შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვენები და ვნება {8}

22-11-2018, 15:57
ავტორი სალანდერი
ნანახია 2 076

ვენები და ვნება {8}

დიტო საჭესთან იჯდა. სოფი და თამთა უკან. გაცოფებული იყო ქალი, ბრაზის ამონთხევას ვერაფრით ახრხებდა.
- არა, აზრზე ხართ? ვიღაც გუშინ გაცნობილი ბო"ზის გამო, სახლიდან გამომაგდო. -
- სოფი, ნუ ამბობ რა ეგრე, არ არის ის გოგო ბო"ზი, მართლა პრობლემა ჰქონდა და ბექაც ადამიანურად დაუდგა გვერდით, შენ კიდევ არავის გამოუგდიხარ.
- თქვენ ორივემ იცოდით ეს ხო? რომ ვიღაცასთან ერთად იყო აქ. - დიტომ და თათიამ დამნაშავეებივით გადახედეს ერთმანეთს.
- სოფ, წარმოიდგინე რომ მეთქვა ბექა ვიღაც გოგოსთან ერთად წავიდა სოფელში_მეთქი. მაგას არ ჯობდა თქვენ თვითონ გაგერკვიათ ერთმანეთში? ისე კი გაბრაზებული ბიჭის შემოსარიგებლად მიხვედი და ჩხუბი დაუწყე. - რამდენიმე წამის შემდეგ ამოიღო ხმა თათიამ
- შენ რას გააკეთებდი ჩემს ადგილზე?
- მაშინ როცა მე მეტისმეტად ვარ დარწმუნებული, ანნასა და ბექას შორის არაფერი ხდება, როგორც მინიმუმ ვთხოვდი აეხსნა რა ხდებოდა იქ.
- თათა, შენ წყნარი ნერვები გაქვს, საყვარელთან საწოლშიც რომ შეუსწრო საყვარელ კაცს, რეაქცია არ გექნება მგონი.
- ეგეთ სიტუაციაში, პირველ რიგში იქედან წამოვიყვან ჩემ ბიჭს, წარმოიდგინე, როგორ დაადებ ქალს, საყვარელს რომ ლოგინიდან წაართმევ, აი მერე რომ სახლში ყველა მძიმე ნივთით მოვეფერები ეგ სხვა თემაა. - ხუმრობით სცადა დაძაბულობის განმუხტვა.
- აი ეს ქცევა თუ არ ვანანო, აი თუ არ ვანანო. - ვერაფრით ცხრებოდა სოფი. - დიტო, ახლა სასწრაფოდ მომიყვები ვინაა ის გოგო და რა უნდა ბექასთან. ვაჟბატონმა პრობლემა აქვს და აქ იმალებაო. - მამაკაცს მიუბრუნდა ამჯერად.
- იტოქში აგიხსნი რა. - მანქანა გააჩერა, ქალებისკენ მობრუნდა და საუბარი დაიწყო.

