შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოკალი,იქნებ გადარჩე {4}

22-11-2018, 00:37
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 10 491

მოკალი,იქნებ გადარჩე {4}

ჩართული ტელევიზორის წინ იჯდა სავარძელზე აკეცილი ფეხებით და ნერვიულობისგან გაყინულ თითებს მჭიდროდ ხვევდა ცხელი ყავით სავსე ფინჯანს. მოშორებით არაბული გადაწოლილიყო სავარძელში, ფეხები წინ გამოეშალა და ერთმანეთზე გადაეჯვარედინებინა. ტელეფონის ეკრანს ჩაჰყურებდა და სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილით აქტიურად ემესიჯებოდა ვიღაცას. ფარულად გახედავდა ხოლმე ქარდავა მის პროფილს და ისე აკვირდებოდა თითქოს მისი თითოეული დეტალის შესწავლას ცდილობსო. სიმპათიური გახლდათ არაბული, ზედმეტად სიმპათიურიც კი და ალბათ, რომ არა მისი ეს მონსტრის ხასიათი, თამამად მოაწონებდა ნებისმიერ მდედრობითი სქესის წარმომადგენელს თავს. ტელევიზორში რაღაც უაზრო სერიალის უჩვენებდნენ, მისი ყურების არც სურვილი რომ ჰქონდა მარიამს და არც თავი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო.
-კიდევ დიდხანს უნდა მიყურო კანის ექიმივით?- ტელეფონიდან თავი არც აუწევია ისე იკითხა არაბულმა. მარიამი შეკრთა და თვალი აარიდა. წამიერად ამღვრეული თვალები მისი სახიდან კვლავ პლაზმური ტელევიზორის ეკრანზე გადაიტანა და ყელში მობჯენილი ცრემლების ბურთი ხმაურით გადააგორა კისერში.
-შეგიძლია სხვა არხზე გადართოო?- დაბალი ხმით ამოილაპარაკა და მუდარით სავსე მზერა შეანათა მისკენ ნახევარი ტანით შემობრუნებულ მამაკაცს.
-პულტი შენს წინ დევს და შეგიძლია თავად გადართო...
-ღნერთო, დიდი მადლობა.- ცხვირი აიბზუა მარიამმა და პულტს გადასწვდა. რამოდენიმე წუთის განმავლობაში არხიდან არხზე რთავდა უაზროდ და ბოლოს საერთოდ გათიშა ტელევიზორი, გულმოსულმა პულტი მაგიდაზე დაახეთქა. ჩამოწოლილ სიჩუმეს შიგადაშიგ არაბულის მობილურზე მოსული შეტყობინებების ზუზუნი არღვევდა. რაც საშინლად მოქმედებდა მარიამის ისედაც დასაწყდომად გამზადებულ ნერვებზე. შეკრული წარბებით ათვალიერებდა მოზრდილ სასტუმრო ოთახს, ინტერიერს გულდასმით სწავლობდა. თანამედროვე სტილში გადაწყვეტილ ინტერიერს სასიამოვნოდ ეხამებოდა ფანჯრებზე დაშვებული ფარდები და მფლობელის უზადო გემოვნებაზე მეტყველებდა.
-დავიჯერო არ გეშინია?-ბოლოს ისევ თავად დაარღვია მყუდროება და არაბულს გახედა, რომელმაც თავი ასწია და ინტერესით სავსე შავი სფეროები შეანათა ქალს. წარბ აწეული დააკვირდა გაფითრებულ სახეზე, უჭმელობისგან ყვრიმალები შესამჩნევად რომ ჩასცვენოდა. გრძელი თმა არეულად ჰქონდა კეფაზე შეკრული და ტირილისგან ჩაწითლებული თვალები არადამიანურ შესახედაობას აძლევდა. სწორი, პატარა ცხვირის წვერი შესწითლებოდა და ბუნებრივად მსხვილი ტუჩები უარესად გასიებოდა გახეთქილი ქვედა ტუჩის გამო. მაღალი იყო ქარდავა, თხელი, გამოყვანილი მრგვალი თეძოებით და საკმაოდ მკვრივი უკანალით, რომელიც სპორტულ შარვალშიც კი ზედმეტად სექსუალურად მოუჩანდა. პატარა მკერდისთვის თხელი მაისურის მიღმა სრული თავისუფლება მიენიჭებინათ და გულის გახშირებული პულსაციის გამო აუდ-ჩაუდიოდა. ლამაზი იყო მარიამი...ზედმეტად ლამაზიც კი და ეს უბრალო სპორტული ტანისამოსიც ისე უხდებოდა თითქოს მის ტანზე შეეკერათ.
-ეს კითხვა იყო?-მის თვალიერებას შეეშვა არაბული და წარბები უარესად შეკრა.
-კი...
-მაშინ კითხვაზე კითხვით გიპასუხებ მარიამ- ქალის სახელი ხაზგასმით წარმოსთქვა დათამ და გაეღიმა. - რისი უნდა მეშინოდეს?
-ციხეში მოხვედრის...- მხრები აიჩეჩა ქარდავამ.
-და ვინ თქვა, რომ ციხეში აუცილებლად მოვხვდები?- აზუზუნებულ ტელეფონს დახედა დათამ და მაგიდაზე ისე დადო შეტყობინება არ გაუხსნია.
-სულ ასე არ იქნება, აუცილებლად მიპოვნიან და შენც კინწის კვრით მიგაბრძანებენ ციხეში!-ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა ქალმა და სავარძლიდან წამოდგა. ოთახში წინდა უკან სიარულს მოჰყვა, არაბული კი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა და წინ და უკან მოსიარულე ქალს სავარძელში ნებივრად მიწოლილი დააკვირდა.
-დავიჯერო არავინ გყავს? და, ძმა... ან მეგობარი ქალი? მასაც რომ ისევე მოექცნენ, როგორც შენ მე მექცევი, გესიამოვნებაა? თუმცა, რომელ დაზე ან მეგობარ ქალზეა ლაპარაკი - ხელებს ნერვიულად იქნევდა მარიამი და ხმაში ტირილის ნოტები უკრთოდა.- ბავშვთა სახლში გაზრდილი ხარ...
-ჩათვალე არ გამიგია- ორივე ხელი სახეზე ჩამოისვა არაბულმა.- ჩემს მეგობარ ქალს კი, ნამდვილად ვერავინ შეეხება, რადგან ის ჩამია და დათა არაბულის გოგოს არავინ ეხება. შენი კაცისგან განსხვავაბით... სად არის შენი რეზიკო? რატომ არ მოდის და არ გშველის?!
-მოვა...-ხმა უარესად გაუტყდა მარიამს.
-კი, დაელოდე- გაეცინ დათას.- ისე, ცნობისთვის, ეგ შენი რეზიკო მე მთხოვს შენს მოძებნას და მასთან დაბრუნებას, ჩემო პოტენციურო რძალო, რადგან თავად არ აქვს შენი მოძებნის.
-ასეთი როგორ ხარ?-მის წინ აისვეტა ქალი და ათრთოლებული ნიკაპით ცრემლიანი თვალიები შეანათა.
-როგორი?!-წელში გასწორდა დათა და წინ ასვეტიკ ქალს ქვემოდან ამოხედა.
-უგულო...
-უგულო ნამდვილად არ ვარ- გაეცინა არაბულს.- აი, მაგალითად, ახლა გიყურებ დასიებულ ტუჩებზე და მეცოდები. მე უგულო რომ ვიყო, კი არ შემეცოდებოდი, პატარავ...
-სხვათა შირის, შენი დარტყმულია ეს...- ხმას აუწია ქარდავამ.
-კი, ვაღიარებ. ამიტომ, კიდევ თუ არ გინდა რამე გამომტყუო, შენს ადგილზე მე ზედმეტი კითხვებისგან თავს შევიკავებდი და არც ასე ახლოს მივიდოდი გამტაცებელთან, რადგან ის თუ უკონტროლო, უგულო ა, შესაძლოა, უარესი გაგიკეთოს. უკან დაიხიე და მაგ ძუძუებს, რომელიც ამ გამჭვირვალე მაისურის მიღმა გიჩანს, ცხვირწინ ნუ მიმზეურებ.- ხელი გაუქნია სიცილით არაბულმა და მარიამიც გველნაკბენივით გახტა უკან, რაზეც უარესად გაეცინა მამაკაცს.
-ავადმყოფი ხარ!
-თუმცა, მოგწონვარ ისეთი, როგორიც ვარ- სიცილს არ წყვეტდა არაბული.- დანახვის წუთიდან მოგეწონე, მარიამ და ის აგრესიაც, როგორი აგრესიითაც მხვდებოდი ყოველთვის, შენი ჩემდამი სიმპათიების დასაფარად იყო...
-რა?- წამოიკივლა გაოგნებულმა ქალმა.
-კი, ასეა! აბა კარგად დაფიქრდი, რეზიკოს გოგოვ.- ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადაისვა არაბულმა და ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. ქარდავა კი უარესად გაფითრდა.
-ესეთი ბოროტი თვალებით ნუ მიყურებ. არცერთი გამტაცებელი არ ექცევა მსხვერპლს ისე, როგორც მე შენ, მარიამ. გელოლიავები მესამე დღეა და შენ კი სისულელეს სისულელეზე აკეთებ. ამ დროს ერთი მარტივი საკითხი ვერ გადაგიხარშია: მე შენთვის რამის დაშავება რომ მინდოდეს- ფეხზე წამოდგა არაბული და ქალისკენ ზედმეტად ახლოს მიიწია. ბეღურასავით აბუზულს ზემოდან დახედა და ტუჩები დაბრიცა.- მოკვლა, ცემა, წამება ან ვაბშე გაუპატიურება, ამას თავიდანვე გავაკეთებდი. სამი დღის განმავლობაში გიმეორებ, ნუ გეშინია, მარიამ, არაფრის დაშავებას არ ვაპირებ... ესეა საჭირო და მაგიტომ ვდგავარ ახლა შენს წინ. ცოტა ხანს მოგიწევს ჩემი საზოგადოების ატანა. მაქსიმუმ, ერთი კვირა, შემდეგ კი სიამოვნებით მიგაბრძანებ იქ საიდანაც მობრძანდი და დამერწმუნე შვებითაც ამოვისუნთქავ, რადგან შენი ატანის არც თავი მაქვს და არც სურვილი.
-ანუ, არ მომკლავთ?- დამფრთხალი თვალებით ამოხედა მარიამმა.
-ღმერთო, სად ხარ?- ჭერს ახედა არაბულმა - შენს მოკვლას არავინ აპირებს, მარიამ. მოესწრები სახლში დაბრუნებას, ოჯახთან ჩახუტებას და შენი გმირი რევაზიკოს ქვეშ მოქცევასაც. დამშვიდდი! თავიდან ამოიგდე უაზრო ფიქრები და საჭმელი ჭამე, რადგან საშინლად გამოიყურები- მარჯვენა ხელი ფრთხილად გასწია არაბულმა და ამობრუნებული ხელის ზურგით ჩავარდნილ ყვრიმალზე მიეფერა. ფართოდ გაუღიმა ერთ ადგილზე გახევებულ ქალს და ცერი თითი მის გახეთქილ ქვედა ტუჩზე გადაიტანა.- ამაზე კი ყინული დაიდე, დაგისივდა.
შემდეგ ერთიანად მოშორდა და უკან, თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა, მობილური აიღო და მოკლე ტექსტური შეტყობინების კითხვას შეუდგა.

