შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა არსაიდან ( დასასრული)


19-11-2018, 10:17
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 2 137

გოგონა არსაიდან ( დასასრული)

- შვილს ელოდები. - გაუღიმა ლაურამ. ევა უღონოდ მიესვენა ბალიშზე. თითები გაუბედავად შეაცურა მაისურის ქვეშ და ფრთხილად შეახო შიშველ სხეულს, ლაურას გახედა, რომელსაც სიყვარულის ამსახველი ღიმილი შეყინვოდა სახეზე. ევას გულის ცემა შეეცვალა, ცდილობდა თავს მორეოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო თავის შეკავება და ცრემლებმაც მისგან დაუკითხავად გაიკვლიეს გზა. ატირებულ ევას ფრთხილად მოხვია ლაურამ ხელები და როგორც კი გოგონას მხრიდან წინააღმდეგობა არ უგვრძნია გულში ძლიერად ჩაიკრა ეს უკანასკნელი. - ყველაფერი კარგად იქნება, შენ ახლა უკვე გყავს ოჯახი. - უჩურჩულა ლაურამ და კიდევ უფრო ძლიერად მიიკრო სხეულზე.
---------------------------------------



სამყაროში ყოველთვის ისე არ ხდება ყველაფერი როგორც ჩვენ გვსურს. ხშირად მოსდევს სიხარულს იმედგაცრუება ან პირიქით, ზოგჯერ გვგონია რომ აი აქ ახლა, ამ მომენტში განცდილი ტკივილის სიძლიერის გამო ეს სწორედ ის წამია როდესაც ცხოვრება სრულდება ანაც პირიქით უდიდესი სიხარულის შეგრძნების გამო ვფიქრობთ, რომ აქამდე არც გვიცხოვრია და ეს სწორედ ის წამია როდესაც სიცოცხლეს ვიწყებთ. ადამიანის ცხოვრება როიალის კლავიშებს გავს და ვირტუოზი უნდა იყო რომ შენ გასავლელ გზაზე სრულყოფილად დაუკრა. მელოდიის გენიალურობა კი ბოლო აკორდზე არ არის დამოკიდებული, მთავარია მთელი მელოდია როგორ ჟღეს, როგორ გაივლი შენი ხანმოკლე ცხოვრების გზას. როგორ გადალახავ სირთულეებს, როგორ მოიგერიებ დარტყმებს, როგორ შეაფასებ რეალობას.
ევასთვის ფეხმძიმობა მოულოდნელი დარტყმა აღმოჩნდა. მის მიერ განვლილი ტკივილიანი გზის შემდეგ ეს ის მომენტი იყო როდესაც სამყაროს გაცრეცილი ძაფით გამოეკიდა და ყოველ წამს მოწყვეტას ელოდა. მას ეშინოდა, ეშინოდა დახშული გრძნობებისა და შეგრძნებების გამო. ეშინოდა რომ მისი შვილი ქუჩაში დაიძინებდა, ეშინოდა რომ ისიც იგივე გზას გაივლიდა რაც თავად გაიარა. სევდისფერი თვალები წვიმიანი მინისკენ მიეპყრო და ახლა ყველაზე მეტად უმწეოდ გრძნობდა თავს.
- ნუ გეშინია. - თითქოს მისი ფიქრები ამოიკითხაო, ხელზე მზრუნველად შეახო ირინამ ხელი.
- მაგრამ მაინც მეშინია. - თქვა ევამ და მაშინვე იგრძნო რომ ასე არასდროს შეშინებია.
- ევა თუ მოისურვებ შეგიძლია დარჩე ჩვენთან. ჩვენ ვიზრუნებთ შენზე.
- ამას რატომ აკეთებ? მე ხომ არავინ ვარ.
- შენ გენოს შვილი ხარ, შვილი რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, მე მიყვარს ჩემი მეუღლე და თუ მას სურს რომ თავისი ქალიშვილი ამ სახლში ცხოვრობდეს ეს მე ბედნიერებას მომანიჭებს, მე ორი ბიჭი მყავს, ყოველთვის მინდოდა გოგოს დედობა მეგრძნო, დედას ვერ შეგიცვლი თუმცა ვიზრუნებ შენზე.
- ძალიან კეთილი ხარ. ახლა შეიძლება წავიდე?
- არა ევა, რამდენიმე დღე მაინც მოგიწევს დარჩენა და როდესაც უკეთ გახდები თუ ისევ გენდომება აღარ დაგაკავებ.
- მე ახლა მინდა წასვლა.
- რატომ?
- თქვენ იმდენად კარგი ხართ რომ ეს სულაც არ მომწონს, არ მიყვარს კეთილი ადამიანები, არ ვარ მიჩვეული სითბოს და სიყვარულს და ეს ყველაფერი საშინლად მძაბავს.
- სულ ეს არის მიზეზი? - გაუღიმა ლაურამ და თავზე პატარა ბავშვივით გადაუსვა ხელი.
- დავრჩები მაგრამ ერთი პირობით.
- ნებისმიერი. - სიხარულის ნაპერწკლებმა გაუელვა ლაურას.
- შეიძლება ნაყინი გთხოვოთ?
- ღრმერთო ჩემო. - სიცილი ვეღარ შეიკავა გენოს მეუღლემ. - ახლავე მოვატანინებ. - ლაურამ ევა მარტო დატოვა, მანაც თავს უფლება მისცა ფიქრებში ემოგზაურა. ყურადღება ვერაფერზე გადაიტანა, თვალწინ მხოლოდ მათეს სახე ედგა, იმაზე ფიქრობდა თუ მისი გაუჩინარებით რამხელა ტკივილი მიაყენა მას, ახლა მასთან ყოფნა ისე მოუნდა როგორც არასდროს.