. . .
ზუსტად არ იცოდა გოგონამ რამდენ ხანს იჯდა და ეჭირა მამაკაცის სხეული, როცა თვალი გაახილა რამიშვილმა. მზერას ვერ უსწორებდა გოგონას, ანნამ ხომ მისი შეშლილო სახე და თვალები იხილა. ბექა კი საკუთარ თავსაც ვერ იტანდა ასეთს. ისიც კი ვერ მოიფიქრა საუბარი როგორ დაეწყო. თავი გოგონას მხარიდან წამოსწია, კედელს მიაყრდნო კეფა და ისევ დახუჭა თვალები.
- უკეთ ხარ? - ნამტირალევი ხმა ჩაესმა ყურში.
- შენ კარგად ხარ? - კითხვა დაუბრუნა მამაკაცმა, თუმცა თვალი არ გაუხელია.
- შემეშინდა.
- მესმის.
- ბექა, შემომხედე. - მამაკაცის წინ მუხლებზე დადგა გოგონა. რამიშვილმა ოდნავ გაახილა თვალები და ცრემლიან მწვანეებს გადააწყდა.
- არ იტირო რა. - თითქოს თხოვნით, თუმცა უემოციოდ მიმართა.
- წამოდი რა, ნერვიულობენ მოხუცები. - ფეხზე წამოდგა გოგონა და ხელები გაუწოდა ბექას რომ წამოდგომაში დახმარებოდა.
- ასე მარტივად? არაფრის კითხვა არ გინდა?
- ახლა ყველაზე ცუდი დროა კითხვების დასასმელად. - მამაკაცი ფრთხილად ჩაეჭიდა გოგონას ხელებს და იატაკიდან წამოდგა. ერთად გაიარეს ეზო და მოხუცებთან გადავიდნენ.
- ყველაფერი რიგზეა? - სიხარულით შეეგება ახალგაზრდებს თინა.
- კი, ყველაფერი კარგადაა. - ძლივსშესამჩნევად გაიღიმა ანნამ.
- ვიცოდით სალაპარაკო გექნებოდათ და აღარ შემოგეჭერით.- საუბარში ჩაერია დათა. - ახლა კი წამოდთ დავსხდეთ და ცოტა ვჭამოთ, მთელი დღეა მშივრები ხართ. - სახლში შეუძღვა ახალგაზრდებს ქალი, სადაც უკვე გაეწყო სუფრა.
- ბექა, ეს ანგელოზი რომ კიდევ ატირო, ღმერთი არ გაპატიებს ბებო. - უკვე სკამზე მჯდომ ბიჭს, მხრებზე მოხვია ხელი და თავზე აკოცა. - რას გიგავს თვალები, შენ შემოგევლე. - ამჯერად ანნას გადასწვდა და ტირილსგან დაწითლებულ თვალებში ჩააკვირდა, მერე ლოყებზე აკოცა და თითქოს სცენაზე დგასო ისე გამოვიდა სიტყვით.
- დღეს გოგოების წვეულებას ვაწყობ, შესაბამისად გოგოები დავლევთ და ბიჭები იმით დაისჯებიან რომ მთელი ღამე მოუწევთ ჩვენი მოვლა.- სიცილით თქვა, დოქით შავი ღვინო ააცალა დათას და თავის მხარეს გადადგა. ანნამ დარცხვენით გახედა გვერდზე მჯდომ რამიშვილს, რომელმაც თავის ოდნავი დაკვრით ანიშნა რომ შეეძლო დაელია.
- იცით? მე ცუდი სიმთვრალე მაქვს, ამიტომ მირჩევნია არ დავლიო.
- ბექუნა, ხომ მოუვლი ბებო?
- შეგიძლია დალიო ანნა. - გოგონას მიუბრუნდა მამაკაცი.
- მაგრამ მე. . .
- არავითარი მაგრამ, შენ დალევ და ბექა მოგხედავს, აბა სულ ამათმა უნდა სვან? - ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ქალს. არც დათას გაუწევია წინააღმდეგობა და ქალებმაც ნელ-ნელა დაიწყეს შავი ღვინის წრუპვა. მალევე აუელვარდა მწვანეები ანნას, სხეული გაუთბა, მოუდუნდა და სასიამოვნო ჟრუანტელმაც დაუარა ტანში. თავიდან თუ ყოველი ყლუპის დალევისას ხვეწნა უწევდა თინას, ახლა უკვე სიამოვნებით უჭახუნებდა ჭიქას გოგონა და ღვინომაც მალე გააკეთა თავის საქმე. თინას ისე მოეკიდა სასმელი, დათამ სულ ცეკვა ცეკვით გაიყვანა ოთახიდან. ანნა კი სკამზე იჯდა და მთელი ძალით ცდილობდა სიმთვრალე დაეფარა, თუმცა უმიზეზოდ ათამაშებული ღიმილი და გაბრწყინებული თვალები მაინც ამხელდნენ გოგონას. ბექა მომხდარის გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა ანნას წინაშე და უხაროდა რომ საღამოს ცოტათი მაინც მოახერხა განტვირთვა გოგონამ.
- არ წავიდეთ? - ღიმილით მიუბრუნდა გვერდზე მჯდომს.
- შენ წადი, მე აქ ვიჯდები. - ამაყად განაცხადა და მამაკაცს გაუსწორა მზერა.
- აქ იჯდები? - მოჩვენებითი სერიოზულობით იკითხა ბექამ.
- კი.
- რატომ?
- მაგას ვერ გეტყვი.
- რატომ ვერ მეტყვი?
- ბექა, მრცხვენია. - ცრემლები გადმოსცვივდა და რამიშვილიც მაშინვე მიხვდა რომ ანნა იმაზე უფრო მთვრალი იყო, ვიდრე ეგონა.
- ჩემი გრცხვენია? - თითქოს ნამუსზე შეაგდო ქალი.
- არა, ჩემი თავის მრცხვენია. - მოთქმას განაგრძობდა და ცრემლებიც სწრაფად იკვალავდნენ გზას ლოყებზე.
- კარგი რა, ნუ ტირი და მითხარი რა გჭირს.
- რომ ავდგე დავეცემი.
- ამიტომ გრცხვენია? მაგაში რა არის სასირცხვილო. - ფრთხილად წამოდგა ბიჭი, ხელში აიყვანნა ანნა და ოთახიდან გამოვიდა.
- პაპა, სახლში მივდივართ ჩვენ. - ხმამაღლა მიაძახა მოხუცს.
- არ დარჩებით შვილო?
- არა, ორი ნასვამი ქალი ერთ სახლში მეტისმეტია. - ხმადაბლა გაიცინა ბიჭმა და ჭიშკრისკენ დაიძრა.
- ბექა ჯერ მიგველაგებინა მაგიდა.
- ხვალ ანნა, ხვალ გადმოდი და მიალაგე.
- მარტო არ მინდა. - მამაკაცის ყელზე მოეხვია მკლავები, ცხვირი ღრმად ჩაერგო მის კოსერში და ისე ბურტყუნებდა.
- აბა?
- შენც წამოდი.
- წამოვალ ჰო. - ეზოს გარეთ გამოვიდა და რთულად, თუმცა მაინც დახურა ჭიშკარი. თავისი ჭიშკრის ჩაკეტვაზე აღარ უწვალია, ფეხით მიხურა და სახლში შეიყვანა ქალი. მისი საძინებლისკენ დაიძრა, ფეხით შეაღო ოთახის კარი და საწოლზე დასვა. სწრაფად გაითავისუფლა გოგონას მკლავებიდან თავი და თავთან ჩამოუჯდა.
