შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გადამიფიქრო! (დასასრული)


17-11-2018, 23:06
ავტორი P.A.
ნანახია 2 266

არ გადამიფიქრო! (დასასრული)

***
ოთახში შესულს უკვე მოკლე პერაგისამარა ნინა დაუხვდა. საწოლთან დახრილიყო, დიდი მუცლით და წამლების შეკვრა გაეშალა მონაცრისფრო ზეწარზე. ნელა მიუახლოვდა, ზევიდან დახედა და მისი შეკრული წარბები რომ დაინახა, გაეღიმა
–რა მოხდა, ნინა?
–არ მახსოვს რომელი უნდა დავლიო.. – ამოიფრუტუნა და საწოლზე ჩამოჯდა. ისეთი საცოდავი სახით შეხედა რეზის, უეცარი სიცილი აუტყდა ამ უკანასკნელს
–ეს უნდა დალიო, ნინა, შეხედე.. – დაიწყო ახსნა მზერადასერიოზულებულმა, როგორც კი ნინას გაბრაზებული სახე შენიშნა, – ლურჯი აბია, მხოლოდ ეს არის ლურჯი, ძილის წინ ეს უნდა მიიღო ხოლმე. მოდი, დალიე.. – თავად გახსნა და მისი ხელი აიღო, ნაზად გაუშალა შეკრული მუშტი და ხელისგულზე დაუდო აბი
–მართალი ხარ, ჰო.. – ფართოდ გაეღიმა და რეზის ისევ სუნთქვა შეეკრა ასეთი რომ დაინახა
–თბილად ხარ? როგორი თხელი პერანგი წამოგიღია, გინდა უფრო თბილი ზეწარი მოგიტანო? – ჩაეკითხა მერე და ოდნავ მოშორდა
–არ მინდა, ხომ ვიცი სადაც დევს და თუ შემცივდა, ავიღებ, – საწოლში შეძვრა და კომფორტულად მოკალათდა, – შენ არ იძინებ?
–ვიძინებ, ახლავე.. – მაინც წავიდა, მაინც მოიტანა თბილი ზეწარი და მის ფეხებთან, შესაშური სიფრთხილით გადაფინა. თითქოს ყველა თავის ქმედებას უკვირდებოდა, თითქოს ნინასგან რაღაცას მოელოდა.. თითქოს ეს ყველაზე რთული ღამე იყო, რომელიც როგორღაც უნდა გადაეტანათ.. აქამდე არასოდეს ჰქონიათ ასეთი ღამე, როგორმე რომ უნდა გაეძლოთ.. როგორმე რომ უნდა აეტანათ ერთმანეთის მონატრებული სურნელი ასე ახლოდან, ასე ცხადად..
–იქნებ მისაღებში, დივანზე დავიძინო.. – მაინც უთხრა, ვერაფრით მოითმინა
–არა! – წამოიძახა უნებურად ნინამ და თავი წამოსწია, თუმცა მალევე დააბრუნა უკან, ბალიშზე და ღრმად ამოისუნთქა, – გაიყინები იქ.. აქ დაწექი. რეზი, მომხედე..
–გიყურებ, ნინა..
–მართლა კარგად ვარ, არ ვინერვიულებ, კარგად ვიქნები.. – ვეღარ აიტანა მისი გატანჯული სახე. გულს უღრღნიდა ქმრის სიყვარული და იმის შეგრძნება, რამდენად განიცდიდა რეზი, როგორ იტანჯავდა თავს..

***
თვალი გაახილა თუ არა, საწოლი მოათვალიერა და უკმაყოფილოდ შეკრა წარბები მარტო რომ აღმოაჩინა თავი. მერე, ოდნავ წამოიწია და ბუხართან მჯდარი, უკვე ჩაცმული რეზი შენიშნა. ჯერ ისევ არ გათენებულიყო, მზეც კი არ ამოსულიყო.. გაახსენდა, სანამ ჩაეძინებოდა ნინას, როგორ მშვიდად იწვა მის გვერდით მამაკაცი და არც კი ეხებოდა, არ ინძრეოდა, მთელი ღამე დისტანციას იჭერდა. იცოდა, ამას ნინასთვის აკეთებდა.. მისი სიმშვიდისთვის
–რომელი საათია? – იკითხა და დაინახა როგორც შეირხა რეზი მის ხმაზე, მისკენ მოატრიალა თავი. ნინას მოეჩვენა, რომ ჩვეულებრივზე მეტად სევდიანი იყო.
–ექვსი ხდება
–ასე ადრე რატომ გღვიძავს?
ამჯერად არ მოსჩვენებია, მამაკაცის სახეზე დიდი ტკივილი გამოისახა, უნებურად თავი დახარა და დივნის საზურგეს მიეყრდნო
–დაიძინე, ადრეა ჯერ.. რამე ხომ არ გინდა? – ესღა ჰკითხა და ბუხარს გაუშტერა მზერა
–წყალი მინდა.. – წაიჩურჩულა და საწოლიდან ადგომა დააპირა
–იყავი, მოგიტან, – წამოდგა სწრაფად რეზი და ოთახი დატოვა.
ორიოდ წუთში წყლით სავსე ჭიქით ჩამოუჯდა წინ, მშვიდად დაელოდა როდის დალევდა
–ჩაწექი ახლა.. – მიეხმარა, ბალიში გაუსწორა და გვერდებზე ისე ამოუკეცა საბანი, როგორც სჩვეოდა, მათი ერთად ყოფნისას
–არ დაწვები? – ჩაეკითხა ნინა – უნდა გახვიდე?
–ჰო, მემგონი ასე ჯობია.. – გაეღიმა სევდიანად.
თვალები ჩაუქრა, ვეღარ მოითმინა, ორივე ხელით ჩაეჭიდა მკლავებზე და სახეზე მიაშტერდა
–მითხარი, რა მოხდა?
–არაფერი, ნინა, რაზე ამბობ?
–მე დებილი კი არ ვარ, რაღაც მოხდა.. – უკვე ეტირებოდა
–ჰა, არ იტირო.. არა, არც გაბედო, – ისე სწრაფად აიკრა გულზე, ვერცერთმა გაიაზრა რომ ეს გააკეთა
–რა მოხდა? – ჰკითხა ისევ მოგუდული ხმით
–ღამით ლაპარაკობდი.. ხომ იცი, ღამით რომ ლაპარაკობ ხოლმე..
–რა ვთქვი? – გაუბედავად იკითხა ნინამ
–რომ არ შეგხებოდი, რომ გტკიოდა ჩემი შეხება..
ყველანაირ ტირილს, ტკივილს, ყველანაირ გლოვას აჭარბებდა რეზის ხმა ამ წამს.
–მე.. მე.. – ვერაფრის თქმა შეძლო ნინამ
–დაიძინე, გავალ ახლა მე და შენ დაიძინე, კარგი?
–იყავი, გთხოვ.. მომეხვიე და დავიძინებ, – ამოიჩურჩულა და თვალები აუწყლიანდა
–ნინა, გთხოვ, არ გინდა.. – თვალები მოხუჭა რეზიმ
–თუ გინდა, რომ არ ვინერვიულო, თუ გინდა რომ არ განვიცადო, მომეხვიე რეზი! დაწექი ჩემთან და მომეხვიე.
ისე ძლიერად იკრავდა ცოლის სხეულს გულში, ეგონა მალე შემოატყდებოდა. მის თმებზე, შუბლზე, ლოყებზე დაატარებდა ტუჩებს და თავს უფლებას არ აძლევდა მის ტუჩებს შეხებოდა. საშინლად ენატრებოდა, საშინლად სწყუროდა მათი შეხება, მაგრამ იცოდა, არასოდეს.. აღარასოდეს შეეხებოდა უკითხავად. ღრმა ამოოხვრას ვერ იშორებდა თავიდან, სანამ თვითონ ნინა არ შეეხო მის ბაგეებს. თხელი, ათრთოლებული ხელებით ეჭირა მისი სახე და ტუჩებს ტუჩებზე პატარა ბავშვივით, მოუთმენლად აკრობდა
–არ მინდა, რომ მერე ინანო, ნინა.. – ძლივს მოეახერხა ორიოდ სიტყვის თქმა რეზიმ ისე, რომ არც მოშორებია.
მერე კი თვითონაც ისეთი ჟინით, იმხელა სურვილით დაუწყო კოცნა, ნინას სხეული ერთიანად აკანკალდა. რეზი წამით მოშორდა, „მაპატიეო,“ ეჩურჩულებოდა გაუჩერებლად და იმ მომენტში ვერც იაზრებდა, რომ მისი საყვარელი ქალის ცრემლები ბედნიერებისა და მონატრებისგან ასველებდა მის მაისურს. ძალიანაც რომ მოენდომებინა, სხვას ვერაფერს იგრძნობდა ახლა ნინა. მხოლოდ იმას, რომ უკვე აპატია, რომ საოცრად, შეუძლებლად უყვარდა, რომ ვერასოდეს შეძლებდა გადაეფიქრებინა..