დივანზე ემბრიონის ფორმაში მოკეცილს ეძინა და სიზმარსაც ისეთ არეულ-დარეულს ხედავდა, როგორიც მისი რეალური ცხოვრების ბოლო დღეები იყო. არაბული სწვეოდა სიზმარშიც და იმდენად ბოროტად აელვარებული თვალებით უმზერდა, ტანზე ეკალს აყრიდა. ფეთიანივით ჭყიტა თვალები და ახალგაღვიძებული შეეცადა სიტუაციაში გარკვეულიყო. უცხო ოთახი მოათვალიერა და ნელ-ნელა დაალაგა თავში აზრები. არაბულის სახლის სასტუმრო ოთახში მდგარ დივანზე ჩასძინებოდა, ის თბილი პლედი კი, რომელიც მისდა გასაკვირად ეფარა, ალბათ, თავად არაბულმა მიაფარა მძინარეს. მოშორებით, სავარძელში იჯდა თავად სახლის პატრონი, თავი საზურგეზე გადაეწია და წინ გამოშლილი ფეხები შუშის მაგიდაზე შემოეწყო. ეძინა, მშვიდი და უშფოთველი ძილით. კედელზე მოწიკწიკე საათის ისრები ფანჯრიდან შემოპარული სავსე მთვარის შუქქზე დილის ოთხ საათს აჩვენებდნენ. მარიამი სავარძელზე წამოჯდა და აკანკალებული თითებით სახეზე ჩამოშლილი თმა გადაიწია უკან. ამას ან ახლა გააკეთებდა ან არა და არასდროს. ფეხზე ფრთხილად წამოდგა და მსუბუქი ნაბიჯებით მიუახლოვდა მამაკაცს. მის მუცელზე მოთავსებულ მობილურს დახედა და აკანკალებული თითები ფრთხილად წაიღო ასაღებად. სუნთქვაც კი შეწყვიტა სანამ თანამედროვეობის თვალსაჩინო მაგალითს აიღებდა არაბულის ძლიერი ტორსიდან. აჩქარებული გულით ფრთხილად ააცალა და სანამ ოთახს დატოვებდა ბოლო თაობის აპარატს ერთადერთ ღილაკზე დააჭირა თითი.
-შენი დედაც!- ამოიჩურჩულა ქალმა და ლამის ხმამაღლა აღრიალდა, როდესაც ეკრანზე დამცავი კოდის შესაყვანი ფანჯარა ამოხტა. ყველა იმედი ერთიანად ჩამოეფშვნა თავზე და სატირლად დამანჭილი სახით დახედა მამაკაცს, რომელსაც თვალები გაეხილა და მასში ათამაშებული მხიარული ჭიბკებით ქვემოდან ზემოთ უყურებდა ნაცარში კოვზჩავარდნილ ქალს. მოულოდნელობისგან შეხტა ქარდავა და წამოიკივლა. ლამის ტელეფონი გაუვარდა ხელიდან.
რამიდენიმე წამის განმავლობაში აკვირდებოდა არაბული სახეზე, ბოლოს კი უსიტყვოდ გასწია ხელი ტელეფონის გამოსართმევად. ხელის გულზე დადებული აპარატი ძველ ადგილს დააბრუნა და თვალები დახუჭა.
-დაიძინე!
-არ მეძინება...- გაბუტული ბავშვივით ამოილაპარაკა ქარდავამ.
-რაგიყო აბა, რა შემოგთავაზო? -თვალები არ გაუხელია ისე გაეცინა დათას.
-რა სასაცილოა...- ამოიბუზღუნა ქარდავამ და დივანზე დამჯდარი პლედში გაბუტული ბავშვივით ტუჩებდაბერილი გაეხვია. არაბულმა კი იკადრა თვალების გახელა და მთვარის შუქის ფონზე მჯარ ქალს გახედა. უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა და სავარძელში გასწორდა.
-წამოდი, სადმე ვჭამოთ.- ფეხზე წამოდგა დათა და ტელეფონი შარვლის ჯიბეში ჩაიცურა.
-რა?- გაოცებისგან თვალები დაუმრგვალდა ქარდავას.
-წამოდი, მაკდონალდსში წავიდეთ.
-ღადაობ?-ყურებს არ დაუჯერა მარიამმა.
-არ გშია, მარიამ? ჰო და, ადექი დროულად და გამოადგი ფეხი, სანამ გადავიფიქრე.- წარბები შეკრა დათამ და უკვე კარის ზღურბლთან იყო მისული სავარძლიდან წამომხტარი ქარდავა, სირბილით რომ აედევნა უკან.
-მისმინე, არც კი ეცადო გაქცევას!- იდაყვში ხელი უხეშად სტაცა და თავისკენ შეატრიალა.- არ მანანებინო ჩემი შენდამი კეთილ განწყობა!
-კარგი...-საწყლად ამოილაპარაკა მარიამმა და სადარბაზოში ლიფტთან მორჩილად გაჩერდა არაბულის გვერდით.

