შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ანუ შენ (მე-4 ნაწილი)


18-11-2018, 12:04
ავტორი Alice76
ნანახია 2 645

-ისე,კატო მაგარი შერეკილი ჩანს-ჩაიცინა ტატომ და გვერდით გადგა,რათა ვია კარში გაეტარებინა.
-არის კიდეც-თავი დარწმუნებით დაიქნია გოგონამ.
ბიჭს ისე უყურებდა,თითქოს ეშურებოდა. ვერაფრით წარმოედგინა,რომ ასეთი ცოცხალი და მხიარული,ერთ დღეს ს გადაწყვეტდა.
-ტატო-წამოიწყო და მისიით გათამამებულმა, მასზე გაცილებით მაღალს,ხელი გადაჰხვია-რაზე ოცნებობ?
ბიჭმა ჩაიფრუტუნა და ღიმილით გადახედა.
-ბევრ რამეზე.
-მაინც?
-რავი აბა,მაგალითად ჩემმა მშობლებმა დამრთონ ნება,ფეხბურთს მივხედო და ათასორ მასწავლებელთან აღარ მატარონ,ექსტეკექტის ასმაღლებლად.
-ფეხბურთელობა გინდა?ეგ ჩვენს ქვეყანაში არამიმგებიანია.
-მასე მხოლოდ იურისტობა და ექიმობაა მომგებიანი. მაგაზე თუ იფიქრე,რითი ვიშოვი ყველაზე მეტ ფულსო,იმ ყველაფერს ჩამოიტოვებ უკან,რაც მნიშვნელოვანია. რაც შენ შენად გაქცევს.
-ნამდვილად არ მეგონა,ასეთი “ფიქრიანი” თუ იყავი-გულწრფელად გაოცდა ვია.
-მე კი არ მეგონა,უცხოპლანეტურის გარდა,სხვა ენაზეც თუ შეგეძლო საუბარი-უპასუხა ბიჭმა.
-აუ ტატო-ვედრებით შეხედა.
-აუ,ვია-გაიცინა ბიჭმა.-რამ შეგაწუხა?
-გეხვეწები რა,მიჰყევი მაგ ოცნებას.
-რა დაგემართა?-შეჩერდა ტატო და სერიოზულად შეჰხედა-რაღაც ვერ ხარ,ხო?
თვალი აარიდა.
როდესაც კვლავ მარტონი დარჩნენ,საკუთარმა მომავალმა მემ უამბო,რაც ტატოზე იცოდა.
-ყველა ჭორაობდა-ზიზღით დამანჭული სახით ყვებოდა-ქალის გამო მოიკლა თავიო. რა სისულელეა,არა? ანი მხოლოდ საბაბი იყო და არა მიზეზი. ტატომ საკუთარ თავს ვერ აპატია შეცდომა. ყველა ებრძოდა მისი და ანის სიყვარულს. გოგონასთვის მიუწვდომელი და სანატრელი იყო ეს გრძნობა,ბიჭისთვის კი აკრძალული ხილი. დაკრძალვაზე მყოფებიდან ყველაზე ნალებად ალბათ მე ვიცნობდი ტატოს,მაგრამ მაინც გავუგე. მას სჯეროდა,რომ სიყვარულისთვის იბრძოდა,რომ მთელი ქვეყნიერება უაზრო პრინციპების გამო ეწინააღმდეგებოდა,ამიტომაც აირჩია ანა. ყველამ უარჰყო. გავიგე,რომ ყოფილი ძმაკაცები აღარც კი ესალმებოდნენ,დედამისმა სახლის კარი გადაურაზა და უთხრა,რომ მისი შვილი აღარ იყო.წარმოიდგინე,ყველამ,ვისაც ახლა იცნობ,ზურგი რომ გაქციოს იმის გამო,რომ მათი აზრით არასწორი ადამიანი გიყვარს.
სწორედ ეს უკეთებდა ცეხლს ტატოს გრძნობას და არა ანა. უნდოდა,ყველასთვის დაემტკიცებინა,რომ მათი ტ*აკის საქმე არ იყო,ვის შეიყვარებდა.
გაისწორა თავისი და შეხედა ანას.
მიხვდა,რომ მათ სიყვარულს საწვავი ელეოდა. ქალი,რომელიც კაცის სიყვარულის მოსაპოვებლად ბავშვობიდან იბრძვის,ასე უცბად არ წავა. ანას არ მიუტოვებია,ტატომ მიატოვა.იმიტომ,რომ მიხვდა-მიზანმა არ გაანართლა საშუალება.
მარტო დარჩენილი კი უბრალოდ ვეღარ გაუმავდა რეალობას,სადაც არავის უყვარხარ,არც შენ გიყვარს რამე და შენი ყოფაც გადარჩენაა და არა ცხოვრება.
ვიას ორი რამ აფიქრებდა.
პირველი,რა თქმა უნდა,ტატოს სიკვდილი იყო,მეორე კი ის,თუ როგორ ესმოდა ბიჭის მომავლის ვიას.
ისე საუბრობდა მის გრძნობებზე,თითქოს თავად გამოეცადა მსგავსი მარტოობა.
ტატოს სახელის ხმამაღალმა ძახილმა გამოაფხიზლა.
ისევ ანა იყო. კვლავ მოპირდაპირე მხარეს იდგა და მოუთმენლად ელოდა ბიჭს.
ტატომ დაბნეული მზერით შეხედა ვიას და მობოდიშებისთვის პირი დააღო.
გოგონამ წამებში გაიაზრა, რა მოჰყვებოდა მის უმოქმედობას.
თუ ახლა ანასთან გაუშვებდა,ესე იგი,მომდევნო დღესაც იგივეს გააკეთებდა,ანდა ბიჭი თავადვე დაემშვიდობებოდა და ანასთან ერთად წამოვიდოდა სკოლიდან. წლების შემდეგ კი,საფლავთან მდგარი ვერაფრით გაიმართლებდა თავს.
-ან ახლა,ან არასდროს-შეუძახა თავს,ბიჭს მკლავში წვდა,მისკენ შემოაბრუნა,ტანზე აეკრო და ტუჩებში წვდა.
ეგონა,ტატო გაოგნებული მოიშორებდა და იმის მაგივრად,რომ პირველი კოცნის შეგრძნებას დაჰკვირვებოდა,იმაზე ფიქრობდა,რითი გაიმართლებდა თავს,თუმცა ასე არ მოხდა. ბიჭმა ხელები მოჰხვია,ჰაერში აიტაცა და უფრო მომთხოვნად მიაწება ტუჩები.
მაშინ კი გაიაზრა,რას აკეთებდა. თვალები თავისით დაეხუჭა და სასიამოვნო,თბილი სურნელი შეუშვა ფილტვებში.
ორი დღის წინ ვინმეს რომ ეთქვა,ტატო აფციაურს ყველას დასანახად დაეტაკები და აკოცებო,სიცილით მოკვდებოდა,თუმცა ახლა დიადი მისია ამოძრავებდა და სირცხვილსაც ვერ გრძნობდა.
სწორედ ამ მისიით ამართლებდა მუცელში გაჩენილ უცნაურ ფუთფუთს,რომელიც დიაფრაგმას გადიოდა და გულთან ფეთქდებოდა,ამართლებდა ნაპერწკლებს ტვინში,რომლებიც სხეულში ელვის სისწრაფით ფეთქდებოდნენ და სამყაროს ყველა განზომილებას ავიწყებდნენ.
ვერ გაიგო,როდის დეშვა მიწაზე,მაგრამ როდესაც მიხვდა,რომ მყარად იდგა,თვალები გაახილა. მის სახესთან რამდენიმე მილიმეტრში დახრილიყო ტატო და იღიმებოდა.
-ტუჩები ლოყებზე ფუმფულა გაქვს-უთხრა და ნაზად აკოცა.
“დიადმა მისიამ” ვეღარ უშველა. სახეზე ცეცხლი მოედო,უკან გაიწია,თუმცა წელზე მოხვეულმა ბიჭის ხელებმა არ გაუშვეს,მიიზიდეს და მკერდზე მიიხუტეს.
-დამშვიდდი-უჩურჩულა და თმებზე ფრთხილად დაუსვა ხელი.
რამდენიმე წუთი გულის ცემას უსმენდა,ორს ერთდროულად. გაოცებულმა აღმოაჩინა,რომ მისი უფრო ნაკლებ ბიძგებს ასრულებდა,ვიდრე ტატოსი. ამან დააწყნარა.
თვალებში ჩახედვის სხვენოდა,გარშემო გახედვის-მით უმეტეს,ამიტომ მაგრად ჩაერგო ცხვირი ბიჭის თბილ მკერდში და ამოყოფას არ ჩქარობდა.
მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა სამყაროს,როდესაც საკუთარი სახელი მოესმა. ნაცნობი ხმა იყო,თავი სწრაფად ასწია და რამდენიმე მეტრში მდგარ რატის შეჰხედა.
-ვია,კარგად ხარ?-ბიჭი ეჭვით უყურებდა ჩახუტებულებს.
-რატომ უნდა იყოს ცუდად?-მის მაგივრად დაილაპარაკა რატიმ,მოხვეული ხელები არ გაუშვია.
-კარგად მყოფი ადამიანი შენ არ გაგეკარება-ჩაიცინა რატიმ და ირონიულად მიაჩერდა.
ვიამ იგრძნო,როგორ დაიძაბა ბიჭის სხეული,თითები მაგრად ჩასჭიდა მხრებზე და უჩურჩულა.
-არ გინდა,არ აჰყვე. კარგად ვარ,რატი-თქვა ხმამაღლა-მადლობა მოკითხვისთვის.
-წამოდი,სახლში გაგიყვან-არ მოეშვა ბიჭი.
ახლა კი მოშორდა ტატოს სხეული და რატის აესვეტა წინ.
-რას ვერ მიხვდი?-თავი წინ წასწია და ჯიქურ მიაჩერდა-თავისუფალი თემა უნდა დაგიწერო არა მკითხე მოამბეებზე?
მსგავს სიტუაციაში პირველად აღმოჩენილი ვია აზრზე არ იყო,რა გაეკეთებინა. ვერც ტატოს შეჩერებას ბედავდა,ვერც უმოქმედობას.
-ამათ ვის ვხედავ!-მოესმა საკუთარი ხმა და შვებით ამოისუნთქა. ვია-კატო ქერა თმების ფრიალით უახლოვდებოდათ.
დაძაბულობამ უკან დაიხია და მოქიშპეები მტრული მზერით შემოიფარგლნენ.
-რატი!-მიეჭრა გოგონა და ხელი ჩაჰკიდა-ხომ მითხარი,რომ მათემატიკაში დახმარება გჭირდებოდა,რატომ არ შემომიარე?
