმოვიხედე ყველას თავები ჩემსკენ ჰქონდა შემოტრიალებული.ავალიანს შევხედე რომელიც გაშტერებული მიყურებდა. ახლა მე ავუწიე წარბები.
-გაგიჟდი?-მისი გაოცებული სახე სიცილმა შეცვალა.
- უბრალოდ მეტის გაგება მინდა შენზე.
- ცნობისმოყვარეობა ხშირ შემთხვევაში დამღუპველია.მიდი გისმენ.-ღვინო მოსვა და გაღიმებულმა თავი დამიქნია.
-ყველაზე მეტად რომელი საჭმელი გიყვარს?
- შემწვარი კარტოფილი
-საყვარელი ფერი?
- შავი
- ოდესმე გყვარებია?
-კი
- სექსი ბოლოს როდის გქონდა?
- გუშინ- რა? ამ პასუხს არ ველოდი. არც იმ კითხვის დასმას ველოდი მაგრამ როგორც ვხედავ საკუთარ თქვს არ ვგავდი.
- გუშინ როდის?
- შემდეგი.- წარბები ამიწია და მაგიდას დაეყრდნო.
- ვიცნობ?
- შემდეგი.-თვალები ავატრიალე
- შენი ჰობი?
- მუსიკის მოსმენა- წამიერად გავშეშდი. ახლა თვითონ მაშტერებდა.
- შენი ოცნება?
- შემდეგი
- ყველაზე მეტად ვის ენდობი?
- შენ.
- იოანე?
მხრები აიჩეჩა და კითხვის მოლოდინში გადმომხედა.
-მოგწონვარ?
- კი.- პასუხის გაგონებისას ორივეს ერთდროულად ჩაგვეღიმა.
- არის რამე რასაც დღემდე ნანობ?
- კი
- საიდუმლო გაქვს?
- ბევრი.
- ახლა რა გინდა გააკეთო?
- მინდა გაკოცო.- თვალი ჩამიკრა. უცებ ტანში გამაჟრჟოლა მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.
- ჩვენ მართლა ერთად ვართ?
- კი, მარიამ. - ჩამეღიმა და გაუაზრებლად მაგიდას მივაშტერდი.
- ჩემი და სად გაიცანი?
- უბნელის დაბადებისდღეზე.
წარბები აწია და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.
- სინამდვილეში არაა ჩემი და.
- რა?
- მამა გვყავს ერთი. ეგ რანაირი და გამოდის.
- და შენ ამბობ გავიზარდეო?
მის ლოგიკაზე გამეცინა და უკვე მეოთხე ჭიქა დავლიე.
- გაგრძელებას აუცილებლად მოისმენ, უბრალოდ შესაფერისი ადგილი არაა ახლა.
საათს დახედა.
- მალე ფეირვერკი იქნება.
- ვგიჟდები ფეირვერკზე. გავეკრიჭე და მაშინვე მაგიდიდან წამოვხტი. შემაქანა, თავბრუ დამეხვა და ცალი ხელით მაგიდას დავეყრდენი. ავალიანი კვლავ ჩემს დაცინვას განაგრძნობდა. ანგარიში გადაიხადა და რესტორნიდან გამოვედით. ალკოლოჰოლი იმდენად მქონდა გამჯდარი, საშინლად მცხელოდა.
- ჩაიცვი.
- არმინდა.
ფეირვერკი დაიწყო. გაშტერებული ვიდექი და ვუყურებდი. რამდენიმე წუთში მანქანაში ჩავსხედით და იქიდან განვაგრძეთ ყურებდა. ფერები უფრო ნათელი მეჩვენებოდა.
ცხოვრებაში საუკეთესო ახალი წელი, საუკეთესო ადამიანთან ერთად. საკუთარ ფიქრებზე მეღიმებოდა.
ტელეფონი ამიზუზუნდა. დედაჩემი მირეკავდა. ერთმანეთს მივულოცეთ და სიცილით დავემშვიდობე.
- მომწონს დედაშენი- ღიმილით გადმომხედა ანდრეამ.
- შენ მდედრობითი სქესის ყველა წარმომადგენელი მოგწონს.
სიცილი ავტეხე.
- მთვრალი ხარ.
თავი გავაქნიე, თუმცა ეს მისი თქმის გარეშეც მშვენივრად ვიცოდი. მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. ჩაეღიმა. ფანჯარას ოდნავ ჩაუწია და სიგარეტს მოუკიდა. ტელეფონი ამიზუზუნდა, ლილუ მწერდა:
" ვიცი სადაც ხარ და არ გირეკავ, ხელის შეშლა არ მინდა. გილოცავ და აბა შენ იცი რიჟავ, ამ წელს ეგ ბიჭი არ დათარსო"
ხმადაბლა ჩამეცინა და ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე.
- წავედით?
- წავედით.
არც მიკითხავს სად ან რატომ. ახლა ყველგან თანახმა ვიყავი. მის გვერდით, მეტი სრულიად არ მჭირდებოდა. გზას გავცქეროდი როდესაც ხელზე მისი გაყინული ხელი შემეხო. ცერა თითით წრიულად მომეფერა. ხელი ძალაუნებურად მომეკუმა. ჩაეღიმა და ახლა მისი ხელი ჩემს ფეხზე გადავიდა. სუნთქვის დარეგულირება ნელნელა შეუძლებელი ხდებოდა.
მანქანა ნაცნობ კარებთან გაჩერდა.
ისევ მისი სახლი. მანქანიდან გადმოსულმა დავინახე როგორ შეაბარბაცა.
- არც შენ ხარ ფხიზელი- დავემანჭე.