უმოწყალოდ წვიმდა ნოე კი მაინც შეუჩერებლივ მიაპობდა მოტოციკლით თბილისის ქუჩებს, უმისამართოდ მოძრაობდა, მიზანი არ გააჩნდა, უბრალოდ იცოდა თუ ახლა გაჩერდებოდა მისი ცხოვრება აზრს დაკარგავდა, სასოწარკვეთას ერთიანად ყავდა შეპყრობილი, თითქოს ხიფათს ეძებდა, ხიფათს სადაც მთელ ბოღმას ამოანთხევდა. ახლა ძალიან სძულდა ცხოვრება, სძულდა ევას გამო, დედის გამო, თავისი რბილი ხასიათის გამო. საყვარელი ქალის სახეს ერთი წამითაც ვერ იშორებდა სპიდომეტრი კი სულ უფრო და უფრო მაღალ სუჩქარეს აფიქსირებდა, რამდენჯერმე მოახერხა საავარიო მდგომარეობიდან თავის დაღწევა.
- ამის დედაც. - ბრაზობდა თავის თავზე. - მიდი რა, მიდი. - ხელებს ურტყამდა მოტოციკლს. - ხომ შეიძლება მიმტყუნო. - ყვიროდა და სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებდა, წვიმა უფრო და უფრო გიჟდებოდა, გიჟდებოდა ზუსტად ისე როგორც ნოე. ნოე რელაობას მოწყდა, მერე მკვეთრი ნათება დაინახა, მერე ტკივილი იგრძნო, მიხვდა რომ მიწას შეერწყა მისი სხეული თუმცა ვერაფერს გრძნობდა. მხოლოდ სისხლის გემოს და ბუნდოვნად მომავალ შუქს ხედავდა.

-შეიძლება? - საძინებლის კარი შეაღო გენომ და საწოლში მისვენებულ ევას მიუახლოვდა. - თავს როგორ გრძნობ?
- როგორც პატიმარი. - ცინიკურად გაუღიმა გოგონამ.
- პატიმარი არ ხარ. - დაძაბულობით ხელების სრესას მოყვა გოგონას მამა.
- ნერვიულობ?
- ჯერ კიდევ მიჭირს იმის გააზრება რომ აქ ხარ, ჩემ სახლში.
- ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
- წასვლა გინდა?
- აქ მოწყალებისთვის არ მოვსულვარ, მინდოდა თვალებში ჩამეხედა და მეთქვა რომ მიუხედავად თქვენ ორის უპასუხისმგებლო საქციელისა მე მაინც გადავრჩი და ავად თუ კარგად ცხოვრებას ვაგრძელებ. თუმცა ისე მოხდა რომ შენ მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა. ნამდვილად არ ხარ ცუდი ადამიანი და თვალებში გეტყობა სინანულიც და ტკივილიც თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველივე იმის დავიწყება შემიძლია რაც გამოვიარე.
- ძალიან მკაცრი ხარ.
- ცხოვრებამ მაიძულა.
- დაკარგულ დროს ვიცი ვერ აგინაზღაურებ მაგრამ მინდა ახლა მაინც მომცე შენზე ზრუნვის საშულება, თუ ჩემთან ცოვრება შენთვის პროლემაა ცალკე სახლს გიყიდი, უბრალოდ ნუ დამიშლი შენთან სიახლოვეს.
- შენგან არაფერი მჭირდება გარდა ერთისა.
- რაც მოგესურვება.
- როდესაც ჩემი შვილი გაჩნდება შეგიძლია მას ოჯახი აჩუქო?
- გინდა რომ შენი შვილი გავზარდო?
- შენ და შენი მეუღლე მისთვის იდიალური მშობლები იქნებით.
- ევა. - ხმაში სიბრაზე შეეპარა გენოს. - ხვდები რომ იგივეს გაკეთებას უპირებ შენ შვილს რაც თავად გაგიკეთეს? ჩემი პატიება არ შეგიძლია მაგრამ თავად იგივეს გაკეთებას აპირებ. როგორ ფიქრობ ეს სწორი საქციელია?
- შენ არ გაქვს უფლება მისაყვედურო რამეზე, არც ჩემთვის ჭკუის დარიგების უფლება გაქვს, შენ ეს უფლებები მაშინ დაკარგე როდესაც ჯერ არ დაბადებულ შვილზე თქვი უარი.
- ოდესმე შეძლებ მაპატიო? - საწოლზე ჩამოჯდა ნოე და ქალიშვილს სევდისფერ თვალებში ჩახედა.
- ჰო ალბათ.
- და მაინც კარგად დაფიქრდი სანამ შვილზე უარს იტყოდე. მთელი ცხოვრება სინანულში ყოფნა ბოლოს მოგიღებს.
- ეს მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ შენი რეაქცია მაინტერესებდა, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ მასზე უარის თქმას. - შვილის განცხადების გამო გენოს ცრემლი მოერია და სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა. - რამდენ ხანში შევძლებ წასვლას?
- ძალიან გეჩქარება?
- მინდა ჩემი შვილის მამას მანამ ვაუწყო ეს ამბავი სანამ ჩემი გაუჩინარების გამო სრულიად არ შეშლილა ჭკუიდან.
- გიყვარს?
- ის ერთადერთია ვინც მიყვარს.
- ბედნიერი კაცი ყოფილა.
- არც ისე. ჩემთან ყოფნა არ არის მარტივი.
- თუ მეტყვი ვინ არის, ვიპოვი და აქ მოვიყვან.
- არა მირჩევნია თავად ვიპოვო.
- ჯიუტი ხარ.
- არ ვიცი ეს ხასიათი ვისგან გამომყვა მაგრამ ჰო, ჯიუტი ვარ.

