შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი შროშანები (ნაწილი VII )


18-11-2018, 00:46
ავტორი i want
ნანახია 8 215

თეთრი შროშანები (ნაწილი VII )

მძაფრი გარემო, მკაცრი სიმძიმე, ტკივილი, წამლების სუნი, ცივი და მსუსხავი აურა, მოწრიპინე აპარატის გამაყრუებელი ხმა, თეთრი, მძაფრად მოკაშკაშე სინათლე...

გაურკვევლობაში ეღვიძება და მძიმედ ახელს თვალებს. თავს მსუბუქად თანაც გაბრუებულად გრძნობს. სხეულს ვერ ამოძრავებს, უამრავ რამეზეა შეერთებული. სუნთქვა უჭირს. ყოველი ჩასუნთქვა ამოსუნთქვა სახეს უმანჭავს, ჭრილობები საშინლად სტკივა. თვალები იმდენად დამძიმებული აქვს მალმალე ეხუჭება.
უცნაურ გარემოს შეჰყურებს.

ორ ადამიანს ხედავს, ფირუზისფერ სამოსში, ამავე ფერის პირბადეებიში და თავსაბურებში. ერთი შუა ხნის მამაკაცია, მეორე ახალგაზრდა ქალი. რაღაცაზე საუბრობენ. ის ვერაფერს იაზრებს, უბრალოდ შეჰყურებს. ჯერ კიდევ წამლის ზემოქმედების ქვეშაა და აზროვნებაც უჭირს. უეცრად შუა ხნის მამაკაცი თავს ატრიალებს მისკენ და როცა გახელილ თვალებს ხედავს უახლოვდება მას.
თემურის გვერდით მდგარ კომპიუტერს შეჰყურებს, შემდეგ კი მასთან მიდის და თითით ჯერ ერთ თვალს უქაჩავს, შემდეგ მეორეს. შვებით ოხრავს და მის უკან მდგომ ქალს უბრუნდება.
- ჩაიარა... გადავრჩით.
- უჰჰ... როგორც იქნა... ღმერთმა გადაარჩინა.
- ჰო... საღამოს პალატაში გადავიყვანოთ.
- კარგი...

გარეთ გამოდიან და შვებით სუნთქავს ქალი, თუმცა გულდაწყვეტით და მწუხარებით ეუბნება ექიმს.
- გოგო?
- გოგო... ისევ ისეა, სტაბილურად მძიმე.
- ოოჰ... - ოხრავს დანანებით. - რომც არავის მოუკითხავს... ოჯახიც არ ჰყავთ მგონი... ვერც ვერავის შევატყობინეთ.
- მართლა? ისე არც მე შემინიშნავს ვინმე.
- არა, ერთი კაცი კი მოვიდა მდგომარეობა იკითხა ორივესი. მე რომ მოვახსენე კაცის ამბავი არ ესიამოვნა. გოგონასაზე კი გაშრა.
იმ დღის მერე აღარ მოსულა.
- სამწუხაროა...
- მართლაც...

***
საათები გადის. თემური ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან. პალატაშიც გადაიყვანეს.
სძინავს. ჯერ კიდევ არაა კარგად. წამლებს ერთმანეთის მონაცვლეობით უკეთებენ, ჭრილობას მუდმივად უწმენდენ და სახვევებს უცვლიან. დროა საჭირო მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
დრო...
და ისიც მუდმივად გადის. მომდევნო დღეს, პალატაში თვალებს ახელს და ფხიზლდება.
ახლა უკვე გრძნობს,ხედავს... თვალს ოთახს ავლებს, შემდეგ კი მის სხეულს. გაურკვევლობისგან
წარბებს ჭმუხნის, იხსენებს რა მოხდა. რამდენი დღე გავიდა, რატომაა აქ, რა დაემართა. იხსენებს, იხსენებს და ხვდება რომ რაღაც რიგზე ვერაა. რაღაც აკლია, თითქოს სიცარიელეა მის გონებაში, გულში კი საზარელი სიმძიმე. თანაც ისეთი სიმძიმე სულსაც რომ უხუთავს და ანადგურებს.
თითქოს სიცარიელეა მასში.
ჯერ ბონდოვნად შემდეგ კი გონებაში რაღაც გამოკვეთილად ენთება სიგნალივით. წითელი მანათობელი შუქით და რაღაც გამაყრუებული წუილით. თითქოს იმ კომპიუტერის წუილის ხმა ისმის, რომელზეც ვიღაცის გულისცემის დაკლაკნილი ხაზები, ერთხაზად სწორდებიან. თითქოს გულისცემა ჩერდება და ვიღაც ნელ-ნელა სიკვდილის მონობაში ექცევა, ის კი ამას გონებაში ხედავს, გულში კი გრძნობს.
ნერვიულობს, რაღაც არ ასვენებს, ღრღნის და აფორიაქებს. თითქოს რაღაცას ხედავს, ვიღაცას ხედავს. თითქოს მის გონებაში მხოლოდ ერთი ადამიანის არსება ტრიალებს, გულში კი რაღაც გაუგებარი გრძნობა და სიმძაფრე. დარწმუნებულია რაღაც არის. რაღაც იხმობს და ვიღაც მასში გაშმაგებით ითხოვს მიახლოვებას. თითქოს, მისი საკუთარი თავი განგებ უმალავს რაღაცას რადგან გონებამ კიარა გულმა გამოიცნოს მიზეზი. ის რაღაც, ის ვიღაც...
სუნთქავს ღრმად, სწრაფად, რითმულად. გაუგებრობა იმდენად თრგუნავს თავბრუ ესხმის. რაღაც... რაღაც ბნელი, რაღაც მტანჯველი, რაღაც გაურკვეველი ხმა. აპარატის წრიპინი და გაბმული ერთხაზოვნობის ხმა.
-არაა...
სწრაფად და გამწარებულად სასუნთქს იხსნის, ძნელად და მტკინვეულად იწევა საწოლში. ჭრილობები სახეს უმანჭავს ტკივილით. თითქოს თავიდან უყრიან დანას უკვე ნაჭრილობებ სხეულზე.
ცალი ხელი ვენასთან მიაქვს და კათეტერს მტკინვეულად იძრობს, თანაც ისე რომ სისხლი სკდება. სახე ემანჭება და ხელს ვენაზე იჭერს.
ოხრავს ტკივილიანად თუმცა ეს ტკივილი არ ანაღვლებს, გული იმდენად ცუდს უგრძნობს მზადაა გადააბიჯოს საკუთარ სიცოცხლესაც კი.

უამრავი ფიქრი უტრიალებს თავში. ვინ იცის რა მოხდა იმ დღეს... იმ წყეულ დღეს. ვინ იცის იქნებ აღარცაა და მოკვდა. იქნებ უკვე გვიანია და ყველაფერმა ჩაიარა. იქნებ ახლა მართლა მისი გული წყვეტს ძგერას და არავინ ცდილობს მის გადარჩენას. იქნებ სულაც არაა აქ, ცოცხალია და საღსალამათი მაგრამ ის აქ არაა... ვინ იცის...
რამდენს ფიქრობს ადამიანის გონება წამებში. რამდენ საშინელებას და ცუდს.

საწოლიდან წამოდგომას ცდილობს. სუსტადაა, თავბრუ ესხმის და წუთით ყოვნდება,
თავს ხრის. თვალებს მაგრად უჭერს ერთმანეთს, ხელებს კი საწოლს.
-ასია... ასია... ასია... - ჩუმად ბუტბუტებს და ყელში გაჩხერილი ამდენი სიმწარე ახრჩობს. თვალებიდან მდუღარე ცრემლები მოსდის და ყველაფერს უწვავს.
ფეხზე დგება. ძალიან დიდი ტკივილით წელშიც ვერ სწორდება, ნაბიჯის გადადგმაც უჭირს, მაგრამ თავს ძალას ატანს და როგორღაც მძიმედ, პატარა მაგიდაზე დაყრდნობიგ დგება ფეხზე.

ხელი ჭრილობაზე აქვს მიდებული, ფეხებში ძალა არც ისე დიდი რაოდენობით აქვს.
სცივა, კანკალებს.
ფეხს ძალიან მძიმედ მიათრევს კართან, მთელი სხეული თითქოს ტვირთად კიდია და ეს უფრო ურთულებს გზას.
კედლებს, სკამს, ყველაფერს ხელებით ეპოტინება და ძლივსძლივობით გამოდის კარიდან გრძელ თეთრ დერეფანში და ჩერდება. ხედავს თეთრ, ცისფერ და მწვანე ფერის ხალათებსა და ქუდებში გამოწყობილი ადამიანები თუ როგორ მირბიან სადღაც. თითქოს განგაში იყოსო ისეთი სისწრაფით გარბიან. ქაოსი იყოლიებს, თითქოს თავისკენ იხმობსო და ისიც მათკენ იღებს გეზს.