- ამას ვინ ამბობს- სიცილით წამოვიდა ჩემკენ. ჩქარი ნაბიჯებით მომიახლოვდა და ვერ გავიქზრე ისე მომიგდო ზურგზე. ბოლო ხმაზე ავხარხარდი. სირბილით შევიდა სახლში და დივანზე დამსვა
- მოიცა ახლახანს ნასვამი იჯექი საჭესთან?- სიცილითვე ვკითხე
- არა მძღოლს დავიქირავებდი- თვალები აატრიალა
- გაგიჟდი ხომ?
- ცოტა. - სიცილით მიპასუხა და სავსე ჭიქა მომაწოდა- კიდევ ხომ არ დაგვემატებინა?
- ანდრეა, ეს ჭიქა შენი დაბადების დღის იყოს.
- მაგ ჭიქას მერამდენედ სვამ?
მხრები ავიჩეჩე და მალე ცარიელი სასმისი მაგიდაზე დავდი. ადგომა მინდოდა მაგრამ ვერ ვდგებოდი. სასმლის დოზა, ზომაზე მეტი იყო ჩემს ორგანიზმში და მთლიანად მთიშავდა. მიუხედავად ამისა ნელნელა დავიწყეთ სმა. თან რაღაცეებს ვებურტყუნებოდით ერთმანეთს. თვითონ ძირს იჯდა, მე კი დივანზე. ამ ნელნელა სმაში რამდებიმე ჭიქა გამოვცალეთ და უკვე თვითონაც საკმაოდ მთვრალი იყო. რამდენიმე წამში ბურტყუნით ამოვიდა დივანზე,ბგერებს ვერ ვარჩევდი რას მეუბნებოდა. ჩემს გვერდით დაჯდა და თავი მხარზე დამადო.
- მარიამ...- ისეთი ბოხი ხმით მითხრა ცოტა მეუცნაურა.
- გისმენ?
თავი ასწია და მხარზე მაკოცა, შემდეგ ყელში და ასე აუყვა ყურამდე. ერთიანად გაბუჟებულს სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
- მინდა ჩემთან იყო. - ჩუმად ნითხრა და ყურის ბიბილოზე მაკოცა. ავტომატიურად მივუტრიალდი და თვალებში ჩავაშტერდი.
- ანდრეა, შენი და შეიძლება..
- მარიამ ახლა ჩვენს შორის მხოლოს ეს ვისკის ბოთლია.- თავით თითქმის ცარიელ ბითლზე მანიშნა. თვალები წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის
- მაკოცე. - ისევ იმ ხმით მითხრა.
მის სხეულს ავეკარი, კისერზე მივხვიე ხელები და ტუჩები ტუჩებზე მივადე. არ მიკოცნია მაგრამ თვითონ დამიწყო კოცნა, თან ხელს ბეჭებზე მისრიალებდა. ფრთხილად გადამიწია წინ ჩამოყრილი თმა და კისერზე მომეფერა. ვნებიან კოცნაზე არანაკლებ ვნებიანად ვპასუხობდი. ჩემში ცეცხლი აინთო. ბანალურად რომ ვთქვა პეპლებს და უამრაც სვა რამეს ვგრძნობდი.
ხელები მომკიდა და მისკენ მიმქაჩა.
- გამომყევი. - ჩამწდარი ხმით მითხრა, ხელი მომკიდა, წამომაყენა და კიბეებისკენ წამიყვანა. გაბრუებულ-გაბუჟებული მივყვებოდი. როცა გავაანალიზე რა ხდებოდა უკვე მისი ოთახის წინ ვიდექით. კარი სწრაფად შეაღო, მისკენ ცალი ხელით მიმწია და თვალებში ჩამხედა. არაფერი დავაცადე მაშინვე მის ღვინისფერ ტუჩებს დავეძგერე. ხელით ზურგზე კაბის ელვა ჩემიხსნა და ახლა უკვე შიშველ ზურგზე გამიწყო ფერება. როგორცვე შემეხო შევხტი თუმცა კოცნა არ გამიწყვიტავს, წამით თვითონ მომშორდა. კაბის ბოლოებზე მომკიდა ხელი და წამებში მომაშორა. თვითონ მაისური გადაიძრო და მთელი სხეულით მომეკრა. საწოლზე გადამაწვინა. ტუჩებიდან კისრამდე კოცნით ჩავიდა, კისრიდან მკერდამდე. ვიგრძენი მისი ერექციით როგორ მაწვებოდა, ხელები კისერზე მოვკოდე და თავი ამოვაწევინე. ღიმილი დასთამაშებდა და ხვნეშიდა. ხელებს მთელ სხეულზე მისრიალებდა. ერთადერთი რაც მამშვიდებდა ჩვენ შორის მცირედი მატერია იყო. სიამოვნება ნელნელა იზრდებოდა. თვალებს ვეღარ ვახელდი, ერთიანად დავიჭიმე.
- ანდრეა გთხოვ...
- შენთან სექსს არ ვაპირებ- თვალები ვჭყიტე, მაგრამ მალევე მიმენაბა. სახე ახლოს მივწიე და ვაკოცე. ისეთი ტკბილი იყო, ისეთი კარგი...საბოლოოდ მის სხეულზე მხოლოდ ტრუსი დაიტოვა.
ვითიშებოდი, ვერ ვხდებოდი ეს სასმლის ბრალი იყო თუ ანდრეასი. ეს ბიჭი სასწაულებს მიკეთებდა. სხეულით მოსკენ ვიწეოდი და ერთმანეთს ვეჯახებოდით, რიტმულად.
- მაგას ნუ აკეთებ.
ძლივს მითხრა, ისიც სიცილით და ოდნავ გაიწია. მივხვდი რატომაც და მთელი ენერგია მის ტუჩებს დავახარჯე...



