შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი პლანეტა [ნაწილი პირველი]


18-11-2018, 03:17
ავტორი ელპინი
ნანახია 391

თეთრი პლანეტა [ნაწილი პირველი]

ვიცოდი, ვკვდებოდი.
ან, ვგრძნობდი.
ან, ვხედავდი.
რაც გინდათ, ის დაარქვით.
რაღაც ისეთი ხდებოდა ჩემში, ავისმომასწავებელი.
თითქოს და, დავაბიჯებდი საზღვარზე ჩემსა და დედამიწას შორის. მთვრალივით ნაბიჯები მერეოდა. რამდენჯერმე წინ გადადგმული ნაბიჯი, ისევ უკან გადმოვდგი, მაგრამ ილუზიასავით წარმოვიდგენდი, როგორ თავისუფლდებოდა ჩემი სხეული სიმძიმისგან.
შეიძლება, უკვე მოვკვდი კიდეც.

***
მზის ყვითელი სხივები ეფინებოდა საწოლზე გათეთრებულ სხეულს. ფანჯარა ირეკლავდა სხივებს, თეთრი სხეულის მკვეთრი გამოსახულება აღბეჭდილიყო მინებზე. კედლის და საწოლის ფერი გამხდარიყო მისი სახე. თვალის გარსი ჩაშავებული ჰქონდა, ნახშირივით იყო, შავი ფუნჯით მოხატულს ჰგავდა. ტუჩები - დალურჯებული და ისეთი ფუნჯით დაეხატა მხატვარს, რომ ზღვა ბაგეებზე გამოსახვოდა და ტალღები ძლიერად ასკდებოდა ტუჩის კუთხეებს. ჭაობისფერი თვალები ჩამუქებოდა, მაგრამ ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივები აბრჭყვიალებდა მაინც. გუგის ირგვლივ სიწითლე ჰქონდა. ისე იყო, ექთანს ამპულიდან ჩაეწვეთებინა სისხლი, თითქოს. კაპილარები წყდებოდა და ხის ტოტებივით გამოსახულიყო თვალში. რომელიღაც ხე ყვავილობდა, თითქოს. თეთრი, თხელი სარაფანი ეცვა და სხეულს უმშვენებდა. მაჯები სისხლიანი ჰქონდა. ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად მიედინებოდა ხელზე და მდინარესავით კალაპოტს იკეთებდა. მიუხედავად ტკივილისა, გაიღიმებდა, მერე კი ცრემლები იკვალავდა გზას სახეზე, რომლებიც კვალს ტოვებდნენ მეორედაც, რომ წამოსულიყვნენ და ერთმანეთის კალაპოტს არ გასცდენილიყვნენ. თეთრი კბილები გაფითრებულ სახეს უმშვენებდა და მის ღიმილს უფრო ლამაზს ხდიდა. შემაშფოთებლად ლამაზი იყო ახლა ანაბელი.
- დაუძახეთ ექიმს, ისევ გიჟია! - განწირული ხმით ყვიროდა ექთანი და ვერ გარკვეულიყო, რა უნდა გაეკეთებინა.
გონებაში მეორდებოდა "ისევ გიჟია" და კანი ეხორკლებოდა სასიამოვნო შეგრძნებისგან ანაბელს.
- ისევ შეშლილია! - პალატაში შემოვარდნილ ექიმს, რომელიც აქოშინებული სუნთქავდა, სწრაფად უთხრა ექთანმა.
- რატომ დატოვეთ მარტო?! კამერებს მაინც არ უყურებდით?! - ღრიალებდა ექიმი და სპირტიანი ბამბებით წმენდდა მაჯებს, უმუშავებდა ჭრილობას.
- აქ არა, კარცერში უნდა იყოს ეს შეშლილი! - ზიზღით ლაპარაკობდა ექთანი, ანაბელს კი მისი არ ესმოდა. თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობა შეცვლილიყო. სხეული უცახცახებდა და საწოლზე თრთოდა, მალევე ხრიალის ბგერები ამოუშვა ყელიდან და თვალებს ხან ხუჭავდა, ხან ახელდა.
- ბენოსენი დაალევინეთ, რომ დამშვიდდეს. - დაიყვირა ექიმმა და ექთანიც სწრაფად მოეგო გონს. - დორმიკუმიც დაალევინეთ, სწრაფი რეაქცია აქვს და დაეძინება მალევე. - პალატაში ჩოჩქოლი ისმოდა. ერთი წამალს ასმევდა ნახევრად მკვდარ სხეულს, მეორე - ნემსს უკეთებდა. ხელები შეუხვია ექიმმა და სხეული ისე მკაფიოდ აღარ უცახცახებდა ანაბელს. თვალები დახუჭული ჰქონდა.
- რომელმა დატოვეთ დანა აქ, ან რაში გჭირდებოდათ?! - თვალებში რისხვა ედგა ექიმს, რომელიც არწივის თვალებით დასცქეროდა ექთნებს. - ჭორაობას თავი დაანებეთ და ამ გიჟებს ყურადღება მიაქციეთ, თორემ სანანებლად გაგიხდით საქმეს! - კბილებში გამოსცრა კაცმა.
- მე გიჟი არ ვარ! - ჩუმად, თითქმის უხმოდ თქვა ანაბელმა, თვალები დახუჭა. ზიზღით შეავლო ყველამ თვალი. პალატა დაცარიელდა, მხოლოდ ერთი ექთანიღა დარჩა, რომელიც თვალყურს ადევნებდა ანაბელს და თეთრ სხეულს ნაცვლად სუსტი გულისცემისა, ძლიერად უცემდა გული. მკერდი შესამჩნევად აუდ-ჩაუდიოდა ამის გამო. თეთრი სარაფანი, რომელიც სისხლით ჰქონდა შეღებილი, გამოეცვალათ. გამუდმებით ეცვა თეთრი და სხვა არც ერთი ფერი.