მიდის, მიდის... გრძელ დერეფანში და მიჰყვება ხმაურიან ხალხს.
ფეხებს ძალით მიათრევს, მთელი სხეული ზედმეტი ტვირთივით დააქვს.
მიიკვლევს გზას გრძელ დერეფანში, სადაც თეთრი განათებები სამოთხის შუქივით ანათებენ, ხოლო სიცივე ამ სამოთხეში გამეფებული ჰაერია რომელსაც მხოლოდ გრძნობ და ვერ სუნთქავ.

მიიწევს და იმ ადამიანებს იმ დიდ ნაცრისფერ კარამდე მიჰყვება სადაც სხვებისთვის შესვლა აკრძალულია, გარეთ ჩერდება და მათ უყურებს. ექიმები შერბიან კარში და ისიც მალე იკეტება. გული ამოვარდნას აქვს, საშინლად უფორიაქებს . ყელში სიმწარე უჭერს, ახრჩობს.
რომ არაფერი ვთქვათ სულიერ ტკივილზე, მისი სხეულის ტკივილიც კი საკმარისია ტანჯვისთვის.

ღრმად სუნთქავს, კედელს ხელით ეყრდნობა. ხელს ჭრილობაზე იდებს, საშინლად სტკივა.

კარიდან ახალგაზრდა ქალი გამოდის, ანერვიულებული. მამაკაცის ჩამწყდარი ხმა აჩერებს და მისკენ აბრუნებს.
- უკაცრავად...
- დიახ...
- აქ ვინ წევს?
- ააქ?
- დიახ...
- აქ ერთი გოგონა წევს, არ ვიცით ვინაა.
- მართლა?
- დიახ, მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა. ვერც ვერავის შევატყობინეთ.
- რამდენი წლისაა?
- არ ვიცი... ახალგაზრდაა...
- გასაგებია...
- თქვენ ხომ არ იცით ვინ არის? - კითხა შეწუხებულმა ქალმა, თემურის. მან ამოიხრა. - არც არავინ მოსულა და არც არავის მოუკითხავს...
- რა თქმა უნდა... - ჩაიბუტბუტა თემურიმ ჩუმად.
- იცით ვინ არის?
- ჯანდაბა! - თქვა და მომუშტული ხელი კედელს დაარტყა.
- თქვენ იცნობთ მას?
- ჯანდაბა ასია... ასიაა... - თავი ჩაქინდრა და გულჩამწვარმა დაიწყო ლაპარაკი. ქალის სახეზე გაურკვევლობა დაეფინა და ინტერესით გაუმეორა.
- იცნობთ მას?
- მე?... არა... კი ვიცნობ.
- ანუ იცით ვინ არის?
- მე, მგონი...
ქალმა ამოიოხრა შვებით თემურიმ კი ნერვიულობისგან რამდენიმე სიტყვას ძლივ მოაბა თავი.
- მისი მდგომარეობა... მაინტერესებს...
- ის ძალიან ცუდათაა...
- რა მოხდა?
- ფანჯრიდან გადმოხტა. თავი აქვს დაზიანებული და ბევრი მოტეხილობები... ახლა კომაშია...
- რაა? - წამოიყვირა გამწარებულმა და თავი ჩაქინდრა.
- თქვენ ვინ ხართ მისი?
- მეე?... მე... მისი...
- მისმინეთ. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მის ოჯახს უნდა დავუკავშირდეთ, საბუთები და თანხაც მოსაგვარებელია.
- მე... ის თუ ისაა ვიზეც მგონია რომ ვსაუბრობთ, მაშინ მე მისი საქმრო ვარ.
- ძალიან ვწუხვარ... - ღრმად და მტკინვეულად ამოისუნთქა.- წარმოდგენაც არ მინდა ახლა რას გრძნობთ... მას ახლა გული გაუჩერდა... ექიმები ყველაფერს აკეთებენ...
- როგორაა? ღმერთო არ მჯერა!
- არ ვიცი... ექიმები გულის ამუშავებას ცდილობენ მაგრამ შედეგი არ ვიცი...
- ღმერთო... - სახეზე ისვამს ხელებს ანერვიულობული. არ უნდა ამ ყველაფრის დაჯერება.
- ძალიან ვწუხვარ... ბავშვი ვერ გადავარჩინეთ...
- რაა?? - გაგიჟებულმა წამოიყვირა - რა ბავშვი? ვერ გავიგე... - წამით იფიქრა რომ სხვა ადამიანზე საუბრობდა, დაიბნა და იმედი გაუჩნდა რომ იქნებ მართლა სხვა ადამიანზე ყოფილიყო საუბარი და არა მის ასიაზე.
- დიახ... ის ფეხმძიმედ იყო.
- რაა?! რას მეუბნები? არაა...რაღაც გეშლებათ.
- ძალიან ვწუხვარ... გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. - ქალი ეუბნება და მამაკაცს სცილდება.

***
თემური გაყინული დგას ერთ ადგილზე და გახშირებით სუნთქავს.
გული სხვანაირი სიმძიმით იწყებს ფეთქვას. ისეთი სიმძიმით თითქოს მკერდს გახლეჩს და გასკდებაო. კედელს ეყრდნობა, წონასწორობას კარგავს და ვერაფერს გრძნობს რაღაც ამოუწურავი ტკივილისგან.
თვალწინ უტრიალებს ყველა კადრი წარსულიდან, მისი მეუღლე, ჯერ არ დაბადებული შვილი... მოლოდინი, დაკარგვა და მერე კიდევ პოვნა, ოღონდ მეტად განსხვავებულის. მეტად მტკინვეულის და მეტად ძლიერის, რომლის დასასრულიც წინას ძალიან ჰგავს. ისევ ის ხდება. ისევ იგივეს გადატანა უწევს... ისევ იმ ტკივილის თავიდან გადატანა და შესისხლხორცება. ისევ საყვარელი ადამიანის ცხედრის და მის მუცელში ჩაკლული ჯერ არ დაბადებული, უკვე გარდაცვლილი სიცოცხლის თავიდან მიწის ქვეშ ჩასვენება.
ყველაზე მეტად ამ წამს, არა ფიზიკური ჭრილობები რომლებიც ეხსნება და სისხლი სამოსს უთხვრის, მთელ სხეულს უწვავს და უნადგურებს, არამედ ამ ყველაფრის თავიდან გაფიქრება სტკივა. არ უნდა, აღარ უნდა მეტი... თითქოს უბედურებამ რაც მის ცხოვრებაში შემოაღწია სამუდამოდ დაიდო ბინა და მანამ არ წავა იქიდან სანამ ბოლოს არ მოუღებს ყველას და ყველაფერს.
ტკივილი... ერთი და იგივე, მარადიული ტკივილი რომელიც გკლავს, გხრწნის და თავს არასოდეს განებებს. როგორ უნდა შეაჩერო? იფიქრო რომ გაივლის და დროს მიანდო თუ ერთი ჩვეულებრივი ქმედებით დაასრულე წლების სიცოცხლე?

სუსტი ხარ თუ ძლიერი?
სუსტი ხარ რომ წახვიდე თუ, სუსტი ხარ რომ ვერ მიდიხარ? ძლიერი ხარ რომ უძლებ თუ ძლიერი ხარ რომ სიკვდილს ბედავ?
ბედნიერი ხარ რომ სხვებისგან განსხვავებით ცოცხლობ თუ უბედური ხარ რომ სხვები სამწახაროდ გარდაიცვალნენ შენგან განსხვავებით?

ახლა - რეალობა. რეალობა რომელიც რა არის?
სიყალბე? წარმოსახვა? სიზმარი? ილუზია? იქნებ რეალობაც არ ხდება და ფანტაზიაა? იქნებ ის სიზმარია რომლიდანაც ვერ გამოიღვიძებ?
იქნებ... იქნებ... და მუდამ ,,იქნებ".

იქნებ ის ქალიც ცოცხალია შიგნით, რომლის გამოც სიცოცხლე არ გენანება? რომლის გამოც იმ წუთებში ადექი საწოლიდან რომელმაც შეიძლება შენი ცხოვრება გადაწყვიტოს.
როგორ უნდა დაკარგო ის? მიიღე, მიეჩვიე, შეგიყვარდა... რა უნდა გააკეთო? იცხოვრო?
რა თქმა უნდა, როგორც უწინ.
გამოიკეტე სახლში, სადღაც მიყრუებულ მთაში. იცხოვრე მარტომ, უარე ძაღლს, დათვერი ხშირად, იტირე მეტი, შეასანსლინე მელანქოლიას თავი და სიტყვა არ დაძრა. არავინ გაიკარო, განდევნო ყველა და იყო იქ სადაც მხოლოდ სიცივე და ზამთარია. იტანჯო თავი ყოველი მომდევნო დღით, მანამ სანამ საბოლოოდ არ გაფშიკავ ფეხებს და მერე...
მორჩება!