-სად?-დაიბნა ბიჭი.
კატომ უცბად დააძრო შავ-ვარდისფერი ბარათი და ლამის ცხვირში შესჩარა.
-მეორე სართული,მეცხრე კაბინეტი. -ვიას და ტატოს მიუბრუნდა და ორეულს გაბრწყინებულმა შეჰხედა-ვია,დავალების შესრულებას ასე კარგად არ ველოდი,ყოჩაღ,ათიანი!
ვიამ თავი ვერ შეიკავა და ჩაიფხუკუნა,კატო კი განაგრძობდა ლაყბობას.
-აჰ,ძალიან დამღლელი კი არის ეს სკოლა. რატი,ქალაქის ცენტრში ცხოვრობ ხომ? მეც გამაყოლებ ესე იგი.
ბიჭმა დინჯად დაუქნია თავი,კიდევ ერთხელ გადახედა მტრულად ტატოს და მანქანისკენ დაიძრა.
-რატომ მოიქცა ასე?-ვიამ გარემო მოათვალიერა,ანა არსად ჩანდა.
ტატომ ჩაისუნთქა და ღიმილით მიუგო
-არ ვევასები რა. შენ თუ გიცნობდა,არ ვიცოდი.-ვითომ უდარდელად წაილაპარაკა.
-გუშინ გავიცანი,კატოს კლუბთან დაკავშირებით.
-ოო. მე და ეგ ერთად ვერ მოვძოვთ ბალახს-ჩაიცინა-წამო-ახლოს დაუდგა და ეშმაკურად შეჰხედა-კოცნის დედოფალო.
ვიამ სახეზე ხელები აიფარა და თითებს შორის გამოიხედა.
-აუ,ტატო...
-ე,ე! ნუ მორცხვობ-გადაიხარხარა და ხელები ჩამოუწია-თანაც,მგონი ვხვდები,რატომაც გააკეთე ეგ ახლა და აქ.
-მართლა?-უარესად აალდა გოგონა.
-ანას უთხარი,გაა*ვიო.-მოცინარი სახე უცბად დაუსერიოზდა-ბოდიში.
-არაუშავს,სადაც შენს სატრფოს გავა**მევინე-გადაიხარხარა ვიამაც და მწვანე თვალებს სიამოვნებით ჩახედა.
-ჩემი სატრფო არაა-კეფა მოიფხანა ბიჭმა და ვიასთან ერთად დაიძრა.
-აბა?
ტატო ცოტა ხანს მდუმარედ გაჰყურებდა გზას.
-თუ არ გინდა,არ მითხრა...
-ჩემთან ახლოს ცხოვრობს,რაღაც პონტში ნათესავებივითაც ვართ-წამოიწყო-ძაან რაღაცნაირი გოგოა რა,როგორ აგიხსნა. მაგას თუ დაელაპარაკე,იმასაც დაგაჯერებს,რომ მზეზე ცხოვრება შეიძლება. ერთხელ დავლიეთ უბანში და...-სიტყვების შერჩევას ცდილობდა-სადგურთან,ხო იცი? გაფუჭებული მატარებელი რომ დგას,იქ წავედით,ვითომ ვსეირნობდით,მაგრამ მთვრალი ვიყავი და ვაკოცე... უფრო სწორად ნუ,ხო ხვდები რა... არ უნდა მექნა მასე.
-ტატო...-წამოიწყო ვიამ და ეცადა,იმისთვის,რასაც ფიქრობდა,სიტყვიერი გამოხატვა მოეძებნა-ასე შენს თავს დაკარგავ. მნიშვნელობა არ აქვს,ბიჭი ხარ თუ გოგო,ადამიანმა შენი გრძნობები ყველას არ უნდა გაუნაწილო. ის ვისაც ჰკოცნი,ვისაც უღიმი,ვისაც ეხმარები... შეიძლება ბოროტულად ჟღერს,მაგრამ ყველას არ უნდა მიაქციო ყურადღება.
-რას გულისხმობ?-უსიამოვნოდ შეჭმუხნა წარბები.
-შეიძლება ახლა ფიქრობდე,რომ არაფერი მოხდება,თუ კი გოგოს აკოცებ,მაგრამ ეს ასე არაა. მას შენს რაღაც ნაწილს უტოვებ,თუნდაც საუბრით ან ყურადღებით. ახლა შენთვის არაფერია ერთი კოცნა,თუმცა მომავალში... ჩვენს თითოეულ მოქმედებას საპასუხოდ მოჰყვება ათასი და შეიძლება ის,რაც ახლა არაფრად მიგაჩნია,შემდგომში დიდ პრობლემად იქცეს. თუნდაც რატი ავიღოთ.შესაძლოა ახლა არაფერი მოხდა,მაგრამ კიდევ ხომ შეხვდები?
-მაგაზე არ იდარდო-მოუჭრა ბიჭმა და ცივად გაიხედა სივრცეში-მისმინე,მომწონხარ,თანაც ძალიან,შენთან კარგად ვარ,მაგრამ არ გინდა ეს დარიგებები,რა!
ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა და გაიხსენა კატოს ნათქვამი. ტატო ყველაფერს ჯიქურ აკეთებდა იმიტომ,რომ მისი ნამოქმედარი სხვებს არ მოსწონდათ.სხვა გზა უნდა მოენახა.
-კარგი-გაუცინა და მხარი გაჰკრა-უბრალოდ არ მინდა,შარში გაეხვიო.
-ვია!
-ჰო.
-ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?
ცოტა ხანს ჩაფიქრდა. მართლაც,ტატოს მიმართ უცხო,ჯერ არ ნახულ გრძნობას განიცდიდა. არ იცოდა,ეს მეგობრობა იყო თუ “დიადი მისია”,მაგრამ მასთან მეგობრობა სურდა,
-ვართ-თავი დაუქნია.
-ვიცი,რომ არ გაგიტყდება. სხვა გოგოებს არ ჰგავხარ.
-ვიცი,რომ იცი,ჩუმჩუმად ლექსებს რომ არ გიძღვნი-თვალები აატრიალა.
ტატომ სახლამდე მიაცილა,გზა და გზა ახლად გამოსულ სერიალზე კამათობდნენ. აღმოჩნდა,რომ იმაზე მეტი საერთო ჰქონდათ ,ვიდრე ეგონათ.
დამწუხრებული დაემშვიდობა ბიჭს. არ უნდოდა მისი მარტო დატოვება,ერთი წამითაც კი .
სახლში შესულს ძმა აესვეტა წინ.
-შენთან სალაპარაკო მაქვს-უთხრა მკაცრად უჩამ და კაკაოს ხრუპვით ანიშნა სავარძლისკენ.
მშობლები,მოღალატეების დარად,არსად ჩანდნენ. ვიას მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა თავში-რატი უჩას კლასელი იყო. დიდი ალბათობით,მისი ძმა უკვე საქმის კუსში იყო და იცოდა,როგორ დაეტაკა ვია კლასელ ბიჭს ყველას დასანახად და კარგად ჩაკოცნა.
უჩასა და მას შორის არასდროს ყოფილა უფროს-უმცროსული დამოკიდებულება. ბიჭს სულ სხვა ინტერესები ჰქონდა,სკოლას ხშირად აცდენდა,უფროსი ძმის როლის თამაში დიდად არ სჭირდებოდა,რადგანაც ვია ამის საფუძველს არც აძლევდა,ერთმანეთს საღამოს ეკონტაქტებოდნენ,როდესაც ბიჭი სხვადასხვა ფოკუსებს უტარებდა უმცროს დას.
უჩა ორი რამით იყო გატაცებული-ფეხბურთითა და ილუზიონისტებით.
დღე და ღამ ან ერთს უყურებდა,ან მეორეს. გარეგნულად ძალიან ჰგავდა ვიას-ყავისფერი თმა და ღია ცისფერი თვალები ჰქონდა,სწორი ცხვირი და მამის დამსახურებით,ნავარჯიშები სხეული.
ახლა ფუმდულა ხალათი და ვიას ძაღლებიანი ფეხსაცმლები მოერგო,ხშირი წარბები შეეყარა და გამომცდელად აკვირდებოდა დას.
-ყველაფერს აგიხსნი!-დაასწრო ვიამ და სავარძელზე აცოცდა-ტატოს იმიტომ ვაკოცე,რომ გარემობა მოითხოვდა.
-რა?-დაიბნა ბიჭი.
-რა?
-შენ რა,ვინმეს აკოცე?-ამოიკაკანა ბიჭმა,კაკაოიანი რძით სავსე ფინჯანი მაგიდაზე დადგა და ხელები მლოცველივით შეკრა-ახლა კი ვიწამე საწამებელი!
-მოიცა,აბა რა გინდოდა?-გამოერკვა ვია.
-შეყვარებული გყავს?-გვერდით ჩამოუსკუპდა და სიცილით დააჩერდა.
-არა,უბრალოდ გოგოს მოშორებაში დავეხმარე მეგობარს.
-გოგოს მოშორებას ერთი კოცნით ვერ შეძლებ,დაო-ცხვირზე თითი მიარტყა და სერიოზულად დააჩერდა-თუ ვინმე გაწყენინებს,მითხარი,გაიგე?
-გეტყვი,ხო-თავი მობეზრებულმა ასწია-რა გინდოდა,ამოშაქრე!
-წილი უნდა მოგცე.
-რისი წილი-თვალები დაქაჩა ვიამ.
-გუშინ ორი ათასი ლარი მომაგებინე. საიდან იცოდი,რომ რეალი წააგებდა?
-მომავლიდან საკუთარი თავი გამომეცხადა და შენთან დამაბარა ეგ ამბავი-მიუგო გულწრფელად.
-სერიოზულად,გოგო.
-საიდან უნდა მცოდნოდა,უჩა?უბრალოდ გამოვიცანი. რა დებილი ხარ. რამდენია ჩემი წილი?
-ორმოცდაათ ლარს მოგცემ-საქმიანი სახით წამოდგა და ჯიბიდან ფული ამოაძვრინა.
-რა უნამუსობაა!-აღშფოთდა-აღარ გეტყვი არაფერს!
-ასი ლარი.
-არ მჭირდება შენი ბინძური ფული!-დრამატულად აიქნია თავი,
-კარგი,ორასი და შემდეგი ბილეთიც თუ გამიჩალიჩე,ოცდაათი პროცენტი შენი იქნება!
-მხოლოდ მნიშვნელოვან მატჩებზე მოქმედებს ჩემი ინტუიცია-ფული ჩამოართვა და გადათვალა.
-ელ კლასიკოზე მნიშვნელოვანი რაღა გინდა?