***
–არ გიმსახურებ..
–მე გაპატიე რეზი, მე ვერ გადაგიფიქრებ..
–ყოველ წელს.. ყოველ თვე.. ყოველდღე.. ყოველ წამს მემახსოვრება, რომ არ გიმსახურებ, ნინა..

***
–აბა, ვუთხრა ჩემებს, რომ აქედან ისევ ჩვენს სახლში ვბრუნდებით, თუ გინდა საიდუმლოდ შევინახოთ? – სასაცილოდ ეჩურჩულებოდა ყურთან და მის შიშველ სხეულზე დაატარებდა ხელებს
–შენ რა, გინდა გულმა დაარტყას მამაჩემს? – გაეცინა ნინას – რამხელა მუცელი მაქვს, რა უბედურებაა, ვერ გეხუტები წესიერად..
–მე მომწონს.. რომ გამოძვრება ეს გოგო, კიდევ ერთხელ გაგბერავ, – უთხრა და ნინას სახის დანახვაზე ხმამაღლა გადაიხარხარა
–ახლა ყველაფერი ძველებურად იქნება? – მის ნიკაპს მიაყრდნო შუბლი და გაბრაზებულმა, დარცხვენილმა მოიშორა მისი ხელი მკერდიდან
–უკეთესად ნინა, ისეთი ბედნიერი უნდა გამყოფო სიცოცხლის ბოლომდე, რომ მხოლოდ ბედნიერებისგან გეტირებოდეს.. როგორ დაგტანჯე, ჩემო პატარავ..
–როგორ ვუთხრა ნიკოლოზს, რომ შეგირიგდი? – სასოწარკვეთა ჟღერდა მის ხმაში
–მე დავურეკავ, დღესვე და ვეტყვი, – კიდევ ერთხელ აკოცა და საათს დახედა
–რეზი, არ გაბრაზდეს!
–ნინა, დაიმშვიდე ეს პატარა გული! – ძლიერად მიიკრა გულზე, მერე ნელ–ნელა ქვემოთ ჩაცოცდა და ცოტახანში საბანში შემძვრალი დაატარებდა ტუჩებს მის მუცელზე
–რეზი, არ გაიგუდო, ამოდი, – სიცილით კვდებოდა ნინა და თაზოს ხმის გაგონებისას, რომელიც კარებზე აბრახუნებდა ხმაურიანად, დროა გაიღვიძოთო, პირზე იფარებდა ხელებს
–არ გვცალია, მოშორდი! – დაიყვირა მის გასაგონად რეზიმ და ისევ საბანში ჩაძვრა.
ამჯერად აღარ უცდია სიცილის შეკავება, სასაცილოდ იკრუნჩხებოდა და რეზის თმას ჩაფრენოდა წვრილი თითებით. მერე იგრძნო, როგორ ჩაცურდა რეზი კიდევ უფრო დაბლა და თავშეუკავებლად წამოიყვირა
–რეზი, ახლა არა!
–ნინა, მომენატრე.. – შეწუხებული ხმით უჩურჩულა რეზიმ
–ორსულად ვარ, ჩემხელა მარტო მუცელი მადევს, მეც მინდა, მაგრამ ახლა არ ღირს.. – მოჩვენებით გაუბრაზდა, თუმცა ვერაფერს გახდა და ორიოდ წუთში ჩუმი ამოკვნესით დანებდა ქმარს, რომელსაც მონატრებისგან, სიყვარულისგან მთელი ტანი უთრთოდა.
ოთახიდან სრულიად სხვანაირები, ბედნიერი სახეებით გამოვიდნენ და არავის დარჩენია ეს შეუმჩნეველი, თუმცა შეთანხმებულებივით, ხმა არ ამოუღიათ. ერთი შეხედვითაც შეატყობდით რეზის მეგობრების გულწრფელობით ანთებულ თვალებს, რომელთაც საოცარი სიცხადით შეეგრძნოთ მათი სიხარული.