იქნებ გაუჩერდა გული და მორჩა მისი ტანჯვაც? იქნებ დამთავრდა ყველაფერი და შეაბიჯა უსასრულო სიბნელეში ამ ქაოსური გაურკვევლობიდან.

და შენ? შენ ახლა გული გასკდომამდე გიცემს. მთელი ძალით.
თითქოს გარე სამყაროს ჩამოცილდი და საკუთარში გამოიკეტე. თითქოს გულიც ცივმა სიბნელემ შთანთქა და საბოლოოდ მოკლა. შენ ახლა ცრემლები გსდის, ტირი... ვერც კი ამჩნევ ვერაფერს... ვერც იმას რომ შენი ჭრილობები ღიაა და სისხლი სამოსს თავისფერ სითხით გისვრის.

***
კარი იღება. ექიმი გამოდის და ოხრავს. თემური ნაბიჯს მძიმედ დგავს, თითქოს ცუდი ამბავს შეიტყობს და ამის გარდა არაფერს ელის. მასში ჩამკვდარი იმედი ერთ პროცენტსაც კი არ იწონის, სრულად განულდა.
აი მეორე ნაბიჯიც. მესამე მძიმედ გადადგმული ნაბიჯი, მეოთხე... და ღია კართან ჩერდება. თავს ნელა ატრიალებს, კარგს არაფერს ელის და ამ საშინელების აღქმა არ უნდა. დარწმუნებელია რომ იქ სიცოცხლეს ვერ დაინახავს, იქ სიკვდილისგან გამოფიტული სხეული დახვდება, რომელსაც ექთანი თეთრ ზეწარს გადააფარებს და ფურცელზე დროს აღნიშნავს.

მისი მზერა ოთახში აღწევს, ხედავს გოგონას რომელიც უამრავ რამეზეა შეერთებული. თავი შეხვეული აქვს უგრძნობად წევს. ცივ ოთახში რომელიც, ძალიან მძიმე ჰაერის მოლეკულებითაა გაჟღენთილი.
ექთანი მის თავთან დგას და თეთრ გადასაფარებელს ხელებით ნელა ეხება. თემური თვალებს ხუჭავს. მწარედ უჭერს ერთმანეთს, არ სურს ამის დანახვა. სუნთქვაც აღარ შეუძლია. მხოლოდ ტკივილით ივსება. მისით იკლავს წყურვილს, შიმშილს და ჰაერის უკმარისობასაც კი.
და როცა თვალებს ახელს, ხედავს თუ როგორ აფარებს და უსწორებს ექთანი გადასაფარებელს ყელამდე.

- არაა... - ჩურჩულებს თემური. შეჰყურებს საწოლზე მიჯაჭვულ გოგონას შორიდან. შემდეგ კი ეღიმება როცა ექთანი ოთახიდან გამოდის და ხვდება რომ ის, ჯერაც ცოცხალია. შვებით სუნთქავს და რამდენიმე ცრემლიც ამ ჯოჯოხეთისგან გადარჩენის აღსანიშნავად მოსდის. ექთანი კარიდან გამოდის და თემურს უახლოვდება.
- აქ ნუ... - ამბობს და სიტყვა უწყდება როცა მის სისხლიან ზედატანს და ხელებს ხედავს. გაშეშებული შეჰყურებს და ვერ იაზრებს ვერაფერს. მის სახეს ხედავს და განწირული ხმით ყვირის.
- ჩქარააა ექიმიი!!! - თემური ხელებს შეჰყურებს რომელსაც მალე სიბნელე ანაცვლებს. უცნაურ ტკივილს გრძნობს, ძალიან მწარეს და განსხვავებულს. შემდეგ კი ყველაფერი იცრიცება და მოხოლდ და მხოლოდ სიბნელე ისადგურებს.


****
- გაიღვიძე... ჩემო პატარავ... გაიღვიძე... ჩაიარა... ჩაიარა გესმის? - თბილად და ძალიან მზრუნველად წარმოთქვამს სიტყვებს.
თითქოს ყველაფერი ეს არც მომხდარაო ისე წარმოთქვამს.
განსაკუთრებული სიმშვიდით და აუღელვებლობით.
- მიდი გაიღვიძე... დროა უკვე... - მის ხელს იღებს და თავისაში იქცევს. ნაზ და სუსტ თითებს ეფერება, თან ეღიმება. რაღაცნაირი სითბოს ჩაღვრას გრძნობს. მისი ხელი ნაზად მიაქვს ტუჩებთან და ამბორს უტოვებს, ძალიან ნელა. შემდეგ კი თავს ხრის და მის ხელს ორივეში იქცევს.
...
- ჩაიარა?... - გაუაზრებლად ვჩურჩულებ. - რამ? - თემურის ეღიმება.
- გაიღვიძე...- შვებით სუნთქავს და თვალს მისწორებს. ეღიმება.
- როგორც იქნა...
- რა ხდება?
- იცი... დღეს შენი დაბადების დღეა.
- რა?
- დღეს შენ თავიდან დაიბადე.
- დავიბადე?!- სიმწრით მეღიმება. - არ მომილოცო. არ მწამს დაბადების დღის.
- როგორ არ უნდა მოგილოცო? იცი მაინც რამდენი გადავიტანე? შემაშინე... ძალიან შემაშინე.
- ცოცხალი ხარ... თემო შენ ცოცხალი ხარ... მეგონა...
- შენც ცოცხალი ხარ.
- მერე?... რად მინდა?
- რად გინდა? რად გინდა? გინდა! მოგინდება! უნდა გინდოდეს!
- თემო... არა...
- კიი! კიი! მორჩა! დამთავრდა ყველაფერი.
- არა, ეს მარადიულია... გესმის?
- მარადიული არაფერია დედამიწაზე, გესმის?
- არ მესმის... ვერ მესმის, იცი...
- გაიგებ... ეს ბოლო იყო... ბოლო იყო რაც გეტკინა, გეფიცები ამ დღის იქით მსგავს ვერაფერს იგემებ.
- მართლა? როგოორ?...
- ბოლო იმედი არ მომკვდარა...
- იმედის არ მწამს.
- ახლა გაიღვიძე, ალბათ წამლების გამოა რაღაცეებს რომ ბოდავ. არაუშავს გაივლის.
- თემოო... არ გაივლის.
- ჩუუ... არ თქვა.
- მეძინება...
- არა! გაიღვიძე გამოფხიზლდი! მორჩა! აღარ დაგაძინებ! გეყოს!
- თემო...
- არანაირი თემო, მელაპარაკე, არ დაიძინო, იცოდე არც კი გაბედო!
- კარგი...
- აი ასე არ მინდა!
- რა?
- უნდა გაგაღიმო.
- აუჰ!
- აფსუს... როგორ ცუდათ მიცნობ.
- ვითომ?
- ნამდვილად.
- რაღაც არ მჯერა...
- დაიჯერებ!
- კარგი რა...
- ჩუუ...
- კი მაგრამ არ მკითხავ რა მოხდა? როგორ მოვხვდი აქ, რა მომივიდა...
- არ მინდა და შენც დაივიწყე.
- როგორ?!
- ჩვეულებრივ... ისე როგორც მე დავივიწყე.
- შეუძლებელია.
- აჰეე პესიმისტო, გაიღვიძე.
- არ მითხრა ცხოვრება მიყვარსო, ,,ოპტიმისტო".
- ნწ, რეალისტო.
- მითუმეტეს.
- აიი ხედაავ? მელაპარაკები...
- უჰჰ თან რაზე... და შენ რა გიხარია?
- მე შენი გაღვიძება.
- მელოდი?
- თან როგორ...
- იცი...
- რა...
- ტკივილნარევ სიცარიელეს ვგრძნობ... - ჩაწყვეტილი ხმით ვამბობ, ჯერ კიდევ გაბრუებული. მუცლის არეში მტკივა... - თემურის სახეზე ღიმილი ეყინება. ნელ-ნელა მისი ტუჩის კუთხეები დაბლა იწევენ. თავს ხრის და მზერას მარიდებს. მე შეწუხებული და გულ ჩამწყდარი ვშეშდები.
- თემო... - ვჩურჩულებ. ის ხმას არ მცემს. - თემო... შემომხედე... - ხმას არ იღებს, არც კი მიყურებს. არ ვიცი რა ვქნა, რა ვთქვა. წარმოდგენაც კი არ მინდა. დაჯერებაც კი არ მინდა... გულის საშინელ ჩაგლეჯვას ვგრძნობ. ღრმად და სწრაფად ვსუნთქავ... ვნერვიულობ.
ის ჩუმადაა... თავს მარიდებს.
საკუთარ თავში რაღაც სიცარიელეს ვგრძნობ.
ცალი ხელი რომელიც განთავისუფლებული მაქვს ყველაფრისგან, ნელ-ნელა მიმაქვს მუცელთან.
თვალიდან სისწრაფით მომდის ცრემლი და მთელ სახეს სიგრძეზე ჩაჰყვება.
- ჩემი შვილი... ცოცხალია?... - ვამბობ და მეორე თვალიდანაც ანალოგიურად მომდის ცრემლი. თემური სდუმს. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. ვგრძნობ ცარიელი ვარ... ვგრძნობ ჩემში ორი არსებული სიცოცხლე აღარაა. იქ მხოლოდ ერთია და ისიც უწმინდური.
- არ დამიმალო... მოკვდა ხო? - თემური კვლავაც სდუმს. - მითხარი... - ვამბობ და თვალებიდან უსასრულო ნაკადი იწყებს სვლას, ძალიან დიდი ტკივილით გაჯერებული.
- ჰო... - ამბობს ძლივს გასაგონად მე კი უკანასკნელი, მცირე იმედიც მიკვდება და ვგრძნობ როგორ ვივსები ტკივილით.
- ვწუხვარ... მართლა ძალიან... ვწუხვარ.
- ..... - ვჩუმდები უძლურად.
თავს მეორე მხარეს ვატრიალებ და თვალებს მაგრად ვუჭერ ერთმანეთს. ცრემლები უფრო მეტად მძლავრობენ და უფრო ტკივილიანად მოდიან.
პირზე ხელს ვიფარებ და მთელი სიმწრით ვიწყებ ცრემლების გადმონთხევას.