***
მთვარის შუქი მკრთალად შემოდიოდა ოთახში. იქვე, ფანჯარასთან მდგარ საწერ მაგიდასთან იჯდა და გამალებით წერდა რაღაცას. ისეთი სისწრაფით ხაზავდა ასოებს, მხოლოდ თვითონ თუ ამოიკითხავდა ნაწერს. გაკრული ხელით წერდა, მაგრამ ლამაზად, დამრეცი ასოებით.
"ვკვდები, ლევან! მირჩევნია პირდაპირ გითხრა, ვიდრე ისე, შორი გზით. მირჩევნია თავიდანვე ასე დავიწყო, ვიდრე ტექსტის ბოლოს დავიტოვო სათქმელი.
ისეა თითქოს, ვგრძნობ, რომ აუცილებლად მოვკვდები.
ვითომ ვინმე მავალებდეს და მეც ასე უნდა გავაკეთო აუცილებლად. არ არის ძნელი. თან, ეშმაკი რომ შემოგიჩნდება, მაშინ, მით უმეტეს, ლევან.
ასე, ადგება და ყურში ჩაგძახის : "შენ უნდა მოკვდე, ანაბელ!". გამუდმებით, წუთში სამოცჯერ გეუბნება და რაღაც მისიასავით აქცევს, რომელიც უეჭველად უნდა შეასრულო და თუ ვერ, მაშინ თვითონ დაგეხმარება შესრულებაში.
ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ჩემსა და შენს შორის, თუ რაიმე გრძნობა არ გამოხატულა ჯერ კიდევ, იცოდე, რომ იქ შევხვდებით და კიდევ ბევრს მოვასწრებთ, ლევან.
მიყვარხარ ისე უაზროდ, რომ შემიძლია ავდგე და თავი მოვიკლა არაფრის გამო, ლევან!"
ცრემლები არ უმშვენებდა თეთრ, თოვლივით ქათქათა სახეს. იღიმოდა იმ ბედნიერი წუთების გამო, რომელიც ჰქონია ამ დამპალ ცხოვრებაში. თეთრი ფურცელი ორად გადაკეცა, კონვერტში ჩადო და გარედან დიდი ასოებით დააწერა.
"ჩემს უაზრო, მაგრამ ყველაზე აზრიან სიყვარულს!"
ფეხზე წამოდგა, სარკის წინ დადგა, ერთხანს მის გათეთრებულ სხეულს უყურა. ლავიწები მკაფიოდ აჩნდა. ისეთი სიღრმის იყო, ცრემლები გუბეს აკეთებდნენ ხოლმე ლავიწზე. სარაფნის ერთი მხარე მხრიდან ჩამოაგდო, შემდეგ მეორეც და თეთრი სარაფანი იატაკზე დავარდა. ახლა, უკვე გათვიცნობიერებული, შიშჩამდგარი თვალებით უყურებდა მის თავს. ისე უაზროდ გათეთრებულიყო, შეეშინდა.
"რა გინდა აქ, ამ დამპალ სამყაროში?"
გაიღიმა. მიხვდა, რომ მოაკითხეს და იფიქრა, რომ ისევ ელოდა კიდევ ერთი დიალოგი წინ. გონებაში უტრიალებდა აზრები და კითხულობდაო თითქოს ისიც, ხმამაღლა გადმოცემა აღარ სჭირდებოდა.
"თეთრი უფრო ლამაზი ხარ, ანაბელ! კიდევ რომ გათეთრდები, უფრო ლამაზი იქნები!"
ისევ გაეღიმა. მისი თავი წარმოიდგინა კიდევ უფრო თეთრი, შეუმჩნეველი და წამით იფიქრა, რომ ასე უფრო კარგი იქნებოდა.
"სიკვდილისთვის ძალიან ლამაზი ხარ, ანაბელ. შენ მას სჭირდები!"
თხელი, გრძელი თითები მკლავზე აატარ-ჩამოატარა. კანი დაეხორკლა. სახეზე მომენტალურად სხვა ფერმა გადაურბინა. მერე სხეულზე დამჩნეულ ძვლებზე გადაატარა თითები და თვალები დახუჭა. წარმოიდგინა თითქოს, ორი სამყაროს გასაყარზე მდგარიყო. ერთი ნაბიჯი და საკმარისი იქნებოდა იმ თავისუფლების აღსაქმელად, რომელიც მას სურდა გამუდმებით, მაგრამ ლევანი იყო უკან და სწორედ ამიტომ, ისევ უკან დგამდა ნაბიჯებს. ვერ ეგუებოდა დედამიწას ანაბელი, მისი სამყარო უნდა შეექმნა, სხვა პლანეტა, რომელიც მასსავით თეთრი იქნებოდა.
"ჩვენ - შენი ოცნების თეთრ პლანეტას შეგიქმნით!"
აზრებს კითხულობდა და შესაბამისად პასუხობდა. ანაბელი ამ ოცნებისთვის იბრძოდა აქამდე და ახლა, თუ უბრძოლველად მიიღებდა, თანახმა იყო.
"თეთრი, შენსავით.
შენ-თოვლივით.
და შეიქმნება ანაბელის ახალი ყოფა!"
სიმღერის ჰანგებმა გაარღვია ოთახში გამეფებული სიჩუმე. ნოტები ერთმანეთს ერწყმოდა და ანაბელმა სხეული მოხდენილად აამოძრავა. ანგელოზივით იყო, ფრთები ჰქონდა გამოსხმული და ნაზად აფრიალებდა. ისე არხევდა სხეულს, თითქოს ვინმე ეცეკვებოდა და მის მოხიბვლას ცდილობდა. სააბაზანოსკენ წავიდა ტანის ნელი რხევით. მაკრატელი აიღო, თან ხელებს ლამაზად ამოძრავებდა, რაღაც ფიგურებს ხაზავდა. სარკესთან დადგა და შავი, ნახშირივით თმები მაკრატლით მოიჭრა.
"ყოჩაღ, ანაბელ! სულ თეთრი უნდა იყო შენ!"
ესიამოვნა, რომ შეაქეს და ისევ გააგრძელა შეჭრა. სიამოვნებას იღებდა თითქოს. თან, მის სხეულს გამალებით აკვირდებოდა.
- როგორც ჩანს, ზედმეტია შავი. - ჰაერში მკაფიოდ გააჟღერა ანაბელმა სიტყვები და თმა მთლიანად შეიჭრა.
"ახლა მზად ხარ ახალი, თეთრი პლანეტისთვის!"
ანაბელმა გაიღიმა ისე კმაყოფილმა, სრულიად განსხვავებული მოეჩვენა თავისი თავი. ოთახში დაბრუნდა, სიმღერა ისევ თავიდან გააჟღერა და ახლა უფრო თამამად, გამომწვედაც კი ცეკვავდა. სარკეს თვალს არ აშორებდა. სხეულზე ნეკნები შესამჩნევად ჰქონდა, ითვლიდა, წვრილ, რბილ და თეთრ თითებს ძვლებზე გადაატარებდა, ეშმაკურად იღიმოდა. ხელს ლავიწზეც გადაიტარებდა ხოლმე. მოსწონდა შეგრძნებები, რომელიც ეუფლებოდა. თეძოებს ნაზად და მოხდენილად არხევდა.
"თეთრი პლანეტის თეთრი ქალღმერთი ხარ, ანაბელ!"
ხმა ჩაესმა, თვალები დახუჭა და თეთრზე მკაფიოდ გაეღიმა ანაბელს.

***
დეკემბრის ოცდაათი იყო, ზამთრის სუსხი და სიცივე ძვლებში ატანდა, მთიან რაიონებში, მით უმეტეს. პატარა, ერთსართულიანი სახლის აიავანზე იჯდა და ფეხები მოაჯირზე შემოეწყო. გარემოს აკვირდებოდა დიდრონი, ჭაობისფერი თვალებით. თხელი ჟაკეტი ეცვა. სიცივის ნაცვლად, სიცხისგან კანი ეშანთებოდა, ეგონა.
- ანაბელ, შემოდი სახლში, ცივა გარეთ. ტემპერატურა ძალიან დაბალია.
ყურადღებას არ აქცევდა მეგობრის ნათქვამს და ირგვლივ გამეფებული სითეთრით ტკბებოდა.
- არ მიყვარს ამ დროს სახლში, ხომ იცი, ელა?!
- ლამაზია, იცი?! - ელა აივანზე გამოვიდა და გვერდით მიუჯდა ანაბელს.
- რა, ელა?!
- შენ, თოვლისფერი, რომ ამ გარემოში ზიხარ. - თვალი ჩაუკრა ელამ ანაბელს და სახლში შებრუნდა. - მალე შემოდი სახლში, ანაბელ.
ანაბელმა გაიღიმა და თავი დაუქნია. ცოტა ხანში ფეხზე წამოდგა და გარეთ გამოვიდა, ეზოში. ერთი ადგილი ჰქონდა აკვიატებული, ოდნავ შემაღლებული ადგილი იყო და იქედან აკვირდებოდა ყველაფერს. ახლაც იქითკენ აიღო გეზი. ხის ფიცარი დადო თოვლში და ჩამოჯდა. ტკბებოდა სითეთრით.
- თოვლივით თეთრი ხარ! - ანაბელის ირგვლივ დატრიალებული სიჩუმე, ხმის ბოხმა ბარიტონმა გაარღვია და გვერდით დაუდგა.
- მადლობა. - არ შეუხედავს მისთვის. იცოდა, რომ ოდესმე ვინმე მაინც მოაგნებდა ამ ადგილს და გაყოფა მოუწევდა მისთვის.
- შეიძლება?! - ხელით თავისუფალი ადგილისკენ ანიშნა.
- რა თქმა უნდა. - თავი დაუქნია. ისევ არ შეუხედავს მისთვის. წამიერად იგრძნო მარცხენა მხარეს სითბო.
- რატომ ხარ ასეთი თეთრი?! - ინტერესიანი ხმა ჰქონდა.
- როგორ მოგმართო?! - პატარა თოვლის გუნდა თბილ ხელებში მოიქცია ანაბელმა.
- ლევანი.
- ლევანი. - გაიმეორა ანაბელმა. გაეღიმა ლევანს და უცნაურად მოეჩვენა, რომ ესიამოვნა ანაბელის ხმის ტემბრი და წარმოთქმული სიტყვა.
- ვიბადებით თეთრი ადამიანები. არ გვინდა, რომ შეგვამჩნიონ და ამიტომ ვართ ასე. ზოგი დაბადებიდანაა, ზოგი - მერე ცდილობს და გამოსდის, ან არ გამოსდის. თუმცა, სითეთრისთვის ბრძოლა მაინც ღირს. შენ არ მოგწონს თეთრი, ლევან?! - ისევ არ უყურებდა ანაბელი ლევანს, წინ გადაშლილ ხედს აკივრდებოდა, მაგრამ ლევანის თეთრ ხელებს მაინც ამჩნევდა.
- ხელები გაგიცივდება, ანაბელ.
- ცხელია.
გაკვირვება გამოესახა სახეზე ლევანს.
- შემომხედე, არ გაინტერესებ?! იქნებ, მეც თეთრი ვარ. - ღიმილით თქვა.
- რომ არ იყო და იმედები გამიცრუვდეს?!
- იმედებს ასე უცებ ამყარებ?!
- შეიძლება.
- არა და, გრძნობ, რომ თეთრი ვარ.
- ჰო, ანაბელი ვარ მე. - მრავალმნიშნელოვნად თქვა ანაბელმა. - შემოგხედო?!
- შემომხედე.
ანაბელმა თავი შემოაბრუნა ლევანისკენ, ლევანმა სწრაფად შენიშნა ჭაობისფერ თვალებში გაჩენილი სითეთრე.
- ლევან . . . - გაურკვევლად წარმოთქვა ანაბელმა. - თეთრი ხარ, თოვლივით! - აკვირდებოდა ანაბელი, მისი სახის თითოეულ ნაკვთს სწავლობდა. - შეიძლება შეგეხო?! - მუდარიანი ხმა ჰქონდა ანაბელს.
გაეცინა ლევანს, თავი დაუქნია. ანაბელმა თითები ლევანის სახისკენ წამოიღო, ნელა დაატარებდა. მისი თეთრი თითები და ლევანის თეთრი კანი აბსოლიტურ ჰარმონიას ქმნიდნენ. მინიმალური კონტრასტიც არ იყო მათ შორის, ერთმანეთს ერწყმოდნენ თითქოს. უცებ ფეხზე წამოდგა ანაბელი, თოვლზე დაწვა და თვალები დახუჭა.
- ისეთი თეთრი ხარ, თოვლშიც ვერ შეგამჩნევენ.
- მინდა, რომ საერთოდ არ ვჩანდე.
- ისედაც ეგრეა, ანაბელ. ერთეულები თუ შეგამჩნევენ.
- შენ როგორ შემამჩნიე?!
- ბედისწერის არსებობდა უნდა დაიჯერო, ანაბელ. მე მაინც შეგამჩნევდი, სულ მიწაში რომ ჩამძვრალიყავი.
- მართლა ასეთი თეთრი ვარ, ლევან?! - სახეგაბადრულმა იკითხა ანაბელმა და პასუხს ელოდა.
- თოვლი ხარ, ანაბელ!
- გიფიქრია, რომ თეთრი ცუდი ფერია?!
ფეხზე წამოდგა ლევანი. გვერდით მიუწვა ანაბელს, თოვლზე. მისი ხელი დაიჭირა, ტუჩები ნაზად შეახო. წამიერად გააცხელა და გააცივა ლევანს. იგივე დაემართა ანაბელსაც. ორივე გრძნობდა რაღაც გაურკვეველ მუხტს და ერთმანეთის აჩქარებულ გულისცემას.
- ხანდახან, კი.
- თავადაც იცი, რომ ასე არ არის. - დარწმუნებით თქვა ანაბელმა. უცნაურად გრძნობდა თავს. თითქოს, ხელის შეხებით ლევანის წილი თეთრი მიიღო და უფრო გათეთრდა. უცხო, მაგრამ ამავდროულად ახლო იყო ანაბელისთვის ლევანი.

