შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენები და ვნება {7}

21-11-2018, 22:18
ავტორი სალანდერი
ნანახია 2 031

ვენები და ვნება {7}

დილით ჯერ კიდევ გამთენიისას გაეღვიძა ანნას. მზე ნელ-ნელა იწვერებოდა და აშკარა იყო დღეს საკმაოდ მაღალ ტემპერატურას პირდებოდა სოფელს. იატაკზე მწოლიარე მამაკაცს გადახედა და მის აჩქარებულ სუნთქვას მიუგდო ყური. გასულ დღეზე ჩაფიქრდა და მხოლოდ ახლა გაიაზრა დაძაბული სხეული, როგორ მოდუნებოდა. თავს მშვიდად გრძნობდა. სადღაც მიყრუებულ სოფელში, სრულიად უცნობ ადამიანებთან, ისე მშვიდად ეძინა, როგორც არასდროს აქამდე. არ იცოდა ახალი დღე რას უმზადებდა, თუმცა იცოდა რომ სულაც არ ნანობდა ახლა აქ ყოფნას, მითუმეტეს იმ ყველაფრის ფონზე რაც გუშინ გამოიარა. მოხუცებზე ჩაფიქრდა და გულში სითბო ჩაეღვარა. გაახსენდა მათი კმაყოფილი, კეთილი და სხივიანი თვალები, გაახსენდა მათი სითბოთი სავსე საუბარი და გულწრფელად აღიარა რომ მისი აქ მოხვედრა ნამდვილად იღბლიანი შემთხვევა იყო. ბექასაც გადასწვდა მისი ფიქრები, კიდევ ერთხელ დახედა იატაკზე მწოლიარეს და გადაწყვიტა, რომ შესაძლოა გამთენიისას მაინც შეიძლებოდა შესცივებოდა მამაკაცს. პლედი გადაიხადა და ბექას დააფარა, რამდენიმე წამით მშვიდად უყურა და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. აივანზე დადგა და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი.
- გაიღვიძე შვილო? - სამზარეულოდან გამოჰყო თავი თინამ.
- დილამშვიდობის. - მისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა გოგონა და ქალმაც დიდი ხნის უნახავივით ჩაიკრა გულში.
- ამ დილა ადრიან რამ გაგაღვიძა? - თითქოს საყვედურის კილოთი მიმართა მოხუცმა.
- ყოველთვის ადრე ვდგები დილით.
- ჩვევას ვერ დაგიწუნებს ადამიანი, მაგრამ იძინე შვილო სანამ დრო გაქვს, თორე პატარა რომ გეყოლება ხშირად დაგაკლდება ძილი. - ანნას ლოყები შეეფაკლა უხერხულობით, ქალმა კი ჩათვალა რომ გოგო მისმა წარმოთქმულმა ააღელვა. - ძალიანაც არ იდარდო დედა, ბექას ისეთი დედა ჰყავს ბავშვის გამო ძილს არავინ გაგიტეხავს შენ, ეგეც რომ არა, ჩემი კატო ვის მიაკარებს თავის ძმისშვილს. - ანნას უხერხული მდგომარეობა ყოველგვარ საზღვარს გასცდა და გადაწყვიტა, მაქსიმალურად სწრაფად გასცლოდა მოხუცს. - სახლში გადავალ მე, სანამ ბექა გაიღვიძებს წყალს გადავივლებს და იქაურობას მივალაგებ.
- მიდი შვილო, მაგრამ მალე გადმოდი, დაიმახსოვრე კაცი დილით რომ გაიღვიძებს, საყვარელი ქალი უნდა ხვდებოდეს პირველი თვალში, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. - ანნა მოხუცს დაჰპირდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდებოდა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ეზო. სახლში შეიხედა და პირველ რიგში, ბექას ოთახის შეღებული კარი მოხვდა თვალში. უსიამოვნო მოგონებები დაუტრიალდა თვალწინ და კარი გამოხურა. წყალი გადაივლო, ტანზე გამოიცვალა და გაუბედავად შეაბიჯა ბექას ოთახში. ჩანთიდან საწოლზე გადმოყრილ ტანსაცმელში, შავი, გრძელ სახელოიანი მაისური აარჩია და ლამაზად დაკეცა. ღრმად ჩაისუნთქა და იგრძნო რომ ოთახში მამაკაცის სურნელს გაეჟღინთა ყოველი კუთხე, არა და სულ რამდენიმე საათი იყო აქ ბექა. ოდნავ აოცებდა ეს ფაქტი, თუმცა მოგვიანებით დაასკვნა რომ საწოლზე დაყრილმა ტანსაცმელმა გაჟღინთა ჰაერი, საოცარი მოლეკულებით. მაისურს ხელი დაავლო და ისევ მოხუცების სახლში დაბრუნდა.
- დილამშვიდობის პაპა. - მხიარულად მიესალმა ეზოში მოფუსფუსე დათას და იქეთ წავიდა სადაც ბექა ეგულებოდა. მამაკაცს ჯერ კიდევ ეძინა, თუმცა ამჯერად მშვიდად სუნთქავდა. ფრთხილად მიუახლოვდა ქალი და ის იყო საწოლზე მაისურის დადებას აპირებდა, რომ ფეხზე ხელის შეხება რომ იგრძნო.
- ჯანდაბა. - შიშისგან წამოიყვირა და კოჭში ჩაფრენილ მამაკაცის ხელს დახედა. ბექამ ნელ-ნელა ამოსწია თავი პლედის ქვემოდან და მზერა გაუსწორა გოგონას მწვანე თვალებს, თუმცა ხელი არ გაუშვია მისთვის.
- გაგიჟდი? გული გამისკდა. - ლამის ცრემლები წასკდა და გულზე დაიკრიფა ხელები, რომ ამოვარდნილი გულისცემა დაემშვიდებინა.
- შემდეგში თუ ისევ მოგინდება ჩემი გაგუდვა, ადიელის მაგივრად, ბალიში დამაფარე სახეზე. - ღიმილმა დაუფარა ბაგე.
- უმადურო, ვიფიქრე შეგცივდებოდა. - მოჩვენებითი ბრაზით შეხედა, თუმცა ტუჩის კუთხეები ღიმილს გასცემდნენ.
- თურმე ჩემზე ღელავს. - ოდნავ გაიღიმა და ხელი გაუშვა.
- მაისური მოგიტანე, ეგ დაგსვრია. - სწრაფად მიაჩეჩა ზედატანი და კარისკენ დაიძრა.
- ანნა!
- რა? - სწრაფად მოტრიალდა.
- რაღაც რომ გთხოვო შეიძლება?
- ჰო, მითხარი.
- ქვემოთ რომ ჩახვალ თინას თხოვე კალენდარი მოგცეს. იქნებ იქ მაინც დაინახო რომ აგვისტოა და ამხელა ადიელები არ არის საჭირო.
- უმადურო. - ტუჩები გაბუშტა და ფეხების ბაკუნით დატოვა ოთახი.
ფეხზე წამოდგა რამიშვილი, მაისური გაიხადა, ახალი ჩაიცვა და სიგარეტს მოუკიდა.
- რას აკეთებ ამდენ ხანს? - აივნიდან მოისმა გოგოს ხმა.
- შენ მანდ ხარ? - კარში გაჰყო თავი ბიჭმა.
- ჰო, აქ ვარ.
- მე მელოდები?
- კი.
- და რატომ?
- იმიტომ რომ ოთახი მივალაგო და ის მაისურიც ავიღო ახლა რომ საწოლზე მიაგდე.
- შენ რა მიყურებდი?
- ახლა შევხედე დაგდებულ მაისურს. - კბილებში გამოსცრა და გვერდი აუქცია მამაკაცს. ოთახში შევიდა, პლედი აიღო და ლამაზად დაკეცა, მამაკაცის მაისურიც დაკეცა და იქვე დადო.
- სახლში რომ წავალთ გამახსენე წამოვიღო.
- ჩემზე ზრუნავ თუ მეჩვენება?
- არა, უბრალოდ უზრდელობაა მაისურის სხვაგან დატოვება და ახლა შენ სვამ ბევრ კითხვებს. - ეცადა დაბნეულობა არ შეტყობოდა, სწრაფად აუარა გვერდი რამიშვილს და ოთახი დატოვა.