***
ის - ჩემი შვილი... მე- მისი დედა.
მხოლოდ... მხოლოდ ეს მინდოდა... არაფერი დანარჩენი.
მე დედა უნდა გავმხდარიყავი... ჩემში წმინდა სიცოცხლე არსებობდა... მაგრა ის მოკვდა. ის აღარაა...
მე ახლა ცარიელი ვარ. ჩემში აღარაფერია რაც მინდა.
სიცოცხლის აზრი, მომიკლეს, რომელიც თავად მოვკალი...
მისი გულის ცემა... მისი პაწაწინა გულის ცემა... ღმერთო, ეს როგორ დავივიწყო.?!...
მე ხომ ის ვნახე... მე ხომ მას ჩემს სხეულში დავუდე ბინა და გონებაში ერთადერთ მიზნად გავამეფე...
ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ მომეცა - პატარა იმედი, პატარა ბედნიერება.
და რა მოხდა?! ესეც არ გაემეტა განგებას ჩემთვის...
რა დავაშავე... მან რა დააშავა...
ჯერ არ დაბადებულმა სიცოცხლემ. იმ ერთადერთმა რასაც შეეძლო ყველაფერი შეეცვალა. მეც შევეცვალე... ჩემი ცხოვრებაც. შეეძლო ჩემი ცხოვრების ერთადერთი გზა გამხდარიყო, მე კი... მე? მარტო მე? მე გავაკეთე ეს? მე მოვკალი?
ეს ჩვენ გავაკეთეთ.

და მე... და მე ცოცხალი ვარ?! ისევ?!
მე ვარ სიკვდილის ღირსი! მას დანაშაულიც კი არ ჰქონდა.
მოკვდა?
კი მაგრამ როგორ?! როგორ დაუშვა განგებამ ეს?
როგორ ვარ ცოცხალი მე, და ის მკვდარი?!
მერამდენე იყო? რატომ არ მოვკვდი? რატომ? კიდევ ცოცხალი ვარ. სიკვდილს არ ვუნდივარ, არ უნდა ჩემი მიღება. კი მაგრამ რატომ? ამდენი მატკინა, ახლა კი... ხსნა?... არ ჩანს. რადგან არ მოვკვდი, უკვე მერამდენედ... ალბათ ამასაც აქვს აზრი ან უფრო, ახსნა. ალბათ ყველაფერმა უნდა დამანგრიოს, გამსრისოს, გადამთელოს და ვიტანჯო! გაქცევის უფლება არ მაქვს.

რატომ?...
ისიც ჩემს სინდისზე უნდა იყოს...
სიყვარული ჩემი მოკვდა, მაგრამ ჩემი უცოდველი, უმანკო, პაწაწინა სიცოცხლის აზრი, მიყვარდა... ჩემს ორგანიზმში იზრდებოდა, ცხოვრობდა... იმაზე ფიქრი რომ ერთ დღეს გულში ჩავიკრავდი ყველაფერს მირჩევნოდა. განა მისი ზიზღი ჩემი შვილის სიყვარულს გადაწონიდა? ჩემი პატარა მიყვარდა და ერთადერთი იყო რის გამოც ვცოცხლობდი. ჩემი პატარა გოგო... ის ხომ ერთადერთი იყო რაც გამაჩნდა... ჩემი ყველაზე სათუთი და დიდი საიდუმლო... კი მაგრამ ის რატომ დაისაჯა?! მე მომკვდარიყავი, მას ეცოცხლა! ეს რა არის?! ეს რა ცხოვრებაა?!
მძულს... მძულს წარსულში ლაპარაკი. მძულს ვთქვა რომ მიყვარდა. მე ის ახლაც მიყვარს. მე ამას ვერ დავიჯერებ. ეს ადვილი არაა.
მე ახლა გოგოც აღარ მქვია, მე ახლა ქალიც არ ვარ, მე დედასაც ვერ მიწოდებთ... მე არაადამიანი ვარ.
დაკარგული, უბედური, უსიცოცხლო არარაობა.

***
ვტირი, ვტირი და მდუღარე ცრემლებში ვანთხევ ჩემს ტკივილს . ახლა უკვე ხმამაღლა. ჩუმადაც კი აღარ შემიძლია ტირილი. ვტირი გულამოსკვნილი და მთელ სიმწარეს რომელიც აქამდე არ გადმომინთხევია, ახლა ვაფრქვევ. სუსტად ვარ, არაფერი შემიძლია ტირილის გარდა.
ყველაფერი მტკივა, სხეულიდან დაწყებული სადღაც უსასრულობამდე, რომელსაც ბოლო არ აქვს.

თემური კი ჩემს ხელგაუშვებლად ჩემს საწოლზე ჯდება და ჩემს დამშვიდებას ცდილობს.
- ჩუუ... ჩუუ... ნუ ტირი გთხოვ... - მეუბნება თბილად და ხელები ჩემს სახესთნ მოაქვს. ცრემლებს თითებით მაშორებს და მეფერება. მე კი არ მესმის, არ მოდის სიტყვები. ჩემამდე ვერ მოდის, აზრი და ბგერები სადღაც იკარგება.
- გაჩერდი... ნუ ტირი. ჩაიარა, ყველაფერი დამთავრდა... - მეუბნება და ჩემკენ იხრება. თვალებს მისწორებს, მე კი ამაზეც მეტირება... მის უღმერთოდ წმინდა თვალებზე. მის თვალებში მოგიზგიზე ცეცხლზე და მის სულში გამეფებულ სითბოზე.

თვალებს ვხუჭავ. ვეღარ ვიტან. ვეღარ შევძლებ ამდენს.
ის კი თითებით სახეზე მეფერება და ცრემლებს მიწმენდს, თუმცა ჩემი თვალებიდან ნაკადი არ წყდება.
- ჩუმად... ჩშშ...დამთავრდა ყველაფერი, ჩაიარა...
- დავკარგეე... ისიც დავკარგეე! გესმის?!
- დაწყნარდიი... გთხოვ ნუ ტირი. არაფერი შეიცვლება... ნეტავ ჩვენ ვწყვეტდეთ რამეს...- ჩემი ხელი ტუჩებთან მიაქვს და ძალიან ნაზად მკოცნის.
ჩემთან უფრო ახლოს იწევა და მიყურებს.
- ვერაფერს შევცვლით...
- შეგიძლია მარტო დამტოვო?
- არა, სხვა რამ მთხოვე.
- გთხოვ...
- არა, არ შემიძლია.
- მინდა ჩემთვის ვიგლოვო... გთხოვ დამტოვე მარტო.
- არა, არასოდეს.
- თემო...
- დაწყნარდი... გაჩუმდი. არაფერზე იფიქრო, არაფერი თქვა და გააკეთო... - ხელს თვალებთან მისვამს და ცრემლებს მაშორებს. დუმს, მისი თითები კი უკვე თვალებზე ამოდიან და დახუჭვას მაიძულებენ.
ჩემს ხელს თავისაში იქცევს და თითებით ნაზად მიჭერს. ვჩუმდები, მხოლოდ მდუმარედ ვაგრძელებ ცრემლების ღვრას.
მზერას ვარიდებ, ის კი მაინც მიყურებს... მზრუნველი, ტკივილიანი, თბილი და დათრგუნული თვალებით.
მოულოდნელად.ჩემკენ ძალიან ახლოს იწევა და ჩემს გვერდით დარჩენილ ადგილს საწოლზე, იკავებს. ვერაფერს ვამბობ. სურვილიც არ მაქვს თქმის. ვჩუმდები და მისკენ ახლოს ვწევ თავს. ის ნელა იწევა ჩემკენ და ბინტიშ შეხვეულ შუბლზე ნაზ კოცნას მიტოვებს.

