შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოკალი,იქნებ გადარჩე {5}


22-11-2018, 19:50
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 2 287

მოკალი,იქნებ გადარჩე {5}

გაფითრებულ არაბულს თვალებგაფართოებული უყურებდა ქარდავა და სიტუაციაში ვერ გარკვეულიყო. ან ის ქალი ვინ იყო, ასე გიჟივით რომ მივარდა და ცრემლიანი თვალებით უყურებდა, ან თავად მონსტრს რა სჭირდა მონგრეული სახით, რომ დაბრუნდა ოთახში და ხმის ამოუღებლად ჩაეშვა სავარძელში. ამაზე ფიქრისგან თავის დაღლას ნამდვილად არ აპირებდა, თუმცა ის დათა, ახლა მის წინ რომ იჯდა, საერთოდ არ ჰგავდა ძველს და ეს ცოტა არ იყოს თვალში ცუდად ხვდებოდა.
გარეთ უკვე კარგად გათენებულიყო. გადაწეული ფარდიდან დღის შუქი იღვრებოდა და მანამდე ჩაბნელებულ ოთახს ანათებდა.
-შენი ქალი იყო?- ისევ თავად იკისრა მყუდროების დარღვევა.
-ძალიან გთხოვ, ცოტა ხანს ხმა არ ამოიღო...- სავარძლის საზურგეზე გადაწეული თავი არ აუწევია, თვალებდახუჭულმა ამოილაპარაკა და გონებაში ცდილობდა მომხდარის გადახარშვას. ასე მოვარდნას ნამდვილად არ ელოდა სოფისგან და ცოტა არ იყოს დაბნეულიც კი იყო. ასეთი გამოხტომაა?! ჯანდაბა, არასდროს უკადრია სოფოს და ეს აკვირვებდა. კი, აკვირვებდა და სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. ჯერ-ჯერობით მასთან მისვლას, ახსნა განმარტებებს და ხვეწნა მუდარებს არ აპირებდა. მას და სოფოს ადრეც უჩხუბიათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც შერიგებულან. ახლა მთავარი იყო ეს დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა და გოგო საღსალამთი დაებრუნებინა პატრონისთვის, რაღა თქმა უნდა გამოსასყიდის გადახდის შემდეგ. ნერვები ეშლებოდა ამ სიგიჟეში, მისდაუნებურად რომ გაჰყო თავი. ასეთი ბინძური ხერხებით თამაში არ იყო მისი სტილი და ახლა თავს იმდენად ცუდად გრძნობდ, მით უმეტეს, როდესაც, მართლაც და უდანაშაულო ქალს უწევდა იმ სისულელეზე პასუხის გება, რომელიც თავიდანვე ჭკვიანურად, რომ მიჰყოლოდა მთავარი გმირი ამ ფაზაში არ გადავიდოდა. არასდროს ითვალისწინებდა ბიზნესთან დაკავშირებით მის რჩევებს ბატონი თორღვა, ჰო და ფაქტიც სახეზე იყო. ერთი გალეული, თითისტოლა გოგოს კისრიდან აპირებდა ოცი მილიონის ამოღებას, რომლის მამაც არანაკლები ტრ*აკი აღმოჩნდა და ნაგლად მიითვისა სხვისი კუთვნილი, საკმაოდ სოლიდური თანხა.
თავში სრული ბარდაგი ჰქონდა, აზრებს თავს ვერ უყრიდა და საიდან რა დაელაგებინა არ იცოდა. იმ აბურდულ ძაფის გორგალში ვერ პოულობდა საწყისს, რითიც შეძლებდა და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი რუდუნებით გამოხსნიდა კვანძს. ყველაფერი მისი მოსაგვარებელი იყო, წინ კი იმდენად ცოტა დრო იყო ...
-ჯანდაბა! - ამოიოხრა და სახეზე ორივე ხელი აიფარა.

" -მოკეტე, შე ნაბიჭ*ვარო!- მამაკაცის ჩახლეჩილი ხმა ღრიალებდა და ცდილობდა წელს ზემოთ შიშველი პატარა სხეულის დაკავებას, რომელიც ჯიუტად იქნევდა ხელ-ფეხს და მისი ბინძური ხელებიდან თავის დახსნას ცდილობდა. ჰაერში გაქნეული ქამრის შხუილი, რომელიც მტკივნეულად დაეშვა შიშველ ზურგზე და წითელი ბრტყელი ზოლი დაატო... ყრუ ღმუილი და თვალებიდან გადმოცვენილი ობოლი ცრემლები.
-ეს შენი სასჯელია, შე პატარა ქურდბაცაცავ!- ამაზრზენად იცინოდა მამაკაცი და მარჯვენა ხელში ჩაბღუჯულ ქამარს დიდი ბალთით ენერგიულად იქნევდა. ხელმეორედ მოქნეული ხელი და მოხვედრილ ბალთას აყოლილი კანის ნაგლეჯი. ხმამაღალი ღრიალი, რასაც ისევ და ისევ მოჰყვა დარტყმა. მუხლებზე დამდგარი წინ გადავარდა უღონოდ და ბეტონის ბინძურ იატაკს შუბლით დაეყრდნო. თვალები ძლიერად დახუჭა და კბილებს შორის მოქცეულ მუშტს მტკივნეულად ჩაასო კბილები, რის შემდეგაც პირში მოტკბო, ჟანგის გემო იგრძნო."


ღრიალით გაახილა თვალები და სავარძლიდან ისე წამოიწია იატაკზე ჩავარდა. უკან გახოხდა და მუხლებში მოკეცილი ფეხები მკერდამდე აიტანა. ორივე ხელი თავზე შემოეწყო და ატკიებულზე მჭიდროდ იჭერდა. თვალები დაეხუჭა, სახეზე ტკივილი ასახვოდა. მკერდში გული წინა კედელს ისეთი სიძლიერით ეხეთქებოდა, თითქოს გამონგრევას და გარეთ გაღწევას ლამობსო. ზურგი ეწვოდა და ყრუ ტკივილი კანქვეშ შესეული მღრღნელებივით უღიზიანებდა ნერვულ სისტემას. თავზე მოჭერილი ხელები სახეზე გადმოიტანა და აიფარა. თუ კარგად დააკვირდებოდით მარჯვენა ხელზე, რომელიც ფერადი სვირინგით მოეხატათ აქა-იქ კანი ამოგლეჯილი ჰქონდა და ძველი შრამები დარჩენოდა, რომელზეც შემდგომ ამოუცნობი, მაგრამ საკმაოდ ლამაზი ფერადი სვირინგი გაეკეთებინათ.

ღრიალზე სავარძლიდან გველნაკბენივით წამოხტა ქარდავა და მოშორებით იატაკზე მჯდარ მამაკაცს გახედა, რომელსაც სახე ხელებში ჩაერგო და წინ და უკან ნერვიულად ქანაობდა. დამფრთხალმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ თითქოს რაღაცამ შეაჩერაო. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა არაბულს. სხვა სიტუაციაში, ალბათ, მისი ცუდად ყოფნა ძალიან გაუხარდებოდა, მაგრამ მოცემულ მომენტში საერთოდ ვერ გრძნობდა სიხარულს და ეს არეულობა ცოტა არ იყოს აშინებდა. მის წინ, ახლოს ჩაჯდა იატაკზე და ათრთოლებული თითები მამაკაცის სახეზე აფარებული ხელებისკენ გასწია. ფრთხილად შეეხო და შეეცადა სახიდან ხელები მოეშორებინა.
-დათა, კარგად ხარ?- ჩურჩულით იკითხა და მის ხელებს მორჩილად დაყოლილი არაბულის ხელებს დახედა. სვირინგებზე ფრთხილად გადაატარა თითები და შრამების შეგრძნობის შემდეგ გაფართოებული სფეროები მამაკაცს სახეზე შეანათა, რომელსაც მიტკლის ფერი დასდებოდა და შავი ირისები ცრემლისგან გადასდღაბნოდა. მისი სახის დანახვაზე გული უცნაურად მოეწურა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ათასობით უხილავი ნემსი ერთიმეორის მიყოლებით ჩაესო ამ მთავარ ორგანოს.
-დათა...
-ცუდად ვარ...- არაბულმა გამშრალ სასაზე მიკრული ენა ძლივს მოატრიალა პირში და დაუკითხავად გაპარული ობოლი კურცხალი ხელის ზურგით შეიწმინდა.
-რა დაგემართა?
-სხვა ოთახში გადი, მარიამ...- დაჭიმულ კისერზე ლურჯად მფეთქავი არტერია ავისმომასწავებლად გამოსჯდომოდა და დაძაბულ ყბებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს.
-რა?- დაბნეულ ქარდავას აზრზე მოსვლა უჭირდა. იჯდა გაოგნებული და სახეარეულ მამაკაცს თვალს არ( ვერ) აშორებდა.
-სხვა ოთახში გადი!
-ჯანდაბა, რა გჭირს?- ხმა აუკანკალდა მარიამს.- რა დაგემართა? რატომ უნდა გავიდე დათა... რა გჭირს?
-გადი, ამის დედაც!- იღრიალა არაბულმა და გაცოფებული მზერა შეანათა ქალს, რომელიც ყვირილზე შეკრთა და სახე უცებ მოერყა. ვერ იაზრებდა მარიამი რა უნდა გაეკეთებინა. ვერ ხვდებოდა უნდა შეშინებოდა ამ მამაკაცის, თუ ისევ არაფერს დაუშავებდა. ვერც იმას ხვდებოდა რატომ სთხოვდა ოთახიდან გასვლას, როდესაც თავად არ უნდოდა გასვლა და მეტიც, უნდოდა დახმარებოდა ახლა უყურებდა ერთიანად მონგრეულ, გაფითრებულ და მთელი სხეულით მოცახცახე მამაკაცს, რომელიც სულ რაღაც ორი საათის უკან უდრეკ, ძლიერ და მეტიც, მონსტრის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ხვდებოდა, რომ ოდნავადაც კი არ ეშინოდა მისი და მისგან ჩადენილი სიგიჟეების, რადგან ის ადამიანი, რომელიც ამ სამიოდე დღეში ასე თუ ისე ოდნავ მაინც გაიცნო, ყვირილის, სიგიჟის თუ სიმშვიდის მიღმა, მაინც ერთი დაუცველი, წარსულში დიდ განსაცდელ გამოვლილი, თბილი და შესაძლოა მოსიყვარულეც კი იყო.
-შემიძლია დაგემხამრო?!- დაუკითხავად ჩამოსული ცრემლებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ათრთოლებული ნიკაპის გაკონტროლებას შეეცადა და თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს, რომლის სიღრმეშიც საოცარ სევდას და შიშს დაედო ბინა. სიღრმეში, რომელიც სხვა ნებისმიერ დროს კარგად დამალული, შენიღბული და ჩვეულებრივი თვალისთვის ძნელად აღსაქმელია. ადამიანს ძალუძს. უყურებდა გულწრფელი სახით მარიამი და ახლა ნამდვილად მის გამო ტიროდა და არა თავისი უკუღმართი და უსამართლო ბედის გამო.
-კი- ყელში გაჩხერილი ბურთი გაჭირვებით გადააგორა არაბულმა.
-რა გავაკეთო?- თვალები შეიმშრალა ქარდავამ და მომლოდინე მზერა შეანათა.
-შეგიძლია ჩამეხუტო? - ყრუდ ამოილაპარაკა დათამ და პასუხის მოლოდინში თვალები დახუჭა.
არ იყო ვალდებული მარიამი გამტაცებელს თუნდაც დახმარების მიზნით ჩახუტებოდა და ეს სიტყვებიც მისდა უნებურად წასცდა არაბულის ბაგეებს. არც გაუკვირდებოდა ახლა ლანძღვა -გინების ქარცეცხლს თუ დაატეხდა და სწორიც იქნებოდა, მაგრამ იმდენად ცუდად იყო, იმდენად დანგრეული და განადგურებული, ახლა ნამდვილად სჭირდებოდა ვიღაცის მხარდაჭერა, თუნდაც სულ უბრალო ჩახუტებით, რომელიც აგრძნობინებდა, რომ მარტო არ იყო. მარტო არ იყო და ის ყველა კოშმარი წარსულს ჩაბარებოდა. საფეთქელთან ნერვიულად უკრთოდა კაპილარი, ერთაიანად ოფლში გაწურული კანკალს ვერ წყვეტდა. გრძნობდა, როგორ შემოუძვრა ფეხის ფრჩხილებიდან სიცივე და როგორ ნელ-ნელა უჯდებოდა მთელს ორგანიზმში. სიცივე და ტკივილი ... ტკივილი წარსული დღეებისა, ტკივილი იმ დღეებში განცდილი სიმწარისა და ტკივილი მარტოობოსა. მიუხედავად ირგვლივ მყოფი უამრავი ადამიანისა, რომელთაც მართლა გულწრფელად და უანგაროდ უყვარდათ, მაინც მარტოობა ერქვა მის ყოფას.
თვალების გახელას არ ჩქარობდა და ის იყო, საკუთარ თავზე გუნებაში უნდა გასცინებოდა, წვრილი მკლავები ფრთხილად რომ შემოეჭდი კისერზე. მის აკანკალებულ სხეულზე აკრული ქალის სხეულიდან წამოსულმა სიმხურვალემ წამში გადაინაცვლა დათას სხეულში. მუხლებზე იდგა ქარდავა და მჭიდროდ ხვევდა მკლავებს არაბულს, რომლის მკერდთანაც ქალის აჩქარებული გულისცემა იგრძნობოდა.

კანის უცხო და დამათრობელი სურნელი დაუკითხავად შეუძვრა ცხვირში და სახით ქარდავას კისრის მიდამოებში ღრმად ჩაფლულმა ხარბად შეისუნთქა სასიამოვნო არომატი. მარჯვენა მკლავი წეlზე მჭიდროდ შემოხვია და ის მილიმეტრებიც გააქრო მათ სხეულებს შორის, დარჩენილი საზღვრის მოვალეობას რომ ასრულებდა. მარცხენა ხელის თითები კისერზე მოხვია და თვადაც კი ვერ გაიაზრა მხურვალე ტუჩებით ისე ფრთხილად შეეხო ყბის ძვალზე. ქარდავას წინააღმდეგობა არ გაუწევია, დათას ცხელი ამონასუნთქი კანს უწვავდა და ქუთუთოებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს. ფრთხილმა კოცნამ ტუჩის კუთხესთან გადაინაცვლა და სანამ თვალების გახელას მოასწრებდა მის სავსე ბაგეებსაც დაეპატრონა. მოულოდნელობისგან ერთმანეთს დაშორებულ ტუჩებზე ფრთხილად წაეტანა არაბული და რბილი, არომატული ტუჩების შეხებისგან ერთიანად გახევდა ქარდავა. ცრემლიანი თვალები სწრაფად გაახილა და ორივე ხელის მკერდზე მიწოლით გველნაკბენივით მოიშორა მამაკაცი, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. უკან გაჩოჩდა და ქვითინის შესაკავებლად ორივე ხელისგული სახეზე აიფარა.
-ბოდიში... მაპატიე, მარიამ.- შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა არაბულმა და სწრაფად წამოვარდა ფეხზე. მისკენ აღარც მოუხედავს ისე გაიჭრა სააბაზანოსკენ და კარს მიღმა გაუჩინარებულმა ხელის უხეში აკვრით ბოლომდე გადახსნა ცივი წყლის ჭავლი. ტანსაცმლიანმა გადააბიჯა კაბინის კიდეზე და დუშიდან წამოსული წყლის ქვეშ სახით კედლისკენ შეტრიალებული დადგა. ორივე ხელისგულით კედელს მიეყრდნო და წინ დახრილი თავით შეეცადა კოშმარისგან გამოყოლილი ემოციები კეფაზე დასხმული ყინულივით ცივი წყლის ჭავლისთვის გაეყოლებინა.


ბიჭების ამოსვლამდე მთელი ის დრო ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ, ეგ კი არა, არაბული სამზარეულოში იჯდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ტელევიზორის წინ მობუზულ მარიამს ზედაც არ უყურებდა და კაცმა არ იცის რას ფიქრობდა. წიკოს და შუმახერას განოჩენაზე თითქოს შვებით ამოისუნთქაო, პარკებით მზა საჭმელი ამოიტანეს ბიჭებმა და გაბუტული ბავშვივით მჯდარ ქარდავას ისე შინაურულად მიესალმნენ, გეგონება სტუმრად იყო ამ სახლში მოსული და ჯერ არ იცოდა.
რამოდენიმე წუთის განმავლობაში საუბრობდნენ მამაკაცები სამზრეულოში და ბოლოს არაბული ისე წავიდა და დატოვა მათთან, ერთად სიტყვაც არ უთქვამს. იჯდა ფიქრებში ჩაძირული და განვლილ ცხოვრებას იხსენებდა დეტალურად. იხსენებდა რეზი არაბულის გაცნობის დღიდან მათი ერთად ყოფნის ნებისმიერ წვრილმანს და გული ისე ეწურებოდა სუნთქვა უჭირდა. ნაღვლის წვენი მთელს გულ-მუცელს უთუთქავდა და სიგიჟის ზღვარზე მისულს ტირილის აღარც თავი ჰქონდა და აღარც სურვილი. იხსენებდა გატაცების წამიდან დღევანდელ დღემდე თავს გადახდენილ ამბავს და არაბულის ყველა სიტყვას, საქციელს თუ მიმიკას საუბრის დროს, სიცილს ირონიულს და ხანდახან ამაზრზენს, თბილ ღიმილს კოცნას... უკვე მეორე კოცნას, რომელიც დაუკითხავად მოპარა და ეს ყველაფერი ისე აბრაზებდა და აღიზიანებდა ბოღმისგან გაბერილი კანში ვეღარ ეტეოდა.ოთახში წინ და უკან დადიოდა და წამდაუწუმ საათს უყურებდა, რომელიც მისდა სამწუხაროდ ისე ნელა მიიწევდა წინ ნერვებს უარესად აწიწკნიდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, როცა გრძნობდა ის ადგილები სადაც არაბულის ცხელი ტუჩები ეხებოდა ისე ეწვოდა, როგორც არასდროს და გაბუჟებულ ქვედა ტუჩზე ბრაზით ისვამა ხელის ზურგს თითქოს მისი შენახები ადგილის საგულდაგულოდ გაწმენდას ცდილობსო.


მანქანა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის წინ მდგარი რამოდენიმე ძვირადღირებული ჯიპის გვერდით გააჩერა და მანქანიდან გადმოსულმა კარი ხელის კვრით ხმაურით მიხურა. შავი პიჯაკის ბორტები გაისწორა და სადარბაზოს შესასვლელთან მომლოდინე სახით მდგარი თორღვა არაბულისკენ დაიძრა.
-რა სახით მოძრაობ-სიგარეტის ნამწვი იქვე მდგარ ურანაში ჩაუაძახა თორღვამ და დათას მხარზე ხელი მიარტყა.
-პრობლემები...პრობლემები...-მხრები აიჩეჩა დათამ და დაწინაურდა.
-რახდება აღარ იტყვი?-ხმას საეჭვოდ დაუწი თორღვამ.
-არაფერი, თორღვა... მშვიდობაა. რა ხდება ზემოთ?- ლიფტის გამოძახების ღილაკს თითი დააჭირა დათამ და ხმაურით დაძრულ ყუთს დაელოდა.
-ვიდეო მიიღეს -მხრები აიჩეჩა თორღვამ.
-აჰაა..რა საინტერესოაა-თვალები აატრიალა დათამ და ლიფტის კარში ჯერ თირღვა შეატარა.

მეთერთმეტე სართულზე მყუდროდ მოწყობილ ბინაში სანდრო ქარდავას და მის ბიჭებს მოეყარათ თავი. საოცარი დაძაბულობა იგრძნობოდა და ჰაერიც ავის მომასწავებლად იყო დამუხტული. ქარდავა ამ რამოდენიმე დღეში საგრძნობლად მოტეხილიყო. წონაშიც დაეკლო და წვერმოშვებული ჩაწითლებულ თვალებს ისე ატრიალებდა თითქოს შველას ელისო. დათა არაბულის გამოჩენაზე სავარძლიდან სხარტად წამოხტა და ხელი გაუწოდა.
-რა ხდება აბა?-მის გამოწვდილ მარჯვენას თავისი შეაგება დათამ და ოთახში მყოფნი შეკრული წარბებით მოათვალიერა. მოშორებით იჯდა ის ვისაც ეძებდა. წვერმოშვებულს სახეზე მიტკლის ფერი ედო და იმდენად საცოდავი შესახედი, იყო დათამ თვალი აარიდა.
-ვიდეო გამოგვიგზავნეს...-ხმა აუკანკალდა სანდროს და ვიდეოს გახსენებაზე თვალები ცრემლებით აევსო.
-რა ვიდეო? მანახეთ-საქმიანი სახით ჩამოართვა მისთვის გამოწვდილი მობილური სანდროს ერთ-ერთ ფინიას და ეკრანს დახედა. ვიდეოს სტარტი მისცა და თვალმოუშორებლად უყურებდა რამოდენიმე წამიან ვიდეოს. ბოლოს ტელეფონი პატრონს დაუბრუნა და მითითებულ სავარძელზე ჩამოჯდა.
-მხოლოდ ეს ვიდეო გამოგზავნეს და არ დაურეკავთ რამე პირობებით? -სიგარეტის ღერი ამოაცურა მაგიდაზე მოთავსებული კოლოფიდან და ერთ ცალს მოუკიდა.
-ჯერეჯერობით არაფერი ისმის-ამოიოხრა ქარდავამ.-ამ საქმეში პოლიციის ჩარევას აღარ ვაპირებ. ნამდვილად არ მინდა ამით საფრთხე შევუქმნა მარიამს. ნებისმიერ პირობაზე თანახმა ვარ, ნებისმიერზე.
-მთავარია დარეკონ და მათ ადგილ-სამყოფელს ისედაც დავადგენთ...-წელში გასწორდა სანდროს ერთ-ერთი კაცი.-გვაქვს ამის საშუალებები.
ამაყად ამოილაპარაკა თითქოს იქადნება მაცადე თქვენ რა გიყოთო. არაბულს კი სურვილი გაუჩნდა ხმამაღლა გაეცინა, რადგან იმ წამს გაახსენდა ბიჭებთან გამართული დიალოგის დეტალები.

"-რეკავთ და საუბრობთ მოკლედ და კონკრეტულად, გახსოვდეთ, რაც არ უნდა იყოს ვალდებული ხართ თავი ყველანაირი გაუთვალისწინებელი ფაქტისგან დავიზღვიოთ, ამიტომ საუბარს წყვეტ არანაკლებ 56 წამის შემდეგ, რადგან ერთი წუთის შემდეგ იწყებენ მოსმენას მანამდე უბრალოდ შეუძლებელია ამის გაკეთება. არ ევაჭრები, ამბობ შენს სათქმელს ზედმეტად დამაჯერებელი ტონით. არ ემუქრები, მაგრამ სიტყვას იმხელა ძალა უნდა ჰქონდეს ყველას. თითოეული ნათქვამი ფრაზიდან თავად ხვდებოდნენ მუქარის რა დოზაა მასში გაჟღერებული."

