შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოკალი,იქნებ გადარჩე {3}


19-11-2018, 19:10
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 2 702

მოკალი,იქნებ გადარჩე {3}

-ხელები შეუკარით! - არაბულმა სასტუმრო ოთახში უხეში ხელის კვრით შეაგდო და მამაკაცებს გადახედა.
-ფუ, როგორ მეზიზღები...ნეტა მოკვდებოდე! - სახე ზიზღით დამანჭა ქარდავამ და უფლება მისცა შუმახერას წინ გამოშვერილ მაჯებზე კაბელის დამჭერი მოერგო.
-ღმერთო, რატომ ვარ ცოცხალიი?!- სასწაული პათოსით აატრიალა თვალები არაბულმა, კაბელის დამჭერს თავად ჩაავლო თითები და მაჯებზე იმდენად მჭიდროდ მოუჭირა ქარდავას ვენებში სისხლმა შეწყვიტა მოძრაობა 
-მტკივა! - ხმას აუწია მარიამმა.
-ნახე, მერე როგორ გაგისწორდეს - თვალი ირონიულად ჩაუკრა დათამ და მშვიდად შეაქცია ზურგი. - ერთი საათით წავუძინებ და თქვენ შეეცადეთ ისევ არ გაგექცეთ შემდეგ კი წავიყვან. - სავარძელზე მიგდებულ თავის მობილურს დასწვდა არაბული და ოთახი დატოვა. ერთ-ერთი საძინებლისკენ გაემართა, თან შემოსულ და გასულ ზარებში ნაცნობი ნომერი მოიძია და დარეკა.
-ხო! - თითქოს მის ზარს ელოდნენო პასუხს არ დაუყოვნებია. - როგორაა საქმეები?
-ნორმალურად, ერთი საათით დავიძინებ და შემდეგ წამოვალთ, ალბათ. შენ ის მითხარი, სად მივიყვანო?
-გზაშ ვარ, ქალაქში ვბრუნდები. ეგ შენთან აიყვანე და შემდეგ ჩემთან მოდი და დავილაპარაკაოთ.
-მისმინე, ჩემთან ვერ ავიყვან და კარგად იცი რატომაც. არ ვიცი სოფო როდის მოვა ან წავა. ასე, რომ ნამდვილად არ მინდა თავზე დაადგეს.
-ჯანდაბა...- კბილებში გამოსცრა ხაზის მეორე ბოლოს მყოფმა. - შენ და შენი სოფო! სოფო, სოფო... რას გადაეკიდე მაგ სოფოს?!
-მეგონა ამ თემაზე საუბარს მოვრჩით - ხმას აუწია არაბულმა - საქმეს ვაკეთებ?! კიი! თან ათიანზე. შესაბამისად, მე ჩემს პირად ცხოვრებაში რას ვაკეთებ, ეგ არავისი საქმე არ არის და მათ შორის,  არც შენი! მეორედ, ამ თემაზე ლაპარაკი სჯობს აღარ დავიწყოთ, რადგან ჩვენ ორს შორის ვიღაცას ნამდვილად ეწყინება!
-დათა... უბრალოდ, რამოდენიმე საათი არაფერს ცვლის. აიყვანე შენთან, მანამდე კი, უბრალიდ, გააფრთხილე შენი მეგობარი გოგო, რომ იმ დღეს სახლში არ ხარ. ჩემთან გამოდი და დეტალებზე დავილაპარაკოთ. გასაგებიაა?! -მოლბა მამაკაცი
-კარგი, დაგირეკავ. - არაბულმა ტელეფონი გათიშა, სწრაფად გადაიძრო პერანგი და  წელს ზემოთ შიშველი აბაზანისკენ გაემართა.


"თბილი ღიმილით უყურებდა, თვალს არ აშორებდა კედელთან მიყუჟულს მთელი სხეულით, რომ კანკალებდა და დიდრონ თვალებში უსაზღვრო შიშითან ერთად უამრავი სხვა ემოცია ჩასდგომოდა. სრულიად შიშველი იყო, სხეულზე ჯერ ისევ ეტყობოდა ქამრის დარტყმისგან გაჩენილი სისხლ ჩაქცევები, ერთიანად მოთხვრილიყო სისხლსა და მტვერში, ბეტონის ცივ კედელს ისე ეკვროდა თითქოს მასში შეძვრომას და კედლის მიღმა გაღწევას ცდილობსო. მკერდში პატარა გული ისეთი სიხშირით უცემდა, ეგონა მთელ ქვეყანას ესმოდა მისი ბაგა-ბუგი. ისეთი ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლობდა მიყუჟულს, თითქოს გარეულ, პატარა ცხოველს იმწყვდევს კუთხეში და ეშინია არ დააფრთხოსო. მოშორებით, გარედან ჟანგმოდებული ვანა ონკანიდან ჩამოსულ თბილი წყლის ჭავლს აევსო და ორთქლის ოხშივარი ასდიოდა.
-ნუ გეშინია, ნუ გეშინია... - ჩურჩულებდა სანდომიანი ღიმილით. პატარა მონსტრს, რომელიც მიუხედავად შიშისა, მიუხედავად ტკივილისა და გამოვლილი უამრავი განსაცდელისა, ბოროტად აელვარებულ თვალებში ჩახედა და ხელი ფრთხილად გაიწვდინა მისი ჩალურჯებული მხრისკენ - უბრალოდ დავიბანოთ, მოვწესრიგდეთ და სახლში წაგიყვან. სახლში, სადაც მიგიღებენ, ჩაგიხუტებენ და ყველას ეყვარები. მოდი, უბრალოდ დავიბანოთ... - ჩურჩულებდა და ფრთხილად ეხებოდა სისხლიან მხრებზე - დამშვიდდი, დამშვიდდიი..."

საწოლზე ფეთიანივით წამოხტა და ერთიანად ოფლისგან გაწურულ სხეულზე დაიხედა. წელს ზემოთ შიშველს ძლიერი მკერდი ოფლის პატარ-პატარა წვეთებით დანამვოდა.
-შენი დედეც! - ყრუდ ამოილაპარაკა და საწოლიდან წამოდგა. მძიმე ნაბიჯებით გაემართა აბაზანისკენ და ნიჟარას ორივე ხელის გულით დაეყრდნო, მოზრდილ სარკეში ჩაიხედა და საკუთარი ანარეკლი გულდასმით შეათვალიერა. თვალის თეთრი გარსი ჩასწითლებოდა, შუბლზე ოფლის წვეთები ეყარა, დაბერილი ნესტოებით ხარბად ისუნთქავდა აბაზანის ნესტიან ჰაერს და ცდილობდა სიზმარში ნანახი კოშმარისგან თავის დაღწევას. ცივი წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა, საბოლოოდ გამოსაფხიზლებლად  კი დაიხარა და თავი ონკანს შეუშვირა. რამოდენიმე წამის განმავლობაში ესხმებოდა კეფაზე ცივი წყლის ჭავლი. ბოლოს, წელში გასწორდა და ონკანი გადაკეტა. კიდევ ერთხელ შეავლო მზერა საკუთარ ანარეკლს და სარკეს ზურგი შეაქცია. წინ დახრილი თავით იდგა, თვალებ დახუჭული და ხარბად ისუნთქავდა ჰაერს, მის ზურგს უკან სარკეში კი მისი ძლიერი მხრები და ზურგი მოჩანდა, რომელიც მხრებიდან დაწყებული წელით დამთავრებული უამრავი, ერთმენეთში ახლართული ნაცნობი თუ უცნობი ფიგურებით მოეხატათ. სვირინგი მთლიანობაში მხატვრის პროფესიონალიზმს უსვამდა ხაზს. თუ კი კარგად დააკვირდებოდით ეს პატარა ფიგურები ცალ-ცალკე ზურგის მფლობელის ხასიათის სათითაო შტრიხის ნათელი მაგალითი გახლდათ. თუ კარგად გაიცნობდით დათა არაბულს და შემდეგ მის ტატუს შეხედავდით დარწმუნდებიდით, რომ მის ცვალებად ხასიათში იყო ყველა ის დეტალი, რაც მხატვარს ასე სათუთად და სრული სიზუსტით გადაეტანა ტილოს მოვალეობის შემსრულებელ კანზე.
არ იყო დათა არაბული ადვილად გასაგები, დასამეგობრებელი და შემდეგ ადვილად ჩამოსაშორებელი ადამიანი. არავინ იცოდა რა ჰქონდა გამოვლილი თავისი დაბადებიდან ათი წლის განმავლობაში და არც არასდროს ეკითხებოდა ის ადამიანიც კი, ვინც ნამდვილად მის ახლობლად ითვლებოდა. არ უყვარდა წარსულზე საუბარი, არც მომავალზე. ცხოვრობდა აწმყოთი და არასდროს ჰქონია მომავლის გეგმები. ყოველთვის იძახდა: რა იქნება ხვალ? ამას დღევანდელი დღე გვაჩვენებს. ზეგინდელზე კი შეგვიძლია ხვალ ვისაუბროთო. ზედმეტად მძიმე ხასიათის მქონეს ძალიან ცოტა მეგობრები ჰყავდა და ეს ალბათ მისი განვლილი ცხოვრების ერთადერთი დაღი  გახლდათ, რომელიც ხშირად ახსენებდა თავს კოშმარებსა თუ უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში. 12 წლის იყო, თორღვა არაბულმა პირველად რომ მიიყვანა სახლში. მანამდე ქალაქის გარეუბანში მის ახლობელთან, ლეილა კვირიკაშვილთან ცხოვრობდა ორი წლის განმავლობაში. ქალთან, რომელმაც ნამდვილად გაუწია დედობა. ახალგაზრდა, ლამაზი ქალი იყო ლეილა. თბილი და ზედმეტად მზრუნველი. კარგად ახსოვს, პირველ კვირებში როგორ უჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება. შემდეგ, ნელ-ნელა გაიხსნა, მზრუნველი ქალის მიმართ გათბა, უფრო მხიარული და ლაღი გახდა. ბოლოს კი, თავს უკვე ოჯახის სრულფასოვან წევრად გრძნობდა. ხშირად აკითხავდა თორღვა ბიჭს და მამასავით ზრუნავდა. ბავშვთა სახლიდან წამოყვანის შემდეგ საკუთარი გვარი მისცა და ხალხს ისე გააცნო, როგორც თავისი გარდაცვლილი ძმის ერთადერთი შვილი.არაბულების ოჯახში გულთბილად ნამდვილად არავინ შეხვედრია. ქრისტინე ჩოქური არ მიეკუთვნებოდა იმ ტიპის ქალებს, ახლადგამომცხვარი მაზლის შვილი რომელიც მანამდე კაცმა არ იცის სად იყო, გულში ისე ჩაეკრა და მიეღო, როგორც სასურველი სტუმარი. მითუმეტეს, როდესაც ხედავდა თორღვას აშკარად თბილ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ და იმ გადამეტებულ მზრუნველობას როგორადაც თავად მიაჩნდა ის ელემენტარული სიკეთე, რასაც მამაკაცი უპატრონო ბავშვისთვის აკეთებდა. უარესად მოიძულა  და მისი სახელის ხსენებაც კი ჭირის დღესავით სძულდა. მაშინ როდესაც თავადაც ეზრდებოდა ნანატრი, ერთადერთი ვაჟიშვილი რევაზ არაბული, ნამდვილად არ სურდა რევაზის ადგილი ვინმე მშიერ-ტიტველს დაეკავებინა თორღვას გულში. იმდენი გააკეთა თავად ბავშვებსაც კი შეაზიზღა ერთმანეთი. ფუფუნებაში გაზრდილ, გაყოყოჩებულ რეზის რცხვენოდა მეგობრებში დათას, როგორც ბიძაშვილის ისე მიხსენიება და თავს ისე იჭერდა ვითომ არც კი იცოდა ვინ იყო...მეგობრებთან ერთად დასცინოდა თავის თავში ჩაკეტილ, მუდამ ჩუმად მყოფ ბავშვს. ყველაფერს წერტილი მაშინ დაესვა, როდესაც გოგოს გულისთვის გვარიანად დაბეგვილი რევაზი სახლში ცხვირ-პირ დასისხლიანებული დაბრუნდა. ისტერიკაში ჩავარდნილმა ქალბატონმა ქრისტინემ კი კივილით დაიმხო თავზე ჭერი და ქმარს მკაცრად მოსთხოვა სასწრაფოდ მოეშორებინა მათი სახლიდან დათა, რომელიც ცუდ მაგალითს აძლევდა მათ შვილს და სწორედ მის გამო ხდებოდა ყველაფერი. თექვსმეტი წლის დათა მარტო გადავიდა საცხოვრებლად არაბულის შეძენილ ერთ ოთახიან ბინაში და შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. გაუცხოებული, პატარა დათა ნელ-ნელა ჩამოშორდა თორღვასაც და იმ სანაცნობო წრესაც, რომელთანაც მანამდე ჰქონდა კავშირი. სკოლის დამთავრების შემდეგ, საკუთარი სურვილით წავიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, იქიდან კი აღარ დაბრუნებულა. კონტრაქტით გააგრძელა მუშაობა და ერაყის და ავღანეთის ფრონტის ხაზებზეც კი იბრძოდა საქართველოს სახელით. ოცდახუთი წლის, უკვე  დაკაცებული და სრულიად  შეცვლილი, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად და ხასიათით დაუბრუნდა თბილისს და ის ძველი ურთიერთობა აღადგინა თორღვა არაბულთან რაც მანამდე ჰქონდა. რამოდენიმე საქმის სუფთად გაკეთებაში დაეხმარა და სულ მალე მისი ნდობით აღჭურვილი პირი და მარჯვენა ხელი გახდა. ძალა, რომელიც არ ჩანდა, მაგრამ მასზე ყველაფერი იყო დამოკიდებული. რეზისთან დამეგობრების სურვილი არასდროს ჰკლავდა და არც ამჯერად უცდია მასთან დაახლოება. მას შემდეგ კი უარესად გადაეკიდნენ ერთმანეთს, როდესაც ქალი რომელზეც თვალი რეზი არაბულს ჰქონდა დადგმული საკუთარი სურვილით აღმოჩნდა დათა არაბულის მკლავებში.