***
მეღვიძება.
რა დღეა? რა თვეა? რა რიცხვია?
კიდევ რამედნ ხანს მეძინა.
ერთმა დღემ განვლო თუ კვირამ?
უამრავი კითხვა მიჩნდება თუმცა ვერაფერს ვამბობ... მას ვხედავ.
ვხედავ მისი სახე ჩემთან ისე ახლოა... ვგრძნობ როგორ მიწვავს მისი სუნთქვა კანს.
ის თვალებში მიყურებს, მე კი მას. ნაცრისფერისა და ღია ცისფრის საოცარ ნაზავს.
მიყურებენ, მიყურებენ და რაღაც არაამქვეყნიურად მიყურებენ მისი თვალები. ნელ-ნელა ვგრძნობ რომ ვმშვიდდები. მისი თვალები მამშვიდებენ. საოცრად ლამაზი თვალები...
ჩემი ხელი კვლავ თავისაში აქვს მოქცეული და ნაზად მეფერება.
თითქოს მათ ტყვეობაში ვექცევი, თითქოს მაჯადოვებენ მისი შეხებები, მისი ცხელი სუნთქვა და ეს უმანკო თვალები.
ეს თითქოს მისი ეს ყველაფერი სულში მიძვრება და რაღაც ტკბილს მიღძრავს.
- ძველებურად არაფერი იქნება, გპირდები... და მე პირობას ყოველთვის ვასრულებ იცოდე... - ახლოს იწევა და ჩემს ყურთან ჩურჩულებს, შემდეგ კი მის წვერს სახეზე ვგრძნობ. ძალიან ცხლად და მწვავედ ვგრძნობ მისი ტუჩების შეხებას ჩემს ყვრიმალზე. გულში რაღაც ცხელს ვგრძნობ, სხეულზე კი ეკალი მაყრის. გული რამდენიმე წამს მიჩერდება. მის სუნთქვას თმაში ვგრძნობ, ჟრუანტელი მთელ სხეულს ედება. შემდეგ მისი შეხება ღაწვებზე.. შუბლზე მეკრობა ცხელი ტუჩებით, თვალებს ვხუჭავ... მაგრად ვუჭერ ერთმანეთს... და აი ვგრძნობ რომ მეტად ვიბზარები. ჩემი ბზარები საბოლოოდ, საბოლოოდ იხრწნებიან და ჩემი მეც ნელ-ნელა ტყდება.
მისი ეს ამბორი, სიტყვები, მისი ზრუნვა... თუნდაც კი არსებობა, ჩემში ცოცხალი ადამიანის გააღვიძას ცდილობს.
ცდილობს გააღვიძოს მკვდარი და სული თავიდან შთაბეროს ან სულაც ახალი დაბადოს და მკვდარი სამარადისოდ მიაბაროს წარსულს.

ჩემი ხელი რომელიც უბრალო შერხევითაც მტკივა, თავისით მიიზიდება მის სახესთან. მის ყვრიმალებს ვეხები, წვერს და ვგრძნობ როგორ ვიხრჩობი... როგორ მიჩნდება სურვილი მეტად შევეხო და ვიგრძნო. ვგრძნობ ეს მჭირდება.

ტუჩებს შუბლიდან მაშორებს და თვალებში ჩამყურებს გაღიმებული სახით.
- ძველებურად ა-რა-ფე-რი იქ-ნე-ბა. - მეუბნება დამარცვლით. ცოტახანს მიყურებს, კვლავ ეღიმება. მე კი გაშტერებული მოჯადოვებულივით შევციცინებ თვალებში.
სახე კვლავ ჩემს ყურთან მოაქვს და ნაზად მიჩურჩულებს.
- არ არსებობს ამდენი ავდრის მერე არ გამოიდაროს. არ არსებობს ღმერთმა ვინმე ისე გასწიროს მზის სხივებიც კი დაენანოს მისი ცხოვრების გასანათებლად.
- ნუ...
- ახლა რაღაცას გავაკეთებ... გინდა გაგაგიჟო?
- რა? - ასევე ჩურჩულით, გაკვირვებული ვეკითხები მე.
ხელი სადღაც მიაქვს და შემდეგ ძალიან ნელა მოასრიალებს რაღაცას. მუჭს დიაფრაგმაზე მადებს და ვგრძნობ ხელში რაღაც უჭირავს. წარბებს ვჭმუხნი დაბნეულობით.
ტუჩები ყურთან ძალიან ახლოს მოაქვს და თბილად მიჩურჩულებს.
- გახდები ჩემი მეუღლე?... - მეკითხება და წამის სისწრაფით თითით ხსნის პატარა შავ ყუთს და დიაფრაგმაზე მიდებს.
გაოცებული და მოულოდნელობით აღსავსე ვერც კი ვფიქრობ. ენა მივარდება და ვერც კი ვიაზრებ ის რას აკეთებს.
- რა?!

ვერ გავიგე...
მან ცოლობა მთხოვა? არა არა... მოიცა... მან მე ცოლობა მთხოვა?
კი მაგრამ...

გაურკვევლობაში მყოფი შევყურებ ბეჭედს და არ ვიცი რა გავაკეთო. მოიცა სერიოზულად? ეს რა? გამოხტომაა? ან რა დროა ამისთვის?!
ვოცდები... არ ვიცი რა ვქნა...
იმდენად ვიბნევი, ვერაფერს ვახერხებ.
ჩემდა გასაკვირად მეცინება.
კუთხის ბოლოები მაღლა თავისით მეწევიან და სიცილი მიტყდება. თემო ღიმილით შემომყურებს. მე კი სიცილის ვერ ვწყვეტ. მგონი გავგიჟდი. ჩემს სიცილზე თემოსაც ეცინება და ერთად ვიცინით გაწითლებამდე. ყველაფერი მტკივა ისედაც მაგრამ მაინც გიჟივით მეცინება.
თემური თვალებზე იკიდებს თითებს და ცდილობს დაწყნარდეს. მე ჰაერს ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ გავჩერდე.

თემური ჩერდება და შემომყურებს. მეც როგორღაც ვჩერდები. ბოლოს ასე როდის ვიცინე არ მახსოვს.
მაგრამ სასაცილო...