- ძალიან მეძინება. - სასმელი ისე მორეოდა უკვე თვალებს უხუჭავდა ქალს. რამდენიმე წუთი მშვიდად იჯდა ბექა და ჩაძინებულ გოგონას დაჰყურებდა. რადგან დარწმუნდა რომ მშვიდად სუნთქავდა და თავს ცუდად არ გრძნობდა ქალი, წამოდგომა დააპირა. შეხება იგრძნო რამიშვილმა, ძილბურანში მყოფმა გოგონამ, წელზე ხელები მოხვიდა და თავი ჩამოადო.
- დარჩი რა. - ხმადაბლა ღურღულებდა და მთელი ძალით ეკვროდა მამაკაცის სხეულს.
- ანნა!
- არ დამტოვო რა.
- აქ ვარ ჰო, აქ. - ფრთხილად დაიხია უკან.
- თუ სიზმარია არ გავიღვიძებ. - ქვემოდან ამოხედა გოგონამ, თუმცა მალევე დაეხუჭა სიმთვრალისგან არეული თვალები. საწოლის თავს მიეყრდნო რამიშვილი. გადაწყვიტა გოგონას ღრმად ჩაძინებას დალოდებოდა და მერე ამდგარიყო. მალევე გაისმა ანნას, მშვიდი თანაბარი სუნთქვა. მამაკაცი საწოლის სათავეს ნახევრად მიყრდნობილი იჯდა, ჭერს უშტერებდა თვალს და საყვარელი ქალის დღევანდელ სიტყვებზე ფიქრობდა. ბექას უყვარდა სოფი, მიუხედავად იმისა რომ მათი ცხოვრების სტილი, თუ ინტერესები ძალიან განსხვავდებოდა და მეტიც, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, სოფის შეხებისას სამყაროს არსებობაც ავიწყდებოდა მამაკაცს. არაფერი იყო ამ ქალზე ღირებული ბექასთვის, მაგრამ ტკივილი რომელსაც სოფის კარიერისტობა საკმაოდ ხშირად აყენებდა, სულ უფრო და უფრო რთულად გადასატანი ხდებოდა. ახლა უკვე ისიც იცოდა რომ ანნა გულგრილი არ იყო მის მიმართ და თავს ვალდებულად თვლიდა, მისთვის აეხსნა რომ სხვა ქალი უყვარდა. მტკიცედ გადაწყვიტა, მეორე დღესვე დალაპარაკებოდა სოფის შესახებ გოგონას და შემდეგ სიტუაციის მიხედვით განსჯიდა რა მოემოქმედებინა. ფრთხილად გაითავისუფლა თავი და ფეხზე წამოდგა. მშვიდად მძინარე გოგონას დააკვირდა და წამით ჩაფიქრდა, რა ბედნიერი იქნებოდა ახლა აქ სოფის რომ სძინებოდა ანნას მაგივრად. ოფლიანი სახე ცივი ხელისგულებით დაიზილა და ჩუმად დატოვა გოგონას ოთახი. სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად და ჭიშკარში შემომავალი დათა შენიშნა.
- ხომ მშვიდობაა პაპა? - სწრაფად გახედა მოხუცს.
- კი შვილო, ვერ მოვისვენე სახლში, თინას დაეძინა და ანნა ხომ კარგად არის?
- კარგადაა პაპა კარგად, დაეძინა მასაც.
- ყურადღება მიაქციე შვილო.
- მივხედავ, არ იდარდო.
- შენთან დალაპარაკება კი მინდოდა შვილო და სანამ ქალებს სძინავთ, ცოტა ხნით ვიბაასოთ თუ არ გეძინება.
- მეც მინდოდა შენთან ლაპარაკი პაპა.
- ეს გოგო არ გიყვარს ხომ ასეა? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა მოხუცი და ეზოში ხის გადანაჭრელზე ჩამოჯდა.
- არ მიყვარს პაპა.
- მოტყუებას არ იმსახურებს შვილო, კარგი გოგოა ანნა.
- მე მას არ ვატყუებ პაპა, მოკლედ აგიხსნი. - მის წინპირდაპირ ბალახზე ჩამოჯდა ბიჭი და ყველაფერი უამბო რაც ქორწილის დღემდე და მის მერე სოფელში ამოსვლამდე გადახდა.
- ოჰ შვილო, რამდენი რამ გადაგხდენია შენ. - ფიქრიანი მზერა მიაპყრო ბიჭს და თეთრ წვერზე ჩამოისვა ხელი.
- ამ გოგოს უყვარხარ. - მტკიცედ თქვა მოხუცმა.
- სულ ერთი კვირაა რაც მიცნობს.
- ქალს სულ რამდენიმე წუთი ჭირდება იმის მისახვედრად მისი გულისა ხარ თუ არა შვილო, უცნაური არსებები არიან ქალები.
- ჰო, მაგას მივხვდი.
- რასაც შენი მონაყოლიდან ვხედავ სოფისაც უყვარხარ, აგერ მეხუთე წელს მოითვლის თქვენი ურთიერთობა სადაცაა, სოფისნაირი ქალები თავის კარიერას სასწორზე არ დადებენ თუ მართლაც ღირებულს არ ეხება საქმე, შენთან ურთიერთობა კი საკმაოდ დააზარალებს მის სახელს, ხომ იცი საქართველოა შვილო,ქალისთვის საყვარლის ყოლაც სირცხვილია, მითუმეტეს ამდენი წლით უმცროსიც ყოფილხარ მასზე.
- ჩვენს შვილს არ გაუფრთხილდა პაპა.
- ოო, დიდი ტრამვაა ეს ქალისთვის, ვერ გაითვალისწინა და პატარა შეცდომამ სავალალო შედეგი მისცა, გვერდით უნდა დადგომოდი შვილო, ქალისთვის შვილის დაკარგვაზე დიდი ტკივილი არ არსებობს, თუნდაც დაუბადებლისა, შენ მხოლოდ წარმოსახვითი ნაყოფი გიყვარდა, სოფი კი საკუთარ სხეულში გრძნობდა მის არსებობას, გიფიქრია თვითონ როგორ იგრძნო თავი? როგორ სჭირდებოდა შენი გვერდით ყოფნა და გამხნევება იმ დროს.
- ის არ დარდობდა პაპა, მე კარგად ვიცნობ სოფის, მის თვალებში ტკივილი არ დამინახავს, მხოლოდ შიში ჩანდა, შიში იმისა რომ მე არ ვაპატიებდი.
- მიჭირს ამის დაჯერება, როგორ შეიძლება სხეულის ნაწილი არ სტკენოდა ბექა.
- სოფი კარიერისტია, მისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის საყვარელი საქმეა, ცოლობაზეც ამის გამო მითხრა უარი.
- ესე იგი ცოლად მოყვანაც გინდოდა.
- მინდოდა პაპა.
- შენ გიყვარს ეს ქალი ბექა, გიყვარს ისეთი როგორიც არის.
- ჰო, მიყვარს. - სიგარეტი ამოიღო და ნერვიულად გაუკიდა.
- მეც მომეცი ერთი.
- შენ ხომ არ ეწევი ტო.
- ჰო, არ ვეწევი მაგრამ მომეცი. - სიგარეტი გამოართვა და ღრმა ნაფაზი დაარტყა მოხუცმა.
