შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მელანი.


22-11-2018, 01:18
ავტორი Frigga
ნანახია 263

მელანი.

სამყაროს სამყაროს გვამის სუნი ასდის, ხშირია შემთხვევები, როცა გვამი მხოლოდ მიცვალებული არარის, არსებობენ ცოცხალი გვამებიც, საუბარი მაქვს უგრძნობ და ცივ ადამიანებზე, რომლებსაც საზოგადოებაში თავი მოაქვთ, თითქოს ყველაზე თბილი და მეგობრული ადამიანები არიან, არადა რეალურად, ჯერ ისევ ყარან მეშომპალის და გამხმარი, ძველი სისხლის სუნად რომელიც მათ ძარღვებსა და ვენებზეა მიმხმარი და არანაირი ფუნქცია არ გააჩნიაგააჩნია, უბრალოდ ილუზიას ქმნისქმნის და არიან გვამი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ჩანან.
სკოლოს გრძელი დაუსრულებელი დერეფანი, მტვრიანი კარადები და დაულაგებელი ადამიანები, გონებაში ათასი სისულელე დაგიტრიალდება მათი დანახვისას, ბუზებივით ირევიან, ყველას სადღაც მიეჩქარება, აქაც სწორედ ისეთი სიტუაციაა როგორც სხვა სკოლებში, ამ ქალაქშიც ისეთი გარემოა როგორიც სხვა ქალაქებში, ერთი შეხედვით არაფერი უცნაური არ ხდება, მაგრამ თან ყველაფერი გეუცნაურება, ყოველშემთხვევაში მე, ამ სკოლის მოსწავლეს და ამ ქალაქის მაცხოვრებელს ყველაფერი ილუზია მგონია რასაც ეს ადამიანები განიცდიან, იმდენად ხელოვნური და არაფრისმთქმელი გამომეტყველება აქვთ, იმდენად დახვეწილი და ლამაზი სიარული, იმდენად დაყენებული სახეებით დადიან, რომ ვერასდროს გაიგებ ვინ არიან სინამდვილეში, მაგრამ თუ შეგამჩნიეს, რომ ცუდად უყურებ, ჩათვალე, რომ მთელი სიცოცხლე გამწარებული გაქვს, მაგრამ საბედნიეროდ თუ სამწუხარიდ ამ სკოლის მოსწავლეთა ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი არ მიცნობდა, მუდმივად ჩრდილში ვიდექი და ჩემთვის რაღაც ჩანაწერებს ვაკეთებდი, არასდროს არავის არაფერზე არ დავლაპარაკებივარ საკუთარი თავის და ბლოკნოტის გარდა, სადაც ჩემი აბურდული აზრებისგან ვცდილობდი ერთი აზრი ჩამომეყალიბებინა, ხანდახან ფიქრი მღლიდა, საკუთარ თავზე ნერვებიც მეშლებოდა, მაგრამ არასდროს არ დამინებებია წერისთვის თავი, მაღლა ავღნიშნე, რომ არსებობენ ადამიანი გვამები და არსებობენ გვამი ადამიანები, გვამი ადამიანი მე ვიყავი, კომუნიკაციას ვერიდებოდი, მაგრამ ყოველთვის არა, ვერიდებოდი, მაგრამ შესამჩნევად არა... უბრალოდ თავიდან ვიშორებდი ხოლმე იმათ, ვისთან საუბარიც დროის კარგვად მეჩვენებოდა,
- ვივიენ, როგორ ხარ?
- კარგად შენ როგორ ხარ..
კითხვის ინტონაციის გარეშე ვპასუხობ და რადგან ვწერ არც ვუყურებ მის სახეს, უბრალოდ ბლოკნოტს მივჩერებივარ და წერას ვაგრძელებ.
- არამიშავს, რაღაც მაინტერესებდა..
თავი ავწიე, ხელები მაგიდაზე დავაწყე და თვალებში ჩავხედე ლიზას, რომელიც იმდენად თავდაჯერებული ჩანდა, რომ ცოტა სასაცილოც კი იყო მისი ასეთი გამომეტყველება ჩემდსმი, უბრალოდ რაში სჭირდწბოდასჭირდწბოდა ვერ მივხვდი იმ მომენტში.
- გისმენ..
სკოლის სასადილოში ვიჯექით, ხმაურიან და ზედმეტად ნათელ ოთახში, რომელიც როგორც ყოველთვის სავსეა მაგიდებით, ამ მაგიდებზე კი სხედან ჯგუფად დაყოფილი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ერთიბიან სხვა, ასეთივე ჯგუფის დამარცხებით და მათ უბრალოდ უმართლებთ თუ ვინმე ლუზერი, მარტოხელა შერჩათ ხელში.
- რას ფიქრობ გუშინდელ ქურდობაზე?
ჩაეცინა და ნიშნისმოგებით გახედა საკუთარ მაგიდას რომელიც ჩემს ზურგს უკან იდგა..
- არამგონია ძალიან გაინტერესებდეს ჩემი აზრი.
თვალები მოვაშორე, ისევ კალამი ავიღე და წერა გავაგრძელე.
- მისმინე, რომ არ მაინტერესებდეს არც მოვიდოდი.
მისი აურა უკვე ცუდად მოქმედებს ჩემზე.
- ძალიან გთხოვ ლიზა, უბრალოდ შემეშვი.
- თავი უჩინარი გგონია არა?
- აჰამ.
ჩამეცინა.
- ვნახოთ.გვამის სუნი ასდის, ხშირია შემთ ხვევები, როცა... ჯანდაბა სულ ამერია აზრები... ბლოკნოტი დავხურე, თავი მაღლა ავწიე და წამიერად გამიკვირდა, ის ისევ ჩემს მაგიდასთან იჯდა, სიმართლე გითხრათ ცოტა შემეშინდა კიდეც.
- კარგი, მე მოვრჩი.
წამოვდექი და ის ის იყო უნდა გავსულიყავი, რომ უკნიდან ვიღაც ზედმეტად ძლიერმა მკლავმა ჩამავლო ხელი და მისკენ მიმატრიალა..
გული თითქოს საგულედან ამომვარდა, მაგრამ მალევე დავმშვიდდი, რადგან არასდროს მეშინია იმათი, ვისაც გამბედაობა არ ეყოფა რ
ამე დამიშავოს..
- ვერ გაიგე რა გკითხა?
- უბრალოდ შემეშვი
გავლა ვცადე, მაგრამ ამ ჯერად უფრო მაგრად მომიჭირა ხწლი..
- მომისმინე, გავიგე ყველაფერი, მაგრამ ხელს თუ არ გამიშვებ...
- ხელს თუ არ გაგიშვებ რა?
უჯვე ნერვებით ამაკანკალა, ჩემში სიბრაზემ იმატა, არადა როგორც წესი ადვილად არ ვბრაზდები, მაგტამ ეს გამონაკლისია..
- ხელს თუ არ გაუშვებ მოგტყდება.. მესმის ბოხი ხმა სასადილოს კარებიდან.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.