შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოკალი,იქნებ გადარჩე {2}


17-11-2018, 17:35
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 2 434

მოკალი,იქნებ გადარჩე {2}

ჯიპი საშუალო სიჩქარით გადაადგილდებოდა ქალაქის გასასვლელისკენ, საჭესთან მჯდომი მამაკაცი ცალი ხელით ოსტატურად მართავდა საჭეს მეორე ხელის იდაყვი კი კარის ჩარჩოზე ჩამოედო და საჩვენებელი და შუა თითით ქვედა ტუჩს ოდნავ შესამჩნევი ნერვიულობით იწვალებდა. წვიმა მატულობდა მსხვილი წვეთები საქარე მინას რეტდასხმულივით ეხეთქებოდნენ და ყრუ წკაპა წკუპით ეხმიანებოდნენ მგზავრებს. საპატრულო პოლიცია მობილიზებული ხშირ ხშირად მოძრაობდა გზაზე, აქა იქ კი საწვიმარ პლაშებში გამოწყობილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები პატარ-პატარა ჯგუფებად მოძრაობდნენ.
-შენი დედაც... -კბილებში გამოსცრა საჭესთან მჯდომმა და კუდზე დამჯდარი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გახედა სარკიდან. -მიდი... გაიარე... გაიარე შენი...კბილებში სცრიდა და ყბებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს. სიჩქარის მომატება ნამდვილად არ იქნებოდა კარგი იდეა, რადგან შესაძლოა სულ რომ არაფერი სიჩქარისთვის გაეჩერებინათ. მშვიდად უნდა გასულიყო ქალაქიდან... საპატრულო მანქანა ნელ-ნელა ჩამორჩა უკან, ბოლოს კი  საერთოდ გაჩერდა. ჯიპის მძღოლმა კი სიჩქარეს უმატა და წინ ისარივით გაიჭრა.


ანტიკვარული ავეჯით გაწყობილ უზარმაზარ სასტუმრო ოთახში, რომელიც მუზეუმს უფრო ჰგავდა ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავთა საცხოვრებელ სახლს, რამოდენიმე ადამიანს მოეყარა თავი... თეთრ, ხელნაკეთ სავარძელზე მჯდარი შუა ხნის, წითლად თმა შეღებილი, ქალი ცრემლებს თეთრი ხელსახოცით იწმენდდა და გვერდით მჯდარ ახალგაზრდა გოგოს დრო და დრო თმაზე ნაზად უსვამდა ხელს... ჩაფსკვნილი ჭაღარა მამაკაცი ოთახში ნერვიულად სცემდა ბოლთას და წინ და უკან დადიოდა, თან დროს არ კარგავდა და ტელეფონზე ხან თავად რეკავდა, ხან კი აქეთ ურეკავდნენ და საუბრობდა.. მოშორებით ორ ადგილიან სავარძელზე ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა და ხმას არ იღებდა. კართან ორი შავ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი ასვეტილიყო. თავად თორღვა არაბული კი განიერ მუცლიანი ჭიქიდან ვისკის წრუპავდა და წინ და უკან მოსიარულე მამაკაცს უყურებდა. სავარძელზე მჯდარი მამაკაცი უცებ წამოხტა ფეხზე და თორღვას მიმართულებით დაიძრა, წინ აესვეტა და სახეში ჩააშტერდა.
-დაურეკე იმ შენს ყოვლის შემძლე დათას და უთხარი დაგვეხმაროს! -კბილებში გამოსცრა მამაკაცმა და თორღვას უტეხად მიაშტერდა, რომელსაც სახეზე ნერვიც არ შერხევია. მშვიდად სვამდა ვისკის.-მამა, გესმის რაც გითხარიი?! -ხმას აუწია მამაკაცმა -დაურეკე იმ ნაბიჭვარს! პოლიცია ვერაფერს აკეთებს, ის ხომ პირდაპირი მნიშვნელობით სუპერ მენია -ირონიულად დაამთავრა მამაკაცმა.
-რეზი ქორწილშიც კი არ მოგიწვევია მხრები აიჩეჩა თორღვამ და შვილს ცივი თვალებით მიაჩერდა. მეტიც, არასდროს ყოფილხარ მის მიმართ კეთილად განწყობილი, როგორ ფიქრობ ახლა ადგება და შენს გამო ბათუმში გამოიქცევა რათა საცოლე გაპოვნინოს, რომელიც იმ ქორწილიდან გაიტაცეს სადაც მხოლოდ იმიტომ არ მიიწვიე რომ საეჭვო რეპუტაცია აქვს...
-სამაგიეროდ, შენს ერთ დაძახებაზე გამოიქცევა! -იღრიალა რეზიმ და ხელები ფართოდ გაშალა. -ის ხომ შენი დაგეშილი ლეკვია?! დაურეკე ეს დედამოტყნული და თავად მოვუხდი ბოდიშს.  ხოო მუხლებში ჩავუვარდები და პატიებასაც ვთხოვ მასზე ცუდი წარმოდგენის ქონისთვის... დაურეკე! -უეცრად არაბული აყვირებულ შვილს საყელოში ჩააფრინდა მარჯვენა ხელით და თავისკენ მთელი ძალით დაითრია, გაყინული მზერით თვალებში ჩააცქერდა და კბილებში ზედმეტად მშვიდი ტონით გამოსცრა:
-რაიყო, მაგარო ბიჭო თავად არ გაქვს რამის გაკეთების და ახლა დაგჭირდა მამა და მისი დამქაშებიი?!
- ხარ! საყელოდან ხელი ცივად გააშვებინა უმცროსმა არაბულმა და ხმაში მთელი ზიზღი ჩააქსოვა, ვერასდროს ვიგებდი რატომ არ გიყვარდი "მამა"
-ცდები! მიყვარხარ... ხოო რომ მიყვარხარ მაგიტომ არ გირჩევ დათასთან საქმის დაჭერას... დათასთან... საქმე არასდროს არ დაიჭირო! ვისკის ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე და გაფითრებულ შვილს მიუტრიალდა.
-აბა რა გავაკეთო?! სასოწარკვეთილი ტონით ამოიხრიალა უმცროსმა არაბულმა.
- გაატოკე! - გამოსცრა თორღვამ და ტელეფონზე მოსაუბრე სანდრო ქარდავასკენ გაემართა. -ახალი ხომ არაფერია?
-ამის დედაც... -ტელეფონი გათიშა ქარდავამ და კოტიტა თითები ჭაღარა თმაზე გადაისვა.-არაფერი... თითქოს ცამ ჩაყლაპა... პროფესიონალების ნამუშევარია... ისე გააკეთეს საქმე კვალი არსად დაუტოვიათ... ბათუმის პოლიცია მობილიზებულია, მთელ ქალაქს ამოწმებენ არამგონია ქალაქიდან გასვლა მოესწროთ... თუ რაღა თქმა უნდა გვირაბი არ გათხარეს ქალაქიდან გასასვლელად.
-ჯანდაბ- ორივე ხელი შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო დამწუხრებული სახით მდგარმა თორღვამ და ქარდავას დააკვირდა. -ჩემი ბიჭებიც ეძებენ და ქალაქიდან გასასვლელ ყველა კუთხე კუნჭულს ჩხრეკენ... ვერსად წავლენ აი ნახავ.
-ღმერთმა გისმინოს...
-ჩემი პატარაა, ხმით ამოიტირა სავარძელში მჯდარმა წითელ თმიანმა ქალმა და ხელსახოცი თვალებზე აიფარა... ის ისეთი ნაზი... ისეთი სუსტი და დაუცველია... ღმერთო ჩემი გოგონა დამიბრუნე...
-ყველაფერი კარგად იქნება ძვირფასო, ცოლს მიუახლოვდა ქარდავა და ცეცხლწაკიდებულ თავზე აკოცა. დავაბრუნებთ ჩვენს ბარტყს ბუდეში...ამ დროს თორღვას ჯიბეში მობილური აზუზუნდა და ყველას ყურადღება მიიპყრო. არაბულმა თითების სხარტი მოძრაობით ამოაცურა პიჯაკის ჯიბიდან აპარატი და ნაცნობი ნომრის დანახვაზე სწრაფად გადაუსვა ეკრანს თითი, ბოდიში მოიხადა და ოთახი დატოვა.
-რა ხდება?! დერეფანში გასულმა ხმას ოდნავ დაუწია და ისე იკითხა.
-მეკაიფებით?! -ხაზის მეორე ბოლოს მამაკაცის ჩახლეჩილი ბარიტობი ავად ბობოქრობდა, ესაა დილამდე არ გაიღვიძებსოო?! წამოხტა და ჩამომახიკა მთელი სახე... ეს ქაჯი რა პონტში მოყავდა შენს შვილს ცოლად წარმომიდგენია საწოლში კატასავით იკაწრება ალბათ...
-ამის დედაც, ყრუდა ამოილაპარაკა თორღვამ, რას აპირებ? -უარესად დაუწია ხმას და ეზოში გასასვლელი კარისკენ გაემართა.
-ქალაქში ვერ ჩავალ... ფიზიკურად ვერ მოვახერხებ ამ ქაჯის ასეთ მდგომარეობაში მიყვანას... ან თავს მომაკვლევინებს ან არა და ჩავვარდები.
-სად ხარ? ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო არაბულმა და ერთ ღერს მოუკიდა თან სახლს გახედა, რომლის იატაკამდე დაშვებული ფანჯრიდანაც შუშის მიღმა მდგარი რეზის სხეული მოჩანდა თვალს რომ არ აშორებდა მამას.
-სადღაც დედისტყვნაში... გზიდან გადავედი ეს კრისა გაქცევას აპირებდა.  ღადაობ ვინმე შენი გოშიებისთვის მიგეცა ეს საქმე.
-შენს გარდა არავის ვენდობი... კაროჩე, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა თორღვამ, ლეილას სოფელში შებრუნდი და ეგ ქაჯი მასთან დატოვე... შენ კი აქ მოგიწევს მობრუნება, ქალს ვერ პოულობენ და დახმარება არ აწყენდათ. შემეხმიანე რას უზამ. ტელეფონი გათიშა და სიგარეტის ღერი ნაგვის ყუთზე მიასრისა შემდეგ კი მშვიდი ნაბიჯებით დაიძრა სახლისკენ და სასტუმრო ოთახში შესულმა საზეიმო ხმით გამოაცხადა. ყველაფერი კარგად იქნება... ჩემი ერთი ახლობელი ჩამოვა ამ ღამით და ის ჩაუდგება ამ ყველაფერს სათავეში...
-ვინ ჩამოვა?! წარბები შეკრა რეზიმ.
-დათა! ასე რომ მოემზადე ბოდიშის მოსახდელი ტექსტისთვის. ირონიულად გაუცინა შვილს და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.