ქალაქს ტკბილი ძილით ეძინა. შავი რებჯროვერი საკმაოზე დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა ცარიელ ქუჩებში. მგზავრის სავარძელში მჯდარი მარიამი შუშის მიღმა ათვალიერებდა ერთიმეორის მონაცვლეობით გამკრთალ მაღალ კორპუსებს და გაბრდღვიალებული მაღაზიების თუ სავაჭრო ცენტრების ვიტრინებს. არაბული ცალი ხელით მართავდა საჭეს მეორე ხელის თითებში კი ანთებული სიგარეტის ღერი მოექცია და ნახევრად ჩამოწეული შუშიდან გარეთ აგზავნიდა კვამლს.
გადაღლილი თვალებით ხშირად ამოწმებდა ჩამქრალი ტელეფონის ეკრანს, რომელიც ბოლო გაგზავნილი შეტყობინების მერე ჯიუტად დუმდა. სამი საათის წინ მიწერილი შეტყობინება გახსნილი და წაკითხულიც კი არ იყო, არადა ადრესატს საიტზე აჩვენებდა. ალბათ ჩაეძინაოო თავს იმშვიდებდა, მაგრამ გულის სიღრმეში პატარა ეჭვის ნაპერწკალი მაინც ციმციმებდა. საოცარი სევდა აწვებოდა და მთელს ორგანიზმს ისე იქცევდა მარწუხებში, თავადაც ვერ იაზრებდა. არასდროს გამოირჩეოდა დათა ამ მხრივ ზედმეტი ყურადღებით და ესემესების გზავნას ყოველთვის ერჩია დაერეკა და სათქმელი პირდაპირ ეთქვა, მაგრამ ცხრა პასუხგაცემული შეტყობინებიდან მეათე და ზუსტად ის მთავარი მესიჯი დარჩენილიყო პასუხგაუცემელი და ეს საშინლად სტკენდა გულს სოფოს. ამ ბოლო დროს გახდა ასეთი გულჩვილი და ამ ბოლო დროს დაფიქრდა იმ ურთიერთობაზე, ადრე რომ წამითაც არ უფიქრია. დაფიქრდა და როგორც იქნა მიხვდა, რომ ის რაც იყო, ნამდვილად არ იყო საკმარისი და უფრო მეტი უნდოდა. დიახ, მეტი!
-სოფია, ჩემო მშვენიერო- ღიმილით შემოქანდა ოთახში მისი თანამშრომელი და განუყრელი დაქალი, ენერგიის უშრეტი წყარო თამთა გვასალია.
-რაშვები, კნუტო? რამ მოგაწყინა, სოფია?
-არაფერს, თამთა, არ ვარ მოწყენილი.- საწყლად გაიღიმა ქალმა და ამღვრეული თვალები შეანათა დაქალს.
-ღმერთო- სახე მოერყა თამთას.- რა გჭირს გოგო?!- შეშფოთებული ეცა მხარში.- გაწყენინა ვინმემ? სოფ ნუ მაშინებ...
-არავინ...
-ჰე...ამოშაქრე ახლა- ხმას აუწია გვასალიამ და მხარში სუსტად უჩქმიტა.
-აუ, არაფერითქო- სავარძლიდან წამოდგა სოფო.- აუ ,არ გშია?
-კი, შენ?- საჭმლის ხსენებაზე მსუნაგობით განთქმულ თამთას სახე გაუნათდა.
-წამოდი, მაკში გადავიდეთ და რამე ვიყიდოთ...-სწრაფად დასწვდა საფულეს სოფი.
-ღმერთო, დღეს მენეჯერი რა ლოიალურია ხელქვეითების მიმართ- სიცილით აატრიალა თვალები გვასალიამ და ქუსლების კაკუნით გაეკიდა მიმღებში გასულ მენეჯერს, რომელიც მოხდენილი ტანის რხევით მიიწევდა სასტუმროდან გასასვლელი მთავარი შუშის კარისკენ.
-ღმერთოო სოფი! არაბულმა უნდა თქვას ბედი მაქვსო, ისეთი მაგარი ქალი ხარ.- აკისკისდა ყელმოღერებული გვასალია და მხარში მსუბუქი დარტყმაც მიიღო. ქუჩაში გამოსულებმა სწრაფად გადჭრეს ცენტრალური გზა და მაკდონალდსის მიმართულებით გაემართნენ. გვასალია მთელი გზა პირს არ აჩერებდა და გულიანად კისკისებდა, სოფისაც იყოლიებდა და სულ გადაავიწყდა სადარდებელი. კისკისებდა ლაღად, გულიანად, სევდისგან განმწმენდი სიცილით. მისი მზერა წამით ნაცნობმა მანქანამ მიიპყრო, რომელიც წესით ახლა აქ და მით უმეტეს ამ ადგილას წარმოუდგენელი იყო, რომ ყოფილიყო. შავი რენჯროვერი ნელი სვლით დაიძრა მაკდონალდსის შენობის მხრიდან და სანამ ცენტრალურ ქუჩაზე გავიდოდა მათ გვერდით შეანელა სვლა. ჩაწეული შუშებიდან სალონში დბალ ხმაზე გაჟღერებული ed sheeran- photograph-ის სასიამოვნო ჰანგები იღვრებოდა. საჭესთან მჯდარი მამაკაცი სიგარეტს უკიდებდა მის გვერდით მჯდარი ახალგაზრდა, მომხიბლავი ქალი კი მუხლებზე დადებულ პაკეტში ცხვირაბზუებული იყურებოდა და საჭესთან მჯდომს რაღაცას ელაპარაკებოდა.