- სიყვარული ბევრს ნიშნავს ბექა,თუმცა ყველაფერს არა, იქ სადაც პატივისცემა, გაგება და ურთიერთშეთანხმება არაა, დიდხანს ვერ გაძლებ მხოლოდ სიყვარულისამარა. მხოლოდ სიყვარულზე აგებული ურთიერთობა, უდაბნოში წყლის ქონას გავს, თავიდან თითქოს ესაა მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ რამდენ ხანს გაძლებ უდაბნოში მხოლოდ წყალისამარა? საკვებსაც მოითხოვს ორგანიზმი სხვა რომ არაფერი.
- რის თქმას ცდილობ პაპა?
- უნდა გაიაზრო რომ სოფის განაწილება ყოველთვის მოგიწევს მის კარიერასთან, შენ არასოდეს იქნები გამოკვეთილად პირველ პლანზე მის ცხოვრებაში, თუ ამას გაიაზრებ და შეეგუები, შეძლებ მის გვერდით მშვიდად ყოფნას.
- ყოველთვის მეორე ადგილზე საყვარელი ქალის ცხოვრებაში. - სიმწრით ჩაიცინა ბიჭმა.
- მისი სიყვარული ასეთია შვილო, შენ ეს ქალი შეგიყვარდა და თუ სიყვარულისამარა აპირებ ცხოვრებას, მოგიწევს მოერგო მის ცხოვრებას, მაგრამ თუ ეს არ შეგიძლია შეიხედე ოთახში სადაც ანნას სძინავს. ჩახედე მას თვალებში? მე ჩავხედე და გეტყვი რომ უპირობოდ შეგიყვარა ამ ქალმა. ის ასეთია, გაგაღმერთებს, კერპად გაგიხდის და მისი სამყარო შენს ირგვლივ იტრიალებს, თუ უკვე ასე არ არის. ანნა შენი სიყვარულის წყალობით გააკეთებს ყველაფერს, სოფისთვის კი შენი სიყვარული მნიშვნელოვანია სხვა დანარჩენ რაღაცებთან ერთად.
- ანნა არ მიყვარს.
- ქალი დიდებულია მისი არსით შვილო, შენ რომ არ გიყვარს ბევრს არაფერს ნიშნავს, თავის სიყვარულს ისე მოგახვევს, ისე გაგაბამს შიგნით, სითბოსა და სიყვარულში ჩაძირულს ფეხის გატოკებაც არ მოგინდება იქედან. ქალმა თუ მოინდომა და თავშესაფრად გექცა, ისე გაიბჟნის შენი ფილტვები მისი კედლების სუნს, უძღები შვილივით დაბრუნდები ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც წაუხვალ.
აღარაფერი უთქვამს ბექას, თავდახრილი იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
- იფიქრე შვილო, რისი გაკეთება შეგიძლია და რა გსურს სანაცვლოდ, ისე კი ეცადე გული არ მოუკლა ვინმეს. - მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი, თავზე აკოცა და ზანტი ნაბიჯებით დატოვა ეზო.
თავი მარტო დაიგულა თუ არა ბალახზე გაწვა რამიშვილი. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაუსწორა მზერა. თუმცა სოფის სახე ტრიალებდა თვალებში.
. . .
კაბინეტში იჯდა ქალი, ნერვიულად აკაკუნებდა თითებს და საათს უყურებდა.
- ქალბატონო სოფი, თქვენთან არიან. - კარზე ჯერ მოაკაკუნა, შემდეგ კი თავი შემოყო მდივანმა.
- შემოუშვით.
ოთახში რამდენიმე წამში შემოვიდა, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი მამაკაცი, ქალს მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა.
- მე ვაჟა ფარეულიძე ვარ.
- ვიცი, დაბრძანდით. - თვალით მოპირდაპირე სავარძლისკენ ანიშნა და თვითონაც წელში გაიმართა.
- თქვენ დამირეკეთ? სოფი ბურდული თქვენ ხართ ხომ ასეა?
- დიახ.
- თქვენ თქვით რომ იცით ჩემი შვილი სად არის.
- დიახ ვიცი.
- უნდა მითხრათ. - აშკარად ნერვიულობდა მამაკაცი.
- გეტყვით, მაგრამ ჯერ უნდა ვისაუბროთ.
- რაზე?
- მაგალითად იმაზე სად არის თქვენი შვილის საქმრო.
- არ ვიცი, თავი დამცირებულად იგრძნო, ქორწილი აღარ შედგება, ანნას პასუხს მოვთხოვ ამისთვის, ჩემს კაცობას რომ ფეხებით შედგა და თავისი სახელიც წაიხდინა, ვინღა წაიყვანს მაგას, შეურაცხჰყო ჩვენი ადათი, ტრადიციები და ჩემი ოჯახი. - ბრაზი ახრჩობდა მამაკაცს, კბილებს აღრჭიალებდა და სწრაფად სუნთქავდა. - კარგად არის? - თითქოს წამიერად გაახსენდა რომ მის შვილზე საუბრობდა.
- კარგადაა, ერთმა ძალიან კარგმა ბიჭმა შეიფარა და გადაარჩინა.
- ბიჭმა?
- დიახ, თქვენი შვილი ქუჩაში ყოფნას სწორედ იმ ბიჭის წყალობით გადაურჩა და ამ ხნის მანძილზე სწორედ ის და მისი ოჯახი ზრუნავდა თქვენს ანნაზე. - ზიზღით წარმოთქვა გოგოს სახელი ქალმა. - ასე რომ მისთვის მადლობა გაქვთ სათქმელი.
- მითხარით სად არის ჩემი შვილი, პირადად მოვუხდი მადლობას და ანნას თავად მივხედავ, მე ვიცი როგორც. - კბილები ერთმანეთს დააჭირა და კატასტროფულად დაეჭიმა ყბები.
- უნდა დმპირდეთ რომ იქ, სადაც თქვენი შვილია ახლა, არაფერს მოიმოქმედებთ და არავის არაფერს დაუშავებთ.
- სიტყვას გაძლევთ. - სწრაფად დაუდასტურა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა.
- ანნამ თქვა რომ საშინელებას ჩაიდენდით როცა იპოვიდით, ამიტომ არ გაგაგებინათ ბექამ აქამდე თქვენი შვილის ადგილსამყოფელი. ის ამბობს რომ მოკლავთ.
- მოვკლავ კიდეც, მე მიყუროს მაგან, როგორ უნდა შერცხვენა, თქვენთვის კი მადლობის მეტი რა მეთქმის, გთხოვთ მომეცით მისამართი.
- ქალმა ფურცელზე დაწერა ახალგაზრდების ადგილსამყოფელი და მამაკაცს გაუწოდა.
- უღრმესი მადლობა ქალბატონო სოფი.
- მადლობა ბექას უთხარით ბატონო ვაჟა. - ფარეულიძემ თავი დაუკრა ქალს და სწრაფად დატოვა კაბინეტი. ოდნავ გაეღიმა სოფის, თითქოს დამშვიდდა, რადგან ბექას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და ანნასაც მარტივად მოიშორებდა თავიდან.