. . .
- თათია! - ჯერ კარზე მიაკაკუნა შემდრგ კი სახლში მოურიდებლად შეაბიჯა ქალმა.
- სოფი? - მეგობარს შეეგება და გადაეხვია.
- ბექას ვერ ვუკავშირდები, სახლშიც ვიყავი და არ არის, გავაფრენ. - ლამის ტიროდა ქალი.
- დამშვიდდი, კარგადაა ბექა.
- რა? - ცივად მოშორდა მეგობარს და მზერა გაუსწორა.
- ბექა ქალაქში არ არის, მაგრამ კარგადაა.
- სად არის?
- სადღაც, სოფელში.
- ღმერთო, რაჭაში წავიდა? მადლობა ღმერთს. - შვებით ამოისუნთქა და სავარძელში ჩაესვენა. - ისე თქვენ ორნი როდის მერე დაახლოვდით ასე, რომ ანგარიშს გაბარებს?
- წასვლამდე შემომიარა და ამიტომ ვიცი.
- ვაჰ, თან აქ შემოგიარა?
- შენ რა ახლა ჩემზე ეჭვიანობ?
- არა, რა სისულელეა, უბრალოდ დაბნეული ვარ. - თავი გააქნია და სახეზე აიფარა ხელები. - როდის დაბრუნდება?
- არ ვიცი.
- თუ ამ დღეებში არ ჩამოვიდა, მე თვითონ ჩავალ იქ.
- იცი სად არის? ანუ ბექას სოფლის სახლი.
- შენი აზრით მაგის გაგება გამიჭირდება? - სიამაყე დაეტყო სახეზე. თათია კი აშკარად ააღელვა სოფის სიტყვებმა. - რამე მოხდა? - არ გამოჰპარვია მეგობრის აღელვება ქალს.
- სოფ, მგონი ასე გაუფრთხილებლად ჩასვლა არ ღირს.
- რატომ?
- რა ვიცი, მაინც გაბრაზებულია ხომ იცი.
- ჰოდა ზუსტად ამიტომ, უნდა ჩავიდე და შემოვირიგო.
- ფიქრობ ასე მარტივი იქნება?
- ბექასთან არასოდეს არაფერი არ არის მარტივი თათია.
- ჰო, ძალიან გაბრაზებულია.
- არ ვამტყუნებ, მაგრამ არ დაბადებულ ბავშვს ვერ გადააყოლებს ამდენი წლის ურთიერთობას თათი და ეგეც რომ არა, მასზე ნაკლებად არ განმიცდია მე ეს ყველაფერი. იქნებ მეტადაც კი განვიცადე, ბექა ჯერ ბავშვია, მე კი ოცდათვრამეტს შევასრულებ მალე.
- ბავშვი გინდოდა სოფი? - მოულოდნელად იკითხა თათიამ.
- საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვემზადები თათა. - კითხვას თავი აარიდა ქალმა.
- ანუ მაინც მოიშორებდი?
- არა, ამაზე არ მიფიქრია სიმართლე გითხრა, ალბათ არც მოვიშორებდი, მაგრამ ის რაც მოხდა საუკეთესო გამოსავალი იყო.
- ეს რომ ბექას უთხრა. . .
- ამას ბექას არ ვეტყვი. - მაშინვე შეაწყვეტინა საუბარი მეგობარს.
- სოფი, ბექა გიყვარს?
- რა თქმა უნდა მიყვარს, რა კითხვაა, მაგრამ ახლა როცა კარიერის ზენიტში ვარ, არავითარი საჭიროება არ არსებობს იმის, რომ ყველაფერი თავზე დავიმხო.
- ჩვენ შენს შვილზე ვლაპარაკობთ.
- მე განგებ არ მომიშორებია ბავშვი და შენ საერთოდ არაფერი გაქვს სათქმელი შვილებთან დაკავშირებით. - სევდიანად დახარა თავი თათიამ და სიმწრით ჩაისუნთქა. - მაპატიე, ამის თქმა არ მინდოდა. - თავი დამნაშავედ იგრძნო, მეგობრის სასოწარკვეთილი სახის დანახვისას.
- მგონი ჯობია დაუკავშირდე ბექას და ასე მოულოდნელად არ დაადგე თავზე. - თემა სასწრაფოდ შეცვალა.
- როგორ დავუკავშირდე თათია? ტელეფონი გათიშული აქვს.
- მოიცა დიტოს დავურეკავ, იქნებ მაგან მაინც გაიგო რამე. - ფეხზე წამოდგა ქალი, მობილური ტელეფონი გამოიტანა და დიტოს ნომერი მოძებნა.
- ჰო თათუ. - მამაკაცის სასიამოვნო ბარიტონი გაისმა მეორე მხრიდან.
- როგორ ბრძანდები დემეტრე? - ოდნავ გაიღიმა ქალმა.
- რა ვიცი, ცოტა პრობლემებია ხომ იც . . .
- დიტო, სოფია ჩემთან და აინტერესებს ბექასი ხომ არაფერი გაგიგია. - საუბარი გააწყვეტინა ქალმა, რომ ზედმეტი არ წამოეროშა ბიჭს.
- ჰო, ისეთი არაფერი, კარგადაა ტო, თინა ბებო და დათა პაპა იქ არ არიან? რა გაუჭირდებათ.
- შენ არ დაკავშირებიხარ ჰო?
- არა ტო, გათიშული აქვს ტელეფონი, მოწყდა სამყაროს, ხომ იცის სოფიმ რომ ჭირდება ბექას ასეთი გასვლები.
- რომ დამჭირდეს ხომ ჩამიყვანს კითხე. - საუბარში ჩაერთო სოფიც.
- დიტო, სოფის რომ დაჭირდეს, ხომ იცი სადაც არის ბექა?
- მე კი ტო, ვიცი.
- ჰოდა რამდენიმე დღით მოვიცდი დიტო და თუ არ გამოჩნდა, უნდა ჩავიდეთ მერე. - ფეხზე წამოდგა და ყურმილში ჩასძახა ბიჭს.
- კი, კი სოფი, თუ არ გამოჩნდა წავიდეთ ტო, რაზეა ბაზარი.
- კარგი დიტო, დროებით.
- დროებით თათუ. - ტელეფონი გათიშა ქალმა და მეგობარს შეხედა.
- მოკლედ რამდენიმე დღე ვიცდი და ბექა თუ არ გამოჩნდა წავალ რაჭაში.
- კარგი.
- დროებით თათი. - მეგობარი გადაკოცნა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი.