***
–რეზი დამეწყო! დამეწყო! ვაიმე, რეზი.. მეშინია.. – ტიროდა და მის ქურთუკს ხელებჩაჭიდებული თვალებს ვერ აშორებდა აღელვებულ და ბედნიერ ქმარს ერთდროულად
–ლუკა, მალე, მა.. – აჩქარებდა საჭესთან მჯდომ შვილს ათრთოლებული ხმით
–რეზი, რომ გაგვაჩერონ? ლუკას არ აქვს მართვის მოწმობა, რეზი..
–დამშვიდდი, ნინა, არ გაგვაჩერებენ! – რეზის დაასწრო პასუხის გაცემა ლუკამ და სარკიდან გახედა მამას, რომელსაც დაძარღვული ხელებით მიეკრო გულზე ატირებული ნინა
–მა, შედით და მე შემოვიტან ჩანთებს.. – უთხრა მანქანიდან გადავიდნენ თუ არა და ღიმილიანი მზერით გააცილა აღელვებული რეზი. ცოტახანში სამშობიაროს მოსაცდელში, ძირს იჯდა და აღარც ცდილობდა აქეთ–იქით ნერვიულად მოსიარულე მამა დაემშვიდებინა. იცოდა, აზრი არ ქონდა
–ეს მშობიარობს თუ ნინა, ვეღარ გამიგია! – ეცინებოდა ლუკას
–შენზეც ასეთ დღეში იყო.. – გვერდით მიუჯდა სანდრო ნათლულს და წყლის ბოთლი მიაჩეჩა ხელში
– მართლა?
–მართლა.. ექიმი რომ გამოვიდა და უთხრა ბიჭი გყავსო, იმხელა ხმაზე დაიღრიალა, მერე ერთი კვირა ყელს იშუშებდა, – ეცინებოდა სანდროს
–არ ვიცოდი, ასე თუ გავახარე ჩემი დაბადებით, – თვალები გაუბრწყინდა ლუკას
–ყველგან თან დაგატარებდა.. ერთხელ ფეხბურთის სანახავად წავედით და იქ წამოგიყვანა, ორი თვისაც არ იყავი. რომ დაგინახეთ და გადავირიეთ, მთელი დღის უნახავი მყავდა და მენატრებოდაო, შუბლშეკრულმა დაგვიღრინა. იცი რა ამაყი იყო რომ გიყურებდა?
–ზოგჯერ თითქოს ახლაც ვგრძნობ ამ სიამაყეს მის თვალებში.. მაგრამ, მაგრამ იმდენჯერ ჩავისვარე..
–არა ლუკა, ყველა ჩასვრილს რომ თავადვე წმენდ, მაგიტომ ამაყობს შენით ასე ძალიან, – მხარზე შეეხო სანდრო ღიმილით
–ჰო, რავიცი..
–დაგყურებდა ხოლმე გაშტერებული და რაზე დარდობდა იცი? გოგოსავით ლამაზი ნაკვთები აქვსო.. გოგოს რომ ჰგავდესო?
–ახლა აღარ აწუხებს ეს და, – გადაიხარხარა ლუკამ
–ახლა შენი გრძელი თმები და ეს გოგოსავით ლამაზი სახე ყველაფერს ურჩევნია, – კისერზე მოხვია ხელი და ერთიანად მოუგრიხა სანდრომ
–მომტყდება ასე კისერი, გამიშვი, – ისევ იცინოდა ლუკა
–მიყვარხარ, ლუკაჩო! ხომ იცი?
–ვიცი, სანდრო..
–და მამას უნდა დაუდგე ახლა მხარში!
–ეგეც ვიცი..
რამოდენიმე საათი ლოდინში გაატარეს. რეზი უშედეგოდ ცდილობდა მშობიარობას დასწრებოდა, თუმცა ნინა კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ტელეფონში მისი ტირილიანი ხმა ესმოდა, აქ რომ იყო უფრო ვინერვიულებო და არაფრით აძლევდა შესვლის უფლებას. სალომე და ანანო ნერვულობისგან უაზროდ წუწუნებდნენ და ცოტნეს და ბექას არ ასვენებდნენ, ბოლოს მათი აფორიაქებაც შეძლეს. თაზოს ეცინებოდა მათ ნერვიულობაზე, ცდილობდა ყველა თავისებურად დაემშვიდებინა და ლუკასთან ერთად ყავას, ჩაის ან გაზიან წყალს სთავაზობდა ხალხს. რეზი კი ახლა თინას გვერდით ჩამომჯდარიყო მოუსვენრად და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ყველაზე მეტად ღელავდა, ნინას დედას აწყნარებდა
–თინა, შენ ხომ არ შეგიშვებს? არ მინდა იქ მარტო რომაა.. – სასოწარკვეთილი ხმით გამონახა ბოლოს გამოსავალი და ფეხზე მოუსვენრად წამოდგა, ნინას ექიმი რომ დაადგა ღიმილით თავზე
–რეზი! – წამოიძახა უცებ ექიმმა და რეზის მოულოდნელად გადაეხვია – გიგანტი გოგო გყავს, სამი და რვაასი, გილოცავ!
ისე სწრაფად აიტაცეს სანდრომ და თაზომ ხელში, აზრზე ვერ მოვიდა. ვიღაცამ შამპანიურის ბოთლი გახსნა, ვიღაც ბედნიერების ცრემლებს ღვრიდა, მას კი.. მას ახლა მხოლოდ ცოლის და შვილის დანახვა უნდოდა, უნდა დარწმუნებულიყო, რომ კარგად იყვნენ
–შევალ რა.. თამაზ, უნდა შემიშვა! – გაფითრებული სახით მიაჩერდა ექიმს
–პალატაში გადავიყვანთ და შეგიყვანთ, რეზი, სულ ცოტახანიც დაიცადე..
სანამ ნინა მოამზადეს და რეზის მიერ შეკვეთილ, საოცრად დიდ და კომფორტულ, უამრავი ყვავილით სავსე პალატაში გადაიყვანეს, მოსვენება დაეკარგა. უაზროდ იქნევდა მილოცვებზე თავს. ბოლოს, ლუკა იპოვა თვალებით და ძლიერად მოეხვია
–გილოცავ, მამა!
–მეც გილოცავ მა, პატარა დის დაბადებას გილოცავ, ლუკა, – მის თმებში შეაცურა ხელები და ისევ ძლიერად მიიკრა გულზე.
ნუთუ მეორე ასეთი ბედნიერება ხვდა წილად? ნუთუ, საკუთარ გოგონასაც მასავით შეიყვარებდა? შეიძლებოდა ასეთი ძლიერი სიყვარული? ჯერ ვერ მიმხვდარიყო, ჯერ კიდევ შეუძლებლად მიაჩნდა..
ცოტახანში დაუძახეს და შვილის სხეულს ღიმილით მოშორდა
–გადაუღე სურათი კარგი? – ღიმილით გააყოლა სიტყვები ლუკამ მამას.
მერე იყო საოცრად ბედნიერი წუთები. მისი ცოლი და მისი შვილი.. პატარა, ძალიან პატარა, რეზის ხელისგულზე პატარა ტერფები და აწითლებული, ციცქნა ადამიანის ჯერ კიდევ უშნო სახე. მისი გოგონა..
–გილოცავ, ნინაჩკა, დედობას.. – ხმის ამოღება არ აცადა ისე დაეწაფა მის ტუჩებს, მერე კი მის ხელებში მოთავსებულ პაწაწინა სხეულს გადაუსვა თავზე ხელი. წამით მთლიანად დაფარა ხელისგულით მისი სახე და თბილად გაეცინა
–მადლობა ნინა.. – ამოილაპარაკა ისე, რომ ვერ მოაშორა ახალდაბადებულ შვილს თვალი
–კარტოფილს გავს.. – ცრემლნარევი, ბედნიერი ხმით გადაიკისკისა ნინამ და რეზის სახეს შეეხო თავისუფალი ხელით. იმხელა ბედნიერებას ასხივებდა მამაკაცი, შეეძლო საუკუნე ეყურებინა მისი ასეთი სახისთვის და გასაოცარი ენერგიით დამუხტულიხო. ენერგიით, რომელიც სამივეს აავსებდა ამ სიხარულით, – მას, რეზის და მათ პატარას.
–რომ გაიზრდება, აუცილებლად ვეტყვი, რომ პირველივე შეხედვაზე კარტოფილს მიამსგავსე.. – დაიჩურჩულა რეზიმ.
ნინამ მხსიარულად გაიცინა და თითებით მიეფერა სახეზე
–ძალიან დაიტანჯე? – ხელისგულზე აკოცა და ფრთხილად გაიწვდინა ხელები პატარასკენ
–არა.. არ მაწვალა, ჭკვიანი გოგოა.. აიყვან?
–ჰო, ავიყვან, – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ეჩვენა, მაინც ორივე ხელში მოათავსა და ზევით ასწია. საოცარი სიამაყით, საოცარი ძალით აივსო, ერთხანს ასე უყურებდა თვალებმინაბულ, პატარა ჩვილს, მისი შვილი რომ ერქვა, მერე კი გულზე მიიკრა და ნინას საწოლზე ჩამოჯდა. ცალ მკლავზე პატარა მიეწვინა, მეორე ხელი კი ნინას თხელი თითებისთვის ჩაეჭიდა და არ იცოდა, როგორ გადაეხადა მადლობა, როგორ გამოეხატა ის, რასაც გრძნობდა
–სახელი რომ კიდევ არ აქვს პატარა კარტოფილს? – სასაცილოდ დამანჭა სახე რეზიმ
–ვერ მოიფიქრე.. ყველა სახელი მეუფერულება მას რომ ვუყურებ, ყველა მეუბრალოება.. – სევდიანი სახით წარმოთქვა ნინამ. ქმარ–შვილის დანახვაზე თავისუფლად სუნთქვაც უჭირდა
–თაია დავარქვათ, შენი დის სახელი.. – ამოიჩურჩულა რეზიმ და შუბლზე მიაკრო პატარას ტუჩები.
თავი რომ ასწია და ნინას ცრემლებს გადააწყდა, არ გაკვირვებია. მისკენ მიიწია, ცალი ხელით ისიც გულზე აიკრა და მის თმაში ჩარგო ღიმილიანი სახე
–ჩავაწერინო დაბადების მოწმობაში თაია?
ნინამ თავი დააქნია და ამოისრუტუნა
–მადლობა..
–მადლობა შენ, ასეთ დიდ ბედნიერებას რომ მანიჭებ!