 ქუთუთოები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს, თავი გაბრუებული ჰქონდა და ყელი სიმშრალისგამ ეწვოდა, უხერხულად წოლისგან წელი საშინლად სტკიოდა და ფეხები გაბუჟებული ჰქონდა. მზერა მანქანის ჭერს მიაპყრო და შეეცადა აზრზე მოსულიყო... აშკარად გაჩერებულიყვნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში გრძნობდა რომ მოძრაობდნენ, ახლა კი ერთ ადგილზე იდგნენ უძრავად... მზერა წინა სავარძელზე გადაიტანა მის გარდა მანქანაში არავინ იყო. იდაყვებზე წამოიწია და სავარძელზე გასწორდა, შემდეგ კი დაორთქლილო ფანჯრიდან გაიხედა.... ძნელი იყო გარჩევა სად იყო... გარეთ კოკისპირულად წვიმდა. დრო და დრო მოძრავი მანქანის ფარები უკუნ სიბნელეს კვეთდნენ. თავს ძალა დაატანა და შეეცადა მომხდარის გახსენებას... შემდეგ კი გველნაკბენივით ეცა კარის სახელურს და გაღებას შეეცადა, თუმცა, დაკეტილი აღმოჩნდა.ჯანდაბა... ჯანდაბა... თავზე იტაცა ორივე ხელი... ქორწილისთვის საგულდაგულოდ გაკეთებული ვარცხნილობა დაშლოდა, თმა მხრებზე დაუდევრად ეყარა, ტანზე ისევ საპატარძლო კაბა ეცვა, საკმაოდ  შელახული და ტალახში ამოსვრილი.
-ღმერთო სად ვარ?! ამოიტირა და წინა სავარძელზე შეეცადა გადაცოცებას კარის გასაღებად. მძღოლის მხრიდან კარი რომ გაიღო და გამოღებულ კარში უცნობი მამაკაცი გამოჩნდა.
-ამის დედაც... -წამოიძახა ნახევარი ტანით წინა სავარძელზე გადმომძვრალი ქალის დანახვაზე, მხარზე სწრაფად უბიძგა ხელი და ქალი უკან გადავარდა თუ არა საჭესთან დაჯდა და კარი ხმაურით მიხურა.
-რა ჯანდაბაა? ვინ ხართ? ჩემგან რა გინდათ?! ხმამაღლა ატირდა პატარძალი და კარის სახელურს დაეჯაჯგურა. გამიღე კარები! გამიღე ეს წყეული კარები!გესმის შე ო?! იკივლა და ზურგიდან ჩააფრინდა მხარში. ახლავე გამიღე კარები!
-მშვიდად, მშვიდაად... მხარზე ჩაფრენილი თითები გააშვებინა მამაკაცმა და ნახევარი ტანით უკანა სავარძლისკენ შებრუნდა პატარძლის მოქნეული მარჯვენა რომ შეასკდა ლაწანით მარცხენა ლოყაში და აუწვა.
-შე ო! -ხელმეორედ მოუქნია ხელი პატარძალმა, თუმცა მოასწრო მამაკაცმა მისი ხელის დაჭერა და მაჯაზე იმდენად მტკივნეულად ჩაუჭირა თითები სიმწრისგან ყრუდ ამოიკნავლა ქალმა და თავისუფალი ხელის ფრჩხილებით მარჯვენა ლოყა ჩამოაკაწრა.
-შენი დედაც... -კბილებში ბრაზით გამოსცრა მამაკაცმა და თავისუფალი ხელიც დაუჭირა, უკან მიაწვა და სავარძლის საზურგეს ისე მიაკრა გატოკების საშუალება აღარ ჰქონოდა. ველურო!! დამშვიდდითქო შენ არ გითხრეს?!- ხმას აუწია მამაკაცმა და მიუხედავად სალონში ჩამოწოლილი სიბნელისა, მისი ავად აელვარებული სფეროები მაინც ადვილად შესამჩნევი გამხდარიყო. მორჩი ისტერიკებს! შენთვისვე აჯობებს მშვიდად იჯდე თუ არ გინდა მოთმინება საბოლოოდ დამაკარგვინო!
-ფეხებზე , ხმას აუწია ქალმაც, გამიღე კარები!
-კიდევ რა გინდა? სურვილების ასრულების ხასიათზე დამაყენე... მიდი არ მოგერიდოს კიდევ რა გინდა?! -ავისმომასწავლებლად სცრიდა მამაკაცი. სახლში ხომ არ მიგაბრუნო ჩემი ხელით?
-კარგს იზამ! იცი მაინც რა შარში გაყავი თავი? მამაჩემი დედას გიტირებს... -ზიზღით გამოაფურთხა ქალმა.
-ტრაკში არავის გაერჭოს...- ჩაიცინა მამაკაცმა.- უბრალოდ მოკეტე თუ ამ პატარა თავში საღად აზროვნების უნარი შეგწევს... მოკეტე და ეგდე წყნარად ძვირფასო!
-რა გინდათ ჩემგან? მისი ხელებიდან საკუთარი მაჯები გაინთავისუფლა ქალმა. -რაგინდათ? ფულიი?! ჯანდაბა დამაბრუნეთ მამაჩემთან და არაფერს არ  ვიტყვი, გეფიცები არაფერს არ ვიტყვი... უბრალოდ დამაბრუნე და მოგცემს იმდენს, რამდენსაც მოითხოვ...-ტიროდა და გათხაპნილ თვალებზე ორივე ხელს იფარებდა. -გადაგიხდის რამდენსაც მოითხოვ... ძალიან გთხოვ დამაბრუნეთ მამაჩემთან.-წინა სავარძლების საზურგეს იდაყვებით მიყრდნობილი მამაკაცი ატირებულ ქალს თვალს არ აშორებდა.
-სხვა რას შემომთავაზებ?!- მის ხმაში დიდი ოდენობით ცინიზმმა გაიჟღერა.- ფული? ისიც მამა გადაიხდის... სხვა?
-განა ფულის გამო არ ვარ აქ? სახიდან ორივე ხელი მოიშორა ქალმა და გაოგნებული მიაშტერდა.
-მხოლოდ ფული? -აშკარად ახალისებდა ეს სიტუაცია მამაკაცს. -მაგალითად საკუთარი თავი... ან რამე უფრო ღირებული... მიდი მევაჭრე, ბიზნესის ათიანზე მცოდნე მოლაპარაკებებში მოიკოჭლებ? დამარწმუნე რომ მამასთან დაგაბრუნო პატარავ...
-ჯანდაბა... -ყრუდ ამოილაპარაკა ქალმა და სახე კვლავ სატირლად დაემანჭა.
-ჯანდაბა არ მინდა... -გაეცინა მამაკაცს და ჩამოკაწრულ ლოყაზე ხელისგული ჩამოისვა, რომელიც აშკარად ეწვოდა. -მიდი მარიამ... რას მთავაზობ?! ფული და საკუთარი სხეული? თუ მარტო ფული? ან იქნებ მარტო სხეული? თუ ასეა შეგიძლია ეგ კაბა გაიხადო და პირველი ღამე ნამდვილად დაუვიწყარი გექნება- სიცილის შესაკავებლად ქვედა ტუჩზე ენა გადაისვა და კბილებს შორის მოიქცია. სიბნელეს შეჩვეულ ქალის თვალებს არ გამოჰპარვია მისი ღიმილიანი სახე და უარესად ატირდა. -გაიხადე!
-... -მეორედ გაიბრძოლა ქალმა და შეკრული მუშტები დაუშინა მომღიმარ მამაკაცს შემდეგ კი მომავალი მანქანის ფარებისგან განათებულ შუშას მიაწყდა და ხელისგულების რტყმა დაუწყო თან ხმამაღლა აკივლდა.-დამეხმარეეთ!!! მიშველეთ!!! დამეხმარეთ!!!!
-კიი სპეც რაზმი მოვა ახლა და გიხსნის- ზიზღით გამოსცრა მამაკაცმა, თმაზე ძლიერად ჩააფრინდა თითებით და შუშას მიკრული უკან გამოსწია. ნახევარი ტანით უკანა სავარძლისკენ გადაიწია და სავარძელზე უხარხულად ჩავარდნილ ქალს ზემოდან დააჩერდა.-მოკეტე მარიამ! რამდენიც არ უნდა იფართხალო ვერავინ გიშველის... რაც შეეხება შეთანხმების მცდელობას ვერ დამარწმუნე, ასე რომ მივდივართ. უბრალოდ იჯექი და პრობლემებს თუ არ შექმნი არც შენ შეგექმნებ... გასაგებია?!- ჩაეკითხა ცივი ხმით და სახე უფრო ახლოს მიუტანა - გასაგებია რაც გითხარიი?!
-წადი შენიც... -ზემოდან დაჩერებულ მამაკაცს სახეზე შეაფურთხა ქალმა და მოსალოდნელი აფეთქების მოლოდინში თვალები ძლიერად დახუჭა. განრისხებულმა მამაკაცმა ცხვირით ხმაურით შრისუნთქა ჰაერი და თავი მოთოკა შემდეგ კი წინ გადაიწია და საჭესთან გასწორდა. ძრავი ჩართო და მანქანა ცენტრალურ გზაზე გაიყვანა პარალელურად კი ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მხარსა და ლოყას შორის მოქცეულს დაელოდა როდის უპასუხებდნენ.
-გასაგებია, ლეილასთან მივიყვან... ჩემი უკან დაბრუნება რა საჭიროა ამის დედაც... რომელი საათია? დილას ჩამოვალ... მანამდე კი გამოაგზავნე ორი ჩვენიანი ამ ქაჯს ლეილა ვერ გაუმკლავდება... ხელებს ვერ იმორჩილებს და საკმაოდ მაღალ ტონალობაში კივის.. .შენი დედაც... -ხმას აუწია საჭესთან მჯდომმა და გაზის პედალს ბოლომდე ჩააჭირა ფეხი,- ამის ძიძობაღა მაკლდა... მომისმინეე, თავს ძლივს ვიმორჩილებ ამ ძუკნას შუბლი რომ არ გავუხვრიტო... გამოგზავნე ვინმე და მე დილას ჩამოვალ! გასაგებია ლეილას დაურეკე დამხვდეს... ნუ გაატრაკე, მე რა ვიცი სად ცხოვრობს? ყოველ დღე მაგასთან დავდივარ?! კარგი... კარგიი....-ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩააბრუნა შემდეგ კი ცენტრალური გზიდან მოხრეშილი სოფლის გზაზე გადაიყვანა მანქანა და წინ საბურავების გულის გამაწვრილებელი ხრიგინით გაიჭრა.