. . .
უკვე მეხუთე დღე ხდებოდა რაც რაჭაში იყვნენ. ანნა სწრაფად გაუშინაურდა მოხუცებს, ხშირად ეხმარებოდა თინას სახლის საქმეებში. ბექამაც შეძლო დაძაბულობა მოეხსნა, ანნას ხუმარა რბილი ხასიათი და გაუთავებელი ტიტინი მშვენიერ ხასიათზე აყენებდა ბიჭს. ძირითად დროს მაინც მოხუცებთან ატარებდნენ ახალგაზრდები. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო, ბექაც მიხვდა რომ სოფელში ამოსვლა, მის ხასიათზეც დადებითად მოქმედებდა და სწორი გადაწყვეტილება იყო ქალაქის მტვერსა და დაძაბულობას რომ გაეცალა. მთელი დღეები ხან მოხუცების საუბარს უსმენდა, ხან ანნას, ხანაც ტელევიზორის ყურებით ირთობდა თავს. მშვიდად იყო, მხოლოდ ზოგჯერ აერეოდა ხასიათი და შფოთვას იწყებდა, მაშინაც რამდენიმე საათით განმარტოვდებოდა თავის ოთახში და უკვე დამშვიდებული ბრუნდებოდა უკან. ბექა პატივისცემით და ყურადღებით ეპყრობოდა გოგონას, ანნა კი თანდათან უფრო ეჩვეოდა ბიჭს, თუმცა მის მიმართ დაუფლებულ გრძნობებში, საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა. ანნამ მშვენივრად იცოდა რასაც აკეთებდა ბექა, როცა რამდენიმე საათით იკარგებოდა, ამ დროს ჩუმად შედიოდა მის ოთახში და დიდხანს აკვირდებოდა გონება წაშლილ მამაკაცს. ყურადღებას აქცევდა, სანამ გონზე მოსვლას არ დაიწყებდა და შემდეგ ისე უჩინარდებოდა თითქოს არც არასოდეს ყოფილა იქ. მიუხედავად იმისა რომ ბექა მავნე ჩვევისთვის არ ემეტებოდა, იცოდა ახლა არაფრის შეცვლა არ შეეძლო. ამასობაში სოფი კედლებს აწყდებოდა ნერვიულობით და რადგან ვერც დიტომ და ვერც თათიამ ვერ მოახერხეს ბექასთან დაკავშირება, გადაწყვიტეს ერთად წასულიყვნენ მასთან. ასევე ერთხმად გადაწყვიტეს ანნას შესახებ, კრინტიც არ დაეძრათ სოფისთან და იქ ჩასულს უკვე ბექასთან გაერკვია ურთიერთობა.

