შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენები და ვნება {4}


18-11-2018, 22:36
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 690

ვენები და ვნება {4}

ჯინსის შარვალი ამოიცვა მამაკაცმა, უბრალოდ მაისური და ფეხშიშველი დაბრუნდა ოთახში. თათიას ფანჯრები გამოეღო. ფარდები გადაეწია და ბექა რომ დაბრუნდა, იატაკზე დაყრილ სარკის ნატეხებს გვიდა. - შეეშვი. - მამაკაცის ბოხმა ხმამ გაიჟღერა და მაგიდას მიუჯდა. სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებში და საქმეში გართულ თათიას დააკვირდა. - აქ მოდი. - ისევ თვითონ განაგრძო საუბარი, რადგან ჩათვალა რომ ქალს მისი ხმა არ გაუგია.
- მაცდი? - ერთი წამით გამოხედა და ტუჩი აიბზუა.
- ამას რატომ აკეთებ?
- იმიტომ რომ ჩემი ძვირფასი ფეხსაცმელი კინაღამ დააზიანა, შენი სარკის ნატეხებმა.
- ამას არ ვგულისხმობ.
- აბა?
- აქ რატომ ხარ და ისე რატომ იქცევი, თითქოს დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს.
- მე ძალიან კარგად გიცნობ ბექა, თითქმის ყველაფერი ვიცი შენზე.
- ესე იგი არათანაბარ სიტუაციაში ვართ.
- მერე რა, კაცი ხარ და წუწუნი არ შეგშვენის. - სახლის დაგვა დაასრულა და სამზარეულოში გავიდა. ბექა ჩუმად იჯდა და ქალის დაბრუნებას ელოდა.
- შესანიშნავი, ცარიელი და გამორთული მაცივარი გაქვს. - ოთახში დაბრუნდა და წელზე შემოირტყა ხელები.
- აქ საჭმელად მოხვედი?
- სიმართლე გითხრა იმისთვის მოვედი რომ შენ გაჭამო და მერე გელაპარაკო, არ მინდა ჩემ მაგივრად ლორის ნაჭერს ხედავდე.
- სოფიმ გამოგიშვა არა?
- შეიძლება მოვწიო? - კითხვა უყურადღებოდ დაუტოვა და მარლბოროს კოლოფს დასწვდა. ერთ ღერს მოუკიდა და საუბარი განაგრძო. - შენ აქ იყავი, მე მარკეტში ჩავალ და რამეს ამოვიტან. - ზურგი შეაქცია ბიჭს და წასვლა დააპირა, თუმცა მკლავში სწვდა რამიშვილი და მის წინ სკამზე ძალით დააჯინა.
- შენ თავი, ობოლ ბავშვთა თავშესაფარში ხომ არ გგონია? - ბრაზით შეანათა თაფლისფერი ირისები.
- ნუ მიბღვერ, იყავი მშიერი ბატონო. - ხელები ერთმანეთში ახლართა და სიგარეტს ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- რატომ მოხვედი აქ?
- სალაპარაკო გვაქვს.
- რასთან დაკავშირებით?
- მე და სოფი ბავშვობიდან ვმეგობრობთ ბექა.
- როგორ მოხდა რომ სოფის ბავშვობის მეგობარს არ ვიცნობ?
- თქვენ რომ ერთმანეთი გაიცანით, მე საქართველოში არ ვიყავი, რომ ჩამოვედი, ჩემი და სოფის ურთიერთობა მალე აირია და შენი გაცნობა ვეღარ მოხერხდა.
- აჰა, ესე იგი ურთიერთობა ახლა აღადგინეთ.
- შენ რომ სოფის ორსულობაზე გაიგე, იმ დღეს. ჩემი სახლიდან წამოვიდა შენთან.
- ესე იგი გცოდნია რაც ჩაიდინა.
- შეცდომა დაუშვა.
- უბრალოდ შეცდომა?
- შეცდომა ბექა, საშინელი შეცდომა.
- გამოუსწორებელი. ამაზე საშინელს ვერც ვერაფერს ჩაიდენს ქალი.
- ჩაიდენს. ეშმაკზე უარესია ქალი, ისეთი რამ შეიძლება ჩაიდინოს ვერც წარმოიდგენ.
- ისე ლაპარაკობ თითქოს ჩვენს შორის ქალი, შენ კი არა მე ვიყო.
- ბექა, ნანობს სოფი, მართლა ნანობს და ეს ისეთი რამ არის, ნებისმიერ ქალს შეიძლება დაემართოს.
-ის გააფრთხილა ექიმმა. - ხმას აუწია ბიჭმა.
- ჰო, ვიცი მაგრამ. . .
- თქვენი მეგობრობა რატომ დაინგრა? - თემა შეცვალა მამაკაცმა.
- გავლოთდი.
- ამის გამო? ჰო რა თქმა უნდა, სოფის იმიჯზე ლოთი მეგობარი ცუდად იმოქმედებდა.
- მე ყველაფრის ღირსი ვიყავი. - ფეხზე წამოდგა ქალი და ფანჯარასთან მივიდა. - თუმცა აქ ჩემს თავზე სასაუბროდ არ მოვსულვარ.
