შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენები და ვნება {3}

18-11-2018, 13:52
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 679

ვენები და ვნება {3}

- ელისო, სად არის ბექა? - კარი შეაღო თუ არა ხმამაღლა დაიძახა. მისი ხმის გაგონებისთანავე, მეორე სართულიდან სირბილით დაეშვა მამაკაცი. წამებში ჩამოირბინა და ქალის წინ გაჩერდა.
- ჩემო სიცოცხლე. - ღიმილით უთხრა, სოფიას სახე, ხელებში მოიქცია და თვალები დაუკოცნა.
- ჯანდაბა, რა ბედნიერი დღე განითენე ღმერთო. - საუბარს განაგრძობდა და ქალს სახის ნაკვთებს უკოცნიდა.
- ბექა რა მოხდა? - ძლივს მოახერხა ხმის ამოღება ქალმა.
- რატომ არ მითხარი? რატომ მიმალავდი სოფი? რატომ არ მითხარი რომ მალე მამა გავხდები? - ბედნიერებისგან უბრწყინავდა, მუდამ ურეაქციო და უემოციო თვალები. სისხლი მოაწვა თვალებში ქალს, ტემპერატურამ მომენტალურად აიწია, ყელში ბურთი გაეჩხირა და ვერაფრით მოახერხა კრინტის დაძვრა. - ბექა, ოთახში ვილაპარაკოთ. - ხმადაბლა ამოილუღლუღა და თავი დახარა.
- როგორც იტყვი. - ხელში აიტაცა ქალი და საძინებლისკენ დაიძრა.
- რას აკეთებ ბექა, დამსვი.
- ჩემი შვილის დედამ ფეხი იატაკზე არ უნდა დადგას გასაგებია? სამსახურშიც შვებულებას აიღებ, მე მოგივლი, ყველაფერს მე გავაკეთებ და საერთოდ არ დადგამ მიწაზე ფეხს. - ღიმილით ლაპარაკობდა და კიბის საფეხურებს მიუყვებოდა. ბედნიერებისგან თავგზა არეულს, ისე აჩქარებოდა გულისცემა, მის მკერდს აკრული სოფი ნათლად შეიგრძნობდა ყველა ფეთქვას და სხეულის ყველა ნაწილს უწვავდა, მოსალოდნელი საუბარი.
- როგორ გაიგე? - გაუბედავად იკითხა ქალმა.
- დღეს რომ მოვედი ელისო შენს კაბინეტს ალაგებდა და მაგიდაზე ექოსკოპიის ფურცლები ვნახე. ისე როდის აპირებდი ჩემთვის თქმას?
- ბექა, მაპატიე რა. - ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე ქალს.
- რას ამბობ ჩემო სიცოცხლე, მე შენ რა უნდა გაპატიო, ნუ ტირი გაიგე? შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. - შუბლსა და ცხვირზე აკოცა ქალს, ოთახში შეიყვანა და ფრთხილად დააწვინა საწოლზე.
- გინდა რამე ამოგიტანო? ყავა ან ჩაი? არა არა, ყავა არ შეიძლება, კოფეინი მავნებელია ჰო? წვენს ამოგიტან და მოვალ ახლავე. - კარისკენ მიბრუნდა მამაკაცი, თუმცა ქალმა სწრაფად შეაჩერა.
- ბექა მოიცადე, უნდა ვილაპარაკოთ. - სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე.
- კარგი, ვილაპარაკოთ, მაგრამ აქ დაჯექი, ფეხზე ნუ დგახარ რა, მგონია რომ რაღაც დაგემართება. - სკამი მიუწია და ფრთხილად დააჯინა. მის წინ იდგა და ბედნიერებით სავსე თვალებით შეჰყურებდა საყვარელ ქალს. - ვერაფრით ვიჯერებ, მამა გავხდები სოფი, მე მამა გავხდები. - დაბალ წვერზე ნერვიულად ჩამოისვა ხელები, სახე მოისრისა და ქალის ფეხებთან ჩაიმუხლა.
