შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენები და ვნება {6}


21-11-2018, 04:57
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 935

ვენები და ვნება {6}

მანქანა აღმართის დასაწყისში გააჩერა მამაკაცმა და გვერდზე მჯდომს გადახედა. მშვიდად ეძინა, თუმცა ძილში შფოთავდა. ცრემლები ჯერ კიდევ უბრწყინავდა წამწამებზე და ბექა მიხვდა რომ ძილშიც ტიროდა გოგონა.
- ანნა! - მშვიდად დაუძახა და მზერა მოარიდა, თუმცა გოგონას ყურიც არ შეუბერტყავს. არ უნდოდა შეეშინებინა, ხმამაღლა დაძახება, ან ხელის შეხება უთუოდ შეაშინებდა ახალგაზრდა ქალს.
- ანნა. - უფრო ახლოს მიიწია და ყურთან თითქმის დაიჩურჩულა. - მაშინვე ააფახულა წამწამები ქალმა. თუმცა ხმაზე მეტად ყელში მიფრქვეულმა გრილმა სუნთქვამ შეაღვიძა.
- ჩამოვედით? - უხერხულად შეიშმუშნა და თვალები მოისრისა.
- არა, საქარე მინაზე გქონდა მიბჯენილი შუბლი, აქედან აღმართია, ცუდი გზა იწყება და თავს მიარტყამ. - მშვიდად აუხსნა და ძრავი აამუშავა.
- გმადლობ. - თვალები დახარა გოგონამ.
- სამადლობელი არაფერია და საერთოდ, რაც გიცნობ მადლობა, ბოდიში და გამიშვი გაკერია ენაზე, არ ჯობია შენზე მიამბო?
- ჩემზე?
- ჰო.
- რა გიამბო?
- რა ვიცი, ყველაფერი რასაც საჭიროდ ჩათვლი. სწავლობ?
- არა, ჩემი და რომ გათხოვდა მამამ სწავლა შემაწყვეტინა.
- რატომ?
- ჩემი და შეყვარებულთან ერთად გაიპარა, ის ბიჭი ქრისტიანია და მამას ამიტომ არ მოსწონდა, მითხრა შენც რომ იგივე არ გამიკეთო სახლში დაჯდებიო.
- რაზე სწავლობდი?
- სამხატვრო აკადემიაში.
- საინტერესოა, მაგრამ შენი სიძე შენს საქმროზე უარესი არ მგონია იყოს.
- ეს უბრალოდ მამას პრინციპებია, მისი ოცნება იყო ჭეშმარიტი მუსლიმებივით გვეცხოვრა და ამიტომ ვერ შეეგუა ჩემი დის არჩევანს.
- მაგრამ შენ რა დააშავე?
- მამამ უბრალოდ გადაწყვიტა რომ დროულად უნდა ჩამაბაროს პატრონს, აჰმეთი კი ჩემთან დაქორწინების სანცვლოდ დიდი რაოდენობის ცხვარ-ძროხას დაჰპირდა.
- კიდევ გყავს და-ძმა?
- ერთი ძმა მყავს, ოცდაშვიდი წლის.
- ის რას ფიქრობს ამ ყველაფერზე?
- არაფერი უთქვამს, რაც ნიშნავს რომ მამას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ოჯახის უფროსი მაინც მამაა და გადაწყვეტილებებსაც ის იღებს.
- გასაგებია. - სიგარეტს მოუკიდა ბიჭმა და საჭეს მაგრად მოუჭირა ხელები, ორგანიზმი ნარკოტიკს ითხოვდა, გზა კი საკმაოდ ვრცელი დარჩენილიყო წინ. - ანნა, მანქანის ტარება იცი? - მოულოდნელად იკითხა.
- არა.
- რა გაეწყობა, გამახსენე მერე რომ გასწავლო. - ღრმად ამოიოხრა და რამდენიმე ნაფაზი დაარტყა სიგარეტს.
- შენზე არაფერი ვიცი, გარდა იმისა რომ ბექა გქვია. - ამჯერად ანნამ შეათვალიერა ყურადღებით მამაკაცის პროფილი.
- ბექა რამიშვილი. - სიგარეტი ბეგეებს შორის მოიქცია და თავისუფალი ხელი გაუწოდა გოგონას, რომელმაც ღიმილით ჩამოართვა მარჯვენა, მამაკაცის გამოწვდილ ხელს.
- შენ რამდენი წლის ხარ?
- ოცდახუთის გავხდები მალე.
- დღეს რატომ დამეხმარე?
- სიმართლე გითხრა წარმოდგენაც არ მაქვს, ალბათ ბავშვობიდანვე ღრმად ჩანერგილმა ქალის პატივისცემამ იჩინა თავი. - ღიმილმა გაუპო ბაგე.
- ახლა რატომ მეხმარები?
- შუა გზაზე არასდროს არავინ მიმიტოვებია, შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და თუ რამის გაკეთება შემიძლია ვალდებულიც კი ვარ ასე მოვიქცე.
- ვალდებული სულაც არ იყავი.
- ზოგჯერ შენს გვერდით, ან შენს თვალწინ ისე იღუპებიან ადამიანები, შენ არჩევანის საშუალება არ გაქვს, მხოლოდ ყურება შეგიძლია და მერე სინანული და მაშინ როცა არჩევანი გაქვს. . . - მოულოდნელად გაწყვიტა საუბარი, ახალ ღერს გადაუკიდა ძველი ნამწვიდან და საუბარი განაგრძო. - უბრალოდ ვიცი რამდენს ნიშნავს როცა არჩევანი გაქვს და ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლია. - თვალები დააწვრილა.
- მე მადლიერი ვარ ბექა, ძალიან მადლიერი ვარ შენი და როცა შანსი მომეცემა, აუცილებლად გადაგიხდი სამაგიეროს, რამდენადაც შევძლებ.
- შენ ის მითხარი ქორწილიდან რომ გარბოდი, რაზე ფიქრობდი, რა უნდა გაგეკეთებინა?
- ც რომ დამჭირვებოდა, ის ქორწილი არ შედგებოდა. - მტკიცედ განაცხადა და ტუჩები გაბუშტა. - მაგრამ გამიმართლა რომ ასე არ მოხდა, შენ დაგეჯახე და მგონი შეიძლება იღბლიანი შეჯახება დავარქვათ ამას.
- იღბლიანი შეჯახება, კარგია კი, მომწონს. - ღიმილი მოჰგვარა ბიჭს ატიტინებული გოგოს ხილვამ.
- და მერე რას აპირებ? როცა ყველაფერი მიწყნარდება.
- სხვა ქალაქში წავალ და ვიმუშავებ, საკუთარ თავს ყველგან გავიტან, ფულს დავაგროვებ და ჩემს ოცნებასაც ავიხდენ, აუცილებლად გავხდები მხატვარი და ჩემივე დახატულ შენს პორტრეტს გაჩუქებ.
- ჩემს პორტრეტს. - გოგონას სიტყვები გაიმეორა და ხმამაღლა გაეცინა. კარგ ხასიათზე აყენებდა, გოგონას ოცნებებზე საუბარი და მისი ვარდისფერი სათვალით დანახული სამყარო.
- ახლა დამცინი? - თვალები გაუფართოვდა და მამაკაცს გაუსწორა მზერა.
- არა არა, რას ამბობ.
- კარგი, გაიცინე, ვიცი სისულელეა მომავლის გეგმებზე საუბარი როცა შესაძლოა ხვალ ცოცხალიც არ ვიქნე, მაგრამ თუ მამაჩემს ცოცხალი გადავურჩი, არაფერია წარმოუდგენელი ჩემი ოცნებებიდან.
- მამაშენი მოსაკლავად მართლა გაგიმეტებს?
- ახლა თუ მიპოვის და გაიგებს რომ სრულიად უცნობ ბიჭთან ერთად გავატარე მთელი დღე, თვალსაც აღარ დაახამხამებს. - სევდა გაუკრთა თვალებში და ისევ საქარე მინას მიადო თავი. თითქმის ერთი საათი იარა მანქანამ გრძელ აღმართზე, რამდენიმე ლამაზ ოდას აუქცია გვერდი და პატარა, ლამაზი სახლის წინ, ლურჯ ჭიშკართან შეჩერდა. მამაკაცი მანქანიდან გადავიდა და ჭიშკარი გააღო, მანქანა ეზოში შეიყვანა და ამჯერად საბოლოოდ გააჩერა.
- გადმოდი, მოვედით. - გოგონას მიმართა და მანაც სწრაფად გააღო თავისი კარი.
- ღმერთო, რა სილამაზეა. - ხეხილიან ეზოს მოავლო თვალი, თითქმის ყველა სახეობის ხილი იყო ეზოში, მწვანე მოლი დაბალზე შეეკრიჭათ, ირგვლივ კი ნაირფერადი ყვავილები აყვავებულიყო. - ბექა, რა ლამაზია. - მამაკაცისკენ მიბრუნდა, რომელიც მობეზრებულივით იდგა და სიგარეტის ბოლს ხარბად ისრუტავდა. მისთვის სულერთი იყო ეს ბუნებაც და საერთოდ ყველაფერი ირგვლივ. - ამ ეზოს ვინ უვლის? - გაოცებას ვერ მალავდა და ცნობისმოყვარეობას ვერ იოკებდა ანნა.
- დათა პაპა და მისი ცოლი თინა.
- აქ ცხოვრობენ?
- აი იმ სახლში.- თითით უჩვენა მათგან ოდნავ მოშორებით მდგომი ორსართულიანი სახლი.
- კიდევ ბევრი ადამიანი ცხოვრობს აქ?
- ჩვენს ირგვლივ არავინ, ყველა ეს სახლი ცარიელია, ცოტა ქვემოთ არის მოსახლეობა, მათ შორის ჩემი მეგობრებიც.