სოფო ადგილზე გახევდა. გაფართოებული თვალები წამში აემღვრა და გული ისე მტკივნეულად მოეწურა, ეგონა სხეულში შემძვრალი უხილავი ხელი მის გაჭ....ტვას ლამობსო. ფეხის თითებიდან წამოსული ტკივილი წამში გავრცელდა მთელს ორგანიზმში და იმედგაცრუებასთან ერთად გულში იმხელა ეჭვის ცეცხლი გააღვივა, მანამდე წარმოდგენაც კი რომ არ შეეძლო. ყელში მობჯენილი ცრემლის გორგალი, სუნთქვაში უშლიდა ხელს და ამწვარი ცხვირის წვერი აიძულებდა ცრემლად გამოეხეთქა გარეთ. არც დაუყოვნებია, მსხვილმა ცრემლებმა წამში გადმოლახეს ჯებირები და მარილიანი სითხის ბურთულები ყვრიმალებზე დაეშვნენ. მუხლები აუთრთოლდა და წონასწორობა დაკარგული ლაპარაკში გართულ თათულის მკლავზე ჩააფრინდა, რომელმაც ღიმილიანი სახე შეანათა და მისი გამომეტყველების დანახვაზე, ღიმილი წამში ჩამოერეცხა სახიდან.
-სოფ...ჯანდაბა, რა დაგემართა?- ატირებულს ორივე ხელით მოეხვია მხრებზე და შეშფოთებულმა წამოიკივლა- ცუდად ხარ?
-თავბრუ მესხმის...- ათრთოლებული ნიკაპით ამოილუღლუღა სოფომ და თათულის მიღმა შუქნიშანზე გასულ ჯიპს თვალი გააყოლა. არა, ნამდვილად არ მოჩვენებია. ეს არაბულის მანქანა იყო, რაზეც მისი ნაცნობი სერიაც მეტყველებდა და მიუხედავად იმისა, რომ გარკვევით ვერ გაარჩია საჭესთან მჯდომი მამაკაცის სახე მაინც თამამად შეეძლი დაეფიცა, რომ არ ცდებოდა. აი, თურმე რატომ არ პასუხობდა მის შეტყობინებებს. ფაქტი სახეზე იყო - არაბულს ახალი გასართობი ჰყავდა და ის მონაჩმახი ტყუილიც თითქოს ბათუმში იყო საქმეზე, მისგან თავის დასახსნელად მოიგონა. მეტი რა უნდა ეფიქრა?! არც არაფერი... ყოველთვის იცოდა დათას სხვადასხვა გასართობების შესახებ, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა ვიდრე მოსმენილი და ეს ტკივილი, საშინლად რომ უკაწრავდა გულ-მუცელს და ამოუცნობი ემოციებით ავსებდა, ემოციებით, რომელიც მანამდე განცდილს ნამდვილად არ ჰგავდა და გრძნობა, საყვარელი ადამიანის დაკარგვით განცდილი, ტვინში წითელ ნათურას სახიფათოდ უნთებდა.
-უნდა წავიდე- საკუთარ გადაწყვეტილებაში მყარად დარწმუნებული სწრაფად მოშორდა გაოგნებულ თათულის.- ხო, უნდა მივიდე და თავად მითხრას ეს ყველაფერი - ლუღლუღებდა წაშლილი სახით.
-სოფ, რას ამბობ? რა გჭირს, გაფიცებ... სოფი!!!
-კი, ნამდვილად უნდა მივიდე... ჯანდაბა...- გზისკენ შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა სასტუმროს გვერდით გაჩერებული თავისი მანქანისკენ. თითქმის სირბილით გადაჭრა გზა და მანქანას ისე ეცა და გამოგლიჯა კარები თათული ძლივს დაეწია და უკვე დაძრულ მანქანაში შეხტა.
-სად მიდიხარ?
სოფოს პასუხი არ გაუცია, გიჟივით მოსწყვიტა ადგილს მანქანა და ცენტრალურ გზაზე ისე გავიდა შუქნიშნისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
სავარძელზე ფეხმორთხმით იჯდა და სამი დღის ნაშიმშილები ისე გემრიელად ილუკმებოდა, სულ რომ არ გდომებოდა ჭამა მის შემხედვარეს მოგინდებოდა. მოპირდაპირედ მჯდარი არაბული თვალს არ აშორებდა ქალს და ცდილობდა ტუჩის კუთხეებში გაპარული ღიმილის გაკონტროლებას.
-ასეთ დროს პირველად ვჭამ, ჯანდაბა.- გაეცინა ქარდავას და ქვედა ტუჩზე შერჩენილი მაიონეზი ენის წვერით გაილოკა. დათამ თვალი აარიდა და ფანჯრის მიღმა ცას შეპარულ მტრედისფერ რიჟრაჟს გახედა. ქალაქში თენდებოდა. ახალი დღე დგებოდა, ახალი მოულოდნელობებით თუ განსაცდელით სავსე. დღე, რომლის გათენებაც უკვე იმედია... იმედი და დიდი ბედნიერება, რადგან როგორიც არ უნდა იყოს ის, გიხარია. გიხარია იმიტომ, რომ უფალმა ინება და კიდევ ერთი დღე გაგითენა.

კარზე ატეხილმა კაკუნმა გამოარკვია ფიქრებში წასული არაბული და თავისით შეეკრა წარბები. ასეთ დროს, მით უმეტეს მასთან, ვინ უნდა მოსულიყო. სოფო არ იქნებოდა, რადგან იცოდა ბათუმში იყო საქმესთან დაკავშირებით წასული. თორღვა რომ არ იქნებოდა ეგ ფაქტია. სხვა დანარჩენები კი ჯერ დარეკავდნენ და მერე ისე ამივიდოდნენ. სავარძლიდან სწრაფად წამოდგა და კარის მიმართულებით გაემართა, რომლის მიღმაც მდგარი დაუპატიჟებელი სტუმარი ცოცხალი თავით არ აპირებდა შეჩერებას და კაკუნი მალე ბრახუნში გადაიზრდებოდა. საჭვრეტშიც არ გაუხედია ისე გადაატრიალა საკეტში გასაღები და კარი ბოლომდე გამოაღო. ზღურბლზე მდგარ დაუპატიჟებელ სტუმარს შეხედა და გაფითრდა. თმაგაშლილი ქალი ბრაზისგან ათრთოლებული სხეულით და ამღვრეული თვალებით უყურებდა საშინაო სპორტულებში გამოწყობილ მამაკაცს.
-სოფო?!
სოფოს ხმა არ გაუცია, ხელის კვრით გვერდზე გასწია კარში ჩამდგარი მამაკაცი და სახლში დაუპატიჟებლად შევარდა. სწრაფი ნაბიჯით დაფარა დერეფნიდან სასტუმრო ოთახამდე მანძილი და ზღურბლზე შემდგარი კარის ჩარჩოს ჩაეჭიდა ხელით. ცრემლიანი თვალებით უყურდბდა სავარძელში მჯდარ ქალს და უარესად დაჭიმული კანკალს ვერ იმორჩილებდა. ხელმეორედ იფეთქა მისი თვალის ჭრილიდან ცრემლების ნაკადმა და ნიკაპი აუთრთოლდა. გაოცებულ მარიამს კიდევ ერთხელ შეავლო მზერა და უკან-უკან დაიხი სახლიდან გასასვლელი კარისკენ, სადაც არაბული გახევებულიყო და კარის სახელურისთვის გათეთრებამდე ჩაეჭიდა თლილი თითები.
-სოფ...
-არაფერი არ მითხრა...- კანკალს ამოაყოლა წყვეტილად სიტყვები და საჩვენებელი თითი ცხვირწინ გაუბზიკა დათას.- საერთოდ არაფერი არ მითხრა, დათა...
-სოფ...
-ჯანდაბა...რა დებილი ვარ...რა დებილი ვარ...- ქვითინი აუვარდა სოფოს და მისკენ ჩასახუტებლად გაწეული მამაკაცის ძლიერი სხეული, ხელის უხეში კვრით მოიშირა. სუსტად განათებულ სადარბაზოში გავარდა და ლიფტთან მისული კიდევ ერთხელ შემოტრიალდა მამაკაცისკენ.
-სოფო...
-კარგად იყავი, დათა...- ხმამაღალი ქვითინის შესაჩერებლად ორივე ხელისგული აიფარა პირზე და კიდევ ერთხელ შეავლო ტკივილიანი მზერა საყვარელ მამაკაცს, შემდეგ კი ლიფტის ღია კარში შევიდა და მისგან ზურგშექცევით მდგარმა ათრთოლებული თითი მიაჭირა პირველი სართულის ღილაკს.
-დედაც მოვტყან...- ყრუდ ამოილაპარაკა არაბულმა და მარჯვენა ხელის თითები ნერვიულად გადაისვა თავზე. გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და რკინის კარი ხმაურით მიხურა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 წევრი Liziko27