ვერ გაიგო რამდენ ხანს მიდიოდნენ, ვერც ის გაიგო რომელ სოფელში გადაუხვიეს... ან საერთოდ ვინ იყო ლეილა? ან ეს ვინ იყო?! იწვა სავარძელზე ოთხად მოკეცილი და სახე ხელებში ჩაერგო, გულ ამომჯდარი სლუკუნებდა და საკუთარ ბედს სწყევლიდა.მარიამ ქარდავას ცხოვრებაში ჭიანჭველისთვის არ ჰქონდა ფეხი დადგმული... მთელი თავისი ოცდა შვიდ წლიანი ცხოვრების მანძილზე ყოველ დღეს თუ საათს სხვაზე ფიქრში და ზრუნვაში ატარებდა. სხვა მდიდარი მამის განებივრებული შვილებისგან განსხვავებით საკმაოდ სათნო და ღვთის მოშიში გახლდათ. ეხმარებოდა ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს... შეძლებისდაგვარად ულამაზებდა ერთფეროვან დღეებს და ალბათ ბავშვების სიყვარულიდან გამომდინარე იყო პედიატრობა რომ არჩია ქირურგობას ან სხვა დანარჩენ სპეციალობას და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობაც დაიწყო... მუდამ ხალისიანი, ლაღი და მომღიმარი... სკოლაში წარჩინებული მოსწავლე გახლდათ... უნივერსიტეტშიც მართალია ას პროცენტიანი გრანტი ვერ აიღო მაგრამ სამოცდაათსაც დასჯერდა და სახლში შერქმეულ ზედმეტ სახელს "წიგნის ჭია"-ს ასი პროცენტით ამართლებდა. ერთ-ერთ კლინიკაში რეზიდენტად მუშაობდა, შემდეგ კი კერძო პოლიკლინიკიდან მიიღო შემოთავაზება და გადაწყვიტა მიუხედავად მწირი ანაზღაურებისა დასთანხმებოდა და მუშაობა დაეწყო... იმდენად უყვარდა საკუთარი საქმე და აბედნიერებდა ამ საქმით გაკეთებული სიკეთე თანახმა იყო ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ემუშავა. მამას არასდროს მოსწონდა მისი არჩევანი და ეგ კი არა მის დედაქალაქში გადმოსვლასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ თავისი მაინც გაიტანა და უფროს და აწ უკვე დაოჯახებულ დასთან ცხოვრებას დასთანხმდა. შემდეგ კი სულ შემთხვევით გაიცნო რეზი არაბული და სულ შემთხვევით დაიწყო მათი სიყვარულის ისტორიაც, რომელმაც ორ წლიანი ერთმანეთის გაგება არ გაგების ფონზე, საბოლოოდ საკურთხევლამდე მისვლა გადაწყვიტა და ახლა გათხოვილი ქალის სტატუსით თვითმფრინავში უნდა მჯდარიყო და აღებული ორ კვირიანი შვებულება ქმართან ერთად კანარის კუნძულებზე გაეტარებინა... სინამდვილე კი იმაზე მტკივნეული იყო ვიდრე ჩანდა. თვითმფრინავის მაგივრად ვიღაცის აწყვეტილი სიჩქარით მომავალი ჯიპის უკანა სავარძელზე ეგდო გაუბედურებული, დაკუჭული და შელახული სადედოფლო კაბით, დაშლილი თმით და სახეზე ჩამოდღაბნილი მაკიაჟით გულამომჯდარი ქვითინებდა და წინ რა ჯოჯოხეთი ელოდა ფიქრიც არ უნდოდა. თუმცა, მიუხედავად ამ განსაცდელისა დარწმუნებული იყო უფალი არ მიატოვებდა და შეძლებდა ამ ყველაფერთან გამკლავებას.