- შენ ყველაზე ბედნიერი ქალი და დედიკო იქნები, გპირდები. - ხელებზე აკოცა და მის ფეხებში ჩადო თავი. კეფაზე დაეცა ქალის თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლები და უმალ წამოსწია თავი.
- რა მოხდა, რა გატირებს ტო? - მზრუნველად შეაჩერდა თვალებში.
- ბექა. ბექა მაპატიე. - ტირილა უმატა ქალმა.
- სოფი რა მოხდა, რა უნდა გაპატიო?
- მამა ვერ გახდები, მამა ვერ გახდები ბექა. - ნერვიულად გაიმეორე და თითქოს ცივი წყალი გადაასხესო ისე წამოდგა რამიშვილი.
- რას ნიშნავს ეს? - სასოწარკვეთა გარეოდა ხმაში.
- მუცელი მომეშალა. - ტირილს არ წყვეტდა სოფი, ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა თვალებიდან.
- დამშვიდიი. - დაბლა დაიწია, მაგრად მიიხუტა ქალის სხეული და თავზე აკოცა. - კი მაგრამ, რატომ, ან როგორ? - მიუხედავად დიდი მცდელობისა, იმედგაცრუებასა და სევდას ვერაფრით მალავდა მამაკაცი.
- ექიმმა მითხრა, რომ რთული ორსულობა მექნებოდა და განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამომეჩინა, მე კი დანიაში საქმიანი ვიზიტი მქონდა ჩანიშნული, ექიმს ვუთხარი რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი, ის ამბობდა რომ შესაძლოა ეს ბავშვის დაკარგვად დამჯდომოდა, მაგრამ იმედი მქონდა რომ გაუძლებდა ბექა, მართლა მჯეროდა რომ გაუძლებდა. ვიფიქრე, რომ ჩამოვიდოდი მაშინ გეტყოდი ორსულობის ამბავს, მაგრამ თვითმფრინავით მგზავრობას ვერ გაუძლო ბექა. - მშვიდად ისმენდა ქალის ტირილს რამიშვილი, დასრულება აცადა და ცივად ჩამოშორდა საყვარელ სხეულს. - ბექა მაპატიე.
- გაპატიო? საკუთარი შვილი, შენი დაუდევრობით მოკალი და მარტო ის გადარდებს მე გაპატიებ თუ არა?
- მაპატიე, ძალიან გთხოვ მაპატიე. - მამაკაცის წინ დაიჩოქა და ფეხებზე მოჰხვია ხელი.
- გაპატიე სოფი, გაპატიე. სასჯელად საკუთარი შვილის მკვლელობაც გეყოფა. - ფრთხილად ჩამოშორდა ქალს, კიბეები ჩაირბინა და გარეთ გავარდა.
გიჟივით მიჰქროდა შავი მოტოციკლი, სანამ კორპუსის წინ არ შეჩერდა. ამჯერად ფეხით ასვლის თავი არ ჰქონდა, საერთოდაც არ ემორჩილებოდა ფეხები. ყელში გაჩხერილი ბოღმა სუნთქვაშიც კი უშლიდა ხელს. ლიფტს დაელოდა და მეშვიდეზე ავიდა, სახლში შესვლისთანავე დალეწა სარკე, რომელიც ფეხის შედგმისთანავე ამხელდა და საკუთარ მზერას ახეთქებდა. დაჭრილი ხელებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, ოთახში შეაბიჯა, თავზე გადაისვა სისხლიანი ხელები და ღრმად ამოისუნთქა. დამძიმებული სხეული უკანკალებდა, სკამის საზურგეს დაეყრდნო და დამშვიდება სცადა, თუმცა სულ ტყუილად. მამაკაცის ძლიერი სხეული, კანკალს აეტანა, სისუსტესა და უიმედობას მოეცვა. მალევე მოეგო გონს და საყვარელი ინექციის შესაყვანად მზადებას შეუდგა. აკანკალებული ხელებით სიმწრით გადაიჭირა ლახტი, და ნემსის წვრილი თავიც ხელის კანკალით შეუშვა ვენებში. ისევ ნაცნობი შეგრძნება, დამშვიდებული გულისცემა და შენელებული სუნთქვა. უემოციო, ერთ ადგილს მიყინული თვალები და კედლის კუთხეში მიგდებული მამაკაცის სხეული.