***
–კაი რა დე.. კაი რა..– გულზე ჰყავდა აკრული და მთელ ოთახს კრუგებს უვლიდა. საოცრად დაღლილი, გამოუძინებელი, ბავშვის ტირილისგან გადაღლილი იყო.
ოდნავ შემოაღეს საძინებლის კარი, ლუკა იდგა და ღიმილით შეჰყურებდა უპეებჩასიებულ ნინას
–დახმარება ხომ არ გჭირდებათ ქალბატონებო?
–აღარ შემიძლია, – თვალები გადაატრიალა და ისევ განაგრძნო ატირებული ბავშვის რწევა
–ჭამა?
–ჭამა.. მემგონი მუცელი აწუხებს. ვერ გავიგე.. გადავირიე.. საათი გავიდა და ვერ დავაძინე.. როდის მოხვედი? ვერც გავიგე..
–მამამ დამირეკა და გამომიძახა, – უთხრა სიცილით და ოთახში შევიდა
–სერიოზული შეხვედრა აქვს, მე კიდევ ავანერვიულე, დამტანჯამეთქი ტელეფონში ვუთხარი, ძლივს გადავაფიქრებინე სახლში წამოსვლა..
მიხვდა, სპეციალურად გამოეგზავნა ლუკა რეზის და ახლა მის საქციელზე ეცინებოდა
–მომიყვანე. აი ასე.. აბა ჩემთან თუ გინდა თაი..– ფრთხილად გამოართვა პატარა და ახლა თვითონ დაიწყო მისი რწევა
–რატომ გამოგაქანა ახლა შენ, რა წესია.. – გაბუტული სახით ჩამოჯდა ლოგინზე, თუმცა გულში აღიარა, რომ ლუკას მოსვლა საოცრად გაუხარდა. ხელები მოადუნა და ახლაღა იგრძნო ძვლების ტკივილი
–დაწექი, დაიძინე, ჩემს ოთახში ვიქნებით ჩვენ.. – თბილად გაუღიმა ლუკამ და კარისკენ ღიღინით წავიდა
–არა, ისე დავისვენებ სულ ცოტახნით და მივხედავ..
–წაუძინე, მამაჩემს დავურეკავ იცოდე! – სასაცილოდ დაემუქრა ლუკა და ზურგსუკან კარი მიხურა, რომ პატარას ტირილს ისევ არ შეეწუხებინა გადაღლილი ნინა.
ღიმილით დაჰყურებდა პატარა დას და სიყვარულით სავსე ხმით ეჩურჩულებოდა
–რა ლამაზი ხარ, თაი.. რა საოცარი კანი გაქვს.. თუ გინდა, სულ ერთად ვიყოთ, გინდა?
თაიამაც თითქოს გაიგოო, მაშინვე მიჩუმდა და სასაცილოდ ააცმაცუნა ტუჩები
–დავიძინოთ ახლა, კარგი? – კარგად გადაიწვინა მკლავზე და რამოდენიმე წუთში მართლაც დააძინა ღიღინით და ოდნავი რწევით. მერე დივანზე ჩამოჯდა, ოდნავ გადაწვა და თვითონაც მოხუჭა თვალები. პატარა დის სუნთქვას მიაყურადა. შიგადაშიგ დახედავდა ხოლმე და ეღიმებოდა, ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა, რომ მისი სისხლიც იყო, მისი და, მისი მამის შვილი. თითქოს მის რეალურობაში უნდოდა დარწმუნებულიყო, ოდნავ გაფართოებული თვალებით დაატარებდა გრძელ, ლამაზ თითებს მის პაწაწინა, მომუშტულ ხელებზე. ორიოდ წუთში კი იგრძნო, როგორ შემოეხვია თაიას თითები მის თითს. სუნთქვა შეეკვრა იმხელა სიყვარული იგრძნო. იცოდა, რომ ყოველთვის მისი დარაჯი, მისი დამცველი იქნებოდა. არ დაუშვებდა რაიმე ცუდი შემთხვეოდა ან თუნდაც დაენახა. ეცდებოდა, რომ მხოლოდ ბედნიერებისა და სიხარულის განსაზღვრება სცოდნოდა ამ თითისტოლა გოგონას. ვერც შენიშნა, როგორ შემოვიდა ოთახში რეზი, რომელსაც შესაშური სიჩუმით გაეღო კარი და ფრთხილად ადგავდა ნაბიჯებს, რომ სავარაუდოდ ჩაძინებული პატარა არ გაეღვიძებინა. შვილების დანახვაზე ბედნიერი ღიმილი აეკრა სახეზე და გაიფიქრა, მერამდენედ უნდა მომივიდეს ასე, როდის უნდა შევეჩვიოო. მერე კი იქვე გაიძრო ფეხსაცმელი და პიჯაკი და მათკენ წავიდა
–სად არის ნინა? –ჩურჩულით ჩაეკითხა ლუკას
–მემგონი დაიძინა, ძალიან იყო დაღლილი..
–მადლობა მა, კარგი ბიჭი ხარ, – გაუღიმა რეზიმ
–ნუ მიხდი მადლობებს, ჩემი დაა.. – კოპები შეეკრა ლუკას.
რეზის გაეღიმა, ესიამოვნა მესაკუთრესავით წარმოთქმული მისი სიტყვები
–დარჩები ამაღამ?
–გინდა, რომ დავრჩე?
–აბა არ მინდა? ხედავ, როგორ დაგიძინებია? ნინამაც კი ვერ დააძინა დილიდან მოყოლებული..
–დავრჩები, – ბედნიერმა ღიმილმა გაუპო სახე