ხითხითით ჩააცურა ყულაბაში მოპოვებული თანხა,ფაიფურის გოჭმა კინაღამ მართლა დაიჭყვიტინა,როდესაც ჯერ არნახული თანხა ჩაუტენეს მუცელში.
კომპიუტერს მიუჯდა და სოციალური ქსელი გახსნა,რომელიც კვირაზე მეტი იყო,არ გახსენებოდა.
ანაზე ინფორმაციის მოძიებას აპირებდა,თუმცა გოგონას მოძებნა არ დასჭირვებია.
ვიას პირადი თაიმლაინი სწორედ ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებული წარწერებით იყო სავსე,
“მხოლოდ ბო*ები ართმევენ სხვებს შეყვარებულებს”
“ვიქტორია მერფიშვილი ბიჭებზე ნადირობს”
“ყველამ დაინახეთ კა*პის სახე”
გაოგნებულმა გადაიკითხა უამრავი პოსტი და აღმოხდა.
-ერთი ამას უყურე!
სასწრაფოდ აკრიფა კატოს ნომერი და წარბებშეკრული დაელოდა პასუხს.
-ნახე?-მიაძახა,როცორც კი მისი ხმა გაიგონა.
-არა,მახსოვს-დაძაბული ხმა ჰქონდა-მგონი,იმაზე ძნელი იქნება ამ გოგოს მოშორება,ვიდრე მეგონა.
-რა ვქნათ?
-სახლში მოვდივარ.

სასწრაფოდ წაშალა ყველა ის ამაზრზენი სტატუსი,რომელიც ანას მის გვერდზე გამოექვეყნებინა,მისაღებში გავარდა და ფანჯარასთან მოკალათდა. მომავალ მეს ელოდებოდა.

ძაღლის გაბმულმა ყეფამ ამცნო,რომ კატო მოსულიყო. გოგონამ ჭიშკარი შემოხანა და მისკენ გაქანებული ძაღლის დანახვაზე შეჰკივლა. ვია წამოიჭრა,ბომბო უცხოებს არ სწყალობდა,თუმცა როდესაც კარი გამოაღო,დაინახა,კატო მიწაზე გართხმულიყო,უზარმაზარი ყავისფერი ძაღლი კი სახეს ულოკავდა.
-ბომბო-კისკისით ამოთქვა გოგონამ და ფუმფულა ბეწვზე მოჰხვია ხელები-ჩემი ბომბო!
ცხოველი და ადამიანი ხუთი წუთის განმავლობაში ეფერებოდნენ ერთმანეთს.ბოლოს ვიამ დაიძახა.
-ბომბო,მოდი აქ!
ძაღლა თავი წამოყო და ჯერ ერთ ვიას შეჰხედა,შემდეგ მეორეს. ძნელი წარმოსადგენია შოკირებული ძაღლის სახე,თუმცა ზუსტად ასეთი გამომეტყველება ჰქონდა.
კატო სიცილით წამოდგა,ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და ცხოველს კიდევ ერთხელ მიეფერა.
-როგორ მომენატრა!-კარისკენ დაიძრა და ბედნიერი მზერა შეანათა -არ მეგონა,ოდესმე კიდევ თუ ვნახავდი.
-ბომბოც მოკვდება?-ხმა ჩაუწუდა ვიას.
-სიბერეში,კი.
თბილ სახლში შევიდნენ,უჩა არსად ჩანდა,თუმცა სიფრთხილე მაინც უნდა გამოეჩინათ,ამიტომაც ვიას ოთახში შეიკეტნენ.
-ამ ოთახს უჩა და მისი ცოლი დაიკავებენ მერე-უკმაყოფილოდ აბზიკა ტუჩი-არადა,როგორ მიყვარდა!
-ოთახზე მნიშვნელოვანი რამე გვაქვს განსახილველი!-გაახსენდა ვიას და საწოლზე გადაწვა-არა,მაინც რა ქაჯია ეს ანა?
კატომ ამოიოხრა და პუფში ჩაეფლო.
-არ ვიცნობდი,საერთოდ არ ვიცი,ვინაა ან რას გააკეთებს მომავალში,მაგრამ ასე რომ ვერ დავტოვებთ მაგას,ცხადია!
-რაები მეძახა,აზრზე ხარ?-ვერ მშვიდდებოდა ვია-არადა ტატოს შეყვარებული არაა,უბრალოდ ასე მიიჩნევს.
-რეალობა არაა მნიშვნელოვანი,ადამიანის წარმოდგენებზეა აგებული მთელი ცხოვრება. თუ ასე ჰგონია,მისთვის ეგაა რეალობა. ახლა ჰგონია,რომ ბიჭს ართმევ და უფრო გააქტიურდება.
-ტატო და ეგ ერთ რამეში ჰგვანან-გაბრაზებულმა წარმოთქვა-ჯიბრიანები არიან. როცა ეუბნები,რომ რაღაც არ შეიძლება,ზუსტად ეგ უნდებათ!
-მაშინ არც უთხრა . სხვა გზა უნდა მოვნახოთ.
მდუმარედ ფიქრობდნენ “სხვა გზაზე”,ბოლოს სიჩუმე კვლავ კატომ დაარღვია.
- ანტიკუპიდონი.
-რა?
-ასე ერქმევა ჩვენს ოპერაციას. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,ეგ გოგო უნდა ჩამოვაშოროთ,გესმის? სხვა გამოსავალი არ არსებობს. სანამ იქ,მომავალში,ტატო მკვდარია,მე აქ ვიქნები გაჭედილი.
-ანტიკუპიდონი-ჩაიცინა ვიამ-მგონი,ყველაზე მეტად იმით დავეხმარებით ტატოს,თუ თავს დავანებებთ მას და მის “სიყვარულს”.
-ჩვენ კი დავანებებთ თავს,მაგრამ სხვები? ადამიანები არასდროს ჩერდებიან,როდესაც სახრავ ძვალს პოულობენ.ტატოს გვერდით იყავი,ოღონდ ტვინი კი არ შეუჭამო,შუალედი დაიჭირე,რა. მეც დავუახლოვდები,თუ მოვახერხე და ასე უფრო კარგად გავაკონტროლებთ.
-იქნებ მითხრა,ზუსტად როდის იკლავს თავს,დავიმახსოვრებ და გადავარჩენ-ვარაუდი გამოთქვა ვიამ.
-აზრი არ აქვს. დრო უბრალოდ გადაიწევს და მიზანს სხვა მომენტში აღასრულებს. მთავარი გადაწყვეტილებაა,ის მიზეზები უნდა მოვსპოთ,რამაც ტატო ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
ჩართული “ფეისბუქის” ხმა მოისმა კომპიუტერიდან. ვიღაცას შეტყობინება გამოეგზავნა.
-ახლა ეს თუ ანაა...-წამოიწია ვიამ და მაგიდას ეცა-ყველაფერს ამოვუტრიალებ... უი,ტატოა!
-რაო?-მიჩოჩდა კატოც და კომპიუტერში ჩაჰყო ცხვირი.
-ბოდიშს მიხდის,მგონი ანამ გარეკაო.
-კარგია,კარგი!-კმაყოფილმა შემოჰკრა ტაში-მოკლედ,ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ.
-რა მივწერო?-ჩაფიქრდა ვია.
-რაც გინდა. მეგობრები არ ხართ?
-არ ვიცოდი,შეყვარებული თუ იყო,თორემ ამას არ ვიზამდი-დაწერა და გააგზავნა.
პასუხიც მალე მოვიდა.
“რა შეყვარებული,ნათესავია”
-ო-ო-წაიმღერა კატომ-ჩვენც კი ვიცით,რომ ნათესავია.
-ჯანდაბა,რა უბედურებაა,დავიბენი!-აღმოხდა ვიას.
-მაშინ მართლა გაურეკია-მისწერა ბოლოს.
-დაველაპარაკები დღეს-იყო პასუხი.
-არ გვაწყობს ეგ-წარბი ასწია კატომ-ჯობია საერთოდ არაფერი უთხრას.
-რატომ?
-მერე იმან რომ დაუწყოს ცრემლების ღვარღვარი და თავის შეცოდება?
“არ იდარდო რა,არაფერია. მასეთისგან ეგ არ მეწყინება”-დაწერა ვიამ და სასწრაფოდ გააგზავნა,რათაბარ გადაეფიქრა.
-როგორი მასეთი?
-სულელი.
პასუხი აღარ ყოფილა.
-მდა-კატომ თმებში თითები შეცურა და თავი დაიმასაჟა-ეს თინეიჯერები გადამიყოლებენ!
-თუ ეწყინა,რომ ანას სულელი ვუწოდე,ესე იგი,უკვე აქვს გრძნობები და ჩვენ რა უნდა ვქნათ?-ჩუმად ამოილაპარაკა ვიამ.
კატომ პირი დააღო,რათა რაღაც ეთქვა,თუმცა შეტყობინების ხმამ გააწყვეტინა.
ბიჭი სთხოვდა,თუ ეცალა,მასთან ერთად გაესეირნა.
-რა?-წამოიყვირა კატომ და ფეხზე წამოხტა.
-ამით ის მითხრა,ანას დედაცო?-გაიცინა ვიამ.
-არ ვიცი,შეიძლება საუბარი უნდა და შენ მეგობრად მიაჩნიხარ,ამიტომაც მოგწერა ასე.
-დავთანხმდე?
-აბა რა უნდა ქნა,ოღონდ უთხარი,რომ ერთ საათში მოიცლი.
-მე ახლავე მცალია-გაუკვირდა ვიას.
-ხო,მაგრამ არ უნდა ეგონოს,რომ მის დაძახებაზე მაშინვე გატუნტულდები. ჯერ მასეთი მეგობრობაც არ გაკავშირებთ და რამე არ იფიქროს.-ცხვირი აიბზუა.
-კარგი.
ტატოს პასუხი მისწერა,მან კი უთხრა,რომ ერთ საათში მის სახლთან იქნებოდა.
დარჩენილი დრო მომავლს განვითარების უამრავ ვარიანტებს განიხილავდნენ. ამიერიდან უფროსი ვიას ცოდნა ვეღარ დაეხმარებოდათ და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე უნდა ემოქმედათ.
ვია უკვე ქურთუკს იცვამდა,როდესაც მისმა ტელეფონმა დაიწკარუნა.
უცხო ნომერი ატყობინებდა,რომ სახლის კართან ელოდა.
-შენი ნომერი მიეცი?-ჰკითხა კატომ.
-არა...-დაიბნა ვია.
-აჰამ,ძალიან კარგი!-ჩაიცინა გოგონამ და ჩაკეტილი კარი გააღო.
კატოს ეზოდან გასვლისთანავე დაემშვიდობა და იქვე მომლოდინე ტატოს მიუახლოვდა.
ცას აჰხედა,ცივი წვიმა კვლავ ცრიდა.
-შესანიშნავი ამინდია სასეირნოდ-ჩაიცინა გოგონამ.
ტატომ არაფერი უპასუხა,ღიმილით გამოსდო ხელკავი და უმისამართოდ გაუყვნენ ქუჩას.
ფიქრობდა,რა ეთქვა ბიჭისთვის. ანაზე ეკითხა რაიმე,თუ ზოგადი საუბარი წამოეწყო. ყოველი ასეთი აზრის ბოლოს იმაზე ეყინებოდა ტვინი,რომ მისი თითოეული დაუფიქრებელი სიტყვა ბიჭის მომავალზე იმოქმედებდა.
-იცი,ანას მიმართ რაღაც ისეთს ვგრძნობ-წამოიწყო ტატომ და შეწუხებულმა შეხედა-თან ვერ ვიტან,თან მიზიდავს. ხანდახან მინდება,ჯანდაბაში გავაგზავნო,მაგრამ ისე ვუყვარვარ... ორი კვირის წინ ვუთხარი,რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა,ჩემებიც უკვე ხვდებიან რაღაცას და მამაჩემთან მაგარი ჩხუბი მქონდა. შევეშვათ ერთმანეთს-მეთქი. ის კიდევ მიწაზე დაჯდა და ქვითინებდა,თუ ასე მიმატოვებ,თავს მოვიკლავო.-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა-არ დავუჯერე,იქ დავტოვე და წამოვედი. მეორე დღეს გავიგე,რომ რაღაც ძილის წამლები დაელია და საავადმყოფოში იწვა. არ ვიცი,უბრალოდ ვერ დავტოვებ,იმიტომ რომ...
-ტატო,რატომ მიყვები ამას მე?-ვერ მოითმინა ვიამ.
ბიჭმა მწვანე თვალები სევდიანად შეანათა და ამოიოხრა.
-სხვა არავინ მეგულება,ვისაც მოვუყვები. ძმაკაცებს ეს როგორ ვუთხრა? მშობლებს მით უმეტეს. გოგოები კიდევ-ჩაიცინა-წარმოიდგინე,რომელიმე სხვა გოგოს ამის შესახებ რომ მოვუყვე!შენ კიდევ... როგორ გითხრა,ვიცი,რომ საიდუმლოს შეინახავ.
-მხოლოდ საიდუმლოს შენახვა გინდა თუ რჩევაც?-ფრთხილად ჰკითხა ვიამ.
-ალბათ,რჩევაც.
-თავს არ მოიკლავს. და თუ მოიკლავს,ეს შენი სიყვარულის გამო არ მოხდება. რატომ ამოგიჩემა ასე? ერთი კოცნით? მას შენი ყურადღება სჭირდება. ყველაზე ცნობილი ბიჭი ხარ სკოლაში,შენი სიყვარული კი მისთვის წამალივითაა. თუ დაგისაკუთრებს,ჰგონია ამით საკუთარ თვითშეფასებას უმკურნალებს. უნდა გაიაზრო,ტატო,რომ ადამიანი სიკვდილზე ხელს უბედური სიყვარულის გამო არ მოაწერს. მას ბევრი,უამრავი სხვა პრობლემა აქვს,რომლის გადაფარვას შენით ცდილობს და ეს პრობლემები არ დაწყებულა ტატოთი და არც დამთავრდება. მას უჭირს,სულიერად და უნდა დაეხმარო კიდეც,იმას არ ვამბობ,რომ ასე მიაგდე და გასაჭირში მყოფი დაიკიდე მეთქი,მაგრამ შენ მისი წამალი ვერ იქნები. საკუთარ თავს თვითონ უნდა უშველოს.
დადუმდა,იხსენებდა,კიდევ რისი თქმა სურდა.
-შენ კი მისი თავგანწირვა მოგწონს. ამიტომაცაა,რომ გგონია,თავად ანა მოგწონს. სინამდვილეში შენი სული ცდილობს,უკანმოუხედავად გაიქცეს მისგან,რადგან დარწმუნებული ვარ იცი,რა შედეგები მოჰყვება თქვენს ურთიერთობას,თუმცა ეს გიზიდავს კიდეც-არაჩვეულებრივი რამეები. ტრაგიკული სიყვარული. ცხოვრება ფილმი არაა,ტატო. ანა უფსკრისკენ მიექანება და თუ გულს გაუღებ,შენც გადაგიყოლებს.
ამოისუნთქა და ბიჭს შეჰხედა.
-აუ,რა ფსიქოანალიზი დადო!-გადაიხარხარა ბიჭმა,თუმცა სახე მალევე დაუსერიოზულდა-ასე კარგად საკუთარ თავს არ ვიცნობ.
-მე ობიექტური ვარ,იმიტომაც შევაფასე კარგად. -მხრები აიჩეჩა-არასდროსაა კარგი ზედმეტი გრძნობები. ადამიანს თავის მოთოკვა უნდა შეეძლოს.და კიდევ... გაითვალისწინე,დეპრესია გადამდებია,ეცადე უფრო მხიარულ ადამიანებთან იკონტაქტო,რომ შენც ასეთი არ გახდე.
-ვცდილობ კიდეც-გაუღიმა ტატომ.
დიდ ხანს დასეირნობდნენ გარინდული ქალაქის ქუჩებში და საუბრობდნენ არაფერზე. ვია კი იმაზე ფიქრობდა,მომავლიდან მისი ორეული ტატოს გადასარჩენად დაბრუნდა თუ საკუთარი თავისა.

