შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (15)


18-11-2018, 19:31
ავტორი Moonlight17
ნანახია 707

მთვარის წითელი სონატა (15)

15. ეჭვები.

ანდრეას ჩემს წელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული, მიხუტული ვყავდი და ეძინა. მე ვერაფრით ვიძინებდი. ძნელად განვთავისუფლდი მისი ძლიერი ხელებიდან. ტუმბოზე დადებული სიგარეტი და სანთებელა ავიღე და ფანჯარასთან მივედი.
ვუყურებდი მძინარეს და პატარა ბავშვს გავხდა. მძიმედ სუნთქავდა და წარბებ შეკრულს ბალიშში ჰქონდა თავი ჩაფლული. ალკოჰოლი იწყებდა ნელნელა ჩემი სხეულიდან გამოსვლას. მივუახლოვდი და ტუჩებზე ფრთხილად ვაკოცე. ცოტა შეშინებული ვიყავი. არვიცი შემდეგში რა იქნებოდა. ხვალ რა იქნებოდა. ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი და თბილ ლოგინში შევწექი. ჩემკენ გადმობრუნდა და მძინარემ კვლავ მის მკლავებში მომიქცია.
***
მზის უნაკლო, მოყვითალო მოთეთრო სხივებმა გამაღვიძა და სიზმრებს მომწყვიტა. თვალები ღიმილით გავახილე და გაცრეცილ შაბიამნის ფერ კედლებს თვალი მოვავლე. გვერძე გადავბრუნდი ანდრეას მოლოდინში მაგრამ აქ არ დამხვდა.
ტუმბოზე ყვითელი ტიტა იდო, პატარა ლენტი ჰქონდა შემოხვეული და ასოები მოჩანდა. „როგორც კი ამას ნახავ ქვემოთ ჩამოდი.“ საბნიდან გამოვძვერი და სააბაზანოში შევედი. ოდნავი მოწესრიგება მინდოდა სანამ ანდრეა მნახავდა. მგონი ჩემს გარეგნობაზე ახლა უფრო მეტად ვზრუნავ, ვიდრე მანამდე. კისერს გუშინდელისგან სიწითლეები ჯერკიდევ ემჩნეოდა, მაგრამ არცისე საშინელი იყო. მიხდებოდა კიდეც. ხელი ფრთხილად მოვისვი, ოდნავ მეტკინა. თმა წინ გადმოვიყარე, საწოლს მივუბრუნდი. ანდრეას მაისურს ვწვდი და გადავიცვი. ოთახიდან გავედი, კიბეებზე ხმაურიანად დავეშვი.
-როგორციქნა გაიღვიძე - ავალიანის ხალისიანი ხმა შემომესმა - საშინლად არ მინდოდა შენი გაღვიძება, მაგრამ უშენობასაც ვერ ვიტანდი.
ხმას გავყევი და სამზარეულოში ამოვყავი თავი.
-რამეს ამზადებ?
-საუზმეს შენთვის.
გამიკვირდა. დღეს ზედმეტად თბილი მეჩვენებოდა. კარგახანი მიყურებდა. რამდენჯერმე პირიც გააღო, მაგრამ ისევ მოკუმა და საქმე გააგრძელა.
-რამის თქმა გინდა? - მის გვერდით , კარადის თავზე, წამოვჯექი.
- პირველად დარჩა გოგო ჩემს სახლში.
- ალბათ მიზეზი გაქვს..
თავი დამიქნია და ფანჯარა ოდნავ შეხსნა.
-რომ გითხრა მაკოცეთქო... მაკოცებ? - წარბი აწია და ისე მკითხა
-წესით უნდა მიბრძანო და არა მითხრა - ჩემს ნათქვამზე წარბები შეკრა და ხის კოვზი, რომლითაც მთელი ამხნის მანძილზე საჭმელს ურევდა, ხმაურიანად დადო. მივხვდი რომ იდეალური სიტუაცია გავაფუჭე. შემდეგ გაუაზრებლად გადავიხარე და ვაკოცე. არც ვნებიანად, არც ენის შეყოფ-გამოყოფით. ისე ვაკოცე როგორც ლოყაზე კოცნიანხოლმე.