ძალიან.. ძალიან დიდი ხნის შემდეგ..
–რეზი, გაჩერდი, ლუკა და თაია არიან სახლში, – კისკისებდა ნინა და ლოგინზე დახტოდა
–იცოდე, თუ შემიღუტუნებ, არ ვიცი რას გიზამ! რეზი.. ვაიმე, რეზი, ნუ.. ნუ აკეთებ, – ხითხითებდა ისე, რომ ცოტახანში სუნთქვა გაუჭირდა
–რა ლამაზი ხარ, ნინაჩკა! – უკვე მის მკერდზე დაატარებდა ტუჩებს
–რეზი, ნუ მკბენ, გაჩერდი, – სახე დაუჭირა ხელებით და მომთხოვნად, სიყვარულით დაეწაფა მის ტუჩებს
–პარიზში უნდა წაგიყვანო..
–მართლა? – წამოიყვირა და საწოლზე წამოჯდა
–ჰო, ავიღებ დღესვე ბილეთებს
–თაია? – ტუჩები ყურებამდე გაეწელა ნინას. ბედნიერი იყო.. საოცრად ბედნიერი
–ლუკასთან დავტოვოთ.. ან დედაშენთან. მინდა მარტო ვიყოთ.. მე და შენ!
–ღმერთო, რეზი.. არც კი მჯერა, როგორ მიხარია..
დამთავრებული არ ჰქონდა წინადადება, რომ ლუკას ღრიალი შემოესმათ. ერთად გადაატრიალეს ორივემ თვალები. რეზი მობეზრებული სახით ჩაეფლო ნინას მკერდში
–რა დააშავა ხომ არ იცი?
–სადღაც უნდა დღეს ღამე დარჩენა და ალბათ მაგაზეა ამბავი ატეხილი, – ამოისუნთქა ნინამ
–სად?
–რომელიღაც კლასელის სახლში, რავიცი..
ისევ გაისმა ლუკას ყვირილი და რეზი ფეხზე წამოდგა
–შენც არ აყვირდე, ძალიან გთხოვ, – ხელზე შეახო ტუჩები და ღიმილიანი სახით გააცილა ქმარი.
რეზიმ ზურგს უკან გამოკეტა კარი და დივანზე ჩამოჯდა თაიას გვერდით, რომელიც საცოდავად სლუკუნებდა.
–რა მოხდა მა? თაი, რა მოხდა?
–ამას კითხე! – აიქნია თხუთმეტი წლის, უალამზესმა გოგონამ ხელი ძმისკენ, რომელიც გაღიზიანებული სახით დაჰყურებდა თაიას მიერ დაყრილ ქაღალდებს
–ფეხზე ადექი და ესენი აკრიფე, სასწრაფოდ! – ხელით ანიშნა ლუკამ და ისიც სავარძელში ჩაეშვა
–არა! დამანებე თავი, სულ არ გიყვარვარ..
–აკრიფე, სწრაფად! კიდევ თუ გამამეორებინე, დღეს საღამოს კი არა, მთელი ერთი თვე ვერ გახვალ გარეთ! – კბილებს შორის გამოსცრა და დაელოდა, როდის ადგებოდა გოგონა ფეხზე.
ძირს დაჯდა და გაღიზიანებული სახით აკრიფა ქაღალდები, მერე მაგიდაზე დააწყო და რეზის მიაჩერდა
–მა, გამიშვი რა..
–სად მამი? – ეღიმებოდა რეზის
–კლასელთან.. ყველა იქნება, მთელი ჩემი კლასი და პარალელური კლასელები.. ყველა!
–რატომ არ გინდა, რომ წავიდეს? – გვერდულად გახედა ლუკას რეზიმ
–მაგას ნუ ეკითხები! მამა, გთხოვ, ნუ ეკითხები!
–ლაწირაკი ბიჭები ყავს კლასშიც და პარარელულ კლასშიც და ვერ ვიტან, როცა ვერ ვხედავ რას აკეთებს, ღამეს სად ათევს. ხომ ვიცი რა ამბავი იქნება, წინა კვირასაც რომ მივაკითხე, კინაღამ გადავირიე ისეთი განუკითხაობა იყო.. არ წავა, რეზი, მორჩა!
–რა ვქნა, მა? – ხელები გაშალა რეზიმ და საცოდავი სახით შეხედა ქალიშვილს
–არ გიყვარვართ.. არც ერთს! –ცრემლები მოადგა თვალებზე
–მოდი აქ, თაი.. – მოლბა მისი ცრემლიანი სახის დანახვაზე ლუკა
–არ მინდა!
–მოდი, თაი, მოდი..
გოგონა წამოდგა და ძმის კალთაზე მოთავსდა, გულზე აეკრო. ბრაზობდა, მაგრამ მისდამი სიყვარულს ვერაფერს უხერხებდა
–თუ ახლა დამიჯერებ, ნორვეგიაში წაგიყვან..
–თამაშები აქვთ შენ ბიჭებს ნორვეგიაში? – თავი წამოსწია უცებ
–ჰო თამაშები გვაქვს და ბევრი თავისუფალი დროც მექნება, ხომ კარგი იქნება? ჩემი გუნდის ბიჭებთან ხომ მეგობრობ?
–მა, გაიგე? – რეზისკენ შებრუნდა ბედნიერი თაია
–მემგონი ღირს დაფიქრება! – მხიარულად შესძახა რეზიმ
–საუკეთესო ხარ, ლუკა! – ყელზე შემოეხვვია, თუმცა მალევე მოშორდა
–მერე, მაშო? მაშო არ მიგყავს?
–არა, მაშო ვერ ახერხებს. ადე ახლა.. ადე და ნუ დადიხან ასეთი მოკლე კაბით, ლამაზი ტანი გაქვს და დაგავლებს ვინმე ხელს! – შეუღრინა მოჩვენებით
–რომელი საუკუნეა ლუკა? – უკვე გამხიარულებულიყო თაია
–ყველა საუკუნეში კარგავენ შენნაირი ლამაზი გოგოებით თავს, თაი. ხომ გახსოვს? ხომ იცი? სულ ჭკვიანად უნდა იყო.. – არიგებდა და თან წამომდგარი, ქურთუკს იცვამდა
–მიდიხარ უკვე? – ახედა აქამდე ჩუმად მჯომმა რეზიმ
–ჰო, მაშო მელოდება მთელი დღეა. თან საღამოს უნდა ვავარჯიშო ბიჭები..
რეზი წამოდგა და კარებამდე მიაცილა ლუკა
–ლუკა, მა..
–ჰო... – შემობრუნდა მისკენ თბილი სახით
–პარიზში მინდა ნინას წაყვანა ახლო მომავალში, თაიას თინასთან დავტოვებთ, მაგრამ..
–ჩემთან დატოვეთ! – ამოილაპარაკა უცებ შუბლშეკვრით
–ხომ მიხედავ მა? – თბილად გაუღიმა
–რაებს მეკითხები მამა! წავედი ახლა და არ გაადგას დღეს იმ ღრეობაში ფეხი, ჩემ თავს გაფიცებთ, ვინერვიულებ ხომ იცი.. გამისკდება გული.
რეზიმ ღიმილით დაუქნია თავი და ბოლომდე გააყოლა მზერა შვილს. მერე კი, ღიღინით შემობრუნდა უკან
–თაი, მა!
–გისმენ, რეზიკო, – ისე უცებ შეახტა, რეზის სიცილი აუტყდა
–მოდი დედას ვახშამი მოვუმზადოთ.. – მთელი სახე დაუკოცნა ქალიშვილს
–ძალიან გიყვარს? –სიცილით მოიშორა მამის ხელები და სამზარეულოსკენ გაფარფატდა
–ვინ, ნინაჩკა?
–ჰო..
–ძალიან მა, ყველა შესაძლებლობაზე მეტად..
–დედამ რომ იცის ხოლმე თქმა, ისე ლაპარაკობ შენც, – ნინასნაირად გადაიკისკისა თაიამ
–როგორ, თაი?
–სიყვარულით, სულ სიყვარულით ლაპარაკობთ, სულ ასე იქნებით? დამპირდი მა!
–რას დაგპირდე? ისე რა, არ იცი? ნინა რომ სასწაულია არ იცი? თაია.. დედაშენი რომ ჩემი ახდენილი ოცნებაა, არ იცოდი? – ჩურჩულებდა რეზი და გულში იკრავდა პატარა, ლამაზ სხეულს.
ცოტახანში სამზარეულოში შემოპარული ნინა აეკრო ზურგიდან, თბილი ტუჩები მიაკრო რეზის კისერს და მამაკაცმა კიდევ ერთხელ გაიფიქრა, რომ არასოდეს.. ცხოვრებაში არასოდეს იმაზე უკეთესი არჩევანი არ გაუკეთებია, ვიდრე პატარა, სევდიანი გოგონას მისაკუთრება იყო.