სველი თავი სწრაფად შეიმშრალა  და საძინებელში დაბრუნებულმა ზიზღით გადაიცვა ოდნავ შელახული პერანგი. კარი უხმაუროდ გამოიხურა ზურგს უკან და დინჯი მაბიჯებით გაემართა სასტუმრო ოთახისკენ. მთლად ერთი საათი ვერა მაგრამ ორმოცი წუთი მაინც შეძლო თვალის მოტყუება. თუ არ ჩავთვლით კოშმარული სიზმრიდან გამოყოლილ დაძაბულობას თავს შედარებით დასვენებულად გრძნობდა. ოთახში ყველაფერი რიგზა იყო მარიამ ქარდავას სავარძლიდან იატაკზე გადაენაცვლა და ზურგით სავარძელს მიყრდნობილს ნიკაპი ერთმანეთზე მჭიდროდ შეკრულ ხელებზე ჩამოედო. კაცმა არ იცის რაზე ფიქრობდა. გამორეცხილ, უემოციო მზრაში არაფერი იკითხებოდა, გარდა ზიზღისა, რიმელიც კარის ზღურბლზე გამოჩენილ არაბულს ეკუთვნოდა. ცხვირის წვერი ტირილისგან გასწითლებოდა, თვალები ამღვრეოდა და გარსი ჩასწითლებოდა, თვალების გარშემო კი სიმუქეები გასჩენოდა. მოშორებით წიკო იჯდა სავარძელში და ტელეფონში ჩაერგო ცხვირი, შუმახერა კი სამზრეულოში იყო და ლეილასთან საუბრობდა.
-გაიღვიძე? - სამზარეულოს კარიდან გამომავალმა ლეილამ შეანათა თბილი მზერა წარბშეკრულ დათას.
-ყავას დავლევ და გავალთ. ამან ჭამა რამე? - თავით იატაკზე მჯდარი მარიამისკენ ანიშნა.-აქ მოყვანის წუთიდან პირს არაფერს აკარებს - შეწუხებული ხმით ამოილაპარაკა ქალმა.
-რატომ? - წარბი აზიდა არაბულმა და მარიამს გადახედა - რაიყო, საჭმელს გვიწუნებს თუ გადაწყვიტა შიმშილობის აქცია მოგვიწყოს?! - ცხვირი აიბზუა და ქალისკენ დაიხარა. - წამოდი, შეჭამე რამე, გავდივართ!
მარიამი უსიტყვოდ დაჰყვა მის მკლავში ჩავლებულ ხელს და სამზარეულომდე ცხვარივით მორჩილად გაჰყვა. მაგიდასთან, სკამზე დაჯდა და ხელების განთავისუფლების მერე გაბუჟებული მაჯები მოისრისა, რომელსაც სისხლჩაქცევები ლურჯ ზოლად გასჩენოდა. ზიზღით დახედა წინ დადებულ თეფშს, რომელზეც კარტოფილის პიურე და ერთი ცალი მოზრდილი კოტლეტი იდო. დათამ  ყავის ფინჯანი ჩამოართვა ლეილას და თბილი ღიმილით გადაუხადა მადლობა. ერთი ყლუპი მოსვა, შეკრული წარბებით გამოხედა თეფშს უაზროდ დაჩერებულ  ქარდავას და ცივად გამოსცრა:
-ჭამე!-....-მარიამ, აიღე ჩანგალი და საჭმელი ჭამე! - ფინჯანი ხმაურით დადგა მაგიდაზე არაბულმა და ქალისკენ გადაიხარა. - ნუ მაიძულებ, ძალით ჩაგტენო პირში!
-ნეტავ, რატომ აღარაფერი მიკვირს? - ბრაზით ამოილაპარაკა ქარდავამ და თვალი თვალში უტეხად გაუყარა.
-ჭამე!
-არ მინდა! ამ საძაგლობას არ შევჭამ. - ხელი უხეშად მიარტყა თეფშს და მაგიდის შუაგულისკენ გააცურა. ქურასთან მდგარმა ლეილამ სევდიანი მზერით გამოხედა გაჯიუტებულ ქალს და მაგიდას მიუახლოვდა თეფშის ასაღებად.
-დაანებე თავი! - დათას მარიამისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე მიმართა ლეილას და ლეილამაც უკვე ხელში აღებული თეფში მორჩილად დააბრუნა მაგიდაზე. არაბული კი ქარდავას სკამს ჩააფრინდა და ფეხით თავისკენ ისეთი სიძლიერით მოსწია, ლამის ძირს გადავარდა მარიამი. მისი სკამი ფეხებს შორის მოიქცია და წინ მჯდარი ქალისკენ იმდენად ახლოს დაიხარა მისი სახიდან მილიმეტრები აშორებდა.
-ჯერ ერთი, როდესაც საჭმელს გთავაზობენ, სულ მცირე, მადლობელი უნდა იყო ჯერ უფლის და შემდეგ მისი, ვინც იწვალა და შენთვის ეს „საძაგლობა“ მოამზადა, ორი დღის ნაშიმშილარს სული შუა გზაში რომ არ გაგძვრეს. მეორე, მისი თანდასწრებით ვინც შენთვის იწვალა, შეწუხდა და მთელი გულით  ცდილობს დაგაპუროს მისი ნახელავი სულ, რომ არ მოგეწონოს, ზრდილობის გამო მაინც უნდა შეეცადო და  აგდებით არ  მოიხსენიო. ეს ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს, განათლებულო ქალბატონო! მაგრამ, რომ გიყურებ ჩემს წინ ერთი, მამიკოს ფულებით გაზულუქებული თავხედი დედაკაცი ზის, რომელიც ჩემში ზიზღის მეტს არაფერს იწვევს. ახლა, უბრალოდ მოუხადე ბოდიში ქალბატონ ლეილას და მადლობა გადაუხადე იმ საზრდოსთვის რაც ახლა, ამ წუთას, მიუხედავად წყენისა, მაინც დააბრუნა მაგიდაზე, რათა შენ ჭამო. - საუბრობდა მშვიდი, გაწონასწორებული ხმით და ცივ მზერას არ აშორებდა ქალს.
-დათა... - უხერხულად ამოილაპარაკა სამზარეულოს დახლთან აწურულმა ლეილამ.
-არა, ლეილა! როცა არ იცის, ვიღაცამ უნდა ასწავლოს ადამიანის შრომის დაფასება. ეს ვიღაც კი ამ შემთხვევაში მე ვიქნები. მოუხადე ბოდიში მარიამ და ამავდროულად მადლობაც გადაუხადე!
-არა! - ცივად წამოიყვირა მარიამმა.
-რასაც ვერ ვიტან მეორედ გამეორებაა, შესაბამისად, არ გაგიმეორებ! გააკეთე რაც გითხარი! -ყბის ძვლები დაეძაბა მამაკაცს და კისერზე ავისმომასწავებლად ამოაჯდა ლურჯი კაპილარი. მარიამს სახე სატირლად მოექცა და ნიკაპი აუთრთოლდა, ცრემლიანი თვალებით გადახედა ლეილას.
-ბოდიში...-თრთოლვით ამოილაპარაკა - და მადლობა.
-დათა ძალიან გთხოვ...- პირზე აიფარა ხელი ლეილამ და არაბულს მუდარით სავსე თვალებით გადახედა, რომელიც ისევ მარიამს მისჩერებოდა.
-ახლა კი, აიღე ჩანგალი და შეჭამე საჭმელი, გაცივდა... - თეფში ახლოს მიუცურა ატირებულ ქარდავას.
-არ მინდა...
-ნუ მაიძულებ მარიამ... უბრალოდ ჭამე და გავდივართ - ღრმად ამოისუნთქა არაბულმა და თვალი თვალში გაუყარა ქალს.
-არ მინდა...
-ამის დედაც! - სიმწრით ჩაეცინა არაბულს და ჩანგალს წამოავლო ხელი. კოტლეტის პატარა ნაჭერი ჩამოჭრა და პიურესთან ერთად მარიამს პირთან მიუტანა. - არ ვიცოდი ჩემი ხელიდან ჭამა თუ გინდოდა. გააღე პირი!
-არ მინდა... ავადმყოფო!
-გააღე პირი! - ყბაში ძლიერად ჩაავლო მარცხენა ხელის თითები და იმდენად მტკივნეულად მოუჭირა ქარდავამ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და პირი გააღო, ჩადებული ჩანგლიდან ლუკმა პირში მოიქცია და გაღეჭა, მაგრამ გადაყლაპის მაგივრად, როდესაც მამაკაცის თითები მის ყბას შეეშვა, გამოაფურთხა და თეთრ პერანგზე შეაყარა გაღეჭილი ლუკმა.
-... - იღრიალა არაბულმა და ჯერ პერანგზე დაიხედა შემდეგ კი ქალს სწვდა ყელში და ლეილას კივილის მიუხედავად, რომელიც ეხვეწებოდა, ხელი გაეშვა, სკამიდან წამოსწია და სამზარეულოს მაღალ თაროს ზურგით ისეთი სიძლიერით შეახეთქა, ქარდავამ ხმამაღლა წამოიკივლა და ტკივილისგან ხელმეორედ იფეთქა მისი ჩაწითლებული თვალებიდან ცრემლებმა. 
-დათა...გაუშვი დედა... - მკლავში სწვდა გაყინული სახით მდგარ მამკაცს  ლეილა, რომელსაც ყველანაირი ადამიანური ემოცია ჩამორეცხოდა სახიდან და თვალებს ისე ბოროტად აკვესებდა, მარიამს გული წამით გაუჩერდა.
-დათაა!!! - ლეილამ ხმას აუწია და არაბულმაც ცივად შეუშვა ფერწასულ ქალს ხელი. უკან დაიწია და თავზე ნერვიულად შემოიწყო ორივე ხელი, იატაკზე ჩაკეცილ ქალს დახედა, რომელსაც ლეილა წყლით სავსე ჭიქას აწვდიდა და ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა. პერანგი გზაშივე გაიძრო, დივანზე მიაგდო და ფეხზე წამომხტარ ბიჭებს გადახედა.
-ხელები შეუკარით და ჩასვით მანქანაში. უმჯობესია, პირიც! გავდივართ! - ხელი აიქნია და სამზარეულოსკენ შებრუნებულმა ხმამაღლა დაიძახა - ლეილა, მომეცი რამე ზედა. 