-როცა რამის გაკეთებას მიბრძანებ, პროტესტი მიჩნდებახოლმე. თხოვნა უფრო სასიამოვნოა.
-შენი კოცნაც სასიამოვნოა - გაიღიმა - მგონი თხოვნებზე გადავალ. ახლაკი დაჯექი. მზადაა საუზმე.
ხის პატარა მაგიდასთან ვისხედით. წინ რაღაც საოცრად მომზადებული წვნიანი მედო. თვითონ თეთრი ღვინო, მე წყალი. ჭიქა ხელში ავიღე და სიცილით გავხედე.
- ასე ხო? - სიცილს ვერ ვწყვეტდი. თვითონაც ჩაიცინა და ჭამას შეუდგა.
ჩემდა გასაკვირად საკმაოდ გემრიელი წვნიანი იყო.
- კულინარიას მიყევი გამოგდის- სიცილით ვუთხარი და ბოლო კოვზიც სწრაფად ჩავყლაპე.
საათს დავხედე.
ჯანდაბა!
2 ხდებოდა. დედაჩემი ალბათ გაგიჟდებოდა.
- რამე მოხდა?
ანდრეამ გამომაფხიზლა. მის თეფშს დავხედე, საჭმელი დაუსრულებია. თავი დავუქნიე და სკამიდან წამოვდექი.
- უნდა წავიდე.
წარბები კვლქვ შეკრა. მივხვდი ახსნა განმარტებას მთხოვდა.
- სახლში დედა მელოდება.- ხმადაბალი სიცილით ვუთხარი. თვალები მოეჭუტა და გადაიხარხარა. ჩემკენ მოიწია და გულში ჩამიკრა. თვალები გამიფართოვდა. ძალიან ხურდა, სასიამოვნოდაც კი.
მის სურნელში ჩაფლული, თვალებდახუჭული, გატრუნული ვიდექი, სანამ არ წამოახველა.
ოდნავ მოვშორდი და ავხედე. შეწუხბული სახე ჰქონდა. თვალებში არ მიყურებდა. ცალი ხელი პირზე აიფარა რომ ხველა შეეჩერებინა.
- ანდრეა, კარგად ხარ?
თავი დამიქნია, მეორე ხელით მანიშნა ერთ წუთში მოვალო და ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით სწრაფად წავიდა.
თავი გავაქნიე და ცუდი აზრები თავიდან გავყარე. მაგიდას მივუბრუნდი. თეფშები და ჭიქები ნიჟარადი ჩავაწყე და მათ რეცხვას შევუდექი. 5 წუთში ყველაფერი მოვასუფთავე და კარადას დავეყრდენი.
მოცდას აღარ ვაპირებდი. იმ მხარეს წავედი სადაც ანდრეა.
დაძახება არც მიფიქრია. ფეხშიშველი მივაბიჯრბდი კოლიდორში და ყველა ოთახში მას ვეძებდი.
საბოლოოდ წყლის ხმა გავიგე. ამ ხმას გავყევი. ოთახიდან შუქი გამოდიოდა, კარი ნახევრად ღია იყო. ცალი ხელით შევაღე.
- ანდრეა...
ჩემგან ზურგით იდგა, ცალი ხელით ონკანს ეყრდნობოდა. სწრაფადმივუახლოვდი. წყალი ცოტაოდენ სისხლს რეცხავდა.
ავალიანს ავხედე. მთელი სახე სველი ჰქონდა და თვალებში არ მიყურებდა. გარშემო მიმოვიხედე. პირსახოცს ხელი დავავლე და მივაწოდე. გამომართვა, არც ახლა შემოუხედავს. ხმას ვერ ვიღებდი.
რა სჭირდა?!
სახე გაიმშრალადა პირსახოცო საკიდზე ჩამოკიდა. გამომხედა. არაფრის მთქმელი თვალებით და ნელნელა გაეცინა.
- რაიყო შეგეშინდა?
ეს ირონია იყო თუ მომეჩვენა?!
- რაგჭირს?
- არაფერი არ მჭირს, ალბათ კბილი მძვრება და სისხლი მდის.