***
–რეზი.. ნახე რა პატარა თითები აქვს..
–მიყვარხარ, ნინა!
–უყურე, როგორი თითები აქვს..
–მიყვარხარ!
–მეც.. მეც.. – კისკისებს
–საოცრება ხარ..
–ამ თითებს უყურებ? საოცრება ესაა, რეზი..
–შენ ხარ საოცრება!
ნინამ ახედა და მის მზერას გადააწყდა. მიხვდა, ამ თვალებზე მეტად ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერავის თვალებში დაინახავდა ასეთ შეუძლებელ სიყვარულს..

-----
მადლობა, რომ ბოლომდე ჩემთან დარჩით!<3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ანნა ა

ყველაზე მაგარი დასასრული,ძალიან ძალიან მომეწონაააააა kissing_heart kissing_heart heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

მადლობა შენ, ამ საოარი სიამოვნებისთვის! ❤️

ღალატი ხომ უპატიებელია, თან რეზისნაირი კაცისგამ მითუმეტეს კაცის იდეალიიყო, მაგრამ ძალიან მეცოდებოდა იმდენად იტანჯებოდა და განიცდიდა თვითონაც თავის დანაშაულს, მართლა არ ვიცი უკვე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ავტორი ხარ და იმედს ვიტოვებ რომ არ მოგვაკლებ ასეთ თბილ ისტორიებს <:3

 


№3 სტუმარი აბლაბუდა

ღალატი ხომ უპატიებელია, თან რეზისნაირი კაცისგამ მითუმეტეს კაცის იდეალიიყო, მაგრამ ძალიან მეცოდებოდა იმდენად იტანჯებოდა და განიცდიდა თვითონაც თავის დანაშაულს, მართლა არ ვიცი უკვე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ავტორი ხარ და იმედს ვიტოვებ რომ არ მოგვაკლებ ასეთ თბილ ისტორიებს <:3

 


№4 სტუმარი Anni sweetiko

რაღაცა სხვანაირი იყო, მაგრამ კაი იყო.
აქაც ვიტირე.
ეს Oჯახური იდილიები და სიყვარულები ჩემი ტკივილი და სუსტი წერტილია ;დ

 


№5  offline წევრი tamari1999

საუკეთესო დასასრული იყო^^ დღეს წავიკითხე მთლიანი ისტორია და ძალიან მომეოწნა ვიდიამოვნე და უსაზღვეო სითბო და სიყვარული მივიღე მათგან.. მადლობა რომ ეს დღე გამილამაზე^^ წარმატებები შენ❤

 


№6  offline წევრი აიდა

კარგით რა რას მიკეთებთ ამის მერე სხვა რამე როგორ წავიკითხო... არაჩვეულებრივია ალბათ მთელი კვირა ვიფიქრებ ამ ისტორიაზე...დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი ისტორიისთვის <3

 


№7  offline წევრი P.A.

ანნა ა
ყველაზე მაგარი დასასრული,ძალიან ძალიან მომეწონაააააა kissing_heart kissing_heart heart_eyes

მიხარია, რომ დასასრულმა იმედი არ გაგიცრუა????
აბლაბუდა
ღალატი ხომ უპატიებელია, თან რეზისნაირი კაცისგამ მითუმეტეს კაცის იდეალიიყო, მაგრამ ძალიან მეცოდებოდა იმდენად იტანჯებოდა და განიცდიდა თვითონაც თავის დანაშაულს, მართლა არ ვიცი უკვე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ავტორი ხარ და იმედს ვიტოვებ რომ არ მოგვაკლებ ასეთ თბილ ისტორიებს <:3

საოცრად მიხარია, რომ შენი გული მოვიგე, იქნებ გავთამამდე კიდეც ამდენი თბილი სიტყვით და ვეღარ მოგშორდეთ:დდდ მადლობა, მადლობა, მადლობა რომ არასდროს დაგზარებია შენი ემოციებისა და აზრების გაზიარება<3
Anni sweetiko
რაღაცა სხვანაირი იყო, მაგრამ კაი იყო.
აქაც ვიტირე.
ეს Oჯახური იდილიები და სიყვარულები ჩემი ტკივილი და სუსტი წერტილია ;დ