პირველიი ვარრ;*;*:d;d;d როგორ გამახარეეეეეეეეე!!!!

№2  offline მოდერი ფ ე ფ ო

Liziko27
პირველიი ვარრ;*;*:d;d;d როგორ გამახარეეეეეეეეე!!!!

:))))))იმედი მაქვს მოგეწონება :*

№3 მოდერი sameone crazy girl

რა გავაკეთო არ მიყვარს ძალიან არ მომწონს როდესაც ამდენხნიანი ურთიერთობის შემდეგ ასე იკიდებენ ქალს. დათა კიდე ხო ფაქტია რო სოფოს ძალიან მალე მიატოვებდა და მეცოდება ძალიან მ რაღაც დღეს გულაჩუყებული ვარ და იმედია ამაზეც არ ამეტირება .
ძალიან კარგია მომწონს და ველოდები მოვლენების განვჯთარებას

№4  offline მოდერი ფ ე ფ ო

sameone crazy girl

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო რომ კითხულობ :* აი რომ მოგწონს ეგ ხომ ვაბშე მიხარია ,აღარ ჰქვია ამას :)))))

ხო სოფო ცოდოა მაგრამ...მთლად დაშორების მიზნით რომ არ მოუტყუებია დათას ეგ ფაქტია...

№5 სტუმარი კატ

ბედნიერებით ავივსე

ოღონდ არ გადააყოლო რა დათა სოცოს. ისედაც ხო თქვი რო აარ უყვარდა. მარიამი ისეთი გოგო გვყავს სოფოზე დარდი არ გირს. აბა რა ეგონა :p

№6 სტუმარი ზინიკო

ძალიან საინტერესო ისტორიაა.. ფეფო,მერამდენედ ვამბობ არ ვიცი,მაგრამ ძალიან მაგარი ხარ..:*

№7  offline წევრი Ma No

sameone crazy girl
რა გავაკეთო არ მიყვარს ძალიან არ მომწონს როდესაც ამდენხნიანი ურთიერთობის შემდეგ ასე იკიდებენ ქალს. დათა კიდე ხო ფაქტია რო სოფოს ძალიან მალე მიატოვებდა და მეცოდება ძალიან მ რაღაც დღეს გულაჩუყებული ვარ და იმედია ამაზეც არ ამეტირება .
ძალიან კარგია მომწონს და ველოდები მოვლენების განვჯთარებას

ჯერჯერობით მგონი სულაც არ იკიდებს დათა სოფოს, პირიქით, ამ თავში გამოჩნდა დათასთვის სოფო რამდენად მნიშვნელოვანია. არ მგონია დათა იმიტომ შეშფოთებულიყო, რომ სოფომ გატაცებული მარიამი ნახა მის ბინაში და არა უბრალოდ სხვა ქალი. თანაც, თავიდანვე გარკვევით იყო ახსნილი მათი ურთიერთობა, ერთად მაგრამ თავისუების შეზღუდვისა და გრძნობების გარეშე. მაგის გათავალისწინებით კიდევ კარგი ბოჭია ჩვენი დათიკო სოფოზე რომ ღელავს)))

№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მართლაც ამ თავში გამოჩნდაბის რომ სოფო მისთვის მნიშვნელოვანი ქალი იყო ... და საერთოდაც ვაფასებ ამას კაცში რომ ეგრევე არვიკიდებს.. მართალია დაშორდნენ მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა დათაზე რომ ეს ადამიანი არის იმენა კაცი პიროვნება.. და მიყვარს მე დათა♥️♥️
ჰო სოფო ცოდოა მაგრამ რასვიზამთ ხდება ხოლმე ვეღარ ეწყობიან და ვსიო :დ
აი მარიამიი... არვიცი მე მინდა დათა და მარიამი მომწონს მაგრამ ავტორო შენ ისეთი ხარ ყველაფერს მოველი შენგან და იმედებს არ ვამყარებ ჯერ :დდდ წარმატებები

№9 მოდერი sameone crazy girl

Ma No

აი სწორედ ეგ ვოგულისხმე და აშკარად ცუდად დავწერე ავტორს თავიდანვე მშვენივრად აქვს ახსნილი სოფოსა და დათას ურთიერთბა მე პირადად ველოდი რო ბოლოს დაშორდებოდნენ. ერთია ქალი შენთვის მნიშვნელოვანი იყოს და მეორეა გიყვარდეს . სოფოც უყვარს ტავისებურად მაგრამ მგონი არა ისე რომ მასთანყოს ბოლომდე . მოკლედ როგორცაა ძალიან კარგიაა ზედმეტად კარგიც კი და სულ მინდება წაკითხბა

№10  offline წევრი მარიკუნაა♥️

ახლა იმ საცოდავ გოგოს არ დაერიოს კიდე:))
????
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№11  offline მოდერი ფ ე ფ ო

ზინიკო
ძალიან საინტერესო ისტორიაა.. ფეფო,მერამდენედ ვამბობ არ ვიცი,მაგრამ ძალიან მაგარი ხარ..:*

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო :*

მარიკუნაა♥️
ახლა იმ საცოდავ გოგოს არ დაერიოს კიდე:))
????

ესე ცუდად იცნობ დათიკოს :)))))) მართლა გიჟი ხო არაა მარიამი რა შუაშია.არც თავადაა დიდად დამნაშავე...კი მოატყუა მაგრამ არა იმიყომ რომ უნდოდა...უბრალოდ ასე იყო საჭირო. მიხარია შენი კომენტარები :*

ტკბილიწიწაკა
მართლაც ამ თავში გამოჩნდაბის რომ სოფო მისთვის მნიშვნელოვანი ქალი იყო ... და საერთოდაც ვაფასებ ამას კაცში რომ ეგრევე არვიკიდებს.. მართალია დაშორდნენ მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა დათაზე რომ ეს ადამიანი არის იმენა კაცი პიროვნება.. და მიყვარს მე დათა♥️♥️
ჰო სოფო ცოდოა მაგრამ რასვიზამთ ხდება ხოლმე ვეღარ ეწყობიან და ვსიო :დ
აი მარიამიი... არვიცი მე მინდა დათა და მარიამი მომწონს მაგრამ ავტორო შენ ისეთი ხარ ყველაფერს მოველი შენგან და იმედებს არ ვამყარებ ჯერ :დდდ წარმატებები