. . .
საღამო ხანი იყო, დათამ რომ დაუძახა ბიჭს, ქალაქიდან გირეკავენ და გადმოდიო უთხრა. ბექამ უსიტყვოდ დატოვა სახლი, მეზობლად გადავიდა. ტელეფონი ხელში მიაჩეჩა მოხუცმა და მარტო დატოვა ბიჭი.
- ბექა. - საყვარელი ხმა გაისმა ყურმილს იქედან.
- სოფი?
- ჰო, მე ვარ.
- რამ შეგაწუხა? - მიუხედავად იმისა რომ ცდილობდა ცივად ესაუბრა, მაინც დაუთბა ხმა.
- მიუხედავად იმისა რომ საშინლად გაბრაზებული ვარ, არ დავუშვებდი რომ მაგ თავქარიანის გამო რამე მოგსვლოდა, ჰოდა დღეს ვაჟა მოვა მადლობას გადაგიხდის და თავის შვილს წაიყვანს.
- რა?
- ვაჟა, ანნას მამაა, ველაპარაკე და იცის რომ შენთვის მადლობის გარდა არაფერი აქვს სათქმელი.
- შენ მას, ჩემი და ანნას ადგილსამყოფელი უთხარი? - თითქოს საკუთარ ყურებს არ უჯერებდა ბიჭი.
- ჰო და ასე შენს გადასარჩენად მოვიქეცი და კიდევ იმისთვის რომ შენი დაუფიქრებელი საქციელი გამომესწორებინა.
- გოგო შენ ვაფშე აზროვნებ? - ხმას აუწია მამაკაცმა.
- ვინც ვერ აზროვნებდა ის შარში გაეხვა ბექა და მე გამოვასწორე შენი შეცდომა, ანნა მისი შვილია, დარწმუნებული ვარ მოსაკლავად ვერ გაიმეტებს. - ნერვიულობა დაეტყო ხმაში.
- ბექუნა ქალაქიდან სტუმრები გყავს ბებო? ვისი მანქანა დგას ჭიშკართან? - აივნიდან გადმოსძახა თინამ.
- ჯანდაბა, ამაზე მერე დაგელაპარაკე სოფი. - ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სირბილით გაემართა სახლისკენ.
სახლიდან გამომავალი მამაკაცის ყვირილის ხმა, ჭიშკართანაც ისმოდა. ოთახში გიჟივით შევარდა ბიჭი. შუა ოთახში იდგა ორი მამაკაცი. ახალგაზრდას ანნას სხეული ისე ჩაებღუჯა რომ განძრევასაც ვერ ახერხებდა ატირებული გოგონა, ასაკოვანი კი მათ პირისპირ იდგა და ხმამაღლა ყვიროდა.
- მოგკლავ, არ გაცოცხლებ, შემარცხვენელო! - ხელი მოუქნია გოგოს და ის ის იყო უნდა გაერტყა რომ მამაკაცის ძლიერმა მარჯვენამ დაიჭირა ხელი. გოგონასა და მამამისს შორის ჩადგა რამიშვილი და მზერა გაუსწორა თავისზე ერთი თავით დაბალ კაცს.
- სანამ მასზე ხელს აწევთ, გაითვალისწინეთ, რომ ახლა მხოლოდ თქვენს შვილს კი არა, ჩემს ცოლსაც ესაუბრებით. - უხეშად დააწევინა ხელი და გოგონასკენ მიბრუნდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეე შოკში ვარ!!!
ეს რა იყო? ბოლო ნაწილმა საერთოდ დაგლიჯა რასაც ჰქვია !
აი სოფომ კიდე ისე შეტობაა მგონი საბოლოო იყო ეს -_- გველი!
ვაიმე ვაიმე ისე ავღელდი ახლა ვერ წარმოიდგენ იმედია ყველაფერი კარგად იქნება ♥️
აუ ცოლიო ვაიმე ვაიმე ვაიმე რაღაც ძაან მიხარია არადა უნდა ვნერნვიულობდე წესით რამე არ დაუშაონ თქო მარა რასგაიგებ :დდ
ჰოდა შენ ხარ რაღაც არაამქვეყნიურად გამაგიჟებელი გოგო ასე რომ მაიცებ ისტორიებით ♥️♥️♥️ ჰოდა მიხარიხართ მე შენ და პერსონაჟები და გელოდები მთელი გულით ♥️♥️♥️