დეკემრისთვის უჩვეულოდ მზიანი და თბილი დილა გათენდა.
ვიამ ბომბოს მოფერებით გული იჯერა და სახლის კარი გამოიხურა. გიგასთან მისვლას აპირებდა,როგორც ყოველთვის,თუმცა სანამ მეზობელ სახლამდე მიაღწევდა,უკვე ნაცნობმა მანქანამ გადაუჭრა გზა,მისი
ფანჯრიდან კი რატის თავი გამოჩდა.
-ვია,სკოლაში მიდიხარ?
აბა სად უნდა წასულიყო ხუთშაბათს,დილის ცხრის ნახევარზე?
-კი-უპასუხა გაოცებულმა.
-წამო,გაგიყვან-უდარდელად მიუგო ბიჭმა-მანქანაში გაცილებით თბილა.
დიდი ხანი ოცნებობდა ბიჭის ამგვარ ყურადღებაზე,თუმცა ახლა ეს იმდენად ხელოვნურად ეჩვენა,გაოგნებულმა აღმოაჩინა,რომ სულად არ უნდოდა რატისთან ერთად მარტო დარჩენა.
-იცი,მეგობარს უნდა გავუარო,დავპირდი-ამოღერღა ბოლოს.
-სად ცხოვრობს,გავუაროთ მერე,რა პრობლემაა-მოუთმენლად უპასუხა რატიმ.
ღრმად ჩაისუნთქა,გზა გადაჭრა და გიგას სახელი დაიღრიალა.
-მოვდივარ!-მოესმა ბიჭის წრიპინი და ეს უკანასკნელიც მალე გამოჩნდა ჭიშკარში.
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ,მანქანით რომ წავიდეთ?-ჰკითხა ბავშვს.
-ამ მანქანით?-სტვენით შეათვალიერა რატის რაში.-შენი შეყვარებულისაა?
-არა-თვალები აატრიალა-და ეგ მეორედ აღარ მკითხო.
უკანა სავარძელზე დაჯდომას აპირებდა,თუმცა რატი მანქანიდან გადმოსულიყო და მომღიმარი სახით გამოეღო მძღოლის გვერდითა ადგილის კარი.
მდუმარედ ჩაჯდა სავარძელში და ღვედი გადაიჭირა.
-მეგონა,მეგობარში დაქალს გულისხმობდი-სიცილით დაძრა მანქანა ბიჭმა.
-დაქალები არ მყავს-მხრები აიჩეჩა ვიამ.
-სამაგიეროდ ძმაკაცები გყავს ზედმეტად ბევრი.
-რას გულისხმობ?-ბიჭი უკვე ნერვებს უშლიდა.
-მაგალითად ტატოს.-ხმა დაუბოხდა.
-ტატო მაგარი ბიჭია,ფეხბურთს მათამაშებს ხოლმე-წამოიწყო გიგამ,თუმცა რატიმ ისეთი სახით გაჰხედა,მაშინვე გაკმინდა ხმა.
-რა დაგიშავა?-მობეზრებით ჰკითხა ვიამ-თუმცა რა მნიშვნელობა აქვს,ჩემთვის კარგი მეგობარია.
-მეგობარი?-ჩაიცინა ბიჭმა-ყველა მეგობარს ეზა*ავები? გიგა,შენც გკოცნის ხოლმე ?
-არა-გაკვირვებით დაიწრიპინა ბავშვმა.
-ერთი რამ ვერ გამიგია-თავი დაიწყნარა და მშვიდად მიუბრუნდა-შენ რაში გაინტერესებს?
-შენი ძმის მეგობარი ვარ და მისი და თუ არასწორ ხალხთანაა,უნდა მაინტერესებდეს კიდეც.
ვიამ გადაიხარხარა.
-უჩამ იცის ,რომ მე და ტატო ვმეგობრობთ-ბოლო სიტყვა გამოკვეთა-და პრობლემა არ აქვს. ასევე,ერთი უფროსი ძმაც მეყოფა და მეორე არაფერში მჭირდება!
-მე შენი ძმობა არც მინდა-მკაცრად გადახედა ბიჭმა.
-აბა რა გინდა?
რატის ხმა არ გაუცია,სკოლის ეზოსთან შეაჩერა მანქანა და გიგას მიუბრუნდა.
-აბა კარგად.
გიგამ ვიას თვალებით მოუბოდიშა და უკანმოუხედავად ისკუპა.
გოგონამაც სცადა გადასვლა,თუმცა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა.
-ეს თავისუფლების შეზღუდვა არაა?-იკითხა ფრთხილად.
-როცა კატომ შენი თავი გამაცნო,მომეწონე-წამოიწყო ბიჭმა-ახლაც მომწონხარ. მიუხედავად იმისა,რომ გუშინ დიდი სიდებილე გააკეთე. მინდა,რომ ტატოს მოეშვა იმიტომ,რომ ისე არ მოიქცე,როგორც სხვები...
ვია გაოგნებული უსმენდა. დაუჯერებელი ჯერ მხოლოდ ის იყო,რომ რატიმ დაიმახსოვრა,სახლთან მანქანით მიაკითხა,მოეწონა... მაგრამ კიდევ უფრო დაუჯერებლად ეჩვენებოდა მისი სიყტვები. შეუძლებელი იყო მოსწონებოდა ასე უცბად,არსაიდან,როდესაც ამდენი ხანი მისთვის მიუწვდომელი იყო.
გული დასწყდა. ადამიანი გაცილებით მიმზიდველია მანამ,სანამ ხელშესახები გახდება. ამიტომაცაა ცუდი ვინმეს გაკერპება-იმედი აუცილებლად გაგვიცრუვდება.
რატისკენ გადაიწია,ბიჭი წამით დაიბნა,ამიტომაც მარტივად შეძლო კარის ჩამკეტის აწევა და დაფუფქულივით გადავარდა მანქანიდან.
გაკვეთილზე შესვლა არც უფიქრია,პირდაპირ ხელოვნების კაბინეტისკენ გაეშურა,სადაც საკუთარ თავთან საუბარი სურდა,თუმცა იქ დაუკაკუნებლად შესულს სრულიად მოულოდნელი სიტუაცია დახვდა-კატო მაგიდასთან ფსიქოლოგის პოზაში მიმჯდარიყო,მის წინ,სკამზე კი თავჩაღუნულ ანას ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.
მის შესვლაზე ორივემ ამოიხედა,ანას წამით თვალებში სიძულვილი გაუკრთა,თუმცა მალევე დასწია თავი და შეკავებული ქვითინისგან მხრები აუკანკალდა.
-ვია? აქ რა გინდა?-გაიკვირვა კატომ და თვალები დაუბრიალა.
-ა-არაფერი,კლუბზე მინდოდა რაღაც მეკითხა,მაგრამ სხვა დროს შემოვივლი.
გამობრუნდა,თუმცა გასვლა არ დასცალდა.
-მოიცადე,სანამ აქ ხარ,ბარემ მოვაგვაროთ რაღაც საკითხი-დინჯად წარმოთქვა კატომ-დაჯექი.
მიუხედავად იმისა,რომ საკუთარი თავი ესაუბრებოდა,მაინც ძალიან დაიძაბა. ფრთხილად მიუახლოვდა ანას მოპირდაპირედ მდგარ სკამს და ჩამოჯდა.
-შეგიძლია,აგვიხსნა,რა მოხდა გუშინ?-მკაცრად ჰკითზა კატომ.
სულ დაიბნა,მით უმეტეს,ახლა ანაც მას უყურებდა და თვალებით კონტაქტსაც ვერ შეძლებდა მომავალ მესთან.
-მმ,გუშინ-ისე ჩაფიქრდა,თითქოს ორასი წლის წინანდელს იხსენებსო.-ჩემს მეგობარს ... ისა... ტატოს ვაკოცე-თქვა ბოლოს.
-რატომ?-ახლა უკვე ანა ეკითხებოდა.
იცოდა,დაუფიქრებელი პასუხი არ უნდა გაეცა.
-მომწონს და იმიტომ-ვერაფერიც ვერ მოიფიქრა.
-და ის რომ...
-შენი შეყვარებული არაა,ანა-მობეზრებულმა გააწყვეტინა-არც ისეთი პატარა ხარ,რომ ბავშვივით იტირო და ფეხების ბაკუნით მოითხოვო კანფეტი.
ტუჩები მოკუმა და გვერდით გაბრაზებულმა გაიხედა.
-მაგრამ მე ის მიყვარს!-ამოიქვითინა ანამ და ვედრებით შეხედა-შენი ბრალია,ყველაფერი შენი ბრალია!
კატოს გაჰხედა,თუმცა იგი ჯიუტად დუმდა და ინტერესით აკვირდებოდა ფერადი ფურცლების დასტას.
-ძალიან კარგად იცი,რომ ჩემი ბრალი არაფერი არაა!-ტონი შეარბილა-და ისიც იცი,რომ ტატო არ გიყვარს.
ეგონა ანა ყვირილს ატეხდა,ისტერიკას მოაწყობდა,შეურაცხჰყოფას მიაყენებდა,მაგრამ მისდა გასაკვირად,გოგონამ ჩუმად ამოისრუტუნა და ცრემლები შეიმშრალა.
მდუმარება უხერულად გაგრძელდა. ვია ფიქრობდა,რა ხდებოდა,ან რა მოხდებოდა,თუმცა გონება არაფერს აწვდიდა.
-ბოდიში-დაიყვირა უცბად ანამ და ვია სკამიანად შეხტა-შენთვის ბო*ი არ უნდა მეწოდებინა. უბრალოდ გავბრაზდი-ამოთქვა და კვლავ დადუმდა.
-მიღებულია-ამოღერღა თვალებგაფართოვებულმა.
-ახლა გაკვეთილზე წადი,ანა-დაშაქრული ხმით მიმართა კატომ,რომელსაც ბოლოს და ბოლოს,საუბრის ფუნქცია დაებრუნებინა-რომ დაამთავრებ,კლუბის შეხვედრაზე გელოდებით.
გოგონა მორჩილად წამოდგა,ვიასთვის ზედაც არ შეუხედავს,ნახვამდისო,წაიბურტყუნა და კარში გაუჩინარდა.
-ეს რა იყო?-წარბი ასწია ვიამ-ახალი დაქალი გყავს?
-მე არა,-კვლავ ფერადი ფურცლებით ერთობოდა კატო,როგორც ჩანდა,პეპლის გაკეთებას ცდილობდა-შენ!
-როგორ გიყვარს ამ ქარაგმებით საუბარი-ამოიბურტყუნა ვიამ და ერთი ფურცელი აიღო-ეს აქეთ უნდა გადმოკეცო-ვარდისფერი პეპელა დაანახა.
-ხო,სულ დამავიწყდა-ენა მონდომებისგან გამოყო და ბედნიერმა შეჰხედა ნამუშევარს-მოკლედ,გუშინ გავიკითხე ანაზე,გავძვერი,გამოვძვერი-სკამის საზურგეს მიეყრდნო და თმები გადაიყარა-დედამისი დიდად სასიამოვნო ადამიანი არაა,არავის უყვარს. რას საქმიანობს,არ ვიცი,მგონი თავადაც არ იცის. მამამ დიდი ხანია,ოჯახი მიატოვა და ახალი შვილების გამოძერწვაც მოასწრო,ძმა ჰყავს,უფროსი,უკვე უნივერსიტეტში სწავლობს და აქ საერთოდ არ ჩამოდის.
-მერე?
-მერე ის,რომ ჩვენი ანა მარტოსულია. არც მეგობრები ჰყავს,დედამისს ვერავინ იტანს...
-მეგობრები არც მე მყავს-მხრები აიჩეჩა ვიამ.
-სამაგიეროდ შენ ოჯახი გიმაგრებს ზურგს-მკაცრად გაუსწორა თვალი-საუკეთესო ოჯახი. ასეთზე ბევრი ოცნებობს და ყველას არ უმართლებს ისე,როგორც შენ.ანას კი არავინ ჰყავს. ტატო ყველა გოგოს ერთნაირად სწყალობს. ახლა ისეთი ასაკი აქვს,არც მიკვირს,მით უმეტეს,გარეგნობა უწყობს ხელს,ამიტომაც აჰყვა ამ თამაშს,მისი მცირედი ყურადღება კი,თუნდაც ალკოჰოლის ზეგავლენით გამოწვეული,ანას ერთადერთი იმედი გახდა. თან,როგორც ჩანს,მაგ გოგოს ნათესავებზე და ახლობლებზე რაღაც გაჭედვასავით სჭირს.
-და ფიქრობ,რომ ტატოს კი არა,მას უნდა დავეხმაროთ?
-ორივეს! ერთმანეთისგან უნდა ვიხსნათ და იქნებ ჩვენც გვეშველოს რამე-კმაყოფილმა ესროლა იასამნისფერი პეპელა.