***
საშინლად წვიმდა. რაც გინდათ, ის უწოდეთ, მაგრამ თითქოს და, მხოლოდ ამ საგიჟეთს აწვიმდა შეგნებულად. თავსხმა წვიმა იყო. ყველა ფანჯრიდან უყურებდა, როგორ ეხეთქებოდა წვიმის წვეთები მინას და საზარელ ხმას გამოსცემდა. კაკუნს წააგავდა.
- ცოტა ხნით გამიყვანეთ, გთხოვთ. - აცრემლებოდა თვალები და თხოვნით ეუბნებოდა ექთანს.
- წვიმს! - მკაცრად უპასუხა ქალმა.
- ჰო, სწორედ ამიტომ, ცოტა ხნით გამიყვანეთ, გთხოვთ. - მლაშე სითხე იკვალავდა გზას უკვე სახეზე, იმეორებდა ანაბელი ისევ სიტყვებს.
- არ შეიძლება, არც მე მაქვს უფლება და არც შენ. - უეცარი სევდა იგრძნობოდა ექთნის ხმაში.
- უკანასკნელად მინდა, რომ ვიგრძნო, გთხოვთ. - სხეული აითრია ანაბელმა. უჭირდა წონასწორობის დაცვა. დასუსტებოდა სხეული. ფეხებში ჩაუვარდა ექთანს და მუხლებზე ხელები მოჰხვია. - გთხოვთ. - უკანასკნელი სიტყვა ვედრებასავით აღმოხდა ანაბელს.
- მხოლოდ ნახევარი საათით, მაგრამ ხელებს შეგიკრავთ.
ხელები შეუკრეს ანაბელს, ექთანმა ხელში ქოლგა დაიჭირა, გვერდით ამოუდგა და სულ მალე საგიჟეთის ზღურბლზე იდგნენ. ანაბელს ეგონა, რომ ძველი დრო დაუბრუნდა. ისევ სამყაროს გასაყარზე იდგა. მისთვის კარის ზღურბლი ასტრალში გასასვლელ გზას ჰგავდა. კარები გააღო ექთანმა და ცივმა ქარმა დაუბერა.
- საშინლად სცივა! - კბილებაკაწკაწებულმა თქვა ქალმა.
ანაბელი ნაბიჯებს დგამდა, სულ მალე წვიმის წვეთები სახეზე იგრძნო და დაიყვირა:
- ჯანდაბაშიც წასულხარ, ღმერთო! წვიმს! ჩემს სხეულზე წვიმს! თუნდაც ბოლოჯერ, წვიმს ჩემს სხეულზე!
სხეულს გამეტებით ეცემოდა წვიმის წვეთები. ლავიწების სიღრმეზე გუბეს აკეთებდნენ. თვალებიდან წამოსული მლაშე სითხე, ლავიწზე დაგროვებულ წვიმის წყალს ერწყმოდა. თეთრი ანაბელი შავ, ავისმომასწავებელ ღამეში აჩრდილივით ჩანდა. თეთრი სარაფანი სულ დასველებოდა. შეკრული ხელების გახსნას ცდილობდა, რომ თავისუფლება ბოლომდე შეეგრძნო.
- ხელებიც გამიხსენით, გთხოვთ. - ექთანს, რომელიც გაკვირვებული უყურებდა, ცრემლიანი თვალებით შეხედა.
- არ შეიძლება! - მკაცრად უთხრა ექთანმა.
- ბოლო თავისუფლებაა, გთხოვთ. - მარილიანი სითხე და წვიმის წვეთები ერთამენთს ერწყმოდა სახეზე.
- თავისუფლებას ასე იგრძნობ?!
- თავისუფლება სხვაგვარად გესმით.
- მიპასუხე კითხვაზე, ანაბელ.
- გესმით სიმღერა?! აქ წვიმა უკრავს, დაუგდეთ ყური. - მკაფიო ღიმილი აღბეჭდოდა სახეზე ანაბელს. - ჰო, ეს დო-ა, რომელიც ორჯერ, მძიმედ უკრავს აი, აქ. - თვალები გულისკენ დახარა ანაბელმა. - ეს რე-ა, ღმერთმა ჩემთან ამბავი დააბარა, ხვალ მერცხლები ჩემს ფანჯარას წითლად შეღებავენ და მოკვდებიან. ეს მი-ა, სიმშვიდე, რომლის შენარჩუნებასაც ღმერთი მაიძულებს. ეს ფა-ა, ნახეთ ჩემი კანი, შეეხეთ მას, ფაქიზია ის, ერთადერთია, რაც უცვლელი დამრჩა. სო, ლა, სი - უბრალოდ უკრავენ, იცით?! ისინი არაფერი არიან, რადგან მოკვდნენ, ან მე მოვკალი. თქვენ გესმით ეს ყველაფერი?!
ექთანი ერთხანს ჩუმად იყო, თითქოს ეძებდა ნოტებს ჰაერში და ანაბელში, მაგრამ ვერც ერთი დაიჭირა. ვერ გაიგონა წვიმის მუსიკა. ვერ იგრძნო რომ იქ, მის წინ, ანაბელის სული ცეკვავდა ტანგოს. გამოსახულება თვალწინ ჩაურბენდა თავად ანაბელს, მოაგონებდა დროს, როცა თავისი სული არა ცალკე, არამედ მასში იყო. ეს ღამე ისე ჰგავდა ძველს, თითქოს წარსული ვიღაცამ აწმყოში გადმოიტანა. იხსენებს იმ სუნს, რომელიც ძვალსა და რბილში გაუჯდა.
"წვიმდა. ციდან წვიმდა. წვეთები ეცემოდა თეთრსარაფნიანს და შემოდგომის სუსხი ოდნავაც არ აჟრჟოლებდა სხეულს. გრძნობდა, რომ უახლოვდებოდა ვიღაც და ღამეც ისეთი საზარელი იყო, აბსოლუტურ ჰარმონია იქმნებოდა.
- ანაბელ, შეჩერდი. - სიჩუმეში სასიამოვნო ხმა გაჟღერდა. შეჩერდა და უკან მობრუნდა ანაბელი. - მე ვხედავ, ხეზე მერცხლები სხედან. - ხელი გაიშვირა ლევანმა. დამთბარიყო ხმის ტონი, თან ანაბელს უახლოვდებოდა.
- მერცხლებს სძინავთ. - სუსტი იყო ანაბელის ხმა.
- ასეთ ამინდში გარეთ რა უნდათ, იცი?! ბუდე დაუნგრიეს მერცხლებს.
- მერცხლებს, რომლებიც ერთხელ მოფრინავენ აქ, ჩვენთან და ამ ერთხელაც ბუდე დაუნგრიეს მათ.
- გაფრინდებიან მალე, ანაბელ?!
- სახლი აღარ აქვთ, ზამთარი მოდის, თბილი ქვეყნები ელოდებათ. გაფრინდებიან იქ, სადაც ბუდეებს უნახავენ.
- მართლა უნახავენ, ანაბელ?!
- ეს ჩვენ, ადამიანები ვართ ცივსისხლიანები. ბუდის დანგრევა სხეულის დაშლას ჰგავს.
- მოკვდნენ პატარა ბარტყები, ანაბელ. დაიხოცნენ.
- მე ვგრძნობ, ტირიან მერცხლები გარდაცვლილ ბარტყებზე.
- გაფრინდებიან მერცხლები მალე, ანაბელ! გაფრინდებიან!
- დაბრუნდებიან, ლევან?! - ხის ტოტებზე შემომსხდარ მერცხლებს თვალს არ აშორებდა ანაბელი.
- ადამიანი, ანაბელ?!
- იცი, რატომ წვიმს?! მერცხლების ცრემლებია ეს, აი აქ, რომ მეცემა. - ხელი სახესთან მიიტანა ანაბელმა.
- ცა ტირის გარდაცვლილ ბარტყებს და ატირებულ მერცხლებს. - ლევანმა ცას ახედა, წვიმის წვეთები მასაც ეცემოდა სახეზე. ლოყაზე იარა ჰქონდა ლევანს. ზედ იარაზე დაეცა წვიმის წვეთი. თითქოს იმ მერცხლის ცრემლს სურდა, რომ ლევანს იარა უწინდებურად ასტკიებოდა, რათა ეგრძნო ტკივილი, რომელსაც მერცხალი განიცდიდა.
- დაეძინებათ მალე მერცხლებს, ლევან. - ღიმილით თქვა ანაბელმა და ფრინველებს თვალი მოაშორა. ლევანს უყურებდა. ლევანი იმ ჭაობში ჩაძირულიყო, რომელიც ანაბელს თვალებში ჰქონდა.
- შენი ლავიწები ისეთი ღრმაა, როგორც მიწისქვეშეთი. მანდ თევზები ცხოვრობენ თითქოს. წვიმის გუბეც ლამაზია, ანაბელ. გუბეში თევზები ცურავენ, თითქოს.
ლამპიონის მბჟუტავი შუქის განათების ქვეშ იდგნენ. ლევანს სინათლე სახეზე მკრთალად ეცემოდა, სახის ჩრდილები ბუნდოვნად გამოსახვოდა სახეზე. უცებ ლევანმა გზა გადაჭრა, იქვე, მოპირდაპირე მხარეს გადავიდა. ერთადერთი თეთრი ლოტუსი შეამჩნია დანამულ ბალახზე. მაშინვე მოწყვიტა ლევანმა და ანაბელთან დაბრუნდა. ანაბელი რამდენიმე წუთს გაკვირვებული უყურებდა მისი ლავიწისკენ წამოსულ ლევანის ხელს. თეთრი ლოტუსი ლავიწზე, წვიმის გუბეში ტივტივებდა. ყოველ წამს იზრდებოდა და ფესვებს იდგამდა ყვავილი. თეთრი ლოტუსი ანაბელის თეთრ კანზე ღვთაებრივად ლამაზი იყო.
"არ შეგიყვარდეს, ანაბელ."
ცინიკური იყო ეშმაკის ხმა, რომელიც თოფის გასროლასავით ჩაესმა ანაბელს. ანაბელმა თეთრი ლოტუსი წვიმის გუბიდან აიღო, ხელში დაიჭირა, წვიმის წვეთები კი ისევ ეცემოდა მის კანს.