- აბაა... - პასუხის მომლოდინედ შემომყურებს ბედნიერი სახით.
-სერიოზულად?
- მომისმინე... ამას იმაზე სერიოზულად ვამბობ ვიდრე წარმოგიდგენია.
იცი რამდენი ღამე გავათენე ააქ? იცი რამდენი შიში გადავყლაპე რომ შეიძლებოდა ეს წუთი ბოლო ყოფილიყო შენი სიცოცხლის... იცი... აქ ვიჯექი და ვტიროდი პატარა ბავშვივით. მეგონა შენც ისევე დაგკარგავდი...
იმედი აღარ იყო. ორჯერ გაგიჩერდა გული, ორჯერვე მოგაბრუნეს...
იცი რა ჯოჯოხეთი იყო საყვარელი ადამიანის, როგორრც უსიცოცხლო სხეულის, ისე ხილვა?
წუთი ისე არ გადიოდა რომ შიშს არ გაევლო გონებაში ,, ის მალე აღარ იქნება".
შეტევები, უსასრულო ძილი, წამლები, ძილი, ტკივილები, ძილი და მუდმივად სიკვდილთან ბრძოლა ვიდექი და ამ ყველაფერს უძლური ვუყურებდი. თითქოს სიკვდილს ჰყავდი ჩაბღაუჯებული და ველოდი როდის ამოგაცლიდა სულს და თან წაიღებდა.
ვეღარ ავიტან მეტს! არ შემიძლია... არ შემიძლია გაძლება მეტის.
მაპატიე... ბევრი დავაშავე... და შენც დააშავე. მაგრამ... ახლა რაც არ უნდა მითხრა, რაც არ უნდა გააკეთო მარტოს არ დაგტოვებ. ამდენი ხანი ვიჯექი და ვითმენდი. ველოდებოდი, ველოდებოდი და ველოდებოდი! რას ველოდებოდი? სიკვდილს თუ გადარჩენას არ ვიცი მაგრამ არაფერი შემეძლი ვარდა მოცდისა.
ახლა რას ვუცადო?
ვიშენ გაიღვიძე და ყველაფერი შეიცვალა. მე წარსულს ვივიწყებ, მაგრამ ამის მარტო გაკეთება არ მინდა. წარსულში ვტოვებ ყველაფერს, ჩემს სიყვარულს, ჩემს წარსულს, ჩემს ცხოვრებას.... აღარ მსურს თვითგვემა.
დღემდე იმდენი ავიტანეთ მინდა შეწყდეს.
ახალი დღე გათენდა, შენ თავიდან დაიბადე. ახლა გაიღვიძე, ხვალ ადგები და სიკვდილს მოწყურებული, დასუსტებული, უძლური და გათელილი თაგუნია კიარა, ფეხზე მყარად მდგარი ქალი იქნები, მაგრამ ამის საშუალება უნდა მომცე.
მომეცი უფლება სკცოცხლე შეგაყვარო, მომეცი უფლება ძალა გაგინაწილო, მომეცი უფლება დაგეხმარო.
სიკვდილი გინდა? შენი უფლებაა. სრულწლოვანი ხარ და შენი გადაწყვეტილებაა მოკვდე თუ იცხოვრო... მაგრამ უნდა იცოდე რომ მე ამას არ დავუშვებ. ყველაფერი დასაკარგი დავკარგე... აღარაფერი დამრჩა, გესმის?
მიყვარხარ... გეფიცები ჭკუის შეშლამდე მიყვარხარ... მე კი არ შემიძლია ამის დამალვა. უკვე ვიხრჩობიი... ძალა აღარ მაქვს თამაშის.
თუ ნარკოტიკივით ხარ, ვიცი რომ მავნებ მაგრამ შენ გარეშე აღარ შემიძლია, და ამაში უკვე ძლიერად დავრწმუნდი როცა ფაქტის წინაშე დავდექი. როცა წამით გავიაზრე რომ აღარ ხარ და აღარ იქნები... მაგრამ შენ ახლა ჩემთან ხარ, დანარჩენი კი მეასე ხარისხოვანია,
მიყვარხარ და თუ სიკვდილი გიწერია მეც არაფერი დამრჩენია აქ, და თუ სიცოცხლე მაშინ მხოლოდ შენთვის მემეტება...- თვალები მემღვრევა. გულის ფანცქალით ვუსმენ მას.
დავიბენი... ეს სიტყვები იმდენად ჩამწვდა რომ შემრცხვა კკდეც. არ ვღივარ ამად.

რამხელა ყოფილა ეს გრძნობა.
არ მეგონა... არ მეგონა მართლა... ასე თუ შეიცვალა ყველაფერი.... ასეთი ძლიერი თუ იყო, ყოველივე ეს. მაგრამ...
ახლა რა გავაკეთო?
- მე... არ ვიცი რა ვთქვა...
- გისმენ.
- მე... უცნაურია ეს ყველაფერი.
- იცი, გეგმები არ მიყვარს. არც ოცნებები. მიყვარს როცა რაღაცას მოულოდნელად აკეთებ, სპონტანურად, ეგ მირჩევნია რადგან ბევრად რეალურია. გეგმების დაწყობა კი მომავალია, მომავალი ან იქნება ან არა. დღეს დაგეგმავ, ხვალ მანქანა გაგიტანს და მორჩება. მომისმინე, არც წარსული და არც მომავალი არ გვინდა. არ გვინდა ფიქრი არაფერზე, განა რამდენ ხანს ვცხოვრობთ? ცოტა გავცოცხლდეთ, მინდა მიყვარდე ისე რომ შენი შეხების... თუნდაც შემოხედვის, არ შემრცხვეს.
არ მინდა შენი დაკარგვა...
- არ ვღირვარ ამად.
- შენ ჩემს სიცოცხლედ ღირხარ... სისულელეს ნუ ამბობ.
- არა... იცი, არ მომნელებია ჯერ
- ვერც მოინელებ. ვერასოდეს. ყოველთვის გემახსოვრება, ასი წლის რომც იყო.
- ვიცი... მაგრამ ეს ჭრილობები ძალიან ახალია... მე ჯერ კიდევ ვეგუები სიცარიელეს ჩემში. არ შემიძლია დავიწყება.
- არ დაივიწყო, უბრალოდ საკუთარ თავს განაჩენს ნუ გამოუტან. იბრძოლე და ნუღარ დაეცემი.
- მინდა... მაგრამ უფლება არ მაქვს.
- უფლება რისი?
- თეთრი კაბის... ბეჭდის... თუნდაც ღიმილის ან ბედნიერების.
- ამ ტკივილს შენ თვითონ არ უშვებ... ხედავ? რაღაცას ებღაუჯები. შენ უშლი საკუთარ თავს... მეტად ამძაფრებ.
- მე არ შემიძლია...
- შეგიძლია.
- მე ხომ ჯერაც მისი ცოლი მქვია?
- მოგვარებადია... ხედავ? ამას ვამბობ. მიზეზს ეძებ... შენ გიყვარს უბედურება, შენ აღარ გინდა მისი გაშვება, მიეჩვიე...
- მე... ჰო მივეჩვიე.
- რატომ?
- სუსტი ვარ. სინათლე ზედმეტად რთულია ჩემთვის, სიბნელე მიზიდავს.
- საკუთარი თავის წამებაც მოგწონს.
- არა, მაგრამ... ამ ყველაფრის მერე უფლება არ მაქვს გავიღიმო. არ შემიძლია ბედნიერი ვიყო.
- შეგიძლია უბრალოდ არ გინდა.
- ჰო, არ მინდა. ღირსი ვარ მოვკვდე.
- არაფერი დაგიშავებია.
- მე? ჩემი არსებობაც კი დანაშაულია.
- რატომ?
- ....
- ხედავ? მეც სწორედ ამას გეუბნები. მე არ მინდა სიბნელე იყოს შენი მკვებავი, შენი საწამლავი. მინდა იღიმოდე, იცინოდე და თვალები ცრემლებით კიარა სიცოცხლით გიბრწყინავდეს.
- აკი ოცნება არ მიყვარსო?
- სისულელეს ამბობ.
- შეიძლება დრო ვითხოვო?
- დრო?
- დრო...
- რა თქმა უნდა..
- მადლობა...
- მაგრამ დრო მუდმივად გადის...
- ვიცი... - ვამბობ და ვოხრავ... მზერას ვაცილებ მას და კარს გავყურებ რომელიც დამეტილია.
- ოღონდ თვალი არ ამარიდო და უხერხულად არ იგრძნო თავი და რა გინდა ჩემგან რა...
- არა არა... რა სისულელეა... უბრალოდ...
- გაიცინე კიდევ. გთხოვ...- მეუბნება, მე კი მეღიმება.
- არ შემიძლია... - ვეუბნები და უემოციოდ შევყურებ, შეწუხებული.
- იცი რამხელა ფასი აქვს ღიმილს?
- არა... არ თქვა გთხოვ...
- არ გეტყვი... იმიტომ რომ მაინც ვერ შევძლებ რიცხვის დასახელებას...
- კარგი რაა... სიტყვა აღარ თქვა... არ მინდა ამის მოსმენა.
- სულელი ხარ... - მეუბნება და თმას ყურზე მიწევს. სახე ოდნავ მემანჭება. ვდუმვართ. თითქოს უხერხული სიჩუმე იჩხირება ჩვენს ჩვენს შორის, ჩვენ კი ორივე ფიქრებში შევდივართ.

***
ცოტა ხანს ვუყურებ, ვაკვირდები... რა ხდება... რა უცნაურია ყველაფერი... ისიც როგორ შეიცვალა... არ მჯერა...
ყველაფერი რაღაცნაირად სხვანაირად დაიწყო. თითქოს წლებმა განვლეს რაც ერთმანეთი არ გვინახავს.
რამდენი რამის თქმა მინდა... უამრავის... მაგრამ არ ვამბობ, განა იმიტომ რომ არ შემიძლია... არა, აღარ! არამედ იმიტომ რომ დაღლილი ვარ. ახლა არაფერი არ მაინტერესებს. არაფერი მანაღვლებს... იმის გარდა რომ საკუთარი შვილის დაცვა ვერ მოვახერხე...
მგარამ ვერც შევძლებდი.
თითქოს ვიცოდი, ვგრძნობდი, იმ აზრს რაღაც წილად ვეჩვეოდი რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს!
ახლა მხოლოდ ის ვიცი რომ არავის ვაპატიებ, არავის ვაპატიებ იმას რაც განმაცდევინა! არავის ვაპატიებ წვეთ სისხლს ან თუნდაც ცრემლს!
პატარა გოგონა რომელიც უნდა დამებადა, ქვეყანას მომევლინა, მეზრუნა, მოვფრთხილებოდი, გამეზარდა... ის ახლა ჩემს მუცელში მოკვდა. და რატომ?
რატომ და იმიტომ რომ არარაობა ვარ სხვა არარაობებთან ერთად.
გეგმები, ოცნებები, გაფიქრება თუნდაც მომავალზე... ყველაფერი ფუჭია! მორჩა! ეს ჩემი ბოლო სისუსტე იქნება მის წინაშე, ამის შემდეგ კი პასუხს მოვითხოვ! მოვითხოვ! და არ დავნებდები! ისე მწარედ ვაგებინებ პასუხს რომ მთელი სამყარო შეიძრება!
ისე მოვწამლავ რომ ყველა უბედურება იგემოს რაც კი ჩემს ორგანიზმში ჩაღვარა! ეს ბოლო იქნება!