ვია შესვენებაზე საკლასო ოთახში ვეღარ გაჩერდა,ტატო მათეს ეკამათებოდა რომელიღაც საფეხბურთო კლუბის მწვრთნელის ტაქტიკაზე,გოგონას კი ფიქრები არა და არ ასვენებდნენ.
კლასიდან გაიძურწა და დერეფანს გაუვა. მეათე კლასი მეთორმეტის გვერდით იყო.
ანა გარეთ ვერ დაინახა,ყოყმანობდა,შესულიყო თუ არა,როდესაც მისკენ მიმავალი რატი დალანდა და მაშინვე შევარდა საკლასო ოთახში.
კატოს ესაუბრა ბიჭზე,მან კი ურჩია,თუ არ სიამოვნებდა მასთან ახლოს ყოფნა,ეს იმით იყო გამოწვეული,რომ მის ცხოვრებაში ბევრი სიახლე ერთად გამოჩნდა,აქამდე მხოლოდ რატიზე ორიენტირებულმა ახლაღა დაინახა,რომ სხვა,ბევრად საინტერესო რამეები არსებობდა. ბოლოს კატომ დააყოლა,საერთოდ ცხვირს თუ გაუტეხავ და მესამე სართულიდან გადააგდებ,არც ეგ იქნება პრობლემაო.
ასეთი რადიკალური ზომები არ სურდა,მაგრამ ვერ გაეგო,ბიჭს რა მიზანი ამოძრავებდა,რატომღაც არ ენდობოდა რატის.
ანა მოძებნა,სულ ბოლო მერხზე იჯდა,თავი მერხზე დაედოდა რვეულში რაღაცას ბღაჯნიდა.
ნერწყვი გადააგორა და მიუახლოვდა. გოგონას თავი არ უწევია,მხოლოდ ერთი წამით აჰხედა და ისევ რვეულს მიუბრუნდა.
გვერდით ფრთხილად მიუჯდა და ჩაიჭყიტა. სევდიანი,თუმცა ძალზედ რეალური და ლამაზი თვალები იყურებოდნენ.
-შენ რა,ხატავ?-გაკვირვებული შეძახილი აღმოხდა ვიას და კისერი წაიგრძელა-რა ლამაზია! მე მხოლოდ ერთი გამომდის ხოლმე კარგი,მეორე თვალი სულ ელამივით გამირბის-ჩაიცინა.
-მარტივია,ჯერ პროპორცია უნდა დახატო,მე წერტილებით ვაკეთებ-ჩაიდუდუნა გოგონამ და ახლა ცხვირის დახატვას შეუდგა.
-ჩრდილებიც მაგრადაა-გულწრფელი აღფრთოვანებით მიუგო ვიამ.
-შენც ხატავ?-ანას ინტერესი დაეტყო.
-ვცდილობ. ვინმემ გასწავლა?
-ირაკლიმ. ჩემმა ძმამ.-თქვა ნაღვლიანად.-რა გინდა?
-მე... არაფერი. უბრალოდ თავს დამნაშავედ ვგრძნობ,ჩემს გამო ცუდად იყავი.
-შენს გამო არ ვიყავი-მოუჭრა ანამ.
არც ისეთი სულელი აღმოჩნდა,როგორც ვიას ეგონა.
-გაკვეთილების შემდეგ მოხვალ კლუბში? მგონი,კარგი იქნებოდა,ხატვის კონკურსივით ჩაგეტარებინა.
-რაში გვჭირდება კონკურსი?
-გავერთობით რა,სხვებიც ნახავენ რა ნიჭიერიც ხარ. მართლა უნდა ანახო,ეს დაგეხმარება.
-დახმარება არ მჭირდება.
-მეც ასე მეგონა-უთხრა სწრაფად-არავის ვანახებდი,რა შემეძლო,მაგრამ მერე მივხვდი,რონ საჭიროა. გთხოვ,დამიჯერე რა,ამ ერთხელ.
ანამ ინტერესით შეავლო თვალები ვიას და თავი უნდობლად დაუქნია.
-მანახებ შენს ნახატებს?-ჰკითხა ბოლოს.
-წამო,თუ გინდა ახლავე,სანამ ზარი დაირეკება-გაუბედავად შეჰხედა.
გოგონა ზლაზვნით წამოდგა და დინჯად გაჰყვა კლასის გასასველელისკენ.
წინ მიმავალ ვიას კარში შემოვარდნილი ბიჭი შეეჩეხა და ფეხზე გადაუარა. დაიხარა,რათა ფეხსაცმელი გაეწმინდა,ამიტომაც ანამ გაუსწრო და პირველმა გადგა ფეხი კლასიდან.
იმავე წამსვე ვიღაც აესვეტა წინ და მოულოდნელობისგან გოგონა მაღალ სხეულს სახით შეასკდა. წონასწორობა დაკარგა და ბიჭს რომ არ დაეჭირა,უკან გადავარდებოდა.
ფეხსაცმლის გაპრიალებით გართულმა ვიამ გაოცებით აჰხედა თითქმის ჩახუტებულ ანასა და რატის,რომლებიც ინტერესით შეჰყურებდნენ ერთმანეთს.