დედაქალაქამდე ხმა არცერთს არ ამოუღია. უკანა სავარძელში მოკუნტული მარიამი შეკრულ ხელებს დაჰყურებდა და უხმოდ ტიროდა. ნამდვილად არ იცოდა წინ რა  ელოდა, ეს გაურკვევლობა კი ერთიანად ანგრევდა და ფიზიკურად გამოფიტულს სულიერადაც ფიტავდა. არ იცოდა რა მოელოდა უკონტროლო არაბულის პირისპირ დარჩენილს. რა უნდა ეთხოვა უფლისთვის, გადარჩენა თუ უმტკივნეულოდ სიკვდილი?! განა, რა ცოდვა ჰქონდა ასეთი ჩადენილი ასე, რომ იმეტებდნენ და მეტიც, კაცმა არ იცის რა მიზეზით ჰყავდათ გატაცებული. მესამე დღე იყო გასული და ჯერ სანდრო ქარდავასთვის არანაირი მოთხოვნებით არ მიუმართავთ.
საკმაოდ დიდი სიჩქარით მართავდა ავტომობილს საჭესთან მჯდომი არაბული და დედაქალაქში ჩასვლას ნახევარ საათზე მეტი არ დასჭირვებია. მანქანა წერეთელზე ერთ-ერთ ქუჩაზე შეაჩერა ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან და გვერდით სავარძელზე მჯდარ შუმახერას მიუტრიალდა:
-სათავსოში  სახლის გასაღებია, აიღე და ეს აიყვანეთ. მეც მალე დავბრუნდები. შეეცადეთ სახლი არ დალეწოს და არ გაგექცეთ. ნუ, ფანჯრიდან გადახტომას თუ გადწყვეტს არ შეაჩეროთ გაუშვით. შესაძლოა მეცხრე სართულიდან ფრენა უფრო გაუსწორდეს - ირონიულად ჩაიცინა და დაბღვერილ მარიამს გადახედა - მშვიდად აიყვანეთ!
-კარგი - სათავსოდან გასაღები ამოიღო შუმახერამ და სწრაფად გადავიდა მანქანიდან, შემდეგ კი უკანა კარი გამოაღო და ქარდავას გადასვლაში დაეხმარა. ხელი ისე მოხვია და მიიხუტა უცხო თვალისთვის საეჭვო, რომ არაფერი ყოფილიყო და შესასვლელში წამებში გაუჩინარდა.
-წიკოო! - წარბი აუწია მამაკაცს არაბულმა - შენი იმედი მაქვს და არ დამაღალატო, ძმაო. 
-არ გრცხვენია, დათა?! - სახე მოეღუშა წიკოს. - როდის ერთხელ დამიღალატებიხარ?!
-არასდროს ძმაო, არასდროს... მიდი! - გაუღიმა დათამ და ძრავი ჩართო. - მალე დავბრუნდები.