იცინოდა. ცალი ხელი გადამხვია და სააბაზანოდან გავედით.
ვერ დავუჯერე. ვერ კიარა არ!
არ შევკამათებივარ. უკვე ვიცოდი მასთან ჯიბრში ჩადგომა რა შედეგებსაც მოიტანდა.
- ჩავიცმევ..- ხმადაბლა ვუთხარი და მოვშორდი. ჩაფიქრებული ავუყევი კიბეებს და მის ოთახში შევედი. სწრაფად გადავიცვი კაბა და ფეხსაცმელიც. გასვლა არ მინდოდა. არვიცოდი რა გამეკეთებინა. ფანჯარასთან მივედი და სიგარეტს მოვუკიდე.
ახლა საშინლად მაწყნარებდა.
ტელეფონი ავიღე და ლილუს დავურეკე
- სადხარ?
მაშინვე ჩამყვირა ტელეფონში.
- ერთ საათში ჩემთან მოდი რა..
- მოვალ.
ვიცოდი არცერთი წამით გადააცილებდა. ღრმად ამოვისუნთქე და ოთახიდან გავედი. დაბლა ანდრეა დამხვდა. სახე შეცვლილი მიყურებდა.
- უნდა წავიდე- ვუთხარი ხმადაბლა.
- უკვე მითხარი. წადი.
რა?! ასე იცოდა რომ ვერ წავიდოდი. მივუახლოვდი.
- რამე მოხდა?
- არაფერი მარიამ. - ეცადე გაეღიმა მაგრამ ეს ყალბი და ფუჭი ღიმილის მეტი არაფერი იყო.
ღრმად ამოვისუნთქე და გასასვლელისკენ გავედი.
ხომ შეიძლებოდა ერთი სრული დღე ისე ჩავლილიყო რომ არაფერს გაეფუჭებინა?! კარი გამოვხსენი და გარეთ გავედი.
გუშინდელზე მეტადაც კი ციოდა. ფეხებში გამაკანკალა.
მთელი გზა მასზე ვფიქრობდი. შემდეგ წუხანდელზე. ჩემგან რამე რომ სდომოდა ამას უკვე გააკეთებდა.
სახლში შევედი თუარა დედაჩემი სავარძლიდან წამოხტა.
- ვიცი დედა, ტელეფონი დამიჯდა.- ვუთხარი სანამ რამეს მკითხავდა.
- როგორ ჩაიარა?
- მხოლოდ გოგონები ვიყავით- ვიცრუე. უკვე მერამდენედ არ მახსოვს. ამასობაში ლილუმ შემოაღო კარი.
- გამარჯობა ნათია დეიდა- გადაეხვია დედაჩემს. ღრმად ამოვისუნთქე და ფეხსაცმელი გავიხადე.
- რამ მოგიყვანა აქ- სიცილით ჰკითხა დედამ
- პირადად ხომ უნდა მომელოცა - აყვა ლილუც. ესეც კაი ტყუილების ბუკეტი იყო.
სანამ ერთმანეთი მოისიყვარულეს ტკბილეულს დავავლე ხელი და ოთახში შევიტანე. რამდენინე წამში ლილუც შემოვიდა, კარები ჩაკეტა და დოინჯ შემორტყმული შემომყურებდა.
- ეგრე შენ მაინც ნუ მიყურებ - შევევედრე და შოკოლადს ფილა მოვატეხე. ფეხზე გაიხადა და საწოლზე მოკალათდა.
- ცოტას დავისვენებ და მერე გეტყვი, მანამდე შენ რაქენი მითხარი - მხარი გავკარი და გავუცინე.
- მოკლედ, შენთან დასამალი მართლა არაფერი მაქვს.
- ჰე რახდება?
- მეზობლები მალე გავყარე, ჩემებიც საქეიფოდ წავიდნენ და დავრჩით მე და მიქაძე.
გამეკრიჭა. წარბი ავუწიე.
- მერე?
- თავს ნუ იდებილებ, ყველაფერს დეტალებში ხომ არ გეტყვი.
ბოლო ხმაზე გადავიხარხარე და თავი გავაქნიე.
- მიქაძემ დაქალი გამიფუჭა.