№2  offline მოდერი სალანდერი

ტკბილიწიწაკა

აუ აუ აუ ნეტა იცოდე როგორ გამაბედნიერე ახლა ❤ იდიოტივით მეღიმება და შენი დამსახურებაა ❤
ძალიან მიხარია რომ ამ თავით გაგახარე, თუმცა შემიძლია გითხრა რომ ყველაფერი ზუსტად აქედან იწყება ❤
კიდევ ძალიან ძალიან ბევრი მადლობაა ❤

№3  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

აი მე თუ სოფის ვაპატიო,
რომ ბოლოში ნერვებისგან ამატირა აგერ ნახოს
ვერ ვიტან...
მძულს ფუფ
დამპალი გველი...
არა მაინც მიყვარს
ეგ როგორ გააკეთა.
არა ეს მართლა ზედმეტი იყო,
არ უნდა ექნა...
უარესად გააბრაზა...
ბექა???
ბექას ეს უნდა ეთქვა??
ასე უნდა გავემეტებინე???
ცოლიო და მანდ ავღრიალდი(კიდევ კარგი სახლში მარტო ვიყავი)
იმიტომ ველოდი მთელი დღე ახალ თავს???
რომ ფსიქიატრიულში გასაქანებელი გაგეხადე??
არა ძალიან კარგი თავი კი იყო...
შეიძლება ითქვას რომ საუკეთესოც კი,
მაგრამ ამ პატარა ბავშვს ფსიქიკას მინგრევთ,
თუმცა უნდა ვაღიარო,
რომ ყველაზე სასიამოვნოდ მენგრევა ფსიქიკა,
რაც კი შეიძლება
ასე,რომ....
მომილოცეთ ხალხოოოო
აუუუ ბატონო ვაჟა წაიყვანეთ რა
ამათ ცოლ_ქმრულ ურთიერთობას
ჩემი სათუთი გული ვერ გაუძლებს
მე მაინც შემიცოდეთ ვაჟა ბატონო
იქით სოფი გადაირევა,მე გადავირიე და
ახლა ნახე კიდევ რამდენი გადაირიოს
შენ თუ დაგვხოცავ ჩვენ
აი ზუსტად ვიცი რომ სადღაც დასასრულისკენ ჩემს ცოდვას აიკიდებ
დათა პაპა აი ეგ კაცი მიყვარს მე, მარტო ამ ისტორიიდან
აი ერთი აზრი გამიჩნდა ამ წუთას ბექა მოვკლათ დაისვენებენ ესენიც და მეც
და აი ამ ყველაფრის შემდეგ ისევ ვამბობ რომ სოფი და ბექა მინდა მე
იმის მერე რაც იმ გოგომ გააკეთა
მაინც ამ წყვილს ვუჭერ მხარს
ახლა მეც თუ ვიფილოსოფოსებ
გავიმეოროთ ცნობილი სიტყვები
"შეცდომებს ყველანი ვუშვებთ" smirk smirk
აი დღესაც რომ ორი თავი იყოს რა მოხდება გემუდარები რა
აი ხომ გამაწამე,
მაგრამ მართლა გეუბნები საუკეთესო იყო ეს თავი
შემდეგი უნდა იყო ბუმი
დამალე დადე რა heart_eyes sob

№4  offline მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi

აუუუუ, ვგიჟდები რა მე შენზე და შენს კომენტარებზე. . . ყველა ემოცია რომ ჩანს და მოგაქვს მაგიტომ. . .
მავსებ რა, მართლა. . .
სხვა რა გითხრა? სოფიც აქაა, ანნაც და ბექაც, დაწყებით კი ახლა იწყება რაც იწყება, ჰოდა ძალიან ვეცდები რომ იმედი არ გაგიცრუვდეთ ❤
ვნახოთ რა იქნება????
ნებისმიერ შემთხვევაში შენ ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤
სასწაული გოგო ხარ დედას გეფიცები ❤

№5 სტუმარი ბაი

სოფის საქციელები უკვე საზღვარს სცდება, ძალიან ეგოისტია და ამ დროსაც ბექაზ კიარა საკუთარ თავზე იფიქრა:) კარიერისტი იყო ერთია და მეორე ადამიანის სიცოცხლემ ასე არ დაგაინტერესოს:))) საინტერესოა როგორ განვითარდება.

№6  offline წევრი Liziko27

უიმე რა ურჩხულად გამოიყვანეს სოფო:d:d ანუ ვუსო რა ანი ანგელოზის როლში სოფო ბოროტი კრუელასავით.. ბოლოს რაც მოხდება ვიცი ბექას ანა შერჩება ხახვივთ აშკარად.. ჰმმ რავიცი რაცა ესა

№7  offline მოდერი სალანდერი

ბაი
სოფის საქციელები უკვე საზღვარს სცდება, ძალიან ეგოისტია და ამ დროსაც ბექაზ კიარა საკუთარ თავზე იფიქრა:) კარიერისტი იყო ერთია და მეორე ადამიანის სიცოცხლემ ასე არ დაგაინტერესოს:))) საინტერესოა როგორ განვითარდება.

ვფიქრობ ყველა შეყვარებული ადამიანი ეგოისტია რაღაც დოზით. . .
და ერთი შეცდომის გამოსწორებისთვის, რამდენიმესაც უშვებ ზოგჯერ ადამიანი ❤
მადლობა ❤

Liziko27
უიმე რა ურჩხულად გამოიყვანეს სოფო:d:d ანუ ვუსო რა ანი ანგელოზის როლში სოფო ბოროტი კრუელასავით.. ბოლოს რაც მოხდება ვიცი ბექას ანა შერჩება ხახვივთ აშკარად.. ჰმმ რავიცი რაცა ესა

ცოტა ადრე არაა, ვინმეს ანგელოზობასა და დემონობაზე საუბარი?
უბრალოდ სასოწარკვეთილი ადამიანის შეცდომებზეა საუბარი.
ჰო რავი, მე დემონიზაციას არ ვემხრობი და ცოტა ადრეა მგონი დასკვნის დადება, მაგრამ რავი, დაე იყოს როგორც გენებოთ ❤
მადლობა ❤

№8  offline წევრი Liziko27

მე შენ გადაწყვეტილებას ველი.. თორე ისე ვარ შეყვარებული სოფო მონაგონია ალბათ. ყველა ქალი მწარდება და მტკივნეულია არცკი მინდა წარმოდგენა...

№9  offline მოდერი სალანდერი

Liziko27
მე შენ გადაწყვეტილებას ველი.. თორე ისე ვარ შეყვარებული სოფო მონაგონია ალბათ. ყველა ქალი მწარდება და მტკივნეულია არცკი მინდა წარმოდგენა...