- არ მაინტერესებს რაზე სასაუბროდ მოხვედი, ხომ გინდა რომ ვილაპარაკოთ, მაშინ დაიწყე.
- ბექა ინცესტზე რა აზრის ხარ? სწრაფად მოტრიალდა ქალი და მოულოდნელი კითხვა დასვა.
- გულისამრევია. - უმალ მიახალა ბიჭმა.
- მიდი არ*ყიე.
- ვისთან იწექი? - ისე უშუალოდ ჰკითხა, თითქოს ახლახან კი არ გაეცნოთ ერთმანეთი, წლობის ნაცნობები იყვნენ.
- ჩემს ვაჟთან. - მიუხედავად იმისა რომ ფანჯარისკენ მიბრუნდა, მის ხმაშიც თავისუფლად იგრძნო, ქალის ტირილი რამიშვილმა.
- როგორ? - გაოცებისგან პირის დახურვას კარგა ხანს ვერ ახერხებდა.
- უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე ძალიან გვიჭირდა, სწავლის ფულის გადახდის საშუალება არ მქონდა, ერთ დღეს სამსახურის ძებნისას ინტერნეტში განცხადებას გადავაწყდი, სუროგატ დედებსა და კვერცხუჯრედის დონორებს ეძებდნენ, სუროგატ დედებს, ოციათას დოლარამდე სთავაზობდნენ, მაგრამ ამისთვის ერთ წლიანი აკადემიურის აღება მომიწევდა, მე კი უბრალოდ სწავლის ფულის გადახდა მინდოდა. ჰოდა კვერცხუჯრედის დონორი გავხდი, სანაცვლოდ კი ორიათასი დოლარი ავიღე. - ცრემლებმა შეაწყვეტინა საუბარი ქალს, თუმცა მალევე განაგრძო. - მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი, ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, თან მითხრეს რომ ქვეყნის გარეთ ხდებოდა დონაცია და ვიფიქრე რომ სამუდამოდ უნდა დამევიწყებინა ეს ამბავი. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ეს ამბავი მახსენდებოდა, თუმცა იშვიათად. მე წარმატებული ქალი გავხდი, მაგრამ ერთ დღეს მეგობრების წრეში ძალიან საინტერესო ბიჭი გავიცანი, სასმელი ყოველთვის მომწონდა, ლოთი არ ვყოფილვარ, მაგრამ სამსახურის მერე განტვირთვას ამით ვახერხებდი, საბაც ღამის კლუბში გავიცანი. საერთოდ არ ჰგავდა პატარას, არც მე მეტყობოდა დიდად ასაკი და ჩვენს შორის მაქსიმუმ ხუთ წელს თუ იტყოდი სხვაობას. იმ საღამოსვე მაგრად დავთვერი და დილით მასთან ერთად გავიღვიძე, ჩვენი რომანიც მაშინ დაიწყო. - კიდევ ერთხელ გააწყვეტინა ცრემლებმა საუბარი. ფეხზე წამოიმართა ბექა, წყლით სავსე ჭიქა აიღო და ქალს მიუახლოვდა. - შეგიძლია არ მომიყვე. - მშვიდად უთხრა და წყალი მიაწოდა. ქალმა სულმოუთქმელად გამოსცალა ჭიქა. - ჰო, ახლა მკვდარია, ჩემი საყვარელი მამაკაცი, ჩემი შვილი, თავისი ხელით გამოიჭრა კისერი, როცა ეს ამბავი გაიგო. მე სუსტი აღმოვჩნდი, მე ვერ მოვიკალი თავი.
- კარგი დამშვიდდი, აღარ გინდა ამაზე.
- ძალიან მჭირდებოდა ლაპარაკი ამაზე თურმე, სოფის მოვუყევი აქამდე და ახლა შენ, წლებია აღარ მილაპარაკია. - კიდევ უფრო მიუახლოვდა თათიას, ბიჭი და აშკარად იგრძნო ალკოჰოლის სუნი.
- ყველაფერი რიგზეა. - ხმადაბლა უთხრა და თვითონაც ჰორიზონტს გაუსწორა მზერა.
- არაფერიც არ არის რიგზე ბექა, ზოგჯერ ერთი შეცდომა, ცხოვრების რელსებს ისე გიცვლის, ყველა საპირისპირო მხრიდან მომავალ მატარებელს გახეთქებს. ზოგჯერ ერთი წამი, ერთი მოქმედება, ერთი პატარა შეცდომა, ან დაუფიქრებლობა ანგრევს ცხოვრებას.
- მერწმუნე, ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის. - სიგარეტის რუხი ბოლი ჩაუშვა ფილტვებში და კარზე კაკუნი გაისმა. ბექამ თათია იქვე დატოვე და კარისკენ დაიძრა.
- ბექუშ, როგორ ხარ ? ნახე რეები მოვიტანე. - ბექას მეგობარი, დიტო იდგა კარში და ხელში პროდუქტით სავსე პარკები ეჭირა. ბექას პასუხისთვის არ დაუცდია ისე შევიდა სახლში და თათია დაინახა თუ არა მაშინვე შედგა. - არ ვიცოდი, მარტო თუ არ იყავი ძმაო. - დარცხვენით მოხედა, უკან მომავალ მეგობარს.
- სოფის მეგობარია, თათია. თათია ეს ჩემი მეგობარია, დიტო. - ერთმანეთი გააცნო და სკამზე ჩამოჯდა.
- და მისი ფსიქოლოგი. - სიამაყით დაამატა ქალმა.
- სასიამოვნოა. - პარკები იქვე დააწყო ბიჭმა და ხელი გაუწოდა ახლადგაცნობილს, ქალმაც მაშინვე შეაგება თავისი.
- ბექა, მე წავალ, მოგვიანებით შემოგივლი და ვილაპარაკოთ. - ამჯერად რამიშვილს მიუბრუნდა თათია.
- დარჩი, შენ არ იყავი თავს რომ იკლავდი უნდა გაჭამოო? ახლა ჩემი მაცივარი არც ისე ცარიელი იქნება და შეგიძლია ჩართო კიდეც.
- ჰო, ძალიან გაგვიხარდება თუ დარჩებით. - საუბარში ჩაერთო დიტოც.
თათია ხომ ამ სახლში იმ მიზნით მოვიდა, ბექას ნდობა მოეპოვებინა, დასაწყისი მშვენიერი გამოუვიდა და რაც მეტი დროის გატარების საშუალება ექნებოდა მასთან, კიდევ უფრო შეძლებდა ბიჭის ნდობის მოპოვებას, ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია ისე დათანხმდა წინადადებას. - მხოლოდ ერთი პირობით. - თითის აწევით გადახედა მამაკაცებს.
- რა პირობით? - ბექას გაკვირვებულ მზერას დიტოს კომენტარი მოჰყვა.
- სადილის მომზადებაში ორივე დამეხმარებით. - წარბი ბაღის აღმზრდელივით ასწია და ღიმილიც მოჰგვარა ბიჭებს. თავის დაქნევით დაეთანხმა ორივე, თუმცა არცერთს შეუწუხებია დიდად თავი, მხოლოდ თავზე ადგნენ ქალს და ხელს უფრო უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ.
მალევე გააწყო მაგიდა თათიამ და სამივე სუფრას მიუსხდა. თუმცა ერთადერთი ვინც გემრიელად ჭამა დიტო იყო. ბექა და თათია ლუდს სვამდნენ და მშვიდად საუბრობდნენ.
- დიდი ხანია რაც მეგობრობთ? - ბიჭებს გადახედა თათიამ.
- ბავშვობიდან, ახლა კი საერთო რესტორანი გვაქვს და ბიზნეს პარტნიორებიც გავხდით. - საუბარს მოწყურებულს ჰგავდა დიტო. - უი მართლა ბექუშ რა გამახსენდა, მაგარი ქორწილი ეწყობა ორ კვირაში ჩვენთან, ვიღაც ოლიგარქი ბიძაა, ახალგაზრდა გოგო მოყავს ცოლად და ჭკუაზე არაა, წარმოიდგინე ორი კვირით ადრე დაჯავშნა რესტორანი, საცოლეს არსად აჩენს, მაგრამ ამბობენ მაგარი გოგოაო, როგორც ჩანს ფულის გამო მოყვება ამ ბებერს და აზრსაც არავინ არაფერზე ეკითხება, საცოლეს რესტორანიც კი არ აჩვენა სადაც ქორწილი უნდა გადაიხადოს წარმოიდგინე ტო, ჰოდა მოკლედ მაგარ მაყუთს ჩამოდის და ქორწილიც მაგარი იქნება, ჰოდა უეჭველი მოდი ტო, მამაშენის ნაცნობი ყოფილა ისე, და რომ გაიგო შენ იყავი რესტორნის მფლობელი ორივე დაგვპატიჟა.
- ჰო. - გულგრილად მოისმინა მეგობრის საუბარი და ლუდი მოსვა.
- უეჭველი მოხვალ იცოდე.
- ვნახოთ დიტო რა, არ მინდა ახლა ამაზე ბაზარი.
- ბიჭო გეუბნები მაგრად გავერთობით ტო.
- წახვალ, მე როგორც შენი ფსიქოლოგი ვთვლი რომ შენთვის განტვირთვა აუცილებელია. - თათიაც ჩაერთო საუბარში.
- ვნახოთ. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
- ვნახოთ არა, ახლავე დაგვპირდები ორივეს, თან რამდენი ხანია არც მოსულხარ რესტორანში ტო, არ გაინტერესებს რას ვაკეთებ? იქნებ ვაფშედავამხე ყველაფერი.
- გენდობი ძმაო გენდობი. - ფეხზე წამოდგა და მხარზე დაჰკრა ხელი.
- ბექა დაპირება? - დანებებას აშკარად არ გეგმავდა თათია.
- მოვალ ჰო, მოვალ, ოღონდ ცოტა ადრიანად შემახსენე. - დიტოს მიუბრუნდა რამიშვილი.
- მე გავახსენებ, მაინც ხშირად უნდა ვიარო აქ. - კმაყოფილი ჩანდა ქალი. ფეხზე წამოდგა და მაგიდის ალაგებას შეუდგა, მალევე მიალაგა ყველაფერი და ბიჭებს დაემშვიდობა, დიტოც მალევე წავიდა. ბექა თავის ამოჩემებულ კუთხეში მიიკუჭა და შპრიცი მოიმარჯვა და ნეტარებას მისცა თავი.

. . .
ყოველდღე დადიოდა თათია ბექასთან. საუბრობდნენ თითქმის ყველაფერზე, თუმცა მაინც თათია უფრო იყო საუბრის ინიციატორი. ხშირად კამათობდნენ, ან მდუმარედ ისხდნენ. რამდენჯერმე კაიფში მყოფსაც მიუსწრო თათიამ ბექას და კამათიც მაშინ მოუვიდათ. საბოლოოდ ახერხებდნენ მეგობრობას, ბექას მოსწონდა რომ მოსაუბრე ჰყავდა, თათიასთვის კი ზრუნვის ობიექტად ქცეულიყო ბექა. სოფის საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და ბექას ამბებსაც იშვიათად ისმენდა.
თითქმის ორი კვირა იყო გასული სოფი რომ თათიასთან მივიდა.
- სოფი? - გაუფრთხილებელ სტუმრობას არ ელოდა ქალი.
- რას შვება ბექა? - მეგობრის მოკითხვა არც გახსენებია ისე გადავიდა მისთვის საინტერესო თემაზე.
- აქამდე შეიძლებოდა მომკვდარიყო სოფი.
- შენ აქ იყავი და ამის უფლებას არ მისცემდი, აუცილებელი რომ არ ყოფილიყო, არც მე მქონდა მოგზაურობის თავი.
- ახლა მოვედი ბექადან.
- ხშირად ნახულობ?
- ყოველდღე.
- უკეთაა?
- ვერ ვიტყოდი რომ კარგადაა, სულ ჩაითრია ნარკოტიკმა, იშვიათად ფხიზლდება.
- ხვალ უნდა ვნახო, საშინლად მომენატრა.
- ხვალ ბექას და დიტოს რესტორანში, რაღაც ქორწილია და იქ მიდის, მგონი ჯობია ზეგ ნახო.
- დაურეკე რა, ხმას მაინც გავიგონებ.
- ტელეფონს მოვიტან. - ოთახი დატოვა ქალმა და მალევე ვისკის ბოთლით და ჭიქებით დაბრუნდა. ორივესთვის დაასხა, ბექას დაურეკა და დიქტოფონი ჩართო. რამდენიმე ზარი გავიდა, მაგრამ მობილურს არავინ ხსნიდა.
- ალბათ ისევ კაიფშია. - კბილებში გამოსცრა ქალმა და რამიშვილის ბოხი ხმაც მოისმა ყურმილს იქედან.
- ჰო თათუ, მიხვედი სახლში?
- რატომ არ ხსნიდი? ხომ კარგად ხარ?
- აბაზანაში ვიყავი. რა მოხდა?
- არაფერი, მაინტერესებს მანდ მოსაცმელი ხომ არ დამრჩა.
- რა მოსაცმელი აგვისტოა ტო, მაგაზე უკეთესი მიზეზი ვერ მოიფიქრე? რა ბანალურობაა. - ოდნავ გაეცინა ბიჭს.
- ენას ამოგგლეჯ, კარგი ჰო, მაინტერესებდა ჩემი წამოსვლისთანავე ხომ არ გაიბრუე თავი.
- ჰო, ეგ უფრო დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ არაფერი გამიკეთებია, დაძინებას ვაპირებდი.
- კარგი და არ დაგავიწყდეს, ხვალ ქორწილში მიდიხარ. - ღიმილით შეახსენა ქალმა.
- მახსოვს ჰო.
- ძილინების ბექა. - მამაკაცს არაფერი უთქვამს ისე დაკიდა ტელეფონი. ახლაღა შეხედა სოფის აცრემლებულ თვალებს თათიამ.
- კარგად ხარ?
- საშინლად მომენატრა. - ვისკის ჭიქას დაავლო ხელი და დიდი ყლუპი მოსვა.
- გეტყობა დაო, გეტყობა. - არც თათიას უფიქრია ბევრი ისე გამოსცალა ჭიქა.
- როგორც ჩანს დამეგობრდით.
- საინტერესო ბიჭია შენი ბექა. - თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია მეგობარს და სოფისაც საშინლად ესიამოვნა თათიას პირიდან მოსმენილი სიტყვათა შეთანხმება "შენი ბექა"
კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს ქალებმა, ძირითადი თემა რა თქმა უნდა ბექა და მისი ნარკოდამოკიდებულება იყო. გვიან ღამით დაშორდნენ ერთმანეთს, მხოლოდ იმ პირობით რომ მალევე შეხვდებოდნენ.

. . .
დილით თათიას ზარმა გააღვიძა ბექა. ცოტა ხნიანი წუწუნის შემდეგ თავი მოიწესრიგა, მოტოციკლს მოაჯდა და რესტორნისკენ გასწია. მიუხედავად იმისა რომ წვეულებების ხასიათზე არ იყო, ძალიან მონატრებოდა თავისი რესტორანიც და ხალხთან ყოფნაც. რესტორნის კართან შეეგება დიტო მეგობარს.
- ვაჰ, ეს რა მაგარ ადგილად გიქცევია ძმაო. - გაკვირვება გამოეხატა სახეზე, როცა სრულად მოათვალიერა საქორწილოდ გამზადებული დარბაზი.
- აი სიძეც. - მათკენ მომავალი კაცისკენ ანიშნა თვალით. ორმოცდაათ წელს გადაცილებული, თმაში ვერცხლისფერ შერეული მამაკაცი მიუახლოვდათ და ხელი გაუწოდა ბექას.
- აჰმედ ზორ. - ღიმილით გაეცნო და ოქროს კბილიც გამოაჩინა.
- ბექა. - ხელი ძლიერად ჩამოართვა ბიჭმა.
- მადლობელი ვარ რომ მოხვედით, ძიმამ თქვა რომ არ გიყვართ ასეთ დღესასწაულებზე დასწრება.
- მადლობა თქვენ დაპატიჟებისთვის. - ნაძალადევად გაუღიმა კაცს.
- დაგტოვებთ ბიჭებო, სადაცაა საცოლე მოვა, დროებით. - მამაკაცებს სწრაფი ნაბიჯით გაშორდა აჰმედი.
- ნეტა ვინაა ამის საცოლე ასეთი ტო, ხელის მოწერაც კი რესტორანში შედგება, საგულდაგულოდ მალავს იმ გოგოს, ერთი სული მაქვს დავინახო. - მეგობრის მხარზე დაყრდნობილი საუბრობდა დიტო.
რესტორანი ნელ-ნელა შეივსო ხალხით, მხოლოდ პატარაძალი არ ჩანდა. ბექას სული ეხუთებოდა ამდენ ადამიანში და ის ის იყო ეზოში გასვლა დააპირა ლიმუზინი რომ გაჩერდა რესტორნის კართან. მალევე გადმოვიდა პატარძალიც, სავსე სხეულზე ლამაზად მოსდგომოდა საპატარძლო კაბა, გამოკვეთილი მკერდი და ყელი საოცრად ლამაზს ხდიდა, ისედაც რამდენიმე ათასიან თეთრ ნაჭერს. მხოლოდ სახეზე ფატა ჩამოეფარებინა და შესაბისად მისი სახის დანახვა შეუძლებელი გამხდარიყო. უკვე ყველაფერი მზად იყო, ნოტარიუსიც ადგილზე იყო და ადგილიც სადაც წყვილს ხელი უნდა მოეწერა უკვე მოემზადებინათ. მამამ შეიყვანა გოგონა რესტორნის კარებში, თუმცა ბექასთვის ყოვლად უინტერესო იყო სანახაობა და გადაწყვიტა მოსაწევად გასულიყო.
ლამაზად მორთულ ეზოში იდგა, უემოციო მზერას ავლებდა ჰორიზონტს და სიგარეტს ეწეოდა. მისი ფიქრები ახლაც ისე დასტრიალებდა სოფის როგორც ყოველთვის. მოულოდნელად მკვეთრი შეჯახება იგრძნო, სწრაფად მოტრიალდა და რომ არა მისივე სწრაფი რეაქცია ძირს დაეცემოდა პატარძალი. შეშინებულს, მწვანე წყლიანი თვალები ფართოდ დაეჭყიტა და გადამრჩენელს ასე თვალებგაფართოებული მისჩერებოდა.
- კარგად ხარ? - ფეხზე მყარად დადგომაში მოეხმარა ბიჭი. ჯერ კიდევ გაოცებული მისჩერებოდა ახალგაზრდა გოგონას, მას ხომ საკმაოდ ასაკოვანი წარმოედგინა დედოფალი.
- მიშველე, გთხოვ მიშველე. - სწრაფად საუბრობდა და აკანკალებული ხელებს, მკლავზე უჭერდაა ბიჭს.
- რა მოხდა? ვინმე მოგსდევს? - წარბი ასწია გაურკვევლობის ნიშნად.
- უნდა წავიდე აქედან, ახლავე უნდა წავიდე, გთხოვ. - მუდარა ჟღერდა გოგონას ხმაში.
- სად უნდა წახვიდე, შენი ქორწილი არ არის?
- შენ აჰმედის ნათესავი ხარ? - ეჭვისთვალით შეხედა გოგონამ.
- არა.
- მაშინ გამიშვი, ახლავე უნდა გავიქცე აქედან.
- გაგიჟდი?
- გთხოვ, გემუდარები, ამდენი დრო არ მაქვს, უნდა წავიდე. - სწრაფად გაეცალა ბიჭს და ჭიშკრისკენ დაიძრა.
რამდენიმე წამი მდუმარედ იდგა ბექა, კარგად ვერც აცნობიერებდა რა ხდებოდა, თუმცა მალევე მოეგო გონს და გოგონას გაედევნა.
- აქეთ. - ხელი წაავლო და თავისი მოტოციკლისკენ წაიყვანა. ჩაფხუტი მოურიდებლად ჩამოიმხო თავზე და მოტოციკლზე მოკალათდა, გოგონაც უსიტყვოდ დაჯდა მის უკან, მჭიდროდ მოჰხვია ხელები მამაკაცის სხეულს და ტრანსპორტიც მაშინვე მოსწყდა ადგილს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline ადმინი ელპინი

დავბრუნდები.
მიყვარხარ!
❤️

 


№2  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
დავბრუნდები.
მიყვარხარ!
❤️

მეც. . . ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ვაიმე რა იყო ეს
დღეს ძალიან გაგვანებივრე
ოპა რატო მგონია რომ სოფიას და ამის შეხვედრა
ცუდად დასრულდება
არადა ინტერესი მკლავს
აუ რა კარგი თავი იყო
დიტო ძალიან მაგარი ვიღაცაა
ეს ძმაკაცები გადამრევენ
აჰმედი და ჯიში მაგისი
იქნება აქხა სიბოროტის განსახიერება
აუ სადედოფლო კაბით რომ ქალი მოტოციკლზე დაჯდება
დღეს სოფო მაგრად დამაკლდა
თათიას ამბავზე ცუდად გავხდი ლამის
ძალიან მაგარი მეგობრები გახდნენ
აუ ძალიან კარგი თავი იყო სალანდერ
ველი ახალ თავს
და წესით მთავარ ინტრიგას heart_eyes heart_eyes

 


№4  offline მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi
ვაიმე რა იყო ეს
დღეს ძალიან გაგვანებივრე
ოპა რატო მგონია რომ სოფიას და ამის შეხვედრა
ცუდად დასრულდება
არადა ინტერესი მკლავს
აუ რა კარგი თავი იყო
დიტო ძალიან მაგარი ვიღაცაა
ეს ძმაკაცები გადამრევენ
აჰმედი და ჯიში მაგისი
იქნება აქხა სიბოროტის განსახიერება
აუ სადედოფლო კაბით რომ ქალი მოტოციკლზე დაჯდება
დღეს სოფო მაგრად დამაკლდა
თათიას ამბავზე ცუდად გავხდი ლამის
ძალიან მაგარი მეგობრები გახდნენ
აუ ძალიან კარგი თავი იყო სალანდერ
ველი ახალ თავს
და წესით მთავარ ინტრიგას heart_eyes heart_eyes

და აი შენც, მთელი შენი დიდებულებით ❤
მაგათი შეხვედრა ისეთი იქნება მტრისას :დ.
დანარჩენს ნახავ შემდეგ თავში, განწბივრებას რაც შეეხება მაქვს ზოგჯერ ასეთი გამოხდომები. :დ
მადლობა რომ სულ ჩემთან ხარ ❤

 


№5  offline ადმინი ელპინი

აუ, როგორი იყო . . .
ხომ გითხარი, ვიტირებ - მეთქი.
სოფი და ბექა მომწონს, მართლა. მაგათი დიალოგი სასწაული იყო და ემოციური. აი, არ ვიცი რა . . .
ისე კი, მაგარ ინტრიგებს ხლართავ და მაგარ ხოდზეც ხარ. აუ, მაგარია ტო.
წერე შენ რა, საშინლად მაინტერესებს ყველაფერი.
თათია მომწონს, რა ვქნა?!
მალე დაწერე, რა.
მიყვარხარ მე შენ, ჩემო!

 


№6  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
აუ, როგორი იყო . . .
ხომ გითხარი, ვიტირებ - მეთქი.
სოფი და ბექა მომწონს, მართლა. მაგათი დიალოგი სასწაული იყო და ემოციური. აი, არ ვიცი რა . . .
ისე კი, მაგარ ინტრიგებს ხლართავ და მაგარ ხოდზეც ხარ. აუ, მაგარია ტო.
წერე შენ რა, საშინლად მაინტერესებს ყველაფერი.
თათია მომწონს, რა ვქნა?!
მალე დაწერე, რა.
მიყვარხარ მე შენ, ჩემო!

მეც მიყვარხარ შენ ❤
მეც მომწონს თათია. . .
ბექა და სოფი ისე რა ❤

 


№7  offline წევრი -ლილუ

მოულოდნელობა ხარ ჩვეულებრივად...
გ ა მ ა ხ ა რ ე...
ოხ თათია...თათია...
თავიდანვე საინტერესო პერსონა იყო ჩემთვის...(მისი ცალკეული ამბით)
+(ალკოჰლნარევი ფსიქოლოგობითურთ)...
ინცესტი ზე'ამორალობაა ჩემთვის...
ბექაზე ვერ ჩამოვყალიბდი...(ჯერ ვერ ვიღებ ბოლომდე ხო ხვდები)
სოფი ყვლა ტკივილისთვის მემეტება....(არდაბადებულს ჯერ ვერ ვპატიობ მე)
დიტო მე'კარგტიპება...
ბოლოში ძაან ინტრიგა გაუშვი...
გახსოვს ადრე გითხარი ჩემთვის მეამბოხე მწერალი ხართქო....
მწერალი,რომელიც ტაბიუირებულ თემებზე წერ...
თან წერს ისე,რომ ეს ყოველივე...
არ არის გამარიზიანებელად ამორალური...
მიუღებელს მისაღებს ხდი...
ამიტომ ხარ გენია ამ სიტყვის ყველა გაგებით...
სალანდერ'ო შენ წერისთვის დაიბადე...
სულ სულ და დაუსრულებლად სულ...
უნდა წერო...
მე სულ წაგიკითხავ...
შემდეგთავამდე...

 


№8  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ
მოულოდნელობა ხარ ჩვეულებრივად...
გ ა მ ა ხ ა რ ე...
ოხ თათია...თათია...
თავიდანვე საინტერესო პერსონა იყო ჩემთვის...(მისი ცალკეული ამბით)
+(ალკოჰლნარევი ფსიქოლოგობითურთ)...
ინცესტი ზე'ამორალობაა ჩემთვის...
ბექაზე ვერ ჩამოვყალიბდი...(ჯერ ვერ ვიღებ ბოლომდე ხო ხვდები)
სოფი ყვლა ტკივილისთვის მემეტება....(არდაბადებულს ჯერ ვერ ვპატიობ მე)
დიტო მე'კარგტიპება...
ბოლოში ძაან ინტრიგა გაუშვი...
გახსოვს ადრე გითხარი ჩემთვის მეამბოხე მწერალი ხართქო....
მწერალი,რომელიც ტაბიუირებულ თემებზე წერ...
თან წერს ისე,რომ ეს ყოველივე...
არ არის გამარიზიანებელად ამორალური...
მიუღებელს მისაღებს ხდი...
ამიტომ ხარ გენია ამ სიტყვის ყველა გაგებით...
სალანდერ'ო შენ წერისთვის დაიბადე...
სულ სულ და დაუსრულებლად სულ...
უნდა წერო...
მე სულ წაგიკითხავ...
შემდეგთავამდე...

შენ ჩემი ბედნიერება ხარ ამ საიტზე. . .
ინცესტი ჩემთვისაც ზე ამორალურობაა, იმის იქეთ რომ აღარაფერი არსებობს, მაგრამ. . . ხომ იცი რაც. . .
სოფის ვერ პატიება მესმის, ბექასიც რომ ვერაფერი ისმის ჯერ ეგეც მესმის და საერთოდაც ვგიჟდები შენზე ❤
მადლობა რომ არსებობ ❤

 


№9  offline წევრი qetulaa

Ai mcerali, punqtualuri, movlenebi saocrad gansxvavebulad vitardebbaa, momcons zaliannn da moutmenlad gelodebii, dges emociebisgan zalian davitvirte da mapatie sityvazuncobaaa, zalian magari gogo xar salander

 


№10  offline წევრი elene2619

ვნანობ კითხვა რომ დავიწყე! (წარმომიდგენია შენი სახე ამას რომ წაიკითხავ :დ) ვერ გავძლებ დასასრულამდე ასე მგონია სული მეხუთება ისემინდა ფინალის მოსმენა :დ საოცარო სალანდერ შენ ქმნი პერსონაჟებს,სულს ჩუქნი, ემოციებს, ყველა თვისებას და მკითხველს აძლევ საშუალებას რომ ფრთა შეასხას წარმოსახვაში... იმდენად რეალრია შენი წერის სტილი მგონია რომ ჩემი კარის იქით ეს "ხალხი" ცხოვრობს რიმ მათი ნაწილი ვარ და თითქოს ყველაფერს ძაიან ბუნებრივს ყვები... ( კიდევ კარგი სპეცეფექტების და ჯადოსნური ამბების გარეშე) :დ საუკეთესო მწერალი ხარ ჩემთვის <3
და რაღათქმაუნდა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

 


№11  offline მოდერი სალანდერი

qetulaa
Ai mcerali, punqtualuri, movlenebi saocrad gansxvavebulad vitardebbaa, momcons zaliannn da moutmenlad gelodebii, dges emociebisgan zalian davitvirte da mapatie sityvazuncobaaa, zalian magari gogo xar salander

ზოგჯერ ძალიან ცოტა სიტყვა ჭირდება ვიღაცის გაბედნიერებას და ეს ის შემთხვევაა ❤
მადლობა ❤

elene2619
ვნანობ კითხვა რომ დავიწყე! (წარმომიდგენია შენი სახე ამას რომ წაიკითხავ :დ) ვერ გავძლებ დასასრულამდე ასე მგონია სული მეხუთება ისემინდა ფინალის მოსმენა :დ საოცარო სალანდერ შენ ქმნი პერსონაჟებს,სულს ჩუქნი, ემოციებს, ყველა თვისებას და მკითხველს აძლევ საშუალებას რომ ფრთა შეასხას წარმოსახვაში... იმდენად რეალრია შენი წერის სტილი მგონია რომ ჩემი კარის იქით ეს "ხალხი" ცხოვრობს რიმ მათი ნაწილი ვარ და თითქოს ყველაფერს ძაიან ბუნებრივს ყვები... ( კიდევ კარგი სპეცეფექტების და ჯადოსნური ამბების გარეშე) :დ საუკეთესო მწერალი ხარ ჩემთვის <3
და რაღათქმაუნდა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

რანაირი დასაწყისი იყო, შემაშრა ღიმილი სახეზე, ოხხხ. :დ
ზატო გაგრძელება იყო ისეთი, გამიბრწყინდა თვალები. . . ❤
ჰო, ახლა ისტორიას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა რომ იდეალური პერსონაჟები თითქმის არ მყავს და ყველას თავისი წილი "ცოდვა" ადრვს მხრებზე, მიხარია რომ ძალიან ადამიანურად გესმის მათი. . .
მალე დასრულდებათქო ვერ დაგპირდები, სავარაუდოდ კარგა ხანს არ დასრულდება და ძალიან ძალიან უზარმაზარი მადლობა რომ მაბედნიერებ ❤

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

რა ჯანდაბაა სიტყვები დავკარგე არადა რომ დავიწყე კითხვა ვიფიქრე ახლა მაინც ვეტყვი ჩემს მოკრძალებულ აზრს პერსონაჟებზეთქო და ისე შემეკრა სუნთქვა ტვინს ჟანგბადი აღარააქ და დამავიწყდა ყველაფერი
ვგიჟდები როცა საერთოდ არაა ახლოს ჩემ მოწონებასთან რომელიმე გმირი და მაონც ასე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ესაა ალბათ ავტორის ყველაზე დიდი ნიჭი

 


№13  offline მოდერი სალანდერი

sameone crazy girl
რა ჯანდაბაა სიტყვები დავკარგე არადა რომ დავიწყე კითხვა ვიფიქრე ახლა მაინც ვეტყვი ჩემს მოკრძალებულ აზრს პერსონაჟებზეთქო და ისე შემეკრა სუნთქვა ტვინს ჟანგბადი აღარააქ და დამავიწყდა ყველაფერი
ვგიჟდები როცა საერთოდ არაა ახლოს ჩემ მოწონებასთან რომელიმე გმირი და მაონც ასე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ესაა ალბათ ავტორის ყველაზე დიდი ნიჭი

ძალიან სასიამოვნო როცა ასეთი მკითხველი გყავს. . .
ჰო, პერსონაჟებიდან, თითქმის არასდროს არცერთი არ არის იდეალური და მათი ადამიანურობაც ამაშია ❤
ძალიან მიხარია რომ აქ ხარ, დიდი მადლობა

 


№14  offline წევრი სიბილა

ძაან არაპროგნოზირებადი გახდი ხოიცი, ისე ხო იყავი რაა)))ისე რომ იმედს ვიტოვებ პატარძალი უბრალოდ მხოლოდ პატარძალია,მართლაც კარგი თავი იყო.და ეს თავი ძალიან ბევრი რამის წინამორბედია, ანიუ რაც მოხდება მერე.ძალიან რომ არ გაგვიკვირდეს)))მადლობა, რომ პუნქტუალური ხარ.

 


№15  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
ძაან არაპროგნოზირებადი გახდი ხოიცი, ისე ხო იყავი რაა)))ისე რომ იმედს ვიტოვებ პატარძალი უბრალოდ მხოლოდ პატარძალია,მართლაც კარგი თავი იყო.და ეს თავი ძალიან ბევრი რამის წინამორბედია, ანიუ რაც მოხდება მერე.ძალიან რომ არ გაგვიკვირდეს)))მადლობა, რომ პუნქტუალური ხარ.

მადლობა შენ, რომ სულ ჩემთან ხარ ❤პროგნოზირებადი როდის ვიყავი, ახლა რომ გავხდე. :დ
თითქმის ყველაფერში მართალი ხარ და კიდევ და კიდევ მადლობა ❤

 


№16  offline წევრი tatuli)

რა კარგი იყო <3 მინდა სოფი და ბექა ერთად იყვნენ არ არსებობს უპატიებელი შეცდომა მე ასე ვთვლი რაც არ უნდა ტკივილი მომაყენონ მაინც ვცდილობ ისევ იმას გავუგო და ვაპატიო <3 ძალიან მინდა სოფი და ბექა ამ ტკივილსაც რო გაუძლონ... არც თათა და ბექაა ცუდი არც ის ეს ახალი გოგონა რო გამოჩნდა მაგრამ ის სულ სხვა დიდი სიყვარული ბევრ გამოცდას უძლებს <3

წარმატებები და ბოდიში თუ ჩემი აზრი მოგახვიე უბრალოდ გამოვხატე ჩემი აზრი და ემოცია <3 თუმცა ყველაფერი შენი გადასაწყვეტია და მაინც ბოლომდე წავიკითხავ სიამოვნებით ამ ისტორიას <3

 


№17  offline მოდერი სალანდერი

tatuli)
რა კარგი იყო <3 მინდა სოფი და ბექა ერთად იყვნენ არ არსებობს უპატიებელი შეცდომა მე ასე ვთვლი რაც არ უნდა ტკივილი მომაყენონ მაინც ვცდილობ ისევ იმას გავუგო და ვაპატიო <3 ძალიან მინდა სოფი და ბექა ამ ტკივილსაც რო გაუძლონ... არც თათა და ბექაა ცუდი არც ის ეს ახალი გოგონა რო გამოჩნდა მაგრამ ის სულ სხვა დიდი სიყვარული ბევრ გამოცდას უძლებს <3

წარმატებები და ბოდიში თუ ჩემი აზრი მოგახვიე უბრალოდ გამოვხატე ჩემი აზრი და ემოცია <3 თუმცა ყველაფერი შენი გადასაწყვეტია და მაინც ბოლომდე წავიკითხავ სიამოვნებით ამ ისტორიას <3

თათული, ძალიანაც მიხარია რომ "შენი აზრი მომახვიე" ყოველთვის სასიამოვნოა მკითხველის მიერ განხილვა თემის, რომელსაც შენსავით შეიძლება სულაც არ უყურებს, ასე რომ ბოდიში კი არა და ძალიანაც სასიამოვნოა და მადლობა❤
წყვილებს რაც შეეხება, მეც ყველა მხარე მომწონს და რა გამომივა საბოლოოდ ვნახოთ, ძალიან ძალიან დიდიბმადლობა რომ აქ ხარ და საკუთარ აზრს მიზიარებ ❤

 


№18  offline მოდერი Tamta.k

შენ უბრალოდ სასწაული ხარ ხომ იცი არააა? შენი ყოვლი ისტორია შედევრია, არ ვიცი როგორ დაგახასიათო რადგან მინდა ყველაფერი საუკეთესო გითხრა! საუკეთესო ხარ...
მიყვარს ბექა მისი მინუსევის მიუხედავად და მომწონს თათიაცც არაჩვეულებრივია როგორც ფსიქოლოგი და მეგობარი... სოფი დიდად არ მომწონს თუმცა შენი ინტრიგა მაბნევს:დდ
მიყვარს შენი თითვეული ისტორია, შენი სტილი და ორიგინალურობა. წარმატებები!

 


№19  offline მოდერი სალანდერი

Tamta.k
შენ უბრალოდ სასწაული ხარ ხომ იცი არააა? შენი ყოვლი ისტორია შედევრია, არ ვიცი როგორ დაგახასიათო რადგან მინდა ყველაფერი საუკეთესო გითხრა! საუკეთესო ხარ...
მიყვარს ბექა მისი მინუსევის მიუხედავად და მომწონს თათიაცც არაჩვეულებრივია როგორც ფსიქოლოგი და მეგობარი... სოფი დიდად არ მომწონს თუმცა შენი ინტრიგა მაბნევს:დდ
მიყვარს შენი თითვეული ისტორია, შენი სტილი და ორიგინალურობა. წარმატებები!

თამთა, შენ ხარ უბრალოდ საოცარი გოგო ❤
მე მიყვარს შენი კომენტარების კითხვა და ძალიან ძალიან ბევრი მადლობა შენ ❤

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.