მანქანა შეჩერდა. საჭესთან მჯდომი მამაკაცი გადავიდა და მის დახშულ სმენას საუბრის ხმა მისწვდა, რომელიც რამოდენიმე სიტყვით შემოიფარგლა. გარკვევა ვერ შეძლო მაგრამ მიხვდა მასზე საუბრობდნენ. შემდეგ რკინის კარი ხმაურით დაიკეტა და სამაგიეროდ ჯიპის უკანა კარი გამოიღო და გარედან შემოვარდნილი წვიმის სურნელი და სუსხი ეკლებად დაეყარა ხალვათად ჩახმულს.
-გადმოდი! -უკუნ სიბნელეში მამაკაცის სუსხიანი ბრძანება გაისმა და პასუხს არ დალოდებია ისე ჩააფრინდა მხარში და თითქმის გადაათრია გარეთ.
ეზო სუსტად გაენათებინა, ორ სართულიანი სახლის აივანზე, კარის თავთან დამონტაჟებულ ნათურას... შიშველი ფეხებით სველ მიწაზე შეხებამ ტანში უსიამოვნოდ დაუარა და აკანკალდა. მხარში ჩაფრენილი ხელი შეშვებას არ ფიქრობდა წინ მიათრევდა სახლისკენ უკან კი მაღალი სუსტი აღნაგობის ქალი მოჰყვებოდათ. სახლის კარი შეხსნა მამაკაცმა და სუსხიდან თბილ ოთახში შესვლა ესიამოვნა ქარდავას. განათებული მისაღები ოთახი მოათვალიერა.
გემოვნებით მოწყობილ მოზრდილ ოთახში სასიამოვნო აურა ტრიალებდა...კედლის ნათელი ფერები ფანჯრებზე დაშვებულ ბორდოსფერ ფარდებს და ყავისფერ ავეჯს სასწაულად ეხამებოდა. იატაკის შუაგულში მაღალ ბეწვიანი ხალიჩა დაეგოთ... რომლის შუაგულშიც დაბალი მაგიდა და მის ირგვლივ ოთხი ყავისფერი სავარძელი დაედგათ. ნთელ კედელს ეგრედ წოდებული "სტენკა" ფარავდა სადაც მეპატრონის სათუთ ხელებს სქელტანიან წიგნებთან ერთად, რომელსაც ორი თარო ეკავა, ძველებური სერვიზიც დაეწყო სიმაღლის მიხედვით. მარჯვენა კედელში შუშის კარები  ჩაემონტაჟებინათ, რომელიც ალბათ სხვა ოთახში ან სამზარეულოში გადიოდა. იქვე იდგა ყავისფერი როიალიც წინ მბრუნავი სკამით და როიალზე სიმაღლის მიხედვით ფაიფურის ინდური სპილოები დაეწყოთ, რომელიც ადრე სადღაც უნახავს. ოთახის თვალიერებას მორჩა და ზემოდან დაჩერებულ მამაკაცს ახედა, რომლის სახესაც მანამდე ვერ არჩევდა, ჭერიდან დაშვებული შვიდ სანთლიანი ჭაღის შუქზე კი გარკვევით გაარჩია მისი ნაკვთები და უკან გველ ნაკბენივით გახტა, ფეხი ნოხს გამოსდო და ალბათ მოწყვეტით დაეხეთქებოდა იატაკზე ისევ გამტაცებელს რომ არ ემარჯვა და მკლავში არ ჩაევლო ხელი. ზედმეტად ნაცნობი სახე უმზერდა ბოროტად აელვარებული თვალებით და ტუჩებზე გადაფენილი ირონიული ღიმილით.
-ჯანდაბა... -ტუჩები კვლავ სატირლად დაებრიცა ქალს და სუნთქვა წამით შეეკრა... გულმა კი გახშირემულ რიტმში დაიწყო ფეთქვა, ისე თითქოს ყელში ებჯინებოდა და ახრჩობდა. მის წინ არც მეტი არც ნაკლები დათა არაბული იდგა და ისე უყურებდა თითქოს აქ გასაკვირი არც არაფერი უნდა ყოფილიყო. დათა არაბული, მისი მომავალი ქმრის ბიძაშვილად გაცნობილი, დათა ზედმეტად ბნელი წარსულით და საეჭვო რეპუტაციით... ის დათა პირველივე დანახვაზე, მიუხედავად მისი უნაკლო გარეგნობისა, რატომღაც რომ არ მოწეონა, ის დათა რომლის ყოველი გამოხედვა საოცარი ირონიით იყო გაჟღენთილი და ხერხემალში შიშის პატარა ჭიანჭველებს უსევდა ძვლების დასაღრღნელად. ის დათა რომელიც საკუთარ ქორწილში ურთიერთ შეთანხმების შემდეგ არ დაპატიჟეს და მხოლოდ იმიტომ რომ არ მოსწონდათ... არადა მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია გაცნობის წამიდან უბრალოდ გამარჯობა...
-შენ .. .-სახე მოერყა ქალს და ხელის დასარტყმელად მოუქნია.
-მეც მიხარია შენი ნახვა მარიამ -გაუცინა მამაკაცმა და ხელი შუა გზაში დაუჭირა. -ესეთი სიხარულის გამომჟღავნებაც არ არის საჭირო. დაჯექი! -ხელი უბიძგა სავარძლისკენ და ისე დააგდო თავის შეკავება ვერ მოასწრო ქალმა.-ლეილა! -იმ წუთს კარის ზღურბლზე გამოჩენილი ქალისკენ შეტრიალდა არაბული. -ამ ქაჯს რამე ტანსაცმელი მოუძებნე და აბაზანა ანახე, სადაც შეძლებს ეს ტონა ნახევარი შპაკლი ჩამოიბანოს თორემ რომ ვუყურებ მეშინია.
-კარგი... -ღიმილის შეკავებას შეეცადა ზემოთ ხსენებული ლეილა. მაღალი ასე ორმოცდახუთს გადაცილებული ქალი რომელიც თავის დროზე საკმაოდ ლამაზი უნდა ყოფილიყო რასაც ჯერ ისევ შერჩენილი მისი მომხიბვლელობა მეტყველებდა. უკან შეკრული წაბლისფერი თმა და დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა. თხელი ტუჩები და სწორი ცხვირი. თხელი იყო და სადად ეცვა. ჯინსის შარვალი და ხელით ნაქსოვი თხელი სვიტერი რომელიც საჯდომს უფარავდა. გრძელი თლილი თითები მის სახლში მდგარი როიალის მნიშვნელობაზე მეტყველებდა. აშკარა იყო  კლასიკური მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი ან სულაც თავად მუსიკოსი გახლდათ.
-გამომყევი! -მწეველი ქალისთვის დამახასიათებელი ჩახლეჩილი ხმით მიმართა სავარძელში ბეღურასავით მობუზულ ქარდავას და თავით  შუშის კარისკენ ანიშნა. მარიამი ადგილიდან არ განძრეულა იჯდა ჯიუტად და ტირილს არ წყვეტდა.
-გაყევი, ადამიანს დაემსგავსე და მერე შეგვიძლია ვილაპარაკოთ- ხმას აუწია არაბულმა და ლეილას მიუბრუნდა. -მე ყავას დავლევ...
-სამზარეულოშია, გაგიმზადე უკვე... -თბილად გაუღიმა ლეილამ და წარბ აწეულმა გადახედა მარიამს. -წამოდი ძვირფასო, გამოიცვალე ეგ კაბა საშინლად გადგას ტანზე.
-კარგი... -ყრუდ ამოილაპარაკა ქარდავამ და წინ წასულ ლეილას კუდში გაჰყვა. შუშის კარის გავლით ფართო დერეფანში აღმოჩნდნენ სადაც ერთ-ერთი ყავისფერი კარი შეაღო მასპინძელმა და სუფთა და საკმაოზე გემოვნებიან სააბაზანოში შეუძღვა.
-მე პირსახოცს და ტანისამოსს მოგიტან... -თბილად გაუღიმა ლეილამ -შენ იბანავე.
-ძალიან გთხოვთ, მკლავზე ჩააფრინდა წვრილი თითებით ქარდავა -გემუდარებით, დამეხმარეთ... ძალიან გთხოვთ დამარეკინეთ მამასთან და გეფიცები ... გეფიცები ყველაფერი ისე მოგვარდება თქვენ არაფერი დაგემუქრებათ... ძალიან გთხოვთ. -მუდარით სავსე ცრემლიანი თვალებით უყურებდა თბილად მომღიმარ ქალს, რომელმაც მკლავი მისი თითებიდან ფრთხილად გაინთავისუფლა და თვალები სევდით აევსო.
-მისმინე ჩემო ლამაზო... -ხელი ნაზად გადაუსვა თმაზე -ყველაფერი კარგად იქნება მარიამ... არაფერს დაგიშავენებ... მით უმეტეს დათა... მართალია ერთი შეხედვით საშინელი ადამიანი ჩანს მაგრამ ასე არ არის... უბრალოდ მოიქეცი ისე როგორც გეტყვის და ყველაფერი მალე დამთავრება...
-რა? -მისი ხელი უხეშად მოიშორა ქარდავამ და უკან გახტა -ავადმყოფი ხარ? შენც ამ მკვლელს და ბანდიტს ამართლებ?! რა ადამიანი ხარ ? მომიტაცეს ჯანდაბა... -ხმას აუწია მარიამმა -საკუთარი ქორწილიდან მომიტაცეს და როგორ ფიქრობ მამაჩემი ისე გაჩერდებაა?! ჯანდაბა იცი ვისი შვილი ვარ?! არ შეგარჩებათ არც ერთს და ჯობია სანამ რამე ისეთი მომხდარა გამიშვათ აქედან... ღმერთოო... ხალხი არ ხართ?! გამიშვით სახლში... ძალიან გთხოვთ... გთხოოოოვთ -ხმამაღლა ატირდა და ერთიანად აკანკალებულმა სახეზე ორივე ხელი აიფარა.
-პირსახოცს მოგიტან -ზედმეტად მშვიდი ხმით ამოილაპარაკა ლეილამ და სააბაზანო ისე დატოვა უკან არ მოუხედია.
-გიჟები არიან? ჯანდაბა... დამეხმარეთ ვინმე... ჯანდაბა... ჯანდაბაააა... -წამოიკივლა ქარდავამ და დუშში ცხელი წყალი მოუშვა შემდეგ კი ტანზე გაუხდელად დადგა წყლის ჭავლის ქვეშ.