კიდევ ერთხელ მაპატიე, რომ იტირე:დ არც კი იცი რამხელა ბედნიერებაა იმის გააზრება რომ ისტორიის წაკითხვისას ემოცია არ იკარგება და თქვენამდე სწორად მოდის..

tamari1999
საუკეთესო დასასრული იყო^^ დღეს წავიკითხე მთლიანი ისტორია და ძალიან მომეოწნა ვიდიამოვნე და უსაზღვეო სითბო და სიყვარული მივიღე მათგან.. მადლობა რომ ეს დღე გამილამაზე^^ წარმატებები შენ❤

მადლობა შენ, რომ წაიკითხე და ძალიან მიხარია თუ ასე მოგეწონა????????
აიდა
კარგით რა რას მიკეთებთ ამის მერე სხვა რამე როგორ წავიკითხო... არაჩვეულებრივია ალბათ მთელი კვირა ვიფიქრებ ამ ისტორიაზე...დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი ისტორიისთვის <3

ვეცდები სხვა ისტორია შემოგთავაზოთ ძალიან მალე, ისე მიხარია რომ მოგწონთ.. მადლობა ამხელა სითბოსთვის, უდიდესი სტიმულები ხართ!

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორი ტკბილი თავი იყო და საერთოდ ისტორიაა იყო რაღაც ძაან მაგარი მართლა ♥️♥️♥️აი ძალიან მომეწონა თავისი სიმძაფრით ♥️♥️ არ იყო ბანალური არც ფაწელილი ყველაფერი იყო ნორმაში და საერთოდაც ძალიან ემოციური და ძლიერი ისტორიაა ♥️♥️♥️ უბრალოდ ძალიან დამათბო და დამატკბო ამ ისტორიამ ♥️♥️♥️ყოჩაღ შენ და ასე განაგრძე წარმატებები ♥️♥️♥️

 


№9  offline წევრი LI_BE

ნამდვილად ტკბილი ისტორია იყო. ვიტყოდი, ნამეტნავად ტკბილი smile

მოკლედ, ჩემი აზრით, რეზი თავიდან საკმაოდ კარგი ტიპი იყო. რაღაცნაირი, კაცური. ეს გოგო ნამდვილად პატარა იყო, არა მარტო ასაკით, ისეც, ძალიან ბავშვური იყო, ბოლომდე ვერ გაიზარდა. და მართალი გითხრა, ცოტა ნერვებს მიშლიდა.

ხოდა, სიყვარულმა ქნა თუ რამ, არ ვიცი, მაგრამ რეზი ძალიან შეიცვალა. ძველი რეზიდან ფაქტიურად არაფერი დარჩა. მგონი, ბავშვურობაში ამ გოგოსაც კი აჯობა. ბოლოს უკვე ძალიან ზედმეტები მოსდიოდა. ნუ ღალატის და მერე პატიების თემა, უკვე ძალიან სასაცილო იყო და შემაწუხებელი.

შეცდომის დაშვებაც შეიძლება და მერე პატიების მიღებაც, მაგრამ ორივე შემთხვევაში კაცობის შენარჩუნებაა საჭირო. ამ პატარა წვინტლიანმა გოგომ, ამხელა კაცი ასე არ უნდა "დააჩმოროს". რატომ მოგვწონს ქალებს ასეთი საცოდავად აკანკალებული და აზურზღულებული კაცები, ვერ ვხვდები. worried

იმედია, სწორად გამიგებ ... smile

 


№10  offline წევრი P.A.

ტკბილიწიწაკა
როგორი ტკბილი თავი იყო და საერთოდ ისტორიაა იყო რაღაც ძაან მაგარი მართლა ♥️♥️♥️აი ძალიან მომეწონა თავისი სიმძაფრით ♥️♥️ არ იყო ბანალური არც ფაწელილი ყველაფერი იყო ნორმაში და საერთოდაც ძალიან ემოციური და ძლიერი ისტორიაა ♥️♥️♥️ უბრალოდ ძალიან დამათბო და დამატკბო ამ ისტორიამ ♥️♥️♥️ყოჩაღ შენ და ასე განაგრძე წარმატებები ♥️♥️♥️


არც ველოდი ასე ძალიან თუ მოგეწონებოდათ ისე უბრალოდ დავწერე ცოტა ხნის წინ და ახლა ასეთ შეფასებას რომ ვიღებ, ასმაგად მიხარია, დიდი მადლობა!<3

LI_BE
ნამდვილად ტკბილი ისტორია იყო. ვიტყოდი, ნამეტნავად ტკბილი smile

მოკლედ, ჩემი აზრით, რეზი თავიდან საკმაოდ კარგი ტიპი იყო. რაღაცნაირი, კაცური. ეს გოგო ნამდვილად პატარა იყო, არა მარტო ასაკით, ისეც, ძალიან ბავშვური იყო, ბოლომდე ვერ გაიზარდა. და მართალი გითხრა, ცოტა ნერვებს მიშლიდა.

ხოდა, სიყვარულმა ქნა თუ რამ, არ ვიცი, მაგრამ რეზი ძალიან შეიცვალა. ძველი რეზიდან ფაქტიურად არაფერი დარჩა. მგონი, ბავშვურობაში ამ გოგოსაც კი აჯობა. ბოლოს უკვე ძალიან ზედმეტები მოსდიოდა. ნუ ღალატის და მერე პატიების თემა, უკვე ძალიან სასაცილო იყო და შემაწუხებელი.

შეცდომის დაშვებაც შეიძლება და მერე პატიების მიღებაც, მაგრამ ორივე შემთხვევაში კაცობის შენარჩუნებაა საჭირო. ამ პატარა წვინტლიანმა გოგომ, ამხელა კაცი ასე არ უნდა "დააჩმოროს". რატომ მოგვწონს ქალებს ასეთი საცოდავად აკანკალებული და აზურზღულებული კაცები, ვერ ვხვდები. worried

იმედია, სწორად გამიგებ ... smile


რა თქმა უნდა, სწორად გაგიგებ, ვეცდები მაინც, რადგან თითოეული თქვენგანის აზრი მისაღებია ჩემთვის, მით უმეტეს რომ დაუღალავად მიზიარებთ ემოციებს..დიდი მადლობა რომ წაიკითხე<3 და მინდა გითხრა სულაც არ მწყინს რეზისა და ნინაში სისუსტეები და უარყოფითი მხარეებიც რომ დაინახე.რეალირ სამყაროზე მიყვარს წერა, ისეთ ხალხზე ბევრჯერ გალანძღვაც რომ მოგინდება და მაინც რომ გეყვარება. შესაბამისად, მკითხველის ურთიერთგამომრიცხავი აზრებისთვის მგონი რომ მზად ვარ:დ ბედნიერი ვარ, რომ ისტორია ასე გეტკბილა^^

 


№11 სტუმარი აბლაბუდა

ვერ დაგეთანხმები მაგაში რომ რეზ იყო აკანკალებული ან დასუსტებული და არც მოსწონს არავია მგონის მასეთი კაცები, პირიქით ძალიამ ძლიერი და მამაკაცური ტიპი იყო, უბრალოდ უღალატა და დიდ შეცდომა დაუშვა, და თუ ძალიამ განიცდიდა და ინანიებდა არ ნიშნავს მის სისუსტეს და იმას, რომ ნინიამ "დააჩმორა"

 


№12 წევრი tamuna.s

საუკეთესო ისტორია იყო ძალიან თბილი, ტკბილი და ემოციური. heart_eyes გელოდები ახალი ისტორიით.