"გიკვირს არა, როგორ აღმოჩნდა უცებ, ბალახზე ერთადერთი თეთრი ლოტუსი."
ხმა არ ასვენებდა ანაბელს. იფიქრა, რომ ეს თეთრი ლოტუსი ლევანის არა, სხვისი მოტანილი იყო. პირდაპირ ვერ გადასცემდა და შუამავალი ლევანი აღმოჩნდა. ტუჩის კუთხეში ღიმილი უხტოდა ანაბელს.
"დაე, იფიქროს ლევანმა, რომ თვითონ მოგიტანა."
- ვიცეკვოთ, ლევან.
ლევანმა ერთი ხელი წელზე დაადო ანაბელს, მეორე ხელში ანაბელის ხელის მტევანი მოიქცია და ორი სხეული ერთმანეთს ეკვროდა, ფაქტობრივად.
"წარმოიდგინე, რომ მე მეცეკვები.
მე მეხები, ანაბელ. მაპატიე, რომ ლევანს სჯერა შენი."
ეშმაკი რომ ჩაგისახლდება ადამიანს, მშვიდად დაძინების უფლებასაც არ მოგცემს. გაიძულებს სულ მას მოუსმინო.
ანაბელში იმდენად დიდი იყო ეშმაკის ნახვის სურვილი, ლევანის გამოყენებას და მანიპულირებას ცდილობდა. ნორმალურად ვერც გაეაზრებინა რას და რატომ აკეთებდა, მაგრამ იმდენად დიდ ლტოლვას გრძნობდა, გაურკვეველ რაღაცებს სჩადიოდა. ანაბელმა თავი უკან გადასწია და ლევანის ტუჩები მის ყელს მიეკრო. წამით უფრო გაათეთრა ისედაც თეთრს. ნაღველში წვას გრძნობდა, მაგრამ მინიმალურად აჩნდა სახეზე ემოციები და განცდები.
- თეთრო ანაბელ!
გააცია და გააცხელა ერთდროულად. ისე უცნაურად და სასიამოვნოდ ჟღერდა ლევანისგან, ანაბელმა თავს იმის უფლებაც მისცა, რომ ლევანის სახისკენ წაეღო ხელები. ნაკვთები გამოკვეთილად ჰქონდა სახეზე და ლევანის თეთრ სახეს ლამპიონის ყვითელი შუქი ანათებდა.
"ძალიან ლამაზი ხარ, თეთრო ანაბელ!"
გაორებას იწვევდა ეშმაკი. გადარჩენისთვის იბრძოდა ანაბელი. თეთრი, თხელი და თლილი თითები ლევანის თვალებისკენ წაიღო.
- თვალები დახუჭე, ლევან!
ბრძანებასავით ჟღერდა. თითები ფრთხილად გადაატარა წამწამებზე და რამდენიმე წამს მონუსხული უცქერდა.
თეთრი, კუბოკრული პერანგი ეცვა ლევანს, რომლის სითეთრეც ბინძურ წვიმის წვეთებსაც ვერ გაექრო. პერანგი მიკრული ჰქონდა სხეულზე, სხეულის ფორმები გამოკვეთილად აჩნდა. თეთრ სხეულზე სველი თეთრი პერანგი შერწყმულიყო. წვერი ოდნავ დაბალზე ჰქონდა, გამუდმებით ასე ატარებდა. ასევე თმებიც. და ტუჩები მუდამ დამსკდარი ჰქონდა. სიგარეტს იმ რაოდენობით ეწეოდა, რომ ტუჩებზე ყოველთვის ჰქონდა კვალი დატოვებული. გრძელი და ხშირი წამწამები კუპრივით შავ თვალებს კიდევ უფრო გამოკვეთდა. თითები - არაბუნებრივი ჰქონდა. გრძელი, თეთრი, ადამიანისთვის შეუფერებლი და ფაქიზი. შავი ვენები გამოკვეთილად ჰქონდა მაჯებზე.
- შენ ხსნა ხარ, ლევან. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა ანაბელმა. სუნთქვა ეკვროდა და მკერდი შესამჩნევად აუდ-ჩაუდიოდა.
ლევანი ერთ ხანს უყურებდა ანაბელს. მერე, მისკენ წაიწია და ყბაზე სველი კოცნა დაუტოვა. შეაჟრჟოლა ანაბელს. ლევანს ანაბელის ყელში ჰქონდა ჩარგული თავი, თეთრი ლოტუსის სუნი ასდიოდა ანაბელს და მთელი გრძნობით ისრუტავდა და ინახავდა ლევანი.
"ღრმად ტოპავ, ანაბელ."
გამაფრთხილებელი იყო ეშმაკის ტონი. ანაბელი ადგილიდან არ განძრეულა. არაფრის დიდებით უნდოდა დაეთმო ამჟამინდელი სიამოვნება. მთელი არსებით გრძნობდა ლევანს. მლაშე სითხე ონკანიდან დაღვრილი წვეთებივით მოცოცავდა ანაბელის სახეზე. შიში იმის, რომ ეშმაკი ლევანით თამაშობდა, თუ შიში იმის, რომ თეთრი პლანეტა სჭირდებოდა.
- ნუ ტირი, ანაბელ. ნუ გეშინია. თეთრებს არ ეშინიათ. - ლევანმა ყბასთან შერჩენილი რამდენიმე წვეთი თითით მოაშორა ანაბელს. მერე, ჯერ ერთ და შემდეგ მეორე თვალზე აკოცა, ცრემლები ამოუშრო. ცაზე შავი ღრუბლების გადაწმენდას ჰგავდა.
"ნუ ტირი, ანაბელ!
არ გაქვს შენ უფლება ტირილის!
თეთრები არასდროს ტირიან, დაიმახსოვრე!"
რისი უფლება უნდა მიეცა თავისთვის, ვერ ხვდებოდა ანაბელი. გაორებული იყო.
წამით, სითეთრეც შესძულდა.
უცებ წვიმამ გადაიღო.
- მერცხლები გაფრენილან, ლევან. - თვალები დაცარიელებულ ხის ტოტებს შეავლო ანაბელმა.
- შეწყდა წვიმაც. - სევდიანად დაამატა ლევანმა. სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, მოუკიდა და ღრმა ნაპასი ჩაურტყა. ანაბელისთვის არ შეუხედავს. მშვიდდებოდა. მომწამვლელ კვამლს ხარბად ისრუტავდა და გარეთ არ უშვებდა. სიმწრისგან თვალები აუცრემლდა, მაგრამ სიამოვნებას იღებდა."
სული, რომელიც ცეკვავდა ახლა, ასრულებდა ტანგოს, როგორც ძველ მეხსიერებაში ისე.
- ხელები გამიხსენით, გთხოვთ. ისედაც სისხლიან ფრთებ მომაჭრიან სულ მალე. - მუხლებით დაეცა ანაბელი მიწაზე. ჩუმი ტირილი, ღრიალმა შეცვალა. - გთხოვთ. - ექთნის ფეხებთან დაიჩოქა.
- ადექი ფეხზე, ანაბელ. - შეწუხებული ხმით თქვა ქალმა. არაფერი ესმოდა მას.
- მე ლევანს დავუჩოქე ბოლოს. ჩემს ღმერთს, ჩემს ლევანს. ჩემი ღმერთი მოვკალი, გესმით?! ახლა მინდა რომ ვიცეკვო, მინდა რომ ჩემს ღმერთს ვეცეკვო ისე, როგორც ადრე. მინდა, რომ გავიხსენო ჩემი ღმერთი. გევედრებით, გამიხსენით ხელები. - თვალებიდან მდუღარე ცრემლები ჩამოსდიოდა და აცახცახებულ ნიკაპთან ეკვრებოდა ანაბელს.
- გაგიხსნით ხელებს. იცეკვეთ ბოლოჯერ, ვიდრე სძინავს ქალაქს. ვიდრე წვიმს და წვეთები უკრავენ. ვიდრე ფრთებს მოგაჭრიან და ვიდრე მერცხლები მოკვდებიან. - მიუხედავად იმისა, რომ ექთანს არ ესმოდა ანაბელის სულიერი მდგომარეობა, არც სხვა ბევრი რამ, ცდილობდა ტკივილი შეემსუბუქებინა მისთვის. ხელები გაუხსნა ანაბელს. თვალებში ცეცხლის ნაპერწკლები აუელვარდა. სხეული სწრაფად წამოდგა ფეხზე. თავად გამხდარიყო მერცხალი, თითქოს. მსუბუქად დაფრინავდა. ექთანი შორიდან ადევნებდა თვალყურს მოცეკვავე ანაბელს. სხეული მოხდენილად ცეკვავდა ტანგოს. სული - აღარ. გათავისუფლებულ ხელებს ხშირად დახედავდა, არ სჯეროდა, რომ თავისუფალი იყო. გრძნობდა აღმაფრენას. თითქოს, მართლა ეცეკვებოდა მისი ღმერთი. წვიმდა. ზეციდან ეშმაკი დაჰყურებდა იმას, ვისშიც ჩასახლდა, მაგრამ შემდეგ უარყვეს. ღმერთი იღიმოდა. აცეკვებულ, ფრთებაღმდგარ თეთრ ანაბელს აწვიმდა. ექთანი შორიდან უცქერდა, მაგრამ დრო არ იცდიდა.
- დრო გავიდა, ანაბელ. პალატაში უნდა დავბრუნდეთ. - არ უნდოდა, რომ ბედნიერება წაერთმია მისთვის, მაგრამ დრო არ ჩერდებოდა.
- დრო გარბის. დრო არავის უცდის. დავბრუნდეთ პალატაში. - უცნაურად გამოიყურებოდა ანაბელი. ბედნიერების ელფერი შეეძინა მის თვალებს, თითქოს. პალატაში დაბრუნდა და გისოსებიანი ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. უყურებდა, რომ წვიმა არ წყდებოდა.
- ალბათ, მერცხლის ბარტყები ისევ დაიხოცნენ.