თვალი გაახილა თუ არა სხეულის საშინელმა ტკივილმა გონება დაუბინდა, დაღლილ ქუთუთოებს დამორჩილება აიძულა ოთახი ფრთხილად მოათვალიერა. ლამაზად მოწესრიგებულ პალატაში იწვა, ჰაერი წამლის სუნით იყო გაჟღენთილი და ოთახში მოსიარულე სილუეტებსაც ბუნდოვნად არჩევდა, მხედველობა ნელ-ნელა გაეწმინდა და ახლა უკვე მკვეთრად არჩევდა თეთრ ხალათში გამოწყობილ ექიმებს.
- გონს მოვიდა. - ამბობს ერთ-ერთი მათგანი და მისი მხედველობის შემოწმებას იწყებს.
- მტკივა. - ამოიკვნესა ნოემ.
- სად? - კითხულობს ექიმი.
- ყველგან.
- გახსოვს რა მოხდა?
- არა.
- იცი რა გქვია? - ნოემ გონება დაძაბა, შეეცადა ექიმის კითხვისთვის პასუხი გაეცა. - იცი ვინ ხარ? - გაიმეორა კითხვა ექიმმა.
- ვინ ვარ? - იკითხა ნოემ და ექიმს შიშნარევი თვალები შეანათა.
- რისიც მეშინოდა. - სახე დაეჭიმა ექიმს. სინანულით გახედა ნოეს. - ახლა რა ვუთხრა დედაშენს? - ორივე ხელი თავზე შემოიწყო ექიმმა და იქვე მდგომ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
- ექიმო. - მისი გამოფხიზლება სცადა ექთანმა.
- რა იყო? - ცრემლიანი თვალები მიაპყრო დამხმარეს.
- თქვენ დასთან წადით. საავდმყოფოს დერეფნებს უკვე კივილით იღებს, უთხარით რომ მისი შვილი ცოცხალია. ექიმმა მძიმეთ აათრია სავარძლიდან სხეული, ერთხელ კიდევ შეავლო საწოლზე მისვენებულ დიშვილს თვალი და პალატიდან გავიდა. დერეფანში გასულმა პირველი რაც შენიშნა კედლის კუთხეში ჩაკეცილი ირინა იყო რომელსაც თავს კატო ედგა. გივი დერეფანში წინ და უკან სიარულით იოკებდა აშლილ ნერვებს, სახეზე ფერი არ ედო.
- ირინა. - გაისმა ექიმის ხმა. თითქოს მეხი დაეცაო ისე წამოხტა ირინა ამ ხმის გაგონებისას, მისკენ მოწყვეტით დაეშვა, ორივე ხელი ხალათის საყელოში ჩაავლო და შეშლილი თვალები შეანათა.
- არც კი გაბედო ცუდი ამბის თქმა. - არაამქვეყნიური ხმით დაიყვირა ირინამ.
- ცოცხალია. - დის ხელები ნაზად მოიშორა და გულში ჩაიკრა, ქალის სხეული მომენტალურად მოდუნდა და ამსუბუქდა. - უბრალოდ.
- რა უბრალოდ? სიმწრით ტუჩები დაიკვნიტა ირინამ.
- არაფერი ახსოვს, არ იცის ვინ არის. - ყრუდ წარმოთქვა ლევანმა ეს სიტყვები და უფრო ძლიერად მოუჭირდა დას ხელები.
- ეს დროებითია არა? - ტირილით ამოიკვნესა კატომ.
- არ ვიცი პატარავ.
- ყველაფერი იმ მაწანწალას გამო მოხდა. - მუშტები დაუშვა ირინამ კედელს.
- გეყოფა! - ხმა ამოიღო როგორც იქნა გივიმ. - გეყოფა უცოდველი გოგოს ტალახში გასვრა.
- რა თქმა უნდა შენ ყოველთვის დაიცავ მას.
- ორივე გაჩუმდით. - საუბარში ჩაერთო კატო. - ჩხუბის დრო და ადგილი არ არის, სირცხვილია ხალხი გიყურებთ. - მის ნახვას როდის შევძლებ?
- რამდენიმე საათი მოვიცადოთ. გონს სულ ახლახანს მოვიდა, ტკივილები აქვს, ახლა გამაყუჩებლებს უკეთებენ, ცოტა დამშვიდდეს და შემდეგ შეგიშვებთ. მანამდე კი დედას მიხედე.
- კარგი. - ამბობს კატო და სასოწარკვეთილი დედის დამშვიდებას ცდილობს.