მადლობა ჩემო ტკბილო :*

Ma No
sameone crazy girl
რა გავაკეთო არ მიყვარს ძალიან არ მომწონს როდესაც ამდენხნიანი ურთიერთობის შემდეგ ასე იკიდებენ ქალს. დათა კიდე ხო ფაქტია რო სოფოს ძალიან მალე მიატოვებდა და მეცოდება ძალიან მ რაღაც დღეს გულაჩუყებული ვარ და იმედია ამაზეც არ ამეტირება .
ძალიან კარგია მომწონს და ველოდები მოვლენების განვჯთარებას

ჯერჯერობით მგონი სულაც არ იკიდებს დათა სოფოს, პირიქით, ამ თავში გამოჩნდა დათასთვის სოფო რამდენად მნიშვნელოვანია. არ მგონია დათა იმიტომ შეშფოთებულიყო, რომ სოფომ გატაცებული მარიამი ნახა მის ბინაში და არა უბრალოდ სხვა ქალი. თანაც, თავიდანვე გარკვევით იყო ახსნილი მათი ურთიერთობა, ერთად მაგრამ თავისუების შეზღუდვისა და გრძნობების გარეშე. მაგის გათავალისწინებით კიდევ კარგი ბოჭია ჩვენი დათიკო სოფოზე რომ ღელავს)))

მოკლედ ჩემი გოგო ფორმაშია:)))))) ახსნა განმარტა...უფ...როჰორ მიყვარხარ მითქვამს შენთვის?:*

№12  offline წევრი ხოსე

ფეფო ერთ ისტორიაში ერთ მამრ მთავარ გმირს ორი ქალი ხომ იცი რომ ცუდად აქვს დაცდილი :-D ეხლა თუ წავაყარეთ ერთმანეთ არა სოგო არა მაირამიოო :-D ნუ ეს ხუმრობით და სეეიოზულად ველი მოუთმენლად მარიამის და დათას კოჰაბიტაციას, ურთიერთობების დათბობას და იმ ემოციების ზღვას რასაც მოახდენ მათ შორის როცა საჭირო იქნება მაშინ :-D

№13  offline წევრი Ma No

sameone crazy girl
Ma No
sameone crazy girl
რა გავაკეთო არ მიყვარს ძალიან არ მომწონს როდესაც ამდენხნიანი ურთიერთობის შემდეგ ასე იკიდებენ ქალს. დათა კიდე ხო ფაქტია რო სოფოს ძალიან მალე მიატოვებდა და მეცოდება ძალიან მ რაღაც დღეს გულაჩუყებული ვარ და იმედია ამაზეც არ ამეტირება .
ძალიან კარგია მომწონს და ველოდები მოვლენების განვჯთარებას

ჯერჯერობით მგონი სულაც არ იკიდებს დათა სოფოს, პირიქით, ამ თავში გამოჩნდა დათასთვის სოფო რამდენად მნიშვნელოვანია. არ მგონია დათა იმიტომ შეშფოთებულიყო, რომ სოფომ გატაცებული მარიამი ნახა მის ბინაში და არა უბრალოდ სხვა ქალი. თანაც, თავიდანვე გარკვევით იყო ახსნილი მათი ურთიერთობა, ერთად მაგრამ თავისუების შეზღუდვისა და გრძნობების გარეშე. მაგის გათავალისწინებით კიდევ კარგი ბოჭია ჩვენი დათიკო სოფოზე რომ ღელავს)))

აი სწორედ ეგ ვოგულისხმე და აშკარად ცუდად დავწერე ავტორს თავიდანვე მშვენივრად აქვს ახსნილი სოფოსა და დათას ურთიერთბა მე პირადად ველოდი რო ბოლოს დაშორდებოდნენ. ერთია ქალი შენთვის მნიშვნელოვანი იყოს და მეორეა გიყვარდეს . სოფოც უყვარს ტავისებურად მაგრამ მგონი არა ისე რომ მასთანყოს ბოლომდე . მოკლედ როგორცაა ძალიან კარგიაა ზედმეტად კარგიც კი და სულ მინდება წაკითხბა

მარიამ, მიხარია თუ ერთნაირად ვფიქრობთ ❤

Life is Good

უჰჰ, კიიი... მაგრამ კიდევ მითხარი, არაა პრობლემა :დდდ ❤❤❤ მე როგორ მიყვარხარ?!❤❤

№14  offline წევრი ხოსე

ხოსე
ფეფო ერთ ისტორიაში ერთ მამრ მთავარ გმირს ორი ქალი ხომ იცი რომ ცუდად აქვს დაცდილი :-D ეხლა თუ წავაყარეთ ერთმანეთ არა სოგო არა მაირამიოო :-D ნუ ეს ხუმრობით და სეეიოზულად ველი მოუთმენლად მარიამის და დათას კოჰაბიტაციას, ურთიერთობების დათბობას და იმ ემოციების ზღვას რასაც მოახდენ მათ შორის როცა საჭირო იქნება მაშინ :-D

ჯერჯერობით კი არ უჩანს ეგეთი პირი, როგორც ვხედავ ყველა ერთ აზრზე ვართ ????????????

№15  offline წევრი tamuna.s

sameone crazy girl
Ma No
sameone crazy girl
რა გავაკეთო არ მიყვარს ძალიან არ მომწონს როდესაც ამდენხნიანი ურთიერთობის შემდეგ ასე იკიდებენ ქალს. დათა კიდე ხო ფაქტია რო სოფოს ძალიან მალე მიატოვებდა და მეცოდება ძალიან მ რაღაც დღეს გულაჩუყებული ვარ და იმედია ამაზეც არ ამეტირება .
ძალიან კარგია მომწონს და ველოდები მოვლენების განვჯთარებას

ჯერჯერობით მგონი სულაც არ იკიდებს დათა სოფოს, პირიქით, ამ თავში გამოჩნდა დათასთვის სოფო რამდენად მნიშვნელოვანია. არ მგონია დათა იმიტომ შეშფოთებულიყო, რომ სოფომ გატაცებული მარიამი ნახა მის ბინაში და არა უბრალოდ სხვა ქალი. თანაც, თავიდანვე გარკვევით იყო ახსნილი მათი ურთიერთობა, ერთად მაგრამ თავისუების შეზღუდვისა და გრძნობების გარეშე. მაგის გათავალისწინებით კიდევ კარგი ბოჭია ჩვენი დათიკო სოფოზე რომ ღელავს)))

აი სწორედ ეგ ვოგულისხმე და აშკარად ცუდად დავწერე ავტორს თავიდანვე მშვენივრად აქვს ახსნილი სოფოსა და დათას ურთიერთბა მე პირადად ველოდი რო ბოლოს დაშორდებოდნენ. ერთია ქალი შენთვის მნიშვნელოვანი იყოს და მეორეა გიყვარდეს . სოფოც უყვარს ტავისებურად მაგრამ მგონი არა ისე რომ მასთანყოს ბოლომდე . მოკლედ როგორცაა ძალიან კარგიაა ზედმეტად კარგიც კი და სულ მინდება წაკითხბა

დათასთვის სოფო მნიშვნელოვანი ადამიანია და ძვირფასი რა თქმა უნდა, მასთან თავს კარგად გრძნობდა და ის თავისუფალი ურთიერთობა სრულებით აკმაყოფილებდა რაც ქონდათ, მაგრამ ნამდვილად ვერ ვხედავ რომ სოფოზე უგონოდ შეყვარებულია. მისთვის ოცნების კოშკები არ აუგია და ცოლობას არ დაპირებია, თუმცა სოფოსიც მესმის ადრე თუ გვიან ყველა ქალს უნდა ოჯახი და შვილები. სოფოსაც მოუნდა მეტი და ასეთი სახელდაურქმეველი ურთიერთობა აღარ აკმაყოფილებს, ამიტომ დათამ ან უნდა დაამთავროს ეს ურთიერთობა, ან დაისვას ცოლად smiley დათასი და მარიამის წყვილი ძალიან მომწონს და აშკარაა რომ დათასაც მოსწონს მარიამი. მათ შორის დიდი ქიმიაა.