- და აქ შუქი არის? ან წყალი, ან ბუნებრივი აირი.
- ღმერთო ჩემო, რამდენ კითხვას სვამ ანნა. წამოდი, სახლში შევიდეთ რა. -
კართან შედგა მამაკაცი, კარს ზემოთ განთავსებულ ღრიჭოში შეჰყო ხელი, თუმცა გასაღები ვერ იპოვა.
- აქ დამელოდე, დათამ წაიღო ალბათ გასაღები, მივალ და გამოვართმევ. - გოგოს პასუხისთვის არც დაუცდია ისე გადაიარა ეზო, ჭიშკრის გადაღმა გადავიდა და მახლობლად მდგომი სახლის ჭიშკარს მიუახლოვდა.
- პაპა! - ხმამაღლა დაიძახა ბიჭმა და თითქმის მაშინვე გამოჩნდა სახლის აივანზე თეთრწვერა მამაკაცი. ხელით მოიჩრდილა და ჭიშკართან მდგომს გახედა.
- თინა, შეხედე დედაკაცო ვინ ჩამოსულა. - სახლში მოფუსფუსე ქალს მიაძახა და მეტისმეტად სხარტი მოძრაობით წავიდა ჭიშკრისკენ, საიდანაც უკვე შემოსულიყო ბექა და ღიმილით ელოდა მოხუცს.
- ბექა შვილო, კიდევ უფრო დაკაცებულხარ. - ყურადღებით შეათვალიერა და გულში ჩაიხუტა ბიჭი.
- როგორ ხარ პაპა? ხომ ხარ ჯანზე? - მაგრად გადაეხვია მოხუცს და გულწრფელმა ღიმილმა დაუფარა ბაგე.
- მე კი ვარ ჯანზე ბაბუმ გენაცვალოს, მაგრამ შენ რა არის რომ ჩამომხმარხარ და გაყვითლებულხარ, ან ეს თმა და წვერი რას მოგიშვია. - საყვედური გამოსჭვიოდა მამაკაცის ხმაში, თუმცა პასუხისგან ახლახან გამოჩენილმა ქალმა იხსნა ახალგაზრდა.
- ბექუნა, შენ გენაცვალე შვილო, მე რომ შენმა დანახვამ გამახარა, ისე გახარებული გამყოფოს დედაბუნებამ. - შეძლებისდაგვარად სწრაფი ნაბიჯით მოიწევდა ქალი რამიშვილისკენ და გზაში ილოცებოდა.
- როგორ ხარ მოხუცო, ხომ არ დამიბერდი? - გულში მაგრად ჩაიკრა ქალი.
- მე უნდა დავბერდე და დავჩაჩანაკდე და შენ უნდა გაგახაროს გამჩენმა შვილო. - რიგრიგობით უკოცნიდა ლოყებს და ყურადღებით ათვალიერებდა.
- შენ მოგიკვდეს ჩემი თავი, როგორ გამხდარხარ.- წამით სევდა გაუკრთა მზერაში, თუმცა მალევე გაუბრწყინდა თვალები. - არაუშავს რა, აქ ისე მოგასუქო და ფერზე მოგიყვანო, თვალები დაეფსოთ შენ მტრებს შენი ყურებით. - კარგა ხანს ეალერსა ბიჭი მოხუცებს, დასასვენებლად ჩამოვედიო აუწყა და დიდადაც გააბედნიერა. ბოლოს როგორც იქნა გასაღებიც სთხოვა.
- რა გასაღები შვილო, მოდი, ჭამე დავილაპარაკოთ და მერე გადადი სახლში. - სწრაფად იუარა ქალმა.
- არა მოხუცო, ჩანთებს შევიტან, მოვწესრიგდები, თან ძალიან დაღლილი ვარ, ცოტას დავიძინებ და მერე გადმოვალ.
- არ გადაირიოს ჩემი მტერი, ჯერ შემოდი, ჭამე, მოისვენე, სად გაიქცევა ის შენი ჩანთები, ერთი ვიცოდე.
- დედაკაცო, შეეშვი ბიჭს რომ გეუბნება რომ საქმე აქვს და მოვა, სად წავა, აქ არ არის? - საუბარში ჩაერია დათაც. ქალმა კიდევ იწუწუნა ცოტა ხანს, თუმცა ბოლოს მაინც დამორჩილდა მამაკაცებს და სახლში შევიდა გასაღების გამოსატანად.
- ვანიავებ ხოლმე შვილო, ნესტი და ობი არ მოიკიდოს, ამიტომ მაქვს გასაღები აქეთ.
- მადლობის მეტი რა მეთქმის პაპაჩემო.
- საღამოს გადმოდი იცოდე და ის შენი "საქმეც" წამოიყვანე და გაგვაცანი. - ეშმაკურად გაიცინა და თეთრ წვერზე ჩამოისვა ხელი.
- რა საქმე? - ვითომ ვერ მიხვდაო ისე იუარა.
- რაც შემოხვედი ჭიშკრისკენ გიჭირავს თვალი, შენ მე რა უნდა გამომაპარო ახალგაზრდავ.- სიცილით დაჰკრა მხარზე ხელი და ქალიც დაბრუნდა გასაღებით ხელში. მოხუცებს დაჰპირდა რომ როგორც კი თავს მოიწესრიგებდა დაბრუნდებოდა და მათთან ერთად ივახშმებდა, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯით გაემართა სახლისკენ. ეზოში შეაბიჯა, თუმცა თვალი ვერ მოჰკრა გოგონას, მანქანაშიც შეიჭყიტა და არ დახვდა.
- ანნა! - კართან მივიდა და გასაღები მოარგო, თუმცა გოგონა არ გამოჩენილა.
- ანნა! - კიდევ ერთხელ დაიძახა თუმცა არც ამ ჯერად გამოეხმაურა ვინმე. კარი შეღებული დატოვა და ეზო მოათვალიერა, სახლის უკან ბალახზე ჩამომჯდარიყო ანნა, სივრცისთვის გაეშტერებინა თვალი და ვაშლს შეექცეოდა.
- ანნა_მეთქი! ხმამაღლა დაუყვირა რამიშვილმა და გოგონაც მაშინვე მოეგო გონს.
- რა მოხდა? - სწრაფად წამოდგა და შარვალი გაიფერთხა.
- ცოტა უფრო ყურადღებით იყავი და ეს რა არის? - ახლაღა შეამჩნია გოგონას ხელში ხილი.
- მე, მე უბრალოდ. . .
- მოგშივდა? - გოგონას დაბნეულობაზე ლამის ხმამაღლა გაეცინა.
- მე, ჰო, ცოტა.
- კარგი, გინდა ვჭამოთ?
- შეიძლება ჯერ ცოტა ხნით დავისვენო? - გაუბედავად შეაპარა.
- რა თქმა უნდა. - ლამის შვებით ამოისუნთქა ბიჭმა და სახლში შეუძღვა ფარეულიძეს.
- როგორი ლამაზია, უბრალოდ ლამაზი. - მთლიანად ხეში გაწყობილ სახლს მოავლო მზერა. ხის იატაკი, ფანჯრები, კედლები და ჭერი, მისაღებში რამდენიმე ხის სავარძელი და ხისავე მაგიდა იდგა, ერთ კუთხეში კი ლამაზი ბუხარი და მასზე შემოდებული რამდენიმე საოჯახო ფოტო შენიშნა. ხის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ოთახში. - იქეთ სამზარეულოა. - თითით კარისკენ უჩვენა. - ეს კიდევ შენი საძინებელი იქნება. - მეორე ხის კარისკენ ანიშნა. -
სამზარეულოს იქეთ, საპირფარეშოა, ამ კარის იქეთ დერეფანია და ორი საძინებელი. აქეთ კიდევ ჩემი საძინებელი. - გაუნძრევლად, მხოლოდ ხელის მოძრაობით უჩვენა და გოგონას მონუსხულ თვალებს გაუსწორა მზერა. - გაიგე რაც გითხარი?
- ჰო, გავიგე, როგორი ლამაზი და უბრალოა. - თვალები ფართოდ დაეჭყიტა და იგივე ფრაზას იმეორებდა.
- შენსავით. - მოულოდნელად წამოისროლა ფრაზა, თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა. ანნა დაბნეული იდგა რამდენიმე წამს და სახლის ხედით ტკბებოდა. ბექა რომ პარკით ხელში დაბრუნდა, ანნას უკვე გაეხადა რამდენიმე ზომით დიდი ფეხსაცმელი და ფეხშიშველი იდგა. - მოძებნე იქეთ საძინებელში, კატოს ფეხსაცმელები იქნება და მგონი ჩაგეტევა. - გოგონა სწრაფად გაემართა მითითებული ადგილისკენ და რამდენიმე წყვილი საზაფხულო ფეხსაცმლით ხელდამშვენებული დაბრუნდა უკან.
- რომელი შეიძლება რომ ჩავიცვა?
- ღმერთო რამდენ კითხვებს სვამს ეს გოგო, რომელიც გინდა. - მობეზრებით თქვა ბიჭმა და პატარა ზურგჩანთით თავისი საძინებლისკენ დაიძრა.
- ბექა!
- რაა?
- ერთსაც გკითხავ.
- გისმენ. - თვალები აატრიალა და კარში გაჩერდა.
- კატო შენი შეყვარებულია?
- კატო ჩემი დაა. დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?
- უბრალოდ არ მინდოდა. . .
- კარგი ვიცი, აი იქ ტანსაცმელია შენთვის და რაც გინდა ჩაიცვი, ახლა კი ჩემს საძინებელში შევდივარ და გაფრთხილებ, სანამ არ გამოვალ, ოთახში ცხვირის შემოყოფაც არ გაბედო.
- რატომ? - უნებურად წამოცდა და მაშინვე ენაზე იკბინა.
- დაძინებას ვაპირებ, მე კი შიშველი ძილი ვიცი. - უკმეხად მიუგდო და კარი მიიხურა. ანნა კარგა ხანს აკვირდებოდა დახურულ კარს, ბოლოს ტანსაცმელს ხელი დაავლო და ოთახში შევიდა.