- შენი გაცნობა უნდათ. - ოთახში თავი შემოყო ლაურამ და ევას გაუღიმა. - ეს ჩემი შვილები არიან. ლუკა და სანდრო.
- შენ მართლა ჩვენი დაიკო ხარ? - კითხულობს სანდრო და ევას საწოლზე ჯდება.
- ჰო. ასე გამოვიდა. - გაუღიმა გოგონამ და წამოჯდა.
- თუ ასეა სად იყავი? - ამჯერად ლუკამ დასვა კითხვა.
- იცით. პატარა რომ ვიყავი სახლიდან გავიპარე და დავიკარგე. მთელი ცხოვრება გეძებდით და აი გიპოვეთ კიდეც. - ლაურას გახედა ევამ, რომელსაც თვალები ცრემლით ავსებოდა. იცით თქვენ ძალიან კარგი დედა გყავთ ბიჭებო. გაუფრხილდით მას ყველას არ აქვს იმის ფუფუნება რომ ასეთი კარგი დედა ყავდეს. მპირდებით რომ მას არასდროს ატკენთ გულს?
- გპირდები.
- გპირდები.
- ერთხმად წამოიყვირეს ბიჭებმა.
- კარგი. - ცრემლი შეიმშრალა ლაურამ. - დავტოვოთ ევა დასვენება ჭირდება.

ევა ორი დღე დარჩა მამის სახლში, მესამე დღეს კი იმ პირობით დატოვა იქაურობა, რომ მის წინადადებაზე დაფიქრდებოდა და ნებისმიერი პასუხის შემთხვებაში მას აუცილებლად შეატყობინებდა. მხოლოდ ერთხელ გაიხედა უკან როდესაც სახლი დატოვა. ღიმილით დაუქნია კარში მდგომ მამას ხელი და თავს ძალა დაატანა რომ არ ეტირა. მამასთან შეხვედრამ და მისმა სითბობ გაალღო ევა, მასში მიძინებული ადამიანური ფაქტორები შეაღვიძა და დარწმუნდა რომ ცხოვრებაში მხოლოდ სიბოროტე არ სუფევდა. ახლა ისღა დარჩენოდა ნოესთან მისულიყო და ეთქვა რომ მზად იყო მისთვის სიყვარული გაეყო, რომ ახლა უკვე შეეძლო თავი მარტოს არ ეგრძნო, რომ ახლა უკვე შეეძლო ყოფილიყო ბედნიერი და თავისუფალი, რომ გათავისუფლდა წარსულის მოჩვენებებისგან და სურდა მხოლოდ წინ ყურებით დაეკავებინა გონება, რომ მასთან სურდა და რომ მუცლით მათი სიყვარულის ნაყოფს ატარებდა.

ევა იმავე დღესვე გაეშურა ნოეს სახელოსნოში და ძალიან გაუკვირდა როდესაც ბიჭი იქ არ დახვდა, სახლში მისვლა ვერ გაბედა, ამიტომაც ძველ სამსახურში მივიდა რომ მისი ადგილსამყოფელი მათი საშუალებით გაეგო, უფროს ძალიან გაუხარდა მისი დანახვა და იმედი საოცრად გაუცრუვდა როდესაც ევამ დაბრუნებაზე უარი უთხრა.
- უბრალოდ მინდოდა დახმარება მეთხოვა, თუ შეგიძლიათ რომ ნოეს დაურეკოთ და უთხრათ თავის სახელოსნოში მოვიდეს.
- დაჯექი ევა. - სკამისკენ მიუთითა მამაკაცმა. - როგორც ვხედავ წარმოდგენა არ გაქვს შენი გაუჩინარების შემდეგ ამ რამდენიმე დღეში რა ამბები დატრიალდა.
- რას გულისხმობთ? - ნერვულად დაიწყო ევამ ხელების სრესა.
- პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ცოცხალია და ამაზე არ ინერვიულო.
- მითხარით რა ჭირს. - უკვე სასოწარკვეთამ გაიელვა მის ხმაში.
- ავარიაში მოყვა, საავადმყოფოში წევს, ცოცხალია მაგრამ არაფერი ახსოვს, ისიც კი არ ახსოვს თუ ვინ არის. - ევა თითქოს ადგილს მიეყინა, სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა, იჯდა სივრცეში მზერა გაშეშებული და მხოლოდ სიცივეს გრძნობდა. - ევა კარგად ხარ?
- რომელ საავდმყოფოში წევს? - უფროსმა მისამართი ფურცელზე დაუწერა და მიაწოდა, ევამ მადლობა მოუხადა და იქაურობა დატოვა. გარეთ გამოსული იქვე ჩამოჯდა, სახე ხელებში ჩარგო და აქვითინდა.

გაუბედავად შევიდა ევა საავდმყოფოში და მიმღებში ფეხისთრევით მივიდა.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- მე, მე. - ენა დაება ევას.
- ცუდად ხომ არ ხართ?
- პაციენტს ვეძებ.
- კონკრეტულად ვის?
- ნოე ყიფიანს.
- ევა. - მოესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა და იქეთ შეტრიალდა საიდანაც ხმა მოდიოდა. - დედამ თუ დაგინახა აქაურობას ცეცხლს მოუკიდებს. - მკლავში ჩაავლო კატომ ხელი და გარეთ გაიყვანა.
- როგორ არის?
- სტაბილურად, თუმცა ვერავის გვცნობს.
- ექიმი რას ამბობს.
- ვერაფერს. ეს ისეთი რამ არის დიაგნოზს და შედეგს წინასწარ ვერ იტყვიან.
- არის მაინც შანსი რომ მეხსიერება დაუბრუნდეს?
- არ ვიცი ევა.
- მის ნახვას ვერ შევძლებ?
- დედა არ შეგიშვებს. მიუხედავად იმისა რომ შენ მიმართ დამოკიდებულება შეცვლილი ქონდა ახლა ისევ შენ გაბრალებს ამ ყველაფერს. შეიძლება ისტერიკა დაემართოს.
- გთხოვ დამემხმარე რომ ვნახო.
- ევა ის მაინც ვერავის ცნობს.
- უნდა ვნახო.
- არ ვიცი, შევეცდები რომ დედა როგორმე დავიხსნა მისი პალატიდან და შენც მხოლოდ მაშინ შეძლებ მის ნახვას. სად იყავი?
- გრძელი ამბავია. - საუბარს თავი აარიდა ევამ.
- რამდენიმე დღეში მოდი. - აი ჩემი მობილურის ნომერი. დამირეკე როცა მოხვალ. აიღე, ეს ნოეს სახელოსნოს გასაღებია, იქ წადი.
- კარგი. - ამბობს ევა. - მადლობა კატო.
- ამას მისთვის ვაკეთებ რაც არ უნდა იყოს ვიცი როგორც უყვარდი.

ყველას ცხოვრებაში დადგება დრო, როცა ერთხელაც, ღამე, უცებ გამოფხიზლდება კოშმარული ძილისგან და საკუთარ თავს დაბნეული კითხავს _ "რა მოხდა?" და მიხვდება, რომ მოხდა საშინელება, არა, საშინელებაზე მეტი _ ისე გავიდა "ცხოვრება", რომ არ უცხოვრია, რადგან ვერ მიხვდა, რატომ გაჩნდა, რატომ იცხოვრა! ალბათ, ამიტომაა, რომ მრავალი ჩვენგანი ამ კითხვას თავს არიდებს, ემალება და მალვით ცდილობს ცხოვრებას მოუგოს. ეს თამაში შეიძლება სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გაგრძელდეს. უკანასკნელი წუთი მაინც ჩაგვაფიქრებს და ეს ზემოხსენებულ საშინელებაზე მეტია, რადგან უკვე ვეღარაფერს მოვასწრებთ. ევას ეს აღარ ემუქრებოდა, მან იცოდა რისთვის ეცხოვრა, ბევრი შეცდომის, ტანჯვის, იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც წამოდგა მაშინ, როდესაც დაეცა და ცხოვრებას თვალებში ჩახედა. მისი შვილი, ეს იყო ის, რის გამოც უნდა ეცხოვრა და კიდევ ნოე რომლისთვისაც მეხსიერების დაბრუნება და ბედნიერების მინიჭება ევას ძირითად მიზნად იქცა. ორ დღეზე მეტის მოთმენა ვერ შეძლო ევამ. ეს ორი დღეც სრულ სიგიჟეში გაატარა. მესამე დილით როგორც კი გათენდა მაშინვე საავადმყოფოსკენ გასწია. ტელეფონოს ჯიხური მოძებნა და კატოს მობილურის ნომერი აკრიფა.
- საუბარი შეგიძლია? - ეკითხება როგორც კი ყურმილს მიღმა მისი ხმა მოესმა.
- კარგია რომ დამირეკე. - სად ხარ?
- გარეთ ავტომატიდან გესაუბრები.
- მეორე სართულზე ამოდი მეცამეტე პალატაა, ახლა მხოლოდ მე ვარ აქ.
- მოვდივარ. - სწრაფად დაკიდა ევამ ყურმილი და საავდმყოფოში შევიდა. მეორე სართულზე ავიდა და მეცამეტე პალატის კარზე ფრთხილად დააკაკუნა. კარი ოდნავ შეაღო
- შემოდი. როგორ ხარ?
- ხომ არ ძინავს?
- არა. უბრალოდ თვალებს იშვიათად ახელს. - მოდი მარტო დაგტოვებთ. - გაუღიმა კატომ და პალატიდან გავიდა.
- გამარჯობა. - საწოლს მიუახლოვდა ევა და ნოეს ხელს ფრთხილად შეეხო, ბიჭმა საპასუხოდ მხოლოდ მზერა შეანათა, უმეტყველო თვალებით უცქერდა. - არ გახსოვარ?
- შენც ჩემი და ხარ? - ნაძალადევად გაიღიმა ბიჭმა და მისი ხელიდან ხელი გაითავისუფლა.
- არა. შენი და არ ვარ. შეგიძლია თვალებში ჩამხედო?
- რისთვის?
- უბრალოდ ჩამხედე. - ნოემ მართლაც გაუსწორა მის თვალებს მზერა. - რა ფერია ჩემი თვალები?
- სევდისფერი. - პასუხობს ნოე.
- როგორია სევდისფერი?
- ძალიან ლამაზი. - ცრემლი მოადგა ევას და შეეცადა მოზღვავებული ემოციები როგორმე მოეთოკა. - ეს თვალები ადრეც მინახავს.
- ჰო ბევრჯერ გინახავს.
- და მე ეს თვალები მიყვარდა. - ხმაში ადრენალინი დაეტყო ნოეს.
- ჰო გიყვარდა.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - გაისმა პალატის შემოსასვლელიდან ირინას ხმა და ევა ადგილს მიეჯაჭვა.
- დედა პანიკის გარეშე. ის მე შემოვუშვი. - უკან შემოყვა კატო და ევას წინ გადაუდგა.
- როგორ ბედავ მასთან მიახლოვებას? - არ ცხრებოდა ირინა.
- ის ისედაც დაბნეულია. ამ სიტუაციით კიდევ მეტად დააბნევთ. გარეთ მაინც გავიდეთ. - შეევედრა ევა ქალს.
- მაწანწალავ ბედავ და მიმითითებ როგორ უნდა მოვიქცე? - მათი კინკლაობის გამო ნოე უმწეოდ დაიკრუნჩხა ხელები ჩაავლო ზეწარს და მოწოლილმა სისხლმა სხეული ერთიანად აუწითლა. მონაცვლეობით უცქერდა პალატაში მყოფ მოკამათე მანდილოსნებს და გაურკვევლობით სისხლი სულ უფრო და უფრო უდუღდა.
- გაჩუმდით! - იღრიალა ბოლო ხმით და ზეწარს ჩაფრენილი თითები ოდნავ მოადუნა. პალატაში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. რამდენიმე წამს ყველანი უძრავად იდგნენ და ნოეს თვალებში ჩამდგარ კადრების მონაცვლეობას უცქერდნენ. ბოლოს ევამ ნაბიჯი გასასვლელისკენ გადადგა და გასვლა დააპირა. - ევა! - ვედრება ჩანდა ნოეს ხმაში. გოგონა ადგილზე შეშდება და მისკენ ზურგით რჩება. - დარჩი გთხოვ. - ამბობს ნოე და ევას სხეულიც დაძაბულობისგან თავისუფლდება. გოგონა მასთან მივიდს და ცრემლიანი მზერას აპყრობს. - მახსოვს ეს სევდისფერი თვალები, მახსოვხარ შენ და მახსოვს ყველაფერი. - ამბობს ნოე და სახეზე თითებით ეფერება, ევა ფრთხილად ახებს მის თითებს ათრთოლებულ ტუჩებს და კოცნას უტოვებს. - დედა. - ამჯერად ირინას მიუბრუნდა ნოე. - მინდა რომ ბოდიში მოუხადო.
- ნოე.
- ბოდიში მოიხადე იმისთვის რაც მას უთხარი ახლაც და მაშინაც როდესაც სახლში პირველად მოვიყვანე.
- მიხარია რომ მეხსიერება დაგიბრუნდა. - ამბობს ირინა და პალატიდან გადის.
- გადაუვლის. - საწოლზე მხიარულად შემოხტა კატო და ძმის გულზე მოათავსა თავი. - როგორ მენატრებოდი.
- აქ ვარ. ახლა უკვე თქვენთან ვარ და ეს ევას დამსახურებაა.
- ვიცი. - გაუღიმა კატომ.
- როცა ფეხზე დავდგები მინდა რომ ცოლად გამომყვე. - მოულოდნელი განაცხადი გააკეთა ნოემ.
- დარწმუნებული ხარ?
- სავსებით.
- არის რაღაც რაც უნდა იცოდე.
- მასთან შეგიძლია ყველაფერი თქვა. კატოს არასდროს ვუმალავ რამეს.
- მამა გახდები?
- რა?
- რა?
ერთხმად წამოიძახეს ტყუპებმა.

როდესაც პოულობ შენ თავს შენ პოულობ ყველას. როდესაც იაზრებ საკუთარი ყოფის დანიშნულებას შენ იაზრებ თითოეული ადამიანის დანიშნულებას. როდესაც ხვდები რომ ამაოდ არ ჩაუვლია სიცოცხლეს შენ გინდება შენ ირგვლივ არსებულ ადამიანებს მიუძღვნა ეს სიცოცხლე. ევა ბედნიერი იყო. მან შეძლო და იპოვა ის რაც სულს დაუმშვიდებდა, ის რომ იყო ბედნიერი, სულაც არ ნიშნავს აკეთო ყველაფერი, რაც მოგესურვება. ცხოვრებაში მიზანი უნდა გაგაჩნდეს და სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად უნდა ისწრაფვოდე. ვიღაცის მიზანია იყოს უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, ვიღაცას უნდა ქვეყანა მართოს, ვიღაცისთვის კი სულაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ იდგება მისი ქვეყნის სათავეში, მისთვის მთავარია გემოვნებიან მუსიკას მოუსმინოს, ვიღაცას სურს მხატვარი გამოვიდეს, ვიღაცას კი საერთოს არაფერი არ სურს მხოლოდ უნდა, რომ უფალმა მშვიდი ძილის საშუალება მისცეს. ევას სურდა სიმშვიდე მოეპოვებინა, სურდა ბედნიერების შეგრძნება ესწავლა, სურდა საკუთარი თავის რწმენა ქონოდა და ასეც მოხდა, მან თავი დააღწია ქუჩის ცხოვრებას, ნოეს ცოლად გაყვა, მისი სიყვარულის გამზიარებელი გახდა, მათ მთელი არსებით უყვარდათ ერთმანეთი. ევა წარმატებული მხატვარი გახდა, მისი ნახატები საკმაოდ დიდ თანხად იყიდებოდა, ნოე ყოველთვის გვერდით ედგა მას და ისიც საპასუხოდ სიყვარულს უბრუნებდა მოსიყვარულე მეუღლეს. მათ ქალიშვილი შეეძინათ. ისეთივე წითური და ლამაზი, როგორც თავად ევა იყო. ევა არასდროს აღარ შეხვედრია დედას, მხოლოდ რამდენჯერმე მოკრა თვალი შორიახლოს მაგრამ მასთან მისვლა არასდროს სდომია. სამაგიეროდ ხშირად სტუმრობდა მამის ოჯახს და ის იქ თავს ისე გრძნობდა როგორც ნამდვილ ოჯახში. ევამ ვერასდროს შეძლო ირინას პატიება, ნოეს შვილი ხშირად დაყავდა მშობლების სახლში, ევას ეს არადროს გაუპროტესტებია მაგრამ თავად არასდროს მისულა იმ სახლში სადაც ასეთი დიდი ტკივილი მიაყენეს. ყველაფრის მიუხედავად ის ბედნიერი იყო. ახლა უკვე ყველაფერი ქონდა რაც სიმშვიდისთვის ჭირდებოდა. ყავდა საყვარელი ადამიანი, ყავდა შვილი, ქონდა ლამაზი სახლი, იცოდა ვინ იყო და საიდან მოვიდა, იყო რეალიზებული ქალი. მან შეძლო თავისი მიზნისთვის მიეღწია.
- ევა.
- რა იყო?
- მოდი აქ. - მუხლებზე დაისვა ნოემ მეუღლე და სახე დაუკოცნა.
- რა გჭირს? - გაუღიმა ევამ.
- შენი თვალები მიყვარს.
- რა ფერია ისინი?
- „ბედნიერებისფერი“.
- და „ბედნიერებისფერი“ როგორია?
- ძალიან ლამაზი.
- მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ!
----------------------------------


ავტორი: ესეც ასე. დასრულდა ევას ისტორიაც. იმედი მაქვს ისიამოვნეთ.
მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით :*скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ ვისიამოვნე ამ ისტორიით და ბოლო თავი მართლაც საუკეთესო გამოვიდა. ევამ შეძლო და იპოვა თავისი თავი ამ ცხოვრებაში. ის ნამდვილად იმსახურებდა ამას. სხვა რა ვთქვა, გარდა იმისა რომ საუკეთესო ისტორია გვაჩუქე მკითხველს და რაც მთავარია გრძნობებითა და ემოციებით ამავსე. ყველას არ გამოსდის დასასრული ასეთი კარგი, ბრავო ❤ გამაბედნიერე შენი დაბრუნებით❤

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

Chikochiko
როგორ ვისიამოვნე ამ ისტორიით და ბოლო თავი მართლაც საუკეთესო გამოვიდა. ევამ შეძლო და იპოვა თავისი თავი ამ ცხოვრებაში. ის ნამდვილად იმსახურებდა ამას. სხვა რა ვთქვა, გარდა იმისა რომ საუკეთესო ისტორია გვაჩუქე მკითხველს და რაც მთავარია გრძნობებითა და ემოციებით ამავსე. ყველას არ გამოსდის დასასრული ასეთი კარგი, ბრავო ❤ გამაბედნიერე შენი დაბრუნებით❤




დიდი მადლობა <3 მიხარია რომ ბედნიერება მოგანიჭე

 


№3 აქტიური მკითხველი Chikochiko

Girl... from the past
Chikochiko
როგორ ვისიამოვნე ამ ისტორიით და ბოლო თავი მართლაც საუკეთესო გამოვიდა. ევამ შეძლო და იპოვა თავისი თავი ამ ცხოვრებაში. ის ნამდვილად იმსახურებდა ამას. სხვა რა ვთქვა, გარდა იმისა რომ საუკეთესო ისტორია გვაჩუქე მკითხველს და რაც მთავარია გრძნობებითა და ემოციებით ამავსე. ყველას არ გამოსდის დასასრული ასეთი კარგი, ბრავო ❤ გამაბედნიერე შენი დაბრუნებით❤




დიდი მადლობა <3 მიხარია რომ ბედნიერება მოგანიჭე

იმდენად გვანებივრებდი ყოველდღე ახალი თავის დადებით, ეს ორი დღე ჩემთვის ძალიან გაიწელა:დდ დილიდანვე ტელეფონმომარჯვებული ველოდი ახალ თავს: დდ ყველაზე პუნქტუალური მწერალი ხარ

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

Chikochiko
Girl... from the past
Chikochiko
როგორ ვისიამოვნე ამ ისტორიით და ბოლო თავი მართლაც საუკეთესო გამოვიდა. ევამ შეძლო და იპოვა თავისი თავი ამ ცხოვრებაში. ის ნამდვილად იმსახურებდა ამას. სხვა რა ვთქვა, გარდა იმისა რომ საუკეთესო ისტორია გვაჩუქე მკითხველს და რაც მთავარია გრძნობებითა და ემოციებით ამავსე. ყველას არ გამოსდის დასასრული ასეთი კარგი, ბრავო ❤ გამაბედნიერე შენი დაბრუნებით❤




დიდი მადლობა <3 მიხარია რომ ბედნიერება მოგანიჭე

იმდენად გვანებივრებდი ყოველდღე ახალი თავის დადებით, ეს ორი დღე ჩემთვის ძალიან გაიწელა:დდ დილიდანვე ტელეფონმომარჯვებული ველოდი ახალ თავს: დდ ყველაზე პუნქტუალური მწერალი ხარ



აუ ძალიან დიდი მადლობა <3 ძალიან გამახარე რა

 


№5  offline წევრი Farvana

ძალიან ძალიანსევდიანი დასასრული იყო.
როდენიმეჯერ შევიკავე ძლივს ცრემლები.
მართლა ძალიან კარგი დასასრულიუყო.
სინართლე გითხრა მე არასოდეს მიყვარს ქალიშვილისა სა მამის ურთიერთობის გაფუჭება და ძალიან გიხარდა მამის ასეთი დამოკიდებულება.
იმედია ახალ ისტორიასაც მაკე შემოგვთავაზებ.
წარმატებები!
--------------------
ფარვანა

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

Farvana
ძალიან ძალიანსევდიანი დასასრული იყო.
როდენიმეჯერ შევიკავე ძლივს ცრემლები.
მართლა ძალიან კარგი დასასრულიუყო.
სინართლე გითხრა მე არასოდეს მიყვარს ქალიშვილისა სა მამის ურთიერთობის გაფუჭება და ძალიან გიხარდა მამის ასეთი დამოკიდებულება.
იმედია ახალ ისტორიასაც მაკე შემოგვთავაზებ.
წარმატებები!



მიხარია შენი დანახვა.
რაც შეეხება ახალ ისტორის არ ვიცი, მაგრამ შევეცდები მუზას მოსვლა დავაჩქარებინო :*

 


№7 სტუმარი ნანჩო

ძალიან ვისიამოვნე. კარგია რომ არ წელავ ისტორიას, საკმარისი იყო, ყველაფალერი რაც ითქვა და თან რა კარგად ითქვა.
ყოჩაღ. მალე დაგვიბრუნდი რა. ნუ მოგვანატრებ გამართული ისტორიების კითხვას ❤

 


№8  offline ადმინი ენ ბლექი

ნანჩო
ძალიან ვისიამოვნე. კარგია რომ არ წელავ ისტორიას, საკმარისი იყო, ყველაფალერი რაც ითქვა და თან რა კარგად ითქვა.
ყოჩაღ. მალე დაგვიბრუნდი რა. ნუ მოგვანატრებ გამართული ისტორიების კითხვას ❤


უღრმესი მადლობა ჩემო კარგო :*

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

"შენი თვალები მიყვარს.
- რა ფერია ისინი?
- „ბედნიერებისფერი“.
- და „ბედნიერებისფერი“ როგორია?
- ძალიან ლამაზი "
აუუ არ ვიცი რა ვთქვა ისე მომეწონა
აი ეს იყო ის რისთვისაც ღირდა მთელი ისტორია
ძალიან დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის

 


№10  offline ადმინი ენ ბლექი

sameone crazy girl
"შენი თვალები მიყვარს.
- რა ფერია ისინი?
- „ბედნიერებისფერი“.
- და „ბედნიერებისფერი“ როგორია?
- ძალიან ლამაზი "
აუუ არ ვიცი რა ვთქვა ისე მომეწონა
აი ეს იყო ის რისთვისაც ღირდა მთელი ისტორია
ძალიან დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის



იცი როგორ გამიხარდა შენი დანახვა?
მადლობა ჩემო კარგო ასეთი შეფასებისთვის და ზუსტად დანახული მთელი ისტორიის ღერძისთვის.

 


№11  offline წევრი Barbare ❤

guli migrdznobs kidev bevrjer getyvi, rom shesanishnavad wer ❤️ dzlieri istoria iyo.. pirveli istoriac momewona magram es ujetesia ashkarad ❤️ veli shemdegs warmatebebi

 


№12  offline ადმინი ენ ბლექი

Barbare ❤
guli migrdznobs kidev bevrjer getyvi, rom shesanishnavad wer ❤️ dzlieri istoria iyo.. pirveli istoriac momewona magram es ujetesia ashkarad ❤️ veli shemdegs warmatebebi


მადლობა <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.