№16 სტუმარი ემი

შემეცოდა დათა ამ სიტუაციაში. ძალიან ძნელია შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი რომ არ გიჯერებს და არ გენდობა. თან მაშინ, როცა არაფერი დაგიშავებია მისთვის. შეცდომა დაუშვა დათიკომ, გარეთ გასვლა რომ მოინდომა. მაგრამ მგონია, რომ ეს მისი კარგი ბუნების ბრალია. მგონია, რომ ქალს, როგორი სტატუსით არ უნდა იყოს მის ცხოვრებაში,სწორედ ამ სტატუსის შესაბამისად სცემს პატივს.
ძალიან კარგად წერ ფეფო

№17  offline წევრი kora

ხომ მომწონს სოფოც და ცხადია არცერთი ქალი არ მემეტება იმ ტკივილისთვის, რასაც საყვარელი კაცის დაკარგვა ჰქვია. მაგრამ მათ ურთიერთობას აკლდა რაღაც, აი ვერ ვგრძნობდი სიმყარეს მათ ურთიერთობაში.
წინა თავში დავწერე იმაზე, რომ მიუხედავად სურვილისა ვერ ვუნახე სოფოს წუნი თქო და აი ამ თავში მინუსს ვუწერ. როდესაც გვერით ამდენი წელი გყავს დათასნაირი იქ ახსნა-განმარტების გარეშე არც კი უნდა ეცადა დასკვნების გამოტანას. როცა იცი კაცს არანაირი სამომავლო დაპირება არ მოუცია და ამ დროს ისტერიკით უვარდები სახლში ცოტა არ იყოს არასტრატეგიული სვლაა ქალის მხრიდან, რომლისთვისაც ცნობილია ამ კაცის შინაგანი სამყარო.
მარიამი ოქრო გოგოა და რეზისთვის ნამდვილად არ მემეტება:)
დათა არის სუპერ საუკეთესო პერსონაჟი. სოფომ თუ იმ წლების მანძილზე ვერ გაიცნო ძალიან ცუდია, ამ ოთხ თავში ვხედავ როგორი ტიპიცაა და იმედია იმედებს ბოლომდე გამიმართლებს:)
ფეფო, ოქრო გოგო ხარ ასეთი საოცრებების შექმნისთვის, მადლობა შენ იმ თითოეული ემოციისთვის რასაც შენი ისტორიის კითხვა მანიჭებს. ჰოდა, ბარემ გეტყვი იმასაც რომ მიყვარხარ შენს გასაოცარ პერსონაჟებიანად <3
--------------------
kira.G

№18  offline მოდერი ფ ე ფ ო

ემი
შემეცოდა დათა ამ სიტუაციაში. ძალიან ძნელია შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი რომ არ გიჯერებს და არ გენდობა. თან მაშინ, როცა არაფერი დაგიშავებია მისთვის. შეცდომა დაუშვა დათიკომ, გარეთ გასვლა რომ მოინდომა. მაგრამ მგონია, რომ ეს მისი კარგი ბუნების ბრალია. მგონია, რომ ქალს, როგორი სტატუსით არ უნდა იყოს მის ცხოვრებაში,სწორედ ამ სტატუსის შესაბამისად სცემს პატივს.
ძალიან კარგად წერ ფეფო

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო
..მიხარია თუ ასე მოგწონთ. :* კი შეცდომა დაუშვა მაგრამ მეორე მხრივ რას წარმოიდგენდა რომ ზუსტად მაშინ მოუნდებოდა სოფოსაც მაკში გამოსვლა...თან ესეც რომ არა დამშეული იყო ჩვენი მარიამი და რაექნა :)))))"

ხოსე
ფეფო ერთ ისტორიაში ერთ მამრ მთავარ გმირს ორი ქალი ხომ იცი რომ ცუდად აქვს დაცდილი :-D ეხლა თუ წავაყარეთ ერთმანეთ არა სოგო არა მაირამიოო :-D ნუ ეს ხუმრობით და სეეიოზულად ველი მოუთმენლად მარიამის და დათას კოჰაბიტაციას, ურთიერთობების დათბობას და იმ ემოციების ზღვას რასაც მოახდენ მათ შორის როცა საჭირო იქნება მაშინ :-D

შენ რომ არ ჩანდი მეგონა მიმატოვეე :)))))) მოიცადე გეხვეწები აქ ესეთი რაღაცეები არ გვინდა ცუდად გვაქვს დაცდილი :დ

kora
ხომ მომწონს სოფოც და ცხადია არცერთი ქალი არ მემეტება იმ ტკივილისთვის, რასაც საყვარელი კაცის დაკარგვა ჰქვია. მაგრამ მათ ურთიერთობას აკლდა რაღაც, აი ვერ ვგრძნობდი სიმყარეს მათ ურთიერთობაში.
წინა თავში დავწერე იმაზე, რომ მიუხედავად სურვილისა ვერ ვუნახე სოფოს წუნი თქო და აი ამ თავში მინუსს ვუწერ. როდესაც გვერით ამდენი წელი გყავს დათასნაირი იქ ახსნა-განმარტების გარეშე არც კი უნდა ეცადა დასკვნების გამოტანას. როცა იცი კაცს არანაირი სამომავლო დაპირება არ მოუცია და ამ დროს ისტერიკით უვარდები სახლში ცოტა არ იყოს არასტრატეგიული სვლაა ქალის მხრიდან, რომლისთვისაც ცნობილია ამ კაცის შინაგანი სამყარო.
მარიამი ოქრო გოგოა და რეზისთვის ნამდვილად არ მემეტება:)
დათა არის სუპერ საუკეთესო პერსონაჟი. სოფომ თუ იმ წლების მანძილზე ვერ გაიცნო ძალიან ცუდია, ამ ოთხ თავში ვხედავ როგორი ტიპიცაა და იმედია იმედებს ბოლომდე გამიმართლებს:)
ფეფო, ოქრო გოგო ხარ ასეთი საოცრებების შექმნისთვის, მადლობა შენ იმ თითოეული ემოციისთვის რასაც შენი ისტორიის კითხვა მანიჭებს. ჰოდა, ბარემ გეტყვი იმასაც რომ მიყვარხარ შენს გასაოცარ პერსონაჟებიანად <3

ჩემო გოგოო...:* ჩემო ერთგულო კორა..როგორ მიხარიხარ ჩემს ისტორიებში შენი კომენტარების გამოჩენის დღიდან.მადლობა დიდი და უღრმესი მადლობა ამ.ერთგულებისთვის.