№1  offline წევრი beshqen

ჩემი საოცრად ნიჭიერი გოგო,როგორ მიყვარხარ,როგორ შეიზლება არ მიყვარდე იმ სიამოვნებისთვის,რასაც შენი ნაწერები მანიჭებს..დაგიჩემე,ხომ ხედავ..მე ვეღარ გავძლებ უშენოდ და იცოდე ეს..ცოტა ყურადღება მიაქციე,სახელები აგერია ტატო-რატის...გელოდები ისევ ძალიან მალე

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

beshqen
ჩემი საოცრად ნიჭიერი გოგო,როგორ მიყვარხარ,როგორ შეიზლება არ მიყვარდე იმ სიამოვნებისთვის,რასაც შენი ნაწერები მანიჭებს..დაგიჩემე,ხომ ხედავ..მე ვეღარ გავძლებ უშენოდ და იცოდე ეს..ცოტა ყურადღება მიაქციე,სახელები აგერია ტატო-რატის...გელოდები ისევ ძალიან მალე

როგორ მახარებ და მე როგორ არ მიყვარდე ასეთი სიტყვების შემდეგ?♥️♥️♥️ ვაიჰ,ჩავასწორე:DD მეც ამრიეს ამ ბავშვებმა :დდ♥️

 


№3 სტუმარი ჯუჯღუნა

ვაი მაიმე ვაიმეეე.ახლა გული დამარტყამს რას უპირაბ ამ ხალხს გოგოოოოოოო.
ინტერესით ვკვდები ერთი სული მაქვს შემდეგს როდის ატვირთავ

 


№4  offline წევრი yasuo^^

აუ რა მაგარია რა კარგად განვითარდა მოვლენები kissing_heart

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეეე რამაგარიი თავი იყო!!! ტატო და ვია! ვაიმე ძალიან მომწონს ეს ორი არა თავიდნავე მომწონდა მაგრამ ახლა უფრო! ჰოდა რატი და ანა? ვსო დავაოჯახე მე ყველა ;დ
აუ უბრალოდ ისე არმინდა ცუდად დასრულდეს რომ ვერ წარმოიდგენ არც ტატო იმსახურებს სიკვდილს და ანაც ძალიან მეცოდება <3 შენი იმედი მაქვს რომ გამაოცებ და გამახარებ ჰოდა გელოდები მთელი გულიტ ♥️♥️♥️♥️♥️

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

ჯუჯღუნა
ვაი მაიმე ვაიმეეე.ახლა გული დამარტყამს რას უპირაბ ამ ხალხს გოგოოოოოოო.
ინტერესით ვკვდები ერთი სული მაქვს შემდეგს როდის ატვირთავ

აი,ჯუჯღუნებს ისევ:DD ყველანაირად ვეცდები,მალე დავწერო♥️♥️♥️

ტკბილიწიწაკა
ვაიმეეე რამაგარიი თავი იყო!!! ტატო და ვია! ვაიმე ძალიან მომწონს ეს ორი არა თავიდნავე მომწონდა მაგრამ ახლა უფრო! ჰოდა რატი და ანა? ვსო დავაოჯახე მე ყველა ;დ
აუ უბრალოდ ისე არმინდა ცუდად დასრულდეს რომ ვერ წარმოიდგენ არც ტატო იმსახურებს სიკვდილს და ანაც ძალიან მეცოდება <3 შენი იმედი მაქვს რომ გამაოცებ და გამახარებ ჰოდა გელოდები მთელი გულიტ ♥️♥️♥️♥️♥️

ანტიკუპიდონის მაგივრად კუპიდონი გამოვედი ბოლოს მგონი:333 ვეცდები გაგახარო ჩემო კარგო♥️♥️♥️

yasuo^^
აუ რა მაგარია რა კარგად განვითარდა მოვლენები kissing_heart


უდიდესი მადლობა♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი nino ninidze n

მაგარია პირველადწავიკითხე დამომწერონა წარმატებები

 


№8  offline წევრი LI_BE

ღმერთო, ეს რა არაჩვეულებრივი თავი იყო. ძალიან, ძალიან მაგარი!!! ტატო რა კარგი ვინმეა. ჩვენი გოგოსავით. რაღაცნაირი, ზღაპრული არსებაა და თანაც რეალურიცაა და ამიტო არის ძალიან მაგარი ვინმე. ტატოსნაირი ადამიანისათვის, ალბათ, მე საერთოდ, იმ ქვეყნიდან დავბრუნდებოდი. blush

ვიას ყოჩაღ. მომწონს, რომ მიუხედავად კატოს მინიშნებებისა, მაინც დამოუკიდებლად მოქმედებს, ამ მინიშნებებს ძალიან კარგად და ნაყოფიერად გადაამუშავებს და შედეგსაც არაჩვეულებრივს დებს. კოცნის სცენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მგონი, ჩემი გული, ტატოს გულზეც კი, უფრო მაგრად ცემდა. hushed მეც მომინდა მის თბილ მკერდში ცხვირის ჩამალვა heart_eyes

გამიხარდა, რომ კატო ანას არ იცნობდა, ეხლა რაც უნდა მოიმოქმედონ, მხოლოდ და მხოლოდ მოვლენების განვითარების შედეგად ,და რომ ვიას უწევს ბრძოლა და ბევრი გადაწყვეტილების მიღება, და რომ კატოს მხოლოდ "ხელის წამოკვრის" ფუნქცია აქვს უკვე....