 


№13  offline წევრი LI_BE

quote=აბლაბუდა]ვერ დაგეთანხმები მაგაში რომ რეზ იყო აკანკალებული ან დასუსტებული და არც მოსწონს არავია მგონის მასეთი კაცები, პირიქით ძალიამ ძლიერი და მამაკაცური ტიპი იყო, უბრალოდ უღალატა და დიდ შეცდომა დაუშვა, და თუ ძალიამ განიცდიდა და ინანიებდა არ ნიშნავს მის სისუსტეს და იმას, რომ ნინიამ "დააჩმორა"[/quote]

საერთოდ არ ვთვლი, რომ რეზიმ უღალატა. ღალატი სხვა რაღაცაა და სექსის გარეშეც შეიძლება. ის რომ სექსი ქონდა ვიღაც ნატაშასთან, მისი შეცდომა იყო, ნასვამზე. კაცი ეგრევე მიხვდა და გამარჯობის მაგივრად ქალს ეუბნება სხვასთან ვიწექიო. ხოდა სინანულის დანახვა უნდა შეგეძლოს. ადამიანს, რომელიც გიყვარს, კარგად უნდა იცნობდე. და ისე არ უნდა ახტე დახტე, როგორც ნინა მოიქცა. იიიი გასაღები გაუგზავნა, სახლიდან გაიქცა და ასე შემდეგ. მშობლების და მეგობრების რეაქციები კიდე საერთოდ ზედმეტი იყო.

თავიდანვე იცოდა ნინამ, რომ შეურიგდებოდა, უბრალოდ აწრუწუნა და რეზიმც იწრუწუნა. აი ეს არ მომეწონა.

რავიცი, რავიცი. მე ასე ვფიქრობ...

 


№14 სტუმარი აბლაბუდა

გასაგებია ნასვამი იყო და მესმის, თუმცა მაინც ღალატი იყო, და პირდაპირ რომ გეუბნება მამაკაცი მაგას ძნელია მშვიდად შეხვდე, თუმცა რეზის იმხელა სინანული ჰქონდა რომ, ნინიამაც გაითავისა მისი სინანული და წრუწუნის გამო, რავი ასე ვფიქრობ მე :))

 


№15  offline წევრი LI_BE

[quote=აბლაბუდა]

გეთანხმები, მართლა ძნელია ამას მშვიდად შეხვდე. მაგრამ, ზუსტად მაგაში გამოიხატა ნინას ზედმეტად ბავშვურობა, რომ იჯახი დაანგრია. ოჯახი მაშინ უნდა დაანგრიო, როცა პატიების შანსი არ არსებობს. ამ შემთხვევაში კი ძალიან კარგად იცოდა ნინამ, რომ ეს დროებითი იყო და ძალიან მალეც გადახარშავდა. გაუბრაზდი, პასუხი მოსთხოვე, არ ვიცი ბევრი რაღაცაები შეიძლება გააკეთო, რომ დასაჯო და პასუხი აგებინო, მაგრამ აქეთ იქეთ იკუნტრუშო, ძალიან ბავშვური და ჩამოუყალიბებელი ადამიანის საქციელია. არც არავინ ყავდა გვერდით, რომ ცოტა დაერიგებინა და ჭკუა ესწავლებინა.

ერთი ცანცარა ბავშვი იყო და რეზიც ააცანცარა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ smile

 


№16 სტუმარი აბლაბუდა

ხოო მესმის ისეთი თემაა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ისტორიას რაც შეეხება ფანტასტიური იყო

 


№17  offline წევრი naattii

ნამდვილად კარგი იყო, შეუცდომელი არავინაა მაგრამ პატიების თხოვნით და მონანიებითაც ბევრია სესაძლებელი. არაჩვეულებრივი ისტორია იყო ❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი თამუნა

ძალიან კარგი ისტორიაა, ყოჩაღ.. :)

 


№19  offline წევრი NniNna

აუ ისეთი წასაკითხი იყო..თითქოს რთულ მომენტს რომ არ ელოდები და ფიქრობ არ მოგბეზრდეს სულ ასე რომ გრძელდება მარა რთულიც ისეთი ემოციური იყო და იმდენჯერ ამეტირა..არ ვიცი ასე კარგადაც რომ იყო გადმოცემული..ზუსტი სიტყვებით შერჩეული..ისე ემოციურად წავიკითხე..რამდენჯერ ამეტირა..ძალიან მომეწონა.ამათი ბედნიერებაც რომ ცრემლებით გამომეხატა..მე რომ ვარ ორსულად მაგიტომ ასე მძაფრად თუ მართლა ასე იყო))) მგონი ასე იყო ..ძალიან მაგარი იყო

 


№20  offline წევრი P.A.

naattii
ნამდვილად კარგი იყო, შეუცდომელი არავინაა მაგრამ პატიების თხოვნით და მონანიებითაც ბევრია სესაძლებელი. არაჩვეულებრივი ისტორია იყო ❤️

დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა<3
სტუმარი თამუნა
ძალიან კარგი ისტორიაა, ყოჩაღ.. :)

მადლობაა:*

NniNna
აუ ისეთი წასაკითხი იყო..თითქოს რთულ მომენტს რომ არ ელოდები და ფიქრობ არ მოგბეზრდეს სულ ასე რომ გრძელდება მარა რთულიც ისეთი ემოციური იყო და იმდენჯერ ამეტირა..არ ვიცი ასე კარგადაც რომ იყო გადმოცემული..ზუსტი სიტყვებით შერჩეული..ისე ემოციურად წავიკითხე..რამდენჯერ ამეტირა..ძალიან მომეწონა.ამათი ბედნიერებაც რომ ცრემლებით გამომეხატა..მე რომ ვარ ორსულად მაგიტომ ასე მძაფრად თუ მართლა ასე იყო))) მგონი ასე იყო ..ძალიან მაგარი იყო

აუჰ, რა მაგარია პაწაწინას მოლოდინი ალბათ^^ ბედნიერბას გისურვებთ ორივეს და ძალიან მიხარია თუ ისიამოვნე<3

 


№21  offline წევრი ნანა73

იმდენი სიამოვნება მომანიჭა ამ ისტორიამ, ვერ ავღწერ... უღრმესი მადლობა ავტორს! ❤️????

 


№22  offline წევრი კეროლაინი

ძალიან კარგი იყო❤️❤️❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.