. . .
მხოლოდ რამდენიმე წუთი იყო მამაკაცის წასვლიდან გასული, სოფიამ რომ რეალობაში დაბრუნება შეძლო. ზუსტად იცოდა შვებას როგორც იპოვიდა ბექა, ამიტომაც უფლება არ ქონდა ახლა მარტო დაეტოვებინა. კიბეები ჩაირბინა და დაცვისა და მძღოლის გარეშე მიუჯდა საჭეს. არაფერი ადარდებდა ახლა, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ მისი საყვარელი მამაკაცი, ცუდად იყო და ამაში თვითონ ჰქონდა ყველაზე დიდი წვლილი. ამაზე ფიქრში მიაღწია რამიშვილის კორპუსს და ფეხით აიარა კიბეები. სახლში შესულს სარკის ნამსხვრევები შეეგება და სანამ კუთხეში მისვენებული მამაკაცის სხეულს, სუნთქვა და გულისცემა არ შეუმოწმა ლამის საკუთარი გაუჩერდა. ჩასისხლიანებულ, უემოციო თვალებს, ვერ მომწყდარი ცრემლები შეჰყინვოდა და შემზარავი სანახაობა შეექმნა.
- მაპატიე ბექა, მაპატიე. - მამაკაცის სახე ხელებში მოიქცია და ერთიანად დაუკოცნა, თუმცა წარბიც არ შესტოკებია რამიშვილს. რადენიმე წუთი უპასუხოდ ეფერა ინერტულ სხეულს და მერე ფრთხილად გამოაცალა ხელში დარჩენილი შპრიცი და გვერდზე მოისროლა. სამედიცინო ყუთი იპოვა სახლში, დაჭრილი ხელი გადაუხვია, დიდი ძალისხმევით ააჩოჩა ზემოთ მამაკაცი, მის უკან დაჯდა, კედელს მიეყრდნო და ზურგით მიიხუტა რამიშვილი. ცრემლები დაუკითხავად სცვიოდა თვალებიდან, მამაკაცის შენელებულ სუნთქვას უსმენდა და მის ყელში ცხვირჩარგული, ხარბად ისრუტავდა ჰაერის მოლეკულებს.
მხოლოდ საათნახევრის შემდეგ მოვიდა გონს მამაკაცი.
- ადექი სოფი. - ჩუმად მიმართა ქალს როგორც კი თვალი გაახილა.
- ბექა გთხოვ.
- კარგი სოფი. - თვითონ წამოდგა ფეხზე რამიშვილი.
- რას აკეთებ?
- დატკბი სოფი. - კიდევ ერთხელ შეამზადა შპრიცი, ქალი მდუმარედ ადევნებდა თვალს ოთახში მობოდიალე მამაკაცს და მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა როცა ლახტი გადაიჭირა ბექამ. - არ გაბედო ჩემს თვალწინ ამის გაკეთება.
- თორემ რას იზამ? - ირონიული ღიმილი გადაეფინა სახეზე.
- ვერაფერს. - სევდიანად აღიარა და თავი დახარა.
- მაშინ მიყურე. - შხამი შეუშვა თუ არა ვენაში, თ მაგრად დახუჭა თვალები ქალმა, არ უნდოდა ამის ყურება, და არც შეეძლო. ქუთუთოები მანამ არ დაუშორებია ერთმანეთისთვის სანამ ბიჭის ხრიალი არ ჩაესმა ყურში. თვალები გაახილა და შეამჩნია ხელები უღონოდ როგორ ჩამოჰყროდა მამაკაცს.
- ბექა, ჯანდაბა ბექა. - მის სხეულს მივარდა. სახეზე ნელ-ნელა შავდებოდა რამიშვილი, ქაფი მოსგომოდა პირზე და საცოდავად ხროტინებდა. - ბექა, მითხარი რომ ზედოზირების საწინააღმდეგო რამე გაქვს სახლში, ჯანდაბა ბექა, ჯანდაბააა ბექა. - ბიჭს გაშორდა, იმ კარადას მიუახლოვდა საიდანაც რამდენიმე წუთის წინ შპრიცი ამოიღო ბექამ, ყურადღებით შეათვალიერა ამპულები და საჭირო სახელსაც გადააწყდა. ნალოქსონის ამპულა აიღო, სწრაფად შეიყვანა შპრიცში და უკვე სრულიად გაშავებულ რამიშვილს მიუახლოვდა. - ეს უშველის სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას ჩემო სიცოცხლე, აი ნახავ, უშველის. - ხმამაღლა ლაპარაკობდა და წამალს სხეულში უშვებდა. დაასრულა და ყურადღებით დააჩერდა მამაკაცს, თუმცა შედეგი ჯერ კიდევ არ დამდგარიყო. - კიდევ ერთი ამპულა აიღო და ორი წუთის შუალედით შეიყვანა სხეულში. - მიუხედავად ხელების კანკალისა, მშვენივრად ახერხებდა ვენის პოვნას. გულის მსუბუქი მასაჟი გაუკეთა და ნელ-ნელა მოიხედა სააქაოს რამიშვილმა. ამოისუნთქა და ფერიც ნელ-ნელა დაუბრუნდა თუ არა, ამჯერად სოფი მიიკუჭა კუთხეში. აკანკალებულ სხეულს ვერაფრით იმორჩილებდა, აქამდე არასდროს უგრძვნია მსგავსი შიში. არც კი ახსოვდა რამდენ ხანს იჯდა ასე, მამაკაცის ჩახლეჩილი ხმის გაგონებამ რომ მოიყვანა გონს. - კარგად ხარ? - თავზე წამოსდგომოდა ბიჭი.
- მომკალი ბექა, შენ მე მომკალი. - ცრემლიანი თვალები შეანათა მამაკაცს.
- წადი სოფი, ჩვენს შორის ყველაფერი დასრულებულია. - სიგარეტს მოუკიდა და თვალი თვალში გაუყარა.
- ამის შემდეგ ვერც მე შევძლებ გიყურო ბექა.
- ჰოდა წადი.
- მიყვარხარ, არასოდეს დაგავიწყდეს კარგი? - ფეხზე წამოდგა და მზერა გაუსწორა რამიშვილს. - არც ჩემი ცრემლიანი თვალები დაგავიწყდეს არასოდეს, განსაკუთრებით მაშინ როცა იმ საზიზღრობას შეუშვებ ვენებში. - მშვენივრად იცოდა, როგორ ვერ იტანდა ბიჭი მის ტირილს და ცდილობდა ზემოქმედება მოეხდინა, თუმცა წარბიც არ შესტოკებია ბექას. მოთმინებით აიტანა ქალის ხელების ნაზი შეხება სახეზე, არც მაშინ მოუშორებია როცა ყელში აკოცა სოფიმ, მაგრამ თვალიც არ გაუყოლებია მისთვის ისე წავიდა ქალი.

. . .
დღეები ერთმანეთს მისდევდა, ბექა კი მხოლოდ ჰეროინის საყიდლად გადიოდა გარეთ. ოჯახის წევრებს სახლში არ უშვებდა, არავის ნახვა არ სურდა, მხოლოდ რამდენიმე მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი აკითხავდა ხშირად, თუმცა მათაც მალევე ისტუმრებდა. სახლში სიგარეტის აუტანელი სუნი იდგა, თვალი რომ გაახილა ბიჭმა. ოთახის კედლებს სიგარეტის ბოლი და ნარკოტიკის, თითქოს არარსებული მაგრამ მაინც მძაფრი სურნელი, ისე გასჯდომოდა კედლებს გულისრევის შეგრძნება მოჰგვარა ბიჭს. ირგვლივ სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლეები ეყარა მხოლოდ. ფრთხილად წამოიწია და საკუთარმა სუნმაც უსიამოდ შეუღიტინა ცხვირში.
- ასე როგორ ჩაიძირე? - საკუთარ თავს ჰკითხა და მწარედ ჩაეცინა. ფეხზე წამოდგა და ბარბაცით გაემართა სააბაზანოსკენ. წყალი მოუშვა და წყლის ჭავლის ქვეშ გაიხადა უკვე სველი ტანსაცმელი. საოცარი სიამოვნება იგრძნო, წყლის წვეთები სასიამოვნოდ მიუყვებოდა მამაკაცის გათოშილ გაყვითლებულ სხეულს. საკუთარ დალურჯებულ ვენებს დახედა, თუმცა მალევე მოარიდა მზერა. შხაპი მიიღო, წელს ქვემოთ პირსახოცი მოიხვია და გარეთ გამოვიდა. სამზარეულოში შევიდა, ცივი წყალი დაისხა და ის-ის იყო უნდა დაელია კარზე კაკუნი რომ მოესმა. ფეხს ითრევდა, იცოდა ისევ დედის ან დის თავიდან მოშორება მოუწევდა, ან კიდევ რომელიმე მეგობრის გაგდება, თუმცა კარის ზღურბლზე, სრულიად უცნობი ქერა ქალი დახვდა. არაფერი უთქვამს და არც არაფერი უკითხავს, ისე აუარა გვერდი ბიჭს და სახლში შეაბიჯა. ბიჭი გაურკვევლობაში ჩააგდო ქალის ქცევამ და მდუმარედ მიჰყვა უკან.
- გამარჯობა პატივცემულო ბექა, რა ამბავი მოგიწყვია აქ? - წარბაწეულმა მოათვალიერა გარემო.
- ესე იგი მისამართი არ შეგშლია, მაგრამ ვერაფრით ვხვდები ვინ ხარ.
- რა თქმა უნდა ვერ ხვდები, მე ხომ არ გაგცნობივარ.
- შეგიძლია გამეცნო.
- მე თათია მესხი ვარ.
- თათია მესხი, საიდანღაც მეცნობა სახელი და გვარი.
- რა ვიცი შეიძლება იქედან რომ ფსიქოლოგი ვარ და საკმაოდ დიდხანს მიდიოდა ქალაქში ჩემზე საუბარი.
- ფსიქოლოგებს არ ვიცნობ, არც ქალაქის ჭორებს, ამიტომ გამორიცხულია. აქ რას აკეთებ? არჩევნები მოვიდა და გადაწყვიტეს სახლებში დაგზავნონ ფსიქოლოგები რათა კარგად დაგვამუშაონ?
- იუმორი გრძნობას არ უჩივით ბატონო ბექა.
- აქ რას აკეთებ? - კითხვა გაიმეორა და წარბშეკრული მიაჩერდა.
- ვფიქრობ თქვენს კეთილგანწყობას უფრო მოვიპოვებ, თუ გეტყვით რომ ლოთი ფსიქოლოგი ვარ.
- ჰო, ამას ასე ღიად იშვიათად აღიარებენ.
- ჰა აღიარე, როგორი დუეტი ვართ? ნარკომანი და ლოთი.
- სიმართლე გითხრა ახლა ფსიქოლოგიური თამაშებისთვის არც დრო მაქვს და არც ნერვები.
- სიმართლე გითხრა შენს სახლში ნეხვის სუნია, შენ კიდევ გეტყობა რომ საუკუნეა არაფერი გიჭამია და და ერთადერთი ის ფაქტი მამშვიდებს რომ მადლობა ღმერთს, თურმე იბან.
- თათია მესხი, შენ სოფის ფსიქოლოგი ხარ. - მოულოდნელად გაიხსენა ბიჭმა.
- ახლა უკვე შენიც.
- ფსიქოლოგი არ მჭირდება.
- მე კი ვფიქრობ ჩვენ ერთმანეთისთვის ბევრი გვაქვს მოსაყოლი და საერთო ენასაც მარტივად ვიპოვით.
- შეგიძლია მიბრძანდე ჩემი სახლიდან.
- დასალევი გაქვს?
- ჩემი არ გესმის? - მკლავში ხელი წაავლო ბიჭმა.
- სად გაქრა შენი ჯენტლმენობა? გამიშვი, მეტკინა.
- წადი აქედან.
- არა, ვერ წავალ, თუ წავალ სოფი მაინც მომკლავს, თან შენთან სალაპარაკო მაქვს.
- სოფიზე ლაპარაკს არ ვაპირებ!
- არც მე, ჩემზე და შენზე უნდა ვილაპარაკოთ.
- ჩემსა და შენზე? - ეჭვის თვალით შეათვალიერა ქალი.
- ჰო.
- გისმენ.
- რას მისმენ? შეიძლება ასაკში ვარ, მაგრამ შენ მაინც მეტისმეტად სრულყოფილი ხარ იმისთვის, რომ ასე შიშველს გიყურო და ლაპარაკის უნარიც შევინარჩუნო. - შიშველ მკერდზე მიუკაკუნა თითი. - მიდი შენ ჩაიცვი, მე მანამდე აქაურობას სახლს დავამგვანებ, ფანჯრებს შევაღებ, თუ სახლში რამე გაქვს საუზმეს მოვამზადებ და მშვიდად ვილაპარაკოთ. რამიშვილი ერთი ნაბიჯით მოშორდა ქალს და ყურადღებით შეათვალიერა. მიუხედავად იმისა რომ ვერავინ იტყოდა ასაკი არ ეტყობაო, თათია ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ბექას მოეწონა ამ ქალის თავხედობაში გადაზრდილი თავდაჯერებულობა, თანაც მიხვდა რომ ვინმესთან საუბარი ნამდვილად არ იქნებოდა ახლა ცუდი იდეა და ეგეც რომ არა, სოფის მდგომარეობაც აინტერესებდა, მას ხომ მიუხედავად ყველაფრისა უყვარდა ეს ქალი.
-როგორ ეტყობა სოფის ბრაზი.
- რას გულისხმობ?
- ფსიქოლოგი გამომიგზავნა და ისიც ლოთი. - ცინიკურად გაიღიმა მამაკაცმა.
- შეურაცხყოფებს არ ვართ, დაგასწარი. - ხმამაღლა გაიცინა თათიამ
- ჩავიცმევ და მოვალ. - სწრაფად შეტრიალდა და ოთახში მარტო დატოვა ქალი რამიშვილმაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი ჰაიკო

პირველი ვარ:D თუ რავიცი როგორც ამბობენ ხოლმე:D ნელ-ნელა წავიკითხავ:)

ბოლოში წერტილი გაკლია:D
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№2 მოდერი სალანდერი

ჰაიკო
პირველი ვარ:D თუ რავიცი როგორც ამბობენ ხოლმე:D ნელ-ნელა წავიკითხავ:)

ბოლოში წერტილი გაკლია:D

ვაიმეეე ჰაიკოოოო. . . :დ
აუ შენ გაიხარე, ძალიან კი გამეცინა მე, მაგრამ მანდ ბევრი სასვენი ნიშანი დამაკლდება და ყველას ნუ გამომიჩიჩქნი ახლა. :დ
ეს ხუმრობით და მიხარია რომ აქ ხარ ❤

№3  offline წევრი სიბილა

ცოტათი შემეშინდა,იმიტომ რომ ძალიან ნაცნობი სიტუაციაა,ხოდა...ვინატრე ასევე არ გაგრძელდესთქო,ვნახოთ, აბა..და, არ მახსოვს რამე მომეყოლოს, ვინა ხარ შენა ჰა confused confused

№4 მოდერი სალანდერი

სიბილა
ცოტათი შემეშინდა,იმიტომ რომ ძალიან ნაცნობი სიტუაციაა,ხოდა...ვინატრე ასევე არ გაგრძელდესთქო,ვნახოთ, აბა..და, არ მახსოვს რამე მომეყოლოს, ვინა ხარ შენა ჰა confused confused

რუსა, ჰო?
როგორც ჩანს მე ჯერ კიდევ რეალისტი ვარ და მიხარია. . .
საოცარი ხარ შენ ❤

№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმე საერთოდ არ ველოდი ახალ თავს და რო დავრწმუნდი ისე გამიხარდა ვერ წარმოიდგენ ♥️♥️♥️მომწონს თათია ზუსტად ისაა ვინც ახლა გამოიყვანს წესით ბექას ამ მდგომარებიდან .. მაგრამ სიყვარულო ძალსა შენსა მაინც ყველაფერს შველის და მეც მაგის იმედზე ვარ ;დ ჰო რავთქვა ? არვიცი აი ჰო ვამბობ რა რაღაცნაირია თქო და როგორ მიზიდავს მერე ... არ ვიცი ამ ისტორიისგან რას ველოდები ერთია რომ ბოლომდე უნდა გამოგყვე და ჰო სულ აქ ვიქნები რავქნა არ მჩვევია რაღაცის დაწყება და მიტოვება ან როგორ შეიძლება მივატოვო შენი ისტორია?! უბრალოდ შეუძლებელია და რატომ ეგ ჩემზე უკეთ იცი რაღაც მაგია გაქვთ შენ და შენს პერსონაჟებს ! აი ასე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ჩემი ფავორიტი მწერლებისგან ♥️ნაკლებად თუ დამაინტერესებს რამე მაგრამ ამან მეტად გამოიწვია ინტერესი! ჰოდა ვნახოთ როგორ გამაოცებ ♥️♥️♥️მე მჯერა შენი იმედიც მაქვს და გელოდები ისევ მთელი სულით და გულით♥️♥️

№6 მოდერი სალანდერი

ტკბილიწიწაკა

ისევ საოცრად გამახარე ❤
ახალ თავს ყოველდღიურად დავდებ, თუ რაღაც სასწაული არ დამემართა არ მიყვარს მკითხველის წვალება ❤ მიხარია შენი არსებობა, ფავორიტი მწერლებიო და ისე დავაჭყიტე თვალები რომ რავიცი, რა გითხრა აბა?
მადლობა ყველაფრისთვის და მიხარია რომ აქ ხარ ❤

№7 სტუმარი სტუმარი ბელა

ცოტა მებანალურება სიტუაცია, უფრო სწორად რაღაც მომენტები, თან მეჩვენება თითქოს მოშორებაზე იყავი ოღონდ დაგეწერა.. მაპატიე უბრალოდ ჩემი აზრია, და ვფიქრობ უფრო მეტი და უფრო კარგად შეგიძლია... მიუხედავად ამისა მოგყვები)))წარმატებები შენ❤❤❤

№8 მოდერი სალანდერი

სტუმარი ბელა
ცოტა მებანალურება სიტუაცია, უფრო სწორად რაღაც მომენტები, თან მეჩვენება თითქოს მოშორებაზე იყავი ოღონდ დაგეწერა.. მაპატიე უბრალოდ ჩემი აზრია, და ვფიქრობ უფრო მეტი და უფრო კარგად შეგიძლია... მიუხედავად ამისა მოგყვები)))წარმატებები შენ❤❤❤

სიამოვნებით მოვისმენდი უფრო კონკრეტულად, მაგრამ კარგი. . .
ზოგჯერ ბანალურობაც საჭიროა რომ განვითარდეს სიუჟეტი. . .
შენიშვნები მიღებულია და გამოსწორდება, მადლობა რომ მომყვები ❤

№9  offline ადმინი ელპინი

მიყვარხარ, ჰო?!
მეცნო რაღაცები, ცრემლები, დიალოგები, სიტყვები.
საოცარი ხარ შენ, .
მომწონს, ძალიან მომწონს და მაინტერესებს!
ისე კი, თათიას მეტყველება საშინლად მსგავსია შენის და ეგეც ძალიან მხიბლავს.
აუ, მიყვარხარ ძალიან, წერე პატარა!

№10  offline მოდერი მარია.

ისე მომწონს..
ისე მომწონს...
მეტი რო არ შეიძლება
--------------------
Your love is all I need to feel complete.

№11 მოდერი სალანდერი

ელპინი
მიყვარხარ, ჰო?!
მეცნო რაღაცები, ცრემლები, დიალოგები, სიტყვები.
საოცარი ხარ შენ, .
მომწონს, ძალიან მომწონს და მაინტერესებს!
ისე კი, თათიას მეტყველება საშინლად მსგავსია შენის და ეგეც ძალიან მხიბლავს.
აუ, მიყვარხარ ძალიან, წერე პატარა!

მიყვარხარ რა. . .
მიყვარხარ ❤

მარია.
ისე მომწონს..
ისე მომწონს...
მეტი რო არ შეიძლება

ისე მიხარია, ისე მიხარია, მეტი რომ არ შეიძლება❤

№12  offline მოდერი sameone crazy girl

ვგპნებ პირველად ვკითხულობ თქვენს ისტორიას და არ ვიცი როგორი სტილით წერ მაგრამ ახლა ძალიან მომწონს და იმედია ბოლოში რაღაც დიდ დრამატულ დასასრულს არ მოაწყობ გული მაწუხებს ეგეთ დროს და მეშინია.
ხო მოკლედ მეც ველოდები შემდეგ თავს და მადლობა საინტერესო ისტორიისთვის

№13 მოდერი სალანდერი

sameone crazy girl
ვგპნებ პირველად ვკითხულობ თქვენს ისტორიას და არ ვიცი როგორი სტილით წერ მაგრამ ახლა ძალიან მომწონს და იმედია ბოლოში რაღაც დიდ დრამატულ დასასრულს არ მოაწყობ გული მაწუხებს ეგეთ დროს და მეშინია.
ხო მოკლედ მეც ველოდები შემდეგ თავს და მადლობა საინტერესო ისტორიისთვის

ვაი❤
ძალიან გამიხარდა მე შენი/თქვენი გამოჩენა, ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤

№14  offline წევრი -ლილუ

შენ იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება...
ისიც იცი,რომ ყოველი შენი ნაშრომი ემოციურად მავსებს...
ეხლა რა ქენი იცი?!
ყველა ის ემოცია რაც ჩემთვის მოგინიჭბია...
წ ა ი ღ ე....(ვაჭარბებვერ ვიცი...)
ეს ის თავი იყო...
რომლის წაკითხვის შემდეგ...
უ'ემოციოდ დავრჩი...
ვერ მატირე...
უარესი დამმართე...
უცრემლო ტირილი გინახავ?
აი ეგ მდგომარეობა მაქვს ეხლა...
არ დაბადებული ბავშვი...(კარგი რა)
მხოლოდ შენ შეგიძლია...
არ არსებული ,,გმირი"-ის ტრაგედია განმაცდევინო...(მიმიხვდები)
სოფი არ შემეცოდა...(იცი)
,,სასჯელად საკუთარი შვილის მკვლელობაც გყოფა"...(ზუსტად)
ბექას უნებისყოფო დამოკიდებულება ისევ მიუღებელია ჩემთვის...
თათიას ველოდი რაღაცნაირად...(+ბექას ფსიქოლოგის ამპულით)
შემდეგთავამდე...
სალანდერ'ო შენ რა გითხრა...
როდის გითხარი N1 ხართქო...
ხო და ხარ რა...

№15 მოდერი სალანდერი

-ლილუ

იმასაც კითხულობ რაც არ დამიწერია. არ ვიცი როგორ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ლილუ, ყველაფერი გავიგე მე, ისევე როგორც შენ გესმის ჩემი არ თქმული სიტყვების.
იქნება თათია, ახლა ვწერ შემდეგ თავს და აქ არის, თან ზუსტად ისე როგორც შენ უკვე იცი.
არ ვიცი რა გითხრა, ბედნიერებაა შენ რომ აქ ხარ და მარტო შენ გამო ღირს წერა.
ჯიუტად მადლობა, ისევ უსიტყვო ვარ❤

№16  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

მოვედი
ამ ბოლო დროს ვაგვიანებ ხოლმე...
ამ სამი თავიდან საუკეთესო იყო...
აი ყველაზე ჩახლართული...
აი შენს ისტორიებში,რომ მიყვარს ყველაზე მეტად ის მომენტია...
მერე მართლა რომ ვერ მიხვდები გაგრძელებას...
და მოულოდნელი გაგრძელება
პირდაღებულს რომ გტოვებს... სადღაც მანდ ხარ რადა...
და უნდა გამაგიჟო ახლა....
ხვალამდე უნდა მოვკვდე იმის ფიქრით როგორ შერიგდებიან ....
რა მოხდება...
აი ბექა იყო რაღაცა მართლა სასწაული....
იმ სისასტიკის დროსაც ძალიან მომწონდა.....(სოფისთან თან რომ გამოჩინა)
აი მაგარი პრინციპული ვიღაცაა
თათია ძალიან მომწონს მე
მალე შერიგდნენ თორე დავიტანჯები
ნუ არის რა ეს ისტორია ასეთი კარგი რომ დამთავრდება ვიცი გული უნდა დამწყდეს და რას მერჩი ???
მართლა ძალიან კარგი იყო
მალე დადე შემდეგი ❤ ❤ ❤

№17 მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi

შენ ხარ საოცარი გოგო, მართლა. . .
მეც მომწონს თათია, მეც ვფიქრობ რომ შეცდომა დაუშვა სოფიმ მაგრამ სოფიც მომწონს, თათიამ უარესიც დაუშვა და ისიც მომწონს. . .
ბექა ჰო, ბექა ისეთია რა, ჯერ რომ არ ჩანს, მაგრამ მალე ნახავთ ❤
მიხარია მე შენი აქ ყოფნა, ახალი თავი ხვალვე იქნება და დასრულებას რაც შეეხება, კარგა ხანს არ დასრულდება წესით ❤
მადლობა რომ აქ ხარ მეოცნებე გოგო ❤