ვგიჟდები მე შენზე, ალისა! იმიტომ, რომ მაინც, ჩამითრიე "ამხელა" ქალი. უკვე მხოლოდ კითხვით სიამოვნების მიღებას არ ვარ, უკვე გმირების როლში შევდივარ და მათი ცხოვრებით ცხოვრებას ვიწყებ. და ეს, მხოლოდ, შენით!!! heart_eyes

რამდენს მატლიკინებ ამ სიტყავძუნწ ქალს smile smile

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

nino ninidze n
მაგარია პირველადწავიკითხე დამომწერონა წარმატებები

მადლობა ♥️♥️

LI_BE
ღმერთო, ეს რა არაჩვეულებრივი თავი იყო. ძალიან, ძალიან მაგარი!!! ტატო რა კარგი ვინმეა. ჩვენი გოგოსავით. რაღაცნაირი, ზღაპრული არსებაა და თანაც რეალურიცაა და ამიტო არის ძალიან მაგარი ვინმე. ტატოსნაირი ადამიანისათვის, ალბათ, მე საერთოდ, იმ ქვეყნიდან დავბრუნდებოდი. blush

ვიას ყოჩაღ. მომწონს, რომ მიუხედავად კატოს მინიშნებებისა, მაინც დამოუკიდებლად მოქმედებს, ამ მინიშნებებს ძალიან კარგად და ნაყოფიერად გადაამუშავებს და შედეგსაც არაჩვეულებრივს დებს. კოცნის სცენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მგონი, ჩემი გული, ტატოს გულზეც კი, უფრო მაგრად ცემდა. hushed მეც მომინდა მის თბილ მკერდში ცხვირის ჩამალვა heart_eyes

გამიხარდა, რომ კატო ანას არ იცნობდა, ეხლა რაც უნდა მოიმოქმედონ, მხოლოდ და მხოლოდ მოვლენების განვითარების შედეგად ,და რომ ვიას უწევს ბრძოლა და ბევრი გადაწყვეტილების მიღება, და რომ კატოს მხოლოდ "ხელის წამოკვრის" ფუნქცია აქვს უკვე....

ვგიჟდები მე შენზე, ალისა! იმიტომ, რომ მაინც, ჩამითრიე "ამხელა" ქალი. უკვე მხოლოდ კითხვით სიამოვნების მიღებას არ ვარ, უკვე გმირების როლში შევდივარ და მათი ცხოვრებით ცხოვრებას ვიწყებ. და ეს, მხოლოდ, შენით!!! heart_eyes

რამდენს მატლიკინებ ამ სიტყავძუნწ ქალს smile smile

როგორ მიყვარს შენი კომენტარები ^^
ისე გემრიელად მიწერ ყველაფერს,თავიდან გადმოსცემ ჩემს ნაწერს♥️♥️
სერიოზულად შემაყვარე თავი♥️

 


№10 სტუმარი ნიცა

მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არ ველოდიი❤❤❤ აუუ აიიი ძაან ძაან ძაან მაგარია და ახალ თავსაც მალე დადებ იმედია❤❤❤

 


№11 სტუმარი ლლალალალაა

აუუ საღოოლ ვიას
ნუ ზასაობასაც ნიჭი უნდა დაა:დ
მითუმეტეს თუ პირველია
ანა და რატი არ გამკვირვებია რატომღაც მაგრამ ტატო რომაა დაჩექინებული "ანაში":დ მიიღებს რატიკუნა?
ეჰჰ მთელი კითხვის პროცესში დებილივით ვიღიმოდი, კიდევ კარგი სახლში მარტო ვიყავი:დ მაგრამ შეიძლება არც ვიყავი:დდ
რაღაც ბევრი ვიტლიკინე წავედი დავგაზო
გელიი ტკბილო ❤❤
პს.მერწყული მეგონე, ლამის ვიტირე როგორ შევცდი ეჰჰ:დ

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე როგორო ჩახლართულობებიაოო და როგორ მომწონსოო ნეტა იცოდე რაა სიტყვები არ მყოფნის ისე მაგრად იკითხება . აი ძალიან ძალიან მომწონს და სულ მეორე თავის მოლოდინში ვარ.
იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება საშინლად არ მიყვარს ვინმე რომ კვდება თან ესენი ისეთ ასაკში არიან ყველაფრის გამოსწორება შეიძლება მათ შორის რატის ხასიათის და ანას აზროვნებისაც ნუ ჩემი აზრი აეთია ან მე ვარ ზედმეტად ოპტიმისტი :დ
მადლობა დიდი მალ მალე რომ დებ და ასე კარგად რომ წერ

 


№13  offline წევრი ki si

უფ უფ როგორ გამახარეე. წავიკითხავ ახლა <3

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნიცა
მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არ ველოდიი❤❤❤ აუუ აიიი ძაან ძაან ძაან მაგარია და ახალ თავსაც მალე დადებ იმედია❤❤❤

უდიდესი მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის♥️ ვცდები ყველანაირად,რომ მალე დავდო♥️

ლლალალალაა
აუუ საღოოლ ვიას
ნუ ზასაობასაც ნიჭი უნდა დაა:დ
მითუმეტეს თუ პირველია
ანა და რატი არ გამკვირვებია რატომღაც მაგრამ ტატო რომაა დაჩექინებული "ანაში":დ მიიღებს რატიკუნა?
ეჰჰ მთელი კითხვის პროცესში დებილივით ვიღიმოდი, კიდევ კარგი სახლში მარტო ვიყავი:დ მაგრამ შეიძლება არც ვიყავი:დდ
რაღაც ბევრი ვიტლიკინე წავედი დავგაზო
გელიი ტკბილო ❤❤
პს.მერწყული მეგონე, ლამის ვიტირე როგორ შევცდი ეჰჰ:დ

ვაიმე :დდდდ დაჩექინებულია ანაშიო და ცუდად გავხდი;დდდდ რავიცი,იქნებ არც ისეთი ჯმუხია და შეიცვალოს დამოკიდებულება :33 რატომ გეგონე მერწყული?????????

sameone crazy girl
ვაიმეე როგორო ჩახლართულობებიაოო და როგორ მომწონსოო ნეტა იცოდე რაა სიტყვები არ მყოფნის ისე მაგრად იკითხება . აი ძალიან ძალიან მომწონს და სულ მეორე თავის მოლოდინში ვარ.
იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება საშინლად არ მიყვარს ვინმე რომ კვდება თან ესენი ისეთ ასაკში არიან ყველაფრის გამოსწორება შეიძლება მათ შორის რატის ხასიათის და ანას აზროვნებისაც ნუ ჩემი აზრი აეთია ან მე ვარ ზედმეტად ოპტიმისტი :დ
მადლობა დიდი მალ მალე რომ დებ და ასე კარგად რომ წერ


როგორ გამახარე,ვერ წარმოიდგენ♥️♥️♥️მადლობა შენ,ასეთი სიტყვებისთვის♥️♥️

ki si
უფ უფ როგორ გამახარეე. წავიკითხავ ახლა <3


♥️♥️♥️

 


№15  offline ახალბედა მწერალი Alice76

მარია.
მეორე თავიდან ვგულშემატკივრობ ტატოს ;დ
მგონი იმიტომ, რომ მეგობრობიდან დაწყებული სოყვარულის უფრო მჯერა ვიდრე სხვა დანარჩენის.
როცა რატის შეხვდა კლასელების შეხვედრაზე, თითქოს იმედი მომცა, რომ შესაძლებელი იყო ამ გულქვა მძორის გამოფხიზლება, თუმცა... შევცდი.
ამ თავის დასასრულში კი ისევ მომეცა იმედი.
იქნებ ანას გამო აქვთ ამდენი უსიამოვნევა ტატოსა და რატის?
იმდენი კითხვა მაქვს ვერ ამოვწურავ აქ ;დ
ძალიან მინდა ტატოსა და ვიას წყვილის ნახხვა. უსასტიკესად!!!! იმედია ავტორო გამახარებ;დ თუ არა და, არც ეგაა პრობლემა. აბა ჰეეე

მეც დიდი იმედი მაქვს,რომ გაგახარებ♥️♥️♥️დიდი მადლობა,რომ მომყვები♥️♥️♥️

 


№16  offline წევრი ანნა ა

მომეწონა ძალიან ამართლებ მოლოდინს და ეს ძალიან მომწონს მიხარია ასეთი განვითარება მოვლენების შენც მიხარიხააააარ <3 heart_eyes kissing_heart

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანნა ა
მომეწონა ძალიან ამართლებ მოლოდინს და ეს ძალიან მომწონს მიხარია ასეთი განვითარება მოვლენების შენც მიხარიხააააარ <3 heart_eyes kissing_heart

დიდი მადლობა საყვარელო ♥️♥️♥️♥️

 


№18  offline წევრი რუსკიმარუსია

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ანა სულ სხვანაირად დაგვანახე ამ თავში და ისე ძალიან აღარ მეჯავრება smiley მიხარია თუ ტატოს არაფერი დაემართება, ხო არაფერი დაემართება? disappointed რატი მაინც არ მომწონს და ძალიან მაინტერესებს რა უთანხმოება აქვთ ბიჭებს. ორივე ვია კარგი შერეკილები არიან smiley და-ძმის დიალოგძე ვიხალისე კარგად, არატიპური ძმაა უჩია smiley ველოდები ახალ თავს kissing_heart
9რამდენი ვიწვალე კომენტარი, რომ დამეწერა და ბოლოს დიდი "ჩალიჩის" შემდეგ აიტზე დავრეგისტრირდი და მაინც დავწრე კომენტრი smiley (ანა-მარია))

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ანა სულ სხვანაირად დაგვანახე ამ თავში და ისე ძალიან აღარ მეჯავრება smiley მიხარია თუ ტატოს არაფერი დაემართება, ხო არაფერი დაემართება? disappointed რატი მაინც არ მომწონს და ძალიან მაინტერესებს რა უთანხმოება აქვთ ბიჭებს. ორივე ვია კარგი შერეკილები არიან smiley და-ძმის დიალოგძე ვიხალისე კარგად, არატიპური ძმაა უჩია smiley ველოდები ახალ თავს kissing_heart
9რამდენი ვიწვალე კომენტარი, რომ დამეწერა და ბოლოს დიდი "ჩალიჩის" შემდეგ აიტზე დავრეგისტრირდი და მაინც დავწრე კომენტრი smiley (ანა-მარია))