მანქანა საკმაოდ მივარდნილ ჩიხში შეაყენა და წინ გაჩერებულ პრადოს ამოუდგა გვერდში. ძრავი გამორთო და მანქანიდან გადმოსული მისკენ დაძრული მამაკაცისკენ გაემართა.
თორღვა არაბულს დათას დანახვაზე სახე გაებადრა და მიახლოებულს ძლიერად მოხვია მკლავი. მისი თავი მხარზე მიიხუტა და დაბალ თმაზე ფრთხილად აკოცა. დათამ მისი ხელი უხეშად მოიშორა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და უემოციო სახით შეანათა შავად მოელვარე სფეროები.
-როგორ ხარ?-ღიმილი მალევე ჩამოერეცხა სახიდან თორღვას და ოდნავ შესამჩნევი სიბრაზისგან ათრთოლებული თითებით სიგარეტი მოიქცია ტუჩებს შორის.
-როგორც მხედავ...-დაბალ წვერზე თითები ჩამოისვა დათამ და ის ხელი სახესთან დაუქნია.-არ ვიცი რა განავალში ზიხარ, არც ის ვიცი როგორ აპირებ მაქედან თავის დაღწევს. ის ქალი ჩამოვიყვანე, დანარჩენს შენ და შენმა გოშიებმა მიხედეთ. მე არ ვაპირებ ამ საქმეში გასვრას.
-დათა მისმინე...
-სირზე !-ხმას აუწია დათამ.
-ეს საქმე მიმაყვანინე ბოლომდე დათა და გეფიცები... შენს თავს გეფიცები, შვილო, არასდროს შეგაწუხებ მსგავსი თხოვნით. ძალიან გთხოვ!
-ჩემს თავს ნუ იფიცები - სახე ზიზღით დამანჭა დათამ. - ნურც შვილს მეძახი. მე შენი შვილი არ ვარ! მე ...შენი... შვილი...არ ...ვარ!
-ჩემი შვილი ხარ! შენს გაზრდაში უფრო მეტი წვლილი მიმიძღვის ვიდრე ჩემი საკუთარი შვილის... - ხმა გაუტყდა თორღვას.
-და რისთვის?! - ხელები ირონიულად გაშალა დათამ - რისთვის?! - ხმას აუწია და სახე ზიზღით მოექცა - მერე და რისთვის?!
-დათა...
-კარგი... - ჰაერი ღრმად შეისუნთქა დათამ და სიგარეტს თავადაც მოუკიდა.
-მადლობა...-ყრუდ ამოილაპარაკა თორღვამ.
-მადლობა ბოლოსთვის შემოინახე. ახლა კი, დაიწყე და მომიყევი რა მიზეზით მოიტაცე ის საცოდავი გოგო საკუთარი ქორწილიდან და საქმე რას ეხება?!
თორღვამ სიგარეტის ნამწვი მოისროლა და საკუთარ მანქანას მიეყრდნო.
-გახსოვს, ბათუმის ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს ტენდერი, რომ იყო გამოცხადებული? იქ მონაწილეობას ვიღებდი, საქმე სადღაც ოც მილიონს ეხებოდა. სანაპიროს კეთილ მოწყობის პროექტი იყო, ძალიან საპასუხისმგებლო საქმე...
-მერე?
-იმ ტენდერში ისე იყო ყველაფერი მოწყობილი მე უნდა გამემარჯვა, საკმაოდ სოლიდურ თანხად დამიჯდა იქ მონაწილეობა და პლუს ამას გამარჯვებაც ჩემი იყო, მაგრამ გამოჩნდა შემდეგ ვიღაც ს ზურგს ამოფარებული ქარდავა და ეს საქმე ცხვირ წინ ისე ამცინცლა არამარტო დიდი მოგება, არამედ გაწეულ ხარჯებში გადაყრილი ფულიც დამაკარგვინა...
-და შენც გადაწყვიტე აბაროტი ესე უნამუსოდ აგეღო? - ყბის ძვლები დაეძაბა დათას.
-კარგი ერთი, არ გამაცინო-ხელი აიქნია თორღვამ.-საქმე მილიონებს ეხება და აქ ერთ და ორ მილიონზე არ არის ლაპარაკი. ოცია, დათა, ოცი მილიონი... ეს რამხელა მაყუთია იციი?! კანიდან, რომ გავძვრე მთელი ცხოვრება პატიოსნად შრომით, ჩემს ფეხებს ვიშოვნი. ეს ბიზნესია! ბიზნესში კი სუფთა ხელებით დარჩენა არასდროს გამოვა. ერთი ბიზნესმენი დამისახელე ვინც საქმეს პატიოსნად აგვარებს. მიდი, ერთი მაინც დამისახელე და ვაღიარებ, რომ მე შევცდი. ვერ დამისახელებ, ხომ?!
-შენი შვილის ქორწილი იყო თორღვა!
-გარიგების ნაწილი. კარგი რაა! დიდი ამბავი, არ იცნობ რეზის?! ხვალ აღარც კი ემახსოვრება. რა გგონია, მთელი გულით უყვარს ეგ შენი მარიამიი?! მერე რაა, მოიყვანს, დაისვამს ცოლად და რა შეიცვლება ამით? არც არაფერი! რეზი ჩემი შვილია, მაგრამ აღიარება არ მიტყდება. ერთი უმაქნისი, გაზულუქებული ბიჭია, რომელიც ოცდათხუთმეტი წლის ასაკშიც კი მამის ხელიდან ჭამს ლუკმას. რა გაუკეთებია საკუთარი თ?! არც არაფერი! ეს ყველაფერი რაც მაქვს - ხელები გაშალა თორღვამ და ხმას აუწია - ჩემი სიკვდილის მერე მას რჩება. ხო, მისი საკუთრება ხდება. ერთადერთი მემკვიდრეა იმ ქონების, რომლის შოვნასა და შენარჩუნებაში შენ უფრო დიდი წვლილი მიგიძღვის ვიდრე მას. არასდროს დაინტერესებულა საიდან მოდის ის ყველაფერი, რასაც უნამუსოდ ფლანგავს. მე მეშინია, ხოო... მეშინია! ხვალ, რომ აღარ გავიღვიძო, ვეღარ გავიღვიძო, ეს ჩემი ოფლით და ხელით ნაშოვნი ქონება ისე განიავდება და გაჰყვება ქარს, შენი მოწონებული. ორ წელში მოუღებს ყველაფერს ბოლოს და ნაწუწნი კამფეტივით ტიტლიკანა და გაღლეტილი ივლის....
-და რა ვქნა, წინასწარ ვინერვიულო შენს უმაქნის შვილს, რომ საბოლოო ჯამში ამდგარი დარჩება თუ რა, რა გავაკეთო?! ჩემგან რას ელოდები თორღვა?! მე შენი ქონებიდან ერთი გახვრეტილი თეთრიც არ მინდა! არ მინდა, რადგან ის კანონით მე არ მეკუთვნის.
-არა და შენია...-სიმწრით ჩაეცინა თორღვას. - ხო, შვილო, შენია... ეს ყველაფერი შენია... შენი დაუღალავი შრომის და გვერდში დგომის სამაგიეროა.

-ამის დედაც - ჩაეცინა დათას. - და შენ ფიქრობ, შენი სიკვდილის შემდეგ მე რამე შემხვდება? არასდროს მოვწონდი შენს ცოლს და შვილს მითუმეტეს.
-იმიტომ, რომ არასწორად აღზრდილი შვილი მყავს. ეგოისტად და თავნება მუქთახორა ნაბიჭვრად გაზარდა დედამისმა.
-შეგეძლო შენ გაგეზარდა კაცად.
-კი შემეძლო...- თავი დაუქნია თორღვამ და სინანულით ჩაეცინა. - შემეძლო, მაგრამ უბედურება ისაა, რომ მე არასდროს ვყოფილვარ რეზისთან ისე ახლოს როგორც შენთან, შვილო.
-მე შენი შვილი არ ვარ! - ყბის ძვლები დაეძაბა დათას.
-შენს ვენებში მოჩუხჩუხე სისხლი არაფერს ცვლის. ჩამი ხარ! ჩემი შვილი და მე შენი ყოველთვის გაყენებ იმათზე წინ, ვინც წესით შენზე წინ უნდა იდგეს ჩემს ცხოვრებაში.
-და შეგიძლია პასუხი გამცე, რატომ? - სიგარეტის ნამწვი მიწაზე დააგდო დათამ და თორღვას თვალი თვალში გაუყარა.
-იმიტომ, რომ იქ - ხელი უმისამართოდ გაიქნია თორღვამ - იქ, იმ დამპალ ოთახში შენს თვალებში მე ჩემი ბავშვობა დავინახე...
-თუმცა არასდროს გვისაუბრია ამ თემაზე... - კეფა ნერვიულად მოიფხანა დათამ.
-არც ვისაუბრებთ... ახლა შეგიძლია გადაწყვიტო ვის მხარეს დადგები. "მამაშენის" მხარეს თუ ზურგს მაქცევ და სამართლიანობის მხარეს გადახვალ. მით უმეტეს, სამართლიანი იქ ვერაფერი დავინახე.
-კარგი, რას აპირებ ? - სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა დათამ.
-ჯერ არ ვიცი. საქმეში ჩართული ხარ და სანდრო ქარდავა გენდობა. იმედი აქვს დაუბრუნებ მის ქალიშვილს...
-დროა მოქმედებაზე გადავიდეთ... - ღრმა ნაპასი დაარტყა დათამ და ჰორიზონტს შეკრული წარბებით გახედა. - შეგვიძლია ნიადაგის მოსასინჯად დავრეკოთ, შემდეგ ვიდეოს გავუგზავნით, სადაც მისი უმანკო ქალიშვილი აუხსნის მამას თავისუფლების სანაცვლოდ რამდენის გადახდა მოუწევს მამიკოს... კუში გავზარდოთ. მე კი იქ ვიქნები და შევეცდები პოლიციის გარეშე მოგვარდეს ეს საქმე. მისმინე, თორღვა... ეს ჩემი მხრიდან შენი ს გადასარჩენად ჩადენილი ბოლო საშინელი საქციელია. იცი, ალბათ - თითი ცხვირთან გამაფრთხილებლად დაუქნია. - კიი, იცი მე შენს გამო კაცსაც მოვკლავ, მაგრამ საქმეში ჩარეული ქალები და ბავშვები ჩემი საქმე არაა. არასდროს ვმანიპულირებ ქალების სიცოცხლით.
-ვიცი...
-მშვენიერი... მარიამს როდის წაიყვან ჩემი სახლიდან?
-ჯობია შენ გყვადეს. მისთვისაც უსაფრთხო იქნება და მეც მშვიდად ვიქნები.
-მისთვის ჩემთან ყოფნა არასდროს არის უსაფრთხო, რადგან ზედმეტად მიწვევს. მისი სახის დანახვაზე ხელები საშინლად მექავება. მაქსიმუმ ერთი კვირა და შეეცადე ამ ერთ კვირაში ყველაფერი მოაგვარო. შემდეგ კი, მე შვებულებაში გავდივარ. მინდა დავისვენო.
-კარგი, - გაეღიმა თორღვას.- მოვაგვარებ ყველაფერს. ფრთხილად იყავი და კონტაქტზე დარჩი.
-ახლა გამეცინება - გაიცინა დათამ.- საპირფარეშოში მოსაშარდად დღეში რამდენჯერ შევდივარ ეგაც კი იცი თორღვა. მეტი კონტაქტზე ვერ დავრჩები. კაი, წავედი.
-მიდი. - მხარზე ხელი მიარტყა თორღვამ და დიდიხანს უყურებდა, როგორ ჩაჯდა საკუთარ მანქანაში დათა არაბული, როგორ დაძრა ჯიპი ადგილიდან და როგორ გაუჩინარდა. შემდეგ თავზე ნერვიულად გადაისვა ორივე ხელი და ტელეფონი მოიმარჯვა. დიდდახნს ლოდინი არ დასჭირვებია მალევე უპასუხეს.
-ძველებურად გააგრძელე და თვალი არ მოაშორო - მიახალა პირდაპირ და პასუხს არ დალოდებია ისე გათიშა ტელეფონი. საკუთარი მანქანის საჭეს მიუჯდა და იქაურობას გაეცალა.

სოფო მეტრეველი კარზე ატეხილმა კაკუნმა გამოაფხიზლა. გაჭირვებით დააშორა ერთმენეთს დამძიმებული ქუთუთოები და ფარდებდაშვებულ საძინებელში საწოლზე წამოჯდა. ტუმბოზე დედებულ მობილურს დახედა და დამანჭული სახით წამოდგა საწოლიდან. სამსახურიდან დილით დაბრუნებულს თავი ისეთი გაბრუებული ჰქონდა ეგონა მძიმე წონიანი გირები ეკიდა კისერზე. ნაწნავად შეკრული, გრძელი, ქერა თმა მხარზე ეგდო. დასიებული ტუჩებით და ჩაწითლებული თვალებით, ფეხშიშველი ფეხების ტყაპუნით გაემართა კარის გასაღებად. მოკლე პენუარი ეცვა, რომელიც საჯდომს ძლივს უფარავდა და სავსე და მადისაღმძვრელ სხეულზე შემოტმასნოდა. საჭვრეტში გაიხედა და საკეტში გასაღები გადაატრიალა. კარის ზღურბლზე მდგარ მამაკაცს შენათა ძილისგან დაბინდული მზერა და ფართოდ გაუღიმა.
-გაგაღვიძე?
-დიდლით დავბრუნდი... შემოდი.- გვერდზე გაიწია ქალი და მამაკაცი სახლში შეატარა, შემდეგ კარი უხმაუროდ მიხურა და გასაღები გადაატრიალა.- შენ როდის დაბრუნდი? ტელეფონზეც არ მპასუხობდი...
-რაიყო მოგენატრე? - ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადაიტარა მამაკაცმა და ზემოდან დახედა ქალს. მკლავები მჭიდროდ შემოხვია წელზე და მისი დასიებული ტუჩებისკენ დაიხარა. - არ მეცალა სოფ... ხომ გაგაფრთხილე ტელეფონთან ვერ ვიქნები ყურადღებით და არ გეწყინოსთქო?!
-არ მწყენია. კი, მომენატრე.- მამაკაცის ტუჩებს თავისი შეაგება ქალმა. წამოიკივლა, როდესაც ხელში ბუმბულივით აიტაცეს. მკლავები მჭიდროდ შემოხვია კისერზე და ვნებიან კოცნაში აჰყვა.
-ჩემი გემრიელი ქალი...- საძინებელში შესულმა საწოლზე ფრთხილად დაუშვა ქალის სხეული და პენუარს ჩააფრინდა თითებით. თავს ზემოთ გადააძრო და ხელის კვრით უკან გადავარდნილს მადისაღმძვრელად დაბერილ სავსე მკერდზე წაეტანა თლილი თითებით.-მომენატრე... და საშინლად მჭირდები. ჯანდაბა, ერთადერთი ხარ ვინც ყველაფერს მავიწყებს.- ვნებიანად უკოცნიდა ბაგეებს და ეჩურჩულებოდა, თითებით კი ურცხვად დათარეშობდა ქალის ათრთოლებულ სხეულზე, რომელმაც ზედმეტი სექსისწინა პრელუდიების გარეშე ხმამაღალი ოხვრით მიიღო ზემოდან მოქცეული მამაკაცი და მის ძლიერ ზურგს წვრილი თითებით ჩაფრენილი აქტიურად აჰყვა მოძრაობაში. ბოლოს თავს ზემოთ გაკავებული ხელებით, ბალიშზე კეფით ძლიერად დაყრდნობილმა კივილნარევი ოხვრით მიაღწია სიამოვნების ზენიტს და უკან მიყოლილ მამაკაცს მოღერებულ კისერზე რომ ჩააფრინდა კბილებით და ლარივით დაჭიმულმა თრთოლვით გააათავა, შიშველი სხეულით ტკიპასავით აეკრა.
- საშინლად მომნატრებიხარ...- ნაკბენ ადგილზე ენის წვერით მიეფერა არაბული და ღრმად შეისუნთქა ქალის სურნელი.
-ჯანდაბა... ვერ ვმოძრაობ - არეულად ამოილაპარაკა სოფომ და გაეცინა. - ყველაფერი მტკივა.
-სამაგიეროდ გაგისწორდა... - წამოიწია დათა და ორივე ძუძუს თავზე მონაცვლეობით აკოცა შემდეგ კი ერთიანად მოშორდა და საწოლზე წამოჯდა. შარვალი ამოიწია და საწოლიდან წამოდგა.
-მიდიხარ? - ზემოთ აცურდა მეტრეველი და სიგარეტს მოუკიდა.
-არ მცალია, სოფ. ეს კვირა გადარბენა მაქვს. ბათუმში მივდივარ ისევ. იმედია არ გაჭედავ, ტო.
-ერთი კვირით მიდიხარ? - ტუჩები სატირლად დაებრიცა ქალს.
-ჩემს თავს გაფიცებ ...სოფი, ერთი კვირა, პატარავ... ერთი კვირა და შემდეგ მე და შენ დასასვენებლად იქ წავალთ სადაც მოისურვებ - ქალთან დაიხარა და ტუჩებზე ხმაურით აკოცა, მის თითებს შირის მოქცეულ სიგარეტს ერთი ნაფაზი დაარტყა და კვამლი ღრმად ჩაისუნთქა.- წყალს გადავივლებ და გავალ...
-კარგი...
-აუუ... ნუ იბუტები რაა... ერთი კვირა ამის დედაც... ბევრჯერ ორი კვირაც ისე გასულა არ შევხვედრივართ და სულ რაღაც შვიდი დღე არაფერს ცვლის სოფო... დაგირეკავ.
-დათა...
-ჰოო...-წარბშეკრული მიაჩერდა ქალს - შეგიძლია შემომიერთდე.
-ზურგი გაგიხეხოო? - საფერფლეს გადასწვდა სოფო.
-რაიცი იქნებ სხვა რამესაც გამოჰკრა ხელი... - გაეცინა და სააბაზანოსკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა.

სოფო მეტრეველი ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალი იყო. დანახვის წუთიდან მეწონა სხვებისგან საკმაოდ გამორჩეული დათა არაბული, რომელიც შემთხვევით იმ სასტუმროში გაიცნო, რომელშიც თავად მუშაობდა ადმინისტრატორად. სერიოზულ და არარომანტიულ მამაკაცს, რომელსაც ერჩია ყოველგვარი ზედმეტი საუბრის გარეშე სათქმელი პირდაპირ და ორი სიტყვით ეთქვა ვიდრე დიდხანს ესაუბრა და საბოლოოდ ვერ მისულიყო მთავარ აზრამდე. გაცნობიდან ორი დღის თავზე განოუცხადა, რომ ზედმეტი დაპირებების და შესავლების გარეშე უნდოდა მასთან და ეს ნდომა ნამდვილად არ ნიშნავდა წინ და უკან უაზრო სიარულს, პაემნებს და მე შენ მიყვარხარს ძახილს. მე ესეთი ვარ, მე სხვანაირად არ შემიძლია. გინდა ჩემთან? გინდა... არ გინდა და შეგიძლია უბრალოდ კარგად იყო. არაბულის მინდა კი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მათი ერთად ყოფნა უკვე მესამე წელს ითვლიდა და ნამდვილად არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ სექსით. იყო ერთად გატარებული ბევრი მხიარული დღე თუ კვირა. იყო წყენა, იყო დაშორება, იყო ჩხუბი, მაგრამ დათა არაბული მაინც მასთან იყო. არასდროს იტყუებოდა მის წინაშე და არასდროს დაჰპირებია რამე ისეთს რისი შესრულებაც არ უნდოდა ან უბრალოდ არ შეეძლო.
უყვარდა სოფო მეტრეველს ეს თავის თავში ზედმეტად ჩაკეტილი, მაგრამ მასთან მიმართებაში თბილი და ადეკვატური მამაკაცი. უყვარდა საკუთარ თავზე მეტადაც კი და არასდროს სვამდა იმ კითხვებს რაზეც დარწმუნებული იყო, რომ პასუხს ვერ ან არ მიიღებდა. მათ ურთიერთობას არ ჰქონდა სტატუსი. არც რამე სახელის დარქმევას ელოდებოდა მეტრეველი, არც მის ცოლობაზე უოცნებია არასდროს. სიამოვნებით მიიღებდა მისგან წამოსულ ამ ინიციატივას, მაგრამ, სამწუხაროდ, სამი წელი იყო გასული და რატომღაც არაბული არ ჩქარობდა. არ ჩქარობდა ეთქვა მიყვარხარ, თუმცა მისი ყველა ქცევა, შეხება თუ ალერსი საბოლოო ჯამში მაინც გამოხატავდა ამ ერთ ჯადოსნურ სიტყვას და ქცევა სიტყვებზე ღირებული, რომ იყო ეს კარგად ესმოდა მეტრეველს. ესმოდა, მაგრამ სადღაც გულის შორეულ კუნჭულში მაინც გრძნობდა ტკივილს, ჰქონდა სურვილი და ოცნება, როგორც ყველა ქალს ჰქონოდა ოჯახი, ჰყოლოდა შვილები და ბოლოს და ბოლოს დრო იყო მისი მარჯვენა ხელის არა თითზეც ებრწყინა ოქროს პატარა რგოლს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ არაბულისგან თუ მიიღებდა. სხვა არ უნდოდა. უნდოდა და დროც იყო რამოდენიმე დღეში ოცდაათი წლის ხდებოდა. ბევრჯერ უფიქრია ამაზე საწოლში მხურვალე ალერსის მერე მარტოდ დარჩენილს, ბევრჯერ უტირია, მაგრამ ეს ყველაფერი თუ ექნებოდა მხოლოდ საყვარელი მამაკაცისგან უნდოდა. დათასგან და სხვა არავისგან! დათა კი რატომღაც არც კი ფიქრობდა ამ თემაზე და მათი ერთად ყოფნის სამ წლიან გზაზე ხშირად თუ არა აქა-იქ გამოჩენილ მამაკაცებზე მონადირე ქალებთან ფლირტზეც არ ამბობდა უარს. არასდროს იკლებდა არაფერს და თავად ვალდებული იყო ეს ყველაფერი გმირულად აეტანა საკუთარ საწოლში, საკუთარ ბალიშში სახე ჩარგულს მოთქმით ექვითინა, რადგან ის დათა იყო. სხვანაირი დათა და არანაირ ჩვეულებრივი მამაკაცის ჩარჩოებში არ ჯდებოდა.
დათა იყო...ფიცხი ხასიათით, ცუდი წარსულით და გაურკვეველი მომავლით. დათა იყო, რომელიმაც შეძლო და თავი სიგიჟემდე შეაყვარა და ახლა მისდა უნებურად, უნდოდა თუ არა, იძულებული იყო მიეღი საყვარელი კაცი ისეთი, როგორიც იყო, რადგან მას შეცვლის არც სურვილი ჰქონდა და არც მონდომება.
სახეზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი ხელის გულით მოიწმინდა, საწოლიდან წამოდგა და თხელ ხალათში გახვეული სხეულით გაემართა სამზარეულოსკენ ყავის მოსამზადებლად.


საკუთარი სახლის კარზე ზარი დარეკა და გამოღებულ კარში გამოჩენილ წიკოს პიცის ყუთები მიაწოდა თავად კი კარი მიხურა და სასტუმრო ოთახისკენ გაემართა, სადაც შუმახერა ჩართული ტელევიზორის წინ მოთავსებულიყო, მარიამი კი კუთხეში მიყუჟული თვალმოუშორებლად გაჰყურებდა ფანჯრიდან გამოჩენილი ცის ნაგლეჯს, რომელზეც ლურჯი ღრუბლები ნაზად მისრიალებდნენ. არაბულის გამოჩენაზე მზერა ფანჯრიდან მასზე გადაიტანა და ბოროტად აელვარებული თვალები შეანათა მამაკაცს.
-პიცა შეჭამეთ და შეგიძლიათ წახვიდეთ. მე მანამდე ტანზე გამოვიცვლი. - უემოციო სახით ამოილაპარაკა და საძინებლისკენ გაემართა. რამოდენიმე წუთში კი შავი სპორტული შარვლით და ამავე ფერის მოკლე მკლავიანი სადა მაისურით დაბრუნდა.
ბიჭებს მოესწროთ ჭამა და მისი გამოჩენიდან მალევე დატოვეს სახლი. არაბულმა კი შეკრული ხელები შეუხსნა მარიამს და თავის სავარძელს დაუბრუნდა.
-მაინც რამდენ ხანს აპირებთ ჩემს აქ გამომწყვდევას? - უარესად გალურჯებული მაჯების სრესვას შეუდგა მარიამი, სისხლის მიმოქცევა ნორმალურად, რომ აღმდგარიყო.
-სიმართლე გითხრა, არ ვიცი- მხრები აიჩეჩა არაბულმა.- დრო გვაჩვენებს.
-ღმერთო, როგორი ამომწურავი პასუხები გაქვს - თვალები ცინიკურად აატრიალა ქარდავამ.
-მისმინე, მარიამ,- წინ გადმოიხარა დათა და ქალს თვალი თვალში გაუყარა.- გინდა ეს შენ თუ არა, აქ მოგიწევს იმდენი ხნით ყოფნა, რამდენიც საჭიროა. ამიტომ ენას კბილს თუ დააჭერ და ნორმალურად მოიქცევი პრობლემები არც შენ შეგექმნება და არც მე.
-კიი... ყავის ფინჯნით ხელში დავსხდეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ ძველი მეგობრებივით - ხმას აუწია ქარდავამ. - ერთმანეთის სიყვარულზე ვისაუბროთ ან რავიცი განვიხილოთ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ასე შემდეგ... სასაცილო რომ ხარ ხვდებიი? ჯანდაბა, რა ადამიანი ხარ მომიტაცეთ აქ გამომკეტეთ და ახლა ნორმალურად მოქცევას მოითხოვ, როდესაც თავად ველურივით მექცევი...
-აი, ახლა შენ თუ ხვდები ზედმეტად, რომ ათამაშებ ტრაკს?- ხმას აუწი არაბულმაც - ყავის ერთად დალევას და ძველი მეგობრებივით ჭორაობას არავინ მოითხოვს, უბრალოდ მოკეტე და შენი ხმა ნუ მესმის. ასე შენც მშვიდად იქნები რადგან აღარ მოვიქცევი ველურივით და მეც, რადგან არ მაიძულებ ზემოთხსენებული ველურივით მოქცევას... უბრალოდ, მოკეტე და იჯექი შენთვის. მანამდე კი, ეს პიცა შეგიძლია მიირთვა... ბოდიში მე ვერ შეგიწვავ და მოგიხარშავ საჭმელებს, რადგან გარტყმაში არ ვარ არაფრის. ასეთი მოწყენილი თუ ხარ და პარალელურად არ მოგწონს ის ასორტიმენტი რასაც საჭმელად გთავაზობენ სამზარეულო პირდაპირ არის. მიბრძანდი და საკუთარ თავს მოემსახურე. იმედია, ოცდაათი წლის ქალმა კვწრცხის შეწვა მაინც იცი...
-ჰოჰ...- ხმამაღლა გაიცინა მარიამმა.- მითქვამს ხო, შენი სიფათის ატანა, რომ არ მაქვს?
-გადავიტან რამენაირად...
-ჯანდაბა... ყავა მაინც ხომ შეგიძლია დამალევინო?
-წამოდი, სამზარეულოში... - ფეხზე წამოდგა არაბული და სამზარეულოსკენ გაემართა, მარიამიც მორჩილად გაჰყვა უკან და თან ინტერესით მოათვალიერა თეთრ და წითელ ფერში გადაწყვეტილი სამზარეულო, სადაც იდეალური სისუფთავე სუფევდა. მაღალი მაგიდის მბრუნავ სკამზე დაჯდა და იდაყვით მის ზედაპირს დაეყრდნო. დათა კი ელექტრო მადუღარასთან მივიდა და ჩართო. მისგან ზურგ შექცევით იდგა და ფინჯნების კარადიდან გამოღებას ცდილობდა. ქარდავა კი თვალებს აქეთი-იქით აცეცებდა და რამე ისეთ საგანს ეძებდა, რომელიც აქედან თავის დახსნაში დაეხმარებოდა. მალევე დააფიქსირა ხის ჩასაწყობში აკურატულად ჩალაგებული დანების ნაკრები და ბევრი არც უფიქრია, ისე წამოხტა სკამიდან ონკანთან თაროს ეცა და ერთ-ერთს დასწვდა. სწრაფად ამოსწია და მოზრდილი ხორცის დასაჭრელი მაკრატელი ისე ძლიერად ჩაბღუჯა ხელში თითქოს ვინმე ართმევდა. ხმაურზე მისკენ შეტრიალებულმა არაბულმა აზრზე მოსვლაც კი ვერ მოასწრო ისე მოუქნია ხელი მარიამმა და ალბათ მაკრატლის წვეტიანი თავი სახეში მოხვდებოდა, სწრაფი რეაგირება რომ არ მოეხდინა. თავი ისნტიქტურად გასწია გვერდით და მოქნეული მაკრატელი დახურული კარადის კარს დაეჯახა. დათას გაქნეული მარჯვენა კი გამაყრუებელი ლაწანით დაეშვა ქალის ლოყაზე და უკან გადავარდნილი მაცივარს ზურგით მიეჯახა.
-ბოდიში, არაფერი პირადული თავად მაიძულე.- მხრები აიჩეჩა არაბულმა და იატაკზე ჩამჯდარს ზემოდან დახედა, რომელსაც ტუჩი გახეთქოდა და სისხლი სდიოდა. მშვიდი სახით შეტრიალდა კარადაში ჩარჭობილი მაკრატელი ამოაძრო და კარის გაფუჭებულ ზედაპირს სინანულით შეხედა.- ნახე, კარი გამიფუჭე. ახლის ყიდვა მოუწევს მამაშენს.
-! - ცრემლიანი ხმით წამოიყვირა მარიამმა და ტუჩზე ამობრუნებული ხელის ზურგი მიიდო.
-მეგონა შევთანხმდით... რა გაეწყობა - ფინჯნები ხმაურით დადგა მაგიდაზე მამაკაცმა და ყავის დასხმა ისე გააგრძელა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. ერთი ფინჯანი მისი მიმართულებით გააცურა მაგიდაზე და მეორე თავად მოიქცია თითებს შორის უკან, კარადას მიეყრდნო და ქალს დააკვირდა.
-ტუჩი გაქვს გახეთქილი... შეგიძლია ცივი საფენი დაიდო.
-მადლობა, რა მზრუნველი ხარ - ზიზღით ამოილაპარაკა ქალმა და იატაკიდან გაჭირვებით წამოდგა, მაგიდის ზედაპირს მოჰკიდა ხელი და ყავის ფინჯანს გახედა. უჭმელობისგან გული ერეოდა და თავს სუსტად გრძნობდა, მაგრამ ჯიუტად არ აპირებდა დანებებას. ადრე თუ გვიან მაინც მოახერხებდა ამ მოძალადე მონსტრისგან თავის დახსნას და საკადრისად აზღვევინებდა ყველა იმ ჯოჯოხეთურ წუთს, რაც ამ ბოლო დღეებში გამოიარა და კაცმა არ იცის კიდევ რისი გამოვლა მოუწევდა.
-იცი, მარიამ, შენს სახეზე გადაშლილი წიგნივით იკითხება რა გეგმებსაც აწყობ... ან თავის გაკონტროლება ისწავლე, ან არა და ისეთი გეგმა შეიმუშავე, რაც ჩემი კლანჭებიდან თავს დაგახსნევინებს. ახლა კი, შეგიძლია მიირთვა შენი ყავა. შეგარგოს!




ვაი მეეე მე რახან ეს სწორად ავტვირთეე :დდდდ...ბოდიშით ჩემო კარგებო...და მადლობააა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Someone wandering

ვააიიმეეე,არვარ კარგად
მე ვარ მაზოხისტი,და დათაზე ვგიჟდებიი
მარიამი მეცოდება,ღმერთმანი ფაქტია რომ დათა აიძულა დაერტყა laughing sob
ააუუუ არ მინდოდა დასრულეებაააა
უკვე ლომკა მაქვს,ტო

 


ვაიჰ, შემეცოდა დათა რა საშინელი ცხოვრება გამოუვლია unamused თორღვა კიდევ ნერვებს მიშლის, მისი შვილი უსაქმური და ზაქი, რომ არის მაგას თვიდანვე კარგად ხვდებოდა და თუ არ მოსწონდა თავის დროზე აღეზარდა კაცად, როგორც დათამ უთხრა. მომწონს მარიამი, მარტივად არ ნებდება, ან უნდა დათას დაუმტკიცოს, რომ მაგარი გოგო ვარო smile სოფოც მომეწოდა და იმსახურებს ეგ გოგოგ ბედნიერებას დათას გვერდით. ისეთი ისტორიაა წინასწარი პროგნოზებისგან თავი რომ უნდა შეიკავო smiley წარმატებები და ველი ახალ თავს.

 


№3  offline მოდერი ფ ე ფ ო

Someone wandering
ვააიიმეეე,არვარ კარგად
მე ვარ მაზოხისტი,და დათაზე ვგიჟდებიი
მარიამი მეცოდება,ღმერთმანი ფაქტია რომ დათა აიძულა დაერტყა laughing sob
ააუუუ არ მინდოდა დასრულეებაააა
უკვე ლომკა მაქვს,ტო



:))))))) აიძულა რა თქმა უნდა...ინსტიქტურად გაუქნია ხელი.აბა რა ეგონა მაკრატლით რომ ებლატავებოდა :დ

რუსკიმარუსია
ვაიჰ, შემეცოდა დათა რა საშინელი ცხოვრება გამოუვლია unamused თორღვა კიდევ ნერვებს მიშლის, მისი შვილი უსაქმური და ზაქი, რომ არის მაგას თვიდანვე კარგად ხვდებოდა და თუ არ მოსწონდა თავის დროზე აღეზარდა კაცად, როგორც დათამ უთხრა. მომწონს მარიამი, მარტივად არ ნებდება, ან უნდა დათას დაუმტკიცოს, რომ მაგარი გოგო ვარო smile სოფოც მომეწოდა და იმსახურებს ეგ გოგოგ ბედნიერებას დათას გვერდით. ისეთი ისტორიაა წინასწარი პროგნოზებისგან თავი რომ უნდა შეიკავო smiley წარმატებები და ველი ახალ თავს.

მადლობა დიდი...შევეცდები არ დავაგვიანო ახალი თავის ატვირთვა. :*

 


№4  offline წევრი kasunia

ძალიან საინტერესოა:**ისე მიმდინარეობს მოვლენები თავს შევიკაცებ წინასწარი დასკვნებისაგან))მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა:დდათა არის საოცრება ნუ მოკლედ კაცები ყველა ისტორიაში მაგარი გყავს :დდმარიამიც მომწონს და სოფოც ))ნუ დანარჩენი შენი ნება სურვილია რა როგორ მოხდება.მე სულ შენს გვერდით ვარ და სულ გელოდები :***

 


№5  offline წევრი kora

დავიწყებ იმით, რომ დათაზე ვარ შეყვარებული და მგონი ყველა შენს პერსონაჟზე მეტადაც შემიყვარდა. ყველანაირი მომწონს ფსიხიც, როგორიც მარიამთანაა და გაწონასწორებულიც, როგორიც ვნახე ლეილასთან და სოფისთან... დათას ეს ცუდი ხასიათი მისი წარსულის შედეგია და ვერც მოსთხოვ იმ ბნელ ოთახში ზურგგადატყავებულ ბავშვს სხვანაირი რატომ არ გაიზარდეო. შეუძლებელია რაღაც კვალი არ დაეტოვებინა წარსულს. ამიტომ მიყვარს დათა, მიყვარს ჯერ ის ბიჭი ოთახის კუთხეში მოკუჭული და მიყვარს ახლანდელი დათა.
თორღვაზე ჩემი დიდი სიმპატიები ჯერ წინა თავში ავღნიშნე და ახლა მტკიცედ ვამბობ რომ საუკეთესო ადამიანია! ბიზნესი ის სფეროა სადაც ყველაფერი მოსულა და არც მიკვირს მისი მეთოდების და არც ვამტყუნებ. მაგრამ ყველა მისი თუნდაც ცუდი საქმეების ყველას ერთად სასწორზე შემოდებას დათასადმი მისი დამოკიდებულება გადაწონის. ამის გამო ვცემ ამ კაცს პატივს და აწი რაც არ უნდა გააკეთოს ეს ამაგი არ უნდა დაეკარგოს.
ჰო, სოფო... ის შემთხვევაა, როცა ეს გოგო არ მინდა აქ რომ იყოს და ამდროს ცუდსაც ვერაფერს ვამბობ...
მარიამი. მიყვას ეს გოგო და ამით ყველაფერია ნათქვამი. მარიამის წიკებსაც არ აღვიქვამ ცუდად, ბუნებრივად იქცევა, ქორწილიდან გაიტაცეს და ცხადია გამტაცებელს თავზე ხელს არ გადაუსვამ.
ფეფო, სასწაულად მაგარი გოგო ხარ! მიხარიხარ ძალიან და მადლობა ასეთი ზღვა დადებითი ემოციებისთვის <3
--------------------
kira.G

 


№6  offline წევრი FLAWless

დათაზე ვგიჟდები და რა ვქნა აი ხო როგორ ვერ ვიტან ქალის მიმართ ძალადობას მაგრამ აი რავქნა მაინც ასე უბრალოდ მიყვარს დათა. რაც შეეხება მარიამს მეცოდება ასეთი ტანჯვის გამოვლა რომ უწევს და არც იმ გაზულუქებული რეზისთვის მემეტება. აი სოფო თან მომწონს რაღაცნაირია სხვანაირი მაგრამ მაინც უაზროდ მინდა მარიამის და დათას წყვილად ყოფნა. ვფიქრობ ბატონი თორღვა რაღაცეებს ხლართავს და აქ ბიზნესი არაფერ შუაშია რატომღაც მგონია ისევ დათას გამო აკეთებს ყველაფერს სოფოს რომ ჩამოაშოროს, თუმცა რატომ ამას ჯერ ვერ ვხვდები არის რაღაც ვარიანტები მაგრამ მაგის განხილვა ჯერ ადრეა. ან კიდევ, თორღვა დათას უბრალოდ იყენებს და ბოლოს საქმეს მთლიანად მაგას შეტენის, არაა აქ რაღაც სუფთა

 


№7  offline მოდერი ფ ე ფ ო

kasunia
ძალიან საინტერესოა:**ისე მიმდინარეობს მოვლენები თავს შევიკაცებ წინასწარი დასკვნებისაგან))მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა:დდათა არის საოცრება ნუ მოკლედ კაცები ყველა ისტორიაში მაგარი გყავს :დდმარიამიც მომწონს და სოფოც ))ნუ დანარჩენი შენი ნება სურვილია რა როგორ მოხდება.მე სულ შენს გვერდით ვარ და სულ გელოდები :***

ხოო )))))წინასწარი დასკვნების გამოტანა ძნელია როცა მეც არ ვიცი დღეს ესე ვფიქრობ ხვალ შეიძლება სხვანაირად ვიფიქრო :დ ცოტა არ იყოს ცვალებადი განწყობაის ადამიანი ვარ.მადლობა დიდი ...მიხარია რომ კითხულობთ და აზრს აფიქსირებთ...სასწაულად მიაროხართ და გაფასებთ :*

kora
დავიწყებ იმით, რომ დათაზე ვარ შეყვარებული და მგონი ყველა შენს პერსონაჟზე მეტადაც შემიყვარდა. ყველანაირი მომწონს ფსიხიც, როგორიც მარიამთანაა და გაწონასწორებულიც, როგორიც ვნახე ლეილასთან და სოფისთან... დათას ეს ცუდი ხასიათი მისი წარსულის შედეგია და ვერც მოსთხოვ იმ ბნელ ოთახში ზურგგადატყავებულ ბავშვს სხვანაირი რატომ არ გაიზარდეო. შეუძლებელია რაღაც კვალი არ დაეტოვებინა წარსულს. ამიტომ მიყვარს დათა, მიყვარს ჯერ ის ბიჭი ოთახის კუთხეში მოკუჭული და მიყვარს ახლანდელი დათა.
თორღვაზე ჩემი დიდი სიმპატიები ჯერ წინა თავში ავღნიშნე და ახლა მტკიცედ ვამბობ რომ საუკეთესო ადამიანია! ბიზნესი ის სფეროა სადაც ყველაფერი მოსულა და არც მიკვირს მისი მეთოდების და არც ვამტყუნებ. მაგრამ ყველა მისი თუნდაც ცუდი საქმეების ყველას ერთად სასწორზე შემოდებას დათასადმი მისი დამოკიდებულება გადაწონის. ამის გამო ვცემ ამ კაცს პატივს და აწი რაც არ უნდა გააკეთოს ეს ამაგი არ უნდა დაეკარგოს.
ჰო, სოფო... ის შემთხვევაა, როცა ეს გოგო არ მინდა აქ რომ იყოს და ამდროს ცუდსაც ვერაფერს ვამბობ...
მარიამი. მიყვას ეს გოგო და ამით ყველაფერია ნათქვამი. მარიამის წიკებსაც არ აღვიქვამ ცუდად, ბუნებრივად იქცევა, ქორწილიდან გაიტაცეს და ცხადია გამტაცებელს თავზე ხელს არ გადაუსვამ.
ფეფო, სასწაულად მაგარი გოგო ხარ! მიხარიხარ ძალიან და მადლობა ასეთი ზღვა დადებითი ემოციებისთვის <3

მოკლედ როგორ მიყვარს შენი კომენტარები რომ იცოდეე ))))))) ჩემი ყველაზე გადარეული გოგო ხარ შენ :*

FLAWless
დათაზე ვგიჟდები და რა ვქნა აი ხო როგორ ვერ ვიტან ქალის მიმართ ძალადობას მაგრამ აი რავქნა მაინც ასე უბრალოდ მიყვარს დათა. რაც შეეხება მარიამს მეცოდება ასეთი ტანჯვის გამოვლა რომ უწევს და არც იმ გაზულუქებული რეზისთვის მემეტება. აი სოფო თან მომწონს რაღაცნაირია სხვანაირი მაგრამ მაინც უაზროდ მინდა მარიამის და დათას წყვილად ყოფნა. ვფიქრობ ბატონი თორღვა რაღაცეებს ხლართავს და აქ ბიზნესი არაფერ შუაშია რატომღაც მგონია ისევ დათას გამო აკეთებს ყველაფერს სოფოს რომ ჩამოაშოროს, თუმცა რატომ ამას ჯერ ვერ ვხვდები არის რაღაც ვარიანტები მაგრამ მაგის განხილვა ჯერ ადრეა. ან კიდევ, თორღვა დათას უბრალოდ იყენებს და ბოლოს საქმეს მთლიანად მაგას შეტენის, არაა აქ რაღაც სუფთა

მადლობააა :* მიხარია ჩემი დათა ასე რომ მოგწონთ...ნელ ნელა გაირკვევა ყველაფერი...მე კი შევეცდები არ დავაგვიანო ახალი თავები ...მიყვარხართ ჩემო თბილებო და მიხარიხართ

 


№8  offline წევრი Liziko27

ერთნარი ჯიუტი და ხისთავები გადაეყარნენ:d:d :d. კიდევ მოხვდება ვატყობ..