ვერც კი წარმოიდგენს რას ელის...

ფიქრებში გართული ხელს გადასაფარებელს ვუჭერ. თითქოს ფრჩხილებს ვიღაცის კანში ვასობ და ხორცს ვგლეჯ. იმდენად გამწარებული ვარ რომ რეალობას ვერ ვარჩევ.
ყელის ძარღვები მეძაბება და სადაცაა უნდა ვიყვირო როცა ხმა მესმის და უმალვე ვფხიზლდები.

- ასია... - ვჩერდები...
ჰაერს ღრმად ვსუნთქავ და დაძაბულ ხელებს ძალიან ნელა ვადუნებ.
ჰაერს ღრმად ვსუნთქავ, თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ დავმშვიდდე.
- შენ... როგორ ხარ? - ვეკითხები რაღაცნაირად აღელვებული. გული მითრთის, მაგრამ ვცდილობ მისი ყურადღება გადავიტანო.
- მე? მე არა შენ როგორ ხარ?
- მე... ცოცხალი.
- ასე ნუ ამბობ... ჩაივლის.
- ჩაიაროს... ოღოდ მალე.

***
- სიარულს შევძლებ? - ვკითხულობ ძალიან მოთენთილი და წამლების დიდი რაოდენობით გაბრუებული. სიტყვების წარმოთქმაც კი მიჭირს.
- დიახ, ძალიან მალე.
- როდის გამწერთ?
- ცოტა უნდა მოითმინოთ.
- არ მინდა... გამწერეთ გთხოვთ...
- არა ამ ეტაპზე არ შეიძლება. - ამბობს ექიმი, მე კი ვოხრავ. თემოს გავყურებ ცრემლიანი თვალებით, ვფიქრობ იქნებ მან მაინც ამიბას მხარი.
- რას ამბობ? ამდენი ხანია აქ ხარ, ცოტა ვერ მოგითმენია?
- არ შემიძლია თემო, არა!
- არა ახლა ვერაფერს შევძლებთ.
- კი მაგრამ... ხომ შეიძლება რომ პასუხისმგებლობა მე ავიღო საკუთარ თავზე, თქვენ კი არაფერი შეგეხებათ.
- არა, ეს ძალიან სახიფათოა. საკუთარ სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნით.
- აკი კარგად ხარო, გამწერეთ და დაამთავრეთ.
- ასია გაჩუმდი... მე ხომ აქ ვარ? რატომ ხარ ასე მოუსვენრად?
- შენ ვერ გაიგებ.
- არა ეს მართლა შეუძლებელია, ცოტა უნდა მოითმინოთ.
ანალიზები, რენდგენი... ყველაფერი გასაკეთებელია.
- არ მაღელვევბს , რატომ არ გესმით?
- ექიმო, შეგიძლიათ მარტო დაგვტოვოთ?
- დიახ, რა თქმა უნდა.

ექიმი პალატიდან გადის. თემური კარს კეტავს შემდეგ ჩემკენ ტრიალდება და ისე მიყურებს, იმედგაცრუებულად.
მიახლოვდება ნელი ნაბიჯებით. მიახლოვდება და ჩემს საწოლზე ჯდება.
მიყურებს დაღლილი და იმედგაცრუებული.

- რა მოხდა?
- რა მოხდა?! შენ მიპასუხე აბა...
- რატომ ვერ ისვენებ?
- მიზეზი უნდა?
- მომისმინე ვიცი რომ სასიამოვნო...
- ყველაფერი მტკივა! აქური სუნი მწამლავს, აქაური მძიმე ჰაერი მაბრუებს.,ეს დამპალი წამლები მწვავს და განძრევაც არ შემიძლია!
ჩემით სუნთქვაც კი არ შემიძლია, მუდმივად რაღაცაზე ვარ შეერთებული. დამგლიჯეს ნემსებით. ხედაავ? ხედავ ჩაქცევებს? ექიმმა ვენა ვერ მიპოვნა და მთელი ხელი ასე უმოწყალოდ დამიგლიჯა.
არ ვარ უგრძნობი! და ეს არავის ესმის!
- ისევ შენი კარგად ყოფნისთვის...
- კარგად ვარ შენი აზრით? მართლა გგონია რომ მადარდებს, ხეიბარი ვიქნები თუ ორფეხა გვამი?! რას ფიქრობ?
- ასე ნუ ამბობ... დაივიწყე ყველაფერი... ნუ ფიქრობ წარსულზე. თითქოს არც ყოფილაო.
- როგორ? ამიხსენი როგორ გინდა ეგ?
- მე არ მინდა, ეგ შენ უნდა გინდოდეს!
- ჰოდა არ მინ... - ვამბობ მაგრამ სიტყვის დასრულებას ვერ ვასწრებ რომ რაღაც მაჩერებს.
ბაგეებზე ვგრძნობ რაღაც უეცარი სათუთის სწრაფად შეხებას.
გაოგნებული ვერც კი ვფიქრობ რა ხდება, იმდენად სწრაფად ხდება ეს რომ ვერც კი ვასწრებ გაფიქრებას.

ცხელს... ლავასავით ცხელ სუნთქვას და ტუჩების შეხებას ვგრძნობ ჩემს ბაგეებზე. სხეული მითრთის, ტანზე ეკალი მაყრის და სასიამოვნო გრძნობა მივლის სხეულში. თითქოს რაღაც არაამქვეყნიურად ტკიბილი და სასიამოვნო, ფაქიზად მედება გულზე. .

ვგრძნობ... ვგრძნობ მისი ბაგეების ჩემსასთან შერწყმას. ვგრძნობ რაღაც არაჩვეულებრივს, განსხავევუბელს, ლავასავით ცხელს და მწველს.
არ მინდა დასრულება, არ მინდა გაჩერება... ვგრძნობ როგორ გადმოდის მისგან თავისი არსება. ჩემში ჩაედინება და ყველაფერს, ყველაფერს მითბობს.

ხელით ჩემს ხელს ეხება და თავისაში იქცევს. მეორე ხელით კი ნიკაპს ნაზად მიჭერს და თითებით მეფერება.
მის არსებას ახლა ისე მძაფრად ვგრძნობ...
ღმერთო...ვიწვი!
ვგრძნობ როგორ მაბრმავებს მისი ყველაფერი... განსაკუთრებით კი მისი ბაგეები რომლებიც ჩემთან ერთად არ ჩერდებიან.
და ვგრძნობ ერთიანობას, ახლა ვგრძნობ რომ ჩვენ ერთი ვართ და ერთმანეთს შევერწყმით.
ჩემი გული, აქამდე გაშეშებული და შავ წყვდიადში გამოკეტილი იღვიძებს თითქოს და სხვანაირად იწყებს ფეთქვას, მძიმედ და რაღაც სხვა გრძნობით, რომელიც ქარიშხალივით ბობოქრობს ჩემს სხეულში და ყველაფერს თავდაყირას მიყენებს.

ჩერდება.
ბაგეებს მაცილებს თუმცა მუხტი ჩემში მაინც რჩება.
მცილდება, ცხელი და სველი ტუჩების კვალს მაინც მიტოვებს ჩემს ბაგეებზე.
სხეული მეწვის, სული მეწვის, გული დაიფერფლა.
თითქოს ახლა ჩემი თვალები მხოლოდ მას ხედავენ. თითქოს დამაჰიპნოზა და მხოლოდ მასზე გამხადა ორიენტირებული.
მივეჩვიე.. უკვე ვგრძნობ, შემიყვარდა.
მართლა... მე ის მიყვარს.
უკვე აღარ მინდა მის გარდა სამყარო. წამში ისე ძლიერად შემცვალა, იმხელა რამ გადმომდო... მომწამლა თავისი თავით.
ღმერთო... ჩემს თავს არ ვგავარ. ეს რა გააკეთა...
არა! მორჩა! მე გავტყდი. ბზარები... ბზარები სრულად გაიხრწნა და მე... გავტყდი...
მან ბოლო მომიღო, დავნებდი... მაინც დავნებდი.
მაინც ვაღიარე. მაინც შემოყვარდა...
მე ის...
მორჩა...