ემოციები, ემოციები..!
კრიტიკა!
გელით!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი mathilda

dzaaaalian magaria imdenad momewona es motxroba rom chavujeqi imdenad chamotria ert dgeshi dvamtavre :dd veliii shemdeg taaaavs ❤️❤️????????

dzalian magariaa shemdeg tavs rodis dadeb ?❤️????????

 


№2  offline წევრი Moonlight17

ჰაჰა ძალიან მიხარია რომ მოგწონს ♥️♥️ მახარებს ასეთი კომენტარები.
mathilda
dzaaaalian magaria imdenad momewona es motxroba rom chavujeqi imdenad chamotria ert dgeshi dvamtavre :dd veliii shemdeg taaaavs ❤️❤️????????

dzalian magariaa shemdeg tavs rodis dadeb ?❤️????????


ყოველ დღე იდება შეძლებისდაგვარად
mathilda
dzaaaalian magaria imdenad momewona es motxroba om chavujeqi imdenad chamotria ert dgeshi dvamtavre :dd veliii shemdeg taaaavs ❤️❤️????????

dzalian magariaa shemdeg tavs rodis dadeb ?❤️????????

 


№3  offline წევრი Anansio

მმმმ მომწონს❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Moonlight17

♥️♥️
Anansio
მმმმ მომწონს❤️❤️❤️❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.