***
თეთრი სხეული ისევ გაუნძრევლად იწვა საწოლზე. ხროტინებდა და მძიმედ სუნთქავდა. ყველა ჩასუნთქვა ძვლებს ატკიებდა, ამოსუნთქვა წამიერ თავისუფლებას ჰგავდა. თეთრი საწოლი ნაწილობრივ კვლავ წითლად შეღებილიყო. წვეთ-წვეთად იღვრებოდა სისხლი მაჯიდან. სიკვდილის ფერი იხატებოდა კედლებზე. გამხმარი თეთრი ლოტუსის სუნი დროს შეეჭამა, გაყვითლებულ ფურცლებს შორის იდო ყვავილი, წიგნის გვერდს მისი შთანთქმა და მოგონებების ჩაყლაპვა სურდა, თითქოს. სხეულს საშინელი სუნი ასდიოდა, საფლავიდან ამოთხრილი ძვლების, შმორის. თითქმის მკვდარი იყო სხეული და სახეს ისევ მლაშე სითხე უსველებდა. სრულიად გაშიშვლებული იყო, ისეთი თეთრი, საწოლზე აღარ სჩანდა ლამის. აჩრდილად გადაქცეულიყო ლამის. დროს, რომელიც გარბის, თითქოს სურდა ანაბელი შთაენთქა.
თეთრი სხეული უკვე დიდ სისხლის გუბეში ცურავდა. ტანს ალივლივებდაო მოხდენილად, თითქოს. მაჯებიდან სისხლი უკვე მჩქეფარედ მოდიოდა და აღარაფერი აკავებდა. საწოლიდან იატაკზე წვეთებად, ხმაურიანად სხლტებოდა წითელი სითხე. წკაპუნს ამაზრზენი ხმა ჰქონდა. უკანასკნელ წუთებს ითვლიდაო, თითქოს, როგორც საათზე წუთების ისარი. აბსოლუტურად თეთრი გამხდარიყო, ოთახში შერწყმულ სითეთრესთან შეხამებულად. სხეული სულ გაყინულიყო, ჭაობისფერი თვალები ჩამუქებოდა. ფანჯრიდან მზის სხივები ათბობდა გაყინულ სხეულს. გუშინდელი წვიმის კვალი არსად ჩანდა. ფანჯარაზე მძიმე დარტყმის ხმა ისმოდა. ფრთამოტეხილი მერცხლები მინას ასკდებოდნენ. წითელი სისხლის წვეთები ლაქებად აჩნდა ფანჯარაზე. თითქოს, ეს მხოლოდ მოტეხილი ფრთიდან წამოსული სისხლი კი არა, არამედ მკვდარი ბარტყების სისხლიც იყო, რომელიც კვალის სახით რჩებოდა ფანჯარაზე. უცებ კარი გამეტებით შემოგლიჯეს.
- ისევ შეშლილი ხარ, ანაბელ!
ისევ ირეოდნენ პალატაში თეთრხალათიანები, რომლებიც ნახევრად მკვდარი ანაბელის გამოცოცხლებას ცდილობდნენ. სუსტი გულისცემა ძლივს აღუდგინეს და პულსი, რომელიც საერთოდ არ იგრძნობოდა, საშუალომდე აღსდგა. ფანჯრიდან მოულოდნელად გამქრალიყო წითელი ლაქები. დაახლოებით ერთ საათში ჩამშვიდდა ყველა, ანაბელი კი, უგონოდ მყოფი იყო. პალატაში ექთანი დარჩა მხოლოდ, რომელიც თვალყურს ადევნებდა მას. ბალიშის ქვეშ, კონვერტს მოჰკრა თვალი ქალმა. გამოიღო და კონვერტის გარედან, წარწერას დააკვირდა.
"ლევანს, თეთრ სიყვარულს!"
შემდეგ კონვერტი გაშალა და კითხვა დაიწყო.
"ლევან, მენატრები. არც ერთხელ მითქვამს აქამდე შენთვის.
თუ ღმერთი გწამს, აპატიე შენს თეთრ ანგელოზს, ლევან. აბა, მე რომ ღმერთი მწამდეს, ჩემს უსულო სხეულს არ ვუყურებდი ახლა. ვხედავდი ყოველ წუთს, საკუთარ თავს, როგორ ვმარხავდი ცოცხლად და არაფერი მაჩერებდა. არც ჩემსა და შენ შორის არსებული გრძნობა. არც შენი თვალები. არც შენი სითეთრე.
თეთრ ანგელოზს, რომ ნატრობდი ხოლმე, ახლაც მახსოვს. შენ ეცადე და თავდაპირველად დასმული მძიმე, მრავალწერტილად გადააქციე. გჯეროდა რომ შეიცვლებოდა და მრავალწერტილი გააგრძელებდა ჩვენ შორის ყველაფერს. სამ, თანმიმდევრობით დასმულ წერტილს, რომელსაც იმედის სხივად ინახავდი, მე, ჩემი ხელით გიკლავდუ და ორ წერტილს ვაშორებდი მარჯვნივ. ტყუილად მაღმერთებდი, ლევან. სარკეში ვუყურებ ჩემს თავს და ვერავის ვხედავ, ან სარკეები იმსხვრევა. ცოტა ხნის წინ თავისუფლება ვიგრძენი, ვიცეკვე ჩვენი ტანგო, გიგრძენი, ჩემო მოკლულო ღმერთო. მიყვარხარ, ლევან, ჩემი გარდაცვლილო ღმერთო."
ექთანი ერთხანს მზერამიყინული იყურებოდა. სიტყვების გააზრებას სცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ვერც კი გაეგო ნორმალურად, რა იგულისხმებოდა თითოეულ სიტყვაში. ხან ანაბელს უყურებდა, ხან წერილს. ცოტა ხანში წერილი თავის ადგილზე დააბრუნა და ანაბელის თვის თვალი არ მოუშორებია. მის მზერაში აშკარა დაბნეულობა იკითხებოდა. ალბათ შუაღამე იქნებოდა, ანაბელმა სუსტად რომ გაახილა თვალები.
- მე ვგრძნობ, ჭიამაიები არიან ჩემს სახეზე. - ჩუმი ხმით ამოილაპარაკა. სიტყვების თქმა გაუჭირდა.
- ჭიამაიები?! - ექთანმა წყალი დაალევინა ანაბელს და წამოჯდომაში მიეხმარა.
- წითელი ჭიამაიები არიან ჩემს სახეზე. არ დაფრინავენ. აქ სხედან. მე ვგრძნობ მათ.
ექთანი დუმდა. ანაბელი საუბარს განაგრძობდა. - თვალებშიც ჭიამაიები არიან. ყველა წითელი. ხედავთ თქვენ?!
- მე ვხედავ გაფითრებულ კანს, მხოლოდ.
- მე ახლა ვგრძნობ, რომ კვდებიან ჭიამაიები. უნდათ გაფრენა, მაგრამ ფრთები დააჭრეს. რა დააშავეს ჭიამაიებმა მაინც?! რისთვის აჭრიან მათ ფრთებს?! რა უნდათ მათგან?! უთხარით, რომ არ მოკლან ჭიამაიები. უთხარით, რომ გააცოცხლონ ისინი. - ანაბელმა ხმას აუწია, თხოვნასთან ერთად, ხმამაღალი ტონალობაც იგრძნობოდა. თითქოს, ანერვიულებულიყო იგი.
ექთანმა გადაწყვიტა დამამშვიდებელი გაეკეთებინა, ნერვულ შეტევად ჩათვალა.
- დამშვიდდი, ანაბელ, დამშვიდდი.
- გააცოცხლეთ ჭიამაიები! - ხმაწართმეული ანაბელი სუსტად მაინც ყვიროდა.
- მშვიდად. - ექთანი კი იმავეს უმეორებდა.
- არ უნდა მოკვდნენ წითელი ჭიამაიები.
- არ მოკვდებიან.
- არ უნდა დააჭრან ფრთები წითელ ჭიამაიებს.
- არ დააჭრიან.
- უნდა აცადონ ფრენა და თავისუფლება ჭიამაიებს.
- აცდიან.
- უნდა იცოცხლონ ჭიამაიებმა, ნუ კვდებიან ჩემს სახეზე.
- იცოცხლებენ.
- მერცხლები არ იყო საკმარისი, ახლა ჭიამაიებიც. გაცოცხლდით, ჭიამაიებო! გაცოცხლდით, გთხოვთ! თვალებშიც კვდებიან ჭიამაიები, იცით?! წამწამებიც მცვივა. რატომაა ყველაფერი ასე?!
- დაიძინე, ანაბელ. გაცოცხლდებიან ჭიამაიები.
ესღა იყო და ანაბელს ჩაეძინა. სახის მიმიკები წამებში ეცვლებოდა, ცხადი იყო, რომ რაღაც ესიზმრებოდა და არ ასვენებდა.


***
ჯერ ჯიდევ ანათებდა მკრთალად მზის სხივები კონსერვატორიის ერთ-ერთ მყუდრო კუთხეში. პიანინოსთან იჯდა.
დიდ ოთახში, სადაც დაახლოებით ექვსი ფანჯარა იქნებოდა, მხოლოდ ერთადერთი სარკმლიდან შემოდიოდა მზის ყვითელი შუქი და პირდაპირ, პიანინოს კლავიშებზე დაწყობილ თითებს ეცემოდა ერთ ხაზად. ლურჯი ვენები გამოკვეთილად აჩნდა მტევანზე, თითები გრძელი და თხელი ჰქონდა, თეთრი. მზის ყვითელ შუქზე ლანდავდა, გამჭვირვალე ყოფილიყო, თითქოს და ნათლად დაინახავდით თითების ლამაზ ფერს. სისპეტაკე იგრძნობოდა აღქმულ თითებზე. აბსოლუტურად თეთრად შემოსილიყო სხეულის ყველა დეტალი და ვერც ერთ სხვა ფერს ვერ იპოვიდით, გარდა ლურჯი ვენებისა, რომელიც თანდათან ცისფერდებოდა და უფრო ღიავდებოდა.
შავი, დატალღული თმები მხრებზე ლამაზად დაეფინა. როგორც ყოველთვის, თეთრი კაბა ეცვა.
კლავიშებზე თითები აამოძრავა, ოთახში სიჩუმე პიანინოს კლავიშების ხმამ დაარღვია. ნოტები ერთმანეთს ჰარმონიულად ეწყობოდა, დაბალი ტონალობიდან - შედარებით მაღალი ტონალობისკენ იზრდებოდა. თუმცა, სიმფონია დაბალ ხმაზე ჟღერდა. სხეულს აყოლებდა სიმფონიის ხმას, ოდნავ არხევდა, მოხდენილად. თავს ჯერ მარცხენა, მერე მარჯვენა მხარეს გადასწევდა ან უკან. მხარს ეხებოდა ცივი საფეთქელი. თვალები დაეხუჭა, შესწავლილი ჰქონდა სიმფონია და აღარ სჭირდებოდა ნოტებზე დაკვირვება. სხეულის თითოეულ უჯრედს, რომელიც სიცარიელით იყო სავსე, ახლა ნოტები უვსებდა და თითქოს, საკვებად იყენებდა. სხეული სიამოვნებისგან უცახცახებდა, ფეხებიც უკანკალებდა და ყელზე, არტერია ფეთქავდა ხმით და დიდი სიხშირით. ტემპერატურა უმაღლდებოდა, ტუჩის კუთხეში მსუბუქი ღიმილი უთამაშებდა და მკერდი შესამჩნევად აუდ-ჩაუდიოდა. მარცხენა მხარეს, მაღალი ტონალობის კლავიშს მძიმედ დააწვა და იარაღის გასროლასავით იყო ხმა ოთახში. მერე, რეკვიემის ნოტები დაბალ ხმაზე გაჟღერდა. თმები სახეს უფარავდა და კლავიშებს ნაზად აწვებოდა, მაგრამ ძალასაც ატანდა ამავდროულად. ხალხი რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაინახავდა გოგონასგან წამოსულ მუხტს. მუხტს, რომელიც ოთახის თითოეულ კუთხე-კუნჭულს მოსდებოდა და ვაკუუმს ჟანგბადით ავსებდა. თეთრ გოგონას ყელში მძიმედ აწვებოდა ბურთი. ადგილი გამოენახა მისთვის და ბინა დაედო ამ ბურთს, თითქოს. ნერწყვის გადაყლაპვაც უჭირდა და სუნთქვაც გაუძნელდა. ლოყები დაუნამა მლაშე სითხემ, რომელმაც ნაპრალი დატოვა სახეზე და ყოველი ერთი წვეთისას, უკვე განვლილ გზას, თავიდან გადიოდა, კანს უწვავდა. ყბასთან, ცრემლის რამდენიმე წვეთი უხეშად შერჩენოდა, მაგრამ არაფრის დიდებით იშორებდა. სხეული ოფლში ეწურებოდა. გეგონებოდა, პიანინოს დაკვრის ნაცვლად, სიკვდილს ებრძოდა თეთრი სხეული, მაგრამ ჰარმონია იგრძნობოდა მაინც.
იქვე, ოთახის მეორე კუთხეში, ბნელოდა. მხოლოდ თვალები ანათებდა, შედარებით მკაფიოდ. სუნთქვა ნორმალური ჰქონდა. იჯდა, ხელები მუხლებისთვის შემოეხვია, თავი ჩამოედო და პიანინოსთან მჯდარს უცქერდა.
- შენ შესანიშნავი ხარ, ანაბელ! - სუსტი ხმით დაიღმუვლა.
- ანაბელ, გამეცი ხმა, გამაგონე, მჭირდება. - ლომკა ჰქონდა ანაბელის ხმის მოსმენის.
- ნუ მტანჯავ, ანაბელ! არ გეცოდები?! - კიდევ უფრო დასუსტებულიყო. ახლოს არ მიდიოდა, პიანინოზე კლავიშების ხმა ისევ არ წყდებოდა. თანხმობას ელოდა, რომ ფეხზე წამომდგარიყო მივარდნილი სხეულით.
- ლევან, ჩემო ლევან. - ნერვული სიცილი ისმოდა ოთახში, ხმამაღლა. ფსიქოლოგიური მომენტი შექმნილიყო. ტვინში ნეირონები ერთმანეთს ეჯახებოდა და თავზე ხელებს იშენდა ტკივილისგან.
- მანდ მოვალ, ანაბელ, გთხოვ. - სასოწარკვეთას მოეცვა ლევანის ხმა. ოდნავ წამოიწია.
- ადგილზე დაბრუნდი, ლევან.
მძიმედ დაენარცხა სხეული იატაკზე, ისევ. კლავიშს მძიმედ დაარტყა ხელი, რამდენჯერმე ანაბელმა. გამაყრუებელი ხმა გაისმა, საზარელი.
- ვხვდები, რომ მწამს შენი, მაგრამ მინდა სიკვდილი შენს გარეშე.
- მე არ მინდა, ანაბელ. მომიშვი მანდ. - ოდნავ სიმტკიცე იგრძნობოდა ლევანის ხმაში.
- მშვიდად, ლევან. გამოსცადე მოთმინება.
- აღარ შემიძლია მეტი, ანაბელ, აღარ. - უზარმაზარი ტკივილი იგრძნობოდა ლევანის ხმაში. თითქოს და, სევდა ყოველ წუთს ორგანიზმს უჭამდაო.
- მიყურე, ლევან!
- მტკენ, გაიგე?! გესმის?! გრძნობ?!
- ეგოისტობა, ან თუნდაც მაზოხისტობა დაარქვი ამას, მაგრამ მე მსიამოვნებს.
- მე ვერ გაგირბივარ, ისე მოგეჯაჭვე, ანაბელ.
ხელები კლავიშებზე მარცხნიდან მარჯვნივ გადაატარა ანაბელმა, მიყოლებით. ნოტები ერთმანეთს აერია და ქაოსი შეიქმნა.
ფეხზე წამოდგა ანაბელი, ლევანისკენ წავიდა, გვერდით დაუჯდა და თავი მხარზე ჩამოადო.
- რეალურად, მეც ისევე მინდოდა შენთან, როგორც შენ ჩემთან, მაგრამ მე აქ გაჟღერებულ ნოტებში გამოვხატავდი და არა, სიტყვებით. - თავი ლევანის მხარს ჩამოადო და სხეული გაუთბა. წამში შეცვლილიყო მისი მდგომარეობა, მაგრამ ლევანის ნორმალური სუნთქვა, ოდნავ აჩქარებულიყო.
- ანაბელ, ჩემო თეთრო ანგელოზო!
ანაბელის ბაგეებს შეეხო ლევანი, საგრძნობლად იმატა ტემპერატურამ და სისხლის მოძრაობამ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 მოდერი სალანდერი

მიყვარხარ ❤
დავბრუნდები ❤

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
მიყვარხარ ❤
დავბრუნდები ❤

ძალიან მიყვარხარ, პატარა!

 


№3  offline წევრი -ლილუ

დილას რომ შენით დაიწყებ...(აზრობ ხო...?!
თეთრი...(ჩემი ფერი ვერ არის რა...)
წმინდაა რაღაცნაირა...(იცი ხო)
წვიმა მე'სულნაწილება...(იცი)
წვიმის წვეთების დაკრულზე არა....
მე წვიმასთან ცეკვა მიყვარს დაუსრულებლად ბოლო წვეთამდე...
ყველა სიტყვა...
ასო...
სასვენი ნიშანი...
ვიგრძენი...(გიგრძენი)
და ბოლოს...
სხეული თეთრი ტილოა...
ცხოვრება მხატვარი...
ნ ა ხ ა ტ ი....
სარკეში შენი ანარეკლი(ესე ვფიქრომ მე)
ელპინ'ო შენ რა გითხრა...
ისევ მედრამადედოფლები...
ისევ ყველაზე გასული...
ელ'პი'ნი'სეული(სხვანაირად ვერ რა...)

 


№4  offline ადმინი ელპინი

-ლილუ
დილას რომ შენით დაიწყებ...(აზრობ ხო...?!
თეთრი...(ჩემი ფერი ვერ არის რა...)
წმინდაა რაღაცნაირა...(იცი ხო)
წვიმა მე'სულნაწილება...(იცი)
წვიმის წვეთების დაკრულზე არა....
მე წვიმასთან ცეკვა მიყვარს დაუსრულებლად ბოლო წვეთამდე...
ყველა სიტყვა...
ასო...
სასვენი ნიშანი...
ვიგრძენი...(გიგრძენი)
და ბოლოს...
სხეული თეთრი ტილოა...
ცხოვრება მხატვარი...
ნ ა ხ ა ტ ი....
სარკეში შენი ანარეკლი(ესე ვფიქრომ მე)
ელპინ'ო შენ რა გითხრა...
ისევ მედრამადედოფლები...
ისევ ყველაზე გასული...
ელ'პი'ნი'სეული(სხვანაირად ვერ რა...)

ლილუ,
ძალიან მაგარი დილა გათენდა დღეს, იცი?!
სასწაული ხარ, საოცრება, საშინლად მგრძნობიარე, არ ვიცი, ძალიან ბევრი რამე ხარ შენ, რაც თვითონაც იცი, ჰო?!
მე ყველა ფერი მიყვარს. თეთრი, განსაკუთრებით. სულ სხვანაირია, სპეტაკი, ლამაზი და თოვლი . . .
ნეტავ წვიმა რამდენ ხანს დაუკრავს სხეულზე . . .
ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი ხარ და ხარ, უზომოდ მახარებ შენ მე, საოცარო!

 


№5  offline მოდერი ჰაიკო

რა უნდა ვთქვა ელპინ, შენ ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი ხარ ამ საიტზე იმ მცირერიცხოვან გამორჩეულ მწერალთა შორის, ვის ნაწარმოებებსაც ვკითხულობ ხოლმე და პრეტენზია და შენიშვნები არ მიჩნდება, მართლწერა, დიალოგები, გარემო - ყველაფერი თანაბრად და იდეალურადაა, ძალიან მინდა რამე შენიშვნა მოგცე-ეს ძალიან მიყვარს! მაგრამ ვერაფერს ვპოულობ:D
მოკლედ, ყოჩაღ!
ერთი დიდი "კი" ჩემგან:D
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№6 მოდერი სალანდერი

იმდენი ფრაზა "ამოვიწერე" და იმდენი მეცნო, რომ . . .
ეშმაკით შეპყრობილი, მაგრამ მისივე ანგელოზის მიერ გაღმერთებული ლევანი? - საშინლად ლამაზი იყო ეს ყველაფერი. . .
გულის ამრევად ლამაზი იყო ეს ყველაფერი. . .
წვიმა, თოვლი, ღმერთი, ეშმაკი და ამ ყველაფრის გადამკიდე ჭკუიდან შეშლილი ანაბელი. . .
ისე ლამაზად წერდი წვიმაზე, წამით სხეულში სისხლი ამტკივდა. სისხლი რომელიც ერთ დღეს, ზუსტად წვიმაში ისე ამიდიდდება, ჯებირები რომლებსაც ვენები წარმოადგენს ვეღარ დაიტევს და აი მაშინ. . .
იწვიმებს !
ანა'ბ'ელი.
ჩემი აზრით ანაბელი შეშლილია, დიახაც არის და ამაშია მისი საიდუმლოც.
" - შენ როგორ შემამჩნიე?
- მიწაშიც რომ ჩამძვრალიყავი მაინც გიპოვიდი" - ჰო ელ, ჰო, ეგაა.
და შენ გაიზარდე. . .
ძალიან გაიზარდე და ის საერთო, რაც ადრე ხშირად ჰქონდათ შენს ნაწერებს, სადღაც გაქრა. . .
კიდევ იმდენი რამის თქმა მინდა, ოღონდ ახლა და ოღონდ აქ არა.
ამიტომ უბრალოდ და მოკლედ:
ეს შემდგარი მწერლის ნაწერია!
მიყვარხარ ❤
წერე❤

 


№7  offline ადმინი ელპინი

ჰაიკო
რა უნდა ვთქვა ელპინ, შენ ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი ხარ ამ საიტზე იმ მცირერიცხოვან გამორჩეულ მწერალთა შორის, ვის ნაწარმოებებსაც ვკითხულობ ხოლმე და პრეტენზია და შენიშვნები არ მიჩნდება, მართლწერა, დიალოგები, გარემო - ყველაფერი თანაბრად და იდეალურადაა, ძალიან მინდა რამე შენიშვნა მოგცე-ეს ძალიან მიყვარს! მაგრამ ვერაფერს ვპოულობ:D
მოკლედ, ყოჩაღ!
ერთი დიდი "კი" ჩემგან:D

ჰაიკო, ცოტა გაოცებული ვარ, იცი?! მგონი, არ მოვედი ამდენ კომპლიმენტს შენგან და მიკვირს ცოტა, მაგრამ ძალიან მიხარია და რა სასიამოვნოა ასეთი სიტყვები!
რაღა უნდა გითხრა, უღრმესი მადლობა, რომ მკითხულობ და პატივში ვარ, ფაქტობრივად.
მიღებულია "კი"! :დ

სალანდერი
იმდენი ფრაზა "ამოვიწერე" და იმდენი მეცნო, რომ . . .
ეშმაკით შეპყრობილი, მაგრამ მისივე ანგელოზის მიერ გაღმერთებული ლევანი? - საშინლად ლამაზი იყო ეს ყველაფერი. . .
გულის ამრევად ლამაზი იყო ეს ყველაფერი. . .
წვიმა, თოვლი, ღმერთი, ეშმაკი და ამ ყველაფრის გადამკიდე ჭკუიდან შეშლილი ანაბელი. . .
ისე ლამაზად წერდი წვიმაზე, წამით სხეულში სისხლი ამტკივდა. სისხლი რომელიც ერთ დღეს, ზუსტად წვიმაში ისე ამიდიდდება, ჯებირები რომლებსაც ვენები წარმოადგენს ვეღარ დაიტევს და აი მაშინ. . .
იწვიმებს !
ანა'ბ'ელი.
ჩემი აზრით ანაბელი შეშლილია, დიახაც არის და ამაშია მისი საიდუმლოც.
" - შენ როგორ შემამჩნიე?
- მიწაშიც რომ ჩამძვრალიყავი მაინც გიპოვიდი" - ჰო ელ, ჰო, ეგაა.
და შენ გაიზარდე. . .
ძალიან გაიზარდე და ის საერთო, რაც ადრე ხშირად ჰქონდათ შენს ნაწერებს, სადღაც გაქრა. . .
კიდევ იმდენი რამის თქმა მინდა, ოღონდ ახლა და ოღონდ აქ არა.
ამიტომ უბრალოდ და მოკლედ:
ეს შემდგარი მწერლის ნაწერია!
მიყვარხარ ❤
წერე❤

შეიძლება, რომ ვიტირო?!
მართლა, რა.
იმდენი რამეა ჩვენი, ისე გაუაზრებლად დაწერილი, ვერ ვგრძნობდი, რომ ამას ვწერდი.
არა და, სულ სავსეა, ხომ ხედავ . . .
თეთრი ანაბელი, ყველაზე შეშლილი და ჩვენი, ჰო . . .
საშინლად მიყვარხარ, ეშმაკო!
ძალიან და დაუსრულებლად მიყვარხარ, ჩემო ღმერთო!

 


№8  offline წევრი მარიკუნაა♥️

შეძლებ. ;)
მჯერა შენი და
იცი ეს რა მაგარია?
მიყვარხარ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№9  offline ადმინი ელპინი

მარიკუნაა♥️
შეძლებ. ;)
მჯერა შენი და
იცი ეს რა მაგარია?
მიყვარხარ.

მარიკუნა,
გელოდი, იცი?!
მადლობა, რომ გჯერა და რომ ხარ!
მიყვარხარ მეც!