შუადღე ხდებოდა, დიდი მუხის ქვეშ ისხდნენ ახალგაზრდები და დათა პაპას მოყოლილ ამბებს ისმენდნენ.
- დათა, მოდი რა, თონე გამიხურე, ცომი მზადაა და ხაჭაპურებს ჩავაკრავ. - თხოვნით მიმართა ცოლმა და პაპამაც ბოდიშის მოხდით დატოვა ახალგაზრდები. ანნა ჩუმად იჯდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა. ბექა ფეხზე წამოდგა და წასვლას აპირებდა ბალახის შრიალის ხმა რომ გაისმა და ანნა კივილით წამოვარდა ფეხზე.
- ვაიმე ბექა, აქ რაღაც არის ბექა. - გაბმული კივილით აეკრა ბიჭის სხეულს.
- დამშვიდდი, ხვლიკია ტო. - გოგონას აკანკალებულ სხეულს მექანიკურად მოხვია ხელი, რომ დაემშვიდებინა.
- მართლა?
- ჰო, ხვლიკია და უკვე გაიქცა. - ზემოდან ჩამოხედა ბიჭმა.
- მაპატიე, მე, მე ძალიან შემეშინდა. - ქვემოდან ჯერ კიდევ გაფართოებული თვალებით ამოხედა, თუმცა ხელში მაგრად ჩაბღუჯული რამიშვილის მაისურისთვის, ხელის გაშვება აზრადაც არ მოსვლია.
- აი მესმის რომანტიკა. - ტაშის ხმა გაისმა და მამაკაცს ერთიანად მოუდუნა სხეული საყვარელი ხმის გაგონებამ. ანნამ ხელები სწრაფად შეუშვა ბექას და ბიჭმა დაბღვერით გახედა მის უკან მდგომ სოფის.
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ გვრიტებო? - ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ქალს.
- შენ აქ რას აკეთებ?
- ბექა, რა ჯენტლმენური დახვედრაა, მეც მომენატრე კი.
- აქ ვინ მოგიყვანა სოფი.
- ბექუშ, მე ძმაო, ამდენი დღე რომ არ გამოჩნდი ვნერვიულობდით.
- თათუ? დიტო? - მეგობრებისკენ დაიძრა მამაკაცი და ორივეს გადაეხვია.
- თქვენ ამაზე იცოდით? - თვალით აწურული გოგონასკენ ანიშნა მეგობრებს სოფიმ.
- “ამას” ანნა ქვია. - მკაცრად შეუსწორა რამიშვილმა. - სახლში შემოდით.
- აქ ხაჭაპურების საჭმელად და შენი ნაშების გასაცნობად არ მოვსულვარ. - ხმას აუწია სოფიმ.
- სიტყვებს დაუკვირდი სოფი! ანნა, სახლში შეიყვანე სტუმრები, ახლავე დავბრუნდებით. - მშვიდად მიმართა გოგონას, შემდეგ სოფის მიუბრუნდა, მკლავში წაავლო ხელი და თითქმის ძალით გაიყვანა ეზოდან. ასევე ძალით გადაიყვანა თავის სახლში და ოთახში შეიყვანა თუ არა ხელი შეუშვა.
- რა გინდა აქ? - მაქსიმალურად ცდილობდა ტემბრის გაკონტროლებას.
- ეს შენ ამიხსენი რა ჯანდაბა გინდა აქ, ვიღაც ბოზ'თან ერთად.
- ანნა ბო'ზი არააა გოგო და სიტყვებს დაუკვირდი_მეთქი.
- წავიდეს აქედან ბექა, ჭკუიდან არ გადამიყვანო.
- შენ კიდევ აქეთ მემუქრები ტო? - სიმწრით გაიცინა.
- მე აქ შენ გამო ჩამოვედი ბექა და შენ ვიღაც გოგოსთან ჩახუტებული მხვდები, რა რეაქციას ელოდები?
- ეს შენი საქმე არაა სოფი, მაგრამ ჩვენს შორის არაფერი ხდება.
- მაშინ რა უნდა აქ?
- პრობლემა აქვს და დროებით იმალება.
- შენ გგონია ამას დავიჯერებ?
- შენ გგონია მე მჯერა რომ ბავშვის გაჩენის სურვილით კვდებოდი და მისი თავიდან მოშორება არ გინდოდა?
- ნუ გადამაყოლე ბექა! - თითქმის დაიღრიალა ქალმა. - ნუ გადამაყოლე ბავშვს, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო ჯანმრთელი, იმიტომ რომ მამამისი საკუთარი ვენების მონაა. აი რატომ იყო სუსტი შენი შვილი, აი რატომ ვერ გაუძლო ერთ პატარა მოგზაურობას, მიდი და შემახოცე ხელები, მაგრამ შენი წილი დანაშაული არანაკლებია ჩემსაზე.
- გაჩუმდი! - კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.
- არ გავჩუმდები ბექა, ხო დიდი მონდომებით მოთქვამ დაკარგულ ბავშვს? წამალს რომ იშხაპუნებ ვენებში მაშინ არ ფიქრობ მაგაზე ხო?
- არაფერი მოხდებოდა იმ დედა"მოტყნულ ფრენაზე რომ უარი გეთქვა.
- ჰო აბა რა, მე კარიერაზე და პრეზიდებტობაზე მეთქვა უარი, როცა შენ სისხლის მოწამვლაზე და შენი ვენების სიამოვნებაზე ვერ ამბობ უარს ხო?
- საკუთარ პრინციპებს შეწირე ყველაფერი, ჩვენი ურთიერთობის ჩათვლით.
- ჰოდა შენ მიდი და ანანოებზე გადააყოლე გული.
- წადი! - მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა და კარი გააღო.
- ბექა, ნუ გამაგიჟებ.
- ვერ გაიგე რა ვთქვი?
- ბექა. - ოდნავ დაუწია ხმას.
- წადი აქედან სანამ ნორმალურად გელაპარაკები.
- ესე იგი მაგდებ ჰო? - თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია რამიშვილმა.
- ინანებ ამას ბექა რამიშვილო, გპირდები რომ ინანებ. - ქუსლების კაკუნით დატოვა სახლი.
ეზოდან დაურეკა დიტოს და ახლავე წამიყვანეო სთხოვა. თათია და დიტო მაშინვე სახლის ეზოში გაჩდნენ.
- რა მოხდა? - მეგობარს ჰკითხა თათიამ, როგორც კი მისი ფერდაკარგული სახე შეამჩნია.
- წამიყვანე აქედან დიტო.
- მანქანაში ჩააჯინა ბიჭმა აკანკალებული ქალი, თათიამ კი დრო იხელთა და ბექასთან შევიდა.
- რა უთხარი ასეთი, რა დღეშია. - კედელზე თავმიყრდნობილ მამაკაცს მიუახლოვდა.
- თათუ წაიყვანეთ აქედან ტო.
- ბექუ კარგად ხარ?
- უბრალოდ წაიყვანეთ.
- ტელეფონი რატომ გქონდა გათიშული ბექა.
- დავკარგე.
- პაპაშენის ნომერი ჩავიწერე და დაგირეკავ. - მხარზე მოუთათუნა ხელი რამიშვილს და გარეთ გავიდა.
- თათუ. - მისკენ მომავალი დიტო შეეჩეხა ქალს.
- არ შეხვიდე დიტო, მარტო დარჩენა უნდა, სოფი წაიყვანეთო გვთხოვა. - მამაკაცი უსიტყვოდ დამორჩილდა თათიას. მანქანაში ჩასხდნენ და შავმა ჯიპმა სწრაფად დატოვა ტერიტორია.

. . .
მოხუცებთან ერთად იჯდა ანნა და კრინტს არ ძრავდა. სამივემ ნახა რაც მოხდა, თუმცა საუბარი ზედმეტი იყო, მაგრამ სიჩუმეც სიმძიმედ აწვებოდა თითოეულს.
- წავიდნენ. - ხმადაბა თქვა დათამ, როცა დაღმართზე მიმავალ ჯიპს მოჰკრა თვალი.
- ვნახავ ბექა როგორ არის. - ფეხზე წამოდგა გოგონა.
- არ ჯობია ცოტა ხნით ვაცადოთ? - ნაძალადევი ღიმილით შეაპარა დათამ.
- ჩუმად დავხედავ, მაინტერესებს ხომ კარგად არის.
- წადი დედა წადი, შენმა ნახვამ დაამშვიდოს იქნებ. არა მაინც რა სცენა დადგა ახლა იმან? ვინ იყო ნეტავი? არა და როგორ ჰგავდა ჩვენი ჯანდაცვის მინისტრს. - ჩაფიქრებული ჩანდა თინა. - შენ არ ინერვიულო დედა, ბექა აგიხსნის ყველაფერს დარწმუნებული ვარ მე. - თანაგრძნობით გადახედა გოგონას რომელიც უკვე მომზადებულიყო წასასვლელად. სწრაფი ნაბიჯით გადაიარა მოხუცების ეზო და ბექასთან შევიდა. მამაკაცს შპრიცი ეჭირა ხელში და ის ის იყო ვენაში უნდა შეეყვანა მომწამლავი სითხე გოგონას ხმამ რომ შეაჩერა.
- ბექა!
- წადი ანნა.
- არა, ვერ წავალ, დადე გთხოვ.
- აქედან გადი ანნა.
- ანერვიულებული ხარ, დოზა რომ ზედმეტი მოგივიდეს სასწრაფოც ვერ მოგისწრებს.
- ახლა ვერ გავჩერდები. - ზიზღით სავსე თვალებით დაჰყურებდა საკუთარ ვენებს.
- ბექა. - ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მამაკაცს.
- ანნა, უბრალოდ არ არსებობს ახლა გავჩერდე, თუ არ გინდა რომ უყურო წადი.
- მე გაგიკეთებ. - მოულოდნელად თქვა და მამაკაცის სხეულთან ჩაიმუხლა.
- რა?
- ხელები გიკანკალებს და ძალიან ანერვიულებული ხარ, შეიძლება დოზას გადაამეტო, გთხოვ ბექა, მომეცი და მე გაგიკეთებ. - გამომშრალი პირით ლაპარაკობდა და სულ ტყუილად ცდილობდა ნერწყვის გადაყლაპვას გოგონა.
- ცოდო ხარ ანნა.
- რამე რომ დაგემართოს უფრო ცოდო ვარ. - ფრთხილად წაატანა მამაკაცის მარჯვენას თავისი და შპრიცი გამოართვა. მთელი გამბედაობა მოიკრიბა რომ ხელები არ აკანკალებოდა. სწრაფად იპოვა ვენა, სითხის ნახევარზე მეტი შეუშვა და უკან ამოიღო. თითქმის მაშინვე მოუდუნდა სხეული რამიშვილს. შპრიცი შორს მოისროლა გოგონამ, ბიჭის გვერდით მოკალათდა, ფრთხილად მიიხუტა მამაკაცის სხეული და ამდენი ხნის ნაკავები და თვალებში გუბეებად ჩამდგარი ცრემლები ერთიანად მოსწყდა წამწამებს.
-შენ ხომ გადამარჩინე ბექა, მეც გადაგარჩენ გეფიცები, ყველაფერს გავაკეთებ რომ თავი დააღწიო ამ ჯოჯოხეთს. - ხმამაღალი ქვითინით ელაპარაკებოდა ბიჭის უგონო სხეულს და მამაკაცის გრილ სურნელს სწრაფი სუნთქვით უშვებდა ფილტვებში.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი ანნა ა