№19 სტუმარი თინა

არ მყოფნის:((

№20  offline წევრი ხოსე

არაა, ბოლო თავზე კომენტარი შეგნებულად არ ვაწერე :-) მერე ძალიან მომენატრნენ ნიკა და ნენე ვიფიქრე შევალ იქნებ ახალი აქვს რამე ფეფოს თუარადა დავხედავ ისვ იმათ როგორ არიანმეთქი და ვუუალაა დამხვდა ახალი გამომაცოცხლებელი ელექ :-) და ვარ ახლა ასე აჟიტირებული და ბედნიერი :-*:-*:-*

სულ ამას ვწერ და კიდე გავმეორდები რა, ზოგადად ისე ვარ გადაღლილი დაფიქრების, აზრის ჩამოყალიბების, და ზოგადად აზროვნების უნარიც არ მაქვს ხოლმე ჩასაღრმავებლად და სერიოზული კომწნტარის დასაწერად პუნქტუაციათ სად მაქვს კომანტარებში ვერ ვერ ვხვდები ???? უბრაალოდ ვკითხულობ შენს ისტორიწბს და ემოციურად ვცოცხლდები, შენი ისტორიები მაცოცხლებს წინა თავშიც დაგიწერე და დავდივარ იდიოტივით გაღიმებული სამსახურში ????

შენ, შენი უემოციურესი ისტორიებით, ურელურესად გადმოცემული გრძნობებით, აფერადებ ჩემს ყოველდღიურობას რომელიცაა სამსახური სახლი ბავშვი და ქრონიკულად მომუშავე მეუღლე, მოუცლელობა სხვა ყველაფრისთვის:-) ამიტომ მადლობა შენ ამ ყველაფრისთვის, უმაგრესი გოგო ხარ ????????????????

დილა გათენდა და დაიწყო ისტორიაზე ფიქრით :-) ვიხსენებ მომენტებს და დავდივარ გაღიმებული :-)))

ხო ზემოთ კომენტარი წავიკითხე და მე პირადად ზუუსტად ეგეთი გამიშვი დამიჭირე მაგარი ბიჭები და ნაზი სიფრიფანა გამოუცდელი გოგონების წყვილები მომწონს, მეც და კიდევ ბევრს და თვითონ წყვიკებსაც ასეთები მოსწონთ ერGმანეთი უყვარდებათ :-) მამაკაცური კაცები და ქალური ქალები :-) ნუ ეს ჩემი აზრია :-)

№21 წევრი Tatutatu

ქალს რომელმაც იცოდა დათა არ იყო მისი ერთგული არ უნდა გაკვირვებოდა ...)) არ მომწონს ასეთი ქალები რაა!))) უთავმოყვარეოა ჩემთვის ..!! ოღონდ კაცი არ გაექცეს სტრატეეგიით მოთამაშე ... ჰოო ფეფო რავერ დავადგინე ჯერ )) მარიამი არ ჩანს შტერი და ქარაფშუტა გოგო პირიქით... და რატომ თხოვდებოდა დედიკოს ბიჭზე ნეტა... ვიმედოვნებ გამოჩნდება მერე)

№22  offline წევრი ხოსე

აუუ ფეფოოო არ მყოფნის მეც და კიდე მინდა, ემოციების ველი მაკრავს გარშემო და მოსვენებას არ მაძლევს :-)

№23 წევრი Liziko27

როგორი საინტერესო თავი იქნება მომდევნო უკვე ვგრძნობ... აი მარის არუყვარს ეს რეზი ეტყობა რატო მიჰყვება ნეტავი... სოფოზე რავთქვა ბათუმში ვარო და აქ ნახა ქალთან ერთად .. ყველა გაბრაზდებოდა არც სცენები დაუდგია ჩემი აზრით... აი ეს ბიჭი კი როგორი მამაკაცური და თბილია თან უხეში ყველაფერი როგორ აქვს შეთავსებული... ;*;*;*;*

№24  offline წევრი ხოსე

ისევ მე ვარ ფეფო :-) დღეს მერამდენედ შემოვედი უკვე არ ვიცი :-)))))))

№25  offline მოდერი ფ ე ფ ო

ხოსე
აუუ ფეფოოო არ მყოფნის მეც და კიდე მინდა, ემოციების ველი მაკრავს გარშემო და მოსვენებას არ მაძლევს :-)

დღეს იქნება დიდი თავი აუცილებლად:* საღამოსკენ მანამდე სტუმარი მყავს და უხერხულია მისი თანდასწრებით ხომ არ შევძვრები ვირდში :))))))) უღრმესი მადლობა ასე რომ მახარებ ჩემო ძვირფასო

Liziko27
როგორი საინტერესო თავი იქნება მომდევნო უკვე ვგრძნობ... აი მარის არუყვარს ეს რეზი ეტყობა რატო მიჰყვება ნეტავი... სოფოზე რავთქვა ბათუმში ვარო და აქ ნახა ქალთან ერთად .. ყველა გაბრაზდებოდა არც სცენები დაუდგია ჩემი აზრით... აი ეს ბიჭი კი როგორი მამაკაცური და თბილია თან უხეში ყველაფერი როგორ აქვს შეთავსებული... ;*;*;*;*

კიი საინტერესო ნამდვილად იქნება და რაც მთავარია დიდი თავი...:* მართალია სოფოს ზედმეტი არაფერი გაუკეთებია უბრალოდ მივიდა და დარწმუნდა თავის ნანახში...არც სცენები დაუდგამს.ეწყინა,მეც მეწყინებოდა...მით უმეტეს როცა ადამიანი,უფრო სწორად საყვარელი ადამიანი გეუბნება გავდივარ ქალაქიდან და არც მეტი და არც ნაკლები ხედავ რომ არსად წასულა და მეტიც ქალთან ერთად არის. ეს საშინელი გრძნობაა...ძალიან მტკივნეული და სხვა უარესს იზამდა

Tatutatu
ქალს რომელმაც იცოდა დათა არ იყო მისი ერთგული არ უნდა გაკვირვებოდა ...)) არ მომწონს ასეთი ქალები რაა!))) უთავმოყვარეოა ჩემთვის ..!! ოღონდ კაცი არ გაექცეს სტრატეეგიით მოთამაშე ... ჰოო ფეფო რავერ დავადგინე ჯერ )) მარიამი არ ჩანს შტერი და ქარაფშუტა გოგო პირიქით... და რატომ თხოვდებოდა დედიკოს ბიჭზე ნეტა... ვიმედოვნებ გამოჩნდება მერე)

მანამდე არ გამოუვლენია რეზის დედიკოს ბიჭობა და ფაქტის წინააშე რომ დადგა კი დაინახა რა ხილიც იყო რეზი...ნუ კერ არ დაუნახია მარა ნახავს :))))))) სიყვარული ბრმააო ხომ გაგიგიათ? :*

№26  offline წევრი ხოსე

გელი გელი გელი მოუთმენლად და გულისფანცაქალით ????????????????????????????????????????????????????????????

№27 წევრი Tatutatu

სტუმარს მიხედეე და ჩვენც არ დაგვივიწყოო ))) დათას სიმპატიები იგრძნობა უკვე

№28  offline წევრი ხოსე

და დათას მიმართ ჩვენი სიმპათიები ????ყოვლისშემძლე, მამაკაცური, მკაცრი, მოსიყვარულე, თბილი, მზრუნველი, ნაზი, სიმპათიური, გულკეთილი, მგრძნობიარე, სამართლიანი და რავიცი კიდე რა ვთქვა. ????შენი მამაკაცები სრულიად მკითხველის აღელვებას უპრობლემოდ ახერხებენ ????

№29  offline წევრი ნინილენდი

დღეს იქნება დიდი თავი? როგორ გამახარეე <3

№30 წევრი Liziko27

არ წავიდა სტუმარი:დ:დ;დ მოვკვდი ქალი

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent