შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა (19)


22-11-2018, 17:47
ავტორი Moonlight17
ნანახია 754

მთვარის წითელი სონატა (19)

19.შტორმი

ანდრეა*:

იქვე მდგომ მანქანას ბორბალზე მთელი ძალით მივარტყი ფეხი.
- ჯანდაბა!
თმა ორივე ხელით ავიქექე მანქანაში ჩავჯექი. რამდენიმე წუთში სახლში ვიყავი. მისაღებში იოანეს მოვკარი თვალი, ტელევიზორის არხებს უღიმღამოდ ცვლიდა.
ღრმად ამოვისუნთქე და მივუახლოვდი
- ჩემი ძმაა- ხელი მხარზე სიცილით დავარტყი. არც კი გაღიმებია და ტელევიზორი გამორთო.
- დაჯექი ეხლა და შემოვლების გარეშე გისმენ.
- აა მაგისთვის მოხვედი?- კისერზე ძარღვები დამეჭიმა.
- რეებს აკეთებ საერთოდ? იმ გოგოს მაინც დაანებე თავი.
- აპ ეგ გამორიცხე. - ხელი ავუქნიე და სიგარეტს მოვუკიდე
- შენ კიდე ეწევი?
- მიქაძე ნერვებს მიშლი უკვე თუ ხვდები?!
- დაბადებიდან ეწევა და რას გააგებინებ.- ჩემი "ძვირფასი დაიკო" შემოგვიერთდა. კოლოფი ხელიდან გამომართვა და სიგარეტს თვითონაც მოუკიდა.
იოანემ უკმაყოფილოდ დააქნია თავი.
- რა ჩუმად ხართ?- გაიცინა ლიზამ და მიქაძის გვერდით მოთავსდა.
- ხო მართლა, მარიამი იყო მოსული.
ტვინში ნეირონებმა ბაგაბუგი ატეხეს.
- მერე?- ვეცადე არაფერი შემემჩნია.
- რა მერე, შემეცოდა და ვუთხარი რაც ხარ სინამდვილეში.
სიგარეტი მაშინვე საფერფლეზე დავდე. მაჯაში ხელი მოვკიდე და უხეშად წამოვაყენე.
- ჩემს საქმეში ცხვირს ნუ ყოფ!
გადაიხარხარა.
- მე დაგტოვებთ თქვენ გაარკვიეთ. - ამოიბურტყუნა იოანემ და ფეხზე წამოდგა.
- ზეგ ხომ იცი. 11ზე აქვარ.
თვალები ავატრიალე. მანაც სახლი დატოვა.
ლიზა მაშინვე დივანზე მოვისროლე.
- არც კი გაბედო მასთან დალაპარაკება!
- ეგეთი რთულია მასთან სექსი?
უფრო და უფრო მაღიზიანებდა. შუაზე გამეგლიჯა მზა ვიყავი!
- ლიზა მე გაფრთხილებ და კარგადაც მიცნობ!
სახე დაასერიოზულა, წამოდგა და ვარცხნილობა შეისწორა.
- იმედიმაქ მალე მოშორდება ჩვენს სახლს.
- ჩემს სახლს!!- ბოლო ხმაზე დავუყვირე ოთახში ავედი.

მარიამი*:
სახლში წასვლა არ მინდოდა. ჩემ საყვარელ ადგილას, მტკვართან ჩავედი და იქვე ჩამოვჯექი. თავს საშინლად ვგრძნობდი. მეგონა ხუთასმა კაცმა ფეხით გამთელა.
როგორ გაბედა??
გუშინ ჩემთან დღეს ტასოსთან. ვინიცის ასე რამდენი ხანია გრძელდება.ალბათ მაშინ, რესტორანში კითხვაზე პასუხი ტასო იყო და მაგიტომ აარიდა თავი. ცრემლები მოვიწმინდე და სიგარეტი ამოვიღე. ქარში ძლივს მოვუკიდე და ნიკოტინი ფილტვებში ჩავიგუბე.
ალბათ პირველი იმედგაცრუება ასეთი მწარეა. შიგნიდან დავცარიელდი. აბა რამეგონა? ჩენზე მზე და მთვარე ამოუვიდოდა?? სიყვარუკიც კიარ აუხსნია. მხოლოდ ფიზიკური ურთიერთობები. საკუთარი თავი მზიზღდებოდა. ფეხზე წამოვდექი და სახლისკენ წავედი. კართან ატუზული ლილუ დამხვდა.
- გავიყინე სად ხარ ამდენი ხანი!
უხმოდ ამოვიღე გასაღები და საკეტს მოვარგე.
- რამე მოხდა?
თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე.
- გეფიცები კიდე მკითხავს ვინმე მაგას და სახეში გავარტყამ!
წარბები აზიდა და ხელები დანებების ნიშნით მაღლა აწია. ამოვიხვნეშე და მანტო გავიხადე.
- სანდროს მამა რასშვრება?
- რავი კარგადაა მთელი დღე ჯაჭვლიანს ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
-ჰო კარგია.
რამდენიმე წუთი სრულიად სიჩუმეში ვისხედით და დუმილი ისევ მე დავარღვიე
- ტასოსთან იყო.
- რა??
თავი დავუქნიე.
-მერე?
- დაგირეკავო და არ დამირეკოთქო. ვიცი არ დარეკავს.
- იდიოტი კაცები.
- შენ კიდევ გიმართლებს- გამეცინა და დაქალს გავხედე.
- ძაან მაგარი იდეა მაქ!
- აბა ლილუ გისმენ- ვეცადე რაც შეიძლება ხალისით მეპასუხა.
- ვიცი ადრეა მაგრამ, ერთი კარგი მკერავი ვიცო და წამომყევი რა. თან ცოტას გახალისდები.
- ბანკეტამდე მართლა ადრეა ჯერ. მერე წავიდეთ რა.
- რა ბანკეტი მარიამ ჯვრისწერისთვის მინდა კაბა- სიცილი ატეხა და თვალები აატრიალა.
- მაშინ მაღაზიებში გავიაროთ.
- ჰე ეხლა წამომყვები მკერავთან თუ არა?
- წამოგყვები ოღონდ მანამდე რამე უნდა ვჭამო.
მაცივარს მივადექი და ნამცხვარი გამოვიღე.
- შეჭამ?
- არა ვჭამე სანდრიკასთან.
მხრები ავიჩეჩე და ჭამას შევუდექი. ორ წუთში თეფში მოვასუფთავე და აბაზანაში გავედი. თმა ზემოთ ავიწიე. კოსერზე სილურჯეები ოდნავღა მეტყობოდა. როლინგის ყელი მაღლა ავწიე და ლილუსკენ დავბრუნდი.
- წამო.

ნახევარ საათში რვასართულიანი კორპუსის წინ ვიდექით. ასვლა ბოლო სართულზე მოგვიწია.
- აბა გოგოებო რომელს გინდათ?
გაგვიღიმა შუახნის ქალმა და ერთერთი ითახისკენ გაგვიძღვა.
ოთახს ნამდვილად ეტყობოდა რომ სამკერვალო იყო. ნაჭრები, მაკრატლები, ნემსები და უზაემაზარი სარკე.
- მე მინდა, რამე ელეგანტური და ნაკლებად გადატვირთული.
მარტივად აუხსნა ლილუმ.
- მოდი, გაიხადე და აქ დადექი.
ანიშნა სკამზე, რომელიც სარკის წინ იდგა. ლილუმ მაშინვე გაიძრო ქურთუკი და სკამზე გაკრეჭილი ახტა. სიცილს ვერ ვიკავებდი ისეთი ბავშვური იყო.
მკერავმა ზომების აღება დაუწყო. ხან სიგრძეში გაზომა, ხან სიგანეში. გეგობებოდა საკუბოოთ ამზადებდა.
- რა ფერის გინდა გადაწყვიტე?- ჰკითხა ქალმა. ლილუმ თავი გააქნია.
- ღია ფერები მოგიხდება.
- მაშინ თქვენზე მომინდია.
- ზომები ჩავინიშნე. ხვალ მონახაზს გავაკეთებ. თუ მოხვალ განახებ.მაგრამ არამგონია მოხერხდეს.
- რატომ არა?- გამიკვირდა მე.
- ეს ახალგაზრდები ხომ ტელევიზორს საერთოდ არ უყურებთ- ხელი აიქნია ქალმა და განაგრძო- შტორმია გამოცხადებული, თავსხმა წვიმა და ქარები.
წარბები შევჭმუჭნე. რაღაცას აშკარად ამატებდა ამ ყველაფერს.
- მოკლედ დიდი მადლობა და ხვალამდე.- გამოემშვიდობა ლილუ. კორპუსიდან რომ გამოვედით მაშინვე წვიმა დაიწყო. ორივეს სიცილი აგვიტყდა.
- ეს რა ირონიაა- ამოვილაპარაკე ხმამაღლა და კაპიშონი წამოვიფარე.
- სახლში წავალ თორემ დედაჩემს ახალი წლის მერე არ ვყავარ მგონი ნანახი.- ჩაეცინა ლილუს და სწრაფად დამემშვიდობა.
გზას გაჩერებამდე ფეხით გავუყევი და სახლამდე ტაქსით მივედი. დედაჩემი სახლში დამხვდა.
- კიდეკაი მოხვედი, უკვე ვნერვიულობდი- მომვარდა დედაჩემი და სველი მანტოს გახდაში დამეხმარა.
- ლილუს გავყევი სადღაც.იქ რახდება?- ვკითხე საავადმყოფოზე და დივანზე ჩამოვჯექი.
- ყველაფერი კარგადაა.- თავი ღიმილით დამიქნია.გამეღიმა.
- დავიძინებ რა, თორე არ მძინებია მთელი ღამეა. - ვუთხარი ნათიას და ოთახში შევედი. ტანსაცმელი გავიხადე და ლოგინში შევწექი. საშინლად მეძინებოდა. თვალები დავხუჭე თუმცა ხმაურიანი წვიმა და ქარის აუტანელი ზუზუნი ნერვებს მიშლიდა. გვერდი ვიცვალე, კარგად მოვთავსდი და საბოლოოდ ჩამეძინა.

ანდრეა*:
სახლში ყველა ოდნავ გაღებული ფანჯარა საგულდაგულოდ დავკეტე. წვიმა მეზიზღებოდა. არვიცი რატომ მაგრამ ბავშვობიდან სულ ცუდის გაკეთების სურვილს მიჩენდა ასეთი ამინდი.
ოთახში შევიკეტე და სიგარეტს მოვუკიდე. ვფიქრობსი დამერეკა თუ არა მარიამისთვის, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ აზრი არ ჰქონდა, თან გვიანი იყო. სიგარეტი მალევე ჩავწვი და ლოგინში შევწექი. ტელეფონი ამიუზუნდა.
- ხო იოანე. - ხალისიანი ხმით ვუთხარი.
- ხვალ არ დაგავიწყდეს.
- მამაჩემი ხარ ტო?- გადავიხარხარე.
- იქ რომელზე უნდა იყო?
- 12ზე.
- 12ის ნახევარზე მოვალ მაშინ და წავიდეთ.
- ხო სხვა გზას არც მიტოვებ. - გავუთიშე და დასაძინებლად მოვთავსდი.
ერთი დედანატირები ექიმთან ვიზიტი არაფერს მიზამდა. დავაწყნარე საკუთარი თავი და შუქი ჩავაქრე.

***
მარიამი*:

როგორც ჩანს კარგად გამოვიძინე. 9ხდებოდა რომ გამეღვიძა. სარკეში ჩავიხედე, ამდენი ძილისგან სახე დასიებული მქონდა. ცივი წყალი შევისხი სახეხე და უცბად გამოვფხიზლდი.
- აუ ისევ წვიმს რა.- ვუთხარი დედაჩემს.
- მთელი ღამე წვიმდა, გადაუღებლად.
თავი დავუქნიე და ფანჯარაში გავიხედე. ყველაფერი ნაცრისფერი იყო და გრუხუნებდა.
ჩაი გავიკეთე, პლედი შემოვიხვიე და ტელევიზორთან მოვთავსდი. ისეთი ამინდი იყო, სიამოვნებით დავიძინებდი კიდევ.
- ანდრეა როგორაა?
მკითხა ნათიამ. მოულოდნელობისგან ჩაი ლამის გადამცდა.
- კარგად ალბათ.- მხრები ავიჩეჩე და ცხელი სითხე მუცელში ჩავუშვი.
- რამე მოხდა?
- არაფერი ცოტა ვიკამათეთ.- გავუღიმე. ვიცოდი მეტ კითხვას აღარ დამისმევდა. ტელეფონი ამიზუზუნდა. წამით გავიფიქრე რომ ავალიანი იქნებოდა, მაგრამ ლილუ აღმოჩნდა.
- მარიაამ.
- რა ხმაგაქ გოგო?
- აუ გავცივდი სიცხემაქ.
- მიხედე თავს.
- აუ რაღაც უნდა გთხოვო რა..
- რაიყო მითხარი.
- მკერავთან წადი და ის ნახაზი გამოართვი რა.დედაჩემი თავზე მადგას სახლიდან არ მიშვებს.
გამეცინა.
- რა სულელიხარ. წავალ წავალ.- გავუთიშე სიცილით და წამოვდექი.
- ლილუს რაღაც ნახაზი უნდა მივუტანო და მალე დავბრუნდები კაი?- გადავეხვიე დედას.
- არ გაცივდე მარიამ რა, თორემ ჩემი სამსახურის გადამკიდე ვერ მოგხედავ წესიერად.
- არა დე, არ გავცივდები- ბავშვურად ვუთხარი და ოთახში შევედი. რაც შემეძლო თბილად ჩავიცვი. და სახლიდან გავედი. ლილუს მივწერე:
"უკვე გზაში ვარ"
პასუხმა არ დააყოვნა:
"როარ მყავდე რა მეშველებოდა"
გამეღიმა და ჯიბეში დავაბრუნე ტელეფონი.გზაში საშინელი საცობები იყო. საბოლოოდ ნახევრად სველმა მივაღწიე კორპუსამდე, ლივტი გამოვიძახე და ბოლო სართულზე ავედი.
მკერავმა დამინახა თუარა გაეღიმა.
- არ მეგონა თუ მოხვიდოდით.
- ხო ნახაზის წასაღებად მოვედი.
ქალმა ისევ იგივე ოთახისკენ გამიყვანა და ხელში ულამაზესი ნახაზი მომცა.
- ძალიან ლამაზია!
- ამ წვიმაში დაგისველდება.- ანერვიულდა ქალი. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ნახაზს ფოტო გადავუღე.
- ნახაზი თქვენთან დარჩეს. პატრონი თავად წაიღებს.- გავუღიმე და გასასვლელისკენ წავედი.
- გადაეღო და მერე წასულიყავი.
- ეს მაინც არ გადაიღებს
მხრები ავიჩევე და დავემშვიდობე.ლიფტს დავუწყე ლოდინი, მალე მოვიდა და შიგნით შევედი. ველოდებოდი, როდის ჩავიდოდა დაბლა სართულზე.
რა იქნებოდა ახლა, რომ აქ მოვმკვდარიყავი?
-გაჩერდი!
ვუბრძანე ჩემს თავს.
ღრმად ჩავისუნთქე და ფიქრები გავიფანტე. მაგრამ მალევე ჩაქვრა შუქები და ლიფტიც გაჩერდა.
წამოვიყვირე მაგრამ მალევე გავჩუმდი. დავინახე, როგორ შემოასხა წყალმა ზემოდან ლიფტში. მგონი ერთი სართულიც არ ჰქონდა ჩავლილი. ტელეფონი მოვძებნე და სანდროს დავურეკე.
-მიდი რა.
ვუთხარი ტელეფონს თითქოს რამეს გაიგებდა. ახლა ლილუს ნომერი ავკრიფე არც ეს მუშაობდა.
"დამშვიდდი და ანდრეას დაურეკე" მიკარნახა გულმა. არა! ძალიან შეშინებული ვიყავი წყალი უკვე თითქმის მუხლებამდე მწვდებოდა. ჯანდაბას!!
მისი ნომერი ავკრიფე და დავრეკე მალევე გავიგონე მისი ჩახლეჩილი ხმა...

ანდრეა*:
უკვე მზად ვიყავი. წუთიწუთზე იოანე მოვიდოდა და წავიდოდით იმ დაწყევლილ ადგილას. ტელეფონმა ზუზუნი ატეხა
-გისმენთ
-ანდრეა! გთხოვ მიშველე, ლიფტში გავიჭედე და ყველგან წყალია.
-მარიამ?
ფეხზე წამოვხტი.
ხმა წყდებოდა მაგრამ ვცდილობდი მისთვის მომესმინა.
-სად ხარ? გესმის?
-ანდრეა არ მესმის შენი, წყალი უფრო იმატებს.
-დამშვიდდი პატარავ. მითხარი სად ხარ.
"პატარავ" როდის აქეთია ასე ვსაუბრობ..საკუთარ თავთან ერთად მასაც ვაწყნარებდი.
-მკერავთან ნუცუბიძეზე. ანდრეა გესმი...
-მარიამ.... ამის დედაც.
ხმა ისევ წყდებოდა. მაგრამ ტელეფონი გაითიშა.
-ამის დედაც!
შევიგინე და ტელეფონი ჯიბეში ჩავიგდე.
მაშინვე მოვიცვი ქურთუკი და სახლიდან გავვარდი. მანქანა დავქოქე და ლილუს კარებთან გავაჩერე. ძრავა არ გამითიშავს. საშინლად წვიმდა. ეს საშინელი ამინდი ნერვებს მიშლოდა. კარებზე მუშტით ბრახუნი დავიწყე. ცხვირ აწითლებულმა გამიღო.
- რა ხდებ..
- მკერავი სად ცხოვრობს დროზე მითხარი!- არ დავაცადე არაფრის თქმა. დაშტერებული მიყურებდა. დაბნეული.
- სულ გაწუწული ხარ შემოდი.
- აუ ლილუ მალე მითხარი!
- ნუციბიძეზე IIმიკროში 14 კორპუსში.
კარებს მაშინვე მოვშორდი. მანქანაში ჩავჯექი. გზები გადაკეტილი იყო. თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა. ბოლოს როგორც იქნა მეორე მიკროში აღმოვჩნდი. ტელეფონი ამიზუზუნდა.
მიქაძე რეკავდა.
- სადაც არუნდა იყო იმედიმაქვს მალე მოხვალ.
- მკიდდია!!
თვალებგაფართოებული ვეძებდი მეთოთხმეტე კორპუსს. როგორც იქნა ვიპოვე. მანქანიდან სწრაფად გადავედი და კორპუსსში შევვარდი. ლიფტს ვეცი. დენი არიყო. ხელებით დავეჯაჯგურე რომ გამეხსნა მაგრამ სიცარიელე დამხვდა. კიბეები მოვძებნე და ბოლო სართულისკენ დავიწყე ასვლა.

მარიამი*:

მციოდა, წყალი უფრო და უფრო იმატებდა ლიფტში, უკვე წელამდე მწვდებოდა.
მთელი ძალით ვცდილობდი კარები გამეხანა მაგრამ აშკარად ზეთმა გაჟონა, ხელები საშინლად მიცურდა. ლიფტში წყლით სიკვდილი? ეს ბედის ირონიაა.
კიდევ ერთხელ ვეცადე გამეხსნა ტუმცა ამჯერად მაჯა გადამიტყავდა. ტკივილისგან და სიმწრისგან ერთიანად დავიკივლე. ხელი მიკანკალებდა. ცერა თითის ჩაყოლებაზე მაჯამდე წითელი სითხის გარდა ვერაფერს ვხედავდი. თვალებში დამიბნელდა
ასე ვიყავი რამოდენიმე წუთი ლიფტში, ვაკვირდებოდი როგორ იმატებდა წყალი და ჩემს აღსასრულზე ვფიქრობდი. უცბად გავიგე ვიღაც როგორ აბრახუნებდა ლიფტის კარებზე.
-მარიამ! ხმა გამეცი.
ანდრეა იყო.
-ანდრეა?
გავიგე მისი ნაბიჯების ხმა.
-აქაა.
მესმოდა როგორ ეუბნებოდა ვიღაცას.
-მარიამ დამშვიდდი, ხალხია აქ და გამოგიყვანთ. მაგრამ ჯერ უნდა დამშვიდდე გესმის?
-კარგი..
"მარიამ დამშვიდდი ანდრეა აქაა, ის შენს დასახმარებლად მოვიდა." - ვამხნევებდი საკუთარ თავს. ცრემლებს ვერ ვაჩერებდი. უფრო და უფრო მციოდა, წყალიც იმატებდა.უკვე თითის წვერებზე ვდგებოდი რომ წყალი სახემდე არ მომწვდომოდა. მესმოდა ლიფტის კარებს როგორ ეჯაჯგურებოდა ვიღაც და აი გაიღო კიდეც. იატაკიდან მინიმუმ ნახევარი მეტრით დაბალა ვიყავი. ანდრეა სულ სველი იყო, დაიხარა და ხელი გამომიწოდა.
-ხელი მომკიდე სწრაფად.
ვერ ვწვედებოდი ხელს. ამისთის დაბალი ვიყავი. ანდრეა ადგა და ახლა მუცელზე დაწვა, უკნიდან ვიღაცეები იჭერდნენ და ისიც თანდათან დაბლა იწევდა. თითის წევრებზე ავიწიე და როგორც იქნა მივწვდი მის ხელს.მთელი ძალით ჩავებღაუჭე დიდ მტევანს მიუხედავად იმისა რომ ხელი საშინლად მეწვოდა.
-მისი გამოყვანა რთულია, წყალი ზეთითაა გაჟღენთილი, რაღაც მილი გასკდა. ხელი გაგისრიალდება.
ვიღაც კაცი ეუბნებოდა მას, მაგრამ ის მაინც გამალებით ცდილობდა ჩემს აქედან გამოყვანას.
-მოკეტე! - დაიღრიალა ანდრეამ
-მარიამ მისმინე. ახლა გაიწიე და მე ჩამოვალ მანდ.
- რა? არა!- დავუყვირე რომ გაეგო. მის ხელს არაფრით ვუშვებდი.
ლიფტის კარს მივეყუდე და დავინაახე, როგორ ჩამოხტა ანდრეა წყალში. მეშინოდა მაგრამ მაინც გამიხარდა მისი აქ ყოფნა, მისკენ წავედი და ძლიერად ჩავეხუტე, ვიგრძენი როგორ დახუჭა თვალები და მთელი ძალით მომეკრო, თავზე ხელი დამისვა და მამშვიდებდა.
-მარიამ ახლა ზემოთ აგწევ.
ჩემ პასუხს არ დაელოდა, წელზე ხელები მომკიდა და ინერციით ზემოთ ამქაჩა. ვიცოდი სველი ტანსაცმელი უფრო მამძიმებდა. ვუღაცამ დამიჭირა და როგორც იქნა სველ იატაკს შევეხე. კედელს მივეყუდე და ღრმად ვსუნთქავდი. შიში ბოლომდე მიპყრობდა. არა! არ იყო შიშის დრო, ანდრეა დაბლა იყო გაჭედილი. კარებამდე
მივხოხდი.
- გოგონი ძლივს გამოგიყვანეთ, სადღა მიდიხარ.
გამაჩერა ვიღაც კაცმა. ამოვიხვნეშე.
- უნდა დაეხმაროთ, როგორმე უნდა ამოიყვანოთ.
შევევედრე და გვერძე გავიწიე. ვუყურებდი სამი კაცი როგორ ცდილობდა მის ამოყვანას. სუნთქვის დარეგულირებას ვერ ვახერხებდი. თვალებდახუჭული ხმებს ვუსმენდი. ძლიერი დაბრახუნების ხმაზე თვალები გავახილე. გალუმპული ანდრეა ჩემკენ მოიწევდა. მხოლოდ პერანგის ამარა იყო. მისი ქურთუკი იქვე ეგდო. აიღო და მოიცვა. ხელი მომკიდა და წამომაყენა. მაკანკალებდა თვალებს აქეთ იქეთ ვაცეცებდი.
კიბეები ორივემ კანკალით ჩავიარეთ. სანამ გარეთ გავიდოდით გავაჩერე.
- მადლობ რომ მოხვედი.
გაეღიმა, ამოიხვნეშა, მოიწია და შუბლზე მაკოცა. მასზე ჯერ კიდევ ვიყავი გაბრაზებული, მაგრამ წყალმა ისევ დაგვაახლოვა ერთმანეთს.
- წავიდეთ- ვუთხარი ხმადაბლა. ხელი მომკიდა და კორსპუსიდან გავედით. მანქანაში ორივე გაწუწულები ჩავჯექით.
დაქოქა და პასუხის მოლოდინში გადმომხედა:
- ჩემთან თუ შენთან?




აბა აბა ემოციები!! რას ფიქრობთ პერსონაჟებზე, ამჟამინდელ სიტუაციაზე, ზოგადად ისტორიაზე.
გელით<3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Anansio

ძალიააან მომწონს!!! უბრალოდ ანდრეას მდგომარეობა მაშინებს... გულს ნუ გამიხეთქავ რამე ცუდი არ დამართო❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Moonlight17

❤️❤️❤️ ყველაფერი წინაა
Anansio
ძალიააან მომწონს!!! უბრალოდ ანდრეას მდგომარეობა მაშინებს... გულს ნუ გამიხეთქავ რამე ცუდი არ დამართო❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან კარგიაა <3 არ გვალოდინო ბევრი რა :დ <3

 


№4  offline წევრი Moonlight17

მადლობ საყვარელო ❤️მე არა საიტი აგვიანებს :დ
სტუმარი ნინი
ძალიან კარგიაა <3 არ გვალოდინო ბევრი რა :დ <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ელე

აუ ძალიან მომწოონს ❤️

 


№6  offline წევრი Moonlight17

❤️❤️
სტუმარი ელე
აუ ძალიან მომწოონს ❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.