ჰაჰ...პირველი ვარ წავიკითხავ და დავბრუნდებიიი

№2 მოდერი სალანდერი

ანნა ა
ჰაჰ...პირველი ვარ წავიკითხავ და დავბრუნდებიიი

გელოდები ❤

№3  offline წევრი qetulaa

Arvici ravtqvaaa, sheizleba uyvars sofiss, magram camozaxebit ver daexmarebaa, mas karieeisti qali kiaraa, anasavit tbili da upretenzio adamiani schirdebaa, mas visac motminebis unari aqvs, tumca bavshvis dakargvashi beqas cvlilic didia, ubralod zalian dazabuli tavi iyo da avnerviuldii, davelodwbi ganvitarebass, magaria salandwrrrr

№4 მოდერი სალანდერი

qetulaa

უჰ, რა ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ❤
კი, მეც გეთანხმები თითქმის ყველაფერში, დანარჩენი ვნახოთ რა გამოვა ❤
მადლობა ❤

№5  offline წევრი ანნა ა

მდა...სიმართლე გითხრა ანნა მომწონს თან ძალიან.სოფი,სოფი არ ვიცი ცოდოა მართალი უთხრა ბექას,მისი ბრალიცაა ნებით თუ უნებლიეთ.კარგი თავი იყოო ბექა და ანნა მომწონს ერთად მაგრამ სჰენ რომ გიცნობ 360გრადუსით შეაბრუნებ ველაფერს ასე რომ წინასწარმეტყველებას არ დავიწყებ გენდობი heart_eyes

№6 მოდერი სალანდერი

უჰ, როგორ მიხარია რომ მენდობი ❤ მადლობა და მადლობა შენ ❤
მიხარია რომ აქ ხარ ❤

№7  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ახლა ხომ არ დიმიგვიანია
ხოდა ვერ გამაჩუმებთ
ღმეროოო
შენ მაინც მითხარი,რატო მაწამებს ეს გოგო ასე
არ მცემს ხმას! კაი !!!
მაშინ მე გეტყვით კიდევ ერთხელ სოფი მინდა მე სოფიი
ცუდად გახდა ,რომ შეხედა სოფის ესეიგი ისევ უყვარს ბექუნას ეგ კაია
შერიგდნენ ცუდად ვარ ...
ვაიმე ის თინათინი მომაკვლევინებს თავს
აუ სოფი მეცოდება ძალიან
შენ კაი ადამიანო ხედავ ქალს უყვარხარ ცამეტი წლით უმცროსი ბიჭი შეირგე რა
რა გაბუტვები მომინდომე ორი წლის ბავშვივით
დედა!!!!ვაჰ
სალანდერ ისევ რომ დამაკლდა ის გოგო რა ჯანდაბა გავაკეთო მე????
მიყვარს მე შენი ისტორიები და არც ესაა გამონაკლისი
ახალი თავი მინდა სალანდერ ❤ ❤ ❤

№8 მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi

ორი დავდე დღეს ადამიანო. :დ
ხვალ დავდბრუნდებით :დ
შენ ძან შთაბეჭდილების ქვეშ ხარ მოკლედ და ძან გევასება ეს სოფი, ნუ ვაღიაროთ რომ მეც და ბექასაც :დ
ისევ უყვარს, რა თქმა უნდა, ერთ კვირაში გამქრალი სიყვარული ვინ ნახა. :დ
დავბრუნდებით ქალაქში და იქნება, ბევრი სოფიც, ბევრი ანნაც და უფრო მეტი ბექაც, დროებით მომიტევეთ რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობ. :დ
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და მადლობა ❤

№9  offline ადმინი ელპინი

ღრმად ჩაისუნთქა და იგრძნო რომ ოთახში მამაკაცის სურნელს გაეჟღინთა ყოველი კუთხე, არა და სულ რამდენიმე საათი იყო აქ ბექა. ოდნავ აოცებდა ეს ფაქტი, თუმცა მოგვიანებით დაასკვნა რომ საწოლზე დაყრილმა ტანსაცმელმა გაჟღინთა ჰაერი, საოცარი მოლეკულებით.

ძალიან მინდა, რომ ბევრი რაღაც გითხრა. ხომ იცი შენ, რა. აი, ამ სურნელის და აი, ამ ყველაფრის გამო. ჰო, იმ მიხუტებული სხეულის გამოც. აცრემლებული თვალების გამოც. ყველაფრის . . .
იტოქში, სოფიმ მაგრად იქაჯა, აი, იმენა სოფლელივით ახტა და კარგადაც დახტა მერე. არ შემიძლია ეს შეტენვები და ისტერიკები.
თათიას, დიტოს და ბექას დიალოგები - სასწაულია. მაგათ თბილ მიმართვებზე მე ვჭედავ, მართლა.
ოღონდ მალე დადე, სანამ სახლში მოგაკითხე და დაგაწერინე მე.
მიყვარხარ, ჰო?!
ძალიან, ძალიან მიყვარხარ, ჩემო!
ჭკვიანად, პატარა. ზემოთ ხილული რაღაცები - დიდად არ მხიბლავს, ხომ იცი.

№10 მოდერი სალანდერი

ელპინი

მოდი და დამაწერინე რა. . . თითები აღარ მემორჩილება უკვე. . .
ჰო, ვიცი რაც გხიბლავს და რაც არა, მაგრამ ნუ. . . აქ მე ვარ "ტერეზა მენდოზა"
და ბევრი რამ, სადაც უნდა მითხრა იცი. . .
მეც მიყვარხარ ❤

№11  offline მოდერი sameone crazy girl

როგორ მეზიზღებიან ამ დონის კარიერისტკა ქალები რომლებსაც საერთოდ არ აქვთ გრძნობები. დედა_შვილობასთან დაკავშირებით ისეთი სენსიტიური ვარ ეგრევე მეკეტება ნაყოფზე საუბარი რომ მიდის და მითუმეტეს აბორტზე და ამ იდიოტკა ქალმა ვაფშე ამჭრა. არადა მაინც არსებობს რაღაც დოზით მისი გამამართლებელი მდგომარეობები. ვაფშე არავინ უყვარს მაგ ქალს თორემ ჯანდაცვის მინისტრი და ექიმი ნარკოდამოკიდებულ საყვარელ კაცს ამ დონემდე მისვლის უფლებას არ მისცემდა და ტყავიდან ამოძვრებოდა რომ გადაერჩინა.
ძალიან გავილექსე უბრალოდ მართლა ბევრი რამის თქმა მინდრბა და აქ ვერ მოვახერხებ ახლა. ანაზე ცალკე გეტყვი მერე აუცილებლად . გავიდეს ჯერ დრო ვგრძნობ ბოლომდე იქნება ანნა ჩვენთან.
ძალიან დიდი მადლობა შენს მუზას თუ რაცაა ასე რომ არ გასვენებს და ლამის დღეში ორ თავს დებ

№12  offline მოდერი Tamta.k

ვერ ვძღები კითხვიიით, ეს რა იყო სალანდერ?! ვგიჯდები ანნაზე სასწაული გოგოა...
ეს მხოლო ისტორია არაა ეს ცხოვრებისეული პრობლემებია. ნარკოტიკი, ძალით გათხოვება, ალკოჰოლი. შენ ყველაფერს ერთად მოუყარე თავი და ისე აღწერ თითვეულ წუთს მგონია რომ საკუთარ ისტორიას ყვები. გელოდები❤️

№13 მოდერი სალანდერი

sameone crazy girl

ნებისმიერ დროს სასიამოვნო იქნება შენთან საუბარი, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. . .
ძალიან მიხარია რომ გიპოვე, თუ მიპოვე თუ როგორც არის. . .
შენი აღშფოთებაც აბსოლუტურად მესმის და კიდევ უფრო აბსოლუტურად მისაღებია ❤
მადლობა ❤

Tamta.k
ვერ ვძღები კითხვიიით, ეს რა იყო სალანდერ?! ვგიჯდები ანნაზე სასწაული გოგოა...
ეს მხოლო ისტორია არაა ეს ცხოვრებისეული პრობლემებია. ნარკოტიკი, ძალით გათხოვება, ალკოჰოლი. შენ ყველაფერს ერთად მოუყარე თავი და ისე აღწერ თითვეულ წუთს მგონია რომ საკუთარ ისტორიას ყვები. გელოდები❤️

საოცარი გოგო ხარ შენ თამთა და ძალიანაც მიხარია რომ კითხვით ვერ ძღები ❤
მე კი მაქსიმალირად ვცდილობ არ დავაგვიანო ახალი თავი ❤
ძალიან ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხარ და შენს აზრს მიზიარებ ყოველთვის ❤

№14  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

სალანდერი
meocnebe avadmyopi
ახლა ხომ არ დიმიგვიანია
ხოდა ვერ გამაჩუმებთ
ღმეროოო
შენ მაინც მითხარი,რატო მაწამებს ეს გოგო ასე
არ მცემს ხმას! კაი !!!
მაშინ მე გეტყვით კიდევ ერთხელ სოფი მინდა მე სოფიი
ცუდად გახდა ,რომ შეხედა სოფის ესეიგი ისევ უყვარს ბექუნას ეგ კაია
შერიგდნენ ცუდად ვარ ...
ვაიმე ის თინათინი მომაკვლევინებს თავს
აუ სოფი მეცოდება ძალიან
შენ კაი ადამიანო ხედავ ქალს უყვარხარ ცამეტი წლით უმცროსი ბიჭი შეირგე რა
რა გაბუტვები მომინდომე ორი წლის ბავშვივით
დედა!!!!ვაჰ
სალანდერ ისევ რომ დამაკლდა ის გოგო რა ჯანდაბა გავაკეთო მე????
მიყვარს მე შენი ისტორიები და არც ესაა გამონაკლისი
ახალი თავი მინდა სალანდერ ❤ ❤ ❤

ორი დავდე დღეს ადამიანო. :დ
ხვალ დავდბრუნდებით :დ
შენ ძან შთაბეჭდილების ქვეშ ხარ მოკლედ და ძან გევასება ეს სოფი, ნუ ვაღიაროთ რომ მეც და ბექასაც :დ
ისევ უყვარს, რა თქმა უნდა, ერთ კვირაში გამქრალი სიყვარული ვინ ნახა. :დ
დავბრუნდებით ქალაქში და იქნება, ბევრი სოფიც, ბევრი ანნაც და უფრო მეტი ბექაც, დროებით მომიტევეთ რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობ. :დ
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და მადლობა ❤

ეს ბევრი ანნა რომ გამოვტოვოთ არა?? :დ ❤

№15 მოდერი სალანდერი

უყურე რა :დ
რატო დამიჩაგრე შენ მე ეგ გოგო :დ
არ მგონია რომელიმეს გამოტოვება გამომივიდეს, ასე სამკუთხედი მივალთ ფინალამდე. :დ
❤❤❤❤❤❤

№16  offline წევრი Liziko27

არვიცი რავთქვა.. ერთი რაც მინდა ისეთი სიყვარულის ისტორა წავიკითხო ყველა პრობლემას და დაბრკოლებას გაუძლოს ისე სხვა შემცვლელი არ გამოჩნდეს ;*;*;*;*;*აი მაგარი ხარ რავთქა მეტი.. მომდევნო თავს ველი და უფრო კარგად მერე გავერკვევი ბექა რატიპია ბოლოსდაბოლოს.????

№17 მოდერი სალანდერი

Liziko27

ლიზიკო, შენი გამოჩენა უკვე ძალიან მახარებს ხოლმწ მე, არსებობს ეგეთი სიყვარულებიც, ყველაფრის გამძლე და არსებობს ვერ გამძლეც. . .
არ ვიცი ჯერ, არც კი მომოფიქრევია რა მოხდება აქ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მადლობელი ვარ რომ შენს აზრს მიზიარებ, თან ასე სასიამოვნოდ ❤

№18 სტუმარი ჯუჯღუნა

შე ხომ არ იცი რა სასწაული ხარ

№19 მოდერი სალანდერი

-ლილუ
მოკლედ ვითმინე და მაინც მოვედი რა.....
წინა თავი უ'კომენტაროდ დაგიტოვე...(არ ვიცოდი რა დამეწერა)
მე ხომ იცი ერთ სიყვარულს ვცნობ...(ისეთს ,,ეშმეკისეულს"....მიმიხვდები)
ერთხელ გიყვარდება რა...
იმ სუფთა გრძნობით....
სოფი მეცოდება....
ბექას სისუსტე მაღიზიანებს....
ანნა ისევ არ'მეპიტნავება...
თამ

მე მესმის. . .
მართლა. . .
და მაინც არ მგონია ოდესმე კიდევ დავწერო "ეშმაკის სიყვარულზე სუფთა" რამე. . .
ეს სხვა რამ იყო. . .
ჩემთვის გასაგები, შენთვის და კიდევ რამდენიმესთვის. . . და მაინც ვერ გაგვიგეს (არც მადარდებდა)
შენ საოცარი ხარ. . .
სხვა არაფერი ვიცი (ჯერ)

№20  offline მოდერი მარია.

რაღაც მხრივ მართალია სოფია.
ბავშვი რომც არ მოშორებიყო და გაეჩინა, შანსები იმისა,რომ ჯანმრთელი იქნებოდა აშკარად დაბალია. და რატომ?...
მეზიზღება ნარკომანები.
საკუთარ თავს რო ვნებენ ეგ ფაქტია, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე მეშლება ნერვები, საკუტარ ოჯახს, შთამომავლობას რო იკ,იდებენ და უშვებენ ვენაში.
ამ სიტუაციაში არცერთს ვამართლებ, მაგრამ ყველაზე დიდად რატომღაც ბექას ვდებ ბრალს.
მაგრამ, სოფია.... ყველაფრის მიუხედავად ტიპმა რეები ჰქნა? რა იკადრა?
ასეთი სიქაჯე მეორე არ მინახავს.
რანაირად გაიბანძა თავი?!

“ შენ საერთოდ არაფერი გაქვს სათქმელი შვილებთან დაკავშირებით. ” ამ სიტყვებზე ლამის მოვკვდი.
და მეუბნებით ამას ჰქვია მეგობარი?
ნაგავი ალქაჯი.
თათუს როგორ უჭირდა, გოგომ რა გადაიტანა...
აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ დამიფიქსირებია, მაგრამ ყველაზე მეტად ეს ისტორია მგონი თათუს ამბავით დამამახსოვრდება.
ზუსტად მას სჭირდებოდა მეგობარი, დახმარება, მხრის გამაგრება...
და ტიპი თურმე უცხოეთში იყო და მერე ურთიერთობა აღარ გაუგრძელდათ ისე.
შენც არ მომიკვდე რააააა
რა მეგობრობაზეა საუბარი
თან რაზე მეშლება იცი ნერვები?
რო გაუჭირდა რაღაც და პირდაპირ თათუსთან გაიქცა.
იმ სიტყვებით თათუს არ ეტკინა გული მგონი, როგორც მე.
ისე შემზიზღდა სოფიას პერსონაჟი, მეტი რომც არ შეიძლება.
ასე რომ...
ანნას და ბექას ბევრ თბილ და cuteობა სცენას ველოდები.
სოფია წარსულია
მორჩა და გათავდა ;დ
წარმატებები საყვარელო❤️
--------------------
Your love is all I need to feel complete.

№21  offline წევრი -ლილუ

მოკლედ ვითმინე და მაინც მოვედი რა.....
წინა თავი უ'კომენტაროდ დაგიტოვე...(არ ვიცოდი რა დამეწერა)
მე ხომ იცი ერთ სიყვარულს ვცნობ...(ისეთს ,,ეშმეკისეულს"....მიმიხვდები)
ერთხელ გიყვარდება რა...
იმ სუფთა გრძნობით....
სოფი მეცოდება....
ბექას სისუსტე მაღიზიანებს....
ანნა ისევ არ'მეპიტნავება...
თათუ აი ძაან მევასება რა...
დიტო+თათუ უკვე თემა ჩემთვის რა...
სალანდერ'ო რა გითხრა...
რაც აქამდე არ მითქვამს...
იცი შენ რამდენად ,,ჩემი"მწერალი ხარ...
შემდეგთავამდე....

№22 მოდერი სალანდერი

ჯუჯღუნა
შე ხომ არ იცი რა სასწაული ხარ

შენსავით საყვარელი ჯუჯღუნა მინდა მე ❤
მადლობა ❤

მარია.
რაღაც მხრივ მართალია სოფია.
ბავშვი რომც არ მოშორებიყო და გაეჩინა, შანსები იმისა,რომ ჯანმრთელი იქნებოდა აშკარად დაბალია. და რატომ?...
მეზიზღება ნარკომანები.
საკუთარ თავს რო ვნებენ ეგ ფაქტია, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე მეშლება ნერვები, საკუტარ ოჯახს, შთამომავლობას რო იკ,იდებენ და უშვებენ ვენაში.
ამ სიტუაციაში არცერთს ვამართლებ, მაგრამ ყველაზე დიდად რატომღაც ბექას ვდებ ბრალს.
მაგრამ, სოფია.... ყველაფრის მიუხედავად ტიპმა რეები ჰქნა? რა იკადრა?
ასეთი სიქაჯე მეორე არ მინახავს.
რანაირად გაიბანძა თავი?!

“ შენ საერთოდ არაფერი გაქვს სათქმელი შვილებთან დაკავშირებით. ” ამ სიტყვებზე ლამის მოვკვდი.
და მეუბნებით ამას ჰქვია მეგობარი?
ნაგავი ალქაჯი.
თათუს როგორ უჭირდა, გოგომ რა გადაიტანა...
აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ დამიფიქსირებია, მაგრამ ყველაზე მეტად ეს ისტორია მგონი თათუს ამბავით დამამახსოვრდება.
ზუსტად მას სჭირდებოდა მეგობარი, დახმარება, მხრის გამაგრება...
და ტიპი თურმე უცხოეთში იყო და მერე ურთიერთობა აღარ გაუგრძელდათ ისე.
შენც არ მომიკვდე რააააა
რა მეგობრობაზეა საუბარი
თან რაზე მეშლება იცი ნერვები?
რო გაუჭირდა რაღაც და პირდაპირ თათუსთან გაიქცა.
იმ სიტყვებით თათუს არ ეტკინა გული მგონი, როგორც მე.
ისე შემზიზღდა სოფიას პერსონაჟი, მეტი რომც არ შეიძლება.
ასე რომ...
ანნას და ბექას ბევრ თბილ და cuteობა სცენას ველოდები.
სოფია წარსულია
მორჩა და გათავდა ;დ
წარმატებები საყვარელო❤️