მიხარია რომ ელი ❤
მადლობა ❤

№10  offline წევრი Variable Ocean

სოფის ვეღარ ვიტან
ვერც ანას^^
მარტო ბექა მიყვარს.
ვოტ

№11  offline მოდერი სალანდერი

Variable Ocean
სოფის ვეღარ ვიტან
ვერც ანას^^
მარტო ბექა მიყვარს.
ვოტ

უჰ შენ გენაცვალე ❤
მშვენიერი :დ :დ
მადლობა ❤

№12 სტუმარი მერო

ვეღარ ვითმენ

სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს

№13  offline მოდერი სალანდერი

მერო
ვეღარ ვითმენ

სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს

მიხარია ❤
მაქსიმალურად ვეცდები არ დავაგვიანო დიდხანს ❤
მადლობა ❤

№14 წევრი tamuna.s

ეეე სოფო ბოროტ დედინაცვლად გამოიყვნე და ანა კეთილ ფერიად. სავარაუდოდ ანა-ბექას წყვილს ვიხილავთ ბოლოს. ამდენწლიანი ურთიერთობის ასე დასრულება მენანება ძალიან. ამ დახმარება დახმარებაში კი შეეტენა პატარა ანა ამ ბიჭს და ეგ არის. :დდდ

№15  offline მოდერი სალანდერი

tamuna.s
ეეე სოფო ბოროტ დედინაცვლად გამოიყვნე და ანა კეთილ ფერიად. სავარაუდოდ ანა-ბექას წყვილს ვიხილავთ ბოლოს. ამდენწლიანი ურთიერთობის ასე დასრულება მენანება ძალიან. ამ დახმარება დახმარებაში კი შეეტენა პატარა ანა ამ ბიჭს და ეგ არის. :დდდ

არ არის ასე. . .
ნაადრევი დასკვნაა, მაგრამ კარგი ❤
მადლობა ❤

№16  offline წევრი უცნაური მე

სოფის +1 შეცდომა :დ
ანნა ძალიან მომწონს..
ბოლო ნაწილმა მართლა დაგლიჯა..
მგონი აწი გველოდება წინ მთელი ამბები :დდ
აი დათა პაპას საუბარი იყო ამ თავში ყველაზე ღირებული ჩემთვის! და იმედი მაქვს ბექასთვისაც :დ
სალანდერრ შენ ძალიან ნიჭიერო.. შენს მომავალს ვხედავ მეე.. ვოტ!
❤️❤️❤️❤️

№17  offline მოდერი სალანდერი

უცნაური მე
სოფის +1 შეცდომა :დ
ანნა ძალიან მომწონს..
ბოლო ნაწილმა მართლა დაგლიჯა..
მგონი აწი გველოდება წინ მთელი ამბები :დდ
აი დათა პაპას საუბარი იყო ამ თავში ყველაზე ღირებული ჩემთვის! და იმედი მაქვს ბექასთვისაც :დ
სალანდერრ შენ ძალიან ნიჭიერო.. შენს მომავალს ვხედავ მეე.. ვოტ!
❤️❤️❤️❤️

უცნაურო, ძალიან მოხარიხარ შენ მე ❤
მადლობა და მადლობა ❤

№18 სტუმარი Mariami

აუუუ კარგიი რაააა, ეს რააქენიიიიი სასწაული თავიიი იყოოოოოო, მაგრამ ბოლო სიტყვები მე რო განვიცადე სოფი ვერ განიცდიდა მემგონი ისეეეე, კიიიი ცუდად მოიქცაა ის სულელიიიი მაგრაააააამ ბექას სოფი უყვაარს სოფიიიი, დიდი იმედი მაქვს ორივე მოხვდება თავის დანაშაააააულს, ჯანდაბააას მოიყვანოს ცოლად “ საქმეს” თუ ესე ჭირდება მაგრაააამ დროებიიიუთ.....სოფიმ ცოტა უნდადაიკიდოს კარიერააა, და ვინმე უნდა გამოჩნდეს მის ცხოვრებაშიიი რაც მიახვედრებს ბექას როოოო სოფიიაა მისი სიყვარულიიიიი, კარგი იქნება თუ სოფის პერსონაჟს ცოტა უფრო ახლოს გაგვაცნოოობ, მოკლედ ძააან გიჟიხააარ რააა აი ისე ატრიალებს ისტორიააას რო უცბად ბექა მე რო ჩამივარდრს ხელებში არ გამიკვირდებააააა ???????????? ძაააალიააან კარგიიიიი ხაააარ და ველოდები შემდეეგს თავს , ძალიაან დიიდს, არაამქვეყნიურად საინტერესოს, სოფის და ბექას ბევრიიი დიალოგიიით , შენ როო იციი ხოომეე ისეთებიიიიი ❤️❤️❤️❤️❤️❤️ გელიიიი გელიიიიიი მოუთმენლად

№19  offline მოდერი სალანდერი

Mariami

ალილუიააააა, ვიღაც მიხვდა რომ ბექას "ქორწილი" სიყვარულის შედეგი არაა და კი ბატონო, სოფი უყვარს, ხომ ამბობს კაცო და არ მალავს. . .
მაგრამ რა თქმა უნდა ახლა იწყება ყველაფერი და ვნახოთ რას შეცვლის, ან ანნა ან სოფი, ან ბექა.
შენ კიდევ ძალიან გამახარე და ძალიან დიდი მადლობაა. . .
დიალოგებიც იქნება და ქმედებებიც და მთელი ამბებიც ❤ ახლა დაიწყო ყველაფერი და ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ ❤

№20  offline წევრი რუსკიმარუსია

ორივე თავი ერთად წავიკითხე. კითხვა მაქვს დათა პაპას მსგავსი კაცები კიდევ არსებობენ სადმე? თუ მოგეპოვება გამაცანი :-) წინა თავში სოფი ჯერ კიდევ სარგებლობდა ჩემი სიმპატიით და ამ თავში ერთი გაბოროტებული და ეჭვებ აყოლილი ქალია,რომელმაც თავისი საქციელ ბექაზე ზრუნვით გაამართლა. შესაძლოა მართლა ზრუნავს ბექაზე,მაგრამ კარგად არ იცნობს ბექას თორემ მიხვდებოდა,რომ მას მსგავსი ზრუნვა კი არა მისი უპირობო სიყვარული და ზრუნვა სჭირდება. და მაინც თავს შევიკავებ წინასწარი დასკვნისგან, ბოლოსდაბოლოს ავტორი სალანდერია და ყველაფერს უნდა მოველოდოთ შენგან :-) ველოდები გემრიელ თავს ❤

№21  offline მოდერი სალანდერი

რუსკიმარუსია

რა გავაკეთო, რომ ძალიან მიყვარს მე შენნაირი მკითხველი?
აზრის დაფიქსირება რომ არ ეშლებათ და ძან ლამაზად შეფუთულს გაწვდიან❤
მადლობა მადლობა ❤
დათას ნაირები არიან კაცო, როგორ არ არიან ❤