ჰუჰუუი მიხარია,რომ მაინც მოახერხე ბოლოს დაწერა <3 მიხარიქ,რომ მოგეწონა,მოკლედ გაბედნიერებული ვზივარ ახლა ♥️♥️ ყველაფერს გავარკვევთ მალე♥️

 


№20  offline წევრი რუსკიმარუსია

Alice76
რუსკიმარუსია
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ანა სულ სხვანაირად დაგვანახე ამ თავში და ისე ძალიან აღარ მეჯავრება smiley მიხარია თუ ტატოს არაფერი დაემართება, ხო არაფერი დაემართება? disappointed რატი მაინც არ მომწონს და ძალიან მაინტერესებს რა უთანხმოება აქვთ ბიჭებს. ორივე ვია კარგი შერეკილები არიან smiley და-ძმის დიალოგძე ვიხალისე კარგად, არატიპური ძმაა უჩია smiley ველოდები ახალ თავს kissing_heart
9რამდენი ვიწვალე კომენტარი, რომ დამეწერა და ბოლოს დიდი "ჩალიჩის" შემდეგ აიტზე დავრეგისტრირდი და მაინც დავწრე კომენტრი smiley (ანა-მარია))

ჰუჰუუი მიხარია,რომ მაინც მოახერხე ბოლოს დაწერა <3 მიხარიქ,რომ მოგეწონა,მოკლედ გაბედნიერებული ვზივარ ახლა ♥️♥️ ყველაფერს გავარკვევთ მალე♥️

ველოდები მაგ მალეს smiley

 


№21  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ოპაააააააააა...... რატიმ ვიას თავი დაანებოს სანამ ავჭრილვარ.... :დ ანასა და რატის წყვილი უუუუკვეეე მომწოოონს... უცხოა და ძააალიან შესაფერისები... ორივე გულჩათხრობილები არიან და დარწმუნებული ვარ ერთმანეთთან ყველაზე მაგრად გაიხსნებიან....
ჩემი მწვანეთვალება მაჩოოო... როგორ მიიიყვაააარს ნეტა იცოდეეეთ... ჩემი კეთილი გულის პატრონი.. ყველა რო უყვარს ♡♡♡ ვგუჟდები ამ ბიჭზე და რა გავაკეთო ხააალხოოო....
ყველაფერს გეფიცები ამ თავის კითხვა რო დავიწყე ერთი ფიქრი ვიფიქრე რო ნეტა რა იქნება ვიას უეცრად რო გადაუტრიალდეს ტვინი და ტატოს აკოცოს თქო :დ ეს ჩემი ფიქრები რამოდენიმე წუთში ნაღდად რო წავიკითხე ჩემი თავი ვანგად შევრაცხე ლამის :დ :დ (ხანდახან ესეთი "თავმდაბლობა" შემომიტევს ხოლმე :დ) სააააოცრააად ემოციური კოცნა იყოოოო იმენა "მნააააა"... :დ ცეცხლია ჩემი მწვანეთვალება, იმენა პაჟააააარ ♡♡ :დ
ბოლო მომენტამდე რატის გამოთათხვას ვაპირებდი მარა ბოლო მომენტზე გული მომილბე... წინასწარ იცოდი აშკარად :დ :დ ანა შემეცოდა...თურმე როგორ უჭირს მე კიდე გავლანძღე... ნწაჰჰ... ალისა რა მოულოდნელობებით ხარ სავსე...
ძალიან რო მიყვარხარ, ვგიჟდები და ვაბოდებ შენზე აღარ უნდა ამას ბევრი "ბაზარი" :დ :დ :დ
კიდე ერთხელ უნდა ავღნიშნო რო ამათმა კოცნამ დამადნოოო :დ
ველი ახალ თავს მალე იცოდეე :დ ♡♡♡

 


№22  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანი ანი
ოპაააააააააა...... რატიმ ვიას თავი დაანებოს სანამ ავჭრილვარ.... :დ ანასა და რატის წყვილი უუუუკვეეე მომწოოონს... უცხოა და ძააალიან შესაფერისები... ორივე გულჩათხრობილები არიან და დარწმუნებული ვარ ერთმანეთთან ყველაზე მაგრად გაიხსნებიან....
ჩემი მწვანეთვალება მაჩოოო... როგორ მიიიყვაააარს ნეტა იცოდეეეთ... ჩემი კეთილი გულის პატრონი.. ყველა რო უყვარს ♡♡♡ ვგუჟდები ამ ბიჭზე და რა გავაკეთო ხააალხოოო....
ყველაფერს გეფიცები ამ თავის კითხვა რო დავიწყე ერთი ფიქრი ვიფიქრე რო ნეტა რა იქნება ვიას უეცრად რო გადაუტრიალდეს ტვინი და ტატოს აკოცოს თქო :დ ეს ჩემი ფიქრები რამოდენიმე წუთში ნაღდად რო წავიკითხე ჩემი თავი ვანგად შევრაცხე ლამის :დ :დ (ხანდახან ესეთი "თავმდაბლობა" შემომიტევს ხოლმე :დ) სააააოცრააად ემოციური კოცნა იყოოოო იმენა "მნააააა"... :დ ცეცხლია ჩემი მწვანეთვალება, იმენა პაჟააააარ ♡♡ :დ
ბოლო მომენტამდე რატის გამოთათხვას ვაპირებდი მარა ბოლო მომენტზე გული მომილბე... წინასწარ იცოდი აშკარად :დ :დ ანა შემეცოდა...თურმე როგორ უჭირს მე კიდე გავლანძღე... ნწაჰჰ... ალისა რა მოულოდნელობებით ხარ სავსე...
ძალიან რო მიყვარხარ, ვგიჟდები და ვაბოდებ შენზე აღარ უნდა ამას ბევრი "ბაზარი" :დ :დ :დ
კიდე ერთხელ უნდა ავღნიშნო რო ამათმა კოცნამ დამადნოოო :დ
ველი ახალ თავს მალე იცოდეე :დ ♡♡♡

ჩემო გოგო,შენი სიყვარული ,სითბო და გადარეულობა როგორ უხდება ჩემს ისტორიებს :დდდ ყველაფერს მოკლედ განიხილავ აი ასე,აქოთქოთებული და მომწონს ეს ძალიან. შენ კიდევ ხომ გადასარევი ვინმე ხარ ♥️♥️♥️

 


№23  offline აქტიური მკითხველი grafo

ალიჩე, როგორი ლაღი და როგორ ეტყობა ეს ყველა შენს ისტორიას!
დაღლილი ვარ და პოემის წერა მეზარება და ასე მოკლედ შემოვიფარგლები.
და კიდევ ერთხელ მადლობა :*.

 


№24  offline ახალბედა მწერალი Alice76

grafo
ალიჩე, როგორი ლაღი და როგორ ეტყობა ეს ყველა შენს ისტორიას!
დაღლილი ვარ და პოემის წერა მეზარება და ასე მოკლედ შემოვიფარგლები.
და კიდევ ერთხელ მადლობა :*.

მადლობა შენ,გრაფ . შენი კომენტარის დანახვისას ვიცი,რომ იქ სიმართლე ეწერება და ამიტომ მიყვარხარ ასე ♥️

 


№25 სტუმარი ფცგც

დღეს იქნება მეხუთე თავი?

 


№26  offline ახალბედა მწერალი Alice76

ფცგც
დღეს იქნება მეხუთე თავი?

სამწუხაროდ,ეს დღეები ძალიან დაკავებული ვარ და ვერ იქნება :(((((

 


№27  offline წევრი FLAWless

იცი რას ვფიქრობ? რატომღაც მგონია ტატოს სიკვდილი მთავარი მიზეზი არაა ვიკას დროში მოგზაურობის. მგონია ტატოს გარდაცვალების შემდეგ რაღაცეების გაანალიზებას დაიწყებს და სუიციდს მიმართავს თვითონაც, ვფიქრობ ამიტომაც დაბრუნდა წარსულში საკუთარი თავი რომ იხსნას სიკვდილისგან. არ იმსახურებს ვიკა ამხელა გულისტკივილს არავისგან
ძალიან მომწონს შენი ყველა ისტორია ძალიან განსხვავებული ხარ

 


№28  offline ახალბედა მწერალი Alice76

FLAWless
იცი რას ვფიქრობ? რატომღაც მგონია ტატოს სიკვდილი მთავარი მიზეზი არაა ვიკას დროში მოგზაურობის. მგონია ტატოს გარდაცვალების შემდეგ რაღაცეების გაანალიზებას დაიწყებს და სუიციდს მიმართავს თვითონაც, ვფიქრობ ამიტომაც დაბრუნდა წარსულში საკუთარი თავი რომ იხსნას სიკვდილისგან. არ იმსახურებს ვიკა ამხელა გულისტკივილს არავისგან
ძალიან მომწონს შენი ყველა ისტორია ძალიან განსხვავებული ხარ

ტატოს სიკვდილი ნამდვილად არ იქნება მთავარი თუ არა,ერთადერთი მიზეზი. ვეცდები,მალე გავარკვიო ♥️ ძალიან მომენატრნენ ჩემი ვიები ♥️ დიდი მადლობა შენ,მიხარია ძალიან♥️♥️♥️

 


№29  offline ახალბედა მწერალი Alice76

ფიბი
გკითხულობ და არასდროს არ მყოფნი))
მიხარია რომ აქ ხარ და იმედი მაქვს არასდროს შეწყვეტ წერას

მეც ძალიან ,ძალიან მიხარია,აქ რომ ვარ და თქვენ რომ მყავხართ . არა მგონია,ოდესმე იმ სითბოს შეველიო,რაც თქვენგან მოდის♥️

 


№30  offline წევრი I love you baby

ნეტა რატი და ანა ერთად იყვნეეეეეეეეეეეეენ ყველას ეშველება ვიასაც კატოსაც ტატოსაც იმასაც და ამასაც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent