შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული არაფერი (თავი 3)


18-11-2018, 14:59
ნანახია 213

განსაკუთრებული არაფერი (თავი 3)

თავი 3
შაბათ-კვირა ისე სწრაფად გავიდა, რომ გააზრებაც ვერ მოვახერხე. მთელი დღე სახლში ვიყავი, ვსწავლობდი და ფილმებს ვუყურებდი. ტრისს მოვუყევი პარასკევს მომხდარი ამბები და საბოლოოდ ის დასკვნა გამოიტანა, რომ ლიამისგან თავი შორს უნდა დავიჭირო და მისმა წამიერმა სიკეთემ არ მომატყუოს, რადგან მას ისეთი საიდუმლო აქვს, რომლის გაგებაც მავნებს. აი ეს საიდუმლო კი ვერაფრით ვათქმევინე. არ ვიცი რას ვიზამ, როდესაც კოლეჯში დავინახავ, მინდა მივიდე და მადლობა გადავუხადო, მაგრამ მეშინია იმ რეაქციის, რომელიც ტრისმა ამიღწერა.
ორშაბათს რვა საათზე გამეღვიძა. თავი მოვიწესრიგე, შავი შარვალი, ნაცრისფერი მაიკა და მოკლე ტყავის კურტკა ჩავიცვი. სამზარეულოში ჩავედი და ბუტერბროდი მოვიმზადე. საუზმობის შემდეგ ჩანთაში წიგნები ჩავალაგე და კოლეჯისკენ ფეხით გავუდექი გზას. მადლობა ღმერთს ამჯერად სელენა და მისი დაქალები არ გადამეყარნენ, თორე მთელ დღეს ჩამიშხამებდნენ. კოლეჯში დროულად მივედი და პირდაპირ ჩემი კლასისკენ წავედი. გაკვეთილები ნელა და უაზროდ მიმდინარეობდა, არც ბუფეტში ჩავსულვარ. ბოლო მათემატიკა მქონდა, ამიტომაც წიგნი ამოვიღე და გაკვეთილის დაწყებას დაველოდე. მგონი ლიამი ჩემთან ერთად სწავლობს მათემატიკას, ამიტომ შემეძლება მისთვის მადლობის გადახდა. გამიკვირდა ტრისი, რომ არ მოვიდა, ამიტომაც ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე და შეტყობინება მივწერე.
„ტრის, დღეს სკოლაში რატო არ იყავი?“
„გოგო სიცხე მაქვს, ძალიან ცუდად ვარ.“
„კარგი, გამოჯანმრთელებას გისურვებ.“ მივწერე და ტელეფონი გავთიშე, როდესაც ზარი დაირეკა. კლასი თანდათან შეივსო და მასწავლებელიც შემოვიდა, რომელსაც უკან ლიამი მოყვა. მისი თვალების დანახვისას მოვინუსხე. იმედია მასთან საუბრისას არ დავიბნევი და ჩემს სიმორცხვეს ბოლომდე არ გამოვავლენ, მაგრამ რა უნდა ვუთხრა, ან როგორ? დაძაბულობა უფრო მომემატა, როდესაც ამაზე ფიქრი დავიწყე. ლიამი ჩემს გვერდით ცარიელი მერხისკენ წამოვიდა, როდესაც გზად სელენამ შეაჩერა.
-საყვარელო, მელისა ადგება და შენ დაჯექი ჩემს გვერდით.- ხმა ისე დაატკბო და დაადაბლა, რომ ნებისმიერს მოაჯადოებდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ლიამმა გვერდი აუარა და ჩემს გვერდით მოთავსდა. გულში სალტოებს ვაკეთებდი. ასე მოგიხდება სელენა. გამაბრუებელმა სუნმა მალევე მოიცვა გარემო. ცალი თვალით მასწავლებლისკენ ვიხედებოდი, რომელიც ტესტირების ქულებს აცხადებდა, ცალით კი ლიამისკენ და ვცდილობდი როგორმე ჩუმად ჩამეკვეხებინა სიტყვა, მაგრამ ამაოდ. მასწავლებელმა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადა თუ არა, გავინაბე.
-ალისა მონტგომერ, F.- რა? მასწავლებლის სიტყვებზე ყველა მე მომაშტერდა, რადგან ყოველთვის, ყველაფერში მაღალ ქულას ვიღებდი, ეს კი ყველაზე დაბალია, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მიმიღია. მარჯვენა ხელს ლიამის მზერა მიწვავდა. სირცხვილისგან ლოყები შემეფარკლა, ამიტომ თავი ისე მოვაჩვენე თითქოს წიგნში დიდი ინტერესით ვეძებდი რაღაცას და მათ მზერას თვალი ავარიდე. დრო ისე გაიწელა მეგონა ნახევარი საუკუნე გავიდა. ზარი დაირეკა თუ არა, წიგნი და რვეული სწრაფად ჩავდე ჩანთაში და მაინც ბოლოში შემოვრჩი. ლიამს გავაყოლე თვალი, რომელიც ორი ნაბიჯით მასწრებდა. მასწავლებლისთვის უნდა ჩაგვეარა, როდესაც ხმამ შემაჩერა.
-მისტერ პეინ, მის მონტგომერ, თქვენთან ორი წუთის საქმე მაქვს.-
-დიახ გისმენთ.- ვუთხარი მე, ლიამი კი ჩუმად დადგა ჩემს გვერდით და სმენად იქცა.
-ალისა, როგორც ხედავ ყველაზე დაბალი ქულა შენ მიიღე ტესტში, ამიტომაც გადავწყვიტე ლიამის დედასთან გაგიშვა მოსამზადებლად, რათა პროგრამასაც არ ჩამორჩე და წინა მასალებიც გაიგო. მისტერ პეინ, თუ შეგიძლიათ თქვენთან წაიყვანეთ ალისა.-
-ხომ მაგრამ... ახლა საქმე მქონდა.- თქვა მობეზრებულმა.
-არაუშავს, მე თვითონ წავალ.-
-არა, მისტერ პეინ წაიყვანეთ გოგონა თქვენთან, თორე ბიძათქვენის კაბინეტის წინ, ყოველთვის იქნება თქვენი ადგილი.-
-კარგი ჯანდაბას. წამოდი.- ისე უხეშად მითხრა, არც კი შემოუხედავს ჩემთვის და წინ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. რა დაემართა? მისი ხასიათის ცვლილებები მავნებს. ჯერ იყო და სიკვდილს მიხსნა, ახლა კი ჩემს დამცირებას და წყენინებას ცდილობს. მანქანამდე მისულს ძლივს დავეწიე და მგზავრის ადგილას მოვთავსდი. გზაში არცერთს ამოგვიღია ხმა. ახლა საუკეთესო მომენტი იყო მადლობის გადასახდელად, თუმცა ისე ვიყავი, თითქოს ენა ჩამივარდა. დაძაბული ატარებდა მანქანას, ხელებზე და კისერზე კი ძარღვები ეტყობოდა. რა დავუშავე? რატომაა ჩემს გვერდით ასეთი ცუდი და უხეში? მანქანა მოსახვევში ისე სწრაფად მოატრიალა, რომ ინერციით გვერდით გადავვარდი და თავი მინას მივარტყი. ტკივილისგან ამოვიკვნესე და ტირილისთვის მომზადებულმა სახე დავმანჭე, მაგრამ ლიამის სიტყვებმა შემაჩერა.
-ღვედი უნდა გაიკეთო, როცა მანქანაში ზიხარ, თორე შენს თავს დააბრალე რაც მოგივა.- გაბრაზებულმა და აწითლებულმა შევიკარი ღვედი და ფანჯარაში გავიხედე. შუბლს ვიზელდი, რათა ტკივილი გამნელებოდა. ალბათ კოპიც დამაჯდება. ყველაზე უხეში ადამიანია მთელს მსოფლიოში.
მალევე მანქანა იმ უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა, რომელშიდაც წვეულება გაიმართა პარასკევს. გამიკვირდა, რადგან მაშინ არავის უხსენებია დედამისი თუ ცხოვრობდა მასთან ერთად, ახლა კი პირდაპირ მასთან მიმიყვანა. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო, ისე მომიგო.
-იცოდე, არც კი წამოგცდეს პარასკევის წვეულების შესახებ, თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.- მის სიტყვებზე გავშრი და შიშისგან ხმა ვერ ამოვიღე. რატომ მაშინებს ასე ძალიან? რატომ ვერაფერს ვუხერხებ ჩემს თავს?
-გასაგებიათქო?- ამჯერად დაიღრიალა, შიშისგან შევხტი და თავი სწრაფად დავუქნიე, შემდეგ კი მანქანიდან გადავხტი. თვითონ კი სწრაფად მოწყდა ადგილს. სახლისკენ წავედი, ჯერ კიდევ აკანკალებული და თვალებზე ცრემლმორეული. ერთი ორჯერ ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და ცოტა დამშვიდების შემდეგ ზარი დავრეკე. რამდენიმე წუთი ველოდე, შემდეგ კი კარი ახალგაზრდა ქალმა გამიღო. ქერა თმები კოსად შეეკრა. ლურჯი ზღვისფერი თვალები ჰქონდა, რომლებშიდაც სიცარიელე და ტკივილი ამოვიკითხე. შავი ერთიანი კაბა ეცვა, მხრებზე კი შავი თავსაფარი. მივხვდი, რომ ახლობელი ჰყოლია გარდაცვლილი. შეიძლება ამიტომაცაა ლიამი ასეთი უხეში.
-გამარჯობა ქალბატონო. თქვენთან ჩემმა მასწავლებელმა გამომგზავნა, მითხრა ბავშვებს ამზადებს მათემატიკაშიო. ტესტირებაში დაბალი ქულა მივიღე, ამიტომ მინდა, რომ მომამზადოთ.-
-შემოდი საყვარელო.- თბილად გამიღიმა და სახლში შემიძღვა.
-ადრე ვამზადებდი, ახლა კი დიდი ხანია აღარ მყოლია მოსწავლეები.-
-კარგით, თუ ასეა წავალ, სხვა მასწავლებელს ვიპოვი.-
-არა, რას ამბობ, რაღამც მოგაგზავნეს ესეიგი ჩვენი ბედი ასეთი ყოფილა. მოდი დაჯექი, მე წვენს მოგიტან და ცოტა ვისაუბროთ.-
-ძალიან დიდი მადლობა.- ვუთხარი და გავუღიმე. ამ ქალმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. როგორ შეიძლება ასეთი კარგი, თბილი და მოსიყვარულე დედა ყავდეს ადამიანს, რომელიც ასეთი უხეში და უგულოა. მალევე დაბრუნდა წვენით ხელში და ჩემს გვერდით მოთავსდა დივანზე.
-მე ნინა მქვია. ოფიციალურობა არ გვინდა, უბრალოდ ნინა დამიძახე. 38 წლის ვარ შენ?-
-მე ალისა მქვია. 17 წლის.-
-ძალიან კარგი გოგო ხარ.-
-მადლობა.-
-ვინ მოგიყვანა აქამდე? თუ მარტო მოხვედი. მანქანის ხმა გავიგე და...-
-იცით... თქვენმა შვილმა მომიყვანა. ჩემთან ერთად სწავლობს მათემატიკას და მასწავლებელმა თხოვა მოვეყვანე.-
-ის 20 წლისაა და შენთან ერთად როგორ სწავლობს?-
-ანუ ერთ კლასში არ ვართ, უბრალოდ რამდენიმე საგანზე შემოდის და ესწრება გაკვეთილებს.-
-გამიკვირდა. მათემატიკა ძალიან უყვარს, მაგრამ როგორც წესი მხოლოდ თავის კლასთან ერთად ესწრება გაკვეთილებს. კარგი, აბა მითხარი რომელ დღეებში გცალია?-
-საერთოდ ყოველ დღე მცალია, მაგრამ კარგი იქნება ოთხშაბათი და პარასკევი, 6-7 საათიდან, რადგან ამ დროს გაკვეთილები მზად მაქვს.-
-კარგი, მაშინ ოთხშაბათს 6 საათზე, მოდი პარასკევს კი 7-ზე. დაახლოებით ორ საათნახევარი ვიმეცადინებთ.-
-კარგი, არაა პრობლემა. რამე დამატებითი წიგნი დამჭირდება?-
-არა, მხოლოდ სკოლის წიგნი და რვეული.-
-კარგით ქალბატონო ნინა, ძალიან დიდი მადლობა და თანხა რამდენი მექნება გადასახდელი?-
-ხომ გითხარი, უბრალოდ ნინა... თანხას რაც შეეხება, 30$ საკმარისი იქნება.-
-ეს ხომ ძალიან ცოტაა.-
-არა საყვარელო, საკმარისია. –
-კარგი ნინა, ძალიან დიდი მადლობა. ოთხშაბათს ექვს საათზე მოვალ.-
-კარგი ალისა, ნახვამდის.-
-კარგად.- დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. ცოტა მოსაღამოვებულიყო და გრილოდა, ამიტომაც ტყავის კურტკა მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე და სახლისკენ წავედი. მე ხომ ბედი არ მაქვს. ერთი ტაქსიც არ შემხვდა გზად. სახლში მისვლამდე ძალიან დავიღალე და მომშივდა კიდეც. ეს მძიმე ჩანთაც ხელს მიშლიდა. სახლში შევედი, ჩანთა დივანზე დავაგდე და სამზარეულოში გავედი. კარტოფილი შევწვი და კეჩუპთან ერთად მივირთვი, შემდეგ კი ჩემს ოთახში შევედი და გაკვეთილებს ჩავუჯექი. 10 საათი იყო, როცა ყველაფერს მოვრჩი, შხაპი მივიღე, პიჟამები ჩავიცვი და ნოუთბუქი გავხსენი. ცოტა ხანი სოციალურ ქსელში სიახლეებს ვამოწმებდი, შემდეგ მომბეზრდა და ფილმის ყურება დავიწყება. მალევე ჩამეძინა კიდეც.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.