შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენები და ვნება {5}

20-11-2018, 10:57
ავტორი სალანდერი
ნანახია 7 534

ვენები და ვნება {5}

ოცი წუთის შემდეგ, თავის კორპუსთან შეაჩერა მამაკაცმა მოტოციკლი და ჩაფხუტი მოიხსნა.
- წამოდი. - ხელი ჩაავლო გოგონას, და სადარბაზოში შეიყვანა.
- არა, მე წავალ, მადლობელი ვარ შენი. - ხმადაბლა ლუღლუღებდა თუმცა წინააღმდეგობის გაწევას არ ცდილობდა.
- შენი აზრით, ამ კაბით, ქალაქის ცენტრში რამდენ ხანს დაიმალები, როცა მინიმუმ ხუთასი კაცი გეძებს? - ნაბიჯი შეანელა და წარბი შეკრა.
- მაგრამ თავს საფრთხეში იგდებ.
- დარწმუნებული ვარ ჩემს წამოსვლას ვერავინ შეამჩნევს, მაშინ როცა დედოფალი გაიპარა. - ლიფტში შეუძღვა გოგონას. უჩუმრად აიარეს შვიდი სართული, მამაკაცმა გასაღები მოარგო კარს და მოურიდებლად შეაბიჯა სახლში. გოგონაც დამჯერად იმეორებდა მის ნაბიჯებს. - დაჯექი. - სკამი მიუწია და ახალგაზრდაც მაშინვე მიესვენა ზედ. სამზარეულოში გავიდა რამიშვილი და ჭიქა წყლით დაბრუნდა უკან. ჭიქა მაგიდაზე დადგა, თვითონ კი გოგონას პირისპირ დაჯდა და დაელოდა როდის დაიწყებდა ახალგაზრდა საუბარს. წყალს სვენებ-სვენებით სვამდა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, მხოლოდ გაფართოებული თვალებით მზერას აპარებდა დროდადრო უცნობ მამაკაცს.
- აბა ჯულია, მომიყვები რატომ გამოიქეცი საკუთარი ქორწილიდან?
- საიდან მოიტანე რომ ჯულია მქვია? - გაოცებისგან დაეჭყიტა თვალები.
- ფილმია, სადაც პატარძალი ყოველთვის გარბის ქორწილიდან, ჯულია რობერტსი თამაშობს მთავარ როლს. - მობეზრებით აუხსნა და სიგარეტს მოუკიდა.
- ანნა, ანნა ფარეულიძე.
- ანნა თუ ანა?
- ანნა, ასე მქვია, თუმცა თუ ქართული ენის თავისებურებებს გავითვალისწინებთ, მაინც ანას იტყვი.
- შენ რა იცი მე რას ვიტყვი?
- ანუ ქართულ ენაში, ასობგერის განმეორება არ ხდება, ალლაჰი, ესსე, ანნა, ყველაფერს ვაკლებთ მეორე ასოს, მე კიდევ ანნა მომწონს.
- რამდენს ლაპარაკობ. - მობეზრებით წამოდგა ფეხზე მამაკაცი.
- წავალ მე. - ფეხზე წამოდგა ანნაც.
- სად წახვალ?
- არ ვიცი, სადმე.
- რატომ გამოიქეცი ქორწილიდან?
- იმიტომ რომ ნივთი არ ვარ, მამაჩემმა რამდენიმე ცხვარსა და ძროხაში გამყიდოს. - ბრაზით თქვა და თვალები აუცრემლდა. რამიშვლი ყურადღებით დააკვირდა ქალის ცრემლიან თვალებს და ოდნავ მიუახლოვდა მას.
- მე მეგონა ასეთები, მხოლოდ შორეულ მაჰმადიანურ სახელმწიფოებში ხდებოდა.
- მეც მუსლიმი ვარ, პანკისიდან. - სიამაყით თქვა და წელში გაიმართა.
- არ მაინტერესებს, საქორწილო კაბით თუ ქალაქში სეირნობას დაიწყებ მალევე გიპოვნიან.
- ვიცი. - თავი დახარა გოგონამ. ბექა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, ტელეფონმა რომ დარეკა. ნომერს დახედა და მაშინვე უპასუხა.
- ჰო დიტო.
- ბექუ სად ხარ ტო?
- სახლში.
- ბიჭო რა დროს წახვედი ტო, პატარძალი გაიქცა ქორწილიდან და მაგარი არეულობაა აქ.
- ვიცი.
- ანუ ის გოგო რომ გაიქცა აქ იყავი ტო? ვიღაც ბიჭთან ერთად გაიპარაო, თუ იპოვეს ორივეს დაბრიდავენ ბიჭო, არ ჩანს ეს ტიპი ხუმარა და მაგარი შეურაცხყოფილია, გოგოს მამაც მაგარი გაბრაზებულია.
- დიტო, გარეთ გამოდი რა.
- გარეთ ვარ ისედაც ტო, ხომ მშვიდობაა?
- ანნა ჩემთანაა ძმაო.
- ვინ ანნა ბიჭო.
- გაქცეული დედოფალი.
- რას ამბობ ბექა, გაგიჟდი ძმაო?
- მერე აგიხსნი რა ტო.
- ბიჭო იცნობდი ტო? ეგ როგორ ტო? ბიჭო რომ გიპოვონ დაგხოცავენ ძმაო.
- კარგი ბიჭო, მორჩი პანიკას და ყველაფერი რომ მიწყნარდება ამოდი ჩემთან. - სწრაფად დაემშვიდობა მეგობარს და ისევ გოგონას მიუბრუნდა.
- ესე იგი იმიტომ გამოიქეცი ქორწილიდან რომ ის ტიპი არ გიყვარდა?
- ჰო.
- სხვა გიყვარს?
- არა, არავინ.
- აბა რა გინდოდა ტო, მშვენიერი ბაბუაშენივით ქმარი გეყოლებოდა. - ღიმილმა გადაურბინა სახეზე და გოგოს ამრეზილი გამოხედვაც დაიმსახურა. - რამდენი წლის ხარ ანნა? - ისევ თვითონ განაგრძო საუბარი.
- ოცის.
- და წასასვლელი არსად გაქვს?
- არა. - სევდიანად დახარა თავი.
- კარგი, იქ კარადაში ჩემი ტანსაცმელია, ყველაზე პატარა რაც იქნება ამოარჩიე და ჩაიცვი. - მერე ჩემებთან მიგიყვან სახლში და დედაჩემი და ჩემი და მოგხედავენ.
- ასე ვერ შეგაწუხებ, ისედაც საფრთხეში ჩაიგდე თავი ჩემ გამო.
- თუ არ გინდა რომ შემაწუხო, უბრალოდ რაც შეიძლება ცოტა ილაპარაკე კარგი? - მზერა გაუსწორა გოგოს ლამაზ ნაკვთებს. - ახლა კი შედი და რამე ამოარჩიე.
- მაგრამ, მე შენს კარადაში?
- ჰო, შენ ჩემს კარადაში, წამოდი. - მკლავში წაავლო ხელი, გარდერობთან მიიყვანა და ფართოდ გამოხსნა კარი. - ახლა მე გავალ და რაც გინდა ამოიღე და ჩაიცვი. - ჩქარი ნაბიჯით დატოვა ოთახი და მისაღებში დაბრუნდა. კარადის წინ იდგა გოგონა, და მარტო დაიგულა თუ არა თავი ცრემლები უნებურად მოსწყდა წამწამებს. იცოდა რომ სწორად მოიქცა, მაგრამ არ იცოდა როგორ უნდა გაეგრძელებინა ახლა ცხოვრება. არც შესაბამისი განათლება ჰქონდა და არც ნაცნობები ჰყავდა, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა გაეტანა თავი ამხელა ქალაქში. - შენ სწორად მოიქეცი ანნა, ახლა კი უბრალოდ არ მიჰყვე დინებას, შენ ყველაფერი გამოგივა. - თავი გაიმხნევა და მამაკაცის ტანსაცმელს ფრთხილად გადაუსვა თითები. აქ ყველაფერს სასიამოვნო სუნი ასდიოდა, სუნი რომელიც მოტოციკლზე ჯდომისას, ცხვირში უღიტინებდა ანნას. თეთრი პერანგი და ფართო ჯინსი ამოარჩია და ტანზე მოირო. პერანგის ღილები შეიკრა, გრძელი მკლავები მაღლა აიკეცა, შარვლის ტოტებიც აკეცა და მაინც ფართხუნით, ფეხშიშველი დაბრუნდა ოთახში.
- მშვენივრად გამოიყურები. - ღიმილით შეეგება მამაკაცი, თუმცა მალევე შეაშრა ღიმილი სახეზე. უსიამოვნო მოგონებებში ჩაიძირა, მას ხომ ძალიან სურდა თავის ტანსაცმელში გამოწყობილი სოფი ეხილა დილაობით, მაგრამ ქალის ცხოვრების სტილისა და მათი ფარული რომანის წყალობით ეს ყოველთვის შეუძლებლად აღიქმებოდა. ისევ ტელეფონის ხმამ მოწყვიტა ფიქრებს. აწკრიალებული მოწყობილობის ეკრანს დახედა და მაშინვე უპასუხა.
- ბექუ ბიჭო, ვიღაცამ დაინახა შენი მოტოციკლით რომ წახვედით ტო.
- ჰო, რა დანახვა და დამახსოვრება მაგას უნდა, სადედოფლო კაბაში გამოწყობილ ბაიკერს ხშირად ხომ არ ხედავს საზოგადოება.
- ბიჭო გეძებენ და მალე გიპოვიან ტო, სად ხართ?
- ჩემთან სახლში.
- შენ შიგ ხომ არა გაქვს ბიჭო? იტოქში ახლა მოვდივარ მე და სადარბაზოსთან დამხვდით ორივე. - პასუხის დაბრუნებაც არ აცადა მეგობარს, ისე გათიშა ტელეფონი.
- ქვემოთ უნდა ჩავიდეთ. - გოგონას მიუბრუნდა რამიშვილი და ისიც სწრაფად გაემართა კარისკენ. - ფეხშიშველი ვერ წამოხვალ, იქ ჩემი კედებია და რომელიმე ჩაიცვი. - გოგონამ ფეხები ჩადო რამდენიმე ზომით დიდ ფეხსაცმელში და გაეღიმა. - მგონი ცალიც მეყოფა, ორივე ფეხი ჩამივა ამაში.
- ესე იგი ორი წყვილი ფეხსაცმელი მომიცია. - ბექასაც გაეღიმა.
- მართლა ძალიან დიდი მაქვს ეს.
- ბოდიში რომ ოცდათორმეტი ზომა ფეხი არ მაქვს. - კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.
- ოცდაჩვიდმეტი მაქვს მე. - თავი დახარა ანნამ და კარისკენ დაიძრა, ბექაც უკან მიჰყვა და ერთად ჩაიარეს კიბეები. დიტოს ვერცხლისფერი ბეემვეც, მალევე გაჩერდა რამიშვილის კორპუსთან და ახალგაზრდები ჩასხდნენ თუ არა, მაშინვე მოსწყდა ადგილს.
- დიტო. - ხელი გაუწოდა ბიჭმა უკან სავარძელზე მჯდომ გოგონას და მზერა გაუსწორა.
- ანნა. - მორცხვად ჩამოართვა ხელი.
- ორი "ნ" თორე ლექციას ჩაგიტარებს. - ღიმილი გადაეფინა რამიშვილს.
- ბიჭო აქამდე რატომ არაფერი გითქვამს ამაზე ტო? - საჭეს მიუბრუნდა თუმცა დროდადრო მაინც აპარებდა გაბრაზებულ მზერას მეგობარს.
- რაზე?
- ანნაზე. - კმაყოფილმა წარმოთქვა და გოგონას გახედა სარკეში.
- სხვა დროს მოგიყვები რა ძმაო.
- კაი და რას აპირებთ? ახლა ამ ცხელ გულზე რომ გიპოვნონ არცერთს არ გაცოცხლებენ ძმაო.
- ანნას ჩემებთან დავტოვებ, მიხედავენ ისინი, მე კიდევ სახლში დავბრუნდები და დაველოდები იმ მუჰამედას თუ ვიღაცას.
- აჰმეთი ქვია ძმაო და ვერსადაც ვერ დატოვებ ანნას, ეძებენ ტო, შენც გეძებენ და შენებს პრობლემებს ხო არ შეუქმნი?
- აბა რას მირჩევ გენიოსო?
- იტოქში ქალაქში ვერ დარჩებით თქვენ ძმაო რა.
- რა ქალაქში ვერ დავრჩები ბიჭო, ხო არ გაგიჟდი შენ ტო.
- ძმაო გეუბნები რა, ვერ დარჩები, შენ აზრზე არ ხარ რა ხდებოდა იქ, არცერთს არ გაცოცხლებენ ბიჭო.
- მე წავალ ბექა, მართლა, ისედაც პრობლემები შეგიქმენი, რომ არ ვიქნები შენთან ერთად ვერაფერს დაგიმტკიცებენ და არც არაფერს დაგიშავებენ.
- შენ ჩუ. - გოგონასკენ მობრუნდა და თითი მიიტანა ტუჩებთან.
- გააჩერე რა მანქანა. - ამჯერად დიტოს მიუბრუნდა გოგონა.
- ბექუ? - მეგობრისკენ მიბრუნდა მამაკაცი.
- გააჩერე დიტო. - სწრაფად დაუდასტურა და გაჩერდა თუ არა მანქანა პირველი ბექა გადავიდა. ანნამაც სწრაფად გააღო კარი და გადავიდა თუ არა მამაკაცის ძლიერი ხელი იგრძნო მკლავზე. ოდნავი ძალდატანებით გაიყვანა გვერდზე და თვალებში მიაჩერდა ახალგაზრდა ქალს.
- რას აპირებ? - დაბღვერილი უმზერდა გოგონას მაგიურ თვალებს.
- არ ვიცი, მაგრამ შენ არაფერ შუაში ხარ, ისედაც ძალიან დამეხმარე.
- გოგო, მე რა სი"რს ვგავარ? იქედან გამოგიყვანე და ახლა როცა ვიცი შეიძლება რამე დაგიშაონ შუა ქუჩაში დაგტოვებ? - ხმას თანდათან უწევდა მამაკაცი.
- ნუ მიყვირი. - თვალები დახარა და ასფალტს დააშტერდა.
- მომისმინე ანნა, შენთვის რამის დაშავება რომ მდომოდა, აქამდე დაგიშავებდი, მაგრამ ეს არ გამიკეთებია ხო? რადგან მე წამოგიყვანე იქედან ახლა შენს სიცოცხლეზეც ვაგებ პასუხს და ასე ქუჩაში არ მიგატოვებ გაიგე?
- მაგრამ რომ გვიპოვონ?
- გამოსავალს ვიპოვით ტო, შენ პროსტო მენდე, თან სხვა გზა მაინც არ გაქვს. - ოდნავ გაიღიმა და ისევ წაავლო გოგონას მკლავში. მანქანასთან მიიყვანა, კარი გამოხსნა და ანნაც მაშინვე ჩაჯდა. ბექაც დიტოს გვერდით მოკალათდა და წამოზრდილ წვერზე ჩამოისვა ხელი.
- ბიჭო, ჩემთან წაგიყვანთ სოფელში, მაგრამ შენ რომ მოგძებნიან იასნია ჩემთანაც მოგიკითხავენ და მარტივად დაგადგებიან ტო.
- ბექა მე. . . - კიდევ ერთხელ გაიბრძოლა ანნამ.
- შენ ხომ გითხარი გაჩუმდი_მეთქი. - კბილებში გამოსცრა მამაკაცმა და გოგონაც მაშინვე გაჩუმდა.
- დიტო, მანქანა უნდა მათხოვო ხო? დანარჩენს მე მივხედავ.
- სადმე გაჩერებასთან ჩამომაგდე ძმაო. - მხარზე დაჰკრა მეგობარს ხელი და სავარძლიდან წამოდგა. - ანდა წადით თქვენ, დროს ნუ დაკარგავთ აქ გაჩერებაში, ტაქსს დავურეკავ მე.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ამჯერად ბექა დაჯდა საჭესთან, მხოლოდ რამდენიმე მეტრი ჰქონდათ გავლილი, მანქანა რომ გააჩერა.
- რა მოხდა? - თვალების ცეცებას მოჰყვა გოგონა.
- გადმოჯექი.
- რა?
- ანნა, მეზობლის ბავშვივით რომ ზიხარ უკან გადმოჯექი.
- წინ?
- ჰო წინ. - თვალები აატრიალა რამიშვილიმა და გოგონასაც დიდი წინააღმდეგობა აღარ გაუწევს, მალევე მიუსკუპდა მამაკაცს გვერდით.
- ნუ გეშინია ჰო? ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. - გოგონას ხელს ფრთხილად შეახო ხელი და მის დამფრთხალ მზერას გადააწყდა თუ არა მაშინვე გაუშვა.
მანქანა მტვრიან ასფალტს გაუყვა და ქალაქგარეთ ერთსართულიან შენობასთან გაჩერდა. სიგნალი მისცა მამაკაცმა და სახლიდან მაშინვე გამოვიდა თათია. მანქანის კარი გააღო ბიჭმა და ქალს გადაეხვია.
- ბექუ, ხომ მშვიდობაა, ეს დიტოს მანქანა არაა? შენ ქორწილში არ უნდა იყო?
- თათუ, ახლა ამდენ კითხვებს ნუ დამისვამ ჰო?
- რა მოხდა? ეს ვინაა? - ახლაღა შენიშნა მანქანაში მჯდომი მობუზული გოგონა.
- შეგიძლია ნახევარი საათი ისე მიხედო ამ გოგოს რომ არაფერი ჰკითხო? - მუდარა ისმოდა მამაკაცის ხმაში.
- მხოლოდ იმ პირობით შენ თუ მიპასუხებ.
- ამ გოგოს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება თათუ და ახლა აქ რომ მყავს ეგეც სახიფათოა, მაგრამ მალე წავიყვან.
- რა ჰქვია?
- ანნა.
- ანნა! - ხმამაღლა დაიძახა ქალმა და გოგონასკენ წავიდა. მანქანის კარი გამოხსნა და ანნაც მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან.
- მე თათია.
- ანნა.
- სასიამოვნოა. - ხელი ჩამოართვა ქალმა. - შემოდით ბავშვებო. - თვალით ანიშნა და ორივეს შეავლო მზერა, მხოლოდ ახლა შენიშნა რომ ბექას ტანსაცმელში გამოწყობილიყო ანნა.
- შედი თათუ და შემოვალთ ახლავე. - ქალი გაუშვა და თვითონ დაუდგა გოგონას წინ.
- მისმინე ანნა, ჩემთან სოფელში უნდა წავიდეთ, ამისთვის ტანსაცმელი და საჭმელი დაგვჭირდება, შენი ქალაქში სიარული არაა კარგი აზრი ახლა, აქ დაგტოვებ და ნახევარ საათში დავბრუნდები კარგი?
- ბექა, წავალ მე.
- აუუ შენ რა ტვინი მოტ*ანი ამ ერთი და იმავეთი ტო, მე რას გელაპარაკები და შენ რას მპასუხობ ანნა?
- ჩემ გამო თავს საფრთხეში იგდებ.
- არ ვიგდებ საფრთხეში, არცერთი ჩვენგანს არაფერი მოუვა, დამიჯერე ჰო? - ქალის ცრემლიან თვალებს გაუსწორა მზერა. - ნუ ტირი რა, ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ ტო. - სიბრალულმა შეიპყრო მამაკაცის სხეული და ფრთხილად მიიხუტა გოგონა. მოულოდნელობისგან წამიერი თავბრუსხვევა იგრძნო ანნამ, მამაკაცის გრილმა სურნელმა შეუღიტინა ცხვირში და გაუცნობიერებლად მიიწია სურნელის წყაროსკენ, რამდენიმე წამი იდგა ასე, მამაკაცის ყელში თავჩარგული.
- ხომ კარგად ხარ? - გოგონას აჩქარებული გულისცემა მაშინვე შეამჩნია რამიშვილმა.
- არ დამტოვო რა აქ. - ძლივს ამოილუღლუღა.
- ანნა.
- გთხოვ რა ბექა, არ დამტოვო რა აქ.
- კარგი ანნა, კარგი, თათუს დავემშვიდობები და წავიდეთ. - მანქანაში დაბრუნდა გოგონა, ბექამ კიბის რამდენიმე საფეხური აირბინა და მოურიდებლად შეაბიჯა სახლში.- თათუ! - ხმამაღლა დაიძახა და ქალიც მაშინვე გამოჩნდა. - ის სადაა? - გოგონა მოიკითხა.
- არ დარჩება აქ, იტოქში სოფელში მივდივართ ჩვენ, ჰოდა თუ რამე დაგჭირდეს შენ დიტოს დაურეკე და გამაგებინებს, ისედაც არ დაგტოვებს ის უყურადღებოდ.
- ვინაა ეს გოგო და საერთოდ რა ჯანდაბა ხდება? - წელზე შემოერტყა ხელები ქალს.
- ეს გოგო დღეს მისივე ქორწილიდან გამოიქცა და მაგარ შარშია.
- და შენთან როგორ მოხვდა?
- მე დავეხმარე გამოპარვაში.
- ბიჭო გაგიჟდი შენ?
- არა თათუ, არ გავგიჟდი და ახლა რაც უფრო დიდხანს შემაყოვნებ მეტ შარში ვეხვევით.
- შენი ტანსაცმელი რატომ აცვია? - ტუჩი დაბრიცა ქალმა.
- აბა იმ კაბით ხო არ ივლიდა რაც ეცვა?
- ორი წუთი დამელოდე. - ზურგი შეაქცია ქალმა და რამდენი წუთის შემდეგ დაბრუნდა, დიდი პარკით ხელში.
- ჰა. - პარკი გაუწოდა მამაკაცს.
- რა არის ეს?
- ტანსაცმელია, ქალაქში სეირნობის და ყიდვის დრო არ გაქვთ როგორც მივხვდი.
- მადლობა და დაგირეკავ. - ლოყაზე აკოცა ქალს და კარისკენ დაიძრა.
- ბექა. - მოულოდნელად მოწყდა მესხის ბაგეს.
- ჰო ტო.
- სოფი ჩამოვიდა. - თავი დახარა ქალმა. მამაკაცს სისხლი მოაწვა თვალებში და გულისცემა გაუორმაგდა, თუმცა არაფერი შეიმჩნია. - მერე?
- ზეგ შენს ნახვას აპირებდა.
- ახლა მე მაქვს საქმიანი შეხვედრები და რომ მოვილევ მერე ჩაეწეროს ჩემ მდივანთან.
- ბექა.
- თათუ, არ მინდა ახლა ამაზე რა.
- რა ვუთხრა?
- რომ ცოლი მოვიყვანე და თაფლობის თვე მაქვს. ჭკვიანად შენ. - პასუხს აღარ დალოდებია ისე ჩაირბინა კიბეები და ტანსაცმლის პარკი უკან სავარძელზე მიაგდო, თვითონ კი საჭეს მიუჯდა. მალევე გადავიდა ქალაქის მტვრიან გზაზე ვერცხლისფერი მანქანა. თავის კორპუსისგან მოშორებით გააჩერა მანქანა, გოგონა იქვე დატოვა და თვითონ ელვის სისწრაფით აირბინა კიბეები, სწრაფად ჩაყარა პატარა ჩანთაში რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი და სახლში დარჩენილი ნარკოტიკის მარაგი, შემდეგ კი ქვემოთ დაბრუნდა.
- ყველაფერი რიგზეა? - ცრემლიან თვალებს შეშინებული აცეცებდა გოგონა.
- დიახ მის. - ღიმილი გადაეფინა სახეზე და რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა, რათა აჩქარებული გულისცემა დაემშვიდებინა.
- ახლა სად მივდივართ? - მიუხედავად იმისა რომ არ სურდა მამაკაცი კითხვებით დაეღალა, გაურკვევლობაში ყოფნა აიძულებდა ასე მოქცეულიყო.
- რაჭაში. - გასაღები გადაატრიალა და მანქანა დაქოქა რამიშვილმა.
- ვისთან?
- მგლებთან, ტურებთან და ცარიელ სახლთან.
- იქ უნდა დამტოვო? - მიტკლისფერი დაედო სახეზე.
- ანნაა! - ხმამაღლა დაიღრიალა მამაკაცმა.
- ვიცი ჰო, მარტო არ დამტოვებ. - ამ ხნის მანძილზე პირველად გაიღიმა და დაღლილი სხეული სრულად მიაყრდნო მანქანის რბილ სავარძელს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 მოდერი სალანდერი

ხალხნო მოკლედ დავბრუნდი, ცოტა დაგვიანებით მაგრამ. . .
სახელებზე თუ "ფრითენზიები" იქნება, შეგიძლიათ ელპინს მიმართოთ. :დ

№2  offline მოდერი sameone crazy girl

ანნა
ვინ არის ანნა ვაი თუ ახდა ის სიტყვები ცოლო შევირთე და თაფლობისთვეოო აუუ დავიბენი არ ვიცი რა მინდა რომ მოხდეს იტოკში მომწონს ყველანაირად და ველი შემდეგ თავს

№3  offline წევრი Liziko27

უფ არ მომწონს ეს ანა:d :d :d მოშორდეს მალე.

№4 მოდერი სალანდერი

sameone crazy girl
ანნა
ვინ არის ანნა ვაი თუ ახდა ის სიტყვები ცოლო შევირთე და თაფლობისთვეოო აუუ დავიბენი არ ვიცი რა მინდა რომ მოხდეს იტოკში მომწონს ყველანაირად და ველი შემდეგ თავს

აუჰ, ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგწონს და მგონი დიდად არც მე ვიცი რა მინდა რომ მოხდეს ❤
მადლობაა ❤

Liziko27
უფ არ მომწონს ეს ანა:d :d :d მოშორდეს მალე.

აუუუუ, ლიზიკოოო. :დ :დ
❤❤❤

№5  offline წევრი სიბილა

ანუ რაჭა,ჰმ...დაუტოვოს ვინმეს მერე...ვაჰ, მგონი ეწირება ვიღაც..კაი, ვნახოთ, ვნახოოთ

№6 მოდერი სალანდერი

სიბილა
ანუ რაჭა,ჰმ...დაუტოვოს ვინმეს მერე...ვაჰ, მგონი ეწირება ვიღაც..კაი, ვნახოთ, ვნახოოთ

ვნახოთ ვნახოთ ❤

№7  offline წევრი -ლილუ

ამინდიც კი პროგნოზირებადია...
დედაბუნების თავისებურებების მიუხედავად...(უ'ნიჭო ხუმრობა,მაგრამ მიმიხვდები)
სალანდერ'ო შენ სრულიად გამოუცნობ/ამოუცნობი მწერალი ხარ...(არაპროგნოზირებადი)
და მე შენ როგორ მევასები იცი ხო...
ცხვარ/ძროხაზე გაყიდული შვილის ბედნიერება(რეალური,აქტუალური,ნაცნობი სიტუაცია)
ანნა რაღაცნაირად...(არ'მე'პიტნავება გოგოა ჩემთვის)
ბექა გადამრჩენელის ამპულაში...(თავისი თავისთვის ვერ უშველია,მაგრამ ვნახოთ)
მოკლედ გელოდები რა...
შენ კიდვ წერისთვის...
მწერლად დაიბადე...
შემდეგთავამდე...

№8 მოდერი სალანდერი

-ლილუ

ლილუუუ ❤
ამ ისტორიაში ყველა პერსონაჟი ისეთია, რომ არ უნდა გეპიტნავებოდეს ადამიანსს ❤
შენ პირადი ბედნიერება ხარ ჩემი ❤
მადლობა ❤

№9  offline წევრი უცნაური მე

სალანდერ.. შენ არ იცი რამხელა ბედნიერებაა ამ ხუთი თავის ერთად წაკთხვა. როგორ მომნატრებია თურმე შენი ისტორიები. აი რა უნდა გითხრა? ძალიან მომწონს ყველა, თითოეული პერსონაჟი. აი საუკეთესო მწერალი ხარ შენ! მე კი დაველოდები შემდეგ თავს ❤️

№10 მოდერი სალანდერი

უცნაური მე
სალანდერ.. შენ არ იცი რამხელა ბედნიერებაა ამ ხუთი თავის ერთად წაკთხვა. როგორ მომნატრებია თურმე შენი ისტორიები. აი რა უნდა გითხრა? ძალიან მომწონს ყველა, თითოეული პერსონაჟი. აი საუკეთესო მწერალი ხარ შენ! მე კი დაველოდები შემდეგ თავს ❤️

უცნაუროოოო❤
პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი ❤
მიხარია თუ ისიამოვნე და ვეცდები კიდევ უფრო ისიამოვნოთ. . .
შენ კი ძალიან ძალიან დიდი მადლობა რომ სულ ჩემთან ხარ ❤

№11 სტუმარი ბაი

ანნა მომწონს რაღაცნაირად, მგონია ბექას ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ორივე დაეხმარება ერთმანეთს:) ველი შემდეგ თავს❤️

№12 მოდერი სალანდერი

ბაი
ანნა მომწონს რაღაცნაირად, მგონია ბექას ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ორივე დაეხმარება ერთმანეთს:) ველი შემდეგ თავს❤️

საინტერესო მოსაზრებაა ❤
მადლობა ❤

№13  offline მოდერი Tamta.k

ყველაფერი იცი ხო? საუკეთესო ხარ...

№14 მოდერი სალანდერი

Tamta.k
ყველაფერი იცი ხო? საუკეთესო ხარ...

ეს შენ ხარ საუკეთესო ❤
ასე მოკლედ რომ ძალიან ბევრი ფქვი ❤
მადლობა ❤

№15  offline წევრი elene2619

რო დავინახავ შენი ისტორიის ახალ თავს ჩემთვის დილა მზიანია :D
რაც შეეცხება ისტორიას სოფისთვის ბექა მეცოდება გაგიკვირდება მაგრამ მაინც... მიუხედავად იმისა რომ ნარკომანია და არაპროგნოირებადი ნარკომანიის გამო არ იმსახურებს მუდმივ მალვას, გამოზომილ ურთიერთობას და მხოლოდ საწოლში "შეხვედრებს" დილაც რომ საყვარელი ქალის გარეშე იწყება ცოტა არ იყოს და ტეხავს... ბექას მიმალვა და ულტიმატუმების წაყენება კი არ სჭირდება ნარკოტიკი ან სოფი არამედ გვერდში დგომა და მხარდაჭერა რომ მოერიოს ამ ყვეაზე დიდ საწამლავს.. სოფი ურთიერთობაში ჩამოუყალიბებელი ქალია რომელმაც თავისი არიერის გამო არა მართო სყვარული არამედ შვილიც დაკარგა. ( ვერ იტყოდა უარს სადმე წასვლაზე ორსულობის აღიარებას არ აპირებდა ან არ უნდოდა, ლოგიკურია ის რომ ბავშვს დაიტოვებდა სათუო იყო) და ხო მე ვთვლი, რომ სოფიმ დაკარგა ბექა და არ არის ეს მხოლოდ ერთი შეცდომის ბრალი.
ახლა თითქოს დავმშვიდდი ანნას გამოჩენით თითქოს რაღაც ქიმიაა მათ შორის ანნას რომ ძალიან მოსწონს ვხვდებით (ადამიანის სუნი ვერ მიგიზიდავს გრძნობის გარეშე) უბრალოება აი რა უპირატესობა აქვს ანაას და ეს უბრალოება ძალიან ჭირდება ბექას heart_eyes ეს არის საშუალება იმისა რომ თავი დააღწიოს იმ ჭაობს სადაც ბექაა მოხვედრილი... მაგრამ ბექას ტვინში ისევ სოფია შეუძლებელია ესე მარტივად გადაიყვარო ან გადაიყვარებს კი?!
მოუთმენლად გელი ჩემო ოქროს გოგო heart_eyes ჩემი აზრები კი მოგახვიე თავს :D

№16  offline წევრი Liziko27

ისევ ვფიქრობ ამ ანაზე:d :d :d შარში გახვია ჩემი ბიჭი.. ისიც ვიფიქრე კაი წყვილი იქნებათქო მაგრამ რაღაც აკლია ამ გოგოს.. სოფო უფრო მომწონს. .. ბექას დახმარებას ვერავინ შეძლებს თუ თავად არ მოინდომა ;((( ოხ ავირიე რაა????:d:d:d

№17 მოდერი სალანდერი

elene2619

აუ როგორ მიყვარს ასეთი დეტალური და ლოგიკური შეფასებები. . .
რაღაცებში გეთანხმები, რაღაცებში სხვდასხვა აზრზე ვართ, თუმცა საშინლად მაგარი ტიპი ხარ შენ. . .
ძალიან დიდი მადლობა ❤

Liziko27
ისევ ვფიქრობ ამ ანაზე:d :d :d შარში გახვია ჩემი ბიჭი.. ისიც ვიფიქრე კაი წყვილი იქნებათქო მაგრამ რაღაც აკლია ამ გოგოს.. სოფო უფრო მომწონს. .. ბექას დახმარებას ვერავინ შეძლებს თუ თავად არ მოინდომა ;((( ოხ ავირიე რაა????:d:d:d

ახსოლუტურად მართალი ხარ ლიზიკო, ბექას საკუთარი სურვილის გარეშე ვერავინ დაეხმარება და ბექას ეს სურვილი არსად გამოჩენილა არასდროს❤
ისიც მიხარია ასე რომ ჩაგაფიქრე და კიდევვვ მადლობა❤

№18  offline ადმინი ელპინი

- ნუ მიყვირი. - თვალები დახარა და ასფალტს დააშტერდა.

- ყველაფერი რიგზეა? - ცრემლიან თვალებს შეშინებული აცეცებდა გოგონა.
- დიახ მის. - ღიმილი გადაეფინა სახეზე და რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა, რათა აჩქარებული გულისცემა დაემშვიდებინა.

მოდი აქ!
მიყვარხარ ძალიან აი, აი, აი ამ ყველაფრის გამო!
ანნა.
ანნა.
ანნა.
ლამაზია, საშინლად ლამაზია!
ჩემი არანორმალური ხარ შენ, ძალიან გიჟი!
ჰო, ჩემი!
გკოცნი ძალიან ბევრს, ჩემო!
აუ, მალე დაწერე რა.
მომწონს, ყველაფერი მომწონს.
მიყვარხარ მე შენ ძალიან, ძალიან!

№19 მოდერი სალანდერი

ელპინი

მოვედი !
მეც მიყვარხარ. . .
ანნა, ლამაზია ჰო. . .
შენ საოცარი ხარ ❤

№20  offline წევრი Liziko27

ეს ბოლო კომენტარია დღეისთვის:d არმიყვარს ამოჩემება პერსონაჟების ზოგადად. მაგრამ სოფო თავიდან ისე მომეწონა რაღაც მხრივ გული დამწყდება თუ არ იქნება ბოლოს ბექასთან.. რაც შეხება ანის ჯერ ვერ გავიგე რა ტიპია... დახმარება სთხოვა წაიყვანა. მერე სულ უმეორებს გამიშვი ჩემით წვაალო. არადა ხომიცის ვერ მიხედავს თავს.. მეორეს მხროვ არუნდა წასვლა თითქოს მოწონს მასზე რომ ზრუნავენ.. ამიტომ არ დარჩა თათასთან.. არიცის რაუნდა საერთო ჯამში. ასაკიან კაცზე გათხოვება ჩემტერს რათქმუნდა მაგრამ მეორეს მხრივ სად მიდის და რაუნდა არიცის . ის მოსაზრება რომ ანა უფრო დაეხმარება ბექას მცდარია ჩემი აზრით.. არცერთხელ უთქვამს დღეიდან ვეცდები აღარ მივეკარო და სოფო არმგონია ბედნიერი არ ყოფილიყო ამით. თვითონ ბექაშია პრობლემა.. თავიდანვე დიდი სიყვარული დავინახე ბექას მხრიდან სოფოს მომართ და ამიტომაც გავბრაზდი ცოტა ანაზე .. ეხლავე რომ რამე გრძნობა გაუჩდეს ამ გოგოს მიმართ ანუ არ ჰყვარებია სოფო და შეჩვევა იყო .. ეს ჩემი აზრიაა მხოლოდ არ მიწყინოს არავინ. თუმცა ავტორმა უკეთ იცის რა და როგორ...:*:*:*:*ისიც ვიფიქრე უბრალო ხალხი არ იქნება და სოფოზე შეიტყონ შეიძლება და რამე არ დაუშაონთქო..მოკლედ ავიჭერი მე:d :d გეელი მოუთმენლად.. ვიცი რომ მომდევნო თავი საერთოდ თავდაყირა დაყენებს ყველაფერსd:d:d ასე მგონია

№21  offline წევრი daiana

კაი ხუთი თავი ვიკავებდი თავს
მაგრამ
აი რა გავაკეთო
უძლიერესია.!!!!!!
და სოფი გამოჩნდეს დროულად,თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
სერიოზული დონეა,სერიოზული
შენი/თქვენი ყველა ისტორია.
შენ/თქვენ სასწაული.

№22 მოდერი სალანდერი

ჯერ ერთი ძალიანაც მიხარია რამდენჯერაც გამოჩნდები ❤
ჩვენი აზრები რაღაცებში ემთხვევა, რაღაცებში არა, მაგრამ ძალიან საინტერესოა ჩემთვის შენი მსჯელობა.
ზოგადად მიხარია როცა ასე განიხილავენ ისტორიას, თუნდაც სრულიად წინააღმდეგობაში მოდიოდეს ჩემს აზრებთან❤
შენ ხარ საოცარი გოგო და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის მე❤

daiana
კაი ხუთი თავი ვიკავებდი თავს
მაგრამ
აი რა გავაკეთო
უძლიერესია.!!!!!!
და სოფი გამოჩნდეს დროულად,თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
სერიოზული დონეა,სერიოზული
შენი/თქვენი ყველა ისტორია.
შენ/თქვენ სასწაული.

პირველ რიგში მიხარია რომ გამოჩნდი და აღარ შეიკავე თავი ❤
სიტყვას ვიძლევი რომ დიდხანს არ გალოდინებთ ახალ თავზე❤
შენ თავად ხარ საოცარი და ღიმილოც მომპარე ❤
შენ იყოს, მე მომწონს უშუალო ურთიერთობა ჩემს მკითხველთან და მიმართვის ამ ფორმასაც თავხედობაში ნუ ჩამითვლი ❤

ოჰო, როგორ დაიძაბა სიტუაცია. მიყვარს ასეთი ჩახლართული სიტუაციები. მორიგი შარი ბექას ცხოვრებაში. საინტერესოა, როგორ გაუმკლავდება ამ ახალ ამოცანას. ანნა-მომწონს მე ეს შეშინებული, ჯერ დაბნეული, მაგრამ უსამართლობასთან მებრძოლი გოგო, თუმცა ბევრი ნიუანსი მაფიქრებს და მიჭირს წინასწარ დასკვნების გამოტანა. ჩამითრია შენმა ისტორიამ სალანდერ და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავებს ❤️

№24 მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი

უჰ, როგორ მოხარია მე შენი ყველა გამოჩენა❤
უთქმელად რომ გესმის და ხვდები ❤
ძალიან ძვირფასი ხარ შენ და მიხარია თუ დაგაინტრიგე❤

№25  offline წევრი მარიკუნაა♥️

ანნა♥️
მომეწონე სალანდერ, ძალიან მომეწონე!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№26  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ხო კაი აქ ვარ ვიცი დავაგვიანე თან ძალიან
გადაააშენეთ არ მინდა წავიდეს გაჰყვეს იმ აჰმედს
ოღონდ ამ ჩემს წყვილს ნუ გაეკარება და
მაშინებს მე მაგის გამოჩენა
ტყუილად არ გამოჩიჩქნიდი მაგას შენ
აი წინა თავში ხო დამაკლდა სოფი
და ახლა მომენატრა კიდეც
ეს ბიჭიც გამაგიჟებს რა
სოფისთან სისასტიკე გამოიჩინა მტრისას
და ამაზე ისე ზრუნავს გეგონება ერთად არიან გაზრდილები
არადა საყვარელი გოგოა "ანნა"
მაგრამ დიდი საფრთხეა ჩემი ორისთვის
არა თათია გამაგიჟებს
რა კეთილია ეგ დამპალი
მოკლედ უფრო და უფრო მაოცებ
ძალიან კარგი თავი იყო
მალე დადე შემდეგი გემუდარები რა heart_eyes heart_eyes

№27  offline მოდერი ჰაიკო

სალანდერ, სალანდერ!! რას ერჩი ამ ხალხს? :D:D
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№28 მოდერი სალანდერი

მარიკუნაა♥️
ანნა♥️
მომეწონე სალანდერ, ძალიან მომეწონე!

მეც მომწონხარ მარიკუნა, ძალიან მომწონხარ ❤

meocnebe avadmyopi
ხო კაი აქ ვარ ვიცი დავაგვიანე თან ძალიან
გადაააშენეთ არ მინდა წავიდეს გაჰყვეს იმ აჰმედს
ოღონდ ამ ჩემს წყვილს ნუ გაეკარება და
მაშინებს მე მაგის გამოჩენა
ტყუილად არ გამოჩიჩქნიდი მაგას შენ
აი წინა თავში ხო დამაკლდა სოფი
და ახლა მომენატრა კიდეც
ეს ბიჭიც გამაგიჟებს რა
სოფისთან სისასტიკე გამოიჩინა მტრისას
და ამაზე ისე ზრუნავს გეგონება ერთად არიან გაზრდილები
არადა საყვარელი გოგოა "ანნა"
მაგრამ დიდი საფრთხეა ჩემი ორისთვის
არა თათია გამაგიჟებს
რა კეთილია ეგ დამპალი
მოკლედ უფრო და უფრო მაოცებ
ძალიან კარგი თავი იყო
მალე დადე შემდეგი გემუდარები რა heart_eyes heart_eyes

გელოდი გელოდი, მესმის რატომაც არ მოგწონთ "ანნა" და აბსოლუტურად მისაღებია ❤
არ დავაგვიანებ ახალ თავს, ხვალვე იქნება❤

ჰაიკო
სალანდერ, სალანდერ!! რას ერჩი ამ ხალხს? :D:D

ჩემ თავს რას ვერჩი ის მკითხე შენ :დ :დ

№29  offline მოდერი მარია.

ნარკომანი, შვილის მკვლელი დედა, შვილზე შეყვარებული დედა, ქორწილიდან გამოქცეული პატარძალი....
აი ამიტომ მიყვარს შენი ისტორიები.
არის ნამდვილი, რეალური და არა ვარდისფერ სათვალეს ამოფარებული.
--------------------
Your love is all I need to feel complete.

№30 მოდერი სალანდერი

მარია.
ნარკომანი, შვილის მკვლელი დედა, შვილზე შეყვარებული დედა, ქორწილიდან გამოქცეული პატარძალი....
აი ამიტომ მიყვარს შენი ისტორიები.
არის ნამდვილი, რეალური და არა ვარდისფერ სათვალეს ამოფარებული.

მე კიდევ ის კომენტარი მიყვარს შეულამაზებელ რეალობას რომ შემახეთქებს თვალებში ❤
ყველა ზუსტად ისეთია, როგორც თქვი ❤
მადლობა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.