 


№10  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

მოვედი
ყოველთვის,როდესაც შენს ისტორიაზე კომენტარს ვწერ ვამბობ, რომ ვიღიმი და ასეც არის ხოლმე ...
ახლა...
ახლა ...
ახლა კი...
ვიტირე
პირველად შენ ისტორიაზე ელპინ...
ახლა უბრალოდ გაუაზრებლად ვტირი....
ეშმაკჩასახლებულის და მისი ღმერთის სიყვარული...
მეორეჯერ ვაწყდები ამ სიტუაციას და მგონი მალე დავიჯერებ....
ისევ წყალი უკრავდა შენი მეშვეობით.
ჯერ ზღვა...
ახლა წვიმა...
მაგრამ აქ ყველა ნოტი არ მოქმედებდა...
იმდენად ძლიერ იყო მასში ეშმაკი,რომ მისი ღმერთისთვის ტკენას აგრძელებდა ...
თეთრ სამყაროს იქმნიდა
და
მეორე თეთრს ტკენდა...
არადა ერთმანეთს "უხდებოდნენ"...
აწამებდა,მაგრამ არ ჩერდებოდა
თეთრი???
რაღაცნაირი ფერია.....
ყველა ფერი შეიძლება დაამჩნდეს...
შენს ისტორიაში
წითელი ცვლიდა...
თავისუფლების მოპოვებასაც კი განსაკუთრებულად ცდილობდა
მომეწონა გესმის ძალიან მომეწონა
საოცრება იყო,რადგან პირველი იყო შენს ისტორიებს შორის,რომელმაც ჩემი ატირება შეძლო...❤ ❤ ❤

 


№11  offline ადმინი ელპინი

meocnebe avadmyopi
მოვედი
ყოველთვის,როდესაც შენს ისტორიაზე კომენტარს ვწერ ვამბობ, რომ ვიღიმი და ასეც არის ხოლმე ...
ახლა...
ახლა ...
ახლა კი...
ვიტირე
პირველად შენ ისტორიაზე ელპინ...
ახლა უბრალოდ გაუაზრებლად ვტირი....
ეშმაკჩასახლებულის და მისი ღმერთის სიყვარული...
მეორეჯერ ვაწყდები ამ სიტუაციას და მგონი მალე დავიჯერებ....
ისევ წყალი უკრავდა შენი მეშვეობით.
ჯერ ზღვა...
ახლა წვიმა...
მაგრამ აქ ყველა ნოტი არ მოქმედებდა...
იმდენად ძლიერ იყო მასში ეშმაკი,რომ მისი ღმერთისთვის ტკენას აგრძელებდა ...
თეთრ სამყაროს იქმნიდა
და
მეორე თეთრს ტკენდა...
არადა ერთმანეთს "უხდებოდნენ"...
აწამებდა,მაგრამ არ ჩერდებოდა
თეთრი???
რაღაცნაირი ფერია.....
ყველა ფერი შეიძლება დაამჩნდეს...
შენს ისტორიაში
წითელი ცვლიდა...
თავისუფლების მოპოვებასაც კი განსაკუთრებულად ცდილობდა
მომეწონა გესმის ძალიან მომეწონა
საოცრება იყო,რადგან პირველი იყო შენს ისტორიებს შორის,რომელმაც ჩემი ატირება შეძლო...❤ ❤ ❤

მეოცნებე ავადმყოფი,
როგორ შეგიძლია შენ ასეთი თბილი იყო?!
და ასეთი ლამაზი სახელი გერქვას?!
მგონი, საჩუქარი ხარ შენ, იცი?!
ღმერთო, გული სასწაულად გამითბე და ეგოისტურად მიხარია, რომ იტირე. ზოგადად, მე ყოველთვის ვამბობ, რომ, როცა ჩემს ნაწერზე იტირებენ, ესე იგი, რაღაც შევქმენი და საშინლად მომწონს. სულ ვამაყობ ჩემი თავით ამ დროს და მადლობა, რომ იტირე.
საოცარი გოგო ხარ შენ, რა მარტივად შეგიძლია გული გაუთბო ადამიანს!
მართლა გულით მიხარია, რომ აქ ხარ და მკითხულობ!
სასწაული ხარ შენ!

 


№12  offline წევრი qetulaa

Sulit xorcamde shemzra am yvelaferma elpin, cakitxvaisas vgrznobdi, rogor sheachera sisxlma mozraoba, shemdeg ashxuilda da iseti siscrafit chairbinaa, zlivs davaoke guli, raunda gitxra chemo unichierrso, saocrad satuti suli gaqvs, aseve gaqvs shercheuli sityvebic da grznobebicc, axla imdenad bevri satqmelia chemshi, davibeni ra vtqva pirveli, amitom gauchereblad getyvi yochaggggggg

 


№13  offline ადმინი ელპინი

qetulaa
Sulit xorcamde shemzra am yvelaferma elpin, cakitxvaisas vgrznobdi, rogor sheachera sisxlma mozraoba, shemdeg ashxuilda da iseti siscrafit chairbinaa, zlivs davaoke guli, raunda gitxra chemo unichierrso, saocrad satuti suli gaqvs, aseve gaqvs shercheuli sityvebic da grznobebicc, axla imdenad bevri satqmelia chemshi, davibeni ra vtqva pirveli, amitom gauchereblad getyvi yochaggggggg

ქეთი, საოცარი გოგო ხარ შენ, ხომ იცი, არა?!
რა შეგრძნებებს შეუპყრიხარ, უჰ!
როგორ მომწონს, ნეტავ იცოდე. სასწაული გოგო ხარ შენ, რომ ასე ხედავ და გესმის ყველაფერი. გული გამითბე, მართლა. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, გაფასებ მე შენ!

 


ელ პინ, ბოლომდე წამოგყევი კითხვაში, ბოლომდე ინტერესით ვადევნებდი თვალს შენს "დაქარგულ", (ჰო, სწორედ, რომ დაქარგულ) ნამუშევარს და ბოლომდე შევიგრძენი ჭკუიდან შეშლილი ადამიანის ცხოვრების წუთები. ეს სერიოზული ნამუშევარია, გოგონი. ბედნიერი ვარ, რომ შორიდან, მაგრამ ამავდროულად ახლოდან გიცნობ. წარმატებები მინდა გისურვო, ჩემო რჩეულო მწერალო და მოუთმენლად დაველოდები მეორე ნაწილს, რომ კიდევ შევიგრძნო შენი შემოქმედების კითხვისგან გამოწვეული სიამოვნება. გაკოცე ბევრი ❤️❤️❤️

 


№15  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ელ პინ, ბოლომდე წამოგყევი კითხვაში, ბოლომდე ინტერესით ვადევნებდი თვალს შენს "დაქარგულ", (ჰო, სწორედ, რომ დაქარგულ) ნამუშევარს და ბოლომდე შევიგრძენი ჭკუიდან შეშლილი ადამიანის ცხოვრების წუთები. ეს სერიოზული ნამუშევარია, გოგონი. ბედნიერი ვარ, რომ შორიდან, მაგრამ ამავდროულად ახლოდან გიცნობ. წარმატებები მინდა გისურვო, ჩემო რჩეულო მწერალო და მოუთმენლად დაველოდები მეორე ნაწილს, რომ კიდევ შევიგრძნო შენი შემოქმედების კითხვისგან გამოწვეული სიამოვნება. გაკოცე ბევრი ❤️❤️❤️

ქეთი, როგორი თბილი და საყვარელი ხარ!
შენგან ასეთი სიტყვების მოსმენა, უდიდესი ბედნიერებაა, შეიძლება ვიტირო კიდეც . . .
როგორ მჯერა შენი სიტყვების, რომ იცოდე, როგორი გულწრფელი ხარ, ქეთი. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ გიცნობ და ასე ახლოს ხარ ჩემთვის.
მიყვარხარ მე შენ, საოცარო! ❤️

 


№16  offline წევრი სიბილა

ესრატომ გამომრჩა,რატომ არავინ მითხრა წაიკითხეო?მეორე ნაწილი როდის იქნება?რაც წაიკითხე ეს სულიერი მდგომარეობაააააა,ძალიან მძიმე თანაც.არ მემეტები ამ ტკივილისთVის.უნდა შეფერადდე და გარეალურდე.ისე კი, ბოლო სიტყვამდე ემოციური შტორმი იყო.კინაღAმ წამიღო.გავუძელი და დავრჩI, რომ მეორე ნაწილი წავიკითხო(ამჯერად მწვანე).

 


№17  offline ადმინი ელპინი

სიბილა
ესრატომ გამომრჩა,რატომ არავინ მითხრა წაიკითხეო?მეორე ნაწილი როდის იქნება?რაც წაიკითხე ეს სულიერი მდგომარეობაააააა,ძალიან მძიმე თანაც.არ მემეტები ამ ტკივილისთVის.უნდა შეფერადდე და გარეალურდე.ისე კი, ბოლო სიტყვამდე ემოციური შტორმი იყო.კინაღAმ წამიღო.გავუძელი და დავრჩI, რომ მეორე ნაწილი წავიკითხო(ამჯერად მწვანე).

ოჰ, რუსა, შენი საოცარი შეფასებები და სიტყვები, როგორ მოდის გულამდე და მათბობს, რომ იცოდე და რა ლამაზად იცი ყველაფრის თქმა, ემოციებს მიღვიძებ.
მეორე ნაწილი . . .
ხომ გესმის . . .
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.