ოჰ, ძალიან ხომ არ აზვიადებს ბექა ბავშვის დაკარგვას? შემთხვევაა რა, ვის არ მოსვლია ასე რომ გაუჭედა სოფის? ვფიქრობ, ტუზი დაეცა, რომ იმ საზიზღარი შხამის მოხმარება "გააპრავოს" :(( მომწონს მე სოფი. მიყვარს ასეთი ადამიანები, რომლებიც ორსულობას არა ავადმყოფობად, არამედ მართლა ორსულობად აღიქვამენ და არც ეს ფოფინია საჭირო რა საკუთარ თავზე, ჩვეულებრივად, ახალი მდგომარეობით აგრძელებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ბავშვია რა ეს ბექა :)) ამიტომ არასოდეს მომწონდა ამხელა ასაკობრივი სხვაობა წყვილში. მიდი და სდიე ახლა ამის ბავშვურ გამოხტომებს. სერიოზულად მეცოდება სოფი. არ შემიძლია ეს დედობრივი ზრუნვა რა და სოფისგან ბოდიშების მოხდა იმ "ლაწირაკზე" .
შენ კი მწერალო, ყოჩაღ რა, რომ ამაღელვე და ნერვები მომიშალე. თურმე რაღაც მაინც შემრჩენია, რომ გული ამიფორიაქე. კარგი გოგო ხარ, რომ პერსონაჟების განხილვა და რაღაცებზე მსჯელობა მომანდომე❤️

№19 მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი

ეგაა რა. . .
რა უნდა შეგეშალოს.
ზუსტია, ბექა და სოფი ისეთია რა, სხვადასხვა მსოფლმხედველობის.
მიხარია რომ ასეთი განხილვის სურვილი გაჩნდა, ესე იგი რაღაც გამოდის❤
მადლობა ❤

№20  offline წევრი Liziko27

ძალიან რთულ თემაზე წერ თუმცა ყველასთვის ნაცნობია ალბათ.. მინდა წარმატება გისურვო .. შესანიშნავად წერ მართლა... რთული დასაძლევია ნარკომანია მაგრამ თუ სათანადოდ დაუდგგა მომხამრბელს ვინმე გადალახავს ამ კრიზის. ველი შემდეგ თავს ..:*:*:*

№21 მოდერი სალანდერი

Liziko27

ლიზიკო, შენ ახალი ხარ ჩემთან მგონი და მიხარია რომ გამოჩნდი ❤
ძალიან დიდი მადლობა ❤

№22  offline წევრი Liziko27

კი პირველად წავიკითხე შენი ისტორია.. მეც მიხარია რომ გიპოვე:*:*

№23  offline წევრი Anansio

უმმმ❤️❤️❤️ჰუუჰ...❤️❤️❤️ ზედმეტად მომწონს❤️❤️❤️❤️არ გიცნობ,მაგრამ ასეთი მოთხრობების შექმნისთვის მიყვარხაარ!!!❤️❤️❤️

№24 მოდერი სალანდერი

Liziko27
კი პირველად წავიკითხე შენი ისტორია.. მეც მიხარია რომ გიპოვე:*:*

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

Anansio
უმმმ❤️❤️❤️ჰუუჰ...❤️❤️❤️ ზედმეტად მომწონს❤️❤️❤️❤️არ გიცნობ,მაგრამ ასეთი მოთხრობების შექმნისთვის მიყვარხაარ!!!❤️❤️❤️

ვაი ❤
მაგას რა ჯობია ❤
ძალიან დიდი მადლობა ❤

№25  offline წევრი elene2619

ჩემო გოგო როგორ მოუთმენლად გელოდი ❤️ საოცარი პერსონაჟებოთ შემოიჭერი დაგამაოცე როგორც ყოველთვის ❤️ როგორ ახერხებ რომ ყველა ისტორიაში იყოს რაღაც საერთო და ამავდროულად რადიკალური განსხვავება?! რაც შეეხება ასაკითს სხვაობას შენი სტილია სახელიც რომ არ ეწეროს მივხვდები რომ შენ ხარ... არა განა იმიტომ რომ მაღოზიანებს (შენ რა უნდა დაწერო განარომ არ მომეწონოს მაგრამ მაინც ) უბრალოდ შენია რასაც წერ ❤️თითქოს არაფერი მაგრამ ამ არაფროთ ქმნი ყველაფერს ❤️
მუთმენლად რომ გელოდები თქმა აღარ უნდა მაგას მგონი ????❤️

№26 მოდერი სალანდერი

elene2619

ელენეეეეეეე❤
აუ როგორ გამიხარდა რომ დაბრუნდი ❤
აუ აი ძალიან გამახარე და აი ძალიან მაგარი გოგო ხარ ❤
მადლობა

№27  offline წევრი tatuli)

saocrad momcons da vigrdzeni es istoria <3 miyvars da velodebi shemdeg tavs <3

№28 მოდერი სალანდერი

tatuli)
saocrad momcons da vigrdzeni es istoria <3 miyvars da velodebi shemdeg tavs <3

საოცარი ხარ შენ თათული ❤
მადლობა ❤

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.