სასტუმრო ოთახში იჯდა არაბული და ყავის მოზრდილი ფინჯნიდან სურნელოვან სითხეს სვამდა თან გვერდით დადებულ მობილურს არ აცილებდა თვალს.
-რახდება შვილო?! -მის წინ მოთავსდა ლეილა.
-თორღვა არაბულის დედა რომ მოვტყან ეგ ხდება -კბილებში გამოსცრა დათამ და ჭიქა  ხმაურით დადგა მაგიდაზე -რეზის საცოლეა თუ ცოლი თუ რავიცი...
-ღმერთო, პირზე ორივე ხელისგული აიფარა ლეილამ.
-მისმინე, წიკო და შუმახერა მოვლენ იმედი მაქვს და მე უნდა გავიდე... ბათუმში ვბრუნდები ესე დაიბარა ბოსმა- გაეცინა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან- აქ მოვწიო?
-მოწიე -ნება დართო ქალმა.
-ჰოდა რა მინდა გთხოვო... ამ ალქაჯს ყურადღება მიაქციე სანამ დავბრუნდები... არ გაიქცეს ლეილა... ჩამოვალ და წავიყვან. მქონდეს შენი იმედი?!
-რათქმა უნდა... არაფერს შეჭამთ? -სავარძლიდან წამოდგა ქალი.
-გამოვიდეს ის ფსიხი და შევჭამთ რამეს... მაგასაც ეშიება.-კარგი.


ლეილას მოტანილ სპორტულ შარვალსა და ზედაში გამოწყობილი  ოთახის შუაგულში  ხალიჩაზე იჯდა,  სადაც საჭმელზე სასტიკი უარის შემდეგ ბატონმა მონსტრმა ლამის კინწის კვრით შეაგდო და კარი გარედან გადაუკეტა. აშკარად მეორე სართულზე იყო სახლის უკანა ფასადში რადგან შუშის მიღმა ხეხილიანი ბაღი მოჩანდა. უკვე კარგად გათენებულიყო... ალბათ შუადღე დამდგარიყო, რადგან მზის სხივები მწველად აჭერდა შუშებს მიღმიდან და სხეულზე სასიამოვნოდ ედებოდა შემოდგომის სითბო. შორს მაღალი  მესერი და მესერს მიღმა საკმაოდ მჭიდრო დასახლებული სოფელი რომლის სახელიც ნამდვილად არ იცოდა კი არა ამ სოფელში გავლითაც კი არ იყო ნამყოფი. გონებაში ელვის სისწრაფით ადგენდა აქედან თავის დახსნის გეგმას.. ოთახიდან ვერ გავიდოდა კარი ჩაკეტილი იყო... მართალია გაიგო როგორ წავიდა არაბული მაგრამ თავის მაგივრად ორი ჯან ღონით სავსე მამაკაცი დატოვა მის სადარაჯოდ. მეორე სართულის ფანჯრიდან თუ გადახტებოდა ნამდვილად მოიტეხდა რამეს, ესეც რომ არა ფეხშიშველი იყო, ფეხზე თბილი წინდებით, რომელიც შიდა თეთრეულთან ერთად ახალთახალი დახვდა სპორტულების გვერდით. მაგრამ ასე ჯდომას და გაურკვევლობაში ყოფნას ჯობდა რამე გამოსავალი მოეძებნა. ისე დაღამდა არავინ შეხმიანებია გარდა ლეილასი, რომელმაც საჭმელი ამოუტანა და გასვლისას ისევ გადაკეტა კარები მისი კითხვები კი უპასუხოდ დატოვა. არც არაბული გამოჩენილა. მთელი ღამე იატაკზე მჯდომმა გაატარა და ძილბურანში მყოფი ებრძოდა თავში აბურდულ უამრავ ფიქრებს, სახლში უჩვეულო მყუდროება გამეფებულიყო ფანჯრებს მიღმა კი სიციცხლე ჩქეფდა. ინათა თუ არა ბევრი აღარც უფიქრია საკუთარ მყარ გადწყვეტილებას დაეყრდნო და გადაწყვიტა ფანჯრიდან გადამხტარიყო, ძირს დავარდნილი კი გაიგებდა მოიტეხა თუ არა რამე. სანამ ლეილა ამოაკითხავდა თავისი გულის ამრევი საჭმლით ხელში ფანჯარას ეცა გამოაღო და ეზო მოთვალიერა. კაცის შვილი არ ჭაჭანებდა ეზოში სიმაღლე კი არც ისეთი დიდი და საშიში იყო, ამიტომ ფანჯრის რაფაზე გაბედულად აძვრა და სამჯერ დაითვალა, პირჯვარი გადაისახა და სხარტად გადახტა. მისდა გასაოცრად ფეხებზე დამხტარი რბილად დაეცა უკვე გამხმარ ბალახებში. სიხარულისგან ლამის შეიჰკივლა აჩქარებული გულით წელში მოიხარა და ხეხილიანი ბაღის სიღრმისკენ რაც შეეძლო სწრაფად გაიქცა. ბაღის ბოლოში გასულმა კი გარკვევით გაარჩია რკინის ჭიშკრის ხმაური და მანქანის ძრავის ხმა, რაც იმას ნიშნავდა რომ არაბული დაბრუნდა. ამიტომ სანამ ძებნას დაუწყებდნენ უნდა მოესწრო ღობეზე გადაძვრომა და რომელიმე მეზობელთან თავის შეფარება. ღობეზე გჭირვებით აცოცდა დაკაწრული ხელებისა და ნატკენი ფეხის გულებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გადახტა ღობის მიღმა ტალახიან გზაზე და სამშვიდობოს გასული გიჟივით გაიჭრა წინ...

მანქანიდან გადმოვიდა თუ არა სიგარეტს მოუკიდა და უძინარი თვალები მოისრისა რომელიც საშინლად ეწვოდა და ამდენი ხანი წინ და უკან სიარულისგან დაღლილს რაც უნდოდა ცხელი შხაპი და ერთი საათით თვალის მოტყუება იყო. სახლის კარი რომ გაიღო და ლეილა და მასთან დარჩენილი ბიჭები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოვარდნენ.
-რა მოხდა? -სიგარეტის ღერი მიწაზე მოისროლა დათამ და მისკენ მომავალ წიკოს შეანათა ინტერესიანი მზერა.
-გაიქცა ის ალქაჯი!
-რა? -წამოიძახა მოულოდნელობისგან არაბულმა -თქვენ რა ჩემს ყლ*ეს აკეთებდით ტო? ერთი ქალი როგორ ვერ დააკავეთ? -ხმას აუწია განრისხებულმა და უკან ჯერ ისევ ღია ჭიშკრისკენ შეტრიალდა.
-ფანჯრიდან გადახტა შორს ვერ წავიდოდა... -ქუჩაში გასულებს გაეკიდათ შუმახერა.
-შენი დედაც მოვტყან... -ქუჩა მოათვალიერა გაბრაზებული სახით დათამ და შორს, მისგან ხუთასიოდე მრტრში გაქცეული თხელი სილუეტის გარჩევისთანავე ადგილს გიჟივით მოსწყდა. გარბოდა მარიამ ქარდავა და არ ერიდებოდა გაფუჭებულ გზაზე წვიმისგან გაჩენილ თხრილებს სადაც პატარა გუბურები გაკეთებულიყო მთავარი იყო ვინმე დახმარებოდა. უკან მოიხედა და მისკენ გამოქცეული მამაკაცის დანახვაზე იკივლა და იქვე მწვანედ შეღებილ ჭიშკარს ეცა. გიჟივით შეგლიჯა და ეზოში მდგარი ხნიერი მამაკაცისკენ გაიქცა კივილით.
-ძალიან გთხოვთ... დამეხმარეთ... გემუდარებით... დამარეკინეთ მომიტაცეს... მამასთან დამარეკინეთ გეხვეწებით! -მხრებში ჩააფრინდა დაუპატიჟებლად შრმოვარდნილი თმა გაწეწილი ფეხშიშველი ქალის დანახვაზე გაოგნებულ მამაკაცს.
-რა ხდება ამირან? -სახლის აივანზე გამოჩენილმა შუახნის ქალმა შუბლზე ხელი მოიჩრდილა და კიბეზე ვიშვიშით დაეშვა. -რა მოხდა შვილი, რომელი ხარ? რა დაგემართა დედა?! -აქვითინებული მარიამისკენ დაიძრა მასპინძლის ცოლი
-დამეხმარეთ... დამარეკინეთ გეხვეწებით -უარესად ატირდა ქარდავა და თან შეშინებული უკან იხედებოდა 
-მოდი დედა.. რა მოხდა შვილო, მოდი გენაცვალე... -აკანკალებილ მარიამს მხარზე მზრუნველად მოხვია ხელი ქალმა და სახლისკენ წაიყვანა. -რახდება დედა?ვინ მოგიტაცა?!
-მომიტაცეს... მომდევენ ჯანდაბა... -უკან მიიხედა ქარდავამ და იმ წამს გაღებულ ჭიშკარში გამოჩენილი არაბულის დანახვაზე შეჰკივლა. რომელიც ზედმეტად მშვიდი სახით იდგა და დაჟე იღიმებოდა კიდეც.
-ღმერთო... -წამოიკივლა ქარდავამ და მასპინძელს მოხვია ორივე მკლავი რომელიც ჭიშკრისკენ მიტრიალებულიყო და თან ხელს არ უშვებდა ატირებულ გოგონას.
-დამეხმარეთ, ძალიან გთხოვთ -ქალის მკერდში სახით ჩაფლული ქვითინებდა ქარდავა.
-გამარჯობათ... -არაბულმა, ხმაში ღიმილი გაურია. -როგორ ბრძანდებით ამირან ბიძია?-მასპინძრლს ხელი ჩამოართვა არაბულმა და დინჯი ნაბიჯებით გაემართა ეზოს შუაგულში მდგარი ქალებისკენ. -მართა დეიდა...ბოდიშს გიხდით გაუგებრობისთვის... მარიამ, ძვირფასო! -ზედმეტად თბილი ხმით მიმართა ატირებულ ქალს. -მეზობლების ასე ადრიანად შეწუხება არ არის კარგი საქციელი... მოდი ჩემთან პატარავ...
-დათა, შვილო... -არაბულის დანახვაზე გაიბადრა ზემოთ ხსენებული მართა -რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ... როგორ ხარ დედა?
-ნორმალურად, მადლობა... მარიამ! -გაიღიმა არაბულმა და მართაზე ტკიპასავით აკრულ ატირებულ ქალს მიუბრუნდა. -მოდი ჩემთან... ბოდიშს გიხდით, ჩემი მეუღლე ცოტა შეუძლიდ არის... დეპრესიული ფონი აქვს და ნერვული შეტევები ემართება ... -სწრაფად აუხსნა გაოცებულ ცოლ ქმარს და ქარდავას მხარში სწვდა თითქმის აგლიჯა მართას სხეულს და თავისკენ ისე დაითრია და მიიხუტა განძრევის საშუალება რომ არ ჰქონოდა.
-დამეხმარეთ.... -ქვითინით აკივლდა ქარდავა და მარწუხებივით მოხვეული არაბულის მკლავებიდან თავის დახსნას შეეცადა -ხალხი არ ხართ? დამეხმარეთ...
-აბა რას ამბობ პატარავ? -ხმაში მრისხანება გაურია არაბულმა და ხელი ისე მოუჭირა ცოტაც და ხელებში შემოეფშვნებოდა მისი ძვლები. -გვაპატიეთ ,დღეს წამალი არ დაულევია... ბოდიშით რომ შეგაწუხეთ... თავს დამნაშავედ ხომ გრძნობ მარიამ? -ზემოდან დახედა მკლავებში მომწყვრდეულ ქალს მამაკაცმა და თვალები ბოროტად დაკვესა.
-ნაბ... -პირი გააღო სიბრაზისგან გაცოფებულმა ქალმა, მაგრამ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო ისე დაეტაკა ზემოდან დაჩერებული მამაკაცის ტუჩები და სიტყვა შუა გზაში გაუწყდა. მისი ორივე ბაგე, თავის ტუჩებით დაუხშო და უხეშად აკოცა შემდეგ კი ქვედა ტუჩზე მტკივნეულად ჩააფრინდა კბილებით და ისე მოუჭირა სისხლის გემო თავად იგრძნო. -მეც მიყვარხარ, ჩემო პატარავ... -გაუღიმა და ზედ მის ტუჩებზე გამოსცრა .-გამოადგი ფეხი, სანამ შუბლი გაგიხვრიტე!
შემდეგ სახეზე ისევ ღიმილი აიკრა და ცოლ ქმარს გადახედა. -გვაპატიეთ... ამ დღეებში შემოგივლით სტუმრად... ახლა წავალთ.
-კარგი შვილო... -გაიღიმა მართამ და კარისკენ წასულები მზერით გააცილა.ზურგს უკან მიხურული ჭიშკრის მიღმა ნათქვამი სიტყვები კი ორივემ გარკვევით გაარჩია."
-საწყალი ბიჭი,გიჟი ცოლი ჰყოლია!"
-შენს ხელში  ამ ხალხს შევეცოდე... -გაეცინა არაბულს და თითქმის თრევით წაიყვანა სახლის მიმართულებით



დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით...იმედია მოგეწონებათ და წყენა დაგავიწყდებათ ))скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ფფფ

ეს რაღაც ახალია, წავედი ჩავუჯექი : )

 


№2  offline წევრი Ma No

ჩემი გიჟი და გადარეული ❤❤❤ ნუ მიტანჯავ მარიამს :დდდ
მიყვარხარ ხომ იცი?!❤

 


№3  offline მოდერი ფ ე ფ ო

ფფფ
ეს რაღაც ახალია, წავედი ჩავუჯექი : )

კიი ახალი ნამდვილად არის ))))))

Ma No
ჩემი გიჟი და გადარეული ❤❤❤ ნუ მიტანჯავ მარიამს :დდდ
მიყვარხარ ხომ იცი?!❤

მეც რომ მიყვარხარ შენც ზომ იციი:*

 


№4 სტუმარი სტუმარი თეკო

იფ რა კარგი იყო ,ვფიქრობდი რომ დაამთავრებს მერე ჩავუჯდები თქო ,მაგრამ მაინც შემომეკითხა .

 


№5 წევრი დარინა

ჯერ ვერ გადავწყვიტეე დათას მხარე დავიჭირო თუ რეზის? არადა რეზი მეცოდება კაცს ქალი ქორწილის დღეს ააცალეს, ჯერ კიდევ სიტუაციაში ვერკვევი რააა, ხოდა მაინტერესებს მარიამს დათა თავიდანვე მოეწონა თუ მართლაც ვერ იტანდააა, ჟერ კიდევ ბარათელზე შეყვარებული მეეე, რა ვქნა აი სანამ მასზე გიჟ და გადარეულ პერსონაჟს არ შექმნი მანამდეე მეყვარებააა.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

ვგიჟდები შენს იტორიებზე ❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი kora

მოვედი და ისევ წავიკითხე, ხელახლა გადაკითხვას ის ეფექტი აქვს, რომ პერსონაჟს უკვე შემფასებლური კუთხით უყურებ და ზუსტად დავრწმუნდი რომ დათა კი არ მომწონს, არამედ, უკვე მიყვარს! და მიყვარს ბატონი თორღვა! ხომ ამ გადმოსახედიდან არ მოიქცა მთლად სანაქებოდ და შვილს ქორწილიდან პატარძალი მოუტაცა, მაგრამ ყოველი მისი დიალოგი დათასთან არ მაძლევს უფლებას ამ კაცს ცუდი თვალით შევხედო.
ჰო, მარიამიც ძალიან მომწონს, იმაზე ძალიანაც ვიდრე უნდა მომწონდეს. მერჩივნა საზღვარი გამევლო ქალ პერსონაჟებზე და წინასწარ არ მომწონებოდა არავინ, მაგრამ, ეს ისეთი ოქრო გოგო ჩანს არ დამიტოვა სხვა გამოსავალი და ეგ ფაქტი ჩემი თავისთვის და ნერვული მდგომარეობისთვისაა ცუდი, მაგრამ ავიტან, ჯანდაბას... :დდდდ
რეზი. ტოჩკა ი ვსო! არ მომწონს. არადა უნდა მეცოდებოდეს, კაცს ქალი წაართვეს. მაგრამ არა, არც არი შესაცოდი. აი რა გააკეთე იმისთის რომ შემცოდებოდა. ქალივით მოთქმას მოყვა და გაატანა ლამის ცოლი. და ახლა დიდგულობს მამასთან და მამას უბრძანებს ლამის ცოლის დაბრუნებას. ნუ სასაცილო კაცუნაა :DDD
ფეფო, რა უნდა გითხრა ახალი - ვიჟდები შენზე და შენს პერსონაჟებზე. აქაც გავიმეორებ და მართლა სიბოროტეა ასეთი მამაკაცი პერსონაჟების შექმნა, მაშინ, როცა ამდენი ქალი ვკითხულობთ :)))
გელოდები მოუთმენლად :*
--------------------
kira.G

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

იცი რა მიკვირს ეს თორღვა ასეთი მაგარი პიროვნება რომ არის და ეს შვილი ასეთი ლაჩარი რატომ გამოუვიდა? :დდდ აი საერთოდ არ იმსახურებს მარიამს და თორღვამ ზუსტადაც იცის შვილის ხასიათი :) ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ხელიც არგაუნძრევია მარიამისთვის .. მერე კიდე მამამის ებლატავება ... არვიცი რატო მარა თორღვა მომწონს მართლა შეიძლება უარყოფითი პერსონაჟი იყოს მაგრამ დასაფასებელია ის რომ შვილს არარჩევს და არ ანებივრებს როგორც ფულიანი მამიკოები!
ჰოო დათაა? ვაიმე ძაან რაღაცნაირია რა აი ისეთია რო გინდა არგინდა მაინც გინდა :დ თავისებურია და ეს მიზიდავს მასში ყველაზე მეტად ♥️♥️ და რაც ყველაზე მთავარია მე დავინახე მარიამსა და დათააი ქიმია 3:) ჰოდა ვსოო ;დ აუუ როგორ მინდოდა ერთიაად წამეკითხა რომ დადებდი მაგრამ ვერ გავუძელი აი ასე შემომეკითხა და ახლა ვფიქრობ როორ გავძლო და გადავიტანო ყურადღება სხვარამეზე ? :დ ჰოდა გელოდები ჩემო კარგო წარმატებბეი და მე ისევ მჯერა შენი რომ ამ ისტორიითაც გამაოცებ და გამახარებ ♥️♥️♥️♥️

 


№9 სტუმარი ნათია41

ვატყობ ამათ შორის ისეთი ცეცხლი აგიზგიზდება ჩვენც დაგვწვავს და თანდათან ვემზადები. რავქნა მიყვარს ეს ცუდი ბიჭი უკვე და მომკალით; დდდ

 


№10  offline წევრი Ma No

Life is Good
ფფფ
ეს რაღაც ახალია, წავედი ჩავუჯექი : )

კიი ახალი ნამდვილად არის ))))))

Ma No
ჩემი გიჟი და გადარეული ❤❤❤ ნუ მიტანჯავ მარიამს :დდდ
მიყვარხარ ხომ იცი?!❤

მეც რომ მიყვარხარ შენც ზომ იციი:*

ვიცი heart_eyes heart_eyes და დათასაც, რომ შევუყვარდები ეგეც ვიცი smiling_imp joy

 


№11  offline წევრი მირცა

აუუ როგორ ძალიან მომწონსს რაღაც არანორმალურსს ველოდებიი <3 მაგარიი ხარ!

 


№12  offline წევრი რუსკიმარუსია

ძალიან მაბნევს ისტორიის სახელწოდება smirk რეზი შეიძლება დათასნაირი მაგარი ბიჭი ვერაა მაგრამ თორღვა, რომ ცუდად მოიქცა ეგ ფაქტია smirk პირადი ინტერესების და შურისძიების გამო შვილს ესეთი ბედნიერი დღე როგორ უნდა ჩაუშალო ვერ ვხვდები. და კიდევ თუ უნდოდა რეზი დათასნაირი მაგარი ბიჭი ყოფილიყო ამისთვის თავის დროზე უნდა ეზრუნა, ახლა გვიანია რეზის გაზრდაც და აღზრდაც. მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, საერთოდაც ძალიანაც გამიხარდება მარიამი-რეზის წყვილი ბოლომდე წყვილად დარჩეს და ყველამ თავისი საქციელის შესაბამისი მიიღოს განსაკუთრებით მამებმა. წარმატებები შენ kissing_heart (დედა, რამდენი ვიჩალიჩე კომენტარის დასაწერად და საბოლოოდ საიტზე დარეგისტრირება მომიწია და ბევრი ჩალიჩის მერე დავრეგისტრირდი(ანა-მარია))

 


№13 სტუმარი კატ

აუუ რა კარგობაა

 


№14 სტუმარი სტუმარი Nata

Au dzaan momcons,dges velodot?

 


№15  offline წევრი ხოსე

kora
მოვედი და ისევ წავიკითხე, ხელახლა გადაკითხვას ის ეფექტი აქვს, რომ პერსონაჟს უკვე შემფასებლური კუთხით უყურებ და ზუსტად დავრწმუნდი რომ დათა კი არ მომწონს, არამედ, უკვე მიყვარს! და მიყვარს ბატონი თორღვა! ხომ ამ გადმოსახედიდან არ მოიქცა მთლად სანაქებოდ და შვილს ქორწილიდან პატარძალი მოუტაცა, მაგრამ ყოველი მისი დიალოგი დათასთან არ მაძლევს უფლებას ამ კაცს ცუდი თვალით შევხედო.
ჰო, მარიამიც ძალიან მომწონს, იმაზე ძალიანაც ვიდრე უნდა მომწონდეს. მერჩივნა საზღვარი გამევლო ქალ პერსონაჟებზე და წინასწარ არ მომწონებოდა არავინ, მაგრამ, ეს ისეთი ოქრო გოგო ჩანს არ დამიტოვა სხვა გამოსავალი და ეგ ფაქტი ჩემი თავისთვის და ნერვული მდგომარეობისთვისაა ცუდი, მაგრამ ავიტან, ჯანდაბას... :დდდდ
რეზი. ტოჩკა ი ვსო! არ მომწონს. არადა უნდა მეცოდებოდეს, კაცს ქალი წაართვეს. მაგრამ არა, არც არი შესაცოდი. აი რა გააკეთე იმისთის რომ შემცოდებოდა. ქალივით მოთქმას მოყვა და გაატანა ლამის ცოლი. და ახლა დიდგულობს მამასთან და მამას უბრძანებს ლამის ცოლის დაბრუნებას. ნუ სასაცილო კაცუნაა :DDD
ფეფო, რა უნდა გითხრა ახალი - ვიჟდები შენზე და შენს პერსონაჟებზე. აქაც გავიმეორებ და მართლა სიბოროტეა ასეთი მამაკაცი პერსონაჟების შექმნა, მაშინ, როცა ამდენი ქალი ვკითხულობთ :)))
გელოდები მოუთმენლად :*

:-D :-D გეთანხმები

 


№16  offline წევრი qetulaa

Vaime daicyo gijobaaaa

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.