ტუჩის კუთხეში შეუმჩნევლად გაპარული ღიმილი მალევე ჩამოირეცხა სახიდან და იმ წუთს აწკრიალებული ტელეფონის ხმაზე მზერა შეშფოთებული სახით წამომხტარ ქარდავაზე გადაიტანა.
-რეკავენ! ჯანდაბა...რეკავენ ის ნაბიჭვრები!-აკანკალებული დაჰყურებდა ეკრანზე აციმციმებულ უცხო ნომერს და საწყალი თვალებით მისჩერებოდა დათა არაბულს.
-უპასუხეთ და რაც შეიძლება გაწელეთ საუბარი-მაგიდაზე მოთავსებული შავი ქეისი გახსნა ქარდავას ერთ-ერთმა კაცმა და შიგნით მოთავსებულ ლეპტოპს რაღაც უცნაური მოწყობილობა მიუერთა. ქარდავამ კი ათრთოლებული თითები გადაუსვა ეკრანს და ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო .
-გამარჯობათ, ბატონო სანდრო-მამაკაცის ბოხი ხმა ისმოდა ხაზის მეორე ბოლოდან.-იმედია მიიღეთ ჩემი საჩუქარი.
-ჯანდაბა...რას ითხოვთ?-ხმა ჩავარდნილმა
ამოიხრიალა ქარდავამ და დათას გადახედა
-ვნახოთ აბა რამდენად გიღირთ თქვენი მშვენიერი მარიამის სიცოცხლე.
-რამდენი გინდა?
-აი, ეს მომწონს...საქმიანი კაცი ბრძანდებით და ზედმეტი საუბარი არ გვიყვარს. ოცი და არც ერთი თეთრით ნაკლები.
-რა?-ამოიხრიალა ქარდავამ.
-სამი დღე გაქვთ ვადა...-პასუხს აღარ დალოდებია ისე გაუთიშა გამტაცებელმა ტელეფონი.
-57 წამი...- წამოიყვირა ლეპტოპთან მჯდარმა მამკაცმა და თავზე ორივე ხელი იტაცა.-57 წამი! ეგ ნაბი*ჭვარი!!
-ღმერთო მიშველე...-ამოიოხრა სანდრომ და სავარძელში ისე ჩაეშვა თითქოს ცარიელი ტომარა ყოფილიყო.-ახლა რა ვქნა?!
-პილიციის ჩარევა ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია.-სავარძლიდან წამოდგა დათა.-მაგრამ ამავე დროს ზედმეტად სარისკო. არ ვიცით რა ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე და არც ის ვიცით რა შეიძლება მოიმოქმედონ საფთხის დანახვის შემთხვევაში...მარიამის სიცოცხლით ვერ გავრისკავთ.
-აბა, რა ვქნა?-ჩაწითლებული თვალები უარესად ჩაუწითლდა ქარდავას.
-სამი დღე არც ისე ცოტა დროა, ბატონო სანდრო. უნდა შეეცადოთ და რამენაირად მოუკრათ ამ თანხას პირი...
-ოცი მილიონი?! ჯანდაბა ეს ხუმრობაა?! სად მაქვს ოცი მილიონი?! ოცი მილიონი ეს რამდენია იცით?! ღმერთო, მარიამ...-სახეზე აიფარა ორივე ხელი და ქალივით აქვითინდა ქარდავა -მოგიკვდეს შენი უბედური მამა...
-აბა, შენი ამ საქმეში ჩარევა რა ჩემს ფეხებად გვინდოდა თუ კი მაინც ფულის გადახდა გვიწევს?!- დათას მოულოდნელად მკლავში ეცა რეზი და გვერდით ისე უხეშად გასწია წონასწორობის დასაცავად სავარძლის საზურგეზე მოუწია ხელის ჩავლება დათას. წელში გასწორებულმა ხელი უხეშად გაინთავისუფლა შეშლილი თვალებით მომზირალი რეზის ხელიდან და პიჯაკი შეისწორა შემდეგ მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა და თავისზე ერთი თავით დაბალს ისე დააცქერდა ზემოდან, როგორც უმნიშვნელო ნივთს.
-ბატონო?!-თვალები სანახევროდ მოჭუტა და დაძაბული ყბის ძვლებით გამოსცრა.
-გააკეთე რამე, მამას ყოვლის შემძლე ფალავანო!-ხმაში ირონია გაურია რეზიმ და დათასგან მზერა იმ წამს სავარძლიდან წამოწეულ თორღვაზე გადაიტანა, რომელიც დათას წინ მამალივით წამოქოჩრილი შვილის დანახვაზე ავისმომასწავლებლად დაიძაბა და წარბები შეკრა.
-ვაკეთებ რაც შემიძლია.-ზედმეტად მშვიდი ტონით ამოილაპარაკა დათამ და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა.
-არაფერსაც არ აკეთებ-ხმას აუწია რეზიმ და თითქმის უკვე ღრიალზე გადავიდა-ოთხი დღე გავიდა და ჯერ წინ ერთი ნაბიჯითაც კი ვერ წავიწიეთ...იმ ნაბიჭვრებს ჩემი ქალი ჰყავთ და ამ დროს შენ რაღაც ....ობას ბაზრობ...რას აკეთებ, ტო? შენი გაკეთებული ჯერ არაფერი მინახია...
-რეზი!-მხარში სწვდა აღრიალებულ შვილს თორღვა.
-რას აკეთებ, ამის დედაც?! რაში გიხდის მამაჩემი ფულს? რა ჩემი ფეხების საქმის გამკეთებელი შენ ხარ?!-ხელებს ენერგიულად იქნევდა რეზი არაბული და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
-რეზიი!!-ხმას აუწია თორღვამ, მაგრამ მისი ხელი ხელის აკვრით მოიშორა რეზომ და მშვიდი სახით მდგარ დათას სწვდა პიჯაკის საყელოში.- გაატოკე და მარიამი დააბრუნე. თუ არა და გააჯვი ჩვენი ცხოვრებიდან! დღეიდან ჩვენთან აღარ მუშაობ...დათხოვილი ხარ, გესმის? მე გაგანთავისუფლე.
-ბოდიში, შემახსენე შენ ვინ ჩემი ხარ?!-წარბი აზიდა დათამ და სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია -საყელოზე ჩავლებული ხელები ცივად შეაშვებინა და ხელი ისე უბიძგა რეზი ორი ნაბიჯით უკან გადაქანდა.-შენ საიდან მათავისუფლებ, სადაც არ მიგიღივარ?
-შენი დედაც...-მისკენ გაიწია რეზომ, მაგრამ თორღვამ მოსაწრო და საყელოში ჩავლებული მარჯვენა ხელით ისე მოითრაი შვილი რეზის თვალები ლამის ბუდეებიდან გადმოსცვივდა.-მოკეტე და უაზრო სმას შეეშვი...თავით იფიქრე და არა თ.!-დაბალი ხმით ამოისისინა თორღვამ და ხელი შეუშვა.



- მამა ნახე?-სამზარეულოში გასულ არაბულს ფეხდაფეხ მიჰყვა მარიამი. რომელიც ისე დაბრუნდა და გააცილა ბიჭები ერთი სიტყვაც არ დასცდენია. ახლაც მისგან ზურგშექცევით იდგა და მოზრდილ ფინჯანში ყავას ისხამდა.-შენ გეკითხები და დიდხანს აპირებ ჩემს დაიგნორებას?!-ხმას აუწია მარიამმა და მკლავში ჩაავლო ხელი.
-რა გინდა, მარიამ?-მისი ხელი ცივად მოიშორა მამაკაცმა და მაგიდაზე ხმაურით დადგა ფინჯანი. უემოციო სახით შეხედა გაფითრებულ ქალს და სკამზე მოწყვეტით დაეშვა.
-რაღაც გკითხე მე მგონი-ხმას ისევ აუწია ქარდავამ და უკვე ყვირილზე გადავიდა.
-ნუ წიკვინებ... თავი ისედაც მისკდება.
-შენ რა ადამიანი ხარ...-ტუჩები დაებრუცა ქალს.
-რანაირსაც მიყურებ!-ყავა მოსვა მამაკაცმა და ალბათ მეათედ აზუზუნებულ ტელეფონს დახედა, რომელზეც გაუხსნელი მესიჯების კონვერტი ეხატა.
-დათა...
-რა გინდა, მარიამ...რააა?!-თვალები მობეზრებულად აატრიალა მამაკაცმა და იკადრა ამღვრეული ქალისთვის ყურადღების მიქცევა.-ვნახე! კარგად არის...ფულს აგროვებს...სამი დღეც მოიცადე და ბრძანდები მამაშენთან. რევაზიც ვნახე, მთვრალი იყო. ზედმეტად დარდობს შენს ამბავს და გინებით მოითხოვდა შენს დაბრუნებას...ნუ, მე მთხოვდა, რაღა თქმა უნდა. კიდევ რა გაინტერესებს? შენი სამამამთილოც ვნახე, ისიც ნერვიულობს და მამაშენს ეხმარება შენი გამოსახსნელი სახსრების მოძიებაში. კიდევ თორნიკე ვნახე ,ანზორა და თემურა თუ რა ჩემი ფეხები ჰქვია მამაშენის ფინიების არმიას.... ბოდიში, შენს დაქალებს ვერ გავუარე და მათი მდგომარეობა ვერ ვიკითხე.
-რა ხარ?!-წამოიკივლა ქარდავამ და მარჯვენა ხელი მთელი ძალით მოუქნია სახეში, მაგრამ მოასწრო არაბულმა მისი შუა გზაში დაჭერა და ქალი ისეთი ძალით დაითრია თავისკენ წონასწორობა დაკარგული მარიამი მის ფეხებს შორის მოექცა და ნახევარი ტანით სხეულზე მიეხეთქა.
-ხელების ქნევას შეეშვითქო, ხომ გაგაფრთხილე-ყრუდ გამოსცრა არაბულმა და მისი მხრისკენ დაიხარა. ცხვირით გაშლილ თმაში ჩაეფლა და ღრმად შეისუბთქა ნაცნობი არომატი.-ჩემი შამპუნი საოცრად ეხამება შენი კანის სურნელს...
-რა?-წამით გაჩერებულმა გულისცემამ ისევ დაიწყო რიტმულად ფეთქვა და ნელ-ნელა იმატა ტემპერატურასთან ერთად. უკან დახევას შეეცადა, მაგრამ მკლავზე ჩაფრენილმა არაბულის თითებმა არ გაუშვა.
-გიყურებ და ვერ ვხვდები, რა საერთო გაქვთ შენ და რეზი არაბულს?-ქვემოდან ამოხედა მამაკაცმა და სახეზე დააკვირდა გაფითრებულ ქალს.-ხო, აი, ვაბშე სხვადასხვა განზომილება ხართ...
-დათა...-ნერწყვი ხმაურით გადააგორა კისერში მარიამმა და თვალები აემღვრა.
-ასეთი ტონით ნუ მეძახი, მარიამ... უბრალოდ ხმას ნუ იღებ და ჩემს სახელს ნუ იძახი... გაჩუმდი, ძალიან გთხოვ და შეეცადე ეს სამი დღე ისეთი შეუმჩნეველი იყო, ზედმეტად რომ არ დაიმსახურო ჩემი ყურადღება, გასაგებიაა?-თავისუფალი ხელის თითები ფრთხილად გადაიტანა ქალის სახეზე და ლოყაზე ოდნავ შეეხო- ჯანდაბა...-მის სავსე ბაგეებზე გაშტერებული მზერა აარიდა და ერთიანად შეეშვა.- შეგიძლია წახვიდე და ის გააკეთო რაც გითხარი.




სიცხე რომ გაქვს...ყელი გტკივა და ისე ხარ თითქოს მატარებელმა გადაგიარა მაგრამ პირობა პირობააო ხომ გაგიგიათ )))))))))
მადლობა ჩემ გოგოს :* აი ზუსტად ახლა მაბქანაში რომ ზის და კიდევ ორი საათი გზაში უნდა იყოს....მადლობა გაწეული შრომისთვი :დდდდ ჩემს წუწუნს რომ გაუძლო და ნაწერი გამისწორა.
ძალიან რომ მიყვარს და რომ არიცის...ან იცის და არ იმჩნევს :დდდскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

რევაზს ერთი გაშლილი ხელი არ აწყენდა გამოსაფხიზლებლად.
დათა ცოტათი მეცოდება წარსულის გამო.
ქარდავას ფანი ვარ მე!
ფეფო, გკოცნი ბევრს!
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი Liziko27

აუუუუუ შენ რამბავი დატრიალე....:d ;d;d შენი საქმე წერა უნდა წერო და წერო.. ვაიჰ აი ვზივარ და დებილივით ვიცინი მესამედ ვკითხულობ:d:dd :d

 


№3  offline მოდერი ფ ე ფ ო

მარიკუნაა♥️
რევაზს ერთი გაშლილი ხელი არ აწყენდა გამოსაფხიზლებლად.
დათა ცოტათი მეცოდება წარსულის გამო.
ქარდავას ფანი ვარ მე!
ფეფო, გკოცნი ბევრს!
♥️

მართლაც ალალია ერთი შემორტყმა მაგრამ ჯერ ჯერობით გამკეთებელი არავინ გამოჩნდა :))))))

Liziko27
აუუუუუ შენ რამბავი დატრიალე....:d ;d;d შენი საქმე წერა უნდა წერო და წერო.. ვაიჰ აი ვზივარ და დებილივით ვიცინი მესამედ ვკითხულობ:d:dd :d

ძალიან მიხარია მართლა ასეთი კარგი თუ იყო სურვილი რომ გაგიჩნდათ მესამედ წაგეკითხათ :) მადლობა უღრმესი :*

 


№4  offline წევრი kora

წესით რომ ახლა ბევრ ემოციას უნდა ვუსვამდე ხაზს ამის ნაცვლად მარტო რევაზის გაგუდვის სურვილით ვარ შეპყრობილი. ისე მომიშალა ნერვები და ისე მომინდა აი ამ წუთაა ჩემს წინ არა გამოგონილი პერსონაჟი, არამედ რეალური იდგეს. კაცს ვერ ვუწოდებ ესეთ ქალაჩუნა და არაფრისმაქნის ადამიანს! დათას ავალდებულებს "თავისი ქალის" პოვნას და თვითონ თითიც არ გაუტოკებია.
მარიამის გამკვირვებია, რა დაინახა ამ ბიჭში ისეთი, რომ ცოლობაზე დათანხმდა?!
ნუ ჩახუტების სცენა იყო ყველაფერი, სხვა თუ არაფერი აი მაგ ჩახუტებისთვის ღირდა მთელი ეს ისტორია <3 ისეთი ემოცია და სითბო წამოვიდა იქ იმ წუთას თვალებით თუ სიტყვებით გადმოცემული, რომ გამათბო და ეს ორი პერსონაჟი დიდი ნახტომით უფრო წინ წასწია და თუ ასე გააგრძელებენ ვგონებ ჩემს ბარათელ კაცსაც დამიჩრდილავენ <3
ფეფო, მადლობა, მიუხედავად შენი მდგომარეობისა მაინც რომ გაგვახარე :*
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი Ma No

შენმა გოგომ თავისივე გასწორებულში გასასწორებლები იპოვე და ამიტომ ბოდიშები საზოგადოებას, ექსტრემალურ პირობებში ნამუშევარია:დდ შენ კიდევ უზომოდ, აი, უძალიანესად მიყვარხარ ❤ ჩახუტების და კოცნის სცენაზე იცი უკვე როგორც ამიჩუყე გული. ძალიან ნიჭიერი, ძალიან მაგარი და ჩემი ხარ, მილიონი მადლობა შენ, რომ ხარ!❤❤❤
პ.ს. გაჯგიმულ სმაილებს ვერ ვწერ და იგულისხმეთ :დ

 


№6  offline წევრი kasunia

უჰჰ ეს რა იყოო გეფიცები დათას ტკივილი მეც ვიგრძენი და ეს შენი დამსახურებააა ისე წერ რომ მგონია ამ ისტორიაში ვმოგზაურობ და ყველა განცდას მეც ვიზიარებ))რა გითხრა არ ვიცი უნიჭიერესი ხარ:***მარიამიც როგორ შემიყვარდა და როგორ დარდობს დათაზე არ იმჩნევს მაგრამ უკვე ეტყობა რომ გიჟდება ჩვენს ბიჭზე ))კარგი გოგოო ხარ რომ დანაპირები შეასრულე :**გელოდები როგორც ყოველთვის

 


№7  offline წევრი Anansio

ემოციეეებიი!!! ემოციები ამოხტომას ლამობეენ... ვერ ვიტევ... საოცრებააა! საოცრად წერ!!! პირგაბადრული ვკითხულობდიი❤️❤️ოხ რეზიი ოხხ ერთი კაი შემორტყმა და ჭკუის სწავლება არ აწყენდაა... დათაზე ვგიჟდებიი... მარიამის ფანი ვარ... ამათი წყვილი თუ შედგა ჰო საერთოოდ❤️❤️❤️ ეჰჰ ეს აბიტურიენტი ბავშვი გამაგიჟეთ❤️❤️❤️ საოცრად და მოუთმენლად ველოდებიიამ მოთხრობის განვითარებაას❤️❤️❤️არ გიცნობთ მაგრამ ასეთ საოცრებებს რომ ქმნით ძალიან მიყვარხართ❤️❤️❤️

 


№8 წევრი დარინა

ბარათელის მერე ასე არავინ მომწონებიააა, მოწონება რააა არის კი არა და უკვე მიყვარს ეს შეშლილი და გადარეული დათა არაბულიიი, მეც მასთან ერთად განვიცადე ის კოშმარებიიი, რეზის ნაირი ლაჩრები ბევრია დღევანდელ ცხოვრებაში სხვისი გაკეთებული საქმით რომ ბლატაობენ, კაცს საცოლე მოპარეს და დალევის მეტს არაფერს აკეთებს, გაანძრიოს ერთი ადგილი იპოვოს კი არა და ლოთაობს, არადა წინა თავებში შემეცოდა კიდეც, თურმე მადლიც უქნია მარიამისთვის დათას რომ გაუტაცებოაა, თორღვაა კაცი პიროვნება რა ამბები დაატრიალაა.

 


№9 წევრი tamuna.s

ჩახუტების სცენაზე დამბურძგლა.:დ ძალიან მაგარი მომენტი იყო. სიგიჟე წყვილი იქნებიან ეს ორი, უკვე ვგიჟდები ამათზე. აუ რა მოითმენს შემდეგ თავამდე :დდდდ

 


№10  offline წევრი Tatutatu

ძიიედაა!!! ))) ეს რაა იყოო ... ძაან ბოროტი ვიქნები რო ვიკითხოო როდის იქნება შემდეგი?: )))

 


№11  offline მოდერი ფ ე ფ ო

Tatutatu
ძიიედაა!!! ))) ეს რაა იყოო ... ძაან ბოროტი ვიქნები რო ვიკითხოო როდის იქნება შემდეგი?: )))

დღეს თუ არ მოვკვდი ხვალ :(

 


№12  offline წევრი Tatutatu

ღმერთმა დაგიფაროს : ** ისე გაგვახარე რაც ჩვენ გლოცეთ უცებ გამოძვრებიი .. სულ უნდა წეროო სულლლ

დათას ამ სმსებს სოფო ქალი წერს ნეტა

 


№13  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმე ვაიმეე რამაგარია !!
როგორ მიხარიხარ ფეფო ნეტავ იცოდე და როგორ მიყვარხართ ♥️♥️♥️♥️♥️

 


№14 სტუმარი ემი

როგორი კარგი გოგოა მარიამი. ზუსტად იგრძნო, რომ დათას სტკიოდა და მისი დახმარება აშკარად უანგარო იყო. აი, კოცნაზე მისი რეაქციაც კიდე იყო ძალიან სწორი. მარიამის წარმოთქმული "დათა" აშკარად უცნაურად მოქმედებს ამ ვაჟბატონზე და მგონი ტვინსაც ურევს, რაც ძალიან მიხარია ;))))))

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინა

ანითაღუწერელ ემოციებს იწვევს ეს ისტორია ჩენში. ყოველთვის მიყვარდა ესეთი ტიპის ადამიანები:ძლიერი და დამოუკიდებელი. დათაზე ვგიჟდები, ყველაფერი ის არის მასში,რასაც მე ნამდვილ მამაკაცში ვხედავ ან მინდა ვხედავდე. იდეალური მამაკაცი წარმომიდგენია დათასნაირი მე.
თვითონ ისტორია არის ძაან ემოციური. წერის სტილიც საოცარი.
საოცრება ხარ და საოცრებებს ქმნი.
პ.ს. მალე გამოჯანმრთელდი. ამდენი ,,დამშეული,, ხალხი გელოდებით
????????????????????????????????????????

 


№16  offline წევრი ხოსე

ვაიმე ფეფო შენ რა ხარ და როგორი არაპროგნოზირებადი, გამოუცნობი. მთელი დღე რა სცენა აღარ წარმოვიდგინე მათ შორის ვცდილობდი გამომეცნო მაგრამ ეს იყო არ ვიცი უბრალოდ გული გამიჩერდა ჩახუტების სცენაზე სხეული მიკანკალებს და ტვინში დიდი ოდენობით სისხლის მიწოლას ვგრძნობ.საიდან მოგდის ააეთი ადამიანურ ემოციურ რეალური იდეები თავში საოცრება ხარ აი მარიამის ზუსტი და სწორი რეაქცია დათას მდგომარეობის ამოცნობის შემდეგ არ ვიცი რა იყო ეს. და ზოგადად ეს წყვილი რო არ ვიცი ისეთია ასეთ ყველაფრით სავსე პერსონაჟებს როგორ ქმნი. ასეთი ემოცია ამ სიმძაფრის მგონი წინა ისტორიაზეც არ მქონია. სასწაული გიგო ხარ სასწაული პერსონაჟებით და ისტორიით და არ ვიცი კიდე რა გითხრა ბევრი არ ვიცი მოკლედ და შენი ფანი ვარ მე):-*********

 


№17 სტუმარი თინა

ბარათელი რომელი ისტორიის პერსონაჟია ?

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინა

თინა
ბარათელი რომელი ისტორიის პერსონაჟია ?

ნადირობა
პ.ს. პირველი ნაწილი ოღონდ.
ბარათელიც კაი შებერტყილი ტიპი იყო. მმმ მიყვარს

 


№19 სტუმარი თინა

სტუმარი ნინა
თინა
ბარათელი რომელი ისტორიის პერსონაჟია ?

ნადირობა
პ.ს. პირველი ნაწილი ოღონდ.
ბარათელიც კაი შებერტყილი ტიპი იყო. მმმ მიყვარს
მაადლობა ❤️

 


№20 სტუმარი კატ

ესენი ვინ ყოფილაან . და ვაფშე შენ ვინ ყოფილხარ. :D ძაან მაგარი ხარ რა <3

 


№21 სტუმარი აბლაბუდა

არანორმარული ხარ რა გითხრა სხვა მართლა არ ვიცი :))

 


№22  offline მოდერი ფ ე ფ ო

თინა
ბარათელი რომელი ისტორიის პერსონაჟია ?

ბართელი გატაცების და ერთი შანსი ორივესთვის მთავარი პერსონაჟია

აბლაბუდა
არანორმარული ხარ რა გითხრა სხვა მართლა არ ვიცი :))

მადლობააა :))) მიხარია ძალიან
..რადგან ნორმალურობაზე პრეტენზია არასდროს მქონია :* მიყვარხართ

 


№23  offline წევრი ხოსე

მე ისევ აქ ვარ ვატრიალებ და ვატრიალებ ზემოთ ქვემოთ თავს დასაწყისიდან ბოლო კომენტარამდე და ვმშვიდდები საიტზე რომ გხედავ თუნდაც ახალი თავს არ ველოდე :-D

 


№24  offline მოდერი ფ ე ფ ო

ხოსე
მე ისევ აქ ვარ ვატრიალებ და ვატრიალებ ზემოთ ქვემოთ თავს დასაწყისიდან ბოლო კომენტარამდე და ვმშვიდდები საიტზე რომ გხედავ თუნდაც ახალი თავს არ ველოდე :-D

გილოცავ გიორგობას :)))) შეგიძლია თუ არ გაქვს "ერთი შანსი ორივესთვის "წაკითხული მისი კითხვით ისიამოვნო :*

კატ
ესენი ვინ ყოფილაან . და ვაფშე შენ ვინ ყოფილხარ. :D ძაან მაგარი ხარ რა <3

ძალიან დიდი მადლობა :*

 


№25  offline წევრი ხოსე

კი არ მქონდა წაკითხული, როცა გავიგე მისი არსებობის შესახებ ვეღარ ვიპოვე და ეხლა რომ დავინახე ვეცი :-D

ხო მეც გილოცავ :-) :-* ყველას გილოცავთ მკითხველნო :-)))

 


№26  offline წევრი Marryam

"ჯანდაბა" - როგორ მიყვარს ეს სიტყვა ???? როგორც კი ამას მთავარი გმირი იტყვის კარგ კონტექსტში რა თქმა უნდა..დარხეული აქვს მაშინ ???? ეს კი იყო ეხლა განებივრება ზედოზედ 2 თავი და მე როგორც ყოველთვის მაინც არ მეყო:დ ვერც ვიცდი რო დასრულებას დაველოდო ???? ხვალ აღარ იქნება ალბათ ახალი თავი ????

 


№27 სტუმარი სტუმარი takko

vaimee saswauli motxrobaa????❤️ sityvebi zedmetia????????????rac sheidzleba male dade raa axali tavii,moutmenlad velii❤️❤️❤️

 


№28 სტუმარი თინა

დღეს დადებ ? ❤️

 


№29  offline წევრი ხოსე

ფეფოო გამოჩნდი რაა გელოდებით მოუთმენლად ამდენი ხალხი :-) იმედია უკეთ ხარ და გაგვახარებ ახალი დიდი ემოციური თავით არ შეიძლება შენი ცუდად ყოფნა :-)))

 


№30  offline წევრი Sofiiko

Saswaulad momwons ???? imedia male dadeb axaltavs

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.