№22  offline ადმინი ელპინი

აუ, რა გიჟი ხარ ტო. სანამ ბოლოს ჩამოვედი და წავიკითხე დასასრული, გულმა მხია ტო. აუ, საშინლად მომწონს რა. აი, ანნა და ბექა. რა ვქნა?! რა გავაკეთო?! სოფიმ ისევ იქაჯა და საბედნიეროდ, ძალიან კარგიც გააკეთა და საერთოდ, არ მინდა მე ეგ და ბექა ერთად, რა ვქნა?!
ანნა არის საოცარი, ლამაზი. აუ, შენ ხომ იცი, რა . . .
იტოქში შენ ისეთი მყავხარ, მომდევნო თავში, რაღაც ძაან დამპლობას გააკეთებ კიდევ და ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს, მგონი. ისეთი ინტრიგანი ხარ, არც კი ვიცი, რას უნდა ველოდო, მაგრამ საშინლად მაინტერესებს გაგრძელება და მალე დაწერე, რა.
ჩემი საოცრება ხარ შენ, მიყვარხარ ძალიან, ძალიან, პატარა!

№23  offline მოდერი სალანდერი

ელპინი

ანნა, შენ თვითონ ხარ საოცრება ხომ იცი ❤
აუ მაგრად მევასები რა, სოფიმ იქაჯა ხო ამჯერად ცოტა, მაგრამ გამოასწორებს ❤
მიყვარხარ რა, მიყვარხარ ❤

№24 სტუმარი ნენეdvali

აუუუ მაგრად წერ და მევასები :დ
მალე დადე ახალი თავი
სოფი არმომწონს როგორც პიროვნება ჯერჯერობით გამოასწორე ცოტა,...
ბექას ანა შეაყვარე და ტოჩკა.
ძაან ნიჭიერი ხარ დღეს დადე შემდეგი თავი.....

№25 სტუმარი ცირა

ამ საიტზე იქიდან ვარ მგონი როცა დაარასდა ???? მაგრამ კომენტარიც კი სასწაულად უნდა მომეწონოს რამე რო დავწერო ???? მაგრამ ეს ისტორია მართლა სასწაულია ჩემთვის ???? აი რაღაცნაირია მთელი გულით რომ ვკითხილობ და არა მყოფნის ???????? შენზე აღარაფერს ვამბობ ძალიან კარგად წერ ???? აი ანნაზე მეკეტება ისე მომწოონსს ???? სოფი ძალიან დეგრადირებული???? ბექა სასწაულია???? თავისი ნაკლითაც კი,. მტრისას რამდენი ვილაპარაკე და რაამბავი სმაილებია ????????????

№26  offline მოდერი სალანდერი

ნენეdvali
აუუუ მაგრად წერ და მევასები :დ
მალე დადე ახალი თავი
სოფი არმომწონს როგორც პიროვნება ჯერჯერობით გამოასწორე ცოტა,...
ბექას ანა შეაყვარე და ტოჩკა.
ძაან ნიჭიერი ხარ დღეს დადე შემდეგი თავი.....

ნენე, ჩათვალე მეც მევასები :დ
დღეს არ ვიცი, ვეცდები ❤
მადლობა ❤

ცირა
ამ საიტზე იქიდან ვარ მგონი როცა დაარასდა ???? მაგრამ კომენტარიც კი სასწაულად უნდა მომეწონოს რამე რო დავწერო ???? მაგრამ ეს ისტორია მართლა სასწაულია ჩემთვის ???? აი რაღაცნაირია მთელი გულით რომ ვკითხილობ და არა მყოფნის ???????? შენზე აღარაფერს ვამბობ ძალიან კარგად წერ ???? აი ანნაზე მეკეტება ისე მომწოონსს ???? სოფი ძალიან დეგრადირებული???? ბექა სასწაულია???? თავისი ნაკლითაც კი,. მტრისას რამდენი ვილაპარაკე და რაამბავი სმაილებია ????????????

ცირაააა, აუ ძალიან ძალიან გამახარე და ძან თვითკმაყოფილი ვარ ჩათვალე ❤
მოკლედ ძალიან ძალიან მადლობა რა, დაბარჩენი რა ვიცი, ვნახოთ რა გამოვა ❤

№27 სტუმარი ცირა

მე როგორც მინდა რო დამთავრსეს კი ვიცი მაგრამ :) ანნა და ბექა მტრისას ისეთი ტკბილები არიან ???? დანარჩენი შენ უფრო იცი ???? ველოდები მომდევნო თავს

№28  offline მოდერი სალანდერი

ცირა
მე როგორც მინდა რო დამთავრსეს კი ვიცი მაგრამ :) ანნა და ბექა მტრისას ისეთი ტკბილები არიან ???? დანარჩენი შენ უფრო იცი ???? ველოდები მომდევნო თავს

ძალიან მოხარია რომ გველოდები და ძალიან დიდი მადლობა ❤

№29  offline წევრი თამოთამო25

აუუ აუუუ რა საინტერესოოა...
კარიერისტია სოფი, მაგრამ დარწმუნებული ვარ მიხვდება თავის შეცდომებს....
არ გამოვირჩევი დიდად კომენტარების წერით მაგრამ მიყვარს შენი ისტორიები და ჩემებურად მაინც დავწერ )))
შეყვარებული ადამიანი ხშირად უშვებს შეცდომებს მთავარია სანამ დროა გამოასწოროს...
მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤❤❤❤

№30  offline მოდერი სალანდერი

თამოთამო25
აუუ აუუუ რა საინტერესოოა...
კარიერისტია სოფი, მაგრამ დარწმუნებული ვარ მიხვდება თავის შეცდომებს....
არ გამოვირჩევი დიდად კომენტარების წერით მაგრამ მიყვარს შენი ისტორიები და ჩემებურად მაინც დავწერ )))
შეყვარებული ადამიანი ხშირად უშვებს შეცდომებს მთავარია სანამ დროა გამოასწოროს...
მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤❤❤❤

მიხარია შენი გამოჩენა მე ❤ სასიამოვნოა შენი აზრის მოსმენა და ძალიან დიდი მადლობა ❤

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.