. . .
- ვაჰ როგორც იქნა. - მშვიდად ჩაიბურტყუნა და პერანგი გაიხადა მამაკაცმა. ჩანთიდან ფრთხილად ამოალაგა საჭირო ნივთები, სწრაფად მოამზადა საჭირო ინექცია და კუთხეში მოიკუნტა.
- რა დროს ესაა, შენი დედაც. - შპრიც მომარჯვებულ ხელს დახედა და საკუთარი თავი შეზიზღდა.
- მაგრამ აქ არავის ემუქრება საფრთხე და თან მალე გამოფხიზლდები. - თავის გამართლებას ეცადა. შემდეგ ისევ საწინააღმდეგო აზრი წამოჭრა და რამდენიმე წუთიანი ბრძოლის შემდეგ ქამარ გგადაჭერილ მკლავში, ფრთხილად შეუშვა ჰეროინის საჭირო დოზა. ნაცნობი შეგრძნებები დაეუფლა, გულისცემა და სუნთქვა შეუნელდა, გუგები დაუვიწროვდა და სხეული მოუდუნდა. ფრთხილად ჩააცურა ხელები ქვემოთ და უემოციო თვალები მიაყინა კედელს.


ანნამ წყალი გადაივლო, ტანსაცმელი გამოიცვალა და ოთახში წრიალს მოჰყვა. ვერაფრით ახერხებდა დასვენებას. მისივე ნაცვამი ბექას პერანგი აიღო და საწოლზე წამოჯდა. ცხვირთან ახლოს მიიტანა და მამაკაცის გამაბრუებელი სურნელი შეისუნთქა. მიუხედავად იმისა რომ პერანგი თავად ეცვა, მაინც ბექას გრილი სურნელი ასდიოდა თეთრ პერანგს. რამდენიმე წუთი ღრმად სუნთქავდა, მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა, უცნობი ბიჭის სურნელმა რომ ასე მიიზიდა, პერანგი იქვე მიაგდო და ფეხზე წამოდგა. ეზოში გასვლა გადაწყვიტა, თვალის მოშორებაც არ სურდა იმ სილამაზისთვის რომელიც გარეთ იხილა. ფეხაკრეფით გაიარა ოთახები და გარეთ გავიდა. თითქმის მთელი ეზო ყურადღებით მოათვალიერა და ის იყო სახლში დაბრუნებას აპირებდა, შემთხვევით მოჰკრა თვალი ბექას ოთახის ფანჯარას. ფარდები დასარეცხად ჩამოეხსნათ და ახლებიც არ ეკიდა, შესაბამისად ქალმა მარტივად დაინახა ოთახის კუთხეში გაშოტილი მამაკაცი. სირბილით შევარდა სახლში და მოურიდებლად შეაღო მამაკაცის ოთახის კარი. თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალა, წელს ზემოთ შიშველი იყო ბექა, კედელს მიყრდნობილი ოდნავ ჩამოცურებულიყო ქვემოთ, ცალ ხელზე ჯერ კიდევ შერჩენოდა ქამარი, რომელიც სამედიცინო ლახტის მაგივრობას უწევდა, მეორე ხელში კი შპრიცი ჩაებღუჯა. თავზარი დაეცა გოგონას, სიბრალული და სიძულვილი ერთდროულად იგრძნო, სწრაფად მიუახლოვდა რამიშვილს და მის სუნთქვას მიუგდო ყური. - კარგად ხარ? - ხმადაბლა დაიჩურჩულა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ბიჭს. ვენებზე გაჩენილი სისხლჩაქცევებიც ახლაღა შენიშნა გოგონამ, აქამდე ხომ გრძელსახელოიანი პერანგი ეცვა მამაკაცს. მისი სხეული აზიდვა სცადა, თუმცა სულ ტყუილად, თავისი სუსტი ფიზიკური მონაცემებით, შეუძლებელი იყო, ამ სიმძიმე ვაჟი აეთრია, რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ მიხვდა რომ ბექასთან ჭიდაობას აზრი არ ჰქონდა და მის წინ ჩაიმუხლა. მამაკაცის სახე ხელებში მოიქცია და ყურადღებით დააკვირდა, მამაკაცისთვის მეტისმეტად ლამაზ ნაკვთებს. ისევ იმ საოცარმა სურნელმა შეუღიტინა ცხვირში და მამაკაცის უმეტყველო თვალებს გაუსწორა მზერა. თაფლისფერებს უემოციობა შეჰყინვოდა და წამით საშინლემა შიშმა და სიცივემ მოიცვა გოგონა. - ბექა. - ხმადაბლა დაიჩურჩულა და სახე მამაკაცის სახეს მიუახლოვა.
- რამხელა ტარაკანაა, მოკალი რა, მოკალი რა. - ხმადაბა ამოილუღლუღა ბიჭმა მაგიურ მწვანეებს ცარიელი თვალები შეანათა. მამაკაცის სახეს მოაშორა ხელები,ფეხსაცმელი გაიხადა და იატაკს ძლიერად დაარტყა, რომ ხმა გამოეცა.
- ყოჩაღ, რა მიზანი გქონია, ზუსტად მოარტყი. - კმაყოფილმა გაიღიმა და თვალები დახუჭა. ანნა თავზარდაცემული გამოვიდა გარეთ, არ სურდა როცა ბექა გამოფხიზლდებოდა, თავის ოთახში ენახა ქალი. უაღრესად მადლიერი იყო ამ ბიჭის, რომელმაც შესაძლოა დროებით, მაგრამ მაინც სიცოცხლე აჩუქა და ყველაფერს აკეთებდა მის გადასარჩენად, ახლა ებრალებოდა კიდეც მამაკაცი, თუმცა ვერაფერს უხერხებდა ზიზღის გრძნობას, რომელსაც ნარკომანები ყოველთვის იწვევდნენ მასში. წამით მოუნდა აქედანაც გაქცეულიყო, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდა, ისიც კი არ იცოდა წესიერად სად იმყოფებოდა, ამიტომ დროებით უნდა მოეთმინა. მიუხედავად მისი მავნე ჩვევისა, ახლა ეს ბიჭი და ეს სოფელი, ყველაზე საიმედო თავშესაფარი იყო მისთვის. ხმამაღლა ფიქრობდა და თავს არწმუნებდა, თუმცა ცხვირში ჯერ კიდევ უღიტინებდა მამაკაცის გრილი სურნელი და მის მიმართ გაჩენილი სიმპათია და სიბრალული, იმ ზიზღის გრძნობას ჯიუტად ებრძოდა რომელიც მხოლოდ ახლა ცდილობდა საიმედოდ გაედგა ფესვები ქალის გულში.
- ანნა. - მამაკაცის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან და შეშინებული შებრუნდა ნაცნობი სხეულისკენ.
- ბექა რას აკეთებდი? ხმაური ისმოდა შენი ოთახიდან.
- მე? იოგაში ვვარჯიშობდი, ჩემი ჰობია. - გვერდი აუარა გოგონას.
- და მკლავიანი მაისური რატომ გაცვია?
- ანნა, ამდენ კითხვებს რატომ სვამ?
- მკლავიანი მაისური რატომ გაცვია ბექა. - ნელ-ნელა მიუახლოვდა ვაჟს.
- ავტოჰემოთერაპიას ვიკეთებდი და ნარკომანივით მაქვს ვენები. - უგემურად გაიჭყანა რამიშვილი.
- ნარკომანივით ჰო? - კიდევ ერთხელ გადაამოწმა.
- მე საჭმელად მივდივარ, თუ შენც ისევ გშია წამომყევი. - სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი და ეზოში გაჩერდა.
- ანნა! - ხმამაღლა დაიძახა როცა მიხვდა რომ გოგონა უკან არ მოჰყვებოდა.
- ნუ ყვირი, ფეხზე ჩავიცვი. - გარეთ გამოვიდა და სწრაფი ნაბიჯით აედევნა ბიჭს.
. . .
- პაპა! - ჭიშკართან დაიძახა ბიჭმა.
- შემოდი შვილო, რად გინდა დაძახება. - ღიმილით გამოეგება მამაკაცი.
- პაპა, ეს ანნაა, ანნა ეს დათა პაპაა, პაპაჩემის ძმა.
- კეთილი იყოს ჩემი ფეხი. - მორიდებით თქვა გოგონამ.
- კეთილი იყოს შვილო. - გულში ჩაიკრა ახალგაზრდა გოგო და რამიშვილს ცერი აუწია მოწონების ნიშნად.
- შემოდით, დიდედაშენმა ისეთი ხაჭაპურები დააცხო რომ მტერს შემოირიგებს ამით კაცი. - შუაში ჩაუდგა ახალგაზრდებს და აქეთ იქიდან მოხვია ხელი.
- დედაკაცო, მოხედე ბავშვებს. - კარებში დაიძახა და ახალგაზრდებს მიუბრუნდა. - მე მარანში ჩავალ, ისეთი შავი ღვინო უნდა დაგალევინოთ, სისხლად რომ შეგერგოთ პირდაპირ.
- შენ გენაცვალოს ჩემი თავი, ეს ანგელოზი ვინაა ბებო. - ფქვილიანი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და ახალგაზრდებს მიუახლოვდა ქალი.
- ეს ანნაა ბებო. ანნა ეს თინა ბებოა.
- ანნა, რა ლამაზი სახელია შენსავით. - ორივე ლოყაზე აკოცა გოგოს და ხელკავი გამოსდო.
- წამოდი შენ ჩემთან. ბექუნა, შენ ეგერ ტელევიზორია დედა და უყურე, ქალებს საჭორაო გვაქვს პატარა. - რადგან ქალები სამზარეულოში გაუჩინარდნენ და პაპაც ჯერ-ჯერობით არ ჩანდა, მოწყენილობის გასაქარვებლად ტელევიზორს მიუჯდა მამაკაცი.
- აბა, მომიყევი ახლა გამეიპარეთ და ქორწილისთვის მზადებას შევუდგე თუ როგორც თქვენი თაობის ყველა წარმომადგენელი არც თქვენ ჩქარობთ? - ღიმილით შეათვალიერა ქალმა პოტენციური სარძლო.
- არა, ჩვენ, მე და ბექა დაქორწინებას არ ვაპირებთ. - დაბნეულობისგან არ იცოდა სად წასულიყო.
- ესე იგი არც თქვენ ჩქარობთ ხო?
- ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ. - საჭირო სიტყვების პოვნას ცდილობდა და თვალებით ბექას თვალებს ეძებდა რომ აქედან სწრაფად დაეხსნა თავი.
- ჰო დედა, ასე იცით ახლა, სანამ ბაღანას არ გააკეთებთ მეგობრები ხართ მანამ, ქორწინების და მამობის დადგენის მოწმობა თუ არ იქნა მანამდე ოჯახს რავა დეირქმევთ, არა და მე და დათას რომ გვიყურეფ აგერ სიბერეში მოვაწერეთ ხელი, ისიც საბუთებისთვის დაგვჭირდა და მაგისთვის. - გოგონა უიმედოდ აცეცებდა თვალებს და ვერაფრით ხვდებოდა როგორ დაეღწია თავი უხერხული საუბრისგან. ბოლოს მაგიდაზე დადგმულ ალუბლის კომპოტს მოჰკრა თვალი და გონება გაუნათდა.
- ბექას ძალიან უყვარს ალუბლის კომპოტი, ჩავუსხამ და მივუტან. - ყალბი ღიმილით შეხედა მოხუცს რომელსაც კმაყოფილება გამოეხატა სახეზე.
- ჩაასხი და მიუტანე დედა, ერთმანეთის პატივისცემა და ყურადღებაა სიყვარული თუ არა მეტი კი არაფერი, სადაც არც ერთია და არც მეორე, თავიდან სიყვარულ დარქმეული ურთიერთობა ხელათ ცივდება და მიტოა მერე ამდენი "ვერ შევეწყვეთ" წყვილები და გაუბედურებული ოჯახები. - ანნამ სასწრაფოდ გადმოასხა მაღალ ჭიქაში კომპოტი და ბექასთან გავარდა. მის გვერდით სავარძელში ჩაესვენა და ჭიქა მიაწოდა.
- არ მინდა. - მშვიდად თქვა მამაკაცმა.
- გთხოვ დალიე, თინა ბებოს ამის წყალობით გამოვეცალე.
- რა? - ჭიქა გამოართვა ბიჭმა.
- მას გონია რომ ჩვენ შეყვარებულები ვართ და რომ აქ გამოვიპარეთ.
- ჩვენ აქ ნამდვილად გამოვიპარეთ ანნა, მართალია შეყვარებულები არ ვართ, მაგრამ არ მგონია იმის მოყოლა ღირდეს რატომაც გამოვიპარეთ.
- მას გონია რომ დაქორწინებას ვაპირებთ, რომ ვუთხარი მეგობრები ვართ_მეთქი იცი რა მითხრა?
- რაო?
- სანამ ბავშვი არ გეყოლებათ მანამდე ქორწილი რა გეჩქარებათ აბაო. - ბექას ხმამაღლა გაეცინა ნერ თინას კომენტარზე და მერე ანნას წამოწითლებულ სახეზე. სიცილის ჩასახშობად ჭიქა მიიტანა ტუჩებთან და ერთი ყლუპი მოსვა.


. . .
- დედაკაცო, რას უთვალთვალებ ბავშვებს? - თავზე წამოადგა მამაკაცი კარში გაჩხერილ ცოლს.
- უყურე რა კარგები არიან დათა, კომპოტი უყვარსო, ჩაუსხა და გამოუტანა, ახლა კიდე როგორი ღიმილით ელაპარაკებიან ერთმანეთს.
- მოეშვი ქალო მაგ ბავშვებს და გავშალოთ სუფრა.
- არა დათა, უყურე როგორ უხდებიან ერთმანეთს.
- როგორც ჩანს შენი მოწონება დაიმსახურა გოგომ.
- ფიზიკურად კარგი ბავშვია, სიტყვა პასუხიც როგორი აქვს? ჩემი ბექა კიდე უყურე როგორ ღიმილით შეჰყურებს, მეტი რა უნდა მინდოდეს მე? დაქალდება კიდევ და ქალი ვერ აჯობებს, ეს ბავშვი იქნება ჯერ.
- და შენ რომ სარძლოდ მოიწონე იქნებ და სულ არ აპირებენ დაქორწინებას, კითხე საერთოდ?
- ახალგაზრდების ამბავი ხომ იცი შენ? ქორწილის და ოჯახის ხსენებაც არ უნდათ, ამ საქმეს ჩვენ უნდა მივხედოთ დათა, უნდა ვუჩვენოთ რომ ცოლ-ქმრობას და ერთმანეთის ბედნიერების ყურებას არაფერი ჯობია.
- გამოდი ქალო გამოდი და სუფრა გაშალე შენ და ისე არ ქნა სულ დააფეთო ეგ ბავშვები.

. . .
მოხუცმა მაინც თავისთან წაიყვანა ანნა და სანამ მამაკაცები ნარდს თამაშობდნენ, ქალებმა სუფრა გაშალეს. დრო და დრო მაინც აძლევდა წვრილმან შეკითხვებს ქალი და შორიდან აკვირდებოდა როგორ დიასახლისობდა ანნა. თინამ ახალგაზრდები ერთმანეთის გერდით დასვა და ბედნიერი თვალებით შესციცინებდა ჭამაში გართულებს. გემრიელად ჭამეს, შავი ღვინოც მიირთვეს და ამ მთის თუ იმ მთის ამბებიც მოჰყვნენ. - ხომ არ წავიდეთ? - გვერდით მჯდომს გადახედა ბიჭმა.
- ავალაგებინებ და წავიდეთ.
- არსად არ წახვალთ, აქ რჩებით დღეს, იმ ცარიელ სახლში რა გინდათ მარტოებს. - სწრაფად ჩაერთო საუბარში თინა.
- გაუშვი ქალო, მარტოობა რომ უნდოდათ მიტო ამოვიდნენ ამ უღრანში თორე ბოლოს სულიერმა როდის ამოგაკითხა გახსოვს?
- არა დედა, დღეს აქანა დარჩით თქვენი გულის ჭირიმე, ანნა ბებო, ნასვამია ბექაც და ნუ წაიყვან. - გოგომ რამიშვილს გადახედა მანაც დავრჩეთო თავის დაქნევით ანიშნა.
კმაყოფილი დარჩა თინა, სუფრაც მალევე აალაგეს და დასაძინებლად მოემზადნენ. ახალგაზრდებს ხელკავი გამოსდო ქალმა და საძინებლის კართან მიაცილა.
- თქვენ აგერ მოისვენეთ შვილო, ჩვენ ბებრები კი ვართ, მარა არც ისეთი რქიანები ვართ ახლა ვერ მივმხვდარიყავი რატო გინდოდათ იქით სახლში გადასვლა, თქვენ ახლა სიკვდილი გირჩევნიათ ცალ-ცალკე დაძინებას და აგერ მოგიმზადეთ ოთახი.
- მაგრამ ჩვენ. . . - საუბარი დაიწყო ანნამ.
- ძილინების მოხუცო. - ლოყაზე აკოცა ქალს ბექამ და გოგოს თვალით ანიშნა გაჩუმებულიყო.
თინამ ახალგაზრდები გადაკოცნა, ტკბილი ძილი უსურვა და მარტო დატოვა.
- გაგიჟდი? - მაშინვე წინ აესვეტა ბიჭს ანნა, როგორც კი მარტო დაიგულა ოთახში.
- ახლა ბევრი კითხვა პასუხების თავი არ მაქვს, ერთი პლედი მომეცი და იატაკზე დავიძინებ. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
- ზურგი გეტკინება ეგრე, იატაკზე როგორ უნდა დაწვე.
- აი ასე. - იატაკზე პლედი დააფარა და ზედ გაგორდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ვიდრე საქართველოს მშვიდი ძილით სძინავს, ამასობაში, სრულიად შემთხვევით, ჩემი საყვარელი მწერლის ახალი თავი აღმოვაჩინე. ჰოი, საოცრებავ, თურმე ნუ იტყვით და ღამე გაუტეხავს, უშრომია, დაუწერია, დილით თავის მკითხველი რომ გაეხარებინა და ყველასთან ბოდიში, მაგრამ პირველი ვარ laughing ამიტომაც, ზოგჯერ სხვა დროის სარტყელში ცხოვრებას თავის უპირატესობები ჰქონია relaxed ახლა, რაც შეეხება მე-6 თავს:
მოკლედ, ეს მოხუცი წყვილი ძალიან მომეწონა და ბევრიც ვიხალისე კითხვის დროს დათა პაპას სიტყვებზე smiley რასაც ჰქვია, ნამდვილი ქართული, თბილი, მოხუცი წყვილი შექმენი და შემაყვარე. ბექას და ანნას ურთიერთობას რაც შეეხება, მგონი რაღაც მოწონების მსგავსი მარცვალი უკვე ჩანს მათში, მაგრამ ისლამი, სასიძო, მამა, ძმა და მუსლიმების ადათ-წესები იმდენად დაუნდობელია, კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება ამბები, თუმცა რასაც ვხედავ, ძალიან საინტერესოდ მიდის ყველაფერი. მოკლედ, მირჩევნია, ჯერ არაფერი ვთქვა და დაველოდო მოვლენების სვლას heart_eyes

 


№2 სტუმარი მერო

ძალიან კარგია მე მაგრად მომწონს.

 


№3  offline წევრი qetulaa

Me bavshvistvis rzes vatbobdi, metqi salanderi xoargamochenilatqoo da ise agixdet yvelaferi kargi, axla pas komentarisgann, arafers arvityvi me chemo saocaro gogo, naceri ambobs yvelaferss, punqtualurobac mienata im sanaqebo xasiatis shtrixebs, shentvis rom memeteba

 


№4  offline მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
ვიდრე საქართველოს მშვიდი ძილით სძინავს, ამასობაში, სრულიად შემთხვევით, ჩემი საყვარელი მწერლის ახალი თავი აღმოვაჩინე. ჰოი, საოცრებავ, თურმე ნუ იტყვით და ღამე გაუტეხავს, უშრომია, დაუწერია, დილით თავის მკითხველი რომ გაეხარებინა და ყველასთან ბოდიში, მაგრამ პირველი ვარ laughing ამიტომაც, ზოგჯერ სხვა დროის სარტყელში ცხოვრებას თავის უპირატესობები ჰქონია relaxed ახლა, რაც შეეხება მე-6 თავს:
მოკლედ, ეს მოხუცი წყვილი ძალიან მომეწონა და ბევრიც ვიხალისე კითხვის დროს დათა პაპას სიტყვებზე smiley რასაც ჰქვია, ნამდვილი ქართული, თბილი, მოხუცი წყვილი შექმენი და შემაყვარე. ბექას და ანნას ურთიერთობას რაც შეეხება, მგონი რაღაც მოწონების მსგავსი მარცვალი უკვე ჩანს მათში, მაგრამ ისლამი, სასიძო, მამა, ძმა და მუსლიმების ადათ-წესები იმდენად დაუნდობელია, კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება ამბები, თუმცა რასაც ვხედავ, ძალიან საინტერესოდ მიდის ყველაფერი. მოკლედ, მირჩევნია, ჯერ არაფერი ვთქვა და დაველოდო მოვლენების სვლას heart_eyes

აუუუუუ როგორრრ მიყვარხააარ ❤

მერო
ძალიან კარგია მე მაგრად მომწონს.

მე ძალიან მიხარია რომ მოგწონს ❤

qetulaa
Me bavshvistvis rzes vatbobdi, metqi salanderi xoargamochenilatqoo da ise agixdet yvelaferi kargi, axla pas komentarisgann, arafers arvityvi me chemo saocaro gogo, naceri ambobs yvelaferss, punqtualurobac mienata im sanaqebo xasiatis shtrixebs, shentvis rom memeteba

ქეთულა, შენ ხარ საოცარი ❤
და არაფერი მეთქმის უღრმესი მადლობის მეტი ❤

 


№5  offline წევრი სიბილა

ეჰ,ანუ ვიღაცას მაინც გული უნდა ეტკინოს ან მოკვდეს...თუმცა, მანამდე ბექას უნდა ეშველოს...არ იქნება ადვილი საქმე...არად, ისეთი ტკბილი და საყვარელი თავი იყო, მხოლოდ ბოლო წინადადებაზე გამახსენდა ვინაა ავტორი)))ვატყობ დიდი ხნით მოგვიწევს ამ ისტორიის დაგემოვნება,მე თანახმა ვარ.

 


№6  offline წევრი Liziko27

რამეთქმის...:*:* სუპერ თავი იყო. აი ანის ზრუნა მეუცნაურაა მგონი მიუხვდა რომ ნარკომანია. ამიტომაც იზრუნა კამპოტით.. ???? უფ აშკარად სოფოს კონკურენტი ჰაყავს და მგონი ბექა დაივიწყებს სოფოს.. ;((( დანარჩენი რავიცი საოცრად წერ ყველა ემოცოა სწორად და გამაბრუებლად მოქმედებს მკითხველზე"*:**"".

 


მე მეჩვენება თუ ჩვენი არაორდინალური სალანდერი ნელ-ნელა ტრადიციულ სიყვარულზე იწყებს წერას? ჯობია წინასწარი პროგნოზისგან თავი შევიკავო,ავტორია სალანდერია და ყველაფერია მოსალოდნელი :) ძალიან მაგარი რომ ხარ მგონი იცი ხომ? ❤

 


№8  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
ეჰ,ანუ ვიღაცას მაინც გული უნდა ეტკინოს ან მოკვდეს...თუმცა, მანამდე ბექას უნდა ეშველოს...არ იქნება ადვილი საქმე...არად, ისეთი ტკბილი და საყვარელი თავი იყო, მხოლოდ ბოლო წინადადებაზე გამახსენდა ვინაა ავტორი)))ვატყობ დიდი ხნით მოგვიწევს ამ ისტორიის დაგემოვნება,მე თანახმა ვარ.

უჰ, მინდოდა მინდოდა აიტკბოდა სითბო და მიხარია თუ გამოვიდა, რთულია, საშინლად რთული და რა ვიცი რა ვიცი ❤
შენთვის რა მეთქმის, ყოველთვის მოუთმენლად გელი და კომენტარის კითხვას რომ დავასრულებ ბედნიერებისაგან მიბრწყინავს თვალები ❤

Liziko27
რამეთქმის...:*:* სუპერ თავი იყო. აი ანის ზრუნა მეუცნაურაა მგონი მიუხვდა რომ ნარკომანია. ამიტომაც იზრუნა კამპოტით.. ???? უფ აშკარად სოფოს კონკურენტი ჰაყავს და მგონი ბექა დაივიწყებს სოფოს.. ;((( დანარჩენი რავიცი საოცრად წერ ყველა ემოცოა სწორად და გამაბრუებლად მოქმედებს მკითხველზე"*:**"".

ლიზიკო, საშინლად კი მერთულება ხოლმე ემოციებზე წერა და მთლად კომფორტულ გარემოში ვართქო ვერ ვიტყვი, ამიტომ ველოდი დღეს ცოტა კრიტიკას და მიხარია რომ ყველაფერი "რიგზეა" ჯერ. . .
მადლობა და მადლობა, მეტი რა მეთქმის ❤

რუსკიმარუსია
მე მეჩვენება თუ ჩვენი არაორდინალური სალანდერი ნელ-ნელა ტრადიციულ სიყვარულზე იწყებს წერას? ჯობია წინასწარი პროგნოზისგან თავი შევიკავო,ავტორია სალანდერია და ყველაფერია მოსალოდნელი :) ძალიან მაგარი რომ ხარ მგონი იცი ხომ? ❤

ოოო, რა საინტერესო შეფასება იყო ეს, ტრადიციულ სიყვარულზე? რა ვიცი რა ვიცი, მე ყველაფერში მიყვარს თავის და ძალების მოსინჯვა ❤
მიხარია რომ აქ ხარ და მომყვები, დანარჩენი რა გითხრა ვნახოთ რა მოხდება ❤

 


№9 სტუმარი ბაი

მგონი ჩემი პროგნოზები მართლდება:)) ვშიფავ ანნას და ბექას????

 


№10  offline მოდერი სალანდერი

ბაი
მგონი ჩემი პროგნოზები მართლდება:)) ვშიფავ ანნას და ბექას????

❤ ვნახოთ ვნახოთ ❤

 


№11  offline ადმინი ელპინი

- ბექა!
- რაა?
- ერთსაც გკითხავ.
- გისმენ. - თვალები აატრიალა და კარში გაჩერდა.
- კატო შენი შეყვარებულია?
- კატო ჩემი დაა. დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?
- უბრალოდ არ მინდოდა. . .
- კარგი, ვიცი.

აუ, როგორი იყო . . .
რა საყვარლობა ტო. მგონი, ჯერ კიდევ წინაა ბევრი რამ. ანუ . . .
საოცარი ხარ შენ, არანორმალური, გიჟი და ჩემი!
ძაან სითბო იყო ეს თავი, აი, მოხუცები და მათი საუბარი, განსაკუთრებით. ცოტა უცნაური და უჩვეულო, ჰო.
საინტერესოა ძალიან გაგრძელება. საშინლად მაინტერესებს.
ანნა საყვარელია, ლამაზია და კიდევ ბევრი რამეა . . .
ისე კი, ძაან ინტრიგანი ხარ და რამდენ რამეს ხლართავ, დამპალო.
მიყვარხარ მე შენ, რომ ხარ და ჩემი!
გკოცნი ძალიან ბევრს!

 


№12  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
- ბექა!
- რაა?
- ერთსაც გკითხავ.
- გისმენ. - თვალები აატრიალა და კარში გაჩერდა.
- კატო შენი შეყვარებულია?
- კატო ჩემი დაა. დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?
- უბრალოდ არ მინდოდა. . .
- კარგი, ვიცი.

აუ, როგორი იყო . . .
რა საყვარლობა ტო. მგონი, ჯერ კიდევ წინაა ბევრი რამ. ანუ . . .
საოცარი ხარ შენ, არანორმალური, გიჟი და ჩემი!
ძაან სითბო იყო ეს თავი, აი, მოხუცები და მათი საუბარი, განსაკუთრებით. ცოტა უცნაური და უჩვეულო, ჰო.
საინტერესოა ძალიან გაგრძელება. საშინლად მაინტერესებს.
ანნა საყვარელია, ლამაზია და კიდევ ბევრი რამეა . . .
ისე კი, ძაან ინტრიგანი ხარ და რამდენ რამეს ხლართავ, დამპალო.
მიყვარხარ მე შენ, რომ ხარ და ჩემი!
გკოცნი ძალიან ბევრს!

საშინლად მიყვარხარ ელ პინო ❤
ჩემი საოცარი ხარ შენ ❤
მეც მომწონს ანნა, ხომ იცი რომ მომწონს ❤

 


№13  offline წევრი Liziko27

ტყუილად გწრთულება და ნერვიულობ. გამოგიდს თანაც როგორ..:*:*:*:*:* რაც შეხება ბექას და ანას მგონია რო წყვილად შედგება :d;d :d

 


№14  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აუ ♥️
რა კარგები არიან ..
შეუძლია ბექას თავის თავს მოერიოს .. წამით მეგონა კიდეც რომ გადაავიწყდა ნარკოტიკი თქო მაგრამ ჰო დაფიქრდა მაინც გაკეთება არგაკეთებაზე? ეს ჩემთვის მაინც მეტს ნიშნავს ! ♥️
ანნა აი ზუსტად ისეთი უბრალო და რაღაცნაირია როგორიც ბექას სჭირდება ♥️ ყველაზე მეტად მაგ გოგოს უბრალოება მომწონს ... ისტორიაში ყველაფერი არის თავდაყირა რო დაუფიქრდე მაგრამ ეს ორივისე ანეიტრალებენ ერთმანეთს საერთოდ გავიწყდება რომ ერთ-ერთი ნარკომანია მეორე კი გამოქცეული პატარძალი და პლიუს სხვა დანარჩენებიც .. უბრალოდ გავიწყებს ♥️♥️
ჰოდა იდილიას მიქმნიან ერთად კი ვარ რაღაცის მოლოდინში და შიშში მაგრამ ვიცი რომ ეს თავი უკვე დაწერილია და არაფერი შეიცვლება ისევ ისე გავბედნიერდები წაკითხვისას როგორც ახლა ♥️♥️♥️გელოდები და წარმატებები ♥️

 


№15  offline მოდერი სალანდერი

Liziko27
ტყუილად გწრთულება და ნერვიულობ. გამოგიდს თანაც როგორ..:*:*:*:*:* რაც შეხება ბექას და ანას მგონია რო წყვილად შედგება :d;d :d

რა ვიცი, რა ვიცი, ვნახოთ რა გამოვა ბოლოს, მე კი უზომოდ მოხარია რომ აქ ხარ ❤

ტკბილიწიწაკა
აუ ♥️
რა კარგები არიან ..
შეუძლია ბექას თავის თავს მოერიოს .. წამით მეგონა კიდეც რომ გადაავიწყდა ნარკოტიკი თქო მაგრამ ჰო დაფიქრდა მაინც გაკეთება არგაკეთებაზე? ეს ჩემთვის მაინც მეტს ნიშნავს ! ♥️
ანნა აი ზუსტად ისეთი უბრალო და რაღაცნაირია როგორიც ბექას სჭირდება ♥️ ყველაზე მეტად მაგ გოგოს უბრალოება მომწონს ... ისტორიაში ყველაფერი არის თავდაყირა რო დაუფიქრდე მაგრამ ეს ორივისე ანეიტრალებენ ერთმანეთს საერთოდ გავიწყდება რომ ერთ-ერთი ნარკომანია მეორე კი გამოქცეული პატარძალი და პლიუს სხვა დანარჩენებიც .. უბრალოდ გავიწყებს ♥️♥️
ჰოდა იდილიას მიქმნიან ერთად კი ვარ რაღაცის მოლოდინში და შიშში მაგრამ ვიცი რომ ეს თავი უკვე დაწერილია და არაფერი შეიცვლება ისევ ისე გავბედნიერდები წაკითხვისას როგორც ახლა ♥️♥️♥️გელოდები და წარმატებები ♥️

უშველებელი მადლობა ასეთი თბილო სიტყვებისთვის ❤
მიხარია თუ გაბედნიერდი და მოგეწონა, მეც ხომ უზომოდ მაბედნიერებს ეს საოცარი კომენტარები ❤
მადლობა ❤

 


№16  offline მოდერი Queenofmoon

ძალიან მომწონს მე ანნა და ბექა,რა გავაკეთო?!
თან ამავდროულად სოფი და ბექაც მომწონს,ვერ ჩამოვყალიბდი,რომელი ჯობია..
სალანდერ,კარგი რა..რას გვიკეთებ? joy
ისე,მგონი მარტო მე გამეცინა ტარაკნის მოკვლაზე,არა?:დდ
მოკლედ,ველოდები შემდეგ თავს heart_eyes kissing_heart და სოფიც გამოაჩინე რა,ნუ მოგავანატრე<3

 


№17  offline მოდერი სალანდერი

Queenofmoon
ძალიან მომწონს მე ანნა და ბექა,რა გავაკეთო?!
თან ამავდროულად სოფი და ბექაც მომწონს,ვერ ჩამოვყალიბდი,რომელი ჯობია..
სალანდერ,კარგი რა..რას გვიკეთებ? joy
ისე,მგონი მარტო მე გამეცინა ტარაკნის მოკვლაზე,არა?:დდ
მოკლედ,ველოდები შემდეგ თავს heart_eyes kissing_heart და სოფიც გამოაჩინე რა,ნუ მოგავანატრე<3

მეც ზუსტად ეგრე ვარ. :დ
ორივე ვარიანტი ძან მომწონს და ღმერთმა დამლოცოს ჩემით ვიჩალიჩებ ისე რომ ვერ გადავწყვიტო, ვინ ვისი ღირსია. :დ
შენ კი მადლობა რომ აქ ხარ ❤

 


№18 სტუმარი Lizagavasheli

რას გვერჩი სალანდერ? :დდდ ვეღარ ვითმენ ისე მინდა შდეგი თავის წაკითხვა. როგოე გამიმართლა რომ ეს ისტორია აღმოვაჩინე არვიცი სასწაული ხარ. ანნაზე და ბექაზე ხ საერთოდ არაფერს ვამბობ ალიან გთხოვ მალე დადე შდეგი თავი. ძალიან მაინტერესებს როგოე გაგრძელდება ისე დამაინტრიგა ბოლო ნაწილმა. :) :)

და გთხოვ სპფიოაშორე ამ ბექას რაა არ იმსახურებს მის სიყვარულს:(

 


№19 სტუმარი სტუმარი თამო

minda wavikito daviwyo tavidan magram zogjer tavebis dadeba gviandeba da me ese calcalke dadebulis kitxva ar miyvars ????????imedia male daamtavreb????????ai mere ro chavujdebi ????????gelodebi didi molodont

 


№20  offline მოდერი სალანდერი

Lizagavasheli
რას გვერჩი სალანდერ? :დდდ ვეღარ ვითმენ ისე მინდა შდეგი თავის წაკითხვა. როგოე გამიმართლა რომ ეს ისტორია აღმოვაჩინე არვიცი სასწაული ხარ. ანნაზე და ბექაზე ხ საერთოდ არაფერს ვამბობ ალიან გთხოვ მალე დადე შდეგი თავი. ძალიან მაინტერესებს როგოე გაგრძელდება ისე დამაინტრიგა ბოლო ნაწილმა. :) :)

და გთხოვ სპფიოაშორე ამ ბექას რაა არ იმსახურებს მის სიყვარულს:(

შემდეგი თავიც მალე იქნება როგორც ყოველთვის ❤
სოფიოს მოშორებას ვერ დაგპირდები, მაგრამ ვნახოთ რა და როგორ იქნება ❤
მიხარია რომ აქ ხარ და მელოდები ❤

სტუმარი თამო
minda wavikito daviwyo tavidan magram zogjer tavebis dadeba gviandeba da me ese calcalke dadebulis kitxva ar miyvars ????????imedia male daamtavreb????????ai mere ro chavujdebi ????????gelodebi didi molodont

თამოო, მიხარია რომ გამოჩნდი, თავებს არ ვაგვიანებ თითქმის არასოდეს, თუმცა მესმის რომ დასრულებულის კითხვა უფრო კომფორტულია, ამიტომ როცა დავასრულებ დაველოდები შენს შეფასებას❤

 


№21  offline წევრი elene2619

არ ვიცი რა ვთქვა სასწაუმოქმედი გოგო რო ხარ ვიცი heart_eyes
რაღაც საოცარი სიმშვიდე აქვს ამ ორს ერთად <3 თავისუფალია ბექა ანნასთნ ერთად... ანნა კი მოცულია მთლიანად ბექათი მისი სუნით ქმედებით და მიუხედავად იმისა რომ გაიგო ნარკომაინია არ გაქცეულა ( წასასვლელი კი არსად აქვს მაგრამ მაინც) არ ვიცი ალბათ ზედმეტად კი მომწონს ეს წყვილი რომ სწორი შეფასება გავაკეთო blush satisfied
მოგყვები როგორც მკითხველი და ვიცი რომ საოცარ გაგრძელებას შემოგვთავაზებ... მიუხედავად იმისა რომ სოფისთან ბექა არ მომწონს შენი საოცარი მუზების წყალობით ისე განავითარო ყველაფერი რომ შეუძლებელიც კი შესაძლებლად დამიხატავ...
შენი ხედავა ჩემთვის როგორც მკითხველისთვის არის საოცარი ჩემი რჩეული მწერაი ხარ ქალბატონო blush heart_eyes heart_eyes
გელოდები მოუთმენლად heart_eyes

 


№22  offline მოდერი სალანდერი

elene2619
არ ვიცი რა ვთქვა სასწაუმოქმედი გოგო რო ხარ ვიცი heart_eyes
რაღაც საოცარი სიმშვიდე აქვს ამ ორს ერთად <3 თავისუფალია ბექა ანნასთნ ერთად... ანნა კი მოცულია მთლიანად ბექათი მისი სუნით ქმედებით და მიუხედავად იმისა რომ გაიგო ნარკომაინია არ გაქცეულა ( წასასვლელი კი არსად აქვს მაგრამ მაინც) არ ვიცი ალბათ ზედმეტად კი მომწონს ეს წყვილი რომ სწორი შეფასება გავაკეთო blush satisfied
მოგყვები როგორც მკითხველი და ვიცი რომ საოცარ გაგრძელებას შემოგვთავაზებ... მიუხედავად იმისა რომ სოფისთან ბექა არ მომწონს შენი საოცარი მუზების წყალობით ისე განავითარო ყველაფერი რომ შეუძლებელიც კი შესაძლებლად დამიხატავ...
შენი ხედავა ჩემთვის როგორც მკითხველისთვის არის საოცარი ჩემი რჩეული მწერაი ხარ ქალბატონო blush heart_eyes heart_eyes
გელოდები მოუთმენლად heart_eyes

ვაიმე ელენეეეე❤ რა სასწაულმოქმედი გოგო ხარ შენ თვითონ, სულ გაბადრული "სიფათით" რომ ვკითხულობ შენს კომენტარებს მგონი ვთქვი ჰჰო?
ცოტა ძალიან თვითკმაყოფილი ღიმილი დამთამაშებს ახლა სახეზე და რა უნდა იყოს აქ თქვენთან ერთად ყოფნაზე უკეთესი რა ვიცი❤
მადლობა და მადლობაა ❤

 


№23  offline წევრი tatuli)

kargi xar shen! da kargia sheni istoria! <3!

 


№24  offline მოდერი სალანდერი

tatuli)
kargi xar shen! da kargia sheni istoria! <3!

შენც ძალიან კარგი ხარ❤
მადლობა ❤

 


№25 მოდერი Tamta.k

მე ვგიჟდები შენზე!

 


№26  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ვაიმე!!
ბექა რამიშვილო!!!
არ გაბედო საწოლში გადაწოლა
იწექი სადაც წევხარ
არა კი საყვარელი გოგოა,
მაგრამ არ მინდა რა
სოფი მინდა მე
სულ ფეხებზე ის ცამეტწლიანი სხვაობა
სოფი,რომ დღესაც დამაკლდა ადვილი მისახვედრია ხო??
თათიაც და დიტოც
ოღონდ ესენი მარტო არ დატოვონ და
სულ ყველა ერთად შეყარე თუ გინდა
ამ თინასაც ახლა მოუნდა ამ უხერხული კითხვების დასმა
ის მამშვიდებს რომ ბექა არ დათბა და "ჩამოდნა"
ანნას წინაშე,თორემ პირდაპირ ფსიქიატრიულში ვიქნებოდი გასაქანებელი
სანამ გავგიჟებულვარ ეს ბიჭი სოფისთან შეარიგეთ
სოფი მინდა მე
და ახალი თავი მალე heart_eyes heart_eyes

 


№27  offline მოდერი სალანდერი

Tamta.k
მე ვგიჟდები შენზე!

თამთა heart_eyes heart_eyes

meocnebe avadmyopi
ვაიმე!!
ბექა რამიშვილო!!!
არ გაბედო საწოლში გადაწოლა
იწექი სადაც წევხარ
არა კი საყვარელი გოგოა,
მაგრამ არ მინდა რა
სოფი მინდა მე
სულ ფეხებზე ის ცამეტწლიანი სხვაობა
სოფი,რომ დღესაც დამაკლდა ადვილი მისახვედრია ხო??
თათიაც და დიტოც
ოღონდ ესენი მარტო არ დატოვონ და
სულ ყველა ერთად შეყარე თუ გინდა
ამ თინასაც ახლა მოუნდა ამ უხერხული კითხვების დასმა
ის მამშვიდებს რომ ბექა არ დათბა და "ჩამოდნა"
ანნას წინაშე,თორემ პირდაპირ ფსიქიატრიულში ვიქნებოდი გასაქანებელი
სანამ გავგიჟებულვარ ეს ბიჭი სოფისთან შეარიგეთ
სოფი მინდა მე
და ახალი თავი მალე heart_eyes heart_eyes

ახალი თავი მალე იქნება, აი შერიგების ჯერ რა მოგახსენო smile სამაგიეროდ იმით დაგამშვიდებ რომ არსად არ გადაწვება რამიშვილი smile ჰო დანარჩენ პერსონაჟებს რაც შეეხება გამოჩნდება ყველა ნელ-ნელა და მე ისევ ძალიან მიხარია შენი გამოჩენა kissing_heart ახალი თავიც მალე იქნება heart_eyes bowtie

 


№28 სტუმარი სტუმარი ელენი

სალანდერ ეს რა ტკბილი თავი მოგვართვი ძალიან მომწონს შენი პერსონაჟები განსაკუთრებით ანნა და რატომღაც დიდი იმედი მაქვს რომ ბექას შეუყვარდება და რომ ბექას შეცვლის.... არაორდინალური გოგო ხარ შენ ასე გააგრძელე და ძალიან გთხოვ მალე დაგვიბრუნდი

 


№29  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი ელენი
სალანდერ ეს რა ტკბილი თავი მოგვართვი ძალიან მომწონს შენი პერსონაჟები განსაკუთრებით ანნა და რატომღაც დიდი იმედი მაქვს რომ ბექას შეუყვარდება და რომ ბექას შეცვლის.... არაორდინალური გოგო ხარ შენ ასე გააგრძელე და ძალიან გთხოვ მალე დაგვიბრუნდი

მიხარია რომ მოგეწონა❤
ძალიან მალე დავბრუნდები ❤
მადლობა ❤

 


№30  offline წევრი ჯულა

სოფი მაკლია ბოლო ორ თავში, კი, კარგი გოგოა ანნა, მაგრამ რა ვქნა? სოფისთან მინდა მე ბექა, ასაკის მიუხედავად, რაღაცნაირად ვნანობ რომ კითხვა დავიწყე, ( არ გეწყინოს შენ) ასე არ ველოდი მოვლენების განვითარებას, მართლა გული დამწყდება ანასთან თუ დარჩება, მინდა რომ სოფიმ და ბექამ ერთად გადალახონ ყველაფერი, შემდეგ თავს დაველოდები და მერე გადავწყვეტ, გამოგყვე თუ არა ბოლომდე, შენ რო საოცარი გოგო ხარ იმაზე არაფერს აღარ ვამბობ, წარმატები.

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.