- კიდევ გააგრძელებ სისულელეების ლაპარაკს? - მეკითხება ჩურჩულით და თბილად მიღიმის. მე გაოცებული შევყურებ. არ ვიცი რა ვთქვა. პირს ვაღებ და ხმა არ ამომდის. უბრალოდ ვგრძნობ როგორ მივეჯაჭვე ამ ადამიანს და როგორ არ შემიძლია ახლა იმ თვალების დაკარგვა რომლებიც ასე გაშმაგებით მამზერდებიან.
ხელი ჩემს სახესთან მოაქვს და თითებით ღაწვებზე ნაზად მეფერება. მე თვალები მემღვრევა. თავიდან ვიგრძენი ის გრძნობა რამაც დამიმონა.
ყველაზე სასტიკი და უსამართლო... სიყვარული.
- მე...
- შენ...?
- მინდა მალე გავიდე აქედან, დააჩქარებინე, გთხოვ...
- მაგრამ ჯანმრთელი.
- როგორც გინდა.
- ძალიან კარგი... - მეუბნება და ოთახიდან უჩინარდება.
მეღიმება, თვალიდან ობოლი წვეთი მოგორავს, ამ პატარა ბედნიერებაზეც კი მეღიმება... არ მჯერა.
ვიცვლები... ის მოქმედებს, ჩემზე ძალიან მოქმედებს. ის მე მცვლის.

***
დრო გადის... ნელ-ნელა ტკივილები ნელდება... თუმცა ის ძლიერი ტკივილი რომელიც განვიცადე არასოდეს გამივლის, სულში შრამად მატყვია.
ყოველ დღე ვათენებ თემოსთან და მასთან ერთად ვაღამებ.
ვფიქრობ ექიმებზე მეტად ის მკურნავს.
ყოველ დღე რაღაც იცვლება, ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს მაგრამ რიგორღაც ყველა ინდივიდუალურია.
საავადმყოფოში გატარებული ყოველი წამი გულს მიღრღნის, თუმცა ის სითბო რომელსაც იმ ადამიანისგან ვიღებ რომელიც ჩემი ძალის წყაროს წარმოადგენს, ამ ყველაფერს მატანინებს.
მაცინებს, მამხიარულებს, ბევრს ცდილობს, შრომობს და გამოსდის კიდეც.
მაგრამ დამღლელია ამდენი თმენა, მეც კი დავიღალე იმით რომ ისე ბრმად მენდობა რომ თითქოს დაივიწყა კიდეც ჩემს ზურგს უკან ყველაფერი... მე დავიღალე და უკვე დასამალი არ მაქვს.
მე ვიცი, მე გავაკეთებ ამას, მე აღარ მეშინია.

ყოველ დღე მასთან საუბარი თვით რწმენას მინერგავს და თავდაჯერებულობას მსძენს.
მე ვგრძნობ რომ შიში ჩემში აღარ ცხოვრობს, ის ჩემიდან ქრება და მეც ჩემს თავში ყველაფერს ვალაგებ და სხვა პიროვნებას ვაჩენ.
ჩემში დაბინავებული ძველი ასია, რომელიც უაზრო ცხოვრების იდიოტური ცხოვრებით ჩანაცვლება უნდოდა, რომელსაც ყოველ დღე იმის სურვილი კლავდა სიყვარული ამოეწოვა ვინმესთვის, რომელსაც გული ატკინეს, შემდეგ სამჯერ და კიდევ ათასჯერ სცადა სუიციდი, გაირიყა, ფსიქიატრიული და უამრავი საავადმყოფო გამოიარა, გაგიჟდა, შეიშალა, შემდეგ კი კვლავ ვიღაცას როგორც ხავსს, ჩაებღაუჯა და ამით ამოძვრა ქვესკნელის სიბნელიდან, ასია რომელიც მალევე ამ ხავსთან ერთად ჩავარდა იმ ქვესკნელში რომელშიც სამუდამოდ იქ დარჩა, ის ასია მოკვდა.
და დარჩა ვინ?
მე.

***
გაწერის დღეც დადგა. ყველაფერმა ჩაიარა, სიარული მეტ-ნაკლებად შემიძლია ყავარჯნებით. სახვებებიც მომხსნეს თავიდან, ლავიწზე ოპერაციამაც გამოიღო შედეგი.
თითქოს კარგად ვარ მაგრამ სხეულზე დალურჯებები, ნაკაწრები და ტკივილები არ ჩამცხრალა.
მაგრამ სრულებით არ მაღელვებს.
ჩემთვის ის ადამიანი ყოველთვის ღირებული იყო რომელსაც არაფერი ქონდა განსაკუთრებული, თუნდაც უშნო და შეუხედავი. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი რას ნიშნავს გაფასებდნენ მხოლოდ ფიზიკურობით. მე მათი მშურდა, დღეს კი აღარ რადგან ვხედავ რომ არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია ჩემი სხეული.

თემოს ველოდები, გაწერვის პროცედურებს დაამთავრებს თუარა უნდა წამიყვანოს.
საწოლზე ვზივარ, გვერდით მიწყვია ყავარჯნები, საკუთარ ხელებს დავყურებ... ასე როდის დავბერდი კი მაგრამ... ვენები იმდენად გალურჯებულია და ამოწეული ხორციდან... თანაც შეხორცებული ჭრილობები საშინელი სანახავია. თითებიც იმდენად თხელი მაქვს.
მეუცნაურება, თითქოს პირველად ვხედავ ან პირველად ვამჩნევ.
ასე მგონია ჯერ არასდროს შემიხედავს მათთვის. ან ახლა რატომ ვუყურებ?
ალბათ იმიტომ რომ მეცოდება.

***
კარგი გრძნობაა როცა სადმე მიდიხარ, როცა სამოსი გათბობს და აწყობილი ხარ.
ვფიქრობ იმაზე თუ რამდენი ჩემი ასაკის გოგო აკეთებს ამას ყოველ დღე... სარკეში იყურება და აკვირდება საკუთარ თავს. ფიქრობს თმა აიწიოს თუ გაიშალოს, მაკიაჟი ზედმეტია თუ არა, რომელი სუნამო შეიბკუროს ცივი თუ თბილი... რა ფერის სამოსი რა ფერის სამკაულს შეუხამოს და ასე შემდეგ.
რა სისულელეა...
როგორ არ ვგავარ მათ.
არ მესმის, ისინი რატომ არიან ასეთები? რატომ არ მგვანან მე?

არ ვიცი... ალბათ ისინი იმათ ხარჯზე არიან ბედნიერები ვინც ასე იტანჯება.
და რამდენი არიან ჩემნაირი ადამიანები?
რა საინტერესოა... რამდენჯერ მიფიქრია ამაზე და მაინც ვერ ვხვდები მე და დანარჩენები ერთ პლანეტაზე როგორ ვცხობრობთ.
ბედის ირონიაა.

კარი იღება და თემო შემოდის. მიღიმის.
- რას შვები?
- გელოდები.
- მორჩა... შეგვიძლია წავიდეთ.
- კარგია...
- მოდი დაგეხმარები... - ჩემთან მოდის და ადგომაში მეხმარება. ყავარჯნებს მაწვდის და მისი დახმარებით გავდივარ პალატიდან.
ძლივს, ფეხმორთხმით მივუყვები გრძელ თეთრ დერეფანს.
კარიდან გავდივარ თუარა ჰაერი მეცემა ჭარბი რაოდენობით და ხარბად ვისუნთქავ.
როგორი სხვანაირია ყველაფერი.
ეს სიცივეც კი როგორი განსხვავებულია იმ პალატის სუსხთან შედარებით.
თვალებს ვხუჭავ და გათოშილ ჰაერს ძალიან ღრმად ვისუნთქავ. თემო ხელს მკიდებს, მე კი მეღიმება. მინდა რომ საბოლოოდ დამთავრდეს.
ამისთვის კი ვიბრძოლებ... აღარ მსურს ტანჯვა, მინდა ბედნიერების გემო ვიგემო.
დაე ყველაფერი წარსულმა შთანთქოს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი i want

ესეც ბოლოს წინა თავი.
იმედი მაქვს შემორჩით მკითხველები... ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის საკუთარი თავი მძულს ამის გამო.
;(((
იმედია მოგეწონებათ.
გელოდებით კომენტარებში.

 


№2 წევრი qetulaa

Zalian momcons, arachveulebrivad cer, saintereso istoriaa, rom daagviane ici da komentars agar gavaketeb, ubralod male dade raa bolo tavic

 


№3  offline წევრი i want

qetulaa
Zalian momcons, arachveulebrivad cer, saintereso istoriaa, rom daagviane ici da komentars agar gavaketeb, ubralod male dade raa bolo tavic

მადლობა დიდიიიი♡♡♡♡♡♡♡
აიი ყველანაირად ვცდილობ და სწრაფად ვწერ რომ მალე დავდო შემდეგი თავი <33333

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.