სიცილით ვუთხარი და შოკოლადს მეორე ფილა მოვატეხე.
- ერთი წუთი არ გაინძრე- დასერიოზულდა და თვალები დააწვრილა. ვერ მივხვდი რა დაემართა. ჩემკენ მოიწია და თმა ფრთხილად გადამიწია.
ახლა გასაგებია...
თავი ჩავხარე და ტკბილეულს მივაშტერდი.
- აბა? ამიხსნი ამას?
- რომ გითხრა რამეს მივარტყი თქო არ დაიჯერებ?
ღიმილით გავხედე თუმცა მისი სახე არ იცვლებოდა.
- სულ გაგიჟდა..
ფეხზე წამოდგა და სახე მოისრისა.
- ლილუ ანდრეა არაფერს შუაშია.
- აბა საკუთარი თავი შენ დაისინიაკე?
- მომისმინე, ჩვენ ერთად ვართ.
- რა??
იმხელაზე დაიკივლა ვიცოდი დედაჩემიც კი გაიგებდა. ხელით ვანიშნე ხმისთვის დაეწია.
- 2დღეა. ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა ლილუ. თავს კარგად ვგრძნობ მასთან...
- ამის უფლება მეორედ არ მისცე.
კისერზე მანიშნა.
თავი დავუქნიე. ცოტახნით გაჩუმდა და შოკოლადის ჭამაში შემომიერთდა. ვფიქრობდი ანდრეას უკანასკნელ უცნაურ ქცევაზე მეთქვა თუ არა რამე, თან ვყოყმანობდი.
- შეგიძლია დედაშენს დაურეკო?
- რატო რახდება?
- ხომ ექიმია და რაღაცეებს გაკითხინებ რა- ყოყმანით ამოვილაპატაკე და თავი ჩავხარე.
- უეჭველი შენ ქალიშვილობას ეხება არა?
- ღმერთო ლილუ!!!
- რაიყო სიმართლეს გეუბნები.
- ანდრეასთან სექსი არ მქონია- ხმადაბლა სიცილით ვუთხარი. დამიჯერა! რათქმაუნდა და იმედია.
- როგორთუ არ?
- თვითონ მითხრა არ ვაპირებო- მხრები ავიჩეჩე.
- გეტყოდი ვაჟიშვილობას უფრთხილდებათქო მარა არ დამიჯერებ.
ბოლო ხმაზე გაიცინა და მაკას ნომერი აკრიფა.
- ჰე რა ვკითხო მითხარი.
- პირიდან სისხლდენა და ხველა რისი ნიშნებია და სერიოზული თუა რამე...
- რა გჭირს გოგო?
სერიოზული სახით შემომიტრიალდა და თვალებში ჩამაშტერდა.
- მე არაფერი დარეკე უბრალოდ მაინტერესებს რა..
- შენ უბრალოდ არაფერი გაინტერესებს- ამოიხვნეშა და ტელეფონი ყურზე მიიდო. ყველაფერი ისე კითხა როგორც დავავალე. რათქმაუნდა დედამისი განერვიულდა და ამან უთხრა მარიამის მეზობელს დაემართაო.
ტყუილების სწრაფად მოგონებაში მე მგავდა... რამდენიმე წუთში გაუთიშა და უკმაყოფილოდ შემომხედა.
- აბა?
- აბა კიარა ეგ რატო მაკითხინე?
- ჯერ ვერ გეტყვი...
- ესეთი რა არი მე რომ არ მეუბნები?- გაიბუსხა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
ამოვიხვნეშე და თმები ცალი ხელით გადავიწიე. რაღაც ძალა ხმას არ მაღებინებდა იმაზე რაც ვნახე.
- დამპირდი რომ საერთოდ არავის ეტყვი.- წინ დავუჯექი და ხელი ხელზე დავადე. თავი დამიქნია.
- ანდრეას ახველებდა არვიცი, ძალიან ცუდად მოგუდულად. მერე სისხლი დავინახე. არვიცი მომეჩვენა თუ არა...
- მაკამ მითხრა მაგას სასწრაფო გამოკვლევები ესაჭიროებაო.
ღრმად ჩავისუნთქე და ფანჯარასთან მივედი.
- კაი ხოიცი რა ტიპია. მაგას რა ეჭირვება. ალბათ გაცივდა რა ამინდებია ხო ხედავ- მოვიდა ლილუც და მხარზე ხელი გადამისვა. მართალი იყო. ყველაფერს ეჭვის თვალით ვერ შევხედავდი. არც უნდა შემეხედა და ცუდიც არ უნდა მეფიქრა.
თავი უაზრო ფიქრებისგან გავიფერთხე.
- კარგი.. ეხლა როგორმე ამას დაგაფარვინებ და სანდრიკასთან წავიდეთ. უკვე ხუთასჯერ დამირეკა.
სიცილით მითხრა ლილუმ და თვალი ჩამიკრა. სარკის გვერძე უჯრა გამოხსნა და მცირე მაკიაჟის კოლოფი ამოიღო.
- ეგ? კისერზე?
წარბები ავწიე.
- სხვა გზა გაქვს?
- კი მაქვს.- თვალები ავატრიალე და სქელი შარფი ამოვიღე უჯრიდან.
ლილუმ თავი დამიქნია. არ დამიყოვნებია კაბა გავიხადე და თმა ზემოთ ავიწიე.
- სტრიპტიზს ნუ მომიწყობ- სიცილით მითხრა ლილუმ და საწოლზე ჩამოჯდა.
- წყალს გადავივლებ და წავიდეთ- მშვიდად ვუთხარი. პირსახოცი ავიღე და ცხელ წყალში შევედი.

*ანდრეა:

საკუთარ ოთახში შევიკეტე და იქაურობა ცოტა მივალაგე.
მარიამზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი.
-ამის დედა შევე*ი!!!
ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე ვიღრიალე. ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
არ უნდა გაეგო. არ უნდა ვენახე ასე.
ვერ დავუშვებდი.
სიგარეტს ხელი დავავავლე და მოვუკიდე.
მეგონა რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი.
არ შემიძლია რაღაც თვალთმაქცი და უაზრობები. ყველაფერი მბეზრდებოდა ნელნელა.
კოლიდორიდან ხმაური მომესმა.ოთახიდან გავედი
- ოხ ძამიკო- კისერზე ჩამომეკონწიალა ლიზა. მაშინვე მოვიშორე.
- გალეშილიხარ.
- თორნიკესთან ვიყავი- საწყალი სახეცმიიღო. თითქოს ძაან მაინტერესებდა სად იყო. ისევ ოთახში შესვლა დავაპირე.
- საჭმელი ახალი გაკეთებულია. ვინმე იყო?- გამენაგლა. ცოტაც და ნერვებს დამაწყვეტდა.
- შედი რა შენს ოთახში.- უხეშად ვუთხარი და ჩემსაში შევედი. გამომყვა და კარებთან დადგა.
- მითხარი, ჯერ კიდევ აქ არის? სად მალავ?
- შენი საქმე არაა ლიზა.
- მარიამი ხო?- თვალები გამიშეშდა. სახე ამერია. არაფერი მითქვამს და ზურგი ვაქციე.
- არადა მეგონა შავგვრემნები მოგწონდა.
როგირც იქნა გაამოძრავა ფეხები და მოშორდა აქაურობას. მისი ხასიათი მაღიზიანებდა. ბევრ რამეში მგავდა და ამიტომ ალბათ.
ტელეფონი მოვძებნე და მიქაძეს გადავურეკე
- ბებერო არ ავღნიშნოთ?
სიცილით ჩავძახე ტელეფოში.
- ჩემთან მოდი საღამოს.
- დასალევი გაქ?
- რაიყო ბიჭო? გალოთდი?
- წინა ახალწელს ვინ მიგათრია სახლში არ გამახსენებინო.
- ეგ არ გინდა ტო. თორნიკე ხო კარგ კიშკებს ჩითავს?
- მერე?
- იკისროს რა, წამოიყვანე.
- კარგი ვკითხავ. რამე თუ ექნა.
- აბა შენიცი.
გავუთიშე და ხელით საულვაშე ადგილები მოვისრისე. თორნიკესთან არ ვძმაკაცობდი დიდად, მაგრამ ლიზას გადამკიდე... ჩემი დის ითახს მივუახლოვდი და კარი შევახე.
- გაეთრიე!- მაშინვე დამიყვირა და ბალიში მესროლა. მისი ქმედება მხოლოდ მაშინ გავაანალიზე როცა უკვე შიშველ სხეულზე მაიკას იცვამდა. თვალები მოვჭუტე. თუმცა მისთვის თვალი არ მომიშორებია.
- რა გინდა ანდრეა?
- ესეთი უხეში ნუ იქნები დაიკო.
- მალე მეტყვი?
- თორნიკეს ნომერი მომეცი.
- რა?- რამის თვალები გადმოსცვივდა, მის რეაქციაზე გამეცინა.
- ბიჭები ავღნიშნავთ და ვეტყვი მაგასაც რა.
უყოყმანოდ მომცა ნომერი.
კარები გამოვხურე და მისაღებდი ჩავედი.
მაშინვე გადავრეკე.
- გისმენ.
- თორნიკე გამარჯობა ანდრეა ვარ.
- ოჰ ავალიანი. როგორ ხარ?
ხმაში შეეტყო რომ შეცბა. ჩამეცინა და დავამშვიდე.
- მშვიდობაა. მისმინე ბიჭები ვქეიფობთ და ხომ არ წამოხვიდოდი?
- ვა ეს რა მითხარი.
ხმა არ გამიცია, მის პასუხს დაველოდე. ხვეწნას არ დავუწყებდი არავის. ერთხელ ვუთხარი და მორჩა.
- წამოვალ.
- ჩემთან მოდი. ხელცარიელი არა.
გავუთიშე და ყურებამდე გავიღიმე.
სადა პერანგი და ჯინსები ამოვიცვი და სახლიდან გავედი. მანქანაში ვიჯექი იმ დებილის ლოდინში და ღერს ღერზე ვეწეოდი...

*მარიამი:
წყალმა მთლიანად მომადუნა. დიდიხანი არ გავჩრრებულვარ. ტანსაცმელუ ჩავიცვი და ლილუსთან მივედი. საწოლზე იჯდა და მელოდებოდა.
სარკესთან დავდექი და შარფი გავიკეთე. დიდად ჩემი სტილი არ იყო მაგრამ...
- წავედით.
ხმადაბლა ვუთხარი
ისიც დამეთანხმა და სახლიდან გავედით.
- რაო სანდრომ?
- კლასელები ვიკრიბებით რა. ხოიცი რა გაქექილია აყარა უცებ ყველა- სიცილით მითხრა ლილუმ.
- არვიცი სანდროს ვუთხრა თუ არა ანდრეაზე. რაღაც დიდად არ ეხატება გულზე.
- გოგონებოო- ფანჯრიდან გადმოვგძახა ჯაჭვლიანმა სიცილით და ასაფეთქებელი გადმოგვიგდო.
ლილუმ მაშინვე მიალანძღა
- იდიოტი რაა- სადარბაზომდე სწრაფად მივედით რომ კიდევ არ ესროლა და მესამე სართულზეც სწრაფად ავედით.
-გადარეულო!
მოვეხვიე მთელი ძალით.
თითქმის ყველა იქ იყო, ანდრეას გარდა.
- მარიამ სად გაქრი ერთს არ გვკითხულობ- გამონესარჩლა ტასო.
არაფერი მითქვამს, მით უმეტეს, ტასოსთან არანაირ ლაპარაკს არ ვაპირებდი.
პატარა სუფრას მივუჯექი როგორც სხვები და სანდრიკას გავხედე.
- ანდრეა არ დაპატიჟე?- წარბის აწევით ვკითხე.
- გვეგონა შენ წამოიყვანდი.- ისევ ტასო. ჩემს ნერვებს ცდიდა.
- პირიქით ეგ შენ უნდა გითხრა.- გავუღიმე ტასუნას. ლილუმ ხელი გამკრა და ჩამჩურჩულა რომ არ ავყოლოდი. მართალიც იყო. სანდრო გაჩუმებულიყო. უკვე ყველაფერი ცხადი იყო. აქ ანდრეას ყოფნა არავის ახარებდა და ამიტომაც სიტყვა არ დაძრეს.
- წუხელ მეზობელს ფანჯარაში შევუგდე და ავუფეთქე. ყვირილით გასკდა- გადაიხარხარა სანდრიკამ.
- არ იზრდები ბიჭო რა!
მიახალა ლილუმ და ხაჭაპური ჩაკბიჩა.
ხმადაბლა გამეცინა.
ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა.ჯაჭვლიანის უკბილო ხუმრობებზე ყველანი ვიცინოდით.
10ისკენ ყველა აიშალა თითქმის.
ლილუ და სანდრო მარტო დავტოვე და საფირფარეშოში გავედი.
დავურეკო? არ დავურეკო.. არვიცი. ტელეფონი შევინახე და წყალი სახეზე შევისხი. თვალებს რომ ვხუჭავდი გუშინდელი ფრაგმენტები მელანდებოდა და კვლავ ვგრძნობდი სიამოვნებას. ეს ორივე იყო, ხორციელიც და სულიერიც. თვალებდახუჭული განაბული ვიდექი სანამ კარზე დაქალმა არ მომიკაკუნა
- კარგად ხარ?
კარი გავხსენი და ღიმილით გავედი. ლილუს თავი დავუქნიე და მაშინვე სანდროსთან მივედი.
- სანდრიკ გვიანია წავალ ხო?
გადავკოცნე და კარისკენ გავიწიე.
- მეც მოვდივარ- მომაძახა ლილუმ. ჯაჭვლიანს მალე დაემშვიდობა და წამომეწია. წინ გადამიდგა, მკლავებზე ხელი მომკიდა და შემაჯანჯღარა.
- ამოღერღე.
- არ შემხმიანებია.
უყოყმანოდ ვუთხარი და გზა გავაგრძელე. გამომყვა.
- იოანესთანაა, ბიჭები ქეიფობენ.
თითქოს შვება ვიგრძენი, მაგრამ თან მაინც ვბრაზობდი. ისევ თავი დავაქნიე. რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად მივდიოდით
- მაგარი იდეა მაქვს!
- ოხ ლილუ, აბა?
თვალები ავატრიალე.
- მივადგეთ.
- რა? არა!
- კიკი.
ხელი დამავლო და ვერც კი გავაანალიზე რომელ ავტობუსსში ამტენა.ამოვიხვნეშე. რა გვინდოდა ახლა ბიჭების საღამოზე. მითუმეტეს, ანდრეას ნახვას ვერიდებოდი...
ორ გაჩერებაში ჩამოვედით. კარებთან ღრმად ამოვისუნთქე და დავაკაკუნე.
- დათო?...
- მარიამ, - თავი ღიმილით დამიქნია. ცოტა გაკვირვებული და გაოცებული ვიყავი მისი დანახვით. თანაც არაფერი ეტყობოდა, არც ბრაზი ანრც წყენა ჩემს მიმართ. როგორცვე სახლში შევედით მაშინვე ჩამეხუტა, ძალიან, ძალიან მჭიდროდ მომხვია ხელები.
გამეღიმა და გულწრფელად გამიხარდა მისი დანახვა. თუმცა გული რამის შუაზე გამისკდა როცა შემოსასვლელში ანდრეა გამოვიდა. თვალები აენთო, დათოს ინსტიქტურად ხელი ვუშვი, მაგრამ თვითონ ისევ მეკვროდა. ვუყურებდი ავალიანს, სახეზე ფერები როგორ დაურბოდა. მთლიანად დავიძაბე როცა ხმა ამოიღო და კბილებში გამოსცრა:
- მოშორდი!



დაპირებული თავი! გელოდებით თქვენი კომენტარებით^ემოციებით, რას ფიქრობთ?..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Anansio

ოჰოოო რა ამბებიაა❤️❤️❤️❤️მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Moonlight17

ამბები ჯერ ნაკლებად ნათქვამია :დ ხვალ დაიდება ❤️
Anansio
ოჰოოო რა ამბებიაა❤️❤️❤️❤️მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.