შებ ზუსტად იმ მომენტზე გაამახვილე ყურადღება რომელზეც მე და რატომღაც არავინ სხვამ. . .
ჩემთვისაც ძალიან ბევრისმთქმელი ფრაზა იყო თუმცა ყურადღება ვერ მიიქცია დიდად. . .
ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე და ძალიან ძალიან დიდი მადლობა. . . ❤

№23  offline წევრი Liziko27

საუკეთესოდ წერ და მიხარია რომ კითხვის შესაძლებლობა მაქვს.... რაც შეხება კომემატრებს პერსონაჟებზე თავს შევიკავებ ისტორის დასრულებამდე.. უკვე გამოარჩია მკითხველა ზოგს სოფო ზოგს ანი... ხოდა ერთ ისტორიაზე ისეთი დაძაბულობა იყო რას მისტირით იმ გოგოსო მწარედ მახსოვს.:d:d:d არადა როცა იწყებ კითხვას თავიდან პერსონაჟს როგორც გაცნობს მწერალი იმ ემოცით მივყვები ბოლომდე... რთულია შეიცვალო აზრი ... დანარჩენი რავთქვა დაძაბული და რთული თავები გველის წინ როგორც სჩანს..:*:*: ვინ ვისთან იქნება შენზე უკეთ ვერავინ გააწყვეტს და ვერც წარმოვიდგენთ.. :*:*:*

№24  offline წევრი -ლილუ

ჩემი კომენტარი აჭრილად დაიდო... იმედია სრულ ვერაიას ნახავ...

№25 მოდერი სალანდერი

მე კიდევ მიხარია რომ ასე კარგად გესმით, ყველას, თითოეულ მკითხველს ჩემი. . . აბსოლუტურად მისაღებია აზრთა სხვადასხვაობა როცა ამდდენად გამოკვეთილი სასიყვარულო სამკუთხედია. . .
ჩემი მიზანი არ არის, რომელიმე პერსონაჟი შევაყვარო, ან შევაძულო მკითხველს და ყოველთვის ყველა მხარეს ვანახებ პერსონაჟისას გამოკვეთილი გმირები და ანტიგმირები არ არიან, ადამინანები არიან დადებითი და უარყოფითი თვისებებით. . .
მე ყველა ერთნაირად მიყვარს❤
შენ კი მადლობა რომ აქტიურად "მკითხულობ". . .
საბოლოოდ ვნახოთ რამდენად დაეთანხმებით ან ვერ დაეთანხმებით, ერთი კონკრეტული სუბიექტის ნააზრევს, ჩემი სახით ❤

-ლილუ
ჩემი კომენტარი აჭრილად დაიდო... იმედია სრულ ვერაიას ნახავ...

ლილუ, ახლა ვნახე სრული ვერსია და მოეშვი ჩემს გაშიფვრას გეუბნები მე შენ :დ :დ :დ

№26 სტუმარი ბაი

ამხელა ასაკობრივი განსხვავება როცაა პრობმელებიც უფრო მეტია:) სოფი მომწონს ჩემთვის ძლიერი ქალია, რასაც მიაღწია, მაგრამ ბექასთვის არაა კარგი და არც ბექაა კარგი მისთვის toxic relationship აქვთ ზუსტად. ანნა იმედია საკმარისად ძლიერი გამოჩნდება, რომ ორივეს მაგივრად ამოვიდეს ამ ტალახიდან????

№27 მოდერი სალანდერი

ბაი

გეთანხმები რაღაცებში. . . მე პირადად არ ვფიქრობ რომ ასაკი ბევრს ნიშნავს, მაგრამ ამ კონლრეტულ შემთხვევაში, ინტერესები განსხვავებულია. . .
როგორც ბექას და სოფის, ისე ბექას და ანნას შემთხვევაში. . .
ვნახოთ რა გამომივა ❤
მადლობა შენ ❤

№28  offline წევრი -ლილუ

სალანდერი
Liziko27
საუკეთესოდ წერ და მიხარია რომ კითხვის შესაძლებლობა მაქვს.... რაც შეხება კომემატრებს პერსონაჟებზე თავს შევიკავებ ისტორის დასრულებამდე.. უკვე გამოარჩია მკითხველა ზოგს სოფო ზოგს ანი... ხოდა ერთ ისტორიაზე ისეთი დაძაბულობა იყო რას მისტირით იმ გოგოსო მწარედ მახსოვს.:d:d:d არადა როცა იწყებ კითხვას თავიდან პერსონაჟს როგორც გაცნობს მწერალი იმ ემოცით მივყვები ბოლომდე... რთულია შეიცვალო აზრი ... დანარჩენი რავთქვა დაძაბული და რთული თავები გველის წინ როგორც სჩანს..:*:*: ვინ ვისთან იქნება შენზე უკეთ ვერავინ გააწყვეტს და ვერც წარმოვიდგენთ.. :*:*:*

მე კიდევ მიხარია რომ ასე კარგად გესმით, ყველას, თითოეულ მკითხველს ჩემი. . . აბსოლუტურად მისაღებია აზრთა სხვადასხვაობა როცა ამდდენად გამოკვეთილი სასიყვარულო სამკუთხედია. . .
ჩემი მიზანი არ არის, რომელიმე პერსონაჟი შევაყვარო, ან შევაძულო მკითხველს და ყოველთვის ყველა მხარეს ვანახებ პერსონაჟისას გამოკვეთილი გმირები და ანტიგმირები არ არიან, ადამინანები არიან დადებითი და უარყოფითი თვისებებით. . .
მე ყველა ერთნაირად მიყვარს❤
შენ კი მადლობა რომ აქტიურად "მკითხულობ". . .
საბოლოოდ ვნახოთ რამდენად დაეთანხმებით ან ვერ დაეთანხმებით, ერთი კონკრეტული სუბიექტის ნააზრევს, ჩემი სახით ❤

-ლილუ
ჩემი კომენტარი აჭრილად დაიდო... იმედია სრულ ვერაიას ნახავ...

ლილუ, ახლა ვნახე სრული ვერსია და მოეშვი ჩემს გაშიფვრას გეუბნები მე შენ :დ :დ :დ

გაგშიფრო მე... შენ...
ა რ ა ს დ რ ო ს(სად შემიძლია)
თან ხო იცი მე როგორ არ მევასება ეგ ამბავი....
უბრალოდ წერა დაგიმუღამე ცოტათი...(მიხვდები)

№29 მოდერი სალანდერი

ძალიან საოცარი ხარ ❤

№30  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ანნა ყველაფერს შეძლებს ♥️ მე მჯერა მაგ გოგოსი რომ ბექას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად ♥️ უბრალოდ ბექა მეცოდება ყველაზე მეტად ... ♥️♥️
ჰოდა სოფოზე არაფერს ვიტყვი.. ან რაარის სათქმელი ისედაც კარგად ჩანს ვინც ყოფილა)
ჰოდა გელოდები ისევ მოუთმენლად წარმატებები ♥️♥️

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.