 


№9  offline წევრი Ma No

აქ რაღა უნდა დაგიწერო თუ ვიცოდე, მაგრამ მაინც დაგიწერ smile ძააააააააააალინ, აი უძაააააალიიიიიანესად ვგიჟდები შენზე და ხომ იცი?! heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№10  offline წევრი Tatutatu

ფეფოოოო!!! ))) აქ ისე რო დატრიალდეს ამბები დათამ მარიამი ცოლათ ,,მოისვას" პოპკორნიც დაგვჭირდებაა ვატყოობ : )))) არ მყოფნის რაგავაკეთო .. ეს უნდა
დაჯდე და წაიკითხო სრულად

 


№11  offline მოდერი ფ ე ფ ო

Ma No
აქ რაღა უნდა დაგიწერო თუ ვიცოდე, მაგრამ მაინც დაგიწერ smile ძააააააააააალინ, აი უძაააააალიიიიიანესად ვგიჟდები შენზე და ხომ იცი?! heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

ჩემი გოგოო...აიიი ძააანნნ ძააააან რომ მიყვარხარ შენც ხომ იციი :*

Tatutatu
ფეფოოოო!!! ))) აქ ისე რო დატრიალდეს ამბები დათამ მარიამი ცოლათ ,,მოისვას" პოპკორნიც დაგვჭირდებაა ვატყოობ : )))) არ მყოფნის რაგავაკეთო .. ეს უნდა
დაჯდე და წაიკითხო სრულად

ხოო სრულად კი კარგია მაგრამ ...:დ

Liziko27
ერთნარი ჯიუტი და ხისთავები გადაეყარნენ:d:d :d. კიდევ მოხვდება ვატყობ..

აქ ისე ცუდად იქნევენ ხელ ფეხს ნამდვილად მოხვდება რომელიღაცას )))))))

 


№12 სტუმარი სტუმარი ლანა

შენზე ვარ შეყვარებულიი... იცი რატო? დათა რომ შემაყვარე ))) იცი კიდე რატო? ასეთი დამოუკიდებელი რომ ხარ, იმიტომ რომ სასწაულებს აკეთებ, იმიტომ რომ ყველანაირ ემოციას იწვევ მკითხველში, იმიტომ რომ ასე ჩვეულებრივად "აფრენ" და კიდევ იმიტომ რომმმ "ფეფო" ფეფოა... 1 გოგო რომელიც ამდენს უყვარს, და რომელიც იმდენად სხვა სამყაროა შეუძლებელია მას ვინმე დაემსავსოს...❤❤❤

დათა+მარიამი მინდა❤მაგრამ სოფო ((((აი არ ვიცი რაა... მოკლედ გელოდებიიი❤❤❤❤❤

 


№13  offline წევრი მარიკუნაა♥️

მოძალადე კაცებს ვერ ვუგებ,
მაპატიე, რა... :(((
ვეცდები, ხომ იცი.
მაგრამ გამიჭირდება.

როგორც ბარათელზე გამიჭირდა ისე.
დანარჩენი, გადასარევია!
შენებური, ფეფო♥️
გკოცნი ბევრს!♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№14  offline წევრი tamuna.s

მარტო მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება რომ სოფოს და დათას წყვილმა ურთიერთობის მაქსიმუმი ამოწურეს? ცუდი გოგო არაა, მაგრამ დათა ცხოვრების სიყვარულად ვერ აღვიქვამ და არც არის. დათას თავისნაირი გიჟური და გადარეული სიყვარული ეცოდინება, რომელიც აშკარაა რომ ჯერ კიდევ არ გამოუცდია და ალბათ მაგასაც ვნახავთ. მარიამსა და დათას შორის კი იგრძნობა ის ქიმია, რომელიც ასეთ გრძნობას განაცდევნებს. ნუ ვნახოთ რა იქნება. ველოდები შემდეგ თავს.

 


№15  offline წევრი nina kupradze

უმაგრესიაა, გელოდები

 


№16 სტუმარი ფფფ

ახალი თავი მინდაააა :((

 


№17 სტუმარი ნათია41

საოცარიააა. რატომ მაგონებს ტომის&ჯერის????

 


№18  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან ძალიან ძალიან მომწონს ისტორია♥️♥️♥️ არაფერს ვიტყვი დანარჩენს ან რა საჭიროა თავადაც უნდა ხვდებოდე რომ შენს ისტორიებზე შეუძლებელია ადამიანმა ისე ჩაუაროს და არ შემოეკითხოს ან გული არ დაიპყროს ისე როგორც დათამ დამიპყრო მე :დ ჰოდა უკვე აწ მერამდენე საქმრო მყავს შენი ისტორიების სახით რა დაითვლის :დდდდ 3:) მიყვარხართ შენ და შენი პერსონაჟები :დ მარიამს ვატყობ უფრო მოხვდება თუ მასე გააგრძელა :დ წარმატებები და გელოდები მოუთმენლად

 


№19 სტუმარი თინა

როდის დადებ ?

 


№20 სტუმარი კატ

ფეფო, როდოს გაგვიახარებ გულებს.?

 


№21  offline წევრი ხოსე

ნიკა და ნენე უკვე ძალიან მომენატრა :-) ის ემოციები მიმენატრა შენი ნაწარმოების კითხვისას რო მაქვს ხოლმე:-) რო გავსებს და გაცოცხლებს:-) ხოდა შემივიარე სასხვათაშორისოდ იქნებ ფეფომ რაიმე ახალი ავანწიურა წამოიწყო მეთქი :-) ხოოოდა ეხლა უნდა შემითრიო და დაიწყოს დღეში გადაჭარბებული დოზით შემოსვლა ჩასაფრებები :-D ფეფო შენ პირადად ჩემს გარემოებებით გამოწვეულ ერთფეროვნებას აფერადებ შენი უემოციურესი ისტორიებით და მადლობა ამისთვის შენ :-) ეხლა კითხვას დავიწყებ:-)

 


№22 სტუმარი კატ

ხოსე
ნიკა და ნენე უკვე ძალიან მომენატრა :-) ის ემოციები მიმენატრა შენი ნაწარმოების კითხვისას რო მაქვს ხოლმე:-) რო გავსებს და გაცოცხლებს:-) ხოდა შემივიარე სასხვათაშორისოდ იქნებ ფეფომ რაიმე ახალი ავანწიურა წამოიწყო მეთქი :-) ხოოოდა ეხლა უნდა შემითრიო და დაიწყოს დღეში გადაჭარბებული დოზით შემოსვლა ჩასაფრებები :-D ფეფო შენ პირადად ჩემს გარემოებებით გამოწვეულ ერთფეროვნებას აფერადებ შენი უემოციურესი ისტორიებით და მადლობა ამისთვის შენ :-) ეხლა კითხვას დავიწყებ:-)

როგორ მდურს შენი ეხლა რო იწყებ :D

კატ
ხოსე
ნიკა და ნენე უკვე ძალიან მომენატრა :-) ის ემოციები მიმენატრა შენი ნაწარმოების კითხვისას რო მაქვს ხოლმე:-) რო გავსებს და გაცოცხლებს:-) ხოდა შემივიარე სასხვათაშორისოდ იქნებ ფეფომ რაიმე ახალი ავანწიურა წამოიწყო მეთქი :-) ხოოოდა ეხლა უნდა შემითრიო და დაიწყოს დღეში გადაჭარბებული დოზით შემოსვლა ჩასაფრებები :-D ფეფო შენ პირადად ჩემს გარემოებებით გამოწვეულ ერთფეროვნებას აფერადებ შენი უემოციურესი ისტორიებით და მადლობა ამისთვის შენ :-) ეხლა კითხვას დავიწყებ:-)

როგორ მშურს შენი ეხლა რო იწყებ :D

 


№23 სტუმარი სტუმარი შარლოტა

ძალიან მაგარია და ახალი თავი როდის იქნება?

 


№24 სტუმარი სტუმარი თეა

ახლა რა ვქნა? გამოგიზოგო თუ ერთიანად წავიკითხო?
მიყვარხარ მე შენ შენი გიჟური ისტორიებით ????

 


№25  offline წევრი ხოსე

კატ
ხოსე
ნიკა და ნენე უკვე ძალიან მომენატრა :-) ის ემოციები მიმენატრა შენი ნაწარმოების კითხვისას რო მაქვს ხოლმე:-) რო გავსებს და გაცოცხლებს:-) ხოდა შემივიარე სასხვათაშორისოდ იქნებ ფეფომ რაიმე ახალი ავანწიურა წამოიწყო მეთქი :-) ხოოოდა ეხლა უნდა შემითრიო და დაიწყოს დღეში გადაჭარბებული დოზით შემოსვლა ჩასაფრებები :-D ფეფო შენ პირადად ჩემს გარემოებებით გამოწვეულ ერთფეროვნებას აფერადებ შენი უემოციურესი ისტორიებით და მადლობა ამისთვის შენ :-) ეხლა კითხვას დავიწყებ:-)

როგორ მდურს შენი ეხლა რო იწყებ :D

კატ
ხოსე
ნიკა და ნენე უკვე ძალიან მომენატრა :-) ის ემოციები მიმენატრა შენი ნაწარმოების კითხვისას რო მაქვს ხოლმე:-) რო გავსებს და გაცოცხლებს:-) ხოდა შემივიარე სასხვათაშორისოდ იქნებ ფეფომ რაიმე ახალი ავანწიურა წამოიწყო მეთქი :-) ხოოოდა ეხლა უნდა შემითრიო და დაიწყოს დღეში გადაჭარბებული დოზით შემოსვლა ჩასაფრებები :-D ფეფო შენ პირადად ჩემს გარემოებებით გამოწვეულ ერთფეროვნებას აფერადებ შენი უემოციურესი ისტორიებით და მადლობა ამისთვის შენ :-) ეხლა კითხვას დავიწყებ:-)

როგორ მშურს შენი ეხლა რო იწყებ :D

ხო მაგრამ წავიკითხე უკვე და გადავედი მეც მოლოდინის რეჟიმში :-D

ვსიო წამოიღო ადრენალინი :-D შევჯექი უკვე :-D არა აფეტქი მესმის და ყველაფერი მაგრამ წართმეულ კოცნაზე ჯერ რომ არ დაფიქრდა მარიამი მიკვირს :-D აიი ველი იმ მომწნტ პირველად როცა გაუფრენთ მუცელში პეპლები, რომლებსაც სიჯიუტის და უკვე ჩამოყალიბებული "ვერ გიტან"-ის გამო არასწორ აბეზრებად აღიქვამენ და გააფრენენ დროებით ????

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.